ბისაკოდილი-ნეო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ბისაკოდილს. ის მიეკუთნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება საფაღარათო საშუალებები. ბისაკოდილი-ნეო გამოიყენება ჩვეულებრივი ყაბზობის ხანმოკლე მკურნალობისათვის. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბისაკოდილი (bisacodyl)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №100 (10X10)
- მწარმოებელი
- GPAX Pharmaceuticals Private Ltd, ინდოეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები, კონტაქტური საფაღარათო საშუალებები
- ATC კოდი
- A06AB02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044683
- რეგისტრირებულია
- 29 იანვარი 2026, მოქმედებს 29 იანვარი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Hindaz Corporation LLP (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- ეთერ ჯაფარიძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბისაკოდილი ნეო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბისაკოდილი-ნეო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ბისაკოდილს. ის მიეკუთნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება საფაღარათო საშუალებები.
ბისაკოდილი-ნეო გამოიყენება ჩვეულებრივი ყაბზობის ხანმოკლე მკურნალობისათვის.
ბისაკოდილი-ნეოს გამოყენება ასევე შესაძლებელია საავადმყოფოში ნაწლავების დასაცლელად მშობიარობამდე, ოპერაციამდე ან რადიოლოგიურ კვლევებამდე
ბისაკოდილი-ნეო იწვევს ნაწლავის (მსხვილი ნაწლავის) მუსკულატურის ნაზად სტიმულირებას, რაც იწვევს ღამის განმავლობაში ყაბზობისგან გათავისუფლებას.
ბისაკოდილი-ნეო 5 მგ კუჭის წვენის მიმართ რეზისტენტული ტაბლეტები წარმოადგენენ ნაწლავში ხსნად ტაბლეტებს, რომლებიც დაფარულია სპეციალური გარსით, რაც ხელს უწყობს პრეპარატის მოქმედებას გამიზნულად.
ბისაკოდილი-ნეო 5 მგ კუჭის წვენის მიმართ რეზისტენტული ტაბლეტები არ უწყობს ხელს წონის დაკლებას.
რა არის ყაბზობა?
ნორმალური და რეგულარული ნაწლავური მოქმედება მნიშვნელოვანია ადამიანების უმეტესობისთვის.
თუმცა, ეს „ნორმალური და რეგულარული“ მდგომარეობა განსხვავდება თითოეულ ინდივიდში. ზოგიერთ ადამიანს ყოველდღიურად აქვს ნაწლავური მოქმედება, ზოგს კი ნაკლებად ხშირად. ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია ნაწლავის რეგულარული მოქმედება.
ყაბზობა ზოგიერთი ადამიანისთვის შემთხვევითი პრობლემაა. სხვებში კი ეს შეიძლება უფრო ხშირად აღინიშნებოდეს.
ეს ხდება მაშინ, როდესაც ნაწლავში (მსხვილი ნაწლავი) ნორმალური კუნთების აქტივობა შენელდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ნივთიერება ორგანიზმიდან ადვილად არ გამოიდევნება.
ყაბზობის გამომწვევი მიზეზი ხშირად უცნობია. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს შემდეგი მდგომარეობებით:
კვების რაციონის უეცარი ცვლილებები
დაბალბოჭკოვანი დიეტა
ნაწლავის კუნთების ტონუსის დაკარგვა ხანდაზმულ ადამიანებში
მიღების წესი და დოზირება
ყაბზობის ხანმოკლე მკურნალობა
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1-დან 2 შემოგარსულ ტაბლეტამდე (5–10 მგ) დღეში.
რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება ყველაზე დაბალი დოზით. რეგულარული ნაწლავის მოქმედების მისაღწევად, დოზის გაზრდა შესაძლებელია რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზამდე. არ უნდა გადააჭარბოთ მაქსიმალურ დღიურ დოზას.
ყაბზობის მკურნალობისას, დოზა უნდა შემცირდეს რეგულარული შეკრულობის აღდგენისთანავე და, როგორც წესი, მისი მიღება შეიძლება შეწყდეს.
ბისაკოდილის 5 მგ კუჭის წვენის მიმართ რეზისტენტული ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
მიღების წესი
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად.
გარსით დაფარული ტაბლეტები არ უნდა მიიღოთ ისეთ პროდუქტებთან ერთად, რომლებიც ამცირებენ ზედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მჟავიანობას, როგორიცაა რძე, ანტაციდები ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, რათა თავიდან იქნას აცილებული ნაწლავში ხსნადი გარსის ნაადრევი გახსნა.
არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია ამ პროდუქტის ხანდაზმულებში გამოყენების შესახებ. კლინიკურ კვლევებში მონაწილეობდნენ 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები და ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის სპეციფიკური გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.
უკუჩვენებები
გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბისაკოდილი-ნეოს ან ამ პროდუქტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხილეთ ნაწილი 6: შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია).
გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ ან მონელების გართულება (რადგან ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზის მცირე რაოდენობას).
აღინიშნება ძლიერი დეჰიდრატაცია.
გაქვთ ნაწლავების დაავადება, რომელსაც ეწოდება ილეუსი (ნაწლავის ბლოკადა).
გაქვთ მუცლის სერიოზული დაავადება, როგორიცაა აპენდიციტი.
გაქვთ მუცლის ძლიერი ტკივილი გულისრევით და ღებინებით.
გაქვთ ნაწლავის გაუვალობა (ნაწლავის ობსტრუქცია).
გაქვთ ნაწლავის (წვრილი ან მსხვილი ნაწლავის) ანთება.
არ მიიღოთ ეს მედიკამენტი, თუ ზემოთ აღნიშნულიდან რომელიმე გეხებათ თქვენ. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
ხელს უწყობს თუ არა ეს მედიკამენტი წონაში დაკლებას?
მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები (მათ შორის ბისაკოდილი) არ უწყობს ხელს წონის დაკლებას. ისინი არ ამცირებენ კალორიების ან საკვები ნივთიერებების შეწოვას. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ წყლიანი განავალი (დიარეა), მუცლის სპაზმები და გაუწყლოება. გაუწყლოებამ შეიძლება წონის დაკლების იმიტაცია მოახდინოს.
საფაღარათო საშუალებების ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას შემდეგი გზით:
ელექტროლიტური და მინერალური დისბალანსი. ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი და ფოსფორი ელექტროლიტები და მინერალებია, რომლებიც ძალიან კონკრეტული რაოდენობითაა წარმოდგენილი და აუცილებელია ნერვებისა და კუნთების, მათ შორის მსხვილი ნაწლავისა და გულის, სათანადო ფუნქციონირებისთვის. ამ დელიკატური ბალანსის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ამ სასიცოცხლო ორგანოების დისფუნქცია.
მძიმე დეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს კანკალი, სისუსტე, მხედველობის დაბინდვა, გონების დაკარგვა, თირკმლის დაზიანება და, უკიდურეს შემთხვევაში, სიკვდილი. დეჰიდრატაცია ხშირად მოითხოვს სამედიცინო მკურნალობას.
თავიდან უნდა იქნას აცილებული საფაღარათო საშუალებების ჭარბი გამოყენება, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს ნაწლავების ფუნქცია.
სიფრთხილის ზომები
ბისაკოდილი-ნეოს მიღებამდე მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ბისაკოდილ-ნეომ შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი სხვა მედიკამენტის მოქმედებაზე. სხვა მედიკამენტებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ბისაკოდილ-ნეოს მოქმედებაზე.
კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს:
შარდმდენი ტაბლეტები (დიურეზულები), როგორიცაა ბენდროფლუაზიდი ან ფუროსემიდი (ფრუსემიდი)
სტეროიდული პრეპარატები, როგორიცაა პრედნიზოლონი.
სხვა საფაღარათო საშუალებები.
თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პირობა, ბისაკოდილ-ნეო 5 მგ კუჭის წვენის მიმართ რეზისტენტული ტაბლეტების მიღებამდე მიმართეთ ფარმაცევტს ან ექიმს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მედიკამენტები, როგორიცაა მორფინი ან კოდეინი
ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი
ვარჯიშის ნაკლებობა
გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, ყაბზობა შეიძლება არასასიამოვნო იყოს. მან შეიძლება გამოიწვიოს სისავსის შეგრძნება, შებერილობა ან ზოგადი დისკომფორტი. ზოგჯერ ის თავის ტკივილსაც იწვევს.
შეკრულობის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, დაიცვათ შემდეგი ჯანმრთელობის რჩევები:
მიირთვით დაბალანსებული კვება, მათ შორის ახალი ხილი და ბოსტნეული.
დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად.
შეინარჩუნეთ ვარჯიშის რეჟიმი და განაგრძეთ მოძრაობა.
დაუთმეთ დრო ნაწლავების დაცლას, როდესაც თქვენი სხეული მოითხოვს ამას.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ზოგიერთ ადამიანს ამ პრეპარატის მიღების დროს შეიძლება აღენიშნოს თავბრუსხვევა ან სისუსტის შეგრძნება. ასეთი ეფექტების გამოვლენის დროს არ უნდა მართოთ ავტომობილი ან სხვა მექანიზმებით, სანამ არ გაქრება ეს შეგრძნებები.
ბისაკოდილი-ნეო 5 მგ კუჭის წვენის მიმართ რეზისტენტული ტაბლეტები შეიცავენ ლაქტოზას.
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
- როგორ მიიღოთ ბისაკოდილ-ნეო
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც გირჩიათ ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორც ყველა საფაღარათო საშუალება, Bisacodyl-NEO არ უნდა მიიღოთ უწყვეტად ყოველდღე 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ შეკრულობა გრძელდება, მიმართეთ ექიმს.
რამდენი უნდა მიიღოთ
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
მიიღეთ 1–2 ტაბლეტი (5–10 მგ) დღეში ერთხელ.
რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება ერთი ტაბლეტით.
საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 2 ტაბლეტამდე დღეში.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
როდესაც ნაწლავების მოქმედება ნორმალიზდება, დოზა უნდა შემცირდეს და მკურნალობა ჩვეულებრივ შეიძლება შეწყდეს.
12 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები
Bisacodyl-NEO 5 მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტები არ უნდა გამოიყენებოდეს 12 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
ამ პრეპარატის მიღება
მიიღეთ ტაბლეტები პერორალურად .
გადაყლაპეთ ტაბლეტები მთლიანად, წყლის საკმარისი რაოდენობით.
არ დაღეჭოთ და არ დაფშვნათ ტაბლეტები.
არ მიიღოთ ტაბლეტები რძესთან, ანტაციდებთან ან კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელ პრეპარატებთან ერთად (მაგალითად, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან), რადგან ამან შეიძლება დააზიანოს ტაბლეტის დამცავი გარსი.
გვერდითი მოვლენები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ბისაკორილი-ნეოს გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში. ამ მედიკამენტის გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)
თუ გაქვთ მწვავე ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
მწვავე ალერგიული რეაქციები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სახის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება ან თავბრუსხვევა.
კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება მუცლის ტკივილით და დიარეით)
დეჰიდრატაცია
ალერგიული რეაქციები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი
გონების დაკარგვა
არახშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)
სისხლიანი განავალი
ღებინება
მუცლის დისკომფორტი
დისკომფორტი სწორ ნაწლავში და მის გარშემო
თავბრუსხვევა
ხშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)
აბდომინალური სპაზმები ან ტკივილი
დიარეა
გულისრევა
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ შენიშნავთ ნებისმიერი სახის გვერდით ეფექტს, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
მაღალი დოზების მიღებისას შეიძლება განვითარდეს წყლიანი განავალი (დიარეა), მუცლის სპაზმები და კლინიკურად მნიშვნელოვანი სითხის, კალიუმის და სხვა ელექტროლიტების დაკარგვა.
საფაღარათო საშუალებების ქრონიკულმა ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დიარეა, მუცლის ტკივილი, ჰიპოკალიემია, მეორადი ჰიპერალდოსტერონიზმი და თირკმლის კენჭები. ასევე აღწერილია თირკმლის მილაკების დაზიანება, მეტაბოლური ალკალოზი და ჰიპოკალიემიით გამოწვეული კუნთების სისუსტე, რაც დაკავშირებულია საფაღარათო საშუალებების ქრონიკულ ბოროტად გამოყენებასთან.
თერაპია
ბისაკოდილის 5 მგ კუჭის წვენის მიმართ რეზისტენტული ტაბლეტების პერორალური ფორმების მიღების შემდეგ, შეწოვის მინიმუმამდე დაყვანა ან თავიდან აცილება შესაძლებელია ღებინების გამოწვევით ან კუჭის ამორეცხვით. შესაძლოა საჭირო გახდეს სითხეების შევსება და ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულებსა და ახალგაზრდებში. სპაზმოლიზური საშუალებების მიღება შეიძლება სასარგებლო იყოს.
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ბისაკოდილ-ნეოს აქტიური ინგრედიენტის სახით.
დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ნაწილობრივ პრეგელატინიზებული სიმინდის სახამებელი, გლიცეროლი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ჰიპრომელოზა, ტრიეთილციტრატი, მეტაკრილის მჟავა-ეთილაკრილატის კოპოლიმერი, მაკროგოლი 400, ყვითელი რკინის ოქსიდი.
ბისაკოდილი-ნეოს 5 მგ კუჭის წვენის მიმართ რეზისტენტული ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ბისაკოდილი-ნეო 5 მგ კუჭის წვენის მიმართ რეზისტენტული ტაბლეტები არის ყვითელი, მრგვალი, ორმხრივად ამოზნექილი, ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები ორივე მხრიდან გლუვი ზედაპირით.
ბისაკოდილ-ნეო 5 მგ კუჭის წვენის მიმართ მდგრადი ტაბლეტები მოწოდებულია შემდეგი ფორმით:
ბლისტერები დამზადებულია PVC/PVDC-სა და ალუმინის ფოლგისგან. (10 x 10 ცალი).
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ მიიღოთ ბისაკოდილი-ნეო 5 მგ კუჭის წვენის მიმართ რეზისტენტული ტაბლეტები ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია შეფუთვის კოლოფზე ან ბლისტერზე. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ინახება არაუმეტეს 25 °C ტემპერატურის პირობებში საწყის შეფუთვაში.
ბლისტერები შეინახეთ საწყის კოლოფში.
მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ATC კოდი: A06AB02
ბისაკოდილი არის ადგილობრივი მოქმედების საფაღარათო საშუალება დიფენილმეთანის წარმოებულების ჯგუფიდან ორმაგი მოქმედებით. როგორც კონტაქტური საფაღარათო საშუალება, რომლის ანტირეზორბციული ჰიდრაგოზული ეფექტებიც აღწერილია, ბისაკოდილი ასტიმულირებს როგორც მსხვილი ნაწლავის, ასევე სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსს მსხვილ ნაწლავში ჰიდროლიზის შემდეგ. მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის სტიმულაცია იწვევს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკის გაძლიერებას და ხელს უწყობს წყლის და, შესაბამისად, ელექტროლიტების დაგროვებას მსხვილი ნაწლავის სანათურში. ეს იწვევს ნაწლავის მოძრაობის სტიმულაციას, ტრანზიტის დროის შემცირებას და განავლის დარბილებას. სწორი ნაწლავის სტიმულაცია იწვევს ნაწლავის მოძრაობის გაძლიერებას და სწორ ნაწლავში სისავსის შეგრძნებას. რექტალური ეფექტი შეიძლება ხელს უწყობდეს ნაწლავის ,,მოქმედების მზადყოფნის“ აღდგენას, მაგრამ მისი კლინიკური მნიშვნელობა ჯერ გაურკვეველია.
მსხვილ ნაწლავზე მოქმედი საფაღარათო საშუალების სახით, ბისაკოდილი სპეციფიკურად ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილში ბუნებრივი დაცლის პროცესს. ამიტომ, ბისაკოდილი არაეფექტურია წვრილ ნაწლავში კალორიების ან აუცილებელი საკვები ნივთიერებების მონელების ან შეწოვის ცვლილების თვალსაზრისით.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
პერორალური ან რექტალური მიღების შემდეგ, ბისაკოდილი სწრაფად ჰიდროლიზდება აქტიურ ინგრედიენტად ბის-(p-ჰიდროქსიფენილ)-პირიდილ-2-მეთანად (BHPM), ძირითადად ნაწლავის ლორწოვან გარსში არსებული ესთერაზების მიერ.
კუჭის წვენის მიმართ რეზისტენტული ტაბლეტის სახით მიღებისას, BHPM-ის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში დაფიქსირდა მიღებიდან 4-10 საათის შემდეგ, ხოლო საფაღარათო ეფექტი გამოვლინდა მიღებიდან 6-12 საათის შემდეგ.
ამის საპირისპიროდ, სუპოზიტორიის სახით მიღების შემდეგ, საფაღარათო ეფექტი საშუალოდ მიღებიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ვითარდებოდა; ზოგიერთ შემთხვევაში, ეს მიღებიდან 45 წუთის შემდეგ ვითარდებოდა. BHPM-ის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწეოდა სუპოზიტორიის სახით მიღებიდან 0.5–3 საათის შემდეგ. ამრიგად, ბისაკოდილის საფაღარათო ეფექტი არ კორელირებს BHPM-ის პლაზმურ დონესთან. სამაგიეროდ, BHPM მოქმედებს ადგილობრივად ქვედა ნაწლავში და არ არსებობს კავშირი საფაღარათო ეფექტსა და აქტიური ინგრედიენტის პლაზმურ დონეს შორის. ამ მიზეზით, ბისაკოდილის შემოგარსული ტაბლეტები ისეა შემუშავებული, რომ მდგრადი იყოს კუჭისა და წვრილი ნაწლავის წვენის მიმართ. ეს იწვევს პრეპარატის მნიშვნელოვან გამოთავისუფლებას მსხვილ ნაწლავში, რომელიც არის მოქმედების სასურველი ადგილი.
პერორალური და რექტალური მიღების შემდეგ, პრეპარატის მხოლოდ მცირე რაოდენობა შეიწოვება და თითქმის მთლიანად კონიუგირებულია არააქტიურ BHPM გლუკურონიდთან ნაწლავის კედელსა და ღვიძლში. BHPM გლუკურონიდის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 16.5 საათია. ბისაკოდილის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღების შემდეგ, დოზის საშუალოდ 51.8% აღინიშნა თავისუფალი BHPM-ის სახით განავალში და დოზის საშუალოდ 10.5% აღინიშა BHPM გლუკურონიდის სახით შარდში.
სუპოზიტორიის სახით მიღების შემდეგ, შარდში დოზის საშუალოდ 3.1% აღმოჩენილი იქნა BHPM გლუკურონიდის სახით. განავალი შეიცავდა BHPM-ის დიდი რაოდენობით (მთლიანი გამოყოფის 90%), ასევე უცვლელი ბისაკოდილის მცირე რაოდენობით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ: ინფორმაცია პაციენტებისათვის
ბისაკოდილი-ნეო
ბისაკოდილი-ნეო 5 მგ კუჭის წვენის მიმართ რეზისტენტული ტაბლეტები
(ბისაკოდილ-ნეო)
ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშნელოვან ინფორმაციებს.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას სხვას გამოყენების მიზნით. შესაძლოა პრეპარატმა ზიანი მიაყენოს სხვას იმ შემთხვევაშიც, თუ მასაც აღენიშნება თქვენი დაავადების მსგავსი სიმპტომები.
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, აცნობეთ თქვენს ექიმს. ეს ეხება ასევე შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
- რას წარმოადგენს ბისაკოდილი-ნეო და რისთვის გამოიყენება
- ინფორმაცია ბისაკოდილი-ნეოს გამოყენებამდე
- ბისაკოდილი-ნეოს მიღების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ბისაკოდილი-ნეოს შენახვის პირობები
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
- რას წარმოადგენს ბისაკოდილი-ნეო და რისთვის გამოიყენება
ბისაკოდილი-ნეო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ბისაკოდილს. ის მიეკუთნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება საფაღარათო საშუალებები.
ბისაკოდილი-ნეო გამოიყენება ჩვეულებრივი ყაბზობის ხანმოკლე მკურნალობისათვის.
ბისაკოდილი-ნეოს გამოყენება ასევე შესაძლებელია საავადმყოფოში ნაწლავების დასაცლელად მშობიარობამდე, ოპერაციამდე ან რადიოლოგიურ კვლევებამდე
ბისაკოდილი-ნეო იწვევს ნაწლავის (მსხვილი ნაწლავის) მუსკულატურის ნაზად სტიმულირებას, რაც იწვევს ღამის განმავლობაში ყაბზობისგან გათავისუფლებას.
ბისაკოდილი-ნეო 5 მგ კუჭის წვენის მიმართ რეზისტენტული ტაბლეტები წარმოადგენენ ნაწლავში ხსნად ტაბლეტებს, რომლებიც დაფარულია სპეციალური გარსით, რაც ხელს უწყობს პრეპარატის მოქმედებას გამიზნულად.
ბისაკოდილი-ნეო 5 მგ კუჭის წვენის მიმართ რეზისტენტული ტაბლეტები არ უწყობს ხელს წონის დაკლებას.
რა არის ყაბზობა?
ნორმალური და რეგულარული ნაწლავური მოქმედება მნიშვნელოვანია ადამიანების უმეტესობისთვის.
თუმცა, ეს „ნორმალური და რეგულარული“ მდგომარეობა განსხვავდება თითოეულ ინდივიდში. ზოგიერთ ადამიანს ყოველდღიურად აქვს ნაწლავური მოქმედება, ზოგს კი ნაკლებად ხშირად. ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია ნაწლავის რეგულარული მოქმედება.
ყაბზობა ზოგიერთი ადამიანისთვის შემთხვევითი პრობლემაა. სხვებში კი ეს შეიძლება უფრო ხშირად აღინიშნებოდეს.
ეს ხდება მაშინ, როდესაც ნაწლავში (მსხვილი ნაწლავი) ნორმალური კუნთების აქტივობა შენელდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ნივთიერება ორგანიზმიდან ადვილად არ გამოიდევნება.
ყაბზობის გამომწვევი მიზეზი ხშირად უცნობია. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს შემდეგი მდგომარეობებით:
კვების რაციონის უეცარი ცვლილებები
დაბალბოჭკოვანი დიეტა
ნაწლავის კუნთების ტონუსის დაკარგვა ხანდაზმულ ადამიანებში
ორსულობა
მედიკამენტები, როგორიცაა მორფინი ან კოდეინი
ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი
ვარჯიშის ნაკლებობა
გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, ყაბზობა შეიძლება არასასიამოვნო იყოს. მან შეიძლება გამოიწვიოს სისავსის შეგრძნება, შებერილობა ან ზოგადი დისკომფორტი. ზოგჯერ ის თავის ტკივილსაც იწვევს.
შეკრულობის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, დაიცვათ შემდეგი ჯანმრთელობის რჩევები:
მიირთვით დაბალანსებული კვება, მათ შორის ახალი ხილი და ბოსტნეული.
დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად.
შეინარჩუნეთ ვარჯიშის რეჟიმი და განაგრძეთ მოძრაობა.
დაუთმეთ დრო ნაწლავების დაცლას, როდესაც თქვენი სხეული მოითხოვს ამას.
- ინფორმაცია ბისაკოდილი-ნეოს გამოყენებამდე
არ შეიძლება ბისაკოდილი-ნეოს გამოყენება, თუ:
გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ბისაკოდილი-ნეოს ან ამ პროდუქტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხილეთ ნაწილი 6: შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია).
გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ ან მონელების გართულება (რადგან ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზის მცირე რაოდენობას).
აღინიშნება ძლიერი დეჰიდრატაცია.
გაქვთ ნაწლავების დაავადება, რომელსაც ეწოდება ილეუსი (ნაწლავის ბლოკადა).
გაქვთ მუცლის სერიოზული დაავადება, როგორიცაა აპენდიციტი.
გაქვთ მუცლის ძლიერი ტკივილი გულისრევით და ღებინებით.
გაქვთ ნაწლავის გაუვალობა (ნაწლავის ობსტრუქცია).
გაქვთ ნაწლავის (წვრილი ან მსხვილი ნაწლავის) ანთება.
არ მიიღოთ ეს მედიკამენტი, თუ ზემოთ აღნიშნულიდან რომელიმე გეხებათ თქვენ. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
ხელს უწყობს თუ არა ეს მედიკამენტი წონაში დაკლებას?
მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები (მათ შორის ბისაკოდილი) არ უწყობს ხელს წონის დაკლებას. ისინი არ ამცირებენ კალორიების ან საკვები ნივთიერებების შეწოვას. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ წყლიანი განავალი (დიარეა), მუცლის სპაზმები და გაუწყლოება. გაუწყლოებამ შეიძლება წონის დაკლების იმიტაცია მოახდინოს.
საფაღარათო საშუალებების ჭარბმა გამოყენებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას შემდეგი გზით:
ელექტროლიტური და მინერალური დისბალანსი. ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი და ფოსფორი ელექტროლიტები და მინერალებია, რომლებიც ძალიან კონკრეტული რაოდენობითაა წარმოდგენილი და აუცილებელია ნერვებისა და კუნთების, მათ შორის მსხვილი ნაწლავისა და გულის, სათანადო ფუნქციონირებისთვის. ამ დელიკატური ბალანსის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ამ სასიცოცხლო ორგანოების დისფუნქცია.
მძიმე დეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს კანკალი, სისუსტე, მხედველობის დაბინდვა, გონების დაკარგვა, თირკმლის დაზიანება და, უკიდურეს შემთხვევაში, სიკვდილი. დეჰიდრატაცია ხშირად მოითხოვს სამედიცინო მკურნალობას.
თავიდან უნდა იქნას აცილებული საფაღარათო საშუალებების ჭარბი გამოყენება, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს ნაწლავების ფუნქცია.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ბისაკოდილი-ნეოს მიღებამდე მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
სხვა მედიკამენტები და ბისაკოდილი-ნეო
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ბისაკოდილ-ნეომ შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი სხვა მედიკამენტის მოქმედებაზე. სხვა მედიკამენტებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ბისაკოდილ-ნეოს მოქმედებაზე.
კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს:
შარდმდენი ტაბლეტები (დიურეზულები), როგორიცაა ბენდროფლუაზიდი ან ფუროსემიდი (ფრუსემიდი)
სტეროიდული პრეპარატები, როგორიცაა პრედნიზოლონი.
სხვა საფაღარათო საშუალებები.
თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პირობა, ბისაკოდილ-ნეო 5 მგ კუჭის წვენის მიმართ რეზისტენტული ტაბლეტების მიღებამდე მიმართეთ ფარმაცევტს ან ექიმს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, გეგმავთ ორსულობას ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ბისაკოდილ-ნეოს მიღებამდე მიმართეთ ფარმაცევტს ან ექიმს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
ზოგიერთ ადამიანს ამ პრეპარატის მიღების დროს შეიძლება აღენიშნოს თავბრუსხვევა ან სისუსტის შეგრძნება. ასეთი ეფექტების გამოვლენის დროს არ უნდა მართოთ ავტომობილი ან სხვა მექანიზმებით, სანამ არ გაქრება ეს შეგრძნებები.
ბისაკოდილი-ნეო 5 მგ კუჭის წვენის მიმართ რეზისტენტული ტაბლეტები შეიცავენ ლაქტოზას.
თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
- როგორ მიიღოთ ბისაკოდილ-ნეო
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან როგორც გირჩიათ ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორც ყველა საფაღარათო საშუალება, Bisacodyl-NEO არ უნდა მიიღოთ უწყვეტად ყოველდღე 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ შეკრულობა გრძელდება, მიმართეთ ექიმს.
რამდენი უნდა მიიღოთ
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
მიიღეთ 1–2 ტაბლეტი (5–10 მგ) დღეში ერთხელ.
რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება ერთი ტაბლეტით.
საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 2 ტაბლეტამდე დღეში.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
როდესაც ნაწლავების მოქმედება ნორმალიზდება, დოზა უნდა შემცირდეს და მკურნალობა ჩვეულებრივ შეიძლება შეწყდეს.
12 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები
Bisacodyl-NEO 5 მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტები არ უნდა გამოიყენებოდეს 12 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
ამ პრეპარატის მიღება
მიიღეთ ტაბლეტები პერორალურად .
გადაყლაპეთ ტაბლეტები მთლიანად, წყლის საკმარისი რაოდენობით.
არ დაღეჭოთ და არ დაფშვნათ ტაბლეტები.
არ მიიღოთ ტაბლეტები რძესთან, ანტაციდებთან ან კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელ პრეპარატებთან ერთად (მაგალითად, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან), რადგან ამან შეიძლება დააზიანოს ტაბლეტის დამცავი გარსი.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ბისაკორილი-ნეოს გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში. ამ მედიკამენტის გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)
თუ გაქვთ მწვავე ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
მწვავე ალერგიული რეაქციები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სახის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება ან თავბრუსხვევა.
კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ანთება მუცლის ტკივილით და დიარეით)
დეჰიდრატაცია
ალერგიული რეაქციები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი
გონების დაკარგვა
არახშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)
სისხლიანი განავალი
ღებინება
მუცლის დისკომფორტი
დისკომფორტი სწორ ნაწლავში და მის გარშემო
თავბრუსხვევა
ხშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში)
აბდომინალური სპაზმები ან ტკივილი
დიარეა
გულისრევა
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ შენიშნავთ ნებისმიერი სახის გვერდით ეფექტს, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
- დისაკოდილი-ნეოს შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ მიიღოთ ბისაკოდილი-ნეო 5 მგ კუჭის წვენის მიმართ რეზისტენტული ტაბლეტები ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია შეფუთვის კოლოფზე ან ბლისტერზე. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ინახება არაუმეტეს 25 °C ტემპერატურის პირობებში საწყის შეფუთვაში.
ბლისტერები შეინახეთ საწყის კოლოფში.
მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
რას შეიცავს ბისაკოდილი-ნეო 5 მგ კუჭის წვენის მიმართ რეზისტენტული ტაბლეტები
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ბისაკოდილ-ნეოს აქტიური ინგრედიენტის სახით.
დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ნაწილობრივ პრეგელატინიზებული სიმინდის სახამებელი, გლიცეროლი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ჰიპრომელოზა, ტრიეთილციტრატი, მეტაკრილის მჟავა-ეთილაკრილატის კოპოლიმერი, მაკროგოლი 400, ყვითელი რკინის ოქსიდი.
ბისაკოდილი-ნეოს 5 მგ კუჭის წვენის მიმართ რეზისტენტული ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ბისაკოდილი-ნეო 5 მგ კუჭის წვენის მიმართ რეზისტენტული ტაბლეტები არის ყვითელი, მრგვალი, ორმხრივად ამოზნექილი, ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები ორივე მხრიდან გლუვი ზედაპირით.
ბისაკოდილ-ნეო 5 მგ კუჭის წვენის მიმართ მდგრადი ტაბლეტები მოწოდებულია შემდეგი ფორმით:
ბლისტერები დამზადებულია PVC/PVDC-სა და ალუმინის ფოლგისგან. (10 x 10 ცალი).
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
GPAX Pharmaceuticals Pvt. Ltd.
ნაკვეთი №646/1&2, აგრავალის სამრეწველო ზონა
სომნათის გზატკეცილი, დაბჰელ დამანი – 396 210, ინდოეთი.
ამ ინსტრუქციის ბოლო გადამოწმების თარიღია 2025 წლის იანვარი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


