დამატებითი თერაპია გულის ქრონიკული დაავადებების (გულის უკმარისობა, პოსტინფარქტული პერიოდი), გულის რითმის დარღვევების, უპირატესად პარკუჭოვანი არითმიების დროს. დამატებითი თერაპია ფუტკარას პრეპარატებით მკურნალობისას. როგორც დანამატი საკვებში მაგნიუმის და კალიუმის მიღების გასაზრდელად.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ასპარაგინატი (asparaginate)
- ფორმა და შეფუთვა
- 0.175გ + 0.175გ ტაბლეტი №50 (1X50) (პირველადი შეფუთვით)
- მწარმოებელი
- PJSC “Khimfarmzavod“ Krasnaya Zvezda”, უკრაინა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- მინერალური დანამატები, მაგნიუმი
- ATC კოდი
- A12CC30
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044679
- რეგისტრირებულია
- 28 იანვარი 2026, მოქმედებს 1 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- PJSC “Khimfarmzavod“ Krasnaya Zvezda” (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ნიფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ასპარკამი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დამატებითი თერაპია გულის ქრონიკული დაავადებების (გულის უკმარისობა, პოსტინფარქტული პერიოდი), გულის რითმის დარღვევების, უპირატესად პარკუჭოვანი არითმიების დროს.
დამატებითი თერაპია ფუტკარას პრეპარატებით მკურნალობისას.
როგორც დანამატი საკვებში მაგნიუმის და კალიუმის მიღების გასაზრდელად.
მიღების წესი და დოზირება
ასპარკამის ტაბლეტები მიიღება პერორალურად. მოზრდილებისთვის ჩვეულებრივი დღიური დოზაა 1-2 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ. დოზის გაზრდა შესაძლებელია 3 ტაბლეტამდე დღეში 3-ჯერ. კუჭის წვენმა შეიძლება შეამციროს პრეპარატის ეფექტურობა, ამიტომ რეკომენდებულია ტაბლეტების მიღება ჭამის შემდეგ.
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი დაავადების ხასიათისა და მიმდინარეობის მიხედვით.
ბავშვები.
ბავშვებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ამ კატეგორიის პაციენტებში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა;
ადისონის დაავადება;
ჰიპერკალიემია, ჰიპერმაგნიემია;
II-III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;
კარდიოგენული შოკი (არტერიული წნევა < 90 მმ.ვწყ.სვ.);
ოლიგურია;
ანურია.
უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები.
პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში და ჰიპერკალიემიის გამომწვევი მდგომარეობების დროს, როგორიცაა მწვავე დეჰიდრატაცია და ქსოვილების ფართოდ გავრცელებული დაზიანება, განსაკუთრებით მძიმე დამწვრობა. ამ კატეგორიის პაციენტებში რეკომენდებულია შრატში ელექტროლიტების რეგულარული მონიტორინგი. ის არ უნდა დაენიშნოს კუჭ-ნაწლავის წყლულების ან ობსტრუქციის მქონე პაციენტებს.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია სისხლში კალიუმის და მაგნიუმის დონის კონტროლი, ასევე აუცილებელია ეკგ მონაცემების რეგულარული მონიტორინგი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პრეპარატში კალიუმის იონების არსებობის გამო, ასპარკამის კალიუმდამზოგველ დიურეზულ საშუალებებთან, აგფ ინჰიბიტორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან და ციკლოსპორინთან ერთად გამოყენებისას, იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი (აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის მონიტორინგი) და იზრდება ნაწლავის პერისტალტიკაზე დამთრგუნველი ეფექტი.
პრეპარატი აფერხებს ტეტრაციკლინის, რკინის მარილებისა და ნატრიუმის ფტორიდის პერორალური ფორმების შეწოვას (აუცილებელია დოზებს შორის 3-საათიანი ინტერვალის დაცვა).
ასპარკამი აძლიერებს მიოკარდიუმში ტროფიკული პროცესების მასტიმულირებელი მედიკამენტების ეფექტს; ხელს უშლის სალურეზული საშუალებების, კორტიკოსტეროიდების და საგულე გლიკოზიდების გამოყენებით გამოწვეული ჰიპოკალიემიის განვითარებას.
ასპარკამი ამცირებს საგულე გლიკოზიდების კარდიოტოქსიკურ ეფექტს.
ანტიდეპოლარიზებელ მიორელაქსანტებთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა; საანესთეზიო საშუალებებთან (კეტამინი, ჰექსანალი, ფტოროთანი) ერთად გამოყენებისას, თრგუნავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას.
ასპარკამმა შეიძლება შეამციროს ნეომიცინის, პოლიმიქსინ B-ს, ტეტრაციკლინის და სტრეპტომიცინის ეფექტურობა.
გამოყენების მახასიათებლები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ.
რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი სატრანსპორტო საშუალების მართვისას ან სხვა მექანიზმების გამოყენებისას.
არ აქვს ზეგავლენა.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, დისკომფორტის ან წვის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლულები, პირის სიმშრალე;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: მიოკარდიუმის გამტარობის დარღვევა, არტერიული წნევის დაქვეითება, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: პარესთეზია, ჰიპორეფლექსია, კრუნჩხვები;
ალერგიული რეაქციები: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ქავილი, სახის კანის გაწითლება, გამონაყარი;
სასუნთქი სისტემის მხრივ: შესაძლებელია სუნთქვის დათრგუნვა (ჰიპერმაგნიემიის გამო);
სხვა: ცხელების შეგრძნება.
ჭარბი დოზა
დღემდე დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. თეორიულად, დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემიის (გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, მეტალის გემო პირში, ბრადიკარდია, სისუსტე, დეზორიენტაცია, კუნთების დამბლა, კიდურების პარესთეზია) და ჰიპერმაგნიემიის სიმპტომები (გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, ბრადიკარდია, სისუსტე, გაურკვეველი მეტყველება, მხედველობის გაორება, სახის კანის გაწითლება, წყურვილი, არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპორეფლექსია, ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევა, სუნთქვის დათრგუნვა, არითმია, კრუნჩხვები, პლაზმური მაგნიუმის ძალიან მაღალი კონცენტრაციის დროს შეიძლება განვითარდეს კუნთების დამბლა, სუნთქვის გაჩერება და გულის გაჩერება). ელექტროკარდიოგრამაზე ჩანს T ტალღის სიმაღლის მატება, P ტალღის ამპლიტუდის შემცირება და QRS კომპლექსის გაფართოება. სისხლის პლაზმაში კალიუმის უკიდურესად მაღალმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი გულის მუშაობის დათრგუნვით, არითმიით ან გულის გაჩერებით.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა, სიმპტომური თერაპია (კალციუმის ქლორიდის ხსნარის ინტრავენური შეყვანა დოზით 100 მგ/წთ), საჭიროების შემთხვევაში - ჰემოდიალიზი.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: მაგნიუმის ასპარაგინატი, კალიუმის ასპარაგინატი;
1 ტაბლეტი შეიცავს 175 მგ (0.175 გ) მაგნიუმის ასპარაგინატს და 175 მგ (0.175 გ) კალიუმის ასპარაგინატს;
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კალციუმის სტეარატი, ტალკი.
წამლის ფორმა. ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ფერის ტაბლეტები ბრტყელი ზედაპირით, გამყოფი ღარით და ნაჭდევით.
შენახვის პირობები
3 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები.
ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა.
50 ტაბლეტი ბლისტერში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
მინერალური დანამატები. მაგნიუმის პრეპარატები. ათქ კოდი A12C C30.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ასპარკამი არის სამკურნალო საშუალება, რომელიც არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს.
მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ასპარაგინატების უნართან, გადაიტანონ მაგნიუმის და კალიუმის იონები უჯრედშიდა სივრცეში და მიიღონ მონაწილეობა მეტაბოლურ პროცესებში. კალიუმის და მაგნიუმის იონები, როგორც მნიშვნელოვანი უჯრედშიდა კათიონები, მონაწილეობენ რიგი ფერმენტების ფუნქციონირებაში, მაკრომოლეკულების სუბცელულარულ ელემენტებთან შეკავშირების პროცესში და კუნთების შეკუმშვის მექანიზმში მოლეკულურ დონეზე. კალიუმის, კალციუმის, ნატრიუმის და მაგნიუმის იონების უჯრედგარე და უჯრედშიდა კონცენტრაციების თანაფარდობა გავლენას ახდენს მიოკარდიუმის შეკუმშვადობის უნარზე. ასპარაგინატი, როგორც ენდოგენური ნივთიერება, არის კალიუმის და მაგნიუმის იონების გადამტანი და აქვს გამოხატული აფინობა უჯრედების მიმართ; მისი მარილები განიცდიან დისოციაციას მხოლოდ მცირე ხარისხით. შედეგად, იონები აღწევენ უჯრედშიდა სივრცეში რთული ნაერთების სახით. მაგნიუმის ასპარაგინატი და კალიუმის ასპარაგინატი აუმჯობესებენ მიოკარდიუმის მეტაბოლიზმს. ორგანიზმში კალიუმის და მაგნიუმის არასაკმარისი შემცველობა ზრდის არტერიული ჰიპერტენზიის, კორონარული სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანებების, გულის რითმის დარღვევების და მიოკარდიუმის პათოლოგიის განვითარების რისკს.
ფარმაკოკინეტიკა.
არ შესწავლილა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
ასპარკამი
(ASPARKAM)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: მაგნიუმის ასპარაგინატი, კალიუმის ასპარაგინატი;
1 ტაბლეტი შეიცავს 175 მგ (0.175 გ) მაგნიუმის ასპარაგინატს და 175 მგ (0.175 გ) კალიუმის ასპარაგინატს;
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კალციუმის სტეარატი, ტალკი.
წამლის ფორმა. ტაბლეტები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ფერის ტაბლეტები ბრტყელი ზედაპირით, გამყოფი ღარით და ნაჭდევით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
მინერალური დანამატები. მაგნიუმის პრეპარატები. ათქ კოდი A12C C30.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ასპარკამი არის სამკურნალო საშუალება, რომელიც არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს.
მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ასპარაგინატების უნართან, გადაიტანონ მაგნიუმის და კალიუმის იონები უჯრედშიდა სივრცეში და მიიღონ მონაწილეობა მეტაბოლურ პროცესებში. კალიუმის და მაგნიუმის იონები, როგორც მნიშვნელოვანი უჯრედშიდა კათიონები, მონაწილეობენ რიგი ფერმენტების ფუნქციონირებაში, მაკრომოლეკულების სუბცელულარულ ელემენტებთან შეკავშირების პროცესში და კუნთების შეკუმშვის მექანიზმში მოლეკულურ დონეზე. კალიუმის, კალციუმის, ნატრიუმის და მაგნიუმის იონების უჯრედგარე და უჯრედშიდა კონცენტრაციების თანაფარდობა გავლენას ახდენს მიოკარდიუმის შეკუმშვადობის უნარზე. ასპარაგინატი, როგორც ენდოგენური ნივთიერება, არის კალიუმის და მაგნიუმის იონების გადამტანი და აქვს გამოხატული აფინობა უჯრედების მიმართ; მისი მარილები განიცდიან დისოციაციას მხოლოდ მცირე ხარისხით. შედეგად, იონები აღწევენ უჯრედშიდა სივრცეში რთული ნაერთების სახით. მაგნიუმის ასპარაგინატი და კალიუმის ასპარაგინატი აუმჯობესებენ მიოკარდიუმის მეტაბოლიზმს. ორგანიზმში კალიუმის და მაგნიუმის არასაკმარისი შემცველობა ზრდის არტერიული ჰიპერტენზიის, კორონარული სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანებების, გულის რითმის დარღვევების და მიოკარდიუმის პათოლოგიის განვითარების რისკს.
ფარმაკოკინეტიკა.
არ შესწავლილა.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
დამატებითი თერაპია გულის ქრონიკული დაავადებების (გულის უკმარისობა, პოსტინფარქტული პერიოდი), გულის რითმის დარღვევების, უპირატესად პარკუჭოვანი არითმიების დროს.
დამატებითი თერაპია ფუტკარას პრეპარატებით მკურნალობისას.
როგორც დანამატი საკვებში მაგნიუმის და კალიუმის მიღების გასაზრდელად.
უკუჩვენებები.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა;
ადისონის დაავადება;
ჰიპერკალიემია, ჰიპერმაგნიემია;
II-III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;
კარდიოგენული შოკი (არტერიული წნევა < 90 მმ.ვწყ.სვ.);
ოლიგურია;
ანურია.
უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები.
პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებში და ჰიპერკალიემიის გამომწვევი მდგომარეობების დროს, როგორიცაა მწვავე დეჰიდრატაცია და ქსოვილების ფართოდ გავრცელებული დაზიანება, განსაკუთრებით მძიმე დამწვრობა. ამ კატეგორიის პაციენტებში რეკომენდებულია შრატში ელექტროლიტების რეგულარული მონიტორინგი. ის არ უნდა დაენიშნოს კუჭ-ნაწლავის წყლულების ან ობსტრუქციის მქონე პაციენტებს.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია სისხლში კალიუმის და მაგნიუმის დონის კონტროლი, ასევე აუცილებელია ეკგ მონაცემების რეგულარული მონიტორინგი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერქმედების სხვა ფორმები.
პრეპარატში კალიუმის იონების არსებობის გამო, ასპარკამის კალიუმდამზოგველ დიურეზულ საშუალებებთან, აგფ ინჰიბიტორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან და ციკლოსპორინთან ერთად გამოყენებისას, იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი (აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის მონიტორინგი) და იზრდება ნაწლავის პერისტალტიკაზე დამთრგუნველი ეფექტი.
პრეპარატი აფერხებს ტეტრაციკლინის, რკინის მარილებისა და ნატრიუმის ფტორიდის პერორალური ფორმების შეწოვას (აუცილებელია დოზებს შორის 3-საათიანი ინტერვალის დაცვა).
ასპარკამი აძლიერებს მიოკარდიუმში ტროფიკული პროცესების მასტიმულირებელი მედიკამენტების ეფექტს; ხელს უშლის სალურეზული საშუალებების, კორტიკოსტეროიდების და საგულე გლიკოზიდების გამოყენებით გამოწვეული ჰიპოკალიემიის განვითარებას.
ასპარკამი ამცირებს საგულე გლიკოზიდების კარდიოტოქსიკურ ეფექტს.
ანტიდეპოლარიზებელ მიორელაქსანტებთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა; საანესთეზიო საშუალებებთან (კეტამინი, ჰექსანალი, ფტოროთანი) ერთად გამოყენებისას, თრგუნავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას.
ასპარკამმა შეიძლება შეამციროს ნეომიცინის, პოლიმიქსინ B-ს, ტეტრაციკლინის და სტრეპტომიცინის ეფექტურობა.
გამოყენების მახასიათებლები.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ.
რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი სატრანსპორტო საშუალების მართვისას ან სხვა მექანიზმების გამოყენებისას.
არ აქვს ზეგავლენა.
მიღების წესი და დოზები.
ასპარკამის ტაბლეტები მიიღება პერორალურად. მოზრდილებისთვის ჩვეულებრივი დღიური დოზაა 1-2 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ. დოზის გაზრდა შესაძლებელია 3 ტაბლეტამდე დღეში 3-ჯერ. კუჭის წვენმა შეიძლება შეამციროს პრეპარატის ეფექტურობა, ამიტომ რეკომენდებულია ტაბლეტების მიღება ჭამის შემდეგ.
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი დაავადების ხასიათისა და მიმდინარეობის მიხედვით.
ბავშვები.
ბავშვებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, ამიტომ პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ამ კატეგორიის პაციენტებში.
დოზის გადაჭარბება.
დღემდე დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. თეორიულად, დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემიის (გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, მეტალის გემო პირში, ბრადიკარდია, სისუსტე, დეზორიენტაცია, კუნთების დამბლა, კიდურების პარესთეზია) და ჰიპერმაგნიემიის სიმპტომები (გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, ბრადიკარდია, სისუსტე, გაურკვეველი მეტყველება, მხედველობის გაორება, სახის კანის გაწითლება, წყურვილი, არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპორეფლექსია, ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევა, სუნთქვის დათრგუნვა, არითმია, კრუნჩხვები, პლაზმური მაგნიუმის ძალიან მაღალი კონცენტრაციის დროს შეიძლება განვითარდეს კუნთების დამბლა, სუნთქვის გაჩერება და გულის გაჩერება). ელექტროკარდიოგრამაზე ჩანს T ტალღის სიმაღლის მატება, P ტალღის ამპლიტუდის შემცირება და QRS კომპლექსის გაფართოება. სისხლის პლაზმაში კალიუმის უკიდურესად მაღალმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი გულის მუშაობის დათრგუნვით, არითმიით ან გულის გაჩერებით.
მკურნალობა: პრეპარატის მიღების შეწყვეტა, სიმპტომური თერაპია (კალციუმის ქლორიდის ხსნარის ინტრავენური შეყვანა დოზით 100 მგ/წთ), საჭიროების შემთხვევაში - ჰემოდიალიზი.
გვერდითი მოვლენები.
გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათად ვითარდება:
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, დისკომფორტის ან წვის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლულები, პირის სიმშრალე;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: მიოკარდიუმის გამტარობის დარღვევა, არტერიული წნევის დაქვეითება, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: პარესთეზია, ჰიპორეფლექსია, კრუნჩხვები;
ალერგიული რეაქციები: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ქავილი, სახის კანის გაწითლება, გამონაყარი;
სასუნთქი სისტემის მხრივ: შესაძლებელია სუნთქვის დათრგუნვა (ჰიპერმაგნიემიის გამო);
სხვა: ცხელების შეგრძნება.
ვარგისიანობის ვადა. 3 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები.
ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა.
50 ტაბლეტი ბლისტერში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი.
კერძო სააქციო საზოგადოება „ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა „კრასნაია ზვეზდა“.
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების მისამართი.
უკრაინა, 61010, ხარკოვის ოლქი, ქალაქი ხარკოვი, გორდიენკოვსკას ქუჩა, სახლი 1.
ბოლო გადახედვის თარიღი. 11.04.2025
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.
