პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები

ბისაკოდილი

BISACODYL

ურეცეპტოდ0,01გინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

ყაბზობის ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობა, მათ შორის ჩვეულებრივი ყაბზობა და ქრონიკული ყაბზობა მწოლიარე და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში; დიაგნოსტიკური პროცედურების, ქირურგიული და სამეანო ჩარევების წინ, ასევე ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ბისაკოდილი (bisacodyl)
ფორმა და შეფუთვა
0,01გ რექტალური სუპოზიტორია №10 (5X2)
მწარმოებელი
"Monpharm" PJSC, უკრაინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები, კონტაქტური საფაღარათო საშუალებები
ATC კოდი
A06AB02
რეგისტრაციის ნომერი
რ-041751
რეგისტრირებულია
1 აგვისტო 2024, მოქმედებს 1 აგვისტო 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
"Monpharm" PJSC (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ნიფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაბისაკოდილი და სხვა წამალი ერთად

ბისაკოდილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ყაბზობის ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობა, მათ შორის ჩვეულებრივი ყაბზობა და ქრონიკული ყაბზობა მწოლიარე და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში; დიაგნოსტიკური პროცედურების, ქირურგიული და სამეანო ჩარევების წინ, ასევე ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი განკუთვნილია რექტალური გამოყენებისთვის. სუპოზიტორიის გამოყენებამდე, ამოიღეთ იგი სტრიპიდან.

ბისაკოდილი გამოიყენება მხოლოდ ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ: 1 სუპოზიტორია დღეში ერთხელ, ჩვეულებრივ დილით.

მკურნალობა გრძელდება არაუმეტეს 7 დღისა.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ბისაკოდილისა და სამკურნალო საშუალების სხვა კომპონენტების მიმართ. ნაწლავის გაუვალობა.

მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე დაავადებები, მათ შორის აპენდიციტი და მწვავე ანთებითი დაავადებები.

ნაწლავის დაავადება.

გულისრევასთან და ღებინებასთან ასოცირებული მუცლის ძლიერი ტკივილი, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ზემოთ ჩამოთვლილ სერიოზულ მდგომარეობებზე.

მძიმე დეჰიდრატაცია.

ანალური ნაპრალები ან წყლულოვანი პროქტიტი ლორწოვანი გარსის დაზიანებით.

სათანადო უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას

მკურნალობის ხანგრძლივობა

სხვა საფაღარათო საშუალებების მსგავსად, ბისაკოდილის გამოყენება არ შეიძლება 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში უწყვეტად, ყაბზობის მიზეზის დადგენის გარეშე. სამკურნალო საშუალების ხანგრძლივმა და ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტების და სითხის ბალანსის დარღვევა, ასევე ჰიპოკალიემია.

სითხის დაკარგვა ნაწლავებში

ნაწლავური სითხის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება, რომლის სიმპტომებიც შეიძლება მოიცავდეს წყურვილს და ოლიგურიას. პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ ნაწლავური სითხის დაკარგვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საშიში გაუწყლოება (მაგ., თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები, ხანდაზმული ასაკის ავადმყოფები), ბისაკოდილის მიღება უნდა შეწყდეს და ხელახლა დაინიშნოს მხოლოდ კონტროლის ქვეშ (იხ. პარაგრაფი „გვერდითი რეაქციები“).

საჭმლის მონელების დარღვევა

ბისაკოდილის გამოყენების შემდეგ აღინიშნა მუცლის ტკივილის და სისხლიანი დიარეის ცალკეული შემთხვევები. ცალკეული შემთხვევები დაკავშირებული იყო მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის იშემიასთან. ზოგიერთ ავადმოყოფს შეიძლება აღენიშნებოდეს სისხლი განავალში, რაც, როგორც წესი, მსუბუქი ხასიათისაა და არ საჭიროებს მკურნალობას.

თავბრუსხვევა, სინკოპე

ბისაკოდილის მიმღებ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა და/ან სინკოპე. ამ შემთხვევების შესახებ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს მოვლენები დაკავშირებულია დეფეკაციურ სინკოპესთან (ან სინკოპე, რომელიც დაკავშირებულია დეფეკაციის დროს დაძაბვასთან) ან მუცლის ტკივილზე ვაზოვაგალურ რეაქციასთან, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ყაბზობასთან და ყოველთვის არ იყოს დაკავშირებული ბისაკოდილის გამოყენებასთან, როგორც ასეთი.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ბისაკოდილის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ასთენია, გამოიწვიოს ორთოსტატული ჰიპოტენზია და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევები, რაც დაკავშირებულია სითხისა და ელექტროლიტების დაკარგვასთან.

ადგილობრივი რეაქციები

სუპოზიტორების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს მტკივნეული შეგრძნებები და ადგილობრივი გაღიზიანება, განსაკუთრებით ანალური ნაპრალების და წყლულოვანი პროქტიტის არსებობისას.

არ უწყობს ხელს სხეულის მასის დაკლებას.

მყარმა ცხიმმა შეიძლება შეამციროს ლატექსის პროდუქტების (პრეზერვატივის) ეფექტურობა.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ბისაკოდილი აძლიერებს საგულე გლიკოზიდების ეფექტს შრატში კალიუმის დონის შემცირების გამო. ის ასევე აძლიერებს დიურეზული საშუალებებისა და გლუკოკორტიკოიდების კალიუმურეზულ მოქმედებას.

ბისაკოდილის და სხვა საფაღარათო საშუალებების ერთად გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს გვერდითი რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ბისაკოდილის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი არ აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. ორსულ ქალებში საკმარისი კონტროლირებადი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების გამოცდილებამ ორსულობის დროს რაიმე გვერდითი მოვლენები არ გამოავლინა.

ბისაკოდილის გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი არ აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს და მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, გამოიყოფა თუ არა ბისაკოდილი დედის რძეში.

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.

რეაქციის სიჩქარეზე გავლენის მოხდენის უნარი სატრანსპორტო საშუალების მართვისას ან სხვა მექანიზმების გამოყენებისას.

არ ჩატარებულა კვლევები სამკურნალო საშუალების მიერ რეაქციის დროზე ზემოქმედების უნარის შესასწავლად სატრანსპორტო საშუალების მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს. თუმცა, პაციენტებს უნდა ეცნობოთ, რომ თავბრუსხვევის და/ან სინკოპეს გამოვლენი რისკის გამო, თავი უნდა შეიკავონ სატრანსპორტო საშუალების მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობისგან.

ბავშვები

პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვების სამკურნალოდ.

გვერდითი მოვლენები

იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობა და ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური რეაქციები.

მეტაბოლიზმისა და საჭმლის მონელების დარღვევების მხრივ: დეჰიდრატაცია.

ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, სინკოპე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისკომფორტი, ტკივილი, მუცლის სპაზმები, გულისრევა და დიარეა, სისხლი განავალში, ღებინება, აბდომინალური დისკომფორტი, ანორექტალური დისკომფორტი, კოლიტი, მათ შორის იშემიური კოლიტი.

ადგილობრივი რეაქციები: რეაქციები შეყვანის ადგილას, მათ შორის მტკივნეული შეგეძნებები, გაღიზიანებადობა.

ჭარბი დოზა

ბისაკოდილის მაღალი დოზების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, აბდომინალური სპაზმები და კალიუმის და ელექტროლიტების კლინიკურად მნიშვნელოვანი დაკარგვა.

საფაღარათო საშუალებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დიარეა, აბდომინალური ტკივილი, ჰიპოკალიემია, მეორადი ჰიპერალდოსტერონიზმი და ნეფროლითიაზი. მიღებულია შეტყობინებები თირკმლის მილაკების დაზიანების, მეტაბოლური ალკალოზის და ჰიპოკალიემიის შედეგად გამოწვეული კუნთების სისუსტის შესახებ.

მკურნალობა: სითხით ჩამნაცვლებელი თერაპია და ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია (განსაკუთრებით ჰიპოკალიემიის შემთხვევაში). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ხანდაზმული, ასევე ახალგაზრდა პაციენტებისთვის. შესაძლოა დაინიშნოს სპაზმოლიზური საშუალებები.

შენახვის პირობები

3 წელი.

შენახვის პირობები: ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 15°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

შეფუთვა: 5 სუპოზიტორია თითო სტრიპში. 2 სტრიპი კოლოფში.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კონტაქტური საფაღარათო საშუალებები.

ათქ კოდი: A06A B02.

ბისაკოდილი არის საფაღარათო საშუალება, რომელიც ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით ან ლორწქვეშა შრისა და ლორწოვანი გარსის ნერვული წნულების ნერვული დაბოლოებების პირდაპირი სტიმულირებით. ბისაკოდილი ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და თვითონ მოქმედებს ელექტროლიტების შეწოვაზე. შედეგად, მომატებული ოსმოსური წნევა ნაწლავის სანათურში ინარჩუნებს წყლის უმეტეს ნაწილს, რაც იწვევს განავლის დარბილებას და ხელს უწყობს მის გავლას მსხვილ ნაწლავში. გარდა ამისა, იზრდება განავლის მოცულობა, რაც ასტიმულირებს პერისტალტიკას და ხელს უწყობს დეფეკაციას.

მსხვილი ნაწლავის ბაქტერიული ფერმენტები ბისაკოდილს ამეტაბოლიზირებენ აქტიურ ნაერთ - დიფენოლად, რომელიც ღვიძლიში პირველადი გავლის დროს ექვემდებარება კონიუგაციას გლუკურონის მჟავით ან გოგირდმჟავით და ბრუნდება ნაწლავში ენტეროჰეპატური ცირკულაციის გზით. ეს პროცესი ახანგრძლივებს პრეპარატის მოქმედებას.

პრეპარატის მოქმედება იწყება გამოყენებიდან პირველი საათის განმავლობაში.

ბისაკოდილის შეწოვა ინტრარექტალური შეყვანის შემდეგ მინიმალურია. შეწოვილი ბისაკოდილი ღვიძლში განიცდის დეაცეტილირებას ფენოლის წარმოებულის წარმოქმნით, რომელიც შემდგომში გამოიყოფა შარდით. მსხვილ ნაწლავში დარჩენილი პრეპარატი გამოიყოფა განავლით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების შესახებ

ბისაკოდილი

(Bisacodyl)

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: ბისაკოდილი;

1 სუპოზიტორია შეიცავს 0.01 გ (10 მგ) ბისაკოდილს;

დამხმარე ნივთიერებები: მყარი ცხიმი.

წამლის ფორმა: რექტალური სუპოზიტორები.

სუპოზიტორები თეთრი ან თეთრი ოდნავ მოყვითალო ელფერით.

მწარმოებლის დასახელება და ადგილმდებარეობა

სსს „მონფარმი“, უკრაინა, 19161, ჩერკასის ოლქი, უმანის რაიონი, სოფელი ავრამოვკა, ზავოდსკაიას ქუჩა, 8.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კონტაქტური საფაღარათო საშუალებები.

ათქ კოდი: A06A B02.

ბისაკოდილი არის საფაღარათო საშუალება, რომელიც ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით ან ლორწქვეშა შრისა და ლორწოვანი გარსის ნერვული წნულების ნერვული დაბოლოებების პირდაპირი სტიმულირებით. ბისაკოდილი ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და თვითონ მოქმედებს ელექტროლიტების შეწოვაზე. შედეგად, მომატებული ოსმოსური წნევა ნაწლავის სანათურში ინარჩუნებს წყლის უმეტეს ნაწილს, რაც იწვევს განავლის დარბილებას და ხელს უწყობს მის გავლას მსხვილ ნაწლავში. გარდა ამისა, იზრდება განავლის მოცულობა, რაც ასტიმულირებს პერისტალტიკას და ხელს უწყობს დეფეკაციას.

მსხვილი ნაწლავის ბაქტერიული ფერმენტები ბისაკოდილს ამეტაბოლიზირებენ აქტიურ ნაერთ - დიფენოლად, რომელიც ღვიძლიში პირველადი გავლის დროს ექვემდებარება კონიუგაციას გლუკურონის მჟავით ან გოგირდმჟავით და ბრუნდება ნაწლავში ენტეროჰეპატური ცირკულაციის გზით. ეს პროცესი ახანგრძლივებს პრეპარატის მოქმედებას.

პრეპარატის მოქმედება იწყება გამოყენებიდან პირველი საათის განმავლობაში.

ბისაკოდილის შეწოვა ინტრარექტალური შეყვანის შემდეგ მინიმალურია. შეწოვილი ბისაკოდილი ღვიძლში განიცდის დეაცეტილირებას ფენოლის წარმოებულის წარმოქმნით, რომელიც შემდგომში გამოიყოფა შარდით. მსხვილ ნაწლავში დარჩენილი პრეპარატი გამოიყოფა განავლით.

გამოყენების ჩვენებები

ყაბზობის ხანმოკლე სიმპტომური მკურნალობა, მათ შორის ჩვეულებრივი ყაბზობა და ქრონიკული ყაბზობა მწოლიარე და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში; დიაგნოსტიკური პროცედურების, ქირურგიული და სამეანო ჩარევების წინ, ასევე ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ბისაკოდილისა და სამკურნალო საშუალების სხვა კომპონენტების მიმართ. ნაწლავის გაუვალობა.

მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე დაავადებები, მათ შორის აპენდიციტი და მწვავე ანთებითი დაავადებები.

ნაწლავის დაავადება.

გულისრევასთან და ღებინებასთან ასოცირებული მუცლის ძლიერი ტკივილი, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ზემოთ ჩამოთვლილ სერიოზულ მდგომარეობებზე.

მძიმე დეჰიდრატაცია.

ანალური ნაპრალები ან წყლულოვანი პროქტიტი ლორწოვანი გარსის დაზიანებით.

სათანადო უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას

მკურნალობის ხანგრძლივობა

სხვა საფაღარათო საშუალებების მსგავსად, ბისაკოდილის გამოყენება არ შეიძლება 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში უწყვეტად, ყაბზობის მიზეზის დადგენის გარეშე. სამკურნალო საშუალების ხანგრძლივმა და ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტების და სითხის ბალანსის დარღვევა, ასევე ჰიპოკალიემია.

სითხის დაკარგვა ნაწლავებში

ნაწლავური სითხის დაკარგვამ შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება, რომლის სიმპტომებიც შეიძლება მოიცავდეს წყურვილს და ოლიგურიას. პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ ნაწლავური სითხის დაკარგვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საშიში გაუწყლოება (მაგ., თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები, ხანდაზმული ასაკის ავადმყოფები), ბისაკოდილის მიღება უნდა შეწყდეს და ხელახლა დაინიშნოს მხოლოდ კონტროლის ქვეშ (იხ. პარაგრაფი „გვერდითი რეაქციები“).

საჭმლის მონელების დარღვევა

ბისაკოდილის გამოყენების შემდეგ აღინიშნა მუცლის ტკივილის და სისხლიანი დიარეის ცალკეული შემთხვევები. ცალკეული შემთხვევები დაკავშირებული იყო მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის იშემიასთან. ზოგიერთ ავადმოყოფს შეიძლება აღენიშნებოდეს სისხლი განავალში, რაც, როგორც წესი, მსუბუქი ხასიათისაა და არ საჭიროებს მკურნალობას.

თავბრუსხვევა, სინკოპე

ბისაკოდილის მიმღებ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა და/ან სინკოპე. ამ შემთხვევების შესახებ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს მოვლენები დაკავშირებულია დეფეკაციურ სინკოპესთან (ან სინკოპე, რომელიც დაკავშირებულია დეფეკაციის დროს დაძაბვასთან) ან მუცლის ტკივილზე ვაზოვაგალურ რეაქციასთან, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ყაბზობასთან და ყოველთვის არ იყოს დაკავშირებული ბისაკოდილის გამოყენებასთან, როგორც ასეთი.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ბისაკოდილის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ასთენია, გამოიწვიოს ორთოსტატული ჰიპოტენზია და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევები, რაც დაკავშირებულია სითხისა და ელექტროლიტების დაკარგვასთან.

ადგილობრივი რეაქციები

სუპოზიტორების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს მტკივნეული შეგრძნებები და ადგილობრივი გაღიზიანება, განსაკუთრებით ანალური ნაპრალების და წყლულოვანი პროქტიტის არსებობისას.

არ უწყობს ხელს სხეულის მასის დაკლებას.

მყარმა ცხიმმა შეიძლება შეამციროს ლატექსის პროდუქტების (პრეზერვატივის) ეფექტურობა.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები

გამოყენება ორსულობისა ან ძუძუთი კვების დროს.

ბისაკოდილის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი არ აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. ორსულ ქალებში საკმარისი კონტროლირებადი კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების გამოცდილებამ ორსულობის დროს რაიმე გვერდითი მოვლენები არ გამოავლინა.

ბისაკოდილის გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი არ აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს და მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, გამოიყოფა თუ არა ბისაკოდილი დედის რძეში.

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.

რეაქციის სიჩქარეზე გავლენის მოხდენის უნარი სატრანსპორტო საშუალების მართვისას ან სხვა მექანიზმების გამოყენებისას.

არ ჩატარებულა კვლევები სამკურნალო საშუალების მიერ რეაქციის დროზე ზემოქმედების უნარის შესასწავლად სატრანსპორტო საშუალების მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს. თუმცა, პაციენტებს უნდა ეცნობოთ, რომ თავბრუსხვევის და/ან სინკოპეს გამოვლენი რისკის გამო, თავი უნდა შეიკავონ სატრანსპორტო საშუალების მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობისგან.

ბავშვები

პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვების სამკურნალოდ.

გამოყენების წესი და დოზები

პრეპარატი განკუთვნილია რექტალური გამოყენებისთვის. სუპოზიტორიის გამოყენებამდე, ამოიღეთ იგი სტრიპიდან.

ბისაკოდილი გამოიყენება მხოლოდ ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ: 1 სუპოზიტორია დღეში ერთხელ, ჩვეულებრივ დილით.

მკურნალობა გრძელდება არაუმეტეს 7 დღისა.

დოზის გადაჭარბება

ბისაკოდილის მაღალი დოზების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, აბდომინალური სპაზმები და კალიუმის და ელექტროლიტების კლინიკურად მნიშვნელოვანი დაკარგვა.

საფაღარათო საშუალებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დიარეა, აბდომინალური ტკივილი, ჰიპოკალიემია, მეორადი ჰიპერალდოსტერონიზმი და ნეფროლითიაზი. მიღებულია შეტყობინებები თირკმლის მილაკების დაზიანების, მეტაბოლური ალკალოზის და ჰიპოკალიემიის შედეგად გამოწვეული კუნთების სისუსტის შესახებ.

მკურნალობა: სითხით ჩამნაცვლებელი თერაპია და ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია (განსაკუთრებით ჰიპოკალიემიის შემთხვევაში). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ხანდაზმული, ასევე ახალგაზრდა პაციენტებისთვის. შესაძლოა დაინიშნოს სპაზმოლიზური საშუალებები.

გვერდითი ეფექტები

იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობა და ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური რეაქციები.

მეტაბოლიზმისა და საჭმლის მონელების დარღვევების მხრივ: დეჰიდრატაცია.

ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, სინკოპე.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისკომფორტი, ტკივილი, მუცლის სპაზმები, გულისრევა და დიარეა, სისხლი განავალში, ღებინება, აბდომინალური დისკომფორტი, ანორექტალური დისკომფორტი, კოლიტი, მათ შორის იშემიური კოლიტი.

ადგილობრივი რეაქციები: რეაქციები შეყვანის ადგილას, მათ შორის მტკივნეული შეგეძნებები, გაღიზიანებადობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახები

ბისაკოდილი აძლიერებს საგულე გლიკოზიდების ეფექტს შრატში კალიუმის დონის შემცირების გამო. ის ასევე აძლიერებს დიურეზული საშუალებებისა და გლუკოკორტიკოიდების კალიუმურეზულ მოქმედებას.

ბისაკოდილის და სხვა საფაღარათო საშუალებების ერთად გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს გვერდითი რეაქციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები: ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 15°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

შეფუთვა: 5 სუპოზიტორია თითო სტრიპში. 2 სტრიპი კოლოფში.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა