პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები

ბიგეტრიკი

BIGETRIC®

რეცეპტით10მგ+200მგინსტრუქცია ქართულადარგენტინა
რისთვის გამოიყენება

გულისრევისა და ღებინების სიმპტომების, ეპიგასტრიუმის დაჭიმულობის შეგრძნების, კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილში დისკომფორტის შეგრძნებისა და კუჭის რეგურგიტაციის მკურნალობა ფარმაკოლოგიური მოქმედება: დომპერიდონი არის დოფამინის პერიფერიული ანტაგონისტი, რომელიც სტრუქტურულად ბუტიფენონების მსგავსია და აქვს ანტიემეტური და …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
10მგ+200მგ ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
Laboratorios CASASCO S.A.I.C., არგენტინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, პროპულსივები
ATC კოდი
A03FA
რეგისტრაციის ნომერი
რ-038885
რეგისტრირებულია
17 აგვისტო 2023, მოქმედებს 17 აგვისტო 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Laboratorios CASASCO S.A.I.C. (არგენტინა)
განმცხადებელი
შპს „ჰიპოკრატე“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაბიგეტრიკი და სხვა წამალი ერთად

ბიგეტრიკი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გულისრევისა და ღებინების სიმპტომების, ეპიგასტრიუმის დაჭიმულობის შეგრძნების, კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილში დისკომფორტის შეგრძნებისა და კუჭის რეგურგიტაციის მკურნალობა

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

დომპერიდონი არის დოფამინის პერიფერიული ანტაგონისტი, რომელიც სტრუქტურულად ბუტიფენონების მსგავსია და აქვს ანტიემეტური და გასტროკინეტიკური თვისებები. დომპერიდონი ეფექტურად ზრდის საყლაპავის პერისტალტიკას და აქვეითებს საყლაპავის ქვედა სპინქტერის წნევას (LESP), ზრდის კუჭის მოტორიკას და პერისტალტიკას, აძლიერებს გასტროდუდენურ კოორდინაციას და შესაბამისად, აჩქარებს კუჭის დაცლას და აქვეითებს წვრილ ნაწლავებში გადაადგილების დროს. დომპერიდონის მოქმედების მექანიზმი უკავშირდება დოფამინის პერიფერიული რეცეპტორების მაბლოკირებელ თვისებებს. აპომორფინით, ჰიდერგინით, მორფინით ან ლევოდოპათი გამოწვეული გულისრევა, ქემორეცეპტორების ტრიგერული ზონის სტიმულაციის გამო (განლაგებულია ჰემატოენცეფალური ბარიერის გარეთ), შეიძლება დაბლოკილი იქნას დომპერიდონით. არაპირდაპირი მტკიცებულებით, გულისრევა შეიძლება ასევე დაითრგუნოს კუჭის დონეზე, რადგან დომპერიდონი ასევე თრგუნავს პერორალური ლევოდოპათი გამოწვეულ გულისრევას და დომპერიდონის შიგნით მიღების შემდეგ მისი კონცენტრაცია კუჭის კედელში უფრო მაღალია, ვიდრე პლაზმასა და სხვა ორგანოებში. დომპერიდონი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ამიტომ, არ არის მოსალოდნელი, რომ ჰქონდეს ცენტრალური ეფექტები. დომპერიდონი ზრდის პროლაქტინის დონეს შრატში, მაგრამ არ აქვს გავლენა ცირკულირებად ალდოსტერონის დონეზე. სიმეთიკონი აქვეითებს საჭმლის მომნელებლე ტრაქტში ჰაერის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას, რაც ხელს უწყობს მათ დისპერსიას და ასევე, მათ გამოყოფას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების სიჭარბის მეორეული სიმპტომების შემსუბუქებით.

ფარმაკოკინეტიკა

ფარმაკოკინეტიკა: ადამიანებში დომპერიდონის პლაზმური პიკური დონე მიიღწევა ი.მ. ინექციიდან 10-30 წუთში და შიგნით მიღებიდან (უზმოდ) - 30 წუთში. შიგნით მიღებიდან 2 საათის შემდეგ პლაზმური კონცენტრაცია უფრო დაბალია, ვიდრე ი.მ. ინექციის შემდეგ და ეს გამოწვეული უნდა იყოს ღვიძლის პირველადი და ნაწლავის კედლის მეტაბოლიზმით. პიკური პლაზმური კონცენტრაცია არის 40 ნგ/მლ 10 მგ ი.მ. ინექციის შემდეგ, 20 ნგ/მლ - ერთჯერადად 10 მგ ტაბლეტის მიღების შემდეგ და 70-100 ნგ/მლ 60 მგ შიგნით მისაღები დოზების (ტაბლეტები ან პერორალური წვეთები) შემდეგ. ნახევარგამოყოფა დაახლოებით 7.0 საათი იყო თითოეულ შემთხვევაში. ადამიანის პლაზმის ცილებთან დაკავშირების ხარისხი გამოთვლილ იქნა 10 და 100 ნგ/მლ ტრიტირებული დომპერიდონის კონცენტაციებიდან და იყო 91.7 და 93.0%, შესაბამისად. დომპერიდონის მთავარი მეტაბოლური გზა ადამიანებში არის ჰიდროქსილირება და ოქსიდაციური N-დეალკილირება, რომლიდანაც მიიღება პროდუქტები - ჰიდროქსიდომპერიდონი და 2,3-დიჰიდრო-2-ოქსო-1-H-ბენზიმიდაზოლ-1-პროპიონის მჟავა - შესაბამისად. ჯანმრთელ მოხალისეებში 40 მგ დომპერიდონის შიგნით მიღების შემდეგ 31% რადიოაქტივობა გამოიყოფა შარდით და 66% განავალში 4 დღის განმავლობაში. სიმეთიკონი ნაწლავის სანათურში მოქმედებს ცვლილების ან აბსორბციის გარეშე.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები და მოზარდები (12 წლის ზემოთ და 35 კგ-ზე მეტი წონის): 1 ტაბლეტი სამჯერ დღეში. დომპერიდონის მაქსიმალური დოზაა 30 მგ დღეში, დაუშვებელია მაქსიმალური დოზის გადაჭარბება.

უკუჩვენებები

პაციენტები დადგენილი მგრძნობელობით ან აუტანლობით პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ. დომპერიდონი არ უნდა იქნას მიღებული, როდესაც კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკის სტიმულაცია სახიფათოა, როგორიცაა: კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, მექანიკური ობსტრუქცია ან პერფორაცია. ასევე, უკუნაჩვენებია ჰიპოფიზის პროლაქტინის გამომყოფი სიმსივნის (პროლაქტინომა) მქონე პაციენტებში.

სიფრთხილის ზომები

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია:

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები (ღვიძლის დისფუნქცია ან უკმარისობა);

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები (თირკმლის დისფუნქცია ან უკმარისობა). საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, ამ დროს ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო პატარა დოზა ან შეამციროს მიღების სიხშირე და მოახდინოს პაციენტის შემოწმება რეგულარულად;

დომპერიდონი წარმოადგენს მედიკამენტს, რომელიც დაკავშირებულია გულის რითმის დარღვევის და გულის გაჩერების გაზრდილ რისკთან. ეს რისკი უფრო მაღალია 60 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებში ან 30 მგ/დღეში უფრო მაღალი დოზის მიღებისას. რისკი ასევე იზრდება დომპერიდონის ზოგიერთ მედიკამენტთან ერთდროული მიღებისას. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი იღებს ინფექციის სამკურნალო მედიკამენტებს (სოკოს ან ბაქტერიების საწინააღმდეგო) და/ან აღენიშნება გულის პრობლემები ან შიდსი/აივ ინფექცია.

საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ ამ მედიკამენტებისას მიღებისას პაციენტს აღენიშნება გულის რითმის დარღვევა, როგორიცაა გულის ფრიალი, სუნთქვის გაძნელება ან გონების დაკარგვა. ეს მდგომარეობები საჭიროებს მკურნალობის შეჩერებას.

სხვა მედიკამენტებთან ერთდროული მიღება

ექიმს ან ფარმაცვტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს მიიღოს რომელიმე სხვა მედიკამენტი.

არ შეიძლება ბიგეტრიკის მიღება შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:

სოკოვანი ინფექციის საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიცაა აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო აგენტები, კერძოდ: პერორალური კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი ან ვორიკონაზოლი;

ანტიბაქტერიული მედიკამენტები, განსაკუთრებით: ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, მოქსიფლოქსაცინი, პენტამიდინი (ანტიბიოტიკები);

ანტიარითმიული ან ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები (როგორიცაა: ამიოდარონი, დრონედარონი, ქინიდინი, დიზოპირამიდი, დოფეტილიდი, სოტალოლი, დილტიაზემი, ვერაპამილი);

ანტიფსიქოზური საშუალებები (როგორიცაა: ჰალოპერიდოლი, პიმოზიდი, სერტინდოლი);

ანტიდეპრესანტები (როგორიცაა: ციტალოპრამი, ესციტალოპრამი);

საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის სამკურნალო მედიკამენტები (როგორიცაა: ცისაპრიდი, დოლასეტრონი, პრუკალოპრიდი);

შიდსი/აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები (პროტეაზას ინჰიბიტორები);

კიბოს სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა: ტორემიფენი, ვანდეტანიბი, ვინკამინი);

პარკინსონის სამკურნალო მედიკამენტი - ლევოდოპა;

გარკვეული სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტი (მაგ.: პენტამიდინი);

გარკვეული ანტიმალარიული აგენტი (განსაკუთრებით, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი);

გარკვეული ანტიჰისტამინური აგენტი (მაგ.: მეკვიტაზინი, მიზოლასტინი);

გარკვეული სხვა მედიკამენტები (მაგ.: ბეპრიდილი, დიფემანტილი, მეთადონი);

აპომორფინი, გარდა სარგებლისა, ერთდროულად გამოყენებისას აძლიერებს რისკებს, და მისი ერთდროული მიღება რეკომენდებულია თუ დაცულია სიფრთხილის ზომები.

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტს ესაჭიროება ინფექციის, გულის პრობლემების ან შიდსის/აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტების მიღება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

დაუშვებელია ბიგეტრიკის მიღება ორსულობის და ლაქტაციის დროს, თუ არ არის ექიმის მიერ დანიშნული.

ბავშვებში გამოყენება

მედიკამენტი არ არის განკუთვნილი ახალშობილებისათვის, ჩვილებისათვის, 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის და 35 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე მოზარდებისათვის.

ხანდაზმულებში გამოყენება

60 წლის ასაკის ზემოთ მქონე პაციენტებში დომპერიდონის გამოყენებისას უფრო მოსალოდნელია გაიზარდოს გულის რითმისა და გულის შეტევის განვითარების რისკი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არის მოსალოდნელი, რომ ბიგეტრიკმა გავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ბიგეტრიკის საკვებთან და სასმელთან ერთად მიღება

ბიგეტრიკის მიღება უნდა მოხდეს ჭამის წინ. თუ მედიკამენტი მიიღება ჭამის დროს, მისი შეწოვა ოდნავ ნელდება.

ბიგეტრიკის სათანდოდ მიღება

ბიგეტრიკის მიღების დავიწყებისას

მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნას გამოტოვებული და უნდა გაგრძელდეს დანიშნულების მიხედვით. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ბიგეტრიკის მიღებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული

გვერდითი (არასასურველი) მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:

სინკოპე (გულისწასვლა) ან კონვულსიები;

ხელების ან ფეხების უნებლიე მოძრაობები, ძლიერი კანკალი, კუნთების ძლიერი რიგიდობა ან კუნთების სპაზმები;

ალერგიული რეაქციები: ალერგიის ნიშნები მოიცავს გამონაყარს (ჭინჭრის ციება), ქავილი, სუნთქვის გაძნელება და/ან ხორხის შეშუპება, სიწითლე ან გულისწასვლა.

თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები, უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია:

ხშირი (აღინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ პირში):

პირის სიმშრალე

არახშირი (აღინიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ პირში):

მოუსვენრობა;

ლიბიდოს დაქვეითება ან არარსებობა;

ძილიანობა, თავის ტკივილი;

დიარეა;

გამონაყარი;

ქავილი;

სარძევე ჯირკვლების ტკივილი ან მგრძნობელობა;

გალაქტორეა;

ზოგადი სისუსტე.

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

ჭინჭრის ციება;

აგზნება, ნევროზულობა;

თვალების მოძრაობის ცვლილება;

შარდის შეკავება;

სარძევე ჯირკვლების გადიდება (მათ შორის, მამაკაცებში);

არარეგულარული მენსტრუაცია;

გარკვეული ლაბორატორიული ანალიზების ცვლილებები. თუ პაციენტს ესაჭიროება სისხლის ანალიზი ღვიძლის ფუნქციის გასაკონტროლებლად ან პროლაქტინის დონის შესამოწმებლად, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს დომპერიდონს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები: აღინიშნა გულის რითმის დარღვევები (გულისცემის აჩქარება ან არარეგულარული გულისცემა) - ასეთ შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. დომპერიდონი დაკავშირებულია გულის რითმის დარღვევის ან გულის შეტევის განვითარების მომატებულ რისკთან. ეს რისკი იზრდება 60 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში ან მაქსიმალური დოზის 30 მგ/დღეში გადაჭარბებისას. მოზრდილებში და ბავშვებში გამოყენებულ უნდა იქნას დომპერიდონის უმცირესი ეფექტური დოზა.

ზემოთ აღწერილის გარდა, აღინიშნა მოუსვენრობა ან ერთ ადგილზე გაჩერების შეუძლებლობა; დეპრესია და/ან არარეგულარული მენსტრუაცია.

კუნთების არარგულარული მოძრაობების რისკი უფრო მეტად აღინიშნა ახალშობილებში ან ჩვილ ბავშვებში, და გამონაკლის შემთხვევებში, მოზრდილებში. ეს გვერდითი ეფექტები სპონტანურად და სრულად ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

სინკოპეს და აგზნების რისკი უფრო დიდია ჩვილ და პატარა ბავშვებში.

თუ პაციენტს აღენიშნება ეს გვერდითი მოვლენები ან აღინიშნება ისეთი გვერდითი რეაქციები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

გვერდითი მოვლენები

პირის სიმშრალე, ნაწლავების სპაზმები, თავის ტკივილი, გარდამავალი ძილიანობა, ნევროზულობა და ქავილი.

ჭარბი დოზა

რიკარდო გუტიერესის სახელობის პედიატრიული ჰოსპიტალი: (011) 4962-6666/2247 /0800-444-8694

ჰოსპიტალ Aა. პოსადას: (011) 4654-6648/4658-7777 /0800-333-0160

ტოქსიკოლოგიური დახმარების ცენტრი ლა პლატა: (0221) 451-5555.

"ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა”.

“პროდუქტთან დაკავშირებით რაიმე პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეავსოს ANMAT ვებგვერდზე არსებული ფორმა

http://anmat.gov.ar/farmacovigilancia/Notificar.asp ან დარეკოს ტელეფონის ნომერზე 0800-333-1234”

ტექნიკური დეპარტამენტი: დოქტ. ალეხანდრო დ. სანტარელი - ფარმაცევტი.

სამკურნალო მედიკამენტი ლიცენზირებულია ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ. სერტიფიკატი #38.448

Laboratories CASASCO S.A.I.C.

Boyaca 237 - Ciudad Autonoma de Buenos Aires, Argentina

ლაბორატორიოს კასასკო ს.ა.ი.ც.

ბოიაკა 237 - სიუდად ავტონომა დე ბუენოს აირეს, არგენტინა

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

დომპერიდონი 10 მგ, სიმეთიკონი 200 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კალციუმის კარბონატი ,მსუბუქი მაგნიუმის კარბონატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K-30, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.

რა არის ბიგეტრიკი და მისი გამოყენება

ბიგეტრიკი არის მედიკამენტი, რომელიც შეიცავს დომპერიდონს, დოფამინის (ნეიროტრასნმიტერის) ანტაგონისტს, რომელსაც აქვს ანტიემეტური თვისებები, რაც აუმჯობესებს გასტროდუოდენურ მოტორიკას, და სიმეთიკონს - მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალებას. ბიგეტრიკი გამოიყენება გულისრევისა და ღებინების სიმპტომების სამკურნალოდ მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში, რომელთა წონა 35 კგ-ზე მეტია, ასევე, მეტეორიზმის სიმპტომების სამკურნალოდ.

ბიგეტრიკის გამოყენებამდე

ბიგეტრიკის მიღება დაუშვებელია, თუ

პაციენტს აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობა დომპერიდონის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;

პაციენტს ელექტროკარდიოგრამაზე აღენიშნება გულის გამტარებლოსბის ინტერვალის გახანგრძლივება (განსაკუთრებითQQTc ინტერვალის) ან გულის თანმხლები დაავადება, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა;

იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებიც ახანგრძლივებენ გულის გამტარებლობის ინტერვალს (განსაკუთრებითQQTc ინტერვალს);

პაციენტს აღენიშნება წყლისა და ელექტროლიტების მნიშვნელოვანი დისბალანსი სისხლში (ნატრიუმის, კალიუმის ან მაგნიუმის);

პაციენტს იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებიც იწვევენ მედიკამენტების ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის სისტემის ინჰიბირებას (იხ. სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღებისას);

პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ზომიერი ან მძიმე დაზიანება;

პაციენტს აღენიშნება პროლაქტინომა (ჰიპოფიზის სიმსივნე, რომელიც იწვევს პროლაქტინის სეკრეციას);

კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკის სტიმულაცია სახიფათოა, როგორიცაა: კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, მექანიკური ობსტრუქცია ან პერფორაცია.

შენახვის პირობები

ინახება გრილ და მშრალ ადგილას, უმჯობესია 15ºC - 30ºC-ზე.

ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ბიგეტრიკი®

BIGETRIC®

დომპერიდონი 10 მგ

სიმეთიკონი 200 მგ

ტაბლეტები

შიგნით მისაღებად

გაიცემა ექიმის რეცეპტით

წარმოებულია არგენტინაში

ინფორმაცია პაციენტისათვის

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია-

ეს ინფორმაცია განკუთვნილია პაციენტისათვის ბიგეტრიკით მკურნალობის დაწყებამდე და ყოველთვის მედიკამენტის გამოყენებამდე, რადგან შეიძლება განახლდეს პრეპარატის შესახებ ინფორმაცია. მოცემული ინფორმაცია არ ანაცვლებს ექიმთან კონსულტაციას დაავადებისა და მისი მკურნალობის შესახებ.

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

დომპერიდონი 10 მგ, სიმეთიკონი 200 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კალციუმის კარბონატი ,მსუბუქი მაგნიუმის კარბონატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი K-30, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.

რა არის ბიგეტრიკი და მისი გამოყენება

ბიგეტრიკი არის მედიკამენტი, რომელიც შეიცავს დომპერიდონს, დოფამინის (ნეიროტრასნმიტერის) ანტაგონისტს, რომელსაც აქვს ანტიემეტური თვისებები, რაც აუმჯობესებს გასტროდუოდენურ მოტორიკას, და სიმეთიკონს - მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალებას. ბიგეტრიკი გამოიყენება გულისრევისა და ღებინების სიმპტომების სამკურნალოდ მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში, რომელთა წონა 35 კგ-ზე მეტია, ასევე, მეტეორიზმის სიმპტომების სამკურნალოდ.

ბიგეტრიკის გამოყენებამდე

ბიგეტრიკის მიღება დაუშვებელია, თუ

პაციენტს აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობა დომპერიდონის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;

პაციენტს ელექტროკარდიოგრამაზე აღენიშნება გულის გამტარებლოსბის ინტერვალის გახანგრძლივება (განსაკუთრებითQQTc ინტერვალის) ან გულის თანმხლები დაავადება, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა;

იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებიც ახანგრძლივებენ გულის გამტარებლობის ინტერვალს (განსაკუთრებითQQTc ინტერვალს);

პაციენტს აღენიშნება წყლისა და ელექტროლიტების მნიშვნელოვანი დისბალანსი სისხლში (ნატრიუმის, კალიუმის ან მაგნიუმის);

პაციენტს იღებს სხვა მედიკამენტებს, რომლებიც იწვევენ მედიკამენტების ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის სისტემის ინჰიბირებას (იხ. სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღებისას);

პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ზომიერი ან მძიმე დაზიანება;

პაციენტს აღენიშნება პროლაქტინომა (ჰიპოფიზის სიმსივნე, რომელიც იწვევს პროლაქტინის სეკრეციას);

კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკის სტიმულაცია სახიფათოა, როგორიცაა: კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, მექანიკური ობსტრუქცია ან პერფორაცია.

სიფრთხილის ზომები ბიგეტრიკის გამოყენებისას

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია:

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები (ღვიძლის დისფუნქცია ან უკმარისობა);

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები (თირკმლის დისფუნქცია ან უკმარისობა). საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში, ამ დროს ექიმმა შეიძლება დანიშნოს უფრო პატარა დოზა ან შეამციროს მიღების სიხშირე და მოახდინოს პაციენტის შემოწმება რეგულარულად;

დომპერიდონი წარმოადგენს მედიკამენტს, რომელიც დაკავშირებულია გულის რითმის დარღვევის და გულის გაჩერების გაზრდილ რისკთან. ეს რისკი უფრო მაღალია 60 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებში ან 30 მგ/დღეში უფრო მაღალი დოზის მიღებისას. რისკი ასევე იზრდება დომპერიდონის ზოგიერთ მედიკამენტთან ერთდროული მიღებისას. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი იღებს ინფექციის სამკურნალო მედიკამენტებს (სოკოს ან ბაქტერიების საწინააღმდეგო) და/ან აღენიშნება გულის პრობლემები ან შიდსი/აივ ინფექცია.

საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ ამ მედიკამენტებისას მიღებისას პაციენტს აღენიშნება გულის რითმის დარღვევა, როგორიცაა გულის ფრიალი, სუნთქვის გაძნელება ან გონების დაკარგვა. ეს მდგომარეობები საჭიროებს მკურნალობის შეჩერებას.

სხვა მედიკამენტებთან ერთდროული მიღება

ექიმს ან ფარმაცვტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს მიიღოს რომელიმე სხვა მედიკამენტი.

არ შეიძლება ბიგეტრიკის მიღება შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:

სოკოვანი ინფექციის საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიცაა აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო აგენტები, კერძოდ: პერორალური კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი ან ვორიკონაზოლი;

ანტიბაქტერიული მედიკამენტები, განსაკუთრებით: ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, მოქსიფლოქსაცინი, პენტამიდინი (ანტიბიოტიკები);

ანტიარითმიული ან ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები (როგორიცაა: ამიოდარონი, დრონედარონი, ქინიდინი, დიზოპირამიდი, დოფეტილიდი, სოტალოლი, დილტიაზემი, ვერაპამილი);

ანტიფსიქოზური საშუალებები (როგორიცაა: ჰალოპერიდოლი, პიმოზიდი, სერტინდოლი);

ანტიდეპრესანტები (როგორიცაა: ციტალოპრამი, ესციტალოპრამი);

საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის სამკურნალო მედიკამენტები (როგორიცაა: ცისაპრიდი, დოლასეტრონი, პრუკალოპრიდი);

შიდსი/აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტები (პროტეაზას ინჰიბიტორები);

კიბოს სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა: ტორემიფენი, ვანდეტანიბი, ვინკამინი);

პარკინსონის სამკურნალო მედიკამენტი - ლევოდოპა;

გარკვეული სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტი (მაგ.: პენტამიდინი);

გარკვეული ანტიმალარიული აგენტი (განსაკუთრებით, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი);

გარკვეული ანტიჰისტამინური აგენტი (მაგ.: მეკვიტაზინი, მიზოლასტინი);

გარკვეული სხვა მედიკამენტები (მაგ.: ბეპრიდილი, დიფემანტილი, მეთადონი);

აპომორფინი, გარდა სარგებლისა, ერთდროულად გამოყენებისას აძლიერებს რისკებს, და მისი ერთდროული მიღება რეკომენდებულია თუ დაცულია სიფრთხილის ზომები.

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტს ესაჭიროება ინფექციის, გულის პრობლემების ან შიდსის/აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტების მიღება.

როგორ მიიღება ბიგეტრიკი?

მოზრდილები და მოზარდები (12 წლის ზემოთ და 35 კგ-ზე მეტი წონის): 1 ტაბლეტი სამჯერ დღეში. დომპერიდონის მაქსიმალური დოზაა 30 მგ დღეში, დაუშვებელია მაქსიმალური დოზის გადაჭარბება.

ორსულობა და ლაქტაცია

დაუშვებელია ბიგეტრიკის მიღება ორსულობის და ლაქტაციის დროს, თუ არ არის ექიმის მიერ დანიშნული.

ბავშვებში გამოყენება

მედიკამენტი არ არის განკუთვნილი ახალშობილებისათვის, ჩვილებისათვის, 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის და 35 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე მოზარდებისათვის.

ხანდაზმულებში გამოყენება

60 წლის ასაკის ზემოთ მქონე პაციენტებში დომპერიდონის გამოყენებისას უფრო მოსალოდნელია გაიზარდოს გულის რითმისა და გულის შეტევის განვითარების რისკი.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა

არ არის მოსალოდნელი, რომ ბიგეტრიკმა გავლენა იქონიოს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ბიგეტრიკის საკვებთან და სასმელთან ერთად მიღება

ბიგეტრიკის მიღება უნდა მოხდეს ჭამის წინ. თუ მედიკამენტი მიიღება ჭამის დროს, მისი შეწოვა ოდნავ ნელდება.

ბიგეტრიკის სათანდოდ მიღება

ბიგეტრიკის მიღების დავიწყებისას

მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნას გამოტოვებული და უნდა გაგრძელდეს დანიშნულების მიხედვით. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ბიგეტრიკის მიღებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული

გვერდითი (არასასურველი) მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:

სინკოპე (გულისწასვლა) ან კონვულსიები;

ხელების ან ფეხების უნებლიე მოძრაობები, ძლიერი კანკალი, კუნთების ძლიერი რიგიდობა ან კუნთების სპაზმები;

ალერგიული რეაქციები: ალერგიის ნიშნები მოიცავს გამონაყარს (ჭინჭრის ციება), ქავილი, სუნთქვის გაძნელება და/ან ხორხის შეშუპება, სიწითლე ან გულისწასვლა.

თუ პაციენტს აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები, უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია:

ხშირი (აღინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ პირში):

პირის სიმშრალე

არახშირი (აღინიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ პირში):

მოუსვენრობა;

ლიბიდოს დაქვეითება ან არარსებობა;

ძილიანობა, თავის ტკივილი;

დიარეა;

გამონაყარი;

ქავილი;

სარძევე ჯირკვლების ტკივილი ან მგრძნობელობა;

გალაქტორეა;

ზოგადი სისუსტე.

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

ჭინჭრის ციება;

აგზნება, ნევროზულობა;

თვალების მოძრაობის ცვლილება;

შარდის შეკავება;

სარძევე ჯირკვლების გადიდება (მათ შორის, მამაკაცებში);

არარეგულარული მენსტრუაცია;

გარკვეული ლაბორატორიული ანალიზების ცვლილებები. თუ პაციენტს ესაჭიროება სისხლის ანალიზი ღვიძლის ფუნქციის გასაკონტროლებლად ან პროლაქტინის დონის შესამოწმებლად, ექიმს უნდა ეცნობოს, რომ პაციენტი იღებს დომპერიდონს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები: აღინიშნა გულის რითმის დარღვევები (გულისცემის აჩქარება ან არარეგულარული გულისცემა) - ასეთ შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. დომპერიდონი დაკავშირებულია გულის რითმის დარღვევის ან გულის შეტევის განვითარების მომატებულ რისკთან. ეს რისკი იზრდება 60 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში ან მაქსიმალური დოზის 30 მგ/დღეში გადაჭარბებისას. მოზრდილებში და ბავშვებში გამოყენებულ უნდა იქნას დომპერიდონის უმცირესი ეფექტური დოზა.

ზემოთ აღწერილის გარდა, აღინიშნა მოუსვენრობა ან ერთ ადგილზე გაჩერების შეუძლებლობა; დეპრესია და/ან არარეგულარული მენსტრუაცია.

კუნთების არარგულარული მოძრაობების რისკი უფრო მეტად აღინიშნა ახალშობილებში ან ჩვილ ბავშვებში, და გამონაკლის შემთხვევებში, მოზრდილებში. ეს გვერდითი ეფექტები სპონტანურად და სრულად ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

სინკოპეს და აგზნების რისკი უფრო დიდია ჩვილ და პატარა ბავშვებში.

თუ პაციენტს აღენიშნება ეს გვერდითი მოვლენები ან აღინიშნება ისეთი გვერდითი რეაქციები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

ბიგეტრიკის შენახვის პირობები

ინახება გრილ და მშრალ ადგილას, უმჯობესია 15ºC - 30ºC-ზე.

ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა

კონტეინერი 20 და 40 ტაბლეტით.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სამკურნალო პროდუქტი არ შეიცავს გლუტენს.

უკანასკნელი შესწორების თარიღი: 2020 წლის ივლისი.

ბიგეტრიკის დოზის გადაჭარბებისას

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს უახლოეს საავადმყოფოს ან ტოქსიკოლოგიის ცენტრებს:

რიკარდო გუტიერესის სახელობის პედიატრიული ჰოსპიტალი: (011) 4962-6666/2247 /0800-444-8694

ჰოსპიტალ Aა. პოსადას: (011) 4654-6648/4658-7777 /0800-333-0160

ტოქსიკოლოგიური დახმარების ცენტრი ლა პლატა: (0221) 451-5555.

"ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა”.

“პროდუქტთან დაკავშირებით რაიმე პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეავსოს ANMAT ვებგვერდზე არსებული ფორმა

http://anmat.gov.ar/farmacovigilancia/Notificar.asp ან დარეკოს ტელეფონის ნომერზე 0800-333-1234”

ტექნიკური დეპარტამენტი: დოქტ. ალეხანდრო დ. სანტარელი - ფარმაცევტი.

სამკურნალო მედიკამენტი ლიცენზირებულია ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ. სერტიფიკატი #38.448

Laboratories CASASCO S.A.I.C.

Boyaca 237 - Ciudad Autonoma de Buenos Aires, Argentina

ლაბორატორიოს კასასკო ს.ა.ი.ც.

ბოიაკა 237 - სიუდად ავტონომა დე ბუენოს აირეს, არგენტინა

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა