პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

აუგმენტინი-BID

AUGMENTIN-BID

რეცეპტითინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

აუგმენტინი, ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული ანტიბიოტიკია და ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების განადგურებით ავლენს ეფექტს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
clavulanic acid + ამოქსიცილინი (amoxycillin)
ფორმა და შეფუთვა
ფხვნილი (400მგ+57მგ)/5მლ 100მლ ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად, ბოთლი №1 საზომ კოვზთან ერთად
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინების კომბინაციები, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებთან
ATC კოდი
J01CR02
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0389
რეგისტრირებულია
8 ნოემბერი 2022, მოქმედებს 8 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებააუგმენტინი-BID და სხვა წამალი ერთად

აუგმენტინი-BID — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

აუგმენტინი, ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული ანტიბიოტიკია და ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების განადგურებით ავლენს ეფექტს. აუგმენტინი, ამოქსაცილინის (ამოქსაცილინის ტრიჰიდრატის სახით) სახელით წოდებული პენიცილინის და ამოქსაცილინის ინაქტივობის საწინააღმდეგო მოქმედების მქონე კლავულანიკის მჟავას (კალიუმის კლავულანიტის სახით) სახით, ორ მოქმედ ნივთიერებას შეიცავს.

კალიუმის კლავულანატის წარმოებისას გამოიყენება ძროხის რძისგან მიღებული ნედლეული.

აუგმენტინის განზავებისას მიიღება 70 მლ და 100 მლ -იანი სუსპენზია, რომელიც მზადდება დამცავი სახურავის მქონე, გამჭვირვალე მინის ბოთლში მოთავსებული მშრალი ფხვნილისგან, წამალს თან ახლავს 5 მლ-იანი ერთი ცალი საზომი კოვზი.

აუგმენტინით მკურნალობის ჩვენებას წარმოადგენს- აუგმენტინის მიმართ მგრძნობელობის მქონე ქვემოთ ჩამოთვლილი ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული დაავადებები:

რეციდივული ჩირქოვანი ტონზილიტი, ბაქტერიული სინუსიტი, შუა ყურის ჩირქოვანი ანთება, ზემო სასუნთქი გზების ინფექციები

ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ფილტვების ანთების მსგავსი ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები

საშარდზე გზების ანთებითი დაავადებები, ურეთრის, თირკმლების ბაქტერიული ინფექციები, ქალის სასქესო ორგანოების ინფექციები, გონორეის მსგავსი სასქესო ორგანოების და საშარდზე გზების ინფექციები

შემაერთებელი ქსოვილის ანთება(ცელულიტი), ცხოველის დაკბენის შედეგად განვითრებული კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები

კბილის აბსცესები, კბილის და ღრძილების ინფექციები

ძვლების და სახსრების ინფექციები (ოსტეომიელიტის მსგავსი)

  • აუგმენტინის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

აუგმენტინი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ, თქვენს შვილთან ქვემოთ მოცემული მდგომარეობებიდან რომელიმე გამოვლინდება, აუგმენტინი არ მისცეთ:

თუ, თქვენს ბავშვს ამოქსაცილინის, კლავულანის მჟავის, პენიცილინის ანდა ამ წამლის შემადგენლობაში არსებული რომელიმე ნივთიერების მიმართ ალერგია აქვს (დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი მოცემულია აღნიშნული წამლის გამოყენების ინსტრუქციის დასაწყისში).

თუ, ბავშვს სხვა რომელიმე ანტიბიოტიკის მიმართ სერიოზული ალერგიული რეაქცია გამოუვლინდა. ეს რეაქციები შეიძლება იყოს: კანზე გამონაყარი ანდა სახის ანდა ხახის შეშუპება.

თუ, ბავშვს წარსულში რომელიმე ანტიბიოტიკის მიღების შედეგად სიყვითლე ანდა ღვიძლის პრობლემები განუვითარდა.

თუ, ანტიბიოტიკის მიღებასთან დაკაშირებული მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი) განვითარდება, აუგმენტინით მკურნალობა შეაჩერეთ და ექიმს მიმართეთ, რომ ბავშვის მდგომარეობა შეაფასოს, საჭიროებისას კი შესაბამისი მკურნალობა განახორციელოს. აღნიშნული მდგომარეობის დროს, ბავშვს ნაწლავების პერისტალტიკის შემანელებელი (ანტი-პერისტალტიკური) წამლები არ მისცეთ.

თუ, ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობიდან რომელიმე ბავშვთან გამოვლინდება, მას აუგმენტინი არ მისცეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, ბავშვისთვის აუგმენტინის მიცემამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

აუგმენტინი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ

თუ, თქვენს შვილთან ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება, აუგმენტინის მიცემამდე ბავშვის ექიმს გაესაუბრეთ:

თუ, ბავშვი სისხლის შედედების საწინააღმდეგო წამლებს ღებულობს,

თუ, ბავშვს ღვიძლის პრობლემები აქვს,

თუ, ბავშვს თირკმლების პრობლემები აქვს,

თუ, ბავშვს ჯირკვლოვანი ცხელება აქვს (ებშტეინ- ბარის ვირუსით გამოწვეული ყელის ტკივილი, დაღლილობა და ცხელება- ინფექციური მონონუკლეოზის სახელით წოდებული დაავადება),

თუ, შარდის გამოყოფა რეგულარულად არ ხდება

გარდა ამისა,

თუ, თქვენს შვილს ,,ინფექციური მონონუკლეოზის’’ სახელით წოდებული დაავადება აქვს ანდა ა მ დაავადების არსებობასთან დაკავშირებით ეჭვი გაქვთ, ექიმს აცნობეთ. (აუგმენტინის გამოყენების შემდეგ გამოვლენილი წითელას მსგავსი გამონაყარი შეძლება ინფექციურ მონონუკლეოზთან იყოს დაკავშირებული). ასეთ შემთხვევაში, ექიმი ბავშვს სხვა სახის მკურნალობას დაუნიშნავს.

აუგმენტინი, ექიმის მიერ რეკომენდირებული დროის განმავლობაში გამოიყენეთ. ხანგრძლივი გამოყენების შეთხვევაში, შეიძლება განვითარდეს რეზისტენტული მიკროორგნიზმების ჭარბი ზრდა.

თუ, ბავშვთან შარდის გამოყოფის შემცირება გამოვლინდება, შარდის რაოდენობის რეგულირებისთვის სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება უზრუნველყავით.

აუგმენტინი ასპარტამს შეიცავს. თუ ბავშვს ფენილკეტონურია აქვს, აუგმენტინი მისთვის შეიძლება საზიანო იყოს.

თუ, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობის თქვენს ბავშვთან გამოვლინების შესახებ დარწმუნებული არა ხართ, ბავშვთან აუგმენტინით მკურნალობის დაწყებამდე, ექიმის ანდა ფარმაცევტის კონსულტაცია მიიღეთ.

ზოგიერთი მდგომარეობის დროს, ექიმმა შეიძლება ბავშვთან ინფეციის გამომწვევი მიზეზის დადგენისთვის დამატებითი კვლევები მოითხოვოს. მიღებული შედეგების შესაბამისად, ექიმმა შეიძლება აუგენტინის განსხვავებული დოზა ანდა სხვა წამალი დაგინიშნოთ.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებებიდან რომელიმე წარსულში ანდა ამჟამად თქვენს ბავშვთან გამოვლინდა, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

მდგომარეობები, რომელიც სიფრთხლეს საჭიროებს

აუგმენტინმა, მანამდე არსებული ზოგიერთი მდგოამრეობა შეიძლება გაართულოს ან დაამძიმოს ანდა სერიოზული გვერდითი ეფექტების გამოვლინება განაპირობოს. აღნიშნულებს შორის მნიშვნელოვნია ალერგიული რეაქციები, კონვულსიები (გულყრები) და მსხვილი ნაწლავის ჩირქოვნი ანთება. ნებისმიერი პრობლემის გამოვლინების რისკის შემცირების მიზნით, ბავშვთან აუგმენტინის გამოყენების დროს საჭიროა განსაზღვრული სიმპტომების მიმართ სიფრთხილის გამოჩენა. იხილეთ ნაწილი 4- ,, მდგომარეობები, რომელიც სიფრთხლეს საჭიროებს’’.

სისხლის და შარდის ანალიზი

თუ, ბავშვთან სისხლის ანალიზის (სისხლის წითელი უჯრდების რაოდენობის განსაზღვრის ანალიზი ანდა ღვიძლის ფუნქციური სინჯები) ანდა შარდის ანალიზების (შარდში გლუკოზის განსაზღვრა) გაკეთებაა საჭირო, ექიმს ანდა დამხმარე ექთანს უთხარით, რომ ბავშვი აუგმენტინს ღებულობს, რადგანაც აუგმენტინმა შეიძლება ანალიზის შედეგებზე გავლენა მოახდინოს.

აუგენტინის მიღება საკვებთან დ სასმელთან ერთად

აუგმენტინის მიღებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დისკომფორტის მინიმუმადე დაყვანისთვის, რეკომენდირებულია პრეპარატის საკვებთან ერთად მიღება.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

აღნიშნული წამალი, თქვენს შვილთან ყოველთვის ექიმის ანდა ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად გამოიყენეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ზრდასრულები და 40 კგ ანდა მეტი წონის ბავშვები:

აღნიშნული სუსპენზია ზრდასრულებსა და 40 კგ და მეტი წონის ბავშვებისთვის ზოგადად რეკომენდირებული არ არის. ექიმის ანდა ფარმაცევტის რეკომენდაციები გაითვალისწინეთ.

40 კგ-მდე წონის ბავშვები:

ყველა დოზა გამოთვლილია ბავშვის წონის შესაბამისად. ექიმი, ჩვილ ბავშვებთან და მოზარდებთან აუგმენტინის დოზის და გამოყენების სიხშირის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით. წამლის მიღებისთვის შეიძლება პლასტმასის საზომი კოვზი მოგაწოდონ. ჩვილ ბავშვებთან ანდა მოზარდებთან ზუსტი დოზირების დაცვის მიზნით, ექიმის რეკომენდაციები გაითვალისწინეთ.

რეკომენდირებული დოზა- ორად დაყოფილი დოზა, რომელიც გამოითვლება დღეში 1 კგ-ზე 25 მგ/3,6 მგ- დან 45მგ/6,4 მგ-მდე.

მაქსიმალური დოზა-ორად დაყოფილი დოზა, რომელიც გამოითვლება დღეში 1 კგ-ზე 70მგ/10 მგ-მდე .

შეყვანის გზა და მეთოდი:

აუგმენტინის სუსპენზიის მომზადება:

გაზავებული სუსპენზიის საბოლოო მოცულობა

შევსების წონა

წყლის მოცულობა, რომელიც უნდა დაემატოს განზავებისას

70 მლ

12,6 გ

62 მლ

100 მლ

18 გ

87 მლ

ბოთლს სახურავი მოხსენით. დარწმუნდით, რომ ბოთლის სახურავზე დაფარებული უსაფრთხოების ლენტი დაზიანებული არ არის. ბოთლს სახურავი დაახურეთ.

ბოთლი აიღეთ და შეანჯღრიეთ ისე, რომ ფხვილი სრულად მოძრაობაში იყოს. ფოტო-1

ბოთლს სახურავი მოხსენით. ფოტო-2

სახურავს დამცავი ლენტი მოხსენით. ფოტო-3

ქვემოთ მოცემული მითითებების შესაბამისად წყალი დაამატეთ.

აუგმენტინის სუსპენზის მომზადებისას გასათვალისწინებელია განზავების ხაზი, რომელიც ბოთლის ირგვლივ გამჭვირვალე ჩაღრმავების სახითაა აღნიშნული. განზავების ხაზი (გამჭვირვალე ჩაღრმავება) 70 მლ-იან და 100 მლ-იან ბოთლებში სხვადასხვა დონეზეა აღნიშნული.

განზავების ხაზი- 70 მლ-ფოტო. განზავების ხაზი- 100 მლ-ფოტო. ფოტო-3

ბოთლი განზავების ხაზის დაახლოებით 2/3 ნაწილამდე წყლით შეავსეთ და კარგად შეანჯღრიეთ (სუსპენზიის მომზადებისთვის სასურველია გამოიყენოთ წინასწარ მომზადებული- ადუღებული და შემდეგ გაცივებული წყალი). ფოტო-4

პირველი შენჯღრევის შემდეგ წამლის სრული გახსნის მიზნით 5 წუთი დააყოვნეთ.

შემდეგ, ბოთლში განზავების ხაზამდე (დარჩენილი 1/3) წყალი ჩაასხით და ბოთლი კვლავ შეანჯღრიეთ (სუსპენზიის მომზადებისთვის სასურველია წინასწარ მომზადებული, ადუღებული და გაცივებული წყალი მზად გქონდეთ).

ექიმის მითითების შესაბამისი რაოდენობით, 5 მლ-იანი საზომი კოვზით წამალი ავადმყოფს მიეცით. ფოტო-7

ყოველი დოზის მიღებამდე ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დისკომფორტის გამოვლინების ალბათობის მინიმუმამდე შემცირებისთვის, აუგმენტინი საკვებთან ერთად მიიღეთ.

წამლის დოზები, დღის განმავლობაში სულ ცოტა 4 საათის ინტერვალით, თანაბარი დროის შუალედში მიეცით. ორი დოზა ერთდროულად 1 საათის განმავლობაში არ მისცეთ.

აუგმენტინი, თქვენს შვილს 2 კვირაზე მეტი დროით არ მისცეთ. თუ, ბავშვი არ გამოჯანმრთელებულა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია და გასინჯვა.

წამლის გამოყენების შემდეგ ბოთლს სახურავი მჭიდროდ დაახურეთ.

განზავებული სუსპენზია მაცივარში (2-80C) შეინახეთ, არ გაყინოთ.

განზავებული 70 მლ სუსპენზია 7 დღის განმავლობაში, განზავებული 100 მლ სუსპენზია 10 დღის განმავლობაში გამოყენებული უნდა იქნას.

აუგმენტინის ფერი გამოყენების დროს შეიძლება მსუბუქად გაყვითლდეს. აღნიშნული, წამლის ეფექტზე გავლენას არ ახდენს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება: გამოიყენება ზემოთ აღნიშნული ფორმით.

ხანდაზმულებში გამოყენება: დოზის რაიმე სახის რეგულაციას არ საჭიროებს.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების უკმარისობა:

თუ, ბავშვს თირკმლების უკმარისობა აქვს, ექიმს აცნობეთ. ექიმი, შეიძლება წამლის უფრო დაბალ დოზას შეგირჩევთ ანდა ბავშვის მკურნალობისთვის სხვა მეთოდს მიმართავს.

ღვიძლის უკმარისობა:

თუ, ბავშვს ღვიძლის უკმარისობა აქვს, ექიმს აცნობეთ. ექიმი, შეიძლება მდგომარეობის მიხედვით შესაბამის დოზას შეგირჩევთ და ბავშვის უფრო ახლო დაკვირვებას მოითხოვს, თუ, ბავშვს ღვიძლის პრობლემები აქვს, საჭიროა უფრო ხშირი სისხლის ანალიზის გაკეთება და ღვიძლის ფუნქციების გადამოწმება.

თუ,ფიქრობთ, რომ აუგმენტინის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, აუგმენტინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, ბავშვს აუგმენტინის საჭიროზე მეტი დოზა მიეცით, შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: დისკომფორტი კუჭის არეში (ავად ყოფნის შეგრძნება, ავად ყოფნა ანდა დიარეა)ანდა კონვულსიები (გულყრა). თუ, თქვენმა შვილმა აუგმენტინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღო, უმოკლეს დროში კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ. წამლის ბოთლიც თან იქონიეთ, რომ ექიმს აჩვენოთ.

თუ, თქვენმა შვილმა აუგმენტინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღო, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, აუგმენტინის მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, ბავშვისთვის აუგმენტინის მიცემა დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, ბავშვს წამალი მიეცით, მაგრამ მომდევნო დოზა ძალიან ახლო ინტერვალით არ მისცეთ,მომდევნო დოზის მიცემისთვის დაახლოებთ 4 საათი დაელოდეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მისცეთ.

მოვლენები, რომელიც აუგმენტინით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

თქვენს შვილს, ინფექციასთან ბრძოლაში წამლის ყველა დოზა ესაჭიროება, რადგანაც ცოცხლად დარჩენილმა ბაქტერიებმა შეიძლება ინფექციის რეციდივი გამოიწვიოს.

იმის მიუხედავად, რომ ბავშვი თავს კარგად გრძნობს, მკურნალობის დასრულებამდე აუგმენტინის მიღება უნდა გაგრძელდეს.

თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, აუგმენტინის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

მდგომარეობები, რომელიც სიფრთხილეს საჭიროებს

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, აუგმენტინის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

ალერგიული რეაქციები:

გამონაყარი კანზე,

სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი). კანზე შეიძლება გამოვლინდეს წითელი ანდა მოლურჯო ფერის ბუშტუკოვანი წერტილები, რომელიც სხეულის სხვა ნაწილებშც შეიძლება გამოვლინდეს,

ცხელება, სახსრების ტკივილი, კისრის, იღლიისქვეშა ანდა საზარდულის ლიმფური კვანძების შესივება,

ზოგჯერ, ხახის და სახის შეშუპება (ანგიოედემა), რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას,

კოლაფსი (მძიმე მდგომარეობა, როცა ირგვლივი სისხლძარღვების გაფართოების გამო ვითარდება სისხლის შეგუბება და სხეულში ძალის უეცარი დაკარგვა),

თუ, თქვენს შვილთან აღნიშნული ნიშნებიდან რომელიმე გამოვლინდება, მაშინვე ექიმს დაუკავშირდით. აუგმენტინის გამოყენება შეწყვიტეთ.

ეს ყველა ჩამოთვლილი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე თქვენს შვილთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენს შვილს აუგმენტინის მიმართ სერიოზული ალერგია აქვს. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

მსხვილი ნაწლავის ჩირქოვანი ანთება

მსხვილ ნაწლავში შეიძლება გამოვლინდეს სისხლიანი და ლორწოვანი ქსოვილის შემცველი წყლისებრი დიარეა, კუჭის ტკივილი და/ ანდა ტემპერატურის მომატების გამომწვევი ჩირქოვანი ანთება.

თუ, თქვენს შვილთან ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე გამოვლინდება, უმოკლეს დროში კონსულტაციისთვის ექიმს დაუკავშირდით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის ექიმს ანდა ფარემცევტს მიმართეთ.

თუ, აუგმენტინის მომხმარებელი ზრდასრული ხართ და ორსულად ხართ, ან ფიქრობთ რომ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგმავთ, ექიმს აცნობეთ.

როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, აუგმენტინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაწლავის ნორმალურ ფლორაზე და ბაქტერიებზე და შედეგად ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების ნაწლავიდან შეწოვის შემცირება გამოიწვიოს. ამიტომ, მკურნალობის განმავლობაში საჭიროა ალტერნატიული, სხვა ეფექტური და საიმედო ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობა დადასტურდება, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება -ლაქტცია

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.

თუ, ამ წამლის გამოყენების დაწყებისას თქვნი შვილი ორსულადაა ანდა ძუძუთი კვებაზეა ანდა ფიქრობს რომ ორსულადაა ანდა ორსულობას გეგმავს, ამ წამლის გამოყეებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

აუგმენტინის მიღებამ შეიძლება გვერდითი ეფექტების გამოვლინება გამოიწვიოს, არასასურველმა ეფექტებმა კი ავტომობილის მართვის უნარზე უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს.

თუ, თავს კარგად არ გრძნობთ, ავტომობილის და მექანიზმების მართვას თავი აარიდეთ.

აუგმენტინის შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

აუგმენტინი, ასპარტამს შეიცავს, ამიტომ ფენილალანინისთვის წყაროს წარმოადგენს. ფენილკეტონურიის მქონე ადამიანებისთვის მისი მიღება შეიძლება საზიანო იყოს. სხეულის მოძრაობის დარღვევის და გაძნელების გამომწვევი იშვიათი გენეტიკური დაავადების ,,ფენილკეტონურიის’’ მდგომარეობის დროს დაბადებული ბავშვებისთვის აუგმენტინის მიღება შეიძლება საზიანო იყოს.

აუგმენტინის სუსპენზია დამატკბობელს: მალტოდექსტრინს (გლუკოზა) და ბენზილის სპირტს შეიცავს. თუ, მანამდე ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ ტოლერანტობა არ გაქვთ, ამ წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს დაუკავშირდით.

აუგმენტინის სუსპენზია ბენზილის სპირტს შეიცავს. ბენზილის სპირტმა შეიძლება ალერგიული რეაქციების გამოვლინება განაპირობოს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, თქვენი შვილი ამჟამად რომელიმე წამალს ღებულობს ანდა ბოლო პერიოდში მიიღო ანდა მომავალში მიღებას გეგმავთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს ინფორმაცია მიაწოდეთ.

აუგმენტინმა, შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებთან ურთიერთქმედებაში შევიდეს:

თუ, ბავშვი აუგმენტინთან ერთად ალოპურინოლს (სახსრების ანთების ანდა ტკივილის გამომწვევი, შარდმჟავას მომატებით გამოვლენილი დაავადება- პოდაგრის სამკურნალოდ გამოიყენება) ღებულობს, კანის ალერგიული რეაქციების განვითარების ალბათობა შეიძლება მოიმატოს.

თუ, ბავშვი პრობენეციდს ღებულობს (პოდაგრის სამკურნალოდ გამოიყენება), ექიმმა შეიძლება აუგმენტინის დოზის რეგულირება გადაწყვიტოს.

თუ, ბავშვი აუგმენტინთან ერთად სისხლის შედედების საწინააღმდეგო წამლებს (ვარფარინის მსგავსი) ღებულობს, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებით, კიდევ სხვა სისხლის ანალიზების გაკეთება.

აუგმენტინმა, შეიძლება მეტოტრექსატის (სიმსივნის ანდა რევმატიული დაავადებების სამკურნალო წამალი) მოქმედების ეფექტზე ზემოქმედება მოახდინოს.

აუგმენტინმა, შეიძლება მიკოფენოლატის მოფეტინის (ორგანოთა გადანერგვის დროს გამოყენებული წამალი) მოქმედების ეფექტზე გავლენა მოახდინოს.

როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, აუგმენტინის მიღებამაც შეიძლება ნაწლავის ნორმალურ ბაქტერიულ ფლორაზე გავლენა მოახდინოს, ასევე აუგმენტინის და ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების ერთად გამოყენებამ, შეიძლება ნაწლავებიდან ჩასახვის საწინააღმდეგო წამლის შეწოვა შეამციროს, ამიტომ ამ დროის განმავლობაში საჭიროა სხვა ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება.

თუ ბავშვი, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობს ანდა ბოლო პერიოდში მიიღო, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

გვერდითი მოვლენები

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

გავრცელებული:

რძიანა (კანდიდას სოკოთი გამოწვეული საშოს, პირის ღრუს ანდა კანის შრეების ინფექცია)(მუკოკუტანეული კანდიდიაზი)

ცუდად ყოფნის შეგრძნება (ძლიერი გულისრევა).

თუ, თქვენთან ეს ეფექტი გამოვლინდება, აუგმენტინი საკვებთან ერთად უნდა მიიღოთ.

დიარეა (ბავშვებში)

ღებინება

გულისრევა

ნაკლებად გავრცელებული:

თავბრუსხვევა

თავის ტკივილი

საჭმლის მონელების გაძნელება

კანზე გამონაყარი

ქავილი

გამონაყარი შესივებით, ქავილით (ურტიკარია-ჭინჭრის ციება)

ნაკლებად გავრცელებული გვერდით ეფექტები, რომელიც ვლინდება სისხლის ანალიზში:

ღვიძლის მიერ წარმოებული ზოგიერთი ნივთიერების (ფერმენტების) მომატება

იშვიათი:

კანზე გამონაყარი,რომელიც შესივებული და პატარა ნიშანის სახით ვლინდება (ერითემა, რომლის ცენტრალური ნაწილი მუქი ფერისაა, ირგვლივ უფრო ღია ფერის მონაკვეთი აღინიშნება, საზღვარზე კი რგოლის სახით გარს აკრავს მუქი ფერის არშია).

შექცევადი ლეიკოპენია (ნეიტროპენიის ჩათვლით) და თრომბოციტოპენია (სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის შემცირება).

თუ, ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტიდან რომელიმე გამოვლინდება, სასწრაფოდ ექიმს დაუკავშირდით.

იშვიათი გვერდით ეფექტები, რომელიც ვლინდება სისხლის ანალიზით:

სისხლის შედედებისთვის საჭირო უჯრედების რაოდენობის შემცირება

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება

უცნობი:

სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ანდა ხახის შეშუპება, როემლიც იწვევს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება)

კანზე გამონაყარი, ქავილი ანდა ურტიკარია, სახის, ტუჩების, ენის ანდა სხეულის ნებისმიერი მიდამოს შესივება, ჰაერის უკმარისობა, ხიხინი, სუნთქვის გაძნელება ანდა სუნთქვის გაძნელების მსგავსი მომატებული მგრძნობელობის ალერგიული მდგომარეობა (ანაფილაქსია).

ალერგიული მდგომარეობა, რომელიც ვლინდება წამლის მიღებიდან 7-12 დღის შემდეგ, ნიშნები: გამონაყარი, ცხელება, სახსრების ტკივილი, განსაკუთრებით იღლიისქვეშა ლიმფური კვანძების შესივება (შრატისმერი დაავადების მსგავსი სიმპტომები)

ალერგიული რეაქცია, რომელიც ვლინდება კანის ზედაპირის ქვეშ პატარა, წერტილოვანი, წითელი, მრგვალი ლაქების წარმოქმნით, გამონაყარით ანდა კანზე დალურჯებების გაჩენით, სისხლძარღვების ანთებით (მომატებული მგრძნობელობის ვასკულიტი)

გრიპის მსგავსი სიმპტომები გამონაყარით, ცხელებით, ჯირკვლების შეშუპებით და სისხლის ტესტის არანორმალური შედეგებით (მათ შორის, სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების მომატება) (წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით DRESS)

ტუჩებზე, თვალებზე, პირში, ცხვირსა და სასქესო ორგანოებზე კანის იშვიათი დაავადება, რომელსაც ახასიათებს ძლიერი ბუშტუკები და სისხლდენა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი)

კანზე თავიდან შეწითლებით დაწყებული, შემდგომში უფრო დიდ მუწუკებად და ღრმა (სხეულის 30% ზე მეტზე) ფენით აქერცვლით დასრულებული სერიოზული კანის რეაქცია. ამ დაავადებას თან ახლავს სიცხე, შემცივნება, კუნთების ტკივილი და ზოგადი ცუდათ ყოფნის შეგრძნება (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)

ფართოდ გავრცელებული წითელი კანის გამონაყარი ქერქით მცირე ანთებითი (ბულოზური გამონაყარით დერმატიტი)

წითელი ქერცლიანი გამონაყარი შეშუპებით და ბუშტუკებით კანქვეშ (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულური)

თავის ტვინის გარსების ანთება (ასეპტიკური მენინგიტი)

თუ, თქვენს შვილთან ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე გამოვლინდება, მაშინვე კონსულტაციის მისაღებად ექიმს დაუკავშირდით.

დაავადება, როემლიც ვლინდება ცხელებით, ძლიერი შემცივნების შეტევებით, ყელის ტკივილით ანდა პირის ღრუში წყლულის მსგავსი ინფექციების ხშირი განვითარებით (შექცევადი აგრანულოციტოზი)

ანემია (ჰემოლიზური ანემია) (ვლინდება სისხლის ანალიზით), როემლიც ვლინდება სისუსტით, ვარჯიშის დროს სუნთქვის შეკვრით, თავბრუსხვევით, კანსა და თვალებზე სიფერმკრთალის და სიყვითლის მსგავსი ნიშნებით.

ფსევდომემრანოზული ანდა ჰემორაგიული კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ჩირქოვანი ანთება), რომელიც ვლინდება ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებით, ნიშნები: სისხლიანი, ლორწოვანი დიარეა.

ენის ფერის შეცვლა , შავი ფერშის ენა.

თირკმლების ჩირქოვანი ანთება (ინტერსტიციული ნეფრიტი)

შარდში კრისტალების გაჩენა (კრისტალურია) (შარდის ანალიზით ვლინდება)

შარდის ფერის გამუქებასთან ერთად ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), ქოლესტაზური სიყვითლე

სისხლის შედედების გაძნელება

ბავშვის კანის და თვალის სკლერების გაყვითელების გამომწვევი სისხლში ბილირუბინის (ღვიძლში წარმოებული ნივთიერება) დონის მომატება, სიყვითლე

მომატებული მოძრაობები, რომელიც შექცევადია (ჰიპერაქტივობა)

კრუნჩხვები, გულყრები, კონვულსიები (ბავშვები, რომლებიც აუგმეტინს მაღალი დოზით ღებულობენ, უფრო ხშირად ვლინდება თირკმლების პრობლემების მქონე ბავშვებში).

კბილის ფერის ცვლილება(ბავშვებში).

ზემოთ აღნიშნული, ჯაგრისით გაწმენდის შემდეგ იწმინდება. პირის ღრუს კარგი ჰიგიენის შემთხვევაში, კბილის ფერის ცვლილების თავიდან აცილება შესაძლებელია.

აუგმენტინზე მგრძნობელობის არ მქონე მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ძლიერი შემცირება (სისხლის ანალიზით ვლინდება).

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • აუგმენტინის შენახვა

აუგმენტინი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

ფხვნილი, რომელიც განზავებული ჯერ არ არის, <250C ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას შეინახეთ.

განზავებული სუსპენზია მაცივარში (2-80C) შეინახეთ და 70 მლ სუსპენზია 7 დღის განმავლობაში, ხოლო 100 მლ სუსპენზია 10 დღის განმავლობაში გამოიყენეთ. არ გაყინოთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ აუგმენტინი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. გლაქსოსმიტკლაინ ილაჩლარ ვე თიჯ

ბუიუქდერეს ქ. N:173, 1.ლევენთ პლაზა. ბლოკი: ბ.

34394. 1.ლევენთი/სტამბული

წარმოების ადგილი:

ს.ს. ბილიმ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ, ქაფაქლი, თექირდაღი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 15.06.2021-ში დამოწმებულია.

2021, gsk ჯგუფის კომპანიები თარჯიმანი ნაილა იდნოევი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია gsk

აუგმენტინ-ბიდი 400 მგ+ 57 მგ/ 5მლ ორალური სუსპენზიის

მოსამზადებელი მშრალი ფხვნილი

განკუთვნილია პირის გზით (ორალურად) მისაღებად.

მოქმედი ნივთიერება: თითოეული 5 მლ 400 მგ ამოქსაცილინის აქტივობის ექვივალენტური რაოდენობით 459,17 მგ ამოქსაცილინის ტრიჰიდრატს და 57 მგ კლავულანის მჟავას აქტივობის ექვივალენტური რაოდენობით 67,90 მგ კალიუმის კლავულანატს (წარმოებისას გამოყენებულია ძროხის რძისგან მიღებული ნედლეული) შეიცავს. (კო-ამოქსიკლავი 400/57).

დამხმარე ნივთიერებები: ქსანტანის რეზინა, ასპარტამი, სუქცინის მჟავა, აეროზილი 200, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ფორთოხლის ესენცია 1281 (61027E, წარმოებისას გამოყენებულია თახვის სურნელოვანი ჯირკვალი), ფორთოხლის ესენცია 1282 (9/027108, წარმოებისას გამოყენებულია თახვის სურნელოვანი ჯირკვალი), ჟოლოს ესენცია, (07943/1286) ოქროს სიროფის ესენცია (1283 052927/Ap0551), სილიციუმის დიოქსიდი.

აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება აუგმენტინი?

აუგმენტინის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება აუგმენტინი?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

აუგმენტინის შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება აუგმენტინი ?

აუგმენტინი, ინფექციების სამკურნალოდ გამოყენებული ანტიბიოტიკია და ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების განადგურებით ავლენს ეფექტს. აუგმენტინი, ამოქსაცილინის (ამოქსაცილინის ტრიჰიდრატის სახით) სახელით წოდებული პენიცილინის და ამოქსაცილინის ინაქტივობის საწინააღმდეგო მოქმედების მქონე კლავულანიკის მჟავას (კალიუმის კლავულანიტის სახით) სახით, ორ მოქმედ ნივთიერებას შეიცავს.

კალიუმის კლავულანატის წარმოებისას გამოიყენება ძროხის რძისგან მიღებული ნედლეული.

აუგმენტინის განზავებისას მიიღება 70 მლ და 100 მლ -იანი სუსპენზია, რომელიც მზადდება დამცავი სახურავის მქონე, გამჭვირვალე მინის ბოთლში მოთავსებული მშრალი ფხვნილისგან, წამალს თან ახლავს 5 მლ-იანი ერთი ცალი საზომი კოვზი.

აუგმენტინით მკურნალობის ჩვენებას წარმოადგენს- აუგმენტინის მიმართ მგრძნობელობის მქონე ქვემოთ ჩამოთვლილი ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული დაავადებები:

რეციდივული ჩირქოვანი ტონზილიტი, ბაქტერიული სინუსიტი, შუა ყურის ჩირქოვანი ანთება, ზემო სასუნთქი გზების ინფექციები

ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ფილტვების ანთების მსგავსი ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები

საშარდზე გზების ანთებითი დაავადებები, ურეთრის, თირკმლების ბაქტერიული ინფექციები, ქალის სასქესო ორგანოების ინფექციები, გონორეის მსგავსი სასქესო ორგანოების და საშარდზე გზების ინფექციები

შემაერთებელი ქსოვილის ანთება(ცელულიტი), ცხოველის დაკბენის შედეგად განვითრებული კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები

კბილის აბსცესები, კბილის და ღრძილების ინფექციები

ძვლების და სახსრების ინფექციები (ოსტეომიელიტის მსგავსი)

  • აუგმენტინის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

აუგმენტინი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ, თქვენს შვილთან ქვემოთ მოცემული მდგომარეობებიდან რომელიმე გამოვლინდება, აუგმენტინი არ მისცეთ:

თუ, თქვენს ბავშვს ამოქსაცილინის, კლავულანის მჟავის, პენიცილინის ანდა ამ წამლის შემადგენლობაში არსებული რომელიმე ნივთიერების მიმართ ალერგია აქვს (დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი მოცემულია აღნიშნული წამლის გამოყენების ინსტრუქციის დასაწყისში).

თუ, ბავშვს სხვა რომელიმე ანტიბიოტიკის მიმართ სერიოზული ალერგიული რეაქცია გამოუვლინდა. ეს რეაქციები შეიძლება იყოს: კანზე გამონაყარი ანდა სახის ანდა ხახის შეშუპება.

თუ, ბავშვს წარსულში რომელიმე ანტიბიოტიკის მიღების შედეგად სიყვითლე ანდა ღვიძლის პრობლემები განუვითარდა.

თუ, ანტიბიოტიკის მიღებასთან დაკაშირებული მსხვილი ნაწლავის ანთება (კოლიტი) განვითარდება, აუგმენტინით მკურნალობა შეაჩერეთ და ექიმს მიმართეთ, რომ ბავშვის მდგომარეობა შეაფასოს, საჭიროებისას კი შესაბამისი მკურნალობა განახორციელოს. აღნიშნული მდგომარეობის დროს, ბავშვს ნაწლავების პერისტალტიკის შემანელებელი (ანტი-პერისტალტიკური) წამლები არ მისცეთ.

თუ, ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობიდან რომელიმე ბავშვთან გამოვლინდება, მას აუგმენტინი არ მისცეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, ბავშვისთვის აუგმენტინის მიცემამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

აუგმენტინი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ

თუ, თქვენს შვილთან ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება, აუგმენტინის მიცემამდე ბავშვის ექიმს გაესაუბრეთ:

თუ, ბავშვი სისხლის შედედების საწინააღმდეგო წამლებს ღებულობს,

თუ, ბავშვს ღვიძლის პრობლემები აქვს,

თუ, ბავშვს თირკმლების პრობლემები აქვს,

თუ, ბავშვს ჯირკვლოვანი ცხელება აქვს (ებშტეინ- ბარის ვირუსით გამოწვეული ყელის ტკივილი, დაღლილობა და ცხელება- ინფექციური მონონუკლეოზის სახელით წოდებული დაავადება),

თუ, შარდის გამოყოფა რეგულარულად არ ხდება

გარდა ამისა,

თუ, თქვენს შვილს ,,ინფექციური მონონუკლეოზის’’ სახელით წოდებული დაავადება აქვს ანდა ა მ დაავადების არსებობასთან დაკავშირებით ეჭვი გაქვთ, ექიმს აცნობეთ. (აუგმენტინის გამოყენების შემდეგ გამოვლენილი წითელას მსგავსი გამონაყარი შეძლება ინფექციურ მონონუკლეოზთან იყოს დაკავშირებული). ასეთ შემთხვევაში, ექიმი ბავშვს სხვა სახის მკურნალობას დაუნიშნავს.

აუგმენტინი, ექიმის მიერ რეკომენდირებული დროის განმავლობაში გამოიყენეთ. ხანგრძლივი გამოყენების შეთხვევაში, შეიძლება განვითარდეს რეზისტენტული მიკროორგნიზმების ჭარბი ზრდა.

თუ, ბავშვთან შარდის გამოყოფის შემცირება გამოვლინდება, შარდის რაოდენობის რეგულირებისთვის სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება უზრუნველყავით.

აუგმენტინი ასპარტამს შეიცავს. თუ ბავშვს ფენილკეტონურია აქვს, აუგმენტინი მისთვის შეიძლება საზიანო იყოს.

თუ, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობის თქვენს ბავშვთან გამოვლინების შესახებ დარწმუნებული არა ხართ, ბავშვთან აუგმენტინით მკურნალობის დაწყებამდე, ექიმის ანდა ფარმაცევტის კონსულტაცია მიიღეთ.

ზოგიერთი მდგომარეობის დროს, ექიმმა შეიძლება ბავშვთან ინფეციის გამომწვევი მიზეზის დადგენისთვის დამატებითი კვლევები მოითხოვოს. მიღებული შედეგების შესაბამისად, ექიმმა შეიძლება აუგენტინის განსხვავებული დოზა ანდა სხვა წამალი დაგინიშნოთ.

თუ, აღნიშნული გაფრთხილებებიდან რომელიმე წარსულში ანდა ამჟამად თქვენს ბავშვთან გამოვლინდა, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

მდგომარეობები, რომელიც სიფრთხლეს საჭიროებს

აუგმენტინმა, მანამდე არსებული ზოგიერთი მდგოამრეობა შეიძლება გაართულოს ან დაამძიმოს ანდა სერიოზული გვერდითი ეფექტების გამოვლინება განაპირობოს. აღნიშნულებს შორის მნიშვნელოვნია ალერგიული რეაქციები, კონვულსიები (გულყრები) და მსხვილი ნაწლავის ჩირქოვნი ანთება. ნებისმიერი პრობლემის გამოვლინების რისკის შემცირების მიზნით, ბავშვთან აუგმენტინის გამოყენების დროს საჭიროა განსაზღვრული სიმპტომების მიმართ სიფრთხილის გამოჩენა. იხილეთ ნაწილი 4- ,, მდგომარეობები, რომელიც სიფრთხლეს საჭიროებს’’.

სისხლის და შარდის ანალიზი

თუ, ბავშვთან სისხლის ანალიზის (სისხლის წითელი უჯრდების რაოდენობის განსაზღვრის ანალიზი ანდა ღვიძლის ფუნქციური სინჯები) ანდა შარდის ანალიზების (შარდში გლუკოზის განსაზღვრა) გაკეთებაა საჭირო, ექიმს ანდა დამხმარე ექთანს უთხარით, რომ ბავშვი აუგმენტინს ღებულობს, რადგანაც აუგმენტინმა შეიძლება ანალიზის შედეგებზე გავლენა მოახდინოს.

აუგენტინის მიღება საკვებთან დ სასმელთან ერთად

აუგმენტინის მიღებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დისკომფორტის მინიმუმადე დაყვანისთვის, რეკომენდირებულია პრეპარატის საკვებთან ერთად მიღება.

ორსულობა:

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის ექიმს ანდა ფარემცევტს მიმართეთ.

თუ, აუგმენტინის მომხმარებელი ზრდასრული ხართ და ორსულად ხართ, ან ფიქრობთ რომ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგმავთ, ექიმს აცნობეთ.

როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, აუგმენტინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაწლავის ნორმალურ ფლორაზე და ბაქტერიებზე და შედეგად ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების ნაწლავიდან შეწოვის შემცირება გამოიწვიოს. ამიტომ, მკურნალობის განმავლობაში საჭიროა ალტერნატიული, სხვა ეფექტური და საიმედო ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობა დადასტურდება, მაშინვე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება -ლაქტცია

წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.

თუ, ამ წამლის გამოყენების დაწყებისას თქვნი შვილი ორსულადაა ანდა ძუძუთი კვებაზეა ანდა ფიქრობს რომ ორსულადაა ანდა ორსულობას გეგმავს, ამ წამლის გამოყეებამდე თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

აუგმენტინის მიღებამ შეიძლება გვერდითი ეფექტების გამოვლინება გამოიწვიოს, არასასურველმა ეფექტებმა კი ავტომობილის მართვის უნარზე უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს.

თუ, თავს კარგად არ გრძნობთ, ავტომობილის და მექანიზმების მართვას თავი აარიდეთ.

აუგმენტინის შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

აუგმენტინი, ასპარტამს შეიცავს, ამიტომ ფენილალანინისთვის წყაროს წარმოადგენს. ფენილკეტონურიის მქონე ადამიანებისთვის მისი მიღება შეიძლება საზიანო იყოს. სხეულის მოძრაობის დარღვევის და გაძნელების გამომწვევი იშვიათი გენეტიკური დაავადების ,,ფენილკეტონურიის’’ მდგომარეობის დროს დაბადებული ბავშვებისთვის აუგმენტინის მიღება შეიძლება საზიანო იყოს.

აუგმენტინის სუსპენზია დამატკბობელს: მალტოდექსტრინს (გლუკოზა) და ბენზილის სპირტს შეიცავს. თუ, მანამდე ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით იცით, რომ ზოგიერთი შაქრის მიმართ ტოლერანტობა არ გაქვთ, ამ წამლის მიღებამდე თქვენს ექიმს დაუკავშირდით.

აუგმენტინის სუსპენზია ბენზილის სპირტს შეიცავს. ბენზილის სპირტმა შეიძლება ალერგიული რეაქციების გამოვლინება განაპირობოს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

თუ, თქვენი შვილი ამჟამად რომელიმე წამალს ღებულობს ანდა ბოლო პერიოდში მიიღო ანდა მომავალში მიღებას გეგმავთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს ინფორმაცია მიაწოდეთ.

აუგმენტინმა, შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებთან ურთიერთქმედებაში შევიდეს:

თუ, ბავშვი აუგმენტინთან ერთად ალოპურინოლს (სახსრების ანთების ანდა ტკივილის გამომწვევი, შარდმჟავას მომატებით გამოვლენილი დაავადება- პოდაგრის სამკურნალოდ გამოიყენება) ღებულობს, კანის ალერგიული რეაქციების განვითარების ალბათობა შეიძლება მოიმატოს.

თუ, ბავშვი პრობენეციდს ღებულობს (პოდაგრის სამკურნალოდ გამოიყენება), ექიმმა შეიძლება აუგმენტინის დოზის რეგულირება გადაწყვიტოს.

თუ, ბავშვი აუგმენტინთან ერთად სისხლის შედედების საწინააღმდეგო წამლებს (ვარფარინის მსგავსი) ღებულობს, შეიძლება საჭირო გახდეს დამატებით, კიდევ სხვა სისხლის ანალიზების გაკეთება.

აუგმენტინმა, შეიძლება მეტოტრექსატის (სიმსივნის ანდა რევმატიული დაავადებების სამკურნალო წამალი) მოქმედების ეფექტზე ზემოქმედება მოახდინოს.

აუგმენტინმა, შეიძლება მიკოფენოლატის მოფეტინის (ორგანოთა გადანერგვის დროს გამოყენებული წამალი) მოქმედების ეფექტზე გავლენა მოახდინოს.

როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, აუგმენტინის მიღებამაც შეიძლება ნაწლავის ნორმალურ ბაქტერიულ ფლორაზე გავლენა მოახდინოს, ასევე აუგმენტინის და ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების ერთად გამოყენებამ, შეიძლება ნაწლავებიდან ჩასახვის საწინააღმდეგო წამლის შეწოვა შეამციროს, ამიტომ ამ დროის განმავლობაში საჭიროა სხვა ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება.

თუ ბავშვი, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობს ანდა ბოლო პერიოდში მიიღო, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება აუგმენტინი ?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

აღნიშნული წამალი, თქვენს შვილთან ყოველთვის ექიმის ანდა ფარმაცევტის რეკომენდაციის შესაბამისად გამოიყენეთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ზრდასრულები და 40 კგ ანდა მეტი წონის ბავშვები:

აღნიშნული სუსპენზია ზრდასრულებსა და 40 კგ და მეტი წონის ბავშვებისთვის ზოგადად რეკომენდირებული არ არის. ექიმის ანდა ფარმაცევტის რეკომენდაციები გაითვალისწინეთ.

40 კგ-მდე წონის ბავშვები:

ყველა დოზა გამოთვლილია ბავშვის წონის შესაბამისად. ექიმი, ჩვილ ბავშვებთან და მოზარდებთან აუგმენტინის დოზის და გამოყენების სიხშირის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით. წამლის მიღებისთვის შეიძლება პლასტმასის საზომი კოვზი მოგაწოდონ. ჩვილ ბავშვებთან ანდა მოზარდებთან ზუსტი დოზირების დაცვის მიზნით, ექიმის რეკომენდაციები გაითვალისწინეთ.

რეკომენდირებული დოზა- ორად დაყოფილი დოზა, რომელიც გამოითვლება დღეში 1 კგ-ზე 25 მგ/3,6 მგ- დან 45მგ/6,4 მგ-მდე.

მაქსიმალური დოზა-ორად დაყოფილი დოზა, რომელიც გამოითვლება დღეში 1 კგ-ზე 70მგ/10 მგ-მდე .

შეყვანის გზა და მეთოდი:

აუგმენტინის სუსპენზიის მომზადება:

გაზავებული სუსპენზიის საბოლოო მოცულობა

შევსების წონა

წყლის მოცულობა, რომელიც უნდა დაემატოს განზავებისას

70 მლ

12,6 გ

62 მლ

100 მლ

18 გ

87 მლ

ბოთლს სახურავი მოხსენით. დარწმუნდით, რომ ბოთლის სახურავზე დაფარებული უსაფრთხოების ლენტი დაზიანებული არ არის. ბოთლს სახურავი დაახურეთ.

ბოთლი აიღეთ და შეანჯღრიეთ ისე, რომ ფხვილი სრულად მოძრაობაში იყოს. ფოტო-1

ბოთლს სახურავი მოხსენით. ფოტო-2

სახურავს დამცავი ლენტი მოხსენით. ფოტო-3

ქვემოთ მოცემული მითითებების შესაბამისად წყალი დაამატეთ.

აუგმენტინის სუსპენზის მომზადებისას გასათვალისწინებელია განზავების ხაზი, რომელიც ბოთლის ირგვლივ გამჭვირვალე ჩაღრმავების სახითაა აღნიშნული. განზავების ხაზი (გამჭვირვალე ჩაღრმავება) 70 მლ-იან და 100 მლ-იან ბოთლებში სხვადასხვა დონეზეა აღნიშნული.

განზავების ხაზი- 70 მლ-ფოტო. განზავების ხაზი- 100 მლ-ფოტო. ფოტო-3

ბოთლი განზავების ხაზის დაახლოებით 2/3 ნაწილამდე წყლით შეავსეთ და კარგად შეანჯღრიეთ (სუსპენზიის მომზადებისთვის სასურველია გამოიყენოთ წინასწარ მომზადებული- ადუღებული და შემდეგ გაცივებული წყალი). ფოტო-4

პირველი შენჯღრევის შემდეგ წამლის სრული გახსნის მიზნით 5 წუთი დააყოვნეთ.

შემდეგ, ბოთლში განზავების ხაზამდე (დარჩენილი 1/3) წყალი ჩაასხით და ბოთლი კვლავ შეანჯღრიეთ (სუსპენზიის მომზადებისთვის სასურველია წინასწარ მომზადებული, ადუღებული და გაცივებული წყალი მზად გქონდეთ).

ექიმის მითითების შესაბამისი რაოდენობით, 5 მლ-იანი საზომი კოვზით წამალი ავადმყოფს მიეცით. ფოტო-7

ყოველი დოზის მიღებამდე ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დისკომფორტის გამოვლინების ალბათობის მინიმუმამდე შემცირებისთვის, აუგმენტინი საკვებთან ერთად მიიღეთ.

წამლის დოზები, დღის განმავლობაში სულ ცოტა 4 საათის ინტერვალით, თანაბარი დროის შუალედში მიეცით. ორი დოზა ერთდროულად 1 საათის განმავლობაში არ მისცეთ.

აუგმენტინი, თქვენს შვილს 2 კვირაზე მეტი დროით არ მისცეთ. თუ, ბავშვი არ გამოჯანმრთელებულა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია და გასინჯვა.

წამლის გამოყენების შემდეგ ბოთლს სახურავი მჭიდროდ დაახურეთ.

განზავებული სუსპენზია მაცივარში (2-80C) შეინახეთ, არ გაყინოთ.

განზავებული 70 მლ სუსპენზია 7 დღის განმავლობაში, განზავებული 100 მლ სუსპენზია 10 დღის განმავლობაში გამოყენებული უნდა იქნას.

აუგმენტინის ფერი გამოყენების დროს შეიძლება მსუბუქად გაყვითლდეს. აღნიშნული, წამლის ეფექტზე გავლენას არ ახდენს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება: გამოიყენება ზემოთ აღნიშნული ფორმით.

ხანდაზმულებში გამოყენება: დოზის რაიმე სახის რეგულაციას არ საჭიროებს.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების უკმარისობა:

თუ, ბავშვს თირკმლების უკმარისობა აქვს, ექიმს აცნობეთ. ექიმი, შეიძლება წამლის უფრო დაბალ დოზას შეგირჩევთ ანდა ბავშვის მკურნალობისთვის სხვა მეთოდს მიმართავს.

ღვიძლის უკმარისობა:

თუ, ბავშვს ღვიძლის უკმარისობა აქვს, ექიმს აცნობეთ. ექიმი, შეიძლება მდგომარეობის მიხედვით შესაბამის დოზას შეგირჩევთ და ბავშვის უფრო ახლო დაკვირვებას მოითხოვს, თუ, ბავშვს ღვიძლის პრობლემები აქვს, საჭიროა უფრო ხშირი სისხლის ანალიზის გაკეთება და ღვიძლის ფუნქციების გადამოწმება.

თუ,ფიქრობთ, რომ აუგმენტინის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, აუგმენტინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, ბავშვს აუგმენტინის საჭიროზე მეტი დოზა მიეცით, შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: დისკომფორტი კუჭის არეში (ავად ყოფნის შეგრძნება, ავად ყოფნა ანდა დიარეა)ანდა კონვულსიები (გულყრა). თუ, თქვენმა შვილმა აუგმენტინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღო, უმოკლეს დროში კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ. წამლის ბოთლიც თან იქონიეთ, რომ ექიმს აჩვენოთ.

თუ, თქვენმა შვილმა აუგმენტინის საჭიროზე მეტი დოზა მიიღო, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, აუგმენტინის მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, ბავშვისთვის აუგმენტინის მიცემა დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, ბავშვს წამალი მიეცით, მაგრამ მომდევნო დოზა ძალიან ახლო ინტერვალით არ მისცეთ,მომდევნო დოზის მიცემისთვის დაახლოებთ 4 საათი დაელოდეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მისცეთ.

მოვლენები, რომელიც აუგმენტინით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

თქვენს შვილს, ინფექციასთან ბრძოლაში წამლის ყველა დოზა ესაჭიროება, რადგანაც ცოცხლად დარჩენილმა ბაქტერიებმა შეიძლება ინფექციის რეციდივი გამოიწვიოს.

იმის მიუხედავად, რომ ბავშვი თავს კარგად გრძნობს, მკურნალობის დასრულებამდე აუგმენტინის მიღება უნდა გაგრძელდეს.

თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, აუგმენტინის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

მდგომარეობები, რომელიც სიფრთხილეს საჭიროებს

თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, აუგმენტინის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:

ალერგიული რეაქციები:

გამონაყარი კანზე,

სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი). კანზე შეიძლება გამოვლინდეს წითელი ანდა მოლურჯო ფერის ბუშტუკოვანი წერტილები, რომელიც სხეულის სხვა ნაწილებშც შეიძლება გამოვლინდეს,

ცხელება, სახსრების ტკივილი, კისრის, იღლიისქვეშა ანდა საზარდულის ლიმფური კვანძების შესივება,

ზოგჯერ, ხახის და სახის შეშუპება (ანგიოედემა), რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას,

კოლაფსი (მძიმე მდგომარეობა, როცა ირგვლივი სისხლძარღვების გაფართოების გამო ვითარდება სისხლის შეგუბება და სხეულში ძალის უეცარი დაკარგვა),

თუ, თქვენს შვილთან აღნიშნული ნიშნებიდან რომელიმე გამოვლინდება, მაშინვე ექიმს დაუკავშირდით. აუგმენტინის გამოყენება შეწყვიტეთ.

ეს ყველა ჩამოთვლილი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ, ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე თქვენს შვილთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენს შვილს აუგმენტინის მიმართ სერიოზული ალერგია აქვს. ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.

მსხვილი ნაწლავის ჩირქოვანი ანთება

მსხვილ ნაწლავში შეიძლება გამოვლინდეს სისხლიანი და ლორწოვანი ქსოვილის შემცველი წყლისებრი დიარეა, კუჭის ტკივილი და/ ანდა ტემპერატურის მომატების გამომწვევი ჩირქოვანი ანთება.

თუ, თქვენს შვილთან ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე გამოვლინდება, უმოკლეს დროში კონსულტაციისთვის ექიმს დაუკავშირდით.

გვერდითი ეფექტები კატეგორიების მიხედვით ქვემოთაა კლასიფიცირებული:

ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.

გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

გავრცელებული:

რძიანა (კანდიდას სოკოთი გამოწვეული საშოს, პირის ღრუს ანდა კანის შრეების ინფექცია)(მუკოკუტანეული კანდიდიაზი)

ცუდად ყოფნის შეგრძნება (ძლიერი გულისრევა).

თუ, თქვენთან ეს ეფექტი გამოვლინდება, აუგმენტინი საკვებთან ერთად უნდა მიიღოთ.

დიარეა (ბავშვებში)

ღებინება

გულისრევა

ნაკლებად გავრცელებული:

თავბრუსხვევა

თავის ტკივილი

საჭმლის მონელების გაძნელება

კანზე გამონაყარი

ქავილი

გამონაყარი შესივებით, ქავილით (ურტიკარია-ჭინჭრის ციება)

ნაკლებად გავრცელებული გვერდით ეფექტები, რომელიც ვლინდება სისხლის ანალიზში:

ღვიძლის მიერ წარმოებული ზოგიერთი ნივთიერების (ფერმენტების) მომატება

იშვიათი:

კანზე გამონაყარი,რომელიც შესივებული და პატარა ნიშანის სახით ვლინდება (ერითემა, რომლის ცენტრალური ნაწილი მუქი ფერისაა, ირგვლივ უფრო ღია ფერის მონაკვეთი აღინიშნება, საზღვარზე კი რგოლის სახით გარს აკრავს მუქი ფერის არშია).

შექცევადი ლეიკოპენია (ნეიტროპენიის ჩათვლით) და თრომბოციტოპენია (სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის შემცირება).

თუ, ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტიდან რომელიმე გამოვლინდება, სასწრაფოდ ექიმს დაუკავშირდით.

იშვიათი გვერდით ეფექტები, რომელიც ვლინდება სისხლის ანალიზით:

სისხლის შედედებისთვის საჭირო უჯრედების რაოდენობის შემცირება

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება

უცნობი:

სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ანდა ხახის შეშუპება, როემლიც იწვევს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება)

კანზე გამონაყარი, ქავილი ანდა ურტიკარია, სახის, ტუჩების, ენის ანდა სხეულის ნებისმიერი მიდამოს შესივება, ჰაერის უკმარისობა, ხიხინი, სუნთქვის გაძნელება ანდა სუნთქვის გაძნელების მსგავსი მომატებული მგრძნობელობის ალერგიული მდგომარეობა (ანაფილაქსია).

ალერგიული მდგომარეობა, რომელიც ვლინდება წამლის მიღებიდან 7-12 დღის შემდეგ, ნიშნები: გამონაყარი, ცხელება, სახსრების ტკივილი, განსაკუთრებით იღლიისქვეშა ლიმფური კვანძების შესივება (შრატისმერი დაავადების მსგავსი სიმპტომები)

ალერგიული რეაქცია, რომელიც ვლინდება კანის ზედაპირის ქვეშ პატარა, წერტილოვანი, წითელი, მრგვალი ლაქების წარმოქმნით, გამონაყარით ანდა კანზე დალურჯებების გაჩენით, სისხლძარღვების ანთებით (მომატებული მგრძნობელობის ვასკულიტი)

გრიპის მსგავსი სიმპტომები გამონაყარით, ცხელებით, ჯირკვლების შეშუპებით და სისხლის ტესტის არანორმალური შედეგებით (მათ შორის, სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილია) და ღვიძლის ფერმენტების მომატება) (წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით DRESS)

ტუჩებზე, თვალებზე, პირში, ცხვირსა და სასქესო ორგანოებზე კანის იშვიათი დაავადება, რომელსაც ახასიათებს ძლიერი ბუშტუკები და სისხლდენა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი)

კანზე თავიდან შეწითლებით დაწყებული, შემდგომში უფრო დიდ მუწუკებად და ღრმა (სხეულის 30% ზე მეტზე) ფენით აქერცვლით დასრულებული სერიოზული კანის რეაქცია. ამ დაავადებას თან ახლავს სიცხე, შემცივნება, კუნთების ტკივილი და ზოგადი ცუდათ ყოფნის შეგრძნება (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი)

ფართოდ გავრცელებული წითელი კანის გამონაყარი ქერქით მცირე ანთებითი (ბულოზური გამონაყარით დერმატიტი)

წითელი ქერცლიანი გამონაყარი შეშუპებით და ბუშტუკებით კანქვეშ (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულური)

თავის ტვინის გარსების ანთება (ასეპტიკური მენინგიტი)

თუ, თქვენს შვილთან ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე გამოვლინდება, მაშინვე კონსულტაციის მისაღებად ექიმს დაუკავშირდით.

დაავადება, როემლიც ვლინდება ცხელებით, ძლიერი შემცივნების შეტევებით, ყელის ტკივილით ანდა პირის ღრუში წყლულის მსგავსი ინფექციების ხშირი განვითარებით (შექცევადი აგრანულოციტოზი)

ანემია (ჰემოლიზური ანემია) (ვლინდება სისხლის ანალიზით), როემლიც ვლინდება სისუსტით, ვარჯიშის დროს სუნთქვის შეკვრით, თავბრუსხვევით, კანსა და თვალებზე სიფერმკრთალის და სიყვითლის მსგავსი ნიშნებით.

ფსევდომემრანოზული ანდა ჰემორაგიული კოლიტი (მსხვილი ნაწლავის ჩირქოვანი ანთება), რომელიც ვლინდება ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებით, ნიშნები: სისხლიანი, ლორწოვანი დიარეა.

ენის ფერის შეცვლა , შავი ფერშის ენა.

თირკმლების ჩირქოვანი ანთება (ინტერსტიციული ნეფრიტი)

შარდში კრისტალების გაჩენა (კრისტალურია) (შარდის ანალიზით ვლინდება)

შარდის ფერის გამუქებასთან ერთად ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), ქოლესტაზური სიყვითლე

სისხლის შედედების გაძნელება

ბავშვის კანის და თვალის სკლერების გაყვითელების გამომწვევი სისხლში ბილირუბინის (ღვიძლში წარმოებული ნივთიერება) დონის მომატება, სიყვითლე

მომატებული მოძრაობები, რომელიც შექცევადია (ჰიპერაქტივობა)

კრუნჩხვები, გულყრები, კონვულსიები (ბავშვები, რომლებიც აუგმეტინს მაღალი დოზით ღებულობენ, უფრო ხშირად ვლინდება თირკმლების პრობლემების მქონე ბავშვებში).

კბილის ფერის ცვლილება(ბავშვებში).

ზემოთ აღნიშნული, ჯაგრისით გაწმენდის შემდეგ იწმინდება. პირის ღრუს კარგი ჰიგიენის შემთხვევაში, კბილის ფერის ცვლილების თავიდან აცილება შესაძლებელია.

აუგმენტინზე მგრძნობელობის არ მქონე მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ძლიერი შემცირება (სისხლის ანალიზით ვლინდება).

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • აუგმენტინის შენახვა

აუგმენტინი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

ფხვნილი, რომელიც განზავებული ჯერ არ არის, <250C ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას შეინახეთ.

განზავებული სუსპენზია მაცივარში (2-80C) შეინახეთ და 70 მლ სუსპენზია 7 დღის განმავლობაში, ხოლო 100 მლ სუსპენზია 10 დღის განმავლობაში გამოიყენეთ. არ გაყინოთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ აუგმენტინი არ გამოიყენოთ.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. გლაქსოსმიტკლაინ ილაჩლარ ვე თიჯ

ბუიუქდერეს ქ. N:173, 1.ლევენთ პლაზა. ბლოკი: ბ.

34394. 1.ლევენთი/სტამბული

წარმოების ადგილი:

ს.ს. ბილიმ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ, ქაფაქლი, თექირდაღი

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 15.06.2021-ში დამოწმებულია.

2021, gsk ჯგუფის კომპანიები თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა