პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ოტოლოგიური საშუალებები

ბორის მჟავა RFF 30მგ/მლ

BORSKĀBES RFF 30mg/ml

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადლატვია
რისთვის გამოიყენება

სამკურნალო პროდუქტი განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის. ბორის მჟავა RFF ხსნარს აქვს ბაქტერიციდული თვისებები. ბორის მჟავა RFF ხსნარი გამოიყენება: ყურის გარეთა არხის ანთების სამკურნალოდ; კანის ჩირქოვანი ინფექციების (პიოდერმის) დროს დაზიანებული ადგილის სამკურნალოდ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Boric acid)
ფორმა და შეფუთვა
30მგ/მლ 25მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი ბოთლი №1
მწარმოებელი
AS “Rīgas farmaceitiskā fabrika”, ლატვია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოტოლოგიური საშუალებები, ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები
ATC კოდი
S02AA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-042222
რეგისტრირებულია
18 ოქტომბერი 2024, მოქმედებს 18 ოქტომბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაბორის მჟავა RFF 30მგ/მლ და სხვა წამალი ერთად

ბორის მჟავა RFF 30მგ/მლ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სამკურნალო პროდუქტი განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის.

ბორის მჟავა RFF ხსნარს აქვს ბაქტერიციდული თვისებები.

ბორის მჟავა RFF ხსნარი გამოიყენება:

ყურის გარეთა არხის ანთების სამკურნალოდ;

კანის ჩირქოვანი ინფექციების (პიოდერმის) დროს დაზიანებული ადგილის სამკურნალოდ.

თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება 3-5 დღის შემდეგ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ბორის მჟავა RFF ხსნარი განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის.

მოზრდილები და ხანდაზმულები

2-3-ერ დღეში დატანილ უნდა იქნას დაზიანებულ ადგილებზე.

12 წლის ასაკის ზემოთ მოზრდილები

არ ჩატარებულა კლინიკური კვლევები, ამიტომ დოზირების რეკომენდაციები არ არის ხელმისაწვდომი.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი მონაცემების არსებობის გამო ბორის მჟავა RFF ხსნარი არ უნდა იქნეს გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში

ბორის მჟავა RFF ხსნარის დოზის გადაჭარბებისას

კანზე გამოყენებისას დოზის გადაჭარბება ძალიან იშვიათია.

მედიკამენტის დოზის გადაჭარბებისას (ხანგრძლივად და კანის დიდ უბნებზე გამოყენების დროს), განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში, შესაძლოა განვითარდეს მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაცია, რომელიც ვლიინდება გულისრევით, ღებინებით, დიარეით, კანზე გამონაყარით, ეპითელიუმის აქერცვლით, თავის ტკივილით, ცნობიერების დდაბინდვით, კონვულსიებით, თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევებით, როგორიცაა შარდის გამოყოფის სემცირება. ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს შოკი.

მისაღები ზომები ინტოქსიკაციის შემთხვევაში

ინტოქსიკაციის შემთხევაში: უნდა შეწყდეს ბორის მჟავა RFF ხსნარის გამოყენება, დამუშავებული კანის უნდა ჩამოიბანოს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ბორის მჟავა RFF ხსნარის გამოყენების დავიწყებისას

დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ბორის მჟავა RFF ხსნარის გამოყენების შეწყვეტისას

მედიკამენტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია ბორის მჟავის ან სამკურნალო პროდუქტის მე-6 პარაგრაფში ჩამოთვლილი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ;

თუ პაციენტს ღია ჭრილობები აქვს;

თუ სამკურნალო პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას კანის დიდი უბნებზე;

12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის;

თუ პაციენტს თირკმლის დაავადება აქვს შარდის გამოყოფის დარღვევებით;

თუ პაციენტი ორსულადაა ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.

სიფრთხილის ზომები

საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია ბორის მჟავა RFF ხსნარის გამოყენებამდე.

ხანგრძლივმა გამოყენებამ კანის დიდ უბნებზე შეიძლება გამოიწვიოს ბორის მჟავის შეწოვა. შეიძლება განვითარდეს ინტოქსიკაციის ნიშნები (იხ. პარაგრაფი 4).

ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თმის ნაწილობრივი ან მთლიანი ცვენა, კანის სიწითლე, აქერცვლა, სხეულის ტემპერატურის მომატება ან დაქვეითება.

თავიდან უნდა იქნეს აცილებული თვალებთან, პირის ღრუში და სხვა ლორწოვან გარსებთან კონტაქტი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს.

ბორის მჟავა ქიმიურად შეუთავსებელია პოლივილინილის სპირტთან და ტანინებთან.

ბორის მჟავა RFF ხსნარის გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

საკვები არ ახდენს გავლენას მედიკამენტის ეფექტზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მედიკამენტის უსაფრთხოება ორსულობის დროს არ არის გამოკვლეული, ამიტომ ის არ უნდა იქნეს გამოყენებული ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მედიკამენტი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ბორის მჟავა RFF ხსნარმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

თუ მედიკამენტი გამოიყენება ხანგრძლივად კანის დიდ უბნებზე, ბორის მჟავა შეიძლება შეიწოვოს და განვითარდეს ინტოქსკაციის ნიშნები (იხ. პარაგრაფი 3).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ლატვიის რესპუბლიკის წამლის სახელმწიფო სააგენტოში, იერსიკას ქ. 15. რიგა, LV 1003. ვებგვერდი: www.zva.gov.lv

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთირება: 1 მლ ხსნარი შეიცავს 30 მგ ბორის მჟავას.

დამხმარე ნივთიერებები: ეთილის სპირტი 96%, გაწმენდილი წყალი.

ბორის მჟავა RFF ხსნარის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

პრეპარატი არის გამჭვირვალე, უფრო სითხე ეთილის სპირტის სუნით.

25 მლ მოთავსებულია მუქ მინის ბოთლში, ჩახრახნილი აქვს საწვეთური და თავდახურულია პლასტიკის მჭიდრო თავსახურით.

ბოთლზე არის ეტიკეტი.

ბოთლი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

AS ,Rigas farmaceitiska fabrika

Ozolu iela 10, Riga, LV-1005, Latvia

Tel.: 67355550, 6355551

Fax: 67355551

E-mail: [email protected]

ას რიგას ფარმაცეიტისკა ფაბრიკა

ოზოლუ იელა 10, რიგა, LV-1005, ლატვია

ტელ.: 67355550, 6355551

ფაქსი: 67355551

ელ-ფოსტა: [email protected]

ინსტრუქციის უკანასკნელი შესწორების თარიღია: 01/2018

ინფორმაცია მეორეულ შეფუთვაზე

მუყაოს კოლოფი

  • სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება

ბორის მჟავა RFF 30 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი

ბორის მჟავა

  • აქტიური ნივთიერება

1 მლ ხსნარი შეიცავს 30 მგ ბორის მჟავას

  • დამხმარე ნივთიერებები

დამხმარე ნივთიერებები: ეთილის სპირტი 96%, გაწმენდილი წყალი

შენახვის პირობები

04-2027

რეგისტრაცია #98-0879 (ლატვია)

ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაცია: AS KS KKD019

პარამეტრები

მოთხოვნები

შედეგები

ფარმაცევტული ფორმის აღწერა

უფერო, გამჭვირვალე ხსნარი ეთანოლის სუნით

შეესაბამება

იდენტიფიკაცია

დადებითი

დადებითი

სიმკვრივე

  • 895 - 0.900
  • 898

ანალიზი

ბორის მჟავის შემცველობა

  • 85 პროცენტი - 3.15 პროცენტი
  • 89 პროცენტი

შეფუთვის ერთეულის მოცულობა

  • 0 მლ -26.0 მლ
  • 0 მლ

დასკვნა: შეესაბამება ხარისხის სპეციფიკაციის AS KS KKD019 მოთხოვნებს.

ქიმიკოს-ანალიტიკოსი /ხელმოწერა/ ი. ეზერგაილე 22.04.2024

ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი /ხელმოწერა/ ჯ. ვარავა 25.04.2024

პასუხისმგებელი პირი /ხელმოწერა/ ა. ვილუმა 26.04.2024

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ბორის მჟავა RFF 30 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი

ბორის მჟავა

პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მედიკამენტის გამოყენებება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად..

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა! შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი ინფორამციის ან რჩევის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

თუ პაციენტის მდგომარეობა არ უმობესდება ან სიმპტომები უარესდება 3-5 დღის შემდეგ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ბორის მჟავა RFF ხსნარი და მისი გამოყენება

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ბორის მჟავა RFF ხსნარის გამოყენებამდე

ბორის მჟავა RFF ხსნარის გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ბორის მჟავა RFF ხსნარის შენახვის წესი

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს ბორის მჟავა RFF ხსნარი და მისი გამოყენება

სამკურნალო პროდუქტი განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის.

ბორის მჟავა RFF ხსნარს აქვს ბაქტერიციდული თვისებები.

ბორის მჟავა RFF ხსნარი გამოიყენება:

ყურის გარეთა არხის ანთების სამკურნალოდ;

კანის ჩირქოვანი ინფექციების (პიოდერმის) დროს დაზიანებული ადგილის სამკურნალოდ.

თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება 3-5 დღის შემდეგ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ბორის მჟავა RFF ხსნარის გამოყენებამდე

ბორის მჟავა RFF ხსნარი არ გამოიყენება:

თუ პაციენტი ალერგიულია ბორის მჟავის ან სამკურნალო პროდუქტის მე-6 პარაგრაფში ჩამოთვლილი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ;

თუ პაციენტს ღია ჭრილობები აქვს;

თუ სამკურნალო პროდუქტი გამოყენებულ უნდა იქნას კანის დიდი უბნებზე;

12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის;

თუ პაციენტს თირკმლის დაავადება აქვს შარდის გამოყოფის დარღვევებით;

თუ პაციენტი ორსულადაა ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია ბორის მჟავა RFF ხსნარის გამოყენებამდე.

ხანგრძლივმა გამოყენებამ კანის დიდ უბნებზე შეიძლება გამოიწვიოს ბორის მჟავის შეწოვა. შეიძლება განვითარდეს ინტოქსიკაციის ნიშნები (იხ. პარაგრაფი 4).

ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს თმის ნაწილობრივი ან მთლიანი ცვენა, კანის სიწითლე, აქერცვლა, სხეულის ტემპერატურის მომატება ან დაქვეითება.

თავიდან უნდა იქნეს აცილებული თვალებთან, პირის ღრუში და სხვა ლორწოვან გარსებთან კონტაქტი.

სხვა პრეპარატები და ბორის მჟავა RFF ხსნარი

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებს, ახლო წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს.

ბორის მჟავა ქიმიურად შეუთავსებელია პოლივილინილის სპირტთან და ტანინებთან.

ბორის მჟავა RFF ხსნარის გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

საკვები არ ახდენს გავლენას მედიკამენტის ეფექტზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მედიკამენტის უსაფრთხოება ორსულობის დროს არ არის გამოკვლეული, ამიტომ ის არ უნდა იქნეს გამოყენებული ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

მედიკამენტი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ბორის მჟავა RFF ხსნარის გამოყენების წესი

მედიკამენტის გამოყენება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ბორის მჟავა RFF ხსნარი განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის.

მოზრდილები და ხანდაზმულები

2-3-ერ დღეში დატანილ უნდა იქნას დაზიანებულ ადგილებზე.

12 წლის ასაკის ზემოთ მოზრდილები

არ ჩატარებულა კლინიკური კვლევები, ამიტომ დოზირების რეკომენდაციები არ არის ხელმისაწვდომი.

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება

უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი მონაცემების არსებობის გამო ბორის მჟავა RFF ხსნარი არ უნდა იქნეს გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში

ბორის მჟავა RFF ხსნარის დოზის გადაჭარბებისას

კანზე გამოყენებისას დოზის გადაჭარბება ძალიან იშვიათია.

მედიკამენტის დოზის გადაჭარბებისას (ხანგრძლივად და კანის დიდ უბნებზე გამოყენების დროს), განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში, შესაძლოა განვითარდეს მწვავე და ქრონიკული ინტოქსიკაცია, რომელიც ვლიინდება გულისრევით, ღებინებით, დიარეით, კანზე გამონაყარით, ეპითელიუმის აქერცვლით, თავის ტკივილით, ცნობიერების დდაბინდვით, კონვულსიებით, თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევებით, როგორიცაა შარდის გამოყოფის სემცირება. ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს შოკი.

მისაღები ზომები ინტოქსიკაციის შემთხვევაში

ინტოქსიკაციის შემთხევაში: უნდა შეწყდეს ბორის მჟავა RFF ხსნარის გამოყენება, დამუშავებული კანის უნდა ჩამოიბანოს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ბორის მჟავა RFF ხსნარის გამოყენების დავიწყებისას

დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ბორის მჟავა RFF ხსნარის გამოყენების შეწყვეტისას

მედიკამენტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ბორის მჟავა RFF ხსნარმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

თუ მედიკამენტი გამოიყენება ხანგრძლივად კანის დიდ უბნებზე, ბორის მჟავა შეიძლება შეიწოვოს და განვითარდეს ინტოქსკაციის ნიშნები (იხ. პარაგრაფი 3).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ლატვიის რესპუბლიკის წამლის სახელმწიფო სააგენტოში, იერსიკას ქ. 15. რიგა, LV 1003. ვებგვერდი: www.zva.gov.lv

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ბორის მჟავა RFF ხსნარის შენახვის წესი

ინახება ორიგინალური შეფუთვით.

ინახება 25°C ტემპერატურის ქვემოთ.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მედიკამენტი არ უნდა იქნეს გამოყენებული შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ; შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან სახლის ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ფარმაცევტთან. აღნიშნული ზომების გატარება ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ბორის მჟავა RFF ხსნარი

აქტიური ნივთირება: 1 მლ ხსნარი შეიცავს 30 მგ ბორის მჟავას.

დამხმარე ნივთიერებები: ეთილის სპირტი 96%, გაწმენდილი წყალი.

ბორის მჟავა RFF ხსნარის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

პრეპარატი არის გამჭვირვალე, უფრო სითხე ეთილის სპირტის სუნით.

25 მლ მოთავსებულია მუქ მინის ბოთლში, ჩახრახნილი აქვს საწვეთური და თავდახურულია პლასტიკის მჭიდრო თავსახურით.

ბოთლზე არის ეტიკეტი.

ბოთლი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

AS ,Rigas farmaceitiska fabrika

Ozolu iela 10, Riga, LV-1005, Latvia

Tel.: 67355550, 6355551

Fax: 67355551

E-mail: [email protected]

ას რიგას ფარმაცეიტისკა ფაბრიკა

ოზოლუ იელა 10, რიგა, LV-1005, ლატვია

ტელ.: 67355550, 6355551

ფაქსი: 67355551

ელ-ფოსტა: [email protected]

ინსტრუქციის უკანასკნელი შესწორების თარიღია: 01/2018

ინფორმაცია მეორეულ შეფუთვაზე

მუყაოს კოლოფი

  • სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება

ბორის მჟავა RFF 30 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი

ბორის მჟავა

  • აქტიური ნივთიერება

1 მლ ხსნარი შეიცავს 30 მგ ბორის მჟავას

  • დამხმარე ნივთიერებები

დამხმარე ნივთიერებები: ეთილის სპირტი 96%, გაწმენდილი წყალი

  • ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა

გარეგანი გამოყენების ხსნარი

25 მლ

  • მიღების წესი და მეთოდი

ადგილობრივი გამოყენებისათვის

პრეპარატის მიღებამდე იხ. გამოყენების ინსტრუქცია.

  • განსაკუთრებული მითითება, რომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

  • სხვა სპეციალური გაფრთხილებები საჭიროების შემთხვევაში
  • შენახის ვადა

შენახვის ვადა:

  • შენახვის სპეციალური პირობები

ინახება ორიგინალური შეფუთვით.

ინახება 25ºC-ის ქვემოთ.

  • სპეციალური სიფრთხილის ზომები გამოუყენებლი სამედიცინო პროდუქტების ან ამ პროდუქტის ნარჩენი ნივთიერებების განადგურების შესახებ საჭიროების შემთხვევაში
  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება და მისამართი

AS ,Rigas farmaceitiska fabrika

Ozolu iela 10, Riga, LV-1005, Latvia

ას რიგას ფარმაცეიტისკა ფაბრიკა

ოზოლუ იელა 10, რიგა, LV-1005, ლატვია

  • სავაჭრო ლიცენზიის ნომერი

99-0175

  • სერიული ნომერი

სერია:

  • გაცემის წესი

სამკურნალო პროდუქტი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე

  • გამოყენების ინსტრუქცია

კანის დეზინფექცია

  • ინფორმაცია ბრაილის შრიფტით

ბორის მჟავა

  • უნიკალური იდენტიფიკატორი – 2D შტრიხ-კოდი

არ არის მოწოდებული

  • უნიკალური იდენტიფიკატორი - ადამიანის მიერ წაკითხვადი ინფორმაცია

არ არის მოწოდებული

ინფორმაცია პირველად შეფუთვაზე

ბოთლის ეტიკეტი 25 მლ

  • სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება

ბორის მჟავა RFF 30 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი

ბორის მჟავა

  • აქტიური ნივთიერება

1 მლ ხსნარი შეიცავს 30 მგ ბორის მჟავას

  • დამხმარე ნივთიერებები

დამხმარე ნივთიერებები: ეთილის სპირტი 96%, გაწმენდილი წყალი

  • ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა

გარეგანი გამოყენების ხსნარი

25 მლ

  • მიღების წესი და მეთოდი

ადგილობრივი გამოყენებისათვის

პრეპარატის მიღებამდე იხ. გამოყენების ინსტრუქცია.

  • განსაკუთრებული მითითება, რომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

  • სხვა სპეციალური გაფრთხილებები საჭიროების შემთხვევაში
  • შენახის ვადა

შენახვის ვადა:

  • შენახვის სპეციალური პირობები

ინახება ორიგინალური შეფუთვით.

ინახება 25ºC-ის ქვემოთ.

  • სპეციალური სიფრთხილის ზომები გამოუყენებლი სამედიცინო პროდუქტების ან ამ პროდუქტის ნარჩენი ნივთიერებების განადგურების შესახებ საჭიროების შემთხვევაში
  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის სახელწოდება და მისამართი

AS ,Rigas farmaceitiska fabrika

Ozolu iela 10, Riga, LV-1005, Latvia

ას ,რიგას ფარმაცეიტისკა ფაბრიკა

ოზოლუ იელა 10, რიგა, LV-1005, ლატვია

  • სავაჭრო ლიცენზიის ნომერი

99-0175

  • სერიული ნომერი

სერია:

  • გაცემის წესი
  • გამოყენების ინსტრუქცია
  • ინფორმაცია ბრაილის შრიფტით

ხარისხის სპეციფიკაციები. ბორის მჟავა RFF 30 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი 25 მლ

დოკუმენტის # AS KS KKD019

პარამეტრები

მოთხოვნები

ანალიზის მეთოდები

ფარმაცევტული ფორმის აღწერა

უფერო, გამჭვირვალე ხსნარი ეთანოლის სუნით

ორგანოლეპტური

იდენტიფიკაცია

დადებითი

საკუთარი მეთოდი

სიმკვრივე

  • 895 - 0.900

Ph. Eur. 2.2.5

ანალიზი

ბორის მჟავის შემცველობა

  • 85 პროცენტი - 3.15 პროცენტი

საკუთარი მეთოდი

შეფუთვის ერთეულის მოცულობა

  • 0 მლ -26.0 მლ

საკუთარი მეთოდი

ანალიზის მეთოდები. ბორის მჟავა RFF 30 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი 25 მლ

იდენტიფიკაცია

  • 5 მლ პრეპარატი უნდა აალდეს ფაიფურის ჯამზე. ალს უნდა ჰქონდეს მწვანე საზღვარი.

საკუთარი მეთოდი

სიმკვრივე

Ph. Eur. 2.2.5

ანალიზი

ბორის მჟავის შემცველობა

  • 0 მლ პრეპარატს უნდა დაემატოს 10 მლ წყალი, რომელიც შეიცავს 15 გ მანიტოლს. უნდა მოხდეს ტიტრაცია 0.1 M ნატრიუმის ჰიდროქსიდით, 0.5 მლ 0.1%-იანი (m/V) ფენოლფტალეინის ხსნარის გამოყენებით, ინდიკატორის სახით, სანამ არ მიიღება ვარდისფერი ფერი.
  • 1 M ნატრიუმის ჰიდროქსიდი ექვივალენტურია 0.006183 გ ბორის მჟავის (H3BO3), რომლის შემცველობა პრეპარატში უნდა იყო 2.85 პროცენტი - 3.15 პროცენტის ფარგლებში.

საკუთარი მეთოდი

შეფუთვის ერთეულის მოცულობის შემოწმება

მოწმდება 1 შეფუთვის ერთეული. შეფუთვის ერთეული უნდა ჩაისხას (20ºC) საზომ ცილინდრიში და ხსნარმა უნდა იდინოს 1 წუთის განმავლობაში. პრეპარატის მოცულობა ბოთლში უნდა იყოს 25.0 მლ-სა და 26.0 მლ-ს შორის.

საკუთარი მეთოდი

სერტიფიკატის ანალიზი #78/P-2024

ბორის მჟავა RFF 30 მგ/მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი 25 მლ

სერია: 010424

შენახვის ვადა: 04-2027

რეგისტრაცია #98-0879 (ლატვია)

ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაცია: AS KS KKD019

პარამეტრები

მოთხოვნები

შედეგები

ფარმაცევტული ფორმის აღწერა

უფერო, გამჭვირვალე ხსნარი ეთანოლის სუნით

შეესაბამება

იდენტიფიკაცია

დადებითი

დადებითი

სიმკვრივე

  • 895 - 0.900
  • 898

ანალიზი

ბორის მჟავის შემცველობა

  • 85 პროცენტი - 3.15 პროცენტი
  • 89 პროცენტი

შეფუთვის ერთეულის მოცულობა

  • 0 მლ -26.0 მლ
  • 0 მლ

დასკვნა: შეესაბამება ხარისხის სპეციფიკაციის AS KS KKD019 მოთხოვნებს.

ქიმიკოს-ანალიტიკოსი /ხელმოწერა/ ი. ეზერგაილე 22.04.2024

ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი /ხელმოწერა/ ჯ. ვარავა 25.04.2024

პასუხისმგებელი პირი /ხელმოწერა/ ა. ვილუმა 26.04.2024

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა