პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები

ბეტადინი

Betadine®

ურეცეპტოდ100მგ/მლინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

10 (10% ხსნარი) ან 1: 100 (1% ხსნარი) შეფარდებით წყალში განზავების შემდეგ. კონცენტრირებული (განუზავებელი) პრეპარატის კანზე დატოვება შეიძლება 1-2 წუთის განმავლობაში ინექციამდე, პუნქციამდე, სისხლის აღებამდე, ბიოფსიამდე, სისხლის გადასხმამდე, ინფუზიურ თერაპიამდე ან ქირურგიულ და სხვა ჩარევებამდე დაუზიანებელ კანზე. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Povidone-Iodine)
ფორმა და შეფუთვა
100მგ/მლ 1000 მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი მწვანე ფერის პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1 (პირველადი შეფუთვით)
მწარმოებელი
„EGIS PHARMACEUTICALS“ PLC, უნგრეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები, იოდის პრეპარატები
ATC კოდი
D08AG02
რეგისტრაციის ნომერი
რ-033367
რეგისტრირებულია
21 სექტემბერი 2021, მოქმედებს 23 ივნისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„EGIS PHARMACEUTICALS“ PLC (უნგრეთი)
განმცხადებელი
დახურული სააქციო საზოგადოება ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაბეტადინი და სხვა წამალი ერთად

ბეტადინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

10 (10% ხსნარი) ან 1: 100 (1% ხსნარი) შეფარდებით წყალში განზავების შემდეგ.

კონცენტრირებული (განუზავებელი) პრეპარატის კანზე დატოვება შეიძლება 1-2 წუთის განმავლობაში ინექციამდე, პუნქციამდე, სისხლის აღებამდე, ბიოფსიამდე, სისხლის გადასხმამდე, ინფუზიურ თერაპიამდე ან ქირურგიულ და სხვა ჩარევებამდე დაუზიანებელ კანზე.

ღია ჭრილობების, დამწვრობების დასამუშავებლად, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების დროს, ასევე ლორწოვანი გარსების სადეზინფექციოდ გამოიყენება 10% ხსნარი (ბეტადინის® წყალში განზავებით 1:10 შეფარდებით) ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.

სტაციონარის პირობებში წინასაოპერაციო მადეზინფიცირებელი აბაზანებისთვის გამოიყენება 1% ბეტადინის® ხსნარი (1:100). მთელი სხეულის ზედაპირი, სახის გარდა, თანაბრად უნდა დამუშავდეს 1% ხსნარით და 2-წუთიანი ექსპოზიციის შემდეგ ხსნარი თბილი წყლით უნდა იქნას ჩამობანილი.

ბეტადინის® ხსნარი უნდა განზავდეს უშუალოდ გამოყენების წინ. განზავებული ხსნარის შენახვა არ შეიძლება.

ტექსტილის ზედაპირებიდან ბეტადინის® ხსნარი ადვილად შორდება თბილი წყლით. ძნელად მოსაშორებელი ლაქები უნდა დამუშავდეს ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარით.

ბეტადინის® ხსნარის 7 დღეზე მეტხანს ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ გამოიყენოთ.

გამოყენება ბავშვებში

პრეპარატი ბეტადინის გამოყენება 1-დან 2 წლამდე ბავშვებში რეკომენდებული არ არის.

ახალშობილებსა და 1 წლამდე ბავშვებში პრეპარატი უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი "უკუჩვენებები").

მიღების წესი და დოზირება

ბეტადინის® ხსნარი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის განზავებული და განუზავებელი სახით.

პრეპარატი ცხელ წყალში არ შეურიოთ.

ბეტადინის® ხსნარი უნდა განზავდეს უშუალოდ გამოყენების წინ და გამოყენებული იქნას რაც შეიძლება სწრაფად.

ხსნარი არ არის განკუთვნილი შიგნით მისაღებად.

ამ პრეპარატის გამოყენების თაობაზე შემდგომი შეკითხვების გაჩენისას მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ბეტადინის® ხსნარი

ბეტადინის® ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. ხფართო ზედაპირებზე დიდი რაოდენობით ხსნარის ხანგრძლივი ადგილობრივი გამოყენება ზრდის ჭარბი დოზის რისკს. ადგილობრივი გამოყენებისის ჭარბი დოზის დროს რეკომენდებულია დამუშავებული უბნის თბილი წყლით დაბანა.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შემთხვევით, შეცდომით, ხსნარი მიიღეთ შიგნით და გამოგივლინდათ მწვავე მოწამვლის შემდეგი სიმპტომები:

  • მეტალის გემო პირში, ჭარბი ნერწყვდენა, პირის ღრუსა და ყელში ტკივილის და წვის შეგრძნება;
  • თვალების გაღიზიანება და შეშუპება;
  • რეაქციები კანის მხრივ;
  • გადავსებული კუჭის შეგრძნება, დიარეა;

თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ანურია (უშარდობა);

  • სისხლის მიმოქცევის უკმარისობა;
  • სუნთქვის დარღვევა, ფილტვების შეშუპება, მეტაბოლიზმის დარღვევა (მეტაბოლური აციდოზი, სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის გაზრდა).

თუ დაგავიწყდათ ბეტადინის® ხსნარის გამოყენება

თუ დაგავიწყდათ ამ პრეპარატის გამოყენება, გახსენებისთანავე გააგრძელეთ გამოყენება, მაგრამ არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

უკუჩვენებები

ალერგია პოვიდონ-იოდის ან მე-8 ნაწილში მოცემული ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ

ფარისებრი ჯირკვლის დარღვეული ფუნქცია

კანის ანთება გამონაყარით და ბუშტუკების წარმოქმნით, რომელიც ჰგავს ჰერპესს (ჰერპესის ფორმის დიურინგის დერმატიტი)

ბეტადინს იყენებთ ვერცხლის წყლის შემცველ პრეპარატებთან ერთად, კანის დაზინებების გამომწვევი ნივთიერებების წარმოქმნის შედეგად

თქვენი შვილი 1 წელზე უმცროსია. პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის 1-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატის ბეტადინი® ხსნარი გამოყენების დაწყებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის. განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა პრეპარატის გამოყენებისას ორსულ და მეძუძურ პაციენტებში. ასეთ შემთხვევებში საჭიროა სარგებელი/რისკის შეფასება და პოვიდონიოდის გამოყენება შეიძლება მხოლოდ აბსოლუტური აუცილებლობისას (იხ. ნაწილი "ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია").

პაციენტის საოპერაციოდ მომზადებისას საჭიროა იმის კონტროლი, რომ პაციენტის ქვეშ არ დაგროვდეს ზედმეტი ხსნარი. ხნართან ხანგრძლივმა კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, ხოლო იშვიათ შემთხვევებში - მძიმე რეაქციები კანის მხრივ. პაციენტის ქვეშ ხსნარის დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს ქიმიური დამწვრობა.

კანის გაღიზიანების, კონტაქტური დერმატიტის ან ალერგიის განვითარების დროს ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ.

გამოყენებამდე ხსნარი არ გაათბოთ.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

პოვიდონ-იოდს შეუძლია კანის ფერის დროებით შეცვლა გამოყენების ადგილას, რაც გამოწვეულია პრეპარატის საკუთარი ფერით.

პოვიდონ-იოდს შეუძლია ზოგიერთი ქსოვილის, მაგალითად ტანსაცმლის ფერის შეუქცევადად შეცვლა.

პოვიდონ-იოდს შეუძლია გამოიწვიოს მეტალების კოროზია, ხოლო პლასტმასის და სინთეტიკური მასალების ნაკეთობები ჩვეულებრივ მდგრადია პოვიდონ-იოდის მოქმედების მიმართ.

მოერიდეთ ხსნარის მოხვედრას საიუველირო ნაკეთობებზე, განსაკუთრებით ვერცხლის ნაკეთობებზე.

ბეტადინის® ხსნარის მუქი-ყავისფერი ფერი მიუთითებს მის ეფექტურობაზე. ხსნარის გაუფერულება მისი ანტიმიკრობული თვისებების გაუარესებას მოწმობს. ხსნარის დეგრადაცია ხდება სინათლეზე და 400C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

სხეულის დიდი ზედაპირის დამწვრობების მკურნალობის დროს პოვიდონ-იოდის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ელექტროლიტების დონის და სისხლის შრატის ოსმოლარობის შეცვლა, თირკმლის მწვავე უკმარისობა და მეტაბოლური აციდოზი (იხ. ნაწილი 4.8).

მოერიდეთ ბეტადინის® ხსნარის თვალებში მოხვედრას. თუ, სიფრთხილის მიუხედავად, ეს მაინც მოხდება, თვალები ამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით.

ხსნარის ოროფარინგეალური, ე.ი. პირის ღრუს (ენის, ღრძილების, სასის, ხახისა და ტუჩების) ლორწოვან გარსზე გამოყენებისას პოვიდონ-იოდი არ უნდა მოხვდეს სასუნთქ გზებში, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს პნევმონიტი (ფილტვების ალვეოლების კედლის ცვლილება). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტუბირებულ პაციენტებში.

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები

ბეტადინის ხსნარის გამოყენება არ არის რეკომენდებული 1-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში და მისი გამოყენება უკუნაჩვენებია ახალშობილებში და 1 წლამდე ბავშვებში. თუ ბავშვმა შემთხვევით ჩაყლაპა პრეპარატი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომლებსაც იყენებთ, ცოტახნის წინ იყენებდით ან გეგმავთ გამოყენებას.

ბეტადინი® ეფექტურია pH 2,0-7,0 ინტერვალში.

ჭრილობების დასამუშავებლად პოვიდონ-იოდის და ფერმენტული პრეპარატების ერთად გამოყენება იწვევს ეფექტურობის ურთიერთდაქვეითებას.

ვერცხლის წყლის, ვერცხლის, წყალბადის ზეჟანგის და ტაუროლიდინის შემცველ პრეპარატებს შეუძლიათ ურთიერთქმედება პოვიდონ-იოდთან, რაც იწვევს მათი ეფექტურობის ურთიერთგაუარესებას, ამიტომ მათი გამოყენება ბეტადინის® ხსნართან ერთად არ შეიძლება.

პვპ-იოდის კომპლექსი ასევე შეუთავსებელია აღმდგენ ნივთიერებებთან, ტუტე მეტალების მარილების შემცველ პრეპარატებთან და ნივთიერებებთან, რომლებიც რეაგირებენ მჟავებთან.

პოვიდონ-იოდის ოქტენიდინის შემცველ ანტისეპტიკებთან ერთად ან მათი გამოყენების შემდეგ ეგრევე გამოყენებამ კანის იგივე ან ახლომდებარე მონაკვეთებზე შეიძლება გამოიწვიოს დამუშავებულ ზედაპირზე მუქი ლაქების წარმოქმნა.

პოვიდონ-იოდის რეაქციები შეიძლება განვითარდეს ცილებთან და გაუჯერებელ ორგანულ ნივთიერებებთან, რაც ეფექტურობის ურთიერთდაქვეითებას იწვევს.

პაციენტები, რომლებიც იღებენ ლითიუმის შემცველ პრეპარატებს, უნდა მოერიდონ ბეტადინის® ხსნარის ხანგრძლივად, განსაკუთრებით დიდ ზედაპირებზე გამოყენებას.

პოვიდონ-იოდის რეაქციები შეიძლება განვითარდეს ცილებთან და გაჯერებულ ორგანულ ნივთიერებებთან, რაც ეფექტურობის ურთიერთდაქვეითებას იწვევს.

ბეტადინის® ხსნარით დაბინძურებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დიაგნოსტიკური ტესტის (მაგალითად, განავალსა და შარდში ფარული სისხლის არსებობის განსაზღვრა ან შარდში შაქრის განსაზღვრა) ცრუდადებითი შედეგები.

ბეტადინის® ხსნარის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს იოდის მიღება ფარისებრი ჯირკვლის მიერ, რამაც შეიძლება იმოქმედოს ზოგიერთი კვლევის და პროცედურის (ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია, ცილაშეერთებული იოდის განსაზღვრა, დიაგნოსტიკური პროცედურები რადიოაქტიური იოდის გამოყენებით) შედეგებზე, რის გამოც იოდის პრეპარატებით ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობის დაგეგმვა შეუძლებელი იქნება. ბეტადინის® ხსნარის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ უნდა გავიდეს დროის გარკვეული ინტერვალი (სულ მცირე 4 კვირა) ფარისებრი ჯირკვლის შემდეგი სცინტიგრაფიის ჩატარებამდე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

პოვიდონ-იოდს შეუძლია პლაცენტაში შეღწევა და დედის რძეში გადასვლა. იყო შეტყობინებები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევების შესახებ, თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის ჩათვლით (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება) ბავშვებში, რომელთა დედებს უტარდებოდათ იოდოთერაპია.

მოსარიდებელია პოვიდონ-იოდის გამოყენება ორსულ და მეძუძურ ქალებში იმ შემთხვევების გარდა, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისთვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისა და ახალშობილისთვის, ან მკურნალობის უფრო უსაფრთხო ალტერნატიული მეთოდების არქონის გამო.

ბავშვებში არ უნდა მოხდეს პოვიდონ-იოდის პირში მოხვედრა.

ფერტილობა

პოვიდონ-იოდის ადამიანის ფერტილობაზე ზეგავლენის შესახებ მონაცემები შეზღუდულია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ბეტადინი® ხსნარი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, ამ პრეპარატსაც შეუძლია არასასურველი რეაქციების გამოწვევა, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

შეწყვიტეთ ამ პრეპარატის გამოყენება და სასწრაფოდ შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გამოგივლინდათ ნებისმიერი შემდეგი არასასურველი რეაქციებიდან:

იშვიათი (გვხვდება 1000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში):

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

ძალიან იშვიათი (გვხვდება უფრო იშვიათად, ვიდრე 10000-დან 1 პაციენტში):

ანაფილაქსიური რეაქციები (მძიმე ალერგიული რეაქციები სუნთქვის გაძნელებით, თავბრუსხვევით, არტერიული წნევის დაწევით);

ანგიონევროზული შეშუპება (მძიმე ალერგიული რეაქცია სახისა და ყელის შეშუპებით).

ასევე იყო შეტყობინებები სხვა არასასურველი რეაქციების შესახებ:

იშვიათად გვხვდება 1000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში:

კანის ანთება (კონტაქტური დერმატიტი ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის კანის გაწითლება, მცირე ბუშტუკების გაჩენა და ქავილი).

ძალიან იშვიათად გვხვდება 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში:

ანამნეზში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის მაღალი აქტივობა, რომელსაც ახლავს მადის მომატება, წონის დაკლება, ოფლიანობა, გულის შეკუმშვების გახშირება ან შფოთვა).

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე განსაზღვრა შეუძლებელია):

ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია), რომელსაც ახლავს დაღლილობა, წონის მომატება, გულის შეკუმშვების სიხშირის დაკლება;

პნევმონიტი (ფილტვების ალვეოლების კედლის დაზიანება ხსნარის შემთხვევით სასუნთქ გზებში მოხვედრისას);

ელექტროლიზური ბალანსის დარღვევა, მჟავიანობის მომატება ორგანიზმში (მეტაბოლური აციდოზი);

ფილტვების ანთება (ხსნარის სასუნთქ გზებში მოხვედრისას);

თირკმელების მწვავე უკმარისობა;

სისხლის ოსმოლარობის (სისხლში ოსმოზურად აქტიური ნივთიერებების რაოდენობის) ცვლილება;

კანის ქიმიური დამწვრობები (შეიძლება განვითარდეს პაციენტის ქვეშ იოდის დაგროვების შედეგად, განსაკუთრებით ოპერაციისთვის მომზადებისას).

შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ

ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების აღმოჩენის ან ეფექტების წარმოქმნის დროს, რომლებიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ უშუალოდ გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნულ სისტემას.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ მოგვაწვდით დამატებით ინფორმაციას ამ სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

ჭარბი დოზა

ასეპტიკური პრეპარატები განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისთვის კანსა და ლორწოვან გარსებზე.

სიმპტომები

იოდით მწვავე ინტოქსიკაციის სიმპტომები: დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ანურია, სისხლძარღვების კოლაფსი, ფილტვების შეშუპება, მეტაბოლიზმის დარღვევები.

სისტემურმა ტოქსიკურობამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა (ანურიის ჩათვლით), ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, სისხლძარღვების უკმარისობა, სახმო ხვრელის შეშუპება, რომელიც იწვევს ასფიქსიას, ფილტვების შეშუპება, კრუნჩხვები, ცხელება და მეტაბოლური აციდოზი.

ასევე შეიძლება განვითარდეს ჰიპოთირეოზი ან ჰიპერთირეოზი.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას პოვიდონ-იოდით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

მკურნალობა

ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტროლიზური ბალანსის, თირკმელების და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კონტროლი.

მძიმე ჰიპოთენზიის დროს ვენაში შეიყვანება სითხე; საჭიროებისას ხდება ვაზოპრესორების დამატება.

ანდოტრაქეალური ინტუბაცია შეიძლება საჭირო გახდეს, თუ ზედა სასუნთქი გზების დამშლელი დაზიანება იწვევს მნიშვნელოვან დასიებას და შეშუპებას.

გულისრევის გამოწვევა არ შეიძლება. პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ისეთ მდგომარეობაში, რომ სასუნთქი გზები იყოს თავისუფალი და დაცული ასპირაციისგან (გულისრევის შემთხვევაში).

თუ პაციენტს არ აქვს გულისრევა და შეუძლია პირიდან საკვების მიღება, სახამებლიანი საკვების (მაგალითად, კარტოფილის, ფქვილის, სახამებლის, პურის) მიღება შეიძლება დაეხმაროს იოდის ნაკლებად ტოქსიკურ იოდიდად გარდაქმნაში.

თუ ნაწლავის პერფორაციის ნიშნები არ არის, შეიძლება კუჭის ამორეცხვა სახამებლის ხსნარით ნაზოგასტრალური ზონდის მეშვეობით (კუჭიდან ამონადენი გახდება მუქი-ლურჯი-იისფერი, და ამ ფერის გამოყენება შეიძლება ორიენტირის სახით იმის განსაზღვრისას, თუ როდის შეჩერდეს ამორეცხვა).

ჰემოდიალიზი ეფექტურად ასუფთავებს იოდისგან, და მისი გამოყენება შეიძლება იოდით მოწამვლის მძიმე შემთხვევებში, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობისას. უწყვეტი ვენო-ვენოზური ფილტრაცია ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე ჰემოდიალიზი.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: პოვიდონ-იოდი (პვპ-იოდი), 100 მგ ხსნარის 1 მლ-ში (შეესაბამება 10 მგ აქტიურ იოდს).

დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, ნონოქსინოლი 9, ლიმონმჟავა, დინატრიუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.

პრეპარატის ბეტადინი® ხსნარი აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

აღწერილობა

მუქი-ყავისფერი ხსნარი იოდის სუნით, რომელიც არ შეიცავს აწონილ ან დალექილ ნაწილაკებს.

შეფუთვა

30, 120 ან 1000 მლ ტევადობის მწვანე ფერის პოლიეთილენის ფლაკონები საწვეთურით. 30 და 120 მლ ფლაკონები გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდონელ ადგილას!

სამკურნალო საშუალებები არ გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან გამდინარე წყლებში. თუ აუცილებელია არასაჭირო პრეპარატის ნარჩენებში გადაგდება, კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვის დაბინძურების პრევენციაში.

  • ვარგისობის ვადა

ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ბეტადინი® ხსნარი, თუ შეამჩნევთ ხარისხის გაუარესების აშკარა ნიშნებს (მაგალითდ, ფერის შეცვლა).

  • აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტისეპტიკები და მადეზინფიცირებელი პრეპარატები; იოდის პრეპარატები; პოვიდონ-იოდი.

ათქ კოდი: D08AG02

მოქმედების მექანიზმი

პოვიდონ-იოდი წარმოადგენს პოლივინილპიროლიდონის (პოვიდონის) სინთეტიკური პოლიმერის კომპლექსს ელემენტარულ იოდთან (I2 მოქმედი ნითიერება), რომელიც არის კომპლექსიდან იოდის მუდმივი გამოთავისუფლების დეპო (პოლივინილპიროლიდონს საკუთარი ანტიბაქტერიული აქტივობა არ გააჩნია), ასევე ხელს უწყობს იოდის უფრო ადვილ კონტაქტს უჯრედების მემბრანებთან. კანის ან ლორწოვანი გარსების ზედაპირზე დატანის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში პოლიმერული კომპლექსიდან იოდი გამოიყოფა. ელემენტარული იოდი (I2) არის მაღალეფექტური მიკრობიციდული ნივთიერება, ხოლო პოლიმერი იოდის დეპოს წარმოადგენს. იოდის ეს თანდათან გამოთავისფლება აკომპენსირებს ელემენტარული იოდის არსებობასთან დაკავშირებულ ნაკლოვანებებს და ხელს უწყობს მის მაღალეფექტურ მიკრობიოციდურ ეფექტურობას. თავისუფალი იოდი სწრაფად აღწევს მიკროორგანიზმებში და უტევს ცილების, ამინომჟავების, ნუკლეოტიდების და გაუჯერებელი ცხიმმჟავების საკვანძო ჯგუფებს. რეაგირებს ამინომჟავების თიოლურ, სულფჰიდრილურ და ჰიდროქსილურ ჯგუფებთან მიკროორგანიზმების ფერმენტულ და სტრუქტურულ ცილებში და ამით ჟანგავს მათ.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

პოვიდონ-იოდი ახდენს სწრაფ ანტიბაქტერიულ (გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ჩათვლით), სოკოს საწინააღმდეგო და ვირუციდულ მოქმედებას (გარსიანი და უგარსო ვირუსები). რეზისტენტობა პოვიდონ-იოდის მიმართ არ გამოვლენილა საავადმყოფოებში, სტომატოლოგიურ და სამედიცინო პრაქტიკაში 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინტენსიური გამოყენებისას. გარდა ამისა, რეზისტენტობა ანტიბიოტიკების მიმართ არ მოქმედებს პოვიდონ-იოდის მიმართ მგრძნობელობაზე.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

პოვიდონ-იოდის ფარმაკოკინეტიკაზე მოქმედებს პოვიდონის და იოდის დისოციაცია და ორგანიზმში მისი შემდგომი აღდგენა იოდიდამდე. სხვადასხვა წამლის ფორმებმა და შეყვანის სხვადასხვა გზებმა შეიძლება იმოქმედოს პოვიდონ-იოდის აბსორბციაზე, ხოლო სისტემური აბსორბციის ხარსხი დამოკიდებულია მისი გამოყენების ადგილსა და პირობებზე (ჯანმრთელი კანის ფართობი, ზედაპირი, კანის დაზიანებული ზედაპირი, ლორწოვანი გარსები, ჭრილობები, სხეულის ღრუები).

შეწოვა

in vivo კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ იოდს შეუძლია კანში შეწოვა, ხოლო შეწოვის ხარისხი დამოკიდებულია კანის მდგომარეობაზე (მაგალითად, დაზიანებული ან ჯანმრთელი კანი), ასევე გამოყენების ხანგრძლივობაზე და ზედაპიზე, რომელზეც დაიტანება იოდი. იოდის შეზღუდული რაოდენობა შეიწოვება დაუზიანებელი კანიდან.

იოდის მაღალი აბსორბცია ხდება დაზიანებულ კანზე, წყლულებზე, ლორწოვან გარსებზე, რომლებსაც ახასიათებს იოდის მნიშვნელოვანი შეწოვა (საშო), ან დაუზიანებელი კანის დიდ ზედაპირებზე გამოყენებისას.

სისტემურ სისხლდინებაში ვლინდება პოვიდონის მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობა (~35 კდა).

განაწილება

შეყვანის წესის მიუხედავად აბსორბირებული იოდი/იოდიდი ორგანიზმში ნაწილდება სისხლის მიმოქცევის სისტემით. მისი ნაწილი (დაახლოებით 30%) გაიდევნება ფარისებრი ჯირკვლით ჰორმონული სინთეზის დროს. 24 საათში იოდი ასევე ნაწილდება (თუმცა უმნიშვნელოდ) სხვადასხვა ორგანოებში, ღვიძლის, სისხლისა და ფარისებრი ჯირკვლის ჩათვლით. იოდი აღწევს პლაცენტაში და გამოიყოფა დედის რძით (იხ. ნაწილი 4.6).

ადგილობრივი, ორალური ან ვაგინალური გამოყენების შემდეგ პოვიდონი შეიწოვება უმნიშვნელოდ და არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში და პლაცენტაში.

ბიოტრანსფორმირება

იოდი იოდიდამდე აღდგება და კონცენტრირდება სისხლდინებიდან ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულურ უჯრედებში ნატრიუმ-იოდიდის სიმპორტერის (NIS) ზემოქმედებით. თირეოტროპული ჰორმონი (თტჰ) ასტიმულირებს იოდის ტრანსპორტს სისხლიდან ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებში, იოდიდის ჟანგვას იოდამდე და იოდის შეერთებას თიროზინთან.

პოვიდონის მეტაბოლიზმი მინიმალურია (<0,3%).

გამოყოფა

იოდი, თუ მისი შეთვისება არ ხდება ფარისებრი ჯირკვლით, ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით. იოდის თირკმლისმიერი კლირენსი (Cl) შეადგენს 872,4±119,3 მლ/სთ ელიმინაციის სიჩქარის კონსტანტით (k) 0,0996±0,009/სთ და ნახევარდაშლის პერიოდით 6,22 საათი.

პოვიდონი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით და მხირე რაოდენობით ნაღვლის წვენით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

(ინფორმაცია პაციენტებისთვის)

ბეტადინი®®

გარეგანი გამოყენების მადეზინფიცირებელი ხსნარი

(პოვიდონ-იოდი)

სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ინსტრუქცია ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ინსტრუქციაში მოცემული მითითებების, ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მკაცრ შესაბამისობაში.

ეს სამკურნალო პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე. თუმცა, საუკეთესო შედეგების მისაღწევად იგი უნდა გამოიყენოთ სიფრთხილით და განსაზღვრული წესების დაცვით.

შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

თუ თქვენ დაგჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია - მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი ეფექტი ან შენიშნავთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში (იხ. ნაწილი 4), ამის შესახებ შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ 7 დღის განმავლობაში ამ პრეპარატის გამოყენება გააუარესებს ან არ შეამსუბუქებს დაავადების სიმპტომებს - მიმართეთ ექიმს.

ეს ჩანართი-ფურცელი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • რას წარმოადგენს პრეპარატი ბეტადინი® ხსნარი და რისთვის გამოიყენება
  • რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის ბეტადინი® ხსნარი გამოყენების წინ
  • როგორ გამოიყენება ბეტადინი® ხსნარი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება პრეპარატი ბეტადინი® ხსნარი
  • ვარგისობის ვადა
  • აფთიაქიდან გაცემის პირობები
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს პრეპარატი ბეტადინი® ხსნარი და რისთვის გამოიყენება

გარეგანი გამოყენების ბეტადინი® ხსნარი წარმოადგენს მაღალეფექტურ ჰერმიციდულ ნივთიერებას, რომელიც სწრაფად კლავს ბაქტერიებს, სოკოებს და ზოგიერთ ვირუსს, ამგვარად, მისი გამოყენება შეიძლება კანისა და ლორწოვანი გარსების დეზინფიცირებისთვის.

ბეტადინი® გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

კანის დეზინფიცირებისთვის ინექციის, სისხლის აღების, ინფუზიის, სისხლის გადასხმის, ქირურგიული ჩარევების წინ.

ჭრილობების ასეპტიკური დამუშავებისთვის.

ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.

პაციენტის მთლიანი ან ნაწილობრივი დეზინფექციური "დაბანისთვის" ქირურგიული ოპერაციის წინ.

თუ 7 დღის განმავლობაში ამ პრეპარატის გამოყენება არ შეამსუბუქებს დაავადების სიმპტომებს ან სიმპტომები გაუარესდება, მიმართეთ ექიმს.

  • რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის ბეტადინი® ხსნარი გამოყენების წინ

არ გამოიყენოთ ბეტადინი® ხსნარი თუ გაქვთ:

ალერგია პოვიდონ-იოდის ან მე-8 ნაწილში მოცემული ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ

ფარისებრი ჯირკვლის დარღვეული ფუნქცია

კანის ანთება გამონაყარით და ბუშტუკების წარმოქმნით, რომელიც ჰგავს ჰერპესს (ჰერპესის ფორმის დიურინგის დერმატიტი)

ბეტადინს იყენებთ ვერცხლის წყლის შემცველ პრეპარატებთან ერთად, კანის დაზინებების გამომწვევი ნივთიერებების წარმოქმნის შედეგად

თქვენი შვილი 1 წელზე უმცროსია. პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის 1-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას:

პრეპარატის ბეტადინი® ხსნარი გამოყენების დაწყებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის. განსაკუთრებული სიფრთხილე საჭიროა პრეპარატის გამოყენებისას ორსულ და მეძუძურ პაციენტებში. ასეთ შემთხვევებში საჭიროა სარგებელი/რისკის შეფასება და პოვიდონიოდის გამოყენება შეიძლება მხოლოდ აბსოლუტური აუცილებლობისას (იხ. ნაწილი "ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია").

პაციენტის საოპერაციოდ მომზადებისას საჭიროა იმის კონტროლი, რომ პაციენტის ქვეშ არ დაგროვდეს ზედმეტი ხსნარი. ხნართან ხანგრძლივმა კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, ხოლო იშვიათ შემთხვევებში - მძიმე რეაქციები კანის მხრივ. პაციენტის ქვეშ ხსნარის დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს ქიმიური დამწვრობა.

კანის გაღიზიანების, კონტაქტური დერმატიტის ან ალერგიის განვითარების დროს ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ.

გამოყენებამდე ხსნარი არ გაათბოთ.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

პოვიდონ-იოდს შეუძლია კანის ფერის დროებით შეცვლა გამოყენების ადგილას, რაც გამოწვეულია პრეპარატის საკუთარი ფერით.

პოვიდონ-იოდს შეუძლია ზოგიერთი ქსოვილის, მაგალითად ტანსაცმლის ფერის შეუქცევადად შეცვლა.

პოვიდონ-იოდს შეუძლია გამოიწვიოს მეტალების კოროზია, ხოლო პლასტმასის და სინთეტიკური მასალების ნაკეთობები ჩვეულებრივ მდგრადია პოვიდონ-იოდის მოქმედების მიმართ.

მოერიდეთ ხსნარის მოხვედრას საიუველირო ნაკეთობებზე, განსაკუთრებით ვერცხლის ნაკეთობებზე.

ბეტადინის® ხსნარის მუქი-ყავისფერი ფერი მიუთითებს მის ეფექტურობაზე. ხსნარის გაუფერულება მისი ანტიმიკრობული თვისებების გაუარესებას მოწმობს. ხსნარის დეგრადაცია ხდება სინათლეზე და 400C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

სხეულის დიდი ზედაპირის დამწვრობების მკურნალობის დროს პოვიდონ-იოდის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ელექტროლიტების დონის და სისხლის შრატის ოსმოლარობის შეცვლა, თირკმლის მწვავე უკმარისობა და მეტაბოლური აციდოზი (იხ. ნაწილი 4.8).

მოერიდეთ ბეტადინის® ხსნარის თვალებში მოხვედრას. თუ, სიფრთხილის მიუხედავად, ეს მაინც მოხდება, თვალები ამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით.

ხსნარის ოროფარინგეალური, ე.ი. პირის ღრუს (ენის, ღრძილების, სასის, ხახისა და ტუჩების) ლორწოვან გარსზე გამოყენებისას პოვიდონ-იოდი არ უნდა მოხვდეს სასუნთქ გზებში, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს პნევმონიტი (ფილტვების ალვეოლების კედლის ცვლილება). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტუბირებულ პაციენტებში.

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები

ბეტადინის ხსნარის გამოყენება არ არის რეკომენდებული 1-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში და მისი გამოყენება უკუნაჩვენებია ახალშობილებში და 1 წლამდე ბავშვებში. თუ ბავშვმა შემთხვევით ჩაყლაპა პრეპარატი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი ბეტადინი® ხსნარი

შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომლებსაც იყენებთ, ცოტახნის წინ იყენებდით ან გეგმავთ გამოყენებას.

ბეტადინი® ეფექტურია pH 2,0-7,0 ინტერვალში.

ჭრილობების დასამუშავებლად პოვიდონ-იოდის და ფერმენტული პრეპარატების ერთად გამოყენება იწვევს ეფექტურობის ურთიერთდაქვეითებას.

ვერცხლის წყლის, ვერცხლის, წყალბადის ზეჟანგის და ტაუროლიდინის შემცველ პრეპარატებს შეუძლიათ ურთიერთქმედება პოვიდონ-იოდთან, რაც იწვევს მათი ეფექტურობის ურთიერთგაუარესებას, ამიტომ მათი გამოყენება ბეტადინის® ხსნართან ერთად არ შეიძლება.

პვპ-იოდის კომპლექსი ასევე შეუთავსებელია აღმდგენ ნივთიერებებთან, ტუტე მეტალების მარილების შემცველ პრეპარატებთან და ნივთიერებებთან, რომლებიც რეაგირებენ მჟავებთან.

პოვიდონ-იოდის ოქტენიდინის შემცველ ანტისეპტიკებთან ერთად ან მათი გამოყენების შემდეგ ეგრევე გამოყენებამ კანის იგივე ან ახლომდებარე მონაკვეთებზე შეიძლება გამოიწვიოს დამუშავებულ ზედაპირზე მუქი ლაქების წარმოქმნა.

პოვიდონ-იოდის რეაქციები შეიძლება განვითარდეს ცილებთან და გაუჯერებელ ორგანულ ნივთიერებებთან, რაც ეფექტურობის ურთიერთდაქვეითებას იწვევს.

პაციენტები, რომლებიც იღებენ ლითიუმის შემცველ პრეპარატებს, უნდა მოერიდონ ბეტადინის® ხსნარის ხანგრძლივად, განსაკუთრებით დიდ ზედაპირებზე გამოყენებას.

პოვიდონ-იოდის რეაქციები შეიძლება განვითარდეს ცილებთან და გაჯერებულ ორგანულ ნივთიერებებთან, რაც ეფექტურობის ურთიერთდაქვეითებას იწვევს.

ბეტადინის® ხსნარით დაბინძურებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დიაგნოსტიკური ტესტის (მაგალითად, განავალსა და შარდში ფარული სისხლის არსებობის განსაზღვრა ან შარდში შაქრის განსაზღვრა) ცრუდადებითი შედეგები.

ბეტადინის® ხსნარის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს იოდის მიღება ფარისებრი ჯირკვლის მიერ, რამაც შეიძლება იმოქმედოს ზოგიერთი კვლევის და პროცედურის (ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია, ცილაშეერთებული იოდის განსაზღვრა, დიაგნოსტიკური პროცედურები რადიოაქტიური იოდის გამოყენებით) შედეგებზე, რის გამოც იოდის პრეპარატებით ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მკურნალობის დაგეგმვა შეუძლებელი იქნება. ბეტადინის® ხსნარის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ უნდა გავიდეს დროის გარკვეული ინტერვალი (სულ მცირე 4 კვირა) ფარისებრი ჯირკვლის შემდეგი სცინტიგრაფიის ჩატარებამდე.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად, კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

პოვიდონ-იოდს შეუძლია პლაცენტაში შეღწევა და დედის რძეში გადასვლა. იყო შეტყობინებები ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევების შესახებ, თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის ჩათვლით (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება) ბავშვებში, რომელთა დედებს უტარდებოდათ იოდოთერაპია.

მოსარიდებელია პოვიდონ-იოდის გამოყენება ორსულ და მეძუძურ ქალებში იმ შემთხვევების გარდა, როდესაც პოტენციური სარგებელი დედისთვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისა და ახალშობილისთვის, ან მკურნალობის უფრო უსაფრთხო ალტერნატიული მეთოდების არქონის გამო.

ბავშვებში არ უნდა მოხდეს პოვიდონ-იოდის პირში მოხვედრა.

ფერტილობა

პოვიდონ-იოდის ადამიანის ფერტილობაზე ზეგავლენის შესახებ მონაცემები შეზღუდულია.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ბეტადინი® ხსნარი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

  • როგორ გამოიყენება პრეპარატი ბეტადინი® ხსნარი

ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ამ ინსტრუქციის მითითებებით ან თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ გაგიჩნდათ შეკითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზირების რეჟიმი

ჩვენებების მიხედვით ბეტადინის® ხსნარის გამოყენება შეიძლება კონცენტრირებული (განუზავებელი) ფორმით ან 1:10 (10% ხსნარი) ან 1:100 (1% ხსნარი) შეფარდებით წყალში განზავების შემდეგ.

კონცენტრირებული (განუზავებელი) პრეპარატის კანზე დატოვება შეიძლება 1-2 წუთის განმავლობაში ინექციამდე, პუნქციამდე, სისხლის აღებამდე, ბიოფსიამდე, სისხლის გადასხმამდე, ინფუზიურ თერაპიამდე ან ქირურგიულ და სხვა ჩარევებამდე დაუზიანებელ კანზე.

ღია ჭრილობების, დამწვრობების დასამუშავებლად, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების დროს, ასევე ლორწოვანი გარსების სადეზინფექციოდ გამოიყენება 10% ხსნარი (ბეტადინის® წყალში განზავებით 1:10 შეფარდებით) ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.

სტაციონარის პირობებში წინასაოპერაციო მადეზინფიცირებელი აბაზანებისთვის გამოიყენება 1% ბეტადინის® ხსნარი (1:100). მთელი სხეულის ზედაპირი, სახის გარდა, თანაბრად უნდა დამუშავდეს 1% ხსნარით და 2-წუთიანი ექსპოზიციის შემდეგ ხსნარი თბილი წყლით უნდა იქნას ჩამობანილი.

ბეტადინის® ხსნარი უნდა განზავდეს უშუალოდ გამოყენების წინ. განზავებული ხსნარის შენახვა არ შეიძლება.

ტექსტილის ზედაპირებიდან ბეტადინის® ხსნარი ადვილად შორდება თბილი წყლით. ძნელად მოსაშორებელი ლაქები უნდა დამუშავდეს ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარით.

ბეტადინის® ხსნარის 7 დღეზე მეტხანს ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ გამოიყენოთ.

გამოყენება ბავშვებში

პრეპარატი ბეტადინის გამოყენება 1-დან 2 წლამდე ბავშვებში რეკომენდებული არ არის.

ახალშობილებსა და 1 წლამდე ბავშვებში პრეპარატი უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი "უკუჩვენებები").

გამოყენების წესი

ბეტადინის® ხსნარი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის განზავებული და განუზავებელი სახით.

პრეპარატი ცხელ წყალში არ შეურიოთ.

ბეტადინის® ხსნარი უნდა განზავდეს უშუალოდ გამოყენების წინ და გამოყენებული იქნას რაც შეიძლება სწრაფად.

ხსნარი არ არის განკუთვნილი შიგნით მისაღებად.

ამ პრეპარატის გამოყენების თაობაზე შემდგომი შეკითხვების გაჩენისას მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ბეტადინის® ხსნარი

ბეტადინის® ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. ხფართო ზედაპირებზე დიდი რაოდენობით ხსნარის ხანგრძლივი ადგილობრივი გამოყენება ზრდის ჭარბი დოზის რისკს. ადგილობრივი გამოყენებისის ჭარბი დოზის დროს რეკომენდებულია დამუშავებული უბნის თბილი წყლით დაბანა.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შემთხვევით, შეცდომით, ხსნარი მიიღეთ შიგნით და გამოგივლინდათ მწვავე მოწამვლის შემდეგი სიმპტომები:

  • მეტალის გემო პირში, ჭარბი ნერწყვდენა, პირის ღრუსა და ყელში ტკივილის და წვის შეგრძნება;
  • თვალების გაღიზიანება და შეშუპება;
  • რეაქციები კანის მხრივ;
  • გადავსებული კუჭის შეგრძნება, დიარეა;

თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ანურია (უშარდობა);

  • სისხლის მიმოქცევის უკმარისობა;
  • სუნთქვის დარღვევა, ფილტვების შეშუპება, მეტაბოლიზმის დარღვევა (მეტაბოლური აციდოზი, სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის გაზრდა).

თუ დაგავიწყდათ ბეტადინის® ხსნარის გამოყენება

თუ დაგავიწყდათ ამ პრეპარატის გამოყენება, გახსენებისთანავე გააგრძელეთ გამოყენება, მაგრამ არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

ამ პრეპარატის გამოყენების თაობაზე შემდგომი შეკითხვების გაჩენისას მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

  • შესაძლო არასასურველი რეაქციები

როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, ამ პრეპარატსაც შეუძლია არასასურველი რეაქციების გამოწვევა, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

შეწყვიტეთ ამ პრეპარატის გამოყენება და სასწრაფოდ შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გამოგივლინდათ ნებისმიერი შემდეგი არასასურველი რეაქციებიდან:

იშვიათი (გვხვდება 1000-დან არა უმეტეს 1 პაციენტში):

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

ძალიან იშვიათი (გვხვდება უფრო იშვიათად, ვიდრე 10000-დან 1 პაციენტში):

ანაფილაქსიური რეაქციები (მძიმე ალერგიული რეაქციები სუნთქვის გაძნელებით, თავბრუსხვევით, არტერიული წნევის დაწევით);

ანგიონევროზული შეშუპება (მძიმე ალერგიული რეაქცია სახისა და ყელის შეშუპებით).

ასევე იყო შეტყობინებები სხვა არასასურველი რეაქციების შესახებ:

იშვიათად გვხვდება 1000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში:

კანის ანთება (კონტაქტური დერმატიტი ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის კანის გაწითლება, მცირე ბუშტუკების გაჩენა და ქავილი).

ძალიან იშვიათად გვხვდება 10000-დან არაუმეტეს 1 პაციენტში:

ანამნეზში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის მაღალი აქტივობა, რომელსაც ახლავს მადის მომატება, წონის დაკლება, ოფლიანობა, გულის შეკუმშვების გახშირება ან შფოთვა).

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე განსაზღვრა შეუძლებელია):

ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია), რომელსაც ახლავს დაღლილობა, წონის მომატება, გულის შეკუმშვების სიხშირის დაკლება;

პნევმონიტი (ფილტვების ალვეოლების კედლის დაზიანება ხსნარის შემთხვევით სასუნთქ გზებში მოხვედრისას);

ელექტროლიზური ბალანსის დარღვევა, მჟავიანობის მომატება ორგანიზმში (მეტაბოლური აციდოზი);

ფილტვების ანთება (ხსნარის სასუნთქ გზებში მოხვედრისას);

თირკმელების მწვავე უკმარისობა;

სისხლის ოსმოლარობის (სისხლში ოსმოზურად აქტიური ნივთიერებების რაოდენობის) ცვლილება;

კანის ქიმიური დამწვრობები (შეიძლება განვითარდეს პაციენტის ქვეშ იოდის დაგროვების შედეგად, განსაკუთრებით ოპერაციისთვის მომზადებისას).

შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ

ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების აღმოჩენის ან ეფექტების წარმოქმნის დროს, რომლებიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ უშუალოდ გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნულ სისტემას.

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ მოგვაწვდით დამატებით ინფორმაციას ამ სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • როგორ ინახება პრეპარატი ბეტადინი® ხსნარი

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდონელ ადგილას!

სამკურნალო საშუალებები არ გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან გამდინარე წყლებში. თუ აუცილებელია არასაჭირო პრეპარატის ნარჩენებში გადაგდება, კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვის დაბინძურების პრევენციაში.

  • ვარგისობის ვადა

ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ბეტადინი® ხსნარი, თუ შეამჩნევთ ხარისხის გაუარესების აშკარა ნიშნებს (მაგალითდ, ფერის შეცვლა).

  • აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პრეპარატი ბეტადინი® ხსნარი

მოქმედი ნივთიერება: პოვიდონ-იოდი (პვპ-იოდი), 100 მგ ხსნარის 1 მლ-ში (შეესაბამება 10 მგ აქტიურ იოდს).

დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, ნონოქსინოლი 9, ლიმონმჟავა, დინატრიუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.

პრეპარატის ბეტადინი® ხსნარი აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

აღწერილობა

მუქი-ყავისფერი ხსნარი იოდის სუნით, რომელიც არ შეიცავს აწონილ ან დალექილ ნაწილაკებს.

შეფუთვა

30, 120 ან 1000 მლ ტევადობის მწვანე ფერის პოლიეთილენის ფლაკონები საწვეთურით. 30 და 120 მლ ფლაკონები გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ., 30-38

უნგრეთი

საწარმო:

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

9900 კიორმენდი, მიტიაშ კირაის ქ., 65

უნგრეთი

ფირმის მუნდიფარმა ა.ო. ლიცენზიით

ბაზელი, შვეიცარია

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა