აჯიფერის ინექცია გამოიყენება რკინის დეფიციტის სამკურნალოდ შემდეგ შემთხვევებში: როდესაც არსებობს რკინის მარაგის სწრაფად შევსების კლინიკური საჭიროება, პაციენტებში, რომლებიც პერორალურად ვერ ღებულობენ რკინის პრეპარატებს ან არ იცავენ დანიშნულებას, ნაწლავების აქტიური ანთებითი დაავადების დროს, როდესაც პერორალურად მისაღები …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Iron sucrose)
- ფორმა და შეფუთვა
- 20მგ/მლ 5მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი მუქი ქარვისფერი მინის ამპულა №5 (1X5)
- მწარმოებელი
- AGIO PHARMACEUTICALS LTD., ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიანემიური პრეპარატები, რკინის პარენტერული პრეპარატები
- ATC კოდი
- B03AC
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038955
- რეგისტრირებულია
- 29 აგვისტო 2023, მოქმედებს 29 აგვისტო 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- AGIO PHARMACEUTICALS LTD. (ინდოეთი)
- განმცხადებელი
- ნინო იმნაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
აჯიფერი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აჯიფერის ინექცია გამოიყენება რკინის დეფიციტის სამკურნალოდ შემდეგ შემთხვევებში:
როდესაც არსებობს რკინის მარაგის სწრაფად შევსების კლინიკური საჭიროება,
პაციენტებში, რომლებიც პერორალურად ვერ ღებულობენ რკინის პრეპარატებს ან არ იცავენ დანიშნულებას,
ნაწლავების აქტიური ანთებითი დაავადების დროს, როდესაც პერორალურად მისაღები რკინის პრეპარატები არაეფექტურია,
თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს, როდესაც პერორალურად მისაღები რკინის პრეპარატები ნაკლებად ეფექტურია.
რკინის დეფიციტის დიაგნოზი უნდა ეფუძნებოდეს სათანადო ლაბორატორიულ ანალიზებს (მაგ: Hb, ფერიტინი შრატში, TSAT, რკინა შრატში და სხვა).
(Hb ჰემოგლობინი, TSAT ტრანსფერინის სატურაცია)
მიღების წესი და დოზირება
აჯიფერის ინექციის დოზა გამოიხატება მგ-ებში ელემენტარული რკინის სახით. თითო 5მლ ამპულა შეიცავს 100მგ ელემენტარულ რკინას (20მგ/მლ).
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების უმეტესობას ჰემოგლობინის ან ჰემატოკრიტის სასურველი მაჩვენებლების მისაღწევად ესაჭიროება ელემენტარული რკინის 1000მგ მინიმალური კუმულაციური დოზა, რომელიც მიიღება თანმიმდევრულად. შემდეგ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება ყველაზე მცირე დოზით ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის სამიზნე დონის შენარჩუნების და რკინის მარაგის მაჩვენებლების (ფერიტინი, TSAT) დასაშვები ზღვრების ფარგლებში შენარჩუნების მიზნით.
რეკომენდირებული დოზა და დოზის კორექცია
რეკომენდირებული დოზა მოზრდილებისათვის:
თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომლებიც არ არიან დამოკიდებულნი დიალიზზე (NDD-CKD): აჯიფერის ინექციის საერთო კუმულაციური დოზა შედაგენს 1,000მგ-ს 14 დღის განმავლობაში, რომელიც მიიღება 200მგ ნელი ინტრავენური განუზავებელი ინექციის სახით 2-5 წუთის განმავლობაში 5 სხვადასხვა შემთხვევაში 14 დღის განმავლობაში.
გამოცდილება შეზღუდულია 250მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდში განზავებული 500მგ აჯიფერის ინექციის 3.5-4 საათის განმავლობაში 1 და 14-ე დღეს გამოყენებისას; 30-დან 2 პაციენტში დაფიქსირდა ჰიპოტენზია. 70კგ-ზე ნაკლების წონის პაციენტების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ინფუზიის დროის გახანგრძლივება.
თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ჰემოდიალიზზე (HDD-CKD): შესაძლებელია 100მგ განუზავებელი აჯიფერის ინექციის მიღება ნელი ინტრავენური ინექციის სახით 2-5 წუთის განმავლობაში ან 100მგ მაქსიმუმ 100მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდში განზავებული ინფუზიის სახით სულ მცირე 15 წუთის განმავლობაში ყოველი ჰემოდიალიზის პროცედურის შემდეგ კუმულაციური დოზით 1000მგ.
თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან პერიტონეალურ დიალიზზე (PDD-CKD): აჯიფერის ინექცია მიიღება კუმულაციური დოზით 1000მგ, რომელიც იყოფა 3 დოზად 28 დღის განმავლობაში: 300მგ ორი ინფუზია 1.5 საათი 14 დღის განმავლობაში, 400მგ ერთი ინფუზია 2.5 საათი 14 დღის შემდეგ. აჯიფერის ინექციის დოზა უნდა განზავდეს მაქსიმუმ 250მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდში.
მიღების წესი
აჯიფერის ინექცია მიიღება მხოლოდ ინტრავენურად ნელი ინექციის ან ინფუზიის სახით.
განზავება:
პარენტერალური პროდუქცია:
დოზა
(მგ რკინა)
ნომინალური კონცენტრაცია მლ-ზე
აჯიფერის ინექციის მოცულობა, რომელიც უნდა დაემატოს გამხსნელს
გამხსნელის მოცულობა
თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ჰემოდიალიზზე (HDD-CKD):
100მგ
1მგ/მლ (როდესაც გამოიყენება მაქსიმუმ 100მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდი)
5მლ
მაქსიმუმ 100მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდი
თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომლებიც არ არიან დამოკიდებულნი დიალიზზე (NDD-CKD):
500მგ
2მგ/მლ (როდესაც გამოიყენება მაქსიმუმ 250მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდი)
25მლ
მაქსიმუმ 250მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდი
თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან პერიტონეალურ დიალიზზე (PDD-CKD):
300მგ
- 2მგ/მლ (როდესაც გამოიყენება მაქსიმუმ 250მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდი)
15მლ
მაქსიმუმ 250მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდი
400მგ
- 6მგ/მლ (როდესაც გამოიყენება მაქსიმუმ 250მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდი)
20მლ
მაქსიმუმ 250მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდი
ინფუზიის შემთხვევაში გამოიყენეთ მაშინვე, არ შეინახოთ.
უკუჩვენებები
აჯიფერის ინექცია უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- ანემია არ არის გამოწვეული რკინის დეფიციტით,
- რკინით გადატვირთვა ან რკინის გამოყენებასთან დაკავშირებული დარღვევები,
- დადგენილი ჰემოქრომატოზი ან ჰემოქრომატოზის მიმართ გენეტიკური მიდრეკილება,
- დადგენილი ჰიპერმგრძნობელობა აჯიფერის ინექციის ან რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ,
- ორსულობის პირველი ტრიმესტრი.
სიფრთხილის ზომები
ვინაიდან ორგანიზმიდან რკინის გამოყოფა შეზღუდულია და ქსოვილებში რკინის ჭარბი რაოდენობა საშიშია, შესაბამისად თავი უნდა შეიკავოთ რკინის მიღებისაგან ქსოვილების რკინით გადატვირთვის ნიშნების არსებობისას. პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ აჯიფერის ინექციას საჭიროა ჰემატოლოგიური და ჰემატინის მაჩვენებლების (ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი, ფერიტინი შრატში და გარდამავალი სატურაცია) პერიოდულად გაკონტროლება. რკინის მიღება უნდა შეჩერდეს რკინით გადატვირთვის ნიშნების გამოვლენისას. გარდამავალი სატურაციის მაჩვენებლები სწრაფად იზრდება რკინა საქაროზას ინტრავენურად მიღებისას, შესაბამისად ინტრავენური დოზის მიღების შემდეგ შრატში რკინის მაჩვენებლები მიიღწევა 48 საათში.
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები: პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ აჯიფერის ინექციას იშვიათად დაფიქსირდა პოტენციურად ფატალური ჰიპერმგრძნობელობა ან ანაფილაქსიური რეაქციები, რასაც ახასიათებს შოკი, გონების დაკარგვა, კოლაფსი, ჰიპოტენზია, დისპნიე ან კონვულსიები. მყისიერი ფატალური ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ რკინა-ნახშირწყლის ნაერთების შემცველ სხვადასხვა პარენტერალურ პრეპარატებს.
მოსალოდნელი სერიოზული ანაფილაქტოიდური რეაქციების (იხილეთ გვერდითი ეფექტები) გათვალისწინებით დოზის მიღებისას ხელმისაწვდომი უნდა იყოს გულ-ფილტვის რეანიმაციის საშუალებები. ნებისმიერი რკინის პროდუქტის ინტრავენურად მიღებისას ექიმი უნდა იყოს ყურადღებით. რკინის პოლიმატოზას მიმართ ალერგიულ პაციენტებში აჯიფერის ინექციის უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
აჯიფერის ინექცია სიფრთხილით მიიღება ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში. ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, რომლებიც ინტრავენურად ღებულობდნენ რკინას ხშირად დაფიქსირდა ჰიპოტენზია. აჯიფერის ინექციის მიღების შემდეგ ჰიპოტენზია შესაძლოა უკავშირდებოდეს მიღების სიხშირეს და საერთო დოზას.
სიფრთხილეა საჭირო, რომ თავიდან აირიდოთ ინფილტრაცია ვენების სიახლოვეს. ინფილტრაციის შემთხვევაში აჯიფერის ინექცია მაშინვე უნდა შეწყდეს. შესაძლებელია ყინულის გამოყენება ადგილობრივი ვაზოკონსტრიქციისათვის და სითხის შეწოვის შესამცირებლად; მოერიდეთ დაზიანებული ადგილის დაზელას.
კარცეროგენეზი, მუტაგენეზი, ნაყოფიერების დაქვეითება
რკინა საქაროზას კარცეროგენური პოტენციალის შეფასების მიზნით ხანგრძლივი კვლევები არ ჩატარებულა ცხოველებში.
რკინა საქაროზას არ გამოუვლენია გენოტოქსიკურობა გენის მუტაციის (in vitro ბაქტერიული და თაგვის ლიმფომის უჯრედის კვლევები) და ქრომოსომების დაზიანების (ადამიანის ლიმფოციტების in vitro და თაგვის მიკრობირთვული in vivo ანალიზი) კვლევებში.
აჯიფერის ინექციას ზეგავლენა არ მოუხდენია მამრი და მდედრი ვირთხების ნაყოფიერებაზე ინტრავენური დოზების დაახლოებით 15მგ რკინა/კგ (სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით მაქსიმალურ თერაპიულ დოზაზე და კვირის დოზაზე დაახლოებით 1.4-ჯერ მეტი) კვირაში სამჯერ მიღებისას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პარენტერალურად მისაღები რკინის ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად აჯიფერის ინექცია არ ინიშნება რკინის პერორალურ პრეპარატებთან ერთად, რადგან პერორალურად მიღებული რკინის შეწოვა მცირდება. შესაბამისად პერორალური მკურნალობა უნდა დაიწყოს ბოლო ინექციის შემდეგ სულ მცირე 5 დღეში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მაკე ვირთხებში ორგანოგენეზის პერიოდში რკინა საქაროზას დღიური ინტრავენური დოზების 6.5 და 13მგ რკინა/კგ მიღებისას დაფიქსირდა ჩონჩხის მცირე დეფექტების მაღალი სიხშირე, რაც აყოვნებს განვითარებას. განვითარებაზე ზეგავლენა გამოწვეული იყო დედისათვის ტოქსიკური დოზებით (სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით მაქსიმალურ თერაპიულ დოზაზე და კვირის დოზაზე დაახლოებით 1.4-2.8-ჯერ მეტი). ჩანასახის ან ნაყოფის გადარჩენა შემცირდა ვირთხებში დღიური ინტრავენური დოზების 20მგ რკინა/კგ (სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით მაქსიმალურ თერაპიულ დოზაზე და კვირის დოზაზე დაახლოებით 4.2-ჯერ მეტი) მიღებისას.
მაკე ბოცვრებში ორგანოგენეზის პერიოდში რკინა საქაროზას დღიური ინტრავენური დოზების 13მგ/კგ მიღებას უკავშირდებოდა ემბრიოტოქსიკურობა. განვითარებაზე ზეგავლენა გამოწვეული იყო დედისათვის ტოქსიკური დოზებით (სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით მაქსიმალურ თერაპიულ დოზაზე და კვირის დოზაზე დაახლოებით 5-ჯერ მეტი). ზეგავლენა არ დაფიქსირებულა დაახლოებით 6.5მგ რკინა/კგ/დღეში ინტრავენური დოზების (სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით მაქსიმალურ თერაპიულ დოზაზე და კვირის დოზაზე დაახლოებით 2.6-ჯერ მეტი) მიღებისას.
ორსულ ქალებში არ ჩატარებულა სათანადო და კარგად კონტროლირებადი კვლევები.
ვინაიდან ცხოველებში ჩატარებული რეპროდუქციული კვლევები ყოველთვის ვერ განსაზღვრავს ადამიანებში მოსალოდნელ შედეგებს, შესაბამისად ორსულობის პერიოდში აჯიფერის ინექცია გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, მაგრამ არა ორსულობის პირველ ტრიმესტრში (იხილეთ უკუჩვენებები).
ლაქტაცია
რკინა ხვდება ვირთხების რძეში. უცნობია ხვდება თუ არა რკინა ადამიანის რძეში. ვინაიდან მრავალი პრეპარატი გადადის ადამიანის რძეში, შესაბამისად სიფრთხილეა საჭირო აჯიფერის ინექციის ლაქტაციის პერიოდში გამოყენებისას.
გვერდითი მოვლენები
კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირად აღინიშნა აჯიფერის ინექციის შემდეგი გვერდითი რეაქციები: გემოს დროებით შეცვლა, ჰიპოტენზია, ცხელება და კანკალი, რეაქციები ინექციის ადგილას და გულისრევა პაციენტების 0.5-1.5%-ში. უმნიშვნელო ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები დაფიქსირდა იშვიათად.
ზოგადად ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები პოტენციურად ყველაზე სერიოზული გვერდითი რეაქციებია.
კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა აჯიფერის ინექციის შემდეგი გვერდითი რეაქციები, სულ მცირე მიზეზობრივი კავშირით:
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
გავრცელებული (≥1% და <10%): გემოს დროებით შეცვლა (განსაკუთრებით ლითონის გემო).
ნაკლებად გავრცელებული (≥0.1% და <1%): თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
იშვიათი: (≥0.01% და <0.1%): პარესთეზია.
დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
ნაკლებად გავრცელებული: ჰიპოტენზია და კოლაფსი, ტაქიკარდია, გულისცემის აჩქარება.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ
ნაკლებად გავრცელებული: ბრონქოსპაზმი, დისპნოე.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ნაკლებად გავრცელებული: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ნაკლებად გავრცელებული: ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ეგზანთემა, ერითემა.
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის, შემერთებელი ქსოვილის და ძვლების მხრივ
ნაკლებად გავრცელებული: კუნთების კრუნჩხვები, მიალგია.
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა ინექციის ადგილას
ნაკლებად გავრცელებული: ცხელება, კანკალი, ჰიპერემია, ტკივილი და მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში. დარღვევები ინექციის ადგილას, როგორიც არის ზედაპირული ფლებიტი, წვა, შეშუპება.
იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (იშვიათად ართრალგიის ჩათვლით), პერიფერიული შეშუპება, დაღლილობა, ასთენია, შეუძლოდ ყოფნა.
გარდა ამისა სპონტანურ ანგარიშებში ფიქსირდება შემდეგი გვერდითი რეაქციები:
ცალკეული შემთხვევები: ცნობიერების დონის დაქვეითება, თავბრუსხვევის შეგრძნება, გონების არევა, ანგიონევროზული შეშუპება, სახსრების შეშუპება, ზურგის ტკივილი და ჭარბი ოფლიანობა.
უნდა მოერიდოთ პრეპარატის გაჟონვას მიმდებარე ვენებში, რადგან აჯიფერის ინექციის გაჟონვამ ინექციის ადგილზე შეაძლოა გამოიწვიოს ტკივილი, ანთება, ქსოვილის ნეკროზი, სტერილური აბსცესი და კანის გაყავისფრება.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს რკინით ძლიერ გადატვირთვა, რაც ვლინდება ჰემოსიდეროზით. დოზის გადაჭარბებისას მიიღება დამხმარე ზომები და საჭიროების შემთხვევაში რკინის შემბოჭველი საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
აჯიფერის ინექცია გამოიყენება ორგანიზმის რკინის მარაგის შესავსებად თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ან არ არიან დიალიზზე. რკინის დეფიციტი შესაძლოა გამოწვეული იყოს ჰემოდიალიზის დროს სისხლის დაკარგვით, მომატებული ერითროპოეზით ერითროპოეტინის მოხმარების ფონზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან რკინის არასათანადო შეწოვით. რკინა აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის ჟანგბადის ტრანსპორტირების შენარჩუნების მიზნით, ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვანი ჰემი და არა-ჰემი ნაერთების ფუნქციონირებისათვის და ფორმაციისათვის. დიალიზზე მყოფი პაციენტების უმეტესობას სჭირდება რკინის ინტრავენურად მიღება რკინის საჭირო რაოდენობის მარაგის შესანარჩუნებლად.
აჯიფერის ინექციის ინტრავენურად მიღების შემდეგ რკინა საქაროზა რეტიკულოენდოთელიალური სისტემის საშუალებით იშლება რკინად და საქაროზად. ჰემოდიალიზზე მყოფ 22 პაციენტში ერითროპოეტინით მკურნალობისას რკინა საქაროზას (100მგ რკინა) კვირაში სამჯერ სამი კვირა მიღებისას შრატში მნიშვნელოვნად გაიზარდა რკინა და ფერიტინი და მნიშვნელოვნად შემცირდა რკინის საერთო შებოჭვის უნარი მკურნალობის დაწყებიდან ოთხი კვირის შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკა:
ჯანმრთელ მოზრდილებში აჯიფერის ინექციის ინტრავენური დოზების მიღების შემდეგ რკინის კომპონეტი ავლენს პირველი რიგის კინეტიკას და ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6 საათს, საერთო კლირენსი 1.2 ლ/სთ-ს, არაწონასწორულ მდგომარეობაში განაწილების მოჩვენებითი მოცულობა 10.0ლ-ს, წონასწორულ მდგომარეობაში განაწილების მოჩვენებითი მოცულობა 7.9ლ-ს და განაწილების საწყისი მოცულობა (Vdc) 3.2ლ-ს. რადგან შრატიდან რკინის გამოდევნა დამოკიდებულია რკინის საჭიროებაზე და ორგანიზმის ქსოვილების მიერ რკინის ათვისებაზე, შესაბამისად შრატიდან რკინის კლირენსი უფრო სწრაფია რკინადეფიციტურ პაციენტებში ვიდრე ჯანმრთელ სუბიექტებში.
აჯიფერის ინექცია არ ექვემდებარება დიალიზს ბაქსტერის CA210 მაღალი ეფექტურობის ან ფრეზენიუსის F80A მაღალი ინტენსიურობის დიალიზის მემბრანის შემთხვევაში. ინ ვიტრო კვლევებში დიალიზის სითხეში რკინა საქაროზას რაოდენობა ანალიზის განსაზღვისათვის საჭირო დონეზე ნაკლები (<2 ერთ მილიონში) იყო.
განაწილება: ჯანმრთელ მოზრდილებში აჯიფერის ინტრავენური დოზების მიღებისას რკინის კომპონენტი ძირითადად ნაწილდება სისხლში და გარკვეულწილად ექსტრავასკულარულ სითხეში. კვლევაში, რომელიც მიზნად ისახავდა 52Fe/59Fe-ით მონიშნული 100მგ რკინის შემცველი აჯიფერის ინექციის შეფასებას რკინადეფიციტურ პაციენტებში დადგინდა, რომ მიღებული რკინის მნიშვნელოვანი რაოდენობა ნაწილდება ღვიძლში, ელენთაში და ძვლის ტვინში. ძვლის ტვინი წარმოადგენს რკინის შთანთქმის კერას და არა განაწილების შექცევად მოცულობას.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა: საქაროზა ძირითადად გამოიყოფა შარდით. კვლევაში 12 ჯანმრთელ მოზრდილ სუბიექტში აჯიფერის ინექციის ერთჯერადი დოზის შეფასებისას, რომელიც შეიცავს 1510მგ საქაროზას და 100მგ რკინას 68.3% გამოიყო შარდით 4 საათში და 75.4% 24 საათში. რკინის დაახლოებით 5% გამოიყო თირკმელებით 24 საათის განმავლობაში.
შემადგენლობა
თითო მლ შეიცავს:
რკინის ჰიდროქსიდი საქაროზასთან ერთად
ელემენტარული რკინის ექვივალენტური 20მგ
საინექციო წყალი BP საჭირო რაოდენობით
ოსმოლარობა: 1250 მოსმოლ/ლ
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას. არ გაყინოთ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
განკუთვნილია მხოლოდ დიპლომირებული სამედიცინო პერსონალის მიერ ან საავადმყოფოში ან ლაბორატორიაში გამოყენებისათვის.
გამოყენების ინსტრუქცია
რკინა საქაროზას ინექცია USP
აჯიფერი ინექცია 20მგ/მლ
მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისათვის
შემადგენლობა:
თითო მლ შეიცავს:
რკინის ჰიდროქსიდი საქაროზასთან ერთად
ელემენტარული რკინის ექვივალენტური 20მგ
საინექციო წყალი BP საჭირო რაოდენობით
ოსმოლარობა: 1250 მოსმოლ/ლ
ჩვენებები:
აჯიფერის ინექცია გამოიყენება რკინის დეფიციტის სამკურნალოდ შემდეგ შემთხვევებში:
როდესაც არსებობს რკინის მარაგის სწრაფად შევსების კლინიკური საჭიროება,
პაციენტებში, რომლებიც პერორალურად ვერ ღებულობენ რკინის პრეპარატებს ან არ იცავენ დანიშნულებას,
ნაწლავების აქტიური ანთებითი დაავადების დროს, როდესაც პერორალურად მისაღები რკინის პრეპარატები არაეფექტურია,
თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს, როდესაც პერორალურად მისაღები რკინის პრეპარატები ნაკლებად ეფექტურია.
რკინის დეფიციტის დიაგნოზი უნდა ეფუძნებოდეს სათანადო ლაბორატორიულ ანალიზებს (მაგ: Hb, ფერიტინი შრატში, TSAT, რკინა შრატში და სხვა).
(Hb ჰემოგლობინი, TSAT ტრანსფერინის სატურაცია)
დოზები და მიღების წესი:
აჯიფერის ინექციის დოზა გამოიხატება მგ-ებში ელემენტარული რკინის სახით. თითო 5მლ ამპულა შეიცავს 100მგ ელემენტარულ რკინას (20მგ/მლ).
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების უმეტესობას ჰემოგლობინის ან ჰემატოკრიტის სასურველი მაჩვენებლების მისაღწევად ესაჭიროება ელემენტარული რკინის 1000მგ მინიმალური კუმულაციური დოზა, რომელიც მიიღება თანმიმდევრულად. შემდეგ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება ყველაზე მცირე დოზით ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის სამიზნე დონის შენარჩუნების და რკინის მარაგის მაჩვენებლების (ფერიტინი, TSAT) დასაშვები ზღვრების ფარგლებში შენარჩუნების მიზნით.
რეკომენდირებული დოზა და დოზის კორექცია
რეკომენდირებული დოზა მოზრდილებისათვის:
თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომლებიც არ არიან დამოკიდებულნი დიალიზზე (NDD-CKD): აჯიფერის ინექციის საერთო კუმულაციური დოზა შედაგენს 1,000მგ-ს 14 დღის განმავლობაში, რომელიც მიიღება 200მგ ნელი ინტრავენური განუზავებელი ინექციის სახით 2-5 წუთის განმავლობაში 5 სხვადასხვა შემთხვევაში 14 დღის განმავლობაში.
გამოცდილება შეზღუდულია 250მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდში განზავებული 500მგ აჯიფერის ინექციის 3.5-4 საათის განმავლობაში 1 და 14-ე დღეს გამოყენებისას; 30-დან 2 პაციენტში დაფიქსირდა ჰიპოტენზია. 70კგ-ზე ნაკლების წონის პაციენტების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ინფუზიის დროის გახანგრძლივება.
თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ჰემოდიალიზზე (HDD-CKD): შესაძლებელია 100მგ განუზავებელი აჯიფერის ინექციის მიღება ნელი ინტრავენური ინექციის სახით 2-5 წუთის განმავლობაში ან 100მგ მაქსიმუმ 100მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდში განზავებული ინფუზიის სახით სულ მცირე 15 წუთის განმავლობაში ყოველი ჰემოდიალიზის პროცედურის შემდეგ კუმულაციური დოზით 1000მგ.
თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან პერიტონეალურ დიალიზზე (PDD-CKD): აჯიფერის ინექცია მიიღება კუმულაციური დოზით 1000მგ, რომელიც იყოფა 3 დოზად 28 დღის განმავლობაში: 300მგ ორი ინფუზია 1.5 საათი 14 დღის განმავლობაში, 400მგ ერთი ინფუზია 2.5 საათი 14 დღის შემდეგ. აჯიფერის ინექციის დოზა უნდა განზავდეს მაქსიმუმ 250მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდში.
მიღების წესი
აჯიფერის ინექცია მიიღება მხოლოდ ინტრავენურად ნელი ინექციის ან ინფუზიის სახით.
განზავება:
პარენტერალური პროდუქცია:
დოზა
(მგ რკინა)
ნომინალური კონცენტრაცია მლ-ზე
აჯიფერის ინექციის მოცულობა, რომელიც უნდა დაემატოს გამხსნელს
გამხსნელის მოცულობა
თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ჰემოდიალიზზე (HDD-CKD):
100მგ
1მგ/მლ (როდესაც გამოიყენება მაქსიმუმ 100მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდი)
5მლ
მაქსიმუმ 100მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდი
თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომლებიც არ არიან დამოკიდებულნი დიალიზზე (NDD-CKD):
500მგ
2მგ/მლ (როდესაც გამოიყენება მაქსიმუმ 250მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდი)
25მლ
მაქსიმუმ 250მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდი
თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან პერიტონეალურ დიალიზზე (PDD-CKD):
300მგ
- 2მგ/მლ (როდესაც გამოიყენება მაქსიმუმ 250მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდი)
15მლ
მაქსიმუმ 250მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდი
400მგ
- 6მგ/მლ (როდესაც გამოიყენება მაქსიმუმ 250მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდი)
20მლ
მაქსიმუმ 250მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდი
ინფუზიის შემთხვევაში გამოიყენეთ მაშინვე, არ შეინახოთ.
უკუჩვენებები:
აჯიფერის ინექცია უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- ანემია არ არის გამოწვეული რკინის დეფიციტით,
- რკინით გადატვირთვა ან რკინის გამოყენებასთან დაკავშირებული დარღვევები,
- დადგენილი ჰემოქრომატოზი ან ჰემოქრომატოზის მიმართ გენეტიკური მიდრეკილება,
- დადგენილი ჰიპერმგრძნობელობა აჯიფერის ინექციის ან რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ,
- ორსულობის პირველი ტრიმესტრი.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
ვინაიდან ორგანიზმიდან რკინის გამოყოფა შეზღუდულია და ქსოვილებში რკინის ჭარბი რაოდენობა საშიშია, შესაბამისად თავი უნდა შეიკავოთ რკინის მიღებისაგან ქსოვილების რკინით გადატვირთვის ნიშნების არსებობისას. პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ აჯიფერის ინექციას საჭიროა ჰემატოლოგიური და ჰემატინის მაჩვენებლების (ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი, ფერიტინი შრატში და გარდამავალი სატურაცია) პერიოდულად გაკონტროლება. რკინის მიღება უნდა შეჩერდეს რკინით გადატვირთვის ნიშნების გამოვლენისას. გარდამავალი სატურაციის მაჩვენებლები სწრაფად იზრდება რკინა საქაროზას ინტრავენურად მიღებისას, შესაბამისად ინტრავენური დოზის მიღების შემდეგ შრატში რკინის მაჩვენებლები მიიღწევა 48 საათში.
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები: პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ აჯიფერის ინექციას იშვიათად დაფიქსირდა პოტენციურად ფატალური ჰიპერმგრძნობელობა ან ანაფილაქსიური რეაქციები, რასაც ახასიათებს შოკი, გონების დაკარგვა, კოლაფსი, ჰიპოტენზია, დისპნიე ან კონვულსიები. მყისიერი ფატალური ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ რკინა-ნახშირწყლის ნაერთების შემცველ სხვადასხვა პარენტერალურ პრეპარატებს.
მოსალოდნელი სერიოზული ანაფილაქტოიდური რეაქციების (იხილეთ გვერდითი ეფექტები) გათვალისწინებით დოზის მიღებისას ხელმისაწვდომი უნდა იყოს გულ-ფილტვის რეანიმაციის საშუალებები. ნებისმიერი რკინის პროდუქტის ინტრავენურად მიღებისას ექიმი უნდა იყოს ყურადღებით. რკინის პოლიმატოზას მიმართ ალერგიულ პაციენტებში აჯიფერის ინექციის უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
აჯიფერის ინექცია სიფრთხილით მიიღება ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში. ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, რომლებიც ინტრავენურად ღებულობდნენ რკინას ხშირად დაფიქსირდა ჰიპოტენზია. აჯიფერის ინექციის მიღების შემდეგ ჰიპოტენზია შესაძლოა უკავშირდებოდეს მიღების სიხშირეს და საერთო დოზას.
სიფრთხილეა საჭირო, რომ თავიდან აირიდოთ ინფილტრაცია ვენების სიახლოვეს. ინფილტრაციის შემთხვევაში აჯიფერის ინექცია მაშინვე უნდა შეწყდეს. შესაძლებელია ყინულის გამოყენება ადგილობრივი ვაზოკონსტრიქციისათვის და სითხის შეწოვის შესამცირებლად; მოერიდეთ დაზიანებული ადგილის დაზელას.
კარცეროგენეზი, მუტაგენეზი, ნაყოფიერების დაქვეითება
რკინა საქაროზას კარცეროგენური პოტენციალის შეფასების მიზნით ხანგრძლივი კვლევები არ ჩატარებულა ცხოველებში.
რკინა საქაროზას არ გამოუვლენია გენოტოქსიკურობა გენის მუტაციის (in vitro ბაქტერიული და თაგვის ლიმფომის უჯრედის კვლევები) და ქრომოსომების დაზიანების (ადამიანის ლიმფოციტების in vitro და თაგვის მიკრობირთვული in vivo ანალიზი) კვლევებში.
აჯიფერის ინექციას ზეგავლენა არ მოუხდენია მამრი და მდედრი ვირთხების ნაყოფიერებაზე ინტრავენური დოზების დაახლოებით 15მგ რკინა/კგ (სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით მაქსიმალურ თერაპიულ დოზაზე და კვირის დოზაზე დაახლოებით 1.4-ჯერ მეტი) კვირაში სამჯერ მიღებისას.
პრეპარატებთან ურთიერთქმედება
პარენტერალურად მისაღები რკინის ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად აჯიფერის ინექცია არ ინიშნება რკინის პერორალურ პრეპარატებთან ერთად, რადგან პერორალურად მიღებული რკინის შეწოვა მცირდება. შესაბამისად პერორალური მკურნალობა უნდა დაიწყოს ბოლო ინექციის შემდეგ სულ მცირე 5 დღეში.
ორსულობა და ლაქტაცია:
მაკე ვირთხებში ორგანოგენეზის პერიოდში რკინა საქაროზას დღიური ინტრავენური დოზების 6.5 და 13მგ რკინა/კგ მიღებისას დაფიქსირდა ჩონჩხის მცირე დეფექტების მაღალი სიხშირე, რაც აყოვნებს განვითარებას. განვითარებაზე ზეგავლენა გამოწვეული იყო დედისათვის ტოქსიკური დოზებით (სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით მაქსიმალურ თერაპიულ დოზაზე და კვირის დოზაზე დაახლოებით 1.4-2.8-ჯერ მეტი). ჩანასახის ან ნაყოფის გადარჩენა შემცირდა ვირთხებში დღიური ინტრავენური დოზების 20მგ რკინა/კგ (სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით მაქსიმალურ თერაპიულ დოზაზე და კვირის დოზაზე დაახლოებით 4.2-ჯერ მეტი) მიღებისას.
მაკე ბოცვრებში ორგანოგენეზის პერიოდში რკინა საქაროზას დღიური ინტრავენური დოზების 13მგ/კგ მიღებას უკავშირდებოდა ემბრიოტოქსიკურობა. განვითარებაზე ზეგავლენა გამოწვეული იყო დედისათვის ტოქსიკური დოზებით (სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით მაქსიმალურ თერაპიულ დოზაზე და კვირის დოზაზე დაახლოებით 5-ჯერ მეტი). ზეგავლენა არ დაფიქსირებულა დაახლოებით 6.5მგ რკინა/კგ/დღეში ინტრავენური დოზების (სხეულის ზედაპირის ფართობის მიხედვით მაქსიმალურ თერაპიულ დოზაზე და კვირის დოზაზე დაახლოებით 2.6-ჯერ მეტი) მიღებისას.
ორსულ ქალებში არ ჩატარებულა სათანადო და კარგად კონტროლირებადი კვლევები.
ვინაიდან ცხოველებში ჩატარებული რეპროდუქციული კვლევები ყოველთვის ვერ განსაზღვრავს ადამიანებში მოსალოდნელ შედეგებს, შესაბამისად ორსულობის პერიოდში აჯიფერის ინექცია გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, მაგრამ არა ორსულობის პირველ ტრიმესტრში (იხილეთ უკუჩვენებები).
ლაქტაცია
რკინა ხვდება ვირთხების რძეში. უცნობია ხვდება თუ არა რკინა ადამიანის რძეში. ვინაიდან მრავალი პრეპარატი გადადის ადამიანის რძეში, შესაბამისად სიფრთხილეა საჭირო აჯიფერის ინექციის ლაქტაციის პერიოდში გამოყენებისას.
არასასურველი ეფექტები:
კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირად აღინიშნა აჯიფერის ინექციის შემდეგი გვერდითი რეაქციები: გემოს დროებით შეცვლა, ჰიპოტენზია, ცხელება და კანკალი, რეაქციები ინექციის ადგილას და გულისრევა პაციენტების 0.5-1.5%-ში. უმნიშვნელო ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები დაფიქსირდა იშვიათად.
ზოგადად ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები პოტენციურად ყველაზე სერიოზული გვერდითი რეაქციებია.
კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა აჯიფერის ინექციის შემდეგი გვერდითი რეაქციები, სულ მცირე მიზეზობრივი კავშირით:
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
გავრცელებული (≥1% და <10%): გემოს დროებით შეცვლა (განსაკუთრებით ლითონის გემო).
ნაკლებად გავრცელებული (≥0.1% და <1%): თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
იშვიათი: (≥0.01% და <0.1%): პარესთეზია.
დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
ნაკლებად გავრცელებული: ჰიპოტენზია და კოლაფსი, ტაქიკარდია, გულისცემის აჩქარება.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ
ნაკლებად გავრცელებული: ბრონქოსპაზმი, დისპნოე.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ნაკლებად გავრცელებული: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ნაკლებად გავრცელებული: ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ეგზანთემა, ერითემა.
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის, შემერთებელი ქსოვილის და ძვლების მხრივ
ნაკლებად გავრცელებული: კუნთების კრუნჩხვები, მიალგია.
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა ინექციის ადგილას
ნაკლებად გავრცელებული: ცხელება, კანკალი, ჰიპერემია, ტკივილი და მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში. დარღვევები ინექციის ადგილას, როგორიც არის ზედაპირული ფლებიტი, წვა, შეშუპება.
იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (იშვიათად ართრალგიის ჩათვლით), პერიფერიული შეშუპება, დაღლილობა, ასთენია, შეუძლოდ ყოფნა.
გარდა ამისა სპონტანურ ანგარიშებში ფიქსირდება შემდეგი გვერდითი რეაქციები:
ცალკეული შემთხვევები: ცნობიერების დონის დაქვეითება, თავბრუსხვევის შეგრძნება, გონების არევა, ანგიონევროზული შეშუპება, სახსრების შეშუპება, ზურგის ტკივილი და ჭარბი ოფლიანობა.
უნდა მოერიდოთ პრეპარატის გაჟონვას მიმდებარე ვენებში, რადგან აჯიფერის ინექციის გაჟონვამ ინექციის ადგილზე შეაძლოა გამოიწვიოს ტკივილი, ანთება, ქსოვილის ნეკროზი, სტერილური აბსცესი და კანის გაყავისფრება.
დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს რკინით ძლიერ გადატვირთვა, რაც ვლინდება ჰემოსიდეროზით. დოზის გადაჭარბებისას მიიღება დამხმარე ზომები და საჭიროების შემთხვევაში რკინის შემბოჭველი საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
აჯიფერის ინექცია გამოიყენება ორგანიზმის რკინის მარაგის შესავსებად თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ან არ არიან დიალიზზე. რკინის დეფიციტი შესაძლოა გამოწვეული იყოს ჰემოდიალიზის დროს სისხლის დაკარგვით, მომატებული ერითროპოეზით ერითროპოეტინის მოხმარების ფონზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან რკინის არასათანადო შეწოვით. რკინა აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის ჟანგბადის ტრანსპორტირების შენარჩუნების მიზნით, ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვანი ჰემი და არა-ჰემი ნაერთების ფუნქციონირებისათვის და ფორმაციისათვის. დიალიზზე მყოფი პაციენტების უმეტესობას სჭირდება რკინის ინტრავენურად მიღება რკინის საჭირო რაოდენობის მარაგის შესანარჩუნებლად.
აჯიფერის ინექციის ინტრავენურად მიღების შემდეგ რკინა საქაროზა რეტიკულოენდოთელიალური სისტემის საშუალებით იშლება რკინად და საქაროზად. ჰემოდიალიზზე მყოფ 22 პაციენტში ერითროპოეტინით მკურნალობისას რკინა საქაროზას (100მგ რკინა) კვირაში სამჯერ სამი კვირა მიღებისას შრატში მნიშვნელოვნად გაიზარდა რკინა და ფერიტინი და მნიშვნელოვნად შემცირდა რკინის საერთო შებოჭვის უნარი მკურნალობის დაწყებიდან ოთხი კვირის შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკა:
ჯანმრთელ მოზრდილებში აჯიფერის ინექციის ინტრავენური დოზების მიღების შემდეგ რკინის კომპონეტი ავლენს პირველი რიგის კინეტიკას და ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6 საათს, საერთო კლირენსი 1.2 ლ/სთ-ს, არაწონასწორულ მდგომარეობაში განაწილების მოჩვენებითი მოცულობა 10.0ლ-ს, წონასწორულ მდგომარეობაში განაწილების მოჩვენებითი მოცულობა 7.9ლ-ს და განაწილების საწყისი მოცულობა (Vdc) 3.2ლ-ს. რადგან შრატიდან რკინის გამოდევნა დამოკიდებულია რკინის საჭიროებაზე და ორგანიზმის ქსოვილების მიერ რკინის ათვისებაზე, შესაბამისად შრატიდან რკინის კლირენსი უფრო სწრაფია რკინადეფიციტურ პაციენტებში ვიდრე ჯანმრთელ სუბიექტებში.
აჯიფერის ინექცია არ ექვემდებარება დიალიზს ბაქსტერის CA210 მაღალი ეფექტურობის ან ფრეზენიუსის F80A მაღალი ინტენსიურობის დიალიზის მემბრანის შემთხვევაში. ინ ვიტრო კვლევებში დიალიზის სითხეში რკინა საქაროზას რაოდენობა ანალიზის განსაზღვისათვის საჭირო დონეზე ნაკლები (<2 ერთ მილიონში) იყო.
განაწილება: ჯანმრთელ მოზრდილებში აჯიფერის ინტრავენური დოზების მიღებისას რკინის კომპონენტი ძირითადად ნაწილდება სისხლში და გარკვეულწილად ექსტრავასკულარულ სითხეში. კვლევაში, რომელიც მიზნად ისახავდა 52Fe/59Fe-ით მონიშნული 100მგ რკინის შემცველი აჯიფერის ინექციის შეფასებას რკინადეფიციტურ პაციენტებში დადგინდა, რომ მიღებული რკინის მნიშვნელოვანი რაოდენობა ნაწილდება ღვიძლში, ელენთაში და ძვლის ტვინში. ძვლის ტვინი წარმოადგენს რკინის შთანთქმის კერას და არა განაწილების შექცევად მოცულობას.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა: საქაროზა ძირითადად გამოიყოფა შარდით. კვლევაში 12 ჯანმრთელ მოზრდილ სუბიექტში აჯიფერის ინექციის ერთჯერადი დოზის შეფასებისას, რომელიც შეიცავს 1510მგ საქაროზას და 100მგ რკინას 68.3% გამოიყო შარდით 4 საათში და 75.4% 24 საათში. რკინის დაახლოებით 5% გამოიყო თირკმელებით 24 საათის განმავლობაში.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას. არ გაყინოთ.
გამოშვების ფორმა:
5მლ მუქი ქარვისფერი ამპულები, 5 ამპულა მოთავსებულია HIP ფირფიტაში დაბეჭდილ პირველად შეფუთვაში ფურცელ-ჩანართთან ერთად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მოარიდეთ ბავშვებს.
გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით თანმხლებ ინსტრუქციას.
მწარმოებელი:
აჯიო ფარმაცეუტიკალს ლტდ. (AGIO PHARMACEUTICALS LTD)
სათავო ოფისი: A-38, ნანდჯიოტ ინდუსტრიალ ისთეით, კურლა-ანდჰერი როუდ, სეიფდფულ, მუმბაი-400 072, ინდოეთი. საწარმო: T-82, M.I.D.C., ბჰოსარი, პიუნი-411026
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


