პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

ბენლეკი

Benlek

ურეცეპტოდ500მგ+38,75მგ+50მგინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

ბენლეკი არის მედიკამენტი რომელიც შეიცავს სამი აქტიური ნივთიერების კომბინაციას: მეტამიზოლი, ვიტამინი B1 და კოფეინი. ბენლეკს აქვს ტკივილის შემამსუბუქებელი და სიცხის დამწევი ეფექტი, ზომიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და სპაზმოლიზური მოქმედება მეტამიზოლის გამო. კოფეინს აქვს მასტიმულირებელი ეფექტი ნერვულ სისტემაზე; …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
500მგ+38,75მგ+50მგ ტაბლეტი №20
მწარმოებელი
ADIPHARM EAD, ბულგარეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზური საშუალებები, პირაზოლონები
ATC კოდი
N02BB52
რეგისტრაციის ნომერი
რ-043018
რეგისტრირებულია
25 მარტი 2025, მოქმედებს 25 მარტი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „SmartPharm“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაბენლეკი და სხვა წამალი ერთად

ბენლეკი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ბენლეკი არის მედიკამენტი რომელიც შეიცავს სამი აქტიური ნივთიერების კომბინაციას: მეტამიზოლი, ვიტამინი B1 და კოფეინი.

ბენლეკს აქვს ტკივილის შემამსუბუქებელი და სიცხის დამწევი ეფექტი, ზომიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და სპაზმოლიზური მოქმედება მეტამიზოლის გამო.

კოფეინს აქვს მასტიმულირებელი ეფექტი ნერვულ სისტემაზე; ის ავიწროვებს სისხლძარღვებს და ამცირებს ინტრაცერებრალურ წნევას, აძლიერებს მეტამიზოლის მოქმედებას, ხელს უწყობს მის შეღწევას ცერებრალურ ქსოვილში.

ვიტამინი B1 ხელსაყრელ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაში მიმდინარე ანთებითი პროცესზე, ნერვული იმპულსების გამტარობაზე და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.

ბენლეკი გამოიყენება სხვადასხვა წარმოშობის ტკივილების სიმპტომატური მკურნალობისთვის:

თავის ტკივილი (დაძაბულობის ტიპი, შაკიკი) და კბილის ტკივლი;

ლოკომოტორული სისტემის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები (რევმატიული ტკივილი);

პოსტოპერაციული და პოსტტრავმული მდგომარეობები

პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები (რადიკულიტი, პლექსიტი, ნევრიტი, ნევრალგია, პოლინევრიტი, პოლინეიროპათია);

მენსტრუალური ტკივილი

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორ აღწერილია ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

დოზა დამოკიდებულია ტკივილის ან სიცხის ინტენსივობასა და ბენლეკის მიმართ ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე.

უნდა შეირჩეს უმცირესი დოზა ტკივილისა და სიცხის კონტროლისთვის. თქვენი ექიმი გეტყვით თუ როგორ უნდა მიიღოთ ბენლეკი.

ზრდასრულებმა ან მოზარდებმა 15 წლის ან ზევით ასაკის (რომლებიც იწონიან 53 კგ-ზე მეტს) შესაძლოა მიიღონ 1,000 მგ მეტამიზოლი როგორც ერთჯერადი დოზა (2 ტაბლეტი), რომელიც შესაძლოა იქნას მიღებული 4-ჯერ დღეში 6-8 საათიანი ინტერვალებით.

მაქსიმალური დღიური დოზა არის 4,000 მგ (8 ტაბლეტის შესაბამისი).

გამოხატული ეფექტი მოსალოდნელია პერორალური მიღებიდან 30-60 წუთის შემდეგ.

ბენლეკი არ უნდა იქნას გამოყენებული 15 წლამდე ასაკის ბავშვებში. შედარებით ახალგაზრდა ბავშვებისთვის აქტიური ნივთიერების სხვა ფორმირებული დოზები და რაოდენობები ხელმისაწვდომია ამ მედიკამენტის ერთეულ დოზებში. ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ხანდაზმულები და პაციენტები სუსტი ზოგადი ჯანმრთელობით/ თირკმლის უკმარისობით

დოზა უნდა იქნას შემცირებული ხანდაზმულ, დაუძლურებულ პაციენტებში და პაციენტებში, რომელთაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ვინაიდან მეტამიზოლის დეგრადაციის პროდუქტების ექსკრეცია, შეიძლება შეფერხდეს.

პაციენტები დაქვეითებული თირკმლის და ღვიძლის ფუნქციით

ვინაიდან, ექსკრეციის სიხშირე შემცირებულია იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ დაქვეითებული თირკმლის ან ღვიძლის ფუნქცია, განმეორებითი დოზები თავიდან უნდა იქნას აცილებული. დოზის შემცირება არ არის საჭირო მხოლოდ მოკლევადიანი გამოყენებისთვის. გრძელვადიან გამოყენებასთან დაკავშირებით გამოცდილება არ არის.

თუ მიიღეთ ბენლეკის ზედმეტი რაოდენობა

თუ მიიღეთ იმაზე მაღალი დოზა, ვიდრე რეკომენდირებულია, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას!

დოზის გადაჭარბების სიმპტომები არ აღინიშნება რეკომენდირებული დოზის რეჟიმის დროს. შემდეგი სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს ამ უეცარი შეტევისას ამ პროდუქტის დიდი დოზის გამო:

გულისრევა, ღებინება, აგზნება, უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში: უფრო სერიოზულ შემთხვევებში შემცირებული შარდვა ან შარდვის არ არსებობა, კრუნჩხვები, ანემია, სისხლის თეთრი უჯრედების მკვეთრი შემცირება.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტიურებული ნახშირი, საფაღარათო საშუალებები. საჭიროების შემთხვევაში, სიმპტომური მკურნალობა შესაძლოა მიღებულ იქნას; არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი. მკურნალობა უნდა ჩატარდეს საავადმყოფოში.

უკუჩვენებები

თუ ალერგიული ხართ აქტიური ნივთიერებების მიმართ (მეტამიზოლი, კოფეინი, ვიტამინი B1) ან სხვა პირაზოლონის წარმოებულების მიმართ ან სხვა ნებისმიერი ამ მედიკამენტში შემავალი ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 თავში)

თუ თქვენ გაქვთ სისხლის თეთრი უჯრედების მცირე რაოდენობა (ლეიკოპენია) თრომბოციტების დაბალი რაოდენობა (თრომბოციტოპენია), ანემია, ღვიძლის პორფირია;

თუ თქვენ განიცდით ბრონქულ ასთმას, მძიმე ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობას;

თუ თქვენ გაქვთ მემკვიდრეობითი გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას დეფიციტი.

თუ ხართ ორსულობის ბოლო სამ თვეში.

სიფრთხილის ზომები

თუ გაქვთ ან გქონდათ რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მანამ, სანამ მიიღებთ ბენლეკს, განსაკუთრებით თუ გქონდათ ჩამოთვლილთაგან რომელიმე:

თუ აღგენიშნებათ ალერგია საკვების, მედიკამენტების მიმართ ან ნებისმიერი სხვა ტიპის ალერგია;

თირკმელის და/ან ღვიძლის დისფუნქცია;

აქტიური წყლულოვანი დაავადება;

გლაუკომა;

რითმის დარღვევები;

უძილობა;

გაურკვეველი წარმოშობის მძიმე თავის ტკივილი;

ჰიპერტენზია.

ბენლეკის უფრო ხშირად და უფრო ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში, სისხლის უჯრედების კონტროლი საჭირო იქნება.

ბენლეკი არ უნდა იქნას მიღებული ადენოზინის ან დიფირიდამოლის ტესტების ჩატარებამდე მინიმუმ 12 საათით ადრე, რადგან მასში შემავალმა კოფეინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ტესტის შედეგებზე.

ეს პროდუქტი არ უნდა იქნას მიღებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებთან და მეტამიზოლთან ერთად.

ღვიძლის პრობლემები

ღვიძლის ანთება ფიქსირდება პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მეტამიზოლს, სიმპტომები ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ან რამდენიმე თვეში.

შეწყვიტეთ ბენლეკის გამოყენება და მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემების სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა ან ღებინება, ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, კანის ან თვალების სიყვითლე, ქავილი, გამონაყარი ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში. თქვენი ექიმი შეამოწმებს თქვენი ღვიძლის ფუნქციას.

არ მიიღოთ ბენლეკი, თუ ადრე გქონდათ ღვიძლის პრობლემები და მიიღეთ მეტამიზოლის შემცველი სამკურნალო საშუალება.

კანის სერიოზული რეაქციები

კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), რომელიც ნაჩვენებია მეტამიზოლით მკურნალობის შედეგად, შეწყვიტეთ მეტამიზოლის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ რომელიმე სიმპტომს, რომელიც აღწერილია მე-4 ნაწილში.

თუ ოდესმე გქონდათ კანის მძიმე რეაქციები, აღარ განაახლოთ ბენლეკით მკურნალობა (იხილეთ ნაწილი 4).

ბავშვები

ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებთან.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

ბენლეკის ერთდროული მიღება სხვა მედიკემენტებთან ერთად მოითხოვს ყურადღებას მეტამიზოლის შემცველობის გამო, რომელიც გავლენას ახდენს ზოგიერთი მედიკამენტის მეტაბოლიზმზე.

ბენლეკის ერთდროული გამოყენება სხვა ანალგეზურებთან, ანტიპირეტიკებთან და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებთან, ზრდის ალერგიული რეაქციების რისკს.

არსებობს სისხლის თეთრი უჯრედების შემცირების რისკი თუ ბენლეკი ერთდროულად მიღებული იქნება ისეთ პროდუქტებთან ერთად, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის უჯრედების ფორმირებაზე.

ზოგიერთი მედიკამენტი ნეიროლეპტიკების და ტრანკვილიზატორების ჯგუფიდან აძლიერებს ბენლეკის ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.

ერთდროული მიღება ქლორფრომაზინთან ერთად შესაძლოა იყოს სხეულის ტემპერატურის უეცარი შემცირების გამომწვევი.

ზოგიერთი პერორალურმა კონტრაცეპტივებმა და ანტიდეპრესანტებმა შეიძლება გაახანგრძლივოს მეტამიზოლის დეგრადაცია და ამით გაიზარდოს ბენლეკის ტოქსიკურობა.

ბენლეკის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ქსოვილის გადანერგვის შემთხვევაში მეტამიზოლის თვისებების გამო, შეამციროს ციკლოსპორინ A-ს კონცენტრაცია სისხლში.

ერთდროულმა მიღებამ სიმპათომიმეტიკებთან შესაძლოა გამოიწვიოს ცენტრალური ნერვულის სისტემის აგზნება.

მეტამიზოლი არ უნდა იქნას მიღებული ერთდროულად სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებთან.

ბუპროპიონი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ ან მოწევის შეწყვეტის დამხმარე საშუალებად

ეფავირენცი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება აივ/შიდსის სამკურნალოდ

მეტადონი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება არალეგალურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების სამკურნალოდ (ე.წ. ოპიოიდები)

ვალპროატი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის ან ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ

ტაკროლიმუსი,მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტანტ პაციენტებში

ორგანოს უარყოფის თავიდან ასაცილებლად

სერტრალინი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.

ბენლეკი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

არ არსებობს შეზღუდვები საკვებთან და სასმელთან ერთად პროდუქტის გამოყენების შესახებ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, ფიქრობთ რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ იყოლიოთ ბავში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის მანამ, სანამ მიიღებთ ამ მედიკამენტს.

ორსულობა

ხელმისაწვდომი ინფორმაცია მეტამიზოლის გამოყენებასთან დაკავშირებით ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში, შეზღუდულია, მაგრამ არ მიუთითებს ნაყოფისთვის მავნე ზეგავლენაზე. გარკვეულ შემთხვევებში, სადაც არ არსებობს მკურნალობის სხვა გზები, შესაძლებელია განხილულ იქნას მეტამიზოლის ერთჯერადი დოზების გამოყენება ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრებში ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციისა და მეტამიზოლის მიერ გამოწვეული შესაძლო რისკებისა და სარგებელის შანსების ყურადღებით შეფასების შემდეგ. თუმცა, მეტამიზოლის გამოყენება პირველ და მეორე ტრიმესტრებში ზოგადად არ არის რეკომენდირებული.

ორსულობის ბოლო სამი თის განმავლობაში, არ უნდა მიიღოთ ბენლეკი დედისა და ბავშვის გართულებების მაღალი რისკის გამო (სისხლდენა, მნიშვნელოვანი სისხლძარღვის ნაადრევი დახურვა, ე.წ. ბოტალის სადინარი, მომავალში, რომელიც მხოლოდ ბუნებრივად იხურება დაბადების შემდეგ).

ლაქტაცია

მეტამიზოლის დეგრადაციის პროდუქტები მნიშვნელოვანი რაოდენობით გადადის დედის რძეში და ჩვილებისთვის რისკი არ შეიძლება გამოირიცხოს. ამიტომ თავიდანვე უნდა იქნას აცილებული მეტამიზოლის განმეორებითი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.

მეტამიზოლის ერთდჯერადად გამოყენების შემთხვევაში, დედებისათვის რჩევაა, შეაგროვონ და არ გამოიყენონ რძე, დოზის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ბენლეკი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

ბენლეკი შეიცავს ხორბლის სახამებელს, ამიტომ ის არ უნდა იქნას გამოიყენებული იმ პირების მიერ, რომელთაც აქვთ კოელიაკია (გლუტენ-მგრძნობიარე ენთეროპათია).

პაციენტებმა, რომელთაც აქვთ ალერგია ხორბლის მიმართ (ცელიაკიის გარდა) არ უნდა გამოიყენონ ეს პროდუქტი.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (გავლენას ახდენს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტზე), ხშირი (გავლენას ახდენს 1-10 პაციენტზე 100 პაციენტიდან), არახშირი (გავლენას ახდენს 1-10 პაციენტზე 1000 პაციენტიდან), იშვიათი (გავლენას ახდენს 1-10 პაციენტზე 10 000 პაციენტიდან), ძალიან იშვიათი (გავლენას ახდენს 1-ზე ნაკლებზე 10 000 პაციენტიდან), სიხშირე არ არის ცნობილი (არ შეიძლება განისაზღვროს არსებული მონაცემებიდან).

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ბენლეკმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველას არ უვითარდება.

შეწყვიტეთ ბენლეკის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაგიჩნდებათ რომელიმე შემდეგი სიმპტომი:

გულისრევა ან ღებინება, ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, კანის ან თვალების თეთრი სიყვითლე, ქავილი, გამონაყარი ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების ნიშნები. აგრეთვე იხილეთ ნაწილი 2 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.

შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

იმუნური სისტემის დარღვევები: კანის ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, ქავილი, კანის სიწითლე); ძალიან იშვიათი: სუნთქვის გაძნელება, ალეგიული შოკი ან ანაფილაქტიური რეაქციები

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: სისხლის თეთრი უჯრედების და/ან თრომბოციტების რაოდენობა. ძალიან იშვიათი: წერტილოვანი სისხლჩაქცევები კანში, ანემია.

ნერვული სისტემის დარღვევები: თავბრუსხვევა, მომატებული აგზნებადობა, უძილობა

კარდიოვასკულარული დარღვევები: სწრაფი გულისცემა, მომატებული გულისცემა გულმკერდის არეში.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, ნაღვლის სტაგნაცია, სიყვითლე.

უცნობია (სიხშირე რომელიც არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):

ღვიძლის ანთება, კანისა და თვალების სიყვითლე, სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მატება.

კანის სერიოზული რეაქციები

შეწყვიტეთ მეტამიზოლის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სერიოზულ გვერდით მოვლენას:

მოწითალო, ბრტყელი, სამიზნის მსგავსი ან მრგვალი ლაქები ტანზე, ხშირად ცენტრალურად განლაგებული ბუშტუკებით, კანის აქერცვლა, პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების და თვალის წყლულები. კანის ამ სერიოზულ გამონაყარს შეიძლება წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი ან წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).

გვერდითი ეფექტების შესახებ განცხადება

თუ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, არმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ ისეთ გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.

თქვენ ასევე შეგიძლიათ განაცხადოთ გვერდითი ეფექტები უშუალოდ:

მედიკამენტების რეგულირების სააგენტო

8 Damian Gruev Str N8

1303 Sofia/ სოფია

ტელ: +35 928903417

ვებ. გვერდი: www.bda.bg

გვერდითი ეფექტების განცხადებით, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებაში.

ჭარბი დოზა

თუ დაგავიწყდათ ბენლეკის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის საკომპენსაციოდ.

მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს დოზის გაზრდის გარეშე.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებებია:

მეტამიზოლის ნატრიუმი

თიამინის ჰიდროქლორიდი

კოფეინი

სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ხორბლის სახამებელი, პოვიდონი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, უწყლო სილიციუმის დიოქსიდი.

შეფუთვა და შეფუთვის შემადგენლობა

თეთრი გაუმჭირვალე PVC/Al ბლისტერები თითოეული 9, 18, 20 ან 27 ტაბლეტთან ერთად, მოთავსებული მუყაოს ყუთში.

ყველა ზომის შეფუთვა არ არის ბაზარზე

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ არაუმეტეს 25C.

არ გამოიყენოთ ბენლეკი ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე.

არ უნდა მოხდეს სამკურნალო საშუალების გადაყრა გამდინარე წყლებში და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. გამოუყენებელი სამკურნალო საშუალების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობენ გარემო პირობების დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ბენლეკი 500მგ/ 38,75 მგ/ 50 მგ ტაბლეტები

მეტამიზოლის ნატრიუმი/ თიამიდის ჰიდროქლორიდი/ კოფეინი

(მეტამიზოლის ნატრიუმი/ თიამიდის ჰიდროქლორიდი/ კოფეინი)

ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია სრულად მანამ, სანამ დაიწყებთ ამ მედიკამენტის გამოყენებას რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა, ფარმაცევტმა ან მედდამ გითხრათ.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

თუ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია ან რჩევა, კითხეთ თქვენ ფარმაცევტს.

თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენები, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.

თქვენ უნდა დაელაპარაკოთ ექიმს თუ თქვენ თავს არ გრძნობთ უკეთესად ან თუ გრძნობთ გაუარესებას 3-5 დღის შემდეგ.

რა არის ამ ინსტრუქციაში?

რა არის ბენლეკი და რისთვის გამოიყენება ის

რა უნდა იცოდეთ ბენლეკის გამოყენებამდე

ბენლეკის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ბენლეკის შენახვის წესი

შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

რა არის ბენლეკი და რისთვის გამოიყენება ის

ბენლეკი არის მედიკამენტი რომელიც შეიცავს სამი აქტიური ნივთიერების კომბინაციას: მეტამიზოლი, ვიტამინი B1 და კოფეინი.

ბენლეკს აქვს ტკივილის შემამსუბუქებელი და სიცხის დამწევი ეფექტი, ზომიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და სპაზმოლიზური მოქმედება მეტამიზოლის გამო.

კოფეინს აქვს მასტიმულირებელი ეფექტი ნერვულ სისტემაზე; ის ავიწროვებს სისხლძარღვებს და ამცირებს ინტრაცერებრალურ წნევას, აძლიერებს მეტამიზოლის მოქმედებას, ხელს უწყობს მის შეღწევას ცერებრალურ ქსოვილში.

ვიტამინი B1 ხელსაყრელ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაში მიმდინარე ანთებითი პროცესზე, ნერვული იმპულსების გამტარობაზე და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.

ბენლეკი გამოიყენება სხვადასხვა წარმოშობის ტკივილების სიმპტომატური მკურნალობისთვის:

თავის ტკივილი (დაძაბულობის ტიპი, შაკიკი) და კბილის ტკივლი;

ლოკომოტორული სისტემის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები (რევმატიული ტკივილი);

პოსტოპერაციული და პოსტტრავმული მდგომარეობები

პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები (რადიკულიტი, პლექსიტი, ნევრიტი, ნევრალგია, პოლინევრიტი, პოლინეიროპათია);

მენსტრუალური ტკივილი

რა უნდა იცოდეთ ბენლეკის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ბენლეკის ტაბლეტები:

თუ ალერგიული ხართ აქტიური ნივთიერებების მიმართ (მეტამიზოლი, კოფეინი, ვიტამინი B1) ან სხვა პირაზოლონის წარმოებულების მიმართ ან სხვა ნებისმიერი ამ მედიკამენტში შემავალი ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 თავში)

თუ თქვენ გაქვთ სისხლის თეთრი უჯრედების მცირე რაოდენობა (ლეიკოპენია) თრომბოციტების დაბალი რაოდენობა (თრომბოციტოპენია), ანემია, ღვიძლის პორფირია;

თუ თქვენ განიცდით ბრონქულ ასთმას, მძიმე ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობას;

თუ თქვენ გაქვთ მემკვიდრეობითი გლუკოზა-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას დეფიციტი.

თუ ხართ ორსულობის ბოლო სამ თვეში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

თუ გაქვთ ან გქონდათ რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მანამ, სანამ მიიღებთ ბენლეკს, განსაკუთრებით თუ გქონდათ ჩამოთვლილთაგან რომელიმე:

თუ აღგენიშნებათ ალერგია საკვების, მედიკამენტების მიმართ ან ნებისმიერი სხვა ტიპის ალერგია;

თირკმელის და/ან ღვიძლის დისფუნქცია;

აქტიური წყლულოვანი დაავადება;

გლაუკომა;

რითმის დარღვევები;

უძილობა;

გაურკვეველი წარმოშობის მძიმე თავის ტკივილი;

ჰიპერტენზია.

ბენლეკის უფრო ხშირად და უფრო ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში, სისხლის უჯრედების კონტროლი საჭირო იქნება.

ბენლეკი არ უნდა იქნას მიღებული ადენოზინის ან დიფირიდამოლის ტესტების ჩატარებამდე მინიმუმ 12 საათით ადრე, რადგან მასში შემავალმა კოფეინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ტესტის შედეგებზე.

ეს პროდუქტი არ უნდა იქნას მიღებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებთან და მეტამიზოლთან ერთად.

ღვიძლის პრობლემები

ღვიძლის ანთება ფიქსირდება პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მეტამიზოლს, სიმპტომები ვითარდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ან რამდენიმე თვეში.

შეწყვიტეთ ბენლეკის გამოყენება და მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემების სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა ან ღებინება, ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, კანის ან თვალების სიყვითლე, ქავილი, გამონაყარი ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში. თქვენი ექიმი შეამოწმებს თქვენი ღვიძლის ფუნქციას.

არ მიიღოთ ბენლეკი, თუ ადრე გქონდათ ღვიძლის პრობლემები და მიიღეთ მეტამიზოლის შემცველი სამკურნალო საშუალება.

კანის სერიოზული რეაქციები

კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS), რომელიც ნაჩვენებია მეტამიზოლით მკურნალობის შედეგად, შეწყვიტეთ მეტამიზოლის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ რომელიმე სიმპტომს, რომელიც აღწერილია მე-4 ნაწილში.

თუ ოდესმე გქონდათ კანის მძიმე რეაქციები, აღარ განაახლოთ ბენლეკით მკურნალობა (იხილეთ ნაწილი 4).

ბავშვები

ტაბლეტები არ უნდა იქნას გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებთან.

სხვა მედიკამენტები და ბენლეკი

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

ბენლეკის ერთდროული მიღება სხვა მედიკემენტებთან ერთად მოითხოვს ყურადღებას მეტამიზოლის შემცველობის გამო, რომელიც გავლენას ახდენს ზოგიერთი მედიკამენტის მეტაბოლიზმზე.

ბენლეკის ერთდროული გამოყენება სხვა ანალგეზურებთან, ანტიპირეტიკებთან და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებთან, ზრდის ალერგიული რეაქციების რისკს.

არსებობს სისხლის თეთრი უჯრედების შემცირების რისკი თუ ბენლეკი ერთდროულად მიღებული იქნება ისეთ პროდუქტებთან ერთად, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის უჯრედების ფორმირებაზე.

ზოგიერთი მედიკამენტი ნეიროლეპტიკების და ტრანკვილიზატორების ჯგუფიდან აძლიერებს ბენლეკის ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს.

ერთდროული მიღება ქლორფრომაზინთან ერთად შესაძლოა იყოს სხეულის ტემპერატურის უეცარი შემცირების გამომწვევი.

ზოგიერთი პერორალურმა კონტრაცეპტივებმა და ანტიდეპრესანტებმა შეიძლება გაახანგრძლივოს მეტამიზოლის დეგრადაცია და ამით გაიზარდოს ბენლეკის ტოქსიკურობა.

ბენლეკის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ქსოვილის გადანერგვის შემთხვევაში მეტამიზოლის თვისებების გამო, შეამციროს ციკლოსპორინ A-ს კონცენტრაცია სისხლში.

ერთდროულმა მიღებამ სიმპათომიმეტიკებთან შესაძლოა გამოიწვიოს ცენტრალური ნერვულის სისტემის აგზნება.

მეტამიზოლი არ უნდა იქნას მიღებული ერთდროულად სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებთან.

ბუპროპიონი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ ან მოწევის შეწყვეტის დამხმარე საშუალებად

ეფავირენცი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება აივ/შიდსის სამკურნალოდ

მეტადონი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება არალეგალურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების სამკურნალოდ (ე.წ. ოპიოიდები)

ვალპროატი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის ან ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ

ტაკროლიმუსი,მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტანტ პაციენტებში

ორგანოს უარყოფის თავიდან ასაცილებლად

სერტრალინი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.

ბენლეკი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

არ არსებობს შეზღუდვები საკვებთან და სასმელთან ერთად პროდუქტის გამოყენების შესახებ.

ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება

თუ ხართ ორსულად, ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, ფიქრობთ რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ იყოლიოთ ბავში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის მანამ, სანამ მიიღებთ ამ მედიკამენტს.

ორსულობა

ხელმისაწვდომი ინფორმაცია მეტამიზოლის გამოყენებასთან დაკავშირებით ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში, შეზღუდულია, მაგრამ არ მიუთითებს ნაყოფისთვის მავნე ზეგავლენაზე. გარკვეულ შემთხვევებში, სადაც არ არსებობს მკურნალობის სხვა გზები, შესაძლებელია განხილულ იქნას მეტამიზოლის ერთჯერადი დოზების გამოყენება ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრებში ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციისა და მეტამიზოლის მიერ გამოწვეული შესაძლო რისკებისა და სარგებელის შანსების ყურადღებით შეფასების შემდეგ. თუმცა, მეტამიზოლის გამოყენება პირველ და მეორე ტრიმესტრებში ზოგადად არ არის რეკომენდირებული.

ორსულობის ბოლო სამი თის განმავლობაში, არ უნდა მიიღოთ ბენლეკი დედისა და ბავშვის გართულებების მაღალი რისკის გამო (სისხლდენა, მნიშვნელოვანი სისხლძარღვის ნაადრევი დახურვა, ე.წ. ბოტალის სადინარი, მომავალში, რომელიც მხოლოდ ბუნებრივად იხურება დაბადების შემდეგ).

ლაქტაცია

მეტამიზოლის დეგრადაციის პროდუქტები მნიშვნელოვანი რაოდენობით გადადის დედის რძეში და ჩვილებისთვის რისკი არ შეიძლება გამოირიცხოს. ამიტომ თავიდანვე უნდა იქნას აცილებული მეტამიზოლის განმეორებითი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.

მეტამიზოლის ერთდჯერადად გამოყენების შემთხვევაში, დედებისათვის რჩევაა, შეაგროვონ და არ გამოიყენონ რძე, დოზის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში.

ავტომობილების მართვა და მექანიზმების გამოყენება

ბენლეკი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

ბენლეკი შეიცავს ხორბლის სახამებელს, ამიტომ ის არ უნდა იქნას გამოიყენებული იმ პირების მიერ, რომელთაც აქვთ კოელიაკია (გლუტენ-მგრძნობიარე ენთეროპათია).

პაციენტებმა, რომელთაც აქვთ ალერგია ხორბლის მიმართ (ცელიაკიის გარდა) არ უნდა გამოიყენონ ეს პროდუქტი.

ბენლეკის მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორ აღწერილია ინსტრუქციაში ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

დოზა დამოკიდებულია ტკივილის ან სიცხის ინტენსივობასა და ბენლეკის მიმართ ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე.

უნდა შეირჩეს უმცირესი დოზა ტკივილისა და სიცხის კონტროლისთვის. თქვენი ექიმი გეტყვით თუ როგორ უნდა მიიღოთ ბენლეკი.

ზრდასრულებმა ან მოზარდებმა 15 წლის ან ზევით ასაკის (რომლებიც იწონიან 53 კგ-ზე მეტს) შესაძლოა მიიღონ 1,000 მგ მეტამიზოლი როგორც ერთჯერადი დოზა (2 ტაბლეტი), რომელიც შესაძლოა იქნას მიღებული 4-ჯერ დღეში 6-8 საათიანი ინტერვალებით.

მაქსიმალური დღიური დოზა არის 4,000 მგ (8 ტაბლეტის შესაბამისი).

გამოხატული ეფექტი მოსალოდნელია პერორალური მიღებიდან 30-60 წუთის შემდეგ.

ბენლეკი არ უნდა იქნას გამოყენებული 15 წლამდე ასაკის ბავშვებში. შედარებით ახალგაზრდა ბავშვებისთვის აქტიური ნივთიერების სხვა ფორმირებული დოზები და რაოდენობები ხელმისაწვდომია ამ მედიკამენტის ერთეულ დოზებში. ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ხანდაზმულები და პაციენტები სუსტი ზოგადი ჯანმრთელობით/ თირკმლის უკმარისობით

დოზა უნდა იქნას შემცირებული ხანდაზმულ, დაუძლურებულ პაციენტებში და პაციენტებში, რომელთაც აქვთ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ვინაიდან მეტამიზოლის დეგრადაციის პროდუქტების ექსკრეცია, შეიძლება შეფერხდეს.

პაციენტები დაქვეითებული თირკმლის და ღვიძლის ფუნქციით

ვინაიდან, ექსკრეციის სიხშირე შემცირებულია იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ დაქვეითებული თირკმლის ან ღვიძლის ფუნქცია, განმეორებითი დოზები თავიდან უნდა იქნას აცილებული. დოზის შემცირება არ არის საჭირო მხოლოდ მოკლევადიანი გამოყენებისთვის. გრძელვადიან გამოყენებასთან დაკავშირებით გამოცდილება არ არის.

თუ მიიღეთ ბენლეკის ზედმეტი რაოდენობა

თუ მიიღეთ იმაზე მაღალი დოზა, ვიდრე რეკომენდირებულია, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას!

დოზის გადაჭარბების სიმპტომები არ აღინიშნება რეკომენდირებული დოზის რეჟიმის დროს. შემდეგი სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს ამ უეცარი შეტევისას ამ პროდუქტის დიდი დოზის გამო:

გულისრევა, ღებინება, აგზნება, უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში: უფრო სერიოზულ შემთხვევებში შემცირებული შარდვა ან შარდვის არ არსებობა, კრუნჩხვები, ანემია, სისხლის თეთრი უჯრედების მკვეთრი შემცირება.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტიურებული ნახშირი, საფაღარათო საშუალებები. საჭიროების შემთხვევაში, სიმპტომური მკურნალობა შესაძლოა მიღებულ იქნას; არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი. მკურნალობა უნდა ჩატარდეს საავადმყოფოში.

დოზის გადაჭარბების ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას!

თუ დაგავიწყდათ ბენლეკის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის საკომპენსაციოდ.

მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს დოზის გაზრდის გარეშე.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

გვერდითი რეაქციების სიხშირე კატეგორიზებულია, როგორც:

ძალიან ხშირი (გავლენას ახდენს 10 პაციენტიდან 1-ზე მეტზე), ხშირი (გავლენას ახდენს 1-10 პაციენტზე 100 პაციენტიდან), არახშირი (გავლენას ახდენს 1-10 პაციენტზე 1000 პაციენტიდან), იშვიათი (გავლენას ახდენს 1-10 პაციენტზე 10 000 პაციენტიდან), ძალიან იშვიათი (გავლენას ახდენს 1-ზე ნაკლებზე 10 000 პაციენტიდან), სიხშირე არ არის ცნობილი (არ შეიძლება განისაზღვროს არსებული მონაცემებიდან).

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ბენლეკმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველას არ უვითარდება.

შეწყვიტეთ ბენლეკის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაგიჩნდებათ რომელიმე შემდეგი სიმპტომი:

გულისრევა ან ღებინება, ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, მადის დაკარგვა, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, კანის ან თვალების თეთრი სიყვითლე, ქავილი, გამონაყარი ან ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების ნიშნები. აგრეთვე იხილეთ ნაწილი 2 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.

შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

იმუნური სისტემის დარღვევები: კანის ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, ქავილი, კანის სიწითლე); ძალიან იშვიათი: სუნთქვის გაძნელება, ალეგიული შოკი ან ანაფილაქტიური რეაქციები

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები: სისხლის თეთრი უჯრედების და/ან თრომბოციტების რაოდენობა. ძალიან იშვიათი: წერტილოვანი სისხლჩაქცევები კანში, ანემია.

ნერვული სისტემის დარღვევები: თავბრუსხვევა, მომატებული აგზნებადობა, უძილობა

კარდიოვასკულარული დარღვევები: სწრაფი გულისცემა, მომატებული გულისცემა გულმკერდის არეში.

კუჭ-ნაწლავის დარღვევები: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, ნაღვლის სტაგნაცია, სიყვითლე.

უცნობია (სიხშირე რომელიც არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):

ღვიძლის ანთება, კანისა და თვალების სიყვითლე, სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მატება.

კანის სერიოზული რეაქციები

შეწყვიტეთ მეტამიზოლის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სერიოზულ გვერდით მოვლენას:

მოწითალო, ბრტყელი, სამიზნის მსგავსი ან მრგვალი ლაქები ტანზე, ხშირად ცენტრალურად განლაგებული ბუშტუკებით, კანის აქერცვლა, პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების და თვალის წყლულები. კანის ამ სერიოზულ გამონაყარს შეიძლება წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი ან წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).

გვერდითი ეფექტების შესახებ განცხადება

თუ გაქვთ რაიმე გვერდითი ეფექტი, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, არმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ ისეთ გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.

თქვენ ასევე შეგიძლიათ განაცხადოთ გვერდითი ეფექტები უშუალოდ:

მედიკამენტების რეგულირების სააგენტო

8 Damian Gruev Str N8

1303 Sofia/ სოფია

ტელ: +35 928903417

ვებ. გვერდი: www.bda.bg

გვერდითი ეფექტების განცხადებით, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებაში.

ბენლეკის შენახვის წესი

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ არაუმეტეს 25C.

არ გამოიყენოთ ბენლეკი ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე.

არ უნდა მოხდეს სამკურნალო საშუალების გადაყრა გამდინარე წყლებში და საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. გამოუყენებელი სამკურნალო საშუალების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობენ გარემო პირობების დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ბენლეკი

აქტიური ნივთიერებებია:

მეტამიზოლის ნატრიუმი

თიამინის ჰიდროქლორიდი

კოფეინი

სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ხორბლის სახამებელი, პოვიდონი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, უწყლო სილიციუმის დიოქსიდი.

შეფუთვა და შეფუთვის შემადგენლობა

თეთრი გაუმჭირვალე PVC/Al ბლისტერები თითოეული 9, 18, 20 ან 27 ტაბლეტთან ერთად, მოთავსებული მუყაოს ყუთში.

ყველა ზომის შეფუთვა არ არის ბაზარზე

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

ADIPHARM EAD

ბულ. Simeonovsko Shosse No130

სოფია 1700, ბულგარეთი

ინსტრუქციის საბოლოო განხილვის თარიღი:

თებერვალი 2022

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა