ბიოსონი
Bioson
პერიოდული და გარდამავალი უძილობა.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- passion flower dry + დოქსილამინი (doxylamine)
- ფორმა და შეფუთვა
- 300მგ + 3,75მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- LLC Pharma Start, უკრაინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ამინოალკილური ეთერები
- ATC კოდი
- R06AA59
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042295
- რეგისტრირებულია
- 31 ოქტომბერი 2024, მოქმედებს 31 ოქტომბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- LLC Acino Ukraine (უკრაინა)
- განმცხადებელი
- სს ასინო ფარმა ეი ჯი-ს (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბიოსონი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პერიოდული და გარდამავალი უძილობა.
მიღების წესი და დოზირება
მიიღება პერორალურად. რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი, საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე. პრეპარატი მიიღება დაძინებამდე 30 წუთით ადრე. ხანდაზმულ პაციენტებში და თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია დოზის შემცირება.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა - 10 დღემდე. თუ სიმპტომები არ გაივლის, უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ უძილობა გრძელდება 5 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, უნდა მიმართოთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს პრეპარატის შემდგომი გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ. გვერდითი მოვლენები
პრეპარატი, როგორც წესი, კარგად გადაიტანება.
ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, ბრადიკარდია, გახშირებული გულისცემა, პარკუჭოვანი ტაქიკარდია.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა. მოთენთილობა, თავბრუსხვევა, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, კოგნიტურ დარღვევები და ფსიქომოტორული ფუნქციის დაქვეითება.
იმუნური სისტემის მხრივ: ქავილის შეგრძნება, გამონაყარი, ვასკულიტი. შესაძლებელია - ალერგიული რეაქციები.
შარდსასქესო სისტემის მხრივ: შარდის შეკავება.
რაბდომიოლიზი: სისხლში კრეატინფოსფოკინაზას (კფკ) დონის მომატება.
გვერდითი რეაქციები როგორიცაა ყაბზობა, შარდის შეკავება, პირის სიმშრალე, მხედველობის დარღვევა (აკომოდაციის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება), გახშირებული გულისცემა, ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები არის პრეპარატის ანტიქოლინერგიული ეფექტების გამოვლინება.
ძილიანობა, კოგნიტურ დარღვევები და ფსიქომოტორული ფუნქციის დაქვეითება განპირობებულია დოქსილამინის მოქმედებით (პირველი თაობის H1-ანტიჰისტამინური საშუალებები) ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
დღისით ძილიანობის განვითარებისას აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება.
არსებობს მონაცემები პერაპარზე დამოკიდებულების შემთხვევეის შესახებ. უკუჩვენებები
- პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
- ორსულობისა და მეძუძურობის პერიოდი;
- დახურულ-კუთხოვანი გლაუკომა პაციენტის ანამნეზში ან ოჯახურ ანამნეზში
- ურეთრისა და პროსტატის მხრივი დარღვევები შარდის შეკავების რისკით.
სიფრთხილის ზომები
უძილობას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მიზეზი, რომლებიც არ საჭიროებენ სამკურნალო საშუალებების სავალდებულო მიღებას, ამიტომ, სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
სიფრთხილით გამოიყენეთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მძიმე ორგანული დაავადებების მქონე პაციენტებში.
ყველა საძილე ან დამამშვიდებელი საშუალების მსგავსად, დოქსილამინის ჰიდროგენსუქცინატს შეუძლია გააძლიეროს ძილის აპნოეს სინდრომი (სუნთქვის გაჩერების რაოდენობისა და ხანგრძლივობის ზრდა).
დამოკიდებულების რისკი დაბალია, მაგრამ დაფიქსირდა ნარკოტიკული დამოკიდებულების შემთხვევები. აუცილებელია ყურადღებით გაკონტროლდეს დამოკიდებულების გამოვლენის ნიშნები. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული დარღვევები.
დაგროვების რისკი
დოქსილამინის სუქცინატი რჩება ორგანიზმში დაახლოვებით 5 ნახევარგამოყოფის პერიოდი (იხ. პუნქტი "ფარმაკოკინეტიკა").
ხანდაზმულ პაციენტებში ან თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პირებში, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება მნიშვნელოვნად გახანგრძლივდეს. მრავალჯერადი გამოყენებისას პრეპარატი ან მისი მეტაბოლიტები წონასწორობის მდგომარეობას აღწევენ გაცილებით გვიან და გაცილებით მაღალ დონეზე. მხოლოდ წონასწორობის მდგომარეობის მიღწევის შემდეგ შეიძლება შეფასდეს პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება.
შეიძლება საჭირო გახდეს დოზის ცვლილება.
ხანდაზმული პაციენტები
H1-ანტიჰისტამინური საშუალებები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმულ პაციენტებში, ვინაიდან შეიძლება გამოწვეულ იქნეს კოგნიტიური დარღვევები, მოთენთილობა, დაგვიანებული რეაქცია და / ან თავბრუსხვევა, რაც ზრდის დაცემის რისკს (მაგალითად, როდესაც ადამიანები ღამით დგებიან) იმ შედეგებით, რომლებიც ხშირად სერიოზულია ამ კატეგორიის პაციენტებისთვის.
უსაფრთხოების სპეციალური ზომები
ხანდაზმული პაციენტები, თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს მინიმალური დოზით.
დღის განმავლობაში ძილიანობის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ პრეპარატის მიღების შემდეგ ძილის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 7 საათს.
პრეპარატის გამოყენებისას თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლური სასმელების და ეთანოლის შემცველი სამკურნალო საშუალებების მიღებისგან.
არ არის რეკომენდებული მასტიმულირებელი სასმელების (ყავა, ჩაი) ერთდროული მიღება, ასევე ემოციური და მხედველობითი დატვირთვა, ფიზიკური აქტივობა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ბავშვები 15 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი, ამიტომაც გამოყენება ამ კატეგორიის პაციენტებში რეკომენდებული არ არის. გავლენა რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას
აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ დღის ძილიანობის წარმოშობის რისკს, რომელიც შეიძლება განვითარდეს ამ პრეპარატის მიღებისას, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებიც მართავენ ავტომობილს ან მუშაობენ მექანიზმებთან. მათ უნდა ურჩიონ არ გამოიყენონ დამამშვიდებელი საშუალებები, ნატრიუმის ოქსიბუტირატი, ალკოჰოლური სასმელები ან ალკოჰოლის შემცველი სამკურნალო საშუალებები, როგორც თანმხლები თერაპია, ან ასეთი კომბინაციების გამოყენებისას გაითვალისწინონ ანტიჰისტამინური პრეპარატების სედატიური ეფექტი. ძილის არასაკმარისი ხანგრძლივობისას, ყურადღების კონცენტრაციის შემცირების რისკი იზრდება.
მკურნალობის დროს თავი უნდა შეიკავოთ ავტოტრანსპორტია მართვისა და პოტენციურად სახიფათო მექანიზმებთან მუშაობისგან.
წამლებს შორის ურთიერთქმედება
იმ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას, როგორიცაა ბარბიტურატები, ტრანკვილიზატორები, ძლიერდება სამკურნალო საშუალების დამამშვიდებელი და საძილე მოქმედება. არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება ბენზოდიაზეპინებთან. უნდა ვერიდოთ დისულფირამთან ერთდროულად მიღებას.
კომბინაციები, რომლებიც არ არის რეკომენდებული:
ალკოჰოლი (როგორც სასმელი ან როგორც დამხმარე ნივთიერება)
ალკოჰოლი აძლიერებს უმეტესობა H1-ანტიჰისტამინური საშუალებების დამამშვიდებელ ეფექტს. ყურადღების დაქვეითებამ შეიძლება საშიში გახადოს ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა. თავიდან აცილებული უნდა იქნას ალკოჰოლური სასმელების და ეთანოლის შემცველი სამკურნალო საშუალებების მიღება.
ნატრიუმის ოქსიბუტირატი იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) დათრგუნვას.
ყურადღების დაქვეითებამ შეიძლება სახიფათო გახადოს ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.
სიფრთხილით გამოსაყენებელი კომბინაციები
სხცა ატროპინის მსგავსი სამკურნალო პრეპარატები (იმიპრამინული ანტიდეპრესანტები, ანტიქოლინერგული პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატები, H1-ანტიჰისტამინების უმეტესობა ატროპინის მსგავსი ეფექტით, ანტიქოლინერგული ანტიპარკინსონიული პრეპარატები, ატროპინული სპაზმოლიზური სამკურნალო საშუალებები, დიზოპირამიდი, ფენოთიაზინური ნეიროლეპტიკები და კლოზაპინი) - ასოცირდება აპროპინისმსგავსი გვერდითი ეფექტების გამოვლინებასთან, განპირობებული მ-ქოლინორეცეფტორების ბლოკირებით.
სხვა ანტიდეპრესანტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე
მორფინის წარმოებულები (ტკივილგამაყუჩებლები, ხველის სამკურნალოდ და ჩანაცვლებითი თერაპიისთვის გამოყენებული საშუალებები), ნეიროლეპტიკები; ბარბიტურატები; ბენზოდიაზეპინები; ანქსიოლიტიკები; ბენზოდიაზეპინების გარდა (მაგ. მეპრობამატი); საძილე საშუალებები, სედატიური ანტიდეპრესანტები (ამიტრიპტილინი, დოქსეპინი, მიანსერინი, მირტაზაპინი, ტრიმიპრამინი); სედატიური H1-ანტიჰისტამინები; ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებები; ბაკლოფენი, თალიდომიდი ზრდის ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას.
ყურადღების დაქვეითებამ შეიძლება საშიში გახადოს ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება.
სხვა საძილე საშუალებები განაპირობებენ ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას.
მორფინის მსგავსი ნივთიერებები/ოპიოიდები იწვევენ მსხვილი ნაწლავის აკინეზიის მნიშვნელოვან რისკს მძიმე ყაბზობით.
ჭარბი დოზა
სიმპტომები მწვავე მოწამვლის პირველი ნიშნებია ძილიანობა და ანტიქოლინერგიული ეფექტების ნიშნები: აგზნება, გუგების გაფართოება, აკომოდაციის დამბლა, პირის სიმშრალე, სახისა და კისრის სიწითლე, ჰიპერთერმია, სინუსური ტაქიკარდია. დელირიუმი, ჰალუცინაციები, და ათეტოზური მოძრაობები ზოგჯერ კრუნჩხვის ან თუნდაც კომის წინამორბედია - რაც მძიმე მოწამვლის იშვიათი გართულებაა. მაშინაც კი, თუ კრუნჩხვა არ განვითარდება, დოქსილამინით მწვავე მოწამვლა ზოგჯერ იწვევს რაბდომიოლიზს, რაც შეიძლება გართულდეს თირკმლის მწვავე უკმარისობით. კუნთების მხრივი ასეთი დარღვევა ხშირია, რაც მოითხოვს სისტემატურ სკრინინგს კრეატინფოსფოკინაზას აქტივობის გაზომვის საშუალებით.
მკურნალობა
მკურნალობა სიმპტომურია. მკურნალობის ადრეულად დაწყების დროს რეკომენდირებულია აქტივირებული ნახშირის მიღება (50 გ მოზრდილებში, 1 გ/კგ ბავშვებში). განსაკუთრებული მითითებები
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერებები:
პასიფლორას (Passiflorae herba) მშრალი ექსტრაქტი 300 მგ;
დოქსილამინის ჰიდროგენ სუქცინატი 3.75 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: გლიცინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოპოვიდონი, კროსპოვიდონი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, შემომგარსველი საფარი Opadry II Blue (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლიეთილენგლიკოლი, ტალკი, ინდიგოკარმინი (E 132), ბრილიანტის ლურჯი (E 133), რკინის შავი ოქსიდი (E172).
აღწერა:
ღია ცისფერიდან ლურჯამდე ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, მომრგვალო ფორმითა და ორმხრივ-ამოზნექილი ზედაპირით, სპეციფიკური სუნით.
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის. ამინომაალკილირებელი ეთერები.
ათქ კოდი: R06AA59. ფარმაკოლოგიური თვისებები
შენახვის პირობები
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. ვარგისიანობის ვადა
2 წელი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
პასიფლორას ექსტრაქტის კომპონენტები ხელს უშლიან ზურგის ტვინსა და თავის ტვინში ნერვული იმპულსების გატარებას, ამცირებენ ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, რაც განაპირობებს გამოხატულ სედატიურ, მსუბუქ შფოთვის საწინააღმდეგო და საძილე ეფექტებს, გაღვიძების შემდეგ დათრგუნვის სიმპტომების გარეშე. ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება კლიმაქტერულ და პრეკლიმაქტერულ პერიოდებში. გამოიყენება ნერვული და კარდიოვასკულური სისტემის დაავადებების ფონზე ვეგეტატიური დარღვევების დროს (ჰიპერტონული დაავადების, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი კრიზების შემდგომ აღდგენით პერიოდში, ნეიროცირკულატორული დისტონიის, გადატანილი ინფექციების და სხვა სერიოზული დაავადებების შემდგომი ასთენიური მდგომარეობების დროს) . პასიფლორა ამსუბუქებს ისეთ ვეგეტატიურ სიმპტომებს, როგორიცაა გულის ფრიალი, ჭარბი ოფლიანობა.
დოქსილამინის ჰიდროგენ სუქცინატი წარმოადგენს ეთანოლამინების კლასის H1- ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკერს, რომელსაც გააჩნია სედატიური, საძილე და ანტი- ალერგიული ეფექტები. დემონსტრირებულია, რომ ის ამცირებს ჩაძინებისათვის საჭირო დროს, და ასევე აუმჯობესებს ძილის ხანგრძლივობასა და ხარისხს.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (Сmax) მიიღწევა საშუალოდ 2 საათში (Тmax) დოქსილამინის სუქცინატის მიღებიდან.
ბიოტრანსფორმაცია და გამოყოფა
სისხლის პლაზმიდან საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი (T½) შეადგენს 10 საათს.
დოქსილამინის სუქცინატი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ღვიძლში დემეთილირებისა და N- აცეტილირების გზით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს ხანდაზმულებში და თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. მოლეკულის დაშლისას წარმოქმნილი სხვადასხვა მეტაბოლიტი რაოდენობრივად მნიშვნელოვანი არ არის, ვინაიდან დოზის 60% გვხვდება შარდში უცვლელი დოქსილამინის სახით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ბიოსონი
BIOSON
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ბიოსონი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: Comb.
სამკურნალწამლო ფორმა: ტაბლეტები, დაფარული აპკიანი გარსით
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერებები:
პასიფლორას (Passiflorae herba) მშრალი ექსტრაქტი 300 მგ;
დოქსილამინის ჰიდროგენ სუქცინატი 3.75 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: გლიცინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოპოვიდონი, კროსპოვიდონი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, შემომგარსველი საფარი Opadry II Blue (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლიეთილენგლიკოლი, ტალკი, ინდიგოკარმინი (E 132), ბრილიანტის ლურჯი (E 133), რკინის შავი ოქსიდი (E172).
აღწერა:
ღია ცისფერიდან ლურჯამდე ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, მომრგვალო ფორმითა და ორმხრივ-ამოზნექილი ზედაპირით, სპეციფიკური სუნით.
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის. ამინომაალკილირებელი ეთერები.
ათქ კოდი: R06AA59. ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პასიფლორას ექსტრაქტის კომპონენტები ხელს უშლიან ზურგის ტვინსა და თავის ტვინში ნერვული იმპულსების გატარებას, ამცირებენ ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, რაც განაპირობებს გამოხატულ სედატიურ, მსუბუქ შფოთვის საწინააღმდეგო და საძილე ეფექტებს, გაღვიძების შემდეგ დათრგუნვის სიმპტომების გარეშე. ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება კლიმაქტერულ და პრეკლიმაქტერულ პერიოდებში. გამოიყენება ნერვული და კარდიოვასკულური სისტემის დაავადებების ფონზე ვეგეტატიური დარღვევების დროს (ჰიპერტონული დაავადების, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი კრიზების შემდგომ აღდგენით პერიოდში, ნეიროცირკულატორული დისტონიის, გადატანილი ინფექციების და სხვა სერიოზული დაავადებების შემდგომი ასთენიური მდგომარეობების დროს) . პასიფლორა ამსუბუქებს ისეთ ვეგეტატიურ სიმპტომებს, როგორიცაა გულის ფრიალი, ჭარბი ოფლიანობა.
დოქსილამინის ჰიდროგენ სუქცინატი წარმოადგენს ეთანოლამინების კლასის H1- ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკერს, რომელსაც გააჩნია სედატიური, საძილე და ანტი- ალერგიული ეფექტები. დემონსტრირებულია, რომ ის ამცირებს ჩაძინებისათვის საჭირო დროს, და ასევე აუმჯობესებს ძილის ხანგრძლივობასა და ხარისხს.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (Сmax) მიიღწევა საშუალოდ 2 საათში (Тmax) დოქსილამინის სუქცინატის მიღებიდან.
ბიოტრანსფორმაცია და გამოყოფა
სისხლის პლაზმიდან საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი (T½) შეადგენს 10 საათს.
დოქსილამინის სუქცინატი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ღვიძლში დემეთილირებისა და N- აცეტილირების გზით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს ხანდაზმულებში და თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. მოლეკულის დაშლისას წარმოქმნილი სხვადასხვა მეტაბოლიტი რაოდენობრივად მნიშვნელოვანი არ არის, ვინაიდან დოზის 60% გვხვდება შარდში უცვლელი დოქსილამინის სახით.
გამოყენების ჩვენებები
პერიოდული და გარდამავალი უძილობა.
გამოყენების მეთოდი და დოზები
მიიღება პერორალურად. რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი, საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე. პრეპარატი მიიღება დაძინებამდე 30 წუთით ადრე. ხანდაზმულ პაციენტებში და თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია დოზის შემცირება.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა - 10 დღემდე. თუ სიმპტომები არ გაივლის, უნდა მიმართოთ ექიმს.
თუ უძილობა გრძელდება 5 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, უნდა მიმართოთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს პრეპარატის შემდგომი გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ. გვერდითი მოვლენები
პრეპარატი, როგორც წესი, კარგად გადაიტანება.
ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, ბრადიკარდია, გახშირებული გულისცემა, პარკუჭოვანი ტაქიკარდია.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა. მოთენთილობა, თავბრუსხვევა, დაბნეულობა, ჰალუცინაციები, კოგნიტურ დარღვევები და ფსიქომოტორული ფუნქციის დაქვეითება.
იმუნური სისტემის მხრივ: ქავილის შეგრძნება, გამონაყარი, ვასკულიტი. შესაძლებელია - ალერგიული რეაქციები.
შარდსასქესო სისტემის მხრივ: შარდის შეკავება.
რაბდომიოლიზი: სისხლში კრეატინფოსფოკინაზას (კფკ) დონის მომატება.
გვერდითი რეაქციები როგორიცაა ყაბზობა, შარდის შეკავება, პირის სიმშრალე, მხედველობის დარღვევა (აკომოდაციის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება), გახშირებული გულისცემა, ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები არის პრეპარატის ანტიქოლინერგიული ეფექტების გამოვლინება.
ძილიანობა, კოგნიტურ დარღვევები და ფსიქომოტორული ფუნქციის დაქვეითება განპირობებულია დოქსილამინის მოქმედებით (პირველი თაობის H1-ანტიჰისტამინური საშუალებები) ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
დღისით ძილიანობის განვითარებისას აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება.
არსებობს მონაცემები პერაპარზე დამოკიდებულების შემთხვევეის შესახებ. უკუჩვენებები
- პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
- ორსულობისა და მეძუძურობის პერიოდი;
- დახურულ-კუთხოვანი გლაუკომა პაციენტის ანამნეზში ან ოჯახურ ანამნეზში
- ურეთრისა და პროსტატის მხრივი დარღვევები შარდის შეკავების რისკით.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები მწვავე მოწამვლის პირველი ნიშნებია ძილიანობა და ანტიქოლინერგიული ეფექტების ნიშნები: აგზნება, გუგების გაფართოება, აკომოდაციის დამბლა, პირის სიმშრალე, სახისა და კისრის სიწითლე, ჰიპერთერმია, სინუსური ტაქიკარდია. დელირიუმი, ჰალუცინაციები, და ათეტოზური მოძრაობები ზოგჯერ კრუნჩხვის ან თუნდაც კომის წინამორბედია - რაც მძიმე მოწამვლის იშვიათი გართულებაა. მაშინაც კი, თუ კრუნჩხვა არ განვითარდება, დოქსილამინით მწვავე მოწამვლა ზოგჯერ იწვევს რაბდომიოლიზს, რაც შეიძლება გართულდეს თირკმლის მწვავე უკმარისობით. კუნთების მხრივი ასეთი დარღვევა ხშირია, რაც მოითხოვს სისტემატურ სკრინინგს კრეატინფოსფოკინაზას აქტივობის გაზომვის საშუალებით.
მკურნალობა
მკურნალობა სიმპტომურია. მკურნალობის ადრეულად დაწყების დროს რეკომენდირებულია აქტივირებული ნახშირის მიღება (50 გ მოზრდილებში, 1 გ/კგ ბავშვებში). განსაკუთრებული მითითებები
განსაკუთრებული გაფრთხილებები
უძილობას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მიზეზი, რომლებიც არ საჭიროებენ სამკურნალო საშუალებების სავალდებულო მიღებას, ამიტომ, სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
სიფრთხილით გამოიყენეთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მძიმე ორგანული დაავადებების მქონე პაციენტებში.
ყველა საძილე ან დამამშვიდებელი საშუალების მსგავსად, დოქსილამინის ჰიდროგენსუქცინატს შეუძლია გააძლიეროს ძილის აპნოეს სინდრომი (სუნთქვის გაჩერების რაოდენობისა და ხანგრძლივობის ზრდა).
დამოკიდებულების რისკი დაბალია, მაგრამ დაფიქსირდა ნარკოტიკული დამოკიდებულების შემთხვევები. აუცილებელია ყურადღებით გაკონტროლდეს დამოკიდებულების გამოვლენის ნიშნები. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული დარღვევები.
დაგროვების რისკი
დოქსილამინის სუქცინატი რჩება ორგანიზმში დაახლოვებით 5 ნახევარგამოყოფის პერიოდი (იხ. პუნქტი "ფარმაკოკინეტიკა").
ხანდაზმულ პაციენტებში ან თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პირებში, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება მნიშვნელოვნად გახანგრძლივდეს. მრავალჯერადი გამოყენებისას პრეპარატი ან მისი მეტაბოლიტები წონასწორობის მდგომარეობას აღწევენ გაცილებით გვიან და გაცილებით მაღალ დონეზე. მხოლოდ წონასწორობის მდგომარეობის მიღწევის შემდეგ შეიძლება შეფასდეს პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება.
შეიძლება საჭირო გახდეს დოზის ცვლილება.
ხანდაზმული პაციენტები
H1-ანტიჰისტამინური საშუალებები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმულ პაციენტებში, ვინაიდან შეიძლება გამოწვეულ იქნეს კოგნიტიური დარღვევები, მოთენთილობა, დაგვიანებული რეაქცია და / ან თავბრუსხვევა, რაც ზრდის დაცემის რისკს (მაგალითად, როდესაც ადამიანები ღამით დგებიან) იმ შედეგებით, რომლებიც ხშირად სერიოზულია ამ კატეგორიის პაციენტებისთვის.
უსაფრთხოების სპეციალური ზომები
ხანდაზმული პაციენტები, თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს მინიმალური დოზით.
დღის განმავლობაში ძილიანობის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ პრეპარატის მიღების შემდეგ ძილის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 7 საათს.
პრეპარატის გამოყენებისას თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლური სასმელების და ეთანოლის შემცველი სამკურნალო საშუალებების მიღებისგან.
არ არის რეკომენდებული მასტიმულირებელი სასმელების (ყავა, ჩაი) ერთდროული მიღება, ასევე ემოციური და მხედველობითი დატვირთვა, ფიზიკური აქტივობა.
გამოყენება ორსულობისა და მეძუძურობის პერიოდში არ გამოიყენება ორსულობისა და მეძუძურობის პერიოდში
ბავშვები 15 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი, ამიტომაც გამოყენება ამ კატეგორიის პაციენტებში რეკომენდებული არ არის. გავლენა რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას
აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ დღის ძილიანობის წარმოშობის რისკს, რომელიც შეიძლება განვითარდეს ამ პრეპარატის მიღებისას, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებიც მართავენ ავტომობილს ან მუშაობენ მექანიზმებთან. მათ უნდა ურჩიონ არ გამოიყენონ დამამშვიდებელი საშუალებები, ნატრიუმის ოქსიბუტირატი, ალკოჰოლური სასმელები ან ალკოჰოლის შემცველი სამკურნალო საშუალებები, როგორც თანმხლები თერაპია, ან ასეთი კომბინაციების გამოყენებისას გაითვალისწინონ ანტიჰისტამინური პრეპარატების სედატიური ეფექტი. ძილის არასაკმარისი ხანგრძლივობისას, ყურადღების კონცენტრაციის შემცირების რისკი იზრდება.
მკურნალობის დროს თავი უნდა შეიკავოთ ავტოტრანსპორტია მართვისა და პოტენციურად სახიფათო მექანიზმებთან მუშაობისგან.
წამლებს შორის ურთიერთქმედება
იმ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას, როგორიცაა ბარბიტურატები, ტრანკვილიზატორები, ძლიერდება სამკურნალო საშუალების დამამშვიდებელი და საძილე მოქმედება. არ არის რეკომენდებული ერთდროული გამოყენება ბენზოდიაზეპინებთან. უნდა ვერიდოთ დისულფირამთან ერთდროულად მიღებას.
კომბინაციები, რომლებიც არ არის რეკომენდებული:
ალკოჰოლი (როგორც სასმელი ან როგორც დამხმარე ნივთიერება)
ალკოჰოლი აძლიერებს უმეტესობა H1-ანტიჰისტამინური საშუალებების დამამშვიდებელ ეფექტს. ყურადღების დაქვეითებამ შეიძლება საშიში გახადოს ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა. თავიდან აცილებული უნდა იქნას ალკოჰოლური სასმელების და ეთანოლის შემცველი სამკურნალო საშუალებების მიღება.
ნატრიუმის ოქსიბუტირატი იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) დათრგუნვას.
ყურადღების დაქვეითებამ შეიძლება სახიფათო გახადოს ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.
სიფრთხილით გამოსაყენებელი კომბინაციები
სხცა ატროპინის მსგავსი სამკურნალო პრეპარატები (იმიპრამინული ანტიდეპრესანტები, ანტიქოლინერგული პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატები, H1-ანტიჰისტამინების უმეტესობა ატროპინის მსგავსი ეფექტით, ანტიქოლინერგული ანტიპარკინსონიული პრეპარატები, ატროპინული სპაზმოლიზური სამკურნალო საშუალებები, დიზოპირამიდი, ფენოთიაზინური ნეიროლეპტიკები და კლოზაპინი) - ასოცირდება აპროპინისმსგავსი გვერდითი ეფექტების გამოვლინებასთან, განპირობებული მ-ქოლინორეცეფტორების ბლოკირებით.
სხვა ანტიდეპრესანტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე
მორფინის წარმოებულები (ტკივილგამაყუჩებლები, ხველის სამკურნალოდ და ჩანაცვლებითი თერაპიისთვის გამოყენებული საშუალებები), ნეიროლეპტიკები; ბარბიტურატები; ბენზოდიაზეპინები; ანქსიოლიტიკები; ბენზოდიაზეპინების გარდა (მაგ. მეპრობამატი); საძილე საშუალებები, სედატიური ანტიდეპრესანტები (ამიტრიპტილინი, დოქსეპინი, მიანსერინი, მირტაზაპინი, ტრიმიპრამინი); სედატიური H1-ანტიჰისტამინები; ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებები; ბაკლოფენი, თალიდომიდი ზრდის ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას.
ყურადღების დაქვეითებამ შეიძლება საშიში გახადოს ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება.
სხვა საძილე საშუალებები განაპირობებენ ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას.
მორფინის მსგავსი ნივთიერებები/ოპიოიდები იწვევენ მსხვილი ნაწლავის აკინეზიის მნიშვნელოვან რისკს მძიმე ყაბზობით.
გამოშვების ფორმა
10 ტაბლეტი ბლისტერში; 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. შენახვის პირობები
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. ვარგისიანობის ვადა
2 წელი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი
შპს „ფარმა სტარტი“
უკრაინა, 03124, კიევი, ვ. ჰაველის ბულვარი # 8.
ორგანიზაციის მისამართი, რომელიც ღებულობს მომხმარებლებისგან სამკურნალო საშუალებების ხარისხზე პრეტენზიებს და პასუხისმგებელია სამკურნალო საშუალების უსაფრთხოებაზე პოსტ-რეგისტრაციული დაკვირვების განხორციელებაზე საქართველოს ტერიტორიაზე.
Acino Pharma AG -ის (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა საქართველოში
თბილისი, კ. მარჯანიშვილის ქ. #5 / დ. უზნაძის ქ. #16-18, 0102 საქართველო
ტელეფონი: +995 32 220 69 42
ელ-ფოსტა: [email protected]
ორგანიზაციის მისამართი, რომელიც ღებულობს მომხმარებლებისგან სამკურნალო საშუალებების ხარისხზე პრეტენზიებს და პასუხისმგებელია სამკურნალო საშუალების უსაფრთხოებაზე პოსტ-რეგისტრაციული დაკვირვების განხორციელებაზე სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
Acino Pharma AG -ის (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა
სომხეთის რესპუბლიკა, 0014, ერევანი, ადონცის ქ. 6/1-54.
ტელეფონი: +374 60 67 01 70
ელ-ფოსტა: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


