ბრიმიკა ჯენუეირი
Brimica® Genuair®
რას წარმოადგენს ბრიმიკა® ჯენუეირი® მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს ორ მოქმედ ნივთიერებას, რომლებსაც ეწოდება აკლიდინიუმი და ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატი. ორივე მიეკუთვნება სამკურნალო ნივთიერებების ჯგუფს, სახელწოდებით ბრონქოდილატატორები. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ფორმოტეროლი (formoterol) + აკლიდინიუმი (aclidinium)
- ფორმა და შეფუთვა
- (340მკგ + 12მკგ)/დოზა 60 დოზა საინჰალაციო ფხვნილი ინჰალატორი №3
- მწარმოებელი
- Industrias Farmaceuticas Almirall S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ადრენერგულები ანტიქოლინერგულებთან კომბინაციაში კორტიკოსტეროიდებთან სამმაგი კომბინაციების ჩათვლით
- ATC კოდი
- R03AL05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044237
- რეგისტრირებულია
- 28 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 28 ოქტომბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- BERLIN-CHEMIE AG (გერმანია)
- განმცხადებელი
- შპს „ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბრიმიკა ჯენუეირი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რას წარმოადგენს ბრიმიკა® ჯენუეირი®
მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს ორ მოქმედ ნივთიერებას, რომლებსაც ეწოდება აკლიდინიუმი და ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატი. ორივე მიეკუთვნება სამკურნალო ნივთიერებების ჯგუფს, სახელწოდებით ბრონქოდილატატორები. ბრონქოდილატატორები ადუნებს სასუნთქი გზების მუსკულატურას, რაც იწვევს მათ გაფართოებას და ხელს უწყობს სუნთქვის გაადვილებას. ინჰალატორი ჯენუეირი®ახდენს ჩასუნთქვის დროს მოქმედი ნივთიერებების მიწოდებას უშუალოდ ფილტვებში.
რისთვის გამოიყენება პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი®
პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი® გამოიყენება სუნთქვის გაძნელების მქონე მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ ფილტვების დაავადებასთან დაკავშირებით, რომელსაც ეწოდება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ), როდესაც ხდება სასუნთქი გზებისა და ფილტვის ალვეოლების დაზიანება ან დაბლოკვა. აფართოებს რა სასუნთქ გზებს, მოცემული პრეპარატი ხელს უწყობს ისეთი სიმპტომის შემსუბუქებას, როგორიცაა ქოშინი. ბრიმიკა® ჯენუეირის® რეგულარული გამოყენება ამცირებს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გავლენას თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
მიღების წესი და დოზირება
320611537465ნარინჯისფერი ღილაკი
ნარინჯისფერი ღილაკი
100584044450ფერის კონტროლის ეკრანი
მწვანე = ინჰალატორი მზადაა გამოყენებისთვის
ფერის კონტროლის ეკრანი
მწვანე = ინჰალატორი მზადაა გამოყენებისთვის
1570355106680
76454016510დამცავი თავსახური
დამცავი თავსახური
3586480179705ფერის კონტროლის ეკრანი
წითელი = ადასტურებს ინჰალაციის სწორად ჩატარებას
ფერის კონტროლის ეკრანი
წითელი = ადასტურებს ინჰალაციის სწორად ჩატარებას
343471533655მუნდშტუკი
მუნდშტუკი
ნახატი A
გამოყენების წინ:
ა. პირველი გამოყენების წინ გახსენით შეფუთვა და ამოიღეთ ინჰალატორი. გადააგდეთ შეფუთვა და საშრობი.
ბ. არ დააჭიროთ ნარინჯისფერ ღილაკს მანამ, სანამ არ იქნებით მზად პრეპარატის მისაღებად.
გ. მოხსენით თავსახური ორივე მხარეს არსებულ ისრებზე მსუბუქად დაჭერით (ნახატი B).
635013970
1494155283845დააჭირეთ აქ და მოხსენით
დააჭირეთ აქ და მოხსენით
ნახატი B
ეტაპი 1: მოამზადეთ პრეპარატის დოზა
- 1 დაათვალიერეთ მუნდშტუკის ხვრელი და დარწმუნდით, რომ ის არ არის დაბლოკილი (ნახატი C).
- 2 შეხედეთ ფერის კონტროლის ეკრანს (უნდა იყოს წითელი, ნახატი C).
792480220345წითელი
წითელი
1671955161290
635013335შეამოწმეთ მუნდშტუკის ხვრელი
შეამოწმეთ მუნდშტუკის ხვრელი
1919605151765ნახატი C
ნახატი C
- 3 დაიჭირეთ ინჰალატორი ჰორიზონტალურად მუნდშტუკით თქვენი მიმართულებით, ნარინჯისფერი ღილაკით ზემოთ (ნახატი D).
294005147320
54229020955ნახატი D
ნახატი D
- 4 პრეპარატის დოზის მოსამზადებლად ბოლომდე დააჭირეთ თითი ნარინჯისფერ ღილაკს (ნახატი E).
როდესაც ღილაკზე თითი ბოლომდე დაჭერილია, ფერის კონტროლის ეკრანი გადადის წითელიდან მწვანე ფერზე.
635097790დარწმუნდით, რომ ნარინჯისფერი ღილაკი მიმართულია ზემოთ. არ დახაროთ ინჰალატორი.
დარწმუნდით, რომ ნარინჯისფერი ღილაკი მიმართულია ზემოთ. არ დახაროთ ინჰალატორი.
- 5 გაუშვით თითი ნარინჯისფერ ღილაკს (ნახატი F).
635086995დარწმუნდით, რომ თითი გაუშვით ღილაკს; ეს საჭიროა ინჰალატორის სწორი ფუნქციონირებისთვის.
დარწმუნდით, რომ თითი გაუშვით ღილაკს; ეს საჭიროა ინჰალატორის სწორი ფუნქციონირებისთვის.
340995-264160
1053465194310ნახატი E
ნახატი E
2902585194310ნახატი F
ნახატი F
შეჩერდით და შეამოწმეთ:
- 6 დარწმუნდით, რომ ფერის კონტროლის ეკრანი არის მწვანე (ნახატი G).
პრეპარატი მზადაა ინჰალაციისთვის.
887730231140
გადადით „მე-2 ეტაპზე: ჩაატარეთ პრეპარატის ინჰალაცია"
908050116840მწვანე
მწვანე
ნახატი G
10922071120რა გავაკეთოთ, თუ ფერის კონტროლის ეკრანი დარჩა წითელი ღილაკზე დაჭერის შემდეგ (ნახატი H).
ნახატი H
პრეპარატის დოზა არ არის მომზადებული. დაუბრუნდით პარაგრაფს „ეტაპი 1: მოამზადეთ პრეპარატის დოზა~ და გაიმეორეთ პუნქტები 1.1-1.6.
ნახატი H
რა გავაკეთოთ, თუ ფერის კონტროლის ეკრანი დარჩა წითელი ღილაკზე დაჭერის შემდეგ (ნახატი H).
ნახატი H
პრეპარატის დოზა არ არის მომზადებული. დაუბრუნდით პარაგრაფს „ეტაპი 1: მოამზადეთ პრეპარატის დოზა~ და გაიმეორეთ პუნქტები 1.1-1.6.
ნახატი H
328295157480
ეტაპი 2: ჩაატარეთ პრეპარატის ინჰალაცია
10287067945პრეპარატის გამოყენებამდე სრულად წაიკითხეთ პუნქტები 2.1-2.7. არ დახაროთ ინჰალატორი.
პრეპარატის გამოყენებამდე სრულად წაიკითხეთ პუნქტები 2.1-2.7. არ დახაროთ ინჰალატორი.
- 1 დაიჭირეთ ინჰალატორი პირიდან დაშორებულ მდგომარეობაში და გააკეთეთ ღრმა ამოსუნთქვა. არასდროს ამოისუნთქოთ ინჰალატორში (ნახატი I).
8255-195580
ნახატი I
- 2 დაიჭირეთ თავი სწორად, მოათავსეთ მუნდშტუკი ტუჩებს შორის და მჭიდროთ მოაბჯინეთ ტუჩები მუნდშტუკს (ნახატი J).
127026035არ დააჭიროთ თითი ნარინჯისფერ ღილაკს შესუნთქვის დროს.
არ დააჭიროთ თითი ნარინჯისფერ ღილაკს შესუნთქვის დროს.
21590219075
129540356870ნახატი J
ნახატი J
- 3 ძლიერად და ღრმად ჩაისუნთქეთ პირიდან. გააგრძელეთ ჩასუნთქვა რაც შეიძლება დიდხანს.
- 26670132715ინჰალაციის სწორად ჩატარების შემთხვევაში გაიგონებთ დაწკაპუნებას. დაწკაპუნების შემდეგ, გააგრძელეთ ჩასუნთქვა რაც შეიძლება დიდხანს. ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება ვერ გაიგონოს დაწკაპუნება. კონტროლის ეკრანის საშუალებით დარწმუნდით, რომ ინჰალაცია ჩატარდა სწორად.
ინჰალაციის სწორად ჩატარების შემთხვევაში გაიგონებთ დაწკაპუნებას. დაწკაპუნების შემდეგ, გააგრძელეთ ჩასუნთქვა რაც შეიძლება დიდხანს. ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება ვერ გაიგონოს დაწკაპუნება. კონტროლის ეკრანის საშუალებით დარწმუნდით, რომ ინჰალაცია ჩატარდა სწორად.
- 4 ამოიღეთ ინჰალატორი პირიდან.
- 5 შეიკავეთ სუნთქვა რაც შეიძლება დიდხანს.
- 6 ნელა ამოისუნთქეთ, მაგრამ არ ამოისუნთქოთ ინჰალატორში.
- 38100113030ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება იგრძნოს ქვიშის მარცვლების მსგავსი შეგრძნება პირში, მსუბუქი მოტკბო ან მომწარო გემო. არ მიიღოთ პრეპარატის დამატებითი დოზა, თუ არ იგრძნობთ რაიმე გემოს ან არ გექნებათ რაიმე შეგრძნება ინჰალაციის შემდეგ.
ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება იგრძნოს ქვიშის მარცვლების მსგავსი შეგრძნება პირში, მსუბუქი მოტკბო ან მომწარო გემო. არ მიიღოთ პრეპარატის დამატებითი დოზა, თუ არ იგრძნობთ რაიმე გემოს ან არ გექნებათ რაიმე შეგრძნება ინჰალაციის შემდეგ.
შეჩერდით და შეამოწმეთ:
- 7 დარწმუნდით, რომ ფერის კონტროლის ეკრანი გახდა წითელი (ნახატი K). ეს ნიშნავს, რომ პრეპარატის ინჰალაცია ჩაატარეთ სწორად.
485140137160
762058420წითელი
წითელი
ნახატი K
1714536195რა გავაკეთოთ, თუ ინჰალაციის შემდეგ ფერის კონტროლის ეკრანი დარჩა მწვანე (ნახატი L).
ეს ნიშნავს, რომ პრეპარატის ინჰალაცია ჩატარდა არასწორად. დაუბრუნდით პარაგრაფს „ეტაპი 2: ჩაატარეთ პრეპარატის ინჰალაცია~ და გაიმეორეთ პუნქტები 2.1-2.7.
თუ ფერის კონტროლის ეკრანი ისევ არ გადადის წითელ ფერზე, შეიძლება დაგავიწყდათ ინჰალაციის ჩატარებამდე ნარინჯისფერი ღილაკიდან თითის გაშვება ან ჩასუნთქვა არ იყო საკმარისად ძლიერი. ამ შემთხვევაში, სცადეთ პროცედურის გამეორება. დარწმუნდით, რომ თითი გაუშვით ნარინჯისფერ ღილაკს და სრულად ამოისუნთქეთ. შემდეგ გააკეთეთ ძლიერი, ღრმა ჩასუნთქვა მუნდშტუკიდან.
თუ რამდენიმე ცდის შემდეგ ფერის კონტროლის ეკრანი დარჩა მწვანე, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
რა გავაკეთოთ, თუ ინჰალაციის შემდეგ ფერის კონტროლის ეკრანი დარჩა მწვანე (ნახატი L).

220345155575
52451053340ნახატი L
ნახატი L
ყოველი გამოყენების შემდეგ დაახურეთ მუნდშტუკს დამცავი თავსახური (ნახატი M), ინჰალატორის მტვერით ან სხვა ნივთიერებებით დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. თავსახურის დაკარგვის შემთხვევაში ინჰალატორი უნდა გადააგდოთ.
762046355
454025149225ნახატი M
ნახატი M
დამატებითი ინფორმაცია
რა უნდა გააკეთოთ, თუ პრეპარატის დოზა შემთხვევით მოამზადეთ მისაღებად?
შეინახეთ ინჰალატორი დამცავი თავსახურით სამკურნალო საშუალების მიღებამდე, შემდეგ მოხსენით თავსახური და გადადით პუნქტზე 1.6.
როგორ მუშაობს დოზების ინდიკატორი?
დოზების ინდიკატორი გვიჩვენებს ინჰალატორში დარჩენილი პრეპარატის დოზების საერთო რაოდენობას (ნახატი N).
პირველი გამოყენებისას ინჰალატორი შეიცავს არანაკლებ 60 დოზას ან არანაკლებ 30 დოზას გამოშვების ფორმის შესაბამისად.
ყოველ ჯერზე, ნარინჯისფერ ღილაკზე თითის დაჭერით პრეპარატის დოზის მომზადებისას, დოზების ინდიკატორი გადადის მომდევნო რიცხვის მიმართულებით (50, 40, 30, 20, 10 ან 0).
როდის არის საჭირო ახალი ინჰალატორი?
თქვენთვის საჭიროა ახალი ინჰალატორი:
თუ თქვენი ინჰალატორი დაზიანებულია ან დაკარგულია მისი თავსახური, ან
როდესაც დოზების ინდიკატორზე გამოჩნდება წითელი ზოლები, რაც ნიშნავს, რომ ინჰალატორში ბოლო დოზაა დარჩენილი (ნახატი N), ან
თუ თქვენი ინჰალატორი ცარიელია (ნახატი O).
6858027940დოზების ინდიკატორი გადადის 60-დან 0-ის მიმართულებით: 60, 50, 40, 30, 20, 10, 0
დოზების ინდიკატორი გადადის 60-დან 0-ის მიმართულებით: 60, 50, 40, 30, 20, 10, 0
140335192405დოზების ინდიკატორი
დოზების ინდიკატორი
31369086360
111569548895წითელი ხაზები
წითელი ხაზები
ნახატი N
როგორ გავიგოთ, რომ ინჰალატორი ცარიელია?
როდესაც ნარინჯისფერი ღილაკი სრულად არ დაუბრუნდება ზედა პოზიციას, დარჩება დაბლოკილი საშუალო მდგომარეობაში, ეს მიუთითებს პრეპარატის ბოლო დოზის მომზადებაზე (ნახატი O). იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნარინჯისფერი ღილაკი დაბლოკილია, შეძლებთ ბოლო დოზის მიღებას. ამის შემდეგ აღარ შეიძლება ინჰალატორის გამოყენება და უნდა დაიწყოთ ახალი ინჰალატორის გამოყენება.
403860164465დაბლოკილი
დაბლოკილი
- 698559055
ნახატი O
როგორ შევინარჩუნოთ ინჰალატორის სისუფთავე?
არასდროს გამოიყენოთ წყალი ინჰალატორის გასაწმენდად, რადგან აღნიშნულმა შეიძლება დააზიანოს სამკურნალო საშუალება.
გაწმენდის აუცილებლობის შემთხვევაში, მუნდშტუკი გარედან იწმინდება მშრალი ქსოვილის ან ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პარაგრაფში 6.1.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენება არ შეიძლება,
თუ გაქვთ ალერგია აკლიდინიუმის, ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატის ან მოცემული პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან მედდასთან, თუ გაქვთ ნებისმიერი შემდეგი მდგომარეობა/სიმპტომი:
თუ გაქვთ ასთმა. არ შეიძლება მოცემული პრეპარატის გამოყენება ასთმის სამკურნალოდ.
თუ გაქვთ გულის დაავადებები.
თუ გაწუხებთ ეპილეფსია.
თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება (თირეოტოქსიკოზი).
თუ გაქვთ ერთ-ერთი თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა).
თუ გაქვთ შარდვის გაძნელება ან პრობლემები წინამდებარე ჯირკვლის გადიდებასთან დაკავშირებით.
თუ გაქვთ თვალის დაავადება, სახელწოდებით დახურულკუთხოვანი გლაუკომა, როდესაც ადგილი აქვს მაღალ თვალშიდა წნევას.
შეწყვიტეთ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის ნებისმიერი ქვემოთ მითითებული მდგომარეობის გამოვლენის შემთხვევაში:
თუ პრეპარატის მიღებისთანავე მოულოდნელად განვითარდა გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, ხველა, მსტვინავი სუნთქვა ან ქოშინი. იხ. პარაგრაფი 4.
ბრიმიკა® ჯენუეირი® გამოიყენება შემანარჩუნებელი (ხანგრძლივი) თერაპიისთვის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების დროს. ის არ უნდა იქნას გამოყენებული ჰაერის უკმარისობის შეგრძნების ან მსტვინავი სუნთქვის უეცარი შეტევის სამკურნალოდ.
თუ არ ხდება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების ჩვეულებრივი სიმპტომების (ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, მსტვინავი სუნთქვა, ხველა) კუპირება, ან ადგილი აქვს მათ გაღრმავებას ბრიმიკა® ჯენუეირის® მიღების ფონზე, აუცილებლად გააგრძელეთ მისი გამოყენება, აგრეთვე დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სხვა პრეპარატი.
თუ ხედავთ ჰალოს სინათლის წყაროს გარშემო ან ფერად გამოსახულებებს, გრძნობთ ტკივილს ან დისკომფორტს თვალებში, აგრეთვე, გაწუხებთ პერიოდულად განვითარებული არამკვეთრი მხედველობა, რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ მკურნალ ექიმს კონსულტაციისთვის.
ისეთი სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას, როგორიცაა ბრიმიკა® ჯენუეირი®, პაციენტებში აღინიშნებოდა სიმშრალე პირის ღრუში. ხანგრძლივი გამოყენებისას პირის ღრუში სიმშრალემ შეიძლება გამოიწვიოს კბილების კარიესი, ამიტომ მნიშვნელოვანია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი® არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად.
პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალების მიღებას. ზოგიერთ სხვა სამკურნალო საშუალებასთან ერთად ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენების შემთხვევაში ბრიმიკა® ჯენუეირის® ან სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედება შეიძლება შეიცვალოს.
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ:
ბრიმიკა® ჯენუეირის® ანალოგიურ ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას სუნთქვის გაძნელების სამკურნალოდ.
სისხლში კალიუმის დონის დამწევ სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც მიეკუთვნება:
პერორალური კორტიკოსტეროიდები (როგორიცაა, პრედნიზოლონი),
დიურეზულები (როგორიცაა, ფუროსემიდი ან ჰიდროქლორთიაზიდი),
გარკვეული პრეპარატები სუნთქვის დარღვევების სამკურნალოდ (როგორიცაა, თეოფილინი).
სამკურნალო საშუალებები, სახელწოდებით ბეტა-ბლოკერები, რომლებიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის ან გულის სხვა დაავადებების სამკურნალოდ (როგორიცაა, ატენოლოლი ან პროპრანოლოლი), ან გლაუკომის სამკურნალოდ (როგორიცაა, თიმოლოლი).
სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს გულის ელექტრული აქტივობის შეცვლა, რაც ცნობილია სახელწოდებით „QT ინტერვალის გახანგრძლივება“ (ვლინდება ელექტროკარდიოგრამით). მათ მიეკუთვნება პრეპარატები შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
დეპრესია (როგორიცაა, მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები),
ბაქტერიული ინფექციები (როგორიცაა, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი),
ალერგიული რეაქციები (ანტიჰისტამინური საშუალებები).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ფქოდ-ის სამკურნალოდ
პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენება სხვა ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან ან/და პროლონგირებული მოქმედების β2-ადრენომიმეტიკებთან ერთად არ არის გამოკვლეული და არ არის რეკომენდებული.
მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® სამკურნალწამლო ურთიერთქმედების in vivo კვლევები არ ჩატარებულა, ის გამოიყენებოდა ფქოდ-ის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან, მათ შორის ხანმოკლე მოქმედების β2-ადრენერგულ ბრონქოლიზურ საშუალებებთან, მეთილქსანტინებთან, ასევე პერორალურ და საინჰალაციო სტეროიდებთან ერთად, ამ შემთხვევაში, სამკურნალწამლო ურთიერთქმედების კლინიკური ნიშნები არ გამოვლენილა.
ჰიპოკალიემიის მკურნალობა
მეთილქსანტინის წარმოებულებთან, სტეროიდებთან ან კალიუმის არა შემანარჩუნებელ დიურეზულებთან კომბინირებული გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს β2-ადრენომიმეტიკების შესაძლო ჰიპოკალიემიური მოქმედება, ამიტომ მათი ერთდროულად გამოყენებისას რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა (იხ. პარაგრაფი 4.4).
β-ადრენობლოკერები
β-ადრენობლოკერებს შეუძლია შეასუსტოს β2-ადრენომიმეტიკების ეფექტი ან მოახდინოს ანტაგონისტური ზემოქმედება. თუ β-ადრენობლოკერების მიღება აუცილებელია (თვალის წვეთების ჩათვლით), უპირატესობა ენიჭება კარდიოსელექციური ბეტა-ადრენობლოკერების გამოყენებას, თუმცა მათი გამოყენებაც საჭიროა სიფრთხილით.
სხვა ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება
პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი® სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ QTc ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებს (მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინური პრეპარატები ან მაკროლიდები), ვინაიდან პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® შემადგენლობაში შემავალი ფორმოტეროლის მოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე შეიძლება გააძლიეროს ამ სამკურნალო საშუალებებმა. QTc ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატები დაკავშირებულია პარკუჭოვანი არითმიების განვითარების რისკის მომატებასთან.
მეტაბოლური ურთიერთქმედება
in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ აკლიდინიუმი თერაპიული დოზით ან მისი მეტაბოლიტები არ შედის ურთიერთქმედებაში სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც წარმოადგენს გლიკოპროტეინი P-ს (P-გპ) სუბსტრატებს, ან სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება ციტოქრომი P450 (CYP450) ფერმენტის და ესტერაზების საშუალებით. ფორმოტეროლი თერაპიული კონცენტრაციით არ აინჰიბირებს CYP450-ის ფერმენტებს (იხ. პარაგრაფი 5.2).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე, ორსულობაზე ეჭვის არსებობისას ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს, მედდას ან ფარმაცევტს. არ შეიძლება ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში მკურნალი ექიმის დანიშნულების გარეშე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ბრიმიკა® ჯენუეირის® ზემოქმედება ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ნაკლებად სავარაუდოა. ზოგიერთ პაციენტში მოცემულმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის ველის დაბინდვა ან თავბრუსხვევა. აღნიშნულიდან რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა მანამ, სანამ არ გაივლის თავბრუსხვევა და კვლავ არ აღდგება მხედველობა.
პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი® შეიცავს ლაქტოზას
მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას. შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ აუტანლობის დადგენის შემთხვევაში ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ:
განვითარდა სახის, ყელის, ტუჩების ან ენის შეშუპება (სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელების არსებობისას ან მის გარეშე), გამოვლინდა ბუშტუკები კანის ზედაპირზე ძლიერი ქავილის თანხლებით (ჭინჭრის ციება), რადგან ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშნები. არსებული მონაცემებით ამ რეაქციის სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება.
პრეპარატის მიღებისთანავე განვითარდა გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, ხველა, მსტვინავი სუნთქვა ან ჰაერის უკმარისობის შეგრძნება. ეს შესაძლოა იყოს ისეთი მდგომარეობის ნიშნები, რომელსაც ეწოდება ~პარადოქსული ბრონქოსპაზმი~, რომელიც წარმოადგენს სასუნთქი გზების მუსკულატურის გამოხატულ და ხანგრძლივ შეკუმშვას ბრონქოდილატატორის მიღებისთანავე. ეს რეაქცია შეიძლება განვითარდეს იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 ადამიანს).
ზოგიერთი არასასურველი რეაქცია შეიძლება იყოს სერიოზული: ნებისმიერი არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს.
ზოგჯერ (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს)
კუნთების სისუსტე, გულის “ფრიალის“ შეგრძნება ან/და გულის რიტმის დარღვევა, როგორც სისხლში კალიუმის დონის დაქვეითების შესაძლო ნიშნები.
დაღლილობის შეგრძნება, წყურვილი ან/და გახშირებული შარდვა, როგორც სისხლში შაქრის დონის მომატების შესაძლო ნიშნები.
გულისცემის შეგრძნება, როგორც გულის შეკუმშვათა ზედმეტად გახშირების ან გულის მუშაობის რიტმის დარღვევის შესაძლო ნიშანი.
იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 პაციენტს)
სუნთქვის ან ყლაპვის მოულოდნელად განვითარებული გაძნელება, ენის, ხახის, ტუჩების ან სახის შეშუპება, კანზე გამონაყარი ან/და ქავილი - ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშნები.
სხვა არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენებისას:
ხშირად (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს)
ყელის ტკივილი და სურდო შეიძლება იყოს ნაზოფარინგიტის ნიშანი
თავის ტკივილი
მტკივნეული ან/და ხშირი შარდვა შეიძლება იყოს საშარდე გზების ინფექციის ნიშანი
ხველა
ფაღარათი
ცხვირის გაჭედვა ან სურდო ან/და ლოყების ან შუბლის არეში ტკივილის ან ზეწოლის შეგრძნება შეიძლება იყოს სინუსიტის სიმპტომები.
თავბრუსხვევა
კუნთების კრუნჩხვა
გულისრევა (გულისრევის შეგრძნება)
ძილის დარღვევა
სიმშრალე პირის ღრუში
კუნთების ტკივილი
კბილის გარშემო ქსოვილების აბსცესი (ინფექცია)
სისხლში კუნთოვანი ცილის შემცველობის მომატება, რასაც ეწოდება კრეატინფოსფოკინაზა.
კანკალი/ტრემორი
შფოთვის შეგრძნება
ზოგჯერ (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს)
გულის შეკუმშვათა გახშირება (ტაქიკარდია)
გულის ანომალური ან არარეგულარული რიტმი (გულის არითმია)
გულ-მკერდის არეში ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება
მხედველობის ველის დაბინდვა
ხმის ტემბრის შეცვლა (დისფონია)
გაძნელებული შარდვა ან შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება (შარდის შეკავება)
დარღვევები ეკგ-ზე (QT ინტერვალის გახანგრძლივება), რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის რიტმის დარღვევა
გემოს აღქმის დარღვევა (დისგევზია)
გაღიზიანება ყელში
პირის ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი)
არტერიული წნევის მომატება
აგზნებადობა
გამონაყარი
კანის ქავილი
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ასევე, ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა ასევე შეგიძლიათ უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
ჭარბი დოზა
პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® დოზის გადაჭარბებისას საჭირო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ძალიან შეზღუდულია. პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® მაღალი დოზებით გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს ანტიქოლინერგული ან/და β2-ადრენერგული მოქმედების ობიექტური და სუბიექტური სიმპტომები; ამ სიმპტომებიდან ყველაზე ხშირია მხედველობის ველის დაბინდვა, სიმშრალე პირის ღრუში, გულისრევა, კუნთების კრუნჩხვები, ტრემორი, თავის ტკივილი, გულისცემა და არტერიული ჰიპერტენზია.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენება. ნაჩვენებია შემანარჩუნებელი და სიმპტომური მკურნალობა.
შემადგენლობა
პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® შემადგენლობა
პრეპარატის მოქმედი ნივთიერებები არის აკლიდინიუმი და ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატი. ერთი გამოთავისუფლებული დოზა (მუნდშტუკიდან გამოსული დოზა) შეიცავს 396 მკგ აკლიდინიუმის ბრომიდს, რაც შეესაბამება 340 მკგ აკლიდინიუმს და 11,8 მკგ ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატს.
მოცემული პრეპარატის სხვა კომპონენტს წარმოადგენს ლაქტოზის მონოჰიდრატი (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მე-2 პარაგრაფის ბოლოს პუნქტი „პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი® შეიცავს ლაქტოზას“).
პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ბრიმიკა® ჯენუეირი® წარმოადგენს თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის საინჰალაციო ფხვნილს.
ინჰალატორი ჯენუეირი®წარმოადგენს თეთრი ფერის ხელსაწყოს დოზების ინდიკატორით და დოზირების ნარინჯისფერი ღილაკით. მუნდშტუკი დახურულია ნარინჯისფერი მოსახსნელი დამცავი თავსახურით. ინჰალატორი გამოდის დახურულ დამცავ ალუმინის პაკეტში, რომელშიც მოთავსებულია პაკეტი საშრობით. შეფუთვიდან ინჰალატორის ამოღების შემდეგ ეს პაკეტი, ასევე საშრობის პაკეტი უნდა გადააგდოთ.
შეფუთვის ზომები:
მუყაოს კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია 30 დოზაზე გათვლილი 1 ინჰალატორი.
მუყაოს კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია 60 დოზაზე გათვლილი 1 ინჰალატორი.
მუყაოს კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია 3 ინჰალატორი თითოეული მათგანი 60 დოზაზე.
შესაძლოა, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ინჰალატორის ეტიკეტზე, მუყაოს კოლოფზე და ინჰალატორის პაკეტზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.
მკურნალობის დაწყებამდე ინჰალატორი ჯენუეირი® შეინახეთ დახურულ პაკეტში.
ვარგისობის ვადა: 36 თვე
გამოიყენეთ პაკეტის გახსნიდან 60 დღის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ ბრიმიკა® ჯენუეირი®, თუ შენიშნავთ, რომ შეფუთვა დაზიანებულია ან აღენიშნება გახსნის ნიშნები.
პრეპარატის ბოლო დოზის მიღების შემდეგ საჭიროა ინჰალატორის უტილიზაცია. არ გადააგდოთ პრეპარატები საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ადრენერგული საშუალებები ანტიქოლინერგულ საშუალებებთან კომბინაციაში, ათქ კოდი: R03AL05.
მოქმედების მექანიზმი
პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი® შეიცავს ორ ბრონქოლიზურ საშუალებას: აკლიდინიუმს - პროლონგირებული მოქმედების მუსკარინული რეცეპტორების ანტაგონისტს (ასევე ცნობილია, როგორც ქოლინოლიზური საშუალება) და ფორმოტეროლს - პროლონგირებული მოქმედების β2-ადრენომიმეტიკს. მოქმედების სხვადასხვა მექანიზმის მქონე ამ ორი ნივთიერების კომბინაციით მიიღება ადიტიური ეფექტი, თითოეული კომპონენტის ცალკე გამოყენებისგან განსხვავებით. ცენტრალურ და პერიფერიულ სასუნთქ გზებში მუსკარინული რეცეპტორებისა და β2-ადრენორეცეპტორების სხვადასხვა სიმკვრივის შედეგად, მუსკარინული რეცეპტორების ანტაგონისტები უნდა იყოს უფრო ეფექტიანი ცენტრალური სასუნთქი გზების მოდუნებაში, მაშინ, როდესაც β2-ადრენომიმეტიკები უფრო ეფექტიანად უნდა ადუნებდეს პერიფერიულ სასუნთქ გზებს; კომბინირებულ თერაპიაში ცენტრალური და პერიფერიული სასუნთქი გზების მოდუნება შეიძლება ხელს უწყობდეს დადებით ზემოქმედებას ფილტვების ფუნქციაზე. დამატებითი ინფორმაცია ამ ორი ნივთიერების შესახებ წარმოდგენილია ქვემოთ.
აკლიდინიუმი წარმოადგენს მუსკარინული რეცეპტორების კონკურენტულ, სელექციურ ანტაგონისტს, M3-რეცეპტორებზე განთავსების უფრო ხანგრძლივი დროით, ვიდრე M2-რეცეპტორებზე. M3-რეცეპტორები წარმოადგენს შუამავალს სასუნთქი გზების გლუვი მუსკულატურის შეკუმშვისას. შესუნთქული აკლიდინიუმის ბრომიდი მოქმედებს ადგილობრივად ფილტვებში, სასუნთქი გზების გლუვი კუნთების M3-რეცეპტორების ბლოკირებით და ბრონქოდილატაციის გამოწვევით. ასევე დადასტურებულია, რომ აკლიდინიუმი დადებით გავლენას ახდენს ფქოდ-ის მქონე პაციენტებში სიმპტომების შემსუბუქების, ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების, გამწვავების სიხშირის შემცირების და ფიზიკური დატვირთვის გაზრდის მიმართ. აკლიდინიუმის ბრომიდი სწრაფად იშლება პლაზმაში, ამიტომ სისტემური ანტიქოლინერგული გვერდითი მოქმედების სიხშირე არის დაბალი.
ფორმოტეროლი – β2-ადრენორეცეპტორების მძლავრი სელექციური აგონისტია. ბრონქოდილატაცია ხდება სასუნთქი გზების გლუვი მუსკულატურის უშუალო მოდუნებით ციკლური ამფ-ის შემცველობის მომატების შედეგად, რაც განპირობებულია ადენილატციკლაზას აქტივაციით. ფილტვების ფუნქციის გაუმჯობესების გარდა ასევე დადასტურებული იყო, რომ ფორმოტეროლი ასუსტებს ფქოდ-ის სიმპტომებს და ზრდის ფქოდ-ის მქონე პაციენტების სიცოცხლის ხარისხს.
ფარმაკოდინამიკური მოქმედება
ეფექტიანობის კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი® უზრუნველყოფს ფილტვების ფუნქციის კლინიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებას (ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობის გაზომვისას პირველ წამში [ფამ1]) მიღებიდან 12 საათზე მეტი დროის განმავლობაში.
პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® შეყვანისას აღინიშნებოდა მოქმედების სწრაფად დაწყება პირველი შესუნთქვიდან 5 წუთის განმავლობაში, პლაცებოსთან შედარებით (p<0.0001). პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® მოქმედების დაწყება შედარებული იყო სწრაფად მოქმედი β2-ადრენომიმეტიკის 12 მკგ ფორმოტეროლის გამოყენების ეფექტთან. მაქსიმალური ბრონქოლიზური მოქმედება (ფამ1-ის პიკი) საწყის მნიშვნელობასთან შედარებით გამოვლინდა პირველივე დღიდან (304 მლ) და შენარჩუნდა მკურნალობის ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში (326 მლ).
გულის ელექტროფიზიოლოგია
პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი ეკგ-ს პარამეტრებზე არ არის გამოვლენილი (მათ შორის, QT ინტერვალზე) აკლიდინიუმთან, ფორმოტეროლთან და პლაცებოსთან შედარებით 6-12 თვიანი III ფაზის კვლევებში, რომლებშიც მონაწილეობდა ფქოდ-ის მქონე 4000 პაციენტი. არ იყო გამოვლენილი პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი გულის რიტმზე, 551 პაციენტის ქვეჯგუფში 24 საათიანი ჰოლტერის მონიტორინგის ჩატარებისას, რომლებთაგან 114 იღებდა პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირს® ორჯერ დღე-ღამეში.
კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება
კლინიკური შემუშავების პროგრამის III ფაზაში მონაწილეობა მიიღო 4000 პაციენტმა ფქოდ-ის კლინიკური დიაგნოზით, მასში შევიდა ექვსთვიანი რანდომიზებული, პლაცებოთი და შედარების აქტიური პრეპარატით კონტროლირებული ორი კვლევა (ACLIFORM-COPD და AUGMENT), ასევე AUGMENT კვლევის ექვსთვიანი გაგრძელება და კიდევ ერთი 12 თვიანი რანდომიზებული კონტროლირებული კვლევა. ამ კვლევების მიმდინარეობისას პაციენტებს შეეძლოთ მუდმივი მკურნალობის გაგრძელება საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით, დაბალი დოზებით შიგნით მისაღები კორტიკოსტეროიდებით, ჟანგბადით (თუ ეს გრძელდებოდა 15 საათზე ნაკლები დღე-ღამეში) ან მეთილქსანტინებით, ასევე, შეიძლებოდა სალბუტამოლის გამოყენება სასწრაფო დახმარების პრეპარატის სახით.
ეფექტიანობა შეფასდა ფილტვების ფუნქციის განსაზღვრის, სიმპტომატიკის შედეგების, დაავადებისთვის დამახასიათებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის, სასწრაფო თერაპიის პრეპარატების გამოყენების და გამწვავების არსებობის მიხედვით. უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ხანგრძლივი კვლევების ჩატარებისას ნაჩვენებია, რომ პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® ეფექტიანობა არის მყარი 1 წლის განმავლობაში, ამასთანავე ტაქიფილაქსია არ აღინიშნებოდა.
გავლენა ფილტვის ფუნქციაზე
340 მკგ/12 მკგ დოზით პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენება ორჯერ დღე-ღამეში სტაბილურად უზრუნველყოფდა ფილტვების ფუნქციის კლინიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებას (ფამ1-ის, ფილტვების ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობის და მაქსიმალური შესუნთქვის მოცულობის შეფასების თანახმად), პლაცებოსთან შედარებით. III ფაზის კვლევებში კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრონქოლიზური მოქმედება აღინიშნა პირველი დოზის მიღებიდან 5 წუთის განმავლობაში და გაგრძელდა სამკურნალო საშუალების მიღებებს შორის პერიოდში. მყარი ეფექტი აღინიშნა III ფაზის ექვსთვიანი და ერთწლიანი კვლევების განმავლობაში.
ფამ1 პრეპარატის გამოყენებიდან 1 საათში და მინიმალური ფამ1 (შესაბამისად, 400 მკგ აკლიდინიუმთან და 12 მკგ ფორმოტეროლთან შედარებით) დადგენილ იქნა, როგორც კომბინირებული პირველადი საბოლოო წერტილები III ფაზის ორივე ექვსთვიან მხარდამჭერ კვლევაში, რომელთა მიზანსაც წარმოადგენდა პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირში® შემავალი ფორმოტეროლისა და აკლიდინიუმის ბრონქოლიზური მოქმედების ჩვენება.
კვლევაში ACLIFORM-COPD პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენებისას გაიზარდა ფამ1-ის მაჩვენებელი პრეპარატის გამოყენებიდან 1 საათში, პლაცებოსთან და აკლიდინიუმთან შედარებით - შესაბამისად 299 მლ და 125 მლ (ორივესთვის p<0.0001), ასევე, მინიმალური ფამ1-ის მომატება პლაცებოსთან და ფორმოტეროლთან შედარებით -შესაბამისად 143 მლ და 85 მლ (ორივესთვის p<0.0001). კვლევაში AUGMENT პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენება იწვევდა ფამ1-ის მომატებას პრეპარატის შეყვანიდან 1 საათში, პლაცებოსთან და აკლიდინიუმთან შედარებით - შესაბამისად 284 მლ და 108 მლ (ორივესთვის p<0.0001), ასევე მინიმალური ფამ1-ის მომატებას პლაცებოსთან და ფორმოტეროლთან შედარებით - შესაბამისად 130 მლ (p<0.0001) და 45 მლ (p=0,01).
სასიკეთო ზემოქმედება ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესუსტებაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
ჰაერის უკმარისობის გრძნობა და სიმპტომატიკის სხვა გამოსავალი:
პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენებისას აღინიშნებოდა ჰაერის უკმარისობის შეგრძნების კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება (შეფასებული გარდამავალი დისპნოეს ინდექსის [TDI] საშუალებით) 6 თვეში TDI-ის ფოკუსური ინდექსის მაჩვენებლის გაუმჯობესებით, პლაცებოსთან შედარებით 1.29 ერთეულით კვლევაში ACLIFORM-COPD (p<0.0001) და 1,44 ერთეულით კვლევაში AUGMENT (p<0.0001). პაციენტების წილის TDI-ის ფოკუსური ინდექსის მაჩვენებლის კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით (განისაზღვრება, როგორც სულ მცირე ერთი ერთეულით გაზრდა) უფრო მაღალი იყო პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® ჯგუფში, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით, ACLIFORM-COPD-ში (64.8% vs 45.5%; p<0.001) და AUGMENT-ში (58.1% vs 36.6%; p<0.0001).
ამ ორი კვლევის გაერთიანებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენება ხელს უწყობს TDI-ის ფოკუსური ინდექსის მაჩვენებლის სტატისტიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებას აკლიდინიუმთან (0.4 ერთეული, p=0.016) ან ფორმოტეროლთან (0,5 ერთეული, p=0.009) შედარებით. გარდა ამისა, პაციენტების წილი, რომლებსაც აღენიშნათ TDI-ის ფოკუსური ინდექსის მაჩვენებლის კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, უფრო მაღალი იყო პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენების ჯგუფში, იმ პაციენტთა ჯგუფებთან შედარებით, რომლებიც იყენებდნენ აკლიდინიუმს ან ფორმოტეროლს (61.9%, შესაბამისად 55.7%-თან და 57.0%-თან შედარებით; შესაბამისად p=0.056 და p=0.100).
პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენებისას აღინიშნებოდა ფქოდ-ის დღის სიმპტომების, მაგალითად, ჰაერის უკმარისობის შეგრძნების, “გულ-მკერდის სიმპტომების” (სასუნთქი გზების პათოლოგიის სიმპტომები), ხველისა და ნახველის გამოყოფის (შეფასებული E-RS-ის საერთო ქულით) შესუსტება, ასევე, ღამის საერთო სიმპტომების, დილის საერთო სიმპტომების და დილის აქტივობის შემზღუდველი სიმპტომების შესუსტება პლაცებოს, აკლიდინიუმის და ფორმოტეროლის შეყვანასთან შედარებით, თუმცა, გაუმჯობესება ყოველთვის არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. აკლიდინიუმის/ფორმოტეროლის შეყვანისას არ აღინიშნა ფქოდ-ის გამოვლინებებით გამოწვეული ღამით გაღვიძების საშუალო რიცხვის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება, პლაცებოსთან ან ფორმოტეროლთან შედარებით.
ჯანმრთელობის მდგომარეობით განპირობებული ცხოვრების ხარისხი:
პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენება უზრუნველყოფდა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხის კლინიკურად მნიშვნელოვან გაზრდას (შეფასებული წმ. გიორგის ჰოსპიტალის რესპირატორული კითხვარის [SGRQ] საშუალებით კვლევაში AUGMENT, სადაც SGRQ-ს საერთო ქულის გაუმჯობესება, პლაცებოსთან შედარებით, შეადგენდა -4.35 ერთეულს (p<0.0001). კვლევაში AUGMENT პაციენტების წილი, რომლებსაც აღენიშნებოდათ კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება SGRQ-ს საერთო ქულის საწყის მნიშვნელობებთან შედარებით (განისაზღვრება, როგორც სულ მცირე 4 ერთეულით გაზრდა), უფრო მაღალი იყო პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (შესაბამისად 58.2% vs 38.7%; p<0.0001). კვლევაში ACLIFORM-COPD აღინიშნებოდა SGRQ-ს საერთო ქულის მცირე შემცირება, პლაცებოსთან შედარებით, პლაცებოზე მოულოდნელად გამოხატული რეაქციის გამო (p=0.598), პაციენტების წილი, რომლებმაც მიაღწიეს კლინიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საწყის მაჩვენებლებთან შედარებით, შეადგინა 55.3% პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® მიმართ და 53.2%-ს პლაცებოს მიმართ (p=0.669).
ამ ორი კვლევის გაერთიანებულ ანალიზში ნაჩვენები იქნა, რომ პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენება ხელს უწყობს SGRQ-ს საერთო ქულის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ფორმოტეროლთან (-1.7 ერთეული; p=0.018) ან აკლიდინიუმთან (-0.79 ერთეული; p=0.273) შედარებით. გარდა ამისა, პაციენტების წილი, რომლებსაც აღენიშნათ TDI-ის ფოკუსური ინდექსის მაჩვენებლის კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, უფრო მაღალი იყო პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენების ჯგუფში, იმ პაციენტთა ჯგუფებთან შედარებით, რომლებიც იყენებდნენ აკლიდინიუმს ან ფორმოტეროლს (56.6%, 53.9%-თან და 52.2%-თან შედარებით; შესაბამისად p=0.603 და p=0.270).
ფქოდ-ის გამწვავების სიხშირის შემცირება
ეფექტიანობის III ფაზის ორი ექვსთვიანი კვლევის შემაჯამებელმა ანალიზმა აჩვენა საშუალო სიმძიმის და მძიმე გამწვავების სიხშირის მნიშვნელოვანი (29%-ით) შემცირება (რაც საჭიროებდა მკურნალობას ანტიბიოტიკებით ან კორტიკოსტეროიდებით, ან დასრულდა ჰოსპიტალიზაციით) პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენებისას პლაცებოსთან შედარებით (სიხშირე პაციენტი-წელზე: შესაბამისად 0.29, 0.42-თან შედარებით; p=0.036).
დამატებით, პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენებისას, პლაცებოსთან შედარებით, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო საშუალო ან მძიმე ხარისხის პირველი გამწვავების დადგომის დროის გახანგრძლივება (რისკის კოეფიციენტი =0.70; p=0.027).
გადაუდებელი დახმარების პრეპარატის გამოყენება
პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენებისას 6 თვის განმავლობაში შემცირდა გადაუდებელი დახმარების პრეპარატის საჭიროება პლაცებოსთან (0.9 შესუნთქვით დღე-ღამეში, [p<0.0001]), აკლიდინიუმთან (0.4 შესუნთქვით დღე-ღამეში, [p<0.001]) და ფორმოტეროლთან (0.2 შესუნთქვით დღე-ღამეში [p=0.062]) შედარებით.
ფულტვების მოცულობის ფუნქციური მაჩვენებლები, ფიზიკური დატვირთვის ამტანობის უნარი და ფიზიკური აქტივობა
პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® მოქმედება ფილტვების მოცულობის ფუნქციურ მაჩვენებლებზე, ფიზიკური დატვირთვის ხანგრძლივობაზე და ფიზიკურ აქტივობაზე შესწავლილი იქნა პარალელური, რანდომიზებული, პლაცებოკონტროლირებული კლინიკური კვლევით ფქოდ-ის მქონე პაციენტებში ფილტვების ჰიპერინფლაციით (ფუნქციური ნარჩენი ტევადობა [ფნტ] >120%), 8 კვირის განმავლობაში.
ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენების დაწყებიდან ოთხი კვირის შემდეგ აღინიშნა დოზის მიღებამდე დილის ფნტ-ის მაჩვენებლის გაუმჯობესება პრეპარატის გამოყენების საწყის მაჩვენებელთან, კვლევის პირველადი საბოლოო წერტილის, მიმართ, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით, თუმცა აღნიშნული სხვაობა არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (-0.125 ლ; 95% ნ/ი=(-0.259, 0.010); p=0.069*).
პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენებისას გაუმჯობესდა ფილტვის მოცულობის ფუნქციური მაჩვენებლები შეყვანიდან 2-3 საათში, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (ფნტ= -0.366 ლ [95% ნ/ი=-0.515, -0.216; p<0.0001]; ნარჩენი მოცულობა [ნმ]=-0.465 ლ [95% ნ/ი=-0.648, -0.281; p<0.0001] და შესუნთქვის მაქსიმალური მოცულობა [შმმ]=0.293 ლ [95% ნ/ი=0.208, 0.378; p<0.0001]).
პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენებისას ასევე ნაჩვენები იყო ფიზიკური დატვირთვის ამტანობის გაზრდა, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით 8 კვირის განმავლობაში მკურნალობის შემდეგ (55 წამი [95% ნ/ი=5.6, 104.8; p=0.0292]; საწყისი მნიშვნელობა: 456 წამი).
პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენების დაწყებიდან 4 კვირაში აღინიშნა დღის განმავლობაში გავლილი ნაბიჯების რაოდენობის მომატება, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (731 ნაბიჯი/დღეში; 95% ნ/ი=279, 1181; p=0.0016) და პაციენტების წილის (%) შემცირება დაბალი ფიზიკური აქტივობით (<6000 ნაბიჯი დღეში) [40.8%, 54.5%-თან შედარებით; p<0.0001].
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირს®, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით, აღინიშნებოდა “PROactive” სკალის ჯამური მაჩვენებლების გაუმჯობესება (p=0.0002).
ცხოვრების წესის შეცვლის პროგრამა დამატებული იქნა მკურნალობის ორივე ჯგუფში დამატებით 4 კვირაში.
დღის განმავლობაში გავლილი ნაბიჯების რაოდენობა პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® ჯგუფში არ იცვლებოდა და შეადგენდა 510 ნაბიჯს/დღეში, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (p=0.1588); პაციენტების წილი (%) დაბალი ფიზიკური აქტივობით (<6000 ნაბიჯი დღეში) შემცირდა პლაცებო ჯგუფთან შედარებით (41.5%, 50.4%-თან შედარებით; p=0.1134).
- ვინაიდან კვლევის პირველადი საბოლოო წერტილის მიმართ არ იქნა მიღწეული სტატისტიკური სარწმუნოობა, p-კრიტერიუმის ყველა მნიშვნელობის ანალიზი მეორადი საბოლოო წერტილებისთვის ჩატარდა მნიშვნელობის ნომინალური დონის 0,05-ის გამოყენებით და ფორმალური სტატისტიკური დასკვნის მიღება შეუძლებელია.
პედიატრიული პროფილის პაციენტები
ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ფქოდ-ის მქონე პედიატრიული პროფილის ყველა ქვეჯგუფში პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® კვლევების შედეგების წარმოდგენის ვალდებულებაზე (იხ. პარაგრაფი 4.2 “პედიატრიული პროფილის პაციენტები”).
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აკლიდინიუმისა და ფორმოტეროლის ერთდროულად საინჰალაციო გზით შეყვანის შემთხვევაში თითოეული ნივთიერების ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ცალ-ცალკე შეყვანისას მათი ფარმაკოკინეტიკური თვისებებისგან.
შეწოვა
340 მკგ/12 მკგ პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® ერთჯერადი შესუნთქვის შემდეგ აკლიდინიუმი და ფორმოტეროლი სწრაფად შეიწოვება პლაზმაში, მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევით ინჰალაციის ჩატარებიდან 5 წუთის განმავლობაში ჯანმრთელ პირებში, და ინჰალაციიდან 24 წუთის განმავლობაში ფქოდ-ის მქონე პაციენტებში. სტაციონარულ მდგომარეობაში პლაზმაში აკლიდინიუმის და ფორმოტეროლის მაქსიმალური კონცენტრაციის მაჩვენებლები, რომლებიც აღინიშნა ფქოდ-ის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირს® ორჯერ დღე-ღამეში 5 დღის განმავლობაში, მიღწეული იქნა ინჰალაციიდან 5 წუთის განმავლობაში და შესაბამისად შეადგენდა 128 პგ/მლ-ს და 17 პგ/მლ-ს.
განაწილება
ინჰალატორ ჯენუეირიდან შესუნთქული აკლიდინიუმის ფილტვებში მოხვედრილი საერთო რაოდენობა შეადგენდა გაზომილი დოზის დაახლოებით 30%-ს. in vitro აკლიდინიუმის შეკავშირება პლაზმის ცილებთან სავარაუდოდ შეესაბამება მისი მეტაბოლიტების შეკავშირებას ცილებთან, პლაზმაში აკლიდინიუმის სწრაფ ჰიდროლიზთან დაკავშირებით; შეკავშირება პლაზმის ცილებთან შეადგენდა 87%-ს კარბონის მჟავას მეტაბოლიტისთვის და 15%-ს სპირტის მეტაბოლიტისთვის. პლაზმის ძირითადი ცილა, რომელიც იკავშირებს აკლიდინიუმს, არის ალბუმინი.
ფორმოტეროლის შეკავშირება პლაზმის ცილებთან შეადგენს 61%-64%-ს (34% ძირითადად ალბუმინთან). კავშირების გაჯერება არ ხდება თერაპიული დოზებით გამოყენებისას მიღწეული კონცენტრაციებისას.
ბიოტრანსფორმაცია
აკლიდინიუმი სწრაფად და მასიურად ჰიდროლიზდება მის ფარმაკოლოგიურად არააქტიურ სპირტის წარმოებულებამდე და კარბონის მჟავას წარმოებულებამდე. პლაზმაში მჟავური მეტაბოლიტის დონე ინჰალაციის შემდეგ დაახლოებით 100-ჯერ მეტია, ვიდრე სპირტის მეტაბოლიტის და უცვლელი მოქმედი ნივთიერების დონე. ადგილი აქვს როგორც ქიმიურ ჰიდროლიზს (არაფერმენტული), ასევე ფერმენტულს, ესთერაზების მონაწილეობით (ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ჰიდროლიზში ჩართულ ძირითად ესთერაზას წარმოადგენს ბუტირილქოლინესთერაზა). ინჰალაციური შეყვანისას აკლიდინიუმის დაბალი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა (<5%) უკავშირდება აკლიდინიუმის აქტიურ სისტემურ და პრესისტემურ ჰიდროლიზს, როგორც ფილტვში მოხვედრისას, ასევე შიგნით მიღებისას. ბიოტრანსფორმაცია CYP450 ფერმენტების მონაწილეობით უმნიშვნელო როლს ასრულებს აკლიდინიუმის საერთო მეტაბოლურ კლირენსში. in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ აკლიდინიუმი თერაპიული დოზით ან მისი მეტაბოლიტები არ იწვევს ციტოქრომი P450 (CYP450) რომელიმე ფერმენტის დათრგუნვას ან ინჰიბირებას და არ თრგუნავს ესთერაზების (კარბოქსილესთერაზა, აცეტილქოლინესთერაზა და ბუთირილქოლინესთერაზა) აქტივობას. in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ აკლიდინიუმი ან მისი მეტაბოლიტები არ წარმოადგენს P-გლიკოპროტეინის სუბსტრატებს ან ინჰიბიტორებს.
ფორმოტეროლი ძირითადად გამოიყოფა მეტაბოლური გზით. ყველაზე მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს უშუალო გლუკურონიზაცია o-დემეთილირებით, შემდეგ თან მოსდევს კონიუგაცია გლუკურონიდით, რომელიც წარმოადგენს შემდგომ მეტაბოლურ გზას. ციტოქრომ P450-ის იზოფერმენტები – CYP2D6, CYP2C19, CYP2C9 და CYP2A6 მონაწილეობს ფორმოტეროლის o-დემეთილირებაში. ფორმოტეროლი თერაპიულად მნიშვნელოვანი კონცენტრაციით არ აინჰიბირებს CYP450-ის ფერმენტებს.
გამოყოფა
340/12 მკგ დოზით პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® ინჰალაციის შემდეგ პრეპარატის შესუნთქვიდან 24 საათში პლაზმის განსაზღვრისას, აკლიდინიუმის ბრომიდის ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი შეადგენდა 11-33 საათს, ხოლო ფორმოტეროლის – 12-18 საათს.
ეფექტიანი ნახევარგამოყოფის პერიოდის* საშუალო მაჩვენებლები, როგორც აკლიდინიუმისთვის, ასევე ფორმოტეროლისთვის შეადგენს დაახლოებით 10 საათს (გაანგარიშებულია კუმულაციის კოეფიციენტის საფუძველზე).
- ნახევარგამოყოფის დრო, რომელიც ემთხვევა პრეპარატის დაგროვებას, დოზირების ცნობილი რეჟიმის დროს.
კვლევაში მონაწილე ჯანმრთელ პირებში რადიოაქტიური ნიშნით მონიშნული 400 მკგ აკლიდინიუმის ბრომიდის ინტრავენური შეყვანის შემდეგ შეყვანილი დოზის დაახლოებით 1% გამოიყოფოდა შარდთან ერთად უცვლელი სახით. დოზის 65%-მდე გამოიყოფოდა მეტაბოლიტების სახით შარდთან ერთად და 33%-მდე - მეტაბოლიტების სახით განავალთან ერთად. კვლევაში მონაწილე ჯანმრთელ პირებსა და ფქოდ-ის მქონე პირებში 200 მკგ და 400 მკგ აკლიდინიუმის ბრომიდის ინჰალაციის გზით შეყვანის შემდეგ ძალიან მცირე რაოდენობა, მიღებული დოზის დაახლოებით 0.1%, გამოიყოფოდა შარდთან ერთად უცვლელი სახით, რაც მიუთითებს, რომ თირკმლის კლირენსს უმნიშვნელო როლი აქვს პლაზმიდან აკლიდინიუმის საერთო კლირენსში.
მიღებული ფორმოტეროლის ძირითადი ნაწილი გარდაიქმნება ღვიძლში მეტაბოლიზმის შედეგად, შემდეგ კი გამოიყოფა თირკმელებით. ინჰალაციის შემდეგ მიღებული ფორმოტეროლის 6-9% გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით ან ფორმოტეროლის უშუალო კონიუგატების სახით.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში აკლიდინიუმის/ფორმოტეროლის ფარმაკოკინეტიკის კვლევები არ ჩატარებულა. ვინაიდან ხანდაზმულ პაციენტებში არც აკლიდინიუმის, არც ფორმოტეროლის გამოყენებისას დოზის კორექცია საჭირო არ არის, ხანდაზმულ პაციენტებში აკლიდინიუმის/ფორმოტეროლის კომბინაციის გამოყენების შემთხვევაში დოზის შეცვლა დასაბუთებული არ არის.
თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
აკლიდინიუმის/ფორმოტეროლის განსაკუთრებული გამოყენების მონაცემები თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში არ არსებობს. ვინაიდან თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში არც აკლიდინიუმის, არც ფორმოტეროლის გამოყენებისას დოზის შეცვლა საჭირო არ არის, ასეთ პაციენტებში აკლიდინიუმის/ფორმოტეროლის კომბინაციის გამოყენების შემთხვევაში დოზის შეცვლა არ არის დასაბუთებული.
რასობრივი კუთვნილება
იაპონელებსა და ევროპელებში 340/12 მკგ პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® განმეორებითი ინჰალაციების შემდეგ აღინიშნებოდა აკლიდინიუმის ბრომიდის მსგავსი სისტემური ზემოქმედება (AUC მაჩვენებლების თანახმად).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისათვის
ბრიმიკა® ჯენუეირი® 340 მიკროგრამი/12 მიკროგრამი, საინჰალაციო ფხვნილი
აკლიდინიუმი/ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატი
მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
მოცემული სამკურნალო საშუალება დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ემთხვევა.
რომელიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
მოცემული ჩანართის შინაარსი
- რას წარმოადგენს პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი® და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი®
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® შენახვის პირობები
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
გამოყენების ინსტრუქცია
- რას წარმოადგენს პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი® და რისთვის გამოიყენება
რას წარმოადგენს ბრიმიკა® ჯენუეირი®
მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს ორ მოქმედ ნივთიერებას, რომლებსაც ეწოდება აკლიდინიუმი და ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატი. ორივე მიეკუთვნება სამკურნალო ნივთიერებების ჯგუფს, სახელწოდებით ბრონქოდილატატორები. ბრონქოდილატატორები ადუნებს სასუნთქი გზების მუსკულატურას, რაც იწვევს მათ გაფართოებას და ხელს უწყობს სუნთქვის გაადვილებას. ინჰალატორი ჯენუეირი®ახდენს ჩასუნთქვის დროს მოქმედი ნივთიერებების მიწოდებას უშუალოდ ფილტვებში.
რისთვის გამოიყენება პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი®
პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი® გამოიყენება სუნთქვის გაძნელების მქონე მოზრდილი პაციენტების სამკურნალოდ ფილტვების დაავადებასთან დაკავშირებით, რომელსაც ეწოდება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ), როდესაც ხდება სასუნთქი გზებისა და ფილტვის ალვეოლების დაზიანება ან დაბლოკვა. აფართოებს რა სასუნთქ გზებს, მოცემული პრეპარატი ხელს უწყობს ისეთი სიმპტომის შემსუბუქებას, როგორიცაა ქოშინი. ბრიმიკა® ჯენუეირის® რეგულარული გამოყენება ამცირებს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გავლენას თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენებამდე
პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენება არ შეიძლება,
თუ გაქვთ ალერგია აკლიდინიუმის, ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატის ან მოცემული პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან მედდასთან, თუ გაქვთ ნებისმიერი შემდეგი მდგომარეობა/სიმპტომი:
თუ გაქვთ ასთმა. არ შეიძლება მოცემული პრეპარატის გამოყენება ასთმის სამკურნალოდ.
თუ გაქვთ გულის დაავადებები.
თუ გაწუხებთ ეპილეფსია.
თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადება (თირეოტოქსიკოზი).
თუ გაქვთ ერთ-ერთი თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა).
თუ გაქვთ შარდვის გაძნელება ან პრობლემები წინამდებარე ჯირკვლის გადიდებასთან დაკავშირებით.
თუ გაქვთ თვალის დაავადება, სახელწოდებით დახურულკუთხოვანი გლაუკომა, როდესაც ადგილი აქვს მაღალ თვალშიდა წნევას.
შეწყვიტეთ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის ნებისმიერი ქვემოთ მითითებული მდგომარეობის გამოვლენის შემთხვევაში:
თუ პრეპარატის მიღებისთანავე მოულოდნელად განვითარდა გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, ხველა, მსტვინავი სუნთქვა ან ქოშინი. იხ. პარაგრაფი 4.
ბრიმიკა® ჯენუეირი® გამოიყენება შემანარჩუნებელი (ხანგრძლივი) თერაპიისთვის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების დროს. ის არ უნდა იქნას გამოყენებული ჰაერის უკმარისობის შეგრძნების ან მსტვინავი სუნთქვის უეცარი შეტევის სამკურნალოდ.
თუ არ ხდება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების ჩვეულებრივი სიმპტომების (ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, მსტვინავი სუნთქვა, ხველა) კუპირება, ან ადგილი აქვს მათ გაღრმავებას ბრიმიკა® ჯენუეირის® მიღების ფონზე, აუცილებლად გააგრძელეთ მისი გამოყენება, აგრეთვე დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სხვა პრეპარატი.
თუ ხედავთ ჰალოს სინათლის წყაროს გარშემო ან ფერად გამოსახულებებს, გრძნობთ ტკივილს ან დისკომფორტს თვალებში, აგრეთვე, გაწუხებთ პერიოდულად განვითარებული არამკვეთრი მხედველობა, რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ მკურნალ ექიმს კონსულტაციისთვის.
ისეთი სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას, როგორიცაა ბრიმიკა® ჯენუეირი®, პაციენტებში აღინიშნებოდა სიმშრალე პირის ღრუში. ხანგრძლივი გამოყენებისას პირის ღრუში სიმშრალემ შეიძლება გამოიწვიოს კბილების კარიესი, ამიტომ მნიშვნელოვანია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი® არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად.
პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალების მიღებას. ზოგიერთ სხვა სამკურნალო საშუალებასთან ერთად ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენების შემთხვევაში ბრიმიკა® ჯენუეირის® ან სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედება შეიძლება შეიცვალოს.
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ:
ბრიმიკა® ჯენუეირის® ანალოგიურ ნებისმიერ სამკურნალო საშუალებას სუნთქვის გაძნელების სამკურნალოდ.
სისხლში კალიუმის დონის დამწევ სამკურნალო საშუალებებს, რომლებსაც მიეკუთვნება:
პერორალური კორტიკოსტეროიდები (როგორიცაა, პრედნიზოლონი),
დიურეზულები (როგორიცაა, ფუროსემიდი ან ჰიდროქლორთიაზიდი),
გარკვეული პრეპარატები სუნთქვის დარღვევების სამკურნალოდ (როგორიცაა, თეოფილინი).
სამკურნალო საშუალებები, სახელწოდებით ბეტა-ბლოკერები, რომლებიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის ან გულის სხვა დაავადებების სამკურნალოდ (როგორიცაა, ატენოლოლი ან პროპრანოლოლი), ან გლაუკომის სამკურნალოდ (როგორიცაა, თიმოლოლი).
სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს გულის ელექტრული აქტივობის შეცვლა, რაც ცნობილია სახელწოდებით „QT ინტერვალის გახანგრძლივება“ (ვლინდება ელექტროკარდიოგრამით). მათ მიეკუთვნება პრეპარატები შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
დეპრესია (როგორიცაა, მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტები),
ბაქტერიული ინფექციები (როგორიცაა, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი),
ალერგიული რეაქციები (ანტიჰისტამინური საშუალებები).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე, ორსულობაზე ეჭვის არსებობისას ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს, მედდას ან ფარმაცევტს. არ შეიძლება ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში მკურნალი ექიმის დანიშნულების გარეშე.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ბრიმიკა® ჯენუეირის® ზემოქმედება ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ნაკლებად სავარაუდოა. ზოგიერთ პაციენტში მოცემულმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის ველის დაბინდვა ან თავბრუსხვევა. აღნიშნულიდან რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა მანამ, სანამ არ გაივლის თავბრუსხვევა და კვლავ არ აღდგება მხედველობა.
პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი® შეიცავს ლაქტოზას
მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზას. შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ აუტანლობის დადგენის შემთხვევაში ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
- როგორ გამოიყენება პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი®
მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ინჰალაციას დილით და ერთ ინჰალაციას საღამოს.
პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენება შეიძლება ნებისმიერ დროს ჭამამდე ან სითხის მიღებამდე ან მის შემდეგ.
პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® მოქმედება გრძელდება 12 საათის განმავლობაში, ამიტომ გამოიყენეთ ის ერთსა და იმავე დროს დილით და საღამოს, რადგან ეს უზრუნველყოფს ორგანიზმში სამკურნალო საშუალების მუდმივ საკმარის რაოდენობას სუნთქვის გასაადვილებლად დღე-ღამის განმავლობაში. პრეპარატის მიღება დროის რეგულარული ინტერვალების დაცვით ასევე დაგეხმარებათ არ დაგავიწყდეთ პრეპარატის მიღება.
რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენება შეიძლება ხანდაზმულ პაციენტებში და თირკმელების ან ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში. ამ ჯგუფის პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი® განკუთვნილია ინჰალაციის სახით გამოსაყენებლად.
გამოყენების ინსტრუქცია: ინჰალატორ ჯენუერის® გამოყენების ინსტრუქციასთან დაკავშირებით იხილეთ „გამოყენების ინსტრუქციის“ ჩანართის ბოლოს. პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენებასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება არის ხანგრძლივად მიმდინარე დაავადება; ამიტომ პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი® განკუთვნილია ხანგრძლივი გამოყენებისთვის. პრეპარატი უნდა გამოიყენოთ ყოველდღე ორჯერ დღე-ღამეში, და არა მხოლოდ სუნთქვის დარღვევისას ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სხვა სიმპტომების არსებობისას.
რა უნდა გააკეთოთ ბრიმიკა® ჯენუეირის® დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება მიგეღოთ პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® საჭიროზე მეტი დოზა, გაიზრდება პრეპარატის ზოგიერთი გვერდითი მოქმედების გამოვლენის რისკი, როგორიცაა მხედველობის ველის დაბინდვა, სიმშრალე პირის ღრუში, გულისრევის შეგრძნება, კანკალი/ტრემორი, თავის ტკივილი, გულისცემა ან არტერიული წნევის მომატება; ამიტომ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების უახლოეს განყოფილებას. თან იქონიეთ პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის®® შეფუთვა. შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.
თუ დაგავიწყდათ ბრიმიკა® ჯენუეირის® მიღება
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® დოზის მიღება, მიიღეთ ის რაც შეიძლება სწრაფად, ხოლო შემდეგ მიიღეთ ის ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® მიღება
მოცემული პრეპარატი განკუთვნილია ხანგრძლივი გამოყენებისთვის. თუ გსურთ მკურნალობის შეწყვეტა, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს, რადგან სიმპტომები შესაძლოა გაღრმავდეს.
მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს, თუ:
განვითარდა სახის, ყელის, ტუჩების ან ენის შეშუპება (სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელების არსებობისას ან მის გარეშე), გამოვლინდა ბუშტუკები კანის ზედაპირზე ძლიერი ქავილის თანხლებით (ჭინჭრის ციება), რადგან ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშნები. არსებული მონაცემებით ამ რეაქციის სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება.
პრეპარატის მიღებისთანავე განვითარდა გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, ხველა, მსტვინავი სუნთქვა ან ჰაერის უკმარისობის შეგრძნება. ეს შესაძლოა იყოს ისეთი მდგომარეობის ნიშნები, რომელსაც ეწოდება ~პარადოქსული ბრონქოსპაზმი~, რომელიც წარმოადგენს სასუნთქი გზების მუსკულატურის გამოხატულ და ხანგრძლივ შეკუმშვას ბრონქოდილატატორის მიღებისთანავე. ეს რეაქცია შეიძლება განვითარდეს იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 ადამიანს).
ზოგიერთი არასასურველი რეაქცია შეიძლება იყოს სერიოზული: ნებისმიერი არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს.
ზოგჯერ (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს)
კუნთების სისუსტე, გულის “ფრიალის“ შეგრძნება ან/და გულის რიტმის დარღვევა, როგორც სისხლში კალიუმის დონის დაქვეითების შესაძლო ნიშნები.
დაღლილობის შეგრძნება, წყურვილი ან/და გახშირებული შარდვა, როგორც სისხლში შაქრის დონის მომატების შესაძლო ნიშნები.
გულისცემის შეგრძნება, როგორც გულის შეკუმშვათა ზედმეტად გახშირების ან გულის მუშაობის რიტმის დარღვევის შესაძლო ნიშანი.
იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 პაციენტს)
სუნთქვის ან ყლაპვის მოულოდნელად განვითარებული გაძნელება, ენის, ხახის, ტუჩების ან სახის შეშუპება, კანზე გამონაყარი ან/და ქავილი - ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის ნიშნები.
სხვა არასასურველი რეაქციები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენებისას:
ხშირად (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს)
ყელის ტკივილი და სურდო შეიძლება იყოს ნაზოფარინგიტის ნიშანი
თავის ტკივილი
მტკივნეული ან/და ხშირი შარდვა შეიძლება იყოს საშარდე გზების ინფექციის ნიშანი
ხველა
ფაღარათი
ცხვირის გაჭედვა ან სურდო ან/და ლოყების ან შუბლის არეში ტკივილის ან ზეწოლის შეგრძნება შეიძლება იყოს სინუსიტის სიმპტომები.
თავბრუსხვევა
კუნთების კრუნჩხვა
გულისრევა (გულისრევის შეგრძნება)
ძილის დარღვევა
სიმშრალე პირის ღრუში
კუნთების ტკივილი
კბილის გარშემო ქსოვილების აბსცესი (ინფექცია)
სისხლში კუნთოვანი ცილის შემცველობის მომატება, რასაც ეწოდება კრეატინფოსფოკინაზა.
კანკალი/ტრემორი
შფოთვის შეგრძნება
ზოგჯერ (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს)
გულის შეკუმშვათა გახშირება (ტაქიკარდია)
გულის ანომალური ან არარეგულარული რიტმი (გულის არითმია)
გულ-მკერდის არეში ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება
მხედველობის ველის დაბინდვა
ხმის ტემბრის შეცვლა (დისფონია)
გაძნელებული შარდვა ან შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება (შარდის შეკავება)
დარღვევები ეკგ-ზე (QT ინტერვალის გახანგრძლივება), რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის რიტმის დარღვევა
გემოს აღქმის დარღვევა (დისგევზია)
გაღიზიანება ყელში
პირის ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი)
არტერიული წნევის მომატება
აგზნებადობა
გამონაყარი
კანის ქავილი
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ასევე, ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა ასევე შეგიძლიათ უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
- პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® შენახვის პირობები
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ინჰალატორის ეტიკეტზე, მუყაოს კოლოფზე და ინჰალატორის პაკეტზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს.
მკურნალობის დაწყებამდე ინჰალატორი ჯენუეირი® შეინახეთ დახურულ პაკეტში.
ვარგისობის ვადა: 36 თვე
გამოიყენეთ პაკეტის გახსნიდან 60 დღის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ ბრიმიკა® ჯენუეირი®, თუ შენიშნავთ, რომ შეფუთვა დაზიანებულია ან აღენიშნება გახსნის ნიშნები.
პრეპარატის ბოლო დოზის მიღების შემდეგ საჭიროა ინჰალატორის უტილიზაცია. არ გადააგდოთ პრეპარატები საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსიდა დამატებითი ინფორმაცია
პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® შემადგენლობა
პრეპარატის მოქმედი ნივთიერებები არის აკლიდინიუმი და ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატი. ერთი გამოთავისუფლებული დოზა (მუნდშტუკიდან გამოსული დოზა) შეიცავს 396 მკგ აკლიდინიუმის ბრომიდს, რაც შეესაბამება 340 მკგ აკლიდინიუმს და 11,8 მკგ ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატს.
მოცემული პრეპარატის სხვა კომპონენტს წარმოადგენს ლაქტოზის მონოჰიდრატი (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მე-2 პარაგრაფის ბოლოს პუნქტი „პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი® შეიცავს ლაქტოზას“).
პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ბრიმიკა® ჯენუეირი® წარმოადგენს თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის საინჰალაციო ფხვნილს.
ინჰალატორი ჯენუეირი®წარმოადგენს თეთრი ფერის ხელსაწყოს დოზების ინდიკატორით და დოზირების ნარინჯისფერი ღილაკით. მუნდშტუკი დახურულია ნარინჯისფერი მოსახსნელი დამცავი თავსახურით. ინჰალატორი გამოდის დახურულ დამცავ ალუმინის პაკეტში, რომელშიც მოთავსებულია პაკეტი საშრობით. შეფუთვიდან ინჰალატორის ამოღების შემდეგ ეს პაკეტი, ასევე საშრობის პაკეტი უნდა გადააგდოთ.
შეფუთვის ზომები:
მუყაოს კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია 30 დოზაზე გათვლილი 1 ინჰალატორი.
მუყაოს კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია 60 დოზაზე გათვლილი 1 ინჰალატორი.
მუყაოს კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია 3 ინჰალატორი თითოეული მათგანი 60 დოზაზე.
შესაძლოა, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:
ბერლინ-ჰემი აგ
გლინიკერ ვეგ 125
12489 ბერლინი, გერმანია
მწარმოებელი:
ინდასტრიას ფარმასეუტიკას ალმირალ, ს.ა.
შოსე დე მარტორელი 41-61
08740 სან-ანდრეს-დე-ლა-ბარკა, ბარსელონა, ესპანეთი
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 2025 წლის მარტი.
გამოყენების ინსტრუქცია
მოცემულ პარაგრაფში წარმოდგენილია ინფორმაცია ინჰალატორ ჯენუეირის® გამოყენების შესახებ. თქვენ უნდა გაეცნოთ მოცემულ ინფორმაციას, რადგან ინჰალატორი ჯენუეირი® შეიძლება არ ფუნქციონირებდეს თქვენ მიერ ადრე გამოყენებული ინჰალატორების მსგავსად. თქვენი ინჰალატორის გამოყენებასთან დაკავშირებული კითხვების არსებობის შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია შედგება შემდეგი პარაგრაფებისგან:
- გამოყენების დაწყება
- ეტაპი 1: მოამზადეთ პრეპარატის დოზა
- ეტაპი 2: ჩაატარეთ პრეპარატის ინჰალაცია
- დამატებითი ინფორმაცია
გამოყენების დაწყება
სამკურნალო საშუალების მიღების დაწყებამდე წაიკითხეთ მოცემული გამოყენების ინსტრუქცია.
დაათვალიერეთ ინჰალატორ ჯენუეირის შემადგენელი ნაწილები.
2393315149225დოზების ინდიკატორი
დოზების ინდიკატორი
320611537465ნარინჯისფერი ღილაკი
ნარინჯისფერი ღილაკი
100584044450ფერის კონტროლის ეკრანი
მწვანე = ინჰალატორი მზადაა გამოყენებისთვის
ფერის კონტროლის ეკრანი
მწვანე = ინჰალატორი მზადაა გამოყენებისთვის
1570355106680
76454016510დამცავი თავსახური
დამცავი თავსახური
3586480179705ფერის კონტროლის ეკრანი
წითელი = ადასტურებს ინჰალაციის სწორად ჩატარებას
ფერის კონტროლის ეკრანი
წითელი = ადასტურებს ინჰალაციის სწორად ჩატარებას
343471533655მუნდშტუკი
მუნდშტუკი
ნახატი A
გამოყენების წინ:
ა. პირველი გამოყენების წინ გახსენით შეფუთვა და ამოიღეთ ინჰალატორი. გადააგდეთ შეფუთვა და საშრობი.
ბ. არ დააჭიროთ ნარინჯისფერ ღილაკს მანამ, სანამ არ იქნებით მზად პრეპარატის მისაღებად.
გ. მოხსენით თავსახური ორივე მხარეს არსებულ ისრებზე მსუბუქად დაჭერით (ნახატი B).
635013970
1494155283845დააჭირეთ აქ და მოხსენით
დააჭირეთ აქ და მოხსენით
ნახატი B
ეტაპი 1: მოამზადეთ პრეპარატის დოზა
- 1 დაათვალიერეთ მუნდშტუკის ხვრელი და დარწმუნდით, რომ ის არ არის დაბლოკილი (ნახატი C).
- 2 შეხედეთ ფერის კონტროლის ეკრანს (უნდა იყოს წითელი, ნახატი C).
792480220345წითელი
წითელი
1671955161290
635013335შეამოწმეთ მუნდშტუკის ხვრელი
შეამოწმეთ მუნდშტუკის ხვრელი
1919605151765ნახატი C
ნახატი C
- 3 დაიჭირეთ ინჰალატორი ჰორიზონტალურად მუნდშტუკით თქვენი მიმართულებით, ნარინჯისფერი ღილაკით ზემოთ (ნახატი D).
294005147320
54229020955ნახატი D
ნახატი D
- 4 პრეპარატის დოზის მოსამზადებლად ბოლომდე დააჭირეთ თითი ნარინჯისფერ ღილაკს (ნახატი E).
როდესაც ღილაკზე თითი ბოლომდე დაჭერილია, ფერის კონტროლის ეკრანი გადადის წითელიდან მწვანე ფერზე.
635097790დარწმუნდით, რომ ნარინჯისფერი ღილაკი მიმართულია ზემოთ. არ დახაროთ ინჰალატორი.
დარწმუნდით, რომ ნარინჯისფერი ღილაკი მიმართულია ზემოთ. არ დახაროთ ინჰალატორი.
- 5 გაუშვით თითი ნარინჯისფერ ღილაკს (ნახატი F).
635086995დარწმუნდით, რომ თითი გაუშვით ღილაკს; ეს საჭიროა ინჰალატორის სწორი ფუნქციონირებისთვის.
დარწმუნდით, რომ თითი გაუშვით ღილაკს; ეს საჭიროა ინჰალატორის სწორი ფუნქციონირებისთვის.
340995-264160
1053465194310ნახატი E
ნახატი E
2902585194310ნახატი F
ნახატი F
შეჩერდით და შეამოწმეთ:
- 6 დარწმუნდით, რომ ფერის კონტროლის ეკრანი არის მწვანე (ნახატი G).
პრეპარატი მზადაა ინჰალაციისთვის.
887730231140
გადადით „მე-2 ეტაპზე: ჩაატარეთ პრეპარატის ინჰალაცია"
908050116840მწვანე
მწვანე
ნახატი G
10922071120რა გავაკეთოთ, თუ ფერის კონტროლის ეკრანი დარჩა წითელი ღილაკზე დაჭერის შემდეგ (ნახატი H).
ნახატი H
პრეპარატის დოზა არ არის მომზადებული. დაუბრუნდით პარაგრაფს „ეტაპი 1: მოამზადეთ პრეპარატის დოზა~ და გაიმეორეთ პუნქტები 1.1-1.6.
ნახატი H
რა გავაკეთოთ, თუ ფერის კონტროლის ეკრანი დარჩა წითელი ღილაკზე დაჭერის შემდეგ (ნახატი H).
ნახატი H
პრეპარატის დოზა არ არის მომზადებული. დაუბრუნდით პარაგრაფს „ეტაპი 1: მოამზადეთ პრეპარატის დოზა~ და გაიმეორეთ პუნქტები 1.1-1.6.
ნახატი H
328295157480
ეტაპი 2: ჩაატარეთ პრეპარატის ინჰალაცია
10287067945პრეპარატის გამოყენებამდე სრულად წაიკითხეთ პუნქტები 2.1-2.7. არ დახაროთ ინჰალატორი.
პრეპარატის გამოყენებამდე სრულად წაიკითხეთ პუნქტები 2.1-2.7. არ დახაროთ ინჰალატორი.
- 1 დაიჭირეთ ინჰალატორი პირიდან დაშორებულ მდგომარეობაში და გააკეთეთ ღრმა ამოსუნთქვა. არასდროს ამოისუნთქოთ ინჰალატორში (ნახატი I).
8255-195580
ნახატი I
- 2 დაიჭირეთ თავი სწორად, მოათავსეთ მუნდშტუკი ტუჩებს შორის და მჭიდროთ მოაბჯინეთ ტუჩები მუნდშტუკს (ნახატი J).
127026035არ დააჭიროთ თითი ნარინჯისფერ ღილაკს შესუნთქვის დროს.
არ დააჭიროთ თითი ნარინჯისფერ ღილაკს შესუნთქვის დროს.
21590219075
129540356870ნახატი J
ნახატი J
- 3 ძლიერად და ღრმად ჩაისუნთქეთ პირიდან. გააგრძელეთ ჩასუნთქვა რაც შეიძლება დიდხანს.
- 26670132715ინჰალაციის სწორად ჩატარების შემთხვევაში გაიგონებთ დაწკაპუნებას. დაწკაპუნების შემდეგ, გააგრძელეთ ჩასუნთქვა რაც შეიძლება დიდხანს. ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება ვერ გაიგონოს დაწკაპუნება. კონტროლის ეკრანის საშუალებით დარწმუნდით, რომ ინჰალაცია ჩატარდა სწორად.
ინჰალაციის სწორად ჩატარების შემთხვევაში გაიგონებთ დაწკაპუნებას. დაწკაპუნების შემდეგ, გააგრძელეთ ჩასუნთქვა რაც შეიძლება დიდხანს. ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება ვერ გაიგონოს დაწკაპუნება. კონტროლის ეკრანის საშუალებით დარწმუნდით, რომ ინჰალაცია ჩატარდა სწორად.
- 4 ამოიღეთ ინჰალატორი პირიდან.
- 5 შეიკავეთ სუნთქვა რაც შეიძლება დიდხანს.
- 6 ნელა ამოისუნთქეთ, მაგრამ არ ამოისუნთქოთ ინჰალატორში.
- 38100113030ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება იგრძნოს ქვიშის მარცვლების მსგავსი შეგრძნება პირში, მსუბუქი მოტკბო ან მომწარო გემო. არ მიიღოთ პრეპარატის დამატებითი დოზა, თუ არ იგრძნობთ რაიმე გემოს ან არ გექნებათ რაიმე შეგრძნება ინჰალაციის შემდეგ.
ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება იგრძნოს ქვიშის მარცვლების მსგავსი შეგრძნება პირში, მსუბუქი მოტკბო ან მომწარო გემო. არ მიიღოთ პრეპარატის დამატებითი დოზა, თუ არ იგრძნობთ რაიმე გემოს ან არ გექნებათ რაიმე შეგრძნება ინჰალაციის შემდეგ.
შეჩერდით და შეამოწმეთ:
- 7 დარწმუნდით, რომ ფერის კონტროლის ეკრანი გახდა წითელი (ნახატი K). ეს ნიშნავს, რომ პრეპარატის ინჰალაცია ჩაატარეთ სწორად.
485140137160
762058420წითელი
წითელი
ნახატი K
1714536195რა გავაკეთოთ, თუ ინჰალაციის შემდეგ ფერის კონტროლის ეკრანი დარჩა მწვანე (ნახატი L).
ეს ნიშნავს, რომ პრეპარატის ინჰალაცია ჩატარდა არასწორად. დაუბრუნდით პარაგრაფს „ეტაპი 2: ჩაატარეთ პრეპარატის ინჰალაცია~ და გაიმეორეთ პუნქტები 2.1-2.7.
თუ ფერის კონტროლის ეკრანი ისევ არ გადადის წითელ ფერზე, შეიძლება დაგავიწყდათ ინჰალაციის ჩატარებამდე ნარინჯისფერი ღილაკიდან თითის გაშვება ან ჩასუნთქვა არ იყო საკმარისად ძლიერი. ამ შემთხვევაში, სცადეთ პროცედურის გამეორება. დარწმუნდით, რომ თითი გაუშვით ნარინჯისფერ ღილაკს და სრულად ამოისუნთქეთ. შემდეგ გააკეთეთ ძლიერი, ღრმა ჩასუნთქვა მუნდშტუკიდან.
თუ რამდენიმე ცდის შემდეგ ფერის კონტროლის ეკრანი დარჩა მწვანე, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
რა გავაკეთოთ, თუ ინჰალაციის შემდეგ ფერის კონტროლის ეკრანი დარჩა მწვანე (ნახატი L).
ეს ნიშნავს, რომ პრეპარატის ინჰალაცია ჩატარდა არასწორად. დაუბრუნდით პარაგრაფს „ეტაპი 2: ჩაატარეთ პრეპარატის ინჰალაცია~ და გაიმეორეთ პუნქტები 2.1-2.7.
თუ ფერის კონტროლის ეკრანი ისევ არ გადადის წითელ ფერზე, შეიძლება დაგავიწყდათ ინჰალაციის ჩატარებამდე ნარინჯისფერი ღილაკიდან თითის გაშვება ან ჩასუნთქვა არ იყო საკმარისად ძლიერი. ამ შემთხვევაში, სცადეთ პროცედურის გამეორება. დარწმუნდით, რომ თითი გაუშვით ნარინჯისფერ ღილაკს და სრულად ამოისუნთქეთ. შემდეგ გააკეთეთ ძლიერი, ღრმა ჩასუნთქვა მუნდშტუკიდან.
თუ რამდენიმე ცდის შემდეგ ფერის კონტროლის ეკრანი დარჩა მწვანე, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
220345155575
52451053340ნახატი L
ნახატი L
ყოველი გამოყენების შემდეგ დაახურეთ მუნდშტუკს დამცავი თავსახური (ნახატი M), ინჰალატორის მტვერით ან სხვა ნივთიერებებით დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. თავსახურის დაკარგვის შემთხვევაში ინჰალატორი უნდა გადააგდოთ.
762046355
454025149225ნახატი M
ნახატი M
დამატებითი ინფორმაცია
რა უნდა გააკეთოთ, თუ პრეპარატის დოზა შემთხვევით მოამზადეთ მისაღებად?
შეინახეთ ინჰალატორი დამცავი თავსახურით სამკურნალო საშუალების მიღებამდე, შემდეგ მოხსენით თავსახური და გადადით პუნქტზე 1.6.
როგორ მუშაობს დოზების ინდიკატორი?
დოზების ინდიკატორი გვიჩვენებს ინჰალატორში დარჩენილი პრეპარატის დოზების საერთო რაოდენობას (ნახატი N).
პირველი გამოყენებისას ინჰალატორი შეიცავს არანაკლებ 60 დოზას ან არანაკლებ 30 დოზას გამოშვების ფორმის შესაბამისად.
ყოველ ჯერზე, ნარინჯისფერ ღილაკზე თითის დაჭერით პრეპარატის დოზის მომზადებისას, დოზების ინდიკატორი გადადის მომდევნო რიცხვის მიმართულებით (50, 40, 30, 20, 10 ან 0).
როდის არის საჭირო ახალი ინჰალატორი?
თქვენთვის საჭიროა ახალი ინჰალატორი:
თუ თქვენი ინჰალატორი დაზიანებულია ან დაკარგულია მისი თავსახური, ან
როდესაც დოზების ინდიკატორზე გამოჩნდება წითელი ზოლები, რაც ნიშნავს, რომ ინჰალატორში ბოლო დოზაა დარჩენილი (ნახატი N), ან
თუ თქვენი ინჰალატორი ცარიელია (ნახატი O).
6858027940დოზების ინდიკატორი გადადის 60-დან 0-ის მიმართულებით: 60, 50, 40, 30, 20, 10, 0
დოზების ინდიკატორი გადადის 60-დან 0-ის მიმართულებით: 60, 50, 40, 30, 20, 10, 0
140335192405დოზების ინდიკატორი
დოზების ინდიკატორი
31369086360
111569548895წითელი ხაზები
წითელი ხაზები
ნახატი N
როგორ გავიგოთ, რომ ინჰალატორი ცარიელია?
როდესაც ნარინჯისფერი ღილაკი სრულად არ დაუბრუნდება ზედა პოზიციას, დარჩება დაბლოკილი საშუალო მდგომარეობაში, ეს მიუთითებს პრეპარატის ბოლო დოზის მომზადებაზე (ნახატი O). იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნარინჯისფერი ღილაკი დაბლოკილია, შეძლებთ ბოლო დოზის მიღებას. ამის შემდეგ აღარ შეიძლება ინჰალატორის გამოყენება და უნდა დაიწყოთ ახალი ინჰალატორის გამოყენება.
403860164465დაბლოკილი
დაბლოკილი
- 698559055
ნახატი O
როგორ შევინარჩუნოთ ინჰალატორის სისუფთავე?
არასდროს გამოიყენოთ წყალი ინჰალატორის გასაწმენდად, რადგან აღნიშნულმა შეიძლება დააზიანოს სამკურნალო საშუალება.
გაწმენდის აუცილებლობის შემთხვევაში, მუნდშტუკი გარედან იწმინდება მშრალი ქსოვილის ან ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.