პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰემორაგიული საშუალებები

ბენეფიქსი 500 სე

BeneFix 500 IU

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

ბენეფიქსი არის სისხლის შედედების (კოაგულაციის) IX ფაქტორის საინექციო პრეპარატი, რომელიც წარმოებულია რეკომბინანტული დნმ-ის ტექნოლოგიით. ბენეფიქსის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ნონაკოგ ალფა. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
nonacog alfa
ფორმა და შეფუთვა
ფხვნილი 500ს.ე./5მლ (100ს.ე./მლ) ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 5მლ გამხსნელი (0,234% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი) წინასწარ შევსებული მზა შპრიცი №1 + სტერილური ადაპტერი განზავებისთვის ფლაკონი №1 + სტერილური საინფუზიო ნაკრები №1 + ორი სპირტიანი ტამპონი + ერთი პლასტირი + ერთი ბინტის ტამპონი შეფუთვაში
მწარმოებელი
Wyeth Farma S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰემორაგიული საშუალებები, სისხლის კოაგულაციის ფაქტორები
ATC კოდი
B02BD04
რეგისტრაციის ნომერი
რ-042760
რეგისტრირებულია
10 თებერვალი 2025, მოქმედებს 10 თებერვალი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
„ფაიზერ ეიჩ. სი. პი. კორპორეიშენ“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაბენეფიქსი 500 სე და სხვა წამალი ერთად

ბენეფიქსი 500 სე — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ბენეფიქსი არის სისხლის შედედების (კოაგულაციის) IX ფაქტორის საინექციო პრეპარატი, რომელიც წარმოებულია რეკომბინანტული დნმ-ის ტექნოლოგიით. ბენეფიქსის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ნონაკოგ ალფა. ჰემოფილია B-ს დაავადებით (კრისტმასის დაავადება) დაბადებულ პირებში აღინიშნება სისხლდენის მაკონტროლებელი IX ფაქტორის აქტივობის ნაკლებობა. ბენეფიქსი მოქმედებს IX ფაქტორის ჩანაცვლებით ჰემოფილია B-ს მქონე პაციენტებში სისხლის შედედების მისაღწევად.

ბენეფიქსი გამოიყენება ჰემოფილია B-ს (IX ფაქტორის თანდაყოლილი დეფიციტი) მქონე ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში სისხლდენების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

მიღების წესი და დოზირება

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების ზუსტად დაცვით. ამ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ბენეფიქსის დოზა განისაზღვრება ექიმის მიერ. პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, IX ფაქტორის ჩანაცვლებითი თერაპიის მიხედვით და თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი IX ფაქტორის დონის შესაბამისად, რომელიც შემოწმდება რეგულარულად. სისხლის პლაზმიდან გამოყოფილი IX ფაქტორის შემცველი პრეპარატების დოზირება და ბენეფიქსის დოზირება შეიძლება არ იყოს ერთნაირი.

ექიმს შეუძლია შეცვალოს ბენეფიქსის დოზა მკურნალობის პერიოდში.

პრეპარატის მომზადება და შეყვანა

ქვემოთ მითითებული პროცედურები დადგენილია ბენეფიქსის მომზადებისა და შეყვანის ინსტრუქციის სახით. დაიცავით თქვენი ექიმის მიერ დადგენილი სპეციალური პროცედურები ვენაში ინექციასთან დაკავშირებით.

ბენეფიქსი შეიყვანება ინტრავენური (ი/ვ) ინფუზიის გზით საინექციო ფხვნილისა და შეფუთვაში წინასწარ შევსებულ შპრიცში წარმოდგენილი გამხსნელის (ნატრიუმის ქლორიდის (მარილის) ხსნარი) განზავების შემდეგ.

ქვემოთ მითითებული პროცედურების შესრულების წინ ყოველთვის დაიბანეთ ხელები. განზავების პროცედურის შესრულებისას უნდა დაიცვათ ასეპტიკის წესები (სისუფთავესა და სტერილურობასთან დაკავშირებით).

მომზადება:

ბენეფიქსი შეიყვანება ინტრავენური (ი/ვ) ინფუზიის გზით სტერილურ საინექციო ხსნართან განზავების შემდეგ.

გააჩერეთ ლიოფილიზებული (მშრალად გაყინული) ბენეფიქსის ფლაკონი და წინასწარ შევსებული შპრიცი ოთახის ტემპერატურაზე.

2224405452755

მოხსენით ბენეფიქსის ფლაკონს გარე თავსახური, რათა გამოაჩინოთ რეზინის საცობის ცენტრალური ნაწილი.

გაწმინდეთ ფლაკონის თავი კომპლექტში მოთავსებული სპირტის ტამპონით ან სხვა ანტისეპტიკური ხსნარით და დაელოდეთ გაშრობას. გაწმენდის შემდეგ დაუშვებელია რეზინის საცობზე თითის დადება ან სხვა ზედაპირთან შეხება.

მოხსენით თავსახური შეფუთვის სუფთა პლასტმასის ფლაკონის ადაპტერს. არ ამოიღოთ ადაპტერი შეფუთვიდან.

მოათავსეთ ფლაკონი სწორ ზედაპირზე. დაიჭირეთ ადაპტერი შეფუთვაში, მოათავსეთ ფლაკონის ადაპტერი ფლაკონის თავზე. მაგრად დააჭირეთ შეფუთვას სანამ ადაპტერი დამაგრდება ფლაკონის თავზე, ადაპტერის ნემსი უნდა შევიდეს 2278380281305

ფლაკონის საცობში.

ამოიღეთ ადაპტერი შეფუთვიდან და გადააგდეთ შეფუთვა.

227012545720

დაამაგრეთ დგუში გამხსნელის შპრიცზე მტკიცედ დაწოლისა და გადატრიალების გზით.

22701251491615

მოატეხეთ დამცავი პლასტმასის ზედა თავსახური გამხსნელის შპრიციდან თავსახურზე ნახვრეტის ჩაკეტვის გზით. აღნიშნული ხორციელდება თავსახურის გადახრით ზემოთ და ქვემოთ, სანამ არ გატყდება ნახვრეტი. არ შეეხოთ თავსახურის შიდა ან შპრიცის ზედა ნაწილს. შესაძლებელია, საჭირო გახდეს თავსახურის შეცვლა (თუ ადგილი არ ექნება განზავებული ბენეფიქსის დაუყოვნებლივ შეყვანას), ასე რომ დაამაგრეთ იგი გვერდიდან მისი ზედა ნაწილში განთავსებით.

მოათავსეთ ფლაკონი ბრტყელ ზედაპირზე. დაუკავშირეთ გამხსნელის შპრიცი ფლაკონის ადაპტერს, შპრიცის წვერის მოთავსებით ადაპტერის ღია ნაწილში და ამავდროულად მტკიცედ გადაატრიალეთ შპრიცი საათის მიმართულებით, სანამ აღნიშნული დაკავშირება უსაფრთხო არ გახდება.

23253703175

2298700345440

ნელა დაწიეთ დგუში, რათა მოახდინოთ გამხსნელის ინექცია ბენეფიქსის ფლაკონში.

ისე რომ შპრიცი ჯერ კიდევ დაკავშირებული იყოს ადაპტერთან, ნელა გადაატრიალეთ ფლაკონი, სანამ არ მოხდება ფხვნილის სრულად გახსნა.

243967096520

საბოლოო ხსნარის დათვალიერება უნდა მოხდეს ვიზუალურად წვრილ ნაწილაკებთან დაკავშირებით მის შეყვანამდე. ხსნარი უნდა იყოს სუფთა და უფერო.

მითითება: თუ გამოიყენებთ ბენეფიქსის ერთზე მეტ ფლაკონს საინფუზიოდ, ყოველი ფლაკონის მომზადება უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული ინსტრუქციების მსგავსად. გამხსნელის შპრიცი უნდა მოიხსნას, ფლაკონის ადაპტერი უნდა დარჩეს ადგილზე და შესაძლებელია გამოყენებული იქნას ცალკე დიდი ლუერის ჩამკეტი (საშუალება, რომელიც აკავშირებს შპრიცს ფლაკონთან) ყოველი ინდივიდუალური ფლაკონის მომზადებული შიგთავსის უკან დასაბრუნებლად.

დარწმუნდით, რომ შპრიცის დგუში კვლავ სრულად დაწეულია, გადააბრუნეთ ფლაკონი. ნელა ამოიღეთ მთლიანი ხსნარი შპრიცში.

243967067945

მოაშორეთ შპრიცი ფლაკონის ადაპტერს შპრიცის ნელი დაწოლითა და გადატრიალებით საათის საწინააღმდეგო მიმართულებით. გადააგდეთ ფლაკონი მასზე დამაგრებულ ადაპტერთან ერთად.

მითითება: იმ შემთხვევაში, თუ ხსნარის გამოყენება არ მოხდება დაუყოვნებლივ, შპრიცის თავსახური უნდა შეიცვალოს სიფრთხილის ზომების დაცვით. არ შეეხოთ შპრიცის ზედა ნაწილს ან თავსახურის შიდა ნაწილს.

ბენეფიქსი გამოიყენეთ მომზადებისთანავე ან 3 საათის განმავლობაში. შეყვანამდე განზავებული ხსნარის შენახვა შეიძლება ოთახის ტემპერატურაზე.

გამოყენება (ინტრავენური ინექცია):

ბენეფიქსი შეიყვანება შეფუთვაში წინასწარ შევსებულ შპრიცში წარმოდგენილი გამხსნელის ან ლუერის ტიპის ერთჯერადი სტერილური პლასტმასის შპრიცით. გარდა ამისა, ფლაკონიდან ხსნარის ამოღება შეიძლება ფლაკონის ადაპტერის საშუალებით.

ბენეფიქსი შეიყვანება ინტრავენური ინექციის გზით რამდენიმე წუთის განმავლობაში. ექიმმა შეიძლება შეცვალოს ინფუზიის შეყვანის რეკომენდებული სიჩქარე პაციენტისთვის კომფორტულობის მიხედვით.

არსებობს ცნობები ტუბში/შპრიცში სისხლის წითელი უჯრედების შეწებების (აგლუტინაციის) შესახებ ბენეფიქსის შეყვანის დროს. აღნიშნულ დაკვირვებასთან დაკავშირებით რაიმე გვერდითი მოქმედება რეგისტრირებული არ არის. აგლუტინაციის მინიმუმამდე შესამცირებლად მნიშვნელოვანია შეიზღუდოს მილში შემავალი სისხლის რაოდენობა. დაუშვებელია სისხლის მოხვედრა შპრიცში. ტუბში/შპრიცში სისხლის წითელი უჯრედების შეწებების შემთხვევაში გადააგდეთ გამოყენებული მასალა (მილები, შპრიცი და ბენეფიქსის ხსნარი) და გააგრძელეთ შეყვანა ახალი შეფუთვით.

პრეპარატის შეყვანა უწყვეტი ინფუზიის (წვეთოვნის) სახით დამტკიცებული არ არის, ამიტომ, არ შეიძლება ბენეფიქსის შერევა საინფუზიო ხსნარებთან ან წვეთოვნით შეყვანა.

ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი, ცარიელი ფლაკონი და გამოყენებული ნემსი და შპრიცი მოათავსეთ შესაბამის კონტეინერში ნაგვისთვის, რადგან აღნიშნულმა საშუალებებმა შეიძლება დააზიანოს სხვა პირები.

თუ მიიღეთ ბენეფიქსის საჭიროზე მეტი დოზა

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ბენეფიქსის რეკომენდებულზე მეტი დოზის შეყვანის შემთხვევაში.

თუ შეწყვიტეთ ბენეფიქსის მიღება

არ შეწყვიტოთ ბენეფიქსის მიღება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

აღნიშნული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული ნონაკოგ ალფას ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).

თუ ხართ ალერგიული ზაზუნას ცილის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

ბენეფიქსის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ არ ხდება სისხლდენის გაჩერება.

შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქციები. პრეპარატი შეიძლება შეიცავდეს ზაზუნას ცილის უმნიშვნელო რაოდენობას (იხ. პარაგრაფი ~არ მიიღოთ ბენეფიქსი~). პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშ ანაფილაქსიურ რეაქციებს (მძიმე ალერგიული რეაქციები) ადგილი აქვს IX ფაქტორის პრეპარატებთან, მათ შორის ბენეფიქსთან დაკავშირებით. ალერგიული რეაქციების საწყის ნიშნებს წარმოადგენს სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი, გენერალიზებული გამონაყარი, გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, ხიხინი, დაბალი არტერიული წნევა, არამკვეთრი მხედველობა და ანაფილაქსია (მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან/და სუნთქვის გაძნელება, სახის ან/და ხელების გაწითლება ან შესიება).

ალერგიის ან ანაფილაქსიური ტიპის რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის შეყვანა და დაუკავშირდით ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებას. მძიმე ალერგიული რეაქციების შემთხვევაში საჭიროა ალტერნატიული თერაპიის განხილვა.

მოქმედების გამანეიტრალებელი ანტისხეულები (ინჰიბიტორები) იშვიათად ვითარდება პაციენტებში, რომლებსაც წინასწარ უტარდებათ მკურნალობა IX ფაქტორის შემცველი პრეპარატებით. მაგრამ, როგორც IX ფაქტორის ყველა პრეპარატის შემთხვევაში ბენეფიქსით მკურნალობის პერიოდში საჭიროა გულდასმითი მონიტორინგი IX ფაქტორის ინჰიბიტორების განვითარების თვალსაზრისით.

კვლევებმა აჩვენა კავშირი IX ფაქტორის ინჰიბიტორებისა და ალერგიული რეაქციების განვითარების შორის. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა გამოკვლევის ჩატარება ინჰიბიტორის არსებობაზე. აღსანიშნავია, რომ პაციენტებში IX ფაქტორის ინჰიბიტორით შეიძლება აღინიშნოს მომატებული რისკი ანაფილაქსიის განვითარების მიმართ ბენეფიქსით მომავალში ჩატარებული მკურნალობის პერიოდში.

ორგანიზმში IX ფაქტორის წარმოებას აკონტროლებს IX ფაქტორის გენი. ძირითადი დელეციის ტიპის IX ფაქტორის გენის მნიშვნელოვანი მუტაციის შემთხვევაში არსებობს IX ფაქტორის მიმართ ინჰიბიტორის ან/და ალერგიული რეაქციების განვითარების უფრო მაღალი რისკი. შესაბამისად, თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ ასეთი მუტაცია, საჭიროა უფრო მკაცრი საექიმო მონიტორინგი ალერგიული რეაქციის ნიშნების გამოვლენის თვალსაზრისით, განსაკუთრებით, ბენეფიქსით მკურნალობის დასაწყისში.

IX ფაქტორის მიმართ ალერგიული რეაქციების რისკის გათვალისწინებით ბენეფიქსის შეყვანის დაწყება საჭიროა სამედიცინო კონტროლით ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ აუცილებელი საშუალებების უზრუნველყოფით.

IX ფაქტორის ინჰიბიტორის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ბენეფიქსის დოზა შეიძლება იყოს სისხლის პლაზმიდან მიღებული IX ფაქტორის შემცველი სხვა ადრე მიღებული პრეპარატების დოზაზე უფრო მაღალი. ამიტომ, საჭიროა პლაზმაში IX ფაქტორის აქტიურობის მკაცრი მონიტორინგი (რაც განსაზღვრავს სისხლის შედედების უნარს) შესაბამისი დოზის დასადგენად. მიმართეთ თქვენს ექიმს იმ შემთხვევაში, თუ სისხლდენის კონტროლი არ ხდება რეკომენდებული დოზებით.

ღვიძლის ან გულის დაავადებების ან ახლახანს გადატანილი ოპერაციის შემთხვევაში არსებობს სისხლის შედედების (კოაგულაციის) გართულებების მომატებული რისკი.

თირკმელების დარღვევა (ნეფროზული სინდრომი) აღინიშნებოდა სისხლის პლაზმიდან მიღებული IX ფაქტორის მაღალი დოზების მიღების შემდეგ ჰემოფილია B-ს მქონე პაციენტებში IX ფაქტორის ინჰიბიტორებით და ანამნეზში ალერგიული რეაქციებით.

არ არის საკმარისი ინფორმაცია არანამკურნალები პაციენტების (პაციენტები, რომლებსაც არ უტარდებოდათ მკურნალობა IX ფაქტორის ინფუზიის სახით) ბენეფიქსით მკურნალობის კლინიკური კვლევების შესახებ.

რეკომენდებულია პრეპარატის დასახელებისა და სერიის ნომრის ჩაწერა ბენეფიქსის ყოველი გამოყენების დროს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფლაკონზე წარმოდგენილი დასაკრავი ეტიკეტი, დღიურში სერიის ნომრის ან ნებისმიერი გვერდითი მოქმედების ჩასაწერად.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმვავთ ორსულობას, ბენეფიქსის მიღება შეიძლება მხოლოდ თქვენი ექიმის სპეციალური დანიშნულებით. ცნობილი არ არის, შეუძლია თუ არა ბენეფიქსს გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება ორსულის მიერ მიღებისას. თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ბენეფიქსით მკურნალობის შეწყვეტა ძუძუთი კვების პერიოდში ან ორსულობის დადგენის შემთხვევაში.

მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ბენეფიქსი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ბენეფიქსი შეიცავს ნატრიუმს

აღდგენის შემდეგ ბენეფიქსის ერთი ფლაკონი შეიცავს 0.2 მმოლ (4.6 მგ) ნატრიუმს, ე.ი. შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად ~არ შეიცავს ნატრიუმს~. თუმცა, თქვენი წონისა და ბენეფიქსის თქვენს მიერ მისაღები დოზის გათვალისწინებით შეიძლება დაგენიშნოთ რამდენიმე ფლაკონი. ეს უნდა გაითვალისწინოთ, თუ იცავთ დიეტას მარილის დაბალი შემცველობით.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ჰიპერმგრძნობელობა/ალერგიული რეაქციები

ალერგიული ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება აღინიშნოს ბენეფიქსით მკურნალობისას. აღნიშნული რეაქციები შეიძლება ითვალისწინებდეს სახის ან ყელის შეშუპებას, წვისა და ჩხვლეტის შეგრძნებას ინფუზიის ადგილზე, კანკალს, წამოხურებას, ქავილს, თავის ტკივილს, ჭინჭრის ციებას, დაბალ არტერიულ წნევას, ლეთარგიულ მდგომარეობას, გულისრევას, მოუსვენრობას, გახშირებულ გულისცემას, გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნებას, კანზე ჩხვლეტის შეგრძნებას, ღებინებას, გახშირებულ სუნთქვას). ზოგ შემთხევაში, ამ რეაქციების პროგრესირება ხდება მძიმე ანაფილაქსიამდე. ალერგიულ რეაქციებს შეიძლება ადგილი ჰქონდეს IX ფაქტორის ინჰიბიტორის წარმოქმნასთან ერთად (იხ. აგრეთვე პარაგრაფი ~გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები~).

ეს რეაქციები სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშია. ალერგიული/ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ინფუზია და დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის. მკურნალობა დამოკიდებულია გვერდითი მოქმედების ტიპსა და სიმძიმეზე (იხ. ასევე პარაგრაფი ~გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები~).

ინჰიბიტორის განვითარება

ჰემოფილია B-ს მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს გამანეიტრალიზებელი ანტისხეულები (ინჰიბიტორები) IX ფაქტორის მიმართ. აღნიშნული ინჰიბიტორების განვითარების ნიშანი შეიძლება იყოს სისხლდენის სამკურნალოდ საჭირო ბენეფიქსის დოზის გაზრდა ან/და სისხლდენის გაგრძელება მკურნალობის შემდეგ. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია ჰემოფილიის სამკურნალო სპეციალიზირებულ ცენტრში მიმართვა. შეიძლება, ექიმმა ჩაატაროს გამოკვლევა ინჰიბიტორების განვითარებასთან დაკავშირებით (იხ. ~გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები~).

თირკმელების დარღვევა აღინიშნებოდა სისხლის პლაზმიდან მიღებული IX ფაქტორის მაღალი დოზების მიღების შემდეგ იმუნური ტოლერანტობის ინდუქციის მიზნით ჰემოფილია B-ს მქონე პაციენტებში, რომელთა ანამნეზშიც აღინიშნება IX ფაქტორის ინჰიბიტორებისა და ალერგიული რეაქციების არსებობა (იხ. აგრეთვე ~გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები~).

თრომბოზული მოვლენები

ბენეფიქსმა შეიძლება გაზარდოს ორგანიზმში თრომბოზის (სისხლის კოლტების პათოლოგიური წარმოქმნა) რისკი სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკის ფაქტორის შემთხვევაში, მათ შორის მუდმივი ვენური კათეტერის გამოყენებისას. ცნობილია სისხლის შედედების მძიმე შემთხვევები, მათ შორის სისხლის კოლტების წარმოქმნის სიცოცხლისთვის საშიში შემთხვევები მძიმედ დაავადებულ ჩვილებში ბენეფიქსის უწყვეტი ინფუზიის შეყვანით ცენტრალური ვენური კათეტერით. ასევე, არსებობს ცნობები პერიფერიული თრომბოფლებიტების (ვენების ტკივილი და გაწითლება) და ღრმა ვენების თრომბოზის (სისხლის კოლტების წარმოქმნა კიდურებში) შემთხვევების შესახებ; უმეტეს შემთხვევაში ბენეფიქსის შეყვანა ხდებოდა უწყვეტი ინფუზიის გზით, რაც არ წარმოადგენს პრეპარატის გამოყენების დამტკიცებულ მეთოდს.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)

თავის ტკივილი

ხველა

ციებ-ცხელება

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს)

ჰიპერმგრძნობელობა/ალერგიული რეაქციები

თავბრუსხვევა, გემოს შეცვლა

ფლებიტი (ვენების ტკივილი და გაწითლება), წამოხურება

ღებინება, გულისრევა

გამონაყარი, ჭინჭრის ციება

დისკომფორტი გულ-მკერდის არეში (მათ შორის, ტკივილი გულ-მკერდის არეში)

რეაქციები შეყვანის ადგილზე (მათ შორის ქავილი და გაწითლება შეყვანის ადგილზე), ტკივილი და დისკომფორტი შეყვანის ადგილზე.

არც ისე ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს):

გამანეიტრალებელი ანტისხეულების (ინჰიბიტორების) განვითარება

ცელულიტი შეყვანის ადგილზე (კანის ტკივილი და გაწითლება)

ძილიანობა, კანკალი

მხედველობის დარღვევა (მათ შორის, არამკვეთრი მხედველობა, ლაქების გამოვლენა)

გახშირებული გულისცემა, დაბალი არტერიული წნევა

თირკმლის ინფარქტი (თირკმელებში სისხლის მიწოდების შეწყვეტა)

გვერდითი მოვლენების სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია)

ანაფილაქსიური რეაქცია

თრომბოზული მოვლენები (სისხლის კოლტების პათოლოგიური წარმოქმნა)

მკურნალობაზე არასაკმარისი პასუხი (როდესაც არ ხდება სისხლდენის ეპიზოდების შეჩერება ან პრევენცია)

განცხადება გვერდითი მოქმედების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოქმედების შესახებ უშუალოდ Yellow Card Scheme-ს საშუალებით საიტზე: www.mhra.gov.uk/yellowcard ან მოიძიოთ MHRA Yellow Card Google Play ან Apple App Store-ში. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

შემადგენლობა

ბენეფიქსის შეფუთვის შემადგენლობა

აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ნონაკოგ ალფა (კოაგულაციის რეკომბინანტული ფაქტორი IX). ბენეფიქსის თითო ფლაკონი შეიცავს ნომინალურ 250, 500, 1000, 2000 ან 3000 სე ნონაკოგ ალფას.

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, გლიცინი, L-ჰისტიდინი, პოლისორბატი 80. გამხსნელი (0.234% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი) ასევე წარმოდგენილია გასაზავებლად.

შეფუთვაში წარმოდგენილ გამხსნელთან (0.234% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი) განზავების შემდეგ თითო ფლაკონი შეიცავს 50, 100, 200, 400 ან 600 სე/მლ (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1. ბენეფიქსის კონცენტრაცია 1 მლ მომზადებულ ხსნარზე

ბენეფიქსის რაოდენობა ერთ ფლაკონზე

ბენეფიქსის რაოდენობა 1 მლ მომზადებულ საინექციო ხსნარზე

250 სე

50 სე

500 სე

100 სე

1000 სე

200 სე

2000 სე

400 სე

3000 სე

600 სე

ბენეფიქსის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ბენეფიქსი წარმოადგენს საინექციო ფხვნილს მინის ფლაკონში და გამხსნელს წინასწარ შევსებულ შპრიცში.

შეფუთვის შემადგენლობა:

ერთი ფლაკონი ბენეფიქსის ფხვნილი 250, 500, 1000, 2000 ან 3000 სე

ერთი წინასწარ შევსებული შპრიცი გამხსნელით, 5 მლ სტერიული ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი 0.234% ხსნარის განზავებისთვის, ერთი პლუნჟერით

ფლაკონის ერთი სტერილური ადაპტერი განზავებისთვის

ერთი სტერილური საინფუზიო ნაკრები

სპირტის ორი ტამპონი

ერთი პლასტირი

ბინტის ერთი ტამპონი

შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება გარე კოლოფსა და ფლაკონის ეტიკეტზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ბენეფიქსი ინახება 30˚C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში და გამოიყენება ეტიკეტზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლამდე.

წინასწარ შევსებული შპრიცის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით არ შეიძლება მისი გაყინვა.

განზავებული ხსნარი გამოიყენეთ მომზადებისთანავე ან 3 საათის განმავლობაში.

პრეპარატი არ გამოიყენოთ, თუ შენიშნავთ, რომ ხსნარი არ არის სუფთა და უფერო.

ხსნარის მოსამზადებლად გამოიყენეთ მხოლოდ წინასწარ შევსებული შპრიცი, რომელიც წარმოდგენილია შეფუთვაში. შესაყვანად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა სტერილური ერთჯერადი შპრიცები.

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

PAA183463

შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ბენეფიქსი 250 სე ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარისთვის

ბენეფიქსი 500 სე ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარისთვის

ბენეფიქსი 1000 სე ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარისთვის

ბენეფიქსი 2000 სე ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარისთვის

ბენეფიქსი 3000 სე ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარისთვის

ნონაკოგ ალფა (კოაგულაციის რეკომბინანტული ფაქტორი IX)

მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით მოცემულ ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ მოცემული ჩანართი. შესაძლოა, მოგვიანებით დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

აღნიშნული სამკურნალო საშუალება გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

ჩანართის შინაარსი:

რას წარმოადგენს ბენეფიქსი და რისთვის გამოყენება

რა უნდა იცოდეთ ბენეფიქსის მიღებამდე

როგორ უნდა მიიღოთ ბენეფიქსი

შესაძლო გვერდითი მოქმედება

ბენეფიქსის შენახვის პირობები

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს ბენეფიქსი და რისთვის გამოყენება

ბენეფიქსი არის სისხლის შედედების (კოაგულაციის) IX ფაქტორის საინექციო პრეპარატი, რომელიც წარმოებულია რეკომბინანტული დნმ-ის ტექნოლოგიით. ბენეფიქსის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ნონაკოგ ალფა. ჰემოფილია B-ს დაავადებით (კრისტმასის დაავადება) დაბადებულ პირებში აღინიშნება სისხლდენის მაკონტროლებელი IX ფაქტორის აქტივობის ნაკლებობა. ბენეფიქსი მოქმედებს IX ფაქტორის ჩანაცვლებით ჰემოფილია B-ს მქონე პაციენტებში სისხლის შედედების მისაღწევად.

ბენეფიქსი გამოიყენება ჰემოფილია B-ს (IX ფაქტორის თანდაყოლილი დეფიციტი) მქონე ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში სისხლდენების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

  • რა უნდა იცოდეთ ბენეფიქსის მიღებამდე

არ მიიღოთ ბენეფიქსი

თუ ხართ ალერგიული ნონაკოგ ალფას ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).

თუ ხართ ალერგიული ზაზუნას ცილის მიმართ.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ბენეფიქსის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ არ ხდება სისხლდენის გაჩერება.

შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქციები. პრეპარატი შეიძლება შეიცავდეს ზაზუნას ცილის უმნიშვნელო რაოდენობას (იხ. პარაგრაფი ~არ მიიღოთ ბენეფიქსი~). პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიშ ანაფილაქსიურ რეაქციებს (მძიმე ალერგიული რეაქციები) ადგილი აქვს IX ფაქტორის პრეპარატებთან, მათ შორის ბენეფიქსთან დაკავშირებით. ალერგიული რეაქციების საწყის ნიშნებს წარმოადგენს სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი, გენერალიზებული გამონაყარი, გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, ხიხინი, დაბალი არტერიული წნევა, არამკვეთრი მხედველობა და ანაფილაქსია (მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან/და სუნთქვის გაძნელება, სახის ან/და ხელების გაწითლება ან შესიება).

ალერგიის ან ანაფილაქსიური ტიპის რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის შეყვანა და დაუკავშირდით ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებას. მძიმე ალერგიული რეაქციების შემთხვევაში საჭიროა ალტერნატიული თერაპიის განხილვა.

მოქმედების გამანეიტრალებელი ანტისხეულები (ინჰიბიტორები) იშვიათად ვითარდება პაციენტებში, რომლებსაც წინასწარ უტარდებათ მკურნალობა IX ფაქტორის შემცველი პრეპარატებით. მაგრამ, როგორც IX ფაქტორის ყველა პრეპარატის შემთხვევაში ბენეფიქსით მკურნალობის პერიოდში საჭიროა გულდასმითი მონიტორინგი IX ფაქტორის ინჰიბიტორების განვითარების თვალსაზრისით.

კვლევებმა აჩვენა კავშირი IX ფაქტორის ინჰიბიტორებისა და ალერგიული რეაქციების განვითარების შორის. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა გამოკვლევის ჩატარება ინჰიბიტორის არსებობაზე. აღსანიშნავია, რომ პაციენტებში IX ფაქტორის ინჰიბიტორით შეიძლება აღინიშნოს მომატებული რისკი ანაფილაქსიის განვითარების მიმართ ბენეფიქსით მომავალში ჩატარებული მკურნალობის პერიოდში.

ორგანიზმში IX ფაქტორის წარმოებას აკონტროლებს IX ფაქტორის გენი. ძირითადი დელეციის ტიპის IX ფაქტორის გენის მნიშვნელოვანი მუტაციის შემთხვევაში არსებობს IX ფაქტორის მიმართ ინჰიბიტორის ან/და ალერგიული რეაქციების განვითარების უფრო მაღალი რისკი. შესაბამისად, თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ ასეთი მუტაცია, საჭიროა უფრო მკაცრი საექიმო მონიტორინგი ალერგიული რეაქციის ნიშნების გამოვლენის თვალსაზრისით, განსაკუთრებით, ბენეფიქსით მკურნალობის დასაწყისში.

IX ფაქტორის მიმართ ალერგიული რეაქციების რისკის გათვალისწინებით ბენეფიქსის შეყვანის დაწყება საჭიროა სამედიცინო კონტროლით ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ აუცილებელი საშუალებების უზრუნველყოფით.

IX ფაქტორის ინჰიბიტორის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ბენეფიქსის დოზა შეიძლება იყოს სისხლის პლაზმიდან მიღებული IX ფაქტორის შემცველი სხვა ადრე მიღებული პრეპარატების დოზაზე უფრო მაღალი. ამიტომ, საჭიროა პლაზმაში IX ფაქტორის აქტიურობის მკაცრი მონიტორინგი (რაც განსაზღვრავს სისხლის შედედების უნარს) შესაბამისი დოზის დასადგენად. მიმართეთ თქვენს ექიმს იმ შემთხვევაში, თუ სისხლდენის კონტროლი არ ხდება რეკომენდებული დოზებით.

ღვიძლის ან გულის დაავადებების ან ახლახანს გადატანილი ოპერაციის შემთხვევაში არსებობს სისხლის შედედების (კოაგულაციის) გართულებების მომატებული რისკი.

თირკმელების დარღვევა (ნეფროზული სინდრომი) აღინიშნებოდა სისხლის პლაზმიდან მიღებული IX ფაქტორის მაღალი დოზების მიღების შემდეგ ჰემოფილია B-ს მქონე პაციენტებში IX ფაქტორის ინჰიბიტორებით და ანამნეზში ალერგიული რეაქციებით.

არ არის საკმარისი ინფორმაცია არანამკურნალები პაციენტების (პაციენტები, რომლებსაც არ უტარდებოდათ მკურნალობა IX ფაქტორის ინფუზიის სახით) ბენეფიქსით მკურნალობის კლინიკური კვლევების შესახებ.

რეკომენდებულია პრეპარატის დასახელებისა და სერიის ნომრის ჩაწერა ბენეფიქსის ყოველი გამოყენების დროს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფლაკონზე წარმოდგენილი დასაკრავი ეტიკეტი, დღიურში სერიის ნომრის ან ნებისმიერი გვერდითი მოქმედების ჩასაწერად.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ბენეფიქსი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმვავთ ორსულობას, ბენეფიქსის მიღება შეიძლება მხოლოდ თქვენი ექიმის სპეციალური დანიშნულებით. ცნობილი არ არის, შეუძლია თუ არა ბენეფიქსს გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება ორსულის მიერ მიღებისას. თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ბენეფიქსით მკურნალობის შეწყვეტა ძუძუთი კვების პერიოდში ან ორსულობის დადგენის შემთხვევაში.

მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ბენეფიქსი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ბენეფიქსი შეიცავს ნატრიუმს

აღდგენის შემდეგ ბენეფიქსის ერთი ფლაკონი შეიცავს 0.2 მმოლ (4.6 მგ) ნატრიუმს, ე.ი. შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად ~არ შეიცავს ნატრიუმს~. თუმცა, თქვენი წონისა და ბენეფიქსის თქვენს მიერ მისაღები დოზის გათვალისწინებით შეიძლება დაგენიშნოთ რამდენიმე ფლაკონი. ეს უნდა გაითვალისწინოთ, თუ იცავთ დიეტას მარილის დაბალი შემცველობით.

  • როგორ უნდა მიიღოთ ბენეფიქსი

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების ზუსტად დაცვით. ამ საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ბენეფიქსის დოზა განისაზღვრება ექიმის მიერ. პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, IX ფაქტორის ჩანაცვლებითი თერაპიის მიხედვით და თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი IX ფაქტორის დონის შესაბამისად, რომელიც შემოწმდება რეგულარულად. სისხლის პლაზმიდან გამოყოფილი IX ფაქტორის შემცველი პრეპარატების დოზირება და ბენეფიქსის დოზირება შეიძლება არ იყოს ერთნაირი.

ექიმს შეუძლია შეცვალოს ბენეფიქსის დოზა მკურნალობის პერიოდში.

პრეპარატის მომზადება და შეყვანა

ქვემოთ მითითებული პროცედურები დადგენილია ბენეფიქსის მომზადებისა და შეყვანის ინსტრუქციის სახით. დაიცავით თქვენი ექიმის მიერ დადგენილი სპეციალური პროცედურები ვენაში ინექციასთან დაკავშირებით.

ბენეფიქსი შეიყვანება ინტრავენური (ი/ვ) ინფუზიის გზით საინექციო ფხვნილისა და შეფუთვაში წინასწარ შევსებულ შპრიცში წარმოდგენილი გამხსნელის (ნატრიუმის ქლორიდის (მარილის) ხსნარი) განზავების შემდეგ.

ქვემოთ მითითებული პროცედურების შესრულების წინ ყოველთვის დაიბანეთ ხელები. განზავების პროცედურის შესრულებისას უნდა დაიცვათ ასეპტიკის წესები (სისუფთავესა და სტერილურობასთან დაკავშირებით).

მომზადება:

ბენეფიქსი შეიყვანება ინტრავენური (ი/ვ) ინფუზიის გზით სტერილურ საინექციო ხსნართან განზავების შემდეგ.

გააჩერეთ ლიოფილიზებული (მშრალად გაყინული) ბენეფიქსის ფლაკონი და წინასწარ შევსებული შპრიცი ოთახის ტემპერატურაზე.

2224405452755

მოხსენით ბენეფიქსის ფლაკონს გარე თავსახური, რათა გამოაჩინოთ რეზინის საცობის ცენტრალური ნაწილი.

გაწმინდეთ ფლაკონის თავი კომპლექტში მოთავსებული სპირტის ტამპონით ან სხვა ანტისეპტიკური ხსნარით და დაელოდეთ გაშრობას. გაწმენდის შემდეგ დაუშვებელია რეზინის საცობზე თითის დადება ან სხვა ზედაპირთან შეხება.

მოხსენით თავსახური შეფუთვის სუფთა პლასტმასის ფლაკონის ადაპტერს. არ ამოიღოთ ადაპტერი შეფუთვიდან.

მოათავსეთ ფლაკონი სწორ ზედაპირზე. დაიჭირეთ ადაპტერი შეფუთვაში, მოათავსეთ ფლაკონის ადაპტერი ფლაკონის თავზე. მაგრად დააჭირეთ შეფუთვას სანამ ადაპტერი დამაგრდება ფლაკონის თავზე, ადაპტერის ნემსი უნდა შევიდეს 2278380281305

ფლაკონის საცობში.

ამოიღეთ ადაპტერი შეფუთვიდან და გადააგდეთ შეფუთვა.

227012545720

დაამაგრეთ დგუში გამხსნელის შპრიცზე მტკიცედ დაწოლისა და გადატრიალების გზით.

22701251491615

მოატეხეთ დამცავი პლასტმასის ზედა თავსახური გამხსნელის შპრიციდან თავსახურზე ნახვრეტის ჩაკეტვის გზით. აღნიშნული ხორციელდება თავსახურის გადახრით ზემოთ და ქვემოთ, სანამ არ გატყდება ნახვრეტი. არ შეეხოთ თავსახურის შიდა ან შპრიცის ზედა ნაწილს. შესაძლებელია, საჭირო გახდეს თავსახურის შეცვლა (თუ ადგილი არ ექნება განზავებული ბენეფიქსის დაუყოვნებლივ შეყვანას), ასე რომ დაამაგრეთ იგი გვერდიდან მისი ზედა ნაწილში განთავსებით.

მოათავსეთ ფლაკონი ბრტყელ ზედაპირზე. დაუკავშირეთ გამხსნელის შპრიცი ფლაკონის ადაპტერს, შპრიცის წვერის მოთავსებით ადაპტერის ღია ნაწილში და ამავდროულად მტკიცედ გადაატრიალეთ შპრიცი საათის მიმართულებით, სანამ აღნიშნული დაკავშირება უსაფრთხო არ გახდება.

23253703175

2298700345440

ნელა დაწიეთ დგუში, რათა მოახდინოთ გამხსნელის ინექცია ბენეფიქსის ფლაკონში.

ისე რომ შპრიცი ჯერ კიდევ დაკავშირებული იყოს ადაპტერთან, ნელა გადაატრიალეთ ფლაკონი, სანამ არ მოხდება ფხვნილის სრულად გახსნა.

243967096520

საბოლოო ხსნარის დათვალიერება უნდა მოხდეს ვიზუალურად წვრილ ნაწილაკებთან დაკავშირებით მის შეყვანამდე. ხსნარი უნდა იყოს სუფთა და უფერო.

მითითება: თუ გამოიყენებთ ბენეფიქსის ერთზე მეტ ფლაკონს საინფუზიოდ, ყოველი ფლაკონის მომზადება უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული ინსტრუქციების მსგავსად. გამხსნელის შპრიცი უნდა მოიხსნას, ფლაკონის ადაპტერი უნდა დარჩეს ადგილზე და შესაძლებელია გამოყენებული იქნას ცალკე დიდი ლუერის ჩამკეტი (საშუალება, რომელიც აკავშირებს შპრიცს ფლაკონთან) ყოველი ინდივიდუალური ფლაკონის მომზადებული შიგთავსის უკან დასაბრუნებლად.

დარწმუნდით, რომ შპრიცის დგუში კვლავ სრულად დაწეულია, გადააბრუნეთ ფლაკონი. ნელა ამოიღეთ მთლიანი ხსნარი შპრიცში.

243967067945

მოაშორეთ შპრიცი ფლაკონის ადაპტერს შპრიცის ნელი დაწოლითა და გადატრიალებით საათის საწინააღმდეგო მიმართულებით. გადააგდეთ ფლაკონი მასზე დამაგრებულ ადაპტერთან ერთად.

მითითება: იმ შემთხვევაში, თუ ხსნარის გამოყენება არ მოხდება დაუყოვნებლივ, შპრიცის თავსახური უნდა შეიცვალოს სიფრთხილის ზომების დაცვით. არ შეეხოთ შპრიცის ზედა ნაწილს ან თავსახურის შიდა ნაწილს.

ბენეფიქსი გამოიყენეთ მომზადებისთანავე ან 3 საათის განმავლობაში. შეყვანამდე განზავებული ხსნარის შენახვა შეიძლება ოთახის ტემპერატურაზე.

გამოყენება (ინტრავენური ინექცია):

ბენეფიქსი შეიყვანება შეფუთვაში წინასწარ შევსებულ შპრიცში წარმოდგენილი გამხსნელის ან ლუერის ტიპის ერთჯერადი სტერილური პლასტმასის შპრიცით. გარდა ამისა, ფლაკონიდან ხსნარის ამოღება შეიძლება ფლაკონის ადაპტერის საშუალებით.

ბენეფიქსი შეიყვანება ინტრავენური ინექციის გზით რამდენიმე წუთის განმავლობაში. ექიმმა შეიძლება შეცვალოს ინფუზიის შეყვანის რეკომენდებული სიჩქარე პაციენტისთვის კომფორტულობის მიხედვით.

არსებობს ცნობები ტუბში/შპრიცში სისხლის წითელი უჯრედების შეწებების (აგლუტინაციის) შესახებ ბენეფიქსის შეყვანის დროს. აღნიშნულ დაკვირვებასთან დაკავშირებით რაიმე გვერდითი მოქმედება რეგისტრირებული არ არის. აგლუტინაციის მინიმუმამდე შესამცირებლად მნიშვნელოვანია შეიზღუდოს მილში შემავალი სისხლის რაოდენობა. დაუშვებელია სისხლის მოხვედრა შპრიცში. ტუბში/შპრიცში სისხლის წითელი უჯრედების შეწებების შემთხვევაში გადააგდეთ გამოყენებული მასალა (მილები, შპრიცი და ბენეფიქსის ხსნარი) და გააგრძელეთ შეყვანა ახალი შეფუთვით.

პრეპარატის შეყვანა უწყვეტი ინფუზიის (წვეთოვნის) სახით დამტკიცებული არ არის, ამიტომ, არ შეიძლება ბენეფიქსის შერევა საინფუზიო ხსნარებთან ან წვეთოვნით შეყვანა.

ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი, ცარიელი ფლაკონი და გამოყენებული ნემსი და შპრიცი მოათავსეთ შესაბამის კონტეინერში ნაგვისთვის, რადგან აღნიშნულმა საშუალებებმა შეიძლება დააზიანოს სხვა პირები.

თუ მიიღეთ ბენეფიქსის საჭიროზე მეტი დოზა

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ბენეფიქსის რეკომენდებულზე მეტი დოზის შეყვანის შემთხვევაში.

თუ შეწყვიტეთ ბენეფიქსის მიღება

არ შეწყვიტოთ ბენეფიქსის მიღება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

აღნიშნული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

ჰიპერმგრძნობელობა/ალერგიული რეაქციები

ალერგიული ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება აღინიშნოს ბენეფიქსით მკურნალობისას. აღნიშნული რეაქციები შეიძლება ითვალისწინებდეს სახის ან ყელის შეშუპებას, წვისა და ჩხვლეტის შეგრძნებას ინფუზიის ადგილზე, კანკალს, წამოხურებას, ქავილს, თავის ტკივილს, ჭინჭრის ციებას, დაბალ არტერიულ წნევას, ლეთარგიულ მდგომარეობას, გულისრევას, მოუსვენრობას, გახშირებულ გულისცემას, გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნებას, კანზე ჩხვლეტის შეგრძნებას, ღებინებას, გახშირებულ სუნთქვას). ზოგ შემთხევაში, ამ რეაქციების პროგრესირება ხდება მძიმე ანაფილაქსიამდე. ალერგიულ რეაქციებს შეიძლება ადგილი ჰქონდეს IX ფაქტორის ინჰიბიტორის წარმოქმნასთან ერთად (იხ. აგრეთვე პარაგრაფი ~გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები~).

ეს რეაქციები სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშია. ალერგიული/ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ინფუზია და დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის. მკურნალობა დამოკიდებულია გვერდითი მოქმედების ტიპსა და სიმძიმეზე (იხ. ასევე პარაგრაფი ~გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები~).

ინჰიბიტორის განვითარება

ჰემოფილია B-ს მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს გამანეიტრალიზებელი ანტისხეულები (ინჰიბიტორები) IX ფაქტორის მიმართ. აღნიშნული ინჰიბიტორების განვითარების ნიშანი შეიძლება იყოს სისხლდენის სამკურნალოდ საჭირო ბენეფიქსის დოზის გაზრდა ან/და სისხლდენის გაგრძელება მკურნალობის შემდეგ. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია ჰემოფილიის სამკურნალო სპეციალიზირებულ ცენტრში მიმართვა. შეიძლება, ექიმმა ჩაატაროს გამოკვლევა ინჰიბიტორების განვითარებასთან დაკავშირებით (იხ. ~გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები~).

თირკმელების დარღვევა აღინიშნებოდა სისხლის პლაზმიდან მიღებული IX ფაქტორის მაღალი დოზების მიღების შემდეგ იმუნური ტოლერანტობის ინდუქციის მიზნით ჰემოფილია B-ს მქონე პაციენტებში, რომელთა ანამნეზშიც აღინიშნება IX ფაქტორის ინჰიბიტორებისა და ალერგიული რეაქციების არსებობა (იხ. აგრეთვე ~გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები~).

თრომბოზული მოვლენები

ბენეფიქსმა შეიძლება გაზარდოს ორგანიზმში თრომბოზის (სისხლის კოლტების პათოლოგიური წარმოქმნა) რისკი სისხლის კოლტების წარმოქმნის რისკის ფაქტორის შემთხვევაში, მათ შორის მუდმივი ვენური კათეტერის გამოყენებისას. ცნობილია სისხლის შედედების მძიმე შემთხვევები, მათ შორის სისხლის კოლტების წარმოქმნის სიცოცხლისთვის საშიში შემთხვევები მძიმედ დაავადებულ ჩვილებში ბენეფიქსის უწყვეტი ინფუზიის შეყვანით ცენტრალური ვენური კათეტერით. ასევე, არსებობს ცნობები პერიფერიული თრომბოფლებიტების (ვენების ტკივილი და გაწითლება) და ღრმა ვენების თრომბოზის (სისხლის კოლტების წარმოქმნა კიდურებში) შემთხვევების შესახებ; უმეტეს შემთხვევაში ბენეფიქსის შეყვანა ხდებოდა უწყვეტი ინფუზიის გზით, რაც არ წარმოადგენს პრეპარატის გამოყენების დამტკიცებულ მეთოდს.

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)

თავის ტკივილი

ხველა

ციებ-ცხელება

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს)

ჰიპერმგრძნობელობა/ალერგიული რეაქციები

თავბრუსხვევა, გემოს შეცვლა

ფლებიტი (ვენების ტკივილი და გაწითლება), წამოხურება

ღებინება, გულისრევა

გამონაყარი, ჭინჭრის ციება

დისკომფორტი გულ-მკერდის არეში (მათ შორის, ტკივილი გულ-მკერდის არეში)

რეაქციები შეყვანის ადგილზე (მათ შორის ქავილი და გაწითლება შეყვანის ადგილზე), ტკივილი და დისკომფორტი შეყვანის ადგილზე.

არც ისე ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს):

გამანეიტრალებელი ანტისხეულების (ინჰიბიტორების) განვითარება

ცელულიტი შეყვანის ადგილზე (კანის ტკივილი და გაწითლება)

ძილიანობა, კანკალი

მხედველობის დარღვევა (მათ შორის, არამკვეთრი მხედველობა, ლაქების გამოვლენა)

გახშირებული გულისცემა, დაბალი არტერიული წნევა

თირკმლის ინფარქტი (თირკმელებში სისხლის მიწოდების შეწყვეტა)

გვერდითი მოვლენების სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია)

ანაფილაქსიური რეაქცია

თრომბოზული მოვლენები (სისხლის კოლტების პათოლოგიური წარმოქმნა)

მკურნალობაზე არასაკმარისი პასუხი (როდესაც არ ხდება სისხლდენის ეპიზოდების შეჩერება ან პრევენცია)

განცხადება გვერდითი მოქმედების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ჩანართში. ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოქმედების შესახებ უშუალოდ Yellow Card Scheme-ს საშუალებით საიტზე: www.mhra.gov.uk/yellowcard ან მოიძიოთ MHRA Yellow Card Google Play ან Apple App Store-ში. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

  • ბენეფიქსის შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება გარე კოლოფსა და ფლაკონის ეტიკეტზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ბენეფიქსი ინახება 30˚C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში და გამოიყენება ეტიკეტზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლამდე.

წინასწარ შევსებული შპრიცის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით არ შეიძლება მისი გაყინვა.

განზავებული ხსნარი გამოიყენეთ მომზადებისთანავე ან 3 საათის განმავლობაში.

პრეპარატი არ გამოიყენოთ, თუ შენიშნავთ, რომ ხსნარი არ არის სუფთა და უფერო.

ხსნარის მოსამზადებლად გამოიყენეთ მხოლოდ წინასწარ შევსებული შპრიცი, რომელიც წარმოდგენილია შეფუთვაში. შესაყვანად შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა სტერილური ერთჯერადი შპრიცები.

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

ბენეფიქსის შეფუთვის შემადგენლობა

აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ნონაკოგ ალფა (კოაგულაციის რეკომბინანტული ფაქტორი IX). ბენეფიქსის თითო ფლაკონი შეიცავს ნომინალურ 250, 500, 1000, 2000 ან 3000 სე ნონაკოგ ალფას.

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, გლიცინი, L-ჰისტიდინი, პოლისორბატი 80. გამხსნელი (0.234% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი) ასევე წარმოდგენილია გასაზავებლად.

შეფუთვაში წარმოდგენილ გამხსნელთან (0.234% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი) განზავების შემდეგ თითო ფლაკონი შეიცავს 50, 100, 200, 400 ან 600 სე/მლ (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1. ბენეფიქსის კონცენტრაცია 1 მლ მომზადებულ ხსნარზე

ბენეფიქსის რაოდენობა ერთ ფლაკონზე

ბენეფიქსის რაოდენობა 1 მლ მომზადებულ საინექციო ხსნარზე

250 სე

50 სე

500 სე

100 სე

1000 სე

200 სე

2000 სე

400 სე

3000 სე

600 სე

ბენეფიქსის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ბენეფიქსი წარმოადგენს საინექციო ფხვნილს მინის ფლაკონში და გამხსნელს წინასწარ შევსებულ შპრიცში.

შეფუთვის შემადგენლობა:

ერთი ფლაკონი ბენეფიქსის ფხვნილი 250, 500, 1000, 2000 ან 3000 სე

ერთი წინასწარ შევსებული შპრიცი გამხსნელით, 5 მლ სტერიული ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარი 0.234% ხსნარის განზავებისთვის, ერთი პლუნჟერით

ფლაკონის ერთი სტერილური ადაპტერი განზავებისთვის

ერთი სტერილური საინფუზიო ნაკრები

სპირტის ორი ტამპონი

ერთი პლასტირი

ბინტის ერთი ტამპონი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

ფაიზერ ლიმიტედი (Pfizer Limited)

რამსგეით როუდ

სენდვიჩი, კენტი, CT13 9NJ, გაერთიანებული სამეფო

მწარმოებელი

ვიეთ ფარმა ს.ა.

აუტოვია დელ ნორტე. ა-1, კმ. 23. დესვიო ალგეტე, კმ. 1, 28700 სან სებასტიან დე ლოს რეიეს, მადრიდი, ესპანეთი

პრეპარატთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით:

სამედიცინო ინფორმაცია, Pfizer Ltd, Walton Oaks, Dorking Road, Tadworth, Surrey, KT20 7NS.

ტელ.: 01304 616161

მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 10/2021

Ref: BF 16_0 ხელმოწერილია, ბეჭედდასმულია

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა