აქტემრა შეიცავს აქტიურ ნივთიერება ტოცილიზუმაბს - ეს არის სპეციფიკური იმუნური უჯრედებისგან (მონოკლონური უჯრედები) დამზადებული ცილა, რომელიც ბლოკავს ინტერლეიკინი 6-ის სახელით ცნობილი სპეციფიკური ცილის (ციტოკინი) მოქმედებას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტოცილიზუმაბი (tocilizumab)
- ფორმა და შეფუთვა
- 162მგ/0.9მლ 0.9მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული მზა შპრიცი №4
- მწარმოებელი
- Vetter Pharma-Fertigung GmbH&Co.KG, გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- იმუნოსუპრესანტები, ინტერლეიკინის ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- L04AC07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042719
- რეგისტრირებულია
- 5 თებერვალი 2025, მოქმედებს 5 თებერვალი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- F. Hoffmann-La Roche Ltd Basel (შვეიცარია)
- განმცხადებელი
- შპს „როშ ჯორჯია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
აქტემრა 162მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აქტემრა შეიცავს აქტიურ ნივთიერება ტოცილიზუმაბს - ეს არის სპეციფიკური იმუნური უჯრედებისგან (მონოკლონური უჯრედები) დამზადებული ცილა, რომელიც ბლოკავს ინტერლეიკინი 6-ის სახელით ცნობილი სპეციფიკური ცილის (ციტოკინი) მოქმედებას. ეს ცილა მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებში, და მისი ბლოკირებით შესაძლებელია თქვენს ორგანიზმში ანთების შემცირება. აქტემრა გამოიყენება:
ავტოიმუნური დაავადების - მოზრდილთა საშუალო სიმძიმის და მძიმე აქტიური რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, თუ ჩატარებულმა მკურნალობამ საკმარისი შედეგი არ გამოიღო.
მოზრდილთა მძიმე, აქტიური და პროგრესირებადი რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, რომლებსაც მეთოტრექსატით მკურნალობა არ ჩაუტარებიათ.
აქტემრა ეხმარება რევმატოიდული ართრიტის ისეთი სიმპტომების შესუსტებას, როგორიცაა ტკივილი და შეშუპება სახსრებში, მას შეუძლია დაგეხმაროთ ყოველდღიური საქმეების უკეთ შესრულებაში. როგორც დამტკიცდა, აქტემრა ამცირებს დაავადების მიერ გამოწვეული სახსრის ხრტილისა და ძვლის დაზიანების სისწრაფეს და აუმჯობესებს ჩვეულებრივი ყოველდღიური საქმიანობის შესრულების უნარს.
აქტემრა ჩვეულებრივ მიიღება რევმატოიდული ართრიტისთვის გამოყენებულ სხვა წამალთან ერთად კომბინაციაში, რომელსაც მეთოტრექსატი ეწოდება. თუმცა შესაძლებელია მხოლოდ აქტემრას მიღება, თუ თქვენი ექიმი დაადგენს, რომ მეთოტრექსატი მიზან შეწონილი არ არის.
მოზრდილა გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტის (GCA) სახელწოდებით ცნობილი არტერიების დაავადების სამკურნალოდ, რაც გამოწვეულია ორგანიზმის ყველაზე დიდი არტერიების ანთებით, განსაკუთრებით იმ არტერიების, რომლებიც თავს და კისერს სისხლით ამარაგებენ. სიმპტომები მოიცავს თავის ტკივილს, სისუსტეს და ტკივილს ყბის არეში. დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი და სიბრმავე.
აქტემრამ შესაძლოა შეამციროს ტკივილი და შეშუპება თავის, კისრის და ზედა კიდურების არტერიებსა და ვენებში.
გიგანტურუჯრედოვან არტერიიტს ხშირად მკურნალობენ სტეროიდების სახელწოდებით ცნობილი წამლებით. ჩვეულებრივ, ისინი ეფექტურია, მაგრამ მაღალი დოზებით დიდი ხნით გამოყენების შემთხვევაში გვერდითი მოვლენების გამოწვევა შეუძლიათ. სტეროიდების დოზის შემცირებამ კი შესაძლოა გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტის უეცარი გამწვავება გამოიწვიოს. მკურნალობისთვის აქტემრას დამატება ნიშნავს, რომ სტეროიდები შესაძლოა გამოყენებული იყოს უფრო მოკლე ვადით, და იმავდროულად განხორციელდეს გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტის კონტროლი.
აქტიური სისტემური იუვენილური იდიოპათური ართრიტის მქონე 1 წლის და მეტი ასაკის ბავშვების და მოზარდების სამკურნალოდ, ეს არის ანთებითი დაავადება, რომელიც იწვევს ტკივილსა და შეშუპებას ერთ ან მეტ სახსარში, ასევე ცხელებას და გამონაყარს. აქტემრა გამოიყენება სისტემური იუვენილური იდიოპათური ართრიტის სიმპტომების გასაუმჯობესებლად. მისი მიცემა შეიძლება მეთოტრექსატთან კომბინაციაში ან ცალკე.
პოლიარტიკულარული იუვენილური იდიოპათური ართრიტის მქონე 2 წლის და მეტი ასაკის ბავშვების და მოზარდების სამკურნალოდ. ეს არის ანთებითი დაავადება, რომლიც იწვევს ტკივილს და შეშუპებას ერთ ან მეტ სახსარში.
აქტემრა გამოიყენება პოლიარტიკულარული იუვენილური იდიოპათური ართრიტის სიმპტომების გასაუმჯობესებლად. მისი მიცემა შეიძლება მეთოტრექსატთან კომბინაციაში ან ცალკე.
მიღების წესი და დოზირება
ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმის ინექცია ხდება ერთჯერადი გამოყენების PFS+NSD -ით (წინასწარ შევსებული შპრიცი და ნემსის დამცავი მოწყობილობა).. მკურნალობა უნდა დაიწყოს ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ, რომელთაც აქვთ RA, sJIA, pJIAდა/ან GCA-ის დიაგნოზისა და მკურნალობის გამოცდილება. პირველი ინექცია უნდა ჩატარდეს კვალიფიცირებული ჯანდაცვის პროფესიონალის მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტს ან მშობელს / მეურვეს შეუძლია აღნიშნული სამედიცინო მედიკამენტის თვითინექცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი დაადგენს, რომ იგი მიზანშეწონილია და პაციენტი ან მშობელი / მეურვე თანახმაა სამედიცინო დახმარების გაწევაზე საჭიროების შემთხვევაში და გაწვრთნილია ინექციის მოწოდებულ ტექნიკაში.
პაციენტებმა, რომლებიც გადადიან ტოცილიზუმაბის ინტრავენური (IV) თერაპიული რეჟიმიდან კანქვეშა (SC) ფორმის მიღებაზე, პირველი კანქვეშა (SC) დოზა უნდა მიიღონ ინტრავენური ფორმის (IV) მომდევნო დოზისთვის განსაზღვრულ დროს, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.
ყველა პაციენტს, ვინც მკურნალობს აქტემრათი, უნდა გადაეცეს პაციენტის ბარათი.
პაციენტის ან მშობლის/მომვლელის წამლის კანქვეშა ფორმის ბინაზე გამოყენების მზაობა, უნდა შფასდეს. ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, მომდევნო დოზის მიღებამდე, პაციენტმა ან მშობელმა/მომვლელმა აღნიშნული ფაქტის შესახებ უნდა აცნობოს ექიმს. სერიოზული ალერგიული რეაქციების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტებისთვის დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სამედიცინო დახმარების აღმოვუჩენა (იხ. თავი 4.4).
პოზოლოგია
რევმატოიდული ართრიტი (RA)
რეკომენდებული მისაღები დოზა არის 162 მგ. კანქვეშ, კვირაში ერთხელ.
ტოცილიუმაბის ინტრავენური ფორმიდან ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფიქსირებული დოზაზე გადასვლის შესახებ, მწირი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. დოზირების ინტერვალი დაცული უნდა იყოს კვირაში ერთხელ.
ინტრავენური ფორმიდან კანქვეშა ფორმაზე გადასულმა პაციენტებმა, პირველი კანქვეშა დოზა უნდა მიიღონ შემდეგი დაგეგმილი ინტრავენური დოზის ნაცვლად, კვალიფიცირებული ჯანდაცვის პროფესიონალის მეთვალყურეობის ქვეშ.
გიგანტურუჯრედული არტერიტი (GCA)
გიგანტურუჯრედული არტერიტის (GCA) მქონე ზრდასრული პაციენტებისათვის, კანქვეშა აქტემრას დოზა არის 162 მგ, კვირაში ერთხელ, გლუკოკორტიკოიდების კლებად დოზებთან კომბინაციაში. აღნიშნული სამედიცინო მედიკამენტი შეიძლება გამოყენებულ იქნას გლუკოკორტიკოიდების კურსის შეწყვეტის შემდეგ. ტოცილიზუმაბის მონოთერაპია არ უნდა იქნას გამოყენებული მწვავე რეციდივების სამკურნალოდ (იხ. თავი 4.4).
GCA– ს ქრონიკული ხასიათიდან გამომდინარე, მკურნალობა 52 კვირის განმავლობაში უნდა მიმდინარეობდეს დაავადების აქტივობის, ექიმის შეხედულებისა და პაციენტის არჩევანის გათვალისწინებით.
პაციენტები რევმატოიდული ართრიტით (RA) და გიგანტურუჯრედული არტერიტით (GCA)
დოზის კორექცია ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილების გამო (იხ. თავი 4.4).
ღვიძლის ფერმენტების ცვლილებები
ლაბორატორიული მაჩვენებელი
მოქმედება
> 1დან 3 ან ნორმის ზედა ზღვარი (ULN)
მოახდინეთ თანხლები DMARD ების (RA) დოზის მოდიფიცირება, ან საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ იმუნომოდულატორული აგენტები (GCA).
აღნიშნულ დიაპაზონში, მაჩვენებლის პერსისტენტული მატებისას, შეამცირეთ ტოცილიზუმაბის მიღება ყოველი მომდევნო კვირის გამოტოვებით ან შეაჩერეთ მკურნალობა ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) ან ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST) მაჩვენებლის ნორმალიზებამდე
განაახლეთ ყოველკვირეული ან ყოველ მომდევნო კვირეული ინექცია, კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
> 3 დან 5 x ULN
შეაჩერეთ მკურნალობა, ვიდრე < 3 x ULN და მიყევით ზემოთ მოცემულ რეკომენდაციებს > 1 to 3 x ULN.
მყარი მატებისას, როდესაც მაჩვენებელი > 3 x ULN (დადასტურებული განმეორებითი გამოკვლევებით, იხ.ქვეთავი 4.4.), შეწყვიტეთ მკურნალობა.
> 5 x ULN
შეწყვიტეთ მკურნალობა.
ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობის დაქვეითება (ANC- Low absolute neutrophil count)
პაციენტებში, რომლებსაც არ უმკურნალიათ ტოცილიზუმაბით, ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდებული თუ მათ, აქვთ ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) 2 x 109 / ლ-ზე ნაკლები.
ლაბორატორიული მაჩვენებელი (უჯრედების რაოდენობა x 109/ლ)
ქმედება
ANC > 1
შეინარჩუნეთ დოზა
ANC 0.5 დან 1
შეაჩერეთ ტოცილიზუმაბის მიღება
როცა ANC იმატებს > 1 x 109/ L, განაახლეთ მკურნალობა ყოველ მეორე კვირას და გაზარდეთ ყოველკვირეულ მიღებამდე, კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ANC < 0.5
შეაჩერეთ მკურნალობა.
თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება
ლაბორატორიული მაჩვენებელი (უჯრედები x 103/ μL)
ქმედება
50 დან 100-მდე
შეწყვიტეთ ტოცილიზუმაბის მიღება
როდესაც თრომბოციტების რაოდენობა იქნება > 100 x 103/ μL, განაახლეთ მკურნალობაყოველ მეორე კვირას და გაზარდეთ ყოველკვირეულ მიღებამდე, კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
< 50
შეაჩერეთ მკურნალობა.
რევმატოიდული ართრიტი (RA) და გიგანტურუჯრედული არტერიტი (GCA)
გამოტოვებული დოზა
თუ პაციენტი გამოტოვებს ტოცილიზუმაბის კანქვეშა ყოველკვირეულ ინექციას დაგეგმილიდან 7 დღის განმავლობაში, მას უნდა დაენიშნოს გამოტოვებული დოზის მიღება მომდევნო დაგეგმილ დღეს. თუ პაციენტი გამოტოვებს ყოველმეორე კვირაში დაგეგმილი კანქვეშა ტოცილიზუმაბის ინექციას, 7 დღის განმავლობაში, მას უნდა ვურჩიოთ გამოტოვებული დოზის დაუყოვნებლივ მიღება და მომდევნო დოზის მიღება, შემდეგ დაგეგმილ დღეს.
განსაკუთრებული პოპულაციები
ხანდაზმულები
65 წლის და მეტი ასაკის ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზირებაში კორექციის შეტანის საჭიროება არ არსებობს.
თირკმლის ფუნქციის დაქვეითება
პაციენტებისთვის თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო დაქვეითებით, დოზის კორექცია არ არის საჭირო. არ არის შესწავლილი ტოცილიზუმაბი იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დაქვეითება. (იხ. სექცია 5.2) ასეთ პაციენტებში საჭიროა თირკმლის ფუნქციის მკაცრი კონტროლი.
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება:
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში ტოცილიზუმაბი შესწავლილი არ არის. ამიტომ, დოზირებაზე რეკომენდაციების გაკეთება შეუძლებელია.
ბავშვები
1 წელზე ნაკლებ ბავშვებში, ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
დოზის ცვლილება უნდა მოხდეს, მხოლოდ გარკევულ დროში, პაციენტის სხეულის წონის ცვლილების შესაბამისად. ტოცილიზუმაბის გამოყენება შეიძლება მონოთერაპიაში ან MTX-თან კომბიანაციაში.
პაციენტები სისტემური იუვენილური იდიოპათიური ართრიტით (sJIA)
1 წლის ზემოთ პაციენტებში, რომელთა წონა აღემატება ან ტოლია 30 კგ-ს, რეკომენდებული დოზა არის კანქვეშა 162 მგ კვირაში ერთხელ, ხოლო პაციენტებში, რომელთა წონა 30 კგ-ზე ნაკლებია -კანქვეშა 162 მგ ყოველ 2 კვირაშიერთხელ.
ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმის მიღებისას, პაციენტების სხეულის მინიმალური წონა უნდა იყოს - 10კგ.
პაციენტები პოლიარტიკულური იუვენილური იდიოპათიური ართრიტით (pJIA)
2 წლის ზემოთ პაციენტებში, რომელთა წონა აღემატება ან ტოლია 30 კგ-ს, რეკომენდებული დოზა არის კანქვეშა 162 მგ, 2 კვირაში ერთხელ, ხოლო პაციენტებში, რომელთა წონა 30 კგ-ზე ნაკლებია - კანქვეშა 162 მგ ყოველ 3კვირაში ერთხელ.
( pJIA) და ( sJIA) პაციენტები
დოზის კორექცია ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილების გამო
საჭიროების შემთხვევაში, თანმხლები MTX და / ან სხვა მედიკამენტების დოზა უნდა შეიცვალოს ან მედიკამენტის მიღება შეჩერდეს; ტოცილიზუმაბის მიღება უნდა შეწყდეს კლინიკური მდგომარეობის შეფასებამდე. მრავალი თანმხლები დაავადების არსებობის გამო, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს sJIA -ს და pJIA–ს მქონე პაციენტების ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე, მათი ცვლილების შემთხვევაში, ტოცილიზუმაბის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს პაციენტის სამედიცინო შეფასებას.
ღვიძლის ფერმენტების ცვლილებები
ლაბორატორიული მაჩვენებლი
ქმედება
> 1 დან 3 x ULN
საჭიროების შემთხვევაში, მოახდინეთ თანხლები MTX-ის დოზის მოდიფიცირება
თუ მომატება ხანგრძლივად ნარჩუნდება, შეაჩერეთ ტოზილიზუმაბის მიღება, ALT/AST არ ნორმალიზებამდე
> 3 x ULN დან 5x ULN

შეაჩერეთ ტოცილიზუმაბის მიღება სანამ მაჩვენებელი < 3 x ULN და მიყევით ზემოთ მოცემულ რეკომენდაციებს > 1 to 3 x ULN-თვის
> 5x ULN
შეწყვიტეთ ტოცილიზუმაბის მიღება.
ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილების გამო, sJIA-ს ან pJIA-ს შემთხვევაში, მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტული პაციენტის სამედიცინო შეფასებას.
ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობის დაქვეითება (ANC-Low absolute neutrophil count)
ლაბორატორიული მაჩვენებელი (უჯრედები x 109/ L )
ქმედება
ANC > 1
შეინარჩუნეთ დოზა
ANC 0.5 დან 1
შეწყვიტეთ ტოცილიზუმაბის მიღება
როცა ANC რაოდენობა იქნება > 1 x 109/ L, განაახლეთ მკურნალობა.
ANC < 0.5
შეწყვიტეთ ტოცილიზუმაბის მიღება
ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილების გამო, sJIA-ს ან pJIA-ს შემთხვევაში, მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტული პაციენტის სამედიცინო შეფასებას.
თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება
ლაბორატორიულიმაჩვენებლი (cells x 103/L)
მოქმედება
50-დან 100-მდე

როცა თრომბოციტების რაოდენობა იქნება > 100 x 103/l, აღადგინეთ მკურნალობა
< 50
შეწყვიტეთ ტოცილიზუმაბით მკურნალობა
ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილების გამო, sJIA-ს ან pJIA-ს შემთხვევაში, მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაუნდა ეფუძნებოდეს კონკრეტული პაციენტის სამედიცინო შეფასებას.
ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილების გამო, ტოცილიზუმაბის დოზირების სიხშირის შემცირება sJIA ან pJIA პაციენტებში, არ არის შესწავლილი.
ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში, sJIA ან pJIA– ს გარდა სხვა მდგომარეობის შემთხვევაში დადგენილი არ არის.
ინტრავენურ ფორმაზე არსებული მონაცემები ცხადჰყოფს, რომ კლინიკური გაუმჯობესება აღინიშნება ტოცილიზუმაბით მკურნალობის დაწყებიდან 12 კვირის განმავლობაში. უწყვეტი თერაპია ყურადღებით უნდა გადაიხედოს პაციენტში, რომელსაც ამ ვადაში არ აქვს გაუმჯობესება.
გამოტოვებული დოზა
თუ sJIA პაციენტი გამოტოვებს ტოცილიზუმაბის კანქვეშა ყოველკვირეულ ინექციას დაგეგმილიდან 7 დღის განმავლობაში, მას უნდა დაენიშნოს გამოტოვებული დოზის მიღება მომდევნო დაგეგმილ დღეს. თუ პაციენტი გამოტოვებს ყოველ მეორე კვირაში დაგეგმილი კანქვეშა ტოცილიზუმაბის ინექციას, 7 დღის განმავლობაში, მას უნდა ვურჩიოთ გამოტოვებული დოზის დაუყოვნებლივ მიღება და მომდევნო დოზის მიღება, შემდეგ დაგეგმილ დღეს.
თუ pJIA -ს მქონე პაციენტი გამოტოვებს ტოცილიზუმაბის კანქვეშა ყოველკვირეულ ინექციას და გეგმილი დოზადან 7 დღის განმავლობაში, მან უნდა მიიღოს გამოტოვებული დოზა მაშინვე, როგორც კი გაახსენდება და შემდეგი დოზა მიიღოს მომდევნო დაგეგმილ დღეს. თუ პაციენტი გამოტოვებს მიღების დღიდან 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ან ვერ იხსენებს როდის გაიკეთა ტოცილიზუმაბის ინექცია, დაუყოვნებლივ დაურეკოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების მეთოდი
აღნიშნული სამედიცინო მედიკამენტი არის კანქვეშა გამოყენებისათვის.
საინექციო ტექნიკაში სათანადო ტრენინგის შემდეგ, პაციენტებს შეუძლიათ თავად მიიღონ აღნიშნული სამედიცინო მედიკამენტი, თუ მათი ექიმი დართავს ამის ნებას. წინასწარმომზადებული შპრიცის სრული შემცველობა (0,9 მლ) უნდა იქნას მიღებული კანქვეშა ინექციის სახით. ინექციისათვის რეკომენდებული ადგილები (მუცელი, ბარძაყი და მხარი [ზედა ნაწილი]) უნდა იცვლებოდეს ყოველი ინექციის დროს. ინექცია არ უნდა გაკეთდეს ხალებსა ან მეჭეჭებში, ნაწიბურებში ან კანის იმ ადგილებში, სადაც აღინიშნება მტკივნეულობა, სისხლნაჟღენთი, სიწითლე, გამაგრება ან რაიმე სხვა დაზიანება.
წინასწარ მომზადებული შპრიცი არ შეანჯღრიოთ
აქტემრას წინასწარ მომზადებული შპრიცის ადმინისტარციის შესახებ სრული ინსტრუქცია მოცემულია პაკეტის ბროშურაში იხილეთ თავი 6.6
- 3 წინააღმდეგჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ აღწერილია თავში 6.1
აქტიური, მძიმე ინფექციები (იხილეთ თავი 4.4).
უკუჩვენებები
არასოდეს სცადოთ შპრიცის ნაწილებად დაშლა
არ მოხადოთ ნემსს ხუფი, თუ არ ხართ მზად ინექციის გასაკეთებლად
არ გაიკეთოთ ინექცია ტანსაცმლით დაფარულ კანში
არასოდეს გამოიყენოთ ხელმეორედ ერთი შპრიცი
არ შეეხოთ შპრიცის სასხლეტ თითებს, რადგან ამან შესაძლოა დააზიანოსშპრიცი
შენახვა
შეინახეთ აქტემრას შპრიცები და ყველა წამალი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე. ყოველთვის შეინახეთ შპრიცი მაცივარში 2°C - 8°C ტემპერატურაზე. მაცივრიდან გამოღების შემდეგ, აქტემრა შესაძლებელია შევინახოთ ჯამში 2 კვირამდე არაუმეტეს 30° C ტემპერატურაზე, თუმცა არ უნდა გადააცილოს ვადის გასვლის თარიღს (EXP). მონიშნეთ შესაბამისი თარიღი შეფუთვაზე. წინასწარ შევსებული მზა შპრიცი ყოველთვის იქონიეთ მუყაოს კოლოფში. დაიცავით შპრიცი გაყინვისგან და სინათლისგან. შეინარჩუნეთ შპრიცი მშრალად.
წინასწარ შევსებული შპრიცის ნაწილები
lefttop
ინექციის გასაკეთებლად დაგჭირდებათ შემდეგი:
კოლოფში დევს:
წინასწარ შევსებული შპრიცი
კოლოფში არ დევს:
სპირტიანი საფენი
სტერილური ბამბის ბურთულა ან მარლა
ჩხვლეტისადმი მედეგი კონტეინერი ან ბასრი ნივთების კონტეინერი ნემსის ხუფის და გამოყენებული შპრიცების გადასაყრელად
თქვენი საინექციო მასალების მოსამზადებელი ადგილი:
იპოვეთ კარგად განათებული, სუფთა, ბრტყელი ზედაპირი, როგორიცაა მაგალითად მაგიდა
ნაბიჯი 1. შპრიცის ვიზუალური შემოწმება
გამოიღეთ მაცივრიდან კოლოფი, რომელშიც დევს შპრიცი, და გახსენით ის. არ შეეხოთ შპრიცის სასხლეტის თითებს, რადგან ამან შესაძლოა შპრიცი დააზიანოს
ამოიღეთ კოლოფიდან შპრიცი და დაათვალიერეთ როგორც შპრიცი, ისე მასში არსებული წამალი. ეს მნიშვნელოვანია იმის უზრუნველსაყოფად, რომ შპრიცი და წამალი გამოსაყენებლად უსაფრთხო იყოს.
შეამოწმეთ ვადის გასვლის თარიღი კოლოფზე და შპრიცზე (იხ. სურათი A), რათა დარწმუნდეთ, რომ (ვარგისიანობის) ვადა არ არის გასული. არ გამოიყენოთ შპრიცი, თუ ვადის გასვლის თარიღი გასულია. ეს მნიშვნელოვანია იმის უზრუნველსაყოფად, რომ შპრიცი და წამალი გამოსაყენებლად უსაფრთხო იყოს.
არ გამოიყენოთ შპრიცი და გადააგდეთ ის, თუ:
წამალი შემღვრეულია
წამალი შეიცავს მყარ ნაწილაკებს
წამალი არის ნებისმიერი სხვა ფერის, და არა უფერული ან მოყვითალო
შპრიცის რომელიმე ნაწილი სავარაუდოდ დაზიანებულია
ნაბიჯი 2. დააყოვნეთ შპრიცი, სანამ ის ოთახის ტემპერატურას მიიღებს
არ მოხადოთ შპრიცს ნემსის ხუფი, სანამ მე-5 ნაბიჯზე არ გადახვალთ. ნემსის ხუფის ნაადრევად მოხდამ შეიძლება გამოიწვიოს წამლის გამოშრობა და ნემსის დახშობა.
მოათავსეთ შპრიცი სუფთა ბრტყელ ზედაპირზე და მოიცადეთ დაახლოებით 25-30 წუთი, სანამ შპრიცი ოთახის ტემპერატურამდე (18°C – 28°C) გათბება. თუ შპრიცს არ მისცემთ ოთახის ტემპერატურამდე გათბობის საშუალებას, ინექცია იქნება უსიამოვნო და შესაძლოა შპრიცის დგუშზე ზეწოლა გაძნელდეს.
არ გაათბოთ შპრიცი რაიმე სხვა მეთოდით.
ნაბიჯი 3. დაიბანეთ ხელები
დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით.
ნაბიჯი 4. აირჩიეთ და მოამზადეთ ინექციის ადგილი
ინექციისთვის რეკომენდებული ადგილებია ბარძაყის წინა და შუა ნაწილები და მუცლის ქვედა ნაწილი ჭიპის ქვემოთ, გარდა ჭიპის ირგვლივ 5 სანტიმეტრის დაშორებისა. (იხ. სურათი B)
თუ ინექციას აკეთებს მომვლელი, შეიძლება ინექცია გაკეთდეს ასევე მკლავის ზედა გარეთა ნაწილზე. (იხ. სურათი B)
ინექცია ყოველ ჯერზე სხვადასხვა ადგილზე უნდა გაიკეთოთ, მინიმუმ სამი სანტიმეტრის დაშორებით წინა ინექციის ადგილიდან.
არ გაიკეთოთ ინექცია იმ ადგილებში, რომლებიც შეიძლება ქამარმა ან სარტყელმა გააღიზიანოს. არ გაიკეთოთ ინექცია ხალების, ნაწიბურების, კანში სისხლჩაქცევების ან იმ ადგილებში, სადაც აღინიშნება კანის მტკივნეულობა, სიწითლე, გამაგრება ან მთლიანობის დარღვევა.
ინფექციის რისკის შესამცირებლად ინექციის შერჩეული ადგილი გაწმინდეთ სპირტიანი საფენით (იხ. სურათი C).
დაელოდეთ კანის გაშრობას დაახლოებით 10 წამის განმავლობაში.
არ შეეხოთ გაწმენდილ ადგილს ინექციის გაკეთებამდე. არ დაუბეროთ რაიმეთი გაწმენდილ ადგილს.
ნაბიჯი 5. მოხადეთ ნემსს ხუფი
არ დაიჭიროთ შპრიცი დგუშით ნემსის ხუფის მოხდისას.
მაგრად დაიჭირეთ შპრიცის ნემსის გარსაცმი ერთი ხელით, ხოლო მეორე ხელით ნემსს ხუფი მოხადეთ. (იხ. სურ. D) თუ არ შეგიძლიათ ნემსის ხუფის მოხდა, უნდა სთხოვოთ დახმარება მომვლელს ან დაუკავშირდეთ თქვენს მედიცინის მუშაკს.
არ შეეხოთ ნემსს ან არ მისცეთ მას რაიმე ზედაპირთან შეხების საშუალება.
აქტემრას წინასწარ შევსებულ შპრიცში შესაძლებელია პატარა ჰაერის ბუშტუკები იყოს. მათი გამოდევნა არ არის საჭირო.
შეიძლება ნემსის წვერზე სითხის წვეთი დაინახოთ. ეს ნორმალურია.
გადააგდეთ ნემსის ხუფი ჩხვლეტისადმი მედეგ კონტეინერში ან ბასრი ნივთების გადასაყრელ კონტეინერში.
შენიშვნა: შპრიცი გამოყენებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ ნემსის ხუფის მოხდისთანავე.
თუ შპრიცი არ იქნება გამოყენებული ხუფის მოხდიდან 5 წუთის განმავლობაში, შპრიცი უნდა გადააგდოთ ჩხვლეტისადმი მედეგ კონტეინერში ან ბასრი ნივთების გადასაყრელ კონტეინერში, და უნდა გამოიყენოთ ახალი შპრიცი. თუ ნემსის ხუფი მოხდილია 5 წუთზე მეტი დროის განმავლობაში, შეიძლება უფრო რთული იყოს ინექციის გაკეთება, რადგან წამალი შეიძლება გაშრეს და დაახშოს ნემსი.
არასოდეს დაახუროთ ნემსს ხუფი ხელმეორედ მისი მოხდის შემდეგ.
ნაბიჯი 6. გააკეთეთ ინექცია
შპრიცი მოხერხებულად დაიჭირეთ ხელში.
ნემსის კანქვეშ სწორად შეყვანის უზრუნველსაყოფად, თავისუფალი ხელით მოჩქმეტით აიღეთ არამკვრივი კანის ნაკეცი სუფთა საინექციო ადგილზე. კანის მოჩქმეტა აუცილებელია იმისათვის, რომ ინექცია გააკეთოთ კანქვეშ (ცხიმოვან ქსოვილში) და არა უფრო ღრმად (კუნთში). ინექციამ კუნთში შეიძლება უსიამოვნო შეგრძნება გამოიწვიოს.
არ დაიჭიროთ ხელით დგუში ან არ დააწვეთ მას კანში ნემსის შეყვანის დროს.
შეიყვანეთ ნემსი ბოლომდე მოჩქმეტილ კანში 45° - 90°-იანი კუთხით სწრაფი, მტკიცე მოძრაობით. (იხ. სურათი E).
მნიშვნელოვანია შესაბამისი კუთხის შერჩევა წამლის კანქვეშ (ცხიმოვან ქსოვილში) შეყვანის უზრუნველსაყოფად, რადგან სხვაგვარად ინექცია შეიძლება მტკივნეული იყოს და წამალმა შესაძლოა არ იმოქმედოს.
შემდეგ გააჩერეთ შპრიცი ამ მდგომარეობაში და ხელი გაუშვით კანის მოჩქმეტილ ნაკეცს.
ნელა შეიყვანეთ მთელი წამალი დგუშზე ბოლომდე ფრთხილი ზეწოლით. (იხ.
სურათი F). წამლის მთელი დოზის შეყვანად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ
შპრიცის სასხლეტი თითები ბოლომდე იყოს გვერდზე გაწეული, დგუშს ბოლომდე
დააჭირეთ თითი. თუ შპრიცის დგუშზე ზეწოლა არ არის ბოლომდე
განხორციელებული, ნემსის გარსაცმი არ გაიშლება, რომ ნემსი დაფაროს მისი
მოხსნისას. თუ ნემსი არ არის დაფარული, განაგრძეთ ფრთხილად და მოათავსეთ
შპრიცი ჩხვლეტისადმი მედეგ კონტეინერში ნემსით დაზიანების თავიდან
ასაცილებლად.
როგორც კი დგუში ბოლომდე იქნება ჩასული, განაგრძეთ დგუშზე ზეწოლა, რათა
კანიდან ნემსის ამოღებამდე დარწმუნდეთ, რომ წამალი მთლიანად არის შეყვანილი.
განაგრძეთ დგუშზე ზეწოლა კანიდან ნემსის ამოღების დროს იგივე კუთხით,
რომლითაც ნემსი იყო შეყვანილი. (იხ. სურათი G)
თუ ნემსის შეყვანის შემდეგ ვერ ახერხებთ შპრიცის დგუშზე ზეწოლას, შპრიცი
კალამი უნდა გადააგდოთ ჩხვლეტისადმი მედეგ კონტეინერში და გამოიყენოთ ახალი
შპრიცი (დაიწყეთ თავიდან ნაბიჯი 2-დან) თუ წამლის შეყვანა მაინც გიჭირთ, უნდა
მიიღოთ კონსულტაცია თქვენი მედიცინის მუშაკისგან.
როგორც კი ნემსი მთლიანად იქნება ამოღებული კანიდან, შეგიძლიათ ხელი
გაუშვათ დგუშს და მისცეთ ნემსის გარსაცმს ნემსის დაცვის საშუალება. (იხ. სურათი
H)
თუ ხედავთ სისხლის წვეთებს ინექციის ადგილზე, შეგიძლიათ ინექციის ადგილს დააჭიროთ ბამბის ბურთულა ან მარლა დაახლოებით 10 წამის განმავლობაში.
არ დასრისოთ ინექციის ადგილი.
ნაბიჯი 7. შპრიცის გადაგდება
არ შეეცადოთ თქვენ შპრიცს ხუფი ხელახლა დაახუროთ
გადაყარეთ გამოყენებული შპრიცები ჩხვლეტისადმი მედეგ კონტეინერში ან ბასრი ნივთების გადასაყრელ კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ სად შეიძლება შეიძინოთ „ბასრი ნივთების“ კონტეინერი, ან როგორი სხვა სახის ჩხვლეტისადმი მედეგი კონტეინერების გამოყენება შეგიძლიათ თქვენი შპრიცების უსაფრთხოდ გადასაყრელად, თუ ამგვარი კონტეინერი არ გაქვთ. (იხ. სურათი I)
გადაამოწმეთ თქვენს მედიცინის მუშაკთან ინსტრუქციები შპრიცების სწორი მეთოდით გადასაყრელად. შეიძლება არსებობდეს ადგილობრივი ან სახელმწიფო კანონები შპრიცების გადაყრის მეთოდებზე.
არ გადაყაროთ გამოყენებული შპრიცები ან ჩხვლეტისადმი მედეგი კონტეინერი საყოფაცხოვრებო ნაგავში და არ გადაამუშაოთ.
გადააგდეთ სავსე კონტეინერი თქვენი მედიცინის მუშაკის ან ფარმაცევტის მიერ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით.
ყოველთვის შეინახეთ ჩხვლეტისადმი მედეგი კონტეინერი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.
რჩევები პაციენტისთვის მომატებული მგრძნობელობის რეაქციების შესახებ (იგივე ანაფილაქსია, მძიმე შემთხვევაში)
თუ გექნებათ სიმპტომები, როგორიცაა, მაგრამ არა მხოლოდ: კანზე გამონაყარი, ქავილი, შემცივნება, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, ტკივილი გულ-მკერდის არეში, ხმაურიანი სუნთქვა, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, ან თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება და სხვა ნებისმიერ დროს, როდესაც არ ხართ კლინიკაში აქტემრას ინექციის განმავლობაში ან მას შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
რჩევები პაციენტებისთვის სერიოზული ინფექციის ადრეული გამოცნობის და მკურნალობის თაობაზე მისი განვითარების რისკის შესამცირებლად
ყურადღებით იყავით არ გამოგრჩეთ ინფექციის პირველი ნიშნები, როგორიცაა:
ტკივილის შეგრძნება სხეულში, ცხელება, შემცივნება
ხველა, დისკომფორტი/მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში, ქოშინი
სიწითლე, სიმხურვალის შეგრძნება ან უჩვეულო შეშუპება კანის ან სახსრის არეში
მუცლის ტკივილი//მტკივნეულობა და/ან ნაწლავთა მოქმედების შეცვლა
დაუყოვნებლივ დაურეკეთ თქვენს ექიმს და მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება, თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ინფექცია გეწყებათ.
თუ თქვენი შპრიცის შესახებ გაინტერესებთ ან გაქვთ შეკითხვები, დახმარებისთვის დაუკავშირდით თქვენს მედიცინის მუშაკს ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
აქტემრას კანქვეშა ფორმულა არ არის განკუთვნილი ინტრავენური ადმინისტრაციისთვის.
აქტემრას კანქვეშა ფორმა არ არის რეკომენდებული 10 კგ-ზე ნაკლები წონის sJIA მქონე ბავშვებისთვის.
მიკვლევადობა
ბიოლოგიური სამკურნალო საშუალებების მიკვლევადობის გაუმჯობესების მიზნით, გარკვევით უნდა ჩაიწეროს პროდუქტის დასახელება და სერიის ნომერი.
ყველა ჩვენება
ინფექციები
სერიოზული და ზოგჯერ ფატალური ინფექციები იქნა დაფიქსირებული იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ იმუნოსუპრესიულ პრეპარატებს, მათ შორის ტოცილიზუმაბს (იხ. ქვეთავი 4.8). მკურნალობის დაწყება არ შეიძლება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ აქტიური ინფექციები. (იხ. თავი 4.3). ტოცილიზუმაბის მიღება უნდა შეჩერდეს, თუ პაციენტს განუვითარდა სერიოზული ინფექცია, მის გაკონტროლებამდე (იხ. თავი 4.8). ტოცილიზუმაბის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სამედიცინო პერსონალის მიერ საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ რეკურენტული ინფექციები, ან ისეთი თანმხლები დაავადებები (მაგ., დივერტიკულიტი, შაქრიანი დიაბეტი და ფილტვის ინტერსტიციული დაავადება, რომლებიც ინფექციების განვითარების რისკს ზრდის.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს, სერიოზული ინფექციების დროულ გამოვლენას იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობას იტარებენ იმუნოსუპრესიული პრეპარატებით, როგორიცაა ტოცილიზუმაბი, ვინაიდან მწვავე ანთების ნიშნები და სიმპტომები შეიძლება შემცირდეს, რაც მწვავე ფაზის რეაქტანტების სუპრესიასთან არის დაკავშირებული. ტოცილიზუმაბის ზემოქმედება C რეაქტიულ ცილაზე (CRP), ნეიტროფილებზე და ინფექციის ნიშნებსა და სიმპტომებზე უნდა იქნას გათვალისწინებული, პაციენტის პოტენციური ინფექციის განვითარების კუთხით შეფასებისას. პაციენტებს (sJIA ან pJIA მქონე ბავშვებს, რომლებსაც ნაკლებად შეუძლიათ თავიანთ სიმპტომებზე საუბარი) და პაციენტების მშობლებს/მეურვეებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ ინფექციაზე მიმანიშნებელი ნებისმიერი სიმპტომის გაჩენისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დარგის სპციალისტს, რათა დროულად მოხდეს მდგომარეობის შეფასება და სათანადო მკურნალობა.
ტუბერკულიოზი
ისევე როგორც სხვა ბიოლოგიური პრეპარატებით თერაპიის დროს, ტოცილიზუმაბის მიღების დაწყებამდე, ყველა პაციენტის უნდა ჩაუტარდეს სკრინინგი ლატენტური ტუბერკულოზის არსებობაზე. ლატენტური ტუბერკულოზის მქონე პაციენტებს ტოცილიზუმაბის მიღებამდე, უნდა ჩაუტარდეთ სტანდარტული ანტიმიკობაქტერიული თერაპია. პირებს, რომლებიც ნიშნავენ ტოცილიზუმაბს, უნდა შევახსენოთ ტუბერკულოზის კანისა და ინტერფერონ-გამა ტუბერკულოზის ცრუ უარყოფითი სისხლის ტესტირების რისკის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ან იმუნოკომპრომისულ პაციენტებში.
sJIA ან pJIA -ს მქონე პაციენტთა მშობლებს/მეურვეებს უნდა ვურჩიოთ, რომ თუ თერაპიის დროს ან მის შემდეგ გამოვლინდა ტუბერკულოზური ინფექციის სავრაუდო ნიშნები / სიმპტომები (მაგ., მუდმივი ხველა, სისუსტე / წონაში დაკლება, დაბალი სიცხე), სამედიცინო რჩევის მისაღებად მიმართონ სპეციალისტს.
ვირუსული რეაქტივაცია
რევმატოიდული ართრიტის (RA) სამკურნალოდ ბიოლოგიური თერაპიის კურსის დროს დაფიქსირდა ვირუსული რეაქტივაცია (მაგ. B ჰეპატიტის ვირუსი). ტოცილიზუმაბის კლინიკური კვლევებიდან გამოეთიშა პაციენტები, რომლებსაც სკრინინგის დროს გამოუვლინდათ ჰეპატიტი.
დივერტიკულიტის გართულება
ტოცილიზუმაბით ნამკურნალებ პაციენტებში დაფიქსირდა დივერტიკულური პერფორაციის შემთხვევები, დივერტიკულიტის გართულების სახით (იხ. სექცია 4.8). ტოცილიზუმაბი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში ნაწლავების წყლული ან დივერტიკულიტი აღენიშნებათ. პაციენტები, რომლებსაც სავარაუდოდ დივერტიკულიტის გართულებაზე მიმანიშნებელი სიმპტომები აღენიშნებათ, მაგ., მუცლის ტკივილი ჰემორაგია და/ან ნაწლავის ფუნქციის აუხსნელი ცვლილება ცხელებით, დაუყოვნებლივ უნდა იქნან შეფასებული დივერტიკულიტის ადრეული გამოვლენის მიზნით, რომელიც შესაძლოა ასოცირებული იყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაციასთან.
ჰიპერმგრძნელობითი რეაქციები
ჰიპერმგრძნობელობის სერიოზული რეაქციები მათ შორის ანაფილაქსია, დაფიქსირდა ტოცილიზუმაბით მკურნალობასთან კავშირში (იხ. თავი 4.8 ). მსგავსი რეაქციები შეიძლება იყოს უფრო მწვავე და პოტენციურად ფატალური იმ პაციენტებში, რომლებსაც უკვე აღენიშნებოდათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები აქტემრათ ჩატარებული მკურნალობის დროს, მაშინაც კი, თუ მათ მიიღეს პრემედიკაცია სტეროიდებით და ანტიჰისტამინური საშუალებებით. თუ ანაფილაქსია ან სხვა სერიოზული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია გამოვლინდა, დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს ტოცილიზუმაბის მიღება, უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა და ტოცილიზუმაბით მკურნალობა შეწყდეს სამუდამოდ.
ღვიძლის აქტიური დაავადება და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ტოვილიზუმაბით მკურნალობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი მიღება ხდება მეტოტრექსატთან კომბინაციაში, შეიძლება ასოცირდეს ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მატებასთან. ამიტომ სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო იმ პაციენტების ტოცილიზუმაბით მკურნალობის განხილვისას, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის აქტიური დაავადება ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (იხ. თავები 4.2 და 4.8)
ჰეპატოტოქსიურობა
ტოცილიზუმაბით მკურნალობის დროს დაფიქსირდა ღვიძლის ტრანსამინაზების მცირე და საშუალო მომატება (იხ. თავი 4.8). მათი მომატების სიხშირის გაზრდა დაფიქსირდა პოტენციურად ჰეპატოტოქსიური მედიკამენტების ტოცილიზუმაბთან კომბინაციაში [მაგ., მეტოტრექსატის (MTX) მიღებისას. გასათვალისწინებელია ღვიძლის ფუნქციის სხვა კვლევები, ბილირუბინის ჩათვლით.
წამლით გამოწვეული ღვიძლის სერიოზული დაზიანება, ღვიძლის მწვავე უკმარისობის, ჰეპატიტის და სიყვითლის ჩათვლით, გამოვლინდა ტოცილიზუმაბით მკურნალობის დროს (იხ. თავი 4.8). ღვიძლის სერიოზული დაზიანება გამოვლინდა მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირიდან 5 წლამდე პერიოდში. დაფიქსირდა ღვიძლის უკმარისობის ისეთი შემთხვევები, რომლის შედეგადაც საჭირო გახდა ღვიძლის ტრანსპლანტაცია. პაციენტებს უნდა ურჩიონ ღვიძლის დაზიანების ნიშნებისა და სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას.
სიფრთხილე უნდა იქნას გამოჩენილი, როდესაც ტოცილიზუმაბით მკურნალობის დაწყება განიხილება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ტრანსამინაზების მომატება, ALT ან AST > 1.5x ULN. იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ALT ან AST > 5x ULN, მკურნალობა რეკომენდებული არ არის.
RA, GCA, pJIA და sJIA-ის მქონე პაციენტებში, ALT/AST -ის მონიტორინგი უნდა ტარდებოდეს ყოველ 4 - 8 კვირაში მკურნალობის დაწყებიდან პირველი 6 თვის მანძილზე, ხოლო შემდეგ უნდა განისაზღვროს ყოველ 12 კვირაში ერთხელ. ტრანსამინაზების მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ტოცილიზუმაბის დოზის ცვლილებისათვის (მოდიფიცირებისათვის), წამლის შეწყვეტის ჩათვლით, იხილეთ თავი 4.2. მკურნალობა უნდა შეჩერდეს თუ ALT-სან AST მომატება> 3–5 x ULN.
ჰემატოლოგიური დარღვევები
ნეიტროფილების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება გამოვლინდა ტოცილიზუმაბის 8 მგ / კგ-ით მკურნალობის შემდეგ MTX- თან კომბინაციაში (იხ. ქვეთავი 4.8). შესაძლოა გაიზარდოს ნეიტროპენიის რისკი იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ TNF ანტაგონისტით.
პაციენტებში, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ ტოცილიზუმაბი, მისი დაწყება არ არის რეკომენდებული თუკი ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) 2 x 109/ლ-ზე დაბალია. მკურნალობის დაწყების განხილვისას, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა იმ პაციენტებში, რომელთაც თრომბოციტების რაოდენობის შემცირება აღენიშნებათ, (მაგ.:თრომბოციტების რიცხვი 100 x 103/ μL-ზე დაბალია). პაციენტებში, რომლებსაც ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა <0.5 x 109/ლ აქვთ ან თრომბოციტების რიცხვი < 50 x 103/μL, მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებული არ არის.
მწვავე ნეიტროპენია შეიძლება ასოცირებული იყოს სერიოზული ინფექციების მომატებულ რისკთან, თუმცა ნეიტროფილების შემცირებასა და სერიოზული ინფექციების შემთხვევებს შორის, ტოცილიზუმაბის მონაწილეობით კლინიკურ კვლევებში აშკარა კავშირი არ გამოვლენილა.
RA და GCA-ის მქონე პაციენტებში ნეიტროფილების და თრომბოციტების მაჩვენებლების კონტროლი უნდა ტარდებოდეს თერაპიის დაწყებიდან 4-8 კვირის განმავლოაში და შემდგომ სტანდარტული კლინიკური პრაქტიკის შესაბამისად. დოზის რეკომენდებული მოდიფიკაციებისათვის, რომელიც დაფუძნებულია ANC და თრომბოციტების რაოდენობაზე, იხილეთ ქვეთავში 4.2.
პოლიარტიკულური იუვენილური იდიოპათიური ართრიტის (pJIA )და სისტემური იუვენილური იდიოპათიური ართრიტის (sJIA)მქონე პაციენტების შემთხვევაში, საჭიროა ნეიტროფილების და თრომბოციტების კონტროლი მეორე ინფუზიის დროს და შემდეგ სათანადო კლინიკური პრაქტიკის შესაბამისად (იხ ქვეთავი 4.2).
ლიპიდების პარამეტრები
ტოცილიზუმაბით ნამკურნალებ პაციენტებში აღინიშნა ლიპიდური პარამეტრების მომატება, როგორიცაა საერთო ქოლესტერინი, ტრიგლიცერიდები და/ან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული (LDL),მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (HDL) და ტრიგლიცერიდები (იხ. თავი 4.8). პაციენტეთა უმეტესობაში, ლიპიდური სპექტრის დამწევი აგენტებით მკურნალობის საპასუხოდ, არ დაფიქსირდა ათეროგენული ინდექსის და საერთო ქოლესტერინის მატება.
ყველა პაციენტში, ლიპიდური პარამეტრები უნდა ფასდებოდეს თერაპიული კურსის დაწყებიდან 4 - 8 კვირაში. პაციენტების მართვა უნდა ხდებოდეს ადგილობრივი ჰიპერლიპიდემიის მართვისკლინიკური გზამკვლევების საფუძველზე.
ნევროლოგიური დარღვევები
ექიმები ყურადღებით უნდა იყვნენ პოტენციურად ცენტრალური დემიელინიზაციის ახალი დარღვევების მიმანიშნებელი სიმპტომების მიმართ.ტოცილიზუმაბთან ცენტრალური დემიელიზაციის კავშირი ამჟამად უცნობია.
მალიგნიზაცია
RA– ს მქონე პაციენტებში მალიგნიზაციის რისკი გაზრდილია. იმუნომოდულატორულმა სამკურნალო საშუალებებმა შესაძლოა გაზარდოს ავთვისებიანი წარმონაქმნების განვითარების რისკი. კლინიკური მონაცემები არასაკმარისია ტოცილიზუმაბის მიღების შემდეგ ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების პოტენციური რისკის შესაფასებლად. უსაფრთხოების გრძელვადიანი შეფასებები გრძელდება.
ვაქცინაციები
ცოცხალი და ატენუირებული ცოცხალი ვაქცინების გამოყენება ტოცილიზუმაბთან ერთად არ შეიძლება, ვინაიდან კლინიკური უსაფრთხოება დადგენილი არ არის. რანდომიზებულ ღია კვლევაში, რევმატოიდული ართრიტის მქონე (RA) ზრდასრულ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ტოცილიზუმაბს და მეტოტრექსატს, დაფიქსირებული იყო ეფექტური პასუხი როგორც 23-ვალენტიანი პნევმოკოკის პოლისაქარიდების, ასევე ტეტანუსის ვაქცინის მიმართ. მიღებული მონაცემები შეესაბამებოდა პასუხებს, რომლებიც ნანახი იყო მხოლოდ მეტოტრექსატით ნამკურნალებ პაციენტებში. მკურნალობის დაწყებამდე, იმუნიზაციის თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით, რეკომენდებულია, რომ ყველა პაციენტს, განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებს შეძლებისდაგვარად დროულად ჩაუტარდეს ყველა სახის იმუნიზაცია. ცოცხალი ვაქცინებით იმუნიზაციასა და ტოცილიზუმაბით თერაპიის დაწყებას შორის ინტერვალი უნდა შეესაბამებოდეს ვაქცინაციის თანამედროვე გაიდლაინს.
კარდიოვასკულური რისკი
RA პაციენტებს აქვთ გულ-სისხლძარღვთა გართულებების მომატებული რისკი და მათ შესაძლოა გამოულინდეთ რისკ ფაქტორები (მაგ. ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია), რომლებიც უნდა იმართოს სტანდარტულად.
TNF ანტაგონისტებთან კომბინაცია
RA პაციენტებში არ არსებობს ტოცილიზუმაბის გამოყენების გამოცდილება TNF ანტაგონისტებთან ან სხვა ბიოლოგიურ მედიკამენტებთან ერთად. ტოცილიზუმაბის მიღება არ არის რეკომენდებული სხვა ბიოლოგიურ საშუალებებთან ერთად.
პოლისორბატი
ეს წამალი შეიცავს 0,18 მგ პოლისორბატ 80-ს თითოეულ 162 მგ/0,9 მლ შპრიცში, რაც არის 0,2 მგ/მლ-ის ექვივალენტური. პოლისორბატებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პაციენტებში უკვე გამოვლენილი ალერგიული რეაქციები.
GCA
ტოცილიზუმაბის მონოთერაპია არ უნდა იქნას გამოყენებული მწვავე რეციდივების სამკურნალოდ, რადგან ეფექტურობა დადგენილი არ არის. გლუკოკორტიკოიდები შეიძლებამიეცეს პაციენტს სამედიცინო განსჯის და პრაქტიკული გაიდლაინების შესაბამისად.
sJIA
მაკროფაგების აქტივაციის სინდრომი (MAS) არის სიცოცხლისთვის საშიში სერიოზული დარღვევა, რომელიც შეიძლება განვითარდეს sJIA-ს მქონე პაციენტებში. კლინიკურ კვლევებში ტოცილიზუმაბი არ არის შესწავლილი პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ აქტიური MAS– ის ეპიზოდი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში
10 მგ/კგ ტოცილიზუმაბის ერთჯერადი დოზის და 10-25 მგ MTX-ის კვირაში ერთხელ ერთდროული მიღების დროს, კლინიკურად მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ დაფიქსირდა MTX -ის ზემოქმედებაზე.
რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში, პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზებით არ დაფიქსირებულა, რომ MTX, არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები (NSAID) ანკორტიკოსტეროიდები, გავლენას ახდენს ტოცილიზუმაბის კლირენსზე. GCA -ის მქონე პაციენტებში არ აღინიშნა კუმულაციური კორტიკოსტეროიდული დოზის გავლენა ტოცილიზუმაბის ზემოქმედებაზე.
ღვიძლის CYP450 ფერმენტების ექსპრესია ითრგუნება ციტოკინების მიერ, როგორიცაა IL-6, რომელიც ასტიმულირებს ქრონიკულ ანთებით პროცესს. შესაბამისად, CYP450-ის ექსპრესია შესაძლოა შეიცვალოს ციტოკინების ინჰიბიტორული თერაპიის ჩატარების შემთხვევაში, როგორიცაა ტოცილიზუმაბი.
In vitro კვლევებში, ადამიანის კულტივირებულ ჰეპატოციტებში გამოვლინდა, რომ IL-6 იწვევს CYP1A2, CYP2C9, CYP2C19, და CYP3A4 ფერმენტების ექსპრესიის დათრგუნვას. ტოცილიზუმაბი ნორმაში აღადგენს აღნიშნული ფერმენტების ექსპრესიას.
კვლევაში, რომელშიც ჩართულია რევმატოიდული ართრიტის (RA) მქონე პაციენტები, ტოცილიზუმაბის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ სიმვასტატინის (CYP3A4) დონემ დაიკლო 57%-ით და გაუტოლდა ან უმნიშვნელოდ აღემატებოდა ჯანმრთელი ადამინის მაჩვენებელს.
ტოცილიზუმაბის კურსის დაწყების ან შეწყვეტისას პაციენტები, რომლებსაც ინდივიდუალურად აქვთ წამლის დოზები შერჩეული და აღნიშნული მედიკამენტები მეტაბოლიზდება CYP450 3A4, 1A2, ან 2C9 (მაგ.: მეთილპრედნიზოლონი, დექსამეტაზონი, (ორალური გლუკოკორტიკოიდი მოხსნის სინდრომის ალბათობით) ატორვასტატინი, კალციუმის არხის ბლოკატორები, თეოფილინი, ვარფარინი, ფენიტოინი, ციკლოსპორინი, ანბენზოდიაზეპინები) მეშვეობით უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ზემოთხსენებული მედიკამენტების დოზის ცვლილება, მათი თერაპიული ეფექტის შენარჩუნების მიზნით. ტოცილიზუმაბს ახასიათებს ხანგრძლივი ელიმინაციის ნახევრადდაშლის პერიოდი (t1/2), ამიტომ მისი გავლენა CYP450-ის ფერმენტების აქტივობაზე შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობის შეწყვეტიდან რამოდენიმე კვირა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ფერტილობის ასაკის მქონექალები
ფერტილობის ასაკის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია მკურნალობის განმავლობაში დამკურნალობის შემდეგ 3 თვემდე.
ორსულობა
ორსულ ქალებში ,ტოცილიზუმაბის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს. ცხოველებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა თვითნებური აბორტების/ემბრიოფეტალური სიკვდილობის მომატების რისკი, მაღალი დოზის მიღებისშემთხვევაში (იხილეთ თავი 5.3).
აქტემრას გამოყენება არ შეიძლება ორსულ ქალებში, თუ არ არსებობს ამის მკაფიო ჩვენება.
მეძუძური დედები
დადგენილი არ არის, გამოიყოფა თუ არა ტოცილიზუმაბი ქალის რძით. ტოცილიზუმაბის ექსკრეცია რძეში არ არის შესწავლილი ცხოველებში. ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ტოცილიზუმაბით მკურნალობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვისთვის და ტოცილიზუმაბით მკურნალობის სარგებელი ქალისთვის.
ნაყოფიერება
არსებული არაკლინიკური მონაცემების მიხედვით, ტოცილიზუმაბით მკურნალობის დროს, ნაყოფიერებაზე გავლენა არ აღინიშნება.
- 7 ტრანსპორტის მართვის და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარი
აქტემრას მცირე გავლენა აქვს ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე მაგ. თავბრუსხვევა (იხილეთ ქვეთავი, 4.8).
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
წამლის უსაფრთხოების პროფილი შემუშავდა კვლევაში ჩართული 4510 პაციენტის მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც ღებულობდნენ ტოცილიზუმაბს; პაციენტთა უმეტესი ნაწილი ჩართული იყო RA-ის კვლევებში (n=4009), დანარჩენი მონაცემები შეიკრიბა pJIA (n=240), sJIA (n= 112), და GCA (n=149) კვლევებიდან. აღნიშნულ ჩვენებებში ტოცილიზუმაბის უსაფრთხოების პროფილი არის მსგავსი.
ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი რეაქციები (ADRs) იყო ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ნაზოფარინგიტი, თავისტკივილი, ჰიპერტენზია და მომატებული ALT.
ყველაზე სერიოზული გვერდითი რეაქციები იყო მძიმე ინფექციები, დივერტიკულიტის გართულებები და ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები.
გვერდითი რეაქციების ცხრილი
წამლის კლინიკური კვლევებიდან მიღებული გვერდითი რეაქციები (ADRs) და/ან პოსტმარკეტინგული გამოცდილება, რომელიც ეყრდნობა სპონტანურ შემთხვევათა აღრიცხვას, ლიტერატურიდან შემთხვევებსა და არაინტერვენციული სასწავლო პროგრამების შემთხვევებს, პაციენტისთვის კლინიკური მნიშვნელობის მქონე ორგანოთა კლისიფიკაციაზე დაფუძნებული MedDRA-ს სისტემის მიხედვით (ცხრილი 1). თითოეული გვერდითი მოვლენისთვის (ADR) სიხშირეები განისაზღვრება როგორც: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე) არახშირი (≥ 1/1,000-დან < 1/100-მდე), იშვიათი (1/10,000-დან<1/1,000-მდე) ან ძალიან იშვიათი (<1/10,000) ), და სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით). თითოეულ ჯგუფში არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია სიხშირის შემცირების თანმიმდევრობით.
ცხრილი 1. წამლის გვერდითი რეაქციების (ADRs) ჩამონათვალი რომელიც გამოვლინდა ტოცილიზუმაბით ნამკურნალებ პაციენტებში
MedDRA
ორგანოთა სისტემის კლასი
სიხშირის კატეგორიები ,, preferred terms“ ის მიხედვით
ძალიანხშირი
ხშირი
არახშირი
იშვიათი
ძალიან იშვიათი
ინფექციები და ინვაზიები
ზედა სასუნთქი სისტემა
ცელულიტი, პნევმონია, ორალური მარტივი ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი
დივერტიკულიტი
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები
ლეიკოპენია, ნეიტროპენია
ჰიპოფიბრინოჰენემია
იმუნური სისტემის დარღვევები
ანაფილაქსიური რეაქცია (ლეტალური გამოსავლით) 1,2,3
ენდოკრინული დარღვევები
ჰიპოთირეოიდიზმი
მეტაბოლური და ნუტრიციული დარღვევები
ჰიპერქოლესტერიმენია*
ჰიპერტრიგლიცერიდემია
ნერვული სისტემის დარღვევები
თავის ტკივილის, თავბრუსხვევა
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ
კონიუნქტივიტი
სისხლძარღვების მხრივ დარღვევები
ჰიპერტენზია
სასუნთქი გზების, თორაკალური და მედიასტინუმის დარღვევები
ხველება, დისპნოე
დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ
ტკივილი მუცელში,პირის ლორწოვანის დაწყლულება, გასტრიტი
სტომატიტი, კუჭის წყლული
ჰეპატობილიარული დარღვევები
წამლისმიერი ღვიძლის დაზიანება, ჰეპატიტი, სიყვითლე
ღვიძლის უკმარისობა
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ურტიკარია
სტივენს-ჯონსონის-სინდრომი3
დარღვევები თირკმლისა და საშარდე სისტემის მხრივ
ნეფროლითიაზი
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობა
ინექციის ადგილის რეაქციები
პერიფერიული შეშუპება, ზემგრძნობელობის რეაქცია
გამოკვლევები
ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება, წონაში მომატებასაერთო ბილირუბინის მომატება*
- მოიცავს მაჩვენებლების მატებას რომლებიც მიღებულია რუტინული ლაბორატორიული მონიტორინგის შედეგად (იხ. ტექსტი ქვემოთ)
1იხ.ქვეთავი 4.3
2იხ.ქვეთავი 4.4
3 აღნიშნული გვერდითი მოვლენები გამოვლინდაპოსტმარკეტინგული დაკვირვების შედეგად და არ დაფიქსირებულა კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში. სიხშირის კატეგორია ფასდებოდა როგორც 95% სანდოობის ინტერვალის ზედა ზღვარი, პაციენტების საერთო რაოდენობაზე დაყრდნობით, რომლებიც ღებულობდნენ TCZ კლინიკურ კვლევებში.
შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა (კანქვეშა გამოყენება)
პაციენტები რევმატოიდული ართრიტით
კანქვეშა ტოცილიზუმაბის უსაფრთხოება RA დროს შესწავლილ იქნა ორმაგ ბრმა, კონტროლირებად, მულტიცენტრულ კვლევაში (SC-I). კვლევა რევმატოიდული ართრიტის მქონე 1262 ზრდასრულ პაციენტში ადარებდა 162 მგ ტოცილიზუმაბს ყოველკვირეულ კანქვეშა ინექციას - 8 მგ.კგ. ინტრავენურ ინფუზიასთან. ტოცილიზუმაბის უსაფრთხოება და იმუნოგენურობა ისეთივე აღმოჩნდა, როგორც ი/ვ ტოცილიზუმაბის უკვე ცნობილი უსაფრთხოების პროფილი; ახალი ან მოულოდნელი გვერდითი წამლისმიერი რეაქციები არ დაფიქსირებულა (იხ. ცხრილი 1). ინექციის გვერდითი რეაქციები უფრო ხშირი იყო ტოცილიზუმაბის კანქვეშა ჯგუფებში, შედარებით პლაცებოს კანქვეშა ინექციების ჯგუფებთან.
ინექციის გვერდითი რეაქციები
SC-I კვლევის 6-თვიანი კონტროლირებული პერიოდის განმავლობაში, ინექციის გვერდითი რეაქციების სიხშირე იყო 10.1% (64/631) და 2.4% (15/631) კ/ქ ტოცილიზუმაბის და კ/ქ პლაცებოს ყოველკვირეული ინექციებისას. ინექციის გვერდითი რეაქციები (მათ შორის ერითემა, ქავილი, ტკივილი და ჰემატომა) იყო საშუალო სიმძიმის ან მსუბუქი. მათი უმეტესობა ალაგდა დამატებითი მკურნალობის გარეშე და არ გამხდარა წამლის მიღების შეწყვეტის საბაბი.
იმუნოგენობა
კვლევაში SC-I, კვირაში ერთხელ 162 მგ. ტოცილიზუმაბით ნამკურნალევ 625 პაციენტს, 6 თვიანი კონტროლირებული პერიოდის განმავლობაში, ჩაუტარდა ტოცილიზუმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე გამოკვლევა. ხუთ პაციენტს (0.8%) აღმოაჩნდა დადებითი ტოცილიზუმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულები; ყველა მათგანმა გამოიმუშავა გამანეიტრალებელი ტოცილიზუმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულები. ერთ პაციენტს დაუდასტურდა IgE იზოტიპის დადებითი მაჩვენებელი (0,2%).
SC-II-ში, 6 თვიან კონტროლირებად პერიოდში, ტოცილიზუმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე გამოკვლევა ჩაუტარდა 434 პაციენტს, რომლებიც იღებდნენ 162მგ ტოცილიზუმაბს ყოველ მომდევნო კვირაში (ერთი კვირის გამოტოვებით). შვიდ პაციენტს (1.6%) აღმოაჩნდა დადებითი ტესტი ტოცილიზუმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე და მათგან 6 პაციენტს (1.4%) განუვითარდა გამანეიტრალებელი ტოცილიზუმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულები. ოთხ პაციენტს დაუდასტურდა IgE იზოტოპის დადებითი მაჩვენებელი (0.9%).
კლინიკურ პასუხს ან გვერდით მოვლენებსა და ანტისხეულების გამომუშავებას შორის კორელაცია არ აღნიშნულა.
ნეიტროფილები
რუტინული ლაბორატორიული მონიტორინგის განმავლობაში, SC-I -კლინიკური კვლევის ტოცილიზუმაბის 6-თვიან საკონტროლო პერიოდში, ნეიტროფილების რიცხვის შემცირება (კერძოდ 1 x 109/l - ის ქვემოთ) გამოვლინდა კანქვეშა ფორმის ყოველ კვირეულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტების 2.9%-ში.
ნეიტროფილების რიცხვის შემცირებასა (1 x 109/l-ისქვევით) და სერიოზული ინფექციების განვითარებას შორის მკაფიო კავშირი არ იყო.
თრომბოციტები
SC-I -კლინიკური კვლევის ტოცილიზუმაბის 6-თვიან საკონტროლო პერიოდში, რუტინული ლაბორატორიული მონიტორინგისას, არცერთ პაციენტს არ აღენიშნა თრომბოციტების რაოდენობის შემცირება ≤ 50 × 103/μl ნიშნულამდე.
ღვიძლის ფერმენტების მომატება
კვლევა SC-I-ის 6-თვიან საკონტროლო პერიოდში, ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმის საკვლევ ჯგუფში, რუტინული ლაბორატორიული კვლევისას - ALT ან AST ≥ 3 × ULN -ის ნიშნული გამოვლინდა პაციენტების 6.5%-ში და 1.4%-ში, ყოველკვირეული მიღების დროს.
ლიპიდური პარამეტრები
კვლევა SC-I-ის ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმის 6-თვიან საკონტროლო პერიოდში, პაციენტებში რუტინული ლაბორატორიული მონიტორინგის დროს, ტოცილიზუმაბით ნამკურნალები პაციენტების 19%-ს აღენიშნებოდა საერთო ქოლესტერინის მდგრადი მატება >6.2 მმოლ/ლ (240 მგ/დლ), მათ შორის 9%-ს აღენიშნებოდა LDL-ის მდგრადი მატება ≥ 4.1 მმოლ/ლ (160 მგ/დლ).
პაციენტები სისტემური იუვენილური იდიოპათიური ართრიტით
კანქვეშა ტოცილიზუმაბის უსაფრთხოების პროფილი შეფასდა 51 პედიატრიულ პაციენტში (1-დან 17 წლამდე) სისტემური იუვენილური იდიოპათიური ართრიტით. ზოგადად, წამლის გვერდითი რეაქციები სისტემური იუვენილური იდიოპათიური ართრიტის მქონე პაციენტებში იყო რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში გამოვლენილი რეაქციების მსგავსი (იხილეთ არასასურველი ეფექტების განყოფილება ზემოთ).
ინფექციები
ინფექციის სიხშირე sJIA-ს მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ კანქვეშა ტოცილიზუმაბით, შედარებადი იყო sJIA -ს მქონე პაციენტებთან, რომლებიც მკურნალობდნენ ინტრავენური აქტემრათი.
ინექციის ადგილის რეაქციები (ISRs)
კანქვეშა კვლევაში (WA28118), აქტემრას კანქვეშა ფორმით მკურნალობის დროს, sJIA-ს მქონე პაციენტების სულ 41,2% (21/51) აღენიშნა ISR. ყველაზე გავრცელებული ინექციის ადგილზე რეაქციები -ISR იყო: ერითემა, ქავილი, ტკივილი და შეშუპება. დაფიქსირებული ISR– ების უმეტესობა იყო 1–ლი ხარისხის გვერდითი მოვლენა და ISR არ იყო სერიოზული და არ გახდა საჭირო პაციენტის მოხსნა მკურნალობიდან ან დოზის შეწყვეტა.
იმუნოგენურობა
კანქვეშა ფორმის კვლევაში (WA28118), 51 – დან (90,2%) 46 – პაციენტს, რომლებსაც ბაზისურად ჩაუტარდათ ტოცილიზუმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე ტესტირება, ჰქონდა მინიმუმ ერთი პოსტ – ბაზისური სკრინინგის ანალიზი. არცერთ პაციენტს არ გამოუვლინდა ტოცილიზუმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულები პოსტ-ბაზისურად.
ლაბორატორიული ცვლილებები
52 კვირიან ღია კანქვეშა კვლევაში (WA28118), ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება 1 x 109/ლ-ზე დაბლა გამოვლინდა პაციენტების 23.5%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ ტოცილიზუმაბს კანქვეშა ფორმით. პაციენტების 2%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ ტოცილიზუმაბის კაქვეშა ფორმით, თრომბოციტების რაოდენობის შემცირდა 100×103/მკლ-ზე დაბალ მაჩვენებლამდე. ALT ან AST– ს მაჩვენებლების მომატება ≥3 x ULN მოხდა პაციენტების 9,8% და 4,0%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმით.
ლიპიდური პარამეტრები
52 კვირიან ღია კვლევაში (WA28118), პაციენტების 23.4% და 35.4%-ში გამოვლინდა LDL-ქოლესტერინის მაჩვენებლის შემდგომი მატება ≥ 130 მგ/დლ-მდე, ხოლო საერთო ქოლესტერინის მაჩვენებელის მატება ≥ 200 მგ/დლ-მდე დაფიქსირდა.
პაციენტები პოლიარტიკულური იუვენილური იდიოპათიური ართრიტით
ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმის უსაფრთხოების პროფილი შეისწავლეს 52 პედიატრიულ პაციენტში პოლიარტიკულური იუვენილური იდიოპათიური ართრიტით. პოლიარტიკულური იუვენილური იდიოპათიური ართრიტის (pJIA) მქონე პაციენტთა საერთო პოპულაციაში, იყო 184.4 პაციენტი წელიწადზე ინტრავენური ტოცილიზუმაბი და 50.4 პაციენტი წელიწადზე კანქვეშა ტოცილიზუმაბი. ზოგადად, პოლიარტიკულური იუვენილური იდიოპათიური ართრიტის (pJIA) მქონე პაციენტებში გამოვლენილი უსაფრთხოების პროფილი მსგავსი იყო ტოცილიზუმაბის უკვე ცნობილის, გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ ISR-ები (იხ. ცხრილი 1). ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმით ნამკურნალებ pJIA-ს მქონე პაციენტებში ISR-ის სიხშირე ზრდასრულ RA პაციენტებთან შედარებით უფრო მაღალი იყო.
ინფექციები
ინფექციის სიხშირე pJIA-ს მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აქტემრას კანქვეშა ფორმით, შედარებადი იყო pJIA -ს მქონე პაციენტებთან, რომლებიც მკურნალობდნენ აქტემრას ინტრავენური ფორმით.
ინექციასთან დაკავშირებული რეაქციები
ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმით მკურნალობის დროს, საერთო ჯამში pJIA -ის მქონე პაციენტების 28.8% (15/52) გამოუვლინდა ინექციასთან დაკავშირებული რეაქციები (ISR). აღნიშნული ISR -ის 44% განვითარდა პაციენტებში რომელთა სხეულის წონა>30 კგ-ზე, ხოლო 14.8% განუვითარდა 30 კგ-ზე ნაკლები წონის პაციენტებს.ყველაზე ხშირი ISR იყო ერითემა, შეშუპება, ჰემატომა, ტკივილი და ქავილი. ყველა გამოვლენილი ISR იყო არასერიოზული ბუნების და 1 ხარისხის მოვლენა, და არცერთ შემთხვევაში არ გახდა საჭირო მკურნალობის შეწყვეტა ან გარკვეული დროით შეჩერება.
იმუნოგენობა
კანქვეშა კვლევაში, პაციენტების 5.8% [3/52] გამოუვლინდა დადებითი ტესტი გამანეიტრალებელ ანტი-ტოცილიზუმაბ ანტისხეულებზე, სერიოზული ან კლინიკურად საყურადღებო ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გარეშე. 3 პაციენტიდან, 1 გამოეთიშა კვლევას. გვერდით მოვლენებსა და ანტისხეულების განვითარებას და ასევე, ორგანიზმის კლინიკური პასუხის განვითარებას შორის კორელაცია არ იქნა ნანახი.
ლაბორატორიული ცვლილებები
რუტინული ლაბორატორიული მონიტორინგის პერიოდში, ნეიტროფილების რაოდენობა 1 x 109/ლ-ზე მეტად დაქვეითდა პაციენტების 15.4% -ში, რომლებიც მკურნალობდნენ ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმით. ALT ან AST x 3 x ULN დონის დაწევა მოხდა პაციენტების 9,6% და 3,8%, რომლებიც მკურნალობდნენ კანქვეშა ტოცილიზუმაბით. არცერთ პაციენტს, რომლებიც მკურნალობდნენ ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმით, არ აღენიშნა თრომბოციტების რაოდენობის შემცირება ≤ 50 × 103/μl ნიშნულამდე.
ლიპიდური პარამეტრები
კანქვეშა კვლევაში,პაციენტების 14.3% და 12.8%-ში გამოვლინდა LDL-ქოლესტერინის მაჩვენებლის პოსტ-საბაზისური მატება ≥ 130 მგ/დლ-მდე, ხოლო საერთო ქოლესტერინის მაჩვენებელის მატება დაფიქსირდა ≥ 200 მგ/დლ-მდე.
პაციენტები გიგანტურუჯრედული არტერიტით
ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმის უსაფრთხოება შესწავლილ იქნა III ფაზის კვლევაში WA28119, რომელშიც ჩართული იყო 251 GCA-ის მქონე პაციენტი. საერთო პაციენტი წელიწადზე ხანგრძლივობას სრული ექსპოზიციის მქონე აქტემრათი ნამკურნალებ პოპულაციაში,12-თვიან ორმაგად ბრმა, პლაცებო -კონტროლირებულ ფაზაში, შეადგენდა 138.5 პაციენტს წელიწადზე. ტოცილიზუმაბის სამკურნალო ჯგუფებში გამოვლენილი საერთო უსაფრთხოების პროფილი ტოცილიზუმაბის უკვე ცნობილი და იქამდე გამოვლენილი უსაფრთხოების პროფილის მსგავსი იყო (იხ. ცხრილი 1).
ინფექციები
ინფექციების/სერიოზული ინფექციური მოვლენების შემთხვევათა სიხშირე დაბალანსებული იყო აქტემრას ყოველკვირეულ ჯგუფსა (200.2/9.7 შემთხვევა 100 პაციენტ წელიწადზე) და პლაცებოს დამატებული 26 კვირიანი პრედნიზონის კლებადი დოზირების კურსით (156.0/4.2 შემთხვევა 100 პაციენტ წელიწადზე) და ასევე პლაცებოს დამატებული 52 კვირიანი კლებადი დოზირების კურსით ნამკურნალები პაციენტების (210.2/12.5 შემთხვევა 100 პაციენტ წელიწადზე) ჯგუფებს შორის.
ინექციის ადგილის რეაქციები
ტოცილიზუმაბის კანქვეშა ყოველკვირეულ ჯგუფში, პაცეინტების 6%-ს (6/100) აღენიშნა გვერდითი რეაქცია, რომელიც განვითარდა ინექციის ადგილას. ინექციის ადგილის რეაქცია არ აღინიშნებოდა, როგორც სერიოზული გვერდითი მოვლენა და არ საჭიროებდა მკურნალობის შეწყვეტას.
იმუნოგენურობა
კანქვეშა ტოცილიზუმაბის ყოველკვირეულ ჯგუფში ერთ პაციენტს (1,1%, 1/95) განუვითარდა დადებითი მანეიტრალიზებელი ტოცილიზუმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულები, თუმცა არა IgE იზოტიპის. პაციენტს არ გამოუვლინდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია ან ინექციის ადგილის რეაქცია.
ნეიტროფილები
რუტინული ლაბორატორიული მონიტორინგის პერიოდში, 12-თვიან კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში, ტოცილიზუმაბის კანქვეშა ყოველკვირეული ჯგუფის პაციენტთა 4% -ში მოხდა ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება 1 × 109 / ლ – ზე ქვემოთ. მსგავსი არ დაფიქსირებულა პლაცებოს და პრედნიზონის შემცველ ჯგუფებში.
თრომბოციტები
რუტინული ლაბორატორიული მონიტორინგის პერიოდში, 12-თვიან კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში, ტოცილიზუმაბის კანქვეშა ყოველკვირეული ჯგუფის ერთ პაციენტს (1%, 1/100) დაუფიქსირდა ერთჯერადი გარდამავალი თრომბოციტების რიცხვის 100 x 103 / μL-ზე ქვემოთკლების ეპიზოდი, მასთან ასოცირებული სისხლდენის მოვლენების გარეშე. თრომბოციტების შემცირება 100 x 103/μL მაჩვენებელზე ქვემოთ არ გამოვლენილა პლაცებოს დამატებული პრედნიზონის კლებადი დოზირების არცერთ ჯგუფში.
ღვიძლის ფერმენტების მატება
რუტინული ლაბორატორიული კვლევის განმავლობაში, 12-თვიანი ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის ფაზაში, ALT-ს მატება ≥3 ULN-ის სახით, დაფიქსირდა კანქვეშა ტოცილიზუმაბის კვირეულ ჯგუფში ჩართული პაციენტების 3%-ში, ხოლო პლაცებოს დამატებული 52 კვირიანი კლებადი პრედნიზონის ჯგუფში ჩართული პაციენტების 2% -ში; არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა პლაცებოს დამატებული 26 კვირიანი კლებადი პრედნიზონის ჯგუფში. AST-ს მატება> 3 ULN-ის სახით აღინიშნა კანქვეშა ტოცილიზუმაბის კვირეულ ჯგუფში ჩართული პაციენტების 1%-ში, მაშინ როცა პლაცებოს დამატებული კლებადი პრედნიზონის არცერთ ჯგუფში მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ლიპიდური პარამეტრები
რუტინული ლაბორატორიული მონიტორინგის განმავლობაში აქტემრას კვლევის 12-თვიანი ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად ფაზაში, ჩართული პაციენტების 34% -ს აღენიშნა საერთო ქოლესტერინის მატება 6.2 მმოლ/ლ (240 მგ/დლ) ნიშნულზე ზემოთ, პაციენტთა 15% -ში გამოვლინდა LDL-ის მომატება ≥ 4.1 მმოლ/ლ (160 მგ/დლ)-მდე.
შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა (ინტრავენური გამოყენება)
პაციენტები რევმატოიდული ართრიტით:
ტოცილიზუმაბის უსაფრთხოება შესწავლილია მე-III ფაზის 5 ორმაგ ბრმა კონტროლირებად კვლევაში და მათ შემდგომ პერიოდებში.
მთლიანი საკონტროლო პოპულაცია მოიცავს ყველა პაციენტს თითოეული ძირითადი კვლევის ორმაგი ბრმა ფაზებიდან, სადაც პაციენტები რანდომიზებული იყო: მკურნალობის რეჟიმის პირველ ცვლილებამდე ან ორი წლის შემდეგ; 4 კვლევაში საკონტროლო პერიოდი იყო 6 თვე, ხოლო 1 კვლევაში - 2 წლამდე. ორმაგ, ბრმა, კონტროლირებად კვლევებში 774 პაციენტმა მიიღო აქტემრა 4 მგ / კგ MTX- თან ერთად, 1870 პაციენტმა მიიღო ტოცილიზუმაბი 8 მგ / კგ MTX / სხვა DMARD- თან ერთად და 288 პაციენტმა მიიღო ტოცილიზუმაბის 8 მგ / კგმონოთერაპიის სახით.
ექსპოზიციის მთლიანი პოპულაცია მოიცავს ყველაპაციენტს, რომლებმაც მიიღეს ტოცილიზუმაბის მინიმუმ ერთი დოზა, ორმაგი ბრმა კონტროლის პერიოდში ან ღია ფაზაში. მთლიანი პოპულაციიდან, 3577 მკურნალობდა მინიმუმ 6 თვის განმავლობაში, 3296 მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში; 2806 პაციენტმა მიიღო მკურნალობა მინიმუმ 2 წლის განმავლობაში, ხოლო 1222 – მა 3 წლისგანმავლობაში.
ინფექციები
6-თვიან კონტროლირებად კვლევაში,ტოცილიზუმაბის 8 მგ / კგ+ DMARD მკურნალობის დროს დაფიქსირებული ინფექციის სახით გამოვლენილი ყველა გვერდითი მოვლენა შეადგენდა 127 შემთხვევას 100 პაციენტ წელიწადზე, პლაცებოს+ DMARD ჯგუფში იგივე მაჩვენებელი შეადგენდა 112 შემთხვევას 100 პაციენტს წელიწადზე. გრძელვადიანი ექსპოზიციის პოპულაციაში, ტოცილიზუმაბით მკურნალობის დროს ინფიცირების საერთო მაჩვენებელმა შეადგინა, 108 გვერდითი მოვლენა 100 პაციენტწელიწადზე .
6 თვიან კონტროლირებად კვლევებში, 8 მგ/კგ აქტემრას + DMARD თერაპიის დროს სერიოზული ინფექციების სიხშირე, იყო 5.3 შემთხვევა 100 პაციენტ-წელიწადზე, ხოლო პლაცებო + DMARD ჯგუფში, 3.9 შემთხვევა 100 პაციენტ-წელიწადზე. ტოცილიზუმაბით მონოთერაპიის კვლევაში, სერიოზული ინფექციების სიხშირე იყო 3.6 შემთხვევა 100 პაციენტ-წელიწადზე, ხოლო მეტოტრექსატის(MTX) ჯგუფში 1.5 შემთხვევა 100 პაციენტ-წელიწადზე.
მთელ პოპულაციაში, სერიოზული ინფექციების ჯამური სიხშირე იყო 4.7 შემთხვევა 100 პაციენტ-წელიწადზე. დაფიქსირდა სერიოზული ინფექციები, რომელთაგან ზოგიერთს ჰქონდა ფატალური შედეგი (პნევმონია, ფლეგმონა, ჰერპეს ზოსტერი, გასტროენტერიტი, დივერტიკულიტი, სეფსისი, ბაქტერიული ართრიტი). აღინიშნა აგრეთვე ოპორტუნისტული ინფექციების შემთხვევები.
ფილტვის ინტერსტიციული დაავადება
ფილტვების ფუნქციის დარღვევამ შესაძლოა გაზარდოს ინფექციების განვითარების რისკი. პოსტ-მარკეტინგული მონაცემების მიხედვით, გამოვლენილია ფილტვების ინტერსტიციული დაავადების შემთხვევები (პნევმონიტისა და ფილტვის ფიბროზის ჩათვლით), ზოგიერთი მათგანი დასრულდა ფატალური შედეგით.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია
6 თვიანი კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაციის ჯამური სიხშირე იყო 0.26 შემთხვევა 100 პაციენტ-წელიწადზე, ტოცილიზუმაბით თერაპიის დროს. გრძელვადიანი ექსპოზიციისპოპულაციაში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაციის ჯამური სიხშირე იყო 0.28 შემთხვევა 100 პაციენტ-წელიწადზე. ტოცილიზუმაბით თერაპიის დროს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაციის შემთხვევები ძირითადად გამოვლინდა, როგორც დივერტიკულიტის გართულება და მოიცავდა ზოგად ჩირქოვან პერიტონიტს, ქვედა გასტროინტესტინალურ პერფორაციას, ფისტულას და აბსცესს.
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები
6 თვიან კონტროლირებად კვლევებში, ინფუზიასთან ასოცირებული გვერდითი მოვლენები (მოვლენები განვითარებული ინფუზიის პერიოდში ან ინფუზიიდან 24 საათის განმავლობაში) აღინიშნა 8 მგ/კგ ტოცილიზუმაბი + DMARD-ის ჯგუფის პაციენტების 6.9%-ში და პლაცებო + DMARD-ის ჯგუფის პაციენტების 5.1%-ში. ინფუზიის დროს განვითარებული მოვლენები ძირითადად იყო ჰიპერტენზიის ეპიზოდები; ინფუზიის დამთავრებიდან 24 სთ-ის განმავლობაში განვითარებული მოვლენები იყო: თავის ტკივილი და კანის მხრივ რეაქციები (გამონაყარი, ჭინჭრის ციება). აღნიშნული მოვლენები მკურნალობის შეზღუდვას არ საჭიროებდნენ.
ანაფილაქსიური რეაქციების სიხშირე (გვხვდება პაციენტების 0.2%-ში, 6/3778 პაციენტში) 4 მგ / კგ დოზით მკურნალობის შემთხვევაში რამდენჯერმე მეტი იყო, 8 მგ / კგ დოზით ნამკუნალებ ჯგუფთან შედარებით. კონტროლირებად და ღია კლინიკურ კვლევებში, ტოცილიზუმაბით მკურნალობასთან დაკავშირებული კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რომელიც საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას, 3778 პაციენტიდან (0.3%) გამოუვლინდა 13-ს. აღნიშნული რეაქციები ძირითადად დაფიქსირდა ტოცილიზუმაბის მეორე-მეხუთე ინფუზიების დროს (იხ. ქვეთავი 4.4). ინტრავენური ტოცილიზუმაბით მკურნალობის დროს, დაფიქსირდა ფატალური ანაფილაქსია მარკეტინგის ნებართვის მიღების შემდეგ (იხ. ქვეთავი 4.4).
იმუნოგენობა
6 თვიან კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, ტოცილიზუმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე კვლევა ჩაუტარდა 2876 პაციენტს. ორმოცდაექვსი პაციენტი (1.6%) აღმოჩნდა დადებითი, ტოცილიზუმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობაზე, მათგან 6-ს გამოულინდა სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია, რის გამოც 5 პაციენტს სამუდამოდ შეუწყდა მკურნალობა. ოცდაათ პაციენტს (1.1%) გამოუმუშავდა მანეიტრალიზებელი ანტისხეულები.
ნეიტროფილები
6 თვიან კონტროლირებად კვლევებში, ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება 1 x 109/ლ-ზე ნაკლებ მაჩვენებლამდე გამოვლინდა 8 მგ/კგ ტოცილიზუმაბს + DMARD-ის ჯგუფის პაციენტების 3.4%-ში და პლაცებო + DMARD-ის ჯგუფის პაციენტების <0.1%-ში. იმ შემთხვევების დაახლოებით ნახევარი, რომლის დროსაც ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) < 1 x 109/ლ-ზე ნაკლები იყო, გამოვლინდა მკურნალობის დაწყებიდან 8 კვირაში. 0.5x 109/ლ-ზე ნაკლები მაჩვენებელი აღინიშნა 8 მგ/კგ აქტემრას + DMARD მკურნალობაზე მყოფი პაციენტების 0.3%-ში. დაფიქსირებულია ინფექციები ნეიტროპენიით.
ორმაგ ბრმა კონტროლირებად და გრძელვადიანპერიოდში, ნეიტროფილების რაოდენობის კლების ტენდენცია და სიხშირე დარჩა 6 თვიანი კონტროლირებადი კლინიკური კვლევების დროს გამოვლენილის შესაბამისი.
თრომბოციტები
6 თვიან კონტროლირებად კვლევებში, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება 100 x …
ჭარბი დოზა
მწირი მონაცემები არსებობს ტოცილიზუმაბის დოზის გადაჭარბების შესახებ. აღწერილია დოზის შემთხვევითი გადაჭარბების ერთი შემთხვევა, რომლის დროსაც მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტმა ერთჯერადად მიიღო 40 მგ/კგ ინტრავენურად. წამლის გვერდითი რეაქციები არ გამოვლენილა.
სერიოზული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირდა ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებმაც 28 მგ/კგ-მდე ტოცილიზუმაბი მიიღეს ერთჯერადი დოზის სახით, თუმცა აღინიშნა დოზის შემზღუდველი ნეიტროპენია.
- ფარმაკოლოგიური ეფექტები
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ტოცილიზუმაბი.
თითოეული წინასწარ შევსებული შპრიცი-კალამი შეიცავს 162 მგ ტოცილიზუმაბს
- 9 მლ-ში.
სხვა შემადგენელი ნივთიერებებია L-ჰისტიდინი, L-ჰისტიდინის
მონოჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი, L-არგინინის ჰიდროქლორიდი, L-
მეთიონინი, პოლისორბატი 80 და საინექციო წყალი (იხ. ქვეთავი 2 „აქტემრა შეიცავს
პოლისორბატს“).
როგორ გამოიყურება აქტემრა და პაკეტების შემადგენლობა
აქტემრა წარმოადგენს საინექციო ხსნარს. ხსნარი არის უფერული ან ოდნავ მოყვითალო.
აქტემრას მოწოდება ხდება 0.9 მლ-იანი წინასწარ შევსებული შპრიცის სახით, რომელიც შეიცავს 162 მგ ტოცილიზუმაბის საინექციო ხსნარს. თითოეული პაკეტი შეიცავს 4 წინასწარ შევსებულ შპრიცის, მრავალ შეფუთვაში დევს 12 ცალი (3 პაკეტი, თითოეულში 4) წინასწარ შევსებული შპრიცი. შესაძლოა ყველა ზომის პაკეტი არ იყოს რეგისტრირებული.
შენახვის პირობები
3 წელი
- 4 შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
შეინახეთ მაცივარში 2ºC-დან 8ºC-მდე, არ გაყინოთ.
მაცივრიდან გამოღების შემდეგ, აქტემრა შესაძლებელია შევინახოთ 2 კვირამდე არაუმეტეს 30° C ტემპერატურაზე.
კონტეინერი შეინახეთ მუყაოს ყუთში, რათა დაცული იყოს სინათლისაგან და ტენისაგან.
- 5 კონტეინერის ფორმა და შემადგენლობა
0,9 მლ ხსნარით წინასწარ შევსებულ შპრიცში (I ტიპისმინა) ჩამაგრებულია ნემსი. შპრიცი იკეტება უძრავი/რიგიდული ნემსის ფარით (ელასტომერისპლომბი, პოლიპროპილენისგარსით) და დგუშის საცობით (ბუტილის რეზინის მქონე ფტორკაუჩუკის საფარით).
შეფუთვა/კოლოფი რომელშიც არის 4 წინასწარ შევსებულიშპრიცი და მულტი-პაკეტი, რომელიც შეიცავს 12 (4 შპრიციანი 3 პაკეტი) წინასწარ შევსებულშპრიცს. შეფუთვის ყველა ზომის გაყიდვა არ შეიძლება.
- 6 განკარგვისა და სხვა დამუშავების განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
ტოცილიზუმაბი მოწოდებულია ერთჯერადი გამოყენების წინასწარ შევსებულ შპრიცში,რომელიც მორგებულია ნემსის უსაფრთხო მოწყობილობაზე. წინასწარ შევსებული შპრიცის მაცივრიდან ამოღების შემდეგ, მას უნდა მიეცეს ოთახის ტემპერატურა(18 ° C– 28 ° C), რისთვისაც საჭიროა მისი 25-30 წთ გაჩერება და შემდეგ გამოყენება. შპრიცი არ უნდა შეინჯღრეს. ინექცია უნდა დაიწყოს, თავსახურის მოხსნიდან 5 წუთის განმავლობაში, რათა პრეპარატი არ გაშრეს და ნემსი არ დაბლოკოს. თუ წინასწარ შევსებული შპრიცი არ გამოიყენება თავსახურის ამოღებიდან 5 წუთის განმავლობაში, თქვენ უნდა გადააგდოთ იგი კონტეინერში, რომელიც ადვილად არ იხვრიტება და გამოიყენოთ ახალი შპრიცი.
თუ ნემსის ჩარჭობის შემდეგ დგუში არ ჩაიწევა, უნდა გადააგდოთ კონტეინერში, რომელიც ადვილად არ იხვრიტება და გამოიყენოთ ახალი შპრიცი.
საინფუზიოდ შეიძლება მხოლოდ იმ ხსნარების გამოყენება, რომლებიც გამჭვირვალე, ან ოპალესცენტური, უფერო ან ღია ყვითელი ფერისაა და არ შეიცავს ხილულ ნაწილაკებს.
პაკეტის ბროშურაში მოცემულია აღნიშნული მედიკამენტის მიღების სრული ინსტრუქცია
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
- მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი
როშ ფარმა (Schweiz) AG
Grenzacherstrasse 124
4058 ბაზელი, შვეიცარია
ან
F. Hoffmann-La Roche Ltd.
Grenzacherstrasse 124, CH-4058 ბაზელი, შვეიცარია
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
- მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელის ნომერი
EU/1/08/492/007
EU/1/08/492/008
- პირველი ავტორიზაციის თარიღი / უახლესი განახლების თარიღი
პირველი ავტორიზაციის თარიღი: 16 იანვარი 2009
ბოლო განახლების თარიღი: 25 სექტემბერი 2013
- ტექსტის გადასინჯვის თარიღი
დეტალური ინფორმაცია ამ სამკურნალო საშუალების შესახებ ხელმისაწვდომია მედიკამენტების ევროპული სააგენტოს ვებ – გვერდზე http://www.ema.europa.eu/.
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
აქტემრა 162 მგ საინექციო ხსნარი მზა შპრიცში
ტოცილიზუმაბი
წამლის მიღების დაწყებამდე, ყურადღებით წაიკითხეთ ბროშურა სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ბროშურა. შესაძლოა მისი ხელმეორედ წაკითხვა დაგჭირდეთ.
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, დაუსვით ისინი თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ეს წამალი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შესაძლოა სხვებს ზიანი მოუტანოს, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
რაიმე სახის გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც ამ ბროშურაში არ არის ჩამოთვლილი. იხ. ქვეთავი 4.
ამ ბროშურის გარდა, თქვენ გადმოგეცემათ პაციენტის სამახსოვრო ბარათი უსაფრთხოების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციით, რომელიც უნდა იცოდეთ აქტემრათი მკურნალობამდე და მკურნალობის დროს.
რა შედის ამბროშურაში:
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოთერაპიულიჯგუფი: იმუნოსუპრესანტები, ინტერლეიკინისინჰიბიტორები; ATC კოდი: L04AC07.
მოქმედების მექანიზმი
ტოცილიზუმაბი შერჩევითად უკავშირდება როგორც ხსნად, ისე მემბრანულ IL-6 რეცეპტორებს (sIL-6R და mIL-6R) და თრგუნავს sIL-6R და mIL-6R რეცეპტორებით განპირობებული სიგნალების გადაცემას. IL-6 მრავალფუნქციური ციტოკინია, რომელიც გამომუშავდება სხვადასხვა ტიპის უჯრედების მიერ, რომლებიც ჩართულნი არიან როგორც ადგილობრივ პარაკრინულ ფუნქციაში, ისე სისტემური ფიზიოლოგიური და პათოლოგიური პროცესების რეგულაციაში, როგორიცაა იმუნოგლობულინების სეკრეციის ინდუქცია, T-უჯრედების აქტივაცია, ღვიძლის მწვავე ფაზის პროტეინების ინდუქცია და ჰემოპოეზის სტიმულაცია. IL-6 მონაწილეობს დაავადებების, მათ შორის ანთებითი დაავადებების, ოსტეოპოროზის და სიმსივნური დავადებების პათოგენეზში.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ტოცილიზუმაბის კლინიკურ კვლევებში აღინიშნა C რეაქტიული ცილის, ერითროციტების დალექვის რეაქციის (ედს-ის) და შრატის A ამილოიდის სწრაფი შემცირება. მწვავე ფაზის მარკერებზე მოქმედების პარალელურად, ტოცილიზუმაბით მკურნალობა ასოცირდება თრომბოციტების რაოდენობის შემცირებასთან, ნორმალურ დიაპაზონში. აღინიშნა ჰემოგლობინის დონის მატება, რასაც იწვევს ტოცილიზუმაბის მიერჰეპსიდინის გამომუშავებაზე IL-6-ით განპირობებული ეფექტების შემცირება, რაც ზრდის რკინის რაოდენობას. ტოცილიზუმაბით ნამკურნალებ პაციენტებში CRP– ის დონის შემცირება (ნორმალურ დიაპაზონში) დაფიქსირდა ჯერ კიდევ მე –2 კვირამდე, რაც ნარჩუნდება მთელი მკურნალობის პერიოდში.
კვლევაში WA28119, CRP-ის და ESR-ის მაჩვენებლების ერთნაირად სწრაფი კლების ტენდენცია დაფიქსირდა, მაშინ როცა გამოვლინდა საშუალო კორპუსკულარული (ერითროციტარული) ჰემოგლობინის კონცენტრაციის უმნიშვნელო მატება.ჯანმრთელ პირებში, ტოცილიზუმაბს 2-დან 28 მგ/კგ-მდე ინტრავენური გზით და 81-დან 162-მდე მგ კანქვეშა გზით მიღებისას, ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა მიღებიდან 2-5 დღეში. შემდგომ ნეიტროფილების რიცხვი დოზაზე დამოკიდებულების მიხედვით, დაუბრუნდა საწყის მაჩვენებელს.
პაციენტები ავლენენ ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობის შედარებით (ჯანმრთელ სუბიექტებთან) შემცირებას, ტოცილიზუმაბის მიღების ფონზე (იხ. თავი 4.8).
რევმატოიდული ართრიტი (კანქვეშა გამოყენება)
კლინიკური ეფექტურობა
ტოცილიზუმაბის ეფექტიანობა რევმატოიდული ართრიტის ნიშნების და სიმპტომების შემსუბუქებაში, შესწავლილ იქნა ორ რანდომიზებულ, ორმაგად-ბრმა, მულტიცენტრულ კვლევაში. I კვლევებში ჩართული იყვნენ ≥18 წლის ასაკის პაციენტები, ამერიკის რევმატოლოგიის კოლეჯის კრიტერიუმებით დიაგნოსტირებული აქტიური რევმატოიდული ართრიტით, რომელთაც საწყის ეტაპზე ჰქონდათ მინიმუმ 4 მტკივნეული და 4 შეშუპებული სახსარი. II კვლევის (SC-II) მოთხოვნას წარმოადგენდა ასაკი >18 და პაციენტებს უნდა ჰქონოდათ რევმატოიდული ართრიტის აქტიური ფორმა, რომელიც დიაგნოსტირებული იყო ACR კრიტერიუმების მიხედვით; პაციენტებს უნდა ჰქონოდათ სულ მცირე 8 მგრძნობიარე და 6 შეშუპებული სახსარი საწყის მონაცემად. ყველა პაციენტი ბაზისურად ღებულოდა არაბიოლოგიურ მედიკამენტებს, კერძოდ კი DMARD-ებს.
8 მგ / კგ4 კვირაში ერთხელ ინტრავენური გზით მისაღებიდან, 162 მგ კვირაში ერთხელ კანქვეშა მიღებაზე გადასვლა, შეცვლის მედიკამენტის ზემოქმედებას პაციენტზე. რაოდენობა იცვლებოდა პაციენტთა სხეულის წონის მიხედვით (მსუბუქი წონის მქონე პაციენტების რიცხვი გაიზარდა და შემცირდა მძიმე წონის მქონე), მაგრამ კლინიკური შედეგი იგივე იყო და შეესაბამებოდა ინტრავენურად ნამკურნალებ პაციენტებში გამოვლენილ შედეგს.
კლინიკური პასუხი
SC-I კვლევაში, შეფასდა ზომიერი და მწვავე აქტიური RA- ით დაავადებული პაციენტები, რომლებსაც აქვთ არაადეკვატური კლინიკური პასუხი არსებულ რევმატოიდულ თერაპიაზე, მათ შორის ერთი ან მეტი DMARD (ებ) ის გამოყენებით; აღნიშნული პაციენტების დაახლოებით 20% -ს ჰქონდა არაადეკვატური პასუხი წარსულში მინიმუმ ერთ TNF ინჰიბიტორზე. SC-I– ში 1262 პაციენტი რანდომიზებული იყო 1: 1 და იღებდნენ ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმას 162 მგ დოზით ყოველ კვირას ან ტოცილიზუმაბს ინტრავენურად 8 მგ / კგ ყოველ ოთხ კვირაში, არაბიოლოგიურ DMARD (ებ) თანკომბინაციაში. კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი იყო პაციენტთა პროპორციის სხვაობა, რომლებმაც მიიღეს ACR20 პასუხი 24 – ეკვირაში. SC-I კვლევის შედეგები ნაჩვენებია ცხრილში 2.
ცხრილი 2. ACR პასუხები კვლევაში SC-I (% პაციენტები) 24-ე კვირაზე
SC-Ia
TCZ SC 162 მგ ყოველ კვირას
+ DMARD
N=558
TCZ IV 8 მგ/კგ
+ DMARD
N=537
ACR20 კვირა 24
- 4%
- 4%
შეწონილი სხვაობა (95% CI)
- 4.0 (-9.2, 1.2)
ACR50 კვირა 24
- 0%
- 6%
შეწონილი სხვაობა (95% CI)
- 1.8 (-7.5, 4.0)
ACR70 კვირა 24
- 0%
- 9%
შეწონილი სხვაობა (95% CI)
- 3.8 (-9.0, 1.3)
DMARD = disease-modifying anti-rheumatic drugs DMARD = დაავადების მამოდიფიცირებელი ანტირევმატული პრეპარატები
TCZ = ტოცილიზუმაბი
IV = ინტრავენური
SC = კანქვეშა
a = პროტოკოლის პოპულაციის მიხედვით
SC-I კვლევაში პაციენტებს ჰქონდათ დაავადების აქტივობის საშუალო ქულა (DAS28) - 6.6 და 6.7 საბაზისო მონაცემის სახით, კანქვეშა და ინტრავენურ ჯგუფებში. ორივე სამკურნალო ჯგუფის პაციენტებში, 24-ე კვირაზე დაფიქსირდა DAS28– ის მნიშვნელოვანი შემცირება (საშუალო გაუმჯობესება) 3,5 საწყის მონაცემთან მიმართებაში დაპაციენტთა საკმაოდ დიდმა ნაწილმა მიაღწია DAS28 კლინიკურ რემისიას (DAS28 <2.6), კანქვეშა (38.4%) დაინტრავენურ (36.9%) ჯგუფებში.
რადიოგრაფიული პასუხი
ტოცილიზუმაბის კანქვეშა ინექციებისას რადიოგრაფიული პასუხი შეფასდა ორმაგ-ბრმა, კონტროლირებად, მულტიცენტრულ კვლევაში, რევმატოიდული ართრიტის (RA) მქონე პაციენტების მონაწილეობით. კვლევა (SC-II) შეისწავლიდა პაციენტებს, საშუალო სიმძიმის ან მძიმე აქტივობის რევმატოიდული ართრიტით, რომლებსაც აღენიშნებოდათ არაადექვატური კლინიკური პასუხი არსებულ რევმატოლოგიურ მკურნალობაზე ერთი ან მეტი DMARD(s)-ის ჩათვლით, ხოლო დაახლოებით 20% ანამნეზში ჰქონდათ არაადექვატური პასუხი ერთ TNF- ინჰიბიტორზე მაინც. პაციენტები უნდა ყოფილიყვნენ ასაკით >18 წელზე მეტი, ჰქონოდათ რევმატოიდული ართრიტის აქტიური ფორმა, რომელიც დადასტურებული იყო ACR კრიტერიუმების საფუძველზე; პაციენტებს უნდა ჰქონოდათ ბაზისურად, სულ მცირე 8 მგრძნობიარე და 6 შეშუპებული სახსარი. კვლევაში SC-II, რანდომიზებული იყო 656 პაციენტი 2:1 პროპორციით აქტემრას კანქვეშა (SC) ფორმა 162 მგ, ყოველ მომდევნო კვირას ან პლაცებო, არაბიოლოგიურ DMARD(s)-თან კომბინაციაში.
კვლევაში SC-II, სახსრების სტრუქტურული დაზიანების ინჰიბიცია შეფასდა რადიოგრაფიულად და გამოისახა როგორც საწყისი დონიდან ცვლილება van der Heijde-ს მოდიფიცირებული საშუალო საერთო Sharp ინდექსი (mTSS). 24-ე კვირისათვის სახსრების სტრუქტურული დაზიანების ინჰიბიცია გამოვლინდა პლაცებოსთან შედარებით ბევრად ნაკლები რადიოგრაფიული პროგრესირებით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტოცილიზუმაბ კ/ქ-ს (mTSS 0.62 vs. 1.23, p=0.0149 (van Elteren). ეს მონაცემები ემთხვევა იმ მონაცემებს, რომლებიც აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ინტრავენური ტოცილიზუმაბით.
კვლევაში SC-II, 24-ე კვირაზე დაფიქსირდა ACR20 60,9%, ACR50 39,8% და ACR70 19,7% პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობდნენ ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმით ყოველ მეორე კვირაში, და დარდებოდა პლაცებოს ჯგუფის მონაცემებს, კერძოდ ACR20 იყო 31,5%, ACR50 12,3%-შიდა ACR70 5,0% -ში. პაციენტებს საშუალო DAS28 კანქვეშა ტოცილიზუმაბის ჯგუფში ჰქონდათ- 6.7, ხოლო პლაცებოს ჯგუფში კი 6.6. 24 – ეკვირაში, დაფიქსირდა DAS28– ის მნიშვნელოვანი შემცირება საწყისი მაჩვენებელიდან 3.1 -ით, კანქვეშა ჯგუფში და 1.7 -ით პლაცებოს ჯგუფში, ხოლო DAS28 <2,6 – ზე, დაფიქსირდა კანქვეშა ჯგუფის პაციენტების 32,0% შემთხვევაში და 4,0% პლაცებო ჯგუფისთვის.
გამოსავალი ცხოვრების ხარისხის თვალსაზრისით
SC-Iკვლევაში, კანქვეშა და ინტრავენური მიღებისას, HAQ-DI საშუალო დაქვეითება 24-ე კვირაზე, იყო საწისი დონიდან 0.6. პაციენტთა წილი, რომლებმაც მიაღწიეს HAQ-DI-ს კლინიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებას 24-ე კვირაზე (ცვლილება საწყისი დონიდან ≥ 0.3 ერთეული),იყო მსგავსი ტოცილიზუმაბის კ/ქ ყოველკვირეული მიღების ჯგუფსა (65.2%) და ტოცილიზუმაბისივ 8 მგ/კგ მიღების ჯგუფს შორის(67.4%), წილებს შორის შეწონილი სხვაობით -2.3% (95% CI -8.1, 3.4). SF-36 მენტალური კომპონენტის ცვლილება 24-ე კვირაზე, ბაზისურიდან შეადგენდა 6.22-ს კ/ქჯგუფში და 6.54-ს ივ(IV) ჯგუფში. ფიზიკური კომპონენტების მაჩვენებელის ცვლილება ასევე მსგავსი იყო ორივე ჯგუფში, 24-ე კვირაზე საწყისი დონიდან 9.49 -ს კ/ქ (SC) ჯგუფში და 9.65-ს ივ (IV)ჯგუფში.
კვლევაში SC-II, HAQ-DI– ის საშუალო შემცირება საწყის მაჩვენებელთან მიმართებაში 24 კვირამდე მნიშვნელოვნად მეტი იყო პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობდნენ ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმით ყოველ მეორე კვირაში (0.4), პლაცებოსთან შედარებით (0.3). პაციენტების წილი, რომლებმაც მიაღწიეს HAQ-DI– ს კლინიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებას 24 – ეკვირაში (საწყისი დონიდან ცვლილება ≥ 0,3 ერთეული), უფრო მაღალი იყო კანქვეშა ტოცილიზუმაბის ყოველ მეორე კვირაში (58%) მიღებისას, პლაცებოსთან შედარებით (46,8%). SF-36 (მენტალური და ფიზიკური კომპონენტის ქულების საშუალო ცვლილება) მნიშვნელოვნად აღემატებოდა კანქვეშა ტოცილიზუმაბის ჯგუფის მაჩვენებელს (6.5 და 5.3), პლაცებოსთან შედარებით (3.8 და 2.9).
სისტემური იუვენილური იდიოპათიური ართრიტი (კ/ქ)
კლინიკური ეფექტურობა
ჩატარდა 52-კვირიანი, ღია, მრავალცენტრიული, PK/PD და უსაფრთხოების შემსწავლელი კვლევა (WA28118) 1 – დან 17 წლამდე ასაკის sJIA– ით დაავადებულ პედიატრიულ პაციენტებში, რათა დადგენილიყო კანქვეშა აქტემრას დოზა, რომლის შემთხვევაშიც მიაღწეული იქნებოდა ინტრავენურის შედარებადი PK/PD– ს მაჩვენებლები და უსაფრთხოების პროფილი.
კვლევაში ჩართულმა პაციენტებმა ტოცილიზუმაბი მიიღეს სხეულის წონის მიხედვით (BW), კერძოდ: პაციენტებში, რომელთა წონა ≥30 კგ (n = 26) ტოცილიზუმაბი ინიშნებოდა 162 მგ ყოველკვირას (QW) და პაციენტებში რომელთა წონა ნაკლები იყო 30 კგ-ზე (n = 25), ინიშნებოდა 162 მგ. ყოველ 10 დღეში (Q10D; n = 8) ან ყოველ 2 კვირაში ერთხელ (Q2W; n = 17), 52 კვირის განმავლობაში. 51 პაციენტიდან 26 (51%) იყო არ იყო ნამკურნალები ტოცილიზუმაბით და 25 (49%) იღებდა ინტრავენურ ტოცილიზუმაბს და გადავიდა კანქვეშა ტოცილიზუმაბზე.
ეფექტურობის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ TCZ– ით არანამკურნალები პაციენტების შემთხვევაში, ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმამ გააუმჯობესა ყველა პარამეტრი, მათ შორის არასრულწლოვანთა ართრიტის დაავადების აქტივობის ქულა (JADAS) –71 და შენარჩუნდა ეფექტურობის ყველა პარამეტრი იმ პაციენტებისთვის, ვინც მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში გადავიდა ინტრავენური ტოცილიზუმაბიდან, კანქვეშა ტოცილიზუმაბით მკურნალობაზე, სხეულის წონითი კატეგორიის ორივე ჯგუფში (30 კგდა ≥30 კგქვემოთ).
პოლიარტიკულური იუვენილური იდიოპათიური ართრიტი (კ/ქ)
კლინიკური ეფექტურობა
52-კვირიანი ღია, მულტიცენტრული, PK-PD-ს და უსაფრთხოების შემსწავლელი კვლევა ჩატარდა pJIA-ს მქონე პედიატრიულ პაციენტებში, სადაც ასაკობრივი ჯგუფი იყო 1 დან 17 წლამდე, კვლევის მიზანს წარმოადგენდა ტოცილიზუმაბის შესაფერისი კანქვეშა დოზის განსაზღვრა, რომლის დროსაც მიღწეულ იქნებოდა ინტრავენურ ფორმასთან შედარებადი PK/PD; ასევე, კვლევის მიზანი იყო უსაფრთხოების პროფილის შესაწავლა ინტრავენურ ფორმასთან შედარებით.
პაციენტები ღებულოდნენ ტოცილიზუმაბს სხეულის წონის მიხედვით (BW), ის პაციენტები, რომელთა წონა 30 კგ (n 25) მკურნალობდნენ 162 მგ ტოცილიზუმაბით ყოველ 2 კვირაში ერთხელ (Q2W) და რომელთა წონა ნაკლები იყო 30 კგ-ზე (n 27) მკურნალობდნენ 162 მგ ტოცილიზუმაბით ყოველ 3 კვირაში ერთხელ (Q3W), სულ 52 კვირის მანძილზე. აღნიშნული 52 პაციენტიდან, 37 (71%) არ უმკურნალია ტოცილიზუმაბით ხოლო 15 (29%)-ს მიღებული ჰქონდა ტოცილიზუმაბის ინტრავენური ფორმა და გადაერთო კანქვეშა ფორმაზე.
პაციენტებს კანქვეშა ტოცილიზუმაბის 162 მგ Q3W რეჟიმით, რომელთა სხეულის წონა იყო 30 კგ-ზე დაბლა და პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ162 მგ Q2W რეჟიმით და სხეულის წონა≥30 კგ, გამოუვლინდათ PK ექსპოზიცია და PD პასუხი, წარმოადგენდა ინტრავენური ტოცილიზუმაბის შესადარ ეფექტურობასა და უსაფრთხოებას.
ეფექტურობის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ტოცილიზუმაბით (TCZ) არანამკურნალებ პაციენტებში, კანქვეშა ტოცილიზუმაბი აუმჯობესებს იუვენილური ართრიტის აქტივობის საშუალო მაჩვენებელს(Disease Activity Score) (JADAS)-71 და პაციენტებში, რომლებიც TCZ ინტრავენური ფორმიდან გადაერთვნენ კანქვეშა ფორმაზე, განაპირობებს JADAS-71 საშუალო მაჩვენებლის შენარჩუნებას, კვლევის ფარგლებში მიმდინარე მთელი კურსის განმავლობაში; აღნიშნული შეეხება პაციენტების ორივე წონით კატეგორიას.
გიგანტურუჯრედული არტერიტი (GCA) (კ/ქ)
კლინიკური ეფექტურობა
კვლევა WA28119 იყო რანდომიზებული, მულტიცენტრული, ორმაგად ბრმა პლაცებო კონტროლირებადი III ფაზის კვლევა,სადაც ფასდებოდა ტოცილიზუმაბის ეფექტურობა და უსაფრთხოება GCA-ის მქონე პაციენტებში.
კვლევაში ჩართული იყო 251 პაციენტი, რომელთაც ჰქონდათ პირველად გამოვლენილი ან რეციდივირებული გიგანტურუჯრედული არტერიტი(GCA); პაციენტები გადანაწილებული იყვნენ ოთხ ჯგუფად. კვლევა მოიცავდა 52-კვირიან დახურულ (ბრმა) პერიოდს (ნაწილი 1), რასაც მოსდევდა 104-კვირიანი ღია პერიოდი (ნაწილი 2). მე-2 ნაწილის მიზანს წარმოადგენდა გრძელვადიან პერიოდში უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შენარჩუნების აღწერა ტოცილიზუმაბით მკურნალობის 52 კვირის შემდეგ, რათა დაედგინათ რეციდივის სიხშირე და ტოცილიზუმაბით მკურნალობის საჭიროება 52 კვირის შემდეგ, ასევე მიეღოთ მონაცემები ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ სტეროიდების დამზოგავი რეჟიმით მოხმარების შესახებ ტოცილიზუმაბთან მიმართებაში.
კანქვეშა ტოცილიზუმაბის დოზირების ორი ჯგუფი (162 მგ ყოველკვირეულად და 162 მგ ყოველ მომდევნო კვირაში) დარდებოდა პლაცებოს ორ სხვადასხვა საკონტროლო ჯგუფს რანდომიზაციით 2:1:1:1.
ყველა პაციენტი ბაზისურად იღებდა გლუკოკორტიკოიდს (პრედნიზონი). ტოცილიზუმაბის ორივე და ერთ პლაცებო ჯგუფს ემატებოდა პრე-სპეციფიური პრედნიზონის კლებადი დოზირების კურსი 26 კვირის განმავლობაში, ხოლო მეორე პლაცებო ჯგუფის პაციენტებს ეძლეოდათ პრე-სპეციფიური პრედნიზონის კლებადი დოზირების რეჟიმი 52 კვირის განმავლობაში, სტანდარტული კურსის შემუშავების მიზნით.
გლუკოკორტიკოიდებით თერაპიის ხანგრძლივობას კრინინგის დროს და ტოცილიზუმაბის (ანპლაცებოს) დაწყებამდე მსგავსი იყო მკურნალობის ოთხივე ჯგუფში. (იხ. ცხრილი3).
ცხრილი 3. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ხანგრძლივობა სკრინინგის განმავლობაში კვლევაში WA28119
პლაცებო+ 26 კვირიანი კლებადი პრედნიზონი
N=50
პლაცებო + 52 კვირიანი კლებადი პრედნიზონი
N=51
ტოცილიზუმაბი 162mg SC კვორეული+ 26 კვირიანი კლებადი პრედნიზონი
N=100
ტოცილიზუმაბი 162 მგ SC ყოველ მომდევნო კვირას + 26 კვირიანი კლებადი პრედნიზონი
N=49
ხანგრძლივობა (დღეები)
მნიშვნელობა (SD)
- 7 (11.5)
- 3 (12.5)
- 6 (13.2)
- 4 (14.4)
მედიანა
- 0
- 0
- 0
- 0
მინ - მაქს
6 - 63
12 – 82
1 - 87
9 - 87
SC = კანქვეშა
ეფექტურობის პირველადი საბოლოო წერტილი ფასდებოდა პროპორციული შედარებით პაციენტების ორ ჯგუფს შორის; პირველი ჯგუფის პაციენტებს აღენიშნათ სტეროიდების გარეშე მდგრადი რემისია 52 კვირაზე ტოცილიზუმაბს დამატებული 26 კვირიანი პრედნიზონის კლებადი დოზირება, მეორე ჯგუფს წარმოადგენდა პლაცებოს ჯგუფი 26 კვირიანი პრედნიზონის კლებადი დოზირებით. (ცხრილი 4)
ეფექტურობის მეორადი საბოლოო წერტილი ასევე ეფუძნება პაციენტების პროპორციულ შედარებას, სადაც მიღწეულ იქნა მდგრადი რემისია 52-ე კვირაზე; პაციენტების ჯგუფი, რომლებიც ღებულობდნენ ტოცილიზუმაბს დამატებული 26 კვირიანი კლებადი პრედნიზონიდარდებოდა, პაციენტების ჯგუფს,სადაც პლაცებოს ემატებოდა 52 კვირიანი პრედნიზონის კლებადი რეჟიმი (ცხრილი 4).
ტოცილიზუმაბის სტატისტიკურად დადასტურებული უპირატესობა გამოვლინდა პლაცებოსთან შედარებით, ტოცილიზუმაბის დამატებული პრედნიზონის 26 კვირიანი კლებადი დოზირების ჯგუფში მიღწეულ იქნა სტეროიდებისაგან თავისუფალი რემისია 52-ე კვირას, რომელიც დარდებოდა პლაცებოს დამატებული პრედნიზონის 52 კვირიან კლებად დოზირების კურსს.
პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც მიაღწიეს მდგრად რემისიას 52-ე კვირაზე ნაჩვენებია ცხრილში 4
მეორადი საბოლოოწერტილები
გიგანტურუჯრედული არტერიტის (GCA) პირველი გამოვლენის შეფასებამ აჩვენა კანქვეშა ტოცილიზუმაბის კვირეულ ჯგუფში მისი მნიშვნელოვნად დაბალი რისკი, პლაცებოს დამატებული 26 კვირიანი პრედნიზონის და პლაცებოს დამატებული 52 კვირიანი კლებადი კურსის ჯგუფებთან შედარებით; ასევე ყოველ მომდევნო კვირას მისაღები კანქვეშა ტოცილიზუმაბის ჯგუფში გამოვლინდა პირველი გამოვლენის გაცილებით დაბალი რისკი, პლაცებოს დამატებული 26 კვირიანი პრედნიზონის (დარდებოდა 0.01სტატისტიკურ მაჩვენებელზე) ჯგუფთან შედარებით. კანქვეშა ტოცილიზუმაბის ყოველკვირეული დოზირების ჯგუფში ასევე დაფიქსირდარისკის მნიშვნელოვანი შემცირება პლაცებოს დამატებული 26 კვირიანი პრედნიზონის ჯგუფთან შედარებით, რომელშიც ჩართულ პაციენტებს ჰქონდათ მორეციდივე GCA, ასევე პაციენტებს, რომელთაც პირველად გამოუვლინდათ GCA (ცხრილი4).
კუმულაციური გლუკოკორტიკოიდების დოზა
კუმულაციური პრედნიზონის დოზა 52-ე კვირას მნიშვნელოვნად დაბალი იყო ტოცილიზუმაბის ორივე ჯგუფში, პლაცებოს ორ ჯგუფთან შედარებით (ცხრილი4). პაციენტების ცალკეულ ანალიზებში, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ პრედნიზონს GCA-ის სამკურნალოდ პირველი 52 კვირის მანძილზე, კუმულაციური პრედნიზონის დოზა მნიშვნელოვნად ცვალებადობდა. პრედნიზონის საშუალო დოზა ტოცილიზუმაბის ყოველკვირეულ და ყოველ მომდევნო კვირეულ ჯგუფებში იყო 3129.75 მგ და 3847 მგ, ორივე დოზა მნიშვნელოვნად დაბალი იყო პლაცებოს დამატებული 26 კვირიანი და პლაცებოს დამატებული 52 კვირიანი პრედნიზონის კლებადი დოზის ჯგუფებში, კერძოდ კი 4023.5 მგ და 5389.5 მგ.
ცხრილი 4. ეფექტურობის შედეგები კვლევიდან WA28119
პლაცებო + 26 კვირიანიკლებადიპრედნიზონი
N=50
პლაცებო + 52 კვირიანიკლებადიპრედნიზონი
N=51
ტოცილიზუმაბი162მგ SC კვირეული + 26 კვირიანიკლებადიპრედნიზონი
N=100
ტოცილიზუმაბი 162 მგ SC ყოველ მომდევნო კვირას + 26 კვირიანიკლებადიპრედნიზონი
N=49
პირველადი ბოლოო წერტილი
- ***მდგრადი რემისია (ტოცილიზუმაბის ჯგუფები vs პლაცებო+26)
მოპასუხეები 52 კვირაზე, n (%)
7 (14%)
9 (17.6%)
56 (56%)
26 (53.1%)
დაუსაბუთებელი განსხვავება პროპორციებში (99.5% CI)
N/A
N/A
42%*
(18.00, 66.00)
- 06%*
(12.46 , 65.66)
ძირითადი მეორადი საბოლოო წერტილები
მდგრადი რემისია (ტოცილიზუმაბი ჯგუფები vs პლაცებო++52)

- 35%*
(17.89 , 58.81)
- 41%**
(10.41 ,60.41)
სხვა მეორადი საბოლოო წერტილები
GCA-ის პირელადი გამოვლენის დრო¹ (ტოცილიზუმაბის ჯგუფები vs პლაცებო+26)
HR (99% CI)
GCA-ის პირელადი გამოვლენის დრო¹ (ტოცილიზუმაბის ჯგუფები vs პლაცებო+52)
HR (99% CI)
GCA-ის პირელადი გამოვლენის დრო¹ (ჩანაცვლებული მკურნალობით პაციენტები;; ტოცილიზუმაბის ჯგუფები vs პლაცებო+26) HR (99% CI)
GCA-ის პირელადი გამოვლენის დრო¹ (ჩანაცვლებული მკურნალობით პაციენტები; ტოცილიზუმაბის ჯგუფები vs პლაცებო + 52) HR (99% CI)
GCA-ის პირელადი გამოვლენის დრო¹ (ახლად წაწყებული მკურნალობის პაციენტები; ტოცილიზუმაბის ჯგუფები vs პლაცებო +26) HR (99% CI)
GCA-ის პირელადი გამოვლენის დრო¹ (ახლად წაწყებული მკურნალობის პაციენტები; ტოცილიზუმაბის ჯგუფები vs პლაცებო + 52) HR (99% CI)
N/A
N/A
N/A
N/A
N/A
N/A
N/A
N/A
N/A
N/A
N/A
N/A
- 23*
(0.11, 0.46)
- 39**
(0.18, 0.82)
- 23***
(0.09,0.61)
- 36
(0.13, 1.00)
- 25***
(0.09, 0.70)
- 44
(0.14, 1.32)
- 28**
(0.12, 0.66)
- 48
(0.20, 1.16)
- 42
(0.14, 1.28)
- 67
(0.21,2.10)
- 20***
(0.05, 0.76)
- 35
(0.09, 1.42)
კუმულაციური გლუკოკორტიკოიდების დოზირება (mg)
მედიანა 52 კვირაზე (Tocilizumab ჯგუფები vs პლაცებო+262)
მედიანა 52 კვირაზე (Tocilizumab ჯგუფები vs პლაცებო +522)
3296.00
N/A
N/A
3817.50
1862.00*
1862.00*
1862.00*
1862.00*
საკვლევი სამიზნეები
რეციდივის წლიური მაჩვენებელი, კვირა 52§
Mean (SD)
- 74
(2.18)
- 30
(1.84)
- 41
(0.78)
- 67
(1.10)
- p<0.0001
- * p<0.005 (threshold for significance for primary and key secondary tests of superiority)
- **აღწერითი p მაჩვენებელი<0.005
- ***Flare: recurrence of GCA signs or symptoms and/or ESR ≥30 mm/h – საჭიროა პრედნიზონის დოზის მომატება
რემისია: ანთების არარსებობა და CRP-ის ნორმალიზება
მდგრადი რემისია: რემისიამე-12 კვირიდან 52 კვირამდე –პაციენტებმაუნდადაიცვანპროტოკოლითგანსაზღვრულიპრედნიზონისკონუსი
¹ დროის ანალიზი (დღეებით გამოთვლილი) კლინიკურ რემისიასა და დაავადების პირველი ანთების ეპიზოდის გამოვლენამდე
2 p-მაჩვენებელი განისაზღვრება ,,Van Elteren-ის“ ანალიზით არა-პარამეტრული მონაცემებისთვის
§სტატისტიკური ანალიზი არ გაკეთებულა
N/A= არ შეესაბამება
HR = რისკის კოეფიციენტი
CI = სარწმუნოების კოეფიციენტი
SC = კანქვეშა
ცხოვრების ხარისხის შეფასება
კვლევაში WA28119, SF-36 შედეგები დაყოფილი იყო ფიზიკური და მენტალური კომპონენტების ჯამურ მაჩვენებლებად (PCS და MCS). PCS ცვლილებების საშუალო მაჩვენებელი საწყისი მომენტიდან 52-ე კვირაზ ეუფრო მაღლი იყო (აჩვენა გაუმჯობესება) ტოცილიზუმაბის ყოველკვირეულ და ყოველ მომდევნო კვირას მისაღები დოზების ჯგუფებში [4.10, 2.76] ვიდრე პლაცებოს ორ ჯგუფში (PBO) [PBO დამატებული 26 კვირა; -0.28, PBO დამატებული 52 კვირა; -1.49]; მხოლოდ ტოცილიზუმაბს დამატებული კლებადი პრედნიზონის 26 კვირიან ყოველვირეულ ჯგუფსა და პლაცებოს დამატებული კლებადი პრედნიზონის 52 კვირიან ჯგუფს შორის გამოვლინდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (5.59, 99% CI: 0.86 10.32) განსხვავება (p=0.0024).MCS ცვლილებების საშუალო მონაცემი საწყისი მომენტიდან52 კვირაზე ორივე დოზირების ჯგუფისთვის: ტოცილიზუმაბის ყოველკვირეული და ყოველ მომდევნო კვირას მისაღები დოზირების ჯგუფებისათვის [7.28, 6.12, შესაბამისად] უფრო მაღალი იყო ვიდრე პლაცებოს დამატებული კლებადი პრედნიზონის 52 კვირიანი კურსისშემთხვევაში [2.84] (თუმცა განსხვავება არ იყო სტატისტიკურად სარწმუნო[p=0.0252 for weekly, p=0.1468 for every other weekly]); მსგავსი შედეგებიინახა პლაცებოს დამატებული კლებადი პრედნიზონის 26 კვირიანი კურსის მიმღები პაციენტების შემთხვევაში [6.67].
პაციენტების …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
პროდუქტის მახასიათებლები
- სამკურნალო პროდუქტის დასახელება
აქტემრა 162 მგ საინექციო ხსნარი წინასწარ გამზადებულ შპრიცში
- თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
თითოეული წინასწარ გამზადებული შპრიცი შეიცავს 162 მგ ტოცილიზუმაბს 0,9 მლ-ში.
ტოცილიზუმაბი არის ადამიანის რეკომბინანტული ჰუმანიზებული რეცეპტორის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეული იმუნოგლობულინების G1 (IgG1) ქვეკლასიდან.
დამხმარე ნივთიერება ნაცნობი ეფექტებით
თითოეული 162 მგ/0,9 მლ შპრიცი შეიცავს 0,18 მგ (0,2 მგ/მლ) პოლისორბატ 80-ს.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ თავი 6.1.
- ფარმაცევტული ფორმა
საინექციო ხსნარი (ინექცია).
უფერო ან ოდნავ მოყვითალო ხსნარი pH 5,5 - 6,5 და ოსმოლარობა 200 - 372 mOsm/კგ.
.
- კლინიკური მახასიათებლები
- 1 თერაპიული ჩვენებები
რევმატოიდული ართრიტი (RA)
აქტემრა, მეტოტრექსატთან (MTX) კომბინაციაში ნაჩვენებია
მწვავე, აქტიური და პროგრესირებადი რევმატოიდული ართრიტის (RA) სამკურნალოდ მოზრდილებში, რომლებიც ადრე არ მკურნალობდნენ MTX– ით
საშუალო ხარისხის ან მწვავე აქტიური ფორმის რევმატოიდული ართრიტის (RA) მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ, რომელთაც ჰქონდათ არაადექვატური პასუხი, ან აუტანლობა, ჩატარებული ერთი ან მეტი დაავადების მამოდიფიცირებელი ანტი-რევმატოიდული მედიკამენტით (DMARDs) ან სიმსივნის ნეკროზული ფაქტორის (TNF) ანტაგონისტებით მკურნალობის მიმართ.
პაციენტებს, აქტემრა შეიძლება მიეცეს მონოთერაპიის სახით, MTX– ს აუტანლობის შემთხვევაში ან თუ MTX– ით მკურნალობის გაგრძელება არაეფექტურია.
მეტოტრექსატთან კომბინაციაში, აქტემრა ამცირებს სახსრების დაზიანების პროგრესირების სიჩქარეს, რომელიც იზომება რენტგენის საშუალებით და აუმჯობესებს ფიზიკურ ფუნქციებს.
სისტემური იუვენილური იდიოპათიური ართრიტი (sJIA)
აქტემრა ნაჩვენებია აქტიური სისტემური იუვენილური იდიოპათიური ართრიტის(sJIA) სამკურნალოდ 1 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში, რომელთაც აღენიშნათ არაადექვატური პასუხი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით(NSAID) და სისტემური კორტიკოსტეროიდებით ჩატარებულ მკურნალობაზე. აქტემრათი მკურნალობა შეიძლება მონოთერაპიის სახით (MTX-ის აუტანლობის დროს ან იმ შემთხვევებში როცა MTX-ით მკურნალობა არ არის რელევანტური) ან მეტოტრექსატთან კომბინაციაში.
პოლიარტიკულური იუვენილური იდიოპათიური ართრიტი (pJIA)
მეტოტრექსატთან კომბინაციაში, აქტემრა ნაჩვენებია აქტიური პოლიარტიკულური იუვენილური იდიოპათიური ართრიტის (რევმატოიდული ფაქტორი დადებითი ან უარყოფითი და გახანგრძლივებული ოლიგოართრიტი) სამკურნალოდ 2 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში, რომელთაც აღენიშნათ არაადექვატური პასუხი მეტოტრექსატით (MTX) ჩატარებულ მკურნალობაზე. აქტემრათი მკურნალობა შეიძლება მონოთერაპიის სახით იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა MTX-ის აუტანლობა ან მეტოტრექსატით მკურნალობა არაეფექტურია.
გიგანტურუჯრედული არტერიტი (GCA)
აქტემრა ნაჩვენებია (GCA) სამკურნალოდ ზრდასრულებში.
- 2 დოზირება და მიღების წესი
ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმის ინექცია ხდება ერთჯერადი გამოყენების PFS+NSD -ით (წინასწარ შევსებული შპრიცი და ნემსის დამცავი მოწყობილობა).. მკურნალობა უნდა დაიწყოს ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ, რომელთაც აქვთ RA, sJIA, pJIAდა/ან GCA-ის დიაგნოზისა და მკურნალობის გამოცდილება. პირველი ინექცია უნდა ჩატარდეს კვალიფიცირებული ჯანდაცვის პროფესიონალის მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტს ან მშობელს / მეურვეს შეუძლია აღნიშნული სამედიცინო მედიკამენტის თვითინექცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი დაადგენს, რომ იგი მიზანშეწონილია და პაციენტი ან მშობელი / მეურვე თანახმაა სამედიცინო დახმარების გაწევაზე საჭიროების შემთხვევაში და გაწვრთნილია ინექციის მოწოდებულ ტექნიკაში.
პაციენტებმა, რომლებიც გადადიან ტოცილიზუმაბის ინტრავენური (IV) თერაპიული რეჟიმიდან კანქვეშა (SC) ფორმის მიღებაზე, პირველი კანქვეშა (SC) დოზა უნდა მიიღონ ინტრავენური ფორმის (IV) მომდევნო დოზისთვის განსაზღვრულ დროს, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.
ყველა პაციენტს, ვინც მკურნალობს აქტემრათი, უნდა გადაეცეს პაციენტის ბარათი.
პაციენტის ან მშობლის/მომვლელის წამლის კანქვეშა ფორმის ბინაზე გამოყენების მზაობა, უნდა შფასდეს. ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, მომდევნო დოზის მიღებამდე, პაციენტმა ან მშობელმა/მომვლელმა აღნიშნული ფაქტის შესახებ უნდა აცნობოს ექიმს. სერიოზული ალერგიული რეაქციების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტებისთვის დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სამედიცინო დახმარების აღმოვუჩენა (იხ. თავი 4.4).
პოზოლოგია
რევმატოიდული ართრიტი (RA)
რეკომენდებული მისაღები დოზა არის 162 მგ. კანქვეშ, კვირაში ერთხელ.
ტოცილიუმაბის ინტრავენური ფორმიდან ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფიქსირებული დოზაზე გადასვლის შესახებ, მწირი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. დოზირების ინტერვალი დაცული უნდა იყოს კვირაში ერთხელ.
ინტრავენური ფორმიდან კანქვეშა ფორმაზე გადასულმა პაციენტებმა, პირველი კანქვეშა დოზა უნდა მიიღონ შემდეგი დაგეგმილი ინტრავენური დოზის ნაცვლად, კვალიფიცირებული ჯანდაცვის პროფესიონალის მეთვალყურეობის ქვეშ.
გიგანტურუჯრედული არტერიტი (GCA)
გიგანტურუჯრედული არტერიტის (GCA) მქონე ზრდასრული პაციენტებისათვის, კანქვეშა აქტემრას დოზა არის 162 მგ, კვირაში ერთხელ, გლუკოკორტიკოიდების კლებად დოზებთან კომბინაციაში. აღნიშნული სამედიცინო მედიკამენტი შეიძლება გამოყენებულ იქნას გლუკოკორტიკოიდების კურსის შეწყვეტის შემდეგ. ტოცილიზუმაბის მონოთერაპია არ უნდა იქნას გამოყენებული მწვავე რეციდივების სამკურნალოდ (იხ. თავი 4.4).
GCA– ს ქრონიკული ხასიათიდან გამომდინარე, მკურნალობა 52 კვირის განმავლობაში უნდა მიმდინარეობდეს დაავადების აქტივობის, ექიმის შეხედულებისა და პაციენტის არჩევანის გათვალისწინებით.
პაციენტები რევმატოიდული ართრიტით (RA) და გიგანტურუჯრედული არტერიტით (GCA)
დოზის კორექცია ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილების გამო (იხ. თავი 4.4).
ღვიძლის ფერმენტების ცვლილებები
ლაბორატორიული მაჩვენებელი
მოქმედება
> 1დან 3 ან ნორმის ზედა ზღვარი (ULN)
მოახდინეთ თანხლები DMARD ების (RA) დოზის მოდიფიცირება, ან საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ იმუნომოდულატორული აგენტები (GCA).
აღნიშნულ დიაპაზონში, მაჩვენებლის პერსისტენტული მატებისას, შეამცირეთ ტოცილიზუმაბის მიღება ყოველი მომდევნო კვირის გამოტოვებით ან შეაჩერეთ მკურნალობა ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) ან ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST) მაჩვენებლის ნორმალიზებამდე
განაახლეთ ყოველკვირეული ან ყოველ მომდევნო კვირეული ინექცია, კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
> 3 დან 5 x ULN
შეაჩერეთ მკურნალობა, ვიდრე < 3 x ULN და მიყევით ზემოთ მოცემულ რეკომენდაციებს > 1 to 3 x ULN.
მყარი მატებისას, როდესაც მაჩვენებელი > 3 x ULN (დადასტურებული განმეორებითი გამოკვლევებით, იხ.ქვეთავი 4.4.), შეწყვიტეთ მკურნალობა.
> 5 x ULN
შეწყვიტეთ მკურნალობა.
ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობის დაქვეითება (ANC- Low absolute neutrophil count)
პაციენტებში, რომლებსაც არ უმკურნალიათ ტოცილიზუმაბით, ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდებული თუ მათ, აქვთ ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) 2 x 109 / ლ-ზე ნაკლები.
ლაბორატორიული მაჩვენებელი (უჯრედების რაოდენობა x 109/ლ)
ქმედება
ANC > 1
შეინარჩუნეთ დოზა
ANC 0.5 დან 1
შეაჩერეთ ტოცილიზუმაბის მიღება
როცა ANC იმატებს > 1 x 109/ L, განაახლეთ მკურნალობა ყოველ მეორე კვირას და გაზარდეთ ყოველკვირეულ მიღებამდე, კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ANC < 0.5
შეაჩერეთ მკურნალობა.
თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება
ლაბორატორიული მაჩვენებელი (უჯრედები x 103/ μL)
ქმედება
50 დან 100-მდე
შეწყვიტეთ ტოცილიზუმაბის მიღება
როდესაც თრომბოციტების რაოდენობა იქნება > 100 x 103/ μL, განაახლეთ მკურნალობაყოველ მეორე კვირას და გაზარდეთ ყოველკვირეულ მიღებამდე, კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
< 50
შეაჩერეთ მკურნალობა.
რევმატოიდული ართრიტი (RA) და გიგანტურუჯრედული არტერიტი (GCA)
გამოტოვებული დოზა
თუ პაციენტი გამოტოვებს ტოცილიზუმაბის კანქვეშა ყოველკვირეულ ინექციას დაგეგმილიდან 7 დღის განმავლობაში, მას უნდა დაენიშნოს გამოტოვებული დოზის მიღება მომდევნო დაგეგმილ დღეს. თუ პაციენტი გამოტოვებს ყოველმეორე კვირაში დაგეგმილი კანქვეშა ტოცილიზუმაბის ინექციას, 7 დღის განმავლობაში, მას უნდა ვურჩიოთ გამოტოვებული დოზის დაუყოვნებლივ მიღება და მომდევნო დოზის მიღება, შემდეგ დაგეგმილ დღეს.
განსაკუთრებული პოპულაციები
ხანდაზმულები
65 წლის და მეტი ასაკის ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზირებაში კორექციის შეტანის საჭიროება არ არსებობს.
თირკმლის ფუნქციის დაქვეითება
პაციენტებისთვის თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო დაქვეითებით, დოზის კორექცია არ არის საჭირო. არ არის შესწავლილი ტოცილიზუმაბი იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დაქვეითება. (იხ. სექცია 5.2) ასეთ პაციენტებში საჭიროა თირკმლის ფუნქციის მკაცრი კონტროლი.
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება:
ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში ტოცილიზუმაბი შესწავლილი არ არის. ამიტომ, დოზირებაზე რეკომენდაციების გაკეთება შეუძლებელია.
ბავშვები
1 წელზე ნაკლებ ბავშვებში, ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
დოზის ცვლილება უნდა მოხდეს, მხოლოდ გარკევულ დროში, პაციენტის სხეულის წონის ცვლილების შესაბამისად. ტოცილიზუმაბის გამოყენება შეიძლება მონოთერაპიაში ან MTX-თან კომბიანაციაში.
პაციენტები სისტემური იუვენილური იდიოპათიური ართრიტით (sJIA)
1 წლის ზემოთ პაციენტებში, რომელთა წონა აღემატება ან ტოლია 30 კგ-ს, რეკომენდებული დოზა არის კანქვეშა 162 მგ კვირაში ერთხელ, ხოლო პაციენტებში, რომელთა წონა 30 კგ-ზე ნაკლებია -კანქვეშა 162 მგ ყოველ 2 კვირაშიერთხელ.
ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმის მიღებისას, პაციენტების სხეულის მინიმალური წონა უნდა იყოს - 10კგ.
პაციენტები პოლიარტიკულური იუვენილური იდიოპათიური ართრიტით (pJIA)
2 წლის ზემოთ პაციენტებში, რომელთა წონა აღემატება ან ტოლია 30 კგ-ს, რეკომენდებული დოზა არის კანქვეშა 162 მგ, 2 კვირაში ერთხელ, ხოლო პაციენტებში, რომელთა წონა 30 კგ-ზე ნაკლებია - კანქვეშა 162 მგ ყოველ 3კვირაში ერთხელ.
( pJIA) და ( sJIA) პაციენტები
დოზის კორექცია ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილების გამო
საჭიროების შემთხვევაში, თანმხლები MTX და / ან სხვა მედიკამენტების დოზა უნდა შეიცვალოს ან მედიკამენტის მიღება შეჩერდეს; ტოცილიზუმაბის მიღება უნდა შეწყდეს კლინიკური მდგომარეობის შეფასებამდე. მრავალი თანმხლები დაავადების არსებობის გამო, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს sJIA -ს და pJIA–ს მქონე პაციენტების ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე, მათი ცვლილების შემთხვევაში, ტოცილიზუმაბის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს პაციენტის სამედიცინო შეფასებას.
ღვიძლის ფერმენტების ცვლილებები
ლაბორატორიული მაჩვენებლი
ქმედება
> 1 დან 3 x ULN
საჭიროების შემთხვევაში, მოახდინეთ თანხლები MTX-ის დოზის მოდიფიცირება
თუ მომატება ხანგრძლივად ნარჩუნდება, შეაჩერეთ ტოზილიზუმაბის მიღება, ALT/AST არ ნორმალიზებამდე
> 3 x ULN დან 5x ULN
საჭიროების შემთხვევაში, მოახდინეთ თანხლები MTX-ის დოზის მოდიფიცირება
შეაჩერეთ ტოცილიზუმაბის მიღება სანამ მაჩვენებელი < 3 x ULN და მიყევით ზემოთ მოცემულ რეკომენდაციებს > 1 to 3 x ULN-თვის
> 5x ULN
შეწყვიტეთ ტოცილიზუმაბის მიღება.
ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილების გამო, sJIA-ს ან pJIA-ს შემთხვევაში, მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტული პაციენტის სამედიცინო შეფასებას.
ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობის დაქვეითება (ANC-Low absolute neutrophil count)
ლაბორატორიული მაჩვენებელი (უჯრედები x 109/ L )
ქმედება
ANC > 1
შეინარჩუნეთ დოზა
ANC 0.5 დან 1
შეწყვიტეთ ტოცილიზუმაბის მიღება
როცა ANC რაოდენობა იქნება > 1 x 109/ L, განაახლეთ მკურნალობა.
ANC < 0.5
შეწყვიტეთ ტოცილიზუმაბის მიღება
ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილების გამო, sJIA-ს ან pJIA-ს შემთხვევაში, მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტული პაციენტის სამედიცინო შეფასებას.
თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება
ლაბორატორიულიმაჩვენებლი (cells x 103/L)
მოქმედება
50-დან 100-მდე
საჭიროების შემთხვევაში, მოახდინეთ თანხლები MTX-ის დოზის მოდიფიცირება
შეაჩერეთ ტოცილიზუმაბის მიღება
როცა თრომბოციტების რაოდენობა იქნება > 100 x 103/l, აღადგინეთ მკურნალობა
< 50
შეწყვიტეთ ტოცილიზუმაბით მკურნალობა
ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილების გამო, sJIA-ს ან pJIA-ს შემთხვევაში, მკურნალობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაუნდა ეფუძნებოდეს კონკრეტული პაციენტის სამედიცინო შეფასებას.
ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილების გამო, ტოცილიზუმაბის დოზირების სიხშირის შემცირება sJIA ან pJIA პაციენტებში, არ არის შესწავლილი.
ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში, sJIA ან pJIA– ს გარდა სხვა მდგომარეობის შემთხვევაში დადგენილი არ არის.
ინტრავენურ ფორმაზე არსებული მონაცემები ცხადჰყოფს, რომ კლინიკური გაუმჯობესება აღინიშნება ტოცილიზუმაბით მკურნალობის დაწყებიდან 12 კვირის განმავლობაში. უწყვეტი თერაპია ყურადღებით უნდა გადაიხედოს პაციენტში, რომელსაც ამ ვადაში არ აქვს გაუმჯობესება.
გამოტოვებული დოზა
თუ sJIA პაციენტი გამოტოვებს ტოცილიზუმაბის კანქვეშა ყოველკვირეულ ინექციას დაგეგმილიდან 7 დღის განმავლობაში, მას უნდა დაენიშნოს გამოტოვებული დოზის მიღება მომდევნო დაგეგმილ დღეს. თუ პაციენტი გამოტოვებს ყოველ მეორე კვირაში დაგეგმილი კანქვეშა ტოცილიზუმაბის ინექციას, 7 დღის განმავლობაში, მას უნდა ვურჩიოთ გამოტოვებული დოზის დაუყოვნებლივ მიღება და მომდევნო დოზის მიღება, შემდეგ დაგეგმილ დღეს.
თუ pJIA -ს მქონე პაციენტი გამოტოვებს ტოცილიზუმაბის კანქვეშა ყოველკვირეულ ინექციას და გეგმილი დოზადან 7 დღის განმავლობაში, მან უნდა მიიღოს გამოტოვებული დოზა მაშინვე, როგორც კი გაახსენდება და შემდეგი დოზა მიიღოს მომდევნო დაგეგმილ დღეს. თუ პაციენტი გამოტოვებს მიღების დღიდან 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ან ვერ იხსენებს როდის გაიკეთა ტოცილიზუმაბის ინექცია, დაუყოვნებლივ დაურეკოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების მეთოდი
აღნიშნული სამედიცინო მედიკამენტი არის კანქვეშა გამოყენებისათვის.
საინექციო ტექნიკაში სათანადო ტრენინგის შემდეგ, პაციენტებს შეუძლიათ თავად მიიღონ აღნიშნული სამედიცინო მედიკამენტი, თუ მათი ექიმი დართავს ამის ნებას. წინასწარმომზადებული შპრიცის სრული შემცველობა (0,9 მლ) უნდა იქნას მიღებული კანქვეშა ინექციის სახით. ინექციისათვის რეკომენდებული ადგილები (მუცელი, ბარძაყი და მხარი [ზედა ნაწილი]) უნდა იცვლებოდეს ყოველი ინექციის დროს. ინექცია არ უნდა გაკეთდეს ხალებსა ან მეჭეჭებში, ნაწიბურებში ან კანის იმ ადგილებში, სადაც აღინიშნება მტკივნეულობა, სისხლნაჟღენთი, სიწითლე, გამაგრება ან რაიმე სხვა დაზიანება.
წინასწარ მომზადებული შპრიცი არ შეანჯღრიოთ
აქტემრას წინასწარ მომზადებული შპრიცის ადმინისტარციის შესახებ სრული ინსტრუქცია მოცემულია პაკეტის ბროშურაში იხილეთ თავი 6.6
- 3 წინააღმდეგჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ აღწერილია თავში 6.1
აქტიური, მძიმე ინფექციები (იხილეთ თავი 4.4).
- 4 გაფრთხილებები და განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
აქტემრას კანქვეშა ფორმულა არ არის განკუთვნილი ინტრავენური ადმინისტრაციისთვის.
აქტემრას კანქვეშა ფორმა არ არის რეკომენდებული 10 კგ-ზე ნაკლები წონის sJIA მქონე ბავშვებისთვის.
მიკვლევადობა
ბიოლოგიური სამკურნალო საშუალებების მიკვლევადობის გაუმჯობესების მიზნით, გარკვევით უნდა ჩაიწეროს პროდუქტის დასახელება და სერიის ნომერი.
ყველა ჩვენება
ინფექციები
სერიოზული და ზოგჯერ ფატალური ინფექციები იქნა დაფიქსირებული იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ იმუნოსუპრესიულ პრეპარატებს, მათ შორის ტოცილიზუმაბს (იხ. ქვეთავი 4.8). მკურნალობის დაწყება არ შეიძლება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ აქტიური ინფექციები. (იხ. თავი 4.3). ტოცილიზუმაბის მიღება უნდა შეჩერდეს, თუ პაციენტს განუვითარდა სერიოზული ინფექცია, მის გაკონტროლებამდე (იხ. თავი 4.8). ტოცილიზუმაბის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სამედიცინო პერსონალის მიერ საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ რეკურენტული ინფექციები, ან ისეთი თანმხლები დაავადებები (მაგ., დივერტიკულიტი, შაქრიანი დიაბეტი და ფილტვის ინტერსტიციული დაავადება, რომლებიც ინფექციების განვითარების რისკს ზრდის.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს, სერიოზული ინფექციების დროულ გამოვლენას იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობას იტარებენ იმუნოსუპრესიული პრეპარატებით, როგორიცაა ტოცილიზუმაბი, ვინაიდან მწვავე ანთების ნიშნები და სიმპტომები შეიძლება შემცირდეს, რაც მწვავე ფაზის რეაქტანტების სუპრესიასთან არის დაკავშირებული. ტოცილიზუმაბის ზემოქმედება C რეაქტიულ ცილაზე (CRP), ნეიტროფილებზე და ინფექციის ნიშნებსა და სიმპტომებზე უნდა იქნას გათვალისწინებული, პაციენტის პოტენციური ინფექციის განვითარების კუთხით შეფასებისას. პაციენტებს (sJIA ან pJIA მქონე ბავშვებს, რომლებსაც ნაკლებად შეუძლიათ თავიანთ სიმპტომებზე საუბარი) და პაციენტების მშობლებს/მეურვეებს უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, რომ ინფექციაზე მიმანიშნებელი ნებისმიერი სიმპტომის გაჩენისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დარგის სპციალისტს, რათა დროულად მოხდეს მდგომარეობის შეფასება და სათანადო მკურნალობა.
ტუბერკულიოზი
ისევე როგორც სხვა ბიოლოგიური პრეპარატებით თერაპიის დროს, ტოცილიზუმაბის მიღების დაწყებამდე, ყველა პაციენტის უნდა ჩაუტარდეს სკრინინგი ლატენტური ტუბერკულოზის არსებობაზე. ლატენტური ტუბერკულოზის მქონე პაციენტებს ტოცილიზუმაბის მიღებამდე, უნდა ჩაუტარდეთ სტანდარტული ანტიმიკობაქტერიული თერაპია. პირებს, რომლებიც ნიშნავენ ტოცილიზუმაბს, უნდა შევახსენოთ ტუბერკულოზის კანისა და ინტერფერონ-გამა ტუბერკულოზის ცრუ უარყოფითი სისხლის ტესტირების რისკის შესახებ, განსაკუთრებით მძიმე ან იმუნოკომპრომისულ პაციენტებში.
sJIA ან pJIA -ს მქონე პაციენტთა მშობლებს/მეურვეებს უნდა ვურჩიოთ, რომ თუ თერაპიის დროს ან მის შემდეგ გამოვლინდა ტუბერკულოზური ინფექციის სავრაუდო ნიშნები / სიმპტომები (მაგ., მუდმივი ხველა, სისუსტე / წონაში დაკლება, დაბალი სიცხე), სამედიცინო რჩევის მისაღებად მიმართონ სპეციალისტს.
ვირუსული რეაქტივაცია
რევმატოიდული ართრიტის (RA) სამკურნალოდ ბიოლოგიური თერაპიის კურსის დროს დაფიქსირდა ვირუსული რეაქტივაცია (მაგ. B ჰეპატიტის ვირუსი). ტოცილიზუმაბის კლინიკური კვლევებიდან გამოეთიშა პაციენტები, რომლებსაც სკრინინგის დროს გამოუვლინდათ ჰეპატიტი.
დივერტიკულიტის გართულება
ტოცილიზუმაბით ნამკურნალებ პაციენტებში დაფიქსირდა დივერტიკულური პერფორაციის შემთხვევები, დივერტიკულიტის გართულების სახით (იხ. სექცია 4.8). ტოცილიზუმაბი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში ნაწლავების წყლული ან დივერტიკულიტი აღენიშნებათ. პაციენტები, რომლებსაც სავარაუდოდ დივერტიკულიტის გართულებაზე მიმანიშნებელი სიმპტომები აღენიშნებათ, მაგ., მუცლის ტკივილი ჰემორაგია და/ან ნაწლავის ფუნქციის აუხსნელი ცვლილება ცხელებით, დაუყოვნებლივ უნდა იქნან შეფასებული დივერტიკულიტის ადრეული გამოვლენის მიზნით, რომელიც შესაძლოა ასოცირებული იყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაციასთან.
ჰიპერმგრძნელობითი რეაქციები
ჰიპერმგრძნობელობის სერიოზული რეაქციები მათ შორის ანაფილაქსია, დაფიქსირდა ტოცილიზუმაბით მკურნალობასთან კავშირში (იხ. თავი 4.8 ). მსგავსი რეაქციები შეიძლება იყოს უფრო მწვავე და პოტენციურად ფატალური იმ პაციენტებში, რომლებსაც უკვე აღენიშნებოდათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები აქტემრათ ჩატარებული მკურნალობის დროს, მაშინაც კი, თუ მათ მიიღეს პრემედიკაცია სტეროიდებით და ანტიჰისტამინური საშუალებებით. თუ ანაფილაქსია ან სხვა სერიოზული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია გამოვლინდა, დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს ტოცილიზუმაბის მიღება, უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა და ტოცილიზუმაბით მკურნალობა შეწყდეს სამუდამოდ.
ღვიძლის აქტიური დაავადება და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ტოვილიზუმაბით მკურნალობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი მიღება ხდება მეტოტრექსატთან კომბინაციაში, შეიძლება ასოცირდეს ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მატებასთან. ამიტომ სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო იმ პაციენტების ტოცილიზუმაბით მკურნალობის განხილვისას, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის აქტიური დაავადება ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (იხ. თავები 4.2 და 4.8)
ჰეპატოტოქსიურობა
ტოცილიზუმაბით მკურნალობის დროს დაფიქსირდა ღვიძლის ტრანსამინაზების მცირე და საშუალო მომატება (იხ. თავი 4.8). მათი მომატების სიხშირის გაზრდა დაფიქსირდა პოტენციურად ჰეპატოტოქსიური მედიკამენტების ტოცილიზუმაბთან კომბინაციაში [მაგ., მეტოტრექსატის (MTX) მიღებისას. გასათვალისწინებელია ღვიძლის ფუნქციის სხვა კვლევები, ბილირუბინის ჩათვლით.
წამლით გამოწვეული ღვიძლის სერიოზული დაზიანება, ღვიძლის მწვავე უკმარისობის, ჰეპატიტის და სიყვითლის ჩათვლით, გამოვლინდა ტოცილიზუმაბით მკურნალობის დროს (იხ. თავი 4.8). ღვიძლის სერიოზული დაზიანება გამოვლინდა მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირიდან 5 წლამდე პერიოდში. დაფიქსირდა ღვიძლის უკმარისობის ისეთი შემთხვევები, რომლის შედეგადაც საჭირო გახდა ღვიძლის ტრანსპლანტაცია. პაციენტებს უნდა ურჩიონ ღვიძლის დაზიანების ნიშნებისა და სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას.
სიფრთხილე უნდა იქნას გამოჩენილი, როდესაც ტოცილიზუმაბით მკურნალობის დაწყება განიხილება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ტრანსამინაზების მომატება, ALT ან AST > 1.5x ULN. იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ALT ან AST > 5x ULN, მკურნალობა რეკომენდებული არ არის.
RA, GCA, pJIA და sJIA-ის მქონე პაციენტებში, ALT/AST -ის მონიტორინგი უნდა ტარდებოდეს ყოველ 4 - 8 კვირაში მკურნალობის დაწყებიდან პირველი 6 თვის მანძილზე, ხოლო შემდეგ უნდა განისაზღვროს ყოველ 12 კვირაში ერთხელ. ტრანსამინაზების მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ტოცილიზუმაბის დოზის ცვლილებისათვის (მოდიფიცირებისათვის), წამლის შეწყვეტის ჩათვლით, იხილეთ თავი 4.2. მკურნალობა უნდა შეჩერდეს თუ ALT-სან AST მომატება> 3–5 x ULN.
ჰემატოლოგიური დარღვევები
ნეიტროფილების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება გამოვლინდა ტოცილიზუმაბის 8 მგ / კგ-ით მკურნალობის შემდეგ MTX- თან კომბინაციაში (იხ. ქვეთავი 4.8). შესაძლოა გაიზარდოს ნეიტროპენიის რისკი იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ TNF ანტაგონისტით.
პაციენტებში, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ ტოცილიზუმაბი, მისი დაწყება არ არის რეკომენდებული თუკი ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) 2 x 109/ლ-ზე დაბალია. მკურნალობის დაწყების განხილვისას, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა იმ პაციენტებში, რომელთაც თრომბოციტების რაოდენობის შემცირება აღენიშნებათ, (მაგ.:თრომბოციტების რიცხვი 100 x 103/ μL-ზე დაბალია). პაციენტებში, რომლებსაც ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა <0.5 x 109/ლ აქვთ ან თრომბოციტების რიცხვი < 50 x 103/μL, მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებული არ არის.
მწვავე ნეიტროპენია შეიძლება ასოცირებული იყოს სერიოზული ინფექციების მომატებულ რისკთან, თუმცა ნეიტროფილების შემცირებასა და სერიოზული ინფექციების შემთხვევებს შორის, ტოცილიზუმაბის მონაწილეობით კლინიკურ კვლევებში აშკარა კავშირი არ გამოვლენილა.
RA და GCA-ის მქონე პაციენტებში ნეიტროფილების და თრომბოციტების მაჩვენებლების კონტროლი უნდა ტარდებოდეს თერაპიის დაწყებიდან 4-8 კვირის განმავლოაში და შემდგომ სტანდარტული კლინიკური პრაქტიკის შესაბამისად. დოზის რეკომენდებული მოდიფიკაციებისათვის, რომელიც დაფუძნებულია ANC და თრომბოციტების რაოდენობაზე, იხილეთ ქვეთავში 4.2.
პოლიარტიკულური იუვენილური იდიოპათიური ართრიტის (pJIA )და სისტემური იუვენილური იდიოპათიური ართრიტის (sJIA)მქონე პაციენტების შემთხვევაში, საჭიროა ნეიტროფილების და თრომბოციტების კონტროლი მეორე ინფუზიის დროს და შემდეგ სათანადო კლინიკური პრაქტიკის შესაბამისად (იხ ქვეთავი 4.2).
ლიპიდების პარამეტრები
ტოცილიზუმაბით ნამკურნალებ პაციენტებში აღინიშნა ლიპიდური პარამეტრების მომატება, როგორიცაა საერთო ქოლესტერინი, ტრიგლიცერიდები და/ან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული (LDL),მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (HDL) და ტრიგლიცერიდები (იხ. თავი 4.8). პაციენტეთა უმეტესობაში, ლიპიდური სპექტრის დამწევი აგენტებით მკურნალობის საპასუხოდ, არ დაფიქსირდა ათეროგენული ინდექსის და საერთო ქოლესტერინის მატება.
ყველა პაციენტში, ლიპიდური პარამეტრები უნდა ფასდებოდეს თერაპიული კურსის დაწყებიდან 4 - 8 კვირაში. პაციენტების მართვა უნდა ხდებოდეს ადგილობრივი ჰიპერლიპიდემიის მართვისკლინიკური გზამკვლევების საფუძველზე.
ნევროლოგიური დარღვევები
ექიმები ყურადღებით უნდა იყვნენ პოტენციურად ცენტრალური დემიელინიზაციის ახალი დარღვევების მიმანიშნებელი სიმპტომების მიმართ.ტოცილიზუმაბთან ცენტრალური დემიელიზაციის კავშირი ამჟამად უცნობია.
მალიგნიზაცია
RA– ს მქონე პაციენტებში მალიგნიზაციის რისკი გაზრდილია. იმუნომოდულატორულმა სამკურნალო საშუალებებმა შესაძლოა გაზარდოს ავთვისებიანი წარმონაქმნების განვითარების რისკი. კლინიკური მონაცემები არასაკმარისია ტოცილიზუმაბის მიღების შემდეგ ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების პოტენციური რისკის შესაფასებლად. უსაფრთხოების გრძელვადიანი შეფასებები გრძელდება.
ვაქცინაციები
ცოცხალი და ატენუირებული ცოცხალი ვაქცინების გამოყენება ტოცილიზუმაბთან ერთად არ შეიძლება, ვინაიდან კლინიკური უსაფრთხოება დადგენილი არ არის. რანდომიზებულ ღია კვლევაში, რევმატოიდული ართრიტის მქონე (RA) ზრდასრულ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ტოცილიზუმაბს და მეტოტრექსატს, დაფიქსირებული იყო ეფექტური პასუხი როგორც 23-ვალენტიანი პნევმოკოკის პოლისაქარიდების, ასევე ტეტანუსის ვაქცინის მიმართ. მიღებული მონაცემები შეესაბამებოდა პასუხებს, რომლებიც ნანახი იყო მხოლოდ მეტოტრექსატით ნამკურნალებ პაციენტებში. მკურნალობის დაწყებამდე, იმუნიზაციის თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით, რეკომენდებულია, რომ ყველა პაციენტს, განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებს შეძლებისდაგვარად დროულად ჩაუტარდეს ყველა სახის იმუნიზაცია. ცოცხალი ვაქცინებით იმუნიზაციასა და ტოცილიზუმაბით თერაპიის დაწყებას შორის ინტერვალი უნდა შეესაბამებოდეს ვაქცინაციის თანამედროვე გაიდლაინს.
კარდიოვასკულური რისკი
RA პაციენტებს აქვთ გულ-სისხლძარღვთა გართულებების მომატებული რისკი და მათ შესაძლოა გამოულინდეთ რისკ ფაქტორები (მაგ. ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია), რომლებიც უნდა იმართოს სტანდარტულად.
TNF ანტაგონისტებთან კომბინაცია
RA პაციენტებში არ არსებობს ტოცილიზუმაბის გამოყენების გამოცდილება TNF ანტაგონისტებთან ან სხვა ბიოლოგიურ მედიკამენტებთან ერთად. ტოცილიზუმაბის მიღება არ არის რეკომენდებული სხვა ბიოლოგიურ საშუალებებთან ერთად.
პოლისორბატი
ეს წამალი შეიცავს 0,18 მგ პოლისორბატ 80-ს თითოეულ 162 მგ/0,9 მლ შპრიცში, რაც არის 0,2 მგ/მლ-ის ექვივალენტური. პოლისორბატებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პაციენტებში უკვე გამოვლენილი ალერგიული რეაქციები.
GCA
ტოცილიზუმაბის მონოთერაპია არ უნდა იქნას გამოყენებული მწვავე რეციდივების სამკურნალოდ, რადგან ეფექტურობა დადგენილი არ არის. გლუკოკორტიკოიდები შეიძლებამიეცეს პაციენტს სამედიცინო განსჯის და პრაქტიკული გაიდლაინების შესაბამისად.
sJIA
მაკროფაგების აქტივაციის სინდრომი (MAS) არის სიცოცხლისთვის საშიში სერიოზული დარღვევა, რომელიც შეიძლება განვითარდეს sJIA-ს მქონე პაციენტებში. კლინიკურ კვლევებში ტოცილიზუმაბი არ არის შესწავლილი პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ აქტიური MAS– ის ეპიზოდი.
- 5 ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში
10 მგ/კგ ტოცილიზუმაბის ერთჯერადი დოზის და 10-25 მგ MTX-ის კვირაში ერთხელ ერთდროული მიღების დროს, კლინიკურად მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ დაფიქსირდა MTX -ის ზემოქმედებაზე.
რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში, პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზებით არ დაფიქსირებულა, რომ MTX, არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები (NSAID) ანკორტიკოსტეროიდები, გავლენას ახდენს ტოცილიზუმაბის კლირენსზე. GCA -ის მქონე პაციენტებში არ აღინიშნა კუმულაციური კორტიკოსტეროიდული დოზის გავლენა ტოცილიზუმაბის ზემოქმედებაზე.
ღვიძლის CYP450 ფერმენტების ექსპრესია ითრგუნება ციტოკინების მიერ, როგორიცაა IL-6, რომელიც ასტიმულირებს ქრონიკულ ანთებით პროცესს. შესაბამისად, CYP450-ის ექსპრესია შესაძლოა შეიცვალოს ციტოკინების ინჰიბიტორული თერაპიის ჩატარების შემთხვევაში, როგორიცაა ტოცილიზუმაბი.
In vitro კვლევებში, ადამიანის კულტივირებულ ჰეპატოციტებში გამოვლინდა, რომ IL-6 იწვევს CYP1A2, CYP2C9, CYP2C19, და CYP3A4 ფერმენტების ექსპრესიის დათრგუნვას. ტოცილიზუმაბი ნორმაში აღადგენს აღნიშნული ფერმენტების ექსპრესიას.
კვლევაში, რომელშიც ჩართულია რევმატოიდული ართრიტის (RA) მქონე პაციენტები, ტოცილიზუმაბის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ სიმვასტატინის (CYP3A4) დონემ დაიკლო 57%-ით და გაუტოლდა ან უმნიშვნელოდ აღემატებოდა ჯანმრთელი ადამინის მაჩვენებელს.
ტოცილიზუმაბის კურსის დაწყების ან შეწყვეტისას პაციენტები, რომლებსაც ინდივიდუალურად აქვთ წამლის დოზები შერჩეული და აღნიშნული მედიკამენტები მეტაბოლიზდება CYP450 3A4, 1A2, ან 2C9 (მაგ.: მეთილპრედნიზოლონი, დექსამეტაზონი, (ორალური გლუკოკორტიკოიდი მოხსნის სინდრომის ალბათობით) ატორვასტატინი, კალციუმის არხის ბლოკატორები, თეოფილინი, ვარფარინი, ფენიტოინი, ციკლოსპორინი, ანბენზოდიაზეპინები) მეშვეობით უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს ზემოთხსენებული მედიკამენტების დოზის ცვლილება, მათი თერაპიული ეფექტის შენარჩუნების მიზნით. ტოცილიზუმაბს ახასიათებს ხანგრძლივი ელიმინაციის ნახევრადდაშლის პერიოდი (t1/2), ამიტომ მისი გავლენა CYP450-ის ფერმენტების აქტივობაზე შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობის შეწყვეტიდან რამოდენიმე კვირა.
- 6 ნაყოფიერება, ორსულობა და ლაქტაცია
ფერტილობის ასაკის მქონექალები
ფერტილობის ასაკის მქონე ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია მკურნალობის განმავლობაში დამკურნალობის შემდეგ 3 თვემდე.
ორსულობა
ორსულ ქალებში ,ტოცილიზუმაბის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს. ცხოველებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა თვითნებური აბორტების/ემბრიოფეტალური სიკვდილობის მომატების რისკი, მაღალი დოზის მიღებისშემთხვევაში (იხილეთ თავი 5.3).
აქტემრას გამოყენება არ შეიძლება ორსულ ქალებში, თუ არ არსებობს ამის მკაფიო ჩვენება.
მეძუძური დედები
დადგენილი არ არის, გამოიყოფა თუ არა ტოცილიზუმაბი ქალის რძით. ტოცილიზუმაბის ექსკრეცია რძეში არ არის შესწავლილი ცხოველებში. ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ტოცილიზუმაბით მკურნალობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვისთვის და ტოცილიზუმაბით მკურნალობის სარგებელი ქალისთვის.
ნაყოფიერება
არსებული არაკლინიკური მონაცემების მიხედვით, ტოცილიზუმაბით მკურნალობის დროს, ნაყოფიერებაზე გავლენა არ აღინიშნება.
- 7 ტრანსპორტის მართვის და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარი
აქტემრას მცირე გავლენა აქვს ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე მაგ. თავბრუსხვევა (იხილეთ ქვეთავი, 4.8).
- 8 არასასურველი ეფექტები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
წამლის უსაფრთხოების პროფილი შემუშავდა კვლევაში ჩართული 4510 პაციენტის მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც ღებულობდნენ ტოცილიზუმაბს; პაციენტთა უმეტესი ნაწილი ჩართული იყო RA-ის კვლევებში (n=4009), დანარჩენი მონაცემები შეიკრიბა pJIA (n=240), sJIA (n= 112), და GCA (n=149) კვლევებიდან. აღნიშნულ ჩვენებებში ტოცილიზუმაბის უსაფრთხოების პროფილი არის მსგავსი.
ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი რეაქციები (ADRs) იყო ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ნაზოფარინგიტი, თავისტკივილი, ჰიპერტენზია და მომატებული ALT.
ყველაზე სერიოზული გვერდითი რეაქციები იყო მძიმე ინფექციები, დივერტიკულიტის გართულებები და ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები.
გვერდითი რეაქციების ცხრილი
წამლის კლინიკური კვლევებიდან მიღებული გვერდითი რეაქციები (ADRs) და/ან პოსტმარკეტინგული გამოცდილება, რომელიც ეყრდნობა სპონტანურ შემთხვევათა აღრიცხვას, ლიტერატურიდან შემთხვევებსა და არაინტერვენციული სასწავლო პროგრამების შემთხვევებს, პაციენტისთვის კლინიკური მნიშვნელობის მქონე ორგანოთა კლისიფიკაციაზე დაფუძნებული MedDRA-ს სისტემის მიხედვით (ცხრილი 1). თითოეული გვერდითი მოვლენისთვის (ADR) სიხშირეები განისაზღვრება როგორც: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100-დან < 1/10-მდე) არახშირი (≥ 1/1,000-დან < 1/100-მდე), იშვიათი (1/10,000-დან<1/1,000-მდე) ან ძალიან იშვიათი (<1/10,000) ), და სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით). თითოეულ ჯგუფში არასასურველი ეფექტები წარმოდგენილია სიხშირის შემცირების თანმიმდევრობით.
ცხრილი 1. წამლის გვერდითი რეაქციების (ADRs) ჩამონათვალი რომელიც გამოვლინდა ტოცილიზუმაბით ნამკურნალებ პაციენტებში
MedDRA
ორგანოთა სისტემის კლასი
სიხშირის კატეგორიები ,, preferred terms“ ის მიხედვით
ძალიანხშირი
ხშირი
არახშირი
იშვიათი
ძალიან იშვიათი
ინფექციები და ინვაზიები
ზედა სასუნთქი სისტემა
ცელულიტი, პნევმონია, ორალური მარტივი ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი
დივერტიკულიტი
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები
ლეიკოპენია, ნეიტროპენია
ჰიპოფიბრინოჰენემია
იმუნური სისტემის დარღვევები
ანაფილაქსიური რეაქცია (ლეტალური გამოსავლით) 1,2,3
ენდოკრინული დარღვევები
ჰიპოთირეოიდიზმი
მეტაბოლური და ნუტრიციული დარღვევები
ჰიპერქოლესტერიმენია*
ჰიპერტრიგლიცერიდემია
ნერვული სისტემის დარღვევები
თავის ტკივილის, თავბრუსხვევა
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ
კონიუნქტივიტი
სისხლძარღვების მხრივ დარღვევები
ჰიპერტენზია
სასუნთქი გზების, თორაკალური და მედიასტინუმის დარღვევები
ხველება, დისპნოე
დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ
ტკივილი მუცელში,პირის ლორწოვანის დაწყლულება, გასტრიტი
სტომატიტი, კუჭის წყლული
ჰეპატობილიარული დარღვევები
წამლისმიერი ღვიძლის დაზიანება, ჰეპატიტი, სიყვითლე
ღვიძლის უკმარისობა
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ურტიკარია
სტივენს-ჯონსონის-სინდრომი3
დარღვევები თირკმლისა და საშარდე სისტემის მხრივ
ნეფროლითიაზი
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობა
ინექციის ადგილის რეაქციები
პერიფერიული შეშუპება, ზემგრძნობელობის რეაქცია
გამოკვლევები
ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება, წონაში მომატებასაერთო ბილირუბინის მომატება*
- მოიცავს მაჩვენებლების მატებას რომლებიც მიღებულია რუტინული ლაბორატორიული მონიტორინგის შედეგად (იხ. ტექსტი ქვემოთ)
1იხ.ქვეთავი 4.3
2იხ.ქვეთავი 4.4
3 აღნიშნული გვერდითი მოვლენები გამოვლინდაპოსტმარკეტინგული დაკვირვების შედეგად და არ დაფიქსირებულა კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში. სიხშირის კატეგორია ფასდებოდა როგორც 95% სანდოობის ინტერვალის ზედა ზღვარი, პაციენტების საერთო რაოდენობაზე დაყრდნობით, რომლებიც ღებულობდნენ TCZ კლინიკურ კვლევებში.
შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა (კანქვეშა გამოყენება)
პაციენტები რევმატოიდული ართრიტით
კანქვეშა ტოცილიზუმაბის უსაფრთხოება RA დროს შესწავლილ იქნა ორმაგ ბრმა, კონტროლირებად, მულტიცენტრულ კვლევაში (SC-I). კვლევა რევმატოიდული ართრიტის მქონე 1262 ზრდასრულ პაციენტში ადარებდა 162 მგ ტოცილიზუმაბს ყოველკვირეულ კანქვეშა ინექციას - 8 მგ.კგ. ინტრავენურ ინფუზიასთან. ტოცილიზუმაბის უსაფრთხოება და იმუნოგენურობა ისეთივე აღმოჩნდა, როგორც ი/ვ ტოცილიზუმაბის უკვე ცნობილი უსაფრთხოების პროფილი; ახალი ან მოულოდნელი გვერდითი წამლისმიერი რეაქციები არ დაფიქსირებულა (იხ. ცხრილი 1). ინექციის გვერდითი რეაქციები უფრო ხშირი იყო ტოცილიზუმაბის კანქვეშა ჯგუფებში, შედარებით პლაცებოს კანქვეშა ინექციების ჯგუფებთან.
ინექციის გვერდითი რეაქციები
SC-I კვლევის 6-თვიანი კონტროლირებული პერიოდის განმავლობაში, ინექციის გვერდითი რეაქციების სიხშირე იყო 10.1% (64/631) და 2.4% (15/631) კ/ქ ტოცილიზუმაბის და კ/ქ პლაცებოს ყოველკვირეული ინექციებისას. ინექციის გვერდითი რეაქციები (მათ შორის ერითემა, ქავილი, ტკივილი და ჰემატომა) იყო საშუალო სიმძიმის ან მსუბუქი. მათი უმეტესობა ალაგდა დამატებითი მკურნალობის გარეშე და არ გამხდარა წამლის მიღების შეწყვეტის საბაბი.
იმუნოგენობა
კვლევაში SC-I, კვირაში ერთხელ 162 მგ. ტოცილიზუმაბით ნამკურნალევ 625 პაციენტს, 6 თვიანი კონტროლირებული პერიოდის განმავლობაში, ჩაუტარდა ტოცილიზუმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე გამოკვლევა. ხუთ პაციენტს (0.8%) აღმოაჩნდა დადებითი ტოცილიზუმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულები; ყველა მათგანმა გამოიმუშავა გამანეიტრალებელი ტოცილიზუმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულები. ერთ პაციენტს დაუდასტურდა IgE იზოტიპის დადებითი მაჩვენებელი (0,2%).
SC-II-ში, 6 თვიან კონტროლირებად პერიოდში, ტოცილიზუმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე გამოკვლევა ჩაუტარდა 434 პაციენტს, რომლებიც იღებდნენ 162მგ ტოცილიზუმაბს ყოველ მომდევნო კვირაში (ერთი კვირის გამოტოვებით). შვიდ პაციენტს (1.6%) აღმოაჩნდა დადებითი ტესტი ტოცილიზუმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე და მათგან 6 პაციენტს (1.4%) განუვითარდა გამანეიტრალებელი ტოცილიზუმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულები. ოთხ პაციენტს დაუდასტურდა IgE იზოტოპის დადებითი მაჩვენებელი (0.9%).
კლინიკურ პასუხს ან გვერდით მოვლენებსა და ანტისხეულების გამომუშავებას შორის კორელაცია არ აღნიშნულა.
ნეიტროფილები
რუტინული ლაბორატორიული მონიტორინგის განმავლობაში, SC-I -კლინიკური კვლევის ტოცილიზუმაბის 6-თვიან საკონტროლო პერიოდში, ნეიტროფილების რიცხვის შემცირება (კერძოდ 1 x 109/l - ის ქვემოთ) გამოვლინდა კანქვეშა ფორმის ყოველ კვირეულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტების 2.9%-ში.
ნეიტროფილების რიცხვის შემცირებასა (1 x 109/l-ისქვევით) და სერიოზული ინფექციების განვითარებას შორის მკაფიო კავშირი არ იყო.
თრომბოციტები
SC-I -კლინიკური კვლევის ტოცილიზუმაბის 6-თვიან საკონტროლო პერიოდში, რუტინული ლაბორატორიული მონიტორინგისას, არცერთ პაციენტს არ აღენიშნა თრომბოციტების რაოდენობის შემცირება ≤ 50 × 103/μl ნიშნულამდე.
ღვიძლის ფერმენტების მომატება
კვლევა SC-I-ის 6-თვიან საკონტროლო პერიოდში, ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმის საკვლევ ჯგუფში, რუტინული ლაბორატორიული კვლევისას - ALT ან AST ≥ 3 × ULN -ის ნიშნული გამოვლინდა პაციენტების 6.5%-ში და 1.4%-ში, ყოველკვირეული მიღების დროს.
ლიპიდური პარამეტრები
კვლევა SC-I-ის ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმის 6-თვიან საკონტროლო პერიოდში, პაციენტებში რუტინული ლაბორატორიული მონიტორინგის დროს, ტოცილიზუმაბით ნამკურნალები პაციენტების 19%-ს აღენიშნებოდა საერთო ქოლესტერინის მდგრადი მატება >6.2 მმოლ/ლ (240 მგ/დლ), მათ შორის 9%-ს აღენიშნებოდა LDL-ის მდგრადი მატება ≥ 4.1 მმოლ/ლ (160 მგ/დლ).
პაციენტები სისტემური იუვენილური იდიოპათიური ართრიტით
კანქვეშა ტოცილიზუმაბის უსაფრთხოების პროფილი შეფასდა 51 პედიატრიულ პაციენტში (1-დან 17 წლამდე) სისტემური იუვენილური იდიოპათიური ართრიტით. ზოგადად, წამლის გვერდითი რეაქციები სისტემური იუვენილური იდიოპათიური ართრიტის მქონე პაციენტებში იყო რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებში გამოვლენილი რეაქციების მსგავსი (იხილეთ არასასურველი ეფექტების განყოფილება ზემოთ).
ინფექციები
ინფექციის სიხშირე sJIA-ს მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ კანქვეშა ტოცილიზუმაბით, შედარებადი იყო sJIA -ს მქონე პაციენტებთან, რომლებიც მკურნალობდნენ ინტრავენური აქტემრათი.
ინექციის ადგილის რეაქციები (ISRs)
კანქვეშა კვლევაში (WA28118), აქტემრას კანქვეშა ფორმით მკურნალობის დროს, sJIA-ს მქონე პაციენტების სულ 41,2% (21/51) აღენიშნა ISR. ყველაზე გავრცელებული ინექციის ადგილზე რეაქციები -ISR იყო: ერითემა, ქავილი, ტკივილი და შეშუპება. დაფიქსირებული ISR– ების უმეტესობა იყო 1–ლი ხარისხის გვერდითი მოვლენა და ISR არ იყო სერიოზული და არ გახდა საჭირო პაციენტის მოხსნა მკურნალობიდან ან დოზის შეწყვეტა.
იმუნოგენურობა
კანქვეშა ფორმის კვლევაში (WA28118), 51 – დან (90,2%) 46 – პაციენტს, რომლებსაც ბაზისურად ჩაუტარდათ ტოცილიზუმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე ტესტირება, ჰქონდა მინიმუმ ერთი პოსტ – ბაზისური სკრინინგის ანალიზი. არცერთ პაციენტს არ გამოუვლინდა ტოცილიზუმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულები პოსტ-ბაზისურად.
ლაბორატორიული ცვლილებები
52 კვირიან ღია კანქვეშა კვლევაში (WA28118), ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება 1 x 109/ლ-ზე დაბლა გამოვლინდა პაციენტების 23.5%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ ტოცილიზუმაბს კანქვეშა ფორმით. პაციენტების 2%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ ტოცილიზუმაბის კაქვეშა ფორმით, თრომბოციტების რაოდენობის შემცირდა 100×103/მკლ-ზე დაბალ მაჩვენებლამდე. ALT ან AST– ს მაჩვენებლების მომატება ≥3 x ULN მოხდა პაციენტების 9,8% და 4,0%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმით.
ლიპიდური პარამეტრები
52 კვირიან ღია კვლევაში (WA28118), პაციენტების 23.4% და 35.4%-ში გამოვლინდა LDL-ქოლესტერინის მაჩვენებლის შემდგომი მატება ≥ 130 მგ/დლ-მდე, ხოლო საერთო ქოლესტერინის მაჩვენებელის მატება ≥ 200 მგ/დლ-მდე დაფიქსირდა.
პაციენტები პოლიარტიკულური იუვენილური იდიოპათიური ართრიტით
ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმის უსაფრთხოების პროფილი შეისწავლეს 52 პედიატრიულ პაციენტში პოლიარტიკულური იუვენილური იდიოპათიური ართრიტით. პოლიარტიკულური იუვენილური იდიოპათიური ართრიტის (pJIA) მქონე პაციენტთა საერთო პოპულაციაში, იყო 184.4 პაციენტი წელიწადზე ინტრავენური ტოცილიზუმაბი და 50.4 პაციენტი წელიწადზე კანქვეშა ტოცილიზუმაბი. ზოგადად, პოლიარტიკულური იუვენილური იდიოპათიური ართრიტის (pJIA) მქონე პაციენტებში გამოვლენილი უსაფრთხოების პროფილი მსგავსი იყო ტოცილიზუმაბის უკვე ცნობილის, გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ ISR-ები (იხ. ცხრილი 1). ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმით ნამკურნალებ pJIA-ს მქონე პაციენტებში ISR-ის სიხშირე ზრდასრულ RA პაციენტებთან შედარებით უფრო მაღალი იყო.
ინფექციები
ინფექციის სიხშირე pJIA-ს მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აქტემრას კანქვეშა ფორმით, შედარებადი იყო pJIA -ს მქონე პაციენტებთან, რომლებიც მკურნალობდნენ აქტემრას ინტრავენური ფორმით.
ინექციასთან დაკავშირებული რეაქციები
ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმით მკურნალობის დროს, საერთო ჯამში pJIA -ის მქონე პაციენტების 28.8% (15/52) გამოუვლინდა ინექციასთან დაკავშირებული რეაქციები (ISR). აღნიშნული ISR -ის 44% განვითარდა პაციენტებში რომელთა სხეულის წონა>30 კგ-ზე, ხოლო 14.8% განუვითარდა 30 კგ-ზე ნაკლები წონის პაციენტებს.ყველაზე ხშირი ISR იყო ერითემა, შეშუპება, ჰემატომა, ტკივილი და ქავილი. ყველა გამოვლენილი ISR იყო არასერიოზული ბუნების და 1 ხარისხის მოვლენა, და არცერთ შემთხვევაში არ გახდა საჭირო მკურნალობის შეწყვეტა ან გარკვეული დროით შეჩერება.
იმუნოგენობა
კანქვეშა კვლევაში, პაციენტების 5.8% [3/52] გამოუვლინდა დადებითი ტესტი გამანეიტრალებელ ანტი-ტოცილიზუმაბ ანტისხეულებზე, სერიოზული ან კლინიკურად საყურადღებო ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გარეშე. 3 პაციენტიდან, 1 გამოეთიშა კვლევას. გვერდით მოვლენებსა და ანტისხეულების განვითარებას და ასევე, ორგანიზმის კლინიკური პასუხის განვითარებას შორის კორელაცია არ იქნა ნანახი.
ლაბორატორიული ცვლილებები
რუტინული ლაბორატორიული მონიტორინგის პერიოდში, ნეიტროფილების რაოდენობა 1 x 109/ლ-ზე მეტად დაქვეითდა პაციენტების 15.4% -ში, რომლებიც მკურნალობდნენ ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმით. ALT ან AST x 3 x ULN დონის დაწევა მოხდა პაციენტების 9,6% და 3,8%, რომლებიც მკურნალობდნენ კანქვეშა ტოცილიზუმაბით. არცერთ პაციენტს, რომლებიც მკურნალობდნენ ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმით, არ აღენიშნა თრომბოციტების რაოდენობის შემცირება ≤ 50 × 103/μl ნიშნულამდე.
ლიპიდური პარამეტრები
კანქვეშა კვლევაში,პაციენტების 14.3% და 12.8%-ში გამოვლინდა LDL-ქოლესტერინის მაჩვენებლის პოსტ-საბაზისური მატება ≥ 130 მგ/დლ-მდე, ხოლო საერთო ქოლესტერინის მაჩვენებელის მატება დაფიქსირდა ≥ 200 მგ/დლ-მდე.
პაციენტები გიგანტურუჯრედული არტერიტით
ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმის უსაფრთხოება შესწავლილ იქნა III ფაზის კვლევაში WA28119, რომელშიც ჩართული იყო 251 GCA-ის მქონე პაციენტი. საერთო პაციენტი წელიწადზე ხანგრძლივობას სრული ექსპოზიციის მქონე აქტემრათი ნამკურნალებ პოპულაციაში,12-თვიან ორმაგად ბრმა, პლაცებო -კონტროლირებულ ფაზაში, შეადგენდა 138.5 პაციენტს წელიწადზე. ტოცილიზუმაბის სამკურნალო ჯგუფებში გამოვლენილი საერთო უსაფრთხოების პროფილი ტოცილიზუმაბის უკვე ცნობილი და იქამდე გამოვლენილი უსაფრთხოების პროფილის მსგავსი იყო (იხ. ცხრილი 1).
ინფექციები
ინფექციების/სერიოზული ინფექციური მოვლენების შემთხვევათა სიხშირე დაბალანსებული იყო აქტემრას ყოველკვირეულ ჯგუფსა (200.2/9.7 შემთხვევა 100 პაციენტ წელიწადზე) და პლაცებოს დამატებული 26 კვირიანი პრედნიზონის კლებადი დოზირების კურსით (156.0/4.2 შემთხვევა 100 პაციენტ წელიწადზე) და ასევე პლაცებოს დამატებული 52 კვირიანი კლებადი დოზირების კურსით ნამკურნალები პაციენტების (210.2/12.5 შემთხვევა 100 პაციენტ წელიწადზე) ჯგუფებს შორის.
ინექციის ადგილის რეაქციები
ტოცილიზუმაბის კანქვეშა ყოველკვირეულ ჯგუფში, პაცეინტების 6%-ს (6/100) აღენიშნა გვერდითი რეაქცია, რომელიც განვითარდა ინექციის ადგილას. ინექციის ადგილის რეაქცია არ აღინიშნებოდა, როგორც სერიოზული გვერდითი მოვლენა და არ საჭიროებდა მკურნალობის შეწყვეტას.
იმუნოგენურობა
კანქვეშა ტოცილიზუმაბის ყოველკვირეულ ჯგუფში ერთ პაციენტს (1,1%, 1/95) განუვითარდა დადებითი მანეიტრალიზებელი ტოცილიზუმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულები, თუმცა არა IgE იზოტიპის. პაციენტს არ გამოუვლინდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია ან ინექციის ადგილის რეაქცია.
ნეიტროფილები
რუტინული ლაბორატორიული მონიტორინგის პერიოდში, 12-თვიან კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში, ტოცილიზუმაბის კანქვეშა ყოველკვირეული ჯგუფის პაციენტთა 4% -ში მოხდა ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება 1 × 109 / ლ – ზე ქვემოთ. მსგავსი არ დაფიქსირებულა პლაცებოს და პრედნიზონის შემცველ ჯგუფებში.
თრომბოციტები
რუტინული ლაბორატორიული მონიტორინგის პერიოდში, 12-თვიან კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში, ტოცილიზუმაბის კანქვეშა ყოველკვირეული ჯგუფის ერთ პაციენტს (1%, 1/100) დაუფიქსირდა ერთჯერადი გარდამავალი თრომბოციტების რიცხვის 100 x 103 / μL-ზე ქვემოთკლების ეპიზოდი, მასთან ასოცირებული სისხლდენის მოვლენების გარეშე. თრომბოციტების შემცირება 100 x 103/μL მაჩვენებელზე ქვემოთ არ გამოვლენილა პლაცებოს დამატებული პრედნიზონის კლებადი დოზირების არცერთ ჯგუფში.
ღვიძლის ფერმენტების მატება
რუტინული ლაბორატორიული კვლევის განმავლობაში, 12-თვიანი ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის ფაზაში, ALT-ს მატება ≥3 ULN-ის სახით, დაფიქსირდა კანქვეშა ტოცილიზუმაბის კვირეულ ჯგუფში ჩართული პაციენტების 3%-ში, ხოლო პლაცებოს დამატებული 52 კვირიანი კლებადი პრედნიზონის ჯგუფში ჩართული პაციენტების 2% -ში; არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა პლაცებოს დამატებული 26 კვირიანი კლებადი პრედნიზონის ჯგუფში. AST-ს მატება> 3 ULN-ის სახით აღინიშნა კანქვეშა ტოცილიზუმაბის კვირეულ ჯგუფში ჩართული პაციენტების 1%-ში, მაშინ როცა პლაცებოს დამატებული კლებადი პრედნიზონის არცერთ ჯგუფში მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ლიპიდური პარამეტრები
რუტინული ლაბორატორიული მონიტორინგის განმავლობაში აქტემრას კვლევის 12-თვიანი ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად ფაზაში, ჩართული პაციენტების 34% -ს აღენიშნა საერთო ქოლესტერინის მატება 6.2 მმოლ/ლ (240 მგ/დლ) ნიშნულზე ზემოთ, პაციენტთა 15% -ში გამოვლინდა LDL-ის მომატება ≥ 4.1 მმოლ/ლ (160 მგ/დლ)-მდე.
შერჩეული გვერდითი რეაქციების აღწერა (ინტრავენური გამოყენება)
პაციენტები რევმატოიდული ართრიტით:
ტოცილიზუმაბის უსაფრთხოება შესწავლილია მე-III ფაზის 5 ორმაგ ბრმა კონტროლირებად კვლევაში და მათ შემდგომ პერიოდებში.
მთლიანი საკონტროლო პოპულაცია მოიცავს ყველა პაციენტს თითოეული ძირითადი კვლევის ორმაგი ბრმა ფაზებიდან, სადაც პაციენტები რანდომიზებული იყო: მკურნალობის რეჟიმის პირველ ცვლილებამდე ან ორი წლის შემდეგ; 4 კვლევაში საკონტროლო პერიოდი იყო 6 თვე, ხოლო 1 კვლევაში - 2 წლამდე. ორმაგ, ბრმა, კონტროლირებად კვლევებში 774 პაციენტმა მიიღო აქტემრა 4 მგ / კგ MTX- თან ერთად, 1870 პაციენტმა მიიღო ტოცილიზუმაბი 8 მგ / კგ MTX / სხვა DMARD- თან ერთად და 288 პაციენტმა მიიღო ტოცილიზუმაბის 8 მგ / კგმონოთერაპიის სახით.
ექსპოზიციის მთლიანი პოპულაცია მოიცავს ყველაპაციენტს, რომლებმაც მიიღეს ტოცილიზუმაბის მინიმუმ ერთი დოზა, ორმაგი ბრმა კონტროლის პერიოდში ან ღია ფაზაში. მთლიანი პოპულაციიდან, 3577 მკურნალობდა მინიმუმ 6 თვის განმავლობაში, 3296 მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში; 2806 პაციენტმა მიიღო მკურნალობა მინიმუმ 2 წლის განმავლობაში, ხოლო 1222 – მა 3 წლისგანმავლობაში.
ინფექციები
6-თვიან კონტროლირებად კვლევაში,ტოცილიზუმაბის 8 მგ / კგ+ DMARD მკურნალობის დროს დაფიქსირებული ინფექციის სახით გამოვლენილი ყველა გვერდითი მოვლენა შეადგენდა 127 შემთხვევას 100 პაციენტ წელიწადზე, პლაცებოს+ DMARD ჯგუფში იგივე მაჩვენებელი შეადგენდა 112 შემთხვევას 100 პაციენტს წელიწადზე. გრძელვადიანი ექსპოზიციის პოპულაციაში, ტოცილიზუმაბით მკურნალობის დროს ინფიცირების საერთო მაჩვენებელმა შეადგინა, 108 გვერდითი მოვლენა 100 პაციენტწელიწადზე .
6 თვიან კონტროლირებად კვლევებში, 8 მგ/კგ აქტემრას + DMARD თერაპიის დროს სერიოზული ინფექციების სიხშირე, იყო 5.3 შემთხვევა 100 პაციენტ-წელიწადზე, ხოლო პლაცებო + DMARD ჯგუფში, 3.9 შემთხვევა 100 პაციენტ-წელიწადზე. ტოცილიზუმაბით მონოთერაპიის კვლევაში, სერიოზული ინფექციების სიხშირე იყო 3.6 შემთხვევა 100 პაციენტ-წელიწადზე, ხოლო მეტოტრექსატის(MTX) ჯგუფში 1.5 შემთხვევა 100 პაციენტ-წელიწადზე.
მთელ პოპულაციაში, სერიოზული ინფექციების ჯამური სიხშირე იყო 4.7 შემთხვევა 100 პაციენტ-წელიწადზე. დაფიქსირდა სერიოზული ინფექციები, რომელთაგან ზოგიერთს ჰქონდა ფატალური შედეგი (პნევმონია, ფლეგმონა, ჰერპეს ზოსტერი, გასტროენტერიტი, დივერტიკულიტი, სეფსისი, ბაქტერიული ართრიტი). აღინიშნა აგრეთვე ოპორტუნისტული ინფექციების შემთხვევები.
ფილტვის ინტერსტიციული დაავადება
ფილტვების ფუნქციის დარღვევამ შესაძლოა გაზარდოს ინფექციების განვითარების რისკი. პოსტ-მარკეტინგული მონაცემების მიხედვით, გამოვლენილია ფილტვების ინტერსტიციული დაავადების შემთხვევები (პნევმონიტისა და ფილტვის ფიბროზის ჩათვლით), ზოგიერთი მათგანი დასრულდა ფატალური შედეგით.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია
6 თვიანი კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაციის ჯამური სიხშირე იყო 0.26 შემთხვევა 100 პაციენტ-წელიწადზე, ტოცილიზუმაბით თერაპიის დროს. გრძელვადიანი ექსპოზიციისპოპულაციაში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაციის ჯამური სიხშირე იყო 0.28 შემთხვევა 100 პაციენტ-წელიწადზე. ტოცილიზუმაბით თერაპიის დროს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაციის შემთხვევები ძირითადად გამოვლინდა, როგორც დივერტიკულიტის გართულება და მოიცავდა ზოგად ჩირქოვან პერიტონიტს, ქვედა გასტროინტესტინალურ პერფორაციას, ფისტულას და აბსცესს.
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები
6 თვიან კონტროლირებად კვლევებში, ინფუზიასთან ასოცირებული გვერდითი მოვლენები (მოვლენები განვითარებული ინფუზიის პერიოდში ან ინფუზიიდან 24 საათის განმავლობაში) აღინიშნა 8 მგ/კგ ტოცილიზუმაბი + DMARD-ის ჯგუფის პაციენტების 6.9%-ში და პლაცებო + DMARD-ის ჯგუფის პაციენტების 5.1%-ში. ინფუზიის დროს განვითარებული მოვლენები ძირითადად იყო ჰიპერტენზიის ეპიზოდები; ინფუზიის დამთავრებიდან 24 სთ-ის განმავლობაში განვითარებული მოვლენები იყო: თავის ტკივილი და კანის მხრივ რეაქციები (გამონაყარი, ჭინჭრის ციება). აღნიშნული მოვლენები მკურნალობის შეზღუდვას არ საჭიროებდნენ.
ანაფილაქსიური რეაქციების სიხშირე (გვხვდება პაციენტების 0.2%-ში, 6/3778 პაციენტში) 4 მგ / კგ დოზით მკურნალობის შემთხვევაში რამდენჯერმე მეტი იყო, 8 მგ / კგ დოზით ნამკუნალებ ჯგუფთან შედარებით. კონტროლირებად და ღია კლინიკურ კვლევებში, ტოცილიზუმაბით მკურნალობასთან დაკავშირებული კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, რომელიც საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას, 3778 პაციენტიდან (0.3%) გამოუვლინდა 13-ს. აღნიშნული რეაქციები ძირითადად დაფიქსირდა ტოცილიზუმაბის მეორე-მეხუთე ინფუზიების დროს (იხ. ქვეთავი 4.4). ინტრავენური ტოცილიზუმაბით მკურნალობის დროს, დაფიქსირდა ფატალური ანაფილაქსია მარკეტინგის ნებართვის მიღების შემდეგ (იხ. ქვეთავი 4.4).
იმუნოგენობა
6 თვიან კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, ტოცილიზუმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე კვლევა ჩაუტარდა 2876 პაციენტს. ორმოცდაექვსი პაციენტი (1.6%) აღმოჩნდა დადებითი, ტოცილიზუმაბის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობაზე, მათგან 6-ს გამოულინდა სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია, რის გამოც 5 პაციენტს სამუდამოდ შეუწყდა მკურნალობა. ოცდაათ პაციენტს (1.1%) გამოუმუშავდა მანეიტრალიზებელი ანტისხეულები.
ნეიტროფილები
6 თვიან კონტროლირებად კვლევებში, ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება 1 x 109/ლ-ზე ნაკლებ მაჩვენებლამდე გამოვლინდა 8 მგ/კგ ტოცილიზუმაბს + DMARD-ის ჯგუფის პაციენტების 3.4%-ში და პლაცებო + DMARD-ის ჯგუფის პაციენტების <0.1%-ში. იმ შემთხვევების დაახლოებით ნახევარი, რომლის დროსაც ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) < 1 x 109/ლ-ზე ნაკლები იყო, გამოვლინდა მკურნალობის დაწყებიდან 8 კვირაში. 0.5x 109/ლ-ზე ნაკლები მაჩვენებელი აღინიშნა 8 მგ/კგ აქტემრას + DMARD მკურნალობაზე მყოფი პაციენტების 0.3%-ში. დაფიქსირებულია ინფექციები ნეიტროპენიით.
ორმაგ ბრმა კონტროლირებად და გრძელვადიანპერიოდში, ნეიტროფილების რაოდენობის კლების ტენდენცია და სიხშირე დარჩა 6 თვიანი კონტროლირებადი კლინიკური კვლევების დროს გამოვლენილის შესაბამისი.
თრომბოციტები
6 თვიან კონტროლირებად კვლევებში, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება 100 x 103/მკლ-ზე დაბალ მაჩვენებლამდე, აღინიშნა 8 მგ/კგ ტოცილიზუმაბს + ტრადიციული DMARD-ის ჯგუფის პაციენტების 1.7%-ში და პლაცებო + ტრადიციული DMARD-ის ჯგუფის პაციენტების<1%-ში, მასთან ასოცირებული სისხლდენის მოვლენების გარეშე
ორმაგ ბრმა კონტროლირებად პერიოდში და გრძელვადიანი დაკვირვებით, თრომბოციტების რაოდენობის კლების ტენდენცია და სიხშირე, 6 თვიანი კონტროლირებადი კლინიკური კვლევების დროს გამოვლენილის შესაბამისი დარჩა.
პოსტმარკეტინგულ მონაცემებში ძალზედ იშვიათად დაფიქსირებულია პანციტოპენიის შემთხვევები.
ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება
6 თვიანი კონტროლირებადი კლინიკური კვლევების განმავლობაში,ALT/AST-ს ნორმის ზედა ზღვარზე 3-ჯერ უფრო მაღალი ტრანზიტორული მომატება (ALT/AST > 3xULN) აღინიშნა,8 მგ/კგ აქტემრასჯგუფის პაციენტების 2.1%-ში, შედარებით მეტოტრექსატის (MTX) ჯგუფის პაციენტების 4.9%-თან და 8 მგ/კგ ტოცილიზუმაბს + DMARD-ის ჯგუფის პაციენტების 6.5%-ში, შედარებით პლაცებო + DMARD-ის ჯგუფის პაციენტების 1.5%-თან.
პოტენციურად ჰეპატოტოქსიკური წამლების (მაგ., მეტოტრექსატის MTX) დამატებამ ტოცილიზუმაბის მონოთერაპიაზე, გამოიწვია აღნიშნული ფერმენტების მომატების სიხშირის გაზრდა. ALT/AST-ს ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ უფრო მაღალი მომატება (ALT/AST>5xULN) აღინიშნებოდა ტოცილიზუმაბის მონოთერაპიაზე მყოფი პაციენტების 0.7%-ში და ტოცილიზუმაბს + DMARD მკურნალობაზე მყოფი პაციენტების 1,4%-ში, რომელთა უმრავლესობას შეუწყდა ტოცილიზუმაბით მკურნალობა. ორმაგ ბრმა კონტროლირებად პერიოდში არაპირდაპირი ბილირუბინის ნორმის ზედა ზღვარზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 6.2% სიხშირით 8 მგ/კგ ტოცილიზუმაბი + DMARDპაციენტებში. საერთო ჯამში პაციენტების 5.8%-ს გამოუვლინდა არაპირდაპირი ბილირუბინისმომატება> 1-დან 2 x ULN დაპაციენტთა 0.4% -ს აღენიშნა> 2 x ULNმომატება.
ორმაგ ბრმა კონტროლირებად პერიოდში და გრძელვადიანი დაკვირვებით, ALT/AST-ს მომატების სიხშირე, 6 თვიანი კონტროლირებადი კლინიკური კვლევების დროს გამოვლენილის შესაბამისად შენარჩუნდა.
ლიპიდური პარამეტრები
6 თვიან კონტროლირებად კვლევებში აღინიშნა ლიპიდური პარამეტრების მატება, როგორიცაა: საერთო ქოლესტერინი, ტრიგლიცერიდები, LDL ქოლესტერინი, და/ან HDL ქოლესტერინი. რუტინული ლაბორატორიული მონიტორინგის დროს, კლინიკურ კვლევებში ტოცილიზუმაბით ნამკურნალები პაციენტების დაახლოებით 24%-ს აღენიშნებოდა საერთო ქოლესტერინის მდგრადი მატება ≥ 6.2 მმოლ/ლ, მათ შორის 15%-ს აღენიშნებოდა LDL-ის მდგრადი მატება ≥ 4.1 მმოლ/ლ. აღნიშნული პარამეტრების მატება პასუხობდა ლიპიდების დამწევი აგენტებით მკურნალობაზე.
ორმაგ, ბრმა, კონტროლირებად პერიოდში და გრძელვადიანი დაკვირვებით, ლიპიდური პარამეტრების მომატების ტენდენცია და სიხშირე, შენარჩუნდა 6 თვიანი კონტროლირებადი კლინიკური კვლევების დროს გამოვლენილი მონაცემების შესაბამისად.
კანის მხრივ რეაქციები
პოსტ-მარკეტინგული შეფასებისას დაფიქსირდა სტივენს-ჯონსონის (Stevens-Johnson) სინდრომის იშვიათი შემთხვევები.
საეჭვო გვერდითი მოვლენების შეტყობინება
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების გადაცემა ძალზედ მნიშვნელოვანია წამლის ავტორიზაციის (ბაზარზე გატანის ნებართვისმიღების) შემდეგ. ეს საშუალებას იძლევა გავაგრძელოთ სამკურნალო პროდუქტის სარგებელისა და რისკის ბალანსის მონიტორინგი. ჯანდაცვის პროფესიონალებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ, ანგარიშგების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
- 9 დოზის გადაჭარბება
მწირი მონაცემები არსებობს ტოცილიზუმაბის დოზის გადაჭარბების შესახებ. აღწერილია დოზის შემთხვევითი გადაჭარბების ერთი შემთხვევა, რომლის დროსაც მრავლობითი მიელომის მქონე პაციენტმა ერთჯერადად მიიღო 40 მგ/კგ ინტრავენურად. წამლის გვერდითი რეაქციები არ გამოვლენილა.
სერიოზული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირდა ჯანმრთელ მოხალისეებში, რომლებმაც 28 მგ/კგ-მდე ტოცილიზუმაბი მიიღეს ერთჯერადი დოზის სახით, თუმცა აღინიშნა დოზის შემზღუდველი ნეიტროპენია.
- ფარმაკოლოგიური ეფექტები
- 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიულიჯგუფი: იმუნოსუპრესანტები, ინტერლეიკინისინჰიბიტორები; ATC კოდი: L04AC07.
მოქმედების მექანიზმი
ტოცილიზუმაბი შერჩევითად უკავშირდება როგორც ხსნად, ისე მემბრანულ IL-6 რეცეპტორებს (sIL-6R და mIL-6R) და თრგუნავს sIL-6R და mIL-6R რეცეპტორებით განპირობებული სიგნალების გადაცემას. IL-6 მრავალფუნქციური ციტოკინია, რომელიც გამომუშავდება სხვადასხვა ტიპის უჯრედების მიერ, რომლებიც ჩართულნი არიან როგორც ადგილობრივ პარაკრინულ ფუნქციაში, ისე სისტემური ფიზიოლოგიური და პათოლოგიური პროცესების რეგულაციაში, როგორიცაა იმუნოგლობულინების სეკრეციის ინდუქცია, T-უჯრედების აქტივაცია, ღვიძლის მწვავე ფაზის პროტეინების ინდუქცია და ჰემოპოეზის სტიმულაცია. IL-6 მონაწილეობს დაავადებების, მათ შორის ანთებითი დაავადებების, ოსტეოპოროზის და სიმსივნური დავადებების პათოგენეზში.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ტოცილიზუმაბის კლინიკურ კვლევებში აღინიშნა C რეაქტიული ცილის, ერითროციტების დალექვის რეაქციის (ედს-ის) და შრატის A ამილოიდის სწრაფი შემცირება. მწვავე ფაზის მარკერებზე მოქმედების პარალელურად, ტოცილიზუმაბით მკურნალობა ასოცირდება თრომბოციტების რაოდენობის შემცირებასთან, ნორმალურ დიაპაზონში. აღინიშნა ჰემოგლობინის დონის მატება, რასაც იწვევს ტოცილიზუმაბის მიერჰეპსიდინის გამომუშავებაზე IL-6-ით განპირობებული ეფექტების შემცირება, რაც ზრდის რკინის რაოდენობას. ტოცილიზუმაბით ნამკურნალებ პაციენტებში CRP– ის დონის შემცირება (ნორმალურ დიაპაზონში) დაფიქსირდა ჯერ კიდევ მე –2 კვირამდე, რაც ნარჩუნდება მთელი მკურნალობის პერიოდში.
კვლევაში WA28119, CRP-ის და ESR-ის მაჩვენებლების ერთნაირად სწრაფი კლების ტენდენცია დაფიქსირდა, მაშინ როცა გამოვლინდა საშუალო კორპუსკულარული (ერითროციტარული) ჰემოგლობინის კონცენტრაციის უმნიშვნელო მატება.ჯანმრთელ პირებში, ტოცილიზუმაბს 2-დან 28 მგ/კგ-მდე ინტრავენური გზით და 81-დან 162-მდე მგ კანქვეშა გზით მიღებისას, ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა მიღებიდან 2-5 დღეში. შემდგომ ნეიტროფილების რიცხვი დოზაზე დამოკიდებულების მიხედვით, დაუბრუნდა საწყის მაჩვენებელს.
პაციენტები ავლენენ ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობის შედარებით (ჯანმრთელ სუბიექტებთან) შემცირებას, ტოცილიზუმაბის მიღების ფონზე (იხ. თავი 4.8).
რევმატოიდული ართრიტი (კანქვეშა გამოყენება)
კლინიკური ეფექტურობა
ტოცილიზუმაბის ეფექტიანობა რევმატოიდული ართრიტის ნიშნების და სიმპტომების შემსუბუქებაში, შესწავლილ იქნა ორ რანდომიზებულ, ორმაგად-ბრმა, მულტიცენტრულ კვლევაში. I კვლევებში ჩართული იყვნენ ≥18 წლის ასაკის პაციენტები, ამერიკის რევმატოლოგიის კოლეჯის კრიტერიუმებით დიაგნოსტირებული აქტიური რევმატოიდული ართრიტით, რომელთაც საწყის ეტაპზე ჰქონდათ მინიმუმ 4 მტკივნეული და 4 შეშუპებული სახსარი. II კვლევის (SC-II) მოთხოვნას წარმოადგენდა ასაკი >18 და პაციენტებს უნდა ჰქონოდათ რევმატოიდული ართრიტის აქტიური ფორმა, რომელიც დიაგნოსტირებული იყო ACR კრიტერიუმების მიხედვით; პაციენტებს უნდა ჰქონოდათ სულ მცირე 8 მგრძნობიარე და 6 შეშუპებული სახსარი საწყის მონაცემად. ყველა პაციენტი ბაზისურად ღებულოდა არაბიოლოგიურ მედიკამენტებს, კერძოდ კი DMARD-ებს.
8 მგ / კგ4 კვირაში ერთხელ ინტრავენური გზით მისაღებიდან, 162 მგ კვირაში ერთხელ კანქვეშა მიღებაზე გადასვლა, შეცვლის მედიკამენტის ზემოქმედებას პაციენტზე. რაოდენობა იცვლებოდა პაციენტთა სხეულის წონის მიხედვით (მსუბუქი წონის მქონე პაციენტების რიცხვი გაიზარდა და შემცირდა მძიმე წონის მქონე), მაგრამ კლინიკური შედეგი იგივე იყო და შეესაბამებოდა ინტრავენურად ნამკურნალებ პაციენტებში გამოვლენილ შედეგს.
კლინიკური პასუხი
SC-I კვლევაში, შეფასდა ზომიერი და მწვავე აქტიური RA- ით დაავადებული პაციენტები, რომლებსაც აქვთ არაადეკვატური კლინიკური პასუხი არსებულ რევმატოიდულ თერაპიაზე, მათ შორის ერთი ან მეტი DMARD (ებ) ის გამოყენებით; აღნიშნული პაციენტების დაახლოებით 20% -ს ჰქონდა არაადეკვატური პასუხი წარსულში მინიმუმ ერთ TNF ინჰიბიტორზე. SC-I– ში 1262 პაციენტი რანდომიზებული იყო 1: 1 და იღებდნენ ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმას 162 მგ დოზით ყოველ კვირას ან ტოცილიზუმაბს ინტრავენურად 8 მგ / კგ ყოველ ოთხ კვირაში, არაბიოლოგიურ DMARD (ებ) თანკომბინაციაში. კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი იყო პაციენტთა პროპორციის სხვაობა, რომლებმაც მიიღეს ACR20 პასუხი 24 – ეკვირაში. SC-I კვლევის შედეგები ნაჩვენებია ცხრილში 2.
ცხრილი 2. ACR პასუხები კვლევაში SC-I (% პაციენტები) 24-ე კვირაზე
SC-Ia
TCZ SC 162 მგ ყოველ კვირას
+ DMARD
N=558
TCZ IV 8 მგ/კგ
+ DMARD
N=537
ACR20 კვირა 24
- 4%
- 4%
შეწონილი სხვაობა (95% CI)
- 4.0 (-9.2, 1.2)
ACR50 კვირა 24
- 0%
- 6%
შეწონილი სხვაობა (95% CI)
- 1.8 (-7.5, 4.0)
ACR70 კვირა 24
- 0%
- 9%
შეწონილი სხვაობა (95% CI)
- 3.8 (-9.0, 1.3)
DMARD = disease-modifying anti-rheumatic drugs DMARD = დაავადების მამოდიფიცირებელი ანტირევმატული პრეპარატები
TCZ = ტოცილიზუმაბი
IV = ინტრავენური
SC = კანქვეშა
a = პროტოკოლის პოპულაციის მიხედვით
SC-I კვლევაში პაციენტებს ჰქონდათ დაავადების აქტივობის საშუალო ქულა (DAS28) - 6.6 და 6.7 საბაზისო მონაცემის სახით, კანქვეშა და ინტრავენურ ჯგუფებში. ორივე სამკურნალო ჯგუფის პაციენტებში, 24-ე კვირაზე დაფიქსირდა DAS28– ის მნიშვნელოვანი შემცირება (საშუალო გაუმჯობესება) 3,5 საწყის მონაცემთან მიმართებაში დაპაციენტთა საკმაოდ დიდმა ნაწილმა მიაღწია DAS28 კლინიკურ რემისიას (DAS28 <2.6), კანქვეშა (38.4%) დაინტრავენურ (36.9%) ჯგუფებში.
რადიოგრაფიული პასუხი
ტოცილიზუმაბის კანქვეშა ინექციებისას რადიოგრაფიული პასუხი შეფასდა ორმაგ-ბრმა, კონტროლირებად, მულტიცენტრულ კვლევაში, რევმატოიდული ართრიტის (RA) მქონე პაციენტების მონაწილეობით. კვლევა (SC-II) შეისწავლიდა პაციენტებს, საშუალო სიმძიმის ან მძიმე აქტივობის რევმატოიდული ართრიტით, რომლებსაც აღენიშნებოდათ არაადექვატური კლინიკური პასუხი არსებულ რევმატოლოგიურ მკურნალობაზე ერთი ან მეტი DMARD(s)-ის ჩათვლით, ხოლო დაახლოებით 20% ანამნეზში ჰქონდათ არაადექვატური პასუხი ერთ TNF- ინჰიბიტორზე მაინც. პაციენტები უნდა ყოფილიყვნენ ასაკით >18 წელზე მეტი, ჰქონოდათ რევმატოიდული ართრიტის აქტიური ფორმა, რომელიც დადასტურებული იყო ACR კრიტერიუმების საფუძველზე; პაციენტებს უნდა ჰქონოდათ ბაზისურად, სულ მცირე 8 მგრძნობიარე და 6 შეშუპებული სახსარი. კვლევაში SC-II, რანდომიზებული იყო 656 პაციენტი 2:1 პროპორციით აქტემრას კანქვეშა (SC) ფორმა 162 მგ, ყოველ მომდევნო კვირას ან პლაცებო, არაბიოლოგიურ DMARD(s)-თან კომბინაციაში.
კვლევაში SC-II, სახსრების სტრუქტურული დაზიანების ინჰიბიცია შეფასდა რადიოგრაფიულად და გამოისახა როგორც საწყისი დონიდან ცვლილება van der Heijde-ს მოდიფიცირებული საშუალო საერთო Sharp ინდექსი (mTSS). 24-ე კვირისათვის სახსრების სტრუქტურული დაზიანების ინჰიბიცია გამოვლინდა პლაცებოსთან შედარებით ბევრად ნაკლები რადიოგრაფიული პროგრესირებით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტოცილიზუმაბ კ/ქ-ს (mTSS 0.62 vs. 1.23, p=0.0149 (van Elteren). ეს მონაცემები ემთხვევა იმ მონაცემებს, რომლებიც აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ინტრავენური ტოცილიზუმაბით.
კვლევაში SC-II, 24-ე კვირაზე დაფიქსირდა ACR20 60,9%, ACR50 39,8% და ACR70 19,7% პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობდნენ ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმით ყოველ მეორე კვირაში, და დარდებოდა პლაცებოს ჯგუფის მონაცემებს, კერძოდ ACR20 იყო 31,5%, ACR50 12,3%-შიდა ACR70 5,0% -ში. პაციენტებს საშუალო DAS28 კანქვეშა ტოცილიზუმაბის ჯგუფში ჰქონდათ- 6.7, ხოლო პლაცებოს ჯგუფში კი 6.6. 24 – ეკვირაში, დაფიქსირდა DAS28– ის მნიშვნელოვანი შემცირება საწყისი მაჩვენებელიდან 3.1 -ით, კანქვეშა ჯგუფში და 1.7 -ით პლაცებოს ჯგუფში, ხოლო DAS28 <2,6 – ზე, დაფიქსირდა კანქვეშა ჯგუფის პაციენტების 32,0% შემთხვევაში და 4,0% პლაცებო ჯგუფისთვის.
გამოსავალი ცხოვრების ხარისხის თვალსაზრისით
SC-Iკვლევაში, კანქვეშა და ინტრავენური მიღებისას, HAQ-DI საშუალო დაქვეითება 24-ე კვირაზე, იყო საწისი დონიდან 0.6. პაციენტთა წილი, რომლებმაც მიაღწიეს HAQ-DI-ს კლინიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებას 24-ე კვირაზე (ცვლილება საწყისი დონიდან ≥ 0.3 ერთეული),იყო მსგავსი ტოცილიზუმაბის კ/ქ ყოველკვირეული მიღების ჯგუფსა (65.2%) და ტოცილიზუმაბისივ 8 მგ/კგ მიღების ჯგუფს შორის(67.4%), წილებს შორის შეწონილი სხვაობით -2.3% (95% CI -8.1, 3.4). SF-36 მენტალური კომპონენტის ცვლილება 24-ე კვირაზე, ბაზისურიდან შეადგენდა 6.22-ს კ/ქჯგუფში და 6.54-ს ივ(IV) ჯგუფში. ფიზიკური კომპონენტების მაჩვენებელის ცვლილება ასევე მსგავსი იყო ორივე ჯგუფში, 24-ე კვირაზე საწყისი დონიდან 9.49 -ს კ/ქ (SC) ჯგუფში და 9.65-ს ივ (IV)ჯგუფში.
კვლევაში SC-II, HAQ-DI– ის საშუალო შემცირება საწყის მაჩვენებელთან მიმართებაში 24 კვირამდე მნიშვნელოვნად მეტი იყო პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობდნენ ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმით ყოველ მეორე კვირაში (0.4), პლაცებოსთან შედარებით (0.3). პაციენტების წილი, რომლებმაც მიაღწიეს HAQ-DI– ს კლინიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებას 24 – ეკვირაში (საწყისი დონიდან ცვლილება ≥ 0,3 ერთეული), უფრო მაღალი იყო კანქვეშა ტოცილიზუმაბის ყოველ მეორე კვირაში (58%) მიღებისას, პლაცებოსთან შედარებით (46,8%). SF-36 (მენტალური და ფიზიკური კომპონენტის ქულების საშუალო ცვლილება) მნიშვნელოვნად აღემატებოდა კანქვეშა ტოცილიზუმაბის ჯგუფის მაჩვენებელს (6.5 და 5.3), პლაცებოსთან შედარებით (3.8 და 2.9).
სისტემური იუვენილური იდიოპათიური ართრიტი (კ/ქ)
კლინიკური ეფექტურობა
ჩატარდა 52-კვირიანი, ღია, მრავალცენტრიული, PK/PD და უსაფრთხოების შემსწავლელი კვლევა (WA28118) 1 – დან 17 წლამდე ასაკის sJIA– ით დაავადებულ პედიატრიულ პაციენტებში, რათა დადგენილიყო კანქვეშა აქტემრას დოზა, რომლის შემთხვევაშიც მიაღწეული იქნებოდა ინტრავენურის შედარებადი PK/PD– ს მაჩვენებლები და უსაფრთხოების პროფილი.
კვლევაში ჩართულმა პაციენტებმა ტოცილიზუმაბი მიიღეს სხეულის წონის მიხედვით (BW), კერძოდ: პაციენტებში, რომელთა წონა ≥30 კგ (n = 26) ტოცილიზუმაბი ინიშნებოდა 162 მგ ყოველკვირას (QW) და პაციენტებში რომელთა წონა ნაკლები იყო 30 კგ-ზე (n = 25), ინიშნებოდა 162 მგ. ყოველ 10 დღეში (Q10D; n = 8) ან ყოველ 2 კვირაში ერთხელ (Q2W; n = 17), 52 კვირის განმავლობაში. 51 პაციენტიდან 26 (51%) იყო არ იყო ნამკურნალები ტოცილიზუმაბით და 25 (49%) იღებდა ინტრავენურ ტოცილიზუმაბს და გადავიდა კანქვეშა ტოცილიზუმაბზე.
ეფექტურობის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ TCZ– ით არანამკურნალები პაციენტების შემთხვევაში, ტოცილიზუმაბის კანქვეშა ფორმამ გააუმჯობესა ყველა პარამეტრი, მათ შორის არასრულწლოვანთა ართრიტის დაავადების აქტივობის ქულა (JADAS) –71 და შენარჩუნდა ეფექტურობის ყველა პარამეტრი იმ პაციენტებისთვის, ვინც მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში გადავიდა ინტრავენური ტოცილიზუმაბიდან, კანქვეშა ტოცილიზუმაბით მკურნალობაზე, სხეულის წონითი კატეგორიის ორივე ჯგუფში (30 კგდა ≥30 კგქვემოთ).
პოლიარტიკულური იუვენილური იდიოპათიური ართრიტი (კ/ქ)
კლინიკური ეფექტურობა
52-კვირიანი ღია, მულტიცენტრული, PK-PD-ს და უსაფრთხოების შემსწავლელი კვლევა ჩატარდა pJIA-ს მქონე პედიატრიულ პაციენტებში, სადაც ასაკობრივი ჯგუფი იყო 1 დან 17 წლამდე, კვლევის მიზანს წარმოადგენდა ტოცილიზუმაბის შესაფერისი კანქვეშა დოზის განსაზღვრა, რომლის დროსაც მიღწეულ იქნებოდა ინტრავენურ ფორმასთან შედარებადი PK/PD; ასევე, კვლევის მიზანი იყო უსაფრთხოების პროფილის შესაწავლა ინტრავენურ ფორმასთან შედარებით.
პაციენტები ღებულოდნენ ტოცილიზუმაბს სხეულის წონის მიხედვით (BW), ის პაციენტები, რომელთა წონა 30 კგ (n 25) მკურნალობდნენ 162 მგ ტოცილიზუმაბით ყოველ 2 კვირაში ერთხელ (Q2W) და რომელთა წონა ნაკლები იყო 30 კგ-ზე (n 27) მკურნალობდნენ 162 მგ ტოცილიზუმაბით ყოველ 3 კვირაში ერთხელ (Q3W), სულ 52 კვირის მანძილზე. აღნიშნული 52 პაციენტიდან, 37 (71%) არ უმკურნალია ტოცილიზუმაბით ხოლო 15 (29%)-ს მიღებული ჰქონდა ტოცილიზუმაბის ინტრავენური ფორმა და გადაერთო კანქვეშა ფორმაზე.
პაციენტებს კანქვეშა ტოცილიზუმაბის 162 მგ Q3W რეჟიმით, რომელთა სხეულის წონა იყო 30 კგ-ზე დაბლა და პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ162 მგ Q2W რეჟიმით და სხეულის წონა≥30 კგ, გამოუვლინდათ PK ექსპოზიცია და PD პასუხი, წარმოადგენდა ინტრავენური ტოცილიზუმაბის შესადარ ეფექტურობასა და უსაფრთხოებას.
ეფექტურობის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ტოცილიზუმაბით (TCZ) არანამკურნალებ პაციენტებში, კანქვეშა ტოცილიზუმაბი აუმჯობესებს იუვენილური ართრიტის აქტივობის საშუალო მაჩვენებელს(Disease Activity Score) (JADAS)-71 და პაციენტებში, რომლებიც TCZ ინტრავენური ფორმიდან გადაერთვნენ კანქვეშა ფორმაზე, განაპირობებს JADAS-71 საშუალო მაჩვენებლის შენარჩუნებას, კვლევის ფარგლებში მიმდინარე მთელი კურსის განმავლობაში; აღნიშნული შეეხება პაციენტების ორივე წონით კატეგორიას.
გიგანტურუჯრედული არტერიტი (GCA) (კ/ქ)
კლინიკური ეფექტურობა
კვლევა WA28119 იყო რანდომიზებული, მულტიცენტრული, ორმაგად ბრმა პლაცებო კონტროლირებადი III ფაზის კვლევა,სადაც ფასდებოდა ტოცილიზუმაბის ეფექტურობა და უსაფრთხოება GCA-ის მქონე პაციენტებში.
კვლევაში ჩართული იყო 251 პაციენტი, რომელთაც ჰქონდათ პირველად გამოვლენილი ან რეციდივირებული გიგანტურუჯრედული არტერიტი(GCA); პაციენტები გადანაწილებული იყვნენ ოთხ ჯგუფად. კვლევა მოიცავდა 52-კვირიან დახურულ (ბრმა) პერიოდს (ნაწილი 1), რასაც მოსდევდა 104-კვირიანი ღია პერიოდი (ნაწილი 2). მე-2 ნაწილის მიზანს წარმოადგენდა გრძელვადიან პერიოდში უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შენარჩუნების აღწერა ტოცილიზუმაბით მკურნალობის 52 კვირის შემდეგ, რათა დაედგინათ რეციდივის სიხშირე და ტოცილიზუმაბით მკურნალობის საჭიროება 52 კვირის შემდეგ, ასევე მიეღოთ მონაცემები ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ სტეროიდების დამზოგავი რეჟიმით მოხმარების შესახებ ტოცილიზუმაბთან მიმართებაში.
კანქვეშა ტოცილიზუმაბის დოზირების ორი ჯგუფი (162 მგ ყოველკვირეულად და 162 მგ ყოველ მომდევნო კვირაში) დარდებოდა პლაცებოს ორ სხვადასხვა საკონტროლო ჯგუფს რანდომიზაციით 2:1:1:1.
ყველა პაციენტი ბაზისურად იღებდა გლუკოკორტიკოიდს (პრედნიზონი). ტოცილიზუმაბის ორივე და ერთ პლაცებო ჯგუფს ემატებოდა პრე-სპეციფიური პრედნიზონის კლებადი დოზირების კურსი 26 კვირის განმავლობაში, ხოლო მეორე პლაცებო ჯგუფის პაციენტებს ეძლეოდათ პრე-სპეციფიური პრედნიზონის კლებადი დოზირების რეჟიმი 52 კვირის განმავლობაში, სტანდარტული კურსის შემუშავების მიზნით.
გლუკოკორტიკოიდებით თერაპიის ხანგრძლივობას კრინინგის დროს და ტოცილიზუმაბის (ანპლაცებოს) დაწყებამდე მსგავსი იყო მკურნალობის ოთხივე ჯგუფში. (იხ. ცხრილი3).
ცხრილი 3. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ხანგრძლივობა სკრინინგის განმავლობაში კვლევაში WA28119
პლაცებო+ 26 კვირიანი კლებადი პრედნიზონი
N=50
პლაცებო + 52 კვირიანი კლებადი პრედნიზონი
N=51
ტოცილიზუმაბი 162mg SC კვორეული+ 26 კვირიანი კლებადი პრედნიზონი
N=100
ტოცილიზუმაბი 162 მგ SC ყოველ მომდევნო კვირას + 26 კვირიანი კლებადი პრედნიზონი
N=49
ხანგრძლივობა (დღეები)
მნიშვნელობა (SD)
- 7 (11.5)
- 3 (12.5)
- 6 (13.2)
- 4 (14.4)
მედიანა
- 0
- 0
- 0
- 0
მინ - მაქს
6 - 63
12 – 82
1 - 87
9 - 87
SC = კანქვეშა
ეფექტურობის პირველადი საბოლოო წერტილი ფასდებოდა პროპორციული შედარებით პაციენტების ორ ჯგუფს შორის; პირველი ჯგუფის პაციენტებს აღენიშნათ სტეროიდების გარეშე მდგრადი რემისია 52 კვირაზე ტოცილიზუმაბს დამატებული 26 კვირიანი პრედნიზონის კლებადი დოზირება, მეორე ჯგუფს წარმოადგენდა პლაცებოს ჯგუფი 26 კვირიანი პრედნიზონის კლებადი დოზირებით. (ცხრილი 4)
ეფექტურობის მეორადი საბოლოო წერტილი ასევე ეფუძნება პაციენტების პროპორციულ შედარებას, სადაც მიღწეულ იქნა მდგრადი რემისია 52-ე კვირაზე; პაციენტების ჯგუფი, რომლებიც ღებულობდნენ ტოცილიზუმაბს დამატებული 26 კვირიანი კლებადი პრედნიზონიდარდებოდა, პაციენტების ჯგუფს,სადაც პლაცებოს ემატებოდა 52 კვირიანი პრედნიზონის კლებადი რეჟიმი (ცხრილი 4).
ტოცილიზუმაბის სტატისტიკურად დადასტურებული უპირატესობა გამოვლინდა პლაცებოსთან შედარებით, ტოცილიზუმაბის დამატებული პრედნიზონის 26 კვირიანი კლებადი დოზირების ჯგუფში მიღწეულ იქნა სტეროიდებისაგან თავისუფალი რემისია 52-ე კვირას, რომელიც დარდებოდა პლაცებოს დამატებული პრედნიზონის 52 კვირიან კლებად დოზირების კურსს.
პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც მიაღწიეს მდგრად რემისიას 52-ე კვირაზე ნაჩვენებია ცხრილში 4
მეორადი საბოლოოწერტილები
გიგანტურუჯრედული არტერიტის (GCA) პირველი გამოვლენის შეფასებამ აჩვენა კანქვეშა ტოცილიზუმაბის კვირეულ ჯგუფში მისი მნიშვნელოვნად დაბალი რისკი, პლაცებოს დამატებული 26 კვირიანი პრედნიზონის და პლაცებოს დამატებული 52 კვირიანი კლებადი კურსის ჯგუფებთან შედარებით; ასევე ყოველ მომდევნო კვირას მისაღები კანქვეშა ტოცილიზუმაბის ჯგუფში გამოვლინდა პირველი გამოვლენის გაცილებით დაბალი რისკი, პლაცებოს დამატებული 26 კვირიანი პრედნიზონის (დარდებოდა 0.01სტატისტიკურ მაჩვენებელზე) ჯგუფთან შედარებით. კანქვეშა ტოცილიზუმაბის ყოველკვირეული დოზირების ჯგუფში ასევე დაფიქსირდარისკის მნიშვნელოვანი შემცირება პლაცებოს დამატებული 26 კვირიანი პრედნიზონის ჯგუფთან შედარებით, რომელშიც ჩართულ პაციენტებს ჰქონდათ მორეციდივე GCA, ასევე პაციენტებს, რომელთაც პირველად გამოუვლინდათ GCA (ცხრილი4).
კუმულაციური გლუკოკორტიკოიდების დოზა
კუმულაციური პრედნიზონის დოზა 52-ე კვირას მნიშვნელოვნად დაბალი იყო ტოცილიზუმაბის ორივე ჯგუფში, პლაცებოს ორ ჯგუფთან შედარებით (ცხრილი4). პაციენტების ცალკეულ ანალიზებში, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ პრედნიზონს GCA-ის სამკურნალოდ პირველი 52 კვირის მანძილზე, კუმულაციური პრედნიზონის დოზა მნიშვნელოვნად ცვალებადობდა. პრედნიზონის საშუალო დოზა ტოცილიზუმაბის ყოველკვირეულ და ყოველ მომდევნო კვირეულ ჯგუფებში იყო 3129.75 მგ და 3847 მგ, ორივე დოზა მნიშვნელოვნად დაბალი იყო პლაცებოს დამატებული 26 კვირიანი და პლაცებოს დამატებული 52 კვირიანი პრედნიზონის კლებადი დოზის ჯგუფებში, კერძოდ კი 4023.5 მგ და 5389.5 მგ.
ცხრილი 4. ეფექტურობის შედეგები კვლევიდან WA28119
პლაცებო + 26 კვირიანიკლებადიპრედნიზონი
N=50
პლაცებო + 52 კვირიანიკლებადიპრედნიზონი
N=51
ტოცილიზუმაბი162მგ SC კვირეული + 26 კვირიანიკლებადიპრედნიზონი
N=100
ტოცილიზუმაბი 162 მგ SC ყოველ მომდევნო კვირას + 26 კვირიანიკლებადიპრედნიზონი
N=49
პირველადი ბოლოო წერტილი
- ***მდგრადი რემისია (ტოცილიზუმაბის ჯგუფები vs პლაცებო+26)
მოპასუხეები 52 კვირაზე, n (%)
7 (14%)
9 (17.6%)
56 (56%)
26 (53.1%)
დაუსაბუთებელი განსხვავება პროპორციებში (99.5% CI)
N/A
N/A
42%*
(18.00, 66.00)
- 06%*
(12.46 , 65.66)
ძირითადი მეორადი საბოლოო წერტილები
მდგრადი რემისია (ტოცილიზუმაბი ჯგუფები vs პლაცებო++52)
მოპასუხეები 52 კვირაზე, n (%)
7 (14%)
9 (17.6%)
56 (56%)
26 (53.1%)
დაუსაბუთებელი განსხვავება პროპორციებში (99.5% CI)
N/A
N/A
- 35%*
(17.89 , 58.81)
- 41%**
(10.41 ,60.41)
სხვა მეორადი საბოლოო წერტილები
GCA-ის პირელადი გამოვლენის დრო¹ (ტოცილიზუმაბის ჯგუფები vs პლაცებო+26)
HR (99% CI)
GCA-ის პირელადი გამოვლენის დრო¹ (ტოცილიზუმაბის ჯგუფები vs პლაცებო+52)
HR (99% CI)
GCA-ის პირელადი გამოვლენის დრო¹ (ჩანაცვლებული მკურნალობით პაციენტები;; ტოცილიზუმაბის ჯგუფები vs პლაცებო+26) HR (99% CI)
GCA-ის პირელადი გამოვლენის დრო¹ (ჩანაცვლებული მკურნალობით პაციენტები; ტოცილიზუმაბის ჯგუფები vs პლაცებო + 52) HR (99% CI)
GCA-ის პირელადი გამოვლენის დრო¹ (ახლად წაწყებული მკურნალობის პაციენტები; ტოცილიზუმაბის ჯგუფები vs პლაცებო +26) HR (99% CI)
GCA-ის პირელადი გამოვლენის დრო¹ (ახლად წაწყებული მკურნალობის პაციენტები; ტოცილიზუმაბის ჯგუფები vs პლაცებო + 52) HR (99% CI)
N/A
N/A
N/A
N/A
N/A
N/A
N/A
N/A
N/A
N/A
N/A
N/A
- 23*
(0.11, 0.46)
- 39**
(0.18, 0.82)
- 23***
(0.09,0.61)
- 36
(0.13, 1.00)
- 25***
(0.09, 0.70)
- 44
(0.14, 1.32)
- 28**
(0.12, 0.66)
- 48
(0.20, 1.16)
- 42
(0.14, 1.28)
- 67
(0.21,2.10)
- 20***
(0.05, 0.76)
- 35
(0.09, 1.42)
კუმულაციური გლუკოკორტიკოიდების დოზირება (mg)
მედიანა 52 კვირაზე (Tocilizumab ჯგუფები vs პლაცებო+262)
მედიანა 52 კვირაზე (Tocilizumab ჯგუფები vs პლაცებო +522)
3296.00
N/A
N/A
3817.50
1862.00*
1862.00*
1862.00*
1862.00*
საკვლევი სამიზნეები
რეციდივის წლიური მაჩვენებელი, კვირა 52§
Mean (SD)
- 74
(2.18)
- 30
(1.84)
- 41
(0.78)
- 67
(1.10)
- p<0.0001
- * p<0.005 (threshold for significance for primary and key secondary tests of superiority)
- **აღწერითი p მაჩვენებელი<0.005
- ***Flare: recurrence of GCA signs or symptoms and/or ESR ≥30 mm/h – საჭიროა პრედნიზონის დოზის მომატება
რემისია: ანთების არარსებობა და CRP-ის ნორმალიზება
მდგრადი რემისია: რემისიამე-12 კვირიდან 52 კვირამდე –პაციენტებმაუნდადაიცვანპროტოკოლითგანსაზღვრულიპრედნიზონისკონუსი
¹ დროის ანალიზი (დღეებით გამოთვლილი) კლინიკურ რემისიასა და დაავადების პირველი ანთების ეპიზოდის გამოვლენამდე
2 p-მაჩვენებელი განისაზღვრება ,,Van Elteren-ის“ ანალიზით არა-პარამეტრული მონაცემებისთვის
§სტატისტიკური ანალიზი არ გაკეთებულა
N/A= არ შეესაბამება
HR = რისკის კოეფიციენტი
CI = სარწმუნოების კოეფიციენტი
SC = კანქვეშა
ცხოვრების ხარისხის შეფასება
კვლევაში WA28119, SF-36 შედეგები დაყოფილი იყო ფიზიკური და მენტალური კომპონენტების ჯამურ მაჩვენებლებად (PCS და MCS). PCS ცვლილებების საშუალო მაჩვენებელი საწყისი მომენტიდან 52-ე კვირაზ ეუფრო მაღლი იყო (აჩვენა გაუმჯობესება) ტოცილიზუმაბის ყოველკვირეულ და ყოველ მომდევნო კვირას მისაღები დოზების ჯგუფებში [4.10, 2.76] ვიდრე პლაცებოს ორ ჯგუფში (PBO) [PBO დამატებული 26 კვირა; -0.28, PBO დამატებული 52 კვირა; -1.49]; მხოლოდ ტოცილიზუმაბს დამატებული კლებადი პრედნიზონის 26 კვირიან ყოველვირეულ ჯგუფსა და პლაცებოს დამატებული კლებადი პრედნიზონის 52 კვირიან ჯგუფს შორის გამოვლინდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (5.59, 99% CI: 0.86 10.32) განსხვავება (p=0.0024).MCS ცვლილებების საშუალო მონაცემი საწყისი მომენტიდან52 კვირაზე ორივე დოზირების ჯგუფისთვის: ტოცილიზუმაბის ყოველკვირეული და ყოველ მომდევნო კვირას მისაღები დოზირების ჯგუფებისათვის [7.28, 6.12, შესაბამისად] უფრო მაღალი იყო ვიდრე პლაცებოს დამატებული კლებადი პრედნიზონის 52 კვირიანი კურსისშემთხვევაში [2.84] (თუმცა განსხვავება არ იყო სტატისტიკურად სარწმუნო[p=0.0252 for weekly, p=0.1468 for every other weekly]); მსგავსი შედეგებიინახა პლაცებოს დამატებული კლებადი პრედნიზონის 26 კვირიანი კურსის მიმღები პაციენტების შემთხვევაში [6.67].
პაციენტების დაავადების აქტივობა გლობალურად შეფასებული იყო 0-100მმ ვიზუალური ანალოგიის შკალით (Visual Analogue Scale (VAS)). პაციენტების საერთო VAS მაჩვენებლის საშუალო ცვლილება საბაზისო მონაცემიდან 52-ე კვირაზე, უფრო დაბალი იყო (აჩვენა მკვეთრი გაუმჯობესება) ტოცილიზუმაბის კვირეულ და ყოველ მომდევო კვირეული დოზირების ჯგუფებში [-19.0, -25.3] ვიდრე ორივე პლაცებო ჯგუფში [PBO დამატებული 26 კვირა; -3.4, PBO დამატებული 52 კვირა; -7.2]; სტატისტიკურად სარწმუნო განსხვავება დაფიქსირდა მხოლოდ ტოცილიზუმაბის ყოველ მომდევნო კვირეულ მიღებას დამატებული 26 კვირიანი კლებადი პრედნიზონის ჯგუფსა და პლაცებოს ჯგუფებს შორის [PBO დამატებული 26 კვირიანი კლებადი p=0.0059, და PBO დამატებული 52 კვირიანი კლებადი p=0.0081].
FACIT-დაღლილობის ცვლილება გამოანგარიშდა დასაწყისიდან 52-ე კვირის მაჩვენებლებს შორის, ყველა ჯგუფისთვის. ცვლილების საშუალო [SD] მაჩვენებელი: ყოველკვირეულ ტოცილიზუმაბს დამატებული 26 კვირა იყო 5.61 [10.115], ყოველ მომდევნო კვირას მისაღებ ტოცილიზუმაბს დამატებული 26 კვირა იყო 1.81 [8.836], PBO დამატებული 26 კვირა იყო 0.26 [10.702], და PBO დამატებული 52 კვირა კი -1.63 [6.753].
საბაზისო მონაცემებთან შედარებით,EQ5D-ის მაჩვენებლის ცვლილება 52 კვირის თავზე ჯგუფისთვის, სადაც ყოველკვირეულ ტოცილიზუმაბს დამატებული იყო 26 კვირა, შედაგენდა 0.10 [0.198], ყოველ მომდევნო კვირას მისაღებ ტოცილიზუმაბს დამატებული 26 კვირა, ცვლილება შეადგენდა 0.05 [0.215], PBO დამატებული 26 კვირა - 0.07 [0.293], ხოლო PBO-ს დამატებული 52 კვირა, მაჩვენებელი იყო შეცვლილი -0.02 [0.159].
მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა ორივე: FACIT-დაღლილობა და EQ5D-ის კუთხით.
ინტრავენური გამოყენება
პაციენტები რევმატოიდული ართრიტით
კლინიკური ეფექტურობა
ტოცილიზუმაბის ეფექტიანობა რევმატოიდული ართრიტის ნიშნებისა და სიმპტომების შემსუბუქებაში შესწავლილ იქნა 5 რანდომიზებულ, ორმაგად-ბრმა, მულტიცენტრულ კვლევაში. I-V კვლევებში ჩართული იყვნენ ≥18 წლის ასაკის პაციენტები, ამერიკის რევმატოლოგიის კოლეჯის კრიტერიუმებით დიაგნოსტირებული აქტიური რევმატოიდული ართრიტით, რომელთაც საწყის ეტაპზე ჰქონდათ მინიმუმ 8 მტკივნეული და 6 შეშუპებული სახსარი.
I კვლევაში, ტოცილიზუმაბს ღებულობდნენ ინტრავენურად ყოველ 4 კვირაში ერთხელ მონოთერაპიის სახით. II, III, Vკვლევებში ტოცილიზუმაბს ღებულობდნენ ინტრავენურად ყოველ 4 კვირაში ერთხელ მეტოტრექსატთან (MTX) კომბინაციაში vs. პლაცებოდა MTX.IV კვლევაში ტოცილიზუმაბს ღებულობდნენ ინტრავენურად ყოველ 4 კვირაში ერთხელ სხვა, დაავადების მამოდიფიცირებელ ანტირევმატიულ პრეპარატებთან (დმარპ-ები)DMARDs-თან კომბინაციაშიvs. პლაცებო+სხვა DMARD-ები.ხუთვე კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი იყო იმ პაციენტების პროცენტული წილი, რომლებმაც მიაღწიეს ACR20 პასუხს 24-ე კვირის ბოლოს.
I კვლევაში შესწავლილ იქნა 673 პაციენტი, რომლებიც რანდომიზაციის დაწყებამდე 6 თვის მანძილზე არ იყვნენ ნამკურნალები MTX-ით და MTX-ით მკურნალობა არ შეუწყვეტიათ კლინიკურად მნიშვნელოვანი ტოქსიკური ეფექტების ან მკურნალობაზე პასუხის არარსებობის გამო. პაციენტების უმრავლესობას (67%) MTX მიღებული არ ჰქონდა. ტოცილიზუმაბის 8 მგ/კგ დოზით მიღება ხდებოდა 4 კვირაში ერთხელ მონოთერაპიის სახით. შედარების ჯგუფში იყენებდნენ MTX-ს, კვირაში ერთხელ 8 კვირის განმავლობაში (დოზის ტიტრაცია ხდებოდა 7.5 მგ-დან მაქსიმუმ 20 მგ-მდე კვირაში, 8 კვირის განმავლობაში).
II კვლევა იყო 2 წლიანი ხანგრძლივობის, და დაგეგემილი იყო ანალიზის გაკეთება 24, 52 და 104 კვირაზე, აღნიშნულ კვლევაში სულ შეფასებულ იქნა 1196 პაციენტი, რომელთაც ადეკვატური კლინიკური პასუხი არ ჰქონდათ MTX-ზე. ტოცილიზუმაბის 4 მგ/კგ, ან 8 მგ/კგ, ან პლაცებო გამოიყენებოდა ყოველ 4 კვირაში ერთხელ, ბრმა თერაპიის სახით, MTX-ის სტაბილურ რეჟიმთან კომბინაციაში (10-25 მგ კვირაში ერთხელ), 52 კვირის განმავლობაში. 52-ე კვირის შემდეგ, ყველა პაციენტს შეეძლო ღიად ემკურნალა ტოცილიზუმაბი 8 მგ/კგ-ით. პაციენტებიდან, რომლებმაც დაასრულეს კვლევაში მონაწილეობა, და რომლებიც თავდაპირველად რანდომიზებული იყვნენ ჯგუფისთვის: პლაცებო + MTX, 86% –მა ღიად მიიღო ტოცილიზუმაბი 8 მგ/კგ 2წლის მანძილზე. 24-ე კვირის ბოლოს, პირველადი საბოლოო წერტილი იყო იმ პაციენტების პროცენტული წილი, რომლებმაც მიაღწიეს ACR20 პასუხს. 52 – ე და 104 –ე კვირაში სვხა პირველადი საბოლოო წერტილები იყო, სახსრების დაზიანების პრევენცია და ფიზიკური ფუნქციის გაუმჯობესება.
III კვლევაში შეფასებულ იქნა 623 პაციენტი, რომელთაც არაადეკვატური კლინიკური პასუხი ჰქონდათ MTX-ზე. ტოცილიზუმაბის 4 მგ/კგ, ან 8 მგ/კგ, ან პლაცებო გამოიყენებოდა ყოველ 4 კვირაში ერთხელ, MTX-ის სტაბილურ რეჟიმთან კომბინაციაში (10-25 მგ კვირაშიერთხელ).
IV კვლევაში შეფასებულ იქნა 1220 პაციენტი, რომელთაც არაადეკვატური პასუხი ჰქონდათ არსებულ რევმატოლოგიურ მკურნალობაზე, რომელშიც შედიოდა ერთი ან მეტი დმარპ. ტოცილიზუმაბი 8 მგ/კგ ან პლაცებო გამოიყენებოდა ყოველ 4 კვირაში ერთხელ, MTX-ის სტაბილურ რეჟიმთან კომბინაციაში.
V კვლევაში შეფასებულ იქნა 499 პაციენტი, რომელთაც ჰქონდათ არაადეკვატური პასუხი ან აუტანლობა ერთი ან რამოდენიმე სნფ (სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის) საწინააღმდეგო (anti-TNF) თერაპიაზე. anti-TNF(სნფ აგენტი) პრეპარატის გამოყენება შეწყდა რანდომიზაციამდე. ტოცილიზუმაბის 4 მგ/კგ, ან 8 მგ/კგ, ან პლაცებო გამოიყენებოდა ყოველ 4 კვირაში ერთხელ MTX-ის სტაბილურ რეჟიმთან კომბინაციაში (10-25 მგ კვირაში ერთხელ).
კლინიკური პასუხი
მე-6 თვის ბოლოს,ყველა კვლევაში, 8 მგ/კგ ტოცილიზუმაბით ნამკურნალებ პაციენტებს სტატისტიკურად სარწმუნოACR20, 50 და 70 პასუხების უფრო მაღალი სიხშირეები აღენიშნებოდათ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით (ცხრილი 5).I კვლევაში გამოვლინდა ტოცილიზუმაბი 8 მგ / კგ უპირატესობა, აქტიური შესადარებელი კომპონენტის- MTX– სმიმართ.
ყველა პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ ტოცილიზუმაბით, სარწმუნოდ თანაბარიეფექტურობა აღინიშნებოდა მიუხედავად: რევმატოიდული ფაქტორის სტატუსის, ასაკის, სქესის, რასის, წინა ჩატარებული მკურნალობების რაოდენობისა და ავადმყოფობის სტატუსისა. პასუხის დადგომის სისწრაფე მაღალი იყო (უკვე მე-2 კვირიდან) და უმჯობესდებოდა მკურნალობის ხანგრძლივობასთან ერთად. ხანგრძლივი მყარი პასუხი შენარჩუნდა 3 წელზე მეტი ხნის მანძილზე, მიმდინარე ღია კვლევებში (კვლევები I - V).
მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნა მიღებული 8 მგ/კგ ტოცილიზუმაბით ნამკურნალებ პაციენტებში, ACR პასუხის ყველა კომპონენტის მხრივ (მტკივნეული და შეშუპებული სახსრების რაოდენობა, პაციენტების და ექიმის ზოგადი შეფასება, უნარშეზღუდულობის ინდექსის მაჩვენებელი (HAQ), ტკივილის შეფასება და C რეაქტიული ცილა) შედარებით იმ პაციენტებთან, რომლებიც პლაცებო +მეტოტრექსატი ან დმარპ-ებს ღებულობდნენ.
I - V კვლევებში, პაციენტებს ჰქონდათ დაავადების აქტივობის საშუალო ქულა (DAS28) - 6.5–6.8, საბაზისო მონაცემის სახით. ტოცილიზუმაბით ნამკურნალებ პაციენტებში დაფიქსირდა DAS 28 –ის სტატისტიკურად სარწმუნო შემცირება (საშუალო გაუმჯობესება) 3,1–3,4-ით, საკონტროლო ჯგუფის პაციენტებთან (1,3–2,1) შედარებით. პაციენტთა წილი, რომლებმაც მიაღწიეს DAS28 კლინიკურ რემისიას (DAS28 <2.6), მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ ტოცილიზუმაბს (28–34%), საკონტროლო ჯგუფის პაციენტებთან შედარებით, სადაც ეს მაჩვენებელი იყო 1–12%, 24 კვირისთვის. II კვლევაში, პაციენტთა 65% -მა მიაღწია DAS28 <2.6- ს 104 -ე კვირაში, ხოლო 48% -მა 52 კვირაში და პაციენტთა 33% -მა 24 კვირაში.
II, III და IV კვლევების ანალიზის დროს, პაციენტთა წილი, რომლებმაც მიიღეს ACR 20, 50 და 70 პასუხი, მნიშვნელოვნად მაღალი იყო (59% vs 50%, 37% vs27% , 18% vs11%) ტოცილიზუმაბის 8 მგ / კგ+ DMARD -ის ჯგუფში, ტოცილიზუმაბი 4 მგ / კგ-ს+ DMARD ჯგუფთან შედარებით (p <0,03). ანალოგიურად, პაციენტთაწილი, რომლებმაც მიაღწიეს DAS28 რემისიას (DAS28 <2.6), მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო (31% vs16%) პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ტოცილიზუმაბს 8 მგ / კგ+ DMARD, შედარებით პაციენტებთან, რომლებიც იღებდნენ ტოცილიზუმაბის 4 მგ / კგ+ DMARD (p < 0.0001).
ცხრილი 5. ACR პასუხები პლაცებო-/MTX-/DMARDs-კონტროლირებად კვლევაში (% პაციენტები)
კვლევა I
AMBITION
კვლევა II
LITHE
კვლევა III
OPTION
კვლევა IV
TOWARD
კვლევა V
RADIATE
კვირა
TCZ
8 მგ/კგ
MTX
TCZ
8 მგ/კგ+ MTX
PBO + MTX
TCZ
8 მგ/კგ+ MTX
PBO + MTX
TCZ
8 მგ/კგ+ DMARD
PBO + DMARD
TCZ 8 მგ/კგ+ MTX
PBO + MTX
N =
286
N =
284
N =
398
N =
393
N =
205
N =
204
N =
803
N =
413
N =
170
N =
158
ACR 20
24
70%***
52%
56%***
27%
59%***
26%
61%***
24%
50%***
10%
52
56%***
25%
ACR 50
24
44%**
33%
32%***
10%
44%***
11%
38%***
9%
29%***
4%
52
36%***
10%
ACR 70
24
28%**
15%
13%***
2%
22%***
2%
21%***
3%
12%**
1%
52
20%***
4%
TCZ - ტოცილიზუმაბი
MTX - მეტოტრექსატი
PBO - პლაცებო
DMARD - დაავადების მამოდიფიცირებელი ანტი-რევმატოიდული მედიკამენტი
- * - p< 0.01, TCZ vs. PBO + MTX/DMARD
- ** - p< 0.0001, TCZ vs. PBO + MTX/DMARD
ძირითადი კლინიკური პასუხი
ტოცილიზუმაბს+მეტოტრექსატით 2 წლიანი მკურნალობის შემდეგ, პაციენტების 14%-მა მიაღწია ძირითად კლინიკურ პასუხს (ACR70 პასუხი, რომელიც შენარჩუნებულია 24 კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში).
რადიოგრაფიული პასუხი
II კვლევაში მონაწილე პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ არაადეკვატური პასუხი მეტოტრექსატით მკურნალობაზე, სახსრის სტრუქტურული დაზიანების დათრგუნვა შეფასდა რადიოგრაფიულად და გამოისახა Sharp-ის მოდიფიცირებული ინდექსისა და მისი კომპონენტების, ეროზიის ინდექსისა და სასახსრე ნაპრალის შევიწროების ინდექსის ცვლილებების სახით. რადიოგრაფიულად გამოსა
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.