პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბალზამი ვარსკვლავი

Balsam Star®

ურეცეპტოდ4გინსტრუქცია ქართულადვიეტნამი
რისთვის გამოიყენება

როგორც სიმპტომატური საშუალება მწვავე რესპირატორული დაავადებების (ARI), გრიპის, თავის ტკივილის, თავბრუსხვევის, რინიტის (ცხვირის გამონადენი), მწერების ნაკბენის კომპლექსურ მკურნალობაში.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
4გ გარეგანი გამოყენების მალამო ქილა №1
მწარმოებელი
DANAPHA PHARMACEUTICAL JOINT STOCK COMPANY, ვიეტნამი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ადგილობრივი, ტკივილგამაყუჩებელი და გაციების საწინააღმდეგო მცენარეული საშუალება
რეგისტრაციის ნომერი
რ-039976
რეგისტრირებულია
16 იანვარი 2024, მოქმედებს 16 იანვარი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«DANHSON-BG» OOD (ბულგარეთი)
განმცხადებელი
შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაბალზამი ვარსკვლავი და სხვა წამალი ერთად

ბალზამი ვარსკვლავი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

როგორც სიმპტომატური საშუალება მწვავე რესპირატორული დაავადებების (ARI), გრიპის, თავის ტკივილის, თავბრუსხვევის, რინიტის (ცხვირის გამონადენი), მწერების ნაკბენის კომპლექსურ მკურნალობაში.

უკუჩვენებები

ჰიპერმგძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

კანის საფარის დაზიანება, კანის დაავადებების არსებობა პრეპარატის სავარაუდო გამოყენების ადგილებში (პიოდერმია, დერმატიტი, ეგზემა, ფურუნკულოზი, ჩირქგროვები, ლიქენი, კანზე გამონაყარი და ა.შ.), სისხლდენის მომატება, ვენების ანთება, თრომბოფლებიტი.

ეპილეფსია, კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება, სპაზმოფილია, ბრონქული ასთმა, ყივანახველა.

2 წლამდე ასაკის ბავშვები.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარე გამოყენებისთვის.

მოერიდეთ მალამოს მოხვედრას თვალებში, ცხვირისა და პირის ლორწოვან გარსებზე, ასევე კანის დაზიანებულ უბნებზე.

ფოტომგძნობელობის რისკის გამო, მალამოს წასმის შემდეგ თავიდან უნდა იქნას აცილებული მზის ზემოქმედება.

ლორწოვან გარსზე მოხვედრის შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მოცილება სველი ხელსახოცით და ჩამობანა ჭარბი რაოდენობის წყლით.

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ბავშვებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გავლენა მანქანის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე:

პრეპარატის გამოყენება არ ახდენს გავლენას პოტენციურად საშიში მოქმედებების შესრულების უნარზე, რაც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეს (სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მოძრავ მექანიზმებთან მუშაობა, დისპეტჩერად და ოპერატორად მუშაობა).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არ არის აღწერილი. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული გარე გამოყენების სხვა პრეპარატებთან ერთად იმ ადგილებში, სადაც გამოიყენება ბალზამი ვარსკვავი® ურთიერთქმედების შესახებ მონაცემების ნაკლებობის გამო.

ორსულობა და ძუძუთი კვება

სპეციალური კვლევების არარსებობის გამო, ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენების პერიოდში.

გამოყენების წესები და დოზები

გარეგნულად. თავის ტკივილისა და თავბრუსხვევის დროს მალამო შეიზილება საფეთქლისა და კეფის მიდამოების კანში. რინიტის (ცხვირიდან გამონადენი), მწვავე რესპირატორული ინფექციების დროს - მალამო შეიზილება ცხვირის ფრთების კანში და საფეთქლის მიდამოში. მწერების ნაკბენის დროს მალამო გამოიყენება ნაკბენის ადგილზე.

ბალზამი ვარსკვლავი® განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. თუ მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესება არ შეინიშნება ან გამოვლინდება ახალი სიმპტომები უნდა მიმართოთ ექიმს.

გამოიყენეთ პრეპარატი მხოლოდ გამოყენების მეთოდისა და ინსტრუქციებში მითითებულ დოზებში. საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია ეფუძნება კლინიკურ კვლევებსა და ბალზამი ვარსკვლავი®-ს პოსტ-რეგისტრაციულ პრაქტიკაში მიღებულ მონაცემებს. გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება სიხშირისა და სისტემურ-ორგანული კლასის მიხედვით. MedDRA სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (არსებული მონაცემებიდან შეფასების გაკეთება შეუძლებელია).

იმუნური სისტემის დარღვევები, მათ შორის ჰიპერმგძნობელობა

არახშირი: კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი.

იშვიათი – ანგიონევროზული შეშუპება.

უცნობი სიხშირით - სტივენს-ჯონსონის სინდრომი.

მხედველობის დარღვევები

ხშირი – ცრემლდენა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ხშირი – კანის სიწითლე და კანის გაღიზიანება პრეპარატის გამოყენების ადგილებში.

იშვიათი – ალერგიული დერმატიტი.

შესაძლებელია ჰიპერმგძნობელობის რეაქციები და პირველი ნიშნების გამოვლენისას (გამონაყარის ცალკეული ელემენტები, ყელის ტკივილი, ქავილი, სიწითლე), პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.

გვერდითი მოვლენების რეპორტინგი

თუ თქვენ გაქვთ რაიმე არასასურველი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის, რაც არ არის აღწერილი ინსტრუქციებში.

ჭარბი დოზა

დღემდე, ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

პრეპარატის შემთხვევითი მიღების შემთხვევაში ჭარბი დოზირების სიმპტომებია კუჭ-ნაწლავის (გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი) და ნევროლოგიური დარღვევები (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ცხელების შეგძნება/ალები, გულყრები, სუნთქვის დათრგუნვა და კომა).

მკურნალობა სიმპტომურია. ღებინება არ უნდა იყოს გამოწვეული ქაფურის შემდგომი ინჰალაციის და მცირეწლოვან ბავშვებში ლარინგოსპაზმის განვითარების რისკის გამო, რაც შეიძლება ფატალური იყოს. ბალზამის პერორალურად მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება:

ლევომენთოლი 0,455 გ

ქაფური რაცემიული 0,910 გ

პიტნის ფოთლების ზეთი 0,530 გ (0,590 მლ)

ევკალიპტის ფოთლების ზეთი 0,129 გ (0,140 მლ)

მიხაკის ყვავილის ზეთი 0,236 გ (0,228 მლ)

დარიჩინის ქერქის ზეთი 0,056 გ (0,053 მლ)

დამხმარე ნივთიერებები:

ფუტკრის ცვილი 0,611 გ

მყარი პარაფინი 0,842 გ

ლანოლინი 0,084 გ

ვაზელინი 0,063 გ

თხევადი პარაფინი 0,084 გ

საღებავი ყვითელი Solvent yellow 33 0,0896 მგ

საღებავი ყავისფერი Solvent Red 3 0,0224 მგ

აღწერა

ერთგვაროვანი კონსისტენციის მალამო ღია ყვითელიდან მოყავისფრო-ყვითელ ფერამდე დამახასიათებელი სუნით.

შენახვის პირობები

არა უმეტეს 30°С ტემპერატურის პირობებში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბუნებრივი წარმოშობის ადგილობრივი გამაღიზიანებელი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ბალზამი ვარსკვლავ®-ს გააჩნია ადგილობრივი გამაღიზიანებელი, ყურადღების გამფანტველი, ანტისეპტიკური და სუსტი ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

პრეპარატის მოქმედება განპირობებულია ტერპენის წარმოებულების (ლევომენთოლი და ქაფური) და ეთერზეთების შემცველობით.

ლევომენთოლს კანზე წასმისას აქვს ადგილობრივი გამაღიზიანებელი, გარკვეული ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომელსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომის და ქავილის გამოხატულობის შემცირება. ადგილობრივ მოქმედებას თან ახლავს ვაზოკონსტრიქცია, სიცივის შეგძნება, რომელიც გადადის მსუბუქი წვის და ჩხვლეტის შეგძნებაში.

ქაფურს აქვს ანტისეპტიკური, ადგილობრივი გამაღიზიანებელი, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. კანის მგძნობიარე ნერვული დაბოლოებების სტიმულირებით, ის აფართოებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს ქსოვილების ტროფიკას.

პიტნის ფოთლის ზეთს აქვს ადგილობრივი გამაღიზიანებელი, ადგილობრივი საანესთეზიო და ანტისეპტიკური მოქმედება.

ანტისეპტიკური ეფექტი აქვს ევკალიპტის ფოთლის ზეთს, მიხაკის ყვავილის ზეთს, ჩინური დარიჩინის ქერქის ზეთს.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატს აქვს ადგილობრივი მოქმედება, მისი კომპონენტები პრაქტიკულად არ შეიწოვება კანისა და ლორწოვანი გარსებიდან და არ გააჩნიათ სისტემური ეფექტი. ამასთან დაკავშირებით ფარმაკოკინეტიკური კვლევები შეუძლებელია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ბალზამი ვარსკვლავი®

სავაჭრო დასახელება: ბალზამი ვარსკვლავი®

ჯგუფური დასახელება:

მიხაკის ყვავილის ზეთი + ქაფურის ზეთი + დარიჩინის ქერქის ზეთი + პიტნის ფოთლების ზეთი + ევკალიპტის ფოთლების ზეთი +[ლევომენთოლი].

დოზირების ფორმა: გარეგანი გამოყენების მალამო

შემადგენლობა 4 გ-ში:

მოქმედი ნივთიერება:

ლევომენთოლი 0,455 გ

ქაფური რაცემიული 0,910 გ

პიტნის ფოთლების ზეთი 0,530 გ (0,590 მლ)

ევკალიპტის ფოთლების ზეთი 0,129 გ (0,140 მლ)

მიხაკის ყვავილის ზეთი 0,236 გ (0,228 მლ)

დარიჩინის ქერქის ზეთი 0,056 გ (0,053 მლ)

დამხმარე ნივთიერებები:

ფუტკრის ცვილი 0,611 გ

მყარი პარაფინი 0,842 გ

ლანოლინი 0,084 გ

ვაზელინი 0,063 გ

თხევადი პარაფინი 0,084 გ

საღებავი ყვითელი Solvent yellow 33 0,0896 მგ

საღებავი ყავისფერი Solvent Red 3 0,0224 მგ

აღწერა

ერთგვაროვანი კონსისტენციის მალამო ღია ყვითელიდან მოყავისფრო-ყვითელ ფერამდე დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბუნებრივი წარმოშობის ადგილობრივი გამაღიზიანებელი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ბალზამი ვარსკვლავ®-ს გააჩნია ადგილობრივი გამაღიზიანებელი, ყურადღების გამფანტველი, ანტისეპტიკური და სუსტი ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

პრეპარატის მოქმედება განპირობებულია ტერპენის წარმოებულების (ლევომენთოლი და ქაფური) და ეთერზეთების შემცველობით.

ლევომენთოლს კანზე წასმისას აქვს ადგილობრივი გამაღიზიანებელი, გარკვეული ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომელსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომის და ქავილის გამოხატულობის შემცირება. ადგილობრივ მოქმედებას თან ახლავს ვაზოკონსტრიქცია, სიცივის შეგძნება, რომელიც გადადის მსუბუქი წვის და ჩხვლეტის შეგძნებაში.

ქაფურს აქვს ანტისეპტიკური, ადგილობრივი გამაღიზიანებელი, ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. კანის მგძნობიარე ნერვული დაბოლოებების სტიმულირებით, ის აფართოებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს ქსოვილების ტროფიკას.

პიტნის ფოთლის ზეთს აქვს ადგილობრივი გამაღიზიანებელი, ადგილობრივი საანესთეზიო და ანტისეპტიკური მოქმედება.

ანტისეპტიკური ეფექტი აქვს ევკალიპტის ფოთლის ზეთს, მიხაკის ყვავილის ზეთს, ჩინური დარიჩინის ქერქის ზეთს.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატს აქვს ადგილობრივი მოქმედება, მისი კომპონენტები პრაქტიკულად არ შეიწოვება კანისა და ლორწოვანი გარსებიდან და არ გააჩნიათ სისტემური ეფექტი. ამასთან დაკავშირებით ფარმაკოკინეტიკური კვლევები შეუძლებელია.

გამოყენების ჩვენებები

როგორც სიმპტომატური საშუალება მწვავე რესპირატორული დაავადებების (ARI), გრიპის, თავის ტკივილის, თავბრუსხვევის, რინიტის (ცხვირის გამონადენი), მწერების ნაკბენის კომპლექსურ მკურნალობაში.

უკუჩვენებები

ჰიპერმგძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

კანის საფარის დაზიანება, კანის დაავადებების არსებობა პრეპარატის სავარაუდო გამოყენების ადგილებში (პიოდერმია, დერმატიტი, ეგზემა, ფურუნკულოზი, ჩირქგროვები, ლიქენი, კანზე გამონაყარი და ა.შ.), სისხლდენის მომატება, ვენების ანთება, თრომბოფლებიტი.

ეპილეფსია, კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება, სპაზმოფილია, ბრონქული ასთმა, ყივანახველა.

2 წლამდე ასაკის ბავშვები.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს: სპეციალური კვლევების არარსებობის გამო, ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენების პერიოდში.

გამოყენების წესები და დოზები

გარეგნულად. თავის ტკივილისა და თავბრუსხვევის დროს მალამო შეიზილება საფეთქლისა და კეფის მიდამოების კანში. რინიტის (ცხვირიდან გამონადენი), მწვავე რესპირატორული ინფექციების დროს - მალამო შეიზილება ცხვირის ფრთების კანში და საფეთქლის მიდამოში. მწერების ნაკბენის დროს მალამო გამოიყენება ნაკბენის ადგილზე.

ბალზამი ვარსკვლავი® განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. თუ მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესება არ შეინიშნება ან გამოვლინდება ახალი სიმპტომები უნდა მიმართოთ ექიმს.

გამოიყენეთ პრეპარატი მხოლოდ გამოყენების მეთოდისა და ინსტრუქციებში მითითებულ დოზებში. საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები:

ქვემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია ეფუძნება კლინიკურ კვლევებსა და ბალზამი ვარსკვლავი®-ს პოსტ-რეგისტრაციულ პრაქტიკაში მიღებულ მონაცემებს. გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება სიხშირისა და სისტემურ-ორგანული კლასის მიხედვით. MedDRA სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:

ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (არსებული მონაცემებიდან შეფასების გაკეთება შეუძლებელია).

იმუნური სისტემის დარღვევები, მათ შორის ჰიპერმგძნობელობა

არახშირი: კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი.

იშვიათი – ანგიონევროზული შეშუპება.

უცნობი სიხშირით - სტივენს-ჯონსონის სინდრომი.

მხედველობის დარღვევები

ხშირი – ცრემლდენა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ხშირი – კანის სიწითლე და კანის გაღიზიანება პრეპარატის გამოყენების ადგილებში.

იშვიათი – ალერგიული დერმატიტი.

შესაძლებელია ჰიპერმგძნობელობის რეაქციები და პირველი ნიშნების გამოვლენისას (გამონაყარის ცალკეული ელემენტები, ყელის ტკივილი, ქავილი, სიწითლე), პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.

გვერდითი მოვლენების რეპორტინგი

თუ თქვენ გაქვთ რაიმე არასასურველი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის, რაც არ არის აღწერილი ინსტრუქციებში.

ჭარბი დოზირება: დღემდე, ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

პრეპარატის შემთხვევითი მიღების შემთხვევაში ჭარბი დოზირების სიმპტომებია კუჭ-ნაწლავის (გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი) და ნევროლოგიური დარღვევები (თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ცხელების შეგძნება/ალები, გულყრები, სუნთქვის დათრგუნვა და კომა).

მკურნალობა სიმპტომურია. ღებინება არ უნდა იყოს გამოწვეული ქაფურის შემდგომი ინჰალაციის და მცირეწლოვან ბავშვებში ლარინგოსპაზმის განვითარების რისკის გამო, რაც შეიძლება ფატალური იყოს. ბალზამის პერორალურად მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუელებებთან

არ არის აღწერილი. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული გარე გამოყენების სხვა პრეპარატებთან ერთად იმ ადგილებში, სადაც გამოიყენება ბალზამი ვარსკვავი® ურთიერთქმედების შესახებ მონაცემების ნაკლებობის გამო.

განსაკუთრებული მითითებანი

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარე გამოყენებისთვის.

მოერიდეთ მალამოს მოხვედრას თვალებში, ცხვირისა და პირის ლორწოვან გარსებზე, ასევე კანის დაზიანებულ უბნებზე.

ფოტომგძნობელობის რისკის გამო, მალამოს წასმის შემდეგ თავიდან უნდა იქნას აცილებული მზის ზემოქმედება.

ლორწოვან გარსზე მოხვედრის შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მოცილება სველი ხელსახოცით და ჩამობანა ჭარბი რაოდენობის წყლით.

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ბავშვებში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გავლენა მანქანის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე:

პრეპარატის გამოყენება არ ახდენს გავლენას პოტენციურად საშიში მოქმედებების შესრულების უნარზე, რაც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეს (სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მოძრავ მექანიზმებთან მუშაობა, დისპეტჩერად და ოპერატორად მუშაობა).

გამოშვების ფორმა

მალამო გარე გამოყენებისთვის.

4 გ მალამო გარე გამოყენებისთვის თუნუქის ქილაში. ერთი ქილა, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისობა

5 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

არა უმეტეს 30°С ტემპერატურის პირობებში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი

დანაფა ფარმასიუტიკალ ჯოინთ სტოკ კომპანი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა