პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

ბელერგამინი 0.1მგ/0.3მგ/20მგ გარსით დაფარული ტაბლეტები

BELLERGAMIN® 0.1mg/0.3mg/20mg coated tablets

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

ბელერგამინი – კომბინირებული სამკურნალო პრეპარატია. მის შემადგენლობაში, მოქმედი ნივთიერებების სახით შედის შმაგას ალკალოიდები, ერგოტამინი და ფენობარბიტალი. მცენარე შმაგას ალკალოიდები ხსნიან კუჭის და ნაწლავების, შარდ-გამომყოფი გზების და სანაღვლე გზების გლუვი კუნთების სპაზმს. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
0.1მგ + 0.3მგ + 20მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (1X20)
მწარმოებელი
SOPHARMA JSC, ბულგარეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, ბარბიტურატები, კომბინაციები
ATC კოდი
N05CB02
რეგისტრაციის ნომერი
რ-034010
რეგისტრირებულია
15 დეკემბერი 2021, მოქმედებს 15 დეკემბერი 2026-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
SOPHARMA JSC (ბულგარეთი)
განმცხადებელი
სს "სოფარმა"-ს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაბელერგამინი 0.1მგ/0.3მგ/20მგ გარსით დაფარული ტაბლეტები და სხვა წამალი ერთად

ბელერგამინი 0.1მგ/0.3მგ/20მგ გარსით დაფარული ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ბელერგამინი – კომბინირებული სამკურნალო პრეპარატია. მის შემადგენლობაში, მოქმედი ნივთიერებების სახით შედის შმაგას ალკალოიდები, ერგოტამინი და ფენობარბიტალი. მცენარე შმაგას ალკალოიდები ხსნიან კუჭის და ნაწლავების, შარდ-გამომყოფი გზების და სანაღვლე გზების გლუვი კუნთების სპაზმს. თრგუნავენ სეკრეციას მრავალ ორგანოში, რაც ხელს უწყობს კუჭის მომატებულ სეკრეციასთან დაკავშირებული მდგომარეობის კონტროლს. ერგოტამინი იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, თავის ტვინის სისხლძარღვების ჩათვლით და გამოიყენება სისხლძარღვოვანი თავის ტკივილის სამკურნალოდ, როგორიცაა შაკიკი. ფენობარბიტალი ამცირებს ტვინის და ნერვულ აქტივობას და იწვევს დამამშვიდებელ ეფექტს.

ბელერგამინი გამოიყენება სისხლძარღვოვანი თავის ტკივილის (შაკიკი), კლიმაქტერული სინდრომის (წამოხურება, შფოთვა, მომატებული ოფლიანობა, უძილობა) სიმპტომური მკურნალობისთვის; ვეგეტატურ სიმპტომატიკაზე ზემოქმედებისათვის (შფოთვა, გულის ფრიალი, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, სპაზმები), გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და შარდ-სასქესო სისტემის მხრივ ფუნქციური დარღვევისას.

მიღების წესი და დოზირება

ბელერგამინი ყოველთვის მიიღება ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული რამეში, კითხეთ თქვენს ექიმს. არ გადააჭარბოთ დანიშნულ დოზას. ტაბლეტები მიიღეთ შიგნით, წყლის დაყოლებით. ჩვეულებრივ დოზა შეადგენს:

მოზრდილები: 1 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში. თავისი შეხედულებით ექიმმა შეიძლება გაზარდოს სადღეღამისო დოზა 6 ტაბლეტამდე.

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები: ბელერგამინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

თუ თქვენ მიიღეთ ბელერგამინის საჭიროზე მეტი დოზა

სამკურნალო პრეპარატის მაღალმა დოზებმა შესაძლებელია გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები: მშრალი გაწითლებული კანი, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, გუგების გაფართოება, გულის შეკუმშვის რითმის გახშირება, კიდურების სპაზმი, გართულებული შარდვა, აგზნება, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, კრუნჩხვები.

ასეთი სიმპტომების გამოვლენისას, საჭიროა ექიმთან ან საავადმყოფოში დაუყოვნებელი მიმართვა.

თუ თქვენ დაგავიწყდათ ბელერგამინის მიღება

თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ გაქვთ ნებისმიერი დამატებითი შეკითხვა, რომელიც დაკავშირებულია ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან, გთხოვთ კითხოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • თუ თქვენ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ბელერგამინის ნებისმიერი მოქმედი ან დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხილეთ მე-6 ნაწილში);
  • თუ თქვენ გაქვთ ალერგია ბარბიტურატების ან ჭვავის რქის პრეპარატების მიმართ;
  • თუ თქვენ გაქვთ მომატებული არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია); გულის დაავადებები, როგორიცაა ტკივილი გულის არეში (სტენოკარდია), მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის რითმის გახშირება (ტაქიარითმია); პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები (თრომბოფლებიტი); პორფირია (მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ჰემოგლობინის ცვლის დარღვევასთან); ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დაავადებები; მომატებული თვალშიდა წნევა (დახურულ კუთხოვანი გლაუკომა); წინამდებარე ჯირკვლის გადიდება და სხვა ობსტრუქციული უროპათია; სეფსისი; ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება (ჰიპერთირეოიდიზმი); ფილტვების დაავადებები, რომელსაც თან ახლავს მოხრჩობა.

ბელერგამინი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა ალკოჰოლიზმის ან წამლების ჭარბი გამოყენების ან წამალდამოკიდებულების ანამნეზით.

ბელერგამინის გამოყენებისას დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე

ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი დაავადების არსებობის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად საჭიროა ექიმთან კონსულტაცია: გართულებული შარდვა; კუჭის და ნაწლავების დაავადებები, როგორიცაა დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი რეფლუქს-ეზოფაგიტით, აქალაზია (საყლაპავის ფუნქციონირების დარღვევა), პილოროდუადენური სტენოზი, პარალიზური ილეუსი, ნაწლავის ატონია ხანდაზმულ პაციენტებში, ტოქსიკური მეგაკოლონი, დიარეა, მიასთენია გრავის (კუნთების სისუსტე); მაღალი ტემპერატურა, გულის კუნთის სისუსტე (გულის უკმარისობა), არითმია, მიტრალური სტენოზი. თქვენს ექიმს შეუძლია შეამციროს პრეპარატის დოზას ან დანიშნოს სხვა მკურნალობა.

ბელერგამინი შეიცავს ერგოტამინს. ერგოტამინის მოქმედებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან პაციენტები სისხლძარღვების სპაზმით, სეფსისით, თირკმელების დაავადებებით, პერიფერიული სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადებებით.

ბელერგამინი შეიცავს ფენობარბიტალს, რომელმაც ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია გამოიწვიოს წამალდამოკიდებულება. მკურნალობის მკვეთრ შეწყვეტას შესაძლოა თან ახლდეს მოხსნის სინდრომი. არ უნდა მოხდეს ბელერგამინის მიღების შეწყვეტა ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე:

  • თუ გამოგივლინდათ კანის გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ფენობარბიტალის გამოყენებისას, რაც თავიდან ვლინდება წითელი, სამიზნეს მსგავსი ან მრგვალი, ცენტრში ბუშტუკით, ლაქებით.
  • თუ თქვენ გაქვთ წყლულები პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, გენიტალიებზე, კონიუნქტივაზე (წითელი და შეშუპებული თვალები);
  • თუ პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიშ კანის გამონაყარს თან ახლავს გრიპის მაგვარი სიმპტომები. გამონაყარი შესაძლებელია პროგრესირდეს ბუშტუკების ფართო გავრცელებით და კანის აქერცვლით.
  • კანის მხრიდან უფრო სერიოზული რეაქციების განვითარების მაღალი რისკი არსებობს ფენობარბიტალით მკურნალობის დაწყებიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ფენობარბიტალით მკურნალობის დროს სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის განვითარების შემთხვევაში, ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენება არ უნდა მოხდეს განმეორებით.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და ბელერგამინი

გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, იმ პრეპარატების ჩათვლით, რომლებიც გაიცემიან ურეცეპტოდ. ბელერგამინმა შესაძლებელია შეცვალოს შემდეგი სამკურნალო საშუალებების მოქმედება:

  • სუმატრიპტანი (შაკიკის სამკურნალოდ), ალმოტრიპტანი, რიზატრიპტანი, ზოლმიტრიპტანი;
  • პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებები;
  • დეპრესიის სამკურნალო საშუალებები (იმიპრამინი, პაროქსეტინი, მიანსერინი, მაო-ს ინჰიბიტორები);
  • ფენოთიაზიდური ნეიროლეპტიკები (ქლორპრომაზინი, თიორიდაზინი), რომლებიც გამოიყენებიან ფსიქოზის სამკურნალოდ;
  • ალერგიული მდგომარეობების სამკურნალო (ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალებები);
  • გულის დაავადებების სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა დიგიტალისის გლიკოზიდები, ქინიდინი და პროკაინამიდი, ბეტა-ადრენობლოკატორები (პროპრანოლოლი, მეტოპროლოლი), კალციუმის მილაკების ბლოკატორები (ვერაპამილი, დილთიაზემი, ნიმოდიპინი);
  • სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები (სოკოს სამკურნალოდ), როგორიც არის კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი;
  • მაკროლიდური ანტიბიოტიკები (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი), სხვა ანტიბიოტიკები – დოქსიციკლინი, გრიზეოფულვინი, სულფონამიდები;
  • შიდსის სამკურნალო საშუალებები (რიტონავირი, ინდინავირი, ამპრენავირი, ატაზანავირი, ნელფინავირი);
  • ადრენალინი, ნორადრენალინი, ფენილეფრინი (სისხლის წნევის ასაწევად);
  • შედედების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები (დიკუმაროლი, ვარფარინი);
  • ჰორმონები (კორტიკოსტეროიდები, შიგნით მისაღები კონტრაცეპტივები);
  • ფენილბუტაზონი (ანთების საწინააღმდეგო, ანტირევმატიული სამკურნალო საშუალებები);
  • ზოგიერთი სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები;
  • ნატრიუმის ვალპროატი და ვალპროის მჟავა (კრუნჩხვების სამკურნალოდ);
  • ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალება).

ბელერგამინის გამოყენება საკვებ პროდუქტებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან

ბელერგამინით მკურნალობისას არ უნდა მოხდეს სპირტიანი სასმელის მიღება. ალკოჰოლმა შესაძლებელია გააძლიეროს მისი ზოგიერთი გვერდითი მოვლენა. არ უნდა მოხდეს კოფეინის შემცველი სასმელების მიღება.

სიფრთხილის ზომები

ბელერგამინი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში შარდვის გაძნელებასთან დაკავშირებული დაავადებებით. ატროპინი და Atropa belladonna-ს სხვა ალკალოიდები ამცირებენ შარდის ბუშტის დეტრუზორის ტონუსს და ამავდროულად ატონიზირებენ შარდის ბუშტის სფინქტერის კუნთოვანი შრის ცირკულარულ ბოჭკოებს, რაც იწვევს შარდის შეკავებას და შარდვის გაძნელებას.

ატროპინი ამცირებს კუჭის მოძრაობით ფუნქციას, აფართოებს საყლაპავის ქვედა სფინქტერს, ანელებს კუჭის დაცლას, ამიტომ ბელერგამინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქციული დაავადებებით (ჰიატალური თიაქარი რეფლუქს-ეზოფაგიტით, აქალაზიით, პილოროდუოდენალური სტენოზი), პარალიზური ილეუსით, ნაწლავის ატონიით ხანდაზმულ პაციენტებში, ტოქსიკური მეგაკოლონით, დიარეით.

სამკურნალო პრეპარატის გამოყენება მიასთენია გრავისის, მწვავე ქავილის დროს, განსაკუთრებით როდესაც ეს დაკავშირებულია ღვიძლის დაავადებასთან, მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს და სარგებლის/რისკის თანაფარდობის მკაცრ შეფასებას.

ბელერგამინი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, განსაკუთრებით არითმიის, გულის შეგუბებითი უკმარისობის, მიტრალური სტენოზის მქონე პაციენტებში.

ბელერგამინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მაღალი სიცხის მქონე პაციენტებში, რადგან ატროპინმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერთერმიის პროვოცირება.

ბელერგამინი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ერგოტამინის მოქმედებისადმი მგრძნობიარე პაციენტებში პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმის რისკის გამო. მკურნალობის დროს აუცილებელია იმ პაციენტთა მდგომარეობაზე დაკვირვება, რომელთაც აქვთ სისხლძარღვების სპაზმისაკენ მიდრეკილება, ასეთი სიმპტომების შესაძლო გამოვლენის გამო.

ერგოტამინის მოქმედების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან პაციენტები სეფსისით, თირკმელების დაავადებით, პერიფერიული სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადებით. ერგოტამინის რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას ამ პაციენტებს შეიძლება გამოუვლინდეთ მწვავე ან ქრონიკული მოწამვლის ნიშნები (იხ. პუნქტი 4.3, პუნქტი 4.8).

ერგოტამინის შემცველი მედიკამენტების ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფიბროზული ცვლილებები პლევრასა და რეტროპერიტონეალურ სივრცეში. იშვიათ შემთხვევებში ცნობილია გულის სარქვლებში ფიბროზული ცვლილებების შესახებ.

ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს წამალდამოკიდებულების განვითარება სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ ფენობარბიტალის მიმართ. ამ შემთხვევებში მკურნალობის მკვეთრი შეწყვეტისას შეიძლება გამოვლინდეს მოხსნის სიმპტომები. ფენობარბიტალის შემცველი პრეპარატები უნდა იქნას გამოყენებული ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში და მკურნალობა უნდა შეწყდეს დოზის თანდათანობითი შემცირებით.

ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისას აღწერილია კანის სიცოცხლისათვის საშიში რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.

აუცლებელია პაციენტების გაფრთხილება ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და მათ ფრთხილად უნდა აკონტროლონ კანის ასეთი რეაქციების გამოვლინება. სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის განვითარების რისკი ყველაზე მაღალია მკურნალობის პირველ კვირებში.

თუ თქვენ გაქვთ ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ან სტივენს-ჯონსონის სინდრომის სიმპტომები ან ნიშნები (მაგ., პროგრესირებადი კანის გამონაყარი, ხშირად ბუშტუკების ან ლორწოვანი გარსის დაზიანებით), ფენობარბიტალით მკურნალობა უნდა შეწყდეს.

სტივენს-ჯონსონის სინდრომისა და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის კუპირებისას საუკეთესო შედეგები მიიღება დიაგნოზის ადრეული დასმით და საეჭვო სამკურნალო პრეპარატის გამოყენების დაუყოვნებლად შეწყვეტით. მკურნალობის ადრეული შეწყვეტა უკავშირდება უკეთეს პროგნოზს.

თუ ფენობარბიტალის გამოყენებისას პაციენტს განუვითარდა სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ეს სამკურნალო პრეპარატი აღარ უნდა იქნას გამოყენებული იმავე პაციენტში.

სამკურნალო პრეპარატი შეიცავს დამხმარე ნივთიერებას ლაქტოზას მონოჰიდრატს. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, გალაქტოზას აუტანლობა, ლაპ-ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო პრეპარატი.

ხორბლის სახამებელი (სამკურნალო საშუალების დამხმარე ნივთიერება) შეიძლება შეიცავდეს გლუტენს, მაგრამ მხოლოდ მცირე რაოდენობით და ამიტომ უსაფრთხოდ ითვლება ცელიაკიით დაავადებული ადამიანებისთვის.

ტაბლეტის გარსის შემადგენლობაში შედის აზო საღებავი E124, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

  • 5. სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად მიღება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ბელადონას ალკალოიდები (ატროპინი)

ატროპინის ანტიქოლინერგული აქტივობის მქონე სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, როგორიცაა ანტიპარკინსონული, ქოლინოლიტიკები, იმიპრამინის ჯგუფის ანტიდეპრესანტები, ფენოთიაზინის ნეიროლეპტიკები, ანტიჰისტამინური H1-ბლოკატორები, აღინიშნება ადიტიური ეფექტი მათი ქოლინოლიზური მოქმედების მიმართ.

M-ქოლინომიმეტიკასა და ანტიქოლინესთერაზულ საშუალებებს შეუძლიათ ატროპინის მოქმედების ანტაგონიზირება ფუნქციური ანტაგონიზმის გამო.

მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას მათი ტოქსიკური მოქმედება ძლიერდება (იზრდება არითმიის განვითარების რისკი).

ატროპინის მოქმედების ფონზე, ნაწლავის პერისტალტიკის შენელების შედეგად, იზრდება დრო, რომლის განმავლობაში მიმდინარეობს დიგიტალისის პრეპარატების შეწოვა, რაც იწვევს გულის გლიკოზიდების კონცენტრაციის ზრდას სისხლის პლაზმაში და ინტოქსიკაციის განვითარების რისკს.

ატროპინით კუჭის pH-ის გაზრდის შედეგად, კეტოკონაზოლის რეზორბცია ქვეითდება, რაც მოითხოვს მინიმუმ 2 საათიან ინტერვალს ორი სამკურნალო პრეპარატის მიღებას შორის.

აძლიერებს ქინიდინისა და პროკაინამიდის ქოლინოლიზურ მოქმედებას.

ერგოტამინი

ციტოქრომ P450 (CYP) იზოფერმენტის 3A4 ინჰიბიტორები - მაკროლიდური ანტიბიოტიკები (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი), პროტეაზას ინჰიბიტორები (რიტონავირი, ინდინავირი, ამპრენავირი, ატაზანავირი, ნელფინავირი), ანტიმიკოტიკები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი), თრგუნავენ ერგოტამინის მეტაბოლიზმს, ზრდიან პლაზმაში მის კონცენტრაციას და ზრდიან ვაზოკონსტრიქციის რისკს და, შესაბამისად, ცერებრალური ან პერიფერიული იშემიის განვითარების რისკს. უკუნაჩვენებია CYP3A4 ინჰიბიტორებისა და ერგოტამინის ერთდროული გამოყენება.

ერგოტამინის პროპრანოლოლთან ან სხვა არასელექტიურ ბეტა-ბლოკატორებთან ერთდროულად გამოყენებისას, არსებობს ვაზოკონსტრიქციის უფრო მაღალი რისკი ვაზოდილატაციის მარეგულირებელი მექანიზმის აღმოფხვრის გამო.

ერგო-ალკალოიდებისა და სეროტონინის 5-HT1 რეცეპტორების აგონისტების (ალმოტრიპტანი, სუმატრიპტანი, რიზატრიპტანი, ზოლმიტრიპტანი) ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული შესაძლო ადიტიური ეფექტის და კორონარული სპაზმის და ჰიპერტენზიული კრიზის რისკის გამო.

ვაზოკონსტრიქციული მოქმედების სხვა პრეპარატებთან ერთდროულმა გამოყენებამ, როგორიცაა ადრენალინი, ნორადრენალინი, ფენილეფრინი, შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული იშემია და სიმპათიკომიმეტური ამინების პრესორის ეფექტის მომატება.

ფენობარბიტალი

ფენობარბიტალი ამცირებს პერორალური ანტიკოაგულანტების (დიკუმაროლი, ვარფარინი) პლაზმურ დონეს და მათ ანტიკოაგულაციურ მოქმედებას. საჭიროა პროთრომბინის დროის პერიოდული კონტროლი და ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია, მათი პრეპარატთან ერთდროულად გამოყენებისას.

ფენოთიაზინი, ნარკოტიკული ანალგეტიკები აძლიერებენ ფენობარბიტალის დამამშვიდებელ ეფექტს.

ანტიდეპრესანტებთან (პაროქსეტინი, მიანსერინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მათი ეფექტის შემცირება ფენობარბიტალით ღვიძლის ფერმენტების ინდუქციის შედეგად.

როგორც ფერმენტის ინდუქტორი, ფენობარბიტალს შეუძლია დააჩქაროს მეტაბოლიზმი და შეამციროს ანტიარითმიული პრეპარატების (ქინიდინი), ბეტა ბლოკატორების (მეტოპროლოლი), კალციუმის არხების ბლოკატორების (ვერაპამილი, დილთიაზიმი, ნიმოდიპინი), ესტროგენული პრეპარატების, პერორალური კონტრაცეპტივების, კორტიკოსტეროიდების, სათითურას გლიკოზიდების (დიგოტოქსინი), ფენილბუტაზონის, ზოგიერთი ანტიბიოტიკის (დოქსიციკლინი, გრიზეოფულვინი, მაკროლიდური ანტიბიოტიკები) და სულფონამიდების, ზოგიერთი სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალების, ზოგიერთი ანტივირუსული პრეპარატების (აბაკავირი, ამპრენავირი, ინდინავირი, ნელფინავირი და ა.შ.) კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

ფენობარბიტალი ამცირებს ფენითოინის მეტაბოლიზმს და ზრდის მის ტოქსიკურობას.

ნატრიუმის ვალპროატი და ვალპროის მჟავა თრგუნავენ ფენობარბიტალურ მეტაბოლიზმს.

ფენობარბიტალის ერთდროულმა გამოყენებამ ანტიფსიქოზურ პრეპარატებთან (ქლორპრომაზინი, თიორიდაზინი) შეიძლება გამოიწვიოს მათი კონცენტრაციის შემცირება სისხლის პლაზმაში.

ეთანოლთან, ეთანოლის შემცველ პრეპარატებთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მაინჰიბირებელი ეფექტის გაზრდა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ თქვენ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, გეგმავთ ორსულობას ან ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

ბელერგამინმა შესაძლებელია გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება. არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ დაორსულდით ბელერგამინით მკურნალობის პერიოდში.

ბელერგამინის აქტიური ნივთიერებები აღწევენ დედის რძეში და შესაძლებელია გავლენა მოახდინონ ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე. თუ ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, განიხილეთ მკურნალობის საკითხი თქვენს ექიმთან. მან შესაძლოა გირჩიოთ ძუძუთი კვების შეწყვეტა, ან დაგინიშნოთ სხვა სამკურნალო პრეპარატი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ბელერგამინმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა, ძილიანობა, რეფლექსების გაუარესება, ყურადღების დაქვეითება. ბელერგამინით მკურნალობისას, თავი აარიდეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბელერგამინის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრების აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

სამკურნალო საშუალება შეიცავს ხორბლის სახამებელს. ბელერგამინი უსაფრთხოდ ითვლება იმ პირებისათვის, რომლებსაც აქვთ ცელიაკია. პაციენტებმა ალერგიით ხორბალზე (ცელიაკიისგან განსხვავებით), არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო საშუალება.

ტაბლეტის გარსის შემადგენლობაში შედის აზო საღებავი E124, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ბელერგამინმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ის ყველას არ უნვითარდება.

ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შედარებით ხშირია (>1/100) – ასეთია თავბრუსხვევა, ძილიანობა, პირის სიმშრალე, კუჭ-ნაწლავის მოტორიკის შენელება და შეკრულობა, ოფლის გამოყოფის შემცირება, ადგილობრივი შეშუპებები (სახის, თითების, ტერფების), დაღლილობის შეგრძნება.

შედარებით იშვიათად (სიხშირით <1/100) მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს: დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის მხრივ (გულისრევა, ღებინება, კოლიკები), ყლაპვის დარღვევა (დისფაგია), ყელის ანთება, დიარეა, მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი), შფოთვა, არეულობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება, ძალიან დაბალი გულის რითმი (ბრადიკარდია), ტკივილი გულის არეში, სისხლის წნევის მომატება, მხედველობის დარღვევა, თვალის შიდა წნევის მომატება (გლაუკომის გაუარესება), სუნთქვის გაძნელება, შარდვის გაძნელება, კიდურების ტკივილი და სპაზმი, განსაკუთრებით სიარულისას, კიდურების გაფერმკრთალება ან გალურჯება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება ხელის თითებზე, ტვინის იშემია, კანის გამონაყარი, კანის ანთება (ექსფოლიაციური დერმატიტი), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (დაავადება, რომელსაც თან ახლავს კანზე, თვალებზე და სასქესო ორგანოებზე ბუშტუკების გაჩენა), სისხლის სურათის შეცვლა (აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია), კრუნჩხვები, მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის დაზიანება.

პირებს, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა ერგოტამინისადმი, შესაძლოა განუვითარდეთ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანგიოედემა), ლოკალური შეშუპებები, ქავილი.

ფენობარბიტალის გამოყენების ფონზე აღინიშნა მძიმე ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევები (DRESS -სინდრომი). DRESS-სინდრომი ვლინდება გამონაყარით, ცხელებით, ლიმფოციტოზით, ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით, როგორიცაა ადენოპათია (ლიმფური ჯირკვლების გადიდება), ჰეპატიტი, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ფილტვების დაავადება. გამონაყარის განვითარებისას, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება, თერაპიის განუახლებლად მიმართეთ ექიმს.

აღწერილია ძვლის დარღვევის შემთხვევები, მათ შორის ოსტეოპენია, ოსტეოპოროზი (ძვლების გათხელება) და მოტეხილობა. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ თქვენ იტარებთ ხანგრძლივ ეპილეფსიის საწინააღმდეგო მკურნალობას ამ პრეპარატით, ანამნეზში გაქვთ ოსტეოპოროზი ან იღებთ სტეროიდებს.

გვერდითი ეფექტები <1/10000 სიხშირით

აღწერილია კანის მხრიდან მძიმე გვერდითი მოქმედების შემთხვევები (SCARs) – სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (იხ. მე-2 პუნქტი).

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.

ჭარბი დოზა

სიმპტომები: კანის სიწითლე და სიმშრალე, ქსეროსტომია, გულისრევა, ღებინება, დისფაგია, დისფონია, მიდრიაზი და ციკლოპლეგია, ტაქიკარდია, ჰიპერთერმია, შარდის შეკავება, მძიმე შემთხვევებში - ოლიგო-ანურია, ფსიქომოტორული აგზნება, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, შფოთვა (ატროპინის სიმთვრალე), ამასთან, აგზნების თანდათანობით გამოვლინებები შეიძლება ჩანაცვლებული იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის გამოვლინებებით (ძილიანობა, კომა, ჰიპოთერმია, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა), კრუნჩხვები, ერგოტიზმი (ქრონიკული ინტოქსიკაციის ან დოზის გადაჭარბების გამოვლინება).

მკურნალობა: კუჭის გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის შეყვანა, შარდის გატუტიანება ფენობარბიტალის გამოყოფის დასაჩქარებლად, ჰემოდიალიზი და ჰემოპერფუზია, სიმპტომური საშუალებები, აუცილებლად წამლები, რომლებიც ასტიმულირებენ სუნთქვას, პერიფერიული ვაზოდილატატორები პერიფერიული ვაზოსპაზმის არსებობისას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები: შმაგას ფესვების თხევადი ნაყენი, ალკალოიდების ეკვივალენტი, 0,1 მგ ატროპინზე, 0,3 მგ ერგოტამინის ტარტრატზე, 20 მგ ფენობარბიტალზე გადაანგარიშებით ერთ ტაბლეტში.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვის შემადგენლობა: ხორბლის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჟელატინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო.

გარსის შემადგენლობა: ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, საქაროზა, ჟელატინი, აკაციის ფისი, ვარდისფერი საღებავი ოპალუქსი AS-24825 (საქაროზა, Е171, Е120, Е124, Е1201, Е211, Е132), მაკროგოლი 6000, გლიცეროლი.

როგორ გამოიყურება ბელერგამინი და რას შეიცავს შეფუთვა

ვარდისფერი, უსუნო, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები, პრიალა ზედაპირით.

20 (ოცი) გარსით დაფარული ტაბლეტი პვქ გარსის/და ალუმინის ფოლგის ბლისტერში, 1 (ერთი) ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შენახვის პირობები

ეს სამკურნალო საშუალება არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებული წესების დაცვას.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 4 წელი

არ გამოიყენოთ ბელერგამინი მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

სამკურნალო საშუალებები არ გადააგდოთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო სამკურნალო საშუალებები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები, ბარბიტურატები, კომბინირებული პრეპარატები. ATХ კოდი: N05CB 02.

კომბინირებულ პრეპარატ ბელერგამინს გააჩნია ქოლინოლიზური, სპაზმოლიტიკური და დამამშვიდებელი მოქმედება, აგრეთვე ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციების მარეგულირებელი მოქმედება.

Atropa Belladonna-ს (ბელადონა) ალკალოიდები ბლოკავენ M-ქოლინორეცეპტორებს და არღვევენ ნერვული იმპულსების გადაცემას პოსტგლანგიალური ქოლინერგული ნერვებიდან ეფექტორულ ორგანოებზე: სანერწყვე, ბრონქული და საოფლე ჯირკვლები, გული, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გლუვი კუნთები და თვალები. თერაპიულ დოზებში ისინი სუსტ გავლენას ახდენენ N- ქოლინერგულ რეცეპტორებზე. მთავარი ალკალოიდი ატროპინი თრგუნავს ეგზოკრინული ჯირკვლების და პანკრეასის სეკრეციას. ამცირებს ბრონქების კუნთების ტონუსს, ამშვიდებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სანაღვლე და საშარდე გზების გლუვ კუნთებს. აფართოებს გუგებს და იწვევს აკომოდაციის დამბლას. მისი ცენტრალური M-ქოლინოლიზური მოქმედება დაკავშირებულია პარკინსონიზმის დროს ტრემორისა და კუნთების ტონუსის დაქვეითებასთან. ასტიმულირებს სუნთქვას და მაღალ დოზებში ახდენს რესპირატორული ცენტრის პარალიზებას. ახშირებს გულისცემას და ზრდის გამტარობას ჰისის კონაში.

ერგოტამინი არის ჭვავის რქის მთავარი ალკალოიდი. გააჩნია ალფა-ადრენოლიზური და ნაწილობრივ აგონისტური მოქმედება სეროტონინის რეცეპტორების მიმართ. მისი ძირითადი მოქმედებები - ვაზოკონსტრიქციული, პერიფერიულ სისხლძარღვებზე და უტეროტონული. მას ასევე გააჩნია სედატიური მოქმედება.

ფენობარბიტალი არის ბარბიტურის წარმოებული, გამოხატული გრძელვადიანი დეპრესიული მოქმედებით ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. მას ასევე აქვს კარგად გამოხატული კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება. თრგუნავს სუნთქვას დოზაზე დამოკიდებული გზით. ეს არის ღვიძლის P450 მიკროსომული ფერმენტული სისტემის ძლიერი ინდუქტორი.

მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მის უნართან გააძლიეროს გამა-ამინობუტრინის მჟავის (GABA) დამრთგუნველი ეფექტი ნერვულ სინაფსებში, ბენზოდიაზეპინ-GABA-რეცეპტორული კომპლექსის ბარბიტურატულ ნაწილთან ურთიერთქმედებით. ის აძლიერებს ანალგეტიკების ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას, ქოლინოლიტიკების და სხვა სპაზმოლიტიკების სპაზმოლიზურ მოქმედებას საშვილოსნოს, ურეთრის და შარდის ბუშტის გლუვ კუნთებზე. გააჩნია ზომიერი ჰიპოტენზიური მოქმედება.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა:

ატროპინი და ბელადონას სხვა ალკალოიდები სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კონიუნქტივისა და კანის საშუალებით.

პერორალური მიღებისას ერგოტამინი შედარებით სუსტად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან - მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 0,5-3 საათის ფარგლებში. კოფეინთან ერთდროულად გამოიყენებისას რეზორბციის პროცესი დაჩქარებულია.

ფენობარბიტალი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ტუტე გარემო ზრდის რეზორბციის ხარისხს.

განაწილება:

ბელადონას ალკალოიდები ინტენსიურად ნაწილდება ქსოვილებში. მნიშვნელოვანი დონით აღწევენ ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერში.

ერგოტამინი უკავშირდება პლაზმის პროტეინებს დაახლოებით 93-98% -ში. გამოიყოფა დედის რძეში.

ფენობარბიტალი უკავშირდება პლაზმის პროტეინებს 20-60%-მდე. განაწილებულია ორგანოებსა და ქსოვილებში. აღწევს ჰემატოენცეფალურ და ფეტოპლაცენტარულ ბარიერში. შერჩევით გროვდება ნაყოფის ტვინსა და ღვიძლში. გამოიყოფა დედის რძეში.

მრავალჯერადი გამოყენებისას გროვდება და აქვს განაწილების კოეფიციენტი 0,65. თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, მისი მოქმედება ხანგრძლივდება.

მეტაბოლიზმი:

ბელადონას ალკალოიდები ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში.

ერგოტამინი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში CYP3A4 იზოფერმენტის საშუალებით. მეტაბოლიტების ნაწილი ფარმაკოლოგიურად აქტიურია.

ფენობარბიტალი მეტაბოლიზდება ღვიძლში ძირითადად ჰიდროქსილირების შედეგად, ამასთან მისი ძირითადი მეტაბოლიტი, p- ჰიდროქსი-ფენობარბიტალი არააქტიურია.

გამოყოფა:

ატროპინის ნახევარგამოყოფის პერიოდი - ხანმოკლეა - საშუალოდ 2 საათი. გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით, ძირითადად შარდთან ერთად.

ერგოტამინის გამოყოფა ხდება ორ ფაზაში - ნახევარგამოყოფის პერიოდი ორი ფაზისთვის, შესაბამისად, შეადგენს 2 და 21 საათს.

ფენობარბიტალი გამოიყოფა თირკმელებით დაახლოებით 21%-ში გლომერული ფილტრაციის გზით, უპირატესად უცვლელი სახით. ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 1.5-დან 4.9 დღემდე.

  • 3. პრეკლინიკური მონაცემები უსაფრთხოების შესახებ

თაგვებში კანქვეშა გამოყენების შემდეგ ატროპინის სულფატის LD50 საშუალო ლეტალური დოზა შეადგენს 753 მგ/კგ, ხოლო პერორალური მიღების შემდეგ - 765 მგ/კგ.

ორივე სქესის თაგვებში ქვემწვავე (30 დღიანი) ტოქსიკურობის შესწავლისას კანქვეშ 0,1 და 0,5 მგ/კგ დოზებში და 0,2 მგ/კგ დოზის 90 დღიანი ტოქსიკურობის შესწავლისას, ექსპერიმენტულ ცხოველებში ტოქსიკური ცვლილებები არ გამოვლენილა.

ექსპერიმენტულ ცხოველებზე ჩატარებული კვლევების დროს, ატროპინი არ ავლენს ემბრიოტოქსიკურ, ტერატოგენულ და მუტაგენურ ეფექტებს.

ერგოტამინის ინტრავენური შეყვანისას LD50 თეთრი ვირთხებისთვის შეადგენს 38 მგ/კგ სხეულის მასაზე.

ფენობარბიტალის LD50 პერორალური მიღებისას ვირთხებისათვის საშუალო ლეტალური დოზა შეადგენს 660 მგ/კგ სხეულის მასაზე. ბარბიტურატები ადვილად აღწევენ ფეტოპლაცენტარულ ბარიერში და შერჩევით გროვდება ნაყოფის პლაცენტაში, თავის ტვინსა და ღვიძლის ქსოვილში. ფენობარბიტალმა აჩვენა კანცეროგენული მოქმედება თაგვებსა და ვირთხებზე ხანგრძლივი ყოველდღიური გამოყენებისას (ღვიძლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეებით).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ბელერგამინი® 0,1 მგ/0,3 მგ/ 20 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები

Bellergamin® 0.1 mg/0.3 mg/20 mg coated tablets

შმაგას ფესვების თხევადი ნაყენი, ალკალოიდების ეკვივალენტი, ატროპინზე/ ერგოტამინის ტარტრატზე/ ფენობარბიტალზე გადაანგარიშებით

Belladonna root liquid extract, equivalent to alkaloids calculated as atropin/ergotamine tartrate/phenobarbital

პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ინსტრუქცია:

შეინახეთ წინამდებარე ინსტრუქცია, შესაძლოა ხელახლა დაგჭირდეთ ის.

თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს სამკურნალო პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს რადგან ამ პრეპარატმა შეიძლება მიაყენოს მათ ზიანი იმ შემთხვევაშიც, თუ მათი სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსია.

თუ რომელიმე გვერდითი მოქმედება მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

რას შეიცავს წინამდებარე ინსტრუქცია:

  • რას წარმოადგენს ბელერგამინი და რისთვის გამოიყენება;
  • რა უნდა იცოდეთ ბელერგამინის მიღების დაწყებამდე;
  • ბელერგამინის გამოყენების წესი;
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები;
  • ბელერგამინის შენახვის წესი;
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია.
  • რას წარმოადგენს ბელერგამინი და რისთვის გამოიყენება:

ბელერგამინი – კომბინირებული სამკურნალო პრეპარატია. მის შემადგენლობაში, მოქმედი ნივთიერებების სახით შედის შმაგას ალკალოიდები, ერგოტამინი და ფენობარბიტალი. მცენარე შმაგას ალკალოიდები ხსნიან კუჭის და ნაწლავების, შარდ-გამომყოფი გზების და სანაღვლე გზების გლუვი კუნთების სპაზმს. თრგუნავენ სეკრეციას მრავალ ორგანოში, რაც ხელს უწყობს კუჭის მომატებულ სეკრეციასთან დაკავშირებული მდგომარეობის კონტროლს. ერგოტამინი იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, თავის ტვინის სისხლძარღვების ჩათვლით და გამოიყენება სისხლძარღვოვანი თავის ტკივილის სამკურნალოდ, როგორიცაა შაკიკი. ფენობარბიტალი ამცირებს ტვინის და ნერვულ აქტივობას და იწვევს დამამშვიდებელ ეფექტს.

ბელერგამინი გამოიყენება სისხლძარღვოვანი თავის ტკივილის (შაკიკი), კლიმაქტერული სინდრომის (წამოხურება, შფოთვა, მომატებული ოფლიანობა, უძილობა) სიმპტომური მკურნალობისთვის; ვეგეტატურ სიმპტომატიკაზე ზემოქმედებისათვის (შფოთვა, გულის ფრიალი, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, სპაზმები), გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და შარდ-სასქესო სისტემის მხრივ ფუნქციური დარღვევისას.

  • რა უნდა იცოდეთ ბელერგამინის მიღების დაწყებამდე

არ მიიღოთ ბელერგამინი:

  • თუ თქვენ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ბელერგამინის ნებისმიერი მოქმედი ან დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამონათვალი იხილეთ მე-6 ნაწილში);
  • თუ თქვენ გაქვთ ალერგია ბარბიტურატების ან ჭვავის რქის პრეპარატების მიმართ;
  • თუ თქვენ გაქვთ მომატებული არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია); გულის დაავადებები, როგორიცაა ტკივილი გულის არეში (სტენოკარდია), მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის რითმის გახშირება (ტაქიარითმია); პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები (თრომბოფლებიტი); პორფირია (მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ჰემოგლობინის ცვლის დარღვევასთან); ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დაავადებები; მომატებული თვალშიდა წნევა (დახურულ კუთხოვანი გლაუკომა); წინამდებარე ჯირკვლის გადიდება და სხვა ობსტრუქციული უროპათია; სეფსისი; ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება (ჰიპერთირეოიდიზმი); ფილტვების დაავადებები, რომელსაც თან ახლავს მოხრჩობა.

ბელერგამინი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა ალკოჰოლიზმის ან წამლების ჭარბი გამოყენების ან წამალდამოკიდებულების ანამნეზით.

ბელერგამინის გამოყენებისას დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე

ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი დაავადების არსებობის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად საჭიროა ექიმთან კონსულტაცია: გართულებული შარდვა; კუჭის და ნაწლავების დაავადებები, როგორიცაა დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი რეფლუქს-ეზოფაგიტით, აქალაზია (საყლაპავის ფუნქციონირების დარღვევა), პილოროდუადენური სტენოზი, პარალიზური ილეუსი, ნაწლავის ატონია ხანდაზმულ პაციენტებში, ტოქსიკური მეგაკოლონი, დიარეა, მიასთენია გრავის (კუნთების სისუსტე); მაღალი ტემპერატურა, გულის კუნთის სისუსტე (გულის უკმარისობა), არითმია, მიტრალური სტენოზი. თქვენს ექიმს შეუძლია შეამციროს პრეპარატის დოზას ან დანიშნოს სხვა მკურნალობა.

ბელერგამინი შეიცავს ერგოტამინს. ერგოტამინის მოქმედებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან პაციენტები სისხლძარღვების სპაზმით, სეფსისით, თირკმელების დაავადებებით, პერიფერიული სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადებებით.

ბელერგამინი შეიცავს ფენობარბიტალს, რომელმაც ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია გამოიწვიოს წამალდამოკიდებულება. მკურნალობის მკვეთრ შეწყვეტას შესაძლოა თან ახლდეს მოხსნის სინდრომი. არ უნდა მოხდეს ბელერგამინის მიღების შეწყვეტა ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე:

  • თუ გამოგივლინდათ კანის გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ფენობარბიტალის გამოყენებისას, რაც თავიდან ვლინდება წითელი, სამიზნეს მსგავსი ან მრგვალი, ცენტრში ბუშტუკით, ლაქებით.
  • თუ თქვენ გაქვთ წყლულები პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, გენიტალიებზე, კონიუნქტივაზე (წითელი და შეშუპებული თვალები);
  • თუ პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიშ კანის გამონაყარს თან ახლავს გრიპის მაგვარი სიმპტომები. გამონაყარი შესაძლებელია პროგრესირდეს ბუშტუკების ფართო გავრცელებით და კანის აქერცვლით.
  • კანის მხრიდან უფრო სერიოზული რეაქციების განვითარების მაღალი რისკი არსებობს ფენობარბიტალით მკურნალობის დაწყებიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ფენობარბიტალით მკურნალობის დროს სტივენს-ჯონსონის სინდრომის ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის განვითარების შემთხვევაში, ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენება არ უნდა მოხდეს განმეორებით.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და ბელერგამინი

გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, იმ პრეპარატების ჩათვლით, რომლებიც გაიცემიან ურეცეპტოდ. ბელერგამინმა შესაძლებელია შეცვალოს შემდეგი სამკურნალო საშუალებების მოქმედება:

  • სუმატრიპტანი (შაკიკის სამკურნალოდ), ალმოტრიპტანი, რიზატრიპტანი, ზოლმიტრიპტანი;
  • პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებები;
  • დეპრესიის სამკურნალო საშუალებები (იმიპრამინი, პაროქსეტინი, მიანსერინი, მაო-ს ინჰიბიტორები);
  • ფენოთიაზიდური ნეიროლეპტიკები (ქლორპრომაზინი, თიორიდაზინი), რომლებიც გამოიყენებიან ფსიქოზის სამკურნალოდ;
  • ალერგიული მდგომარეობების სამკურნალო (ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალებები);
  • გულის დაავადებების სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა დიგიტალისის გლიკოზიდები, ქინიდინი და პროკაინამიდი, ბეტა-ადრენობლოკატორები (პროპრანოლოლი, მეტოპროლოლი), კალციუმის მილაკების ბლოკატორები (ვერაპამილი, დილთიაზემი, ნიმოდიპინი);
  • სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები (სოკოს სამკურნალოდ), როგორიც არის კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი;
  • მაკროლიდური ანტიბიოტიკები (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი), სხვა ანტიბიოტიკები – დოქსიციკლინი, გრიზეოფულვინი, სულფონამიდები;
  • შიდსის სამკურნალო საშუალებები (რიტონავირი, ინდინავირი, ამპრენავირი, ატაზანავირი, ნელფინავირი);
  • ადრენალინი, ნორადრენალინი, ფენილეფრინი (სისხლის წნევის ასაწევად);
  • შედედების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები (დიკუმაროლი, ვარფარინი);
  • ჰორმონები (კორტიკოსტეროიდები, შიგნით მისაღები კონტრაცეპტივები);
  • ფენილბუტაზონი (ანთების საწინააღმდეგო, ანტირევმატიული სამკურნალო საშუალებები);
  • ზოგიერთი სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები;
  • ნატრიუმის ვალპროატი და ვალპროის მჟავა (კრუნჩხვების სამკურნალოდ);
  • ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალება).

ბელერგამინის გამოყენება საკვებ პროდუქტებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან

ბელერგამინით მკურნალობისას არ უნდა მოხდეს სპირტიანი სასმელის მიღება. ალკოჰოლმა შესაძლებელია გააძლიეროს მისი ზოგიერთი გვერდითი მოვლენა. არ უნდა მოხდეს კოფეინის შემცველი სასმელების მიღება.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილურობა

თუ თქვენ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, გეგმავთ ორსულობას ან ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

ბელერგამინმა შესაძლებელია გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება. არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ დაორსულდით ბელერგამინით მკურნალობის პერიოდში.

ბელერგამინის აქტიური ნივთიერებები აღწევენ დედის რძეში და შესაძლებელია გავლენა მოახდინონ ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვზე. თუ ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, განიხილეთ მკურნალობის საკითხი თქვენს ექიმთან. მან შესაძლოა გირჩიოთ ძუძუთი კვების შეწყვეტა, ან დაგინიშნოთ სხვა სამკურნალო პრეპარატი.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ბელერგამინმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა, ძილიანობა, რეფლექსების გაუარესება, ყურადღების დაქვეითება. ბელერგამინით მკურნალობისას, თავი აარიდეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბელერგამინის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრების აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

სამკურნალო საშუალება შეიცავს ხორბლის სახამებელს. ბელერგამინი უსაფრთხოდ ითვლება იმ პირებისათვის, რომლებსაც აქვთ ცელიაკია. პაციენტებმა ალერგიით ხორბალზე (ცელიაკიისგან განსხვავებით), არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო საშუალება.

ტაბლეტის გარსის შემადგენლობაში შედის აზო საღებავი E124, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

  • ბელერგამინის გამოყენების წესი

ბელერგამინი ყოველთვის მიიღება ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული რამეში, კითხეთ თქვენს ექიმს. არ გადააჭარბოთ დანიშნულ დოზას. ტაბლეტები მიიღეთ შიგნით, წყლის დაყოლებით. ჩვეულებრივ დოზა შეადგენს:

მოზრდილები: 1 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში. თავისი შეხედულებით ექიმმა შეიძლება გაზარდოს სადღეღამისო დოზა 6 ტაბლეტამდე.

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები: ბელერგამინის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

თუ თქვენ მიიღეთ ბელერგამინის საჭიროზე მეტი დოზა

სამკურნალო პრეპარატის მაღალმა დოზებმა შესაძლებელია გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები: მშრალი გაწითლებული კანი, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, გუგების გაფართოება, გულის შეკუმშვის რითმის გახშირება, კიდურების სპაზმი, გართულებული შარდვა, აგზნება, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, კრუნჩხვები.

ასეთი სიმპტომების გამოვლენისას, საჭიროა ექიმთან ან საავადმყოფოში დაუყოვნებელი მიმართვა.

თუ თქვენ დაგავიწყდათ ბელერგამინის მიღება

თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ გაქვთ ნებისმიერი დამატებითი შეკითხვა, რომელიც დაკავშირებულია ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან, გთხოვთ კითხოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ბელერგამინმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ის ყველას არ უნვითარდება.

ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შედარებით ხშირია (>1/100) – ასეთია თავბრუსხვევა, ძილიანობა, პირის სიმშრალე, კუჭ-ნაწლავის მოტორიკის შენელება და შეკრულობა, ოფლის გამოყოფის შემცირება, ადგილობრივი შეშუპებები (სახის, თითების, ტერფების), დაღლილობის შეგრძნება.

შედარებით იშვიათად (სიხშირით <1/100) მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს: დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის მხრივ (გულისრევა, ღებინება, კოლიკები), ყლაპვის დარღვევა (დისფაგია), ყელის ანთება, დიარეა, მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი), შფოთვა, არეულობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება, ძალიან დაბალი გულის რითმი (ბრადიკარდია), ტკივილი გულის არეში, სისხლის წნევის მომატება, მხედველობის დარღვევა, თვალის შიდა წნევის მომატება (გლაუკომის გაუარესება), სუნთქვის გაძნელება, შარდვის გაძნელება, კიდურების ტკივილი და სპაზმი, განსაკუთრებით სიარულისას, კიდურების გაფერმკრთალება ან გალურჯება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება ხელის თითებზე, ტვინის იშემია, კანის გამონაყარი, კანის ანთება (ექსფოლიაციური დერმატიტი), სტივენს-ჯონსონის სინდრომი (დაავადება, რომელსაც თან ახლავს კანზე, თვალებზე და სასქესო ორგანოებზე ბუშტუკების გაჩენა), სისხლის სურათის შეცვლა (აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია), კრუნჩხვები, მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის დაზიანება.

პირებს, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა ერგოტამინისადმი, შესაძლოა განუვითარდეთ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანგიოედემა), ლოკალური შეშუპებები, ქავილი.

ფენობარბიტალის გამოყენების ფონზე აღინიშნა მძიმე ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევები (DRESS -სინდრომი). DRESS-სინდრომი ვლინდება გამონაყარით, ცხელებით, ლიმფოციტოზით, ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით, როგორიცაა ადენოპათია (ლიმფური ჯირკვლების გადიდება), ჰეპატიტი, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ფილტვების დაავადება. გამონაყარის განვითარებისას, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება, თერაპიის განუახლებლად მიმართეთ ექიმს.

აღწერილია ძვლის დარღვევის შემთხვევები, მათ შორის ოსტეოპენია, ოსტეოპოროზი (ძვლების გათხელება) და მოტეხილობა. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ თქვენ იტარებთ ხანგრძლივ ეპილეფსიის საწინააღმდეგო მკურნალობას ამ პრეპარატით, ანამნეზში გაქვთ ოსტეოპოროზი ან იღებთ სტეროიდებს.

გვერდითი ეფექტები <1/10000 სიხშირით

აღწერილია კანის მხრიდან მძიმე გვერდითი მოქმედების შემთხვევები (SCARs) – სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (იხ. მე-2 პუნქტი).

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.

  • ბელერგამინის შენახვის წესი

ეს სამკურნალო საშუალება არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებული წესების დაცვას.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 4 წელი

არ გამოიყენოთ ბელერგამინი მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

სამკურნალო საშუალებები არ გადააგდოთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო სამკურნალო საშუალებები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ბელერგამინი:

აქტიური ნივთიერებები: შმაგას ფესვების თხევადი ნაყენი, ალკალოიდების ეკვივალენტი, 0,1 მგ ატროპინზე, 0,3 მგ ერგოტამინის ტარტრატზე, 20 მგ ფენობარბიტალზე გადაანგარიშებით ერთ ტაბლეტში.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვის შემადგენლობა: ხორბლის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჟელატინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო.

გარსის შემადგენლობა: ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, საქაროზა, ჟელატინი, აკაციის ფისი, ვარდისფერი საღებავი ოპალუქსი AS-24825 (საქაროზა, Е171, Е120, Е124, Е1201, Е211, Е132), მაკროგოლი 6000, გლიცეროლი.

როგორ გამოიყურება ბელერგამინი და რას შეიცავს შეფუთვა

ვარდისფერი, უსუნო, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები, პრიალა ზედაპირით.

20 (ოცი) გარსით დაფარული ტაბლეტი პვქ გარსის/და ალუმინის ფოლგის ბლისტერში, 1 (ერთი) ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

სს სოფარმა

ილიენსკოე შოსეს ქუჩა, 16, 1220 სოფია, ბულგარეთი.

ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი: აპრილი, 2021 წ.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა