აქტრაპიდი HM პენფილი
ACTRAPID HM PENFILL
აქტრაპიდი HM პენფილი წარმოდგენილია კარტრიჯში მოთავსებული საინექციო ხსნარის სახით. კოლოფში მოთავსებულია 5 კარტრიჯი. თითოეული კარტრიჯი შეიცავს 3 მლ ხსნარს. საინექციო ხსნარი არის გამჭვირვალე და უფერო სითხე. აქტრაპიდი HM პენფილი არის სწრაფად მოქმედი ადამიანის ინსულინი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ინსულინი (insulin)
- ფორმა და შეფუთვა
- 100სე/მლ 3მლ საინექციო ხსნარი კარტრიჯი №5
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სწრაფი მოქმედების საინექციო ინსულინები და ანალოგები
- ATC კოდი
- A10AB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0362
- რეგისტრირებულია
- 29 ივლისი 2022, მოქმედებს 29 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
აქტრაპიდი HM პენფილი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აქტრაპიდი HM პენფილი წარმოდგენილია კარტრიჯში მოთავსებული საინექციო ხსნარის სახით. კოლოფში მოთავსებულია 5 კარტრიჯი. თითოეული კარტრიჯი შეიცავს 3 მლ ხსნარს. საინექციო ხსნარი არის გამჭვირვალე და უფერო სითხე.
აქტრაპიდი HM პენფილი არის სწრაფად მოქმედი ადამიანის ინსულინი.
აქტრაპიდი HM პენფილი ნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებში სისხლში გლუკოზის დონის დასაწევად. შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმში არ წარმოიქმნება საკმარისი ინსულინი, რის შედეგადაც სისხლში გლუკოზის დონე იმატებს. მკურნალობა აქტრაპიდი HM პენფილით ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტის გართულებების პრევენციას. აქტრაპიდი HM პენფილის ჰიპოგლიკემიური მოქმედება იწყება ინექციიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ და მისი ეფექტი გრძელდება დაახლოებით 8 საათის განმავლობაში. აქტრაპიდი HM პენფილი ხშირად გამოიყენება საშუალო ხანგრძლივობის ან ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის პროდუქტებთან კომბინაციაში.
რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა აქტრაპიდი HM პენფილის გამოყენებამდე?
აქტრაპიდი HM პენფილის გამოყენებისას:
უნდა შემოწმდეს ეტიკეტი, რათა პაციენტი დარწმუნდეს, რომ იყენებს ინსულინის სწორ ფორმას.
ყოველთვის უნდა შემოწმდეს კარტრიჯი, და განსაკუთრებით რეზინის დგუშის მხარე, რომელიც მდებარეობს კარტრიჯის ქვედა ნაწილში. დაუშვებელია კარტრიჯის გამოყენება მისი დაზიანების შემთხვევაში ან თუ კარტრიჯის ქვედა ნაწილში მოთავსებული რეზინის დგუშის ხილული ნაწილი სცილდება თეთრ ნიშნულს. ეს იწვევს ინსულინის გამოჟონვას. კარტრიჯის დაზიანებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, იგი უნდა დაუბრუნდეს მომწოდებელს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა საინექციო სისტემის (საინექციო კალამი, რომლის მეშვეობითაც გამოიყენება კარტრიჯი) გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვა.
კონტამინაციის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ყოველი ინექციის დროს ახალი ნემსის გამოყენება.
დაუშვებელია ნემსების და აქტრაპიდი HM პენფილის სხვისთვის გაზიარება.
აქტრაპიდი HM პენფილი განკუთვნილია მხოლოდ მრავალჯერადი კალმის მეშვეობით კანქვეშ შეყვანისთვის. თუ პაციენტს სურს ინსულინის სხვა გზით შეყვანა, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს.
აქტრაპიდი HM პენფილი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვეებში:
თუ:
პაციენტს აქვს ალერგია ადამიანის ინსულინის ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. დამხმარე ნივთიერებები).
პაციენტს მიაჩნია, რომ პრეპარატი გამოიწვევს სისხლში გლუკოზის დონის მკვეთრ დაქვეითებას (ჰიპოგლიკემია). დამატებითი ინფორმაცია ჰიპოგლიკემიის შესახებ მოცემულია მე-4 თავში: შესაძლო გვერდითი მოვლენები.
კარტრიჯი ან კარტრიჯის შემცველი მოწყობილობა ძირს დავარდა, დაზიანდა ან დაიმტვრა.
შენახულია არასწორად ან გაყინულია. იხ. ნაწილი 5 “აქტრაპიდი HM პენფილის შენახვის წესი”.
არ არის გამჭვრივალე, უფერო ან წყლისებრი შესახებადობის.
აქტრაპიდი HM პენფილი არ გამოიყენება ინსულინის საინფუზიო ტუმბოში.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება პაციენტს, დაუშვებელია აქტრაპიდი HM პენფილის გამოყენება. კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
აქტრაპიდი HM პენფილი სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
ინსულინისადმი მოთხოვნილებაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა მდგომარეობა და აქტივობა, კერძოდ:
თირკმლის, ღვიძლის, თირკმელზედა ჯირკვლის, ჰიპოფიზის ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.
ჩვეულებრივზე მეტი ფიზიკური აქტივობა ან რეგულარული დიეტის ცვლილება. აღნიშნულმა შეიძლება შეცვალოს სისხლში გლუკოზის დონე.
ავადმყოფობის დროს ინსულინის მიღება უნდა გაგრძელდეს და კონსულტაციისთვის მიემართოს მკურნალ ექიმს.
საზღვარგარეთ მოგზაურობისას სასაათო სარტყელებს შორის სხვაობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ინსულინისადმი მოთხოვნილებაზე და ინექციის დროებზე.
ჰიპოკალემია (სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობა): ინსულინის შემცველ ყველა პროდუქტს, მათ შორის ადამიანის ინსულინს (rDNA), შეუძლია ჰიპოკალემიის გამოწვევა. არანამკურნალები ჰიპოკალემიამ შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი სისტემის დამბლა, გულის რიტმის დარღვევები და სიკვდილი. თუ პაციენტს უტარდება მკურნალობა ჰიპოკალემიის გამომწვევი პრეპარატებით (კალიუმის დამწევი საშუალებები ან სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაციისადმი მგრძნობიარე პრეპარატები), საჭიროა კალიუმის კონცენტრაციის მონიტორინგი.
ბიოტექნოლოგიური პროდუქტების მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებული პრეპარატის სავაჭრო დასახელება და სერიული ნომერი უნდა ჩაიწეროს პაციენტის სამედიცინო ბარათში.
საჭიროა ექიმის კონსულტაცია, თუ ზემოთ აღნიშნული გაფრთხილებები შეესაბამება ან წარსულში შეესაბამებოდა პაციენტს.
კანის ცვლილებები ინექციის ადგილზე
საჭიროა ინექციის ადგილების შეცვლა კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში ისეთი ცვლილებების პრევენციის მიზნით, როგორიცაა კანის გასქელება, კანის შეჭმუხნა, კანქვეშა კვანძების წარმოქმნა. ინსულინის მოქმედების ეფექტურობა მცირდება მისი მოხვედრისას კანქვეშა კვანძში ან შეჭმუხნულ ან გასქელებულ მიდამოში (იხ. ნაწილი 3). ინექციის ადგილებზე ცვლილებების აღმოჩენის შემთხვევაში, პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს. განსხვავებულ მიდამოებში ინექციის დაწყებამდე ექიმს უნდა ეცნობოს, რომ მანამდე ინექცია ხორციელდებოდა დაზიანებულ არეებში. ექიმმა შესაძლოა პაციენტს მოსთხოვოს სისხლში გლუკოზის უფრო ხშირი მონიტორინგი და შეცვალოს ინსულინის ან სხვა ანტიდიაბეტური პრეპარატების დოზა.
აქტრაპიდი HM პენფილის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ეფექტი მიიღწევა ინექციიდან ნახევარი საათის განმავლობაში. ნახშირწყლების შემცველი წახემსების ან საკვების მიღება უნდა მოხდეს აქტრაპიდი HM პენფილის ინექციიდან 30 წუთის განმავლობაში. ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, ინსულინზე მოთხოვნილება შეიძლება შეიცვალოს, რადგან სისხლში გლუკოზის შემცველობა მოიმატებს ან დაქვეითდება. რეკომენდებულია ფრთხილი მოიტორინგი.
ფეხმძიმობა
აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
პაციენტმა, რომელიც არის ან შესაძლოა იყოს ფეხმძიმედ ან გეგმავს ფეხმძიმობას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
აქტრაპიდი HM პენფილის გამოყენება ფეხმძიმობის დროს დასაშვებია. შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის დოზის ცვლილება ფეხმძიმობის დროს და მშობიარობის შემდეგ. ნაყოფის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია დედის დიაბეტის ფრთხილი მართვა, განსაკუთრებით კი ჰიპოგლიკემიის პრევენცია.
მკურნალობის დროს დაორსულების შემთხვევაში, პაციენტმა კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვების დროს აქტრაპიდი HM პენფილის გამოყენება არ არის შეზღუდული.
მიღების წესი და დოზირება
მითითებები სწორი გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:
ინსულინის გამოყენება და მისი დოზის კორექცია ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. დაურწმუნებლობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
სისხლში გლუკოზის დონის მნიშვნელოვანი დაქვეითების თავიდან ასაცილებლად, ნახშირწყლების შემცველი საკვებით წახემსება ან კვება საჭიროა ინექციიდან 30 წუთის განმავლობაში.
დაუშვებელია ინსულინის დოზის შეცვლა ექიმის დანიშნულების გარეშე. ინსულინის რომელიმე ფორმის ან ბრენდის შეცვლისას შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია ექიმის მიერ.
მიღების წესი და მეთოდი:
აქტრაპიდი HM პენფილი განკუთვნილი კანქვეშ შესაყვანად (სუბკუტანურად). დაუშვებელია უშუალოდ ვენაში (ინტრავენური) შეყვანა ან კუნთში (ინტრამუსკულარული) ინექცია. აქტრაპიდი HM პენფილი განკუთვნილია მხოლოდ კანქვეშა ინექციისთვის, რაც ხორციელდება სპეციალური მრავალჯერადი კალმის მეშვეობით. თუ პაციენტს ინსულინის ალტერნატიული გზით გამოყენება სურს, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ინექციის ადგილი უნდა შეიცვალოს ყოველი ინექციის დროს, განსაკუთრებით კანის ერთსა და იმავე ზონის შემთხვევაში. ეს ამცირებს შეშუპების ან კანის გაღიზიანების (იხ. ნაწილი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები) რისკს. ინექციისთვიის საუკეთესო ადგილებია: მუცლის წინა მხარე, დუნდულები, ბარძაყი ან მხრის წინა ნაწილი. თუ ინექცია მოხდება მუცელთან ახლოს, ინსულინი იმოქმედებს უფრო სწრაფად. საჭიროა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის რეგულარულად გაზომვა.
არ შეიძლება კარტრიჯის შევსება. პაციენტმა კარტრიჯი უნდა გადააგდოს დაცლის შემდეგ;
აქტრაპიდი HM პენფილის კარტრიჯები შექმნილია Novo Nordisk ინსულინის საინექციო სისტემებთან და NovoFine ან NovoTwist ნემსის წვერებთან გამოსაყენებლად.
თუ პაციენტი იყენებს აქტრაპიდი HM პენფილს და სხვა ინსულინის პენფილის კარტრიჯს, ინსულინის ყოველი ტიპისთვის საჭიროა ინდივიდუალური საინექციო სისტემის გამოყენება.
პაციენტმა ყოველთვის თან უნდა იქონიოს პენფილის სათადარიგო კარტრიჯი იმ შემთხვევისთვის, თუ კარტრიჯი, რომელსაც პაციენტი იყენებს დაიკარგება ან დაზიანდება.
აქტრაპიდი HM პენფილის ინექცია:
ინსულინის ინექცია ხდება კანქვეშ; საჭიროა ინექციის იმ ტექნიკის გამოყენება, რომელიც რეკომენდებულია მკურნალი ექიმის ან ექთნის მიერ და ახსნილია საინექციო სისტემის (საინექციო კალამი) გამოყენების ინსტრუქციაში.
კალმის ნემსის წვერი კანქვეშ უნდა დარჩეს არანაკლებ 6 წამის განმავლობაში. საჭიროა ღილაკზე დაჭერა მანამ, სანამ პაციენტი ნემსის წვერს არ ამოიღებს კანიდან. ეს უზრუნველყოფს სწორ დოზირებას, ახდენს ნემსში ან ინსულინის რეზერვუარში სისხლის ნაკადის შედინების პრევენციას.
საჭიროა ნემსის მოხსნა ყოველი ინექციის შემდეგ. აქტრაპიდი HM პენფილის შენახვა უნდა მოხდეს წვეროზე ნემსის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია სითხის გამოჟონვა, რაც გამოიწვევს არასწორ დოზირებას.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება პედიატრიულ პოპულაციაში:
აქტრაპიდი HM პენფილის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებსა და მოზარდებში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
65 წელზე უფროსი ასაკის პირებმა უფრო რეგულარულად უნდა შეამოწმონ სისხლში გლუკოზის დონე და ექიმთან განიხილონ ინსულინის დოზის ცვლილების საკითხი.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პირებმა უფრო რეგულარულად უნდა შეამოწმონ სისხლში გლუკოზის დონე და ექიმთან განიხილონ ინსულინის დოზის ცვლილების საკითხი.
თუ პაციენტი თვლის, რომ აქტრაპიდი HM პენფილის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აქტრაპიდი HM პენფილის დასაშვებზე მეტი დოზის გამოყენებისას
ინსულინის ჭარბი რაოდენობით გამოყენებისას სისხლში გლუკოზის რაოდენობა შეიძლება მნიშვნელოვნად დაქვეითდეს, ანუ განვითარდეს ე.წ. ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა (იხ. ნაწილი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები).
აქტრაპიდი HM პენფილის დასაშვებზე მეტი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
აქტრაპიდი HM პენფილის დოზის გამოტოვება
ინსულინის დოზის გამოტოვების შემთხვევაში სისხლში გლუკოზის კონცენტრაციამ შეიძლება მნიშვნელოვნად მოიმატოს და განვითარდეს მდოგმარეობა, რომელსაც ეწოდება ჰიპერგლიკემია (იხ. ნაწილი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები).
დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
აქტრაპიდი HM პენფილით მკურნალობის შეწყვეტის ეფექტები
დაუშვებელია ინსულინით მკურნალობის შეწყვეტა ექიმის კონსულტაციის გარეშე. ექიმი პაციენტს მისცემს შესაბამის რეკომენდაციებს. ინსულინით მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია (სისხლში გლუკოზის მაღალი კონცენტრაცია) და კეტოაციდოზი (სისხლში მჟავის დაგროვება, რაც გამოწვეულია ორგანიზმის მიერ ცხიმის დაშლით გლუკოზის ნაცვლად) (იხ. ნაწილი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები).
აღნიშნული პროდუქტის შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
სიფრთხილის ზომები
თირკმლების /ღვიძლის უკმარისობა:
თუ, თირკმლების ანდა ღვიძლის უკმარისობა გაქვთ, სისხლში შაქრის დონე უფრო რეგულარულად უნდა გაკონტროლოთ და შესაბამისად დოზის ცვლილება ექიმს უნდა შეუთანხმოთ.
თუ ფიქრობთ, რომ აქტრაპიდიR HM პენფილისR- ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
თუ, აქტრაპიდიR HM პენფილისR- საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:
თუ, ინსულინის დოზის ჭარბ რაოდენობას გამოიყენებთ, სისხლში შაქრის დონე ძალიან დაეცემა, ამ მდგომარეობას ჰიპოგლიკემიას უწოდებენ (იხილეთ ნაწილი-4- შესაძლო გვერდითი ეფექტები).
თუ, აქტრაპიდიR HM პენფილისR- ჭარბი დოზა გამოიყენეთ, ექიმს ანდა ფარმცევტს გაესაუბრეთ.
თუ, აქტრაპიდიR HM პენფილისR- მიღება დაგავიწყდებათ:
თუ, ინსულინის გამოყენება დაგავიწყდებათ, სისხლში შაქრის დონე შეიძლება ძალიან მოიმატოს. ამ მდგომარეობას ჰიპერგლიკემიას უწოდებენ. (იხილეთ ნაწილი-4 -შესაძლო გვერდითი ეფექტები)
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
აქტრაპიდიR HM პენფილითR- მკურნალობის დასრულების შემთხვევაში შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ექიმთან კონსულტაციის გარეშე ინსულინის გამოყენება არ შეწყვიტოთ. ექიმი აგიხსნით, თუ ამ მდგომარეობაში როგორ უნდა მოიქცეთ. ასეთ მდგომარეობაში სერიოზული ჰიპერგლიკემია (სისხლში ძალიან მაღალი შაქრის დონე) შეიძლება განვითარდეს, რაც კეტოაციდოზის (სხეულის მიერ შაქრის ნაცვლად ცხიმების დაშლის შედეგად სისხლში მჟავის დაგროვება) განვითარებას განაპირობებს.
თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკაშირებით უფრო მეტი კითხვა გაგიჩნდებათ, თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ანდა ექთანს გაესაუბრეთ.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამალში, აქტრაპიდიR HM პენფილშიR- არსებული ნივთიერების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს უნდა ეცნობოს ყველა იმ სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს ან ახლო წარსულში იღებდა. ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს სისხლში გლუკოზის შემცველობაზე, რაც, თავის მხრივ, შეიძლება საჭიროებდეს ინსულინის დოზის კორექციას.
ქვემოთ მოცემულია ყველაზე ხშირად გამოყენებული იმ სამკურნალო საშუალებების სია, რომლებიც გავლენას ახდენენ ინსულინოთერაპიაზე.
სისხლში გლუკოზის შემცველობის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია) მოსალოდნელია შემდეგი პრეპარატების მიღებისას:
დიაბეტის სამკურნალო სხვა საშუალებები;
მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაოი) (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);
ბეტა-ბლოკერები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ);
ანგიოტენზის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები (გამოიყენება გულის ცალკეული პრობლემების ან არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ);
სალიცილატები (გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად და სიცხის დასაწევად);
ანაბოლური სტეროიდები (როგორიცაა ტესტოსტერონი);
სულფონამიდები (გამოიყენება ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ).
სისხლში გლუკოზის შემცველობის მომატება (ჰიპერგლიკემია) მოსალოდნელია შემდეგი პრეპარატების მიღებისას:
ორალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინააღდმეგო საშუალებები);
თიაზიდები (გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის ან სითხის შეკავების სამკურნალოდ);
გლუკოკორტიკოიდები (როგორიცაა “კორტიზონი”, გამოიყენება ანთებითი პროცესების სამკურნალოდ);
თიროიდული ჰორმონები (გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების სამკურნალოდ);
სიმპათომიმეტური საშუალებები (ასთმის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ეპინეფრინი [ადრენალინი], სალბუტამოლი ან ტერბუტალინი);
ზრდის ჰორმონი (გამოიყენება ჩონჩხის ზრდის სტიმულაციისა და სომატური ზრდისთვის, ახასიათებს გამოხატული მოქმედება ორგანიზმის მეტაბოლურ პროცესებზე);
დანაზოლი (პრეპარატი, რომელიც გავლენას ახდენს ოვულაციაზე).
ოქტრეოტიდი და ლანრეოტიდი (გამოიყენება საშუალო ასაკის მოზრდილებში ჰიპოფიზის მიერ ზრდის ჰორმონის ჭარბი წარმოქმნით გამოწვეული იშვიათი ჰორმონული პათოლოგიის, აკრომეგალიის სამკურნალოდ) შესაძლოა იწვევდნენ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის როგორც მატებას, ისე დაქვეითებას.
ბეტა-ბლოკერებით (გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ) მკურნალობის ფონზე ჰიპოგლიკემიის ადრეული გამაფრთხილებელი ნიშნები შესაძლოა სუსტად იყოს გამოხატული ან სრულად გაქრეს.
პიოგლიტაზონი (შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის სამკურნალო ტაბლეტები)
ხანგრძლივი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის და ანამნეზში გულის დაავადების ან გადატანილი ინსულტის მქონე ზოგიერთ პაციენტს პიოგლიტაზონითა და ინსულინით კომბინირებული მკურნალობისას განუვითარდა გულის უკმარისობა. დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს ისეთი სიმპტომების გაჩენისას, როგორიცაა უჩვეულო ქოშინი, წონის სწრაფი მატება ან ლოკალიზებული შეშუპება.
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია რეცეპტით გასაცემი ან არასარეცეპტო ყველა სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელთაც პაციენტი ამჟამად იღებს ან ახლო წარსულში იღებდა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ორსულად ხართ, ეჭვი გაქვთ, რომ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგმავთ, ამ წამლის გამოყენებამდე ექიმის კონსულტაცია მიიღეთ.
აქტრაპიდიR HM პენფილისR- გამოყენება ორსულობის პერიოდში შეიძლება. ორსულობის პერიოდში და მშობიარობის შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს ისულინის დოზის ცვლილება. ბავშვის ჯანმრთელობისთვის დიაბეტი ფრთხილად უნდა მართოთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიპოგლიკემიის თავიდან აცილება.
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება-ლაქტაცია
წამლის გამოყენებამდე გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვების პერიოდში აქტრაპიდიR HM პენფილითR- მკურნალობის მხრივ რაიმე სახის შეზღუდვა არ არსებობს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
- თუ პაციენტს ხშირად უვითარდება ჰიპოგლიკემია (სისხლში გლუკოზის დაბალი კონცენტრაცია),
- თუ პაციენტს უჭირს ჰიპოგლიკემიის (სისხლში გლუკოზის დაბალი კონცენტრაცია) ამოცნობა, ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ექიმის კონსულტაცია. პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საკუთარ თავს ან სხვებს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქტრაპიდი HM პენფილის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
აღნიშნული სამკურნალო საშუალების 1 დოზა შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ანუ პრაქტიკულად ,,არ შეიცავს ნატრიუმს”.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, აქტრაპიდი HM პენფილის ინგრედიენტებისადმი ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში მოსალოდნელია გვერდითი ეფექეტბის განვითარება.
გვერდითი მოვლენები სიხშირის მიხედვით ნაწილდება შემდეგ კატეგორიებში:
ძალიან ხშირი: აღენიშნება 10-დან სულ მცირე 1 პაციენტს.
ხშირი: აღენიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტს.
არახშირი: აღენიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტს.
იშვიათი: აღენიშნება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს.
ძალიან იშვიათი: აღენიშნება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს.
უცნობი სიხშირე: არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია.
აქტრაპიდი HM პენფილის ან მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ სერიოზული ალერგიული რეაქციები (ცნობილია, როგორც სისტემური ალერგიული რეაქციები) ძალიან იშვიათია, თუმცა შეიძლება სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს.
ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოვლენის განვითარების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს აქტრაპიდი HM პენფილის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს.
სერიოზულია ალერგიული რეაქციები:
თუ ვლინდება სხეულზე ალერგიული რეაქციების გავრცელების ნიშნები,
თუ პაციენტი უეცრად შეუძლოდ იგრძნობს თავს, ეწყება ოფლიანობა, ღებინება, სუნთქვის გაძნელება, გულისცემის აჩქარება, თავბრუსხვევა, სახის ან ყელის შეშუპება.
ყველა ზემოთ აღწერილი მოვლენა წარმოადგენს სერიოზულ გვერდით მოვლენას. შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. სერიოზული გვერდითი მოვლენები ვითარდება ძალიან იშვიათად.
კანის ცვლილებები ინექციის ადგილზე:
ინსულინის ერთსა და იმავე ადგილზე ინექციის დროს მოსალოდნელია ცხიმოვანი ქსოვილის განლევა (ლიპოატროფია) ან გასქელება (ლიპოჰიპერტროფია) (ვლინდება 100-დან 1 პაციენტში). ამილოიდის ჩალაგების შედეგად შეიძლება კანქვეშ კვანძები წარმოიქმნას (კანქვეშა ამილოიდოზი; განვითარების სიხშირე უცნობია). ინსულინი სათანადოდ ვერ იმოქმედებს კვანძოვან, განლეულ ან გასქელებულ არეებში შეყვანის შემთხვევაში. კანის ზემოთ აღწერილი ცვლილებების პრევენციის მიზნით, პრეპარატის შეყვანის ადგილი უნდა შეიცვალოს ყოველი ინექციის დროს.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები:
სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია):
ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს შემდეს შემთხვევებში:
ინსულინის ჭარბი რაოდენობის მიღება;
მცირე რაოდენობით საკვების მიღება ან კვების გამოტოვება;
ჩვეულებრივზე მეტი ფიზიკური აქტივობა;
ალკოჰოლის მიღება (იხ. “აქტრაპიდი HM პენფილის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად”).
სისხლში გლუკოზის დაბალი კონცენტრაციის სიმპტომები: ცივი ოფლი, ცივი ფერმკრთალი კანი, თავის ტკივილი, გულისცემის აჩქარება, გულისრევა, ძლიერი შიმშილის შეგრძნება, მხედველობის დროებითი ცვლილებები, თავბრუსხვევა, უჩვეულო დაღლილობის შეგრძნება ან სისუსტე, ნევროზულობა ან ტრემორი, შფოთვა, დაბნეულობა, კონცენტრირების გაძნელება.
მძიმე ხარისხის ჰიპოგლიკემიამ (სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის დაქვეითება) შეიძლება გონების დაკარგვა გამოიწვიოს. გახანგრძLივებულმა, არანამკურნალებმა მძიმე ხარისხის ჰიპოგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის დაზიანება (დროებითი ან მუდმივი) და სიკვდილიც კი. უგონო მდგომარეობიდან სწრაფად გამოსვლა შესაძლებელია ჰორმონ გლუკაგონის ინექციით. გლუკაგონის ინექციასთან ერთად გონზე მოსვლისთანავე პაციენტმა უნდა მიიღოს გლუკოზა ან შაქრის შემცველი საკვები. პაციენტი, რომელიც არ რეაგირებს გლუკაგონის ინექციაზე, საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
რა უნდა გაკეთდეს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის შემცირების დროს:
თუ გრძნობთ, რომ სისხლში გლუკოზის რაოდენობა დაქვეითდა, მიიღეთ გლუკოზის ტაბლეტები ან შაქრის დიდი რაოდენობით შემცველი სხვა საკვები (მაგ. ტკბილეული, ორცხობილა, წვენი). თუ შესაძლებელია, გაიზომეთ სისხლში გლუკოზა და დაისვენეთ. სასურველია, პაციენტმა მუდმივად თან იქონიოს გლუკოზის ტაბლეტები, შაქრის შემცველი საკვები.
ინსულინის მიღება გრძელდება ჩვეულებისამებრ, ჰიპოგლიკემიის სიმპტომების მოხსნის ან სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის სტაბილიზების შემდეგ.
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები, რომელსაც თან ახლავს გონების დაკარგვა, საჭიროებს გლუკაგონის ინექციას ან სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია მნიშნველოვნად დაბალია. შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის დოზის ან მიღების დროების, კვების რეჟიმის და ფიზიკური აქტივობის სტატუსის კორეგირება.
გარშემომყოფებს მიაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაქვთ დიაბეტი და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჰიპოგლიკემიას, სინკოპეს (ცნობიერების დაკარგვის) განვითარების ჩათვლით. აუხსენით ამ ადამიანებს, რომ გონების დაკარგვის (ცნობიერების დაკარგვის) შემთხვევაში, უნდა დაგაწვინონ გვერდზე და დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ უგონო მდგომარეობაში მყოფს არ მოგცენ საკვები და სასმელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია დახრჩობა მათი სასუნთქ გზებში გადაცდენის გამო.
იშვიათი გვერდითი მოვლენები
ალერგიის სიმპტომები: ადგილობრივი ალერგიული რეაქციები ინექციის ადგილზე (ტკივილი, სიწითლე, ჭინჭრის ციება, ანთება, სისხლჩაქცევები, შეშუპება და ქავილი). ისინი, ჩვეულებრივ, ქრება ინსულინოთერაპიის გაგრძელებისას რამდენიმე კვირაში. თუ ისინი არ ქრება ან ვრცელდება სხეულზე, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. ასევე იხ. ზემოთ “ძლიერი ალერგიული რეაქციები”.
მხედველობის დარღვევები: ინსულინოთერაპიის დაწყებისას, მოსალოდნელია მხედველობასთან დაკავშირებული დარღვევები, თუმცა, როგორც წესი, ეს რეაქცია დროებითია.
სახსრების შეშუპება: ინსულინოთერაპიის დაწყებისას, სითხის შეკავებამ შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება მასჯის მიდამოში ან სხვა სახსრებში. ეს შეიძლება აღმოიფხვრას ძალიან მალე. თუ სიმპტომები არ უმჯობესდება, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
მტკივნეული ნეიროპათია (ტკივილი ნერვის დაზიანების გამო): სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ძალიან სწრაფად გაუმჯობესებისას მოსალოდნელია ნერვის დაზიანებასთან ასოცირებული ტკივილის აღმოცენება. აღნიშნულ მდგომარეობას ეწოდება მწვავე მტკივნეული ნეიროპათია და ის, როგორც წესი, დროებითია.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:
დიაბეტური რეტინოპათია (დიაბეტთან დაკავშირებული თვალის დაავადება, რომელიც იწვევს მხედველობის დაკარგვას): თუ პაციენტს აქვს დიაბეტური რეტინოპათა და სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია ნორმალიზდება ძალიან სწრაფად, რეტინოპათია შეიძლება გაუარესდეს. საჭიროა აღნიშნული საკითხის განხილვა ექიმთან.
დიაბეტის შედეგები:
სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მატება (ჰიპერგლიკემია):
ჰიპერგლიკემია შეიძლება განვითარდეს შემდეგ შემთხვევებში:
არასაკმარისი რაოდენობით ინსულინის მიღება;
ინსულინის დოზის გამოტოვება ან მისი მიღების შეწყვეტა;
ინსულინის არასაკმარისი დოზის განმეორებითი მიღება;
ინფექცია და/ან ცხელება;
ჩვეულებრივზე მეტი საკვების მიღება;
ჩვეულებრივზე ნაკლები ფიზიკური აქტივობა.
ჰიპერგლიკემიის გამაფრთხილებელი ნიშნები:
სიმპტომები ვლინდება ეტაპობრივად. ეს სიმპტომებია: გახშირებული შარდვა, წყურვილის შეგრძნება, მადის დაკარგვა, გულისრევა ან ღებინება, ძილიანობა ან დაღლილობის შეგრძნება, წითელი მშრალი კანი, პირის სიმშრალე და ხილის სუნი (აცეტონი) სუნთქვისას.
რა უნდა გაკეთდეს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატების დროს:
ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომის განვითარებისას, პაციენტმა უნდა გაიზომოს სისხლში გლუკოზის დონე და, თუ ეს შესაძლებელია, შარდში კეტონების რაოდენობა, და დახმარებისთვის მიმართოს ექიმს.
ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს ძალიან სერიოზული მდგომარეობის, დიაბეტური კეტოაციდოზის (სისხლში მჟავების დაგროვება, რაც გამოწვეულია ორგანიზმის მიერ ცხიმების მეტაბილიზმით, გლუკოზის ნაცვლად) არსებობაზე. მკურნალობის გარეშე აღნიშნული მდგომარეობა იწვევს დიაბეტურ კომას და სიკვდილსაც კი.
ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოხსენება გვერდითი მოვლენების შესახებ:
ზემოთ აღნიშნულთაგან ნებისმიერი გვერდითი მოვლენის ან ისეთი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთან, საჭიროა გვერდითი მოვლენების დაფიქსირება საიტზე HYPERLINK "http://www.titck.gov.tr" www.titck.gov.tr - “პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების” ნაწილში ან დარეკვა გვერდითი მოვლენების შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08, ან ეცნობოს თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM). გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელს უწყობს პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის განახლებას.
აქტრაპიდი HM პენფილის შენახვის წესები.
აქტრაპიდი HM პენფილი ინახება თავისივე შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად.
აღნიშნული პრეპარატი არ გამოიყენება კოლოფსა და კარტრიჯის ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს.
გაუხსნელი შეფუთვა: ინახება მაცივარში 2-8°C დაბალ ტემპერატურაზე, საყინულის სათავსოსგან მოშორებით. დაუშვებელია გაყინვა.
გამოყენების დროს ან სათადარიგო კარტრიჯის ტარებისას:
არ ინახება მაცივარში ან საყინულეში. შესაძლებელია მისი შენახვა ოთახის ტემპერატურაზე (30°C-მდე ტემპერატურის პირობებში) 6 კვირის განმავლობაში.
გამოუყენებელი კარტრიჯი სინათლისგან დაცვის მიზნით ინახება თავისივე შეფუთვაში.
ნემსი უნდა გამოიცვალოს ყოველი ინექციის შემდეგ.
დაუშვებელია ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
Novo Nordisk Sağlık Ürünleri Tic. Ltd. Şti.
Nispetiye Cad. Akmerkez E3 Block Floor:7
34335 Etiler - Istanbul Turkey
ნოვო ნორდისკ საღლიკ ურუნლერი ტიჯ. ლტდ. სტი.
ნისფეტიე კად. აქმერქეზ ე3 ბლოკი, მე-7 სართული
34334 ეტილერი - სტამბოლი, თურქეთი
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
აქტრაპიდი HM პენფილი 100 სე/მლ საინექციო ხსნარის შემცველი კარტრიჯი
სტერილური
კანქვეშ შესაყვანად.
აქტიური ნივთიერება(ები): ადამიანის ინსულინი (rDNA; წარმოებულია რეკომბინანტული ბიოტექნოლოგიით).
1 მლ შეიცავს 100 სე ადამიანის ინსულინს. ერთი კარტრიჯი შეიცავს 3 მლ საინექციო ხსნარის, რომელიც 300 სე ადამიანის ინსულინის ექვივალენტურია.
დამხმარე ნივთიერებები: თუთიის ქლორიდი, გლიცერინი, მეტაკრეზოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა და საინექციო წყალი.
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას პაციენტისთვის.
საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა საჭირო გახდეს მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. დაუშვებელია მისი მიცემა სხვა პირისთვის.
აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის პერიოდში ექიმთან ან საავადმყოფოში მიმართვისას, უნდა ეცნობოს ექიმს პრეპარატის მიღების შესახებ.
საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული მითითებების ზუსტი დაცვა. დაუშვებელია პრეპარატის რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზის მიღება.
გამოყენების ინსტრუქციაში მოცემულია:
რა არის აქტრაპიდი HM პენფილი და რისთვის გამოიყენება იგი?
რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა აქტრაპიდი HM პენფილის გამოყენებამდე?
როგორ გამოიყენება აქტრაპიდი HM პენფილი?
შესაძლო გვერდითი მოვლენები.
აქტრაპიდი HM პენფილის შენახვის წესები.
სათაურები მოცემულია ტექსტში.
რა არის აქტრაპიდი HM პენფილი და რისთვის გამოიყენება იგი?
აქტრაპიდი HM პენფილი წარმოდგენილია კარტრიჯში მოთავსებული საინექციო ხსნარის სახით. კოლოფში მოთავსებულია 5 კარტრიჯი. თითოეული კარტრიჯი შეიცავს 3 მლ ხსნარს. საინექციო ხსნარი არის გამჭვირვალე და უფერო სითხე.
აქტრაპიდი HM პენფილი არის სწრაფად მოქმედი ადამიანის ინსულინი.
აქტრაპიდი HM პენფილი ნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებში სისხლში გლუკოზის დონის დასაწევად. შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმში არ წარმოიქმნება საკმარისი ინსულინი, რის შედეგადაც სისხლში გლუკოზის დონე იმატებს. მკურნალობა აქტრაპიდი HM პენფილით ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტის გართულებების პრევენციას. აქტრაპიდი HM პენფილის ჰიპოგლიკემიური მოქმედება იწყება ინექციიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ და მისი ეფექტი გრძელდება დაახლოებით 8 საათის განმავლობაში. აქტრაპიდი HM პენფილი ხშირად გამოიყენება საშუალო ხანგრძლივობის ან ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის პროდუქტებთან კომბინაციაში.
რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა აქტრაპიდი HM პენფილის გამოყენებამდე?
აქტრაპიდი HM პენფილის გამოყენებისას:
უნდა შემოწმდეს ეტიკეტი, რათა პაციენტი დარწმუნდეს, რომ იყენებს ინსულინის სწორ ფორმას.
ყოველთვის უნდა შემოწმდეს კარტრიჯი, და განსაკუთრებით რეზინის დგუშის მხარე, რომელიც მდებარეობს კარტრიჯის ქვედა ნაწილში. დაუშვებელია კარტრიჯის გამოყენება მისი დაზიანების შემთხვევაში ან თუ კარტრიჯის ქვედა ნაწილში მოთავსებული რეზინის დგუშის ხილული ნაწილი სცილდება თეთრ ნიშნულს. ეს იწვევს ინსულინის გამოჟონვას. კარტრიჯის დაზიანებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, იგი უნდა დაუბრუნდეს მომწოდებელს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა საინექციო სისტემის (საინექციო კალამი, რომლის მეშვეობითაც გამოიყენება კარტრიჯი) გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვა.
კონტამინაციის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ყოველი ინექციის დროს ახალი ნემსის გამოყენება.
დაუშვებელია ნემსების და აქტრაპიდი HM პენფილის სხვისთვის გაზიარება.
აქტრაპიდი HM პენფილი განკუთვნილია მხოლოდ მრავალჯერადი კალმის მეშვეობით კანქვეშ შეყვანისთვის. თუ პაციენტს სურს ინსულინის სხვა გზით შეყვანა, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს.
აქტრაპიდი HM პენფილი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვეებში:
თუ:
პაციენტს აქვს ალერგია ადამიანის ინსულინის ან პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. დამხმარე ნივთიერებები).
პაციენტს მიაჩნია, რომ პრეპარატი გამოიწვევს სისხლში გლუკოზის დონის მკვეთრ დაქვეითებას (ჰიპოგლიკემია). დამატებითი ინფორმაცია ჰიპოგლიკემიის შესახებ მოცემულია მე-4 თავში: შესაძლო გვერდითი მოვლენები.
კარტრიჯი ან კარტრიჯის შემცველი მოწყობილობა ძირს დავარდა, დაზიანდა ან დაიმტვრა.
შენახულია არასწორად ან გაყინულია. იხ. ნაწილი 5 “აქტრაპიდი HM პენფილის შენახვის წესი”.
არ არის გამჭვრივალე, უფერო ან წყლისებრი შესახებადობის.
აქტრაპიდი HM პენფილი არ გამოიყენება ინსულინის საინფუზიო ტუმბოში.
თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ეხება პაციენტს, დაუშვებელია აქტრაპიდი HM პენფილის გამოყენება. კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, ექთანს ან ფარმაცევტს.
აქტრაპიდი HM პენფილი სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
ინსულინისადმი მოთხოვნილებაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა მდგომარეობა და აქტივობა, კერძოდ:
თირკმლის, ღვიძლის, თირკმელზედა ჯირკვლის, ჰიპოფიზის ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.
ჩვეულებრივზე მეტი ფიზიკური აქტივობა ან რეგულარული დიეტის ცვლილება. აღნიშნულმა შეიძლება შეცვალოს სისხლში გლუკოზის დონე.
ავადმყოფობის დროს ინსულინის მიღება უნდა გაგრძელდეს და კონსულტაციისთვის მიემართოს მკურნალ ექიმს.
საზღვარგარეთ მოგზაურობისას სასაათო სარტყელებს შორის სხვაობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ინსულინისადმი მოთხოვნილებაზე და ინექციის დროებზე.
ჰიპოკალემია (სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობა): ინსულინის შემცველ ყველა პროდუქტს, მათ შორის ადამიანის ინსულინს (rDNA), შეუძლია ჰიპოკალემიის გამოწვევა. არანამკურნალები ჰიპოკალემიამ შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი სისტემის დამბლა, გულის რიტმის დარღვევები და სიკვდილი. თუ პაციენტს უტარდება მკურნალობა ჰიპოკალემიის გამომწვევი პრეპარატებით (კალიუმის დამწევი საშუალებები ან სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაციისადმი მგრძნობიარე პრეპარატები), საჭიროა კალიუმის კონცენტრაციის მონიტორინგი.
ბიოტექნოლოგიური პროდუქტების მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებული პრეპარატის სავაჭრო დასახელება და სერიული ნომერი უნდა ჩაიწეროს პაციენტის სამედიცინო ბარათში.
საჭიროა ექიმის კონსულტაცია, თუ ზემოთ აღნიშნული გაფრთხილებები შეესაბამება ან წარსულში შეესაბამებოდა პაციენტს.
კანის ცვლილებები ინექციის ადგილზე
საჭიროა ინექციის ადგილების შეცვლა კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში ისეთი ცვლილებების პრევენციის მიზნით, როგორიცაა კანის გასქელება, კანის შეჭმუხნა, კანქვეშა კვანძების წარმოქმნა. ინსულინის მოქმედების ეფექტურობა მცირდება მისი მოხვედრისას კანქვეშა კვანძში ან შეჭმუხნულ ან გასქელებულ მიდამოში (იხ. ნაწილი 3). ინექციის ადგილებზე ცვლილებების აღმოჩენის შემთხვევაში, პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს. განსხვავებულ მიდამოებში ინექციის დაწყებამდე ექიმს უნდა ეცნობოს, რომ მანამდე ინექცია ხორციელდებოდა დაზიანებულ არეებში. ექიმმა შესაძლოა პაციენტს მოსთხოვოს სისხლში გლუკოზის უფრო ხშირი მონიტორინგი და შეცვალოს ინსულინის ან სხვა ანტიდიაბეტური პრეპარატების დოზა.
აქტრაპიდი HM პენფილის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ეფექტი მიიღწევა ინექციიდან ნახევარი საათის განმავლობაში. ნახშირწყლების შემცველი წახემსების ან საკვების მიღება უნდა მოხდეს აქტრაპიდი HM პენფილის ინექციიდან 30 წუთის განმავლობაში. ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, ინსულინზე მოთხოვნილება შეიძლება შეიცვალოს, რადგან სისხლში გლუკოზის შემცველობა მოიმატებს ან დაქვეითდება. რეკომენდებულია ფრთხილი მოიტორინგი.
ფეხმძიმობა
აღნიშნული პრეპარატის გამოყენებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
პაციენტმა, რომელიც არის ან შესაძლოა იყოს ფეხმძიმედ ან გეგმავს ფეხმძიმობას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
აქტრაპიდი HM პენფილის გამოყენება ფეხმძიმობის დროს დასაშვებია. შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის დოზის ცვლილება ფეხმძიმობის დროს და მშობიარობის შემდეგ. ნაყოფის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია დედის დიაბეტის ფრთხილი მართვა, განსაკუთრებით კი ჰიპოგლიკემიის პრევენცია.
მკურნალობის დროს დაორსულების შემთხვევაში, პაციენტმა კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვების დროს აქტრაპიდი HM პენფილის გამოყენება არ არის შეზღუდული.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
- თუ პაციენტს ხშირად უვითარდება ჰიპოგლიკემია (სისხლში გლუკოზის დაბალი კონცენტრაცია),
- თუ პაციენტს უჭირს ჰიპოგლიკემიის (სისხლში გლუკოზის დაბალი კონცენტრაცია) ამოცნობა, ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ექიმის კონსულტაცია. პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საკუთარ თავს ან სხვებს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქტრაპიდი HM პენფილის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
აღნიშნული სამკურნალო საშუალების 1 დოზა შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ანუ პრაქტიკულად ,,არ შეიცავს ნატრიუმს”.
გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად
ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს უნდა ეცნობოს ყველა იმ სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელთაც პაციენტი იღებს ან ახლო წარსულში იღებდა. ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება გავლენა იქონიოს სისხლში გლუკოზის შემცველობაზე, რაც, თავის მხრივ, შეიძლება საჭიროებდეს ინსულინის დოზის კორექციას.
ქვემოთ მოცემულია ყველაზე ხშირად გამოყენებული იმ სამკურნალო საშუალებების სია, რომლებიც გავლენას ახდენენ ინსულინოთერაპიაზე.
სისხლში გლუკოზის შემცველობის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია) მოსალოდნელია შემდეგი პრეპარატების მიღებისას:
დიაბეტის სამკურნალო სხვა საშუალებები;
მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაოი) (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);
ბეტა-ბლოკერები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ);
ანგიოტენზის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები (გამოიყენება გულის ცალკეული პრობლემების ან არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ);
სალიცილატები (გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად და სიცხის დასაწევად);
ანაბოლური სტეროიდები (როგორიცაა ტესტოსტერონი);
სულფონამიდები (გამოიყენება ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ).
სისხლში გლუკოზის შემცველობის მომატება (ჰიპერგლიკემია) მოსალოდნელია შემდეგი პრეპარატების მიღებისას:
ორალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინააღდმეგო საშუალებები);
თიაზიდები (გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის ან სითხის შეკავების სამკურნალოდ);
გლუკოკორტიკოიდები (როგორიცაა “კორტიზონი”, გამოიყენება ანთებითი პროცესების სამკურნალოდ);
თიროიდული ჰორმონები (გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების სამკურნალოდ);
სიმპათომიმეტური საშუალებები (ასთმის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა ეპინეფრინი [ადრენალინი], სალბუტამოლი ან ტერბუტალინი);
ზრდის ჰორმონი (გამოიყენება ჩონჩხის ზრდის სტიმულაციისა და სომატური ზრდისთვის, ახასიათებს გამოხატული მოქმედება ორგანიზმის მეტაბოლურ პროცესებზე);
დანაზოლი (პრეპარატი, რომელიც გავლენას ახდენს ოვულაციაზე).
ოქტრეოტიდი და ლანრეოტიდი (გამოიყენება საშუალო ასაკის მოზრდილებში ჰიპოფიზის მიერ ზრდის ჰორმონის ჭარბი წარმოქმნით გამოწვეული იშვიათი ჰორმონული პათოლოგიის, აკრომეგალიის სამკურნალოდ) შესაძლოა იწვევდნენ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის როგორც მატებას, ისე დაქვეითებას.
ბეტა-ბლოკერებით (გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ) მკურნალობის ფონზე ჰიპოგლიკემიის ადრეული გამაფრთხილებელი ნიშნები შესაძლოა სუსტად იყოს გამოხატული ან სრულად გაქრეს.
პიოგლიტაზონი (შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის სამკურნალო ტაბლეტები)
ხანგრძლივი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის და ანამნეზში გულის დაავადების ან გადატანილი ინსულტის მქონე ზოგიერთ პაციენტს პიოგლიტაზონითა და ინსულინით კომბინირებული მკურნალობისას განუვითარდა გულის უკმარისობა. დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს ისეთი სიმპტომების გაჩენისას, როგორიცაა უჩვეულო ქოშინი, წონის სწრაფი მატება ან ლოკალიზებული შეშუპება.
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია რეცეპტით გასაცემი ან არასარეცეპტო ყველა სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელთაც პაციენტი ამჟამად იღებს ან ახლო წარსულში იღებდა.
როგორ გამოიყენება აქტრაპიდი HM პენფილი?
მითითებები სწორი გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:
ინსულინის გამოყენება და მისი დოზის კორექცია ყოველთვის უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. დაურწმუნებლობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
სისხლში გლუკოზის დონის მნიშვნელოვანი დაქვეითების თავიდან ასაცილებლად, ნახშირწყლების შემცველი საკვებით წახემსება ან კვება საჭიროა ინექციიდან 30 წუთის განმავლობაში.
დაუშვებელია ინსულინის დოზის შეცვლა ექიმის დანიშნულების გარეშე. ინსულინის რომელიმე ფორმის ან ბრენდის შეცვლისას შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია ექიმის მიერ.
მიღების წესი და მეთოდი:
აქტრაპიდი HM პენფილი განკუთვნილი კანქვეშ შესაყვანად (სუბკუტანურად). დაუშვებელია უშუალოდ ვენაში (ინტრავენური) შეყვანა ან კუნთში (ინტრამუსკულარული) ინექცია. აქტრაპიდი HM პენფილი განკუთვნილია მხოლოდ კანქვეშა ინექციისთვის, რაც ხორციელდება სპეციალური მრავალჯერადი კალმის მეშვეობით. თუ პაციენტს ინსულინის ალტერნატიული გზით გამოყენება სურს, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ინექციის ადგილი უნდა შეიცვალოს ყოველი ინექციის დროს, განსაკუთრებით კანის ერთსა და იმავე ზონის შემთხვევაში. ეს ამცირებს შეშუპების ან კანის გაღიზიანების (იხ. ნაწილი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები) რისკს. ინექციისთვიის საუკეთესო ადგილებია: მუცლის წინა მხარე, დუნდულები, ბარძაყი ან მხრის წინა ნაწილი. თუ ინექცია მოხდება მუცელთან ახლოს, ინსულინი იმოქმედებს უფრო სწრაფად. საჭიროა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის რეგულარულად გაზომვა.
არ შეიძლება კარტრიჯის შევსება. პაციენტმა კარტრიჯი უნდა გადააგდოს დაცლის შემდეგ;
აქტრაპიდი HM პენფილის კარტრიჯები შექმნილია Novo Nordisk ინსულინის საინექციო სისტემებთან და NovoFine ან NovoTwist ნემსის წვერებთან გამოსაყენებლად.
თუ პაციენტი იყენებს აქტრაპიდი HM პენფილს და სხვა ინსულინის პენფილის კარტრიჯს, ინსულინის ყოველი ტიპისთვის საჭიროა ინდივიდუალური საინექციო სისტემის გამოყენება.
პაციენტმა ყოველთვის თან უნდა იქონიოს პენფილის სათადარიგო კარტრიჯი იმ შემთხვევისთვის, თუ კარტრიჯი, რომელსაც პაციენტი იყენებს დაიკარგება ან დაზიანდება.
აქტრაპიდი HM პენფილის ინექცია:
ინსულინის ინექცია ხდება კანქვეშ; საჭიროა ინექციის იმ ტექნიკის გამოყენება, რომელიც რეკომენდებულია მკურნალი ექიმის ან ექთნის მიერ და ახსნილია საინექციო სისტემის (საინექციო კალამი) გამოყენების ინსტრუქციაში.
კალმის ნემსის წვერი კანქვეშ უნდა დარჩეს არანაკლებ 6 წამის განმავლობაში. საჭიროა ღილაკზე დაჭერა მანამ, სანამ პაციენტი ნემსის წვერს არ ამოიღებს კანიდან. ეს უზრუნველყოფს სწორ დოზირებას, ახდენს ნემსში ან ინსულინის რეზერვუარში სისხლის ნაკადის შედინების პრევენციას.
საჭიროა ნემსის მოხსნა ყოველი ინექციის შემდეგ. აქტრაპიდი HM პენფილის შენახვა უნდა მოხდეს წვეროზე ნემსის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია სითხის გამოჟონვა, რაც გამოიწვევს არასწორ დოზირებას.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება პედიატრიულ პოპულაციაში:
აქტრაპიდი HM პენფილის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებსა და მოზარდებში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
65 წელზე უფროსი ასაკის პირებმა უფრო რეგულარულად უნდა შეამოწმონ სისხლში გლუკოზის დონე და ექიმთან განიხილონ ინსულინის დოზის ცვლილების საკითხი.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:
თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პირებმა უფრო რეგულარულად უნდა შეამოწმონ სისხლში გლუკოზის დონე და ექიმთან განიხილონ ინსულინის დოზის ცვლილების საკითხი.
თუ პაციენტი თვლის, რომ აქტრაპიდი HM პენფილის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აქტრაპიდი HM პენფილის დასაშვებზე მეტი დოზის გამოყენებისას
ინსულინის ჭარბი რაოდენობით გამოყენებისას სისხლში გლუკოზის რაოდენობა შეიძლება მნიშვნელოვნად დაქვეითდეს, ანუ განვითარდეს ე.წ. ჰიპოგლიკემიური მდგომარეობა (იხ. ნაწილი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები).
აქტრაპიდი HM პენფილის დასაშვებზე მეტი რაოდენობით გამოყენების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
აქტრაპიდი HM პენფილის დოზის გამოტოვება
ინსულინის დოზის გამოტოვების შემთხვევაში სისხლში გლუკოზის კონცენტრაციამ შეიძლება მნიშვნელოვნად მოიმატოს და განვითარდეს მდოგმარეობა, რომელსაც ეწოდება ჰიპერგლიკემია (იხ. ნაწილი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები).
დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
აქტრაპიდი HM პენფილით მკურნალობის შეწყვეტის ეფექტები
დაუშვებელია ინსულინით მკურნალობის შეწყვეტა ექიმის კონსულტაციის გარეშე. ექიმი პაციენტს მისცემს შესაბამის რეკომენდაციებს. ინსულინით მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია (სისხლში გლუკოზის მაღალი კონცენტრაცია) და კეტოაციდოზი (სისხლში მჟავის დაგროვება, რაც გამოწვეულია ორგანიზმის მიერ ცხიმის დაშლით გლუკოზის ნაცვლად) (იხ. ნაწილი 4. შესაძლო გვერდითი მოვლენები).
აღნიშნული პროდუქტის შესახებ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, აქტრაპიდი HM პენფილის ინგრედიენტებისადმი ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში მოსალოდნელია გვერდითი ეფექეტბის განვითარება.
გვერდითი მოვლენები სიხშირის მიხედვით ნაწილდება შემდეგ კატეგორიებში:
ძალიან ხშირი: აღენიშნება 10-დან სულ მცირე 1 პაციენტს.
ხშირი: აღენიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტს.
არახშირი: აღენიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტს.
იშვიათი: აღენიშნება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს.
ძალიან იშვიათი: აღენიშნება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს.
უცნობი სიხშირე: არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია.
აქტრაპიდი HM პენფილის ან მისი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ სერიოზული ალერგიული რეაქციები (ცნობილია, როგორც სისტემური ალერგიული რეაქციები) ძალიან იშვიათია, თუმცა შეიძლება სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს.
ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოვლენის განვითარების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს აქტრაპიდი HM პენფილის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიემართოს მკურნალ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს.
სერიოზულია ალერგიული რეაქციები:
თუ ვლინდება სხეულზე ალერგიული რეაქციების გავრცელების ნიშნები,
თუ პაციენტი უეცრად შეუძლოდ იგრძნობს თავს, ეწყება ოფლიანობა, ღებინება, სუნთქვის გაძნელება, გულისცემის აჩქარება, თავბრუსხვევა, სახის ან ყელის შეშუპება.
ყველა ზემოთ აღწერილი მოვლენა წარმოადგენს სერიოზულ გვერდით მოვლენას. შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. სერიოზული გვერდითი მოვლენები ვითარდება ძალიან იშვიათად.
კანის ცვლილებები ინექციის ადგილზე:
ინსულინის ერთსა და იმავე ადგილზე ინექციის დროს მოსალოდნელია ცხიმოვანი ქსოვილის განლევა (ლიპოატროფია) ან გასქელება (ლიპოჰიპერტროფია) (ვლინდება 100-დან 1 პაციენტში). ამილოიდის ჩალაგების შედეგად შეიძლება კანქვეშ კვანძები წარმოიქმნას (კანქვეშა ამილოიდოზი; განვითარების სიხშირე უცნობია). ინსულინი სათანადოდ ვერ იმოქმედებს კვანძოვან, განლეულ ან გასქელებულ არეებში შეყვანის შემთხვევაში. კანის ზემოთ აღწერილი ცვლილებების პრევენციის მიზნით, პრეპარატის შეყვანის ადგილი უნდა შეიცვალოს ყოველი ინექციის დროს.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები:
სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია):
ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს შემდეს შემთხვევებში:
ინსულინის ჭარბი რაოდენობის მიღება;
მცირე რაოდენობით საკვების მიღება ან კვების გამოტოვება;
ჩვეულებრივზე მეტი ფიზიკური აქტივობა;
ალკოჰოლის მიღება (იხ. “აქტრაპიდი HM პენფილის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად”).
სისხლში გლუკოზის დაბალი კონცენტრაციის სიმპტომები: ცივი ოფლი, ცივი ფერმკრთალი კანი, თავის ტკივილი, გულისცემის აჩქარება, გულისრევა, ძლიერი შიმშილის შეგრძნება, მხედველობის დროებითი ცვლილებები, თავბრუსხვევა, უჩვეულო დაღლილობის შეგრძნება ან სისუსტე, ნევროზულობა ან ტრემორი, შფოთვა, დაბნეულობა, კონცენტრირების გაძნელება.
მძიმე ხარისხის ჰიპოგლიკემიამ (სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის დაქვეითება) შეიძლება გონების დაკარგვა გამოიწვიოს. გახანგრძLივებულმა, არანამკურნალებმა მძიმე ხარისხის ჰიპოგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის დაზიანება (დროებითი ან მუდმივი) და სიკვდილიც კი. უგონო მდგომარეობიდან სწრაფად გამოსვლა შესაძლებელია ჰორმონ გლუკაგონის ინექციით. გლუკაგონის ინექციასთან ერთად გონზე მოსვლისთანავე პაციენტმა უნდა მიიღოს გლუკოზა ან შაქრის შემცველი საკვები. პაციენტი, რომელიც არ რეაგირებს გლუკაგონის ინექციაზე, საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
რა უნდა გაკეთდეს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის შემცირების დროს:
თუ გრძნობთ, რომ სისხლში გლუკოზის რაოდენობა დაქვეითდა, მიიღეთ გლუკოზის ტაბლეტები ან შაქრის დიდი რაოდენობით შემცველი სხვა საკვები (მაგ. ტკბილეული, ორცხობილა, წვენი). თუ შესაძლებელია, გაიზომეთ სისხლში გლუკოზა და დაისვენეთ. სასურველია, პაციენტმა მუდმივად თან იქონიოს გლუკოზის ტაბლეტები, შაქრის შემცველი საკვები.
ინსულინის მიღება გრძელდება ჩვეულებისამებრ, ჰიპოგლიკემიის სიმპტომების მოხსნის ან სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის სტაბილიზების შემდეგ.
ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები, რომელსაც თან ახლავს გონების დაკარგვა, საჭიროებს გლუკაგონის ინექციას ან სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია მნიშნველოვნად დაბალია. შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის დოზის ან მიღების დროების, კვების რეჟიმის და ფიზიკური აქტივობის სტატუსის კორეგირება.
გარშემომყოფებს მიაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაქვთ დიაბეტი და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჰიპოგლიკემიას, სინკოპეს (ცნობიერების დაკარგვის) განვითარების ჩათვლით. აუხსენით ამ ადამიანებს, რომ გონების დაკარგვის (ცნობიერების დაკარგვის) შემთხვევაში, უნდა დაგაწვინონ გვერდზე და დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ უგონო მდგომარეობაში მყოფს არ მოგცენ საკვები და სასმელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია დახრჩობა მათი სასუნთქ გზებში გადაცდენის გამო.
იშვიათი გვერდითი მოვლენები
ალერგიის სიმპტომები: ადგილობრივი ალერგიული რეაქციები ინექციის ადგილზე (ტკივილი, სიწითლე, ჭინჭრის ციება, ანთება, სისხლჩაქცევები, შეშუპება და ქავილი). ისინი, ჩვეულებრივ, ქრება ინსულინოთერაპიის გაგრძელებისას რამდენიმე კვირაში. თუ ისინი არ ქრება ან ვრცელდება სხეულზე, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს. ასევე იხ. ზემოთ “ძლიერი ალერგიული რეაქციები”.
მხედველობის დარღვევები: ინსულინოთერაპიის დაწყებისას, მოსალოდნელია მხედველობასთან დაკავშირებული დარღვევები, თუმცა, როგორც წესი, ეს რეაქცია დროებითია.
სახსრების შეშუპება: ინსულინოთერაპიის დაწყებისას, სითხის შეკავებამ შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება მასჯის მიდამოში ან სხვა სახსრებში. ეს შეიძლება აღმოიფხვრას ძალიან მალე. თუ სიმპტომები არ უმჯობესდება, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
მტკივნეული ნეიროპათია (ტკივილი ნერვის დაზიანების გამო): სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ძალიან სწრაფად გაუმჯობესებისას მოსალოდნელია ნერვის დაზიანებასთან ასოცირებული ტკივილის აღმოცენება. აღნიშნულ მდგომარეობას ეწოდება მწვავე მტკივნეული ნეიროპათია და ის, როგორც წესი, დროებითია.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:
დიაბეტური რეტინოპათია (დიაბეტთან დაკავშირებული თვალის დაავადება, რომელიც იწვევს მხედველობის დაკარგვას): თუ პაციენტს აქვს დიაბეტური რეტინოპათა და სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია ნორმალიზდება ძალიან სწრაფად, რეტინოპათია შეიძლება გაუარესდეს. საჭიროა აღნიშნული საკითხის განხილვა ექიმთან.
დიაბეტის შედეგები:
სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მატება (ჰიპერგლიკემია):
ჰიპერგლიკემია შეიძლება განვითარდეს შემდეგ შემთხვევებში:
არასაკმარისი რაოდენობით ინსულინის მიღება;
ინსულინის დოზის გამოტოვება ან მისი მიღების შეწყვეტა;
ინსულინის არასაკმარისი დოზის განმეორებითი მიღება;
ინფექცია და/ან ცხელება;
ჩვეულებრივზე მეტი საკვების მიღება;
ჩვეულებრივზე ნაკლები ფიზიკური აქტივობა.
ჰიპერგლიკემიის გამაფრთხილებელი ნიშნები:
სიმპტომები ვლინდება ეტაპობრივად. ეს სიმპტომებია: გახშირებული შარდვა, წყურვილის შეგრძნება, მადის დაკარგვა, გულისრევა ან ღებინება, ძილიანობა ან დაღლილობის შეგრძნება, წითელი მშრალი კანი, პირის სიმშრალე და ხილის სუნი (აცეტონი) სუნთქვისას.
რა უნდა გაკეთდეს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატების დროს:
ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სიმპტომის განვითარებისას, პაციენტმა უნდა გაიზომოს სისხლში გლუკოზის დონე და, თუ ეს შესაძლებელია, შარდში კეტონების რაოდენობა, და დახმარებისთვის მიმართოს ექიმს.
ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს ძალიან სერიოზული მდგომარეობის, დიაბეტური კეტოაციდოზის (სისხლში მჟავების დაგროვება, რაც გამოწვეულია ორგანიზმის მიერ ცხიმების მეტაბილიზმით, გლუკოზის ნაცვლად) არსებობაზე. მკურნალობის გარეშე აღნიშნული მდგომარეობა იწვევს დიაბეტურ კომას და სიკვდილსაც კი.
ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოხსენება გვერდითი მოვლენების შესახებ:
ზემოთ აღნიშნულთაგან ნებისმიერი გვერდითი მოვლენის ან ისეთი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის გამოყენების ინსტრუქციაში მოცემული, კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ამასთან, საჭიროა გვერდითი მოვლენების დაფიქსირება საიტზე HYPERLINK "http://www.titck.gov.tr" www.titck.gov.tr - “პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების” ნაწილში ან დარეკვა გვერდითი მოვლენების შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08, ან ეცნობოს თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM). გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელს უწყობს პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის განახლებას.
აქტრაპიდი HM პენფილის შენახვის წესები.
აქტრაპიდი HM პენფილი ინახება თავისივე შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად.
აღნიშნული პრეპარატი არ გამოიყენება კოლოფსა და კარტრიჯის ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს.
გაუხსნელი შეფუთვა: ინახება მაცივარში 2-8°C დაბალ ტემპერატურაზე, საყინულის სათავსოსგან მოშორებით. დაუშვებელია გაყინვა.
გამოყენების დროს ან სათადარიგო კარტრიჯის ტარებისას:
არ ინახება მაცივარში ან საყინულეში. შესაძლებელია მისი შენახვა ოთახის ტემპერატურაზე (30°C-მდე ტემპერატურის პირობებში) 6 კვირის განმავლობაში.
გამოუყენებელი კარტრიჯი სინათლისგან დაცვის მიზნით ინახება თავისივე შეფუთვაში.
ნემსი უნდა გამოიცვალოს ყოველი ინექციის შემდეგ.
დაუშვებელია ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი:
Novo Nordisk Sağlık Ürünleri Tic. Ltd. Şti.
Nispetiye Cad. Akmerkez E3 Block Floor:7
34335 Etiler - Istanbul Turkey
ნოვო ნორდისკ საღლიკ ურუნლერი ტიჯ. ლტდ. სტი.
ნისფეტიე კად. აქმერქეზ ე3 ბლოკი, მე-7 სართული
34334 ეტილერი - სტამბოლი, თურქეთი
მწარმოებელი:
Novo Nordisk Produção Farmacêutica do Brasil Ltda.,
Avenida 'C', 1413, Distrito Industrial, Montes Claros, Brazil
ნოვო ნორდისკ პროდუსაო ფარმაცეუტიკა დო ბრაზილ ლტდა.
ავენიდა 'C', 1413, დისტრიტო ინდუსტრიალ, მონტე კლაროს, ბრაზილია
გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: .../.../...
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.







