სოლიფენაცინის სუქცინატის აქტიური ნივთიერება მიეკუთვნება ანტიქოლინერგულ ჯგუფს. აღნიშნული მედიკამენტები გამოიყენება ჰიპერაქტიული შარდის ბუშტის აქტივობის შესამცირებლად. იგი უფრო ხანგრძლივი დაყოვნების საშუალებას გაძლევთ აბაზანაში წასვლამდე და ზრდის შარდის ბუშტში არსებული შარდის რაოდენობას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სოლიფენაცინი (solifenacin)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10 (1X10)
- მწარმოებელი
- MSN Laboratories Private Limited Formulation division unit-II, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- უროლოგიური საშუალებები, ხშირი შარდვის და შარდის შეუკავებლობის სამკურნალო პრეპარატები
- ATC კოდი
- G04BD08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042235
- რეგისტრირებულია
- 22 ოქტომბერი 2024, მოქმედებს 22 ოქტომბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- MSN Laboratories Private Limited (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- შპს ზანდრა ლაიფ საიენსის წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბლაციდეკი 10 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სოლიფენაცინის სუქცინატის აქტიური ნივთიერება მიეკუთვნება ანტიქოლინერგულ ჯგუფს. აღნიშნული მედიკამენტები გამოიყენება ჰიპერაქტიული შარდის ბუშტის აქტივობის შესამცირებლად. იგი უფრო ხანგრძლივი დაყოვნების საშუალებას გაძლევთ აბაზანაში წასვლამდე და ზრდის შარდის ბუშტში არსებული შარდის რაოდენობას.
ბლაციდეკი გამოიყენება იმ მდგომარეობის სიმპტომების სამკურნალოდ, რომელსაც ეწოდება ჰიპერაქტიული შარდის ბუშტის სინდრომი. ეს სიმპტომები მოიცავს: მოშარდვის ძლიერ, უეცარ სურვილს წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ხშირი შარდვას ან შარდის მოულოდნელ შეუკავებლობას, დროულად აბაზანამდე მისვლამდე.
მიღების წესი და დოზირება
სოლიფენაცინის სუქცინატის რეკომენდებული დოზა დღეში 5მგ-ია. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შესაძლოა გაიზარდოს დღიურად 10 მგ-მდე.
განსაკუთრებული პოპულაციები
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული ადამიანებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
დოზის კორექცია არ არის საჭირო თირკმელების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (კრეატინინის კლირენსი > 30 მლ / წთ). თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტების (კრეატინინის კლირენსი ≤ 30 მლ/წთ) მკურნალობისას საჭიროა სიფრთხილე და დღიური დოზა ასეთი პაციენტების ჯგუფისთვის არ უნდა აღემატებოდეს 5მგ-ს, რომელიც მიიღება ერთხელ (იხ. პუნქტი 5.2 ).
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
დოზის კორექცია არ არის საჭიროა მსუბუქი ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. საშუალო სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტების (ჩაილდ-პიუს ქულა 7-9-მდე) მკურნალობისას საჭიროა სიფრთხილე და დღიური დოზა ასეთი პაციენტების ჯგუფისთვის არ უნდა აღემადებოდეს 5მგ, რომელიც მიიღება ერთხელ (იხ. პუნქტი 5.2).
პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ციტოქრომის ძლიერი ინჰიბიტორებით P450 3A4
სოლიფენაცინის სუქცინატის მაქსიმალური დოზა უნდა შეიზღუდოს 5 მგ-მდე კეტოკონაზოლით ან სხვა ძლიერი CYP3A4- ინჰიბიტორების თერაპიული დოზებით ერთდროული მკურნალობისას, როგორებიცაა რიტონავირი, ნელფინავირი და იტრაკონაზოლი (იხ. პუნქტი 4.5).
პედიატრიული პოპულაცია
ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში უსაფრთხოება და ეფექტურობა ჯერჯერობით არ არის დადგენილი. ასე რომ, სოლიფენაცინის სუქცინატი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში.
მიღების წესი:
სოლიფენაცინის სუქცინატი განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის და უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, სითხის მიყოლებით. მისი მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
უკუჩვენებები
პაციენტები გამოირჩევიან ჰიპერმგრძნობელობით აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პუნქტი 6.1-ში.
სოლიფენაცინი უკუნაჩვენებია პაციენტებში შარდის შეკავებით, მწვავე კუჭ-ნაწლავის დაავადებით (ტოქსიკური მეგაკოლონის ჩათვ.), მიასთენია გრავისით ან ვიწროკუთხოვანი გლაუკომით და ასევე ამ დაავადებების რისკქვეშ მყოფ პაციენტებში.
ჰემოდიალიზის ქვეშ მყოფ პაციენტებში (იხ. პუნქტი 5.2).
მწვავე ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 5.2).
მწვავე თირკმლის უკმარისობის ან საშუალო სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და ასევე იმ პაციენტებში რომლებიც მკურნალობენ ძლიერი CYP3A4- ინჰიბიტორებით, როგორიცაა კეტოკონაზოლი (იხ. პუნქტი 4.5).
სიფრთხილის ზომები
ხშირი შარდვის სხვა მიზეზები (გულის უკმარისობა ან თირკმლის დაავადება) უნდა შეფასდეს სოლიფენაცინის სუქცინატით მკურნალობის დაწყებამდე. საშარდე გზების ინფექციის არსებობის შემთხვევაში უნდა დაიწყოს შესაბამისი ანტიბაქტერიული თერაპია.
სოლიფენაცინის სუქცინატი უნდა გამოიყენებოდეს სიფრთხილით პაციენტებში, რომელთაც აქვთ:
შარდის შეკავების კლინიკურად მნიშვნელოვანი რისკი შარდის ბუშტის გადინების ობსტრუქციის გამო
კუჭ-ნაწლავის ობსტრუქციული დარღვევები
კუჭ-ნაწლავის მოქმედების შემცირების რისკი
თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი ≤ 30 მლ / წთ; იხ. პუნქტი 4.2 და 5.2) და დოზა არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ-ს ამ პაციენტებისთვის
ღვიძლის ზომიერი უკმარისობა (ჩაილდ-პიუს ქულა 7-დან 9 – მდე; პუნქტი 4.2 და 5.2) და დოზა არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ-ს ამ პაციენტებისთვის
CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორის პარალელური გამოყენება, როგორიცაა კეტოკონაზოლი (იხ. პუნქტი 4.2 და 4.5)
თიაქარი / გასტროეზოფაგური რეფლუქსი და/ან რომლებიც ერთდროულად იღებენ სამკურნალო პროდუქტებს (მაგალითად, ბისფოსფონატებს), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ეზოფაგიტის გამწვავება.
ავტონომიური ნეიროპათია
QT-ის გახანგრძლივება და Torsade de Pointes დაფიქსირდა იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ რისკფაქტორები, მაგალითად, ადრე არსებული QT-ინტერვალის გახანგრძლივების სინდრომი და ჰიპოკალიემია.
უსაფრთხოება და ეფექტურობა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ნეიროგენული მიზეზი დეტროსორული ზემოქმედების გამო.
ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა ანგიონევროზული შეშუპება სასუნთქი გზების გაუვალობით, რომლებიც იღებდნენ სოლიფენაცინის სუქცინატს. ანგიონევროზული დაავადების განვითარების შემთხვევაში, სოლიფენაცინის სუქცინატით მკურნალობა უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი თერაპია და მიღებულ იქნას სხვა ზომები.
ანაფილაქსიური რეაქცია აღინიშნა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ სოლიფენაცინის სუქცინატით. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ანაფილაქსიური რეაქციები, სოლიფენაცინის სუქცინატის მოხმარება უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი თერაპია და / ან მიღებულ იქნას საჭირო ზომები.
სოლიფენაცინის სუქცინატის მაქსიმალური ეფექტის დადგენა შესაძლოა უადრესად 4 კვირის შემდეგ. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, გალაქტოზას აუტანლობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედებები:
სხვა სამედიცინო პროდუქტების ანტიქოლინერგიული საშუალებებთან პარალელურმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს უფრო მკაფიო თერაპიული ეფექტი და გვერდითი მოვლენები. სოლიფენაცინის სუქცინატით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ დაახლოებით ერთ კვირიანი შესვენებაა მიზანშეწონილი სხვა ანტიქოლინერგული თერაპიის დაწყებამდე. სოლიფენაცინის თერაპიული ეფექტი შეიძლება შემცირდეს ქოლინერგული რეცეპტორების აგონისტების პარალელური მიღებით.
სოლიფენაცინს შეუძლია შეამციროს იმ სამკურნალო საშუალებების მოქმედება, რომლებიც ასტიმულირებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, როგორიცაა მეტოკლოპრამიდი და ციზაპრიდი.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები:
In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ თერაპიული კონცენტრაციების დროს, სოლიფენაცინი არ თრგუნავს CYP1A1/2, 2C9, 2C19, 2D6, ან 3A4-ს, რომლებიც წარმოიქმნება ადამიანის ღვიძლის მიკროსომებიდან. ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სოლიფენაცინმა შეცვალოს ამ CYP ფერმენტების მიერ მეტაბოლიზირებული პრეპარატების კლირენსი.
სხვა სამედიცინო პროდუქტების ზეგავლენა სოლიფენაცინის ფამაკოკინეტიკაზე
სოლიფენაცინი მეტაბოლიზდება CYP3A4– ით. კეტოკონაზოლთან ერთდროულმა მიღებამ (200 მ / დღეში), ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორი, გამოიწვია სოლიფენაცინის AUC– ის ორჯერ გაზრდა, ხოლო კეტოკონაზოლმა 400 მგ დოზით, სოლიფენაცინის AUC-ის სამჯერ გაზრდა.
ასე რომ, სოლიფენაცინის სუქცინატის მაქსიმალური დოზა უნდა შეიზღუდოს 5 მგ-მდე, როდესაც ის ერთდროულად გამოიყენება კეტოკონაზოლთან ან სხვა ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორების (მაგ. რიტონავირი, ნელფინავირი, იტრაკონაზოლი) თერაპიულ დოზებთან (იხ. პუნქტი 4.2).
სოლიფენაცინისა და ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორით ერთდროული მკურნალობა უკუნაჩვენებია თირკმლის მწვავე უკმარისობის ან ღვიძლის საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში.
შესწავლილი არ არის ფერმენტის ინდუქციის მოქმედება სოლიფენაცინისა და მისი მეტაბოლიტების ფარმაკოკინეტიკაზე, ისევე როგორც უფრო მაღალი მსგავსებით CYP3A4 სუბსტრატების ზემოქმედება სოლიფენაცინის ზემოქმედებაზე. მას შემდეგ, რაც სოლიფენაცინი მეტაბოლიზდება CYP3A4– ით, ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება შესაძლებელი ხდება სხვა CYP3A4 სუბსტრატებთან უფრო მაღალი მსგავსებით (მაგ. ვერაპამილი, დილთიაზემი) და CYP3A4 ინდუქტორებთან (მაგ. რიფამპიცინი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი).
სოლიფენაცინის ზეგავლენა სხვა სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე
პერორალური კონტრაცეპტივები
სოლიფენაცინის სუქცინატის მიღებამ არ აჩვენა სოლიფენაცინსა და კომბინირებულ პერორალური კონტრაცეპტივებს (ეთინილესტრადიოლი/ლევონორგესტელი) შორის ფარმაკოკინეტიკური ინტერაქცია.
ვარფარინი
სოლიფენაცინის სუქცინატის მიღებამ არ შეცვალა R-ვარფარინის ან S-ვარფარინის ფარმაკოკინეტიკა, ან პროთრომბინის დროზე მათი ზეგავლენა.
დიგოქსინი
სოლიფენაცინის სუქცინატის მიღებამ არ აჩვენა დიგოქსინის ფარმაკოკინეტიკაზე ზეგავლენა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
კლინიკური მონაცემები ქალების შესახებ, რომლებიც სოლიფენაცინის მოხმარების პერიოდში დაორსულდნენ, არ არის ხელმისაწვდომი. ცხოველებზე კვლევები არ აჩვენებს პირდაპირ საზიანო ეფექტებს ფერტილობაზე, ემბრიონულ/ჩანასახოვან განვითარებაზე ან მშობიარობაზე (იხ. პუნქტი 5.3).
ადამიანებში პოტენციური რისკი არ არის ცნობილი. ორსული ქალისთვის სოლიფენაცინის სუქცინატის დანიშვნის დროს აუცილებელია სიფრთხილე.
ძუძუთი კვება
სოლიფენაცინის დედის რძეში გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი. თაგვებში სოლიფენაცინი და/ან მისი მეტაბოლიტები გამოიყო რძეში, რამაც დოზაზე დამოკიდებული მარცხი გამოიწვია ახალშობილ თაგვებში (იხ. პუნქტი 5.3). აქედან გამომდინარე, სოლიფენაცინის სუქცინატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში უნდა იყოს არიდებული.
ფერტილობა
ფერტილობის შესახებ მონაცემები არი არის ხელმისაწვდომი.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
რადგან სოლიფენაცინმა, როგორც სხვა ანტიქოლინერგიულმა საშუალებებმა შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა და არახშირად, ძილიანობა და დაღლილობა (იხ. პუნქტი 4.8.), სატრანსპორტო საშუალების მათვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე შესაძლოა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს.
გვერდითი მოვლენები
ა. უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
სოლიფენაცინის ფარმაკოლოგიური ეფექტის გამო, შეიძლება გამოიწვიოს ანტიქოლინერგული მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის გვერდითი მოვლენები (ზოგადად). ანტიქოლინერგიული გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირე დაკავშირებულია დოზის სიდიდესთან.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა სოლიფენაცინთან დაკავშირებით პირის სიმშრალეა. ის გამოვლინდა პაციენტების 11%-ში, რომლებიც დღეში ერთხელ 5მგ-ს იღებდნენ, პაციენტების 22%-ში, რომლებიც დღეში ერთხელ 10 მგ-ით მკურნალობდნენ და პლაცებოთი მკურნალობის ქვეშ მყოფი ფაციენტების 4%-ში. პირის სიმშრალის სიმძიმე ზოგადად საშუალო იყო და ხანდახან მკურნალობის შეწყვეტას იწვევდა. ზოგადად, სამკურნალო საშუალების შესაბამისობა ძალიან მაღალი იყო (დაახლ. 99%) და სოლიფენაცინით მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების დაახლოებით 90%-მა დაასრულა სრული 12-კვირიანი მკურნალობის კვლევა.
ბ. გვერდითი მოვლენების ცხრილის შეჯამება
MedDRA სისტემის ორგანოთა კლასი
ძალიან ხშირი ≥1/10
ხშირი ≥1/100 - <1/10
არახშირი ≥1/1,000- <1/100
იშვიათი ≥1/10,000- <1/1,000
ძალიან იშვიათი <1/10,000
უცნობია (ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება)
ინფექციები და ინვაზიები
საშარდე გზების ინფექცია, ცისტიტი
ფსიქიატრიული დარღვევები
ჰალუცინაციები *
გაურკვევლობის მდგომარეობა*
დელირიუმი*
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
ძილიანობა, დისგევზია
თავბრუსხვევა, * თავის ტკივილი*
თვალის მხრივ დარღვევები
ბუნდოვანი ხედვა
თვალების სიმშრალე
გლაუკომა*
კარდიოლოგიური დარღვევები
QT ინტერვალის გახანგრძლივებული ელექტროკარდიგრამა * Torsades de Pointes* წინაგულის ფიბრილაცია * პალპიტაცია* ტაქიკარდია*
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ
ნაზალური სიმშრალე
დისფონია*
კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები
პირის სიმშრალე
ყაბზობა, გულისრევის შეგრძნება, დისპეპსია, კუჭის ტკივილი
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, ყელის სიმშრალე
მსხვილი ნაწლავის გაუვალობა, ფეკალური იმპაქცია, პირღებინება*
ილეუსი *
მუცლის დისკომფორტი *
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
კანის სიმშრალე
პრურიტუსი*, გამონაყარი*
მულტიფორმული ერითემა*, ჭინჭრის ციება*, ანგიონევროზული შეშუპება*
ექსფოლიაციური დერმატიტი*
თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები
შარდვის გაძნელება
შარდის შეკავება
თირკმლის უკმარისობა*
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობა
დაღლილობა, პერიფერიული შეშუპება
ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები
კუნთოვანი სისუსტე*
ჰეპატობილიარული დარღვევები
ღვიძლის დარღვევა*, ღვიძლის ფუნქციის ტესტის პათოლოგია*
მეტაბოლიზმის და კვებითი დარღვევები
მადის შემცირება*
ჰიპერკალიემია*
იმუნური სისტემის დარღვევები
ანაფილაქსიური რეაქცია*
- პოსტ-მარკეტინგული დაკვირვების შედეგი
საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება
მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ. ის საშუალებას იძლევა განვაგრძოთ მეთვალყურეობა სამკურნალო საშუალების სარგებლის/რისკის ბალანსის შესახებ. ჯანდაცვის მუშაკებმა უნდა შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის შესახებ:
ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით
ვებ.გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard ან მოძებნეთ MHRA ყვითელი ბარათი Google Play-ში ან Apple App Store-ში.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
სოლიფენაცინის სუქცინატით გადაჭარბებულმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ანტიქოლინერგული მოქმედება. სოლიფენაცინის სუქცინატის ყველაზე მაღალი დოზა, რომელიც პაციენტმა შემთხვევით მიიღო, იყო 280 მგ 5 საათის განმავლობაში. დაფიქსირდა ფსიქიკური სტატუსის ცვლილება, რომელიც ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებდა.
მკურნალობა
სოლიფენაცინ სუქცინატით ჭარბი დოზირების შემთხვევაში, მიზანშეწონილია პაციენტის აქტივირებული ნახშირით მკურნნალობა. 1 საათის განმავლობაში სასარგებლოა კუჭის ამორეცხვა, თუმცა პირღებინების გამოწვევა - არა.
რაც შეეხება სხვა ანტიქოლინერგიულ საშუალებებს, სიმპტომების მკურნალობა ხდება შემდეგნაირად:
მწვავე ცენტრალური ანტიქოლინერგული მოქმედება, როგორიცაა ჰალუცინაციები ან აშკარა აღგზნება: მკურნალობა ფიზიოსტიგმინით ან კარბაქოლით.
კრუნჩხვები ან აშკარა აღგზნება: მკურნალობა ბენზოდიაზეპინებით.
რესპირატორული უკმარისობა: მკურნალობა ხელოვნური სუნთქვით.
ტაქიკარდია: მკურნალობა ბეტა-ბლოკატორებით.
შარდის შეკავება: მკურნალობა კათეტერიზაციით.
მიდრიაზი: მკურნალობა პილოკარპინის თვალის წვეთებით და / ან მოათავსეთ პაციენტი ბნელ ოთახში.
სხვა ანტიმუსკარინების მსგავსად, ჭარბი დოზირების შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პაციენტებს, რომელთაც აქვთ დადასტურებული QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკი (მაგ., ჰიპოკალიემია, ბრადიკარდია და სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღება, რომლებიც ცნობილია QT ინტერვალის გახანგრძლივებაზე ზემოქმედებით) და შესაბამისი უკვე არსებული გულის დაავადებები (მაგ. მიოკარდიუმის იშემია, არითმია, გულის შეგუბებითი უკმარისობა).
შემადგენლობა
(ა) რას შეიცავს ბლაციდეკი
აქტიური ნივთიერება არის „სოლიფენაცინის სუქცინატი“.
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს სოლიფენაცინის სუქცინატს 5 მგ/10 მგ.
სხვა ინგრედიენტებია
ტაბლეტის შიგთავსი
ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზი, მაგნიუმის სტეარატი.
გარე გარსი
5 მგ: ოპადრი ყვითელი 03K520019, სუფთა წყალი.
10 მგ: ოპადრი ვარდისფერი 03K540030, სუფთა წყალი.
(ბ) როგორ გამოიყურება ბლაციდეკი და მისი შეფუთვის შიგთავსი
შეფუთვის ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლებისთვის
სოლიფენაცინის სუქცინატის ტაბლეტები 5 მგ/10 მგ
შემოგარსული ტაბლეტი.
ბლაციდეკი 5 (სოლიფენაცინის სუქცინატის ტაბლეტები 5 მგ):
თითოეული 5 მგ-იანი ტაბლეტი არის ღია ყვითელი შეფერილობის, მრგვალი ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი, შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარე გრავირებული „S5” და მეორე მხარე სუფთაა, გრავირების გარეშე.
ბლაციდეკი 10 (სოლიფენაცინის სუქცინატის ტაბლეტები 10 მგ):
თითოეული 10 მგ-იანი ტაბლეტი არის ღია ვარდისფერი შეფერილობის, მრგვალი ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი, შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარე გრავირებული „S10” და მეორე მხარე სუფთაა, გრავირების გარეშე.
PVC/PVdC- Alu ბლისტერული შეფუთვა
შეფუთვის ზომა: 1x10’s, 3x10’s, 10x10’s
შენიშვნა:ყველა შეფუთვის ზომა შესაძლოა არ იყოს გაყიდვაში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
(გ) მწარმოებელი
“MSN Laboratories Private Limited”
„მსნ ლაბორატორის პრივატ ლიმიტედ“
Formulation Division, Unit-II, ფორმულეიშენ დივიჟენ, ერთეული-II,
Sy.No. 1277 & 1319 to 1324,
ნანდიგამა (სოფელი & მანდალი),
რანგარედის რაიონი, პინ კოდი. 509228,
ტელანგანა, ინდოეთი.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
MSN Laboratories Private Limited,
(მსნ ლაბორატორის პრივატ ლიმიტედი)
“MSN House”(„მსნ ჰაუს“), ტერიტ.: No. C-24, სანათ ნაგარის ინდუსტრიული ზონები, სანათ ნაგარი,
ჰაიდერაბადი- 500 018, ტელანგანა, ინდოეთი.
(დ) ეს ფურცელ-ჩანართი ბოლოს შესწორდა: 2023 წლის ივლისში
შენახვის პირობები
2 წელი
შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
არ შეინახოთ 30˚C -ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
კონტეინერის გარეგნულობა და შემცველობა
PVC/PVdC- Alu ბლისტერული შეფუთვა
შეფუთვის ზომა: 1x10’s, 3x10’s, 10x10’s
შენიშვნა: ყველა შეფუთვის ზომა შესაძლოა არ იყოს გაყიდვაში.
უტილიზაციასთან დაკავშირებული განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები და სხვა სახის დამუშავება
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენი პროდუქტის გადაგდება უნდა მოხდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
სხვა უროლოგიური საშუალებები, მათ შორის სპაზმოლიტური საშუალებები, შარდის საწინააღმდეგო სპაზმური საშუალებები.
ათქ კოდი: G04B D08
მოქმედების მექანიზმი:
სოლიფენაცინი არის კონკურენტული, სპეციფიკური ქოლინერგულ-რეცეპტორების ანტაგონისტი.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
შარდის ბუშტის აღგზნება ხდება პარასიმპათიკური ქოლინერგული ნერვებით. აცეტილქოლინი იკუმშება მომჭერ გლუვ კუნთზე მუსკარინის რეცეპტორების საშუალებით, რომელთა შორის უპირატესობად M3 ქვეტიპია ჩართული. In vitro და in vivo ფარმაკოლოგიური გამოკვლევები აჩვენებს, რომ სოლიფენაცინი წარმოადგენს მუსკარინის M3 ქვეტიპის რეცეპტორების კონკურენტულ ინჰიბიტორს. გარდა ამისა, სოლიფენაცინი წარმოადგენს სპეციფიკურ ანტაგონისტს მუსკარინის რეცეპტორებისთვის, სხვა რეცეპტორებსა და ტესტირებული იონების არხებთან მსგავსების სიმცირის ან არარსებობის გამო.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
სოლიფენაცინის 5მგ და 10 მგ დღიური დოზებით მკურნალობა შესწავლილია რამდენიმე ორმაგად-ბრმა, რანდომიზებული, კონტრორილებული კლინიკური ცდების ფარგლებში ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის მქონე მამაკაცებსა და ქალებში.
როგორც ქვემოთ მოცემულ ცხრილშია ნაჩვენები, სოლიფენაცინის როგორც 5 მგ, ისე 10 მგ დოზამ მოახდინა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება პირველადი და მეორადი საბოლოო წერტილებში(endpoints) პლაცებოსთან შედარებით. ეფექტურობა დაფიქსირდა მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში და სტაბილიზირდა 12 კვირის განმავლობაში. გრძელვადიანმა ღია-ეტიკეტირების კვლევამ აჩვენა, რომ ეფექტურობა შენარჩუნებულია მინიმუმ 12 თვის განმავლობაში. 12 კვირიანი მკურნალობის შემდეგ, შეუკავებლობის მქონე პაციენტების დაახლოებით 50% გათავისუფლდა შეუკავებლობის ეპიზოდებისგან, და გარდა ამისა, პაციენტების 35%-მა შარდდენის სიხშირე შეამცირა დღის განმავლობაში 8-ზე ნაკლებ შარდდენამდე. ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სიმპტომების მკურნალობა ასევე იწვევს სიცოცხლის ხარისხის მრავალი საზომის გაზრდას, როგორიცაა ჯანმრთელობის ზოგადი აღქმა, შეუკავებლობის გავლენა, ფუნქციური შეზღუდულობა, ფიზიკური შეზღუდულობა, სოციალური შეზღუდულობა, ემოციები, სიმპტომების სიმწვავე, სიმძიმის ზომები და ძილი/ენერგია.
ოთხი კონტრორილებადი მე-3 ფაზაზე მყოფი კვლევის შედეგები (შეჯამებული შედეგები) მკურნალობის 12 კვირიანი ხანგრძლივობით
პლაცებო
სოლიფენაცინი
5 მგ დღეში ერთხელ
სოლიფენაცინი 10 მგ დღეში ერთხელ
ტოლტეროდინი
2მგ დღეში ორჯერ
შარდდენის რაოდენობა/24 საათი
საშუალო საწყისი
საწყისიდან საშუალო შემცირება
საწყისიდან ცვლილების %
n
p-მნიშვნელობა*
- 9
- 4
(12%)
1138
- 1
- 3
(19%)
552
<0.001
- 9
- 7
(23%)
1158
<0.001
- 1
- 9
(16%)
250
- 004
გადაუდებელი ეპიზოდების რაოდენობა/24 საათი
საშუალო საწყისი
საწყისიდან საშუალო შემცირება
საწყისიდან ცვლილების %
n
p-მნიშვნელობა*
- 3
- 0
(32%)
1124
- 9
- 9
(49%)
548
< 0.001
- 2
- 4
(55%)
1151
< 0.001
5/4
- 1
(39%)
250
- 031
შეუკავებლობის ეპიზოდების რაოდენობა / 24 საათი
საშუალო საწყისი
საწყისიდან საშუალო შემცირება
საწყისიდან ცვლილების %
n
p-მნიშვნელობა*
- 9
- 1
(38%)
781
- 6
- 5
(58%)
314
< 0.001
- 9
- 8
(62%)
778
< 0.001
- 3
- 1
(48%)
157
- 009
ნოქტურიის ეპიზოდების რაოდენობა / 24 საათი
საშუალო საწყისი
საწყისიდან საშუალო შემცირება
საწყისიდან ცვლილების %
n
p-მნიშვნელობა*
- 8
- 4
(22%)
1005
- 0
- 6
(30%)
494
- 025
- 8
- 6
(33%)
1035
< 0.001
- 9
- 5
(26%)
232
- 199
დაცლილი მოცულობა/ შარდდენა
საშუალო საწყისი
საწყისიდან საშუალო შემცირება
საწყისიდან ცვლილების %
n
p-მნიშვნელობა*
166 მლ
9 მლ
(5%)
1135
146 ml
32 ml
(21%)
552
< 0.001
163 ml
43 ml
(26%)
1156
< 0.001
147 ml
24 ml
(16%)
250
< 0.001
საფენების რაოდენობა/24 საათი
საშუალო საწყისი
საწყისიდან საშუალო შემცირება
საწყისიდან ცვლილების %
n
p-მნიშვნელობა*
- 0
- 8
(27%)
238
- 8
- 3
(46%)
236
< 0.001
- 7
- 3
(48%)
242
< 0.001
- 7
- 0
(37%)
250
- 010
შენიშვნა: ცენტრალური კვლევებიდან ოთხში, 10 მგ სოლიფენაცინი და პლაცებო იყო გამოყენებული. ამ ოთხი კვლევიდან ორში, ასევე გამოყენებული იყო სოლიფენაცინის შემოგარსული 5 მგ-იანი ტაბლეტები და ერთ-ერთი კვლევა მოიცავდა 2 მგ ტოლტეროდინის შეთავაზებას. ყველა სამკურნალო ჯგუფი და პარამეტრი არ შეფასებულა თითოეულ ინდივიდუალურ კვლევაში. ამიტომ, ჩამოთვლილი პაციენტების რაოდენობა შესაძლოა იყოფოდეს პარამეტრზე ან სამკურნალო ჯგუფზე.
- p-მნიშვნელობა პლაცებოსთან წყვილთაშორისი შედარების მიხედვით.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მახასიათებლები
შეწოვა
სოლიფენაცინის სუქცინატის ტაბლეტების მიღების შემდეგ, სოლიფენაცინის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში (Cmax) მიიღწევა 3–8 საათის შემდეგ. tmax დოზისგან დამოუკიდებელია. Cmax და მრუდის ქვეშ მდებარე ტერიტორია (AUC) იზრდება დოზის პროპორციულად 5-დან 40 მგ-მდე. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 90% -ს.
საკვების მიღება გავლენას არ ახდენს სოლიფენაცინის Cmax- სა და AUC- ზე.
განაწილება
ინტრავენური შეყვანის შემდეგ სოლიფენაცინის განაწილების მოცულობაა დაახლოებით 600 ლ. სოლიფენაცინი დიდწილად (დაახლოებით 98%) უკავშირდება პლაზმის ცილებს, პირველ რიგში, α1-მჟავას გლიკოპროტეინს.
ბიოტრანსფორმაცია
სოლიფენაცინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, პირველ რიგში ციტოქრომ P450 3A4-ით (CYP3A4). ამასთან, არსებობს მეტაბოლური ალტერნატიული გზები, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ სოლიფენაცინის მეტაბოლიზმს. სოლიფენაცინის სისტემური კლირენსია დაახლოებით 9,5 ლ/ს, ხოლო სოლიფენაცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი 45-68 სთ. პერორალური დოზირების შემდეგ, სოლიფენაცინის გარდა, პლაზმაში გამოვლენილია ერთი ფარმაკოლოგიურად აქტიური (4R- ჰიდროქსი სოლიფენაცინი) და სამი არააქტიური მეტაბოლიტი (N- გლუკურონიდი, N- ოქსიდი და 4R- ჰიდროქსი-N- ოქსიდი სოლიფენაცინი).
ელიმინაცია
10 მგ [14C-labelled]-სოლიფენაცინის ერთჯერადი მიღების შემდეგ, რადიოაქტიურობის დაახლოებით 70% გამოვლინდა შარდში და 23% განავალში 26 დღის განმავლობაში. შარდში რადიოაქტივობის დაახლოებით 11% აღდგება უცვლელი აქტიური ნივთიერების სახით; დაახლოებით 18% როგორც N- ოქსიდის მეტაბოლიტი, 9% როგორც 4R- ჰიდროქსი- N- ოქსიდი მეტაბოლიტი და 8% როგორც 4R- ჰიდროქსი მეტაბოლიტი (აქტიური მეტაბოლიტი).
წრფივი / არაწრფივი მდგომარეობა
თერაპიული დოზის ინტერვალში ფარმაკოკინეტიკა წრფივია.
სხვა განსაკუთრებული პოპულაციები
ხანდაზმულები
დოზის კორექცია საჭირო არ არის პაციენტის ასაკის გათვალისწინებით. ხანდაზმულებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სოლიფენაცინის ექსპოზიცია, გამოხატული როგორც AUC, სოლიფენაცინის სუქცინატის მიღების შემდეგ (5 მგ და 10 მგ დღეში ერთხელ) მსგავსი იყო ჯანმრთელ მოხუცებსა (65-80 წლის ასაკის) და ჯანმრთელ ახალგაზრდა სუბიექტებში (55 წელზე ნაკლები ასაკის). შთანთქმის საშუალო სიჩქარე გამოხატული tmax იყო ოდნავ ნელი და საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 20%-ით მეტი იყო ხანდაზმულ სუბიექტებში. ეს მოკრძალებული განსხვავებები არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი.
ბავშვებსა და მოზარდებში სოლიფენაცინის ფარმაკოკინეტიკა დადგენილი არ არის.
სქესი
სოლიფენაცინის ფარმაკოკინეტიკაზე სქესს ზეგავლენა არ აქვს.
რასა
სოლიფენაცინის ფარმაკოკინეტიკაზე რასას ზეგავლენა არ აქვს.
თირკმლის უკმარისობა
სოლიფენაცინის AUC და Cmax მსუბუქი და საშუალო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ჯანმრთელი მოხალისეებისგან. თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი ≤ 30 მლ/წთ), სოლიფენაცინის ზემოქმედება მნიშვნელოვნად მეტი იყო ვიდრე საკონტროლო ჯგუფთან, Cmax– ით დაახლოებით 30% –ით, AUC–ით 100% –ზე მეტი და t1/2 - ზე 60%–ით . დაფიქსირდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი კრეატინინის კლირენსსა და სოლიფენაცინის კლირენსს შორის.
ჰემოდიალიზით მკურნალობის ქვეშ მყოფ პაციენტებში სოლიფენაცინის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი (იხ. პუნქტები 4.2 და 4.3).
ღვიძლის უკმარისობა
პაციენტებში ღვიძლის ზომიერი უკმარისობით (ჩაილდ-პიუს ქულა 7-დან 9-მდე) Cmax არ მოქმედებს, AUC გაიზარდა 60% -ით და t1/2 გაორმაგდა. სოლიფენაცინის ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის შესწავლილი (იხ. პუნქტები 4.2 და 4.3).
პრეკლინიკური უსაფრთოხების მონაცემები
პრეკლინიკური მონაცემები ადამიანისთვის რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს არ ავლენს უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, ნაყოფიერების, ემბრიოფეტალური განვითარების, გენოტოქსიკურობის და კანცეროგენული პოტენციალის ჩვეულებრივი კვლევების საფუძველზე. თაგვებზე წინასწარი და პოსტნატალური განვითარების კვლევის დროს, ლაქტაციის პერიოდში დედის სოლიფენაცინით მკურნალობამ გამოიწვია დოზაზე დამოკიდებული მშობიარობის შემდგომი გადარჩენის მაჩვენებელი, ჩვილის წონის შემცირება და ფიზიკური განვითარების შენელება კლინიკურად შესაბამის დონეზე.
წინა კლინიკური ნიშნების გარეშე დოზასთან დაკავშირებული გაზრდილი სიკვდილიანობა დაფიქსირდა ახალგაზრდა თაგვებში, რომლებიც მკურნალობდნენ დაბადების მე-10 ან 21-ე დღიდან დოზებით, რომლებმაც მიაღწიეს ფარმაკოლოგიურ ეფექტს და ორივე ჯგუფს ჰქონდა უფრო მაღალი სიკვდილიანობა ზრდასრულ თაგვებთან შედარებით. ახალგაზრდა თაგვებში, რომლებიც მკურნალობდნენ პოსტნატალური მე-10 დღიდან, პლაზმური ექსპოზიცია უფრო მაღალი იყო, ვიდრე მოზრდილ თაგვებში. პოსტნატალური 21-ე დღიდან, სისტემური ექსპოზიცია შედარებადი იყო ზრდასრულ თაგვებთან. ახალგაზრდა თაგვებში გაზრდილი სიკვდილიანობის კლინიკური შედეგები ცნობილი არ არის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება (SmPC)
ბლაციდეკი 5/10 (სოლიფენაცინის სუქცინატის ტაბლეტები 5 მგ და 10 მგ)
სამედიცინო პროდუქტის დასახელება
ბლაციდეკი 5/10 (სოლიფენაცინის სუქცინატის ტაბლეტები 5 მგ / 10 მგ)
რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობა
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს
სოლიფენაცინის სუქცინატს............... 5 მგ/10 მგ
პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას.
დამხმარე ნივთიერებების სრული სიის სანახავად, იხ. 6.1
ფარმაცევტული ფორმა
შემოგარსული ტაბლეტი.
სოლილფენაცინის სუქცინატის ტაბლეტები 5 მგ:
თითოეული 5 მგ-იანი ტაბლეტი არის ღია ყვითელი შეფერილობის, მრგვალი ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი, შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარე გრავირებული „S5” და მეორე მხარე სუფთაა, გრავირების გარეშე.
სოლიფენაცინის სუქცინატის ტაბლეტები 10 მგ:
თითოეული 10 მგ-იანი ტაბლეტი არის ღია ვარდისფერი შეფერილობის, მრგვალი ფორმის, ორმხრივ ამოზნექილი, შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარე გრავირებული „S10” და მეორე მხარე სუფთაა, გრავირების გარეშე.
- კლინიკური მახასიათებლები
- 1 თერაპიული მაჩვენებლები
სოლიფენაცის სუქცინატი ნაჩვენებია მოზრდილებში შარდის შეუკავებლობის და/ან გახშირებული შარდვის და მოშარდვის სურვილის შეგრძნების სიმპტომური მკურნალობისთვის, რაც შეიძლება განუვითარდეთ ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სინდრომის მქონე პაციენტებს.
დოზირება და მიღების წესი
დოზირება
სოლიფენაცინის სუქცინატის რეკომენდებული დოზა დღეში 5მგ-ია. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შესაძლოა გაიზარდოს დღიურად 10 მგ-მდე.
განსაკუთრებული პოპულაციები
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმული ადამიანებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
დოზის კორექცია არ არის საჭირო თირკმელების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (კრეატინინის კლირენსი > 30 მლ / წთ). თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტების (კრეატინინის კლირენსი ≤ 30 მლ/წთ) მკურნალობისას საჭიროა სიფრთხილე და დღიური დოზა ასეთი პაციენტების ჯგუფისთვის არ უნდა აღემატებოდეს 5მგ-ს, რომელიც მიიღება ერთხელ (იხ. პუნქტი 5.2 ).
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
დოზის კორექცია არ არის საჭიროა მსუბუქი ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. საშუალო სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტების (ჩაილდ-პიუს ქულა 7-9-მდე) მკურნალობისას საჭიროა სიფრთხილე და დღიური დოზა ასეთი პაციენტების ჯგუფისთვის არ უნდა აღემადებოდეს 5მგ, რომელიც მიიღება ერთხელ (იხ. პუნქტი 5.2).
პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ციტოქრომის ძლიერი ინჰიბიტორებით P450 3A4
სოლიფენაცინის სუქცინატის მაქსიმალური დოზა უნდა შეიზღუდოს 5 მგ-მდე კეტოკონაზოლით ან სხვა ძლიერი CYP3A4- ინჰიბიტორების თერაპიული დოზებით ერთდროული მკურნალობისას, როგორებიცაა რიტონავირი, ნელფინავირი და იტრაკონაზოლი (იხ. პუნქტი 4.5).
პედიატრიული პოპულაცია
ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში უსაფრთხოება და ეფექტურობა ჯერჯერობით არ არის დადგენილი. ასე რომ, სოლიფენაცინის სუქცინატი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში.
მიღების წესი:
სოლიფენაცინის სუქცინატი განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის და უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, სითხის მიყოლებით. მისი მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
უკუჩვენებები
პაციენტები გამოირჩევიან ჰიპერმგრძნობელობით აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პუნქტი 6.1-ში.
სოლიფენაცინი უკუნაჩვენებია პაციენტებში შარდის შეკავებით, მწვავე კუჭ-ნაწლავის დაავადებით (ტოქსიკური მეგაკოლონის ჩათვ.), მიასთენია გრავისით ან ვიწროკუთხოვანი გლაუკომით და ასევე ამ დაავადებების რისკქვეშ მყოფ პაციენტებში.
ჰემოდიალიზის ქვეშ მყოფ პაციენტებში (იხ. პუნქტი 5.2).
მწვავე ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პუნქტი 5.2).
მწვავე თირკმლის უკმარისობის ან საშუალო სიმძიმის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და ასევე იმ პაციენტებში რომლებიც მკურნალობენ ძლიერი CYP3A4- ინჰიბიტორებით, როგორიცაა კეტოკონაზოლი (იხ. პუნქტი 4.5).
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ხშირი შარდვის სხვა მიზეზები (გულის უკმარისობა ან თირკმლის დაავადება) უნდა შეფასდეს სოლიფენაცინის სუქცინატით მკურნალობის დაწყებამდე. საშარდე გზების ინფექციის არსებობის შემთხვევაში უნდა დაიწყოს შესაბამისი ანტიბაქტერიული თერაპია.
სოლიფენაცინის სუქცინატი უნდა გამოიყენებოდეს სიფრთხილით პაციენტებში, რომელთაც აქვთ:
შარდის შეკავების კლინიკურად მნიშვნელოვანი რისკი შარდის ბუშტის გადინების ობსტრუქციის გამო
კუჭ-ნაწლავის ობსტრუქციული დარღვევები
კუჭ-ნაწლავის მოქმედების შემცირების რისკი
თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი ≤ 30 მლ / წთ; იხ. პუნქტი 4.2 და 5.2) და დოზა არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ-ს ამ პაციენტებისთვის
ღვიძლის ზომიერი უკმარისობა (ჩაილდ-პიუს ქულა 7-დან 9 – მდე; პუნქტი 4.2 და 5.2) და დოზა არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ-ს ამ პაციენტებისთვის
CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორის პარალელური გამოყენება, როგორიცაა კეტოკონაზოლი (იხ. პუნქტი 4.2 და 4.5)
თიაქარი / გასტროეზოფაგური რეფლუქსი და/ან რომლებიც ერთდროულად იღებენ სამკურნალო პროდუქტებს (მაგალითად, ბისფოსფონატებს), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ეზოფაგიტის გამწვავება.
ავტონომიური ნეიროპათია
QT-ის გახანგრძლივება და Torsade de Pointes დაფიქსირდა იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ რისკფაქტორები, მაგალითად, ადრე არსებული QT-ინტერვალის გახანგრძლივების სინდრომი და ჰიპოკალიემია.
უსაფრთხოება და ეფექტურობა ჯერ კიდევ არ არის დადგენილი პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ნეიროგენული მიზეზი დეტროსორული ზემოქმედების გამო.
ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა ანგიონევროზული შეშუპება სასუნთქი გზების გაუვალობით, რომლებიც იღებდნენ სოლიფენაცინის სუქცინატს. ანგიონევროზული დაავადების განვითარების შემთხვევაში, სოლიფენაცინის სუქცინატით მკურნალობა უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი თერაპია და მიღებულ იქნას სხვა ზომები.
ანაფილაქსიური რეაქცია აღინიშნა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ სოლიფენაცინის სუქცინატით. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ანაფილაქსიური რეაქციები, სოლიფენაცინის სუქცინატის მოხმარება უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შესაბამისი თერაპია და / ან მიღებულ იქნას საჭირო ზომები.
სოლიფენაცინის სუქცინატის მაქსიმალური ეფექტის დადგენა შესაძლოა უადრესად 4 კვირის შემდეგ. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, გალაქტოზას აუტანლობა ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა ურთიერთქმედების ფორმები
ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედებები:
სხვა სამედიცინო პროდუქტების ანტიქოლინერგიული საშუალებებთან პარალელურმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს უფრო მკაფიო თერაპიული ეფექტი და გვერდითი მოვლენები. სოლიფენაცინის სუქცინატით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ დაახლოებით ერთ კვირიანი შესვენებაა მიზანშეწონილი სხვა ანტიქოლინერგული თერაპიის დაწყებამდე. სოლიფენაცინის თერაპიული ეფექტი შეიძლება შემცირდეს ქოლინერგული რეცეპტორების აგონისტების პარალელური მიღებით.
სოლიფენაცინს შეუძლია შეამციროს იმ სამკურნალო საშუალებების მოქმედება, რომლებიც ასტიმულირებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, როგორიცაა მეტოკლოპრამიდი და ციზაპრიდი.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები:
In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ თერაპიული კონცენტრაციების დროს, სოლიფენაცინი არ თრგუნავს CYP1A1/2, 2C9, 2C19, 2D6, ან 3A4-ს, რომლებიც წარმოიქმნება ადამიანის ღვიძლის მიკროსომებიდან. ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სოლიფენაცინმა შეცვალოს ამ CYP ფერმენტების მიერ მეტაბოლიზირებული პრეპარატების კლირენსი.
სხვა სამედიცინო პროდუქტების ზეგავლენა სოლიფენაცინის ფამაკოკინეტიკაზე
სოლიფენაცინი მეტაბოლიზდება CYP3A4– ით. კეტოკონაზოლთან ერთდროულმა მიღებამ (200 მ / დღეში), ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორი, გამოიწვია სოლიფენაცინის AUC– ის ორჯერ გაზრდა, ხოლო კეტოკონაზოლმა 400 მგ დოზით, სოლიფენაცინის AUC-ის სამჯერ გაზრდა.
ასე რომ, სოლიფენაცინის სუქცინატის მაქსიმალური დოზა უნდა შეიზღუდოს 5 მგ-მდე, როდესაც ის ერთდროულად გამოიყენება კეტოკონაზოლთან ან სხვა ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორების (მაგ. რიტონავირი, ნელფინავირი, იტრაკონაზოლი) თერაპიულ დოზებთან (იხ. პუნქტი 4.2).
სოლიფენაცინისა და ძლიერი CYP3A4 ინჰიბიტორით ერთდროული მკურნალობა უკუნაჩვენებია თირკმლის მწვავე უკმარისობის ან ღვიძლის საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში.
შესწავლილი არ არის ფერმენტის ინდუქციის მოქმედება სოლიფენაცინისა და მისი მეტაბოლიტების ფარმაკოკინეტიკაზე, ისევე როგორც უფრო მაღალი მსგავსებით CYP3A4 სუბსტრატების ზემოქმედება სოლიფენაცინის ზემოქმედებაზე. მას შემდეგ, რაც სოლიფენაცინი მეტაბოლიზდება CYP3A4– ით, ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება შესაძლებელი ხდება სხვა CYP3A4 სუბსტრატებთან უფრო მაღალი მსგავსებით (მაგ. ვერაპამილი, დილთიაზემი) და CYP3A4 ინდუქტორებთან (მაგ. რიფამპიცინი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი).
სოლიფენაცინის ზეგავლენა სხვა სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე
პერორალური კონტრაცეპტივები
სოლიფენაცინის სუქცინატის მიღებამ არ აჩვენა სოლიფენაცინსა და კომბინირებულ პერორალური კონტრაცეპტივებს (ეთინილესტრადიოლი/ლევონორგესტელი) შორის ფარმაკოკინეტიკური ინტერაქცია.
ვარფარინი
სოლიფენაცინის სუქცინატის მიღებამ არ შეცვალა R-ვარფარინის ან S-ვარფარინის ფარმაკოკინეტიკა, ან პროთრომბინის დროზე მათი ზეგავლენა.
დიგოქსინი
სოლიფენაცინის სუქცინატის მიღებამ არ აჩვენა დიგოქსინის ფარმაკოკინეტიკაზე ზეგავლენა.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
კლინიკური მონაცემები ქალების შესახებ, რომლებიც სოლიფენაცინის მოხმარების პერიოდში დაორსულდნენ, არ არის ხელმისაწვდომი. ცხოველებზე კვლევები არ აჩვენებს პირდაპირ საზიანო ეფექტებს ფერტილობაზე, ემბრიონულ/ჩანასახოვან განვითარებაზე ან მშობიარობაზე (იხ. პუნქტი 5.3).
ადამიანებში პოტენციური რისკი არ არის ცნობილი. ორსული ქალისთვის სოლიფენაცინის სუქცინატის დანიშვნის დროს აუცილებელია სიფრთხილე.
ძუძუთი კვება
სოლიფენაცინის დედის რძეში გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი. თაგვებში სოლიფენაცინი და/ან მისი მეტაბოლიტები გამოიყო რძეში, რამაც დოზაზე დამოკიდებული მარცხი გამოიწვია ახალშობილ თაგვებში (იხ. პუნქტი 5.3). აქედან გამომდინარე, სოლიფენაცინის სუქცინატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში უნდა იყოს არიდებული.
ფერტილობა
ფერტილობის შესახებ მონაცემები არი არის ხელმისაწვდომი.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე
რადგან სოლიფენაცინმა, როგორც სხვა ანტიქოლინერგიულმა საშუალებებმა შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა და არახშირად, ძილიანობა და დაღლილობა (იხ. პუნქტი 4.8.), სატრანსპორტო საშუალების მათვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე შესაძლოა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს.
გვერდითი მოვლენები
ა. უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
სოლიფენაცინის ფარმაკოლოგიური ეფექტის გამო, შეიძლება გამოიწვიოს ანტიქოლინერგული მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის გვერდითი მოვლენები (ზოგადად). ანტიქოლინერგიული გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირე დაკავშირებულია დოზის სიდიდესთან.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა სოლიფენაცინთან დაკავშირებით პირის სიმშრალეა. ის გამოვლინდა პაციენტების 11%-ში, რომლებიც დღეში ერთხელ 5მგ-ს იღებდნენ, პაციენტების 22%-ში, რომლებიც დღეში ერთხელ 10 მგ-ით მკურნალობდნენ და პლაცებოთი მკურნალობის ქვეშ მყოფი ფაციენტების 4%-ში. პირის სიმშრალის სიმძიმე ზოგადად საშუალო იყო და ხანდახან მკურნალობის შეწყვეტას იწვევდა. ზოგადად, სამკურნალო საშუალების შესაბამისობა ძალიან მაღალი იყო (დაახლ. 99%) და სოლიფენაცინით მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების დაახლოებით 90%-მა დაასრულა სრული 12-კვირიანი მკურნალობის კვლევა.
ბ. გვერდითი მოვლენების ცხრილის შეჯამება
MedDRA სისტემის ორგანოთა კლასი
ძალიან ხშირი ≥1/10
ხშირი ≥1/100 - <1/10
არახშირი ≥1/1,000- <1/100
იშვიათი ≥1/10,000- <1/1,000
ძალიან იშვიათი <1/10,000
უცნობია (ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება)
ინფექციები და ინვაზიები
საშარდე გზების ინფექცია, ცისტიტი
ფსიქიატრიული დარღვევები
ჰალუცინაციები *
გაურკვევლობის მდგომარეობა*
დელირიუმი*
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
ძილიანობა, დისგევზია
თავბრუსხვევა, * თავის ტკივილი*
თვალის მხრივ დარღვევები
ბუნდოვანი ხედვა
თვალების სიმშრალე
გლაუკომა*
კარდიოლოგიური დარღვევები
QT ინტერვალის გახანგრძლივებული ელექტროკარდიგრამა * Torsades de Pointes* წინაგულის ფიბრილაცია * პალპიტაცია* ტაქიკარდია*
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ
ნაზალური სიმშრალე
დისფონია*
კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები
პირის სიმშრალე
ყაბზობა, გულისრევის შეგრძნება, დისპეპსია, კუჭის ტკივილი
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, ყელის სიმშრალე
მსხვილი ნაწლავის გაუვალობა, ფეკალური იმპაქცია, პირღებინება*
ილეუსი *
მუცლის დისკომფორტი *
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
კანის სიმშრალე
პრურიტუსი*, გამონაყარი*
მულტიფორმული ერითემა*, ჭინჭრის ციება*, ანგიონევროზული შეშუპება*
ექსფოლიაციური დერმატიტი*
თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები
შარდვის გაძნელება
შარდის შეკავება
თირკმლის უკმარისობა*
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობა
დაღლილობა, პერიფერიული შეშუპება
ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები
კუნთოვანი სისუსტე*
ჰეპატობილიარული დარღვევები
ღვიძლის დარღვევა*, ღვიძლის ფუნქციის ტესტის პათოლოგია*
მეტაბოლიზმის და კვებითი დარღვევები
მადის შემცირება*
ჰიპერკალიემია*
იმუნური სისტემის დარღვევები
ანაფილაქსიური რეაქცია*
- პოსტ-მარკეტინგული დაკვირვების შედეგი
საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება
მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ ანგარიშგება პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ. ის საშუალებას იძლევა განვაგრძოთ მეთვალყურეობა სამკურნალო საშუალების სარგებლის/რისკის ბალანსის შესახებ. ჯანდაცვის მუშაკებმა უნდა შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის შესახებ:
ყვითელი ბარათის სქემის საშუალებით
ვებ.გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard ან მოძებნეთ MHRA ყვითელი ბარათი Google Play-ში ან Apple App Store-ში.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები
სოლიფენაცინის სუქცინატით გადაჭარბებულმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ანტიქოლინერგული მოქმედება. სოლიფენაცინის სუქცინატის ყველაზე მაღალი დოზა, რომელიც პაციენტმა შემთხვევით მიიღო, იყო 280 მგ 5 საათის განმავლობაში. დაფიქსირდა ფსიქიკური სტატუსის ცვლილება, რომელიც ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებდა.
მკურნალობა
სოლიფენაცინ სუქცინატით ჭარბი დოზირების შემთხვევაში, მიზანშეწონილია პაციენტის აქტივირებული ნახშირით მკურნნალობა. 1 საათის განმავლობაში სასარგებლოა კუჭის ამორეცხვა, თუმცა პირღებინების გამოწვევა - არა.
რაც შეეხება სხვა ანტიქოლინერგიულ საშუალებებს, სიმპტომების მკურნალობა ხდება შემდეგნაირად:
მწვავე ცენტრალური ანტიქოლინერგული მოქმედება, როგორიცაა ჰალუცინაციები ან აშკარა აღგზნება: მკურნალობა ფიზიოსტიგმინით ან კარბაქოლით.
კრუნჩხვები ან აშკარა აღგზნება: მკურნალობა ბენზოდიაზეპინებით.
რესპირატორული უკმარისობა: მკურნალობა ხელოვნური სუნთქვით.
ტაქიკარდია: მკურნალობა ბეტა-ბლოკატორებით.
შარდის შეკავება: მკურნალობა კათეტერიზაციით.
მიდრიაზი: მკურნალობა პილოკარპინის თვალის წვეთებით და / ან მოათავსეთ პაციენტი ბნელ ოთახში.
სხვა ანტიმუსკარინების მსგავსად, ჭარბი დოზირების შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პაციენტებს, რომელთაც აქვთ დადასტურებული QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკი (მაგ., ჰიპოკალიემია, ბრადიკარდია და სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღება, რომლებიც ცნობილია QT ინტერვალის გახანგრძლივებაზე ზემოქმედებით) და შესაბამისი უკვე არსებული გულის დაავადებები (მაგ. მიოკარდიუმის იშემია, არითმია, გულის შეგუბებითი უკმარისობა).
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა უროლოგიური საშუალებები, მათ შორის სპაზმოლიტური საშუალებები, შარდის საწინააღმდეგო სპაზმური საშუალებები.
ათქ კოდი: G04B D08
მოქმედების მექანიზმი:
სოლიფენაცინი არის კონკურენტული, სპეციფიკური ქოლინერგულ-რეცეპტორების ანტაგონისტი.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
შარდის ბუშტის აღგზნება ხდება პარასიმპათიკური ქოლინერგული ნერვებით. აცეტილქოლინი იკუმშება მომჭერ გლუვ კუნთზე მუსკარინის რეცეპტორების საშუალებით, რომელთა შორის უპირატესობად M3 ქვეტიპია ჩართული. In vitro და in vivo ფარმაკოლოგიური გამოკვლევები აჩვენებს, რომ სოლიფენაცინი წარმოადგენს მუსკარინის M3 ქვეტიპის რეცეპტორების კონკურენტულ ინჰიბიტორს. გარდა ამისა, სოლიფენაცინი წარმოადგენს სპეციფიკურ ანტაგონისტს მუსკარინის რეცეპტორებისთვის, სხვა რეცეპტორებსა და ტესტირებული იონების არხებთან მსგავსების სიმცირის ან არარსებობის გამო.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
სოლიფენაცინის 5მგ და 10 მგ დღიური დოზებით მკურნალობა შესწავლილია რამდენიმე ორმაგად-ბრმა, რანდომიზებული, კონტრორილებული კლინიკური ცდების ფარგლებში ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის მქონე მამაკაცებსა და ქალებში.
როგორც ქვემოთ მოცემულ ცხრილშია ნაჩვენები, სოლიფენაცინის როგორც 5 მგ, ისე 10 მგ დოზამ მოახდინა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება პირველადი და მეორადი საბოლოო წერტილებში(endpoints) პლაცებოსთან შედარებით. ეფექტურობა დაფიქსირდა მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში და სტაბილიზირდა 12 კვირის განმავლობაში. გრძელვადიანმა ღია-ეტიკეტირების კვლევამ აჩვენა, რომ ეფექტურობა შენარჩუნებულია მინიმუმ 12 თვის განმავლობაში. 12 კვირიანი მკურნალობის შემდეგ, შეუკავებლობის მქონე პაციენტების დაახლოებით 50% გათავისუფლდა შეუკავებლობის ეპიზოდებისგან, და გარდა ამისა, პაციენტების 35%-მა შარდდენის სიხშირე შეამცირა დღის განმავლობაში 8-ზე ნაკლებ შარდდენამდე. ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სიმპტომების მკურნალობა ასევე იწვევს სიცოცხლის ხარისხის მრავალი საზომის გაზრდას, როგორიცაა ჯანმრთელობის ზოგადი აღქმა, შეუკავებლობის გავლენა, ფუნქციური შეზღუდულობა, ფიზიკური შეზღუდულობა, სოციალური შეზღუდულობა, ემოციები, სიმპტომების სიმწვავე, სიმძიმის ზომები და ძილი/ენერგია.
ოთხი კონტრორილებადი მე-3 ფაზაზე მყოფი კვლევის შედეგები (შეჯამებული შედეგები) მკურნალობის 12 კვირიანი ხანგრძლივობით
პლაცებო
სოლიფენაცინი
5 მგ დღეში ერთხელ
სოლიფენაცინი 10 მგ დღეში ერთხელ
ტოლტეროდინი
2მგ დღეში ორჯერ
შარდდენის რაოდენობა/24 საათი
საშუალო საწყისი
საწყისიდან საშუალო შემცირება
საწყისიდან ცვლილების %
n
p-მნიშვნელობა*
- 9
- 4
(12%)
1138
- 1
- 3
(19%)
552
<0.001
- 9
- 7
(23%)
1158
<0.001
- 1
- 9
(16%)
250
- 004
გადაუდებელი ეპიზოდების რაოდენობა/24 საათი
საშუალო საწყისი
საწყისიდან საშუალო შემცირება
საწყისიდან ცვლილების %
n
p-მნიშვნელობა*
- 3
- 0
(32%)
1124
- 9
- 9
(49%)
548
< 0.001
- 2
- 4
(55%)
1151
< 0.001
5/4
- 1
(39%)
250
- 031
შეუკავებლობის ეპიზოდების რაოდენობა / 24 საათი
საშუალო საწყისი
საწყისიდან საშუალო შემცირება
საწყისიდან ცვლილების %
n
p-მნიშვნელობა*
- 9
- 1
(38%)
781
- 6
- 5
(58%)
314
< 0.001
- 9
- 8
(62%)
778
< 0.001
- 3
- 1
(48%)
157
- 009
ნოქტურიის ეპიზოდების რაოდენობა / 24 საათი
საშუალო საწყისი
საწყისიდან საშუალო შემცირება
საწყისიდან ცვლილების %
n
p-მნიშვნელობა*
- 8
- 4
(22%)
1005
- 0
- 6
(30%)
494
- 025
- 8
- 6
(33%)
1035
< 0.001
- 9
- 5
(26%)
232
- 199
დაცლილი მოცულობა/ შარდდენა
საშუალო საწყისი
საწყისიდან საშუალო შემცირება
საწყისიდან ცვლილების %
n
p-მნიშვნელობა*
166 მლ
9 მლ
(5%)
1135
146 ml
32 ml
(21%)
552
< 0.001
163 ml
43 ml
(26%)
1156
< 0.001
147 ml
24 ml
(16%)
250
< 0.001
საფენების რაოდენობა/24 საათი
საშუალო საწყისი
საწყისიდან საშუალო შემცირება
საწყისიდან ცვლილების %
n
p-მნიშვნელობა*
- 0
- 8
(27%)
238
- 8
- 3
(46%)
236
< 0.001
- 7
- 3
(48%)
242
< 0.001
- 7
- 0
(37%)
250
- 010
შენიშვნა: ცენტრალური კვლევებიდან ოთხში, 10 მგ სოლიფენაცინი და პლაცებო იყო გამოყენებული. ამ ოთხი კვლევიდან ორში, ასევე გამოყენებული იყო სოლიფენაცინის შემოგარსული 5 მგ-იანი ტაბლეტები და ერთ-ერთი კვლევა მოიცავდა 2 მგ ტოლტეროდინის შეთავაზებას. ყველა სამკურნალო ჯგუფი და პარამეტრი არ შეფასებულა თითოეულ ინდივიდუალურ კვლევაში. ამიტომ, ჩამოთვლილი პაციენტების რაოდენობა შესაძლოა იყოფოდეს პარამეტრზე ან სამკურნალო ჯგუფზე.
- p-მნიშვნელობა პლაცებოსთან წყვილთაშორისი შედარების მიხედვით.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მახასიათებლები
შეწოვა
სოლიფენაცინის სუქცინატის ტაბლეტების მიღების შემდეგ, სოლიფენაცინის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში (Cmax) მიიღწევა 3–8 საათის შემდეგ. tmax დოზისგან დამოუკიდებელია. Cmax და მრუდის ქვეშ მდებარე ტერიტორია (AUC) იზრდება დოზის პროპორციულად 5-დან 40 მგ-მდე. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 90% -ს.
საკვების მიღება გავლენას არ ახდენს სოლიფენაცინის Cmax- სა და AUC- ზე.
განაწილება
ინტრავენური შეყვანის შემდეგ სოლიფენაცინის განაწილების მოცულობაა დაახლოებით 600 ლ. სოლიფენაცინი დიდწილად (დაახლოებით 98%) უკავშირდება პლაზმის ცილებს, პირველ რიგში, α1-მჟავას გლიკოპროტეინს.
ბიოტრანსფორმაცია
სოლიფენაცინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში, პირველ რიგში ციტოქრომ P450 3A4-ით (CYP3A4). ამასთან, არსებობს მეტაბოლური ალტერნატიული გზები, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ სოლიფენაცინის მეტაბოლიზმს. სოლიფენაცინის სისტემური კლირენსია დაახლოებით 9,5 ლ/ს, ხოლო სოლიფენაცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი 45-68 სთ. პერორალური დოზირების შემდეგ, სოლიფენაცინის გარდა, პლაზმაში გამოვლენილია ერთი ფარმაკოლოგიურად აქტიური (4R- ჰიდროქსი სოლიფენაცინი) და სამი არააქტიური მეტაბოლიტი (N- გლუკურონიდი, N- ოქსიდი და 4R- ჰიდროქსი-N- ოქსიდი სოლიფენაცინი).
ელიმინაცია
10 მგ [14C-labelled]-სოლიფენაცინის ერთჯერადი მიღების შემდეგ, რადიოაქტიურობის დაახლოებით 70% გამოვლინდა შარდში და 23% განავალში 26 დღის განმავლობაში. შარდში რადიოაქტივობის დაახლოებით 11% აღდგება უცვლელი აქტიური ნივთიერების სახით; დაახლოებით 18% როგორც N- ოქსიდის მეტაბოლიტი, 9% როგორც 4R- ჰიდროქსი- N- ოქსიდი მეტაბოლიტი და 8% როგორც 4R- ჰიდროქსი მეტაბოლიტი (აქტიური მეტაბოლიტი).
წრფივი / არაწრფივი მდგომარეობა
თერაპიული დოზის ინტერვალში ფარმაკოკინეტიკა წრფივია.
სხვა განსაკუთრებული პოპულაციები
ხანდაზმულები
დოზის კორექცია საჭირო არ არის პაციენტის ასაკის გათვალისწინებით. ხანდაზმულებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სოლიფენაცინის ექსპოზიცია, გამოხატული როგორც AUC, სოლიფენაცინის სუქცინატის მიღების შემდეგ (5 მგ და 10 მგ დღეში ერთხელ) მსგავსი იყო ჯანმრთელ მოხუცებსა (65-80 წლის ასაკის) და ჯანმრთელ ახალგაზრდა სუბიექტებში (55 წელზე ნაკლები ასაკის). შთანთქმის საშუალო სიჩქარე გამოხატული tmax იყო ოდნავ ნელი და საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 20%-ით მეტი იყო ხანდაზმულ სუბიექტებში. ეს მოკრძალებული განსხვავებები არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი.
ბავშვებსა და მოზარდებში სოლიფენაცინის ფარმაკოკინეტიკა დადგენილი არ არის.
სქესი
სოლიფენაცინის ფარმაკოკინეტიკაზე სქესს ზეგავლენა არ აქვს.
რასა
სოლიფენაცინის ფარმაკოკინეტიკაზე რასას ზეგავლენა არ აქვს.
თირკმლის უკმარისობა
სოლიფენაცინის AUC და Cmax მსუბუქი და საშუალო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ჯანმრთელი მოხალისეებისგან. თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი ≤ 30 მლ/წთ), სოლიფენაცინის ზემოქმედება მნიშვნელოვნად მეტი იყო ვიდრე საკონტროლო ჯგუფთან, Cmax– ით დაახლოებით 30% –ით, AUC–ით 100% –ზე მეტი და t1/2 - ზე 60%–ით . დაფიქსირდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი კრეატინინის კლირენსსა და სოლიფენაცინის კლირენსს შორის.
ჰემოდიალიზით მკურნალობის ქვეშ მყოფ პაციენტებში სოლიფენაცინის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი (იხ. პუნქტები 4.2 და 4.3).
ღვიძლის უკმარისობა
პაციენტებში ღვიძლის ზომიერი უკმარისობით (ჩაილდ-პიუს ქულა 7-დან 9-მდე) Cmax არ მოქმედებს, AUC გაიზარდა 60% -ით და t1/2 გაორმაგდა. სოლიფენაცინის ფარმაკოკინეტიკა ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის შესწავლილი (იხ. პუნქტები 4.2 და 4.3).
პრეკლინიკური უსაფრთოხების მონაცემები
პრეკლინიკური მონაცემები ადამიანისთვის რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს არ ავლენს უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, ნაყოფიერების, ემბრიოფეტალური განვითარების, გენოტოქსიკურობის და კანცეროგენული პოტენციალის ჩვეულებრივი კვლევების საფუძველზე. თაგვებზე წინასწარი და პოსტნატალური განვითარების კვლევის დროს, ლაქტაციის პერიოდში დედის სოლიფენაცინით მკურნალობამ გამოიწვია დოზაზე დამოკიდებული მშობიარობის შემდგომი გადარჩენის მაჩვენებელი, ჩვილის წონის შემცირება და ფიზიკური განვითარების შენელება კლინიკურად შესაბამის დონეზე.
წინა კლინიკური ნიშნების გარეშე დოზასთან დაკავშირებული გაზრდილი სიკვდილიანობა დაფიქსირდა ახალგაზრდა თაგვებში, რომლებიც მკურნალობდნენ დაბადების მე-10 ან 21-ე დღიდან დოზებით, რომლებმაც მიაღწიეს ფარმაკოლოგიურ ეფექტს და ორივე ჯგუფს ჰქონდა უფრო მაღალი სიკვდილიანობა ზრდასრულ თაგვებთან შედარებით. ახალგაზრდა თაგვებში, რომლებიც მკურნალობდნენ პოსტნატალური მე-10 დღიდან, პლაზმური ექსპოზიცია უფრო მაღალი იყო, ვიდრე მოზრდილ თაგვებში. პოსტნატალური 21-ე დღიდან, სისტემური ექსპოზიცია შედარებადი იყო ზრდასრულ თაგვებთან. ახალგაზრდა თაგვებში გაზრდილი სიკვდილიანობის კლინიკური შედეგები ცნობილი არ არის.
ფარმაცევტული თვისებები
დამხმარე ნივთიერებების სია
ტაბლეტის შიგთავსი
ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზი, მაგნიუმის სტეარატი.
გარე გარსი
5 მგ: ოპადრი ყვითელი 03K520019, სუფთა წყალი.
10 მგ: ოპადრი ვარდისფერი 03K540030, სუფთა წყალი.
შეუსაბამომები
არ მიესადაგება.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი
შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
არ შეინახოთ 30˚C -ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
კონტეინერის გარეგნულობა და შემცველობა
PVC/PVdC- Alu ბლისტერული შეფუთვა
შეფუთვის ზომა: 1x10’s, 3x10’s, 10x10’s
შენიშვნა: ყველა შეფუთვის ზომა შესაძლოა არ იყოს გაყიდვაში.
უტილიზაციასთან დაკავშირებული განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები და სხვა სახის დამუშავება
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენი პროდუქტის გადაგდება უნდა მოხდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
- მწარმოებელი
“MSN Laboratories Private Limited”
„მსნ ლაბორატორის პრივატ ლიმიტედ“
Formulation Division, Unit-II, ფორმულეიშენ დივიჟენ, ერთეული-II,
Sy.No. 1277 & 1319 to 1324,
ნანდიგამა (სოფელი & მანდალი),
რანგარედის რაიონი, პინ კოდი. 509228,
ტელანგანა, ინდოეთი.
- სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
„MSN Laboratories Private Limited“
(მსნ ლაბორატორის პრივატ ლიმიტედი)
“MSN House”(„მსნ ჰაუს“), ტერიტ.No.: C-24 სანათ ნაგარი ინდუსტრიული ზონები, სანათ ნაგარი
ჰაიდერაბადი-500 018, ტელანგანა,ინდოეთი.
- მარკეტინგული ლიცენზიის ნომერი(ები)
არ არის მოცემული
- პირველი ლიცენზიის გაცემის/ლიცენზიის განახლების თარიღი
არ არის მოცემული
- ტექსტის გადახედვის თარიღი
2023 წლის ივლისი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


