ბრეტარისი ჯენუეირი
Bretaris® Genuair®
რას წარმოადგენს პრეპარატი ბრეტარისი® ჯენუეირი® პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® მოქმედი ნივთიერება არის აკლიდინიუმის ბრომიდი, რომელიც მიეკუთვნება სამკურნალო ნივთიერებების ჯგუფს, სახელწოდებით ბრონქოდილატატორები. ბრონქოდილატატორები ადუნებენ სასუნთქ გზებს და ეხმარებიან ბრონქიოლების გახსნილ მდგომარეობაში შენარჩუნებას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- აკლიდინიუმი (aclidinium)
- ფორმა და შეფუთვა
- 322მკგ/დოზა 60 დოზა საინჰალაციო ფხვნილი ინჰალატორი №1
- მწარმოებელი
- Industrias Farmaceuticas Almirall S.A. (IFA), ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ანტიქოლინერგული საშუალებები
- ATC კოდი
- R03BB05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041121
- რეგისტრირებულია
- 28 მაისი 2024, მოქმედებს 28 მაისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- BERLIN-CHEMIE AG (გერმანია)
- განმცხადებელი
- შპს „ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბრეტარისი ჯენუეირი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რას წარმოადგენს პრეპარატი ბრეტარისი® ჯენუეირი®
პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® მოქმედი ნივთიერება არის აკლიდინიუმის ბრომიდი, რომელიც მიეკუთვნება სამკურნალო ნივთიერებების ჯგუფს, სახელწოდებით ბრონქოდილატატორები. ბრონქოდილატატორები ადუნებენ სასუნთქ გზებს და ეხმარებიან ბრონქიოლების გახსნილ მდგომარეობაში შენარჩუნებას. ბრეტარისი® ჯენუეირი® წარმოადგენს მშრალი ფხვნილის ინჰალატორს, რომელიც თქვენი სუნთქვის მეშვეობით ახდენს სამკურნალო საშუალების პირდაპირ მიწოდებას თქვენს ფილტვებში. ეს აადვილებს სუნთქვას ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების (ფქოდ) მქონე პაციენტებში.
რისთვის გამოიყენება პრეპარატი ბრეტარისი® ჯენუეირი®
ბრეტარისი® ჯენუეირი® ხელს უწყობს სასუნთქი გზების გახსნას და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების სიმპტომების შემსუბუქებას, რომელიც წარმოადგენს ფილტვების მძიმე, ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებას, როდესაც ადგილი აქვს სუნთქვის გაძნელებას. პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® რეგულარულად გამოყენებას შეუძლია დაგეხმაროთ თქვენი დაავადებით გამოწვეული ქოშინის დროს იმისათვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს დაავადების გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე და შეტევების სიხშირე (ფქოდ-ის სიმპტომების დამძიმება რამდენიმე დღის განმავლობაში).
მიღების წესი და დოზირება
150495044450
ფერის კონტროლის ეკრანი
წითელი = ადასტურებს ინჰალაციის სწორად ჩატარებას
ფერის კონტროლის ეკრანი
წითელი = ადასტურებს ინჰალაციის სწორად ჩატარებას
82550046355დამცავი თავსახური
დამცავი თავსახური
3741420212090მუნდშტუკი
მუნდშტუკი
ნახატი A
გამოყენების წინ:
ა) პირველი გამოყენების წინ გახსენით დალუქული პაკეტი და ამოიღეთ ინჰალატორი. გადააგდეთ შეფუთვა.
ბ) არ დააჭიროთ მწვანე ღილაკს მანამ, სანამ არ იქნებით მზად პრეპარატის მისაღებად.
გ) მოხსენით თავსახური ორივე მხარეს არსებულ ისრებზე მსუბუქად დაჭერით (ნახატი B).
174625131445
1392555137160დააჭირეთ აქ და მოხსენით
დააჭირეთ აქ და მოხსენით
ნახატი B
ეტაპი 1: მოამზადეთ პრეპარატის დოზა
- 1 დაათვალიერეთ მუნდშტუკის ხვრელი და დარწმუნდით, რომ ის არ არის დაბლოკილი (ნახატი C).
- 2 შეხედეთ ფერის კონტროლის ეკრანს (უნდა იყოს წითელი, ნახატი C).
792480220345წითელი
წითელი
1623060133985
- 176530100965შეამოწმეთ მუნდშტუკის ხვრელი
შეამოწმეთ მუნდშტუკის ხვრელი
1943735156845ნახატი C
ნახატი C
- 3 დაიჭირეთ ინჰალატორი ჰორიზონტალურად მუნდშტუკით თქვენი მიმართულებით, მწვანე ღილაკით ზემოთ (ნახატი D).
311150106680
54229020955ნახატი D
ნახატი D
- 4 პრეპარატის დოზის მოსამზადებლად ბოლომდე დააჭირეთ თითი მწვანე ღილაკს (ნახატი E).
როდესაც ღილაკზე თითი ბოლომდე დაჭერილია, ფერის კონტროლის ეკრანი გადადის წითელიდან მწვანე ფერზე.
635036195დარწმუნდით, რომ მწვანე ღილაკი მიმართულია ზემოთ. არ დახაროთ ინჰალატორი.
დარწმუნდით, რომ მწვანე ღილაკი მიმართულია ზემოთ. არ დახაროთ ინჰალატორი.
- 5 გაუშვით თითი მწვანე ღილაკს (ნახატი F).
18415128270დარწმუნდით, რომ თითი გაუშვით ღილაკს; ეს საჭიროა ინჰალატორის სწორი ფუნქციონირებისთვის.
დარწმუნდით, რომ თითი გაუშვით ღილაკს; ეს საჭიროა ინჰალატორის სწორი ფუნქციონირებისთვის.
ნახატი E
ნახატი F
ნახატი E
ნახატი F
შეჩერდით და შეამოწმეთ:
- 6 დარწმუნდით, რომ ფერის კონტროლის ეკრანი არის მწვანე (ნახატი G).
პრეპარატი მზადაა ინჰალაციისთვის.
გადადით „მე-2 ეტაპზე”: ჩაატარეთ პრეპარატის ინჰალაცია.
695960157480
6413549530მწვანე
მწვანე
ნახატი G
1092202540რა გავაკეთოთ, თუ ფერის კონტროლის ეკრანი დარჩა წითელი ღილაკზე დაჭერის შემდეგ (ნახატი H).
ნახატი H
პრეპარატის დოზა არ არის მომზადებული. დაიწყეთ თავიდან და გაიმეორეთ „ეტაპი 1: მოამზადეთ პრეპარატის დოზა~, პუნქტები 1.1-1.6.
რა გავაკეთოთ, თუ ფერის კონტროლის ეკრანი დარჩა წითელი ღილაკზე დაჭერის შემდეგ (ნახატი H).
ნახატი H
პრეპარატის დოზა არ არის მომზადებული. დაიწყეთ თავიდან და გაიმეორეთ „ეტაპი 1: მოამზადეთ პრეპარატის დოზა~, პუნქტები 1.1-1.6.
21971094615
ეტაპი 2: ჩაატარეთ პრეპარატის ინჰალაცია
10287067945პრეპარატის გამოყენებამდე სრულად წაიკითხეთ პუნქტები 2.1-2.7. არ დახაროთ ინჰალატორი.
პრეპარატის გამოყენებამდე სრულად წაიკითხეთ პუნქტები 2.1-2.7. არ დახაროთ ინჰალატორი.
- 1 დაიჭირეთ ინჰალატორი პირიდან დაშორებულ მდგომარეობაში და გააკეთეთ ღრმა ამოსუნთქვა. არასდროს ამოისუნთქოთ ინჰალატორში (ნახატი I).
ნახატი I
- 2 დაიჭირეთ თავი სწორად, მოათავსეთ მუნდშტუკი ტუჩებს შორის და მჭიდროთ მოაბჯინეთ ტუჩები მუნდშტუკს (ნახატი J).
127026035არ დააჭიროთ თითი მწვანე ღილაკს შესუნთქვის დროს.
არ დააჭიროთ თითი მწვანე ღილაკს შესუნთქვის დროს.
8953540640
ნახატი J
- 3 ძლიერად და ღრმად ჩაისუნთქეთ პირიდან. გააგრძელეთ ჩასუნთქვა რაც შეიძლება დიდხანს.
- 26670132715ინჰალაციის სწორად ჩატარების შემთხვევაში გაიგონებთ დაწკაპუნებას. დაწკაპუნების შემდეგ, გააგრძელეთ ჩასუნთქვა რაც შეიძლება დიდხანს. ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება ვერ გაიგონოს დაწკაპუნება. ფერის კონტროლის ეკრანის საშუალებით დარწმუნდით, რომ ინჰალაცია ჩატარდა სწორად.
ინჰალაციის სწორად ჩატარების შემთხვევაში გაიგონებთ დაწკაპუნებას. დაწკაპუნების შემდეგ, გააგრძელეთ ჩასუნთქვა რაც შეიძლება დიდხანს. ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება ვერ გაიგონოს დაწკაპუნება. ფერის კონტროლის ეკრანის საშუალებით დარწმუნდით, რომ ინჰალაცია ჩატარდა სწორად.
- 4 გამოიღეთ ინჰალატორი პირიდან.
- 5 შეიკავეთ სუნთქვა რაც შეიძლება დიდხანს.
- 6 ნელა ამოისუნთქეთ, მაგრამ არ ამოისუნთქოთ ინჰალატორში.
- 37465-635ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება იგრძნოს ქვიშის მარცვლების მსგავსი შეგრძნება პირში, მსუბუქი მოტკბო ან მომწარო გემო. არ მიიღოთ პრეპარატის დამატებითი დოზა, თუ არ იგრძნობთ რაიმე გემოს ან არ გექნებათ რაიმე შეგრძნება ინჰალაციის შემდეგ.
ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება იგრძნოს ქვიშის მარცვლების მსგავსი შეგრძნება პირში, მსუბუქი მოტკბო ან მომწარო გემო. არ მიიღოთ პრეპარატის დამატებითი დოზა, თუ არ იგრძნობთ რაიმე გემოს ან არ გექნებათ რაიმე შეგრძნება ინჰალაციის შემდეგ.
შეჩერდით და შეამოწმეთ:
- 7 დარწმუნდით, რომ ფერის კონტროლის ეკრანი გახდა წითელი (ნახატი K). ეს ნიშნავს, რომ პრეპარატის ინჰალაცია ჩაატარეთ სწორად.
50355553340წითელი
წითელი
ნახატი K
- 3746541910რა გავაკეთოთ, თუ ინჰალაციის შემდეგ ფერის კონტროლის ეკრანი დარჩა მწვანე (ნახატი L).
ნახატი L
ეს ნიშნავს, რომ პრეპარატის ინჰალაცია ჩატარდა არასწორად. დაუბრუნდით პარაგრაფს „ეტაპი 2: ჩაატარეთ პრეპარატის ინჰალაცია“ და გაიმეორეთ პუნქტები 2.1-2.7.
თუ ფერის კონტროლის ეკრანი ისევ არ გადადის წითელ ფერზე, შეიძლება დაგავიწყდათ ინჰალაციის ჩატარებამდე მწვანე ღილაკიდან თითის გაშვება ან ჩასუნთქვა არ იყო საკმარისად ძლიერი. ამ შემთხვევაში, სცადეთ პროცედურის გამეორება. დარწმუნდით, რომ თითი გაუშვით მწვანე ღილაკს და სრულად ამოისუნთქეთ. შემდეგ გააკეთეთ ძლიერი, ღრმა ჩასუნთქვა მუნდშტუკიდან.
თუ რამდენიმე ცდის შემდეგ ფერის კონტროლის ეკრანი დარჩა მწვანე, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
რა გავაკეთოთ, თუ ინჰალაციის შემდეგ ფერის კონტროლის ეკრანი დარჩა მწვანე (ნახატი L).

ყოველი გამოყენების შემდეგ დაახურეთ მუნდშტუკს დამცავი თავსახური (ნახატი M), ინჰალატორის მტვერით ან სხვა ნივთიერებებით დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. თავსახურის დაკარგვის შემთხვევაში ინჰალატორი უნდა გადააგდოთ.
ნახატი M
ნახატი M
დამატებითი ინფორმაცია
რა უნდა გააკეთოთ, თუ პრეპარატის დოზა შემთხვევით მოამზადეთ მისაღებად?
შეინახეთ ინჰალატორი დამცავი თავსახურით სამკურნალო საშუალების დაგეგმილ დროს მიღებამდე, შემდეგ მოხსენით თავსახური და გადადით პუნქტზე 1.6.
როგორ მუშაობს დოზების ინდიკატორი?
დოზების ინდიკატორი გვიჩვენებს ინჰალატორში დარჩენილი პრეპარატის დოზების საერთო რაოდენობას (ნახატი N).
პირველი გამოყენებისას ინჰალატორი შეიცავს არანაკლებ 60 დოზას ან არანაკლებ 30 დოზას შეფუთვის ზომის შესაბამისად.
ყოველ ჯერზე, მწვანე ღილაკზე თითის დაჭერით პრეპარატის დოზის მომზადებისას, დოზების ინდიკატორი გადადის მომდევნო რიცხვის მიმართულებით (50, 40, 30, 20, 10 ან 0).
როდის არის საჭირო ახალი ინჰალატორი?
თქვენთვის საჭიროა ახალი ინჰალატორი:
თუ თქვენი ინჰალატორი დაზიანებულია ან დაკარგულია მისი თავსახური, ან
როდესაც დოზების ინჰალატორზე გამოჩნდება წითელი ზოლები, რაც ნიშნავს, რომ ინჰალატორში ბოლო დოზებია დარჩენილი (ნახატი N), ან
თუ თქვენი ინჰალატორი ცარიელია (ნახატი O).
დოზების ინდიკატორი გადადის 60-დან 0-ის მიმართულებით: 60, 50, 40, 30, 20, 10, 0
დოზების ინდიკატორი
წითელი ხაზები
ნახატი N
დოზების ინდიკატორი გადადის 60-დან 0-ის მიმართულებით: 60, 50, 40, 30, 20, 10, 0
დოზების ინდიკატორი
წითელი ხაზები
ნახატი N
როგორ გავიგოთ, რომ ინჰალატორი ცარიელია?
როდესაც მწვანე ღილაკი სრულად არ დაუბრუნდება ზედა პოზიციას, დარჩება დაბლოკილი საშუალო მდგომარეობაში, ეს მიუთითებს პრეპარატის ბოლო დოზის მომზადებაზე (ნახატი O). იმ შემთხვევაშიც კი, თუ მწვანე ღილაკი დაბლოკილია, შეძლებთ ბოლო დოზის მიღებას. ამის შემდეგ აღარ შეიძლება ინჰალატორის გამოყენება და უნდა დაიწყოთ ახალი ინჰალატორის გამოყენება.
ნახატი O
დაბლოკილი
ნახატი O
დაბლოკილი
როგორ გავწმინდოთ ინჰალატორი?
არასდროს გამოიყენოთ წყალი ინჰალატორის გასაწმენდად, რადგან აღნიშნულმა შეიძლება დააზიანოს სამკურნალო საშუალება.
გაწმენდის აუცილებლობის შემთხვევაში, მუნდშტუკი გარედან იწმინდება მშრალი ქსოვილის ან ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით.
ხელმოწერილია; ბეჭედდასმულია
თარგმანი რუსულიდან ქართულ ენაზე სწორია
მთარგმნელი:
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აკლიდინიუმის ბრომიდის ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პარაგრაფში 6.1.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში
ალერგიის დროს აკლიდინიუმის ბრომიდის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან მედდასთან:
თუ გაქვთ გულის დაავადებები
თუ სინათლის წყაროს ან ფერადი გამოსახულებების გარშემო ხედავთ ჰალოს (გლაუკომა).
თუ გაქვთ წინამდებარე ჯირკვლის გადიდება, შარდის გამოყოფის დარღვევა ან შარდის ბუშტის ობსტრუქცია.
ბრეტარისი® ჯენუეირი® განკუთვნილია შემანარჩუნებელი თერაპიისთვის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს; ის არ უნდა იქნას გამოყენებული ქოშინის ან მსტვინავი სუნთქვის უეცარი შეტევების სამკურნალოდ. დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს, თუ არ ხდება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სიმპტომების (ჰაერის უკმარისობის გრძნობა, მსტვინავი სუნთქვა, ხველა) კუპირება ან ადგილი აქვს მათ გაღრმავებას.
პირის სიმშრალემ, რომელიც აღინიშნება ისეთი პრეპარატების მიღებისას, როგორიცაა ბრეტარისი® ჯენუეირი®, შეიძლება მიგვიყვანოს კბილების კარიესამდე პრეპარატის ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში. ამიტომ გახსოვდეთ, რომ ყურადღება უნდა დაუთმოთ პირის ღრუს ჰიგიენას.
შეწყვიტეთ პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის:
თუ გაქვთ გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, ხველა, მსტვინავი სუნთქვა ან სუნთქვის უკმარისობის გრძნობა პრეპარატის მიღებისთანავე. ეს შესაძლოა იყოს ისეთი მდგომარეობის ნიშანი, რომელსაც ეწოდება ბრონქოსპაზმი.
ბავშვები და მოზარდები
ბრეტარისი® ჯენუეირი® არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად.
პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალების მიღებას.
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებდით ან ამჟამად იღებთ ანალოგიურ სამკურნალო საშუალებებს სუნთქვის დარღვევების სამკურნალოდ, მაგალითად, თიოტროპიუმის და იპრატროპიუმის შემცველ პრეპარატებს. ამ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატი ბრეტარისი® ჯენუეირის® გამოყენება ამ სამკურნალო საშუალებებთან ერთად რეკომენდებული არ არის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აკლიდინიუმის ბრომიდის ერთდროულად გამოყენება ანტიქოლინერგული მოქმედების მქონე ნივთიერებების შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის შესწავლილი და რეკომენდებული არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ in vivo სამკურნალწამლო ურთიერთქმედების ფორმალური კვლევები არ ჩატარებულა, აკლიდინიუმის ბრომიდი, ინჰალაციის სახით, გამოიყენებოდა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატებთან ერთად, ბრონქოდილატატორების ჩათვლით - სიმპათომიმეთიკებთან, მეთილქსანტინებთან, ასევე საინჰალაციო და პერორალურ სტეროიდებთან - სამკურნალწამლო ურთიერთქმედების კლინიკური ნიშნების გამოვლენის გარეშე.
in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ აკლიდინიუმის ბრომიდი თერაპიული დოზით და მისი მეტაბოლიტები არ შედის ურთიერთქმედებაში მოქმედ ნივთიერებებთან, რომლებიც წარმოადგენს გლიკოპროტენი P-ს (P-gp) სუბსტრატებს, ან მოქმედ ნივთიერებებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება ციტოქრომი P450 (CYP450) ფერმენტის და ესთერაზების საშუალებით (იხ. პარაგრაფი 5.2).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე, ორსულობაზე ეჭვის არსებობისას ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში მკურნალი ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ბრეტარისი® ჯენუეირს® შეუძლია მოახდინოს უმნიშვნელო ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. მოცემულმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან მხედველობის ველის დაბინდვა. აღნიშნულიდან რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა მანამ, სანამ არ გაივლის თავის ტკივილი და თავბრუსხვევის შეგრძნება, ასევე, კვლავ არ აღდგება მხედველობა.
ბრეტარისი® ჯენუეირი® შეიცავს ლაქტოზას
თუ ექიმისგან თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 1000 პაციენტიდან 1-ს). სახის, ყელის, ტუჩების ან ენის შეშუპების (სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებით, ან მათ გარეშე), თავბრუსხვევის, გონების დაკარგვის მდგომარეობის, გულის შეკუმშვათა გახშირების ან კანზე ძლიერი ქავილით მიმდინარე ბუშტუკების ურტიკარიული გამონაყარი) განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის სიმპტომები.
ბრეტარისი® ჯენუეირის® მიღების დროს შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოქმედებები:
ხშირად: შეიძლება აღენიშნოს 10 ადამიანიდან 1-ს
თავის ტკივილი
ცხვირის წიაღების ანთება (სინუსიტი)
გაციება (ნაზოფარინგიტი)
ხველა
ფაღარათი
გულისრევა
ზოგჯერ (შეიძლება აღენიშნოს 100 პაციენტიდან 1-ს)
თავბრუსხვევა
პირის სიმშრალე
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი)
ხმის ჩახლეჩვა (დისფონია)
გახშირებული გულისცემა (ტაქიკარდია)
გულისცემის შეგრძნება (გულისცემა)
ანომალური ან არარეგულარული გულის რიტმი (გულის არითმია)
შარდვის გაძნელება (შარდის შეკავება)
მხედველობის ველის დაბინდვა
გამონაყარი
კანის ქავილი
შეტყობინება გვერდითი მოქმედებების გამოვლენის შესახებ
რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა ასევე შეგიძლიათ უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი მოქმედებების შეტყობინებით ეხმარებით მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
ჭარბი დოზა
აკლიდინიუმის ბრომიდის მაღალ დოზებს შეიძლება მივყავდეთ ანტიქოლინერგული მოქმედებით განპირობებულ ნიშნებსა და სიმპტომებამდე.
თუმცა, კვლევაში მონაწილე ჯანმრთელ პირებში აკლიდინიუმის ბრომიდის 6000 მკგ-მდე ერთჯერადი საინჰალაციო დოზები არ იწვევდა სისტემური ანტიქოლინერგული მოქმედებით განპირობებულ არასასურველ რეაქციებს. გარდა ამისა, 800 მკგ-მდე აკლიდინიუმის ბრომიდის ორჯერ დღე-ღამეში 7 დღის განმავლობაში მიღების შემდეგ კვლევაში მონაწილე ჯანმრთელ პირებში კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი რეაქციები არ აღინიშნებოდა.
აკლიდინიუმის ბრომიდის შემცველი პრეპარატის შემთხვევით მიღებისას მწვავე ინტოქსიკაციის განვითარება ნაკლებად სავარაუდოა პერორალურად მიღებისას დაბალი ბიოშეღწევადობის და ინჰალატორ ჯენუეირის დოზირების საინჰალაციო მექანიზმის შედეგად.
შემადგენლობა
რას წარმოადგენს პრეპარატი ბრეტარისი® ჯენუეირი®
მოქმედი ნივთიერება არის აკლიდინიუმის ბრომიდი. ერთი გამოთავისუფლებული დოზა შეიცავს 375 მკგ აკლიდინიუმის ბრომიდს, რაც შეესაბამება 322 მკგ აკლიდინიუმს.
სხვა კომპონენტს წარმოადგენს ლაქტოზის მონოჰიდრატი (იხ. მე-2 პარაგრაფში პუნქტი „პრეპარატი ბრეტარისი® ჯენუეირი® შეიცავს ლაქტოზას“).
პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
ბრეტარისი® ჯენუეირი® წარმოადგენს თეთრ ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილს.
ინჰალატორი ჯენუეირი წარმოადგენს თეთრი ფერის ხელსაწყოს ჩადგმული დოზების ინდიკატორით და დოზირების მწვანე ღილაკით. მუნდშტუკი დახურულია მწვანე ფერის მოსახსნელი დამცავი თავსახურით. ინჰალატორი გამოდის პლასტიკურ პაკეტში.
პრეპარატი გამოდის შემდეგ შეფუთვებში:
მუყაოს კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია 30 დოზაზე გათვლილი 1 ინჰალატორი.
მუყაოს კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია 60 დოზაზე გათვლილი 1 ინჰალატორი.
მუყაოს კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია 3 ინჰალატორი თითოეული მათგანი 60 დოზაზე.
შესაძლოა, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის პირობები
მოცემული სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ინჰალატორის მარკირებაზე და მუყაოს კოლოფზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ვარგისობის ვადა: 36 თვე.
გამოყენების დაწყებამდე ინჰალატორი შეინახეთ პაკეტში.
გამოიყენეთ პაკეტის გახსნიდან 90 დღის განმავლობაში.
მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ბრეტარისი® ჯენუეირი®, თუ შენიშნავთ, რომ შეფუთვა დაზიანებულია ან აღენიშნება გახსნის ნიშნები.
ბოლო დოზის მიღების შემდეგ საჭიროა ინჰალატორის უტილიზაცია. არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო სამკურნალო საშუალების უტილიზაციასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ანტიქოლინერგული პრეპარატები;
ათქ კოდი: R03BB05.
მოქმედების მექანიზმი
აკლიდინიუმის ბრომიდი წარმოადგენს მუსკარინული რეცეპტორების კონკურენტულ, სელექციურ ანტაგონისტს (რომელსაც ასევე ეწოდება ანტიქოლინერგული საშუალება), M3-რეცეპტორებზე შეკავების უფრო ხანგრძლივი დროით, ვიდრე M2-რეცეპტორებზე. M3-რეცეპტორები წარმოადგენს შუამავალს სასუნთქი გზების გლუვი მუსკულატურის შეკუმშვისას. შესუნთქული აკლიდინიუმის ბრომიდი მოქმედებს ადგილობრივად ფილტვებში, სასუნთქი გზების გლუვი მუსკულატურის M3-რეცეპტორების დაბლოკვით და იწვევს ბრონქების გაფართოებას. in vitro და in vivo არაკლინიკური კვლევებით ნაჩვენებია აკლიდინიუმის მიერ აცეტილქოლინით გამოწვეული ბრონქოსპაზმის სწრაფი, დოზადამოკიდებული და ხანგრძლივი ინჰიბირება. აკლიდინიუმის ბრომიდი სწრაფად იშლება პლაზმაში, ამიტომ სისტემური ანტიქოლინერგული გვერდითი მოქმედების სიხშირე არის დაბალი.
ფარმაკოდინამიკური მოქმედება
კლინიკური ეფექტიანობის კვლევებმა აჩვენა, რომ ბრეტარისი® ჯენუეირი® უზრუნველყოფს ფილტვების ფუნქციის კლინიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებას (ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობის (ფამ1) გაზომვისას) დილით და საღამოს მიღებიდან 12 საათზე მეტი დროის შემდეგ, რომელიც ვლინდებოდა პირველი დოზის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში (მომატება საწყის დონესთან შედარებით შეადგენს 124-133 მლ-ს). ბრონქების მაქსიმალური გაფართოება მიიღწეოდა პრეპარატის მიღებიდან 1-3 საათში საწყის დონესთან შედარებით ფამ1-ის გაუმჯობესების საშუალო პიკით 227-268 მლ წონასწორულ მდგომარეობაში.
გულის ელექტროფიზიოლოგია
QT ინტერვალის გულდასმით კვლევაში, ჯანმრთელი პირების მიერ აკლიდინიუმის ბრომიდის (200 მკგ ან 800 მკგ) მიღებისას ერთხელ დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში გავლენა QT ინტერვალზე (კორექტირებული ფრიდერიციას ან ბაზეტის მეთოდით, ან ინდივიდუალურად) არ აღინიშნებოდა.
გარდა ამისა, არ არის გამოვლენილი პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედება გულის რიტმზე 24 საათიანი ჰოლტერის მონიტორინგის ჩატარებისას 3 თვიანი მკურნალობის შემდეგ 336 პაციენტში (რომელთაგან 164 იღებდა ბრეტარისი® ჯენუეირს® ორჯერ დღე-ღამეში დოზით 322 მკგ).
კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება
პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® III ფაზის კლინიკური განვითარების პროგრამა ითვალისწინებდა 269 პაციენტს, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირს® დოზით 322 მკგ ორჯერ დღე-ღამეში ერთი ექვსთვიანი რანდომიზებული, პლაცებოკონტროლირებული კვლევის ფარგლებში, და 190 პაციენტს, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირს® დოზით 322 მკგ ორჯერ დღე-ღამეში ერთი სამთვიანი რანდომიზებული, პლაცებოკონტროლირებული კვლევის ფარგლებში. ეფექტიანობა შეფასდა ფილტვების ფუნქციის და ისეთი სიმპტომების დინამიკის განსაზღვრის გზით, როგორიცაა ჰაერის უკმარისობის გრძნობა, დაავადებისთვის დამახასიათებელი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სასწრაფო თერაპიის პრეპარატების გამოყენება და გამწვავების არსებობა. უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ხანგრძლივი კვლევების ჩატარებისას ბრეტარისი® ჯენუეირმა® აჩვენა ბრონქოდილატაციური ეფექტიანობა 1 წელზე მეტი დროის განმავლობაში მიღებისას.
ბრონქოდილატაცია:
ექვსთვიანი კვლევის ჩატარებისას პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბრეტარისი® ჯენუეირს® დოზით 322 მკგ ორჯერ დღე-ღამეში, ადგილი ჰქონდა ფილტვების ფუნქციის კლინიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებას (გაზომილი ფამ1-ის საშუალებით). მაქსიმალური ბრონქოდილატაციური მოქმედება გამოვლინდა პირველი დღიდან და ძლიერდებოდა მკურნალობის ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში. ექვსთვიანი თერაპიის შემდეგ დილის დოზის მიღებამდე ფამ1-ის საშუალო გაუმჯობესებამ (მინიმუმ), პლაცებოსთან შედარებით, შეადგინა 128 მლ (95% ს/ი=85-170; p<0.0001).
მსგავსი დაკვირვებები გაკეთდა პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირთან® დაკავშირებით სამთვიანი კვლევის ჩატარების დროს.
დაავადებისთვის დამახასიათებელი ჯანმრთელობის სპეციფიკური მდგომარეობა და სიმპტომების შემსუბუქება
პრეპარატი ბრეტარისი® ჯენუეირი® უზრუნველყოფდა კლინიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ჰაერის უკმარისობის გრძნობის (შეფასებული გარდამავალი დისპნოეს ინდექსის [TDI] საშუალებით) და დაავადებისთვის დამახასიათებელი ჯანმრთელობის სპეციფიკური მდგომარეობის მიმართ (შეფასებული წმ. გიორგის ჰოსპიტალის რესპირატორული კითხვარის SGRQ] საშუალებით). ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილი აჩვენებს სიმპტომების ინტენსივობის შემცირებას პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირით® ექვსთვიანი მკურნალობის შემდეგ.
პარამეტრი
მკურნალობა
გაუმჯობესება პლაცებოსთან შედარებით
P მნიშვნელობა
ბრეტარისი® ჯენუეირი®
პლაცებო
გარდამავალი დისპნოეს ინდექსი
პაციენტების პროცენტი კლინიკურად მნიშვნელოვანი მინიმალური განსხვავებითა
- 9
- 5
ალბათობის 1.68-ჯერადიბ ზრდა
- 004
საშუალო ცვლილება საწყის დონესთან შედარებით
- 9
- 9
- 0 ერთეული
<0.001
წმ. გიორგის ჰოსპიტალის რესპირატორული კითხვარი
პაციენტების პროცენტი კლინიკურად მნიშვნელოვანი მინიმალური განსხვავებითბ
- 3
- 0
ალბათობის 1.87-ჯერადიგ ზრდა
<0.001
საშუალო ცვლილება საწყის დონესთან შედარებით
- 7.4
- 2.8
- 4.6 ერთეული
<0.0001
ა კლინიკურად მნიშვნელოვანი მინიმალური განსხვავება (MCID) ცვლილების სულ მცირე 1 ერთეულზე გარდამავალი დისპნოეს ინდექსის მიხედვით.
ბ კლინიკურად მნიშვნელოვანი მინიმალური განსხვავება (MCID) ცვლილების სულ მცირე 4 ერთეულზე წმ. გიორგის ჰოსპიტალის რესპირატორული კითხვარის მიხედვით.
გ შანსების თანაფარდობა, კლინიკურად მნიშვნელოვანი მინიმალური განსხვავების მიღწევის ალბათობის ზრდა, პლაცებოსთან შედარებით.
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბრეტარისი® ჯენუეირს®, საჭირო იყო უფრო ნაკლები სასწრაფო თერაპიის პრეპარატები, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (დღე-ღამეში შესხურების 0.95-ით შემცირება 6 თვის განმავლობაში [p=0.005]). გარდა ამისა, პრეპარატი ბრეტარისი® ჯენუეირი® სტატისტიკურად სარწმუნოდ ამცირებდა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სიმპტომების (დისპნოე, ხველა და ნახველის გამოყოფა) ინტენსივობას დღის განმავლობაში, ასევე სიმპტომატიკას ღამით და გამთენიისას.
ეფექტიანობის სამთვიანი და ექვსთვიანი, პლაცებოკონტროლირებული კვლევების შემაჯამებელმა ანალიზმა აჩვენა საშუალო და მძიმე გამწვავებების (რომლებიც საჭიროებს თერაპიას ანტიბიოტიკებით ან კორტიკოსტეროიდებით, ან დასრულდა ჰოსპიტალიზაციით) სიხშირის მნიშვნელოვანი შემცირება 322 მკგ აკლიდინიუმის მიღებისას ორჯერ დღე-ღამეში, პლაცებოსთან შედარებით (სიხშირე პაციენტზე წელიწადში: 0,31, შესაბამისად 0,44-თან შედარებით; p=0.0149).
უსაფრთხოების და ეფექტიანობის ხანგრძლივი კვლევა 3 წლამდე პერიოდში გამოყენებისას
აკლიდინიუმის ბრომიდის მოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მნიშვნელოვანი არასასურველი მოვლენების (major adverse cardiovascular events, MACE) გამოვლენის თვალსაზრისით შეფასდა რანდომიზებული ორმაგად ბრმა პლაცებოკონტროლირებულ პარალელურ ჯგუფებში ჩატარებული კვლევის პროცესში, რომელშიც მონაწილეობდა 40-დან 91 წლამდე ასაკის, ფილტვების საშუალოდან ძალიან მძიმე ხარისხის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე 3630 მოზრდილი პაციენტი, რომლებსაც ჩაუტარდათ მკურნალობა 36 თვემდე დროის პერიოდში. მათგან 58.7%-ს შეადგენდნენ მამაკაცები და მონაწილეთა 90.7% იყო ევროპეოიდული რასის წარმომადგენელი, ფამ1-ის საშუალო მნიშვნელობა ბრონქოდილატატორის მიღების შემდეგ შეადგენდა პროგნოზირებული მნიშვნელობის 47.9%-ს, ხოლო CAT (ფქოდ-ის შეფასების მეთოდი) საშუალო მნიშვნელობა შეადგენდა 20.7-ს. ყველა პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ან თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადებები, ან/და არსებობდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკ-ფაქტორები. პაციენტების 59.8%-ში მოხდა ფქოდ-ის გამწვავების სულ მცირე ერთი ეპიზოდი სკრინინგის შემდეგ ბოლო 12 თვის განმავლობაში. კვლევაში მონაწილე პაციენტების დაახლოებით 48%-ს ანამნეზში აღენიშნებოდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ სულ მცირე ერთი დადასტურებული მოვლენა; თავის ტვინის სისხლძარღვების დაავადება (13.1%), კორონარული არტერიების დაავადება (35.4%), პერიფერიული სისხლძარღვების დაავადება ან მიკროცირკულატორული დარღვევები (13.6%).
ამ კვლევის დიზაინში გათვალისწინებული იყო ხშირი შემთხვევები და ის შეწყდა უსაფრთხოების პირველადი ანალიზის ჩასატარებლად MACE-ს მოვლენათა საკმარისი რიცხვის მიღწევის შემდეგ. პაციენტებში MACE-ს გამოვლენისას მკურნალობას წყვეტდნენ და ისინი გადაჰყავდათ კვლევის დროს მკურნალობის შემდგომი დაკვირვების ჯგუფში. მკვლევარის შეფასებით პაციენტების 70.7%-მა დაასრულა კვლევაში მონაწილეობა. ბრეტარისი® ჯენუეირს® და პლაცებოს ჯგუფების პაციენტებში მკურნალობის საშუალო დრო შეადგენდა შესაბამისად 1.1 და 1 წელს. ბრეტარისი® ჯენუეირს® და პლაცებოს ჯგუფის პაციენტებში კვლევაში მონაწილეობის საშუალო დრო შეადგენდა დაახლოებით 1.4 და 1.3 წელს, შესაბამისად. უსაფრთხოების მიმართ პირველადი საბოლოო წერტილი იყო დრო MACE-ს პირველად გამოვლენამდე, რომელიც განისაზღვრა, როგორც ნებისმიერ შემდეგი დადგენილი მოვლენა: გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებით გამოწვეული სიკვდილი, მიოკარდიუმის ინფარქტი ლეტალური შედეგის გარეშე (მ/ი) ან იშემიური ინსულტი ლეტალური შედეგის გარეშე. პაციენტებში სულ მცირე ერთი MACE-ს გამოვლენის სიხშირე შეადგენდა 3.85%-ს, 4.23%-თან შედარებით აკლიდინიუმისა და პლაცებოს ჯგუფებში. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მქონე პაციენტებში ბრეტარისი® ჯენუეირის® გამოყენებამ არ გამოიწვია MACE-ს განვითარება, პლაცებოსთან შედარებით, მიმდინარე საბაზო თერაპიაში დამატებისას (რისკების თანაფარდობა 0.89; 95% ს/ი: 0.64, 1.23). სანდოობის ინტერვალის ზედა ზღვარი გამორიცხავს წინასწარ განსაზღვრულ რისკის ზღვარს, რომელიც შეადგენს 1.8.
ფილტვების საშუალო ან მძიმე ხარისხის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების გამწვავების გამოვლენის სიხშირე, გაანგარიშებული პაციენტზე წელიწადში, მკურნალობის პირველი წლის განმავლობაში შეფასდა კვლევის ეფექტიანობის პირველადი საბოლოო წერტილის სახით. პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბრეტარისი® ჯენუეირს® აღინიშნებოდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება 22%-ით, პლაცებოსთან შედარებით (სიხშირის თანაფარდობა [ს/თ] 0.78; 95% ს/ი 0.68-დან 0.89-მდე; p<0.001). გარდა ამისა, ბრეტარისი® ჯენუეირის® გამოყენებამ გამოიწვია ფქოდ-ის გამწვავების მიზეზით ჰოსპიტალიზაციის სიხშირის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება 35%-ით მკურნალობის პირველი წლის განმავლობაში, პლაცებოსთან შედარებით ([ს/თ] 0.65; 95% ს/ი 0.48-დან 0.89-მდე; p=0.006).
პაციენტების ჯგუფში, რომელიც იღებდა ბრეტარისი® ჯენუეირს®, დაავადების საშუალო ან მძიმე ხარისხის პირველ გამწვავებამდე დროის დაყოვნების მნიშვნელობა მკურნალობის დროს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო პლაცებოს ჯგუფის პაციენტებთან შედარებით. აკლიდინიუმის ბრომიდის მიღების ჯგუფში აღინიშნა დაავადების გამწვავების რისკის შედარებითი შემცირება 18%-ით ([ს/თ] 0.82; 95% ს/ი 0.73 - 0.92, p<0.001).
ტოლერანტობა ფიზიკური დატვირთვის მიმართ
სამკვირიანი რანდომიზებული ჯვარედინი პლაცებოკონტროლირებული კლინიკური კვლევის დროს პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® მიღების ფონზე აღინიშნებოდა ვარჯიშის შესრულების ხანგრძლივობის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება 58 წამით, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (95% ს/ი=9-108; p=0.021; მაჩვენებელი თერაპიის ჩატარებამდე: 486 წამი). პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® გამოყენებისას აღინიშნებოდა მოსვენების მდგომარეობაში ფილტვების ძლიერი დაჭიმვის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება (ფუნქციური ნარჩენი ტევადობა [ფნტ]=0,197 ლ [95% ს/ი=0.321, 0.072; p=0.002]; ნარჩენი მოცულობა [ნმ]=0.238 ლ [95% ს/ი=0.396, 0.079; p=0.004]), ასევე აღინიშნებოდა შესუნთქვის მინიმალური მოცულობის გაუმჯობესება (0.078 ლ-ით; 95% ს/ი=0.01, 0.145; p=0.025) და ქოშინის შემცირება ვარჯიშის შესრულებისას (ბორგის შკალა) (0.63 ბორგის ერთეულით; 95% ს/ი=1.11, 0.14; p=0.012).
პედიატრიული პროფილის პაციენტები
ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ფქოდ-ის მქონე ბავშვების ყველა ქვეჯგუფში პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® კვლევების შედეგების წარმოდგენის ვალდებულებაზე (ინფორმაცია პედიატრიაში გამოყენების შესახებ იხილეთ პარაგრაფში 4.2).
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
აკლიდინიუმის ბრომიდი სწრაფად შეიწოვება ფილტვებიდან, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევით ინჰალაციის ჩატარებიდან 5 წუთის განმავლობაში ჯანმრთელ სუბიექტებში, და ჩვეულებრივ, პირველი 15 წუთის განმავლობაში ფქოდ-ის მქონე პაციენტებში. ჩასუნთქული დოზის ფრაქცია, რომელიც გადავიდა სისტემურ ცირკულაციაში უცვლელი აკლიდინიუმის სახით, იყო ძალიან დაბალი, 5%-ზე ნაკლები.
წონასწორულ მდგომარეობაში მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია, რომელიც მიღწეული იქნა ფქოდ-ის მქონე პაციენტებში 400 მკგ დოზით აკლიდინიუმის ბრომიდის მშრალი ფხვნილის ინჰალაციის შემდეგ, შეადგენდა დაახლოებით 224 პგ/მლ. პლაზმაში წონასწორული დონე მიღწეული იქნა 7 დღის განმავლობაში დღე-ღამეში ორჯერ მიღებისას.
განაწილება
ჯენუეირის ინჰალატორიდან მიღებული აკლიდინიუმის ბრომიდის ფილტვებში მოხვედრილი საერთო რაოდენობა შეადგენდა გაზომილი დოზის დაახლოებით 30%-ს.
აკლიდინიუმის ბრომიდის in vitro შეკავშირება პლაზმის ცილებთან სავარაუდოდ შეესაბამება მისი მეტაბოლიტების შეკავშირებას ცილებთან, პლაზმაში აკლიდინიუმის ბრომიდის სწრაფ ჰიდროლიზთან დაკავშირებით; შეკავშირება პლაზმის ცილებთან შეადგენდა 87%-ს კარბონილის მჟავას მეტაბოლიტისთვის და 15%-ს სპირტის მეტაბოლიტისთვის. პლაზმის ძირითადი ცილა, რომელიც იკავშირებს აკლიდინიუმის ბრომიდს, არის ალბუმინი.
ბიოტრანსფორმაცია
აკლიდინიუმის ბრომიდი სწრაფად და აქტიურად ჰიდროლიზდება მის ფარმაკოლოგიურად არააქტიურ სპირტის წარმოებულებამდე და კარბონის მჟავას წარმოებულებამდე. ადგილი აქვს როგორც ქიმიურ ჰიდროლიზს (არაფერმენტული), ასევე ფერმენტულს, ესთერაზების მონაწილეობით; ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ჰიდროლიზში ჩართულ ძირითად ესთერაზას წარმოადგენს ბუტირილქოლინესთერაზა. პლაზმაში მჟავური მეტაბოლიტის დონე ინჰალაციის შემდეგ დაახლოებით 100-ჯერ მეტია, ვიდრე სპირტის მეტაბოლიტის და უცვლელი მოქმედი ნივთიერების დონე.
ინჰალაციური შეყვანისას აკლიდინიუმის ბრომიდის დაბალი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა (<5%) უკავშირდება აკლიდინიუმის ბრომიდის აქტიურ სისტემურ და პრესისტემურ ჰიდროლიზს, როგორც ფილტვში მოხვედრისას, ასევე, შიგნით მიღებისას.
ბიოტრანსფორმაცია CYP450 ფერმენტების მონაწილეობით უმნიშვნელო როლს ასრულებს აკლიდინიუმის ბრომიდის საერთო მეტაბოლურ კლირენსში.
in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ აკლიდინიუმის ბრომიდი თერაპიული დოზით და მისი მეტაბოლიტები არ იწვევს ციტოქრომი P450 (CYP450) რომელიმე ფერმენტის დათრგუნვას ან ინჰიბირებას და არ თრგუნავს ესთერაზების (კარბოქსილესთერაზა, აცეტილქოლინესთერაზა და ბუტირილქოლინესთერაზა) აქტივობას. in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ აკლიდინიუმის ბრომიდი ან მისი მეტაბოლიტები არ წარმოადგენს გლიკოპროტენი P-ს სუბსტრატებს ან ინჰიბიტორებს.
გამოყოფა
ფქოდ-ის მქონე პაციენტებში აკლიდინიუმის ბრომიდის ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი და მისი ნახევარგამოყოფის ეფექტური პერიოდი შესაბამისად შეადგენს დაახლოებით 14 საათს და 10 საათს, ორჯერ დღე-ღამეში 400 მკგ დოზით პრეპარატის ინჰალაციის შემდეგ.
კვლევაში მონაწილე ჯანმრთელ პირებში რადიოაქტიური ნიშნით მონიშნული 400 მკგ აკლიდინიუმის ბრომიდის ინტრავენური შეყვანის შემდეგ შეყვანილი რაოდენობის დაახლოებით 1% გამოიყოფოდა შარდთან ერთად უცვლელი სახით. დოზის 65%-მდე გამოიყოფოდა მეტაბოლიტების სახით შარდთან ერთად და 33%-მდე - მეტაბოლიტების სახით განავალთან ერთად.
კვლევაში მონაწილე ჯანმრთელ პირებსა და ფქოდ-ის მქონე პირებში 200 მკგ და 400 მკგ აკლიდინიუმის ბრომიდის ინჰალაციის გზით შეყვანის შემდეგ ძალიან მცირე რაოდენობა, მიღებული დოზის დაახლოებით 0.1%, გამოიყოფოდა შარდთან ერთად უცვლელი სახით, რაც მიუთითებს, რომ თირკმლის კლირენსს უმნიშვნელო როლი აქვს პლაზმიდან აკლიდინიუმის საერთო კლირენსში.
ხაზოვნება/არახაზოვნება
აკლიდინიუმის ბრომიდმა თერაპიულ დიაპაზონში აჩვენა კინეტიკური ხაზოვნება და დროსთან მიმართებით დამოუკიდებელი ფარმაკოკინეტიკა.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული პაციენტები
საშუალოდან მძიმე ხარისხის ფქოდ-ის მქონე პაციენტებში აკლიდინიუმის ბრომიდის ფარმაკოკინეტიკური თვისებები ანალოგიურია 40-59 წლის ასაკის პაციენტებსა და 70 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში. ამიტომ, ფქოდ-ის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში კვლევები არ ჩატარებულა. ვინაიდან, აკლიდინიუმის ბრომიდი ძირითადად მეტაბოლიზდება სისხლის პლაზმაში ქიმიური და ფერმენტული დაშლის გზით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ცვლიდეს მის სისტემურ ზემოქმედებას. ფქოდ-ის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
თირკმლის ნორმალური ფუნქციის და თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვანი განსხვავებები გამოვლენილი არ არის. ამიტომ, ფქოდ-ის და თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის კორექცია და დამატებითი დაკვირვება საჭირო არ არის.
რასობრივი კუთვნილება
იაპონელებსა და ევროპელებში განმეორებითი ინჰალაციების შემდეგ აღინიშნებოდა აკლიდინიუმის ბრომიდის მსგავსი სისტემური ზემოქმედება.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური თანაფარდობა
ფილტვებში აკლიდინიუმის ბრომიდის ადგილობრივი მოქმედების და პლაზმაში სწრაფად დაშლის გათვალისწინებით, ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკას შორის პირდაპირი თანაფარდობა არ არის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისათვის
ბრეტარისი® ჯენუეირი® 322 მიკროგრამი, საინჰალაციო ფხვნილი
აკლიდინიუმი (აკლიდინიუმის ბრომიდი)
მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
მოცემული სამკურნალო საშუალება დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ემთხვევა.
რომელიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
მოცემული ჩანართის შინაარსი
- რას წარმოადგენს პრეპარატი ბრეტარისი® ჯენუეირი® და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება პრეპარატი ბრეტარისი® ჯენუეირი®
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
გამოყენების ინსტრუქცია
- რას წარმოადგენს პრეპარატი ბრეტარისი® ჯენუეირი® და რისთვის გამოიყენება
რას წარმოადგენს პრეპარატი ბრეტარისი® ჯენუეირი®
პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® მოქმედი ნივთიერება არის აკლიდინიუმის ბრომიდი, რომელიც მიეკუთვნება სამკურნალო ნივთიერებების ჯგუფს, სახელწოდებით ბრონქოდილატატორები. ბრონქოდილატატორები ადუნებენ სასუნთქ გზებს და ეხმარებიან ბრონქიოლების გახსნილ მდგომარეობაში შენარჩუნებას. ბრეტარისი® ჯენუეირი® წარმოადგენს მშრალი ფხვნილის ინჰალატორს, რომელიც თქვენი სუნთქვის მეშვეობით ახდენს სამკურნალო საშუალების პირდაპირ მიწოდებას თქვენს ფილტვებში. ეს აადვილებს სუნთქვას ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების (ფქოდ) მქონე პაციენტებში.
რისთვის გამოიყენება პრეპარატი ბრეტარისი® ჯენუეირი®
ბრეტარისი® ჯენუეირი® ხელს უწყობს სასუნთქი გზების გახსნას და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების სიმპტომების შემსუბუქებას, რომელიც წარმოადგენს ფილტვების მძიმე, ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებას, როდესაც ადგილი აქვს სუნთქვის გაძნელებას. პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® რეგულარულად გამოყენებას შეუძლია დაგეხმაროთ თქვენი დაავადებით გამოწვეული ქოშინის დროს იმისათვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს დაავადების გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე და შეტევების სიხშირე (ფქოდ-ის სიმპტომების დამძიმება რამდენიმე დღის განმავლობაში).
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® გამოყენებამდე
პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში
ალერგიის დროს აკლიდინიუმის ბრომიდის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6).
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან მედდასთან:
თუ გაქვთ გულის დაავადებები
თუ სინათლის წყაროს ან ფერადი გამოსახულებების გარშემო ხედავთ ჰალოს (გლაუკომა).
თუ გაქვთ წინამდებარე ჯირკვლის გადიდება, შარდის გამოყოფის დარღვევა ან შარდის ბუშტის ობსტრუქცია.
ბრეტარისი® ჯენუეირი® განკუთვნილია შემანარჩუნებელი თერაპიისთვის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს; ის არ უნდა იქნას გამოყენებული ქოშინის ან მსტვინავი სუნთქვის უეცარი შეტევების სამკურნალოდ. დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს, თუ არ ხდება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სიმპტომების (ჰაერის უკმარისობის გრძნობა, მსტვინავი სუნთქვა, ხველა) კუპირება ან ადგილი აქვს მათ გაღრმავებას.
პირის სიმშრალემ, რომელიც აღინიშნება ისეთი პრეპარატების მიღებისას, როგორიცაა ბრეტარისი® ჯენუეირი®, შეიძლება მიგვიყვანოს კბილების კარიესამდე პრეპარატის ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში. ამიტომ გახსოვდეთ, რომ ყურადღება უნდა დაუთმოთ პირის ღრუს ჰიგიენას.
შეწყვიტეთ პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის:
თუ გაქვთ გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, ხველა, მსტვინავი სუნთქვა ან სუნთქვის უკმარისობის გრძნობა პრეპარატის მიღებისთანავე. ეს შესაძლოა იყოს ისეთი მდგომარეობის ნიშანი, რომელსაც ეწოდება ბრონქოსპაზმი.
ბავშვები და მოზარდები
ბრეტარისი® ჯენუეირი® არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად.
პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალების მიღებას.
აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებდით ან ამჟამად იღებთ ანალოგიურ სამკურნალო საშუალებებს სუნთქვის დარღვევების სამკურნალოდ, მაგალითად, თიოტროპიუმის და იპრატროპიუმის შემცველ პრეპარატებს. ამ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატი ბრეტარისი® ჯენუეირის® გამოყენება ამ სამკურნალო საშუალებებთან ერთად რეკომენდებული არ არის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე, ორსულობაზე ეჭვის არსებობისას ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში მკურნალი ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ბრეტარისი® ჯენუეირს® შეუძლია მოახდინოს უმნიშვნელო ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. მოცემულმა სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან მხედველობის ველის დაბინდვა. აღნიშნულიდან რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა მანამ, სანამ არ გაივლის თავის ტკივილი და თავბრუსხვევის შეგრძნება, ასევე, კვლავ არ აღდგება მხედველობა.
ბრეტარისი® ჯენუეირი® შეიცავს ლაქტოზას
თუ ექიმისგან თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
- როგორ გამოიყენება პრეპარატი ბრეტარისი® ჯენუეირი®
მოცემული პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ინჰალაციას ორჯერ დღეში – დილით და საღამოს.
პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® მოქმედება გრძელდება 12 საათის განმავლობაში, ამიტომ გამოიყენეთ ბრეტარისი® ჯენუეირის® ინჰალატორი ერთსა და იმავე დროს დილით და საღამოს. ეს უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალების მუდმივ საკმარის რაოდენობას თქვენს ორგანიზმში სუნთქვის გასაადვილებლად დღე-ღამის განმავლობაში. ეს ასევე დაგეხმარებათ, არ დაგავიწყდეთ პრეპარატის მიღება.
რეკომენდებული დოზის გამოყენება შეიძლება ხანდაზმულ პაციენტებში და თირკმელების ან ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში. დოზის შერჩევას არ საჭიროებს.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება არის ხანგრძლივად მიმდინარე დაავადება, ამიტომ პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® გამოყენება რეკომენდებულია ყოველდღიურად ორჯერ დღე-ღამეში, და არა მხოლოდ სუნთქვის დარღვევის ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სხვა სიმპტომების არსებობისას.
გამოყენების წესი
პრეპარატი განკუთვნილია საინჰალაციო გამოყენებისთვის.
ინჰალატორ ჯენუეირის გამოყენების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია „გამოყენების ინსტრუქციაში“. პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® გამოყენებასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® გამოყენება შეიძლება ნებისმიერ დროს საკვების ან სითხის მიღების წინ ან მიღების შემდეგ.
თუ მიიღეთ პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® საჭიროზე მეტი დოზა
თუ ფიქრობთ, რომ მიიღეთ პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® მიღება
თუ დაგავიწყდათ ბრეტარისი® ჯენუეირის® მიღება, გახსენებისთანავე გაიკეთეთ პრეპარატის ინჰალაცია. თუმცა, თუ მომდევნო დოზის მიღების დრო თითქმის მოსულია, გამოტოვეთ დავიწყებული დოზის მიღება.
არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® გამოყენება
მოცემული პრეპარატი განკუთვნილია ხანგრძლივი გამოყენებისთვის. თუ გსურთ მკურნალობის შეწყვეტა, რჩევისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს, რადგან სიმპტომები შესაძლოა გაღრმავდეს.
მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
ალერგიული რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 1000 პაციენტიდან 1-ს). სახის, ყელის, ტუჩების ან ენის შეშუპების (სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებით, ან მათ გარეშე), თავბრუსხვევის, გონების დაკარგვის მდგომარეობის, გულის შეკუმშვათა გახშირების ან კანზე ძლიერი ქავილით მიმდინარე ბუშტუკების ურტიკარიული გამონაყარი) განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის სიმპტომები.
ბრეტარისი® ჯენუეირის® მიღების დროს შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოქმედებები:
ხშირად: შეიძლება აღენიშნოს 10 ადამიანიდან 1-ს
თავის ტკივილი
ცხვირის წიაღების ანთება (სინუსიტი)
გაციება (ნაზოფარინგიტი)
ხველა
ფაღარათი
გულისრევა
ზოგჯერ (შეიძლება აღენიშნოს 100 პაციენტიდან 1-ს)
თავბრუსხვევა
პირის სიმშრალე
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი)
ხმის ჩახლეჩვა (დისფონია)
გახშირებული გულისცემა (ტაქიკარდია)
გულისცემის შეგრძნება (გულისცემა)
ანომალური ან არარეგულარული გულის რიტმი (გულის არითმია)
შარდვის გაძნელება (შარდის შეკავება)
მხედველობის ველის დაბინდვა
გამონაყარი
კანის ქავილი
შეტყობინება გვერდითი მოქმედებების გამოვლენის შესახებ
რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა ასევე შეგიძლიათ უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი მოქმედებების შეტყობინებით ეხმარებით მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
- პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® შენახვის წესი
მოცემული სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ინჰალატორის მარკირებაზე და მუყაოს კოლოფზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ვარგისობის ვადა: 36 თვე.
გამოყენების დაწყებამდე ინჰალატორი შეინახეთ პაკეტში.
გამოიყენეთ პაკეტის გახსნიდან 90 დღის განმავლობაში.
მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ბრეტარისი® ჯენუეირი®, თუ შენიშნავთ, რომ შეფუთვა დაზიანებულია ან აღენიშნება გახსნის ნიშნები.
ბოლო დოზის მიღების შემდეგ საჭიროა ინჰალატორის უტილიზაცია. არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო სამკურნალო საშუალების უტილიზაციასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას წარმოადგენს პრეპარატი ბრეტარისი® ჯენუეირი®
მოქმედი ნივთიერება არის აკლიდინიუმის ბრომიდი. ერთი გამოთავისუფლებული დოზა შეიცავს 375 მკგ აკლიდინიუმის ბრომიდს, რაც შეესაბამება 322 მკგ აკლიდინიუმს.
სხვა კომპონენტს წარმოადგენს ლაქტოზის მონოჰიდრატი (იხ. მე-2 პარაგრაფში პუნქტი „პრეპარატი ბრეტარისი® ჯენუეირი® შეიცავს ლაქტოზას“).
პრეპარატ ბრეტარისი® ჯენუეირის® აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
ბრეტარისი® ჯენუეირი® წარმოადგენს თეთრ ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილს.
ინჰალატორი ჯენუეირი წარმოადგენს თეთრი ფერის ხელსაწყოს ჩადგმული დოზების ინდიკატორით და დოზირების მწვანე ღილაკით. მუნდშტუკი დახურულია მწვანე ფერის მოსახსნელი დამცავი თავსახურით. ინჰალატორი გამოდის პლასტიკურ პაკეტში.
პრეპარატი გამოდის შემდეგ შეფუთვებში:
მუყაოს კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია 30 დოზაზე გათვლილი 1 ინჰალატორი.
მუყაოს კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია 60 დოზაზე გათვლილი 1 ინჰალატორი.
მუყაოს კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია 3 ინჰალატორი თითოეული მათგანი 60 დოზაზე.
შესაძლოა, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ბერლინ-ჰემი აგ
გლინიკერ ვეგ 125
12489 ბერლინი, გერმანია
მწარმოებელი
ინდუსტრიას ფარმასეუტიკას ალმირალ, ს.ა.
შოსე დე მარტორელი 41-61
08740 სან-ანდრეს-დე-ლა-ბარკა, ბარსელონა
ესპანეთი
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 2025 წლის მარტი.
გამოყენების ინსტრუქცია
მოცემულ პარაგრაფში წარმოდგენილია ინფორმაცია ინჰალატორ ჯენუეირის გამოყენების შესახებ. უნდა გაეცნოთ მოცემულ ინფორმაციას, რადგან ინჰალატორი ჯენუეირი შეიძლება არ ფუნქციონირებდეს თქვენს მიერ ადრე გამოყენებული ინჰალატორების მსგავსად. ინჰალატორის გამოყენებასთან დაკავშირებული კითხვების არსებობის შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია შედგება შემდეგი პარაგრაფებისგან:
გამოყენების დაწყება
ეტაპი 1: მოამზადეთ პრეპარატის დოზა
ეტაპი 2: ჩაატარეთ პრეპარატის ინჰალაცია
დამატებითი ინფორმაცია
გამოყენების დაწყება
სამკურნალო საშუალების მიღების დაწყებამდე წაიკითხეთ მოცემული გამოყენების ინსტრუქცია.
დაათვალიერეთ ინჰალატორ ჯენუეირის შემადგენელი ნაწილები.
35052044450ფერის კონტროლის ეკრანი მწვანე = ინჰალატორი მზადაა გამოყენებისთვის
ფერის კონტროლის ეკრანი მწვანე = ინჰალატორი მზადაა გამოყენებისთვის
3169920125095მწვანე ღილაკი
მწვანე ღილაკი
2296160149225დოზების ინდიკატორი
დოზების ინდიკატორი
150495044450
ფერის კონტროლის ეკრანი
წითელი = ადასტურებს ინჰალაციის სწორად ჩატარებას
ფერის კონტროლის ეკრანი
წითელი = ადასტურებს ინჰალაციის სწორად ჩატარებას
82550046355დამცავი თავსახური
დამცავი თავსახური
3741420212090მუნდშტუკი
მუნდშტუკი
ნახატი A
გამოყენების წინ:
ა) პირველი გამოყენების წინ გახსენით დალუქული პაკეტი და ამოიღეთ ინჰალატორი. გადააგდეთ შეფუთვა.
ბ) არ დააჭიროთ მწვანე ღილაკს მანამ, სანამ არ იქნებით მზად პრეპარატის მისაღებად.
გ) მოხსენით თავსახური ორივე მხარეს არსებულ ისრებზე მსუბუქად დაჭერით (ნახატი B).
174625131445
1392555137160დააჭირეთ აქ და მოხსენით
დააჭირეთ აქ და მოხსენით
ნახატი B
ეტაპი 1: მოამზადეთ პრეპარატის დოზა
- 1 დაათვალიერეთ მუნდშტუკის ხვრელი და დარწმუნდით, რომ ის არ არის დაბლოკილი (ნახატი C).
- 2 შეხედეთ ფერის კონტროლის ეკრანს (უნდა იყოს წითელი, ნახატი C).
792480220345წითელი
წითელი
1623060133985
- 176530100965შეამოწმეთ მუნდშტუკის ხვრელი
შეამოწმეთ მუნდშტუკის ხვრელი
1943735156845ნახატი C
ნახატი C
- 3 დაიჭირეთ ინჰალატორი ჰორიზონტალურად მუნდშტუკით თქვენი მიმართულებით, მწვანე ღილაკით ზემოთ (ნახატი D).
311150106680
54229020955ნახატი D
ნახატი D
- 4 პრეპარატის დოზის მოსამზადებლად ბოლომდე დააჭირეთ თითი მწვანე ღილაკს (ნახატი E).
როდესაც ღილაკზე თითი ბოლომდე დაჭერილია, ფერის კონტროლის ეკრანი გადადის წითელიდან მწვანე ფერზე.
635036195დარწმუნდით, რომ მწვანე ღილაკი მიმართულია ზემოთ. არ დახაროთ ინჰალატორი.
დარწმუნდით, რომ მწვანე ღილაკი მიმართულია ზემოთ. არ დახაროთ ინჰალატორი.
- 5 გაუშვით თითი მწვანე ღილაკს (ნახატი F).
18415128270დარწმუნდით, რომ თითი გაუშვით ღილაკს; ეს საჭიროა ინჰალატორის სწორი ფუნქციონირებისთვის.
დარწმუნდით, რომ თითი გაუშვით ღილაკს; ეს საჭიროა ინჰალატორის სწორი ფუნქციონირებისთვის.
ნახატი E
ნახატი F
ნახატი E
ნახატი F
შეჩერდით და შეამოწმეთ:
- 6 დარწმუნდით, რომ ფერის კონტროლის ეკრანი არის მწვანე (ნახატი G).
პრეპარატი მზადაა ინჰალაციისთვის.
გადადით „მე-2 ეტაპზე”: ჩაატარეთ პრეპარატის ინჰალაცია.
695960157480
6413549530მწვანე
მწვანე
ნახატი G
1092202540რა გავაკეთოთ, თუ ფერის კონტროლის ეკრანი დარჩა წითელი ღილაკზე დაჭერის შემდეგ (ნახატი H).
ნახატი H
პრეპარატის დოზა არ არის მომზადებული. დაიწყეთ თავიდან და გაიმეორეთ „ეტაპი 1: მოამზადეთ პრეპარატის დოზა~, პუნქტები 1.1-1.6.
რა გავაკეთოთ, თუ ფერის კონტროლის ეკრანი დარჩა წითელი ღილაკზე დაჭერის შემდეგ (ნახატი H).
ნახატი H
პრეპარატის დოზა არ არის მომზადებული. დაიწყეთ თავიდან და გაიმეორეთ „ეტაპი 1: მოამზადეთ პრეპარატის დოზა~, პუნქტები 1.1-1.6.
21971094615
ეტაპი 2: ჩაატარეთ პრეპარატის ინჰალაცია
10287067945პრეპარატის გამოყენებამდე სრულად წაიკითხეთ პუნქტები 2.1-2.7. არ დახაროთ ინჰალატორი.
პრეპარატის გამოყენებამდე სრულად წაიკითხეთ პუნქტები 2.1-2.7. არ დახაროთ ინჰალატორი.
- 1 დაიჭირეთ ინჰალატორი პირიდან დაშორებულ მდგომარეობაში და გააკეთეთ ღრმა ამოსუნთქვა. არასდროს ამოისუნთქოთ ინჰალატორში (ნახატი I).
ნახატი I
- 2 დაიჭირეთ თავი სწორად, მოათავსეთ მუნდშტუკი ტუჩებს შორის და მჭიდროთ მოაბჯინეთ ტუჩები მუნდშტუკს (ნახატი J).
127026035არ დააჭიროთ თითი მწვანე ღილაკს შესუნთქვის დროს.
არ დააჭიროთ თითი მწვანე ღილაკს შესუნთქვის დროს.
8953540640
ნახატი J
- 3 ძლიერად და ღრმად ჩაისუნთქეთ პირიდან. გააგრძელეთ ჩასუნთქვა რაც შეიძლება დიდხანს.
- 26670132715ინჰალაციის სწორად ჩატარების შემთხვევაში გაიგონებთ დაწკაპუნებას. დაწკაპუნების შემდეგ, გააგრძელეთ ჩასუნთქვა რაც შეიძლება დიდხანს. ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება ვერ გაიგონოს დაწკაპუნება. ფერის კონტროლის ეკრანის საშუალებით დარწმუნდით, რომ ინჰალაცია ჩატარდა სწორად.
ინჰალაციის სწორად ჩატარების შემთხვევაში გაიგონებთ დაწკაპუნებას. დაწკაპუნების შემდეგ, გააგრძელეთ ჩასუნთქვა რაც შეიძლება დიდხანს. ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება ვერ გაიგონოს დაწკაპუნება. ფერის კონტროლის ეკრანის საშუალებით დარწმუნდით, რომ ინჰალაცია ჩატარდა სწორად.
- 4 გამოიღეთ ინჰალატორი პირიდან.
- 5 შეიკავეთ სუნთქვა რაც შეიძლება დიდხანს.
- 6 ნელა ამოისუნთქეთ, მაგრამ არ ამოისუნთქოთ ინჰალატორში.
- 37465-635ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება იგრძნოს ქვიშის მარცვლების მსგავსი შეგრძნება პირში, მსუბუქი მოტკბო ან მომწარო გემო. არ მიიღოთ პრეპარატის დამატებითი დოზა, თუ არ იგრძნობთ რაიმე გემოს ან არ გექნებათ რაიმე შეგრძნება ინჰალაციის შემდეგ.
ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება იგრძნოს ქვიშის მარცვლების მსგავსი შეგრძნება პირში, მსუბუქი მოტკბო ან მომწარო გემო. არ მიიღოთ პრეპარატის დამატებითი დოზა, თუ არ იგრძნობთ რაიმე გემოს ან არ გექნებათ რაიმე შეგრძნება ინჰალაციის შემდეგ.
შეჩერდით და შეამოწმეთ:
- 7 დარწმუნდით, რომ ფერის კონტროლის ეკრანი გახდა წითელი (ნახატი K). ეს ნიშნავს, რომ პრეპარატის ინჰალაცია ჩაატარეთ სწორად.
50355553340წითელი
წითელი
ნახატი K
- 3746541910რა გავაკეთოთ, თუ ინჰალაციის შემდეგ ფერის კონტროლის ეკრანი დარჩა მწვანე (ნახატი L).
ნახატი L
ეს ნიშნავს, რომ პრეპარატის ინჰალაცია ჩატარდა არასწორად. დაუბრუნდით პარაგრაფს „ეტაპი 2: ჩაატარეთ პრეპარატის ინჰალაცია“ და გაიმეორეთ პუნქტები 2.1-2.7.
თუ ფერის კონტროლის ეკრანი ისევ არ გადადის წითელ ფერზე, შეიძლება დაგავიწყდათ ინჰალაციის ჩატარებამდე მწვანე ღილაკიდან თითის გაშვება ან ჩასუნთქვა არ იყო საკმარისად ძლიერი. ამ შემთხვევაში, სცადეთ პროცედურის გამეორება. დარწმუნდით, რომ თითი გაუშვით მწვანე ღილაკს და სრულად ამოისუნთქეთ. შემდეგ გააკეთეთ ძლიერი, ღრმა ჩასუნთქვა მუნდშტუკიდან.
თუ რამდენიმე ცდის შემდეგ ფერის კონტროლის ეკრანი დარჩა მწვანე, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
რა გავაკეთოთ, თუ ინჰალაციის შემდეგ ფერის კონტროლის ეკრანი დარჩა მწვანე (ნახატი L).
ნახატი L
ეს ნიშნავს, რომ პრეპარატის ინჰალაცია ჩატარდა არასწორად. დაუბრუნდით პარაგრაფს „ეტაპი 2: ჩაატარეთ პრეპარატის ინჰალაცია“ და გაიმეორეთ პუნქტები 2.1-2.7.
თუ ფერის კონტროლის ეკრანი ისევ არ გადადის წითელ ფერზე, შეიძლება დაგავიწყდათ ინჰალაციის ჩატარებამდე მწვანე ღილაკიდან თითის გაშვება ან ჩასუნთქვა არ იყო საკმარისად ძლიერი. ამ შემთხვევაში, სცადეთ პროცედურის გამეორება. დარწმუნდით, რომ თითი გაუშვით მწვანე ღილაკს და სრულად ამოისუნთქეთ. შემდეგ გააკეთეთ ძლიერი, ღრმა ჩასუნთქვა მუნდშტუკიდან.
თუ რამდენიმე ცდის შემდეგ ფერის კონტროლის ეკრანი დარჩა მწვანე, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ყოველი გამოყენების შემდეგ დაახურეთ მუნდშტუკს დამცავი თავსახური (ნახატი M), ინჰალატორის მტვერით ან სხვა ნივთიერებებით დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. თავსახურის დაკარგვის შემთხვევაში ინჰალატორი უნდა გადააგდოთ.
ნახატი M
ნახატი M
დამატებითი ინფორმაცია
რა უნდა გააკეთოთ, თუ პრეპარატის დოზა შემთხვევით მოამზადეთ მისაღებად?
შეინახეთ ინჰალატორი დამცავი თავსახურით სამკურნალო საშუალების დაგეგმილ დროს მიღებამდე, შემდეგ მოხსენით თავსახური და გადადით პუნქტზე 1.6.
როგორ მუშაობს დოზების ინდიკატორი?
დოზების ინდიკატორი გვიჩვენებს ინჰალატორში დარჩენილი პრეპარატის დოზების საერთო რაოდენობას (ნახატი N).
პირველი გამოყენებისას ინჰალატორი შეიცავს არანაკლებ 60 დოზას ან არანაკლებ 30 დოზას შეფუთვის ზომის შესაბამისად.
ყოველ ჯერზე, მწვანე ღილაკზე თითის დაჭერით პრეპარატის დოზის მომზადებისას, დოზების ინდიკატორი გადადის მომდევნო რიცხვის მიმართულებით (50, 40, 30, 20, 10 ან 0).
როდის არის საჭირო ახალი ინჰალატორი?
თქვენთვის საჭიროა ახალი ინჰალატორი:
თუ თქვენი ინჰალატორი დაზიანებულია ან დაკარგულია მისი თავსახური, ან
როდესაც დოზების ინჰალატორზე გამოჩნდება წითელი ზოლები, რაც ნიშნავს, რომ ინჰალატორში ბოლო დოზებია დარჩენილი (ნახატი N), ან
თუ თქვენი ინჰალატორი ცარიელია (ნახატი O).
დოზების ინდიკატორი გადადის 60-დან 0-ის მიმართულებით: 60, 50, 40, 30, 20, 10, 0
დოზების ინდიკატორი
წითელი ხაზები
ნახატი N
დოზების ინდიკატორი გადადის 60-დან 0-ის მიმართულებით: 60, 50, 40, 30, 20, 10, 0
დოზების ინდიკატორი
წითელი ხაზები
ნახატი N
როგორ გავიგოთ, რომ ინჰალატორი ცარიელია?
როდესაც მწვანე ღილაკი სრულად არ დაუბრუნდება ზედა პოზიციას, დარჩება დაბლოკილი საშუალო მდგომარეობაში, ეს მიუთითებს პრეპარატის ბოლო დოზის მომზადებაზე (ნახატი O). იმ შემთხვევაშიც კი, თუ მწვანე ღილაკი დაბლოკილია, შეძლებთ ბოლო დოზის მიღებას. ამის შემდეგ აღარ შეიძლება ინჰალატორის გამოყენება და უნდა დაიწყოთ ახალი ინჰალატორის გამოყენება.
ნახატი O
დაბლოკილი
ნახატი O
დაბლოკილი
როგორ გავწმინდოთ ინჰალატორი?
არასდროს გამოიყენოთ წყალი ინჰალატორის გასაწმენდად, რადგან აღნიშნულმა შეიძლება დააზიანოს სამკურნალო საშუალება.
გაწმენდის აუცილებლობის შემთხვევაში, მუნდშტუკი გარედან იწმინდება მშრალი ქსოვილის ან ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით.
ხელმოწერილია; ბეჭედდასმულია
თარგმანი რუსულიდან ქართულ ენაზე სწორია
მთარგმნელი:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.