პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდი

BUPRENORPHINE HYDROCHLORIDE

რეცეპტით0,3მგ/მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

ზომიერი და მაღალი ინტენსივობის ტკივილის სინდრომი საოპერაციო ჩარევების შემდეგ, ონკოლოგიურ პაციენტებში, მიოკარდის ინფარქტის, თირკმლის კოლიკის, დამწვრობების დროს.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბუპრენორფინის (buprenorphine)
ფორმა და შეფუთვა
0,3მგ/მლ 1მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №100 (20X5)
მწარმოებელი
«Kharkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD, უკრაინა; «Xarkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD, უკრაინა
გაცემის წესი
I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზური საშუალებები, ოპირავინის წარმოებულები
ATC კოდი
N02AE01
რეგისტრაციის ნომერი
რ-044995
რეგისტრირებულია
12 მარტი 2026, მოქმედებს 12 მარტი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Kharkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „საბა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაბუპრენორფინის ჰიდროქლორიდი და სხვა წამალი ერთად

ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ზომიერი და მაღალი ინტენსივობის ტკივილის სინდრომი საოპერაციო ჩარევების შემდეგ, ონკოლოგიურ პაციენტებში, მიოკარდის ინფარქტის, თირკმლის კოლიკის, დამწვრობების დროს.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი შეჰყავთ ნელა ინტრავენურად ან კუნთში. მოზრდილებისთვის დოზაა 0.5-1 მლ (0.15-0.3 მგ), საჭიროების შემთხვევაში ინექციები მეორდება ყოველ 6-8 საათში. მოზრდილებისთვის მაქსიმალური დღიური დოზაა 8 მლ (2.4 მგ). 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებს ენიშნებათ 0.5-0.8 მლ (0.15-0.25 მგ). ბავშვებისთვის მაქსიმალური დღიური დოზაა 6.6 მლ (2 მგ).

მკურნალობის მიზნები და შეწყვეტა.

ბუპრენორფინით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტთან უნდა განიხილონ მკურნალობის სტრატეგია, მათ შორის მკურნალობის ხანგრძლივობა და მიზნები, ასევე მკურნალობის შეწყვეტის გეგმა, ტკივილის მართვის პროტოკოლის შესაბამისად. თერაპიის დროს ექიმმა უნდა შეინარჩუნოს ხშირი კონტაქტი პაციენტთან, რათა შეაფასოს მკურნალობის გაგრძელების საჭიროება, განიხილოს მკურნალობის შეწყვეტის საკითხი და საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს დოზა. როდესაც პაციენტს აღარ სჭირდება ბუპრენორფინით თერაპია, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს დოზის თანდათანობით შემცირება მოხსნის სიმპტომების თავიდან ასაცილებლად. თუ ტკივილი სათანადოდ არ კონტროლდება, გასათვალისწინებელია ჰიპერალგეზიის, ტოლერანტობის და ძირითადი დაავადების პროგრესირების შესაძლებლობა (იხილეთ განყოფილება „გამოყენების სპეციალური ინსტრუქციები“).

მკურნალობის ხანგრძლივობა.

ბუპრენორფინი არ უნდა იქნას გამოყენებული საჭიროზე მეტხანს.

ბავშვები:

პრეპარატი გამოიყენება 12 წლიდან

უკუჩვენებები

ინდივიდუალური აუტანლობა ან მომატებული მგრძნობელობა ბუპრენორფინის მიმართ; სუნთქვის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა; ფიზიკური დამოკიდებულება.

სიფრთხილის ზომები

ოპიოიდების მოხმარების დარღვევები (РУО) (ოპიოიდების ბოროტად გამოყენება, დამოკიდებულება და აბსტინენციის სინდრომი).

ბუპრენორფინი არის ოპიოიდური რეცეპტორების ნაწილობრივი აგონისტი და ქრონიკულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ოპიოიდური ტიპის დამოკიდებულება. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა და კლინიკურმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ბუპრენორფინმა შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება, მაგრამ უფრო ნაკლები ხარისხით, ვიდრე სრული ოპიოიდური აგონისტები, როგორიცაა მორფინი.

ოპიოიდების, როგორიცაა ბუპრენორფინი, განმეორებითი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ტოლერანტობა და ფიზიკური და/ან ფსიქოლოგიური დამოკიდებულება; ბუპრენორფინის განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული წამლისმიერი რეფლუქსური დაავადება (РУО). უფრო მაღალი დოზებით და ოპიოიდური მკურნალობის ხანგრძლივი ხანგრძლივობით შეიძლება გაიზარდოს ქრონიკული წამლისმიერი რეფლუქსური დაავადების რისკი (РУО). ბუპრენორფინის ბოროტად გამოყენებამ ან განზრახ არასწორად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დოზის გადაჭარბება და/ან სიკვდილი. ქრონიკული წამლისმიერი რეფლუქსური დაავადების განვითარების რისკი იზრდება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ პირადი ან ოჯახური ისტორია (მშობლები ან და-ძმები) ნივთიერებათა მოხმარების დარღვევების (მათ შორის ალკოჰოლის მოხმარების დარღვევების), თამბაქოს მოხმარების ან არსებული ფსიქიატრიული დარღვევების (მაგ., მძიმე დეპრესია, შფოთვა და პიროვნული აშლილობები).

ბუპრენორფინით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს, პაციენტთან უნდა განიხილონ მკურნალობის მიზანი და შეწყვეტის გეგმა (იხილეთ განყოფილება "დოზირება და მიღება"). პაციენტები ასევე უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ქრონიკული წამლისმიერი რეფლუქსური დაავადების რისკებისა და ნიშნების შესახებ მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს (РУО). პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ ასეთი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მიმართონ ექიმს.

პოტენციური რისკის მინიმიზაცია შესაძლებელია ბუპრენორფინის დოზის ან ფორმულის ტიტრაციით და ბუპრენორფინის თანდათანობითი შეწყვეტით. პრეპარატის მიღების მკვეთრმა შეწყვეტამ ან დოზირების ინტერვალის გახანგრძლივებამ შეიძლება გამოიწვიოს აბსტინენციის სიმპტომები.

პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ წამალდამოკიდებული ქცევის ნიშნების მონიტორინგის ქვეშ (მაგ., ნაადრევი მოთხოვნილება განმეორებით მიღებაზე). ეს მოიცავს ოპიოიდების და ფსიქოაქტიური მედიკამენტების (მაგ., ბენზოდიაზეპინების) თანმხლები გამოყენების შემოწმებას. პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ ქრონიკული უკმარისობის ნიშნები და სიმპტომები, უნდა განიხილონ დამოკიდებულების სპეციალისტთან კონსულტაცია.

სუნთქვის დათრგუნვა

აღნიშნულია სუნთქვის დათრგუნვის გამო დამდგარი ლეტალური შედეგის რამდენიმე შემთხვევა განსაკუთრებით – ბუპრენორფინის მიღებისას ბენზოდიაზეპინებთან ერთად მიღებისას ან მიღების წესის დაუცველობის შემთხვევებში

სეროტონინის სინდრომი.

ბუპრენორფინის და სხვა სეროტონერგული საშუალებების, როგორიცაა MAOМАО-ები, სეროტონინის შერჩევითი უკუმიტაცების ინჰიბიტორები (СИОЗС), სეროტონინ-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (ИОЗСиН) ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომი, პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა (იხილეთ „ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და სხვა ურთიერთქმედებები“).

თუ სხვა სეროტონერგულ საშუალებებთან ერთდროული მკურნალობა კლინიკურად გამართლებულია, რეკომენდებულია პაციენტის ფრთხილად მონიტორინგი, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისა და დოზის გაზრდის დროს.

სეროტონინის სინდრომის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებებს, ავტონომიურ არასტაბილურობას, ნერვ-კუნთოვან დარღვევებს და/ან კუჭ-ნაწლავის სიმპტომებს.

თუ სეროტონინის სინდრომზე ეჭვი არსებობს, სიმპტომების სიმძიმის მიხედვით უნდა განიხილებოდეს დოზის შემცირება ან თერაპიის შეწყვეტა.

ჰეპატიტი, ღვიძლის რეაქციები

როგორც კლინიკური კვლევების, ისე რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში, აღნიშნულია ღვიძლის მძიმე დაზიანების შემთხვევები. გამოვლენილია ღვიძლის ტრანსმინაზას ტრანზიტორული ასიმპტომური დონის ღვიძლის უკმარისობის დონემდე ზრდის ანომალიების სპექტრი. შესაძლოა, რომ ბევრ შემთხვევაში, ამის მიზეზს ან დამატებით ფაქტორს წარმოადგენდა ღვიძლის ფერმენტების ანომალიები, დასნებოვნება В ან С ვირუსული ჰეპატიტით, პოტენციურად ჰეპატოტოქსიკურ სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება და ნარკოტიკების მუდმივად მოხმარება მათი ვენაში შეყვანის გზით. ეს ძირითადი ფაქტორები გათვალისწინებული უნდა იყოს ბუპრენორფინის დანიშვნისა და ამ პრეპარატით მკურნალობის მთელ პერიოდში. ღვიძლის რეაქციაზე დაეჭვების შემთხვევაში, რაიმე უცნობი მიზეზით, საჭიროა შეფასდეს, წარმოადგენს თუ არა ბუპრენორფინი ღვიძლის ნეკროზის ან სიყვითლის მიზეზს, ხოლო მკურნალობა უნდა შეწყდეს, როგორც კი პაციენტის კლინიკური მდგომარეობა მოგვცემს ამის საშუალებას. ღვიძლის ფუნქციის ტესტი რეგულარულად უნდა ჩაუტარდეს ყველა პაციენტს.

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, რაც ცენტრლური მოქმედების სხვა საშუალებებით ძლიოერდება, როგორებიცაა მაგალითად ალკოჰოლი, ტრანკვილიზატორები, სედატიური და ჰიპნოზური საშუალებები

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ორთოსტატიკური ჰიპოტენზია.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები, ისევე როგორც კლინიკური გამოცდილება, ადასტურებს, რომ ბუპრენორფინმა შეიძლება დაბალი დონით გამოიწვიოს წამალდამოკიდებულება.

ბუპრენორფინს შეუძლია შეასუსტოს ტკივილის სიმპტომები ზოგიერთი პათოლოგიის დროს, ცხოველებზე ჩატარებული კვლევები და კლინიკური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბუპრენნორფინს ასევე შეუძლია გამოიწვიოს ფარმაკოდამოკიდებულება, თუმცა, უფრო დაბალი ხარისხით, ვიდრე ამას მორფინი იწვევს. აქედან გამომდინარე, ბუპრენორფინით მკურანლობისას მეტად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ყველა თანამდევი პირობა, ვაკონტროლოთ და დავიცვათ დანიშნული დოზები. ამ პრეპარატის გამოყენების შემზღუდველ ფაქტორს წარმოადგენს სუნთქვის, ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა, ქალა-ტვინის ტრავმა. განსკუთრებული სიფრთხილით ინიშნება მონოამინოქსოდაზას ინჰიბიტორებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი სხვა წამლების ფონზე, აგრეთვე მიქსედემის ან ჰიპოთთირეოზის, თირკმლისზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის, ტოქსიკური ფსიქოზის, წინამდებარე ჯირკვლის, ურეთრის სტრუქტურის ჰიპერტროფიის, ალკოჰოლიზმის შემთხვევებში, ხანდაზმული ასაკის ან დასუსტებული პაციენტებისათვის, რომლებიც ამავდროულად ღებულობენ სუნთქვის დამთრგუნველ წამლებს. ეს პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნას პრემედიკაციის სახით ხანგრძლივ (4 საათზე მეტი) ოპერაციებში, მაგრამ ამ დროს რთულდება ანესთაზიის მართვა, შესაძლოა წარმოიშვას სუნთქვის ნარკოზის-შემდგომი დეპრესია, რაც ფილტვების ინტენსიურად გახანგრძლივებულ ვენტილაციას მოითხოვს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აძლიერებს (სხვა წამლების მხრიდანაც) ძირითად და გვერდით ეფექტებს, აგრეთვე მონოამიონოქსიდაზას ინჰიბიტიორებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნავი სხვა საშუალებების (ტრანკვილიზატორები, ნეიროლეპტიკები) ტოქსიკურობას.

არ არის რეკომენდირებული მითითებულ საშუალებებთან და ნივთიერებებთან კომბინაციაში გამოსაყენებლად

ალკოჰოლი

ალკოჰოლი აძლიერებს ბუპრენორფინის სედატიურ აქტივობას. სიფხიზლის (ყურადღების) მოდუნება ამაღლებს საფრთხეს ავტომობილის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობისას. აუცილებლად უნდა იქნას თავიდან აცილებული სპირტიანი სასმელებისა და ალკოჰოლის შემცველი წამლების მიღება.

კომბინირებული მიღება წამლებთან, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია

ბენზოდიაზეპინური ტრანკვილიზატორები

ბენზოდიაზეპინებთან ერთად მიღება უკავშირდება ლეტალური შედეგის რისკს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევით გამოწვეული სუნთქვის უკმარისობის გამო.

ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტები

ოპიოიდების სხვა წარმოებულები (ანალგეტიკები, ხველის საწინააღმდეგო საშუალებები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, ანტიჰისტამინური საშუალებები (H1-რეცეპტორების ბლოკატორები), ბარბიტურატები, ტრანკვილიზატორები, კლონიდინი ბუპრენორფინთან ერთად, ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესიის გაძლიერებას იწვევს.

გაბაპენტინოიდები.

ბუპრენორფინის გაბაპენტინოიდებთან (გაბაპენტინი და პრეგაბალინი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა, ჰიპოტენზია, ღრმა სედაცია, კომა ან სიკვდილი.

ანტიქოლინერგული საშუალებები.

ბუპრენორფინის ანტიქოლინერგულ საშუალებებთან ან ანტიქოლინერგული ეფექტის მქონე მედიკამენტებთან (მაგ., ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინური საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები, კუნთების რელაქსანტები, ანტიპარკინსონური საშუალებები) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ანტიქოლინერგული გვერდითი მოვლენები.

მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები

ბუპრენორფინთან კომბინაციაში მიღებისას, შესაძლებელია ოპიოიდების მოქმედების გაძლიერება.

CYP3A4-ის ინჰიბიტორები

ბუპრენორფინისა და კეტოკონაზოლის (CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორი) ურთიერთქმედების გამოკვლევით დადგინდა ბუპრენორფინის Cmax და AUC მაჩვენებლების ზრდა (70% და 50%-ით, შესაბამისად) და ნორბუპრენორფინის ზრდა – შედარებით ნაკლები ხარისხით. ამგვარად, პაციენტებს, რომლებიც ბუპრენორფინს ღებულობენ, მუდმივი კონტროლი უნდა დაენიშნოს, თუკი მათ პარალელურად CYP3A4-ის ინჰობიტორებიც ეძლევა - პროტეაზას ინჰიბიტორები (რიტინავირი, ნელფინავირი, ინდინავირი), აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი). ასეთ შემთხვევაში შეიძლება გამართლებული იყოს ბუპრენორფინის დოზის შემცირება

CYP3A4-ის ინდუქტორები

ბუპრენორფიონდსა და CYP3A4-ის ინდუქტორებს შორის ურთიერთდამოკიდებულება გამოკვლეული არ არის, ამიტომ, რეკომენდირებულია გულმოდგინე დაკვირვებები პაციენტებზე, რომლებიც ბუპრენორფინთან ერთდ CYP3A4-ის ინდუქტორებსაც (ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი ან რიფამპიცინი) ღებულობენ. ბუპრენორფინისა და კოკაინის რაიმე მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება დღემდე არაა გამოვლენილი.

CYP3A4-ის სხვა ინჰიბიტორების (მაგ. გესტოდენი, ტროლენდომიცინი, აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები, რიტონავირი, ინდინავირი, საკვინავირი) გამოყენებამ ასევე შეიძლება აამაღლოს ბუპრენორფინის კონცენტრაცია, ამიტომ ამ პრეპარატებით მკურნალობის დაწყებისას განხილული უნდა იქნას ბუპრნორფინის დოზის პროპორციულად შემცირების საკითხი

ამ პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ბუპრენორფინის მეტაბოლიზმი. ამიტომ, პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ჩივილები ბუპრენორფინის ეფექტურობის შემცირებაზე ან ნარკოტიკებისადმი ლტოლვის გაძლიერებაზე, ბუპრენორფინის დოზა უნდა აუმაღლდეს.

ბუპრენორფინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სეროტონერგულ პრეპარატებთან, როგორიცაა МАО ინჰიბიტორები, სეროტონინის შერჩევითი უკუმიტაცების ინჰიბიტორები (СИОЗС), სეროტონინ-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (ИОЗСиН) ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ერთად მიღებისას, რადგან იზრდება სეროტონინის სინდრომის, სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში მდგომარეობის, განვითარების რისკი (იხილეთ განყოფილება „გამოყენების მახასიათებლები“).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდი უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში. იმის გამო, რომ ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდი და მისი მეტაბოლიტები აღწევენ მკერდის რძეში, ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

პრეპარატის მიღების დღეს, საჭიროა თავი შევიკავოთ ისეთი საქმიანობისაგან, რომელიც ყურადღების ამაღლებულ კონცენტრაციასა და სწრაფ რეაქციას საჭიროებს

გვერდითი მოვლენები

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ჰალუცინოგენური ეფექტი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, თავის ტკივილი, ასტენია გულყრა, სიფერმკრთალე, შფოთვა, ნერვიულობა, დაბნეულობა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატიკური ჰიპიტენზია, ბრდიკარდია, ტაქიოკარდია, არტერიული ჰიპოტენზია

ჰეპატობილიალური სისტემის მხრივ: სწორი მიღებისას, ერთეულ შემთხვევებში შეინიშნება ტრანსამინაზას დონის ამაღლება ღვიძლში და სიყვითლე, როგორც წესი – ხელსაყრელი კლინიკური მიმდინარობით, ღვიძლის ნეკროზი და ჰეპატიტი.

სუნთქვის სისტემის მხრივ: სუნთქვის დათრგუნვა

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის ღრუს სიმშრალე, გულისრევა, პირღებინება, შეკრულობა, ასტენია, ღვიძლის ნეკროზი და ჰეპატიტი, მწვავე ჰეპატიტი.

იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (მაგალითად გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ბრონქოსპაზმები), კვინკეს შეშუპება (ანგონერვული შეშუპება), ანაფილაქტიკური შოკი.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: შარდის შეკავება

სხვა დარღვევები: ოფლიანობა, ცვლილებები ჩხვლეტის ადგილზე, რინიტი, შემცივნება, ტკივილი ზურგის არეში, ცრემლდენა

ვენაში ამ პრეპარატის არასათანადო შეყვანის შემთხვევებში, აღნიშნულია ადგილობრივი რეაქციები, ზოგჯერ სეპტიკური, და პოტენციუტრად სერიოზული მწვავე ჰეპატიტი

წამალდამოკიდებულება.

ბუპრენორფინის განმეორებითმა გამოყენებამ, თერაპიული დოზებითაც კი, შეიძლება გამოიწვიოს წამალდამოკიდებულება. წამალდამოკიდებულების განვითარების რისკი შეიძლება განსხვავდებოდეს პაციენტის ინდივიდუალური რისკ-ფაქტორების, დოზისა და ოპიოიდური მკურნალობის ხანგრძლივობის მიხედვით (იხილეთ განყოფილება „გამოყენების სპეციალური ინსტრუქციები“).

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში

ჭარბი დოზა

სიმპტომები. სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა. ჭარბი დოზის შემთხვევითი მიღებისას, საჭიროა ჩავატაროთ ჩვეულებრივი სიმპტომატური თერაპია, მათ შორის ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების გულდასმითი მონიტორინგი. ძირითადი სიმპტომი, რომელიც ინტენსიურ თერაპიას საჭიროებს, არის სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა, რომელმაც შეიძლება სუნთქვის შეჩერება და ლეტალური შედეგი გამოიწვიოს. პირღებინების შემთხვევაში, აუცილებელია მივიღოთ ზომები, რათა თავიდან ავიცილოთ პირღებინების მასის მოხვედრა სასუნთქ გზებში.

მკურნალობა: მკურნალობა სიმპტომატურია. შეიყვანება ნალოქსონი, აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება სუნთქვის ანალგეტიკები. საჭიროა მივიღოთ ინტენსიური თერაპიის ზომები და დავიწყოთ სუნთქვის უკმარისობის სიმპტომატური თერაპია. ზედა სასუნთქი გზები თავისუფალი უნდა იყოს ფულტვების იძულებითი ან კონტროლირებადი ვენტილაციის ჩასატარებლად. რეკომენდირებულია ოპიოიდური ანტაგონისტის (ნალოქსონის) შეყვანა, რომელიც თანდათანობით გაანეიტრალებს ბუპრენორფინის რესპირატორულ ეფექტებს. აუცილებლობის შემთხვევაში ინიშნება ჟანგბადი და სუნთქვის ანალგეტიკები. ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისას პაციენტი ინტენსიური თერაპიის პალატაში უნდა იმყოფებოდეს.

ჭარბი დოზის მკურნალობის ხანგრძლივობის განსაზღვრისას, გათვალიწინებული უნდა იყოს ბუპრენორფინის მოქმედების ხანგრძლივობა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ბუპრენორფინი

1მლ ხსნარი შეიცავს ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდს 0,3მგ ბუპრენორფინზე გადაანგარიშებით

დამხმარე ნივთიერებები: გლუკოზა უწყლო, მარილმჟავა, საინექციო წყალი

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე

შენახვის პირობები

3 წელი.

შენახვის პირობები

ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე

ფარმაკოლოგიური თვისებები

ოპიოიდები. ორიპავინის წარმოებულები ATC კოდი - N02A E01

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა.

ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდი არის ცენტრალური მოქმედების ანალგეტიკი. აღაგზნებს ოპიატური რეცეპტორების კაპა-ქვეტიპს, რითაც აიხსნება მისი ანალგეტიკური აქტივობა, და ამავდროულად ბლოკავს µ-რეცეპტორებს, რომლებიც ეიფორიის განვითარებაზეა პასუხისმგებელი. სხვა ნარკოტიკული ანალგეტიკებისაგან განსხვავებით, არ იწვევს ეიფორიას, ამიტომ, ნაკლებად საშიშია როგორც მიჩვევის გამომწვევი საშუალება.

ფარმაკოკინეტიკა

თანაბარზომიერად ვრცელდება ქსოვილებში, ლახავს ჰემოენცეფალურ ბარიერს. ნახევარგამოყოფის პერიოდი კუნთში და ვენაში შეყვანისას, შეადგენს 3-6 საათს. მეტაბოლიზდება ღვიძლში, გამოიყოფა ნაღველთან ერთად, უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა თირკმელებიდან.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდი

(BUPRENORPHINE HYDROCHLORIDE)

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: ბუპრენორფინი

1მლ ხსნარი შეიცავს ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდს 0,3მგ ბუპრენორფინზე გადაანგარიშებით

დამხმარე ნივთიერებები: გლუკოზა უწყლო, მარილმჟავა, საინექციო წყალი

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ოპიოიდები. ორიპავინის წარმოებულები ATC კოდი - N02A E01

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა.

ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდი არის ცენტრალური მოქმედების ანალგეტიკი. აღაგზნებს ოპიატური რეცეპტორების კაპა-ქვეტიპს, რითაც აიხსნება მისი ანალგეტიკური აქტივობა, და ამავდროულად ბლოკავს µ-რეცეპტორებს, რომლებიც ეიფორიის განვითარებაზეა პასუხისმგებელი. სხვა ნარკოტიკული ანალგეტიკებისაგან განსხვავებით, არ იწვევს ეიფორიას, ამიტომ, ნაკლებად საშიშია როგორც მიჩვევის გამომწვევი საშუალება.

ფარმაკოკინეტიკა

თანაბარზომიერად ვრცელდება ქსოვილებში, ლახავს ჰემოენცეფალურ ბარიერს. ნახევარგამოყოფის პერიოდი კუნთში და ვენაში შეყვანისას, შეადგენს 3-6 საათს. მეტაბოლიზდება ღვიძლში, გამოიყოფა ნაღველთან ერთად, უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა თირკმელებიდან.

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენებები.

ზომიერი და მაღალი ინტენსივობის ტკივილის სინდრომი საოპერაციო ჩარევების შემდეგ, ონკოლოგიურ პაციენტებში, მიოკარდის ინფარქტის, თირკმლის კოლიკის, დამწვრობების დროს.

უკუჩვენებები

ინდივიდუალური აუტანლობა ან მომატებული მგრძნობელობა ბუპრენორფინის მიმართ; სუნთქვის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა; ფიზიკური დამოკიდებულება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები

აძლიერებს (სხვა წამლების მხრიდანაც) ძირითად და გვერდით ეფექტებს, აგრეთვე მონოამიონოქსიდაზას ინჰიბიტიორებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნავი სხვა საშუალებების (ტრანკვილიზატორები, ნეიროლეპტიკები) ტოქსიკურობას.

არ არის რეკომენდირებული მითითებულ საშუალებებთან და ნივთიერებებთან კომბინაციაში გამოსაყენებლად

ალკოჰოლი

ალკოჰოლი აძლიერებს ბუპრენორფინის სედატიურ აქტივობას. სიფხიზლის (ყურადღების) მოდუნება ამაღლებს საფრთხეს ავტომობილის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობისას. აუცილებლად უნდა იქნას თავიდან აცილებული სპირტიანი სასმელებისა და ალკოჰოლის შემცველი წამლების მიღება.

კომბინირებული მიღება წამლებთან, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია

ბენზოდიაზეპინური ტრანკვილიზატორები

ბენზოდიაზეპინებთან ერთად მიღება უკავშირდება ლეტალური შედეგის რისკს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევით გამოწვეული სუნთქვის უკმარისობის გამო.

ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტები

ოპიოიდების სხვა წარმოებულები (ანალგეტიკები, ხველის საწინააღმდეგო საშუალებები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, ანტიჰისტამინური საშუალებები (H1-რეცეპტორების ბლოკატორები), ბარბიტურატები, ტრანკვილიზატორები, კლონიდინი ბუპრენორფინთან ერთად, ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესიის გაძლიერებას იწვევს.

გაბაპენტინოიდები.

ბუპრენორფინის გაბაპენტინოიდებთან (გაბაპენტინი და პრეგაბალინი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა, ჰიპოტენზია, ღრმა სედაცია, კომა ან სიკვდილი.

ანტიქოლინერგული საშუალებები.

ბუპრენორფინის ანტიქოლინერგულ საშუალებებთან ან ანტიქოლინერგული ეფექტის მქონე მედიკამენტებთან (მაგ., ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინური საშუალებები, ანტიფსიქოზური საშუალებები, კუნთების რელაქსანტები, ანტიპარკინსონური საშუალებები) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ანტიქოლინერგული გვერდითი მოვლენები.

მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები

ბუპრენორფინთან კომბინაციაში მიღებისას, შესაძლებელია ოპიოიდების მოქმედების გაძლიერება.

CYP3A4-ის ინჰიბიტორები

ბუპრენორფინისა და კეტოკონაზოლის (CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორი) ურთიერთქმედების გამოკვლევით დადგინდა ბუპრენორფინის Cmax და AUC მაჩვენებლების ზრდა (70% და 50%-ით, შესაბამისად) და ნორბუპრენორფინის ზრდა – შედარებით ნაკლები ხარისხით. ამგვარად, პაციენტებს, რომლებიც ბუპრენორფინს ღებულობენ, მუდმივი კონტროლი უნდა დაენიშნოს, თუკი მათ პარალელურად CYP3A4-ის ინჰობიტორებიც ეძლევა - პროტეაზას ინჰიბიტორები (რიტინავირი, ნელფინავირი, ინდინავირი), აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი). ასეთ შემთხვევაში შეიძლება გამართლებული იყოს ბუპრენორფინის დოზის შემცირება

CYP3A4-ის ინდუქტორები

ბუპრენორფიონდსა და CYP3A4-ის ინდუქტორებს შორის ურთიერთდამოკიდებულება გამოკვლეული არ არის, ამიტომ, რეკომენდირებულია გულმოდგინე დაკვირვებები პაციენტებზე, რომლებიც ბუპრენორფინთან ერთდ CYP3A4-ის ინდუქტორებსაც (ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი ან რიფამპიცინი) ღებულობენ. ბუპრენორფინისა და კოკაინის რაიმე მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება დღემდე არაა გამოვლენილი.

CYP3A4-ის სხვა ინჰიბიტორების (მაგ. გესტოდენი, ტროლენდომიცინი, აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები, რიტონავირი, ინდინავირი, საკვინავირი) გამოყენებამ ასევე შეიძლება აამაღლოს ბუპრენორფინის კონცენტრაცია, ამიტომ ამ პრეპარატებით მკურნალობის დაწყებისას განხილული უნდა იქნას ბუპრნორფინის დოზის პროპორციულად შემცირების საკითხი

ამ პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ბუპრენორფინის მეტაბოლიზმი. ამიტომ, პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ჩივილები ბუპრენორფინის ეფექტურობის შემცირებაზე ან ნარკოტიკებისადმი ლტოლვის გაძლიერებაზე, ბუპრენორფინის დოზა უნდა აუმაღლდეს.

ბუპრენორფინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული სეროტონერგულ პრეპარატებთან, როგორიცაა МАО ინჰიბიტორები, სეროტონინის შერჩევითი უკუმიტაცების ინჰიბიტორები (СИОЗС), სეროტონინ-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (ИОЗСиН) ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ერთად მიღებისას, რადგან იზრდება სეროტონინის სინდრომის, სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში მდგომარეობის, განვითარების რისკი (იხილეთ განყოფილება „გამოყენების მახასიათებლები“).

გამოყენების თავისებურებები

ოპიოიდების მოხმარების დარღვევები (РУО) (ოპიოიდების ბოროტად გამოყენება, დამოკიდებულება და აბსტინენციის სინდრომი).

ბუპრენორფინი არის ოპიოიდური რეცეპტორების ნაწილობრივი აგონისტი და ქრონიკულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ოპიოიდური ტიპის დამოკიდებულება. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა და კლინიკურმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ბუპრენორფინმა შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება, მაგრამ უფრო ნაკლები ხარისხით, ვიდრე სრული ოპიოიდური აგონისტები, როგორიცაა მორფინი.

ოპიოიდების, როგორიცაა ბუპრენორფინი, განმეორებითი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ტოლერანტობა და ფიზიკური და/ან ფსიქოლოგიური დამოკიდებულება; ბუპრენორფინის განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული წამლისმიერი რეფლუქსური დაავადება (РУО). უფრო მაღალი დოზებით და ოპიოიდური მკურნალობის ხანგრძლივი ხანგრძლივობით შეიძლება გაიზარდოს ქრონიკული წამლისმიერი რეფლუქსური დაავადების რისკი (РУО). ბუპრენორფინის ბოროტად გამოყენებამ ან განზრახ არასწორად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დოზის გადაჭარბება და/ან სიკვდილი. ქრონიკული წამლისმიერი რეფლუქსური დაავადების განვითარების რისკი იზრდება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ პირადი ან ოჯახური ისტორია (მშობლები ან და-ძმები) ნივთიერებათა მოხმარების დარღვევების (მათ შორის ალკოჰოლის მოხმარების დარღვევების), თამბაქოს მოხმარების ან არსებული ფსიქიატრიული დარღვევების (მაგ., მძიმე დეპრესია, შფოთვა და პიროვნული აშლილობები).

ბუპრენორფინით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს, პაციენტთან უნდა განიხილონ მკურნალობის მიზანი და შეწყვეტის გეგმა (იხილეთ განყოფილება "დოზირება და მიღება"). პაციენტები ასევე უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ქრონიკული წამლისმიერი რეფლუქსური დაავადების რისკებისა და ნიშნების შესახებ მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს (РУО). პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ ასეთი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მიმართონ ექიმს.

პოტენციური რისკის მინიმიზაცია შესაძლებელია ბუპრენორფინის დოზის ან ფორმულის ტიტრაციით და ბუპრენორფინის თანდათანობითი შეწყვეტით. პრეპარატის მიღების მკვეთრმა შეწყვეტამ ან დოზირების ინტერვალის გახანგრძლივებამ შეიძლება გამოიწვიოს აბსტინენციის სიმპტომები.

პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ წამალდამოკიდებული ქცევის ნიშნების მონიტორინგის ქვეშ (მაგ., ნაადრევი მოთხოვნილება განმეორებით მიღებაზე). ეს მოიცავს ოპიოიდების და ფსიქოაქტიური მედიკამენტების (მაგ., ბენზოდიაზეპინების) თანმხლები გამოყენების შემოწმებას. პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ ქრონიკული უკმარისობის ნიშნები და სიმპტომები, უნდა განიხილონ დამოკიდებულების სპეციალისტთან კონსულტაცია.

სუნთქვის დათრგუნვა

აღნიშნულია სუნთქვის დათრგუნვის გამო დამდგარი ლეტალური შედეგის რამდენიმე შემთხვევა განსაკუთრებით – ბუპრენორფინის მიღებისას ბენზოდიაზეპინებთან ერთად მიღებისას ან მიღების წესის დაუცველობის შემთხვევებში

სეროტონინის სინდრომი.

ბუპრენორფინის და სხვა სეროტონერგული საშუალებების, როგორიცაა MAOМАО-ები, სეროტონინის შერჩევითი უკუმიტაცების ინჰიბიტორები (СИОЗС), სეროტონინ-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები (ИОЗСиН) ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის სინდრომი, პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა (იხილეთ „ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და სხვა ურთიერთქმედებები“).

თუ სხვა სეროტონერგულ საშუალებებთან ერთდროული მკურნალობა კლინიკურად გამართლებულია, რეკომენდებულია პაციენტის ფრთხილად მონიტორინგი, განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისა და დოზის გაზრდის დროს.

სეროტონინის სინდრომის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებებს, ავტონომიურ არასტაბილურობას, ნერვ-კუნთოვან დარღვევებს და/ან კუჭ-ნაწლავის სიმპტომებს.

თუ სეროტონინის სინდრომზე ეჭვი არსებობს, სიმპტომების სიმძიმის მიხედვით უნდა განიხილებოდეს დოზის შემცირება ან თერაპიის შეწყვეტა.

ჰეპატიტი, ღვიძლის რეაქციები

როგორც კლინიკური კვლევების, ისე რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში, აღნიშნულია ღვიძლის მძიმე დაზიანების შემთხვევები. გამოვლენილია ღვიძლის ტრანსმინაზას ტრანზიტორული ასიმპტომური დონის ღვიძლის უკმარისობის დონემდე ზრდის ანომალიების სპექტრი. შესაძლოა, რომ ბევრ შემთხვევაში, ამის მიზეზს ან დამატებით ფაქტორს წარმოადგენდა ღვიძლის ფერმენტების ანომალიები, დასნებოვნება В ან С ვირუსული ჰეპატიტით, პოტენციურად ჰეპატოტოქსიკურ სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება და ნარკოტიკების მუდმივად მოხმარება მათი ვენაში შეყვანის გზით. ეს ძირითადი ფაქტორები გათვალისწინებული უნდა იყოს ბუპრენორფინის დანიშვნისა და ამ პრეპარატით მკურნალობის მთელ პერიოდში. ღვიძლის რეაქციაზე დაეჭვების შემთხვევაში, რაიმე უცნობი მიზეზით, საჭიროა შეფასდეს, წარმოადგენს თუ არა ბუპრენორფინი ღვიძლის ნეკროზის ან სიყვითლის მიზეზს, ხოლო მკურნალობა უნდა შეწყდეს, როგორც კი პაციენტის კლინიკური მდგომარეობა მოგვცემს ამის საშუალებას. ღვიძლის ფუნქციის ტესტი რეგულარულად უნდა ჩაუტარდეს ყველა პაციენტს.

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, რაც ცენტრლური მოქმედების სხვა საშუალებებით ძლიოერდება, როგორებიცაა მაგალითად ალკოჰოლი, ტრანკვილიზატორები, სედატიური და ჰიპნოზური საშუალებები

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა ორთოსტატიკური ჰიპოტენზია.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევები, ისევე როგორც კლინიკური გამოცდილება, ადასტურებს, რომ ბუპრენორფინმა შეიძლება დაბალი დონით გამოიწვიოს წამალდამოკიდებულება.

ბუპრენორფინს შეუძლია შეასუსტოს ტკივილის სიმპტომები ზოგიერთი პათოლოგიის დროს, ცხოველებზე ჩატარებული კვლევები და კლინიკური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბუპრენნორფინს ასევე შეუძლია გამოიწვიოს ფარმაკოდამოკიდებულება, თუმცა, უფრო დაბალი ხარისხით, ვიდრე ამას მორფინი იწვევს. აქედან გამომდინარე, ბუპრენორფინით მკურანლობისას მეტად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ყველა თანამდევი პირობა, ვაკონტროლოთ და დავიცვათ დანიშნული დოზები. ამ პრეპარატის გამოყენების შემზღუდველ ფაქტორს წარმოადგენს სუნთქვის, ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა, ქალა-ტვინის ტრავმა. განსკუთრებული სიფრთხილით ინიშნება მონოამინოქსოდაზას ინჰიბიტორებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი სხვა წამლების ფონზე, აგრეთვე მიქსედემის ან ჰიპოთთირეოზის, თირკმლისზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის, ტოქსიკური ფსიქოზის, წინამდებარე ჯირკვლის, ურეთრის სტრუქტურის ჰიპერტროფიის, ალკოჰოლიზმის შემთხვევებში, ხანდაზმული ასაკის ან დასუსტებული პაციენტებისათვის, რომლებიც ამავდროულად ღებულობენ სუნთქვის დამთრგუნველ წამლებს. ეს პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნას პრემედიკაციის სახით ხანგრძლივ (4 საათზე მეტი) ოპერაციებში, მაგრამ ამ დროს რთულდება ანესთაზიის მართვა, შესაძლოა წარმოიშვას სუნთქვის ნარკოზის-შემდგომი დეპრესია, რაც ფილტვების ინტენსიურად გახანგრძლივებულ ვენტილაციას მოითხოვს.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში

ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდი უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში. იმის გამო, რომ ბუპრენორფინის ჰიდროქლორიდი და მისი მეტაბოლიტები აღწევენ მკერდის რძეში, ამ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას

პრეპარატის მიღების დღეს, საჭიროა თავი შევიკავოთ ისეთი საქმიანობისაგან, რომელიც ყურადღების ამაღლებულ კონცენტრაციასა და სწრაფ რეაქციას საჭიროებს

გამოყენების წესი და დოზები

პრეპარატი შეჰყავთ ნელა ინტრავენურად ან კუნთში. მოზრდილებისთვის დოზაა 0.5-1 მლ (0.15-0.3 მგ), საჭიროების შემთხვევაში ინექციები მეორდება ყოველ 6-8 საათში. მოზრდილებისთვის მაქსიმალური დღიური დოზაა 8 მლ (2.4 მგ). 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებს ენიშნებათ 0.5-0.8 მლ (0.15-0.25 მგ). ბავშვებისთვის მაქსიმალური დღიური დოზაა 6.6 მლ (2 მგ).

მკურნალობის მიზნები და შეწყვეტა.

ბუპრენორფინით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტთან უნდა განიხილონ მკურნალობის სტრატეგია, მათ შორის მკურნალობის ხანგრძლივობა და მიზნები, ასევე მკურნალობის შეწყვეტის გეგმა, ტკივილის მართვის პროტოკოლის შესაბამისად. თერაპიის დროს ექიმმა უნდა შეინარჩუნოს ხშირი კონტაქტი პაციენტთან, რათა შეაფასოს მკურნალობის გაგრძელების საჭიროება, განიხილოს მკურნალობის შეწყვეტის საკითხი და საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს დოზა. როდესაც პაციენტს აღარ სჭირდება ბუპრენორფინით თერაპია, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს დოზის თანდათანობით შემცირება მოხსნის სიმპტომების თავიდან ასაცილებლად. თუ ტკივილი სათანადოდ არ კონტროლდება, გასათვალისწინებელია ჰიპერალგეზიის, ტოლერანტობის და ძირითადი დაავადების პროგრესირების შესაძლებლობა (იხილეთ განყოფილება „გამოყენების სპეციალური ინსტრუქციები“).

მკურნალობის ხანგრძლივობა.

ბუპრენორფინი არ უნდა იქნას გამოყენებული საჭიროზე მეტხანს.

ბავშვები:

პრეპარატი გამოიყენება 12 წლიდან

ჭარბი დოზა

სიმპტომები. სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა. ჭარბი დოზის შემთხვევითი მიღებისას, საჭიროა ჩავატაროთ ჩვეულებრივი სიმპტომატური თერაპია, მათ შორის ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების გულდასმითი მონიტორინგი. ძირითადი სიმპტომი, რომელიც ინტენსიურ თერაპიას საჭიროებს, არის სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა, რომელმაც შეიძლება სუნთქვის შეჩერება და ლეტალური შედეგი გამოიწვიოს. პირღებინების შემთხვევაში, აუცილებელია მივიღოთ ზომები, რათა თავიდან ავიცილოთ პირღებინების მასის მოხვედრა სასუნთქ გზებში.

მკურნალობა: მკურნალობა სიმპტომატურია. შეიყვანება ნალოქსონი, აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება სუნთქვის ანალგეტიკები. საჭიროა მივიღოთ ინტენსიური თერაპიის ზომები და დავიწყოთ სუნთქვის უკმარისობის სიმპტომატური თერაპია. ზედა სასუნთქი გზები თავისუფალი უნდა იყოს ფულტვების იძულებითი ან კონტროლირებადი ვენტილაციის ჩასატარებლად. რეკომენდირებულია ოპიოიდური ანტაგონისტის (ნალოქსონის) შეყვანა, რომელიც თანდათანობით გაანეიტრალებს ბუპრენორფინის რესპირატორულ ეფექტებს. აუცილებლობის შემთხვევაში ინიშნება ჟანგბადი და სუნთქვის ანალგეტიკები. ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისას პაციენტი ინტენსიური თერაპიის პალატაში უნდა იმყოფებოდეს.

ჭარბი დოზის მკურნალობის ხანგრძლივობის განსაზღვრისას, გათვალიწინებული უნდა იყოს ბუპრენორფინის მოქმედების ხანგრძლივობა.

გვერდითი რეაქციები

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ჰალუცინოგენური ეფექტი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, თავის ტკივილი, ასტენია გულყრა, სიფერმკრთალე, შფოთვა, ნერვიულობა, დაბნეულობა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატიკური ჰიპიტენზია, ბრდიკარდია, ტაქიოკარდია, არტერიული ჰიპოტენზია

ჰეპატობილიალური სისტემის მხრივ: სწორი მიღებისას, ერთეულ შემთხვევებში შეინიშნება ტრანსამინაზას დონის ამაღლება ღვიძლში და სიყვითლე, როგორც წესი – ხელსაყრელი კლინიკური მიმდინარობით, ღვიძლის ნეკროზი და ჰეპატიტი.

სუნთქვის სისტემის მხრივ: სუნთქვის დათრგუნვა

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის ღრუს სიმშრალე, გულისრევა, პირღებინება, შეკრულობა, ასტენია, ღვიძლის ნეკროზი და ჰეპატიტი, მწვავე ჰეპატიტი.

იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (მაგალითად გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ბრონქოსპაზმები), კვინკეს შეშუპება (ანგონერვული შეშუპება), ანაფილაქტიკური შოკი.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: შარდის შეკავება

სხვა დარღვევები: ოფლიანობა, ცვლილებები ჩხვლეტის ადგილზე, რინიტი, შემცივნება, ტკივილი ზურგის არეში, ცრემლდენა

ვენაში ამ პრეპარატის არასათანადო შეყვანის შემთხვევებში, აღნიშნულია ადგილობრივი რეაქციები, ზოგჯერ სეპტიკური, და პოტენციუტრად სერიოზული მწვავე ჰეპატიტი

წამალდამოკიდებულება.

ბუპრენორფინის განმეორებითმა გამოყენებამ, თერაპიული დოზებითაც კი, შეიძლება გამოიწვიოს წამალდამოკიდებულება. წამალდამოკიდებულების განვითარების რისკი შეიძლება განსხვავდებოდეს პაციენტის ინდივიდუალური რისკ-ფაქტორების, დოზისა და ოპიოიდური მკურნალობის ხანგრძლივობის მიხედვით (იხილეთ განყოფილება „გამოყენების სპეციალური ინსტრუქციები“).

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში

ვარგისიანობის ვადა. 3 წელი.

შენახვის პირობები

ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე

შეუთავსებლობა. არ უნდა შეერიოს სხვა პრეპარატებს ერთ კონტეინერში

შეფუთვა. 1 მლ ამპულაში, 5 ამპულა ბლისტერში, 20 ბლისტერი მუყაოს კოლოფში

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - I, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში

მწარმოებელი:

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება `ხარკოვის ფარმაცევტული საწარმო `ზდოროვიე ნაროდუ~

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი / განმცხადებლის და/ან მისი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი:

უკრაინა, 61002, ხარკოვის ოლქი, ქ. ხარკოვი, კულიკოვსკაიას ქ. 41

ბოლო გადახედვის თარიღი 30.10.2025

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა