ბაუდა არის ღია ლურჯი, მრგვალი ფორმის, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული, ორივე მხარეს გლუვი ზედაპირის მქონე ტაბლეტი. იგი წარმოდგენილია ალუმინის ფოლგის ბლისტერული შეფუთვით, რომელშიც მოთავსებულია 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი. ბაუდა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ტერიფლუნომიდს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტერიფლუნომიდი (teriflunomide)
- ფორმა და შეფუთვა
- 14მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
- მწარმოებელი
- Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- იმუნოსუპრესანტები, დიჰიდროოროტატის დეჰიდროგენაზას ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- L04AK02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038837
- რეგისტრირებულია
- 10 აგვისტო 2023, მოქმედებს 10 აგვისტო 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Abdi Ibrahim Ilac San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სს აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთის ფილიალი საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ბაუდა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ბაუდა არის ღია ლურჯი, მრგვალი ფორმის, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული, ორივე მხარეს გლუვი ზედაპირის მქონე ტაბლეტი. იგი წარმოდგენილია ალუმინის ფოლგის ბლისტერული შეფუთვით, რომელშიც მოთავსებულია 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
ბაუდა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ტერიფლუნომიდს.
ბაუდა გამოიყენება შეტევებითა და რემისიებით მიმდინარე გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ
რა არის გაფანტული სკლეროზი?
გაფანტული სკლეროზი (MS) არის ხანგრძლივად მიმდინარე დაავადება, რომელიც აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ცნს). ცნს-ი შედგება თავის ტვინისა და ზურგის ტვინისაგან. გაფანტული სკლეროზის დროს ცენტრალური ნერვული სისტემაში ანთებითი პროცესი ანადგურებს ნერვების ირგვლივ არსებულ დამცავ გარსს (ე.წ. მიელინს). მიელინის ამ დაკარგვის პროცესს დემიელინიზაცია ეწოდება. ეს პროცესი აჩერებს ნერვების გამართულ ფუნქციონირებას.
გაფანტული სკლეროზის მორეციდივე ფორმის მქონე ადამიანებს აღენიშნებათ ფიზიკური სიმპტომების განმეორებითი შეტევები (რეციდივები), რომლებიც გამოწვეულია ნერვული დაბოლოებების არასათანადო ფუნქციონირების გამო. სხვადასხვა პაციენტში ეს სიმპტომები განსხვავებულია, მაგრამ უმეტესწილად მოიცავს შემდეგს:
სიარულის გაძნელება,
მხედველობის პრობლემები,
წონასწორობის დარღვევა.
სიმპტომები შეიძლება მთლიანად გაქრეს განმეორებითი შეტევების (რეციდივების) დასრულების შემდეგ, მაგრამ დროთა განმავლობაში, გარკვეული სიმპტომები შეიძლება აღინიშნებოდეს რეციდივებს შორის. აღნიშნულმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური შეზღუდვები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას.
ბაუდა ხელს უწყობს იმუნური სისტემის მიერ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებას სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედების (ლიმფოციტების) რაოდენობის ზრდის შეზღუდვით. ეს ამცირებს ანთებას, რომელიც იწვევს ნერვის დაზიანებას გაფანტული სკლეროზის დროს.
მიღების წესი და დოზირება
მითითებები სათანადო გამოყენების და დოზირება/შეყვანის სიხშირის შესახებ:
ბაუდათი მკურნალობის პროცესს მონიტორინგი უნდა გაუწიოს გაფანტული სკლეროზის მკურნალობაში გამოცდილმა ექიმმა.
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.
რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ 14 მგ–იან შემოგარსულ ტაბლეტს დღეში.
მიღების დამატებითი გზა და მეთოდი:
ბაუდა მიიღება პერორალურად. ბაუდა მიიღება ერთჯერადი დღიური დოზის სახით, ყოველდღე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, წყლის მიყოლებით. ბაუდას მიღება შესაძლებელია ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
ბაუდა არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, ვინაიდან არ არის ცნობილი პრეპარატის ეფექტების შესახებ ამ ასაკობრივ ჯგუფში.
ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენება:
ბაუდა სიფრთხილი გამოიყენება 65 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებში.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ იმყოფებიან დიალიზზე, დოზის კორექცია საჭირო არ არის. ბაუდა არ გამოიყენება თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ დიალიზი.
ბაუდა არ გამოიყენება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ბაუდას ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი ბაუდა
თუ თქვენ მიიღეთ ბაუდას გადაჭარბებული დოზა, გთხოვთ დაუყოვნებლივ აცნობოთ თქვენს ექიმს. თქვენ შესაძლოა გამოგივლინდეთ ქვემოთ პუნქტ 4–ში აღწერილი გვერდითი მოვლენები.
თუ თქვენ მიიღეთ ბაუდას საჭიროზე მეტი რაოდენობა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ბაუდას მიღება
არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით. თქვენ უნდა განაგრძოთ მკურნალობა ექიმის მიერ დანიშნული დოზით ჩვეულ დროს.
არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვიტეთ ბაუდას მიღება
არ შეწყვიტოთ ბაუდას მიღება ან არ შეცვალოთ დანიშნული დოზა ექიმთან წინასწარ კონსულტაციის გარეშე.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული ტერიფლუნომიდის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (რაც ჩამოთვლილია პუნქტში 6),
თუ როდესმე გქონიათ კანზე ძლიერი გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბუშტუკები და/ან პირის ღრუს წყლულები ტერიფლუნომიდის ან ლეფლუნომიდის მიღების შემდეგ
თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა,
თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს,
თუ გაწუხებთ სერიოზული პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს იმუნურ სისტემაზე, მაგ. შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი),
თუ გაქვთ ძვლის ტვინთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა, ან თუ გაქვთ სისხლში წითელი (ანემია) ან თეთრი უჯრედების შემცირებული რაოდენობა (ლეიკოპენია, ნეიტროპენია) ან ბრტყელი უჯრედების (თრომბოციტების) შემცირებული რაოდენობა,
თუ გაქვთ სერიოზული ინფექცია,
თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები, რასაც სჭირდება დიალიზის ჩატარება,
თუ გაქვთ ცილების ძალიან დაბალი შემცველობა სისხლში (ჰიპოპროტეინემია).
თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან,
სიფრთხილის ზომები
ბაუდას მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან,
თუ:
გაქვთ ღვიძლის პრობლემები და/ან თუ ღებულობთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს. თქვენი ექიმი გაგაკეთებინებთ სისხლის ანალიზს მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში, რომ შეამოწმოს რამდენად კარგად ფუნქციონირებს თქვენი ღვიძლი. თუ ანალიზის შედეგებით გამოვლინდება, რომ გაქვთ ღვიძლის პრობლემები, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ბაუდათი მკურნალობის შეწყვეტა (გთხოვთ იხილოთ პუნქტი 4.).
გაქვთ მაღალი წნევა (ჰიპერტენზია), მიუხედავად იმისა, ექვემდებარება თუ არა ის მედიკამენტოზურ მკურნალობას. ბაუდამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება. თქვენი ექიმი შეამოწმებს თქვენს არტერიულ წნევას მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარულად მკურნალობის პროცესში (გთხოვთ იხილოთ პუნქტი 4.).
თქვენ გაქვთ ინფექცია. ბაუდას მიღებამდე, თქვენი ექიმი დარწმუნდება, რომ თქვენ გაქვთ საკმარისი რაოდენობის თეთრი უჯრედები და თრომბოციტები სისხლში. იმის გამო, რომ ბაუდა ამცირებს სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობას, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის უნარზე. თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ინფექცია, ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ სისხლის ანალიზი სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის შესამოწმებლად (გთხოვთ იხილოთ პუნქტი 4.).
ვინაიდან თეთრი უჯრედების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს ბაუდათი მკურნალობის დროს, აუცილებელია სისხლის სრული ანალიზის ჩატარება მკურნალობის დაწყებამდე და საჭიროებისამებრ მკურნალობის დროს. სისხლის სურათის დარღვევის რისკი იზრდება პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ სისხლის სურათის მხრივ დარღვევები.
ზოგიერთი მძიმე, კანის გენერალიზებული რეაქციების განვითარების შემთხვევაში, ბაუდათი თქვენი მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ბაუდათი მკურნალობის დროს დაფიქსირდა ფილტვების ანთება, რომელსაც ეწოდება ფილტვის ინტერსტიციული დაავადება, მათ შორის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ქოშინი ან მუდმივი ხველა. თუ თქვენ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სუნთქვის უეცარი გაძნელება, რომელსაც თან ახლავს ხველა და ცხელება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ბაუდათი მკურნალობის შეწყვეტა და, საჭიროების შემთხვევაში, დაიწყოს აუცილებელი ქმედებები ორგანიზმიდან პრეპარატის სწრაფად გამოდევნის მიზნით.
აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სისუსტე, დაბუჟება და ტკივილი ხელებსა და ტერფებში ან სხეულის სხვა ნაწილებში (პერიფერიული ნეიროპათია). თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ბაუდათი მკურნალობის შეწყვეტა და, საჭიროების შემთხვევაში, დაიწყოს აუცილებელი ქმედებები ორგანიზმიდან პრეპარატის სწრაფად გამოდევნის მიზნით.
თქვენ უნდა ჩაგიტარდეთ ვაქცინაცია.
თქვენ ღებულობთ ლეფლუნომიდს ბაუდასთან ერთად.
თქვენ გადადიხართ ბაუდათი მკურნალობიდან სხვა მკურნალობაზე ან, პირიქით, სხვა მკურნალობიდან ბაუდაზე.
თქვენ გჭირდებათ სპეციალური ანალიზის ჩატარება თქვენს სისხლში კალციუმის დონის შესამოწმებლად. შესაძლებელია გამოვლინდეს კალციუმის დონის ცრუ შემცირება.
ბაუდათი მკურნალობა, თქვენი ინდივიდუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე, შეიძლება გაგრძელდეს დიდხანს – 8 თვიდან 2 წლამდე. აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალობის შემდეგ, ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს პრეპარატის ორგანიზმიდან დაჩქარებული გამოყოფის პროცედურებს ჩატარება.
პირის ღრუში ანთებითი წყლულების (წყლულოვანი სტომატიტის) განვითარების შემთხვევაში, ბაუდათი მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
სასუნთქი გზების ინფექციები
აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ გაურკევევი წარმოშობის ხველა და ქოშინი (სუნთქვის გაძნელება). ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დამატებითი გამოკვლევების ჩატარება.
თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, ან აღგენიშნებოდათ წარსულში ნებისმიერ დროს, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
ბაუდას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
თქვენ შეგიძლიათ ბაუდას მიღება როგორც ცარიელ კუჭზე, ასევე საკვებთან ერთად.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელიმეს:
ლეფლუნომიდი, მეთოტრექსატი და სხვა პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ იმუნურ სისტემაზე (მათ ხშირად უწოდებენ იმუნოსუპრესანტებს ან იმუნომოდულატორებს)
რიფამპიცინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზისა და სხვა ინფექციების სამკურნალოდ)
კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი ეპილეფსიისთვის
კრაზანა (მცენარეული პრეპარატი დეპრესიის სამკურნალოდ)
რეპაგლინიდი, პიოგლიტაზონი, ნატეგლინიდი ან როსიგლიტაზონი დიაბეტის სამკურნალოდ
დაუნორუბიცინი, დოქსორუბიცინი, პაკლიტაქსელი ან ტოპოტეკანი კიბოს სამკურნალოდ
დულოქსეტინი დეპრესიისთვის, შარდის შეუკავებლობის ან თირკმელების დაავადების დროს დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში
ალოსეტრონი მძიმე დიარეის სამკურნალოდ
თეოფილინი ასთმის სამკურნალოდ
ტიზანიდინი, კუნთების რელაქსანტი
ვარფარინი, ანტიკოაგულანტი, რომელიც გამოიყენება სისხლის გამათხიერებლად (ანუ მეტი სითხის შესაქმნელად) სისხლის შედედების თავიდან აცილების მიზნით.
ორალური კონტრაცეპტივები (ეთინილ ესტრადიოლის და ლევონორგესტრელის შემცველი)
ცეფაკლორი, ბენზილპენიცილინი (პენიცილინი G), ციპროფლოქსაცინი ინფექციების სამკურნალოდ
ინდომეტაცინი, კეტოპროფენი ტკივილის ან ანთების დროს
ფუროსემიდი გულის დაავადებების დროს
ციმეტიდინი კუჭის მჟავიანობის შესამცირებლად (კუჭის მჟავა)
ზიდოვუდინი აივ ინფექციისთვის (შიდსი)
როზუვასტატინი, სიმვასტატინი, ატორვასტატინი, პრავასტატინი ჰიპერქოლესტერინემიის დროს (ქოლესტერინის მაღალი შემცველობა)
სულფასალაზინი ნაწლავის ანთებითი დაავადების ან რევმატოიდული ართრიტის დროს
ქოლესტირამინი მაღალი ქოლესტერინის ან ღვიძლის დაავადების დროს ქავილის შესამსუბუქებლად
გააქტიურებული ნახშირი პრეპარატების ან სხვა ნივთიერებების შეწოვის შესამცირებლად
თუ თქვენ ამჟამად ღებულობთ ან ცოტა ხნის წინ ღებულობდით რაიმე რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე გასაცემ მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ მიიღოთ ბაუდა, თუ თქვენ ხართ ორსულად, ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად. თუ თქვენ ხართ ორსულად ან ორსულობა დადგა ბაუდათი მკურნალობის პერიოდში, იზრდება ნაყოფის დეფექტების განვითარების რისკი. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი სათანადო ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების გარეშე.
აცნობეთ ექიმს, თუ გეგმავთ დაორსულებას ბაუდათი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, რადგან თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ ორსულობის დადგომამდე ამ პრეპარატის უმეტესი ნაწილი გამოდევნილია თქვენი ორგანიზმიდან. აქტიური ნივთიერების ორგანიზმიდან სრულად გამოყოფას ბუნებრივ პირობებში შეიძლება 2 წლამდე პერიოდი დასჭირდეს. შესაძლებელია ამ დროის რამდენიმე კვირამდე შემცირება გარკვეული პრეპარატების მიღებით, რომლებიც აჩქარებენ ბაუდან ორგანიზმიდან გამოყოფას.
ნებისმიერ შემთხვევაში, სისხლის ანალიზით უნდა დადასტურდეს, რომ აქტიური ნივთიერება საკმარისად გამოდევნილია თქვენი ორგანიზმიდან. აუცილებელია მკურნალი ექიმისგან დადასტურება, რომ ბაუდას სისხლში შემცველობა საკმარისად დაბალია და უკვე შეგიძლიათ დაორსულება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ლაბორატორიული გამოკვლევების შესახებ, გთხოვთ, მიმართოდ თქვენს ექიმს.
თუ თქვენ გაქვთ ეჭვი, რომ ბაუდას მიღების პერიდოში ან მკურნალობის შეწყვეტიდან ორი წლის შემდეგ ორსულად ხართ, თქვენ უნდა შეწყვიტოთ ბაუდას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს ორსულობის ტესტის ჩასატარებლად. თუ ტესტი დაადასტურებს, რომ ორსულად ხართ, თქვენი ორგანიზმიდან ბაუდას სწრაფად და საკმარისად მოსაცილებლად, ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ გარკვეული პრეპარატებით მკურნალობის ჩატარება, რადგან ამან შეიძლება შეამციროს რისკი თქვენი ბავშვისთვის.
კონტრაცეფცია
ბაუდათი მკურნალობის დროს და მის შემდეგ, თქვენ უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი. ტერიფლუნომიდი, მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში რჩება სისხლში. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ გააგრძელეთ ეფექტური კონტრაცეფტული საშუალებების გამოყენება.
- განაგრძეთ ეს მანამ, სანამ სისხლში ბაუდას შემცველობა არ იქნება საკმარისად დაბალი - ამას თქვენი ექიმი გააკონტროლებს.
- გაესაუბრეთ თქვენს ექიმს თქვენვის კონტრაცეფციის საუკეთესო მეთოდისა და კონტრაცეფტული საშუალებების შეცვლის პოტენციური აუცილებლობის შესახებ.
ბაუდა შეიძლება ურთიერთქმედებდეს ორალურ კონტრაცეპტივებთან (რომლებიც შეიცავენ ეთინილ ესტრადიოლს ან ლევონორგესტრელს) და შეცვალოს ამ პრეპარატების მოქმედება. აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ რომელიმე ამ პრეპარატს.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ მიიღოთ ბაუდა ძუძუთი კვების პერიოდში, ვინაიდან ტერიფლუნომიდი გამოიყოფა დედის რძეში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ბაუდამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, რამაც შეიძლება დააქვეითოს პაციენტის კონცენტრირებისა და რეაგირების უნარი. თუ თქვენ გამოგივლინდათ ეს სიმპტომები, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბაუდას ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ბაუდა შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, მოცემულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა შესაძლოა ყველას არ განუვითარდეს.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:
ძალიან ხშირი: 10 პაციენტიდან სულ მცირე 1 პაციენტში ვლინდება.
ხშირი: 100 პაციენტში სულ მცირე 1–დან 10–მდე შემთხვევაში ვლინდება.
არახშირი: 1000 პაციენტში სულ მცირე 1–დან 10–მდე შემთხვევაში ვლინდება.
იშვიათი: 10000 პაციენტში სულ მცირე 1–დან 10–მდე შემთხვევაში ვლინდება.
ძალიან იშვიათი: 10000 პაციენტში 1–ზე ნაკლებ შემთხვევაში ვლინდება.
უცნობი: არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია
პრეპარატის მიღების შედეგად შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
თუ გამოვლინდებათ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე, ბაუდას მიღება შეწყვიტეთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და მიმართეთ თქვენთან ყველაზე ახლო მდებარე სასწრაფოს დახმარების განყოფილებას:
ხშირი
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელიც შეიძლება ვლინდებოდეს მუცლის არეში ტკივილის სიმპტომებით, გულისრევით ან ღებინებით
არახშირი
ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარით, ჭინჭრის ციებით, ტუჩების, ენის ან სახის შეშუპებათ ან სუნთქვის უეცარი გაძნელებით,
კანის მძიმე რეაქციები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს კანზე გამონაყარით, ბუშტუკების წარმოქმნით, ცხელებით ან წყლულების წარმოქმნით პირის ღრუში,
მძიმე ინფექციები ან სეფსისი (სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში ინფექცია), რომელიც შეიძლება შეიძლება გამოვლინდეს მაღალი ტემპერატურით, კანკალით, შემცივნებით, შარდის გამოყოფის შემცირებით ან გონების დაბინდვით,
ფილტვების ანთება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ქოშინის ან მუდმივი ხველების სიმპტომების სახით.
უცნობი
ღვიძლის სერიოზული დაავადება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს კანის ან თვალების სკრელევბის სიყვითლეს, ჩვეულებრივზე მეტად შარდის ფერის გამოქებას, აუხსნელ გულისრევას და ღებინებას ან მუცლის ტკივილს.
თუ თქვენ შეამჩნევთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
ყველა აღნიშნული მდგომარეობა წარმოადგენს სერიოზულ გვერდით ეფექტებს. თუ თქვენ ჩამოთვლთაგან რომელიმე გამოგივლინდათ, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მოვლენებს:
ძალიან ხშირი
თავის ტკივილი,
დიარეა, გულისრევა,
ALT-ის დონის მატება (სისხლში ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის დონის მატება), რომელიც დადგენილია ანალიზებით,
თმის შეთხელება.
ხშირი
გრიპი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია, ბრონქიტი (ბრონქების ანთება), სინუსიტი, ყელის ტკივილი და ყლაპვის გაძნელება, ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება), ვირუსული გასტროენტერიტი (ვირუსებით გამოწვეული, დიარეითა და ღებინებით მიმდინარე) კუჭისა და ნაწლავების თანმხლები ინფექცია, პირის ღრუს ჰერპესი, სტომატოლოგიური ინფექცია, ლარინგიტი (ხორხის ანთება), ათლეტის ტერფი
ლაბორატორიული მაჩვენებლები: გამოვლინდა სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია), ღვიძლისა და ლეიკოციტების ანალიზის შედეგების ცვლილებები (იხ. პუნქტი 2), ასევე კუნთების ფერმენტის (კრეატინფოსფოკინაზას) დონის მომატება,
მსუბუქი ალერგიული რეაქციები,
შფოთვის შეგრძნება,
ჩხვლეტის და წვის შეგრძნება, სისუსტე, დაბუჟება, ჩხვლეტა ან ტკივილი ზურგის ქვედა ნაწილში ან ფეხის არეში (იშიაზი); დაბუჟების, წვის, ჩხვლეტის ან ტკივილის შეგრძნება ხელებსა და თითებში (კარპალური გვირაბის სინდრომი),
გულისცემის შეგრძნება,
არტერიული წნევის მომატება,
გულისრევა (ღებინება), კბილის ტკივილი, მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი,
გამონაყარი კანზე, აკნე,
მყესების, სახსრების, ძვლების ტკივილი, კუნთების ტკივილი (კუნთოვანი ტკივილი),
ჩვეულებრივზე ხშირად შარდვა;
ცუდად ყოფნის პერიოდები,
ტკივილი,
ენერგიის ნაკლებობა ან სისუსტის შეგრძნება (ასთენია),
წონის კლება.
უცნობი
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (მსუბუქი თრომბოციტოპენია),
მომატებული შეგრძნება ან მგრძნობელობა, განსაკუთრებით კანში; ერთი ან მეტი ნერვის გასწვრივ მტკივნეული ან მკვეთრი ტკივილი, ხელის ან ფეხის ნერვების პრობლემები (პერიფერიული ნეიროპათია),
ფრჩხილების დარღვევები, კანის მძიმე რეაქციები,
პოსტ–ტრავმული ტკივილი,
ფსორიაზი,
პიურის ღრუს/ტუჩების ანთება,
სისხლში ცხიმების (ლიპიდების) არანორმალური შემცველობა,
მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი).
იშვიათი
ღვიძლის ანთება ან დაზიანება
უცნობი
რესპირატორული ჰიპერტენზია
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ან არ არის აღწერილი ამ ფურცელ–ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
ადამიანებში ტერიფლუნომიდის დოზის გადაჭარბების ან ინტოქსიკაციის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ტერიფლუნომიდი 70 მგ დღეში 14 დღემდე ხანგრძლივობით მიიღებოდა ჯანმრთელი სუბიექტების მიერ. გვერდითი რეაქციები გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებში ტერიფლუნომიდის გამოყენების უსაფრთხოების პროფილს შესაბამისი იყო.
მკურნალობა
დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბების ან ტოქსიკურობის შემთხვევაში, ელიმინაციის დასაჩქარებლად რეკომენდებულია ქოლესტირამინის ან გააქტიურებული ნახშირის მიღება. რეკომენდებულია ელიმინაციის პროცედურა ქოლესტირამინით 8 გ სამჯერ დღეში 11 დღის განმავლობაში. თუ ეს კარგად არ გადაიტანება, შეიძლება გამოყენებულ იქნას ქოლესტირამინი 4 გ სამჯერ დღეში 11 დღის განმავლობაში.
ალტერნატიულად, როდესაც ქოლესტირამინი არ არის ხელმისაწვდომი, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას აქტივირებული ნახშირი 50 გ დღეში ორჯერ 11 დღის განმავლობაში. დამატებით, თუ არსებობს ამტანობის პრობლემა, ქოლესტირამინის ან გააქტიურებული ნახშირის მიღება შემდგომ დღეებში საჭირო არ არის (იხ. პუნქტი 5.2).
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 14 მგ ტერიფლუნომიდს.
დამხმარე ნივთიერებები:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
ლაქტოზას მონოჰიდრატი (ძროხის რძისგან) 93.34 მგ
ლაქტოზას მონოჰიდრატი (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რძისგან, როგორც ოპადრაი II 32K505026 ლურჯის შემადგენელი კომპონენტი) 2.49 მგ
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბაუდა ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ 250 C–ზე ნაკლებ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ბაუდა ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე / კოლოფზე.
ვარგისობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
იმუნოდეპრესანტები, სელექტიური იმუნოდეპრესანტები
ათქ კოდი: L04AA31.
მოქმედების მექანიზმი
ტერიფლუნომიდი წარმოადგენს იმუნომოდულატორულ პრეპარატს ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, რომელიც სელექტიურად და შექცევადად თრგუნავს სასუნთქ ჯაჭვთან ფუნქციურად დამაკავშირებელ მიტოქონდრიულ ფერმენტ დიჰიდროოროტატ დეჰიდროგენაზას (DHO-DH). ინჰიბირების შედეგად, ტერიფლუნომიდი ზოგადად ამცირებს სტიმულირებული უჯრედების პროლიფერაციას, რომელიც აუცილებელია პირიმიდინის de novo სინტეზისთვის. ზუსტი მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც გაფანტული სკლეროზის დროს ტერიფლუნომიდი ავლენს თერაპიულ ეფექტს, ბოლომდე არ არის ცნობილი, მაგრამ ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული აქტივირებული ლიმფოციტების რაოდენობის შემცირებასთან.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
იმუნური სისტემა
სისხლში იმუნური უჯრედების რაოდენობაზე გავლენა: პლაცებო–კონტროლირებად კვლევებში, ტერიფლუნომიდის 14 მგ დოზით 1-ჯერ დღეში მიღებისას გამოიწვია პერიფერიულ სისხლში ლიმფოციტების საშუალო რაოდენობის უმნიშვნელო შემცირება (0,3 × 109/ლ-ზე ნაკლები), რაც დაფიქსირდა მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში, რის შემდეგაც პერიფერიულ სისხლში ლიმფოციტების რაოდენობა დასტაბილურდა მიღწეულ დონეზე და დარჩა ამ დონეზე მკურნალობის დასრულებამდე.
QT ინტერვალის გახანგრძლივების პოტენციალი
ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ პლაცებო–კონტროლირებად კვლევაში, ტერიფლუნომიდი საშუალო წონასწორულ კონცენტრაციებში არ ავლენდა QTcF ინტერვალის გახანგრძლივების რაიმე პოტენციალს პლაცებოსთან შედარებით. ყველაზე დიდი საშუალო განსხვავება ტერიფლუნომიდსა და პლაცებოს შორის იყო 3.45 მს 90% სანდოობის ინტერვალის ზედა ზღვართან, რომელიც უდრიდა 6.45 მს–ს.
თირკმლის მილაკოვან ფუნქციაზე გავლენა
პლაცებო–კონტროლირებად კვლევებში, შრატში შარდმჟავას კონცენტრაციის 20-30%-ით შემცირება დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ტერიფლუნომიდით, პლაცებო ჯგუფთან შედარებით. შრატის ფოსფორის საშუალო შემცირება იყო დაახლოებით 10% ტერიფლუნომიდის ჯგუფში, პლაცებო ჯგუფთან შედარებით. ითვლება, რომ ასეთი ეფექტები დაკავშირებულია თირკმლის მილაკოვანი ექსკრეციის ზრდასთან და არ არის დაკავშირებული თირკმლის გლომერულური ფუნქციის ცვლილებებთან.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ტერიფლუნომიდის ეფექტურობა შესწავლილი იყო TEMSO და TOWER კვლევებში, რომლებშიც ფასდებოდა ტერიფლუნომიდი 7 მგ და 14 მგ ერთჯერადი დოზები პაციენტებში მორეციდივე გაფანტული სკლეროზით (RMS).
TEMSO კვლევაში მთლიანობაში რანდომიზირებული იყო 1088 პაციენტი RMS-ით, რომლებიც ღებულობდნენ ტერიფლუნომიდის 7 მგ (n=366) ან 14 მგ–ს (n=359) ან პლაცებოს (n=363) 108 კვირის განმავლობაში. ყველა პაციენტს ჰქონდა დადგენილი გაფანტული სკლეროზის (MS) დიაგნოზი (მაკდონალდის (2001) კრიტერიუმების საფუძველზე), მორეციდივე მიმდინარეობით, პროგრესირებით ან მის გარეშე; პაციენტებს განუვითარდათ მინიმუმ 1 რეციდივი კვლევის დაწყებამდე ერთი წლის განმავლობაში ან მინიმუმ 2 რეციდივი კვლევის დაწყებამდე 2 წლის განმავლობაში. კვლევაში ჩართვისას პაციენტებს ინვალიდიზაციის შეფასების გაფართოებული შკალით (EDSS - Expanded Disability Status Scale) ჰქონდათ საშუალო ქულა, რომელიც შეადგენდა ≤5.5. საკვლევი ჯგუფის პაციენტების საშუალო ასაკი იყო 37.9 წელი. პაციენტების უმეტესობას აღებიშნებოდა გაფანტული სკლეროზის რემისიული ფორმა (91.5%), ასევე წარმოდგენილი იყო პაციენტების ქვეჯგუფები მეორადი პროგრესირებადი (4.7%) ან პროგრესირებად–მარეციდივებელი ფორმის გაფანტული სკლეროზით (3.9%).
კვლევაში ჩართვამდე გამწვავებების საშუალო რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში იყო 1.4 და, ამასთან, პაციენტთა 36.2%-ს თავდაპირველად აღენიშნებოდა გადოლინიუმის დაგროვებით გამოწვეული დაზიანებების უბნები. EDSS-ის საშუალო ქულა პაციენტებისთვის კვლევაში ჩართვისას იყო 2.50: 249 პაციენტის (22.9%) საწყისი EDSS ქულა იყო 3.5-ზე მეტი. დაავადების საშუალო ხანგრძლივობა პირველი სიმპტომების დაწყებიდან იყო 8,7 წელი. პაციენტების უმრავლესობა (73%) არ ღებულობდა პრეპარებს, რომლებიც ცვლიან გაფანტული სკლეროზის მიმდინარეობას (MDMT) კვლევაში ჩართვამდე 2 წლის განმავლობაში. კვლევის შედეგები მოცემულია ცხრილში 1.
TEMSO-ს გრძელვადიანი უსაფრთხოების გაფართოებულმა კვლევის შემდგომი დაკვირვების შედეგებმა (მკურნალობის საერთო საშუალო ხანგრძლივობა იყო დაახლოებით 5 წელი, მაქსიმალური მკურნალობის ხანგრძლივობა – დაახლოებით 8,5 წელი) არ გამოავლინა უსაფრთხოების რაიმე ახალი ან მოულოდნელი შედეგი.
TOWER კვლევაში მთლიანობაში ჩართული იყო 1169 პაციენტი RMS-ით, რომლებიც ღებულობდნენ ტერიფლუნომიდის 7 მგ (n=408) ან 14 მგ–ს (n=372) ან პლაცებოს (n=389). მკურნალობის ხანგრძლივობამ ბოლო პაციენტის ჩართვის შემდეგ შეადგინა 48 კვირა. ყველა პაციენტს ჰქონდა დადგენილი გაფანტული სკლეროზის (MS) დიაგნოზი (მაკდონალდის (2001) კრიტერიუმების საფუძველზე), მორეციდივე მიმდინარეობით, პროგრესირებით ან მის გარეშე; და გადატანილი ჯქონდათ მინიმუმ 1 რეციდივი კვლევის დაწყებამდე ერთი წლის განმავლობაში ან მინიმუმ 2 რეციდივი კვლევის დაწყებამდე 2 წლის განმავლობაში. კვლევაში ჩართვისას პაციენტებს ინვალიდიზაციის შეფასების გაფართოებული შკალით (EDSS) ჰქონდათ საშუალო ქულა, რომელიც შეადგენდა ≤5.5.
საკვლევი ჯგუფის პაციენტების საშუალო ასაკი იყო 37.9 წელი. პაციენტთა უმრავლესობას აღენიშნებოდა მორეციდივე-რემისიული ფორმის გაფანტული სკლეროზი (97.5%), მაგრამ იყო ასევე პაციენტების ქვეჯგუფები მეორადი პროგრესული (0.8%) ან პროგრესირებად-რეციდიული ფორმის გაფანტული სკლეროზით (1.7%). რეციდივების საშუალო რაოდენობა კვლევაში ჩართვამდე ერთი წლის განმავლობაში იყო 1.4. გადოლინიუმით გაძლიერებული დაზიანებები საწყის ეტაპზე: მონაცემები არ მოიპოვება. EDSS ქულების საშუალო მაჩვენებელი პაციენტებისთვის კვლევაში ჩართვისასს იყო 2.50; 298 პაციენტს (25.5%) საწყის ეტაპზე EDSS ქულა იყო >3.5. დაავადების საშუალო ხანგრძლივობა პირველი სიმპტომების გამოვლენიდან იყო 8 წელი. პაციენტების უმრავლესობას (67.2%) კვლევაში ჩართვამდე 2 წლის განმავლობაში დაავადების მოდიფიცირებადი თერაპია არ მიუღია. კვლევის შედეგები მოცემულია ცხრილში 1.
ცხრილი 1 - მთავარი შედეგები (დამტკიცებული დოზისთვის, ITT პოპულაცია)
TEMSO-კვლევა
TOWER-კვლევა
ტერიფლუნომიდი
14 მგ
პლაცებო
ტერიფლუნომიდი
14 მგ
პლაცებო
N
358
363
370
388
კლინიკური გამოსავალი
გამწვავებების წლიური საშუალო მაჩვენებელი
- 37
- 54
- 32
- 50
რისკის სხვაობა (CI95%)
- 0.17 (-0.26, -0.08)***
- 0.18 (-0.27, -0.09)****
გამწვავების გარეშე პროცენტული რაოდენობა 108 კვირაზე
- 5%
- 6%
- 1%
- 8%
საფრთხის კოეფიციენტი (CI95%)
- 72, (0.58, 0.89)**
- 63, (0.50, 0.79)****
3–თვიანი პროგრესირებადი ინვალიდიზაცია 108 კვირაზე
- 2%
- 3%
- 8%
- 7%
საფრთხის კოეფიციენტი (CI95%)
- 70 (0.51, 0.97)*
- 68 (0.47, 1.00)*
6–თვიანი პროგრესირებადი ინვალიდიზაცია 108 კვირაზე
- 8%
- 7%
- 7%
- 9%
საფრთხის კოეფიციენტი (CI95%)
- 75 (0.50, 1.11)
- 84 (0.53, 1.33)
MRI საბოლოო წერტილები
არ არის განსაზღვრული
ცვლილება BOD 108 კვირაზე(1)
- 72
- 21
ცვლილება პლაცებოსთან მიმართებაში
67%***
სკანოგრამაზე დაზიანებების კერების საშუალო რაოდენობა, რომლებშიც გროვდება Gd (გადოლინიუმი) 108 კვირისთვის
- 38
- 18
ცვლილება პლაცებოსთან მიმართებაში (CI95%)
- 0.80 (-1.20, -0.39)****
ინდივიდუალური აქტიური დაზიანებების რაოდენობა სკანირებაზე
- 75
- 46
ცვლილება პლაცებოსთან მიმართებაში (CI95%)
69%, (59%; 77%)****
- *** p<0.0001 *** p<0.001 ** p<0.01 * p<0.05 პლაცებოსთან შედარებით
(1) BOD: დაავადების კერები: კერების საერთო მოცულობა მლ–ში (Т2 და Т1 ჰიპოინტენსიური) მლ–ში.
ეფექტურობა დაავადების მაღალი აქტივობის მქონე პაციენტებში:
TEMSO კვლევაში (n=127) დაავადების მაღალი აქტივობის მქონე პაციენტების ქვეჯგუფში აღინიშნებოდა ტერიფლუნომიდით მკურნალობის მდგრადი ეფექტი გაფანტული სკლეროზის რეციდივებზე და პროგრესირებადი ინვალიდიზაციის 3-თვემდე დროზე. კვლევის დიზაინიდან გამომდინარე, დაავადების მაღალი აქტივობა განისაზღვრა, როგორც 2 ან მეტი რეციდივი ერთ წელიწადში და ერთი ან მეტი დაზიანებით Gd-ის ვიზუალიზაციით ტვინის MRI-ზე. მსგავსი ქვეჯგუფის ანალიზი არ ჩატარებულა TOWER-ში, რადგან MRI მონაცემები არ იქნა მიღებული.
არ არსებობს მონაცემები იმ პაციენტებზე, რომლებიც არ პასუხობენ ინტერფერონ ბეტათი მკურნალობის სრულ და ადეკვატურ კურსს (მკურნალობის საშუალოდ 1 წელი), თერაპიამდე წინა წლის განმავლობაში აღენიშნებოდათ მინიმუმ 1 რეციდივი და სულ მცირე 9 T2-ჰიპერინტენსიური დაზიანების კერა თავის ტვინის MRI–ზე ან მინიმუმ 1 გადოლინიუმის დაგროვებით დაზიანების კერა, ან პაციენტები, რომლებშიც გამწვავების სიხშირე არ შეცვლილა ან შემცირდა წინა წლის განმავლობაში, შედარებით წინა 2 წელთან.
TOPIC იყო ორმაგი ბრმა, პლაცებო–კონტროლირებადი კლინიკური კვლევა, რომელშიც ფასდებოდა ტერიფლუნომიდით მკურნალობა დოზით 7 მგ და 14 მგ დღეში ერთხელ , 108 კვირის განმავლობაში პაციენტებში პირველი კლინიკური დემიელინიზაციის ეპიზოდით (საშუალო ასაკი 32.1 წელი). შეფასების მთავარი კრიტერიუმი იყო დრო მეორე კლინიკურ ეპიზოდამდე (რეციდივი).სულ 618 პაციენტი იყო რანდომიზირებული, რომ მიეღოთ 7 მგ (n=205) ან 14 მგ (n=216) ტერიფლუნომიდი, ან პლაცებო (n=197). მეორე კლინიკური გამწვავების რისკი 2 წლის განმავლობაში იყო 35.9% პლაცებოს ჯგუფში და 24.0% ტერიფლუნომიდის 14 მგ ჯგუფში (საფრთხის კოეფიციენტი: 0.57, 95% სანდოობის ინტერვალი: 0.38-0.87, p=0.0087). TOPIC კვლევის შედეგებმა დაადასტურა ტერიფლუნომიდის ეფექტურობა რეციდიულ-რემისიული გაფანტული სკლეროზის დროს (RRMS) (მათ შორის ადრეული RRMS დემიელინიზაციის პირველი კლინიკური ეპიზოდით და სხვადასხვა ხანგრძლივობისა და ლოკალიზაციის MRI კერებით).
ტერიფლუნომიდის ეფექტურობას ადარებდნენ კანქვეშა ინტერფერონ ბეტა-1a-ის (რეკომენდებული დოზით 44 მკგ, კვირაში 3-ჯერ) ეფექტურობასთან 324 პაციენტის მონაწილეობით კვლევაში (TENERE), რომლის მინიმალური ხანგრძლივობა იყო 48 კვირა (მაქსიმალური – 114 კვირა). თერაპიის წარუმატებლობის გამოვლენის დრო (დადასტურებული რეციდივი ან მკურნალობის სრული შეწყვეტა, მიუხედავად იმისა, რა გამოვლინდა პირველ რიგში) იყო პირველი საკონტროლო წერტილი. პაციენტების რაოდენობა, რომლებმაც შეწყვიტეს პერმანენტული მკურნალობა, 14 მგ ტერიფლუნომიდის ჯგუფში, იყო 111–დან 22 (19.8%), რაც გამოწვეული იყო შემდეგი მიზეზებით – გვერდითი მოვლენების განვითარება (10.8%), ეფექტურობის ნაკლებობა (3.6%), სხვა მიზეზები (4.5%) და შემდგომი დაკვირვების შესაძლებლობის დაკარგვა (0.9%). პაციენტების რაოდენობა, რომლებმაც შეწყვიტეს პერმანენტული მკურნალობა, კანქვეშა ინტერფერონის ბეტა-1ა ჯგუფში იყო 104–დან 30 (28.8%), რაც გამოწვეული იყო შემდეგი მიზეზებით – გვერდითი მოვლენების განვითარება (21.2%), ეფექტურობის ნაკლებობა (1.9%), სხვა მიზეზები (4.8%) და პროტოკოლის პირობებთან შეუსაბამობა (1%). პირველადი საკონტროლო წერტილის მიხედვით ტერიფლუნომიდმა 14 მგ/დღეში არ აჩვენა უპირატესობა ინტერფერონი ბეტა-1ა–სთან შედარებით: დადასტურებული თერაპიული უკმარისობის მქონე პაციენტების პროცენტი 96–ე კვირისთვის კაპლან-მეიერის მეთოდის მიხედვით ტერიფლუნომიდის 14 მგ-ის ფონზე იყო 41.1%, შედარებით 44.4%–თან ინტერფერონ ბეტა-1a-ს ფონზე (p = 0.595).
პედიატრიული პოპულაცია
ევროპის მედიკამენტების სააგენტომ უარი თქვა გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ დაბადებიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ტერფლუნომიდის კვლევების შედეგების წარდგენაზე (პედიატრიული გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის იხ. პუნქტი 4.2).
ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გადაავადა გაფანტული სკლეროზის მქონე პედიატრიული პოპულაციის ერთ ან მეტ ქვეჯგუფში ტერიფლუნომიდის კვლევების შედეგების წარდგენის ვალდებულება (პედიატრიული გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის იხ. პუნქტი 4.2).
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მაჩვენებლები
შეწოვა
მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევის საშუალო დრო არის ტერიფლუნომიდის განმეორებითი პერორალური დოზის მიღებიდან 1-დან 4 საათამდე ინტერვალი, ხოლო ბიოშეღწევადობა მაღალია (დაახლოებით 100%).
საკვებს არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას ტერიფლუნომიდის ფარმაკოკინეტიკაზე.
საშუალო პროგნოზირებული ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მიხედვით, რომლების გამოთვლილია პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური (PopPK) ანალიზზე დაყრდნობით, ჯანსაღი მოხალისეებისა და გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მონაცემების გამოყენებით, ტერიფლუნომიდის გამოყენებისას აღინიშნებოდა ნელი მიღწევა (დაახლოებით 100 დღე (3.5 თვე) მდგრადი მდგომარეობის კონცენტრაციის 95%-ის მისაღწევად) და AUC დაგროვების სავარაუდო თანაფარდობა არის დაახლოებით 34-ჯერ.
პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზით (PopRK) გამოთვლილი საშუალო პროგნოზირებული ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების საფუძველზე, ჯანსაღი მოხალისეებისა და გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მონაცემების გამოყენებით, დაფიქსირდა მდგრადი მდგომარეობის კონცენტრაციის ნელი მიღწევა ტერიფლუნომიდის მიღებისას (მდგრადი მდგომარეობის კონცენტრაციის 95% მიიღწევა დაახლოებით 100 დღის შემდეგ (3.5 თვეში)), და ტერიფლუნომიდის სავარაუდო დაგროვების ფაქტორი AUC შეფასებისას მდგრადი მდგომარეობის კონცენტრაციაზე არის 34.
განაწილება
ტერიფლუნომიდი ინტენსიურად უკავშირდება პლაზმის ცილას (>99%), სავარაუდოდ ალბუმინს და ძირითადად ნაწილდება პლაზმაში. განაწილების მოცულობა არის 11 ლ ერთჯერადი ინტრავენური (IV) შეყვანის შემდეგ. თუმცა, სავარაუდოდ, ეს შეფასება არასრულფასოვანია, ვინაიდან ორგანოებში ფართო განაწილება დაფიქსირდა ვირთხებში.
მეტაბოლიზმი
ტერიფლუნომიდი ზომიერად მეტაბოლიზდება და არის ერთადერთი ნივთიერება, რომელიც აღმოჩენილია პლაზმაში. ტერიფლუნომიდის მეტაბოლიტების მცირე რაოდენობის ბიოტრანსფორმაციის ძირითადი გზა არის ჰიდროლიზი, ჟანგვით, როგორც უმნიშვნელო მეტაბოლური გზა. უმნიშვნელო მეტაბოლური გზები მოიცავს დაჟანგვას, N-აცეტილაციას და სულფატის კონიუგაციას.
გამოყოფა
ტერიფლუნომიდი გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტით, ძირითადად უცვლელი სახით ნაღველში და შესაძლოა პირდაპირი სეკრეციით. ტერიფლუნომიდი არის BCRP გადამყვანის სუბსტრატი, რომელიც შეიძლება ჩართული იყოს პირდაპირ სეკრეციაში. 21 დღის განმავლობაში მიღებული დოზის 60.1% გამოიყოფა, 37.5% კუჭ-ნაწლავის ტრაქტით (განავლით) და 22.6% თირკმელებით (შარდით). ტერიფლუნომიდის დაჩქარებული ელიმინაციის პროცედურის გამოყენებისას ქოლესტირამინის გამოყენებით, დამატებით გამოიყოფა 23,1% (ძირითადად განავლით). ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების ინდივიდუალურ პროგნოზზე დაყრდნობით ტერიფლუნომიდის PopPK მოდელის გამოყენებით ჯანმრთელ მოხალისეებსა და გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებში, საშუალო t1/2z იყო დაახლოებით 19 დღე 14 მგ განმეორებითი დოზების მიღების შემდეგ. ინტრავენურად ერთჯერადი დოზის შეყვანის შემდეგ, ტერიფლუნომიდის სერთო კლირენსი შედგენდა 30,5 მლ/სთ.
დაჩქარებული ელიმინაციის პროცედურა: ქოლესტირამინი და გააქტიურებული ნახშირი
ტერიფლუნომიდის გამოყოფა სისხლის ცირკულაციიდან შეიძლება დაჩქარდეს ქოლესტირამინის ან გააქტიურებული ნახშირის შეყვანით, სავარაუდოდ, ნაწლავის დონეზე რეაბსორბციის პროცესების შეწყვეტის გამო.
ტერიფლუნომიდის კონცენტრაციის გაზომვამ, რომელიც იზომება 11-დღიანი პროცედურის დროს ტერიფლუნომიდის ელიმინაციის დასაჩქარებლად 8 გ ქოლესტირამინით სამჯერ დღეში, 4 გ ქოლესტირამინით სამჯერ დღეში ან 50 გ გააქტიურებული ნახშირის ორჯერ დღეში ტერიფლუნომიდით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, აჩვენა, რომ ეს სქემები ეფექტური იყო ტერიფლუნომიდის ელიმინაციის დაჩქარებაში და იწვევდა ტერიფლუნომიდის პლაზმური კონცენტრაციის 98%-ზე მეტ შემცირებას ქოლესტირამინით უფრო სწრაფად ვიდრე ნახშირით. ტერიფლუნომიდის შეწყვეტისა და ქოლესტირამინის 8 გ სამჯერ დღეში მიღების შემდეგ, ტერიფლუნომიდის პლაზმური კონცენტრაცია შემცირდა 52%-ით 1 დღეში, 91%-ით მე-3 დღის ბოლოს, 99.2%-ით მე-7 დღის ბოლოს და 99.9% მე-11 დღის დასასრულს. არჩევანი ელიმინაციის 3 პროცედურას შორის უნდა გაკეთდეს პაციენტის ამტანობის გათვალისწინებით. თუ ქოლესტირამინი 8 გ სამჯერ დღეში კარგად არ გადაიტანება, შეიძლება გამოყენებულ იქნას ქოლესტირამინი 4 გ სამჯერ დღეში. ალტერნატიულად, შეიძლება გამოყენებულ იქნას აქტივირებული ნახშირი (არ არის აუცილებელია, რომ 11 დღე თანმიმდევრული იყოს, თუ ტერიფლუნომიდის პლაზმური კონცენტრაციის სწრაფად დაქვეითება არ არის საჭირო).
ხაზოვნება/არა–ხაზოვნება
სისტემური ექსპოზიცია იზრდება დოზის პროპორციულად ტერიფლუნომიდის პერორალური მიღების შემდეგ 7-დან 14 მგ-მდე.
მახასიათებლები პაციენტების განსაკუთრებულ ჯგუფებში
სქესი, ხანდაზმული და პედიატრიული ასაკის პაციენტები
ჯანსაღი მოხალისეებისა და გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებში პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, გამოვლინდა ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შიდა ცვალებადობის რამდენიმე მიზეზი: ასაკი, სხეულის წონა, სქესი, რასა და ალბუმინისა და ბილირუბინის კონცენტრაცია სისხლში. თუმცა, მათი გავლენა არის შეზღუდული (ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების ცვლილება ≤31%).
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობა გავლენას არ ახდენს ტერიფლუნომიდის ფარმაკოკინეტიკაზე. ამიტომ, ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექციის საჭიროება მოსალოდნელი არ არის. ამავდროულად, ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ტერიფლუნომიდის გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტები 4.2 and 4.3).
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის მძიმე უკმარისობა გავლენას არ ახდენს ტერიფლუნომიდის ფარმაკოკინეტიკაზე. ამიტომ, თირკმლის მსუბუქი, ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
საინფორმაციო ფურცელი–ჩანართი მომხმარებლისთვის
ბაუდა 14 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
შიგნით მისაღებად.
აქტიური სუბსტანცია: 14 მგ ტერიფლუნომიდი
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი (ძროხის რძისგან), მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 102), ნატრიუმის სახამბლის გლიკოლატი (ტიპი A), ჰიდროქსიპროპილცელულოზა, სიმინდის სახამემებილი, კოლოიდური სილიციუმი უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ოპადრაი II 32K505026 ლურჯი [ლაქტოზას მონოჰიდრატი (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რძისგან), HPMC 2910/ჰიპრომელოზა (E464), ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი, FD&C ლურჯი #2/ინდიგო კარმინი ალუმინის ლაქი (E132)].
▼ ეს პრეპარატი ექვემდებარება დამატებით მონიტორინგს. ეს სამკუთხედი შესაძლებელს გახდის უსაფრთხოების ახალი ინფორმაციის სწრაფ იდენტიფიკაციას. თქვენ შეგიძლიათ დახმარება ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შეტყობინებით. გვერდითი ეფექტების შეტყობინების შესახებ იხილეთ პუნქტი 4–ის ბოლო ნაწილი.
ამ პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას:
შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება მისი ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვას.
თუ მიმართავთ ექიმს ან საავადმყოფოს, აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ ამ მედიკამენტს.
მკაცრად მიყევით მოცემულ ფურცელ–ჩანართში არსებულ ინფორმაციას. არ გამოიყენოთ პრეპარატის უფრო მაღალი ან უფრო დაბალი დოზა, ვიდრე ეს რეკომენდებულია თქვენთვის / თქვენი ბავშვისთვის.
რა არის მოცემული ამ ფურცელ-ჩანართში:
- რა არის ბაუდა და რისთვის გამოიყენება იგი?
- რა უნდა იცოდეთ ბაუდას გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება ბაუდა?
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება ბაუდა?
რა არის ბაუდა და რისთვის გამოიყენება იგი?
ბაუდა არის ღია ლურჯი, მრგვალი ფორმის, ორმხრივამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული, ორივე მხარეს გლუვი ზედაპირის მქონე ტაბლეტი. იგი წარმოდგენილია ალუმინის ფოლგის ბლისტერული შეფუთვით, რომელშიც მოთავსებულია 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
ბაუდა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ტერიფლუნომიდს.
ბაუდა გამოიყენება შეტევებითა და რემისიებით მიმდინარე გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ
რა არის გაფანტული სკლეროზი?
გაფანტული სკლეროზი (MS) არის ხანგრძლივად მიმდინარე დაავადება, რომელიც აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ცნს). ცნს-ი შედგება თავის ტვინისა და ზურგის ტვინისაგან. გაფანტული სკლეროზის დროს ცენტრალური ნერვული სისტემაში ანთებითი პროცესი ანადგურებს ნერვების ირგვლივ არსებულ დამცავ გარსს (ე.წ. მიელინს). მიელინის ამ დაკარგვის პროცესს დემიელინიზაცია ეწოდება. ეს პროცესი აჩერებს ნერვების გამართულ ფუნქციონირებას.
გაფანტული სკლეროზის მორეციდივე ფორმის მქონე ადამიანებს აღენიშნებათ ფიზიკური სიმპტომების განმეორებითი შეტევები (რეციდივები), რომლებიც გამოწვეულია ნერვული დაბოლოებების არასათანადო ფუნქციონირების გამო. სხვადასხვა პაციენტში ეს სიმპტომები განსხვავებულია, მაგრამ უმეტესწილად მოიცავს შემდეგს:
სიარულის გაძნელება,
მხედველობის პრობლემები,
წონასწორობის დარღვევა.
სიმპტომები შეიძლება მთლიანად გაქრეს განმეორებითი შეტევების (რეციდივების) დასრულების შემდეგ, მაგრამ დროთა განმავლობაში, გარკვეული სიმპტომები შეიძლება აღინიშნებოდეს რეციდივებს შორის. აღნიშნულმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური შეზღუდვები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას.
ბაუდა ხელს უწყობს იმუნური სისტემის მიერ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებას სისხლის ზოგიერთი თეთრი უჯრედების (ლიმფოციტების) რაოდენობის ზრდის შეზღუდვით. ეს ამცირებს ანთებას, რომელიც იწვევს ნერვის დაზიანებას გაფანტული სკლეროზის დროს.
- რა უნდა იცოდეთ ბაუდას გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ბაუდა:
თუ ხართ ალერგიული ტერიფლუნომიდის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (რაც ჩამოთვლილია პუნქტში 6),
თუ როდესმე გქონიათ კანზე ძლიერი გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბუშტუკები და/ან პირის ღრუს წყლულები ტერიფლუნომიდის ან ლეფლუნომიდის მიღების შემდეგ
თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა,
თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს,
თუ გაწუხებთ სერიოზული პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს იმუნურ სისტემაზე, მაგ. შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი),
თუ გაქვთ ძვლის ტვინთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა, ან თუ გაქვთ სისხლში წითელი (ანემია) ან თეთრი უჯრედების შემცირებული რაოდენობა (ლეიკოპენია, ნეიტროპენია) ან ბრტყელი უჯრედების (თრომბოციტების) შემცირებული რაოდენობა,
თუ გაქვთ სერიოზული ინფექცია,
თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები, რასაც სჭირდება დიალიზის ჩატარება,
თუ გაქვთ ცილების ძალიან დაბალი შემცველობა სისხლში (ჰიპოპროტეინემია).
თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან,
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ბაუდას მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან,
თუ:
გაქვთ ღვიძლის პრობლემები და/ან თუ ღებულობთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს. თქვენი ექიმი გაგაკეთებინებთ სისხლის ანალიზს მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში, რომ შეამოწმოს რამდენად კარგად ფუნქციონირებს თქვენი ღვიძლი. თუ ანალიზის შედეგებით გამოვლინდება, რომ გაქვთ ღვიძლის პრობლემები, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ბაუდათი მკურნალობის შეწყვეტა (გთხოვთ იხილოთ პუნქტი 4.).
გაქვთ მაღალი წნევა (ჰიპერტენზია), მიუხედავად იმისა, ექვემდებარება თუ არა ის მედიკამენტოზურ მკურნალობას. ბაუდამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება. თქვენი ექიმი შეამოწმებს თქვენს არტერიულ წნევას მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარულად მკურნალობის პროცესში (გთხოვთ იხილოთ პუნქტი 4.).
თქვენ გაქვთ ინფექცია. ბაუდას მიღებამდე, თქვენი ექიმი დარწმუნდება, რომ თქვენ გაქვთ საკმარისი რაოდენობის თეთრი უჯრედები და თრომბოციტები სისხლში. იმის გამო, რომ ბაუდა ამცირებს სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობას, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის უნარზე. თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ინფექცია, ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ სისხლის ანალიზი სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის შესამოწმებლად (გთხოვთ იხილოთ პუნქტი 4.).
ვინაიდან თეთრი უჯრედების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს ბაუდათი მკურნალობის დროს, აუცილებელია სისხლის სრული ანალიზის ჩატარება მკურნალობის დაწყებამდე და საჭიროებისამებრ მკურნალობის დროს. სისხლის სურათის დარღვევის რისკი იზრდება პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ სისხლის სურათის მხრივ დარღვევები.
ზოგიერთი მძიმე, კანის გენერალიზებული რეაქციების განვითარების შემთხვევაში, ბაუდათი თქვენი მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ბაუდათი მკურნალობის დროს დაფიქსირდა ფილტვების ანთება, რომელსაც ეწოდება ფილტვის ინტერსტიციული დაავადება, მათ შორის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ქოშინი ან მუდმივი ხველა. თუ თქვენ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სუნთქვის უეცარი გაძნელება, რომელსაც თან ახლავს ხველა და ცხელება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ბაუდათი მკურნალობის შეწყვეტა და, საჭიროების შემთხვევაში, დაიწყოს აუცილებელი ქმედებები ორგანიზმიდან პრეპარატის სწრაფად გამოდევნის მიზნით.
აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სისუსტე, დაბუჟება და ტკივილი ხელებსა და ტერფებში ან სხეულის სხვა ნაწილებში (პერიფერიული ნეიროპათია). თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ბაუდათი მკურნალობის შეწყვეტა და, საჭიროების შემთხვევაში, დაიწყოს აუცილებელი ქმედებები ორგანიზმიდან პრეპარატის სწრაფად გამოდევნის მიზნით.
თქვენ უნდა ჩაგიტარდეთ ვაქცინაცია.
თქვენ ღებულობთ ლეფლუნომიდს ბაუდასთან ერთად.
თქვენ გადადიხართ ბაუდათი მკურნალობიდან სხვა მკურნალობაზე ან, პირიქით, სხვა მკურნალობიდან ბაუდაზე.
თქვენ გჭირდებათ სპეციალური ანალიზის ჩატარება თქვენს სისხლში კალციუმის დონის შესამოწმებლად. შესაძლებელია გამოვლინდეს კალციუმის დონის ცრუ შემცირება.
ბაუდათი მკურნალობა, თქვენი ინდივიდუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე, შეიძლება გაგრძელდეს დიდხანს – 8 თვიდან 2 წლამდე. აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალობის შემდეგ, ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს პრეპარატის ორგანიზმიდან დაჩქარებული გამოყოფის პროცედურებს ჩატარება.
პირის ღრუში ანთებითი წყლულების (წყლულოვანი სტომატიტის) განვითარების შემთხვევაში, ბაუდათი მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
სასუნთქი გზების ინფექციები
აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ გაურკევევი წარმოშობის ხველა და ქოშინი (სუნთქვის გაძნელება). ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დამატებითი გამოკვლევების ჩატარება.
თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ თქვენ, ან აღგენიშნებოდათ წარსულში ნებისმიერ დროს, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
ბაუდას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
თქვენ შეგიძლიათ ბაუდას მიღება როგორც ცარიელ კუჭზე, ასევე საკვებთან ერთად.
ორსულობა
ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ მიიღოთ ბაუდა, თუ თქვენ ხართ ორსულად, ან ფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოთ ორსულად. თუ თქვენ ხართ ორსულად ან ორსულობა დადგა ბაუდათი მკურნალობის პერიოდში, იზრდება ნაყოფის დეფექტების განვითარების რისკი. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი სათანადო ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების გარეშე.
აცნობეთ ექიმს, თუ გეგმავთ დაორსულებას ბაუდათი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, რადგან თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ ორსულობის დადგომამდე ამ პრეპარატის უმეტესი ნაწილი გამოდევნილია თქვენი ორგანიზმიდან. აქტიური ნივთიერების ორგანიზმიდან სრულად გამოყოფას ბუნებრივ პირობებში შეიძლება 2 წლამდე პერიოდი დასჭირდეს. შესაძლებელია ამ დროის რამდენიმე კვირამდე შემცირება გარკვეული პრეპარატების მიღებით, რომლებიც აჩქარებენ ბაუდან ორგანიზმიდან გამოყოფას.
ნებისმიერ შემთხვევაში, სისხლის ანალიზით უნდა დადასტურდეს, რომ აქტიური ნივთიერება საკმარისად გამოდევნილია თქვენი ორგანიზმიდან. აუცილებელია მკურნალი ექიმისგან დადასტურება, რომ ბაუდას სისხლში შემცველობა საკმარისად დაბალია და უკვე შეგიძლიათ დაორსულება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ლაბორატორიული გამოკვლევების შესახებ, გთხოვთ, მიმართოდ თქვენს ექიმს.
თუ თქვენ გაქვთ ეჭვი, რომ ბაუდას მიღების პერიდოში ან მკურნალობის შეწყვეტიდან ორი წლის შემდეგ ორსულად ხართ, თქვენ უნდა შეწყვიტოთ ბაუდას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს ორსულობის ტესტის ჩასატარებლად. თუ ტესტი დაადასტურებს, რომ ორსულად ხართ, თქვენი ორგანიზმიდან ბაუდას სწრაფად და საკმარისად მოსაცილებლად, ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ გარკვეული პრეპარატებით მკურნალობის ჩატარება, რადგან ამან შეიძლება შეამციროს რისკი თქვენი ბავშვისთვის.
კონტრაცეფცია
ბაუდათი მკურნალობის დროს და მის შემდეგ, თქვენ უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი. ტერიფლუნომიდი, მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში რჩება სისხლში. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ გააგრძელეთ ეფექტური კონტრაცეფტული საშუალებების გამოყენება.
- განაგრძეთ ეს მანამ, სანამ სისხლში ბაუდას შემცველობა არ იქნება საკმარისად დაბალი - ამას თქვენი ექიმი გააკონტროლებს.
- გაესაუბრეთ თქვენს ექიმს თქვენვის კონტრაცეფციის საუკეთესო მეთოდისა და კონტრაცეფტული საშუალებების შეცვლის პოტენციური აუცილებლობის შესახებ.
ბაუდა შეიძლება ურთიერთქმედებდეს ორალურ კონტრაცეპტივებთან (რომლებიც შეიცავენ ეთინილ ესტრადიოლს ან ლევონორგესტრელს) და შეცვალოს ამ პრეპარატების მოქმედება. აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ რომელიმე ამ პრეპარატს.
თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ მიიღოთ ბაუდა ძუძუთი კვების პერიოდში, ვინაიდან ტერიფლუნომიდი გამოიყოფა დედის რძეში.
ავტომობილების მართვა და მექანიზმების გამოყენება
ბაუდამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, რამაც შეიძლება დააქვეითოს პაციენტის კონცენტრირებისა და რეაგირების უნარი. თუ თქვენ გამოგივლინდათ ეს სიმპტომები, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბაუდას ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ბაუდა შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.
სხვა პრეპარატები და ბაუდა
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.
კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელიმეს:
ლეფლუნომიდი, მეთოტრექსატი და სხვა პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ იმუნურ სისტემაზე (მათ ხშირად უწოდებენ იმუნოსუპრესანტებს ან იმუნომოდულატორებს)
რიფამპიცინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზისა და სხვა ინფექციების სამკურნალოდ)
კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი ეპილეფსიისთვის
კრაზანა (მცენარეული პრეპარატი დეპრესიის სამკურნალოდ)
რეპაგლინიდი, პიოგლიტაზონი, ნატეგლინიდი ან როსიგლიტაზონი დიაბეტის სამკურნალოდ
დაუნორუბიცინი, დოქსორუბიცინი, პაკლიტაქსელი ან ტოპოტეკანი კიბოს სამკურნალოდ
დულოქსეტინი დეპრესიისთვის, შარდის შეუკავებლობის ან თირკმელების დაავადების დროს დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში
ალოსეტრონი მძიმე დიარეის სამკურნალოდ
თეოფილინი ასთმის სამკურნალოდ
ტიზანიდინი, კუნთების რელაქსანტი
ვარფარინი, ანტიკოაგულანტი, რომელიც გამოიყენება სისხლის გამათხიერებლად (ანუ მეტი სითხის შესაქმნელად) სისხლის შედედების თავიდან აცილების მიზნით.
ორალური კონტრაცეპტივები (ეთინილ ესტრადიოლის და ლევონორგესტრელის შემცველი)
ცეფაკლორი, ბენზილპენიცილინი (პენიცილინი G), ციპროფლოქსაცინი ინფექციების სამკურნალოდ
ინდომეტაცინი, კეტოპროფენი ტკივილის ან ანთების დროს
ფუროსემიდი გულის დაავადებების დროს
ციმეტიდინი კუჭის მჟავიანობის შესამცირებლად (კუჭის მჟავა)
ზიდოვუდინი აივ ინფექციისთვის (შიდსი)
როზუვასტატინი, სიმვასტატინი, ატორვასტატინი, პრავასტატინი ჰიპერქოლესტერინემიის დროს (ქოლესტერინის მაღალი შემცველობა)
სულფასალაზინი ნაწლავის ანთებითი დაავადების ან რევმატოიდული ართრიტის დროს
ქოლესტირამინი მაღალი ქოლესტერინის ან ღვიძლის დაავადების დროს ქავილის შესამსუბუქებლად
გააქტიურებული ნახშირი პრეპარატების ან სხვა ნივთიერებების შეწოვის შესამცირებლად
თუ თქვენ ამჟამად ღებულობთ ან ცოტა ხნის წინ ღებულობდით რაიმე რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე გასაცემ მედიკამენტს, გთხოვთ აცნობოთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ გამოიყენება ბაუდა
მითითებები სათანადო გამოყენების და დოზირება/შეყვანის სიხშირის შესახებ:
ბაუდათი მკურნალობის პროცესს მონიტორინგი უნდა გაუწიოს გაფანტული სკლეროზის მკურნალობაში გამოცდილმა ექიმმა.
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.
რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ 14 მგ–იან შემოგარსულ ტაბლეტს დღეში.
მიღების დამატებითი გზა და მეთოდი:
ბაუდა მიიღება პერორალურად. ბაუდა მიიღება ერთჯერადი დღიური დოზის სახით, ყოველდღე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, წყლის მიყოლებით. ბაუდას მიღება შესაძლებელია ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
ბაუდა არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, ვინაიდან არ არის ცნობილი პრეპარატის ეფექტების შესახებ ამ ასაკობრივ ჯგუფში.
ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენება:
ბაუდა სიფრთხილი გამოიყენება 65 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებში.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ იმყოფებიან დიალიზზე, დოზის კორექცია საჭირო არ არის. ბაუდა არ გამოიყენება თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ დიალიზი.
ბაუდა არ გამოიყენება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ბაუდას ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ საჭირო რაოდენობაზე მეტი ბაუდა
თუ თქვენ მიიღეთ ბაუდას გადაჭარბებული დოზა, გთხოვთ დაუყოვნებლივ აცნობოთ თქვენს ექიმს. თქვენ შესაძლოა გამოგივლინდეთ ქვემოთ პუნქტ 4–ში აღწერილი გვერდითი მოვლენები.
თუ თქვენ მიიღეთ ბაუდას საჭიროზე მეტი რაოდენობა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ბაუდას მიღება
არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით. თქვენ უნდა განაგრძოთ მკურნალობა ექიმის მიერ დანიშნული დოზით ჩვეულ დროს.
არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვიტეთ ბაუდას მიღება
არ შეწყვიტოთ ბაუდას მიღება ან არ შეცვალოთ დანიშნული დოზა ექიმთან წინასწარ კონსულტაციის გარეშე.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, მოცემულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა შესაძლოა ყველას არ განუვითარდეს.
გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა მოცემული:
ძალიან ხშირი: 10 პაციენტიდან სულ მცირე 1 პაციენტში ვლინდება.
ხშირი: 100 პაციენტში სულ მცირე 1–დან 10–მდე შემთხვევაში ვლინდება.
არახშირი: 1000 პაციენტში სულ მცირე 1–დან 10–მდე შემთხვევაში ვლინდება.
იშვიათი: 10000 პაციენტში სულ მცირე 1–დან 10–მდე შემთხვევაში ვლინდება.
ძალიან იშვიათი: 10000 პაციენტში 1–ზე ნაკლებ შემთხვევაში ვლინდება.
უცნობი: არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია
პრეპარატის მიღების შედეგად შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
თუ გამოვლინდებათ ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე, ბაუდას მიღება შეწყვიტეთ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს და მიმართეთ თქვენთან ყველაზე ახლო მდებარე სასწრაფოს დახმარების განყოფილებას:
ხშირი
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელიც შეიძლება ვლინდებოდეს მუცლის არეში ტკივილის სიმპტომებით, გულისრევით ან ღებინებით
არახშირი
ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარით, ჭინჭრის ციებით, ტუჩების, ენის ან სახის შეშუპებათ ან სუნთქვის უეცარი გაძნელებით,
კანის მძიმე რეაქციები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს კანზე გამონაყარით, ბუშტუკების წარმოქმნით, ცხელებით ან წყლულების წარმოქმნით პირის ღრუში,
მძიმე ინფექციები ან სეფსისი (სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში ინფექცია), რომელიც შეიძლება შეიძლება გამოვლინდეს მაღალი ტემპერატურით, კანკალით, შემცივნებით, შარდის გამოყოფის შემცირებით ან გონების დაბინდვით,
ფილტვების ანთება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ქოშინის ან მუდმივი ხველების სიმპტომების სახით.
უცნობი
ღვიძლის სერიოზული დაავადება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს კანის ან თვალების სკრელევბის სიყვითლეს, ჩვეულებრივზე მეტად შარდის ფერის გამოქებას, აუხსნელ გულისრევას და ღებინებას ან მუცლის ტკივილს.
თუ თქვენ შეამჩნევთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
ყველა აღნიშნული მდგომარეობა წარმოადგენს სერიოზულ გვერდით ეფექტებს. თუ თქვენ ჩამოთვლთაგან რომელიმე გამოგივლინდათ, შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მოვლენებს:
ძალიან ხშირი
თავის ტკივილი,
დიარეა, გულისრევა,
ALT-ის დონის მატება (სისხლში ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის დონის მატება), რომელიც დადგენილია ანალიზებით,
თმის შეთხელება.
ხშირი
გრიპი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია, ბრონქიტი (ბრონქების ანთება), სინუსიტი, ყელის ტკივილი და ყლაპვის გაძნელება, ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება), ვირუსული გასტროენტერიტი (ვირუსებით გამოწვეული, დიარეითა და ღებინებით მიმდინარე) კუჭისა და ნაწლავების თანმხლები ინფექცია, პირის ღრუს ჰერპესი, სტომატოლოგიური ინფექცია, ლარინგიტი (ხორხის ანთება), ათლეტის ტერფი
ლაბორატორიული მაჩვენებლები: გამოვლინდა სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია), ღვიძლისა და ლეიკოციტების ანალიზის შედეგების ცვლილებები (იხ. პუნქტი 2), ასევე კუნთების ფერმენტის (კრეატინფოსფოკინაზას) დონის მომატება,
მსუბუქი ალერგიული რეაქციები,
შფოთვის შეგრძნება,
ჩხვლეტის და წვის შეგრძნება, სისუსტე, დაბუჟება, ჩხვლეტა ან ტკივილი ზურგის ქვედა ნაწილში ან ფეხის არეში (იშიაზი); დაბუჟების, წვის, ჩხვლეტის ან ტკივილის შეგრძნება ხელებსა და თითებში (კარპალური გვირაბის სინდრომი),
გულისცემის შეგრძნება,
არტერიული წნევის მომატება,
გულისრევა (ღებინება), კბილის ტკივილი, მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი,
გამონაყარი კანზე, აკნე,
მყესების, სახსრების, ძვლების ტკივილი, კუნთების ტკივილი (კუნთოვანი ტკივილი),
ჩვეულებრივზე ხშირად შარდვა;
ცუდად ყოფნის პერიოდები,
ტკივილი,
ენერგიის ნაკლებობა ან სისუსტის შეგრძნება (ასთენია),
წონის კლება.
უცნობი
სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (მსუბუქი თრომბოციტოპენია),
მომატებული შეგრძნება ან მგრძნობელობა, განსაკუთრებით კანში; ერთი ან მეტი ნერვის გასწვრივ მტკივნეული ან მკვეთრი ტკივილი, ხელის ან ფეხის ნერვების პრობლემები (პერიფერიული ნეიროპათია),
ფრჩხილების დარღვევები, კანის მძიმე რეაქციები,
პოსტ–ტრავმული ტკივილი,
ფსორიაზი,
პიურის ღრუს/ტუჩების ანთება,
სისხლში ცხიმების (ლიპიდების) არანორმალური შემცველობა,
მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი).
იშვიათი
ღვიძლის ანთება ან დაზიანება
უცნობი
რესპირატორული ჰიპერტენზია
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არის ან არ არის აღწერილი ამ ფურცელ–ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- როგორ ინახება ბაუდა?
შეინახეთ ბაუდა ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ 250 C–ზე ნაკლებ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ბაუდა ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერზე / კოლოფზე.
ვარგისობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Reşitpaşa Mahallesi Eski Büyükdere Cad. No:4 34467 Maslak / Sarıyer / სტამბული/თურქეთი
მწარმოებელი:
Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.
Orhan Gazi Mahallesi, Tunç Caddesi No: 3 Esenyurt / სტამბული/თურქეთი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


