პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

ასპირინი C

ASPIRIN® C

ურეცეპტოდ400მგ+240მგინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

მსუბუქი და საშუალო გამოხატულების სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის სინდრომის სიმპტომატიკური მკურნალობა (თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ტკივილი მენსტრუაციის დროს, ყელის ტკივილი ინფექციებისას, ტკივილი სახსრებსა და კუნთებში). სხეულის მომატებული ტემპერატურა ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ascorbinic acid + acetylsalicylic acid
ფორმა და შეფუთვა
400მგ+240მგ შუშხუნა ტაბლეტი №10 (5X2)
მწარმოებელი
Bayer Bitterfeld GmbH, გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზური საშუალებები, სალიცილის მჟავა და წარმოებულები
ATC კოდი
N02BA51
რეგისტრაციის ნომერი
რ-040739
რეგისტრირებულია
12 აპრილი 2024, მოქმედებს 12 აპრილი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Bayer Consumer Care AG (შვეიცარია)
განმცხადებელი
Bayer Consumer Care AG-ის მინდობილი პირი სალომე მესხი
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაასპირინი C და სხვა წამალი ერთად

ასპირინი C — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მსუბუქი და საშუალო გამოხატულების სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის სინდრომის სიმპტომატიკური მკურნალობა (თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ტკივილი მენსტრუაციის დროს, ყელის ტკივილი ინფექციებისას, ტკივილი სახსრებსა და კუნთებში). სხეულის მომატებული ტემპერატურა ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას.

რეკომენდებულია ყურადღების მიქცევა ინფორმაციაზე, რომელიც ეხება ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენებას (იხ. განყოფილება „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).

მიღების წესი და დოზირება

შუშხუნა ტაბლეტები გახსენით ჭიქა წყალში და მიიღეთ. არ მიიღოთ პრეპარატი უზმოზე.

მოზრდილები და მოზარდები 15 წლის ზემოთ: ერთჯერადი დოზა შეადგენს 1-2 შუშხუნა ტაბლეტს, მაქსიმალური დღე-ღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 ტაბლეტს. პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 4-8 საათი, დაახლოებით 3-ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა (ექიმთან კონსულტაციის გარეშე) არ უნდა აღემატებოდეს 4 დღეს.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებმა და მოზარდებმა 15 წლამდე აცეტილსსალიცილის მჟავა უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებმა აცეტილსსალიცილის მჟავა უნდა მიიღონ სიფრთხილით (იხ. განყოფილება „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებმა აცეტილსსალიცილის მჟავა უნდა მიიღონ სიფრთხილით (იხ. განყოფილება „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა სალიცილატების ან პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

ასთმა, რომელიც გამოწვეულია სალიცილატების ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებით;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დარღვევები (გამწვავების ფაზაში);

ჰემორაგიული დიათეზი;

ჰემოფილია, თრომბოციტოპენია;

ღვიძლის, თირკმლის და გულის ფუნქციების გამოხატული დარღვევები;

კვირაში 15 მგ და მეტი დოზით მეტოტრექსატთან ერთად მიღება;

ორსულობის III ტრიმესტრი;

ნეფროლითიაზი ან ნეფროლითიაზი ანამნეზში;

ჰიპეროქსალურია;

ჰემოქრომატოზი.

სიფრთხილის ზომები

განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში, რომლებიც ეხება აციტილსალიცილის მჟავის გამოყენებას:

მომატებული მგრძნობელობა სხვა ანალგეტიკებისადმი, ანთების საწინააღმდეგო ან რევმატიზმების საწინააღმდეგო პრეპარატებისადმი ან სხვა ალერგიული ნივთიერებებისადმი;

ალერგიის არსებობა (მაგალითად, კანის რეაქციები, ქავილი, ჭინჭრის ციება), ასთმა, თივის ცხელება, ცხვირის პოლიპოზა ან ქრონიკული რესპირაციული ინფექცია;

თანმდევი თერაპია ანტიკოაგულანტებით;

კუჭის ან ნაწლავის წყლულოვანი დაზიანებები (ანამნეზში), ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენისადმი მიდრეკილება;

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

თირკმელების და გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დარღვევა (მაგალითად თირკმელების სისხლძარღვოვანი დაავადებები, გულის სტაგნაციური უკმარისობა, დეჰიდრატაცია, ფართო ოპერაციული ჩარევა, სეფსისი ან ფართო ჰემორაგიული გამოვლინებები), ვინაიდან აცეტილსალიცილის მჟავა ხელს შეუწყობს თირკმელების ფუნქციის დარღვევის და მწვავე თირკმლის უკმარისობის რისკს;

ქირურგიული ჩარევის წინ (მცირე ოპერაციების ჩათვლით, როგორიცაა კბილის ამოღება), ვინაიდან შესაძლოა სისხლდენის გაძლიერება;

პაციენტებში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის მძიმე დეფიციტით აცეტილსალიცილის მჟავამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰემოლიზის ან ჰემოლიზური ანემიის პროვოცირება. ხელშემწყობი ფაქტორები: დიდი დოზა, მაღალი ტემპერატურა ან მწვავე ინფექცია.

სიფრთხილის სხვა ზომები

ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 20,3 მმოლ (466,4 მგ) ნატრიუმს. ეს მხედველობაში უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებიც იცავენ დიეტას ნატრიუმის კონტროლირებადი შემცველობით (ნატრიუმის/მარილის დაბალი შემცველობით).

ანალგეტიკების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, რომელსაც დამატებითი ანალგეტიკებით მკურნალობისას ხანგრძლივ თავის ტკივილამდე შეუძლია მიყვანა.

ანალგეტიკების რეგულარულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ქრონიკული დაზიანება თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკით (ანალგეტიკური ნეფროპათია). ეს რისკი განსაკუთრებით დიდია, როცა ერთდროულად იღებენ რამდენიმე სხვადასხვა ანალგეტიკს.

მცირე დოზებით აცეტილსალიცინის მჟავა ამცირებს ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოყოფას, რაც შესაძლოა პოდაგრის შეტევის მიზეზი გახდეს პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან დაბალი თირკმლის ექსკრეციისადმი.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებმა და მოზარდებმა დაავადებებით, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა ახლავს, აცეტილსალიცილის მჟავა უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმის მითითებით, და თუ სხვა თერაპევტულმა ზომებმა შედეგი არ გამოიღო. ხანგრძლივი ღებინება ამგვარი დაავადების არსებობისას შესაძლოა იყოს რეისის სინდრომის ნიშანი, რომელიც ძალიან იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა, რომელიც დაუყოვნებლივ მკურნალობას მოითხოვს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ქმედების გაძლიერება გვერდითი ეფექტების რისკის გაზრდამდეც კი:

ანტიკოაგულანტები/თრომბოლიტიკები: აცეტილსალიცილის მჟავას შეუძლია გაზარდოს სისხლდენის რისკი, თუ მას იღებენ თრომბოლიტური მკურნალობის დაწყებამდე. ამიტომ საჭიროა ყურადღების მიქცევა გარე ან შინაგანი სისხლდენის ნიშნებზე პაციენტებში, რომლებიც გეგმავენ თრომბოლიტიკებით მკურნალობის გავლას.

თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, მაგალითად, ტიკლოპიდინი, კლოპიდოგრელი: სისხლდენის მომატებული რისკი;

სხვა არასტეროიდული ანალგეტიკები/ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (დოზით 3 გ აცეტილსალიცილის მჟავა დღეში და მეტი): კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წყლულოვანი დაზიანებების და სისხლდენის განვითარების მომატებული რისკი;

სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდები (გარდა ჰიდროკორტიზონისა, რომელიც გამოიყენება შემცვლელ თერაპიაში ადისონის დაავადებებისას): კუჭ-ნაწლავის გვერდითი ეფექტების განვითარების მომატებული რისკი;

ალკოჰოლი: კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წყლულოვანი დაზიანებების და სისხლდენის განვითარების მომატებული რისკი;

დიგოქსინი: მომატებული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში;

ანტიდიაბეტიკური პრეპარატები: გლუკოზის დონემ სისხლში შეიძლება დაიწიოს;

მეტოტრექსატი: ორგანიზმიდან გამოყოფის შემცირება და სალიცილატების გამოდევნა ცილებთან კავშირიდან;

ვალპროის მჟავა: სალიცილატების გამოდევნა ცილებთან კავშირიდან;

ეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (ეუსი): კუჭ-ნაწლავის სისხლდენის მომატებული რისკი სინერგიის ეფექტის გამო.

მოქმედების შესუსტება:

დიურეტიკები (3 გ აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად დღეში და მეტი);

ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (3 გ აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად დღეში და მეტი);

ურიკოზორიული პრაპარატები (მაგალითად, პრობენეციდი, ბენზბრომარონი);

დეფეროქსამინი: ერთდროულ მიღებას ასკორბინის მჟავასთან შეუძლია რკინის ქსოვილური ტოქსიკურობის მომატება, განსაკუთრებით მიოკარდში, და გულის მოქმედების დეკომპენსაცია.

ასკორბინის მჟავას ურთიერთქმედება ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში

ვიტამინი C წარმოადგენს აღმდგენს (ანუ ელექტრონების დონორს) და შეუძლია გამოიწვიოს ქიმიური შეფერხებები ლაბორატორიულ ტესტებში, რომლებიც მოიცავს მჟავურ-აღდგენით რეაქციებს, როგორიცაა გლუკოზის, კრეატინინის, კარბამაზეპინის, შარდში შარდმჟავას, სისხლის შრატის ანალიზი და ტესტი განავალში ფარულ სისხლზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არ მიიღოთ აცეტილსალიცილის მჟავა, თუ იმყოფებით ორსულობის ბოლო 3 თვეზე, რამდენადაც ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მომავალ ბავშვს ან გამოიწვიოს პრობლემები მშობიარობისას. ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი შვილის თირკმელების და გულის პრობლემები, გავლენა იქონიოს თქვენი და თქვენი შვილის სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე, აგრეთვე შესაძლოა მშობიარობა დაიწყოს გვიან ან გახანგრძლივდეს მოსალოდნელზე მეტხანს.

ორსულობა - პირველი და მეორე ტრიმესტრი

არ მიიღოთ აცეტილსალიცილის მჟავა ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, გარდა უკიდურესი საჭიროებისას და ექიმის რეკომენდაციით. თუ აუცილებელია მკურნალობა ამ პერიოდში ან როცა ცდილობთ დაორსულებას, დოზირება უნდა იყოს უფრო დაბალი და რაც შეიძლება მოკლე დროით. თუ იღებთ აცეტილსალიცილის მჟავას რამდენიმე დღეზე მეტ ხანს, ორსულობის მე-20 კვირიდან დაწყებული, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის თირკმელების პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სანაყოფე წყლების რაოდენობის შემცირება (მცირეწყლიანობა), ან შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვის (არტერიული სადინარის) შევიწროვება ბავშვის გულში. თუ აუცილებელია მკურნალობის რამდენიმე დღეზე მეტხანს გაგრძელება, თქვენს ექიმს შეუძლია გირჩიოთ დამატებითი მონიტორინგი.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

არსებობს მონაცემები, რომ პრეპარატებს, რომლებიც ახდენენ პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებას, შეუძლია ქალის ფერტილობის გაუარესება, ვინაიდან მოქმედებს ოვულაციის პროცესზე. ეს შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ მოქმედებს.

გვერდითი მოვლენები

დარღვევები სისხლისა და ლიმფატური სისტემის მხრივ: იშვიათიდან ძალიან იშვიათამდე: სერიოზული სისხლდენები, როგორიცაა ტვინშიდა სისხლჩაქცევა (განსაკუთრებით პაციენტებში არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიით და/ან თანმხლები ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღებით), რაც ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის. ჰემოლიზი და ჰემოლიტიკური ანემია გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტის მძიმე ფორმების მქონე პაციენტებში. სისხლდენა როგორც ცხვირიდან, ასევე ღრძილებიდან ან კანის სისხლჩაქცევები, შესაძლოა ხანგრძლივი სისხლდენა შარდ-სასქესო სისტემიდან (იხ. განყოფილება „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“). აღნიშნული ეფექტი შესაძლოა შენარჩუნდეს მიღებიდან 4-8 დღემდე.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად: გულძმარვა, დიარეა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი; იშვიათად: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანებები, რომლებმაც ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს პერფორაცია; კუჭ-ნაწლავის სისხლდენები, რომლებმაც ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს რკინადეფიციტური ანემია; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება; სიხშირე ცნობილი არ არის: მანამდე არსებულმა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს მრავლობითი მემბრანების წარმოშობა ნაწლავის სანათურში შემდგომში პოტენციური სტენოზით (განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას).

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი,თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, სმენის შესუსტება, გონების დაბინდვა.

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად: კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები; იშვიათად: კანის ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები (მრავალფორმიან ექსუდაციურ ერითემამდეც კი).

დარღევები იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები სასუნთქი ტრაქტის, კუჭ-ნაწლავის, გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ, განსაკუთრებით ასთმატიკებში: შესაძლოა წნევის ვარდნა, ქოშინი, რინიტი, ცხვირის გაჭედვა, ანაფილაქსიური შოკი, კვინკეს შეშუპება.

დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ძალიან იშვიათად: თირკმელების მაჩვენებლების მომატება.

დარღვევები თირკმლისა და შარდსადინარი გზების მხრივ: თირკმელების ფუნქციის დარღვევა და მწვავე თირკმლის უკმარისობა.

მსგავსი სიმპტომების გამოვლენისას რეკომენდებულია შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ ექიმს.

შეტყობინება საეჭვო არასასურველ რეაქციებზე

რაიმე არასასურველი რეაქციების წარმოშბის შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის მათზეც, რომლებიც არაა ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალწამლო პრეპარატებზე არასასურველი რეაქციების მონაცემთა ნაციონალურ საინფორმაციო ბაზაში, ასევე მათი არაეფექტურობის შესახებ. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოებაზე მეტი ცნობების მიღებაში.

ჭარბი დოზა

ზომიერი ინტოქსიკაცია: ხმაური ყურებში, სმენის დარღვევა, ოფლის გამოყოფა, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა ჭარბი დოზირების ყველა შემთხვევაში. მოცემული ინტოქსიკაცია შეიძლება აღმოიფხვრას დოზის შემცირებით.

მძიმე ინტოქსიკაცია: მაღალი ტემპერატურა, ჰიპერვენტილაცია, კეტოზი, სუნთქვითი ალკალოზი, მეტაბოლური აციდოზი, კომა, კარდიოგენური შოკი, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე ჰიპოგლიკემია.

მკურნალობა: მოწამვლის ნიშნებისას საჭიროა ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის და საფაღარათოს დანიშვნა და ექიმთან მიმართვა.

ინტოქსიკაცია უფრო სავარაუდოა ხანდაზმულ პაციენტებში, და, განსაკუთრებით, პატარა ბავშვებში (თერაპევტული ჭარბი დოზირება ან შემთხვევითი ინტოქსიკაცია შეიძლება მათთვის სასიკვდილო იყოს).

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები:

აცეტილსალიცილის მჟავა 400 მგ, ასკორბინის მჟავა (ვიტამინ C) 240 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის დიჰიდროციტრატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, გაუწყლოებული ლიმონმჟავა, უწყლო ნატრიუმის კარბონატი.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 25o ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

შენახვის ვადა

3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა

2 შუშხუნა ტაბლეტი სტრიპზე; 5 სტრიპი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.

ფირმა-განმცხადებლის/მწარმოებლის დასახელება, მისამართი

ბაიერ ქონსუმერ ქეარ აგ

პიტერ მერიან-შტრასსე 84, 4052 ბაზელი, შვეიცარია

ბაიერ ბიტტერფელდ გმბხ,

ოტ გრეპპინ, ზალეგასტერ შოსსე 1,

06803 ბიტტერფელდ-ვოლფენ, Gგერმანია

ფარმაკოლოგიური თვისებები

სალიცილის მჟავა და მისი წარმოებულები, აცეტილსალიცილის მჟავა სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, ფსიქოლეპტიკების გარდა. ათქ კოდი: N02BA51

ფარმაკოლოგიური თვისებები

აცეტილსალიცილის მჟავა ახდენს ტკივილგამაყუჩებელ, ტემპერატურის დამწევ, ანთების საწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია ციკლოოქსიგენაზაზა 1 და 2 დათრგუნვასთან, რომლებიც არეგულირებენ პროსტაგლანდინების სინთეზს; აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას.

ასკორბინის მჟავა მნიშვნელოვან როლს თამაშობს დამჟანგავ-აღმდგენი პროცესების, ნახშირწყლების ცვლის, სისხლის შედედების, ქსოვილების რეგენერაციის რეგულირებაში, ხელს უწყობს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

(პაციენტებისთვის)

ასპირინი® C

შუშხუნა ტაბლეტები

სავაჭრო დასახელება

ასპირინი C

სამკურნალწამლო ფორმა

შუშხუნა ტაბლეტები.

აღწერა

მრგვალი, ბრტყელი, კიდისკენ დახრილი თეთრი ფერის ტაბლეტები, BAYER-ის საფირმო ჯვრის ტვიფრით ერთ მხარეს.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები:

აცეტილსალიცილის მჟავა 400 მგ, ასკორბინის მჟავა (ვიტამინ C) 240 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის დიჰიდროციტრატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, გაუწყლოებული ლიმონმჟავა, უწყლო ნატრიუმის კარბონატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სალიცილის მჟავა და მისი წარმოებულები, აცეტილსალიცილის მჟავა სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, ფსიქოლეპტიკების გარდა. ათქ კოდი: N02BA51

ფარმაკოლოგიური თვისებები

აცეტილსალიცილის მჟავა ახდენს ტკივილგამაყუჩებელ, ტემპერატურის დამწევ, ანთების საწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია ციკლოოქსიგენაზაზა 1 და 2 დათრგუნვასთან, რომლებიც არეგულირებენ პროსტაგლანდინების სინთეზს; აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას.

ასკორბინის მჟავა მნიშვნელოვან როლს თამაშობს დამჟანგავ-აღმდგენი პროცესების, ნახშირწყლების ცვლის, სისხლის შედედების, ქსოვილების რეგენერაციის რეგულირებაში, ხელს უწყობს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას.

გამოყენების ჩვენებები

მსუბუქი და საშუალო გამოხატულების სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის სინდრომის სიმპტომატიკური მკურნალობა (თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ტკივილი მენსტრუაციის დროს, ყელის ტკივილი ინფექციებისას, ტკივილი სახსრებსა და კუნთებში). სხეულის მომატებული ტემპერატურა ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას.

რეკომენდებულია ყურადღების მიქცევა ინფორმაციაზე, რომელიც ეხება ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენებას (იხ. განყოფილება „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).

გამოყენების მეთოდი და დოზები

შუშხუნა ტაბლეტები გახსენით ჭიქა წყალში და მიიღეთ. არ მიიღოთ პრეპარატი უზმოზე.

მოზრდილები და მოზარდები 15 წლის ზემოთ: ერთჯერადი დოზა შეადგენს 1-2 შუშხუნა ტაბლეტს, მაქსიმალური დღე-ღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 ტაბლეტს. პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 4-8 საათი, დაახლოებით 3-ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა (ექიმთან კონსულტაციის გარეშე) არ უნდა აღემატებოდეს 4 დღეს.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებმა და მოზარდებმა 15 წლამდე აცეტილსსალიცილის მჟავა უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებმა აცეტილსსალიცილის მჟავა უნდა მიიღონ სიფრთხილით (იხ. განყოფილება „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებმა აცეტილსსალიცილის მჟავა უნდა მიიღონ სიფრთხილით (იხ. განყოფილება „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).

არასასურველი რეაქციები

დარღვევები სისხლისა და ლიმფატური სისტემის მხრივ: იშვიათიდან ძალიან იშვიათამდე: სერიოზული სისხლდენები, როგორიცაა ტვინშიდა სისხლჩაქცევა (განსაკუთრებით პაციენტებში არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიით და/ან თანმხლები ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღებით), რაც ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის. ჰემოლიზი და ჰემოლიტიკური ანემია გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტის მძიმე ფორმების მქონე პაციენტებში. სისხლდენა როგორც ცხვირიდან, ასევე ღრძილებიდან ან კანის სისხლჩაქცევები, შესაძლოა ხანგრძლივი სისხლდენა შარდ-სასქესო სისტემიდან (იხ. განყოფილება „განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“). აღნიშნული ეფექტი შესაძლოა შენარჩუნდეს მიღებიდან 4-8 დღემდე.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად: გულძმარვა, დიარეა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი; იშვიათად: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანებები, რომლებმაც ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს პერფორაცია; კუჭ-ნაწლავის სისხლდენები, რომლებმაც ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს რკინადეფიციტური ანემია; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება; სიხშირე ცნობილი არ არის: მანამდე არსებულმა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს მრავლობითი მემბრანების წარმოშობა ნაწლავის სანათურში შემდგომში პოტენციური სტენოზით (განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას).

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი,თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, სმენის შესუსტება, გონების დაბინდვა.

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად: კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები; იშვიათად: კანის ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები (მრავალფორმიან ექსუდაციურ ერითემამდეც კი).

დარღევები იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები სასუნთქი ტრაქტის, კუჭ-ნაწლავის, გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ, განსაკუთრებით ასთმატიკებში: შესაძლოა წნევის ვარდნა, ქოშინი, რინიტი, ცხვირის გაჭედვა, ანაფილაქსიური შოკი, კვინკეს შეშუპება.

დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: ძალიან იშვიათად: თირკმელების მაჩვენებლების მომატება.

დარღვევები თირკმლისა და შარდსადინარი გზების მხრივ: თირკმელების ფუნქციის დარღვევა და მწვავე თირკმლის უკმარისობა.

მსგავსი სიმპტომების გამოვლენისას რეკომენდებულია შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და მიმართოთ ექიმს.

შეტყობინება საეჭვო არასასურველ რეაქციებზე

რაიმე არასასურველი რეაქციების წარმოშბის შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია. მოცემული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის მათზეც, რომლებიც არაა ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალწამლო პრეპარატებზე არასასურველი რეაქციების მონაცემთა ნაციონალურ საინფორმაციო ბაზაში, ასევე მათი არაეფექტურობის შესახებ. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოებაზე მეტი ცნობების მიღებაში.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა სალიცილატების ან პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

ასთმა, რომელიც გამოწვეულია სალიცილატების ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებით;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დარღვევები (გამწვავების ფაზაში);

ჰემორაგიული დიათეზი;

ჰემოფილია, თრომბოციტოპენია;

ღვიძლის, თირკმლის და გულის ფუნქციების გამოხატული დარღვევები;

კვირაში 15 მგ და მეტი დოზით მეტოტრექსატთან ერთად მიღება;

ორსულობის III ტრიმესტრი;

ნეფროლითიაზი ან ნეფროლითიაზი ანამნეზში;

ჰიპეროქსალურია;

ჰემოქრომატოზი.

ჭარბი დოზირება

ზომიერი ინტოქსიკაცია: ხმაური ყურებში, სმენის დარღვევა, ოფლის გამოყოფა, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა ჭარბი დოზირების ყველა შემთხვევაში. მოცემული ინტოქსიკაცია შეიძლება აღმოიფხვრას დოზის შემცირებით.

მძიმე ინტოქსიკაცია: მაღალი ტემპერატურა, ჰიპერვენტილაცია, კეტოზი, სუნთქვითი ალკალოზი, მეტაბოლური აციდოზი, კომა, კარდიოგენური შოკი, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე ჰიპოგლიკემია.

მკურნალობა: მოწამვლის ნიშნებისას საჭიროა ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის და საფაღარათოს დანიშვნა და ექიმთან მიმართვა.

ინტოქსიკაცია უფრო სავარაუდოა ხანდაზმულ პაციენტებში, და, განსაკუთრებით, პატარა ბავშვებში (თერაპევტული ჭარბი დოზირება ან შემთხვევითი ინტოქსიკაცია შეიძლება მათთვის სასიკვდილო იყოს).

განსაკუთრებული მითთებები და სიფრთხილის ზომები

განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში, რომლებიც ეხება აციტილსალიცილის მჟავის გამოყენებას:

მომატებული მგრძნობელობა სხვა ანალგეტიკებისადმი, ანთების საწინააღმდეგო ან რევმატიზმების საწინააღმდეგო პრეპარატებისადმი ან სხვა ალერგიული ნივთიერებებისადმი;

ალერგიის არსებობა (მაგალითად, კანის რეაქციები, ქავილი, ჭინჭრის ციება), ასთმა, თივის ცხელება, ცხვირის პოლიპოზა ან ქრონიკული რესპირაციული ინფექცია;

თანმდევი თერაპია ანტიკოაგულანტებით;

კუჭის ან ნაწლავის წყლულოვანი დაზიანებები (ანამნეზში), ან კუჭ-ნაწლავის სისხლდენისადმი მიდრეკილება;

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

თირკმელების და გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დარღვევა (მაგალითად თირკმელების სისხლძარღვოვანი დაავადებები, გულის სტაგნაციური უკმარისობა, დეჰიდრატაცია, ფართო ოპერაციული ჩარევა, სეფსისი ან ფართო ჰემორაგიული გამოვლინებები), ვინაიდან აცეტილსალიცილის მჟავა ხელს შეუწყობს თირკმელების ფუნქციის დარღვევის და მწვავე თირკმლის უკმარისობის რისკს;

ქირურგიული ჩარევის წინ (მცირე ოპერაციების ჩათვლით, როგორიცაა კბილის ამოღება), ვინაიდან შესაძლოა სისხლდენის გაძლიერება;

პაციენტებში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის მძიმე დეფიციტით აცეტილსალიცილის მჟავამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰემოლიზის ან ჰემოლიზური ანემიის პროვოცირება. ხელშემწყობი ფაქტორები: დიდი დოზა, მაღალი ტემპერატურა ან მწვავე ინფექცია.

სიფრთხილის სხვა ზომები

ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 20,3 მმოლ (466,4 მგ) ნატრიუმს. ეს მხედველობაში უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებიც იცავენ დიეტას ნატრიუმის კონტროლირებადი შემცველობით (ნატრიუმის/მარილის დაბალი შემცველობით).

ანალგეტიკების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, რომელსაც დამატებითი ანალგეტიკებით მკურნალობისას ხანგრძლივ თავის ტკივილამდე შეუძლია მიყვანა.

ანალგეტიკების რეგულარულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ქრონიკული დაზიანება თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკით (ანალგეტიკური ნეფროპათია). ეს რისკი განსაკუთრებით დიდია, როცა ერთდროულად იღებენ რამდენიმე სხვადასხვა ანალგეტიკს.

მცირე დოზებით აცეტილსალიცინის მჟავა ამცირებს ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოყოფას, რაც შესაძლოა პოდაგრის შეტევის მიზეზი გახდეს პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან დაბალი თირკმლის ექსკრეციისადმი.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებმა და მოზარდებმა დაავადებებით, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა ახლავს, აცეტილსალიცილის მჟავა უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმის მითითებით, და თუ სხვა თერაპევტულმა ზომებმა შედეგი არ გამოიღო. ხანგრძლივი ღებინება ამგვარი დაავადების არსებობისას შესაძლოა იყოს რეისის სინდრომის ნიშანი, რომელიც ძალიან იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა, რომელიც დაუყოვნებლივ მკურნალობას მოითხოვს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეობები

ქმედების გაძლიერება გვერდითი ეფექტების რისკის გაზრდამდეც კი:

ანტიკოაგულანტები/თრომბოლიტიკები: აცეტილსალიცილის მჟავას შეუძლია გაზარდოს სისხლდენის რისკი, თუ მას იღებენ თრომბოლიტური მკურნალობის დაწყებამდე. ამიტომ საჭიროა ყურადღების მიქცევა გარე ან შინაგანი სისხლდენის ნიშნებზე პაციენტებში, რომლებიც გეგმავენ თრომბოლიტიკებით მკურნალობის გავლას.

თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, მაგალითად, ტიკლოპიდინი, კლოპიდოგრელი: სისხლდენის მომატებული რისკი;

სხვა არასტეროიდული ანალგეტიკები/ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (დოზით 3 გ აცეტილსალიცილის მჟავა დღეში და მეტი): კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წყლულოვანი დაზიანებების და სისხლდენის განვითარების მომატებული რისკი;

სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდები (გარდა ჰიდროკორტიზონისა, რომელიც გამოიყენება შემცვლელ თერაპიაში ადისონის დაავადებებისას): კუჭ-ნაწლავის გვერდითი ეფექტების განვითარების მომატებული რისკი;

ალკოჰოლი: კუჭ-ნაწლავის ტრაქტში წყლულოვანი დაზიანებების და სისხლდენის განვითარების მომატებული რისკი;

დიგოქსინი: მომატებული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში;

ანტიდიაბეტიკური პრეპარატები: გლუკოზის დონემ სისხლში შეიძლება დაიწიოს;

მეტოტრექსატი: ორგანიზმიდან გამოყოფის შემცირება და სალიცილატების გამოდევნა ცილებთან კავშირიდან;

ვალპროის მჟავა: სალიცილატების გამოდევნა ცილებთან კავშირიდან;

ეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (ეუსი): კუჭ-ნაწლავის სისხლდენის მომატებული რისკი სინერგიის ეფექტის გამო.

მოქმედების შესუსტება:

დიურეტიკები (3 გ აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად დღეში და მეტი);

ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (3 გ აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად დღეში და მეტი);

ურიკოზორიული პრაპარატები (მაგალითად, პრობენეციდი, ბენზბრომარონი);

დეფეროქსამინი: ერთდროულ მიღებას ასკორბინის მჟავასთან შეუძლია რკინის ქსოვილური ტოქსიკურობის მომატება, განსაკუთრებით მიოკარდში, და გულის მოქმედების დეკომპენსაცია.

ასკორბინის მჟავას ურთიერთქმედება ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში

ვიტამინი C წარმოადგენს აღმდგენს (ანუ ელექტრონების დონორს) და შეუძლია გამოიწვიოს ქიმიური შეფერხებები ლაბორატორიულ ტესტებში, რომლებიც მოიცავს მჟავურ-აღდგენით რეაქციებს, როგორიცაა გლუკოზის, კრეატინინის, კარბამაზეპინის, შარდში შარდმჟავას, სისხლის შრატის ანალიზი და ტესტი განავალში ფარულ სისხლზე.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა - ბოლო ტრიმესტრი

არ მიიღოთ აცეტილსალიცილის მჟავა, თუ იმყოფებით ორსულობის ბოლო 3 თვეზე, რამდენადაც ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მომავალ ბავშვს ან გამოიწვიოს პრობლემები მშობიარობისას. ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი შვილის თირკმელების და გულის პრობლემები, გავლენა იქონიოს თქვენი და თქვენი შვილის სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე, აგრეთვე შესაძლოა მშობიარობა დაიწყოს გვიან ან გახანგრძლივდეს მოსალოდნელზე მეტხანს.

ორსულობა - პირველი და მეორე ტრიმესტრი

არ მიიღოთ აცეტილსალიცილის მჟავა ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, გარდა უკიდურესი საჭიროებისას და ექიმის რეკომენდაციით. თუ აუცილებელია მკურნალობა ამ პერიოდში ან როცა ცდილობთ დაორსულებას, დოზირება უნდა იყოს უფრო დაბალი და რაც შეიძლება მოკლე დროით. თუ იღებთ აცეტილსალიცილის მჟავას რამდენიმე დღეზე მეტ ხანს, ორსულობის მე-20 კვირიდან დაწყებული, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის თირკმელების პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სანაყოფე წყლების რაოდენობის შემცირება (მცირეწყლიანობა), ან შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვის (არტერიული სადინარის) შევიწროვება ბავშვის გულში. თუ აუცილებელია მკურნალობის რამდენიმე დღეზე მეტხანს გაგრძელება, თქვენს ექიმს შეუძლია გირჩიოთ დამატებითი მონიტორინგი.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

არსებობს მონაცემები, რომ პრეპარატებს, რომლებიც ახდენენ პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებას, შეუძლია ქალის ფერტილობის გაუარესება, ვინაიდან მოქმედებს ოვულაციის პროცესზე. ეს შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა

არ მოქმედებს.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 25o ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

შენახვის ვადა

3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შეფუთვა

2 შუშხუნა ტაბლეტი სტრიპზე; 5 სტრიპი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.

ფირმა-განმცხადებლის/მწარმოებლის დასახელება, მისამართი

ბაიერ ქონსუმერ ქეარ აგ

პიტერ მერიან-შტრასსე 84, 4052 ბაზელი, შვეიცარია

ბაიერ ბიტტერფელდ გმბხ,

ოტ გრეპპინ, ზალეგასტერ შოსსე 1,

06803 ბიტტერფელდ-ვოლფენ, Gგერმანია

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა