ატაკანდი
Atacand
პირველადი ჰიპერტენზია პაციენტების მკურნალობა რომლებსაც აღენიშნებათ გულის უკმარისობა და მარცხენა პარკუჭის სისტოლური ფუნქციის დაზიანება (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია ≤40%) აგფ ინჰიბიტორების აუტანლობის შემთხვევაში ან აგფ ინჰიბიტორებზე დამატებით თერაპიის სახით გულის სიმპტომური უკმარისობით დაავადებულ პაციეტნებში …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- კანდეზარტანი (candesartan)
- ფორმა და შეფუთვა
- 16მგ ტაბლეტი №28 (2X14)
- მწარმოებელი
- Klocke Verpackungs-Service GmbH (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Klocke Pharma-Service GmbH(გერმანია)), გერმანია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები
- ATC კოდი
- C09CA06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041445
- რეგისტრირებულია
- 27 ივნისი 2024, მოქმედებს 27 ივნისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Pharmagate Ltd. (დიდი ბრიტანეთი)
- განმცხადებელი
- ფარმაგეიტ კავკასიის წარმომადგენლობა
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ატაკანდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პირველადი ჰიპერტენზია
პაციენტების მკურნალობა რომლებსაც აღენიშნებათ გულის უკმარისობა და მარცხენა პარკუჭის სისტოლური ფუნქციის დაზიანება (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია ≤40%) აგფ ინჰიბიტორების აუტანლობის შემთხვევაში ან აგფ ინჰიბიტორებზე დამატებით თერაპიის სახით გულის სიმპტომური უკმარისობით დაავადებულ პაციეტნებში ოპტიმალური თერაპიის მიუხედავად, მინერალკორტიკოიდის რეცეპტორების ანტაგონისტების აუტანლობისას. (იხ. პარაგრაფები დოზირება და გამოყენების მეთოდი, განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის, ურთიერთქმედება და ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები).
მიღების წესი და დოზირება
რეკომენდებული საწყისი დოზა და ჩვეულებრივ შემანარჩუნებელი დოზაა 8მგ დღე-ღამეში ერთხელ. დოზა შეიძლება გაიზარდოს დღე-ღამეში 16მგ-მდე. თუ სისხლის წნევა საკმარისად არ კონტროლდება დღე-ღამეში ერთხელ 16მგ-ის 4 კვირის განმავლობაში გამოყენებისას, დოზა შეიძლება გაიზარდოს დღე-ღამეში მაქსიმალურ 32მგ-მდე. თერაპიის ცვლილება უნდა მოხდეს სისხლის წნევის პასუხის მიხედვით. ატაკანდი აგრეთვე შეიძლება გამოიყენონ სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად (იხ. პარაგრაფები უკუჩვენება, განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის, ურთიერთქმედება და ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები). ჰიდროქლორთიაზიდის დამატებას ადიტიური ანტიჰიპერტენზიური ეფექტი ქონდა ატაკანდის სხვადასხვა დოზასთან ერთად.
ხანდაზმულებში გამოყენება
ხანდაზმულ პაციენტებში საწყისი დოზირების ცვლილება აუცილებელი არ არის.
გამოყენება თირკმლის ფუნქციის დაზიანების დროს
საწყისი დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი >30-80 მლ/წთ/1.73 მ2 BSA). თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ/1.73 მ2 BSA), კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია და უნდა გაითვალისწინონ უფრო მცირე საწყისი დოზა-4მგ.
გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დაზიანების დროს
პაციენტები ღვიძლის დაზიანებით: დოზის ტიტრაცია რეკომენდებულია ღვიძლის მსუბუქი და საშუალო დაავადების მქონე პაციენტებში, უნდა გაითვალისწინონ უფრო დაბალი საწყისი დოზა-4მგ. ატაკანდი არ უნდა გამოიყენონ ღვიძლის მწვავე უკმარისობით და/ან ქოლესტაზით დაავადებულ პაციენტებში (იხ. პარაგრაფი უკუჩვენებები).
თანმხლები თერაპია
თიაზიდური ტიპის დიურეტიკის-ჰიდროქლორთიაზიდის დამატებას ადიტიური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ქონდა ატაკანდთან ერთად.
გამოყენება შავკანიან პაციენტებში
კანდესარტანის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნაკლებია შავკანიან პაციენტებში. შესაბამისად შავკანიან პაციენტებში შეიძლება უფრო ხშირად იყოს საჭირო ატაკანდის დოზის მომატება და თანმხლები თერაპია (იხ. ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები).
დოზირება გულის უკმარისობის დროს
ატაკანდის ჩვეული რეკომენდებული დოზაა 4მგ დღე-ღამეში ერთხელ. სამიზნე დოზამდე დღე-ღამეში 32მგ-მდე ან უმაღლეს ასატან დოზამდე გაზრდა ხდება დოზის გაორმაგებით მინიმუმ 2 კვირაში ერთხელ (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის). ატაკანდის გამოყენება შესაძლებელია აგფ ინჰიბიტორებთან ერთად გულის სიმპტომური უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, გულის უკმარისობის ოპტიმალური სტანდარტული თერაპიის მიუხედავად, მინერალკორტიკოიდის რეცეპტორის ანტაგონისტების აუტანლობის შემთხვევაში.
პაციენტების განსაკუთრებული პოპულაციები
საწყისი დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის ხანდაზმულებში ან თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.
თანმხლები თერაპია
ატაკანდის გამოყენება შეიძლება გულის უკმარისობის სამკურნალო სხვა საშუალებებთან ერთად აგფ ინჰიბიტორების, ბეტა-ბლოკერების, დიურეტიკების და დიგიტალისის პრეპარატების ან ამ სამედიცინო პროდუქტების კომბინაციის ჩათვლით იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის, ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები).
მიღება
ატაკანდის მიღება საჭიროა დღე-ღამეში ერთხელ, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკი) გულის უკმარისობის მკურნალობისთვის ატაკანდის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ატაკანდის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა
არსებობს მტკიცებულება რომ აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების ან ალისკირენის ერთად გამოყენება ზრდის ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის დაქვეითების რისკს (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით). აქედან გამომდინარე რაას ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების ან ალისკირენის ერთად გამოყენებით რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფები ურთიერთქმედება და ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები).
თუ ორმაგი ბლოკადით თერაპია აბსოლუტურად აუცილებელია, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციალისტის ზედამხედველობის ქვეშ და თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტების, სისხლის წნევის ხშირი ინტენსიური მონიტორინგით. აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერები ერთად არ უნდა გამოიყენონ დიაბეტური ნეფროპათიით დაავადებულ პაციენტებში.
თირკმლის დაზიანება
როგორც რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორი სხვა აგენტის შემთხვევაში, თირკმლის ფუნქციის ცვლილებები შეიძლება მოსალოდნელი იყოს ატაკანდით ნამკურნალებ მგრძნობიარე პაციენტებში. ატაკანდის გამოყენებისას ჰიპერტენზიით და თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, რეკომენდებულია შრატში კალიუმის და კრეატინინის დონის პერიოდული მონიტორინგი.
არსებობს შეზღუდული გამოცდილება თირკმლის ძალიან მწვავე უკმარისობის ან უკმარისობის ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <15მლ/წთ). ამ პაციენტებში ატაკანდის ტიტრაცია უნდა მოხდეს ფრთხილად სისხლის წნევის მონიტორინგით.
გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტების შეფასება უნდა მოიცავდეს თირკმლის ფუნქციის პერიოდულ შემოწმებას, განსაკუთრებით 75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში და თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირებში. ატაკანდის დოზის ტიტრაციისას რეკომენდებულია შრატში კრეატინინის და კალიუმის დონის მონიტორინგი. გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტების კლინიკურ კვლევებში ჩართული არ იყვნენ ის პირები, რომელთა კრეატინინის კლირენსიც შეადგენდა >265 მმოლ/ლ (>3 მგ/დლ)-ს.
აგფ-ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენება გულის უკმარისობის დროს
გვერდითი მოვლენების, განსაკუთრებით ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის დაქვეითების (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით) რისკი შეიძლება გაიზარდოს კანდესარტანის აგფ ინჰიბიტორთან კომბინაციაში გამოყენებისას. აგფ ინჰიბიტორის, მინერალკორტიკოიდული რეცეპტორის ანტაგონისტის და კანდესარტანის სამმაგი კომბინაციის გამოყენება აგრეთვე რეკომენდებული არ არის. ამ კომბინაციების გამოყენება უნდა მოხდეს სპეციალისტის ზედამხედველობით და თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტების და სისხლის წნევის ხშირი ინტენსიური მონიტორინგით.
აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერები არ უნდა გამოიყენონ დიაბეტური ნეფროპათიით დაავადებულ პაციენტებში.
თირკმლის არტერიის სტენოზი
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი სხვა საშუალებები, მაგ ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები შეიძლება ზრდიდეს სისხლში შარდოვანას და შრატში კრეატინინის დონეს იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის არტერიების ბილატერალური სტენოზი ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზი. მსგავსი ეფექტი შეიძლება მოსალოდნელი იყოს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენებისას.
თირკმლის ტრანსპლანტაცია
არსებობს ატაკანდის გამოყენების შეზღუდული გამოცდილება იმ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია.
ჰიპოტენზია
გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში ატაკანდით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია. როგორც აღწერილია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი სხვა აგენტების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ ინტრავასკულური მოცულობის დაქვეითება (ის პირები რომლებიც იღებენ დიურეტიკების მაღალ დოზებს). სიფრთხილეა საჭირო თერაპიის დასაწყისში და უნდა ეცადონ ჰიპოვოლემიის კორექციას.
ანესთეზია და ოპერაცია
ანესთეზიის და ოპერაციის დროს ინ-ანგიოტენზინის სისტემის ბლოკადის გამო ჰიპოტენზია შეიძლება განვითარდეს პაციენტებში რომლებიც ანგიოტენზინ II-ს რეცეპტორების ანტაგონისტებს იღებენ. ძალიან იშვიათად ჰიპოტენზია შეიძლება იყოს მწვავე და შეიძლება საჭირო გახდეს ინტრავენური სითხეების და/ან ვაზოპრესორების გამოყენება.
აორტის და მიტრალური სარქვლის სტენოზი (ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია)
როგორც სხვა ვაზოდილატატორების გამოყენებისას, სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ აორტის ან მიტრალური სარქვლის ჰემოდინამიურად მნიშვნელოვანი სტენოზი ან ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმით დაავადებული პაციენტები ჩვეულებრივ არ რეაგირებენ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებზე, რომლებიც მოქმედებს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბირებით. აქედან გამომდინარე ამ პაციენტებისთვის ატაკანდი რეკომენდებული არ არის.
ჰიპერკალიემია
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი სხვა პრეპარატების გამოყენების გამოცდილების საფუძველზე, ატაკანდის გამოყენებამ კალიუმის დამზოგველ დიურეტიკებთან, კალიუმის დანამატებთან, მარილის კალიუმის შემცველ შემცვლელებთან ან სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შეიძლება ზრდიდეს კალიუმის დონეს (მაგ. ჰეპარინი და ტრიმეტოპრიმის/სულფამეტოქსაზოლის კომბინაცია) შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის დონის მომატება ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში.
გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტების ატაკანდით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია. გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტების ატაკანდით მკურნალობისას რეკომენდებულია შრატში კალიუმის დონის პერიოდული მონიტორინგი, განსაკუთრებით აგფ ინჰიბიტორებთან და კალიუმდამზოგველ დიურეტიკებთან ერთად გამოყენებისას როგორიცაა სპირონოლაქტონი.
ზოგადი
პაციენტებში, რომელთა სისხლძარღვოვანი ტონუსი და თირკმლის ფუნქცია ძირითადად დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე (მაგ. პაციენტები რომლებსაც აღენიშნებათ გულის შეგუბებითი უკმარისობა ან თირკმლის დაავადება თრკმლის არტერიის სტენოზის ჩათვლით), ამ სისტემაზე მოქმედი სხვა პრეპარატებით მკურნალობა დაკავშირებულია მწვავე ჰიპოტენზიასთან, აზოტემიასთან, ოლიგურიასთნ ან იშვიათად თირკმლის მწვავე უკმარისობასთნ. მსგავსი ეფექტების შესაძლებლობა გამორიცხული არ არის ანგიოტენზინ II რეცეპტორებით მკურნალობისას.
როგორც სხვა ანტიჰიპერტენზიული აგენტების შემთხვევაში, სისხლის წნევის ჭარბად დაქვეითებამ იშემიური კარდიომიოპათიის ან იშემიური ცერებროვასკულური დაავადების მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.
პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ იშვიათი მემკვიდრული პრობლემები როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაპპ ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, ეს სამედიცინო პროდუქტი არ უნდა მიიღონ.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
კანდესარტან ცილექსეტილის გამოყენება ალისკირენის შემცველ მედიკამენტებთან ერთად უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტით (ტიპი I ან II) ან თირკმლის საშუალო ან მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (გფს <60მლ/წთ/1.73მ2) და რეკომენდებული არ არის სხვა პაციენტებისთვის (იხ.პარაგრაფები უკუჩვენება და განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის).
შენაერთები, რომლებიც გამოკვლეულია კლინიკურ ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში მოიცავს ჰიდროქლორთიაზიდს, ვარფარინს, დიგოქსინს, ორალურ კონტრაცეპტივებს (მაგ. ეთინილესტრადიოლი/ლევონორგესტრელი), გლიბენკლამიდს, ნიფედიპინს და ენალაპრილს. ამ კვლევებში იდენტიფიცირებული არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება. კანდესარტანი მხოლოდ მცირე რაოდენობით გამოიყოფა ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმით (CYP2C9). ურთიერთქმედების ხელმისაწვდომი კვლევები არ მიუთითებს CYP2C9 და CYP3A4-ზე გავლენაზე, მაგრამ ამ დროისთვის უცნობია გავლენა ციტოქრომ P450 სხვა იზოენზიმებზე.
კანდესარტანის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით. სხვა პრეპარატების გამოყენების გამოცდილების საფუძველზე, რომლებიც მოქმედებს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე,
კალიუმდამზოგველი დიურეტიკების, კალიუმის დანამატების,
კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ან სხვა პრეპარატების გამოყენებამ რომელბიც შესაძლოა ზრდიდეს კალიუმის დონეს (მაგ. ჰეპარინი) შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის დონის მომატება.
ლითიუმის და აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას აღწერილია შრატში ლითიუმის კონცენტრაციის შექცევადი ზრდა და ტოქსიურობა. მსგავსი ეფექტი შეიძლება განვითარდეს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების (AIIRAs) გამოყენებისას და თანმხლები მიღების დროს რეკომენდებულია შრატში ლითიუმის დონის მონიტორინგი.
ანტიჰიპერტენზიური ეფექტის დასუსტება შეიძლება აღინიშნოს AIIRAs და ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (აასს. მაგ ცოგ-2 სელექციური ინჰიბიტორები, აცეტილსალიცილის მჟავა (>3გ/დღე-ღამეში) და არასელექციური აასს) ერთად გამოყენებისას.
როგორც აგფ ინჰიბიტორებმა, AIIRAs და აასს-ს ერთად გამოყენებამ შეძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაუარესების რისკის ზრდა, თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით და შრატში კალიუმის დონის ზრდა განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში. ამ კომბინაციის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმულებში და იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მოცირკულირე სისხლის მოცულობის დაქვეითება. საჭიროა პაციენტების ადექვატური ჰიდრატაცია და უნდა გაითვალსიწინონ თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი თერაპიის დასაწყისში და შემდგომში პერიოდულად.
კლინიკური კვლევის მონაცემებმა აჩვენა რომ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების ან ალისკირენის კომბინაციით დაკავშირებულია გვერდითი მოვლენების უფრო მაღალ სიხშირესთან როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით) მხოლოდ რაას-მოქმედი აგენტის გამოყენებასთან შედარებით (იხ. პარაგრაფები უკუჩვენება, განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის და ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები). კანდესარტანის ბიოშეღწევადობაზე საკვები არ მოქმედებს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის დროს ატაკანდის გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი უკუჩვენება). პაციენტებს, რომლებიც ატაკანდს იღებენ ამის შესახებ უნდა აცნობონ ორსულობამდე, რომ მოხდეს ალტერნატიული მკურნალობის განხილვა მკურნალ ექიმთან. ორსულობის დაიგნოსტირებისას ატაკანდით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და შეძლებისდაგვარად უნდა დაიწყოს ალტერნატიული თერაპია.
ორსულობის დროს გამოყენებისას პრეპარატებმა რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე, შეიძლება გამოიწვიონ ნაყოფის და ახალშობილის დაზიანება და სიკვდილი. ცნობილია, რომ ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტით თერაპია იწვევს ადამიანის ფეტოტოქსიურობას (თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ოლიგოჰიდრამნიონი, ქალას ოსიფიკაციის შეფერხება) და ახალშობილთა ტოქსიურობა (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია და ჰიპერკალიემია).
ძუძუთი კვება
უცნობია გამოიყოფა თუ არა კანდესარტანი რძეში. თუმცა კანდესარტანი გამოიყოფა რძეში ვირთხებში. მეძუძურ ჩვილზე პოტენციური გვერდითი ეფექტების გამო ატაკანდი ძუძუთი კვების დროს არ უნდა გამოიყენონ (იხ. პარაგრაფი უკუჩვენებები).
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ატაკანდის გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე შესწავლილი არ არის, მაგრამ მისი ფარმაკოდინამიკური მახასიათებლების საფუძველზე, ნაკლებსავარაუდოა კანდესარტანის ამ უნარზე მოქმედება. ტრანსპორტის მართვის ან მექნაიზმებთან მუშაობისას უნდა გაითვალისწინონ რომ მკურნალობის პერიოდში შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან სისუსტე.
გვერდითი მოვლენები
ჰიპერტენზიის მკურნალობა
კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში გვერდით მოვლენები იყო მსუბუქი და ტრანზიტორული და პლაცებოსთან შედარებადი. გვერდითი მოვლენების საერთო სიხშირემ არ გამოავლინა დოზასთან ან ასაკთან კავშირი. მკურნალობის მოხსნა გვერდითი მოვლენების გამო მსგავსი იყო კანდესარტან ცილექსეტილის (3.1%) და პლაცებოს (3.2%) შემთხვევაში.
კლინიკური კვლევის მონაცემების შეჯამებულ ანალიზში აღწერილი იყო კანდესარტან ცილექსეტილის შემდეგი ხშირი (>1/100) გვერდითი რეაქციები კანდესარტან ცილექსეტილის გვერდით მოვლენების მინიმუმ 1%-იანი სიხშირით, რომელიც აღემატება პლაცებოს.
ნერვული სისტემის დარღვევები:
თავბრუსხვევა, ვერტიგო, თავის ტკივილი.
ინფექციები და ინვაზიები:
რესპირატორული ინფექციები
ლაბორატორიული აღმოჩენები
ზოგადად, არ აღინიშნა ატაკანდის კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა რუტინულ ლაბორატორიულ ცვლადებზე. როგორც რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის სხვა ინჰიბიტორების შემთხვევაში, აღინიშნა ჰემოგლობინის მცირე დაქვეითება. S-ALAT (S-GPT) მომატება აღწერილი იყო გვერდითი მოვლენის სახით ოდნავ უფრო ხშირად ვიდრე პლაცებოს გამოყენებისას (1.3% vs 0.5%). პაციენტებში რომლებიც ატაკანდს იღებენ ჩვეულებრივ აუცილებელი არ არის ლაბორატორიული ცვლადების რუტინული მონიტორინგი. თუმცა თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში რეკომენდებულია შრატში კალიუმის და კრეატინინის დონის მონიტორინგი.
გულის უკმარისობის მკურნალობა
ატაკანდის უსაფრთხოების პროფილი გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში შეთავსებადი იყო პრეპარატის ფარმაკოლოგიასთან და პაციენტების ჯანმრთელობის სტატუსთან. CHARM კლინიკურ პროგრამაში, როდესაც ატაკანდი 32მგ-მდე დოზით (n=3,803) შეადარეს პლაცებოს (n=3,796), კანდესარტან ცილექსეტილის ჯგუფში 21%-მა და პლაცებოს ჯგუფში 16.1%-მა მკურნალობა შეწყვიტა გვერდითი მოვლენების გამო. ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქციები (≥1/100, <1/10) იყო:
ვასკულური დარღვევები:
ჰიპოტენზია
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები:
ჰიპერკალიემია
თირკმლის და შარდის დარღვევები:
თირკმლის უკმარისობა
ლაბორატორიული აღმოჩენები:
კრეატინინის, შარდოვანას და კალიუმის მომატება. რეკომენდებულია შრატში კრეატინინის და კალიუმის დონის პერიოდული მონიტორინგი (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის).
პოსტ-მარკეტინგული
შემდეგი გვერდითი რეაქციები აღწერილია ძალიან იშვიათად (<1/10.000) პოსტ-მარკეტინგული გამოცდილებისას:
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები:
ლეიკოპენია, ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი.
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები:
ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია
ნერვული სისტემის დარღვევები:
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
გასტროინტესტინური დარღვევები
გულისრევა.
ჰეპატო-ბილიარული დარღვევები;
ღვიძლის ენზიმების მომატება, ღვიძლის ანომალური ფუნქციები ან ჰეპატიტი.
რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები
ხველა
კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:
ანგიოედემა, გამონაყარი, ურტიკარია, ქავილი.
ძვალკუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლის დარღვევები:
ზურგის ტკივილი, ართრალგია, მიალგია
თირკმლის და შარდის დარღვევები
თირკმლის უკმარისობა თირკმლის უკმარისობის ჩათვლით მიდრეკილების მქონე პაციენტებში (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის)
ჭარბი დოზა
სიმპტომები
ფარმაკოლოგიური მახასიათებლების საფუძველზე, დოზის გადაჭარბების მთავარი გამოვლინება სავარაუდოდ იქნება სიმპტომური ჰიპოტენზია და თავბრუსხვევა. დოზის გადაჭარბების ინდივიდუალურ შემთხვევებში (674მგ კანდესარტან ცილექსეტილი) პაციენტის გამოჯანმრთელება მოხდა მოვლენების გარეშე.
მენეჯმენტი
სიმპტომური ჰიპოტენზიის შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური მკურნალობა და სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი. პაციენტი უნდა მოთავსდეს ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, ფეხები უნდა აწიოს. თუ ეს საკმარისი არ არის, პლაზმის მოცულობა უნდა გაიზარდოს ინფუზიით, მაგალითად მარილის იზოტონური ხსნარით. თუ ზემოაღნიშნული ზომები საკმარისი არ არის შეიძლება გამოიყენონ სიმპათომიმეტიკები. კანდესარტანი ჰემოდიალიზით არ გამოიყოფა.
შემადგენლობა
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 8მგ, 16მგ ან 32მგ კანდესარტან ცილექსეტილს
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
30 თვე. გამოყენება არ შეიძლება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (კანდესარტანი)
ათქ კოდი C09C A06.
ანგიოტენზინ II არის რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ძირითადი ვაზოაქტიური ჰორმონი და მონაწილეობს ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის და სხვა კარდიოვასკულური დარღვევების პათფიზიოლოგიაში. აგრეთვე მონაწილეობს ორგანოს საბოლოო ჰიპერტროფიის და დაზიანების პათოგენეზში. ანგიოტენზინ II-ს მთავარი ფიზიოლოგიური ეფექტები როგორიცაა ვაზოკონსტრიქცია, ალდოსტერონის სტიმულაცია, მარილების და წყლის ჰომეოსტაზის რეგულაცია და უჯრედების ზრდის სტიმულაცია, განპირობებულია 1 (AT1) ტიპის რეცეპტორით.
კანდესარტან ცილექსეტილი არის პროწამალი, რომელიც განკუთვნილია ორალური გამოყენებისთვის. სწრაფად გარდაიქმნება აქტიურ პრეპარატად კანდესარტანად ეთერით ჰიდროლიზით გასტროინტესტინური ტრაქტიდან შეწოვის დროს. კანდესარტანი არის ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტი, სელექციური AT1 რეცეპტორებისთვის, მჭიდროდ უკავშირდება და ნელა დისოცირდება რეცეპტორიდან. კარდესარტანს არ გააჩნია აგონისტური მოქმედება.
კანდესარტანი არ აინჰიბირებს აგფ-ს, რომელიც ანგიოტენზინ I-ს გარდაქმნის ანგიოტენზინ II-ად და იწვევს ბრადიკინინის დეგრადაციას. კანდესარტანი არ მოქმედებს აგფ-ზე და არ იწვევს ბრადიკინინის ან P სუბსტრატის გაძლიერებას. კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც შეადარეს კანდესარტანი და აგფ ინჰიბიტორები, ხველის სიხშირე უფრო დაბალი იყო იმ პაციენტებში, რომლებიც კანდესარტან ცილექსეტილს იღებდნენ.
კანდესარტანი არ უკავშირდება და არ ბლოკავს სხვა ჰორმონების რეცეპტორებს ან იონურ არხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია კარდიოვასკულური რეგულაციისთვის. ანგიოტენზინ II (AT1) რეცეპტორების ანტაგონიზმი იწვევს პლაზმაში რენინის, ანგიოტენზინ I და ანგიოტენზინ II-ს დონის დოზადამოკიდებულ მატებას და ალდოსტერონის კონცენტრაციის დაქვეითებას.
ჰიპერტენზია
ჰიპერეტნზიის დროს კანდესარტანი იწვევს არტერიული წნევის დოზა დამოკიდებულ, ხანგრძლივ დაქვეითებას. ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ხორციელდება დაქვეითებული სისტემური პერიფერიული წინააღმდეგობის გამო, გულის შეკუმშვათა სიხშირის რეფლექსური მომატების გარეშე. არ აღინიშნება პირველი დოზის სერიოზული გამწვავებული ჰიპოტენზიის ან რიკოშეტის ეფექტი მკურნალობის მოხსნის შემდეგ. კანდესარტან ცილექსეტილის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ანტიჰიპერეტნზიული ეფექტი ჩვეულებრივ აღინიშნება 2 საათის განმავლობაში. მკურნალობის გაგრძელებისას ნებისმიერი დოზით სისხლის წნევის შემცირება ჩვეულებრივ მიიღწევა ოთხი კვირის განმავლობაში და ნარჩუნდება ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდში.
დღე-ღამეში ერთხელ კანდესარტან ცილექსეტილის მიღება იწვევს სიხლის წნევის ეფექტურ ზომიერად შემცირებას 24 საათის განმავლობაში, მცირე განსხვავება აღინიშნება მაქსიმალურ და მიმდინარე ეფექტებს შორის დოზირების ინტერვალის განმავლობაში.
კანდესარტანის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი და კანდესარტანის და ლოზარტანის ტოლერანტობა შეადარეს ორ რანდომიზებულ, ორმაგად-ბრმა კვლევაში, რომლებშიც მონაწილეობდა მსუბუქი და საშუალო ჰიპერტენზიით დაავადებული 1,268 პაციენტი. სისხლის წნევის შემცირება (სისტოლური/დიასტოლური) იყო 13.1 /10.5 მმჰგ კანდესარტანი ცილექსეტილის გამოყენებისას დღე-ღამეში ერთხელ 32მგ, 10.0 /8.7 მმჰგ ლოზარტან კალიუმის გამოყენებისას დღე-ღამეში ერთხელ 100მგ დოზით (სისხლის წნევის შემცირებას შორის განსხვავება 3.1/1.8 მმჰგ, p<0.0001/p<0.0001). ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები იყო რესპირატორული ინფექცია (კანდესარტანი 6.6%, ლოზარტანი 8.9%), თავის ტკივილი (კანდესარტანი 5.8%, ლოზარტანი 5.6%) და თავბრუსხვევა (კანდესარტანი 4.4%, ლოზარტანი 1.9%).
როდესაც კანდესარტან ცილექსეტილი გამოიყენება ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად, სისხლის წნევის შემცირება ადიტიურია.
გაზრდილი ანტიჰიპერტენზიული ეფექტი აგრეთვე აღინიშნება როდესაც კანდესარტან ცილექსეტილი გამოიყენება ამლოდიპინთან ან ფელოდიპინთან კომბინაციაში.
კანდესარტანი ერთნაირად ეფექტურია პაციენტებში ასაკის და სქესის მიუხედავად.
სამედიცინო პროდუქტებს, რომლებიც იწვევს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ბლოკადას, გააჩნია შემცირებული ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შავკანიან პაციენტებში ჩვეულებრივ რენინის დაბალი დონის მქონე პოპულაცია). ეს აგრეთვე ეხება კანდესარტანს. ღია კლინიკური გამოცდილების კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა დიასტოლური ჰიპერტენზიით დაავადებული 5,156 პაციენტი, კანდესარტანით მკურნალობის დროს სისხლის წნევის შემცირება ჩვეულებრივ ნაკლები იყო შავკანიან პაციენტებში (14.4/10.3 მმჰგ vs 19.0/12.7 მმჰგ, p<0.0001/p<0.0001).
კანდესარტანი ზრდის თირკმლის სისხლის მიმოქცევას. გავლენას არ ახდენს გორგლოვანი ფილტრაციის სისწრაფერზე, ხოლო თირკმლის სისხლძარღვოვანი რეზისტენტობა და ფილტრაციის ფრაქცია მცირდება. ჰიპერტენზიით და II ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში კანდესარტან ცილექსეტილით (8-16მგ) 12 კვირიან მკურნალობას ნეგატიური ეფექტი არ ქონდა სისხლში გლუკოზის დონეზე ან ლიპიდურ პროფილზე.
გულ-სისხლძარღვთა მიზეზით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობაზე კანდესარტან ცილექსეტილის 8-16მგ-ს (საშუალო დოზა 12მგ) დღე-ღამეში ერთხელ მიღების ეფექტები შეფასდა რანდომიზებულ კლინიკურ კვლევაში, რომელშიც ჩართული იყო საშუალო ჰიპერტენზიით დაავადებული 4,937 ხანდაზმული პაციენტი (ასაკი 70-89 წელი; 21% 80 წლის და უფროსი ასაკის), რომლებსაც საშუალოდ 3.7 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ (ხანდაზმულებში ცოდნის და პროგნოზის კვლევა). პაციენტები იღებდნენ კანდესარტანს ან პლაცებოს, საჭიროების შემთხვევაში დამატებით ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობასთან ერთად.
სისხლის წნევა 166/90 დან 145/80 მმჰგ-მდე შემცირდა კანდესარტანის ჯგუფში და 167/90 დან 149/82 მმჰგ-მდე საკონტროლო ჯგუფში. არ აღინიშნა ძირითადი საბოლოო წერტილის, მასშტაბური კადრიოვასკულური მოვლენების (კარდიოვასკულური მიზეზით გამოწვეული სიკვდილი, არა-ფატალური ინსულტი და არა-ფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი) კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება. აღინიშნებოდა 1000 პაციენტზე 26.7 მოვლენა კანდესარტანის ჯგუფში და 1000 პაციენტზე 30 მოვლენა წელიწადში საკონტროლო ჯგუფში (შედარებითი რისკი 0.89, 95% CI 0.75 - 1.06, p=0.19). ორი დიდ რანდომიზებულ, კონტროლირებულ კვლევაში (ONTARGET (მიმდინარე მხოლოდ ტელმისარტანით მურნალობა ან რამიპრილთან კომბინაცია გლობალურ საბოლოო წერტილის კვლევაში და VA NEPHRON-D (ვეტერანთა საქმის ნეფროპათია დიაბეტის დროს)) სწავლობდნენ აგფ ინჰიბიტორის და ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკერის კომბინრიებულ გამოყენებას.
ONTARGET ჩატარდა პაციიენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ კარდიოვასკულური ან ცერებროვასკულური დაავადება 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი რომელსაც ახლდა სამიზნე ორგანოების დაზიანების მტკიცებულება. VA NEPHRON-D კვლევა ტარდებოდა 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით და დიაბეტური ნეფროპათიით დაავადებულ პაციენტებში.
ამ კვლევებმა არ გამოავლინა მნიშვნელოვანი სასარგებლო ეფექტი თირკმლის და/ან კარდიოვასკულურ გამოსავალზე და სიკვდილიანობაზე, აღინიშნა ჰიპერკალიემიის, თირკმლის მწვავე დაზიანების და/ან ჰიპოტენზიის რისკის მომატება მონოთერაპიასთან შედარებით. მსგავსი ფარმაკოდინამიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, ეს შედეგები აგრეთვე მნიშვნელოვანია აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერებისთვის. აქედან გამომდინარე დიაბეტური ნეფროპათიით დაავადებულ პაციენტებში ერთად არ უნად გამოიყენონ აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერები.
ALTITUDE (ალისკირენის კვლევა 2 ტიპის დიაბეტის დროს კარდიოვასკულური და თირკმლის დაავადებების საბოლოო წერტილის გამოყენებით) შემუშავებული იყო ალისკირენის დამატების სარგებლის შეფასებისთვის აგფ ინჰიბიტორით და ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკერით სტანდარტული თერაპიისთვის 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის, თირკმლის ქრონიკული დაავადების, კარდივოასკულური დაავადების ან ორივეს მქონე პაციენტებში. კვლევა ადრე დასრულდა გვერდითი მოვლენების მომატებული რისკის გამო. კარდივასკულური მიზეზით გამოწვეული სიკვდილი და ინსულტი რაოდენობრივად უფრო ხშირი იყო ალისკირენის ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით და გვერდითი მოვლენები და საინტერესო სერიოზული გვერდითი მოვლენები (ჰიპერკალიემია, ჰიპოტენზია და თირკმლის დისფუნქცია) უფრო ხშირად აღინიშნებოდა ალისკირენის ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით.
გულის უკმარისობა
კანდესარტან ცილექსეტილით მკურნალობა ამცირებს სიკვდილიანობას, გულის უკმარისობით გამოწვეულ ჰოსპიტალიზაციას და აუმჯობესებს სიმპტომებს მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქციის მქონე პაციენტებში რაც ნაჩვენებია - კანდესარტანის გულის უკმარისობის დროს, სიკვდილიანობის და ავადობის შემცირების (CHARM) პროგრამის ფარგლებში.
ეს მულტინაციონალური, პლაცებო-კონტროლირებული, ორმაგად ბრმა კვლევის პროგრამა გულის ქრონიკული უკმარისობით (CHF) დაავადებულ პაციენტებში NYHA ფუნქციური II-IV კლასით შედგებოდა სამი ცალკე კვლევისგან: CHARM-ალტერნატიული (n=2,028) პაციენტებში რომელთა LVEF ≤40% და ვერ გამოიყენებოდა აგფ ინჰიბიტორი აუტანლობის გამო (ძირითადად ხველის გამო, 72%), CHARM-დამატებული (n=2,548) პაციენტებში რომელთა LVEF ≤40% და რომლებშიც გამოიყენებოდა აგფ ინჰიბიტორი და CHARM-დაცული (n=3,023) LVEF >40%. პაციენტები, რომლებიც დასაწყისში იტარებდნენ ოპტიმლურ CHF თერაპიას რანდომიზებულად იღებდნენ პლაცებოს ან კანდესარტან ცილექსეტილს (ტიტრირებული დღე-ღამეში ერთხელ 4-8მგ-დან 32მგ-მდე ან უმაღლეს ტოლერანტულ დოზამდე, საშუალოდ 24მგ), აკვირდებოდნენ საშუალოდ 37.7 თვე. 6 თვიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტების 63% რომლებიც კვლავ კანდესარტან ცილექსეტილს იღებდნენ (89%) იმყოფებოდნენ დიდ დოზაზე-32მგ.
CHARM-ალტერნატიულ კვლევაში, კარდიოვასკულური მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის ან პირველი CHF ჰოსპიტალიზაციის კომბინირებული საბოლოო წერტილი მნიშვნელოვნად შემცირებული იყო კანდესარტანის გამოყენებისას პლაცებოსთან შედარებით (საფრთხის წილი (HR) 0.77, 95% CI 0.67-0.89, p<0.001). ეს შეესაბამება შედარებითი რისკის 23%-ით შემცირებას. კვლევის განმავლობაში თოთხმეტ პაციენტს სჭირდებოდა მკურნალობა რათა ერთ პაციენტში მომხდარიყო კარდიოვასკულური მოვლენის გამო გარდაცვალების ან გულის უკმარისობის მკურნალობისთვის ჰოსპტიალიზაციის პრევენცია. ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილის ან პირველი CHF ჰოსპიტალიზაციის კომბინირებული საბოლოო წერტილი მნიშვნელოვნად შემცირებული იყო კანდესარტანის გამოყენებისას (HR 0.80, 95% CI 0.70-0.92, p=0.001). ამ კომბინირებული საბოლოო წერტილის სიკვდილიანობის და ავადობის (CHF ჰოსპიტალიზაცია) კომპონენტები მიუთითებდა კანდესარტანის სასარგებლო ეფექტზე. კანდესარტან ცილექსეტილით მკურნალობა იწვევდა NYHA ფუნქციური კლასის გაუმჯობესებას (p=0.008).
CHARM-დამატებულში, კარდიოვასკულური მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის ან პირველი CHF ჰოსპიტალიზაციის კომბინირებული საბოლოო წეტილი მნიშვნელოვნად შემცირებული იყო კანდესარტანის გამოყენებისას პლაცებოსთან შედარებით (HR 0.85, 95% CI 0.75-0.96, p=0.011). ეს შეესაბამება შედარებითი რისკის 15%-ით შემცირებას. ოცდასამ პაციენტს სჭირდებოდა კვლევის განმავლობაში მკურნალობა რათა მომხდარიყო ერთ პაციენტში კარდიოვასკულური მიზეზით გამოწვეული სიკვდილის ან გულის უკმარისობის სამკურნალოდ ჰოსპიტალიზაციის პრევენცია. ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილის ან პირველი CHF ჰოსპიტალიზაციის კომბინირებული საბოლოო წერტილი აგრეთვე მნიშვნელოვნად შემცირებული იყო კანდესარტანის გამოყენებისას (HR 0.87, 95% CI 0.78-0.98, p=0.021). ამ კომბინირებული საბოლოო წერტილის სიკვდილიანობის და ავადობის კომპონენტები მიუთითებდა კანდესარტანის სასარგებლო ეფექტზე. კანდესარტან ცილექსეტილით მკურნალობა იწვევდა NYHA ფუნქციური კლასის გაუმჯობესებას (p=0.020).
CHARM-დაცულში, არ აღინიშნა კარდიოვასკულური მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის ან პირველი CHF ჰოსპიტალიზაციის კომბინირებული ენდპოინტის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება (HR 0.89, 95% CI 0.77-1.03, p=0.118). რაოდენობრივი შემცირება მიეკუთვნებოდა შემცირებულ CHF ჰოსპიტალიზაციას. ამ კვლევაში არ აღინიშნა ეფექტი სიკვდილიანობაზე.
ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ იყო სამი CHARM კვლევიდან თითოეულში ცალ-ცალკე გამოკვლევისას. თუმცა ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა აგრეთვე შეფასდა პოპულაციის ჯამში, CHARM-ალტერნატიულში და CHARM-დამატებულში (HR 0.88, 95% CI 0.79-0.98, p=0.018) და სამივე კვლევაში (HR 0.91, 95% CI 0.83-1.00, p=0.055).
კარდიოვასკულური მიზეზით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე და CHF ჰოსპიტალიზაციაზე კანდესარტანის სასარგებლო ეფექტები შეთავსებადი იყო ასაკის, სქესის და თანმხლები მედიკამენტების მიუხედავად. კანდესარტანი აგრეთვე ეფექტური იყო პაციენტებში რომლებიც იღებდნენ ბეტა ბლოკერებს და აგფ ინჰიბიტორებს, სარგებლის მიღება ხდებოდა იმის მიუხედავად იღებდნენ თუ არა პაციენტები აგფ ინჰიბიტორებს გაიდლაინებით რეკომენდებული სამიზნე დოზებით.
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ CHF და მარცხენა პარკუჭის სისტოლური ფუნქციის დათრგუნვა (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია LVEF ≤40%), კანდესარტანი აქვეითებს სისხლძარღვთა სისტემურ წინააღმდეგობას და ფილტვის კაპილარების წნევას, ზრდის პლაზმაში რენინის აქტივობას და ანგიოტენზინ II კონცენტრაციას, აქვეითებს ალდოსტერონის დონეს.
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
აბსორბცია და განაწილება
ორალური მიღების შემდეგ კანდესარტან ცილექსეტილი გარდაიქმნება აქტიურ პრეპარატად კანდესარტანად. კანდესარტანის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 40%-ს შეადგენს კანდესარტან ცილექსეტილის ორალური ხსნარის მიღების შემდეგ. ტაბლეტის შედარებითი ბიოშეღწევადობა იგივე ორალურ ხსნართან შედარებით დაახლოებით 34%-ია, ძალიან მცირე ვარიაბელობით. აქედან გამომდინარე ტაბლეტის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 14%-ს. შრატში კონცენტრაცია ხაზოვნად იზრდება თერაპიული დოზირების ფარგლებში. არ აღინიშნა კანდესარტანის ფარმაკოკინეტიკის სქესთან დაკავშირებული განსხვავება. კანდესარტანის კონცენტრაცია დროის მრუდზე (AUC) მნიშვნელოვნად არ მოქმედებს საკვები.
კანდესარტანი მაღალი სიხშირით უკავშირდება პლაზმის ცილებს (99%-ზე მეტად). კანდესარტანის განაწილების მოცულობა შეადგენს 0.1 ლ/კგ-ს.
მეტაბოლიზმი და ელიმინაცია
კანდესარტანი ძირითადად გამოიყოფა შარდით და ნაღვლით, მხოლოდ მცირე რაოდენობა გამოიყოფა ღვიძლის მეტაბოლიზმით. კანდესარტანის ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 9 საათს. მრავლობითი დოზების მიღების შემდეგ აკუმულაცია არ აღინიშნება.
პლაზმიდან კანდესარტანის კლირენსი დაახლოებით 0.37მლ/წთ/კგ-ს შეადგენს, თირკმლით კლირენსი დაახლოებით 0.19მლ/წთ/კგ-ს. კანდესარტანის თირკმლით გამოყოფა ხდება გორგლოვანი ფილტრაციით და აქტიური მილაკოვანი სეკრეციით.
რადიოაქტიურად დანიშნული კანდესარტან ცილექსეტილის ორალური მიღების შემდეგ დოზის დაახლოებით 26% გამოიყოფა შარდში კანდესარტანის და 7% არაქტიური მეტაბოლიტის სახით, დოზის 56% ფეკალურ მასებში ისაზღვრება კანდესარტანის სახით, 10% არააქტიური მეტაბოლიტის სახით.
პაციენტის ფაქტორები
ხანდაზმულებში (65 წელზე უფროსი ასაკის) კანდესარტანის Cmax და AUC იზრდება დაახლოებით 50%-ით და 80%-ით, ახალგაზრდა სუბიექტებთან შედარებით. თუმცა სისხლის წნევის პასუხი და გვერდითი მოვლენების სიხშირე მსგავსია ატაკანდის დოზიების შემდეგ ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში.
თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში კანდესარტანის Cmax და AUC გაიზარდა განმეორებითი დოზირებისას დაახლოებით 50 და 70%-ით, მაგრამ ნახევარგამოყოფის პერიოდი არ შეცვლილა თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში შესაბამისი ცვლილებები შეადგენდა დაახლოებით 50 და 110%-ს. კანდესარტანის ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით გაორმაგდა თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების ფარმაკოკინეტიკა თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებული პაციენტების მსგავსი იყო .
ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში აღინიშნა კანდესარტანის AUC -ს 23%-ის ზრდა.
შემავსებლების ჩამონათვალი
კალციუმის კარმელოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, რკინის ოქსიდი E 172 ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი და მაკროგოლი.
შეფუთვა:
პირველადი შეფუთვა: 14 ტაბლეტი PVC/PVDC ბლისტერში.
მეორადი შეფუთვა: 2 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფარმაცევტული პროდუქტის სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქცია
ატაკანდი
Atacand
სავაჭრო დასახელება: ატაკანდი
საერთაშორისო არაპატენტური დასახელება: კანდესარტანი
სამკურნალწამლო ფორმა: ტაბლეტები
შემადგენლობა
ყოველი ტაბლეტი შეიცავს 8მგ, 16მგ ან 32მგ კანდესარტან ცილექსეტილს
ფარმაცევტული ფორმა
ატაკანდი 8მგ არის მრგვალი (დიამეტრი 7მმ), ღია ვარდისფერი ტაბლეტი, ნაპრალით და აღნიშნული A/CG ერთ მხარეს, აღნიშნული 008 მეორე მხარეს.
ატაკანდი 16მგ არის მრგვალი (დიამეტრი 7მმ), ვარდისფერი ტაბლეტი, ნაპრალით და აღნიშნული A/CH ერთ მხარეს, აღნიშნული 016 მეორე მხარეს.
ატაკანდი 32მგ არის მრგვალი (დიამეტრი 9მმ), ვარდისფერი ტაბლეტი, ნაპრალით და აღნიშნული A/CL ერთ მხარეს, აღნიშნული 032 მეორე მხარეს.
თერაპიული ჩვენება
პირველადი ჰიპერტენზია
პაციენტების მკურნალობა რომლებსაც აღენიშნებათ გულის უკმარისობა და მარცხენა პარკუჭის სისტოლური ფუნქციის დაზიანება (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია ≤40%) აგფ ინჰიბიტორების აუტანლობის შემთხვევაში ან აგფ ინჰიბიტორებზე დამატებით თერაპიის სახით გულის სიმპტომური უკმარისობით დაავადებულ პაციეტნებში ოპტიმალური თერაპიის მიუხედავად, მინერალკორტიკოიდის რეცეპტორების ანტაგონისტების აუტანლობისას. (იხ. პარაგრაფები დოზირება და გამოყენების მეთოდი, განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის, ურთიერთქმედება და ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები).
დოზირება და გამოყენების მეთოდი
დოზირება ჰიპერტენზიის დროს
რეკომენდებული საწყისი დოზა და ჩვეულებრივ შემანარჩუნებელი დოზაა 8მგ დღე-ღამეში ერთხელ. დოზა შეიძლება გაიზარდოს დღე-ღამეში 16მგ-მდე. თუ სისხლის წნევა საკმარისად არ კონტროლდება დღე-ღამეში ერთხელ 16მგ-ის 4 კვირის განმავლობაში გამოყენებისას, დოზა შეიძლება გაიზარდოს დღე-ღამეში მაქსიმალურ 32მგ-მდე. თერაპიის ცვლილება უნდა მოხდეს სისხლის წნევის პასუხის მიხედვით. ატაკანდი აგრეთვე შეიძლება გამოიყენონ სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად (იხ. პარაგრაფები უკუჩვენება, განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის, ურთიერთქმედება და ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები). ჰიდროქლორთიაზიდის დამატებას ადიტიური ანტიჰიპერტენზიური ეფექტი ქონდა ატაკანდის სხვადასხვა დოზასთან ერთად.
ხანდაზმულებში გამოყენება
ხანდაზმულ პაციენტებში საწყისი დოზირების ცვლილება აუცილებელი არ არის.
გამოყენება თირკმლის ფუნქციის დაზიანების დროს
საწყისი დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი >30-80 მლ/წთ/1.73 მ2 BSA). თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ/1.73 მ2 BSA), კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია და უნდა გაითვალისწინონ უფრო მცირე საწყისი დოზა-4მგ.
გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დაზიანების დროს
პაციენტები ღვიძლის დაზიანებით: დოზის ტიტრაცია რეკომენდებულია ღვიძლის მსუბუქი და საშუალო დაავადების მქონე პაციენტებში, უნდა გაითვალისწინონ უფრო დაბალი საწყისი დოზა-4მგ. ატაკანდი არ უნდა გამოიყენონ ღვიძლის მწვავე უკმარისობით და/ან ქოლესტაზით დაავადებულ პაციენტებში (იხ. პარაგრაფი უკუჩვენებები).
თანმხლები თერაპია
თიაზიდური ტიპის დიურეტიკის-ჰიდროქლორთიაზიდის დამატებას ადიტიური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ქონდა ატაკანდთან ერთად.
გამოყენება შავკანიან პაციენტებში
კანდესარტანის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნაკლებია შავკანიან პაციენტებში. შესაბამისად შავკანიან პაციენტებში შეიძლება უფრო ხშირად იყოს საჭირო ატაკანდის დოზის მომატება და თანმხლები თერაპია (იხ. ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები).
დოზირება გულის უკმარისობის დროს
ატაკანდის ჩვეული რეკომენდებული დოზაა 4მგ დღე-ღამეში ერთხელ. სამიზნე დოზამდე დღე-ღამეში 32მგ-მდე ან უმაღლეს ასატან დოზამდე გაზრდა ხდება დოზის გაორმაგებით მინიმუმ 2 კვირაში ერთხელ (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის). ატაკანდის გამოყენება შესაძლებელია აგფ ინჰიბიტორებთან ერთად გულის სიმპტომური უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, გულის უკმარისობის ოპტიმალური სტანდარტული თერაპიის მიუხედავად, მინერალკორტიკოიდის რეცეპტორის ანტაგონისტების აუტანლობის შემთხვევაში.
პაციენტების განსაკუთრებული პოპულაციები
საწყისი დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის ხანდაზმულებში ან თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.
თანმხლები თერაპია
ატაკანდის გამოყენება შეიძლება გულის უკმარისობის სამკურნალო სხვა საშუალებებთან ერთად აგფ ინჰიბიტორების, ბეტა-ბლოკერების, დიურეტიკების და დიგიტალისის პრეპარატების ან ამ სამედიცინო პროდუქტების კომბინაციის ჩათვლით იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის, ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები).
მიღება
ატაკანდის მიღება საჭიროა დღე-ღამეში ერთხელ, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკი) გულის უკმარისობის მკურნალობისთვის ატაკანდის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ატაკანდის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია (იხ. ორსულობა და ლაქტაცია)
ღვიძლის მწვავე უკმარისობა და/ან ქოლესტაზი.
ატაკანდის გამოყენება ალისკირენის შემცველ პროდუქტებთან ერთად უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტით (ტიპი I ან II) ან თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (გფს <60მლ/წთ/1.73მ2) (იხ. ურთიერთქმედება და ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები).
განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა
არსებობს მტკიცებულება რომ აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების ან ალისკირენის ერთად გამოყენება ზრდის ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის დაქვეითების რისკს (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით). აქედან გამომდინარე რაას ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების ან ალისკირენის ერთად გამოყენებით რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფები ურთიერთქმედება და ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები).
თუ ორმაგი ბლოკადით თერაპია აბსოლუტურად აუცილებელია, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციალისტის ზედამხედველობის ქვეშ და თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტების, სისხლის წნევის ხშირი ინტენსიური მონიტორინგით. აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერები ერთად არ უნდა გამოიყენონ დიაბეტური ნეფროპათიით დაავადებულ პაციენტებში.
თირკმლის დაზიანება
როგორც რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბიტორი სხვა აგენტის შემთხვევაში, თირკმლის ფუნქციის ცვლილებები შეიძლება მოსალოდნელი იყოს ატაკანდით ნამკურნალებ მგრძნობიარე პაციენტებში. ატაკანდის გამოყენებისას ჰიპერტენზიით და თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, რეკომენდებულია შრატში კალიუმის და კრეატინინის დონის პერიოდული მონიტორინგი.
არსებობს შეზღუდული გამოცდილება თირკმლის ძალიან მწვავე უკმარისობის ან უკმარისობის ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <15მლ/წთ). ამ პაციენტებში ატაკანდის ტიტრაცია უნდა მოხდეს ფრთხილად სისხლის წნევის მონიტორინგით.
გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტების შეფასება უნდა მოიცავდეს თირკმლის ფუნქციის პერიოდულ შემოწმებას, განსაკუთრებით 75 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში და თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირებში. ატაკანდის დოზის ტიტრაციისას რეკომენდებულია შრატში კრეატინინის და კალიუმის დონის მონიტორინგი. გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტების კლინიკურ კვლევებში ჩართული არ იყვნენ ის პირები, რომელთა კრეატინინის კლირენსიც შეადგენდა >265 მმოლ/ლ (>3 მგ/დლ)-ს.
აგფ-ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენება გულის უკმარისობის დროს
გვერდითი მოვლენების, განსაკუთრებით ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის დაქვეითების (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით) რისკი შეიძლება გაიზარდოს კანდესარტანის აგფ ინჰიბიტორთან კომბინაციაში გამოყენებისას. აგფ ინჰიბიტორის, მინერალკორტიკოიდული რეცეპტორის ანტაგონისტის და კანდესარტანის სამმაგი კომბინაციის გამოყენება აგრეთვე რეკომენდებული არ არის. ამ კომბინაციების გამოყენება უნდა მოხდეს სპეციალისტის ზედამხედველობით და თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტების და სისხლის წნევის ხშირი ინტენსიური მონიტორინგით.
აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერები არ უნდა გამოიყენონ დიაბეტური ნეფროპათიით დაავადებულ პაციენტებში.
თირკმლის არტერიის სტენოზი
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი სხვა საშუალებები, მაგ ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები შეიძლება ზრდიდეს სისხლში შარდოვანას და შრატში კრეატინინის დონეს იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის არტერიების ბილატერალური სტენოზი ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზი. მსგავსი ეფექტი შეიძლება მოსალოდნელი იყოს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენებისას.
თირკმლის ტრანსპლანტაცია
არსებობს ატაკანდის გამოყენების შეზღუდული გამოცდილება იმ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია.
ჰიპოტენზია
გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში ატაკანდით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია. როგორც აღწერილია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი სხვა აგენტების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ ინტრავასკულური მოცულობის დაქვეითება (ის პირები რომლებიც იღებენ დიურეტიკების მაღალ დოზებს). სიფრთხილეა საჭირო თერაპიის დასაწყისში და უნდა ეცადონ ჰიპოვოლემიის კორექციას.
ანესთეზია და ოპერაცია
ანესთეზიის და ოპერაციის დროს ინ-ანგიოტენზინის სისტემის ბლოკადის გამო ჰიპოტენზია შეიძლება განვითარდეს პაციენტებში რომლებიც ანგიოტენზინ II-ს რეცეპტორების ანტაგონისტებს იღებენ. ძალიან იშვიათად ჰიპოტენზია შეიძლება იყოს მწვავე და შეიძლება საჭირო გახდეს ინტრავენური სითხეების და/ან ვაზოპრესორების გამოყენება.
აორტის და მიტრალური სარქვლის სტენოზი (ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია)
როგორც სხვა ვაზოდილატატორების გამოყენებისას, სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ აორტის ან მიტრალური სარქვლის ჰემოდინამიურად მნიშვნელოვანი სტენოზი ან ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია.
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმით დაავადებული პაციენტები ჩვეულებრივ არ რეაგირებენ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებზე, რომლებიც მოქმედებს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ინჰიბირებით. აქედან გამომდინარე ამ პაციენტებისთვის ატაკანდი რეკომენდებული არ არის.
ჰიპერკალიემია
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი სხვა პრეპარატების გამოყენების გამოცდილების საფუძველზე, ატაკანდის გამოყენებამ კალიუმის დამზოგველ დიურეტიკებთან, კალიუმის დანამატებთან, მარილის კალიუმის შემცველ შემცვლელებთან ან სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შეიძლება ზრდიდეს კალიუმის დონეს (მაგ. ჰეპარინი და ტრიმეტოპრიმის/სულფამეტოქსაზოლის კომბინაცია) შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის დონის მომატება ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში.
გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტების ატაკანდით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია. გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტების ატაკანდით მკურნალობისას რეკომენდებულია შრატში კალიუმის დონის პერიოდული მონიტორინგი, განსაკუთრებით აგფ ინჰიბიტორებთან და კალიუმდამზოგველ დიურეტიკებთან ერთად გამოყენებისას როგორიცაა სპირონოლაქტონი.
ზოგადი
პაციენტებში, რომელთა სისხლძარღვოვანი ტონუსი და თირკმლის ფუნქცია ძირითადად დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე (მაგ. პაციენტები რომლებსაც აღენიშნებათ გულის შეგუბებითი უკმარისობა ან თირკმლის დაავადება თრკმლის არტერიის სტენოზის ჩათვლით), ამ სისტემაზე მოქმედი სხვა პრეპარატებით მკურნალობა დაკავშირებულია მწვავე ჰიპოტენზიასთან, აზოტემიასთან, ოლიგურიასთნ ან იშვიათად თირკმლის მწვავე უკმარისობასთნ. მსგავსი ეფექტების შესაძლებლობა გამორიცხული არ არის ანგიოტენზინ II რეცეპტორებით მკურნალობისას.
როგორც სხვა ანტიჰიპერტენზიული აგენტების შემთხვევაში, სისხლის წნევის ჭარბად დაქვეითებამ იშემიური კარდიომიოპათიის ან იშემიური ცერებროვასკულური დაავადების მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი.
პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ იშვიათი მემკვიდრული პრობლემები როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაპპ ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, ეს სამედიცინო პროდუქტი არ უნდა მიიღონ.
ურთიერთქმედება
კანდესარტან ცილექსეტილის გამოყენება ალისკირენის შემცველ მედიკამენტებთან ერთად უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტით (ტიპი I ან II) ან თირკმლის საშუალო ან მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში (გფს <60მლ/წთ/1.73მ2) და რეკომენდებული არ არის სხვა პაციენტებისთვის (იხ.პარაგრაფები უკუჩვენება და განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის).
შენაერთები, რომლებიც გამოკვლეულია კლინიკურ ფარმაკოკინეტიკურ კვლევებში მოიცავს ჰიდროქლორთიაზიდს, ვარფარინს, დიგოქსინს, ორალურ კონტრაცეპტივებს (მაგ. ეთინილესტრადიოლი/ლევონორგესტრელი), გლიბენკლამიდს, ნიფედიპინს და ენალაპრილს. ამ კვლევებში იდენტიფიცირებული არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება. კანდესარტანი მხოლოდ მცირე რაოდენობით გამოიყოფა ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმით (CYP2C9). ურთიერთქმედების ხელმისაწვდომი კვლევები არ მიუთითებს CYP2C9 და CYP3A4-ზე გავლენაზე, მაგრამ ამ დროისთვის უცნობია გავლენა ციტოქრომ P450 სხვა იზოენზიმებზე.
კანდესარტანის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით. სხვა პრეპარატების გამოყენების გამოცდილების საფუძველზე, რომლებიც მოქმედებს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე,
კალიუმდამზოგველი დიურეტიკების, კალიუმის დანამატების,
კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ან სხვა პრეპარატების გამოყენებამ რომელბიც შესაძლოა ზრდიდეს კალიუმის დონეს (მაგ. ჰეპარინი) შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის დონის მომატება.
ლითიუმის და აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას აღწერილია შრატში ლითიუმის კონცენტრაციის შექცევადი ზრდა და ტოქსიურობა. მსგავსი ეფექტი შეიძლება განვითარდეს ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების (AIIRAs) გამოყენებისას და თანმხლები მიღების დროს რეკომენდებულია შრატში ლითიუმის დონის მონიტორინგი.
ანტიჰიპერტენზიური ეფექტის დასუსტება შეიძლება აღინიშნოს AIIRAs და ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (აასს. მაგ ცოგ-2 სელექციური ინჰიბიტორები, აცეტილსალიცილის მჟავა (>3გ/დღე-ღამეში) და არასელექციური აასს) ერთად გამოყენებისას.
როგორც აგფ ინჰიბიტორებმა, AIIRAs და აასს-ს ერთად გამოყენებამ შეძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაუარესების რისკის ზრდა, თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით და შრატში კალიუმის დონის ზრდა განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში. ამ კომბინაციის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმულებში და იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მოცირკულირე სისხლის მოცულობის დაქვეითება. საჭიროა პაციენტების ადექვატური ჰიდრატაცია და უნდა გაითვალსიწინონ თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი თერაპიის დასაწყისში და შემდგომში პერიოდულად.
კლინიკური კვლევის მონაცემებმა აჩვენა რომ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების ან ალისკირენის კომბინაციით დაკავშირებულია გვერდითი მოვლენების უფრო მაღალ სიხშირესთან როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით) მხოლოდ რაას-მოქმედი აგენტის გამოყენებასთან შედარებით (იხ. პარაგრაფები უკუჩვენება, განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის და ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები). კანდესარტანის ბიოშეღწევადობაზე საკვები არ მოქმედებს.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ორსულობის დროს ატაკანდის გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი უკუჩვენება). პაციენტებს, რომლებიც ატაკანდს იღებენ ამის შესახებ უნდა აცნობონ ორსულობამდე, რომ მოხდეს ალტერნატიული მკურნალობის განხილვა მკურნალ ექიმთან. ორსულობის დაიგნოსტირებისას ატაკანდით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და შეძლებისდაგვარად უნდა დაიწყოს ალტერნატიული თერაპია.
ორსულობის დროს გამოყენებისას პრეპარატებმა რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე, შეიძლება გამოიწვიონ ნაყოფის და ახალშობილის დაზიანება და სიკვდილი. ცნობილია, რომ ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტით თერაპია იწვევს ადამიანის ფეტოტოქსიურობას (თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ოლიგოჰიდრამნიონი, ქალას ოსიფიკაციის შეფერხება) და ახალშობილთა ტოქსიურობა (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია და ჰიპერკალიემია).
ძუძუთი კვება
უცნობია გამოიყოფა თუ არა კანდესარტანი რძეში. თუმცა კანდესარტანი გამოიყოფა რძეში ვირთხებში. მეძუძურ ჩვილზე პოტენციური გვერდითი ეფექტების გამო ატაკანდი ძუძუთი კვების დროს არ უნდა გამოიყენონ (იხ. პარაგრაფი უკუჩვენებები).
გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
ატაკანდის გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე შესწავლილი არ არის, მაგრამ მისი ფარმაკოდინამიკური მახასიათებლების საფუძველზე, ნაკლებსავარაუდოა კანდესარტანის ამ უნარზე მოქმედება. ტრანსპორტის მართვის ან მექნაიზმებთან მუშაობისას უნდა გაითვალისწინონ რომ მკურნალობის პერიოდში შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან სისუსტე.
არასასურველი ეფექტები
ჰიპერტენზიის მკურნალობა
კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში გვერდით მოვლენები იყო მსუბუქი და ტრანზიტორული და პლაცებოსთან შედარებადი. გვერდითი მოვლენების საერთო სიხშირემ არ გამოავლინა დოზასთან ან ასაკთან კავშირი. მკურნალობის მოხსნა გვერდითი მოვლენების გამო მსგავსი იყო კანდესარტან ცილექსეტილის (3.1%) და პლაცებოს (3.2%) შემთხვევაში.
კლინიკური კვლევის მონაცემების შეჯამებულ ანალიზში აღწერილი იყო კანდესარტან ცილექსეტილის შემდეგი ხშირი (>1/100) გვერდითი რეაქციები კანდესარტან ცილექსეტილის გვერდით მოვლენების მინიმუმ 1%-იანი სიხშირით, რომელიც აღემატება პლაცებოს.
ნერვული სისტემის დარღვევები:
თავბრუსხვევა, ვერტიგო, თავის ტკივილი.
ინფექციები და ინვაზიები:
რესპირატორული ინფექციები
ლაბორატორიული აღმოჩენები
ზოგადად, არ აღინიშნა ატაკანდის კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა რუტინულ ლაბორატორიულ ცვლადებზე. როგორც რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის სხვა ინჰიბიტორების შემთხვევაში, აღინიშნა ჰემოგლობინის მცირე დაქვეითება. S-ALAT (S-GPT) მომატება აღწერილი იყო გვერდითი მოვლენის სახით ოდნავ უფრო ხშირად ვიდრე პლაცებოს გამოყენებისას (1.3% vs 0.5%). პაციენტებში რომლებიც ატაკანდს იღებენ ჩვეულებრივ აუცილებელი არ არის ლაბორატორიული ცვლადების რუტინული მონიტორინგი. თუმცა თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში რეკომენდებულია შრატში კალიუმის და კრეატინინის დონის მონიტორინგი.
გულის უკმარისობის მკურნალობა
ატაკანდის უსაფრთხოების პროფილი გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში შეთავსებადი იყო პრეპარატის ფარმაკოლოგიასთან და პაციენტების ჯანმრთელობის სტატუსთან. CHARM კლინიკურ პროგრამაში, როდესაც ატაკანდი 32მგ-მდე დოზით (n=3,803) შეადარეს პლაცებოს (n=3,796), კანდესარტან ცილექსეტილის ჯგუფში 21%-მა და პლაცებოს ჯგუფში 16.1%-მა მკურნალობა შეწყვიტა გვერდითი მოვლენების გამო. ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქციები (≥1/100, <1/10) იყო:
ვასკულური დარღვევები:
ჰიპოტენზია
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები:
ჰიპერკალიემია
თირკმლის და შარდის დარღვევები:
თირკმლის უკმარისობა
ლაბორატორიული აღმოჩენები:
კრეატინინის, შარდოვანას და კალიუმის მომატება. რეკომენდებულია შრატში კრეატინინის და კალიუმის დონის პერიოდული მონიტორინგი (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის).
პოსტ-მარკეტინგული
შემდეგი გვერდითი რეაქციები აღწერილია ძალიან იშვიათად (<1/10.000) პოსტ-მარკეტინგული გამოცდილებისას:
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები:
ლეიკოპენია, ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი.
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები:
ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია
ნერვული სისტემის დარღვევები:
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
გასტროინტესტინური დარღვევები
გულისრევა.
ჰეპატო-ბილიარული დარღვევები;
ღვიძლის ენზიმების მომატება, ღვიძლის ანომალური ფუნქციები ან ჰეპატიტი.
რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის დარღვევები
ხველა
კანის და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:
ანგიოედემა, გამონაყარი, ურტიკარია, ქავილი.
ძვალკუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლის დარღვევები:
ზურგის ტკივილი, ართრალგია, მიალგია
თირკმლის და შარდის დარღვევები
თირკმლის უკმარისობა თირკმლის უკმარისობის ჩათვლით მიდრეკილების მქონე პაციენტებში (იხ. განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის)
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები
ფარმაკოლოგიური მახასიათებლების საფუძველზე, დოზის გადაჭარბების მთავარი გამოვლინება სავარაუდოდ იქნება სიმპტომური ჰიპოტენზია და თავბრუსხვევა. დოზის გადაჭარბების ინდივიდუალურ შემთხვევებში (674მგ კანდესარტან ცილექსეტილი) პაციენტის გამოჯანმრთელება მოხდა მოვლენების გარეშე.
მენეჯმენტი
სიმპტომური ჰიპოტენზიის შემთხვევაში საჭიროა სიმპტომური მკურნალობა და სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი. პაციენტი უნდა მოთავსდეს ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, ფეხები უნდა აწიოს. თუ ეს საკმარისი არ არის, პლაზმის მოცულობა უნდა გაიზარდოს ინფუზიით, მაგალითად მარილის იზოტონური ხსნარით. თუ ზემოაღნიშნული ზომები საკმარისი არ არის შეიძლება გამოიყენონ სიმპათომიმეტიკები. კანდესარტანი ჰემოდიალიზით არ გამოიყოფა.
ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (კანდესარტანი)
ათქ კოდი C09C A06.
ანგიოტენზინ II არის რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ძირითადი ვაზოაქტიური ჰორმონი და მონაწილეობს ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის და სხვა კარდიოვასკულური დარღვევების პათფიზიოლოგიაში. აგრეთვე მონაწილეობს ორგანოს საბოლოო ჰიპერტროფიის და დაზიანების პათოგენეზში. ანგიოტენზინ II-ს მთავარი ფიზიოლოგიური ეფექტები როგორიცაა ვაზოკონსტრიქცია, ალდოსტერონის სტიმულაცია, მარილების და წყლის ჰომეოსტაზის რეგულაცია და უჯრედების ზრდის სტიმულაცია, განპირობებულია 1 (AT1) ტიპის რეცეპტორით.
კანდესარტან ცილექსეტილი არის პროწამალი, რომელიც განკუთვნილია ორალური გამოყენებისთვის. სწრაფად გარდაიქმნება აქტიურ პრეპარატად კანდესარტანად ეთერით ჰიდროლიზით გასტროინტესტინური ტრაქტიდან შეწოვის დროს. კანდესარტანი არის ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტი, სელექციური AT1 რეცეპტორებისთვის, მჭიდროდ უკავშირდება და ნელა დისოცირდება რეცეპტორიდან. კარდესარტანს არ გააჩნია აგონისტური მოქმედება.
კანდესარტანი არ აინჰიბირებს აგფ-ს, რომელიც ანგიოტენზინ I-ს გარდაქმნის ანგიოტენზინ II-ად და იწვევს ბრადიკინინის დეგრადაციას. კანდესარტანი არ მოქმედებს აგფ-ზე და არ იწვევს ბრადიკინინის ან P სუბსტრატის გაძლიერებას. კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც შეადარეს კანდესარტანი და აგფ ინჰიბიტორები, ხველის სიხშირე უფრო დაბალი იყო იმ პაციენტებში, რომლებიც კანდესარტან ცილექსეტილს იღებდნენ.
კანდესარტანი არ უკავშირდება და არ ბლოკავს სხვა ჰორმონების რეცეპტორებს ან იონურ არხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია კარდიოვასკულური რეგულაციისთვის. ანგიოტენზინ II (AT1) რეცეპტორების ანტაგონიზმი იწვევს პლაზმაში რენინის, ანგიოტენზინ I და ანგიოტენზინ II-ს დონის დოზადამოკიდებულ მატებას და ალდოსტერონის კონცენტრაციის დაქვეითებას.
ჰიპერტენზია
ჰიპერეტნზიის დროს კანდესარტანი იწვევს არტერიული წნევის დოზა დამოკიდებულ, ხანგრძლივ დაქვეითებას. ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ხორციელდება დაქვეითებული სისტემური პერიფერიული წინააღმდეგობის გამო, გულის შეკუმშვათა სიხშირის რეფლექსური მომატების გარეშე. არ აღინიშნება პირველი დოზის სერიოზული გამწვავებული ჰიპოტენზიის ან რიკოშეტის ეფექტი მკურნალობის მოხსნის შემდეგ. კანდესარტან ცილექსეტილის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ანტიჰიპერეტნზიული ეფექტი ჩვეულებრივ აღინიშნება 2 საათის განმავლობაში. მკურნალობის გაგრძელებისას ნებისმიერი დოზით სისხლის წნევის შემცირება ჩვეულებრივ მიიღწევა ოთხი კვირის განმავლობაში და ნარჩუნდება ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდში.
დღე-ღამეში ერთხელ კანდესარტან ცილექსეტილის მიღება იწვევს სიხლის წნევის ეფექტურ ზომიერად შემცირებას 24 საათის განმავლობაში, მცირე განსხვავება აღინიშნება მაქსიმალურ და მიმდინარე ეფექტებს შორის დოზირების ინტერვალის განმავლობაში.
კანდესარტანის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი და კანდესარტანის და ლოზარტანის ტოლერანტობა შეადარეს ორ რანდომიზებულ, ორმაგად-ბრმა კვლევაში, რომლებშიც მონაწილეობდა მსუბუქი და საშუალო ჰიპერტენზიით დაავადებული 1,268 პაციენტი. სისხლის წნევის შემცირება (სისტოლური/დიასტოლური) იყო 13.1 /10.5 მმჰგ კანდესარტანი ცილექსეტილის გამოყენებისას დღე-ღამეში ერთხელ 32მგ, 10.0 /8.7 მმჰგ ლოზარტან კალიუმის გამოყენებისას დღე-ღამეში ერთხელ 100მგ დოზით (სისხლის წნევის შემცირებას შორის განსხვავება 3.1/1.8 მმჰგ, p<0.0001/p<0.0001). ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები იყო რესპირატორული ინფექცია (კანდესარტანი 6.6%, ლოზარტანი 8.9%), თავის ტკივილი (კანდესარტანი 5.8%, ლოზარტანი 5.6%) და თავბრუსხვევა (კანდესარტანი 4.4%, ლოზარტანი 1.9%).
როდესაც კანდესარტან ცილექსეტილი გამოიყენება ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად, სისხლის წნევის შემცირება ადიტიურია.
გაზრდილი ანტიჰიპერტენზიული ეფექტი აგრეთვე აღინიშნება როდესაც კანდესარტან ცილექსეტილი გამოიყენება ამლოდიპინთან ან ფელოდიპინთან კომბინაციაში.
კანდესარტანი ერთნაირად ეფექტურია პაციენტებში ასაკის და სქესის მიუხედავად.
სამედიცინო პროდუქტებს, რომლებიც იწვევს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ბლოკადას, გააჩნია შემცირებული ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შავკანიან პაციენტებში ჩვეულებრივ რენინის დაბალი დონის მქონე პოპულაცია). ეს აგრეთვე ეხება კანდესარტანს. ღია კლინიკური გამოცდილების კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა დიასტოლური ჰიპერტენზიით დაავადებული 5,156 პაციენტი, კანდესარტანით მკურნალობის დროს სისხლის წნევის შემცირება ჩვეულებრივ ნაკლები იყო შავკანიან პაციენტებში (14.4/10.3 მმჰგ vs 19.0/12.7 მმჰგ, p<0.0001/p<0.0001).
კანდესარტანი ზრდის თირკმლის სისხლის მიმოქცევას. გავლენას არ ახდენს გორგლოვანი ფილტრაციის სისწრაფერზე, ხოლო თირკმლის სისხლძარღვოვანი რეზისტენტობა და ფილტრაციის ფრაქცია მცირდება. ჰიპერტენზიით და II ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში კანდესარტან ცილექსეტილით (8-16მგ) 12 კვირიან მკურნალობას ნეგატიური ეფექტი არ ქონდა სისხლში გლუკოზის დონეზე ან ლიპიდურ პროფილზე.
გულ-სისხლძარღვთა მიზეზით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობაზე კანდესარტან ცილექსეტილის 8-16მგ-ს (საშუალო დოზა 12მგ) დღე-ღამეში ერთხელ მიღების ეფექტები შეფასდა რანდომიზებულ კლინიკურ კვლევაში, რომელშიც ჩართული იყო საშუალო ჰიპერტენზიით დაავადებული 4,937 ხანდაზმული პაციენტი (ასაკი 70-89 წელი; 21% 80 წლის და უფროსი ასაკის), რომლებსაც საშუალოდ 3.7 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ (ხანდაზმულებში ცოდნის და პროგნოზის კვლევა). პაციენტები იღებდნენ კანდესარტანს ან პლაცებოს, საჭიროების შემთხვევაში დამატებით ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობასთან ერთად.
სისხლის წნევა 166/90 დან 145/80 მმჰგ-მდე შემცირდა კანდესარტანის ჯგუფში და 167/90 დან 149/82 მმჰგ-მდე საკონტროლო ჯგუფში. არ აღინიშნა ძირითადი საბოლოო წერტილის, მასშტაბური კადრიოვასკულური მოვლენების (კარდიოვასკულური მიზეზით გამოწვეული სიკვდილი, არა-ფატალური ინსულტი და არა-ფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი) კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება. აღინიშნებოდა 1000 პაციენტზე 26.7 მოვლენა კანდესარტანის ჯგუფში და 1000 პაციენტზე 30 მოვლენა წელიწადში საკონტროლო ჯგუფში (შედარებითი რისკი 0.89, 95% CI 0.75 - 1.06, p=0.19). ორი დიდ რანდომიზებულ, კონტროლირებულ კვლევაში (ONTARGET (მიმდინარე მხოლოდ ტელმისარტანით მურნალობა ან რამიპრილთან კომბინაცია გლობალურ საბოლოო წერტილის კვლევაში და VA NEPHRON-D (ვეტერანთა საქმის ნეფროპათია დიაბეტის დროს)) სწავლობდნენ აგფ ინჰიბიტორის და ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკერის კომბინრიებულ გამოყენებას.
ONTARGET ჩატარდა პაციიენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ კარდიოვასკულური ან ცერებროვასკულური დაავადება 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი რომელსაც ახლდა სამიზნე ორგანოების დაზიანების მტკიცებულება. VA NEPHRON-D კვლევა ტარდებოდა 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით და დიაბეტური ნეფროპათიით დაავადებულ პაციენტებში.
ამ კვლევებმა არ გამოავლინა მნიშვნელოვანი სასარგებლო ეფექტი თირკმლის და/ან კარდიოვასკულურ გამოსავალზე და სიკვდილიანობაზე, აღინიშნა ჰიპერკალიემიის, თირკმლის მწვავე დაზიანების და/ან ჰიპოტენზიის რისკის მომატება მონოთერაპიასთან შედარებით. მსგავსი ფარმაკოდინამიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, ეს შედეგები აგრეთვე მნიშვნელოვანია აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერებისთვის. აქედან გამომდინარე დიაბეტური ნეფროპათიით დაავადებულ პაციენტებში ერთად არ უნად გამოიყენონ აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერები.
ALTITUDE (ალისკირენის კვლევა 2 ტიპის დიაბეტის დროს კარდიოვასკულური და თირკმლის დაავადებების საბოლოო წერტილის გამოყენებით) შემუშავებული იყო ალისკირენის დამატების სარგებლის შეფასებისთვის აგფ ინჰიბიტორით და ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკერით სტანდარტული თერაპიისთვის 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის, თირკმლის ქრონიკული დაავადების, კარდივოასკულური დაავადების ან ორივეს მქონე პაციენტებში. კვლევა ადრე დასრულდა გვერდითი მოვლენების მომატებული რისკის გამო. კარდივასკულური მიზეზით გამოწვეული სიკვდილი და ინსულტი რაოდენობრივად უფრო ხშირი იყო ალისკირენის ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით და გვერდითი მოვლენები და საინტერესო სერიოზული გვერდითი მოვლენები (ჰიპერკალიემია, ჰიპოტენზია და თირკმლის დისფუნქცია) უფრო ხშირად აღინიშნებოდა ალისკირენის ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით.
გულის უკმარისობა
კანდესარტან ცილექსეტილით მკურნალობა ამცირებს სიკვდილიანობას, გულის უკმარისობით გამოწვეულ ჰოსპიტალიზაციას და აუმჯობესებს სიმპტომებს მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქციის მქონე პაციენტებში რაც ნაჩვენებია - კანდესარტანის გულის უკმარისობის დროს, სიკვდილიანობის და ავადობის შემცირების (CHARM) პროგრამის ფარგლებში.
ეს მულტინაციონალური, პლაცებო-კონტროლირებული, ორმაგად ბრმა კვლევის პროგრამა გულის ქრონიკული უკმარისობით (CHF) დაავადებულ პაციენტებში NYHA ფუნქციური II-IV კლასით შედგებოდა სამი ცალკე კვლევისგან: CHARM-ალტერნატიული (n=2,028) პაციენტებში რომელთა LVEF ≤40% და ვერ გამოიყენებოდა აგფ ინჰიბიტორი აუტანლობის გამო (ძირითადად ხველის გამო, 72%), CHARM-დამატებული (n=2,548) პაციენტებში რომელთა LVEF ≤40% და რომლებშიც გამოიყენებოდა აგფ ინჰიბიტორი და CHARM-დაცული (n=3,023) LVEF >40%. პაციენტები, რომლებიც დასაწყისში იტარებდნენ ოპტიმლურ CHF თერაპიას რანდომიზებულად იღებდნენ პლაცებოს ან კანდესარტან ცილექსეტილს (ტიტრირებული დღე-ღამეში ერთხელ 4-8მგ-დან 32მგ-მდე ან უმაღლეს ტოლერანტულ დოზამდე, საშუალოდ 24მგ), აკვირდებოდნენ საშუალოდ 37.7 თვე. 6 თვიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტების 63% რომლებიც კვლავ კანდესარტან ცილექსეტილს იღებდნენ (89%) იმყოფებოდნენ დიდ დოზაზე-32მგ.
CHARM-ალტერნატიულ კვლევაში, კარდიოვასკულური მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის ან პირველი CHF ჰოსპიტალიზაციის კომბინირებული საბოლოო წერტილი მნიშვნელოვნად შემცირებული იყო კანდესარტანის გამოყენებისას პლაცებოსთან შედარებით (საფრთხის წილი (HR) 0.77, 95% CI 0.67-0.89, p<0.001). ეს შეესაბამება შედარებითი რისკის 23%-ით შემცირებას. კვლევის განმავლობაში თოთხმეტ პაციენტს სჭირდებოდა მკურნალობა რათა ერთ პაციენტში მომხდარიყო კარდიოვასკულური მოვლენის გამო გარდაცვალების ან გულის უკმარისობის მკურნალობისთვის ჰოსპტიალიზაციის პრევენცია. ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილის ან პირველი CHF ჰოსპიტალიზაციის კომბინირებული საბოლოო წერტილი მნიშვნელოვნად შემცირებული იყო კანდესარტანის გამოყენებისას (HR 0.80, 95% CI 0.70-0.92, p=0.001). ამ კომბინირებული საბოლოო წერტილის სიკვდილიანობის და ავადობის (CHF ჰოსპიტალიზაცია) კომპონენტები მიუთითებდა კანდესარტანის სასარგებლო ეფექტზე. კანდესარტან ცილექსეტილით მკურნალობა იწვევდა NYHA ფუნქციური კლასის გაუმჯობესებას (p=0.008).
CHARM-დამატებულში, კარდიოვასკულური მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის ან პირველი CHF ჰოსპიტალიზაციის კომბინირებული საბოლოო წეტილი მნიშვნელოვნად შემცირებული იყო კანდესარტანის გამოყენებისას პლაცებოსთან შედარებით (HR 0.85, 95% CI 0.75-0.96, p=0.011). ეს შეესაბამება შედარებითი რისკის 15%-ით შემცირებას. ოცდასამ პაციენტს სჭირდებოდა კვლევის განმავლობაში მკურნალობა რათა მომხდარიყო ერთ პაციენტში კარდიოვასკულური მიზეზით გამოწვეული სიკვდილის ან გულის უკმარისობის სამკურნალოდ ჰოსპიტალიზაციის პრევენცია. ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილის ან პირველი CHF ჰოსპიტალიზაციის კომბინირებული საბოლოო წერტილი აგრეთვე მნიშვნელოვნად შემცირებული იყო კანდესარტანის გამოყენებისას (HR 0.87, 95% CI 0.78-0.98, p=0.021). ამ კომბინირებული საბოლოო წერტილის სიკვდილიანობის და ავადობის კომპონენტები მიუთითებდა კანდესარტანის სასარგებლო ეფექტზე. კანდესარტან ცილექსეტილით მკურნალობა იწვევდა NYHA ფუნქციური კლასის გაუმჯობესებას (p=0.020).
CHARM-დაცულში, არ აღინიშნა კარდიოვასკულური მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის ან პირველი CHF ჰოსპიტალიზაციის კომბინირებული ენდპოინტის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება (HR 0.89, 95% CI 0.77-1.03, p=0.118). რაოდენობრივი შემცირება მიეკუთვნებოდა შემცირებულ CHF ჰოსპიტალიზაციას. ამ კვლევაში არ აღინიშნა ეფექტი სიკვდილიანობაზე.
ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ იყო სამი CHARM კვლევიდან თითოეულში ცალ-ცალკე გამოკვლევისას. თუმცა ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა აგრეთვე შეფასდა პოპულაციის ჯამში, CHARM-ალტერნატიულში და CHARM-დამატებულში (HR 0.88, 95% CI 0.79-0.98, p=0.018) და სამივე კვლევაში (HR 0.91, 95% CI 0.83-1.00, p=0.055).
კარდიოვასკულური მიზეზით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე და CHF ჰოსპიტალიზაციაზე კანდესარტანის სასარგებლო ეფექტები შეთავსებადი იყო ასაკის, სქესის და თანმხლები მედიკამენტების მიუხედავად. კანდესარტანი აგრეთვე ეფექტური იყო პაციენტებში რომლებიც იღებდნენ ბეტა ბლოკერებს და აგფ ინჰიბიტორებს, სარგებლის მიღება ხდებოდა იმის მიუხედავად იღებდნენ თუ არა პაციენტები აგფ ინჰიბიტორებს გაიდლაინებით რეკომენდებული სამიზნე დოზებით.
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ CHF და მარცხენა პარკუჭის სისტოლური ფუნქციის დათრგუნვა (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია LVEF ≤40%), კანდესარტანი აქვეითებს სისხლძარღვთა სისტემურ წინააღმდეგობას და ფილტვის კაპილარების წნევას, ზრდის პლაზმაში რენინის აქტივობას და ანგიოტენზინ II კონცენტრაციას, აქვეითებს ალდოსტერონის დონეს.
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
აბსორბცია და განაწილება
ორალური მიღების შემდეგ კანდესარტან ცილექსეტილი გარდაიქმნება აქტიურ პრეპარატად კანდესარტანად. კანდესარტანის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 40%-ს შეადგენს კანდესარტან ცილექსეტილის ორალური ხსნარის მიღების შემდეგ. ტაბლეტის შედარებითი ბიოშეღწევადობა იგივე ორალურ ხსნართან შედარებით დაახლოებით 34%-ია, ძალიან მცირე ვარიაბელობით. აქედან გამომდინარე ტაბლეტის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 14%-ს. შრატში კონცენტრაცია ხაზოვნად იზრდება თერაპიული დოზირების ფარგლებში. არ აღინიშნა კანდესარტანის ფარმაკოკინეტიკის სქესთან დაკავშირებული განსხვავება. კანდესარტანის კონცენტრაცია დროის მრუდზე (AUC) მნიშვნელოვნად არ მოქმედებს საკვები.
კანდესარტანი მაღალი სიხშირით უკავშირდება პლაზმის ცილებს (99%-ზე მეტად). კანდესარტანის განაწილების მოცულობა შეადგენს 0.1 ლ/კგ-ს.
მეტაბოლიზმი და ელიმინაცია
კანდესარტანი ძირითადად გამოიყოფა შარდით და ნაღვლით, მხოლოდ მცირე რაოდენობა გამოიყოფა ღვიძლის მეტაბოლიზმით. კანდესარტანის ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 9 საათს. მრავლობითი დოზების მიღების შემდეგ აკუმულაცია არ აღინიშნება.
პლაზმიდან კანდესარტანის კლირენსი დაახლოებით 0.37მლ/წთ/კგ-ს შეადგენს, თირკმლით კლირენსი დაახლოებით 0.19მლ/წთ/კგ-ს. კანდესარტანის თირკმლით გამოყოფა ხდება გორგლოვანი ფილტრაციით და აქტიური მილაკოვანი სეკრეციით.
რადიოაქტიურად დანიშნული კანდესარტან ცილექსეტილის ორალური მიღების შემდეგ დოზის დაახლოებით 26% გამოიყოფა შარდში კანდესარტანის და 7% არაქტიური მეტაბოლიტის სახით, დოზის 56% ფეკალურ მასებში ისაზღვრება კანდესარტანის სახით, 10% არააქტიური მეტაბოლიტის სახით.
პაციენტის ფაქტორები
ხანდაზმულებში (65 წელზე უფროსი ასაკის) კანდესარტანის Cmax და AUC იზრდება დაახლოებით 50%-ით და 80%-ით, ახალგაზრდა სუბიექტებთან შედარებით. თუმცა სისხლის წნევის პასუხი და გვერდითი მოვლენების სიხშირე მსგავსია ატაკანდის დოზიების შემდეგ ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში.
თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში კანდესარტანის Cmax და AUC გაიზარდა განმეორებითი დოზირებისას დაახლოებით 50 და 70%-ით, მაგრამ ნახევარგამოყოფის პერიოდი არ შეცვლილა თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში შესაბამისი ცვლილებები შეადგენდა დაახლოებით 50 და 110%-ს. კანდესარტანის ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით გაორმაგდა თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების ფარმაკოკინეტიკა თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებული პაციენტების მსგავსი იყო .
ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში აღინიშნა კანდესარტანის AUC -ს 23%-ის ზრდა.
შემავსებლების ჩამონათვალი
კალციუმის კარმელოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, რკინის ოქსიდი E 172 ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი და მაკროგოლი.
შეფუთვა:
პირველადი შეფუთვა: 14 ტაბლეტი PVC/PVDC ბლისტერში.
მეორადი შეფუთვა: 2 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
30 თვე. გამოყენება არ შეიძლება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
ჩეპლაფარმ არცნაიმიტელ გმბჰ
ზიგელჰოფი 24, 17489 გრეიფსვალდი, გერმანია
მწარმოებელი ფირმის დასახელება და მისამართი
კლოკე ფარმა - სერვის გმბჰ, გერმანია
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


