პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტითრომბოზული საშუალებები

ასპირინი EC

ASPIRIN® EC

ურეცეპტოდ100მგინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

ასპირინის EC აქტიური ნივთიერება არის აცეტილსალიცილის მჟავა, რომელიც მიეკუთვნება ანალგეზიურ, სიცხის დამწევ და ანტი-თრომბოზული პრეპარატების ჯგუფს. ასპირინი EC გამოიყენება: ტკივილი მცირე ან ზომიერი ინტენსივობის, როგორიცაა თავის ტკივილი, ნევრალგია, მიალგია, სახსრების ტკივილი და ვისცერული წარმოშობის ტკივილები. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
acetylsalicylic acid
ფორმა და შეფუთვა
100მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
მწარმოებელი
Bayer Bitterfeld GmbH, გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტითრომბოზული საშუალეები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები (გარდა ჰეპარინისა)
ATC კოდი
B01AC06
რეგისტრაციის ნომერი
რ-023451
რეგისტრირებულია
2 ოქტომბერი 2017, მოქმედებს 2 ოქტომბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „SmartPharm“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაასპირინი EC და სხვა წამალი ერთად

ასპირინი EC — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ასპირინის EC აქტიური ნივთიერება არის აცეტილსალიცილის მჟავა, რომელიც მიეკუთვნება ანალგეზიურ, სიცხის დამწევ და ანტი-თრომბოზული პრეპარატების ჯგუფს.

ასპირინი EC გამოიყენება:

ტკივილი მცირე ან ზომიერი ინტენსივობის, როგორიცაა თავის ტკივილი, ნევრალგია, მიალგია, სახსრების ტკივილი და ვისცერული წარმოშობის ტკივილები.

ცხელებისთვის.

განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკისთვის.

იშემიური ინსულტის განვითარების რისკის შესამცირებლად.

ტრანზიტორული იშემიური შეტევის (ტიშ) და იშემიური ინსულტის რისკის შესამცირებლად პაციენტებში ტრანზიტორული იშემიური შეტევით.

პაციენტებში სტაბილური და არასტაბილური სტენოკარდიის რისკის შესამცირებლად.

კორონარული არტერიების თრომბოზის პროფილაქტიკისთვის, მრავლობითი რისკ-ფაქტორების არსებობისას, ისეთი როგორიცაა ჰიპერტონია, ჰიპერლიპიდემია, დიაბეტი, მწეველი პაციენტი.

თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევის შემდეგ, კაშ ოპერაცია (კორონალური არტერიის შუნტირება, კაროტიდული ენდარტერექტომია, არტერიოვენოზური შუნტირება.

თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევის შემდეგ ან სისხლძარღვთა ქირურგიის შემდეგ მაგ. პტკა (პერკუტანული ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა).

  • მნიშვნელოვენი ინფორმაცია ასპირინის EC მიღებამდე

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ აღნიშნული პრეპარატი ექიმის ზუსტი დანიშნულების დაცვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიიღება პერორალურად. გასტრორეზისტენტული ტაბლეტები უმჯობესია მიიღოთ ჭამამდე, წყლის საკმარისი რაოდენობის მიყოლებით.

აცეტილსალიცილის მჟავა არ უნდა იქნას მიღებული 3-5 დღეზე მეტ ხანს, ექიმის დანიშნულების გარეშე.

ზრდასრულები

ტკივილგამაყუჩებელი-სიცხის დამწევი: 300 – 900 მგ, 4-8 სთ-ში ერთხელ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 გ-ს.

ასევე:

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი:

საწყისი დოზა შეადგენს: 160-325 მგ-ს და ინიშნება მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს: 160-325 მგ დღეში, 30 დღის განმავლობაში ინფარქტის შემდეგ. 30 დღის შემდეგ მკურნალობა გრძელდება მიოკარდიუმის ინფარქტის განმეორების პრევენციისთვის.

ინსულტის განმეორების პროფილაქტიკისთვის: 80-100 მგ დღეში.

ინსულტის მეორადი პროფილაქტიკისთვის: 80-325 მგ დღეში.

ტრანზისტორული იშემიური ინსულტი: 80-325 მგ დღეში.

სტაბილური და არასტაბილური სტენოკარდიის მქონე პაციენტებში: 80-325 მგ დღეში.

კანქვეშა ტრანსლუმინარული კორონალური ანგიოპლასტიკა (PTCA): 80-325 მგ დღეში.

ვენების თრომბოზის და ფილტვის ემბოლიის პროფილაქტიკა - 80-200 მგ დღეში ან 300-325 მგ დღე გამოშვებით.

ინფარქტის რისკის შესამცირებლად: 80-100 მგ დღეში ან 300-325 მგ დღე გამოშვებით.

გამოყემება ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვები 12 წლიდან

ბავშვები 12 წლამდე

ტკივილგამაყუჩებელი: 10-15 მგ/კგ, 4სთ-ში ერთხელ 60 მგ-მდე დღეში.

სიცხის დამწევი: არაა რეკომენდებული 12 წლამდე ბავშვებში (იხილეთ თავი “ბავშვებში და მოზარდებში გამოყენება”).

იმ შემთხვევაში თუ შემთხვევით მოხდა ამ ასაკობრივ ჯგუფში აღნიშნულის მიღება, გაეცანით თავს “მითითებები და სიფრთხილის ზომები”.

თუ მიიღეთ ასპირინი EC დანიშნულზე მეტი დოზით

სალიცილატების ტოქსიკურობა (დოზები რომლებიც აღემატება 100მგ/კგ-ს დღეში ორი დღის განმავლობაში შესაძლებელია გახდეს ტოკსიკურობის გამომწვევი), შესაძლოა იყოს ქრონიკული მოწამვლის მიზეზი გამოწვეული ზედოზირების შედეგად, რამაც შეუძლება საფრთხე შეუქმნას ჯანმრთელობას (ბავშვების მიერ შემთხვევითი გადაყლაპვის).

სალიცილატებით ქრონიკული მოწამვლა შესაძლოა იყოს სახიფათო, რადგან მას არ გააჩნია სპეციფიური სიმპტომები. მსუბუქი ქრონიკული მოწამვლა ძირითადათ ხდება სალიცილატების მრავალჯერადი ხანგრძლივი გამოყენების შედეგად ან მაღალი დოზებით მიღებისას. შიმპტომები მოიცავს თავბრუს ხვევას, ყურებში შუილს, სმენის დაკარგვას, ვერტიგოს, ოფლიანობას, გულისრევას, ღებინებას, თავის ტკივილს, გონების არევას, ამ სიმპტომების რეგილირება შეიძლება დოზის შემცირებით. ყურებში შუილი შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში კონცენტაციამ 150-300 მკგ/მლ. უფრო სერიოზული სიმპტომები ვითარდება სისხლში 300 და მეტი მგ/მლ კონცენტრაციის შედეგად.

სალიცილატებით ინტოქსიკაციის ძირითადი დახასიათება

მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა, რომელთა სიმძიმე დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და მოწამვლის სიმძიმეზე. ბავშვებში ყველაზე გავრცელებული სიმპტომი არის მეტაბოლური აციდოზი. მოწამვლის სიმძიმე მხოლოდ სისხლში კონცენტრაციით არ ფასდება. აცეტილსალიცილის მჟავის აბსორბციის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კუჭის გამორეცხვა. აცეტილსალიცილის მჟავით ინტოქსიკაციის მკურნალობა განისაზღვრება სიმპტომების სიმძიმის შესაბამისად. თავდაპირველად უნდა გამოიდევნოს ორგანიზმიდან მიღებული მედიკამენტის ჭარბი დოზა და დარეგულირდეს ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი ბალანსი.

სალიცილატებით ინტოქსიკაციის პათოფიზიოლოგიური სირთულის გამო სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

სიმპტომები

აღმოჩენები

თერაპიული ზომები

ზომიერი ინტოქსიკაცია

კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, ტუტე დიურეზი.

ალვეოლარული ჰიპერვენტილაციის შედეგად გამოწვეული რესპირატორული ალკალოზი

ალკალიმია, ალკალოიდი

სითხის და ელექტროლიტების რეგულირება

ოფლიანობა, ღებინება, გულისრევა

საშუალოდან რთულ ინტოქსიკაციამდე

კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, ტუტე დიურეზი, მძიმე შემთხვევებში ჰემოფილტრაცია

რესპირატორული ალკალოზი კომპენსირებული მეტაბოლური აციდოზით

აციდოზი, აციდურია

სითხის და ელექტროლიტების რეგულირება

ჰიპერთერმია

სითხის და ელექტროლიტების რეგულირება

რესპირატორული: შესაძლოა ჰიპერვენტილაცია და ფილტვის კარდიოგენული შეშუპება ასფიქციით

გულ-სისხლძარღვთა: არითმია, ჰიპოტონია

მაგ. არტერიული წნევის ცვლილება, ეკგ ცვლილება

სითხის და ელექტროლიტების დაკარგვა: დეჰიდრატაცია, ოლიგურია თირკმლის უკმარისობით

მაგ. ჰიპოკალემია, ჰიპერნატრიემია, ჰიპონატრიემია, ცვლილებები თირკმლის ფუნქციაში

სითხის და ელექტროლიტების რეგულირება

გლუკოზის შემცირებული მეტაბოლიზმი, კეტოზი

ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია (განსაკუთრებით ბავშვებში), კეტონების დონის აწევა

ყურებში შუილი, სმენის დაკარგვა

კუჭ-ნაწლავის მხრივ: სისხლდენა

სისხლმბადი: თრომბოციტების ინჰიბირება და სისხლის შედედების დარღვევები

პროთრომბინული დროის გახანგრძლივება (PT), ჰიპოპროთრომბინემია

ცენტრალური ნერვული სისტემა: ტოქსიკური ენცეფალოპათია, ლეთარგია, არეული გონება, კომა, კრუნჩვები

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

თუ გამოგრჩათ აღნიშნული პრეპარატის მიღება, მიიღეთ დანიშნული დოზა გახსენებისთანავე, და განაგრძეთ მიღება ჩვეული განრიგით. არ მიიღოთ გაორმაგებული დოზები.

თუ შეწყვეტთ ასპირინის EC მიღებას

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები აღნიშნულ მედიკამენტთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე), აცეტილსალიცინის მჟავას, სხვა სალიცილატების, ან ამ პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

თუ წარსულში გქონდათ ასთმა, გამოწვეული სალიცილატებისა და მსგავსი მოქმედების სუბსტანციების მიღებით, განსაკუთრებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებისა, ან სხვა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგია).

თუ გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური წყლული, ჰემორაგიული დიათეზი.

თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა.

თუ გაქვთ გულის მწვავე უკმარისობა.

თუ გაქვთ მიდრეკილება სისხლდენისადმი (ჰემოფილია).

თუ მკურნალობთ ჰეპარინით.

თუ ხართ ალერგიული სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ (ინდომეტაცინი, იბუპროფენი, ფენილბუტაზონი, დიფლუზოლი).

თუ იღებთ მეტოტრექსატს 15 მგ ან მეტს კვირაში (იხილეთ “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).

თუ იმყოფებით ორსულიბის ბოლო ტრიმესტრში (იხილეთ “ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი”).

მითითებები და სიფრთხილის ზომები

ასპირინის EC მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმის წინასწარი გამოკვლევის, კონტროლისა და დანიშნულების გარეშე მეორიდეთ სალიცილატების მიღებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ აცეტილსალიცილის მჟავის მიღებისას შემდეგ შემთხვევებში:

თუ ხართ ჰიპერმგრძნობიარე ანალგეზიური საშუალებების/ ანთების საწინააღმდეგო/ ანტირევმატული საშუალებების მიმართ, ან გაქვთ რაიმე სვა სახის ალერგია.

თუ გაქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის ანამნეზი, ქრონიკული, ან განმეორებითი წყლულის ჩათვლით, ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ანამნეზი;

თუ გაქვთ სისხლის შედედების პრობლემები, ისეთი როგორიცაა ჰიპოპროთრომბინემია, K-ვიტამინის ნაკლებობა.

თუ ამავდროულად იღებთ ანტიკოაგულანტებს (იხილეთ “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).

თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, ან გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის უკმარისობა (მაგ. თირკმლის სისხლძარღვოვანი დავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ჰიპოვოლემია, გაიკეთეთ დიდი ქირურგიული ოპერაცია, გაქვთ სეფსისი, ან ძლიერი სისხლდენა), რადგან ასპირინი ზრდის თირკმლის უკმარისობის და მწვავე უკმარისობის რისკს.

თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

თუ გაქვთ თანდაყოლილი გლუკოზო-6-ფოსფატდიჰიდროგენაზას დეფიციტი (გ6ფდ), ასპირინმა შესაძლოა გამოიწვიოს ჰემოლიზი, ან ჰემოლიზური ანემია. ჰემოლიზის განვითარების რისკ ფაქტორებია ჭარბი დოზა, ცხელება, ან მწვავე ინფექცია.

აცეტილსალიცილის მჟავას შეუძლია გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი, ასთმის შეტევები და სხვა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რისკ ფაქტორებია: თუ პაციენტს უკვე აღენიშნება ასთმა, თივის ცხელება, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები ან პოლიპები ცხვირის ღრუში. ასევე პაციენტებს ანამნეზში ალერგიული რეაქციებით (მაგალითად, კანის რეაქციები, ჭინჭრის ციება, ქავილი).

ვინაიდან აცეტილსალიცილის მჟავა ხელს უწყობს თრომბოციტების აგრეგაციას, რომელიც მიღებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება, ამიტომ მას შეუძლია გამოიწვიოს სისხლდენები ოპერაციის დროს ან ოპერაციის შემდგომ (მცირე ქირურგიული ჩარევის ჩათვლით, მაგ. კბილის ამოღება) შესაძლოა განვითარდეს ჩვეულზე ძლიერი სისხლდენა.

აცეტილსალიცინის მჟავას დაბალი დოზები ახდენს შარდის მჟავას გამოყოფის რედუცირებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრის განვითარება ამის მიმართ მიდრეკილების მქონე პაციენტებში.

იბუპროფენმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს აცეტილსალიცილის მჟავის ინჰიბირების პროცესზე და თრომბოციტების აგრეგაციაზე. პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ აცეტილსალიცინის მჟავით და ამ მკურნალობის პერიოდში აპირებენ იბუპროფენის მიღებას, რჩევისთვის აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს (იხილეთ “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).

ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენება

სალიცილატების გამოყენებამ ხანდაზმულ პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი მოვლენები როგორიცაა ყურებში შუილი, სმენის დაკარგვა და ა.შ.

ბავშვებში და მოზარდებში გამოყენება

სალიცილატების გამოყენებამ პატარა ასაკის ბავშვებში შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი მოვლენები როგორიცაა ყურებში შუილი, სმენის დაკარგვა და ა.შ.

რეკომენდებულია აცეტილსალიცილის მჟავის შეწყვეტა როგორც კი გამოვლინდება ეს მოვლენები.

აღნიშნული მედიკამენტის მიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არაა ექიმის დანიშნულების გარეშე.

ეს პრეპარატი რეკომენდებული არაა ბავშვებისა და მოზარდებისათვის დაავადებისას რომელსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, გარდა იმ შემთხვევებისას, როდესაც იგი დანიშნულია ექიმის მიერ, ან სხვა თერაპიული ზომები არ შველის. გახანგრძლივებული ღებინება ასეთ დაავადებებთან დაკავშირებით შესაძლებელია იყოს რეის სინდრომის ნიშანი. ეს არის ერთ-ერთი უიშვიათესი სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში დაავადება, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ მკურნალობას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრაპარატის შესახებ, რომელსაც იღებთ, ახლო წარსულში იღებდით, ან აპირებთ მიიღოთ.

ურთიერთქმედება და უკუჩვენება:

მეტოტრექსატი: უკუნაჩვენებია თუ დოზირება კვირის განმავლობაში შეადგენს 15მგ-ს ან მეტს. ვინაიდან იგი ზრდის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჰემატოლოგიურ ტოკსიკურობას ღვიძლის ექსკრეციის შემცირების ხარჯზე.

კომბინირებული მკურნალობის დროს სიფრთხილის ზომები:

მოერიდეთ მეტოტრექსატის და სალიცილების ერთდროულ გამოყენებას, როცა მეტოტრექსატის დოზა შეადგენს 15 მგ-ს კვირაში.

ვინაიდან იგი ზრდის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჰემატოლოგიურ ტოკსიკურობას ღვიძლის ექსკრეციის შემცირების ხარჯზე.

იბუპროფენი

ექსპერიმენტული მონაცემების საფუძველზე, იბუპროფენმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს აცეტილსალიცილის მჟავის ინჰიბირების პროცესზე და თრომბოციტების აგრეგაციაზე. პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ აცეტილსალიცინის მჟავით და ამ მკურნალობის პერიოდში აპირებენ იბუპროფენის მიღებას, რჩევისთვის აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს (იხილეთ თავი “მითითებები და სიფრთხილის ზომები”).

ანტიკოაგულანტები, თრომბოლიტიკები, თრომბოციტების სხვა ინჰიბიტორები, ჰემოსტაზი: ამ პრეპარატების ერთდროული მიღება შეიცავს სისხლდენის მომატებულ რისკს. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტების შემცირებული დოზებით მიღება.

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების სალიცილატებთან ერთად ერთდროული მიღება არაა რეკომენდებული, რადგან იგი ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს (მაგალითად, კუჭ-ნაწლავის წყლული, ჰემორაგიული გართულებები).

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები

შეიცავს კუჭ-ნაწლავის სისხლდენის განვითარების რისკს.

დიგოქსინი

სისხლში დოგოქსინის კონცენტრაციის მომატება ექსკრეციის შემცირების ხარჯზე.

ანტიდიაბეტური პრეპარატები (ინსულინი, სულფანილშარდოვანა): შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიური ეპიზოდები. სალიცილატების მაღალი დოზებით მკურნალობისას შესაძლოა სისხლში შაქრის დონის დაწევა, და ამ პრეპარატებთან კომბინირებული მკურნალობის დროს შესაძლოა მისი მოქმედება შემცირდეს. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია.

დიურეტიკები და სალიცილატების მიღება დიდი დოზებით: მარყუჟოვანი ფილტრაციის შემცირება თირკმელში პროსტაგლანდინების სინთეზის ხარჯზე.

სისტემური გლუკოკორტიკოიდები (ჰიდროკორტიზონის გარდა, როცა იგი მიიღება ჩანაცვლებითი თერაპიის დროს ადისონის დაავადებისას): კორტიკოსტეროიდები ზრდიან სალიცილატების კლირენსს და ამცირებენ მის დონეს სისხლში. შესაძლოა განვითარდეს სალიცილატებით ინტოქსიკაცია ამ პრეპარატების ერთდროული მიღების დროს.

ვალპროის მჟავა: შესაძლოა განვითარდეს ვალპროის მჟავით ინტოქსიკაცია სისხლში თავისუფალი ვალპროატის დონის მატების შედეგად.

ანჰიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტი

კომბინირებული თერაპიის დროს, როცა ხდება სალიცილატების მაღალი დოზებით მკურნალობა, მოსალოდნელია მარყუჟოვანი ფილტრაციის შემცირება სისხლძრღვთა გამაფართოებელი პროსტაგლანდინების ინჰიბირების ხარჯზე. ასევე მოსალოდნელია ანტიჰიპერტენზიული მოქმედების შესუსტება.

შარდის მჟავას გამომყოფი პრეპარატების, ისეთი როგორიცაა ბენზბრომარონი, პრობენეციდი, სულფინპირაზონი ასპირინთან ერთდროული მიღების დროს, ხდება შარდMმჟავა მარილების გამოყოფის შემცირება.

აბსორბაციული ანტაციდების მიღება კომბინირებული თერაპიის დროს იწვევს სისხლის შრატში სალიცილატების დონის შემცირებას, მათი თირკმელების კლირენსის გაზრდით, და ამცირების ასპირინის EC მოქმედებას.

არააბსორბაციული ანტაციდების მიღება კომბინირებული თერაპიის დროს შესაძლოა იწვევდეს აცეტილსალიცილის მჟავის შეწოვის ინჰიბირებას და შეამციროს მისი მოქმედება.

ვიტამინი C იწვევს სალიცილატების ექსკრეციას თირკმელიდან.

ფუროსემიდთან ერთდროულმა მიღებამ (თუნდაც მცირე დოზებით მიღებისას) შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს სალიცილატების მოქმედებაზე, ასევე შეამციროს ფუროსემიდის ნატრიურეზული მოქმედება.

სპირინოლაქტონთან ერთროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი მოქმედება.

მეტოკლოპრამიდთან ერთროულმა მიღებამ შესაძლოა გაზარდოს აბსორბაციის დონე.

კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებთან ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სალიცილატების ტოქსიკური ეფექტების გამოვლენა.

ასპირინის EC გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

დაუშვებელია აცეტილსალიცილის მჟავის მიღება ალკოჰოლთან ერთად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, გეგმავთ ან ვარაუდობთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ვიდრე მიიღებთ ამ მედიკამენტს.

პროსტაგლანდინების ინჰიბირება პოტენციურად ატარებს არასასურველი ზემოქმედების რისკებს ორსულობაზე და/ან ნაყოფის განვითარებეაზე. ორსულობის დასაწყისში, გამოკვლევების მონაცემების თანახმად, აღნიშნული მედიკამენტის მიღება შესაძლოა იწვევდეს ნაყოფის მოშლის ან ნაყოფის განვითარების რისკებს. ორსულობის I და II ტრიმესტრში ასპირინის EC მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა.

ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრებში დაუშვებელია სამკურნალო საშუალებების მიღება, რომლებიც შეიცავენ აცეტილსალიცილის მჟავას.

ორსულობის მე-3 ტრიმესტრში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორებს შეუძლია ნაყოფზე იქონიოს შემდეგი:

გულის და ფილტვების დაზიანება.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა, გაუწყლოვება.

ნაყოფის დაბალი წონა.

ნაყოფის მკვდარშობადობა ან ახალშობილის სიკვდილი.

პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებას ორსულობის დროს შეუძლია დედასა და ნაყოფზე იქონიოს შემდეგი:

სისხლდენა ორსულობამდე ან ორსულობის შემდეგ, სისხლის გათხიერება ძალიან პატარა დოზებით მკურნალობის შემთხვევაშიც.

საშვილოსნოს შეკუმშვა.

ნაადრევ ახალშობილებში ქალასშიდა სისხლ-ჩაქცევა.

აცეტილსალიცილის მჟავა უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრიდან.

აცეტილსალიცილის მჟავა აღწევს პლაცენტაში და შესაძლოა გარდაიქმნას პოტენციურ ტერატოგენად.

ლაქტაციის პერიოდი

აცეტილსალიცინის მჟავას მცირე რაოდენობა და მისი მეტაბოლიტები აღწევს დედის რძეში, ვინაიდან დღევანდელ დღემდე ახალშობილებში არ აღნიშნულა არასასურველი რეაქციები შემთხვევითი შთანთქვისას, ჩვეულებრივ არ საჭიროებს ძუძუთი კვების შეწყვეტას. თუ მიიღება შედარებით უფრო მაღალი დოზა (650მგ ზევით დღეში) ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატი არ მოქმედებს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

როგორც ნებისმიერმა პრეპარატმა, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ეფუძნება პოსტ-მარკეტინგულ სპონტანურ შეტყობინებებს ასპირინის ყველა ფორმასთან დაკავშირებით, მათ შორისაა პერორალური ტაბლეტებით მკურნალობა ხანმოკლე და ხანგრძლივი დროით.

ყველაზე გავრცელებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები როგორებიცაა: დისპეპსია, გულ-ძმარვა, ღებინება გამოვლინდა პაციენტების 10-30%-ში შედარებით მაღალი დოზებით მკურნალობისას. სისხლდენა 70%-ში. ხანგრძლივი პერიოდით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს რკინა დეფიციტური ანემია. ყურადღება მისაქცევია რომ არ არსებობს კორელაცია კუჭის გარიზიანებასა და სისხლდენას შორის.

სალიცილატების საკვებთან ერთად მიღება ამცირებს სისხლდენის რისკს.

თუმცა, არსებობს ცნობები, რომ არა-აცეტილირებული სალიცატები (ქოლინის სალიცილატი, მაგნიუმის სალიცილატი,), იწვევს სისხლდენის ნაკლებ ალბათობას ვიდრე აცეტილსალიცილის მჟავა.

კუწ-ნაწლავის მხრივ გვერდითი მოვლენები შესაძლოა იყოს კუჭის წყლული, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან რაც ერთეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო.

თრომბოციტების ინჰიბირების გამო, აცეტილსალიცილის მჟავა შესაძლოა დაკავშირებული იყოს სისხლდენის მაღალ რისკთან. იყო ცნობები პეროპერაციული სისხლდენის, ჰემატომის, ცხვირიდან სისხლდენის, უროგენიტალური სისხლდენის და ღრძილებიდან სისხლდენის შესახებ. იშვიათად იყო ცნობები ძლიერი სისხლდენის შესახებ, როგორიცაა სისხლდენა კუჭნაწლავიდან, ტვინის ჰემორაგია (განსაკუთრებით პაციენტებში არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიით და/ან რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ანტიჰემოსტატიკურ საშუალებებს), რაც ერთეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო.

ჰემორაგიულმა სისხლდენამ შესაძლოა გამოიწვიოს ანემია/რკინადეფიციტური ანემია (მაგ.მცირე სისხლდენა) და ლაბორატორიულ ანალიზებში აჩვენოს მწვავე და ქრონიკული კლინიკური ნიშნები და სიმპტომები, შესაბამისად შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობა, სიფერმკრთალე და ჰიპოპერფუზია.

იშვიათად, გამოვლენილა ჰეპატოტოქსიკურობა, ძირითადათ ხანგრძლივი მიღების დროს, რომელიც უფრო ხშირად ვლინდება ბავშვებში, რომელთაც აქვთ არასრულწლოვანთა რევმატოიდული ართრიტი, მოზრდილებში სისტემური წითელი მგლურა, ან რევმატოიდული ართრიტი.

იშვიათად გამოვლენილა ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ღვიძლის ტრანსმინაზის აქტივობის მომატებით.

იშვიათად გამოვლენილა თირკმლის უკმარისობა და თირკმლის მწვავე უკმარისობა.

იყო ცნობები ჰემოლიზის და ჰემოლიზური ანემიის შესახებ პაციენტებში გლუკოზო-6- ფოსფატდიჰიდროგენაზას დეფიციტით (გ6ფდ).

უცნობებიათ თავბრუსხვევის, ყურებში შუილის შესახებ, რაც განპირობებულია ზედოზირებით.

ყურებში შუილი და სმენის დაკარგვა სალიცილატების ინტოქსიკაციით შესაძლოა იყოს გამოწვეული.

იყო ცნობები ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების შესახებ, კლინიკურად გამოვლინდა და ლაბორატორიულად დადასტურდა ასთმური სინდრომი, კანის რეაქციები, სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და გუსლისხლძარღვთა სისტემის რეაქციები სუსტიდან საშუალომდე სიმწვავის, რომლის სიმპტომების მოიცავს გამონაყარს, ცხელებას, შეშუპებას, ქავილს, რინიტს, ცხვირით სუნთქვის გართულებას, რესპირატორულ დისტრესს, გულსისხლძარღვთა სისტემის რეაქციებს და ძალიან იშვიათად მწვავე რეაქციებს, ანაფიალქსიური შოკის ჩათვლით.

აღნიშნული გვერდითი მოვლენების განვითარების რისკ ჯგუფებში არიან ანამნეზში ასთმის, თივის ცხელების, ცხვირში პოლიპების მქონე პაციენტები.

აღსანიშნავია, რომ ესეთი რეაქციები აღწერილი იყო ნატრიუმის და მაგნიუმის სალიცილატების გამოყენების დროსაც.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ შენიშნავთ რომელიმე გვერდით მოვლენას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომელიც წინამდებარე ანოტაციაში არაა აღწერილი. გვერდითი მოვლენების შეტყობინება შესაძლებელია უშუალოდ სამკურნალო საშუალებების ეროვნული სააგენტოსთვის: 284 Mesogeion Street, GR-15562 Cholargos, Athens/ათენი, ტელ: +30 21 32040380/337, ფაქსი: +30 21 06549585, ვებ-გვერდი: http://www.eof.gr. გვერდითი მოვლენებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის აცეტილსალიცილის მჟავა.

ასპირინი EC ყოველი 100 მგ-იანი ტაბლეტი შეიცავს 100 მგ აცეტილსალიცილის მჟავას.

ასპირინი EC ყოველი 300 მგ-იანი ტაბლეტი შეიცავს 300 მგ აცეტილსალიცილის მჟავას.

დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ეუდრაგიტ L30-D55, ნატრიუმის ლაურისულფატი, პოლისორბატ 80, გასუფთავებული ტალკი, თრიეთილციტრატი.

ასპირინი EC გარეგნული იერსახე და შეფუთვის შემადგენლობა

ასპირინი EC 100 მგ

კოლოფი 30 ტაბლეტით

ტაბლეტები შეფუთულია ბლისტერზე, ჯამში 3 ბლისტერი, თითოეულზე 10 ტაბლეტით (ბლისტერი 3X10)

ასპირინი EC 300 მგ

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის (EXP) შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ მედიკამენტი საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. გამოუსადეგარი პრეპარატის უტილიზაციის შესახებ რჩევისთვის მიმართეთ ფარმაცვტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურებისგან.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

ასპირინი

აცეტილსალიცილის მჟავა

დანართი ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

ასპირინი EC 100მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტები

ასპირინი EC 300მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტები

აცეტილსალიცილის მჟავა

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით და სრულად გაეცანით ინსტრუქციას, ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ინსტრუქცია, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადათ თქვენ. არ გადასცეთ ეს პრეპარატი გამოსაყენებლად სხვა პირებს, ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები არის თქვენი სიმპტომების მსგავსი.

თუ შენიშნავთ გვერდით მოვლენებს მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომელიც წინამდებარე ინსტრუქციაში აღწერილი არ არის. იხილეთ თავი 4.

ამ დანართ ფურცელში მოცემულია:

  • რა არის ასპირინი EC და რისთვის გამოიყენება იგი
  • მნიშვნელოვენი ინფორმაცია ასპირინის EC მიღებამდე
  • ასპირინის EC მიღების წესი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • ასპირინის EC შენახვის წესი
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
  • რა არის ასპირინი EC და რისთვის გამოიყენება იგი

ასპირინის EC აქტიური ნივთიერება არის აცეტილსალიცილის მჟავა, რომელიც მიეკუთვნება ანალგეზიურ, სიცხის დამწევ და ანტი-თრომბოზული პრეპარატების ჯგუფს.

ასპირინი EC გამოიყენება:

ტკივილი მცირე ან ზომიერი ინტენსივობის, როგორიცაა თავის ტკივილი, ნევრალგია, მიალგია, სახსრების ტკივილი და ვისცერული წარმოშობის ტკივილები.

ცხელებისთვის.

განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკისთვის.

იშემიური ინსულტის განვითარების რისკის შესამცირებლად.

ტრანზიტორული იშემიური შეტევის (ტიშ) და იშემიური ინსულტის რისკის შესამცირებლად პაციენტებში ტრანზიტორული იშემიური შეტევით.

პაციენტებში სტაბილური და არასტაბილური სტენოკარდიის რისკის შესამცირებლად.

კორონარული არტერიების თრომბოზის პროფილაქტიკისთვის, მრავლობითი რისკ-ფაქტორების არსებობისას, ისეთი როგორიცაა ჰიპერტონია, ჰიპერლიპიდემია, დიაბეტი, მწეველი პაციენტი.

თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევის შემდეგ, კაშ ოპერაცია (კორონალური არტერიის შუნტირება, კაროტიდული ენდარტერექტომია, არტერიოვენოზური შუნტირება.

თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევის შემდეგ ან სისხლძარღვთა ქირურგიის შემდეგ მაგ. პტკა (პერკუტანული ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა).

  • მნიშვნელოვენი ინფორმაცია ასპირინის EC მიღებამდე

არ მიიღოთ ასპირინი EC შემდეგ შემთხვევებში:

თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე), აცეტილსალიცინის მჟავას, სხვა სალიცილატების, ან ამ პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

თუ წარსულში გქონდათ ასთმა, გამოწვეული სალიცილატებისა და მსგავსი მოქმედების სუბსტანციების მიღებით, განსაკუთრებით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებისა, ან სხვა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგია).

თუ გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის აქტიური წყლული, ჰემორაგიული დიათეზი.

თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა.

თუ გაქვთ გულის მწვავე უკმარისობა.

თუ გაქვთ მიდრეკილება სისხლდენისადმი (ჰემოფილია).

თუ მკურნალობთ ჰეპარინით.

თუ ხართ ალერგიული სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ (ინდომეტაცინი, იბუპროფენი, ფენილბუტაზონი, დიფლუზოლი).

თუ იღებთ მეტოტრექსატს 15 მგ ან მეტს კვირაში (იხილეთ “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).

თუ იმყოფებით ორსულიბის ბოლო ტრიმესტრში (იხილეთ “ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი”).

მითითებები და სიფრთხილის ზომები

ასპირინის EC მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმის წინასწარი გამოკვლევის, კონტროლისა და დანიშნულების გარეშე მეორიდეთ სალიცილატების მიღებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ აცეტილსალიცილის მჟავის მიღებისას შემდეგ შემთხვევებში:

თუ ხართ ჰიპერმგრძნობიარე ანალგეზიური საშუალებების/ ანთების საწინააღმდეგო/ ანტირევმატული საშუალებების მიმართ, ან გაქვთ რაიმე სვა სახის ალერგია.

თუ გაქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულის ანამნეზი, ქრონიკული, ან განმეორებითი წყლულის ჩათვლით, ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ანამნეზი;

თუ გაქვთ სისხლის შედედების პრობლემები, ისეთი როგორიცაა ჰიპოპროთრომბინემია, K-ვიტამინის ნაკლებობა.

თუ ამავდროულად იღებთ ანტიკოაგულანტებს (იხილეთ “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).

თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა, ან გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის უკმარისობა (მაგ. თირკმლის სისხლძარღვოვანი დავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ჰიპოვოლემია, გაიკეთეთ დიდი ქირურგიული ოპერაცია, გაქვთ სეფსისი, ან ძლიერი სისხლდენა), რადგან ასპირინი ზრდის თირკმლის უკმარისობის და მწვავე უკმარისობის რისკს.

თუ გაქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

თუ გაქვთ თანდაყოლილი გლუკოზო-6-ფოსფატდიჰიდროგენაზას დეფიციტი (გ6ფდ), ასპირინმა შესაძლოა გამოიწვიოს ჰემოლიზი, ან ჰემოლიზური ანემია. ჰემოლიზის განვითარების რისკ ფაქტორებია ჭარბი დოზა, ცხელება, ან მწვავე ინფექცია.

აცეტილსალიცილის მჟავას შეუძლია გამოიწვიოს ბრონქოსპაზმი, ასთმის შეტევები და სხვა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. რისკ ფაქტორებია: თუ პაციენტს უკვე აღენიშნება ასთმა, თივის ცხელება, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები ან პოლიპები ცხვირის ღრუში. ასევე პაციენტებს ანამნეზში ალერგიული რეაქციებით (მაგალითად, კანის რეაქციები, ჭინჭრის ციება, ქავილი).

ვინაიდან აცეტილსალიცილის მჟავა ხელს უწყობს თრომბოციტების აგრეგაციას, რომელიც მიღებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება, ამიტომ მას შეუძლია გამოიწვიოს სისხლდენები ოპერაციის დროს ან ოპერაციის შემდგომ (მცირე ქირურგიული ჩარევის ჩათვლით, მაგ. კბილის ამოღება) შესაძლოა განვითარდეს ჩვეულზე ძლიერი სისხლდენა.

აცეტილსალიცინის მჟავას დაბალი დოზები ახდენს შარდის მჟავას გამოყოფის რედუცირებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრის განვითარება ამის მიმართ მიდრეკილების მქონე პაციენტებში.

იბუპროფენმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს აცეტილსალიცილის მჟავის ინჰიბირების პროცესზე და თრომბოციტების აგრეგაციაზე. პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ აცეტილსალიცინის მჟავით და ამ მკურნალობის პერიოდში აპირებენ იბუპროფენის მიღებას, რჩევისთვის აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს (იხილეთ “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).

ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენება

სალიცილატების გამოყენებამ ხანდაზმულ პაციენტებში შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი მოვლენები როგორიცაა ყურებში შუილი, სმენის დაკარგვა და ა.შ.

ბავშვებში და მოზარდებში გამოყენება

სალიცილატების გამოყენებამ პატარა ასაკის ბავშვებში შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი მოვლენები როგორიცაა ყურებში შუილი, სმენის დაკარგვა და ა.შ.

რეკომენდებულია აცეტილსალიცილის მჟავის შეწყვეტა როგორც კი გამოვლინდება ეს მოვლენები.

აღნიშნული მედიკამენტის მიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არაა ექიმის დანიშნულების გარეშე.

ეს პრეპარატი რეკომენდებული არაა ბავშვებისა და მოზარდებისათვის დაავადებისას რომელსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, გარდა იმ შემთხვევებისას, როდესაც იგი დანიშნულია ექიმის მიერ, ან სხვა თერაპიული ზომები არ შველის. გახანგრძლივებული ღებინება ასეთ დაავადებებთან დაკავშირებით შესაძლებელია იყოს რეის სინდრომის ნიშანი. ეს არის ერთ-ერთი უიშვიათესი სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში დაავადება, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ მკურნალობას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრაპარატის შესახებ, რომელსაც იღებთ, ახლო წარსულში იღებდით, ან აპირებთ მიიღოთ.

ურთიერთქმედება და უკუჩვენება:

მეტოტრექსატი: უკუნაჩვენებია თუ დოზირება კვირის განმავლობაში შეადგენს 15მგ-ს ან მეტს. ვინაიდან იგი ზრდის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჰემატოლოგიურ ტოკსიკურობას ღვიძლის ექსკრეციის შემცირების ხარჯზე.

კომბინირებული მკურნალობის დროს სიფრთხილის ზომები:

მოერიდეთ მეტოტრექსატის და სალიცილების ერთდროულ გამოყენებას, როცა მეტოტრექსატის დოზა შეადგენს 15 მგ-ს კვირაში.

ვინაიდან იგი ზრდის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჰემატოლოგიურ ტოკსიკურობას ღვიძლის ექსკრეციის შემცირების ხარჯზე.

იბუპროფენი

ექსპერიმენტული მონაცემების საფუძველზე, იბუპროფენმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს აცეტილსალიცილის მჟავის ინჰიბირების პროცესზე და თრომბოციტების აგრეგაციაზე. პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ აცეტილსალიცინის მჟავით და ამ მკურნალობის პერიოდში აპირებენ იბუპროფენის მიღებას, რჩევისთვის აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს (იხილეთ თავი “მითითებები და სიფრთხილის ზომები”).

ანტიკოაგულანტები, თრომბოლიტიკები, თრომბოციტების სხვა ინჰიბიტორები, ჰემოსტაზი: ამ პრეპარატების ერთდროული მიღება შეიცავს სისხლდენის მომატებულ რისკს. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტების შემცირებული დოზებით მიღება.

სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების სალიცილატებთან ერთად ერთდროული მიღება არაა რეკომენდებული, რადგან იგი ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს (მაგალითად, კუჭ-ნაწლავის წყლული, ჰემორაგიული გართულებები).

სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები

შეიცავს კუჭ-ნაწლავის სისხლდენის განვითარების რისკს.

დიგოქსინი

სისხლში დოგოქსინის კონცენტრაციის მომატება ექსკრეციის შემცირების ხარჯზე.

ანტიდიაბეტური პრეპარატები (ინსულინი, სულფანილშარდოვანა): შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიური ეპიზოდები. სალიცილატების მაღალი დოზებით მკურნალობისას შესაძლოა სისხლში შაქრის დონის დაწევა, და ამ პრეპარატებთან კომბინირებული მკურნალობის დროს შესაძლოა მისი მოქმედება შემცირდეს. შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია.

დიურეტიკები და სალიცილატების მიღება დიდი დოზებით: მარყუჟოვანი ფილტრაციის შემცირება თირკმელში პროსტაგლანდინების სინთეზის ხარჯზე.

სისტემური გლუკოკორტიკოიდები (ჰიდროკორტიზონის გარდა, როცა იგი მიიღება ჩანაცვლებითი თერაპიის დროს ადისონის დაავადებისას): კორტიკოსტეროიდები ზრდიან სალიცილატების კლირენსს და ამცირებენ მის დონეს სისხლში. შესაძლოა განვითარდეს სალიცილატებით ინტოქსიკაცია ამ პრეპარატების ერთდროული მიღების დროს.

ვალპროის მჟავა: შესაძლოა განვითარდეს ვალპროის მჟავით ინტოქსიკაცია სისხლში თავისუფალი ვალპროატის დონის მატების შედეგად.

ანჰიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტი

კომბინირებული თერაპიის დროს, როცა ხდება სალიცილატების მაღალი დოზებით მკურნალობა, მოსალოდნელია მარყუჟოვანი ფილტრაციის შემცირება სისხლძრღვთა გამაფართოებელი პროსტაგლანდინების ინჰიბირების ხარჯზე. ასევე მოსალოდნელია ანტიჰიპერტენზიული მოქმედების შესუსტება.

შარდის მჟავას გამომყოფი პრეპარატების, ისეთი როგორიცაა ბენზბრომარონი, პრობენეციდი, სულფინპირაზონი ასპირინთან ერთდროული მიღების დროს, ხდება შარდMმჟავა მარილების გამოყოფის შემცირება.

აბსორბაციული ანტაციდების მიღება კომბინირებული თერაპიის დროს იწვევს სისხლის შრატში სალიცილატების დონის შემცირებას, მათი თირკმელების კლირენსის გაზრდით, და ამცირების ასპირინის EC მოქმედებას.

არააბსორბაციული ანტაციდების მიღება კომბინირებული თერაპიის დროს შესაძლოა იწვევდეს აცეტილსალიცილის მჟავის შეწოვის ინჰიბირებას და შეამციროს მისი მოქმედება.

ვიტამინი C იწვევს სალიცილატების ექსკრეციას თირკმელიდან.

ფუროსემიდთან ერთდროულმა მიღებამ (თუნდაც მცირე დოზებით მიღებისას) შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს სალიცილატების მოქმედებაზე, ასევე შეამციროს ფუროსემიდის ნატრიურეზული მოქმედება.

სპირინოლაქტონთან ერთროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი მოქმედება.

მეტოკლოპრამიდთან ერთროულმა მიღებამ შესაძლოა გაზარდოს აბსორბაციის დონე.

კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებთან ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სალიცილატების ტოქსიკური ეფექტების გამოვლენა.

ასპირინის EC გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

დაუშვებელია აცეტილსალიცილის მჟავის მიღება ალკოჰოლთან ერთად.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობა

თუ ხართ ორსულად, გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, გეგმავთ ან ვარაუდობთ ორსულობას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ვიდრე მიიღებთ ამ მედიკამენტს.

პროსტაგლანდინების ინჰიბირება პოტენციურად ატარებს არასასურველი ზემოქმედების რისკებს ორსულობაზე და/ან ნაყოფის განვითარებეაზე. ორსულობის დასაწყისში, გამოკვლევების მონაცემების თანახმად, აღნიშნული მედიკამენტის მიღება შესაძლოა იწვევდეს ნაყოფის მოშლის ან ნაყოფის განვითარების რისკებს. ორსულობის I და II ტრიმესტრში ასპირინის EC მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა.

ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრებში დაუშვებელია სამკურნალო საშუალებების მიღება, რომლებიც შეიცავენ აცეტილსალიცილის მჟავას.

ორსულობის მე-3 ტრიმესტრში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორებს შეუძლია ნაყოფზე იქონიოს შემდეგი:

გულის და ფილტვების დაზიანება.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა, გაუწყლოვება.

ნაყოფის დაბალი წონა.

ნაყოფის მკვდარშობადობა ან ახალშობილის სიკვდილი.

პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებას ორსულობის დროს შეუძლია დედასა და ნაყოფზე იქონიოს შემდეგი:

სისხლდენა ორსულობამდე ან ორსულობის შემდეგ, სისხლის გათხიერება ძალიან პატარა დოზებით მკურნალობის შემთხვევაშიც.

საშვილოსნოს შეკუმშვა.

ნაადრევ ახალშობილებში ქალასშიდა სისხლ-ჩაქცევა.

აცეტილსალიცილის მჟავა უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრიდან.

აცეტილსალიცილის მჟავა აღწევს პლაცენტაში და შესაძლოა გარდაიქმნას პოტენციურ ტერატოგენად.

ლაქტაციის პერიოდი

აცეტილსალიცინის მჟავას მცირე რაოდენობა და მისი მეტაბოლიტები აღწევს დედის რძეში, ვინაიდან დღევანდელ დღემდე ახალშობილებში არ აღნიშნულა არასასურველი რეაქციები შემთხვევითი შთანთქვისას, ჩვეულებრივ არ საჭიროებს ძუძუთი კვების შეწყვეტას. თუ მიიღება შედარებით უფრო მაღალი დოზა (650მგ ზევით დღეში) ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარი

პრეპარატი არ მოქმედებს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

  • ასპირინის EC მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ აღნიშნული პრეპარატი ექიმის ზუსტი დანიშნულების დაცვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიიღება პერორალურად. გასტრორეზისტენტული ტაბლეტები უმჯობესია მიიღოთ ჭამამდე, წყლის საკმარისი რაოდენობის მიყოლებით.

აცეტილსალიცილის მჟავა არ უნდა იქნას მიღებული 3-5 დღეზე მეტ ხანს, ექიმის დანიშნულების გარეშე.

ზრდასრულები

ტკივილგამაყუჩებელი-სიცხის დამწევი: 300 – 900 მგ, 4-8 სთ-ში ერთხელ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 გ-ს.

ასევე:

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი:

საწყისი დოზა შეადგენს: 160-325 მგ-ს და ინიშნება მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს: 160-325 მგ დღეში, 30 დღის განმავლობაში ინფარქტის შემდეგ. 30 დღის შემდეგ მკურნალობა გრძელდება მიოკარდიუმის ინფარქტის განმეორების პრევენციისთვის.

ინსულტის განმეორების პროფილაქტიკისთვის: 80-100 მგ დღეში.

ინსულტის მეორადი პროფილაქტიკისთვის: 80-325 მგ დღეში.

ტრანზისტორული იშემიური ინსულტი: 80-325 მგ დღეში.

სტაბილური და არასტაბილური სტენოკარდიის მქონე პაციენტებში: 80-325 მგ დღეში.

კანქვეშა ტრანსლუმინარული კორონალური ანგიოპლასტიკა (PTCA): 80-325 მგ დღეში.

ვენების თრომბოზის და ფილტვის ემბოლიის პროფილაქტიკა - 80-200 მგ დღეში ან 300-325 მგ დღე გამოშვებით.

ინფარქტის რისკის შესამცირებლად: 80-100 მგ დღეში ან 300-325 მგ დღე გამოშვებით.

გამოყემება ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვები 12 წლიდან

ტკივილგამაყუჩებელი-სიცხის დამწევი: 300 – 900 მგ, 4-8 სთ-ში ერთხელ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4 გ-ს.

ასევე:

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი:

საწყისი დოზა შეადგენს: 160-325 მგ-ს და ინიშნება მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს: 160-325 მგ დღეში, 30 დღის განმავლობაში ინფარქტის შემდეგ. 30 დღის შემდეგ მკურნალობა გრძელდება მიოკარდიუმის ინფარქტის განმეორების პრევენციისთვის.

ინსულტის განმეორების პროფილაქტიკისთვის: 80-100 მგ დღეში.

ინსულტის მეორადი პროფილაქტიკისთვის: 80-325 მგ დღეში.

ტრანზისტორული იშემიური ინსულტი: 80-325 მგ დღეში.

სტაბილური და არასტაბილური სტენოკარდიის მქონე პაციენტებში: 80-325 მგ დღეში.

კანქვეშა ტრანსლუმინარული კორონალური ანგიოპლასტიკა (PTCA): 80-325 მგ დღეში.

ვენების თრომბოზის და ფილტვის ემბოლიის პროფილაქტიკა - 80-200 მგ დღეში ან 300-325 მგ დღე გამოშვებით.

ინფარქტის რისკის შესამცირებლად: 80-100 მგ დღეში ან 300-325 მგ დღე გამოშვებით.

ბავშვები 12 წლამდე

ტკივილგამაყუჩებელი: 10-15 მგ/კგ, 4სთ-ში ერთხელ 60 მგ-მდე დღეში.

სიცხის დამწევი: არაა რეკომენდებული 12 წლამდე ბავშვებში (იხილეთ თავი “ბავშვებში და მოზარდებში გამოყენება”).

იმ შემთხვევაში თუ შემთხვევით მოხდა ამ ასაკობრივ ჯგუფში აღნიშნულის მიღება, გაეცანით თავს “მითითებები და სიფრთხილის ზომები”.

თუ მიიღეთ ასპირინი EC დანიშნულზე მეტი დოზით

სალიცილატების ტოქსიკურობა (დოზები რომლებიც აღემატება 100მგ/კგ-ს დღეში ორი დღის განმავლობაში შესაძლებელია გახდეს ტოკსიკურობის გამომწვევი), შესაძლოა იყოს ქრონიკული მოწამვლის მიზეზი გამოწვეული ზედოზირების შედეგად, რამაც შეუძლება საფრთხე შეუქმნას ჯანმრთელობას (ბავშვების მიერ შემთხვევითი გადაყლაპვის).

სალიცილატებით ქრონიკული მოწამვლა შესაძლოა იყოს სახიფათო, რადგან მას არ გააჩნია სპეციფიური სიმპტომები. მსუბუქი ქრონიკული მოწამვლა ძირითადათ ხდება სალიცილატების მრავალჯერადი ხანგრძლივი გამოყენების შედეგად ან მაღალი დოზებით მიღებისას. შიმპტომები მოიცავს თავბრუს ხვევას, ყურებში შუილს, სმენის დაკარგვას, ვერტიგოს, ოფლიანობას, გულისრევას, ღებინებას, თავის ტკივილს, გონების არევას, ამ სიმპტომების რეგილირება შეიძლება დოზის შემცირებით. ყურებში შუილი შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში კონცენტაციამ 150-300 მკგ/მლ. უფრო სერიოზული სიმპტომები ვითარდება სისხლში 300 და მეტი მგ/მლ კონცენტრაციის შედეგად.

სალიცილატებით ინტოქსიკაციის ძირითადი დახასიათება

მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა, რომელთა სიმძიმე დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და მოწამვლის სიმძიმეზე. ბავშვებში ყველაზე გავრცელებული სიმპტომი არის მეტაბოლური აციდოზი. მოწამვლის სიმძიმე მხოლოდ სისხლში კონცენტრაციით არ ფასდება. აცეტილსალიცილის მჟავის აბსორბციის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კუჭის გამორეცხვა. აცეტილსალიცილის მჟავით ინტოქსიკაციის მკურნალობა განისაზღვრება სიმპტომების სიმძიმის შესაბამისად. თავდაპირველად უნდა გამოიდევნოს ორგანიზმიდან მიღებული მედიკამენტის ჭარბი დოზა და დარეგულირდეს ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი ბალანსი.

სალიცილატებით ინტოქსიკაციის პათოფიზიოლოგიური სირთულის გამო სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

სიმპტომები

აღმოჩენები

თერაპიული ზომები

ზომიერი ინტოქსიკაცია

კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, ტუტე დიურეზი.

ალვეოლარული ჰიპერვენტილაციის შედეგად გამოწვეული რესპირატორული ალკალოზი

ალკალიმია, ალკალოიდი

სითხის და ელექტროლიტების რეგულირება

ოფლიანობა, ღებინება, გულისრევა

საშუალოდან რთულ ინტოქსიკაციამდე

კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, ტუტე დიურეზი, მძიმე შემთხვევებში ჰემოფილტრაცია

რესპირატორული ალკალოზი კომპენსირებული მეტაბოლური აციდოზით

აციდოზი, აციდურია

სითხის და ელექტროლიტების რეგულირება

ჰიპერთერმია

სითხის და ელექტროლიტების რეგულირება

რესპირატორული: შესაძლოა ჰიპერვენტილაცია და ფილტვის კარდიოგენული შეშუპება ასფიქციით

გულ-სისხლძარღვთა: არითმია, ჰიპოტონია

მაგ. არტერიული წნევის ცვლილება, ეკგ ცვლილება

სითხის და ელექტროლიტების დაკარგვა: დეჰიდრატაცია, ოლიგურია თირკმლის უკმარისობით

მაგ. ჰიპოკალემია, ჰიპერნატრიემია, ჰიპონატრიემია, ცვლილებები თირკმლის ფუნქციაში

სითხის და ელექტროლიტების რეგულირება

გლუკოზის შემცირებული მეტაბოლიზმი, კეტოზი

ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია (განსაკუთრებით ბავშვებში), კეტონების დონის აწევა

ყურებში შუილი, სმენის დაკარგვა

კუჭ-ნაწლავის მხრივ: სისხლდენა

სისხლმბადი: თრომბოციტების ინჰიბირება და სისხლის შედედების დარღვევები

პროთრომბინული დროის გახანგრძლივება (PT), ჰიპოპროთრომბინემია

ცენტრალური ნერვული სისტემა: ტოქსიკური ენცეფალოპათია, ლეთარგია, არეული გონება, კომა, კრუნჩვები

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

თუ გამოგრჩათ აღნიშნული პრეპარატის მიღება, მიიღეთ დანიშნული დოზა გახსენებისთანავე, და განაგრძეთ მიღება ჩვეული განრიგით. არ მიიღოთ გაორმაგებული დოზები.

თუ შეწყვეტთ ასპირინის EC მიღებას

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები აღნიშნულ მედიკამენტთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ნებისმიერმა პრეპარატმა, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები ეფუძნება პოსტ-მარკეტინგულ სპონტანურ შეტყობინებებს ასპირინის ყველა ფორმასთან დაკავშირებით, მათ შორისაა პერორალური ტაბლეტებით მკურნალობა ხანმოკლე და ხანგრძლივი დროით.

ყველაზე გავრცელებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები როგორებიცაა: დისპეპსია, გულ-ძმარვა, ღებინება გამოვლინდა პაციენტების 10-30%-ში შედარებით მაღალი დოზებით მკურნალობისას. სისხლდენა 70%-ში. ხანგრძლივი პერიოდით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს რკინა დეფიციტური ანემია. ყურადღება მისაქცევია რომ არ არსებობს კორელაცია კუჭის გარიზიანებასა და სისხლდენას შორის.

სალიცილატების საკვებთან ერთად მიღება ამცირებს სისხლდენის რისკს.

თუმცა, არსებობს ცნობები, რომ არა-აცეტილირებული სალიცატები (ქოლინის სალიცილატი, მაგნიუმის სალიცილატი,), იწვევს სისხლდენის ნაკლებ ალბათობას ვიდრე აცეტილსალიცილის მჟავა.

კუწ-ნაწლავის მხრივ გვერდითი მოვლენები შესაძლოა იყოს კუჭის წყლული, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან რაც ერთეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო.

თრომბოციტების ინჰიბირების გამო, აცეტილსალიცილის მჟავა შესაძლოა დაკავშირებული იყოს სისხლდენის მაღალ რისკთან. იყო ცნობები პეროპერაციული სისხლდენის, ჰემატომის, ცხვირიდან სისხლდენის, უროგენიტალური სისხლდენის და ღრძილებიდან სისხლდენის შესახებ. იშვიათად იყო ცნობები ძლიერი სისხლდენის შესახებ, როგორიცაა სისხლდენა კუჭნაწლავიდან, ტვინის ჰემორაგია (განსაკუთრებით პაციენტებში არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიით და/ან რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ანტიჰემოსტატიკურ საშუალებებს), რაც ერთეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის სახიფათო.

ჰემორაგიულმა სისხლდენამ შესაძლოა გამოიწვიოს ანემია/რკინადეფიციტური ანემია (მაგ.მცირე სისხლდენა) და ლაბორატორიულ ანალიზებში აჩვენოს მწვავე და ქრონიკული კლინიკური ნიშნები და სიმპტომები, შესაბამისად შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობა, სიფერმკრთალე და ჰიპოპერფუზია.

იშვიათად, გამოვლენილა ჰეპატოტოქსიკურობა, ძირითადათ ხანგრძლივი მიღების დროს, რომელიც უფრო ხშირად ვლინდება ბავშვებში, რომელთაც აქვთ არასრულწლოვანთა რევმატოიდული ართრიტი, მოზრდილებში სისტემური წითელი მგლურა, ან რევმატოიდული ართრიტი.

იშვიათად გამოვლენილა ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ღვიძლის ტრანსმინაზის აქტივობის მომატებით.

იშვიათად გამოვლენილა თირკმლის უკმარისობა და თირკმლის მწვავე უკმარისობა.

იყო ცნობები ჰემოლიზის და ჰემოლიზური ანემიის შესახებ პაციენტებში გლუკოზო-6- ფოსფატდიჰიდროგენაზას დეფიციტით (გ6ფდ).

უცნობებიათ თავბრუსხვევის, ყურებში შუილის შესახებ, რაც განპირობებულია ზედოზირებით.

ყურებში შუილი და სმენის დაკარგვა სალიცილატების ინტოქსიკაციით შესაძლოა იყოს გამოწვეული.

იყო ცნობები ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების შესახებ, კლინიკურად გამოვლინდა და ლაბორატორიულად დადასტურდა ასთმური სინდრომი, კანის რეაქციები, სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და გუსლისხლძარღვთა სისტემის რეაქციები სუსტიდან საშუალომდე სიმწვავის, რომლის სიმპტომების მოიცავს გამონაყარს, ცხელებას, შეშუპებას, ქავილს, რინიტს, ცხვირით სუნთქვის გართულებას, რესპირატორულ დისტრესს, გულსისხლძარღვთა სისტემის რეაქციებს და ძალიან იშვიათად მწვავე რეაქციებს, ანაფიალქსიური შოკის ჩათვლით.

აღნიშნული გვერდითი მოვლენების განვითარების რისკ ჯგუფებში არიან ანამნეზში ასთმის, თივის ცხელების, ცხვირში პოლიპების მქონე პაციენტები.

აღსანიშნავია, რომ ესეთი რეაქციები აღწერილი იყო ნატრიუმის და მაგნიუმის სალიცილატების გამოყენების დროსაც.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ შენიშნავთ რომელიმე გვერდით მოვლენას კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომელიც წინამდებარე ანოტაციაში არაა აღწერილი. გვერდითი მოვლენების შეტყობინება შესაძლებელია უშუალოდ სამკურნალო საშუალებების ეროვნული სააგენტოსთვის: 284 Mesogeion Street, GR-15562 Cholargos, Athens/ათენი, ტელ: +30 21 32040380/337, ფაქსი: +30 21 06549585, ვებ-გვერდი: http://www.eof.gr. გვერდითი მოვლენებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის შეგროვებას.

  • ასპირინის EC შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის (EXP) შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ მედიკამენტი საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. გამოუსადეგარი პრეპარატის უტილიზაციის შესახებ რჩევისთვის მიმართეთ ფარმაცვტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურებისგან.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ასპირინი EC

აქტიური ნივთიერება არის აცეტილსალიცილის მჟავა.

ასპირინი EC ყოველი 100 მგ-იანი ტაბლეტი შეიცავს 100 მგ აცეტილსალიცილის მჟავას.

ასპირინი EC ყოველი 300 მგ-იანი ტაბლეტი შეიცავს 300 მგ აცეტილსალიცილის მჟავას.

დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ეუდრაგიტ L30-D55, ნატრიუმის ლაურისულფატი, პოლისორბატ 80, გასუფთავებული ტალკი, თრიეთილციტრატი.

ასპირინი EC გარეგნული იერსახე და შეფუთვის შემადგენლობა

ასპირინი EC 100 მგ

კოლოფი 30 ტაბლეტით

ტაბლეტები შეფუთულია ბლისტერზე, ჯამში 3 ბლისტერი, თითოეულზე 10 ტაბლეტით (ბლისტერი 3X10)

ასპირინი EC 300 მგ

კოლოფი 30 ტაბლეტით

ტაბლეტები შეფუთულია ბლისტერზე, ჯამში 3 ბლისტერი, თითოეულზე 10 ტაბლეტით (ბლისტერი 3X10)

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Bayer Hellas SA

Σωρού 18 – 20, 151 25 Μαρούσι, Athens

Tel. 0030 210 6187500

მწარმოებელი:

Bayer Bitterfeld GmbH

OT Greppin

Salegaster Chaussee 1

06803 Bitterfeld-Wolfen

Germany / გერმანია

ინსტრუქციის გადახედვის ბოლო თარიღია: 13-7-2015.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა