პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

ასპირინ პლიუს ცე

ASPIRIN PLUS C

ურეცეპტოდ400მგ + 240 მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ASPİRİN PLUS C არის მედიკამენტი, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას და ვიტამინ C-ს და აქვს ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. თითოეული შუშხუნა ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 400 მგ აცეტილსალიცილის მჟავას და 240 მგ ვიტამინ C-ს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
acetylsalicylic acid + ვიტამინი (vitamin)
ფორმა და შეფუთვა
400მგ + 240 მგ შუშხუნა ტაბლეტი №10
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზური საშუალებები, სალიცილის მჟავა და წარმოებულები
ATC კოდი
N02BA51
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0442
რეგისტრირებულია
30 დეკემბერი 2022, მოქმედებს 30 დეკემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაასპირინ პლიუს ცე და სხვა წამალი ერთად

ასპირინ პლიუს ცე — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ASPİRİN PLUS C არის მედიკამენტი, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას და ვიტამინ C-ს და აქვს ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

თითოეული შუშხუნა ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 400 მგ აცეტილსალიცილის მჟავას და 240 მგ ვიტამინ C-ს. ASPİRİN PLUS C 10 ტაბლეტიანი შეფუთვის სახით არის წარმოდგენილი.

იგი გამოიყენება 16 წლისა და უფროსი ასაკის მოზარდებში და მოზრდილებში გაციებისა და გრიპის თანმხლები ტკივილისა და ცხელების დროს.

ASPİRİN PLUS C-ს მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

ASPİRİN PLUS C არ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში:

თუ ალერგიული ხართ აცეტილსალიცილის მჟავას, სხვა სალიცილატების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

თუ გაქვთ ანამნეზში ასთმის შემთხვევა გამოწვეული სალიცილატების ან მსგავსი ეფექტის მქონე ნივთიერებების, განსაკუთრებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც კორტიზონისგან არ არის მიღებული) გამოყენებით.

თუ გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.

თუ გაქვთ სისხლდენისკენ მიდრეკილება.

თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა.

თუ გაქვთ გულის მწვავე უკმარისობა.

თუ თქვენ იღებთ მეთოტრექსატს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კიბოს ან რევმატიზმის სამკურნალოდ) კვირაში 15 მგ ან მეტი დოზით.

თუ იმყოფებით ორსულობის ბოლო 3 თვეში.

ASPİRİN PLUS C-ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ:

თუ ალერგიული ხართ სხვა ტკივილგამაყუჩებლების, რევმატიზმის ან ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.

თუ გაქვთ ისეთი ჩივილები, როგორიცაა ალერგია (მაგ. კანის რეაქციები, ქავილი, ჭინჭრის ციება), ცხვირის პოლიპები (ცხვირის შიდა ზედაპირზე განვითარებული რბილი ქსოვილი), რესპირატორული დაავადებები.

თუ თქვენ ერთდროულად ანტიკოაგულანტებს იყენებთ,

თუ გქონიათ წყლულის (ჭრილობა) ან სისხლდენის მსგავსი საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადება.

თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის ან გულ-სისხლძარღვებთან დაკავშირებული დარღვევები.

თუ გაქვთ პოდაგრას დაავადება ან ამ დაავადებისკენ მიდრეკილება.

კბილის ამოღების ჩათვლით რაიმე სახის ოპერაცია თუ უნდა ჩაგიტარდეთ (რადგანაც სისხლდენის რისკი იზრდება ASPIRIN PLUS C-ს გამოყენების შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს და სტომოტოლოგს).

თუ გაქვთ კენჭები თირკმელებში.

თუ გაქვთ ისეთი სისხლის დაავადებები, როგორიცაა ხმელთაშუა ზღვის ანემია, რკინის დეპონირების დაავადების სახელით ცნობილი გენეტიკური დაავადება (ჰემოქრომატოზი), რომელიც ქსოვილებში ჭარბი რაოდენობით რკინის დაგროვებით არის გამოწვეული.

თუ გაქვთ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას (სისხლში შაქრის მეტაბოლიზმში სასიცოცხლო მნიშვნელობის ფერმენტი) მწვავე დეფიციტი.

ტკივილგამაყუჩებლების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი. თუ გექნებათ უფრო მეტი ტკივილგამაყუჩებლებით მკურნალობის სურვილი, ამან შეიძლება ტკივილის გაგრძელება გამოიწვიოს.

სხვა საჭირო გაფრთხილებები:

გამოიყენება 16 წლისა და უფროსი ასაკის მოზარდებში და მოზრდილებში.

ექიმის რჩევის გარეშე არ გამოიყენოთ ის ბავშვებში და მოზარდებში, განსაკუთრებით ცხელებით ან მის გარეშე მიმდინარე ისეთი ვირუსული ინფექციების დროს, როგორიცაა ჩუტყვავილა, გრიპი და ა.შ., რადგანაც რეიეს სინდრომის (იშვიათი დაავადება, რომელიც აზიანებს ტვინსა და ღვიძლს და შეიძლება იყოს ფატალური) ალბათობა არსებობს.

მოერიდეთ სხვა ტკივილგამაყუჩებლების და ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას ASPİRİN PLUS C-თან ერთად.

თუ გაქვთ თირკმელებში კენჭების წარმოქმნისკენ მიდრეკილება, ასკორბინის მჟავას გამოყენებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

თუ ტკივილგამაყუჩებლების გამოყენება ჩვევად იქცევა, ამან შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების დაზიანება, რაც შეიძლება თირკმლის უკმარისობამდეც მივიდეს. ეს შეიძლება გაიზარდოს განსაკუთრებით მაშინ, თუ სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელი პროდუქტი ერთად გამოიყენება.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.

ASPİRİN PLUS C-ს მიღება საკვებსა და სასმელთან ერთად

კუჭიდან სისხლდენის რისკი შეიძლება გაიზარდოს ASPİRİN PLUS C-ს ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას.

მიღების წესი და დოზირება

სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

16 წლისა და უფროსი ასაკის მოზარდებში და მოზრდილებში:

გამოყენებულ უნდა იქნას ყოველ 4-8 საათში ერთხელ განმეორებადი ფორმით 1-2 შუშხუნა ტაბლეტის ერთჯერადი (400-დან 800 მგ აცეტილსალიცილის მჟავას და 240-480 მგ ასკორბინის მჟავას ექვივალენტი) დოზის სახით.

არ გამოიყენოთ მაქსიმალურ დღიურ დოზაზე მეტი (1200-2400 მგ აცეტილსალიცილის მჟავისა და 720-1440 მგ ასკორბინის მჟავას ექვივალენტი), რომელიც 3-6 შუშხუნა ტაბლეტისგან შედგება.

მიღების გზა და მეთოდი:

შუშხუნა ტაბლეტებს კარგად უნდა გახსნათ ჭიქა წყალში და ისე მიიღოთ. არ მიიღოთ მედიკამენტი ცარიელ კუჭზე.

არ გამოიყენოთ ASPİRİN PLUS C 4 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ან მაღალი დოზებით ექიმთან ან სტომატოლოგთან კონსულტაციის გარეშე.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

მიღება ბავშვებში:

აცეტილსალიცილის მჟავას და ასკორბინის მჟავას კომბინაცია გამოიყენება 16 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებსა და მოზრდილებში.

ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდირებული. სპეციფიკური ჩვენების არარსებობის შემთხვევაში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული 16 წლამდე ასაკის პაციენტებში. თუ მედიკამენტს შეცდომით მიიღებთ, გაეცანის სიფრთხილის ზომების ნაწილს და მიმართეთ ექიმს.

მიღება ხანდაზმულებში:

არ არსებობს ინფორმაცია ხანდაზმულებში გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ. კონკრეტული დოზირების რეკომენდაცია არ არის მოცემული.

სპეციალური მიღების შემთხვევები:

ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა:

არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ღვიძლისა და თირკმლის მწვავე უკმარისობა.

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა, გამოიყენეთ პრეპარატი სიფრთხილით.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ASPİRİN PLUS C-ს ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭიროზე მეტი ASPİRİN PLUS C მიიღეთ:

ხანდაზმულ პაციენტებში და განსაკუთრებით ჩვილებში მოწამვლის ალბათობა უფრო სავარაუდოა.

გარდა ამისა, ბავშვების მიერ მედიკამენტის შემთხვევით მიღება ან მაღალი დოზებით გამოწვეული დოზის გადაჭარბება შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს.

თუ თქვენ დიდი ხნის განმავლობაში მიიღეთ იმაზე მეტი ASPİRİN PLUS C, ვიდრე საჭიროა, შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გაბრუება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, სმენის დაქვეითება, ოფლიანობა, გულისრევა, ღებინება და დაბნეულობა.

  • ზომიერი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ძალიან სწრაფი სუნთქვა, pH-ის მაჩვენებლების გაზრდა და სისხლის პლაზმაში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა სუნთქვის შედეგად, ოფლიანობა, გულისრევა და ღებინება.
  • სერიოზული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სისხლში pH-ის მჟავა მაჩვენებელი, შარდში მჟავის მაღალი დონე, ძალიან მაღალი ტემპერატურა, სასუნთქი სისტემის მაჩვენებლები: ძალიან სუსტი სუნთქვიდან დაწყებული სუნთქვის შეჩერებამდე და დახჩობამდე, გულსისხლძარღვთა სისტემის მაჩვენებლები: რითმის დარღვევა, არტერიული წნევის დაცემა და უეცარი სიკვდილი, წყლისა და ელექტროლიტების დაკარგვასთან დაკავშირებული მჩვენებლები: წყლის დაკარგვა, ძალიან მცირე რაოდენობით შარდვა და თირკმლის უკმარისობა, დარღვეული გლუკოზის მეტაბოლიზმი და ორგანიზმში კეტონის სხეულების ჭარბი ზრდა, ყურის შიშინი და დაყრუება, სისხლდენა კუჭნაწლავის სისტემაში, სისხლის შედედების სისტემის დაღრვევა, გაბრუება, გონების დაბინდვა, კომა და ეპილეფსიური კრუნჩხვები.

ასკორბინის მჟავას მწვავე და ქრონიკული დოზის გადაჭარბების შემთხვევები არის დაფიქსირებული სამეცნიერო პუბლიკაციებში. გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას ფერმენტის დეფიციტისა და კოაგულაციის დარღვევების მქონე პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წითელი უჯრედების განადგურება, ოქსალატის დონის მატება სისხლის შრატში და შარდში (თირკმელებში და ქსოვილებში წარმოიქმნება კრისტალები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა და ქვების წარმოქმნა). C ვიტამინის გადაჭარბებულმა მიღებამ პერორალურად ან ინტრავენურად შეიძლება გაზარდოს ეს მდგომარეობა.

თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი ASPİRİN PLUS C ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ASPİRİN PLUS C-ს მიღება:

გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

ASPİRİN PLUS C-თი მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:

მას არ აქვს ცნობილი ეფექტი.

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს ASPİRİN PLUS C-ს შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

ASPİRİN PLUS C-თი გამოვლენილი ყველა გვერდითი მოვლენა ჩამოთვლილია ქვემოთ მოცემულ კატეგორიებში;

ორსულობა და ძუძუთი კვება

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ASPİRİN PLUS C არ უნდა გამოიყენოთ ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში.

თუ გეგმავთ ორსულობას ან იმყოფებით ორსულობის პირველ 6 თვეში, არ გამოიყენოთ იგი ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

მკურნალობის დროს თუ აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

როდესაც მეძუძური ქალები ASPİRİN PLUS C-ს რეკომენდებული დოზებით იღებენ, მასში შემავალი აცეტილსალიცილის მჟავა შეიძლება გადავიდეს დედის რძეში იმდენი რაოდენობით, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მეძუძურ ბავშვზე. იშვიათი გამოყენების შემდეგ, ბავშვებზე გვერდითი მოვლენები ამ დრომდე არ არის დაფიქსირებული. ამის მიუხედავად, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, შეწყდება თუ არა ძუძუთი კვება ან ASPİRİN PLUS C-თი მკურნალობა. თუმცა, ძუძუთი კვება არ უნდა გაგრძელდეს მაღალი დოზების რეგულარული გამოყენებისას.

სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ASPİRİN PLUS C-ს შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 466,4 მგ ნატრიუმს თითოეულ ტაბლეტში.

ეს მდგომარეობა გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებიც კონტროლირებადი ნატრიუმის დიეტის ქვეშ იმყოფებიან.

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

ზოგიერთ პრეპარატთან ერთად გამოყენებისას ASPİRİN PLUS C-ს ან სხვა გამოყენებული პრეპარატის ეფექტი ან გვერდითი მოვლენები შეიძლება შეიცვალოს.

გთხოვთ, აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ შემდეგ მედიკამენტებს:

მეთოტრექსატი, რომელიც კიბოსა და რევმატიზმის სამკურნალოდ გამოიყენება.

მედიკამენტები, რომლებიც სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება.

ტკივილგამაყუჩებლები და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.

იბუპროფენი, რომელიც გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება.

სისხლის გამათხელებლები (ანტიკოაგულანტები), თრომბების გამხსნელები (თრომბოლიტიკები), მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ თრომბოციტების რაოდენობას სისხლში (როგორიცაა ანტითრომბოციტ-ტიკლოდიპინი, კლოპიდოგრელი).

მედიკამენტები, რომლებიც დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება (სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები).

დიგოქსინი, რომელიც გულის დაავადებების დროს გამოიყენება.

სულფონილურიის ჯგუფის ანტიდიაბეტური საშუალებები და ინსულინი, რომლებიც აქვეითებენ სისხლში შაქარის დონეს.

შარდმდენი მედიკამენტები (დიურეზული საშუალებები).

კორტიზონის ტიპის მედიკამენტები.

არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტები, როგორიცაა აგფ ინჰიბიტორები.

ვალპროის მჟავა, რომელიც ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოიყენება.

პრობენეციდის, სულფინპირაზონისა და ბენზბრომარონის მსგავსი მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ შარდმჟავას ექსკრეციის გაზრდით.

ლეიკემიისა და ლიმფომის სამკურნალოდ გამოყენებადი მედიკამენტები, როგორიცაა იბრიტუმომაბი, ომაცეტაქსინი, ტოსიტუმომაბი.

კალციუმის არხის ბლოკატორები, რომლებიც აქვეითებენ არტერიულ წნევას, დასატინიბი, რომელიც გამოიყენება ლეიკემიის სამკურნალოდ, გლუკოზამინი, რომელიც გამოიყენება სახსრების ხრტილების დაავადებებში, კეტოროლაკი, რომელიც გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი (ზემოქმედებს ნაზალურ/მთელ სისტემაზე), მულტივიტამინები, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, ნატრიუმის პოლისულფატი, რომელიც სისხლის გამათხელებლად გამოიყენება, კალიუმის ფოსფატი, რომეოიც გამოიყენება კალიუმის და ფოსფატის დეფიციტის დროს, ვიტამინი E, ამონიუმის ქლორიდი, რომელიც დიეტური მარილია, ტიპრანავირი, რომელიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების დროს, ტრეპროსტინილი, რომელიც გამოიყენება ფილტვის ჰიპერტენზიის - ფილტვის არტერიებში წნევის მომატების სამკურნალოდ.

ჰიალურონიდაზა, რომელიც გამოიყენება ლეიკემიის სამკურნალოდ.

მულტივიტამინები (A,D,E,K ვიტამინები, ფოლატი.

ტილუდრონატი, რომელიც ოსტეოპოროზის დროს გამოიყენება.

კარბოანჰიდრაზას ფერმენტები (ფერმენტები, რომლებიც ნახშირბადის მჟავას სისხლის წითელ უჯრედებში ნახშირორჟანგად და წყლად შლიან).

დეფეროქსამინი, რომელიც გამოიყენება რკინის ჭარბი რაოდენობით დაგროვების სამკურნალოდ.

ორალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ორსულობის თავიდან ასაცილებლად).

რკინის შემცველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ანემიის სამკურნალოდ (ასეთი პრეპარატები ზრდის C ვიტამინის და რკინის შეწოვას).

დისულფირამი (გამოიყენება ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალოდ)

მექსილეტინი (გამოიყენება გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ)

ფენიტოინი (წამალი, რომელიც ეპილეფსიის დროს გამოიყენება)

ბარბიტურატი (გამოიყენება სედატიური, ძილის გამომწვევი და ანესთეზიის მიზნით)

ტეტრაციკლინი (ანტიბიოტიკი)

ფლუფენაზინის მსგავსი ფენოთიაზინები (გამოიყენება ფსიქოლოგიურ დაავადებების დროს)

ვარფარინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად)

ანტიკონვულსანტები (გამოიყენება ეპილეფსიური კრუნჩხვების სამკურნალოდ).

C ვიტამინის მაღალი დოზები იწვევს შარდის მჟავიანობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მჟავას შემცველი წამლების მოულოდნელი რეაბსორბცია თირკმელში არსებული პატარა მილაკებიდან, რაც იწვევს არასასურველ ეფექტებს სისხლში მჟავას შემცველი პრეპარატების დონის გაზრდით. აღინიშნება ტუტოვანი პრეპარატების რეაბსორბციის დაქვეითება, რაც იწვევს მათი თერაპიული ეფექტის დაქვეითებას.

თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში.

ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: ვლინდება 1000-ში 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 10 000-ში 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობია: ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

აცეტილსალიცილის მჟავას შესაძლო გვერდითი მოვლენები:

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, შეწყვიტეთ ASPİRİN PLUS C-ს მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

რეაქციები კანზე

ჰიპერმგრძნობელობის რეაქიციები (განსაკუთრებით ასთმის მქონე პირებში)

სუნთქვის გაძნელება

არტერიული წნევის დაცემასთან ერთად მიმდინარე კანის მწვავე რეაქციები

ანგიონევროზული შეშუპება (ხელების, ფეხების, მაჯების, სახისა და ტუჩების შეშუპება და/ან ისეთი შეშუპება, რომელიც განსაკუთრებით პირის ღრუსა და ყელის შეშუპებას იწვევს და ართულებს ყლაპვასა და სუნთვქას)

ანაფილქასიური შოკი (უეცარი ჰიპერმგრძნობელობის ეფექტი)

ყველა მათგანი სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ASPİRİN PLUS C-ს მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. შესაძლებელია საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა და თქვენი ჰოსპიტალიზაცია.

ხშირი:

კუჭ-ნაწლავის ჩივილები, როგორიცაა წვის შეგრძნება გულმკერდის არეში გულძმარვის გამო, გულისრევა, ღებინება, კუჭისა და მუცლის ტკივილი.

არახშირი:

კანის რეაქციების მსგავსი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

იშვიათი:

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები სასუნთქ გზებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და გულ-სისხლძარღვთა სისტემაში (განსაკუთრებით ასთმის მქონე ადამიანებში),

არტერიული წნევის დაცემა,

კანის რეაქციების მსგავსი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ექსუდაციური ერითემა მულტიფორმული),

რესპირატორული დისტრესის შეტევები,

გამონადენი ცხვირიდან,

ცხვირის დახშობა,

უეცარი ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი),

ხელების, ფეხების, მაჯების, სახისა და ტუჩების შეშუპება და/ან ისეთი შეშუპება, რომელიც განსაკუთრებით პირის ღრუსა და ყელის შეშუპებას იწვევს და ართულებს ყლაპვასა და სუნთვქას (ანგიონევროზული შეშუპება)

კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რკინადეფიციტური ანემია (სისხლის ღებინება, შავი განავალი შეიძლება იყოს სისხლდენის ნიშანი),

კუჭ-ნაწლავის წყლული, რომელმაც შეიძლება პერფორაცია გამოიწვიოს,

კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებები,

ცერებრალური სისხლდენის გაზრდილი რისკი, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კონტროლს დაუქვემდებარებელი მაღალი წნევა და ამასთან ერთად სისხლის გამათხელებელ თერაპიას გადიან.

ძალიან იშვიათი:

ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის გაზრდა.

უცნობია:

სისხლდენის რისკის ზრდა (შესაძლო სისხლდენის გახანგრძლივებული დროის გამო შეიძლება დაფიქსირდეს სიმპტომები, როგორიცაა ცხვირიდან სისხლდენა, ღრძილების სისხლდენა, ან სისხლის დაგროვება კანქვეშ. ეს ეფექტი შეიძლება გამოყენების შემდეგ 4-8 დღის განმავლობაში გაგრძელდეს.),

გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას ფერმენტის (ფერმენტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სისხლში შაქრის მეტაბოლიზმში) დეფიციტის მქონე პაციენტებში ჰემოლიზი (სისხლის უჯრედების დაშლა), ჰემოლიზური ანემია (სისხლის უჯრედების დაშლის გამო ანემია),

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტინიტუსი, სმენის დაქვეითება და გონების აღრევა (ეს შეიძლება იყოს დოზის გადაჭარბების ნიშნები),

თირკმლის ფუნქციის დარღვევა (თირკმელების უეცარი უკმარისობა).

ვიტამინი C-ს შესაძლო გვერდითი მოვლენები:

უცნობია:

დიარეა, ღებინება, გულისრევა, ტკივილი კუჭ-ნაწლავის მიდამოში, მუცლის ტკივილი,

უეცარი ჰიპერმგრძნობელობის ეფექტი, ალერგიული შოკი,

თირკმლის კენჭების წარმოქმნა, ჰიპერკალციურია (ჭარბი რაოდენობით კალციუმის არსებობა შარდში).

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების აღრიცხვა

მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის და დგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.

როგორ შეინახოთ ASPİRİN PLUS C?

შეინახეთ ASPİRİN PLUS C ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.

შეინახეთ 250C-ზედაბალ ოთახის ტემპერატურაზე და მშრალ ადგილას

პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.

არ მიიღოთ ASPİRİN PLUS C შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

„ბოლო მოხმარების ვადა“ წარწერის შემდეგ დაწერილი ციფრი თვეს აღნიშნავს და იმ თვის ბოლო დღე არის გამოყენების ბოლო თარიღი.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:

Bayer Türk Kimya San. Ltd. Şti. (შპს. „ბაიერ თურქ ქიმია სან.“)

ფათიჰ სულთან მეჰმეთის უბანი, ბალქანის გამზირი N: 53

34770 უმრანიე/სტამბული

ტელ: 0216 528 36 00

ფაქსი: 0216 645 39 50

წარმოების ადგილი:

Sanofi İlaç. San. ve Tic. A.Ş. (სს. „სანოფი ილაჩ. სან. ვე თიჯ.“) ლულებურგაზ/ქირქლარელი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია 30/12/2021 წელს იქნა დადასტურებული.

C89114209/T-01/22-01

865469

290x170

92

Bayer

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ASPİRİN PLUS C 400 მგ/240 მგ შუშხუნა ტაბლეტი

მიიღება პერორალურად (პირით).

აქტიური ნივთიერება: თითოეული შუშხუნა ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 400 მგ აცეტილსალიცილის მჟავას და 240 მგ ვიტამინ C-ს.

დამხმარე ნივთიერებები: მონონატრიუმის ციტრატი, წყლის გარეშე ლიმონმჟავა, ნატრიუმის ბიკარბონატი, წყლის გარეშე ნატრიუმის კარბონატი.

გთხოვთ, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ მოხმარების წესებს, რადგან ინსტრუქცია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ მოხმარების ინსტრუქცია. შეიძლება მოგვიანებით ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;

თუ მედიკამენტი პირადად თქვენ დაგენიშნათ, არ მისცეთ სხვას;

მედიკამენტის მიღების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, თქვენს ექიმს უთხარით, რომ იღებთ ამ მედიკამენტს;

ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემულიწესები. არ მიიღოთ იმაზე მეტი ან ნაკლები დოზა, რაც დაგენიშნათ.

აღნიშნული მოხმარების ინსტრუქციაში მიიღებთ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

რა არის ASPİRİN PLUS C და რისთვის გამოიყენება?

ASPİRİN PLUS C -ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

როგორ უნდა მიიღოთ ASPİRİN PLUS C ?

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

როგორ შეინახოთ ASPİRİN PLUS C ?

რა არის ASPİRİN PLUS C და რისთვის გამოიყენება?

ASPİRİN PLUS C არის მედიკამენტი, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას და ვიტამინ C-ს და აქვს ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

თითოეული შუშხუნა ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 400 მგ აცეტილსალიცილის მჟავას და 240 მგ ვიტამინ C-ს. ASPİRİN PLUS C 10 ტაბლეტიანი შეფუთვის სახით არის წარმოდგენილი.

იგი გამოიყენება 16 წლისა და უფროსი ასაკის მოზარდებში და მოზრდილებში გაციებისა და გრიპის თანმხლები ტკივილისა და ცხელების დროს.

ASPİRİN PLUS C-ს მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

ASPİRİN PLUS C არ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში:

თუ ალერგიული ხართ აცეტილსალიცილის მჟავას, სხვა სალიცილატების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

თუ გაქვთ ანამნეზში ასთმის შემთხვევა გამოწვეული სალიცილატების ან მსგავსი ეფექტის მქონე ნივთიერებების, განსაკუთრებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც კორტიზონისგან არ არის მიღებული) გამოყენებით.

თუ გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.

თუ გაქვთ სისხლდენისკენ მიდრეკილება.

თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა.

თუ გაქვთ გულის მწვავე უკმარისობა.

თუ თქვენ იღებთ მეთოტრექსატს (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კიბოს ან რევმატიზმის სამკურნალოდ) კვირაში 15 მგ ან მეტი დოზით.

თუ იმყოფებით ორსულობის ბოლო 3 თვეში.

ASPİRİN PLUS C-ის მიღების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოიჩინეთ:

თუ ალერგიული ხართ სხვა ტკივილგამაყუჩებლების, რევმატიზმის ან ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.

თუ გაქვთ ისეთი ჩივილები, როგორიცაა ალერგია (მაგ. კანის რეაქციები, ქავილი, ჭინჭრის ციება), ცხვირის პოლიპები (ცხვირის შიდა ზედაპირზე განვითარებული რბილი ქსოვილი), რესპირატორული დაავადებები.

თუ თქვენ ერთდროულად ანტიკოაგულანტებს იყენებთ,

თუ გქონიათ წყლულის (ჭრილობა) ან სისხლდენის მსგავსი საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადება.

თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის ან გულ-სისხლძარღვებთან დაკავშირებული დარღვევები.

თუ გაქვთ პოდაგრას დაავადება ან ამ დაავადებისკენ მიდრეკილება.

კბილის ამოღების ჩათვლით რაიმე სახის ოპერაცია თუ უნდა ჩაგიტარდეთ (რადგანაც სისხლდენის რისკი იზრდება ASPIRIN PLUS C-ს გამოყენების შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს და სტომოტოლოგს).

თუ გაქვთ კენჭები თირკმელებში.

თუ გაქვთ ისეთი სისხლის დაავადებები, როგორიცაა ხმელთაშუა ზღვის ანემია, რკინის დეპონირების დაავადების სახელით ცნობილი გენეტიკური დაავადება (ჰემოქრომატოზი), რომელიც ქსოვილებში ჭარბი რაოდენობით რკინის დაგროვებით არის გამოწვეული.

თუ გაქვთ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას (სისხლში შაქრის მეტაბოლიზმში სასიცოცხლო მნიშვნელობის ფერმენტი) მწვავე დეფიციტი.

ტკივილგამაყუჩებლების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი. თუ გექნებათ უფრო მეტი ტკივილგამაყუჩებლებით მკურნალობის სურვილი, ამან შეიძლება ტკივილის გაგრძელება გამოიწვიოს.

სხვა საჭირო გაფრთხილებები:

გამოიყენება 16 წლისა და უფროსი ასაკის მოზარდებში და მოზრდილებში.

ექიმის რჩევის გარეშე არ გამოიყენოთ ის ბავშვებში და მოზარდებში, განსაკუთრებით ცხელებით ან მის გარეშე მიმდინარე ისეთი ვირუსული ინფექციების დროს, როგორიცაა ჩუტყვავილა, გრიპი და ა.შ., რადგანაც რეიეს სინდრომის (იშვიათი დაავადება, რომელიც აზიანებს ტვინსა და ღვიძლს და შეიძლება იყოს ფატალური) ალბათობა არსებობს.

მოერიდეთ სხვა ტკივილგამაყუჩებლების და ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას ASPİRİN PLUS C-თან ერთად.

თუ გაქვთ თირკმელებში კენჭების წარმოქმნისკენ მიდრეკილება, ასკორბინის მჟავას გამოყენებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

თუ ტკივილგამაყუჩებლების გამოყენება ჩვევად იქცევა, ამან შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების დაზიანება, რაც შეიძლება თირკმლის უკმარისობამდეც მივიდეს. ეს შეიძლება გაიზარდოს განსაკუთრებით მაშინ, თუ სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელი პროდუქტი ერთად გამოიყენება.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.

ASPİRİN PLUS C-ს მიღება საკვებსა და სასმელთან ერთად

კუჭიდან სისხლდენის რისკი შეიძლება გაიზარდოს ASPİRİN PLUS C-ს ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას.

ორსულობა

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ASPİRİN PLUS C არ უნდა გამოიყენოთ ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში.

თუ გეგმავთ ორსულობას ან იმყოფებით ორსულობის პირველ 6 თვეში, არ გამოიყენოთ იგი ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

მკურნალობის დროს თუ აღმოაჩენთ რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როდესაც მეძუძური ქალები ASPİRİN PLUS C-ს რეკომენდებული დოზებით იღებენ, მასში შემავალი აცეტილსალიცილის მჟავა შეიძლება გადავიდეს დედის რძეში იმდენი რაოდენობით, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მეძუძურ ბავშვზე. იშვიათი გამოყენების შემდეგ, ბავშვებზე გვერდითი მოვლენები ამ დრომდე არ არის დაფიქსირებული. ამის მიუხედავად, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, შეწყდება თუ არა ძუძუთი კვება ან ASPİRİN PLUS C-თი მკურნალობა. თუმცა, ძუძუთი კვება არ უნდა გაგრძელდეს მაღალი დოზების რეგულარული გამოყენებისას.

სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და დანადგარებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება არ დაფიქსირებულა.

ASPİRİN PLUS C-ს შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი დამხარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 466,4 მგ ნატრიუმს თითოეულ ტაბლეტში.

ეს მდგომარეობა გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებიც კონტროლირებადი ნატრიუმის დიეტის ქვეშ იმყოფებიან.

სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება

ზოგიერთ პრეპარატთან ერთად გამოყენებისას ASPİRİN PLUS C-ს ან სხვა გამოყენებული პრეპარატის ეფექტი ან გვერდითი მოვლენები შეიძლება შეიცვალოს.

გთხოვთ, აცნობეთ ექიმს, თუ იყენებთ შემდეგ მედიკამენტებს:

მეთოტრექსატი, რომელიც კიბოსა და რევმატიზმის სამკურნალოდ გამოიყენება.

მედიკამენტები, რომლებიც სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება.

ტკივილგამაყუჩებლები და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები.

იბუპროფენი, რომელიც გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება.

სისხლის გამათხელებლები (ანტიკოაგულანტები), თრომბების გამხსნელები (თრომბოლიტიკები), მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ თრომბოციტების რაოდენობას სისხლში (როგორიცაა ანტითრომბოციტ-ტიკლოდიპინი, კლოპიდოგრელი).

მედიკამენტები, რომლებიც დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება (სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები).

დიგოქსინი, რომელიც გულის დაავადებების დროს გამოიყენება.

სულფონილურიის ჯგუფის ანტიდიაბეტური საშუალებები და ინსულინი, რომლებიც აქვეითებენ სისხლში შაქარის დონეს.

შარდმდენი მედიკამენტები (დიურეზული საშუალებები).

კორტიზონის ტიპის მედიკამენტები.

არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტები, როგორიცაა აგფ ინჰიბიტორები.

ვალპროის მჟავა, რომელიც ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოიყენება.

პრობენეციდის, სულფინპირაზონისა და ბენზბრომარონის მსგავსი მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ შარდმჟავას ექსკრეციის გაზრდით.

ლეიკემიისა და ლიმფომის სამკურნალოდ გამოყენებადი მედიკამენტები, როგორიცაა იბრიტუმომაბი, ომაცეტაქსინი, ტოსიტუმომაბი.

კალციუმის არხის ბლოკატორები, რომლებიც აქვეითებენ არტერიულ წნევას, დასატინიბი, რომელიც გამოიყენება ლეიკემიის სამკურნალოდ, გლუკოზამინი, რომელიც გამოიყენება სახსრების ხრტილების დაავადებებში, კეტოროლაკი, რომელიც გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი (ზემოქმედებს ნაზალურ/მთელ სისტემაზე), მულტივიტამინები, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, ნატრიუმის პოლისულფატი, რომელიც სისხლის გამათხელებლად გამოიყენება, კალიუმის ფოსფატი, რომეოიც გამოიყენება კალიუმის და ფოსფატის დეფიციტის დროს, ვიტამინი E, ამონიუმის ქლორიდი, რომელიც დიეტური მარილია, ტიპრანავირი, რომელიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების დროს, ტრეპროსტინილი, რომელიც გამოიყენება ფილტვის ჰიპერტენზიის - ფილტვის არტერიებში წნევის მომატების სამკურნალოდ.

ჰიალურონიდაზა, რომელიც გამოიყენება ლეიკემიის სამკურნალოდ.

მულტივიტამინები (A,D,E,K ვიტამინები, ფოლატი.

ტილუდრონატი, რომელიც ოსტეოპოროზის დროს გამოიყენება.

კარბოანჰიდრაზას ფერმენტები (ფერმენტები, რომლებიც ნახშირბადის მჟავას სისხლის წითელ უჯრედებში ნახშირორჟანგად და წყლად შლიან).

დეფეროქსამინი, რომელიც გამოიყენება რკინის ჭარბი რაოდენობით დაგროვების სამკურნალოდ.

ორალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ორსულობის თავიდან ასაცილებლად).

რკინის შემცველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ანემიის სამკურნალოდ (ასეთი პრეპარატები ზრდის C ვიტამინის და რკინის შეწოვას).

დისულფირამი (გამოიყენება ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალოდ)

მექსილეტინი (გამოიყენება გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ)

ფენიტოინი (წამალი, რომელიც ეპილეფსიის დროს გამოიყენება)

ბარბიტურატი (გამოიყენება სედატიური, ძილის გამომწვევი და ანესთეზიის მიზნით)

ტეტრაციკლინი (ანტიბიოტიკი)

ფლუფენაზინის მსგავსი ფენოთიაზინები (გამოიყენება ფსიქოლოგიურ დაავადებების დროს)

ვარფარინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად)

ანტიკონვულსანტები (გამოიყენება ეპილეფსიური კრუნჩხვების სამკურნალოდ).

C ვიტამინის მაღალი დოზები იწვევს შარდის მჟავიანობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მჟავას შემცველი წამლების მოულოდნელი რეაბსორბცია თირკმელში არსებული პატარა მილაკებიდან, რაც იწვევს არასასურველ ეფექტებს სისხლში მჟავას შემცველი პრეპარატების დონის გაზრდით. აღინიშნება ტუტოვანი პრეპარატების რეაბსორბციის დაქვეითება, რაც იწვევს მათი თერაპიული ეფექტის დაქვეითებას.

თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს, გთხოვთ, აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ უნდა მიიღოთ ASPİRİN PLUS C?

სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

16 წლისა და უფროსი ასაკის მოზარდებში და მოზრდილებში:

გამოყენებულ უნდა იქნას ყოველ 4-8 საათში ერთხელ განმეორებადი ფორმით 1-2 შუშხუნა ტაბლეტის ერთჯერადი (400-დან 800 მგ აცეტილსალიცილის მჟავას და 240-480 მგ ასკორბინის მჟავას ექვივალენტი) დოზის სახით.

არ გამოიყენოთ მაქსიმალურ დღიურ დოზაზე მეტი (1200-2400 მგ აცეტილსალიცილის მჟავისა და 720-1440 მგ ასკორბინის მჟავას ექვივალენტი), რომელიც 3-6 შუშხუნა ტაბლეტისგან შედგება.

მიღების გზა და მეთოდი:

შუშხუნა ტაბლეტებს კარგად უნდა გახსნათ ჭიქა წყალში და ისე მიიღოთ. არ მიიღოთ მედიკამენტი ცარიელ კუჭზე.

არ გამოიყენოთ ASPİRİN PLUS C 4 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ან მაღალი დოზებით ექიმთან ან სტომატოლოგთან კონსულტაციის გარეშე.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

მიღება ბავშვებში:

აცეტილსალიცილის მჟავას და ასკორბინის მჟავას კომბინაცია გამოიყენება 16 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებსა და მოზრდილებში.

ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდირებული. სპეციფიკური ჩვენების არარსებობის შემთხვევაში მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული 16 წლამდე ასაკის პაციენტებში. თუ მედიკამენტს შეცდომით მიიღებთ, გაეცანის სიფრთხილის ზომების ნაწილს და მიმართეთ ექიმს.

მიღება ხანდაზმულებში:

არ არსებობს ინფორმაცია ხანდაზმულებში გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ. კონკრეტული დოზირების რეკომენდაცია არ არის მოცემული.

სპეციალური მიღების შემთხვევები:

ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა:

არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ღვიძლისა და თირკმლის მწვავე უკმარისობა.

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა, გამოიყენეთ პრეპარატი სიფრთხილით.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ASPİRİN PLUS C-ს ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ საჭიროზე მეტი ASPİRİN PLUS C მიიღეთ:

ხანდაზმულ პაციენტებში და განსაკუთრებით ჩვილებში მოწამვლის ალბათობა უფრო სავარაუდოა.

გარდა ამისა, ბავშვების მიერ მედიკამენტის შემთხვევით მიღება ან მაღალი დოზებით გამოწვეული დოზის გადაჭარბება შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს.

თუ თქვენ დიდი ხნის განმავლობაში მიიღეთ იმაზე მეტი ASPİRİN PLUS C, ვიდრე საჭიროა, შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გაბრუება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, სმენის დაქვეითება, ოფლიანობა, გულისრევა, ღებინება და დაბნეულობა.

  • ზომიერი დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ძალიან სწრაფი სუნთქვა, pH-ის მაჩვენებლების გაზრდა და სისხლის პლაზმაში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა სუნთქვის შედეგად, ოფლიანობა, გულისრევა და ღებინება.
  • სერიოზული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სისხლში pH-ის მჟავა მაჩვენებელი, შარდში მჟავის მაღალი დონე, ძალიან მაღალი ტემპერატურა, სასუნთქი სისტემის მაჩვენებლები: ძალიან სუსტი სუნთქვიდან დაწყებული სუნთქვის შეჩერებამდე და დახჩობამდე, გულსისხლძარღვთა სისტემის მაჩვენებლები: რითმის დარღვევა, არტერიული წნევის დაცემა და უეცარი სიკვდილი, წყლისა და ელექტროლიტების დაკარგვასთან დაკავშირებული მჩვენებლები: წყლის დაკარგვა, ძალიან მცირე რაოდენობით შარდვა და თირკმლის უკმარისობა, დარღვეული გლუკოზის მეტაბოლიზმი და ორგანიზმში კეტონის სხეულების ჭარბი ზრდა, ყურის შიშინი და დაყრუება, სისხლდენა კუჭნაწლავის სისტემაში, სისხლის შედედების სისტემის დაღრვევა, გაბრუება, გონების დაბინდვა, კომა და ეპილეფსიური კრუნჩხვები.

ასკორბინის მჟავას მწვავე და ქრონიკული დოზის გადაჭარბების შემთხვევები არის დაფიქსირებული სამეცნიერო პუბლიკაციებში. გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას ფერმენტის დეფიციტისა და კოაგულაციის დარღვევების მქონე პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წითელი უჯრედების განადგურება, ოქსალატის დონის მატება სისხლის შრატში და შარდში (თირკმელებში და ქსოვილებში წარმოიქმნება კრისტალები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა და ქვების წარმოქმნა). C ვიტამინის გადაჭარბებულმა მიღებამ პერორალურად ან ინტრავენურად შეიძლება გაზარდოს ეს მდგომარეობა.

თუ თქვენ გამოიყენეთ იმაზე მეტი ASPİRİN PLUS C ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ASPİRİN PLUS C-ს მიღება:

გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

ASPİRİN PLUS C-თი მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში განვითარებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:

მას არ აქვს ცნობილი ეფექტი.

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს ASPİRİN PLUS C-ს შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.

ASPİRİN PLUS C-თი გამოვლენილი ყველა გვერდითი მოვლენა ჩამოთვლილია ქვემოთ მოცემულ კატეგორიებში;

გვერდითი მოვლენები სიხშირის მიხედვით შემდეგ კატეგორიებად კლასიფიცირდება:

ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში.

ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: ვლინდება 1000-ში 1-ზე ნაკლებ პაციენტში, თუმცა 10 000-ში 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობია: ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

აცეტილსალიცილის მჟავას შესაძლო გვერდითი მოვლენები:

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მოხდა, შეწყვიტეთ ASPİRİN PLUS C-ს მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

რეაქციები კანზე

ჰიპერმგრძნობელობის რეაქიციები (განსაკუთრებით ასთმის მქონე პირებში)

სუნთქვის გაძნელება

არტერიული წნევის დაცემასთან ერთად მიმდინარე კანის მწვავე რეაქციები

ანგიონევროზული შეშუპება (ხელების, ფეხების, მაჯების, სახისა და ტუჩების შეშუპება და/ან ისეთი შეშუპება, რომელიც განსაკუთრებით პირის ღრუსა და ყელის შეშუპებას იწვევს და ართულებს ყლაპვასა და სუნთვქას)

ანაფილქასიური შოკი (უეცარი ჰიპერმგრძნობელობის ეფექტი)

ყველა მათგანი სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ASPİRİN PLUS C-ს მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. შესაძლებელია საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა და თქვენი ჰოსპიტალიზაცია.

ხშირი:

კუჭ-ნაწლავის ჩივილები, როგორიცაა წვის შეგრძნება გულმკერდის არეში გულძმარვის გამო, გულისრევა, ღებინება, კუჭისა და მუცლის ტკივილი.

არახშირი:

კანის რეაქციების მსგავსი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

იშვიათი:

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები სასუნთქ გზებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და გულ-სისხლძარღვთა სისტემაში (განსაკუთრებით ასთმის მქონე ადამიანებში),

არტერიული წნევის დაცემა,

კანის რეაქციების მსგავსი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ექსუდაციური ერითემა მულტიფორმული),

რესპირატორული დისტრესის შეტევები,

გამონადენი ცხვირიდან,

ცხვირის დახშობა,

უეცარი ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი),

ხელების, ფეხების, მაჯების, სახისა და ტუჩების შეშუპება და/ან ისეთი შეშუპება, რომელიც განსაკუთრებით პირის ღრუსა და ყელის შეშუპებას იწვევს და ართულებს ყლაპვასა და სუნთვქას (ანგიონევროზული შეშუპება)

კუჭ-ნაწლავის სისხლდენა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რკინადეფიციტური ანემია (სისხლის ღებინება, შავი განავალი შეიძლება იყოს სისხლდენის ნიშანი),

კუჭ-ნაწლავის წყლული, რომელმაც შეიძლება პერფორაცია გამოიწვიოს,

კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებები,

ცერებრალური სისხლდენის გაზრდილი რისკი, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ კონტროლს დაუქვემდებარებელი მაღალი წნევა და ამასთან ერთად სისხლის გამათხელებელ თერაპიას გადიან.

ძალიან იშვიათი:

ღვიძლის ფერმენტების რაოდენობის გაზრდა.

უცნობია:

სისხლდენის რისკის ზრდა (შესაძლო სისხლდენის გახანგრძლივებული დროის გამო შეიძლება დაფიქსირდეს სიმპტომები, როგორიცაა ცხვირიდან სისხლდენა, ღრძილების სისხლდენა, ან სისხლის დაგროვება კანქვეშ. ეს ეფექტი შეიძლება გამოყენების შემდეგ 4-8 დღის განმავლობაში გაგრძელდეს.),

გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას ფერმენტის (ფერმენტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სისხლში შაქრის მეტაბოლიზმში) დეფიციტის მქონე პაციენტებში ჰემოლიზი (სისხლის უჯრედების დაშლა), ჰემოლიზური ანემია (სისხლის უჯრედების დაშლის გამო ანემია),

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტინიტუსი, სმენის დაქვეითება და გონების აღრევა (ეს შეიძლება იყოს დოზის გადაჭარბების ნიშნები),

თირკმლის ფუნქციის დარღვევა (თირკმელების უეცარი უკმარისობა).

ვიტამინი C-ს შესაძლო გვერდითი მოვლენები:

უცნობია:

დიარეა, ღებინება, გულისრევა, ტკივილი კუჭ-ნაწლავის მიდამოში, მუცლის ტკივილი,

უეცარი ჰიპერმგრძნობელობის ეფექტი, ალერგიული შოკი,

თირკმლის კენჭების წარმოქმნა, ჰიპერკალციურია (ჭარბი რაოდენობით კალციუმის არსებობა შარდში).

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების აღრიცხვა

მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის და დგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.

როგორ შეინახოთ ASPİRİN PLUS C?

შეინახეთ ASPİRİN PLUS C ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.

შეინახეთ 250C-ზედაბალ ოთახის ტემპერატურაზე და მშრალ ადგილას

პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას.

არ მიიღოთ ASPİRİN PLUS C შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

„ბოლო მოხმარების ვადა“ წარწერის შემდეგ დაწერილი ციფრი თვეს აღნიშნავს და იმ თვის ბოლო დღე არის გამოყენების ბოლო თარიღი.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:

Bayer Türk Kimya San. Ltd. Şti. (შპს. „ბაიერ თურქ ქიმია სან.“)

ფათიჰ სულთან მეჰმეთის უბანი, ბალქანის გამზირი N: 53

34770 უმრანიე/სტამბული

ტელ: 0216 528 36 00

ფაქსი: 0216 645 39 50

წარმოების ადგილი:

Sanofi İlaç. San. ve Tic. A.Ş. (სს. „სანოფი ილაჩ. სან. ვე თიჯ.“) ლულებურგაზ/ქირქლარელი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია 30/12/2021 წელს იქნა დადასტურებული.

C89114209/T-01/22-01

865469

290x170

92

Bayer

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა