პრეპარატი ასპირინი კარდიოს მიღება ნაჩვენებია მოზრდილებში 18 წლის ასაკიდან. არასტაბილური და სტაბილური სტენოკარდია. მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Acetylsalicylic Acid)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
- მწარმოებელი
- Bayer Bitterfeld GmbH (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Bayer AG(გერმანია)), გერმანია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტითრომბოზული საშუალებები, თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები გარდა ჰეპარინისა
- ATC კოდი
- B01AC06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039643
- რეგისტრირებულია
- 29 ნოემბერი 2023, მოქმედებს 21 სექტემბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Bayer AG (გერმანია)
- განმცხადებელი
- სს ,,ბაიერი’’-ს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ასპირინი კარდიო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი ასპირინი კარდიოს მიღება ნაჩვენებია მოზრდილებში 18 წლის ასაკიდან.
არასტაბილური და სტაბილური სტენოკარდია.
მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა.
განმეორებითი ტრანზიტორული იშემიური შეტევის (ტიშ) და განმეორებითი იშემიური ინსულტის პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
თრომბოზული გართულებების პროფილაქტიკა სისხლძარღვებზე ჩატარებული ოპერაციებისა და ინვაზიური ჩარევების შემდეგ (როგორიცაა აორტოკორონარული შუნტირება, საძილე არტერიების ენდარტერექტომია, არტერიოვენური შუნტირება, კორონარული არტერიების ანგიოპლასტიკა და სტენტირება, საძილე არტერიების ანგიოპლასტიკა).
მიღების წესი და დოზირება
მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა, სტაბილური სტენოკარდია
100–300 მგ/დღეში.
არასტაბილური სტენოკარდია (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის განვითარების ეჭვის დროს)
საწყისი დოზა 200–300 მგ (უფრო სწრაფი შეწოვისთვის ტაბლეტები გატეხეთ, დაფხვენით ან დაღეჭეთ) პაციენტმა უნდა მიიღოს რაც შეიძლება სწრაფად მას შემდეგ, რაც გაჩნდება ეჭვი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის განვითარებაზე. მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებიდან მომდევნო 30 დღის განმავლობაში შენარჩუნებული უნდა იქნას 200–300 მგ/დღეში დოზა. 30 დღის შემდეგ ინიშნება შესაბამისი თერაპია მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკისთვის.
განმეორებითი ტრანზიტორული იშემიური შეტევის (ტიშ) და განმეორებითი იშემიური ინსულტის პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებსაც ადრე გადატანილი აქვთ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა
100–300 მგ/დღეში.
თრომბოზული გართულებების პროფილაქტიკა სისხლძარღვებზე ჩატარებული ოპერაციებისა და ინვაზიური ჩარევების შემდეგ
100–300 მგ/დღეში.
ქმედებები სამკურნალო პრეპარატის ერთი ან რამდენიმე დოზის გამოტოვების შემთხვევაში
დოზის გამოტოვების შემთხვევაში მისი მიღება საჭიროა გახსენებისთანავე. ორმაგი დოზის თავიდან ასაცილებლად, პაციენტმა არ უნდა მიიღოს გამოტოვებული დოზა, თუ შემდეგი დოზის მიღების დრო უკვე მოახლოებულია.
სამკურნალო პრეპარატის მოქმედების თავისებურებანი პირველი მიღებისას და მისი მოხსნისას
პრეპარატის მოქმედების რაიმე თავისებურება პირველი მიღებისას ან მისი შეწყვეტისას არ აღნიშნულა.
მიღების ხანგრძლივობა
პრეპარატი ასპირინი კარდიო განკუთვნილია ხანგრძლივი მიღებისთვის. თერაპიის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
პრეპარატ ასპირინი კარდიოს უკუჩვენებაა ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა. ასპირინი კარდიო ფრთხილად გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
პრეპარატ ასპირინი კარდიოს უკუჩვენებაა თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა. ასპირინი კარდიო ფრთხილად გამოიყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რადგან აცეტილსალიცილის მჟავამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის უკმარისობისა და მწვავე თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი (იხ. თავი 4.4.).
ბავშვები
ასპირინი კარდიოს უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არსებობს.
მიღების წესი
პერორალური გამოყენებისთვის.
ასპირინი კარდიოს ტაბლეტების მიღება სასურველია ჭამამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე, დიდი რაოდენობით წყალთან ერთად. ტაბლეტებს ტეხავენ, ფხვნიან ან ღეჭავენ მოქმედი ნივთიერების გამოსათავისუფლებლად თორმეტგოჯა ნაწლავის ტუტე გარემოში. ასპირინი კარდიოს ტაბლეტები მიიღება დღეში ერთხელ.
უკუჩვენებები
მეტოტრექსატი 15 მგ/კვირაში ან მეტი დოზით: მეტოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის გაზრდა, რაც გამოწვეულია მეტოტრექსატის თირკმლისმიერი კლირენსის შემცირებით ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედების შედეგად და, კერძოდ, სალიცილატების მიერ მისი პლაზმის ცილებთან შეკავშირებიდან გამოდევნის გამო (იხ. თავი 4.3.).
სიფრთხილით გამოიყენება ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში:
მეტოტრექსატი კვირაში 15 მგ-ზე ნაკლები დოზით: მეტოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის გაზრდა მეტოტრექსატის თირკმლისმიერი კლირენსის შემცირებისა და სალიცილატების მიერ მისი პლაზმის ცილებთან შეკავშირებიდან გამოდევნის ხარჯზე.
მეტამიზოლი ან აასპ: მეტამიზოლთან ან სხვა არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (მათ შორის იბუპროფენთან და ნაპროქსენთან) ერთდროული (ერთი დღის განმავლობაში) გამოყენებისას აღინიშნება ანტაგონიზმი თრომბოციტების ფუნქციის შეუქცევადი დათრგუნვის მიმართ, რაც გამოწვეულია აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედებით. ამ ეფექტის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. აცეტილსალიცილის მჟავას კომბინაცია მეტამიზოლთან ან აასპ-ებთან არ არის რეკომენდებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში შესაძლო კარდიოპროტექტორული ეფექტის შემცირების გამო (იხ. თავი 4.4.).
ანტიკოაგულანტებთან, თრომბოლიზურ ან ანტიაგრეგაციულ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება სისხლდენის რისკის გაზრდა.
სალიცილატების შემცველ აასპ-ებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ულცეროგენული მოქმედებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკი.
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილებიდან სისხლდენის რისკის გაზრდა შესაძლო სინერგიული ეფექტის გამო.
დიგოქსინის კონცენტრაცია პლაზმაში იზრდება აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთდროული გამოყენებისას მისი თირკმლიდან ექსკრეციის შემცირების გამო.
ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან (ინსულინი, სულფონილშარდოვანას წარმოებულები) აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ამ უკანასკნელთა ჰიპოგლიკემიური ეფექტი თავად აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზების ჰიპოგლიკემიური თვისებებისა და სულფონილშარდოვანას წარმოებულების პლაზმის ცილებთან შეკავშირებიდან გამოდევნის ხარჯზე.
დიურეტიკებთან აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზების ერთობლივი გამოყენებისას აღინიშნება გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის შემცირება თირკმლებში პროსტაგლანდინების სინთეზის შემცირების შედეგად.
სისტემურ გლუკოკორტიკოსტეროიდებთან (გკს) (გარდა ჰიდროკორტიზონისა, რომელიც გამოიყენება ადისონის დაავადებისას ჩანაცვლებითი თერაპიისთვის) ერთდროული გამოყენებისას სალიცილატების დონე სისხლში მცირდება. გკს-ის მოხსნის შემდეგ შესაძლებელია სალიცილატების დოზის გადაჭარბება გკს-ის მოქმედებით გამოწვეული დაჩქარებული ელიმინაციის გამო. ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავისმიერი სისხლდენისა და წყლულის წარმოქმნის სიხშირე.
ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების კომბინაციამ აცეტილსალიცილის მჟავას მაღალ დოზებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის შემცირება სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედების მქონე პროსტაგლანდინების ინჰიბირების შედეგად. გარდა ამისა, აღინიშნება ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შესუსტება.
ვალპროატთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება მისი ტოქსიკურობა პლაზმის ცილებთან შეკავშირებიდან გამოდევნის ხარჯზე.
ეთანოლთან (ალკოჰოლთან) ერთად აცეტილსალიცილის მჟავას მიღებისას აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაზიანების მომატებული რისკი და სისხლდენის დროის გახანგრძლივება აცეტილსალიცილის მჟავასა და ეთანოლის ეფექტების ურთიერთგაძლიერების შედეგად.
ურიკოზურული მოქმედების პრეპარატებთან - ბენზბრომარონი, პრობენეციდი - ერთად გამოყენებისას (შეინიშნება ამ უკანასკნელთა ურიკოზურული ეფექტის შემცირება შარდმჟავას თირკმლის არხიდან ექსკრეციის კონკურენტული დათრგუნვის გამო).
აცეტილსალიცილის მჟავასა და ალდოსტერონის ანტაგონისტების (სპირონოლაქტონი, ეპლერენონი და კანრენოატი) ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს მათი მოქმედების შესუსტება.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატი ასპირინი კარდიო სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგი მდგომარეობების დროს:
ჰიპერმგრძნობელობა ანალგეტიკების, ანთების საწინააღმდეგო, რევმატიზმის საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ, ასევე, ალერგიული რეაქციები სხვა ნივთიერებებზე.
მეტამიზოლთან და სხვა აასპ-ებთან (მათ შორის იბუპროფენთან, ნაპროქსენთან) ერთად მიღება. შეუძლიათ შეასუსტონ აცეტილსალიცილის მჟავას მაინჰიბირებელი მოქმედება თრომბოციტების აგრეგაციაზე. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას და გეგმავენ მეტამიზოლის ან სხვა აასპ-ების მიღებას, ეს საკითხი მკურნალ ექიმთან უნდა განიხილონ (იხ. თავი 4.5.).
ბრონქული ასთმის, პოლინოზის, ცხვირის პოლიპოზის, სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების, ასევე, სხვა ნივთიერებებზე ალერგიული რეაქციების დროს (მაგალითად, კანის რეაქციები, ქავილი, ჭინჭრის ციება). აცეტილსალიცილის მჟავამ შეიძლება მოახდინოს ბრონქოსპაზმის პროვოცირება, ასევე, გამოიწვიოს ასთმის შეტევები ან მომატებული მგრძნობელობის სხვა რეაქციები.
ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანებები, მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული და რეციდივირებადი დაზიანებები ან სისხლდენები.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას.
თირკმლის ფუნქციის ან სისხლის მიმოქცევის დარღვევისას, რაც გამოწვეულია თირკმლის არტერიების დაზიანებით, გულის შეგუბებითი უკმარისობით, ჰიპოვოლემიით, ფართო ქირურგიული ჩარევით, სეფსისით, მასიური სისხლდენის შემთხვევებით, რადგან აცეტილსალიცილის მჟავამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის მწვავე უკმარისობისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი.
სავარაუდო ქირურგიული ჩარევისას (უმნიშვნელო ჩარევების ჩათვლით, მაგალითად, კბილის ამოღება). აცეტილსალიცილის მჟავას მაინჰიბირებელი მოქმედება თრომბოციტების აგრეგაციაზე ნარჩუნდება მიღებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, რის გამოც შესაძლებელია სისხლდენის რისკის გაზრდა ოპერაციის დროს ან პოსტოპერაციულ პერიოდში.
გლუკოზო-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას დეფიციტის მძიმე ფორმების დროს აცეტილსალიცილის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზი და ჰემოლიზური ანემია. ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ჰემოლიზის განვითარების რისკი, არის ციებ-ცხელება, მწვავე ინფექციები და პრეპარატის მაღალი დოზები.
პოდაგრის, ჰიპერურიკემიის დროს. აცეტილსალიცილის მჟავა დაბალი დოზებით ამცირებს შარდმჟავას ექსკრეციას (გამოყოფას), რამაც შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრის შეტევები ამ დაავადებისადმი მიდრეკილ პაციენტებში.
ორსულობის II ტრიმესტრში.
შემდეგ სამკურნალო პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენებისას (იხ. თავი 5.4.):
მეტოტრექსატთან ერთად კვირაში 15 მგ-ზე ნაკლები დოზით;
ანტიკოაგულანტებთან, თრომბოლიზურ ან სხვა ანტიაგრეგაციულ პრეპარატებთან ერთად;
დიგოქსინთან ერთად;
პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან (სულფონილშარდოვანას წარმოებულები) და ინსულინთან ერთად;
ვალპროატთან ერთად;
ეთანოლთან ერთად (კერძოდ, ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად);
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებთან ერთად.
დამხმარე ნივთიერებები
პრეპარატი ასპირინი კარდიო შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ნაწლავში ხსნად თითოეულ გარსით დაფარულ ტაბლეტში, ე.ი. პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
ბავშვები
აცეტილსალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატები არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და მოზარდებში ცხელებით ან მის გარეშე მიმდინარე ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. გარკვეული ვირუსული დაავადებების დროს, კერძოდ A გრიპის, B გრიპის და ჩუტყვავილას დროს, არსებობს რეის სინდრომის განვითარების რისკი – ეს არის ძალიან იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში დაავადება, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებელ სამედიცინო ჩარევას. რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ აცეტილსალიცილის მჟავა გამოიყენება, როგორც თანმხლები თერაპია, თუმცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადასტურებული არ ყოფილა. დაუძლეველი ღებინება აღნიშნული დაავადებების დროს შეიძლება იყოს რეის სინდრომის სიმპტომი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება დაიწყოთ რომელიმე სხვა პრეპარატის მიღება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმის ინფორმირება, თუ საუბარია შემდეგ პრეპარატებზე:
მეტოტრექსატი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი რევმატოლოგიური და ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ);
ნატრიუმის მეტამიზოლი (ანალგინი და სხვა) ან არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ) (ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი ან ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის იბუპროფენი და ნაპროქსენი);
პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას, ე.წ. ანტიკოაგულანტები (ვარფარინი, ჰეპარინი), თრომბოლიზური საშუალებები ან ანტიაგრეგანტები (მაგალითად, კლოპიდოგრელი, თიკლოპიდინი);
სხვა აასპ-ები, რომლებიც შეიცავენ სალიცილატებს, რადგან იზრდება წყლულის წარმოქმნისა და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკი;
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებთან (შფოთვითი აშლილობისა და დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები) ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილებიდან სისხლდენის რისკის გაზრდა შესაძლო სინერგიული ეფექტის გამო;
დიგოქსინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ);
ჰიპოგლიკემიური პრეპარატები, ე.წ. შაქრის დამწევი საშუალებები (ინსულინი, სულფონილშარდოვანას წარმოებულები);
ალდოსტერონის ანტაგონისტები (სპირონოლაქტონი, ეპლერენონი და კანრენოატი);
მარყუჟოვანი დიურეტიკები (მაგალითად, ფუროსემიდი);
გლუკოკორტიკოსტეროიდები (ჰორმონალური, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, გარდა ჰიდროკორტიზონისა, რომელიც გამოიყენება ჩანაცვლებითი თერაპიისთვის ადისონის დაავადების დროს). ამ პრეპარატენთან ერთად გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენისა და წყლულის წარმოქმნის სიხშირე;
ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები);
ვალპროატი (ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატი);
ურიკოზურიული პრეპარატები (პრეპარატები, რომლებიც აუმჯობესებენ შარდმჟავას გამოყოფას, მაგალითად, ბენზბრომარონი, პრობენეციდი).
ნუ მიიღებთ პრეპარატ ასპირინ® კარდიოს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ პრეპარატთან ერთად მკურნალი ექიმის დანიშნულების გარეშე.
პრეპარატი ასპირინი® კარდიო და ალკოჰოლი
არ მიიღოთ პრეპარატი ასპირინი® კარდიო სპირტიან სასმელებთან, ალკოჰოლის შემცველ სხვა პროდუქტებთან და პრეპარატებთან ერთად. აცეტილსალიცილის მჟავასა და ეთანოლის (ალკოჰოლის) მიღებისას აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაზიანების მომატებული რისკი და სისხლდენის დროის გახანგრძლივება აცეტილსალიცილის მჟავისა და ეთანოლის ეფექტების ურთიერთგაძლიერების შედეგად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორსულობაზე, ემბრიონის ან ნაყოფის განვითარებაზე.
ორსულობის ადრეულ ეტაპზე პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენების ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები იწვევს შეშფოთებას ორსულობის შეწყვეტისა და ნაყოფის განვითარების მანკების რისკთან დაკავშირებით, რაც, სავარაუდოდ, იზრდება პრეპარატის დოზის მატებასთან და მკურნალობის ხანგრძლივობასთან ერთად. არსებული მონაცემები არ ადასტურებს კავშირს აცეტილსალიცილის მჟავას მიღებასა და ორსულობის შეწყვეტის რისკის გაზრდას შორის. არსებობს წინააღმდეგობრივი ეპიდემიოლოგიური მონაცემები აცეტილსალიცილის მჟავას გამოყენებასა და ნაყოფის განვითარების დეფექტებს შორის კავშირის შესახებ, რაც არ იძლევა გასტროშიზისის განვითარების მომატებული რისკის გამორიცხვის საშუალებას. პერსპექტიული კვლევის მონაცემების თანახმად, რომელშიც მონაწილეობდა 14800 ქალი ორსულობის ადრეულ ეტაპზე (1-4 თვე), აცეტილსალიცილის მჟავას გამოყენებისას ნაყოფის განვითარების დეფექტების მატება არ გამოვლენილა.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენა აცეტილსალიცილის მჟავას რეპროდუქციული ტოქსიკურობა. ორსულობის I ტრიმესტრში აცეტილსალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატების გამოყენება უკუნაჩვენებია.
ორსულობის II ტრიმესტრში სალიცილატების დანიშვნა დაშვებულია მხოლოდ დედისა და ნაყოფისთვის რისკისა და სარგებლის მკაცრი შეფასების საფუძველზე.
ქალებმა, რომლებიც გეგმავენ ორსულობას ან იმყოფებიან ორსულობის II ტრიმესტრში, მაქსიმალურად უნდა შეამცირონ აცეტილსალიცილის მჟავას დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა.
ორსულობის III ტრიმესტრში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორებმა შეიძლება გამოიწვიონ საშვილოსნოს კუმშვების დათრგუნვა, რაც იწვევს სამშობიარო მოქმედების შეფერხებას, ასევე, სისხლდენის დროის გახანგრძლივებას ანტიაგრეგაციული ეფექტის გამო (აცეტილსალიცილის მჟავას ძალიან დაბალი დოზებით გამოყენების შემთხვევაშიც კი). ნაყოფში შესაძლებელია გულ-ფილტვის ინტოქსიკაციის განვითარება არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვით და ფილტვის ჰიპერტენზიის განვითარებით, ასევე, თირკმლის ფუნქციის დარღვევა და თირკმლის უკმარისობის განვითარებც კი, რასაც თან ახლავს სანაყოფე წყლების სიმცირე. აცეტილსალიცილის მჟავას გამოყენება ორსულობის III ტრიმესტრში უკუნაჩვენებია.
ლაქტაცია
სალიცილატები და მათი მეტაბოლიტები მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში სალიცილატების ეპიზოდურ მიღებას არ ახლავს ბავშვში გვერდითი რეაქციების განვითარება და არ საჭიროებს ძუძუთი კვების შეწყვეტას. თუმცა, პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას ან მაღალი დოზის დანიშვნისას, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს რაც შეიძლება მალე.
ფერტილობა
ხელმისაწვდომ შეზღუდულ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც გამოქვეყნებული იქნა, ადამიანების მონაწილეობით ჩატარებულ კვლევებს არ დაუდასტურებია აცეტილსალიცილის მჟავას მდგრადი გავლენა ფერტილობის გაუარესებაზე; ასევე, დამაჯერებელი მტკიცებულებები არც ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ ყოფილა მიღებული.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატ ასპირინი კარდიოს მიღება გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის რეზიუმე
ქვემოთ მოცემული არასასურველი რეაქციები მიღებულია სპონტანური შეტყობინებების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატების პოსტსარეგისტრაციო გამოყენების პროცესში, ასევე, აცეტილსალიცილის მჟავას, როგორც გამოსაკვლევი პრეპარატის, კლინიკური კვლევებიდან.
არასასურველი რეაქციების (არ) განვითარების სიხშირე აცეტილსალიცილის მჟავას მიღებისას მოცემულია ქვემოთ. სიხშირე განისაზღვრება შემდეგი სახით:
ხშირად: (≥1/100-დან <1/10-მდე),
არახშირად: (≥1/1 000-დან <1/100-მდე),
იშვიათად: (≥1/10 000-დან <1/1 000-მდე).
არასასურველი რეაქციების სიხშირე გამოთვლილია მხოლოდ ARRIVE კვლევის მონაცემების საფუძველზე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ ასპირინ კარდიოს. ARRIVE კვლევა არის კომპანია „ბაიერის“ (Bayer) მიერ დაფინანსებული კლინიკური კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 6270 პაციენტი, რომლებსაც მკურნალობდნენ ასპირინი კარდიოს 100 მგ დოზით და 6276 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. ასპირინი კარდიოს მიღების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 5.0 წელს 0-დან 7 წლამდე ინტერვალში.
იმ არასასურველი რეაქციებისთვის, რომლებიც მიღებული იქნა მხოლოდ პოსტსარეგისტრაციო გამოყენების პროცესში და რომელთა განვითარების სიხშირის შეფასება შეუძლებელია, მითითებულია: „სიხშირე უცნობია“.
არასასურველი რეაქციების ცხრილი
სისტემურ-ორგანული კლასი
ხშირად (≥1/100, <1/10)
არახშირად (≥1/1000, <1/100)
იშვიათად (≥1/10 000, <1/1 000)
სიხშირე უცნობია
სისხლი და ლიმფური სისტემა
რკინადეფიციტური ანემიაა
ჰემორაგიული ანემია
ჰემოლიზი, ჰემოლიზური ანემიაბ
იმუნური სისტემა
ჰიპერმგრძნობელობა, წამლის აუტანლობა, ალერგიული შეშუპება და ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება)
ანაფილაქსიური რეაქციები
ანაფილაქსიური შოკი
ნერვული სისტემა
თავბრუსხვევა
ჰემორაგიული ინსულტი ან ქალასშიდა სისხლდენაგ
სმენის ორგანო და ლაბირინთი
ხმაური ყურებში
გული
კარდიო-რესპირატორული დისტრეს-სინდრომიდ
სისხლძარღვები
ჰემატომა
ჰემორაგია, კუნთშიდა სისხლჩაქცევა
სისხლდენა სამედიცინო პროცედურების დროს
სასუნთქი სისტემა, გულმკერდი და შუასაყარი
ცხვირიდან სისხლდენა, რინიტი
ცხვირის „გაჭედვა“
"ასპირინის" ბრონქული ასთმა
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი
დისპეფსია, ტკივილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და მუცლის არეში, კუჭ-ნაწლავის ანთება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდანე
ღრძილებიდან სისხლდენა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლულები და ეროზიები
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის პერფორაციული წყლულები
ნაწლავის სანათურში დიაფრაგმისებრი სტრიქტურების (შევიწროებების) წარმოქმნა
ღვიძლი და სანაღვლე გზები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
"ღვიძლის" ტრანსამინაზების აქტივობის მომატება
კანი და კანქვეშა ქსოვილები
გამონაყარი კანზე, ქავილი
ჭინჭრის ციება
თირკმლები და შარდგამომყოფი გზები
სისხლდენა შარდსასქესო გზებიდან
თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის მწვავე უკმარისობად
შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ შეტყობინება, რათა უზრუნველყოფილ იქნას პრეპარატის „სარგებელი-რისკის“ თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგი. სამედიცინო მუშაკებს ეძლევათ რეკომენდაცია, ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ შეტყობინება გაგზავნონ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების არასასურველი რეაქციების შეტყობინების ეროვნული სისტემების მეშვეობით:
რუსეთის ფედერაცია
ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორი)
მისამართი: 109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, კორპ. 4, შენ. 1
ცხელი ხაზის ტელეფონი: +7 800 550 99 03
ელ-ფოსტა: [email protected]
https://roszdravnadzor.gov.ru/
ყაზახეთის რესპუბლიკა
ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის „წამლებისა და სამედიცინო დანიშნულების ნაკეთობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“
მისამართი: 010000, ქ. ასტანა, ბაიკონურის რაიონი, ა. იმანოვის ქ., 13 (ბიზნეს ცენტრი „ნურსაულეტ 2“)
ტელეფონი: +7 7172 23 51 35
ელ-ფოსტა: [email protected]
https://www.ndda.kz
ბელარუსის რესპუბლიკა
უს „ჯანდაცვის ექსპერტიზებისა და ცდების ცენტრი“
მისამართი: 220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2ა
ტელეფონი: +375 17 231 85 14
ფაქსი: +375 17 252 53 58
ფარმაკოზედამხედველობის განყოფილების ტელეფონი: +375 17 242 00 29
ელ-ფოსტა: [email protected], [email protected]
https://www.rceth.by
სომხეთის რესპუბლიკა
დსს “აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახელობის წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“
მისამართი: 0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ., 49/5
ცხელი ხაზის ტელეფონები: +374 10 20 05 05, +374 96 22 05 05
ელ-ფოსტა: [email protected]
http://pharm.am
ჭარბი დოზა
სალიცილატური ინტოქსიკაცია (ვითარდება აცეტილსალიცილის მჟავას მიღებისას 100 მგ/კგ/დღეში მეტი დოზით 2 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში) შეიძლება იყოს პრეპარატის ტოქსიკური დოზების ხანგრძლივი მოხმარების (ქრონიკული ინტოქსიკაცია) ან მოზრდილის/ბავშვის მიერ ტოქსიკური დოზის ერთჯერადი შემთხვევითი ან განზრახ მიღების (მწვავე ინტოქსიკაცია) შედეგი.
დოზის გადაჭარბება განსაკუთრებით საშიშია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.
სიმპტომები
სალიცილის მჟავას წარმოებულებით გამოწვეული ქრონიკული ინტოქსიკაციის სიმპტომები არასპეციფიკურია და მათი დიაგნოსტირება ხშირად საკმაოდ რთულია. მსუბუქი ხარისხის ინტოქსიკაცია, როგორც წესი, ვითარდება მხოლოდ პრეპარატის დიდი დოზების მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ და ვლინდება თავბრუსხვევით, ვერტიგოთი, ყურებში შუილით, სმენის დაქვეითებით, მომატებული ოფლიანობით, გულისრევითა და პირღებინებით, თავის ტკივილითა და ცნობიერების არევით. აღნიშნული სიმპტომატიკა ქრება პრეპარატის დოზის შემცირების შემდეგ. ყურებში შუილი შეიძლება გამოვლინდეს სისხლის პლაზმაში აცეტილსალიცილის მჟავას 150-დან 300 მკგ/მლ-მდე კონცენტრაციის დროს. უფრო მძიმე სიმპტომები ვლინდება პლაზმაში აცეტილსალიცილის მჟავას 300 მკგ/მლ-ზე მაღალი კონცენტრაციისას.
მწვავე ინტოქსიკაციის ძირითად გამოვლინებას წარმოადგენს მჟავა-ფუძის მდგომარეობის მძიმე დარღვევა, რომლის გამოვლინებები შეიძლება იცვლებოდეს პაციენტის ასაკისა და ინტოქსიკაციის სიმძიმის მიხედვით. ბავშვებისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია მეტაბოლური აციდოზის განვითარება. ვინაიდან აცეტილსალიცილის მჟავას შეწოვის სიჩქარე შეიძლება შემცირდეს კუჭის შენელებული ევაკუაციის, კონკრემენტების წარმოქმნის ან კუჭის წვენის მოქმედებისადმი მდგრადი პრეპარატების მიღების გამო, ინტოქსიკაციის სიმძიმის შეფასება მხოლოდ სისხლის პლაზმაში სალიცილატების კონცენტრაციის ცვლილების საფუძველზე შეუძლებელია.
მკურნალობა
ინტოქსიკაციის მკურნალობა ტარდება მიღებული სტანდარტების შესაბამისად და დამოკიდებულია ინტოქსიკაციის სიმძიმესა და კლინიკურ სურათზე და ძირითადად მიმართული უნდა იყოს პრეპარატის გამოყოფის დაჩქარების, წყალ-ელექტროლიტური ბალანსისა და მჟავა-ტუტოვანი მდგომარეობის აღდგენისკენ.
ქვემოთ მოცემულია სალიცილატებით მოწამვლის სიმპტომები, ლაბორატორიული მონაცემები და თერაპიული დახმარების ღონისძიებები.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
თერაპიული დახმარების ღონისძიებები
სიმძიმის მსუბუქიდან საშუალო ხარისხამდე
კუჭის ლავაჟი, აქტივირებული ნახშირის მრავალჯერადი მიღება, ფორსირებული ტუტე დიურეზი
ტაქიპნოე, ჰიპერვენტილაცია, რესპირატორული ალკალოზი
ალკალემია, ალკალურია
წყალ-ელექტროლიტური ბალანსისა და მჟავა-ფუძე მდგომარეობის აღდგენა.
პროფუზული (ძლიერი) ოფლიანობა
გულისრევა, პირღებინება
სიმძიმის საშუალოდან მძიმე ხარისხამდე
კუჭის ლავაჟი, აქტივირებული ნახშირის მრავალჯერადი მიღება, ფორსირებული ტუტე დიურეზი; მძიმე შემთხვევებში - ჰემოდიალიზი.
რესპირატორული ალკალოზი კომპენსატორული მეტაბოლური აციდოზით
აციდემია, აციდურია
წყალ-ელექტროლიტური ბალანსისა და მჟავა-ტუტვანი მდგომარეობის აღდგენა.
ჰიპერპირექსია (სხეულის უკიდურესად მაღალი ტემპერატურა)
წყალ-ელექტროლიტური ბალანსისა და მჟავა-ტუტოვანი მდგომარეობის აღდგენა.
სუნთქვის დარღვევები: ჰიპერვენტილაციიდან და ფილტვების არაკარდიოგენული შეშუპებიდან სუნთქვის დათრგუნვამდე, ასფიქსიამდე
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები: გულის რიტმის დარღვევიდან და არტერიული ჰიპოტენზიიდან გულის მუშაობის დათრგუნვამდე
არტერიული წნევის ცვლილება, ეკგ
წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები: დეჰიდრატაცია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა ოლიგურიიდან თირკმლის უკმარისობის განვითარებამდე
ჰიპოკალიემია, ჰიპერნატრიემია, ჰიპონატრიემია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა

გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევა, კეტოზი
ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია (განსაკუთრებით ბავშვებში), კეტოაციდოზი
ხმაური ყურებში, სიყრუე
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან
ჰემატოლოგიური დარღვევები: თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირებიდან კოაგულოპათიამდე
პროთრომბინის დროის გახანგრძლივება, ჰიპოპროთრომბინემია
ნევროლოგიური დარღვევები: ტოქსიკური ენცეფალოპათია და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დათრგუნვა (ძილიანობიდან და ცნობიერების არევიდან კომამდე და კრუნჩხვებამდე)
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: აცეტილსალიცილის მჟავა.
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ აცეტილსალიცილის მჟავას. დამხმარე ნივთიერებები, რომლებიც გასათვალისწინებელია პრეპარატის შემადგენლობაში: ნატრიუმი (იხ. თავი 4.4.).
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი მოცემულია 6.1 თავში.
წამლის ფორმა
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები. თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები.
შენახვის პირობები
5 წელი.
უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები შენახვისას
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
პირველადი შეფუთვის ტიპი და შემცველობა
14 ტაბლეტი Al/PP ბლისტერში. 2, 4 ან 7 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, პირველი გახსნის კონტროლის მექანიზმით.
რეალიზაციისთვის შეფუთვების ყველა ზომა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი.
გუსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები გამოყენებული სამკურნალო პრეპარატის ან სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შემდეგ დარჩენილი ნარჩენების განადგურებისას და სხვა მანიპულაციები
გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატი და ნარჩენები უნდა განადგურდეს დადგენილი წესით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტითრომბოზული საშუალებები; ანტიაგრეგანტები, ჰეპარინის გარდა.
ATC კოდი: B01AC06.
მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები
აცეტილსალიცილის მჟავას ანტიაგრეგაციული მოქმედების მექანიზმის საფუძველია ციკლოოქსიგენაზას (COX-1) შეუქცევადი ინჰიბირება, რის შედეგადაც იბლოკება თრომბოქსან A2-ის სინთეზი და ითრგუნება თრომბოციტების აგრეგაცია. ანტიაგრეგაციული ეფექტი ყველაზე მეტად გამოხატულია თრომბოციტებში, ვინაიდან მათ არ ძალუძთ ციკლოოქსიგენაზას განმეორებითი სინთეზი. ითვლება, რომ აცეტილსალიცილის მჟავას გააჩნია თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვის სხვა მექანიზმებიც, რაც აფართოებს მისი გამოყენების სფეროს სისხლძარღვების სხვადასხვა დაავადების დროს.
აცეტილსალიცილის მჟავა, ასევე, ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედებით.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
პერორალური მიღების შემდეგ აცეტილსალიცილის მჟავა სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (კნტ). შეწოვის პროცესში და მის შემდეგ აცეტილსალიცილის მჟავა გარდაიქმნება მთავარ მეტაბოლიტად - სალიცილის მჟავად. იმის გამო, რომ ტაბლეტები დაფარულია მჟავამდგრადი გარსით, აცეტილსალიცილის მჟავა გამოთავისუფლდება არა კუჭში, არამედ თორმეტგოჯა ნაწლავის ტუტე გარემოში. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) მიიღწევა ტაბლეტის მიღებიდან დაახლოებით 2-7 საათის შემდეგ, ამრიგად, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტების აბსორბცია შენელებულია ჩვეულებრივ ტაბლეტებთან (ნაწლავში ხსნადი გარსის გარეშე) შედარებით.
საკვებთან ერთად მიღებისას აღინიშნება აცეტილსალიცილის მჟავას შეწოვის შენელება, თუმცა, ეს გავლენას არ ახდენს შეწოვის ხარისხზე. აბსორბციის შედარებით დაბალი სიჩქარე გავლენას არ ახდენს პრეპარატის ექსპოზიციაზე სისხლის პლაზმაში და მის უნარზე, დათრგუნოს თრომბოციტების აგრეგაცია დაბალი დოზებით ხანგრძლივი თერაპიისას. მიუხედავად ამისა, კუჭში ტაბლეტების მაქსიმალური მდგრადობის უზრუნველსაყოფად, რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე, დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით (იხ. თავი 4.2.).
გავრცელება
აცეტილსალიცილის მჟავა და სალიცილის მჟავა მნიშვნელოვანწილად უკავშირდება პლაზმის ცილებს და სწრაფად ვრცელდება ორგანიზმში. სალიცილის მჟავა აღწევს პლაცენტაში და გამოიყოფა ქალის რძეში (იხ. თავი 4.6.).
ბიოტრანსფორმაცია
აცეტილსალიცილის მჟავას ძირითადი მეტაბოლიტია სალიცილის მჟავა. სალიცილის მჟავას მეტაბოლიზმი ხორციელდება ღვიძლში სალიცილშარდოვანას მჟავას, სალიცილის მჟავას ფენოლის გლუკურონიდის, სალიცილგლუკურონიდის და გენტისურის მჟავას წარმოქმნით.
ელიმინაცია
სალიცილის მჟავას გამოყოფა დოზა-დამოკიდებულია, ვინაიდან მისი მეტაბოლიზმი შეზღუდულია ფერმენტული სისტემის შესაძლებლობებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-3 საათს აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზების გამოყენებისას და 15 საათამდე - პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას. სალიცილის მჟავა და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა, ძირითადად, თირკმლების მეშვეობით. ფარმაკოკინეტიკური მონაცემების თანახმად, აცეტილსალიცილის მჟავას 100 მგ-დან 500 მგ-მდე დოზით მიღებისას, კონცენტრაცია-დოზის მრუდზე კლინიკურად მნიშვნელოვანი გადახრები არ აღინიშნება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის ზოგადი დახასიათება
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
ასპირინი კარდიო, 100 მგ, ნაწლავში ხსნადი, გარსით დაფარული ტაბლეტები.
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: აცეტილსალიცილის მჟავა.
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ აცეტილსალიცილის მჟავას. დამხმარე ნივთიერებები, რომლებიც გასათვალისწინებელია პრეპარატის შემადგენლობაში: ნატრიუმი (იხ. თავი 4.4.).
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი მოცემულია 6.1 თავში.
წამლის ფორმა
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები. თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები.
კლინიკური მონაცემები
მიღების ჩვენებები
პრეპარატი ასპირინი კარდიოს მიღება ნაჩვენებია მოზრდილებში 18 წლის ასაკიდან.
არასტაბილური და სტაბილური სტენოკარდია.
მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა.
განმეორებითი ტრანზიტორული იშემიური შეტევის (ტიშ) და განმეორებითი იშემიური ინსულტის პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
თრომბოზული გართულებების პროფილაქტიკა სისხლძარღვებზე ჩატარებული ოპერაციებისა და ინვაზიური ჩარევების შემდეგ (როგორიცაა აორტოკორონარული შუნტირება, საძილე არტერიების ენდარტერექტომია, არტერიოვენური შუნტირება, კორონარული არტერიების ანგიოპლასტიკა და სტენტირება, საძილე არტერიების ანგიოპლასტიკა).
დოზირების რეჟიმი და მიღების წესი
დოზირების რეჟიმი
მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა, სტაბილური სტენოკარდია
100–300 მგ/დღეში.
არასტაბილური სტენოკარდია (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის განვითარების ეჭვის დროს)
საწყისი დოზა 200–300 მგ (უფრო სწრაფი შეწოვისთვის ტაბლეტები გატეხეთ, დაფხვენით ან დაღეჭეთ) პაციენტმა უნდა მიიღოს რაც შეიძლება სწრაფად მას შემდეგ, რაც გაჩნდება ეჭვი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის განვითარებაზე. მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებიდან მომდევნო 30 დღის განმავლობაში შენარჩუნებული უნდა იქნას 200–300 მგ/დღეში დოზა. 30 დღის შემდეგ ინიშნება შესაბამისი თერაპია მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკისთვის.
განმეორებითი ტრანზიტორული იშემიური შეტევის (ტიშ) და განმეორებითი იშემიური ინსულტის პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებსაც ადრე გადატანილი აქვთ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა
100–300 მგ/დღეში.
თრომბოზული გართულებების პროფილაქტიკა სისხლძარღვებზე ჩატარებული ოპერაციებისა და ინვაზიური ჩარევების შემდეგ
100–300 მგ/დღეში.
ქმედებები სამკურნალო პრეპარატის ერთი ან რამდენიმე დოზის გამოტოვების შემთხვევაში
დოზის გამოტოვების შემთხვევაში მისი მიღება საჭიროა გახსენებისთანავე. ორმაგი დოზის თავიდან ასაცილებლად, პაციენტმა არ უნდა მიიღოს გამოტოვებული დოზა, თუ შემდეგი დოზის მიღების დრო უკვე მოახლოებულია.
სამკურნალო პრეპარატის მოქმედების თავისებურებანი პირველი მიღებისას და მისი მოხსნისას
პრეპარატის მოქმედების რაიმე თავისებურება პირველი მიღებისას ან მისი შეწყვეტისას არ აღნიშნულა.
მიღების ხანგრძლივობა
პრეპარატი ასპირინი კარდიო განკუთვნილია ხანგრძლივი მიღებისთვის. თერაპიის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
პრეპარატ ასპირინი კარდიოს უკუჩვენებაა ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა. ასპირინი კარდიო ფრთხილად გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით
პრეპარატ ასპირინი კარდიოს უკუჩვენებაა თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა. ასპირინი კარდიო ფრთხილად გამოიყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, რადგან აცეტილსალიცილის მჟავამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის უკმარისობისა და მწვავე თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი (იხ. თავი 4.4.).
ბავშვები
ასპირინი კარდიოს უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არსებობს.
მიღების წესი
პერორალური გამოყენებისთვის.
ასპირინი კარდიოს ტაბლეტების მიღება სასურველია ჭამამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე, დიდი რაოდენობით წყალთან ერთად. ტაბლეტებს ტეხავენ, ფხვნიან ან ღეჭავენ მოქმედი ნივთიერების გამოსათავისუფლებლად თორმეტგოჯა ნაწლავის ტუტე გარემოში. ასპირინი კარდიოს ტაბლეტები მიიღება დღეში ერთხელ.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავას, სხვა სალიცილატების ან 6.1 თავში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ანამნეზში სალიცილატების და სხვა არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აასპ) მიღებით ინდუცირებული ბრონქული ასთმა; ბრონქული ასთმის, ცხვირისა და ცხვირის დანამატი წიაღების მორეციდივე პოლიპოზისა და აცეტილსალიცილის მჟავას აუტანლობის ერთობლიობა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები (გამწვავების ფაზაში).
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
ჰემორაგიული დიათეზი.
კომბინირებული გამოყენება მეტოტრექსატთან 15 მგ/კვირა ან მეტი დოზით (იხ. თავი 4.5.).
ორსულობა (I და III ტრიმესტრი) და ძუძუთი კვების პერიოდი (იხ. თავი 4.6.).
თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.
გულის ქრონიკული უკმარისობა III–IV ფუნქციური კლასის NYHA კლასიფიკაციით.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები მიღებისას
პრეპარატი ასპირინი კარდიო სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგი მდგომარეობების დროს:
ჰიპერმგრძნობელობა ანალგეტიკების, ანთების საწინააღმდეგო, რევმატიზმის საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ, ასევე, ალერგიული რეაქციები სხვა ნივთიერებებზე.
მეტამიზოლთან და სხვა აასპ-ებთან (მათ შორის იბუპროფენთან, ნაპროქსენთან) ერთად მიღება. შეუძლიათ შეასუსტონ აცეტილსალიცილის მჟავას მაინჰიბირებელი მოქმედება თრომბოციტების აგრეგაციაზე. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ აცეტილსალიცილის მჟავას და გეგმავენ მეტამიზოლის ან სხვა აასპ-ების მიღებას, ეს საკითხი მკურნალ ექიმთან უნდა განიხილონ (იხ. თავი 4.5.).
ბრონქული ასთმის, პოლინოზის, ცხვირის პოლიპოზის, სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების, ასევე, სხვა ნივთიერებებზე ალერგიული რეაქციების დროს (მაგალითად, კანის რეაქციები, ქავილი, ჭინჭრის ციება). აცეტილსალიცილის მჟავამ შეიძლება მოახდინოს ბრონქოსპაზმის პროვოცირება, ასევე, გამოიწვიოს ასთმის შეტევები ან მომატებული მგრძნობელობის სხვა რეაქციები.
ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანებები, მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული და რეციდივირებადი დაზიანებები ან სისხლდენები.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას.
თირკმლის ფუნქციის ან სისხლის მიმოქცევის დარღვევისას, რაც გამოწვეულია თირკმლის არტერიების დაზიანებით, გულის შეგუბებითი უკმარისობით, ჰიპოვოლემიით, ფართო ქირურგიული ჩარევით, სეფსისით, მასიური სისხლდენის შემთხვევებით, რადგან აცეტილსალიცილის მჟავამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის მწვავე უკმარისობისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი.
სავარაუდო ქირურგიული ჩარევისას (უმნიშვნელო ჩარევების ჩათვლით, მაგალითად, კბილის ამოღება). აცეტილსალიცილის მჟავას მაინჰიბირებელი მოქმედება თრომბოციტების აგრეგაციაზე ნარჩუნდება მიღებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, რის გამოც შესაძლებელია სისხლდენის რისკის გაზრდა ოპერაციის დროს ან პოსტოპერაციულ პერიოდში.
გლუკოზო-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას დეფიციტის მძიმე ფორმების დროს აცეტილსალიცილის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზი და ჰემოლიზური ანემია. ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ჰემოლიზის განვითარების რისკი, არის ციებ-ცხელება, მწვავე ინფექციები და პრეპარატის მაღალი დოზები.
პოდაგრის, ჰიპერურიკემიის დროს. აცეტილსალიცილის მჟავა დაბალი დოზებით ამცირებს შარდმჟავას ექსკრეციას (გამოყოფას), რამაც შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრის შეტევები ამ დაავადებისადმი მიდრეკილ პაციენტებში.
ორსულობის II ტრიმესტრში.
შემდეგ სამკურნალო პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენებისას (იხ. თავი 5.4.):
მეტოტრექსატთან ერთად კვირაში 15 მგ-ზე ნაკლები დოზით;
ანტიკოაგულანტებთან, თრომბოლიზურ ან სხვა ანტიაგრეგაციულ პრეპარატებთან ერთად;
დიგოქსინთან ერთად;
პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან (სულფონილშარდოვანას წარმოებულები) და ინსულინთან ერთად;
ვალპროატთან ერთად;
ეთანოლთან ერთად (კერძოდ, ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად);
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებთან ერთად.
დამხმარე ნივთიერებები
პრეპარატი ასპირინი კარდიო შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ნაწლავში ხსნად თითოეულ გარსით დაფარულ ტაბლეტში, ე.ი. პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
ბავშვები
აცეტილსალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატები არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებსა და მოზარდებში ცხელებით ან მის გარეშე მიმდინარე ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. გარკვეული ვირუსული დაავადებების დროს, კერძოდ A გრიპის, B გრიპის და ჩუტყვავილას დროს, არსებობს რეის სინდრომის განვითარების რისკი – ეს არის ძალიან იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისთვის საშიში დაავადება, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებელ სამედიცინო ჩარევას. რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ აცეტილსალიცილის მჟავა გამოიყენება, როგორც თანმხლები თერაპია, თუმცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადასტურებული არ ყოფილა. დაუძლეველი ღებინება აღნიშნული დაავადებების დროს შეიძლება იყოს რეის სინდრომის სიმპტომი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ტიპები
შემდეგ სამკურნალო პრეპარატებთან ერთად მიღება უკუნაჩვენებია:
მეტოტრექსატი 15 მგ/კვირაში ან მეტი დოზით: მეტოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის გაზრდა, რაც გამოწვეულია მეტოტრექსატის თირკმლისმიერი კლირენსის შემცირებით ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედების შედეგად და, კერძოდ, სალიცილატების მიერ მისი პლაზმის ცილებთან შეკავშირებიდან გამოდევნის გამო (იხ. თავი 4.3.).
სიფრთხილით გამოიყენება ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში:
მეტოტრექსატი კვირაში 15 მგ-ზე ნაკლები დოზით: მეტოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის გაზრდა მეტოტრექსატის თირკმლისმიერი კლირენსის შემცირებისა და სალიცილატების მიერ მისი პლაზმის ცილებთან შეკავშირებიდან გამოდევნის ხარჯზე.
მეტამიზოლი ან აასპ: მეტამიზოლთან ან სხვა არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (მათ შორის იბუპროფენთან და ნაპროქსენთან) ერთდროული (ერთი დღის განმავლობაში) გამოყენებისას აღინიშნება ანტაგონიზმი თრომბოციტების ფუნქციის შეუქცევადი დათრგუნვის მიმართ, რაც გამოწვეულია აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედებით. ამ ეფექტის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. აცეტილსალიცილის მჟავას კომბინაცია მეტამიზოლთან ან აასპ-ებთან არ არის რეკომენდებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში შესაძლო კარდიოპროტექტორული ეფექტის შემცირების გამო (იხ. თავი 4.4.).
ანტიკოაგულანტებთან, თრომბოლიზურ ან ანტიაგრეგაციულ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება სისხლდენის რისკის გაზრდა.
სალიცილატების შემცველ აასპ-ებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ულცეროგენული მოქმედებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკი.
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილებიდან სისხლდენის რისკის გაზრდა შესაძლო სინერგიული ეფექტის გამო.
დიგოქსინის კონცენტრაცია პლაზმაში იზრდება აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთდროული გამოყენებისას მისი თირკმლიდან ექსკრეციის შემცირების გამო.
ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან (ინსულინი, სულფონილშარდოვანას წარმოებულები) აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ამ უკანასკნელთა ჰიპოგლიკემიური ეფექტი თავად აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზების ჰიპოგლიკემიური თვისებებისა და სულფონილშარდოვანას წარმოებულების პლაზმის ცილებთან შეკავშირებიდან გამოდევნის ხარჯზე.
დიურეტიკებთან აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზების ერთობლივი გამოყენებისას აღინიშნება გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის შემცირება თირკმლებში პროსტაგლანდინების სინთეზის შემცირების შედეგად.
სისტემურ გლუკოკორტიკოსტეროიდებთან (გკს) (გარდა ჰიდროკორტიზონისა, რომელიც გამოიყენება ადისონის დაავადებისას ჩანაცვლებითი თერაპიისთვის) ერთდროული გამოყენებისას სალიცილატების დონე სისხლში მცირდება. გკს-ის მოხსნის შემდეგ შესაძლებელია სალიცილატების დოზის გადაჭარბება გკს-ის მოქმედებით გამოწვეული დაჩქარებული ელიმინაციის გამო. ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავისმიერი სისხლდენისა და წყლულის წარმოქმნის სიხშირე.
ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების კომბინაციამ აცეტილსალიცილის მჟავას მაღალ დოზებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის შემცირება სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედების მქონე პროსტაგლანდინების ინჰიბირების შედეგად. გარდა ამისა, აღინიშნება ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შესუსტება.
ვალპროატთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება მისი ტოქსიკურობა პლაზმის ცილებთან შეკავშირებიდან გამოდევნის ხარჯზე.
ეთანოლთან (ალკოჰოლთან) ერთად აცეტილსალიცილის მჟავას მიღებისას აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაზიანების მომატებული რისკი და სისხლდენის დროის გახანგრძლივება აცეტილსალიცილის მჟავასა და ეთანოლის ეფექტების ურთიერთგაძლიერების შედეგად.
ურიკოზურული მოქმედების პრეპარატებთან - ბენზბრომარონი, პრობენეციდი - ერთად გამოყენებისას (შეინიშნება ამ უკანასკნელთა ურიკოზურული ეფექტის შემცირება შარდმჟავას თირკმლის არხიდან ექსკრეციის კონკურენტული დათრგუნვის გამო).
აცეტილსალიცილის მჟავასა და ალდოსტერონის ანტაგონისტების (სპირონოლაქტონი, ეპლერენონი და კანრენოატი) ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს მათი მოქმედების შესუსტება.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორსულობაზე, ემბრიონის ან ნაყოფის განვითარებაზე.
ორსულობის ადრეულ ეტაპზე პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენების ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები იწვევს შეშფოთებას ორსულობის შეწყვეტისა და ნაყოფის განვითარების მანკების რისკთან დაკავშირებით, რაც, სავარაუდოდ, იზრდება პრეპარატის დოზის მატებასთან და მკურნალობის ხანგრძლივობასთან ერთად. არსებული მონაცემები არ ადასტურებს კავშირს აცეტილსალიცილის მჟავას მიღებასა და ორსულობის შეწყვეტის რისკის გაზრდას შორის. არსებობს წინააღმდეგობრივი ეპიდემიოლოგიური მონაცემები აცეტილსალიცილის მჟავას გამოყენებასა და ნაყოფის განვითარების დეფექტებს შორის კავშირის შესახებ, რაც არ იძლევა გასტროშიზისის განვითარების მომატებული რისკის გამორიცხვის საშუალებას. პერსპექტიული კვლევის მონაცემების თანახმად, რომელშიც მონაწილეობდა 14800 ქალი ორსულობის ადრეულ ეტაპზე (1-4 თვე), აცეტილსალიცილის მჟავას გამოყენებისას ნაყოფის განვითარების დეფექტების მატება არ გამოვლენილა.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენა აცეტილსალიცილის მჟავას რეპროდუქციული ტოქსიკურობა. ორსულობის I ტრიმესტრში აცეტილსალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატების გამოყენება უკუნაჩვენებია.
ორსულობის II ტრიმესტრში სალიცილატების დანიშვნა დაშვებულია მხოლოდ დედისა და ნაყოფისთვის რისკისა და სარგებლის მკაცრი შეფასების საფუძველზე.
ქალებმა, რომლებიც გეგმავენ ორსულობას ან იმყოფებიან ორსულობის II ტრიმესტრში, მაქსიმალურად უნდა შეამცირონ აცეტილსალიცილის მჟავას დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა.
ორსულობის III ტრიმესტრში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორებმა შეიძლება გამოიწვიონ საშვილოსნოს კუმშვების დათრგუნვა, რაც იწვევს სამშობიარო მოქმედების შეფერხებას, ასევე, სისხლდენის დროის გახანგრძლივებას ანტიაგრეგაციული ეფექტის გამო (აცეტილსალიცილის მჟავას ძალიან დაბალი დოზებით გამოყენების შემთხვევაშიც კი). ნაყოფში შესაძლებელია გულ-ფილტვის ინტოქსიკაციის განვითარება არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვით და ფილტვის ჰიპერტენზიის განვითარებით, ასევე, თირკმლის ფუნქციის დარღვევა და თირკმლის უკმარისობის განვითარებც კი, რასაც თან ახლავს სანაყოფე წყლების სიმცირე. აცეტილსალიცილის მჟავას გამოყენება ორსულობის III ტრიმესტრში უკუნაჩვენებია.
ლაქტაცია
სალიცილატები და მათი მეტაბოლიტები მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში სალიცილატების ეპიზოდურ მიღებას არ ახლავს ბავშვში გვერდითი რეაქციების განვითარება და არ საჭიროებს ძუძუთი კვების შეწყვეტას. თუმცა, პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას ან მაღალი დოზის დანიშვნისას, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს რაც შეიძლება მალე.
ფერტილობა
ხელმისაწვდომ შეზღუდულ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც გამოქვეყნებული იქნა, ადამიანების მონაწილეობით ჩატარებულ კვლევებს არ დაუდასტურებია აცეტილსალიცილის მჟავას მდგრადი გავლენა ფერტილობის გაუარესებაზე; ასევე, დამაჯერებელი მტკიცებულებები არც ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში არ ყოფილა მიღებული.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატ ასპირინი კარდიოს მიღება გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
არასასურველი რეაქციები
უსაფრთხოების პროფილის რეზიუმე
ქვემოთ მოცემული არასასურველი რეაქციები მიღებულია სპონტანური შეტყობინებების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატების პოსტსარეგისტრაციო გამოყენების პროცესში, ასევე, აცეტილსალიცილის მჟავას, როგორც გამოსაკვლევი პრეპარატის, კლინიკური კვლევებიდან.
არასასურველი რეაქციების (არ) განვითარების სიხშირე აცეტილსალიცილის მჟავას მიღებისას მოცემულია ქვემოთ. სიხშირე განისაზღვრება შემდეგი სახით:
ხშირად: (≥1/100-დან <1/10-მდე),
არახშირად: (≥1/1 000-დან <1/100-მდე),
იშვიათად: (≥1/10 000-დან <1/1 000-მდე).
არასასურველი რეაქციების სიხშირე გამოთვლილია მხოლოდ ARRIVE კვლევის მონაცემების საფუძველზე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ ასპირინ კარდიოს. ARRIVE კვლევა არის კომპანია „ბაიერის“ (Bayer) მიერ დაფინანსებული კლინიკური კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 6270 პაციენტი, რომლებსაც მკურნალობდნენ ასპირინი კარდიოს 100 მგ დოზით და 6276 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. ასპირინი კარდიოს მიღების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 5.0 წელს 0-დან 7 წლამდე ინტერვალში.
იმ არასასურველი რეაქციებისთვის, რომლებიც მიღებული იქნა მხოლოდ პოსტსარეგისტრაციო გამოყენების პროცესში და რომელთა განვითარების სიხშირის შეფასება შეუძლებელია, მითითებულია: „სიხშირე უცნობია“.
არასასურველი რეაქციების ცხრილი
სისტემურ-ორგანული კლასი
ხშირად (≥1/100, <1/10)
არახშირად (≥1/1000, <1/100)
იშვიათად (≥1/10 000, <1/1 000)
სიხშირე უცნობია
სისხლი და ლიმფური სისტემა
რკინადეფიციტური ანემიაა
ჰემორაგიული ანემია
ჰემოლიზი, ჰემოლიზური ანემიაბ
იმუნური სისტემა
ჰიპერმგრძნობელობა, წამლის აუტანლობა, ალერგიული შეშუპება და ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება)
ანაფილაქსიური რეაქციები
ანაფილაქსიური შოკი
ნერვული სისტემა
თავბრუსხვევა
ჰემორაგიული ინსულტი ან ქალასშიდა სისხლდენაგ
სმენის ორგანო და ლაბირინთი
ხმაური ყურებში
გული
კარდიო-რესპირატორული დისტრეს-სინდრომიდ
სისხლძარღვები
ჰემატომა
ჰემორაგია, კუნთშიდა სისხლჩაქცევა
სისხლდენა სამედიცინო პროცედურების დროს
სასუნთქი სისტემა, გულმკერდი და შუასაყარი
ცხვირიდან სისხლდენა, რინიტი
ცხვირის „გაჭედვა“
"ასპირინის" ბრონქული ასთმა
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი
დისპეფსია, ტკივილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და მუცლის არეში, კუჭ-ნაწლავის ანთება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდანე
ღრძილებიდან სისხლდენა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლულები და ეროზიები
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის პერფორაციული წყლულები
ნაწლავის სანათურში დიაფრაგმისებრი სტრიქტურების (შევიწროებების) წარმოქმნა
ღვიძლი და სანაღვლე გზები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
"ღვიძლის" ტრანსამინაზების აქტივობის მომატება
კანი და კანქვეშა ქსოვილები
გამონაყარი კანზე, ქავილი
ჭინჭრის ციება
თირკმლები და შარდგამომყოფი გზები
სისხლდენა შარდსასქესო გზებიდან
თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის მწვავე უკმარისობად
შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ შეტყობინება, რათა უზრუნველყოფილ იქნას პრეპარატის „სარგებელი-რისკის“ თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგი. სამედიცინო მუშაკებს ეძლევათ რეკომენდაცია, ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ შეტყობინება გაგზავნონ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების არასასურველი რეაქციების შეტყობინების ეროვნული სისტემების მეშვეობით:
რუსეთის ფედერაცია
ჯანდაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსზდრავნადზორი)
მისამართი: 109012, ქ. მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, კორპ. 4, შენ. 1
ცხელი ხაზის ტელეფონი: +7 800 550 99 03
ელ-ფოსტა: [email protected]
https://roszdravnadzor.gov.ru/
ყაზახეთის რესპუბლიკა
ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის „წამლებისა და სამედიცინო დანიშნულების ნაკეთობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი“
მისამართი: 010000, ქ. ასტანა, ბაიკონურის რაიონი, ა. იმანოვის ქ., 13 (ბიზნეს ცენტრი „ნურსაულეტ 2“)
ტელეფონი: +7 7172 23 51 35
ელ-ფოსტა: [email protected]
https://www.ndda.kz
ბელარუსის რესპუბლიკა
უს „ჯანდაცვის ექსპერტიზებისა და ცდების ცენტრი“
მისამართი: 220037, ქ. მინსკი, ტოვარიშჩესკის შესახვევი, 2ა
ტელეფონი: +375 17 231 85 14
ფაქსი: +375 17 252 53 58
ფარმაკოზედამხედველობის განყოფილების ტელეფონი: +375 17 242 00 29
ელ-ფოსტა: [email protected], [email protected]
https://www.rceth.by
სომხეთის რესპუბლიკა
დსს “აკადემიკოს ე. გაბრიელიანის სახელობის წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“
მისამართი: 0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ., 49/5
ცხელი ხაზის ტელეფონები: +374 10 20 05 05, +374 96 22 05 05
ელ-ფოსტა: [email protected]
http://pharm.am
დოზის გადაჭარბება
სალიცილატური ინტოქსიკაცია (ვითარდება აცეტილსალიცილის მჟავას მიღებისას 100 მგ/კგ/დღეში მეტი დოზით 2 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში) შეიძლება იყოს პრეპარატის ტოქსიკური დოზების ხანგრძლივი მოხმარების (ქრონიკული ინტოქსიკაცია) ან მოზრდილის/ბავშვის მიერ ტოქსიკური დოზის ერთჯერადი შემთხვევითი ან განზრახ მიღების (მწვავე ინტოქსიკაცია) შედეგი.
დოზის გადაჭარბება განსაკუთრებით საშიშია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში.
სიმპტომები
სალიცილის მჟავას წარმოებულებით გამოწვეული ქრონიკული ინტოქსიკაციის სიმპტომები არასპეციფიკურია და მათი დიაგნოსტირება ხშირად საკმაოდ რთულია. მსუბუქი ხარისხის ინტოქსიკაცია, როგორც წესი, ვითარდება მხოლოდ პრეპარატის დიდი დოზების მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ და ვლინდება თავბრუსხვევით, ვერტიგოთი, ყურებში შუილით, სმენის დაქვეითებით, მომატებული ოფლიანობით, გულისრევითა და პირღებინებით, თავის ტკივილითა და ცნობიერების არევით. აღნიშნული სიმპტომატიკა ქრება პრეპარატის დოზის შემცირების შემდეგ. ყურებში შუილი შეიძლება გამოვლინდეს სისხლის პლაზმაში აცეტილსალიცილის მჟავას 150-დან 300 მკგ/მლ-მდე კონცენტრაციის დროს. უფრო მძიმე სიმპტომები ვლინდება პლაზმაში აცეტილსალიცილის მჟავას 300 მკგ/მლ-ზე მაღალი კონცენტრაციისას.
მწვავე ინტოქსიკაციის ძირითად გამოვლინებას წარმოადგენს მჟავა-ფუძის მდგომარეობის მძიმე დარღვევა, რომლის გამოვლინებები შეიძლება იცვლებოდეს პაციენტის ასაკისა და ინტოქსიკაციის სიმძიმის მიხედვით. ბავშვებისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია მეტაბოლური აციდოზის განვითარება. ვინაიდან აცეტილსალიცილის მჟავას შეწოვის სიჩქარე შეიძლება შემცირდეს კუჭის შენელებული ევაკუაციის, კონკრემენტების წარმოქმნის ან კუჭის წვენის მოქმედებისადმი მდგრადი პრეპარატების მიღების გამო, ინტოქსიკაციის სიმძიმის შეფასება მხოლოდ სისხლის პლაზმაში სალიცილატების კონცენტრაციის ცვლილების საფუძველზე შეუძლებელია.
მკურნალობა
ინტოქსიკაციის მკურნალობა ტარდება მიღებული სტანდარტების შესაბამისად და დამოკიდებულია ინტოქსიკაციის სიმძიმესა და კლინიკურ სურათზე და ძირითადად მიმართული უნდა იყოს პრეპარატის გამოყოფის დაჩქარების, წყალ-ელექტროლიტური ბალანსისა და მჟავა-ტუტოვანი მდგომარეობის აღდგენისკენ.
ქვემოთ მოცემულია სალიცილატებით მოწამვლის სიმპტომები, ლაბორატორიული მონაცემები და თერაპიული დახმარების ღონისძიებები.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
თერაპიული დახმარების ღონისძიებები
სიმძიმის მსუბუქიდან საშუალო ხარისხამდე
კუჭის ლავაჟი, აქტივირებული ნახშირის მრავალჯერადი მიღება, ფორსირებული ტუტე დიურეზი
ტაქიპნოე, ჰიპერვენტილაცია, რესპირატორული ალკალოზი
ალკალემია, ალკალურია
წყალ-ელექტროლიტური ბალანსისა და მჟავა-ფუძე მდგომარეობის აღდგენა.
პროფუზული (ძლიერი) ოფლიანობა
გულისრევა, პირღებინება
სიმძიმის საშუალოდან მძიმე ხარისხამდე
კუჭის ლავაჟი, აქტივირებული ნახშირის მრავალჯერადი მიღება, ფორსირებული ტუტე დიურეზი; მძიმე შემთხვევებში - ჰემოდიალიზი.
რესპირატორული ალკალოზი კომპენსატორული მეტაბოლური აციდოზით
აციდემია, აციდურია
წყალ-ელექტროლიტური ბალანსისა და მჟავა-ტუტვანი მდგომარეობის აღდგენა.
ჰიპერპირექსია (სხეულის უკიდურესად მაღალი ტემპერატურა)
წყალ-ელექტროლიტური ბალანსისა და მჟავა-ტუტოვანი მდგომარეობის აღდგენა.
სუნთქვის დარღვევები: ჰიპერვენტილაციიდან და ფილტვების არაკარდიოგენული შეშუპებიდან სუნთქვის დათრგუნვამდე, ასფიქსიამდე
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები: გულის რიტმის დარღვევიდან და არტერიული ჰიპოტენზიიდან გულის მუშაობის დათრგუნვამდე
არტერიული წნევის ცვლილება, ეკგ
წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები: დეჰიდრატაცია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა ოლიგურიიდან თირკმლის უკმარისობის განვითარებამდე
ჰიპოკალიემია, ჰიპერნატრიემია, ჰიპონატრიემია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა
წყალ-ელექტროლიტური ბალანსისა და მჟავა-ტუტოვანი მდგომარეობის აღდგენა.
გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევა, კეტოზი
ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია (განსაკუთრებით ბავშვებში), კეტოაციდოზი
ხმაური ყურებში, სიყრუე
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან
ჰემატოლოგიური დარღვევები: თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირებიდან კოაგულოპათიამდე
პროთრომბინის დროის გახანგრძლივება, ჰიპოპროთრომბინემია
ნევროლოგიური დარღვევები: ტოქსიკური ენცეფალოპათია და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დათრგუნვა (ძილიანობიდან და ცნობიერების არევიდან კომამდე და კრუნჩხვებამდე)
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტითრომბოზული საშუალებები; ანტიაგრეგანტები, ჰეპარინის გარდა.
ATC კოდი: B01AC06.
მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები
აცეტილსალიცილის მჟავას ანტიაგრეგაციული მოქმედების მექანიზმის საფუძველია ციკლოოქსიგენაზას (COX-1) შეუქცევადი ინჰიბირება, რის შედეგადაც იბლოკება თრომბოქსან A2-ის სინთეზი და ითრგუნება თრომბოციტების აგრეგაცია. ანტიაგრეგაციული ეფექტი ყველაზე მეტად გამოხატულია თრომბოციტებში, ვინაიდან მათ არ ძალუძთ ციკლოოქსიგენაზას განმეორებითი სინთეზი. ითვლება, რომ აცეტილსალიცილის მჟავას გააჩნია თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვის სხვა მექანიზმებიც, რაც აფართოებს მისი გამოყენების სფეროს სისხლძარღვების სხვადასხვა დაავადების დროს.
აცეტილსალიცილის მჟავა, ასევე, ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედებით.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
პერორალური მიღების შემდეგ აცეტილსალიცილის მჟავა სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (კნტ). შეწოვის პროცესში და მის შემდეგ აცეტილსალიცილის მჟავა გარდაიქმნება მთავარ მეტაბოლიტად - სალიცილის მჟავად. იმის გამო, რომ ტაბლეტები დაფარულია მჟავამდგრადი გარსით, აცეტილსალიცილის მჟავა გამოთავისუფლდება არა კუჭში, არამედ თორმეტგოჯა ნაწლავის ტუტე გარემოში. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) მიიღწევა ტაბლეტის მიღებიდან დაახლოებით 2-7 საათის შემდეგ, ამრიგად, ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტების აბსორბცია შენელებულია ჩვეულებრივ ტაბლეტებთან (ნაწლავში ხსნადი გარსის გარეშე) შედარებით.
საკვებთან ერთად მიღებისას აღინიშნება აცეტილსალიცილის მჟავას შეწოვის შენელება, თუმცა, ეს გავლენას არ ახდენს შეწოვის ხარისხზე. აბსორბციის შედარებით დაბალი სიჩქარე გავლენას არ ახდენს პრეპარატის ექსპოზიციაზე სისხლის პლაზმაში და მის უნარზე, დათრგუნოს თრომბოციტების აგრეგაცია დაბალი დოზებით ხანგრძლივი თერაპიისას. მიუხედავად ამისა, კუჭში ტაბლეტების მაქსიმალური მდგრადობის უზრუნველსაყოფად, რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე, დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით (იხ. თავი 4.2.).
გავრცელება
აცეტილსალიცილის მჟავა და სალიცილის მჟავა მნიშვნელოვანწილად უკავშირდება პლაზმის ცილებს და სწრაფად ვრცელდება ორგანიზმში. სალიცილის მჟავა აღწევს პლაცენტაში და გამოიყოფა ქალის რძეში (იხ. თავი 4.6.).
ბიოტრანსფორმაცია
აცეტილსალიცილის მჟავას ძირითადი მეტაბოლიტია სალიცილის მჟავა. სალიცილის მჟავას მეტაბოლიზმი ხორციელდება ღვიძლში სალიცილშარდოვანას მჟავას, სალიცილის მჟავას ფენოლის გლუკურონიდის, სალიცილგლუკურონიდის და გენტისურის მჟავას წარმოქმნით.
ელიმინაცია
სალიცილის მჟავას გამოყოფა დოზა-დამოკიდებულია, ვინაიდან მისი მეტაბოლიზმი შეზღუდულია ფერმენტული სისტემის შესაძლებლობებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-3 საათს აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზების გამოყენებისას და 15 საათამდე - პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას. სალიცილის მჟავა და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა, ძირითადად, თირკმლების მეშვეობით. ფარმაკოკინეტიკური მონაცემების თანახმად, აცეტილსალიცილის მჟავას 100 მგ-დან 500 მგ-მდე დოზით მიღებისას, კონცენტრაცია-დოზის მრუდზე კლინიკურად მნიშვნელოვანი გადახრები არ აღინიშნება.
ფარმაცევტული თვისებები
- 1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
სიმინდის სახამებელი
ცელულოზა, ფხვნილი
ნაწლავში ხსნადი გარსი:
მეტაკრილის მჟავასა და ეთილაკრილატის კო-პოლიმერი (1:1)
პოლისორბატი 80
ნატრიუმის ლაურილსულფატი
ტალკი
ტრიეთილციტრატი
შეუთავსებლობა
არა.
ვარგისიანობის ვადა (შენახვის ვადა)
5 წელი.
უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები შენახვისას
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
პირველადი შეფუთვის ტიპი და შემცველობა
14 ტაბლეტი Al/PP ბლისტერში. 2, 4 ან 7 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, პირველი გახსნის კონტროლის მექანიზმით.
რეალიზაციისთვის შეფუთვების ყველა ზომა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი.
გუსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები გამოყენებული სამკურნალო პრეპარატის ან სამკურნალო პრეპარატის გამოყენების შემდეგ დარჩენილი ნარჩენების განადგურებისას და სხვა მანიპულაციები
გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატი და ნარჩენები უნდა განადგურდეს დადგენილი წესით.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ბაიერი აგ, კაიზერ-ვილჰელმ-ალეე 1, 51373 ლევერკუზენი, გერმანია.
Bayer AG, Kaiser-Wilhelm-Allee, 1, 51373 Leverkusen, Germany.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელი
მომხმარებელთა პრეტენზიები გაგზავნეთ შემდეგ მისამართებზე:
რუსეთის ფედერაციაში:
სს „ბაიერი“
107113 მოსკოვი, მე-3 რიბინსკაიას ქ., 18, შენ. 2.
ტელ: +7 495 231 12 00.
ყაზახეთის რესპუბლიკაში:
შპმ „ბაიერ ყაზ“
050057 ალმათი, ტიმირიაზევის ქ. 42, პავ. 15, ოფისი 301.
ტელ: +7 727 258 80 40.
ბელარუსის რესპუბლიკაში:
220089, ქ. მინსკი, ძერჟინსკის გამზ. 57, ოფისი 54.
ტელ: +375 17 239 54 20.
სომხეთის რესპუბლიკაში:
შპს „ემ ჯი ეფ გრუპ“, ბაიერ აგ-ის აგენტი
0002 ქ. ერევანი, თუმანიანის ქ. 23, ოფისი 10.
ტელ: +374 11 201 550.8.
სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი
პირველადი რეგისტრაციის (რეგისტრაციის დადასტურების, ხელახალი რეგისტრაციის) თარიღი
პირველი რეგისტრაციის თარიღი:
ტექსტის გადახედვის თარიღი
პრეპარატ ასპირინი კარდიოს ზოგადი დახასიათება ხელმისაწვდომია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელ “ინტერნეტში” https://eec.eaeunion.org.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.