პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები

არტიფრინ-ზდოროვიე ფორტე

Artiphrin-Zdorovye forte

რეცეპტით(40მგ + 0,01მგ)ინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

ქირურგიული ჩარევები ლორწოვან გარსზე და ძვლებზე, რომელთაც ესაჭიროებათ უფრო მეტი ინტენსიური იშემია; ქირურგიული ჩარევები კბილის პულპაზე (ამპუტაცია და ექსტირპაცია); პარადონტიტული ან ჩამტვრეული კბილების მოცილება (ოსტეოტომია); ხანგრძლივი ქირურგიული ჩარევები; კანისმიერი ოსტეოსინთეზი; კისტების მოცილება; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ადრენალინი (adrenaline) + არტიკაინ (articaine)
ფორმა და შეფუთვა
(40მგ + 0,01მგ)/1მლ 1,7მლ (1:100 000) საინექციო ხსნარი (სტომატოლოგიაში ადგილობრივი ანესთეზიისთვის) კარპულა №50 (5X1X10)
მწარმოებელი
«Pharmaceutical company «Zdorovye» Ltd, უკრაინა; "Pharmex Group" LLC, უკრაინა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ამიდები
ATC კოდი
N01BB58
რეგისტრაციის ნომერი
რ-034892
რეგისტრირებულია
6 აპრილი 2022, მოქმედებს 6 აპრილი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Pharmaceutical company «Zdorovye» Ltd (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „დენტალ არტი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაარტიფრინ-ზდოროვიე ფორტე და სხვა წამალი ერთად

არტიფრინ-ზდოროვიე ფორტე — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ქირურგიული ჩარევები ლორწოვან გარსზე და ძვლებზე, რომელთაც ესაჭიროებათ უფრო მეტი ინტენსიური იშემია; ქირურგიული ჩარევები კბილის პულპაზე (ამპუტაცია და ექსტირპაცია); პარადონტიტული ან ჩამტვრეული კბილების მოცილება (ოსტეოტომია); ხანგრძლივი ქირურგიული ჩარევები; კანისმიერი ოსტეოსინთეზი; კისტების მოცილება; ქირურგიული ჩარევები ღრძილების ლორწოვან გარსზე; ფესვის მწვერვალის რეზექცია.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი განკუთვნილია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ქვეშ შესაყვანად. პრეპარატის შეყვანამდე ყოველთვის უნდა ჩავატაროთ ასპირაციული სინჯი პრეპარატის სისხლძარღვშიდა შეყვანის შესაძლებლობის გამოსარიცხად. ასპირაციულ სინჯს ატარებენ ორ ეტაპად, ესე იგი ნემსის მოტრიალებით 90° ან უფრო უკეთესია - 180°. სერიოზული სისტემური რეაქციების განვითარება, რომელიც წარმოიშვება პრეპარატის შემთხვევითი სისხლძარღვშიდა შეყვანით, უმეტეს შემთხვევაში შეიძლება ავიცილოთ, თუ გამოვიყენებთ ინექციის შესრულების ასეთ ტექნიკას: ასპირაციის შესრულების შემდეგ ნელ-ნელა შევიყვანოთ 0.1 მლ – 0.2 მლ, ხოლო შემდეგ არანაკლებ 20-30 წამზე ადრე ნელ-ნელა შევიყვანოთ პრეპარატის დანარჩენი ნაწილი. საინექციო წნევა უნდა შეესაბამებოდეს ქსოვილის მგრძნობელობას. ინექციის ჩასატარებლად არ შეიძლება დაზიანებული კარპულის გამოყენება. ინფიცირების თავიდან ასაცილებლად (მაგალითად ჰეპატიტის ვირუსის გადაცემა) ხსნარის ასაღებად ყოველთვის საჭიროა გამოვიყენოთ ახალი სტერილური ნემსი და შპრიცი. ეს სამკურნალწამლო საშუალება არ შეიძლება გამოვიყენოთ, თუ ის მღვრიეა ან შეიცვალა შეფერილობა.

ზედა ყბის კბილის მაშებით გაურთულებელი მოცილების (ამოღების) შემთხვევაში, თუ არ არის ანთება, საკმარისია შევიყვანოთ ვესტიბულური მხრიდან გარდამავალ ნაკეცში პრეპარატის 1,7 მგ თითოეულ კბილზე. ცალკეულ შემთვევაში სრული ანესთეზიის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ვესტიბულური ინექცია პრეპარატის 1-1.7 მლ უმეტეს შემთხვევაში არ წარმოადგენს აუცილებლობას შესრულდეს მტკივნეული პალატინური ინექცია.

თუ საჭიროა გაკეთდეს გაჭრა სასაზე ან მასზე ნაკერების დადება, მაშინ ანესთეტიკის დეპოს შექმნის მიზნით სასის მხრიდან საკმარისია შევიყვანოთ პრეპარატის 0.1 მლ.

მეზობელი კბილების მრავლობითი ექსტრაქციის დროს ვესტიბულური დეპო-ინექციების რაოდენობა უმეტეს შემთხვევაში, შეიძლება შევამციროთ.

ქვედა ყბის პრემოლარების მაშებით გაურთულებელი მოცილების (ამოღების) შემთხვევაში, თუ არ არის ანთება, შესაძლებელია არ ჩატარდეს მანდიბულური (ქვედა ყბის) ანესთეზია, რადგანაც ინფილტრაციული ანესთეზია, რომელიც მიიღწევა 1,7 მლ პრეპარატის შეყვანით თითოეულ კბილზე, ჩვეულებრივ არის ხოლმე საკმარისი. თუ ეს არ გვაძლევს სრული გაუტკივარების მიღწევის საშუალებას, ჯერ სრულდება დამატებითი ვესტიბულური ინექცია დოზით 1-1,7 მლ. და მხოლოდ მაშინ, როცა ამან ასევე არ მოგვცა სრული ანესთეზია, ნაჩვენებია სტანდარტული ქვედა ყბის ანესთეზია.

ქირურგიული ჩარევებისას რეკომენდირებულია პრეპარატის დოზის კორექტირება ოპერაციის სიმძიმისა და ხანგრძლივობის შესაბამისად.

ერთი სამკურნალო პროცედურის ჩატარების დროს ზრდასრულებს შეიძლება გაუკეთდეს 7 მგ-მდე არტიკაინი სხეულის 1 კგ მასაზე. დოზები 500 მგ-მდე (რაც შეადგენს საინექციო ხსნარის 12.5 მლ) კარგად გადაიტანებოდა პაციენტის მიერ ინექციის წინ ასპირაციული სინჯის ჩატარებისას.

ხანდაზმულ პაციენტებსა და ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში შეიძლება შეინიშნოს სისხლის პლაზმაში არტიკაინის კონცენტრაციის გაზრდა. ასეთ პაციენტებთან საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა და მინიმალური დოზის გამოყენება, რაც საჭირო იქნება ანესთეზიის საკმარისი სიღრმის მისაღწევად.

ბავშვები. სამკურნალწამლო საშუალება, რომელიც მოგვცემს სათანადო გაუტკივარების მიღწევის საშუალებას, საჭიროა შევიყვანოთ ბავშვებში მინიმალური რაოდენობით. საჭიროა შეყვანილი პრეპარატის რაოდენობის კორექტირება ინდივიდუალურად ბავშვის ასაკისა და სხეულის წონის შესაბამისად. არ შეიძლება გადავაჭარბოთ მაქსიმალურ დოზას, რაც შეადგენს 7 მგ არტიკაინს სხეულის მასის 1 კგ-ზე. ამ პრეპარატის გამოყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის შესწავლილი.

უკუჩვენებები

პრეპარატის კომპონენტისადმი, სულფიტებისადმი ან სხვა ამიდური ტიპის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებებისადმი მომატებული მგრძნობელობა, გულის იმპულსების წარმოქმნის მძიმე დარღვევა ან გამტარობის დარღვევა (II-III ხარისხის AV ბლოკადა, გამოხატული ბრადიკარდია), მწვავე დეკომპენსირებული (უძრავი, ინერტული) გულის უკმარისობა, მძიმე არტერიული ჰიპოტენზია/ჰიპერტენზია, კიდურების ანესთეზია (მაგალითად, ხელის თითების), რადგანაც არსებობს იშემიის წარმოშობის რისკი, გლაუკომის დახურულკუთხოვანი ფორმა, პაროქსიზმალური ტქიკარდია, აბსოლიტური არითმია ტაქიკარდიით, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი (3-დან 6 თვის წინ), გადატანილი აორტოკორონარული შუნტირების ოპერაცია (3 თვემდე უკან), ჰიპერთირეოზი, ფეოქრომოციტომა, არასელექციური β-ბლოკატორების ერთდროული მიღება, მაგალითად: პროპრანოლოლის (არსებობს ჰიპერტონიული კრიზის ან მძიმე ბრადიკარდიის განვითარების რისკი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით ან MAO ინჰიბოტორებით მკურნალობა (პრეპარატის გულსისხლძარღვოვანი ეფექტები შეიძლება გაძლიერდეს 14 დღის განმავლობაში MAO ინჰიბოტორებით მკურნალობის დამთავრების შემდეგ), ბრონქული ასთმა სულფიტებისადმი მომატებული მგრძნობელობისას (შეიძლება წარმოიშვას მწვავე ალერგიული რეაქცია ანაფილაქსიის სიმპტომებით, მაგალითად, ბრონქოსპაზმი). უკუნაჩენებია პრეპარატის ინტრავენური შეყვანა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა სახეები. სიმპატომიმეტური ტიპის ვაზოკონსტიქტორების ჰიპერტენზიული ეფექტები (მაგალითად, ადრენალინი) შეიძლება გაძლიერდეს ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით ან MAO ინჰიბოტორებით. ამიტომ ასეთი კომბინაციები უკუნაჩვენებია. პრეპარატის მიღება აკრძალულია პაციენტებისათვის, რომლებიც იღებენ არასელექციური β-ბლოკატორებს, მაგალითად, პროპანოლოლს (იხ. განყოფილება „უკუჩვენება“).

სხვადასხვა საანესთეზიო საშუალებების კომბინაციებს აქვთ ადიტიური ეფექტი და იწვევენ უფრო გამოხატულ გავლენას გულსისხლძარღვთა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ცნს). ადრენალინს შეუძლია დაბლოკოს კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ ინსულინის გამოთავისუფლება, რის შედეგადაც ქვეითდება პერორალური დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედება.

საჭიროა გვახსოვდეს რომ პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ანტითრომბოზული საშუალებებით (მაგ. ჰეპარინი, აცეტილსალიცილის მჟავა) სისხლძარღვის შემთხვევითმა გახვრეტამ (ნაჩხვლეტმა) ადგილობრივი ანესთეზიის დროს შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სისხლდენა. ასეთ პაციენტებს, ზოგადად გააჩნიათ სისხლდენისადმი მომატებული მიდრეკილება.

ზოგიერთმა საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებამ, ისეთი როგორიცაა ჰალოტანი, შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის მგრძნობელობა კატექოლამინებისადმი, გამოიწვევს რა არითმიას პრეპარატის შეყვანის შემდეგ.

სიფრთხილის ზომები

გვერდითი ეფექტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად საჭიროა შევარჩიოთ ყველაზე დაბალი შესაძლებელი დოზა, ინექციის წინ ჩავატაროთ ასპირაციული სინჯი ორ ეტაპად (პრეპარატის შიდასისხლძარღვოვანი შეყვანის თავიდან აცილების მიზნით).

პრეპარტი საჭიროა სიფრთხილით გამოვიყენოთ სისხლის შედედების დარღვევის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციების მძიმე დარღვევების დროს, საინჰალაციო სანარკოზე საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას, რომლებიც შეიცავენ ჰალოგენებს (იხ. განყოფილება „სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა სახეები“), ანამნეზში ეპილეფსიის არსებობა (იხ. გან-ბა „გვერდითი რეაქციები“).

არ შეიძლება ინექციის ჩატარება ანთების (ინფიცირების) ზონაში, რამდენადაც ძლიერდება პრეპარატის შეწოვა, რასაც მივყავართ მისი ეფექტურობის შემცირებასთან. ამ პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოვკითხოთ ავადმყოფი, შევაგროვოთ სამედიცინო ანამნეზი, ინფორმაცია თანმხლებ სამკურნალწამლო საშუალებებზე, რომლებსაც ის იღებდა, აგრეთვე მუდმივად, პრეპარატის შეყვანის დროს ვუზრუნველყოთ პაციენტთან სიტყვიერი კონტაქტი. საჭიროა შევასრულოთ საინექციო სინჯი დოზის 5-დან 10%-მდე შეყვანით, თუ არსებობს ალერგიული რეაქციის წარმოშობის რისკი.

საკვების მიღება შესაძლებელია მხოლოდ მგრძნობელობის სრული აღდგენის შემდეგ.

ქოლინესთერაზის დეფიციტის მქონე პაციენტებს პრეპარატი ენიშნებათ მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს აბსოლუტური ჩვენება გამოყენებისათვის, რადგანაც ამ შემთხვევაში არსებობს დიდი ალბათობა პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობის გაზრდისა, ხოლო ზოგიერთი პირობის დროს კი არც არის სასურველი მისი მოქმედების გაძლიერება.

გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებში (მაგალითად, გულის უკმარისობით, გულის იშემიური დაავადებით, სტენოკარდიით, მიოკარდიუმის ინფარქტით ანამნეზში, გულის არითმიით, არტერიული ჰიპერტენზიით), ათეროსკლეროზით, აგრეთვე ტვინში სისხლისმიმოქცევის დარღვევით, რომლებმაც გადაიტანეს ინსულტი, ვისაც ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ემფიზემა, შაქრიანი დიაბეტი ან მკვეთრად გამოხატული შფოთვა აწუხებთ მიზანშეწონილია გამოვიყენოთ არტიფრინ-ზდოროვიე (და არა არტიფრინ-ზდოროვიე ფორტე), რადგანაც იგი შეიცავს ადრენალინის უფრო ნაკლებ რაოდენობას, რაც შეადგენს 0.006 მგ/მლ (1:200000).

ბავშვებში გამოყენება. პატარა ბავშვების მომვლელი პირები საჭიროა გავაფრთხილოთ რბილი ქსოვილების დაზიანების შესაძლებლობის შესახებ მათი ჩაკბეჩის გამო, ანესთეზიის შემდეგ რბილი ქსოვილების უფრო ხანგრძლივი დაბუჟების შედეგად.

ნატრიუმ მეტაბისულფიტი (E 223), რომელიც შედის სამკურნალწამლო საშუალების შემადგენლობაში, იშვიათად შეუძლია გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის და ბრონქოსპაზმის რეაქციები.

ეს სამკურნალწამლო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმის დოზას, ესე იგი პრაქტიკულად თავისუფალია ნატრიუმისგან.

ორსულობა და ძუძუთი კვება

არტიკაინის გამოყენების გამოცდილება ორსულ ქალებში - არ არის, მისი მშობიარობის დროს გამოყენების გამოკლებით. არტიკაინის ნეგატიური ზემოქმედების რაიმე სახის პირდაპირი ან ირიბი ნეგატიური ზეგავლენა ორსულობაზე, ემბრიოფეტალურ განვითარებაზე, მშობარობაზე ან ცხოველებში პოსტანატალურ განვითარებაზე არ ვლინდება; ადრენალინს გააჩნია ტოქსიკური ზემოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ადრენალინი და არტიკაინი გაივლის პლაცენტარულ ბარიერს, თუმცა არტიკაინი გადის მნიშვნელოვნად ნაკლებად სხვა ადგილობრივ ანესთეტიკებთან შედარებით. არტიკაინის კონცენტრაცია ახალშობილთა სისხლის შრატში შეადგენს დაახლოებით 30% მისი კონცენტრაციისა დედათა სისხლში. დედის სისხლძარღვშიდა შემთხვევითი შეყვანისას ადრენალინმა შეიძლება შეამციროს სისხლისდენის სიჩქარე საშვილოსნოში. პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ საგულდაგულო ანალიზის ჩატარების შემდეგ სარგებელი-რისკის თანაფარდობაზე. საჭიროა მივანიჭოთ უპირატესობა პრეპარატ არტიფრინ-ზდოროვიეს, რადგანაც ის შეიცავს ნაკლებ ადრენალინს (1:200000), ვიდრე არტიფრინ-ზდოროვიე ფორტე.

სწრაფი გამოსვლის გამო არტიკაინი არ ვლინდება დედის რძეში იმ რაოდენობით, რომელსაც ექნებოდა კლინიკრი მნიშვნელობა. ადრენალინი აღწევს დედის რძეში, თუმცა ის სწრაფად იშლება. რამდენადაც აქამდე მავნე ქემოქმედება ახალშობილებზე არ გამოვლენილა, ამიტომ პრეპარატის არახანგრძლივი გამოყენებისას არ წარმოადგენს აუცილებლობას შევწყვიტოთ ძუძუთი კვება.

ფერტილურობა. პრეპარატის თერაპიული დოზებით გამოყენების დროს ადამიანის ფერტილურობაზე უარყოფითი გავლენა არ არის მოსალოდნელი.

რეაქციის სისწრაფეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას. მხოლოდ სტომატოლოგმა უნდა გადაწყვიტოს, პრეპარატის შეყვანიდან რა დროის შემდეგ შეეძლება პაციენტს ისევ მართოს ავტოსატრანსპორტო საშუალება ან იმუშაოს სხვა მექანიზმებთან. შიშს, რომელიც დაკავშირებულია სტომატოლოგიური მანიპულაციის მოლოდინთან, და სტრესს, რომელიც ახლავს მას, შეუძლია გამოიწვიოს ეფექტური მოქმედების უნარის შეცვლა, თუმცა შესაბამისმა გამოკვლევებმა გვაჩვენა, რომ არტიკაინით ადგილობრივი ანესთეზია არ იწვევს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარის რაიმე სახის შესამჩნევ გაუარესებს.

მგრძნობიარე ავადმყოფებში შესაძლებელია არასასურველი რეაქციების გამოვლენა ცნს მხრივ.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, <1/10); არც ისე ხშირად (≥1/1000,<1/100); იშვიათად (≥1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (სიხშირის გაანგარიშება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - შეიძლება წარმოიშვას ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიული და ფსევდოალერგიული). ისინი შეიძლება გამოვლინდეს შეშუპების სახით ან/და ანთებით ინექციის ადგილზე, აგრეთვე ინექციის ადგილის მიუხედავად კანის შეწითლების სახით, ქავილით, კონიუნქტივიტით, რინიტით, ანგიონევროზული შეშუპების ტიპის სახის შეშუპებით, ზედა ან ქვედა ტუჩების, ან ლოყების შეშუპების ჩათვლით, ხმის იოგების შეშუპებით, ყელში ბურთულის წარმოშობის შეგრძნებით და ყლაპვის გაძნელებით, ჭინჭრის ციებითა და სუნთქვის გაძნელებით, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს ანაფილაქსიურ შოკში.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - პარესთეზია, ჰიპესთეზია, თავის ტკივილი, თავბრუხვევა, განპირობებული უპირატესად ეპინეფრინის არსებობით; არც ისე ხშირად - თავბრუხვევა; სიხშირე უცნობია - პრეპარატის ძალიან დიდი დოზების გამოყენების დროს ან შემთხვევითი სისხლძარღვშიდა შეყვანისას შესაძლებელია ცნს მხრიდან დოზადამოკიდებულების რეაქციის გამოვლენა: მოუსვენრობა, ნერვოზულობა, დაბნეულობა, სტუპორი (რომელიც ზოგჯერ პროგრესირდება გონების დაკარგვამდე), კომა, სუნთქვის დარღვევა (რომელიც ზოგჯერ პროგრესირდება სუნთქვის შეწყვეტამდე), კუნთების ტრემორი, კუნთების უნებლიე შეკუმშვა (რომელიც ზოგჯერ პროგრესირდება გენერალიზებულ კრუნჩხვებამდე). ნერვების დაზიანების თეორიული შესაძლებლობა არსებობს ნებისმიერი სტომატოლოგიური ჩარევის ჩატარების დროს საინექციო შეყვანის ტექნიკის დარღვევის გამო ან საინექციო უბნის ანატომიური აგებულების განსაკუთრებულობის გამო. ამგვარ შემთხვევებში შესაძლებელია სახის ნერვის დაზიანება და სახის ნერვის პარეზის წარმოშობა. ამან შეიძლება გამოიწვიოს გემომგრძნობელობის დაქვეითება.

მხედველობის ორგანოების მხრივ: სიხშირე უცნობია - ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების ინექციის დროს (ან მალე მის შემდეგ) თავის არეში შესაძლებელია აგრეთვე მხედველობის დროებითი დარღვევა (ბუნდოვანება, თვალებში გაორება, სიბრმავე, მიდრიაზი).

გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არც ისე ხშირად - ტაქიკარდია; სიხშირე უცნობია - გულის არითმია, არტერიული წნევის მომატება, არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გულის უკმარისობა, შოკი (რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს საფრთხეს სიცოცხლისათვის).

კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - გულისრევა, ღებინება

ზოგადი მდგომარეობის დარღვევა და რეაქციები პრეპარატის შეყვანის ადგილზე: სიხშირე უცნობია - გაუთვალისწინებელი სისხლძარღვშიდა ინექციის დროს პრეპარატის შეყვანის ადგილზე შეიძლება გაჩნდეს იშემიის ზონები, რომლებიც ზოგჯერ პროგრესირებენ ქსოვილების ნეკროზის გაჩენამდე (იხ. გან-ბა „მიღების წესი და დოზები“). იყო შეტყობინება ციების წარმოშობის შემთხვევების შესახებ, რომლებიც ძირითადათ დაკავშირებული იყო სტომატოლოგიური პროცედურების შიშთან, მომატებულ ოფლიანობასთან, ყურებში ხმაურთან და მიდრიაზთან.

ერთეულ სემთხვევებში, განსაკუთრებით ბროქული ასთმით დაავადებულებში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია მის შემადგენლობაში ნატრიუმ მეტაბისულფიტის არსებობის გამო. ეს რეაქციები კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს ღებინებით, ფაღარათით, სტრიდოზორული სუნთქვით, ასთმის მწვავე შეტევით, ცნობიერების დარღვევით ან შოკით.

პედიატრიული პოპულაცია. ცნობილია, რომ გამოკვლევების გამოქვეყნებული შედეგების თანახმად უსაფრთხოების პროფილი 4-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში მსგავსი იყო მოზრდილების (უფროსების) უსაფრთხოების პროფილისა. თუმცა ხშირად ხდებოდა რბილი ქსოვილების შემთხვევითი დაზიანება რბილი ქსოვილების პროლონგირებული ანესთეზიის შედეგად, განსაკუთრებით 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში. არსებობს მონაცემები, რომ რეტროსპექტულ კვლევაში, რომელშიც ჩართული იყო 1-დან 4 წლამდე ასაკის 211 ბავშვი, კბილების მკურნალობა ტარდებოდა 4.2 მლ სამკურნალწამლო საშუალების გამოყენებით. ამასთან, არ შემოსულა შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ.

ჭარბი დოზა

სიმპტომები ჭარბი დოზირებისას.

ცნს აღგზნების ნიშნები: მოუსვენრობა, შფოთვა, დაბნეულობა, გახშირებული სუნთქვა, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება, რომელსაც თან ახლავს სახის შეწითლება, ღებინება, გულისრევის შეგრძნება, ტრემორი, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, ტონურ-კლონური კრუნჩხვები.

ცნს დათრგუნვის ნიშნები: თავბრუსხვევა, სმენის დაქვეითება, ლაპარაკის უნარის დაკარგვა, გონების დაკარგვა, კუნთების ატონია, ვაზომოტორული დამბლა (სისუსტე, კანის საფარის სიფერმკთალე), ქოშინი, ლეტალური შედეგი, როგორც სასუნთქი ცენტრის დამბლის შედეგი

გულსისხლძარღვთა ფუნქციონირების დათრგუნვის ნიშნები: ბრადიკარდია, არითმია, პარკუჭების ფიბრილაცია, არტერიული წნევის დაქვეითება, ციანოზი, გულის გაჩერება.

გადაუდებელი ზომები და ანტიდოტები.

გვერდითი რეაქციების ან ტოქსიკური მოქმედებების (მაგალითად, თავბრუსხვევა, მოძრაობითი აღგზნება ან სტუპორი) პირველი ნიშნების გამოვლენისას საჭიროა ინექციის შეწყვეტა და პაციენტის გადაყვანა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. საჭიროა ვუზრუნველყოთ პაციენტის სასუნთქი გზების გამავლობა, პულსისა და არტერიული წნევის კონტროლი. მაშინაც კი, როცა ინტოქსიკაციის სიმპტომები არ ჩანს მძიმე, რეკომენდირებულია ინტრავენური კათეტერის დაყენება, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იქნას დაუყოვნებლივი ინტრავენური შეღწევა, თუ ეს საჭირო გახდება.

სუნთქვის დარღვევისას, მდგომარეობის სიმძიმისდა მიხედვით, რეკომენდირებულია ჟანგბადის გამოყენება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში - ხელოვნური სუნთქვა. აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ტრაქეას ინტუბაცია ფილტვების ვემტილაციის კონტროლთან ერთად.

კუნთების უნებლიე შეკუმშვის ან გენერალიზებულ კრუნჩხვების კუპირება ხდება ხანმოკლე მოქმედების კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების ვენაში შეყვანით (სუკსამეტონიუმ ქლორიდი, დიაზეპამი). აგრეთვე რეკომენდირებულია ხელოვნური სუნთქვის ჩატარენა (ჟანგბადი).

არტერიული წნევის დაქვეითების, ტაქიკარდიის ან ბრადიკარდიის აღმოფხვრა შეიძლება უბრალოდ პაციენტის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაყვანით ან ისეთ მდგომარეობაში, როცა ფეხები ცოტა აწეულია თავზემოთ. სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევისას, ინექციის შეწყვეტის შემდეგ საჭიროა მივიღოთ დამატებითი გადაუდებელი ზომები: ვუზრუნველყოთ სასუნთქი გზების გამავლობა (ჟანგბადის ინსუფლაცია), დავიწყოთ დაბალანსებული ელექტროლიტური ხსნარის ინტრავენური ინფუზიით შეყვანა და გლუკოკორტიკოიდების (მაგ., 250-100 მგ პრედნიზოლონი ან მისი წარმოებულის შესაბამისი რრაოდენობა, მაგ., მეთილპრედნიზოლი) ინტრავენური შეყვანა, აღვადგინოთ ცირკულირებადი სისხლის მოცემულობა (დამატებით, აუცილებლობის შემთხვევაში, გამოვიყენოთ პლაზმოშემცველები, ადამიანის ალბუმინი). ცირკულატორული კოლაფსისა და ზრდადი ბრადიკარდიის საფრთხის შემთხვევაში, დაუყონებლივ ჩავატაროთ ეპინეფრინის ინტრავენური ინექცია (ადრენალინის). ამისათვის საჭიროა 1 მლ ადრენალინის ხსნარი 1:1000 გავხსნათ 10 მლ-მდე (ამის ნაცვლად შეიძლება გამოვიყენოთ ადრენალინის ხსნარი 1:10000) და ხელხელა შევიყვანოთ 0.25-1 მლ ამ ხსნარისა (=0.025-0.1 მგ ადრენალინს) პულსის სიხშირისა და არტერიული წნევის კონტროლის ქვეშ (ყურადღება: შესაძლებელია გამოიწვიოს გულის არითმია). არ უნდა შევიყვანოთ ამ ხსნარის 1მლ-ზე მეტი (0.1 მგ ადენალინი) ერთი ინტრავენური ინექციის დროს. თუ ეპინეფრინის ეს რაოდენობა არასაკმარისია, მაშინ რეკომენდირებულია იგი დავუმატოთ საინფუზიო ხსნარს (ინფუზიის სიჩქარე კორექტირდება პულსის სიხშირისა და არტერიული წნევის შესაბამისად).

ტაქიკარდიისა და ტაქიარითმიის მძიმე ფორმების ლიკვიდირება შეიძლება ანტიარითმიული პრეპარატების მეშვეობით (გარდა არასელექციური β-ბლოკატორებისა). ასეთ შემთხვევაში ითვლება აუცილებლად ჟანგბადის გამოყენება და სისხლის მიმოქცევის კონტროლი. არტერიული წნევის მომატების შემთხვევაში, არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ავადმყოფებში, აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა გამოვიყენოთ პერიფერიული ვაზოდილატატორები.

გვერდითი რექციები.

შენახვის პირობები

3 წელი

შენახვის პირობები. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. არ გაყინოთ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატები ადგილობრივი ანესთეზიისათვის. ამიდები. არტიკაინი, კომბინაციები. ათქ კოდი N01B B58

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება ამიდური ტიპის, რომელიც გამოიყენება სტომატოლოგიაში ინფილტრაციული და გამტარი ანესთეზიისათვის. პრეპარატს აქვს მოქმედების სწრაფი დაწყების უნარი (ლატენტური პერიოდი - 1-3 წუთი), ძლიერი გაუტკივარების ეფექტი. ეფექტური ანესთეზიის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 75 წუთს.

ითვლება, რომ არტიკაინის მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ნერვულ ბოჭკოებში იმპულსების გატარების შემცირებაში უჯრედული მემბრანის პოტენციურად დამოკიდებული ნატრიუმის არხების ბლოკირების გზით. ეპინეფრინის (ადრენალინის) ძალიან მცირე შემცველობისა და ინტენსიური მოქმედების წყალობით პრეპარატი შეიძლება გამოიყენონ გულსისხლძარრღვთა პათოლოგიის მქონე პაციენტებმა.

ფარმაკოკინეტიკა.

არტიკაინის დაკავშირების დონე სისხლის პლაზმის ცილებთან შეადგენს 95% ინექციის შემდეგ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ქვეშ T1/2 შეადგენს 25.3±3.3 წუთს. არტიკაინის 10% მეტაბოლიზდება ღვიძლში, უპირატესად ესთერაზების მოქმედებით, რომლებიც შედიან სისხლის პლაზმასა და ქსოვილებში. არტიკაინი გამოიდევნება უპირატესად თირკმელებით არტიკაინის მჟავის სახით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სამკურნალო საშუალების სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

არტიფრინ-ზდოროვიე ფორტე

(ARTIPHRIN-ZDOROVYE FORTE)

შემდაგენლობა:

მოქმედი ნივთერებები: articaine, epinephrine;

1 მლ ხსნარი შეიცავს არტიკაინ ჰიდროქლორიდს 40 მგ, ადრენალინს 0.01 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმ მეტაბისულფატი (E 223), გლიცინი, ნატრიუმის ქლორიდი, ქლორწყალბადოვანი მჟავა კონცენტრირებული, საინექციო წყალი.

სამკურნალწამლო ფორმა. საინექციო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო ან ბაცი მოყვითალო-მომწვანო ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. პრეპარატები ადგილობრივი ანესთეზიისათვის. ამიდები. არტიკაინი, კომბინაციები. ათქ კოდი N01B B58

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება ამიდური ტიპის, რომელიც გამოიყენება სტომატოლოგიაში ინფილტრაციული და გამტარი ანესთეზიისათვის. პრეპარატს აქვს მოქმედების სწრაფი დაწყების უნარი (ლატენტური პერიოდი - 1-3 წუთი), ძლიერი გაუტკივარების ეფექტი. ეფექტური ანესთეზიის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 75 წუთს.

ითვლება, რომ არტიკაინის მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ნერვულ ბოჭკოებში იმპულსების გატარების შემცირებაში უჯრედული მემბრანის პოტენციურად დამოკიდებული ნატრიუმის არხების ბლოკირების გზით. ეპინეფრინის (ადრენალინის) ძალიან მცირე შემცველობისა და ინტენსიური მოქმედების წყალობით პრეპარატი შეიძლება გამოიყენონ გულსისხლძარრღვთა პათოლოგიის მქონე პაციენტებმა.

ფარმაკოკინეტიკა.

არტიკაინის დაკავშირების დონე სისხლის პლაზმის ცილებთან შეადგენს 95% ინექციის შემდეგ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ქვეშ T1/2 შეადგენს 25.3±3.3 წუთს. არტიკაინის 10% მეტაბოლიზდება ღვიძლში, უპირატესად ესთერაზების მოქმედებით, რომლებიც შედიან სისხლის პლაზმასა და ქსოვილებში. არტიკაინი გამოიდევნება უპირატესად თირკმელებით არტიკაინის მჟავის სახით.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები. ქირურგიული ჩარევები ლორწოვან გარსზე და ძვლებზე, რომელთაც ესაჭიროებათ უფრო მეტი ინტენსიური იშემია; ქირურგიული ჩარევები კბილის პულპაზე (ამპუტაცია და ექსტირპაცია); პარადონტიტული ან ჩამტვრეული კბილების მოცილება (ოსტეოტომია); ხანგრძლივი ქირურგიული ჩარევები; კანისმიერი ოსტეოსინთეზი; კისტების მოცილება; ქირურგიული ჩარევები ღრძილების ლორწოვან გარსზე; ფესვის მწვერვალის რეზექცია.

უკუჩვენებები. პრეპარატის კომპონენტისადმი, სულფიტებისადმი ან სხვა ამიდური ტიპის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებებისადმი მომატებული მგრძნობელობა, გულის იმპულსების წარმოქმნის მძიმე დარღვევა ან გამტარობის დარღვევა (II-III ხარისხის AV ბლოკადა, გამოხატული ბრადიკარდია), მწვავე დეკომპენსირებული (უძრავი, ინერტული) გულის უკმარისობა, მძიმე არტერიული ჰიპოტენზია/ჰიპერტენზია, კიდურების ანესთეზია (მაგალითად, ხელის თითების), რადგანაც არსებობს იშემიის წარმოშობის რისკი, გლაუკომის დახურულკუთხოვანი ფორმა, პაროქსიზმალური ტქიკარდია, აბსოლიტური არითმია ტაქიკარდიით, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი (3-დან 6 თვის წინ), გადატანილი აორტოკორონარული შუნტირების ოპერაცია (3 თვემდე უკან), ჰიპერთირეოზი, ფეოქრომოციტომა, არასელექციური β-ბლოკატორების ერთდროული მიღება, მაგალითად: პროპრანოლოლის (არსებობს ჰიპერტონიული კრიზის ან მძიმე ბრადიკარდიის განვითარების რისკი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით ან MAO ინჰიბოტორებით მკურნალობა (პრეპარატის გულსისხლძარღვოვანი ეფექტები შეიძლება გაძლიერდეს 14 დღის განმავლობაში MAO ინჰიბოტორებით მკურნალობის დამთავრების შემდეგ), ბრონქული ასთმა სულფიტებისადმი მომატებული მგრძნობელობისას (შეიძლება წარმოიშვას მწვავე ალერგიული რეაქცია ანაფილაქსიის სიმპტომებით, მაგალითად, ბრონქოსპაზმი). უკუნაჩენებია პრეპარატის ინტრავენური შეყვანა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა სახეები. სიმპატომიმეტური ტიპის ვაზოკონსტიქტორების ჰიპერტენზიული ეფექტები (მაგალითად, ადრენალინი) შეიძლება გაძლიერდეს ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით ან MAO ინჰიბოტორებით. ამიტომ ასეთი კომბინაციები უკუნაჩვენებია. პრეპარატის მიღება აკრძალულია პაციენტებისათვის, რომლებიც იღებენ არასელექციური β-ბლოკატორებს, მაგალითად, პროპანოლოლს (იხ. განყოფილება „უკუჩვენება“).

სხვადასხვა საანესთეზიო საშუალებების კომბინაციებს აქვთ ადიტიური ეფექტი და იწვევენ უფრო გამოხატულ გავლენას გულსისხლძარღვთა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ცნს). ადრენალინს შეუძლია დაბლოკოს კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ ინსულინის გამოთავისუფლება, რის შედეგადაც ქვეითდება პერორალური დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედება.

საჭიროა გვახსოვდეს რომ პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ანტითრომბოზული საშუალებებით (მაგ. ჰეპარინი, აცეტილსალიცილის მჟავა) სისხლძარღვის შემთხვევითმა გახვრეტამ (ნაჩხვლეტმა) ადგილობრივი ანესთეზიის დროს შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სისხლდენა. ასეთ პაციენტებს, ზოგადად გააჩნიათ სისხლდენისადმი მომატებული მიდრეკილება.

ზოგიერთმა საინჰალაციო საანესთეზიო საშუალებამ, ისეთი როგორიცაა ჰალოტანი, შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის მგრძნობელობა კატექოლამინებისადმი, გამოიწვევს რა არითმიას პრეპარატის შეყვანის შემდეგ.

მიღების თავისებურებები. გვერდითი ეფექტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად საჭიროა შევარჩიოთ ყველაზე დაბალი შესაძლებელი დოზა, ინექციის წინ ჩავატაროთ ასპირაციული სინჯი ორ ეტაპად (პრეპარატის შიდასისხლძარღვოვანი შეყვანის თავიდან აცილების მიზნით).

პრეპარტი საჭიროა სიფრთხილით გამოვიყენოთ სისხლის შედედების დარღვევის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციების მძიმე დარღვევების დროს, საინჰალაციო სანარკოზე საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას, რომლებიც შეიცავენ ჰალოგენებს (იხ. განყოფილება „სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა სახეები“), ანამნეზში ეპილეფსიის არსებობა (იხ. გან-ბა „გვერდითი რეაქციები“).

არ შეიძლება ინექციის ჩატარება ანთების (ინფიცირების) ზონაში, რამდენადაც ძლიერდება პრეპარატის შეწოვა, რასაც მივყავართ მისი ეფექტურობის შემცირებასთან. ამ პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოვკითხოთ ავადმყოფი, შევაგროვოთ სამედიცინო ანამნეზი, ინფორმაცია თანმხლებ სამკურნალწამლო საშუალებებზე, რომლებსაც ის იღებდა, აგრეთვე მუდმივად, პრეპარატის შეყვანის დროს ვუზრუნველყოთ პაციენტთან სიტყვიერი კონტაქტი. საჭიროა შევასრულოთ საინექციო სინჯი დოზის 5-დან 10%-მდე შეყვანით, თუ არსებობს ალერგიული რეაქციის წარმოშობის რისკი.

საკვების მიღება შესაძლებელია მხოლოდ მგრძნობელობის სრული აღდგენის შემდეგ.

ქოლინესთერაზის დეფიციტის მქონე პაციენტებს პრეპარატი ენიშნებათ მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს აბსოლუტური ჩვენება გამოყენებისათვის, რადგანაც ამ შემთხვევაში არსებობს დიდი ალბათობა პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობის გაზრდისა, ხოლო ზოგიერთი პირობის დროს კი არც არის სასურველი მისი მოქმედების გაძლიერება.

გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებში (მაგალითად, გულის უკმარისობით, გულის იშემიური დაავადებით, სტენოკარდიით, მიოკარდიუმის ინფარქტით ანამნეზში, გულის არითმიით, არტერიული ჰიპერტენზიით), ათეროსკლეროზით, აგრეთვე ტვინში სისხლისმიმოქცევის დარღვევით, რომლებმაც გადაიტანეს ინსულტი, ვისაც ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ემფიზემა, შაქრიანი დიაბეტი ან მკვეთრად გამოხატული შფოთვა აწუხებთ მიზანშეწონილია გამოვიყენოთ არტიფრინ-ზდოროვიე (და არა არტიფრინ-ზდოროვიე ფორტე), რადგანაც იგი შეიცავს ადრენალინის უფრო ნაკლებ რაოდენობას, რაც შეადგენს 0.006 მგ/მლ (1:200000).

ბავშვებში გამოყენება. პატარა ბავშვების მომვლელი პირები საჭიროა გავაფრთხილოთ რბილი ქსოვილების დაზიანების შესაძლებლობის შესახებ მათი ჩაკბეჩის გამო, ანესთეზიის შემდეგ რბილი ქსოვილების უფრო ხანგრძლივი დაბუჟების შედეგად.

ნატრიუმ მეტაბისულფიტი (E 223), რომელიც შედის სამკურნალწამლო საშუალების შემადგენლობაში, იშვიათად შეუძლია გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის და ბრონქოსპაზმის რეაქციები.

ეს სამკურნალწამლო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმის დოზას, ესე იგი პრაქტიკულად თავისუფალია ნატრიუმისგან.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში. არტიკაინის გამოყენების გამოცდილება ორსულ ქალებში - არ არის, მისი მშობიარობის დროს გამოყენების გამოკლებით. არტიკაინის ნეგატიური ზემოქმედების რაიმე სახის პირდაპირი ან ირიბი ნეგატიური ზეგავლენა ორსულობაზე, ემბრიოფეტალურ განვითარებაზე, მშობარობაზე ან ცხოველებში პოსტანატალურ განვითარებაზე არ ვლინდება; ადრენალინს გააჩნია ტოქსიკური ზემოქმედება რეპროდუქციულ ფუნქციაზე. ადრენალინი და არტიკაინი გაივლის პლაცენტარულ ბარიერს, თუმცა არტიკაინი გადის მნიშვნელოვნად ნაკლებად სხვა ადგილობრივ ანესთეტიკებთან შედარებით. არტიკაინის კონცენტრაცია ახალშობილთა სისხლის შრატში შეადგენს დაახლოებით 30% მისი კონცენტრაციისა დედათა სისხლში. დედის სისხლძარღვშიდა შემთხვევითი შეყვანისას ადრენალინმა შეიძლება შეამციროს სისხლისდენის სიჩქარე საშვილოსნოში. პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ საგულდაგულო ანალიზის ჩატარების შემდეგ სარგებელი-რისკის თანაფარდობაზე. საჭიროა მივანიჭოთ უპირატესობა პრეპარატ არტიფრინ-ზდოროვიეს, რადგანაც ის შეიცავს ნაკლებ ადრენალინს (1:200000), ვიდრე არტიფრინ-ზდოროვიე ფორტე.

სწრაფი გამოსვლის გამო არტიკაინი არ ვლინდება დედის რძეში იმ რაოდენობით, რომელსაც ექნებოდა კლინიკრი მნიშვნელობა. ადრენალინი აღწევს დედის რძეში, თუმცა ის სწრაფად იშლება. რამდენადაც აქამდე მავნე ქემოქმედება ახალშობილებზე არ გამოვლენილა, ამიტომ პრეპარატის არახანგრძლივი გამოყენებისას არ წარმოადგენს აუცილებლობას შევწყვიტოთ ძუძუთი კვება.

ფერტილურობა. პრეპარატის თერაპიული დოზებით გამოყენების დროს ადამიანის ფერტილურობაზე უარყოფითი გავლენა არ არის მოსალოდნელი.

რეაქციის სისწრაფეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას. მხოლოდ სტომატოლოგმა უნდა გადაწყვიტოს, პრეპარატის შეყვანიდან რა დროის შემდეგ შეეძლება პაციენტს ისევ მართოს ავტოსატრანსპორტო საშუალება ან იმუშაოს სხვა მექანიზმებთან. შიშს, რომელიც დაკავშირებულია სტომატოლოგიური მანიპულაციის მოლოდინთან, და სტრესს, რომელიც ახლავს მას, შეუძლია გამოიწვიოს ეფექტური მოქმედების უნარის შეცვლა, თუმცა შესაბამისმა გამოკვლევებმა გვაჩვენა, რომ არტიკაინით ადგილობრივი ანესთეზია არ იწვევს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარის რაიმე სახის შესამჩნევ გაუარესებს.

მგრძნობიარე ავადმყოფებში შესაძლებელია არასასურველი რეაქციების გამოვლენა ცნს მხრივ.

გამოყენების წესი და დოზები. პრეპარატი განკუთვნილია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ქვეშ შესაყვანად. პრეპარატის შეყვანამდე ყოველთვის უნდა ჩავატაროთ ასპირაციული სინჯი პრეპარატის სისხლძარღვშიდა შეყვანის შესაძლებლობის გამოსარიცხად. ასპირაციულ სინჯს ატარებენ ორ ეტაპად, ესე იგი ნემსის მოტრიალებით 90° ან უფრო უკეთესია - 180°. სერიოზული სისტემური რეაქციების განვითარება, რომელიც წარმოიშვება პრეპარატის შემთხვევითი სისხლძარღვშიდა შეყვანით, უმეტეს შემთხვევაში შეიძლება ავიცილოთ, თუ გამოვიყენებთ ინექციის შესრულების ასეთ ტექნიკას: ასპირაციის შესრულების შემდეგ ნელ-ნელა შევიყვანოთ 0.1 მლ – 0.2 მლ, ხოლო შემდეგ არანაკლებ 20-30 წამზე ადრე ნელ-ნელა შევიყვანოთ პრეპარატის დანარჩენი ნაწილი. საინექციო წნევა უნდა შეესაბამებოდეს ქსოვილის მგრძნობელობას. ინექციის ჩასატარებლად არ შეიძლება დაზიანებული კარპულის გამოყენება. ინფიცირების თავიდან ასაცილებლად (მაგალითად ჰეპატიტის ვირუსის გადაცემა) ხსნარის ასაღებად ყოველთვის საჭიროა გამოვიყენოთ ახალი სტერილური ნემსი და შპრიცი. ეს სამკურნალწამლო საშუალება არ შეიძლება გამოვიყენოთ, თუ ის მღვრიეა ან შეიცვალა შეფერილობა.

ზედა ყბის კბილის მაშებით გაურთულებელი მოცილების (ამოღების) შემთხვევაში, თუ არ არის ანთება, საკმარისია შევიყვანოთ ვესტიბულური მხრიდან გარდამავალ ნაკეცში პრეპარატის 1,7 მგ თითოეულ კბილზე. ცალკეულ შემთვევაში სრული ანესთეზიის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ვესტიბულური ინექცია პრეპარატის 1-1.7 მლ უმეტეს შემთხვევაში არ წარმოადგენს აუცილებლობას შესრულდეს მტკივნეული პალატინური ინექცია.

თუ საჭიროა გაკეთდეს გაჭრა სასაზე ან მასზე ნაკერების დადება, მაშინ ანესთეტიკის დეპოს შექმნის მიზნით სასის მხრიდან საკმარისია შევიყვანოთ პრეპარატის 0.1 მლ.

მეზობელი კბილების მრავლობითი ექსტრაქციის დროს ვესტიბულური დეპო-ინექციების რაოდენობა უმეტეს შემთხვევაში, შეიძლება შევამციროთ.

ქვედა ყბის პრემოლარების მაშებით გაურთულებელი მოცილების (ამოღების) შემთხვევაში, თუ არ არის ანთება, შესაძლებელია არ ჩატარდეს მანდიბულური (ქვედა ყბის) ანესთეზია, რადგანაც ინფილტრაციული ანესთეზია, რომელიც მიიღწევა 1,7 მლ პრეპარატის შეყვანით თითოეულ კბილზე, ჩვეულებრივ არის ხოლმე საკმარისი. თუ ეს არ გვაძლევს სრული გაუტკივარების მიღწევის საშუალებას, ჯერ სრულდება დამატებითი ვესტიბულური ინექცია დოზით 1-1,7 მლ. და მხოლოდ მაშინ, როცა ამან ასევე არ მოგვცა სრული ანესთეზია, ნაჩვენებია სტანდარტული ქვედა ყბის ანესთეზია.

ქირურგიული ჩარევებისას რეკომენდირებულია პრეპარატის დოზის კორექტირება ოპერაციის სიმძიმისა და ხანგრძლივობის შესაბამისად.

ერთი სამკურნალო პროცედურის ჩატარების დროს ზრდასრულებს შეიძლება გაუკეთდეს 7 მგ-მდე არტიკაინი სხეულის 1 კგ მასაზე. დოზები 500 მგ-მდე (რაც შეადგენს საინექციო ხსნარის 12.5 მლ) კარგად გადაიტანებოდა პაციენტის მიერ ინექციის წინ ასპირაციული სინჯის ჩატარებისას.

ხანდაზმულ პაციენტებსა და ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში შეიძლება შეინიშნოს სისხლის პლაზმაში არტიკაინის კონცენტრაციის გაზრდა. ასეთ პაციენტებთან საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა და მინიმალური დოზის გამოყენება, რაც საჭირო იქნება ანესთეზიის საკმარისი სიღრმის მისაღწევად.

ბავშვები. სამკურნალწამლო საშუალება, რომელიც მოგვცემს სათანადო გაუტკივარების მიღწევის საშუალებას, საჭიროა შევიყვანოთ ბავშვებში მინიმალური რაოდენობით. საჭიროა შეყვანილი პრეპარატის რაოდენობის კორექტირება ინდივიდუალურად ბავშვის ასაკისა და სხეულის წონის შესაბამისად. არ შეიძლება გადავაჭარბოთ მაქსიმალურ დოზას, რაც შეადგენს 7 მგ არტიკაინს სხეულის მასის 1 კგ-ზე. ამ პრეპარატის გამოყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის შესწავლილი.

ჭარბი დოზირება.

სიმპტომები ჭარბი დოზირებისას.

ცნს აღგზნების ნიშნები: მოუსვენრობა, შფოთვა, დაბნეულობა, გახშირებული სუნთქვა, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება, რომელსაც თან ახლავს სახის შეწითლება, ღებინება, გულისრევის შეგრძნება, ტრემორი, კუნთების უნებლიე შეკუმშვა, ტონურ-კლონური კრუნჩხვები.

ცნს დათრგუნვის ნიშნები: თავბრუსხვევა, სმენის დაქვეითება, ლაპარაკის უნარის დაკარგვა, გონების დაკარგვა, კუნთების ატონია, ვაზომოტორული დამბლა (სისუსტე, კანის საფარის სიფერმკთალე), ქოშინი, ლეტალური შედეგი, როგორც სასუნთქი ცენტრის დამბლის შედეგი

გულსისხლძარღვთა ფუნქციონირების დათრგუნვის ნიშნები: ბრადიკარდია, არითმია, პარკუჭების ფიბრილაცია, არტერიული წნევის დაქვეითება, ციანოზი, გულის გაჩერება.

გადაუდებელი ზომები და ანტიდოტები.

გვერდითი რეაქციების ან ტოქსიკური მოქმედებების (მაგალითად, თავბრუსხვევა, მოძრაობითი აღგზნება ან სტუპორი) პირველი ნიშნების გამოვლენისას საჭიროა ინექციის შეწყვეტა და პაციენტის გადაყვანა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. საჭიროა ვუზრუნველყოთ პაციენტის სასუნთქი გზების გამავლობა, პულსისა და არტერიული წნევის კონტროლი. მაშინაც კი, როცა ინტოქსიკაციის სიმპტომები არ ჩანს მძიმე, რეკომენდირებულია ინტრავენური კათეტერის დაყენება, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იქნას დაუყოვნებლივი ინტრავენური შეღწევა, თუ ეს საჭირო გახდება.

სუნთქვის დარღვევისას, მდგომარეობის სიმძიმისდა მიხედვით, რეკომენდირებულია ჟანგბადის გამოყენება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში - ხელოვნური სუნთქვა. აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ტრაქეას ინტუბაცია ფილტვების ვემტილაციის კონტროლთან ერთად.

კუნთების უნებლიე შეკუმშვის ან გენერალიზებულ კრუნჩხვების კუპირება ხდება ხანმოკლე მოქმედების კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების ვენაში შეყვანით (სუკსამეტონიუმ ქლორიდი, დიაზეპამი). აგრეთვე რეკომენდირებულია ხელოვნური სუნთქვის ჩატარენა (ჟანგბადი).

არტერიული წნევის დაქვეითების, ტაქიკარდიის ან ბრადიკარდიის აღმოფხვრა შეიძლება უბრალოდ პაციენტის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაყვანით ან ისეთ მდგომარეობაში, როცა ფეხები ცოტა აწეულია თავზემოთ. სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევისას, ინექციის შეწყვეტის შემდეგ საჭიროა მივიღოთ დამატებითი გადაუდებელი ზომები: ვუზრუნველყოთ სასუნთქი გზების გამავლობა (ჟანგბადის ინსუფლაცია), დავიწყოთ დაბალანსებული ელექტროლიტური ხსნარის ინტრავენური ინფუზიით შეყვანა და გლუკოკორტიკოიდების (მაგ., 250-100 მგ პრედნიზოლონი ან მისი წარმოებულის შესაბამისი რრაოდენობა, მაგ., მეთილპრედნიზოლი) ინტრავენური შეყვანა, აღვადგინოთ ცირკულირებადი სისხლის მოცემულობა (დამატებით, აუცილებლობის შემთხვევაში, გამოვიყენოთ პლაზმოშემცველები, ადამიანის ალბუმინი). ცირკულატორული კოლაფსისა და ზრდადი ბრადიკარდიის საფრთხის შემთხვევაში, დაუყონებლივ ჩავატაროთ ეპინეფრინის ინტრავენური ინექცია (ადრენალინის). ამისათვის საჭიროა 1 მლ ადრენალინის ხსნარი 1:1000 გავხსნათ 10 მლ-მდე (ამის ნაცვლად შეიძლება გამოვიყენოთ ადრენალინის ხსნარი 1:10000) და ხელხელა შევიყვანოთ 0.25-1 მლ ამ ხსნარისა (=0.025-0.1 მგ ადრენალინს) პულსის სიხშირისა და არტერიული წნევის კონტროლის ქვეშ (ყურადღება: შესაძლებელია გამოიწვიოს გულის არითმია). არ უნდა შევიყვანოთ ამ ხსნარის 1მლ-ზე მეტი (0.1 მგ ადენალინი) ერთი ინტრავენური ინექციის დროს. თუ ეპინეფრინის ეს რაოდენობა არასაკმარისია, მაშინ რეკომენდირებულია იგი დავუმატოთ საინფუზიო ხსნარს (ინფუზიის სიჩქარე კორექტირდება პულსის სიხშირისა და არტერიული წნევის შესაბამისად).

ტაქიკარდიისა და ტაქიარითმიის მძიმე ფორმების ლიკვიდირება შეიძლება ანტიარითმიული პრეპარატების მეშვეობით (გარდა არასელექციური β-ბლოკატორებისა). ასეთ შემთხვევაში ითვლება აუცილებლად ჟანგბადის გამოყენება და სისხლის მიმოქცევის კონტროლი. არტერიული წნევის მომატების შემთხვევაში, არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ავადმყოფებში, აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა გამოვიყენოთ პერიფერიული ვაზოდილატატორები.

გვერდითი რექციები.

გვერდითი ეფექტების წარმოშობის სიხშირის კლასიფიკაციისათვის იყენებენ ასეთ კატეგორიებს: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, <1/10); არც ისე ხშირად (≥1/1000,<1/100); იშვიათად (≥1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000); სიხშირე უცნობია (სიხშირის გაანგარიშება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - შეიძლება წარმოიშვას ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ალერგიული და ფსევდოალერგიული). ისინი შეიძლება გამოვლინდეს შეშუპების სახით ან/და ანთებით ინექციის ადგილზე, აგრეთვე ინექციის ადგილის მიუხედავად კანის შეწითლების სახით, ქავილით, კონიუნქტივიტით, რინიტით, ანგიონევროზული შეშუპების ტიპის სახის შეშუპებით, ზედა ან ქვედა ტუჩების, ან ლოყების შეშუპების ჩათვლით, ხმის იოგების შეშუპებით, ყელში ბურთულის წარმოშობის შეგრძნებით და ყლაპვის გაძნელებით, ჭინჭრის ციებითა და სუნთქვის გაძნელებით, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს ანაფილაქსიურ შოკში.

ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - პარესთეზია, ჰიპესთეზია, თავის ტკივილი, თავბრუხვევა, განპირობებული უპირატესად ეპინეფრინის არსებობით; არც ისე ხშირად - თავბრუხვევა; სიხშირე უცნობია - პრეპარატის ძალიან დიდი დოზების გამოყენების დროს ან შემთხვევითი სისხლძარღვშიდა შეყვანისას შესაძლებელია ცნს მხრიდან დოზადამოკიდებულების რეაქციის გამოვლენა: მოუსვენრობა, ნერვოზულობა, დაბნეულობა, სტუპორი (რომელიც ზოგჯერ პროგრესირდება გონების დაკარგვამდე), კომა, სუნთქვის დარღვევა (რომელიც ზოგჯერ პროგრესირდება სუნთქვის შეწყვეტამდე), კუნთების ტრემორი, კუნთების უნებლიე შეკუმშვა (რომელიც ზოგჯერ პროგრესირდება გენერალიზებულ კრუნჩხვებამდე). ნერვების დაზიანების თეორიული შესაძლებლობა არსებობს ნებისმიერი სტომატოლოგიური ჩარევის ჩატარების დროს საინექციო შეყვანის ტექნიკის დარღვევის გამო ან საინექციო უბნის ანატომიური აგებულების განსაკუთრებულობის გამო. ამგვარ შემთხვევებში შესაძლებელია სახის ნერვის დაზიანება და სახის ნერვის პარეზის წარმოშობა. ამან შეიძლება გამოიწვიოს გემომგრძნობელობის დაქვეითება.

მხედველობის ორგანოების მხრივ: სიხშირე უცნობია - ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების ინექციის დროს (ან მალე მის შემდეგ) თავის არეში შესაძლებელია აგრეთვე მხედველობის დროებითი დარღვევა (ბუნდოვანება, თვალებში გაორება, სიბრმავე, მიდრიაზი).

გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არც ისე ხშირად - ტაქიკარდია; სიხშირე უცნობია - გულის არითმია, არტერიული წნევის მომატება, არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გულის უკმარისობა, შოკი (რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს საფრთხეს სიცოცხლისათვის).

კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - გულისრევა, ღებინება

ზოგადი მდგომარეობის დარღვევა და რეაქციები პრეპარატის შეყვანის ადგილზე: სიხშირე უცნობია - გაუთვალისწინებელი სისხლძარღვშიდა ინექციის დროს პრეპარატის შეყვანის ადგილზე შეიძლება გაჩნდეს იშემიის ზონები, რომლებიც ზოგჯერ პროგრესირებენ ქსოვილების ნეკროზის გაჩენამდე (იხ. გან-ბა „მიღების წესი და დოზები“). იყო შეტყობინება ციების წარმოშობის შემთხვევების შესახებ, რომლებიც ძირითადათ დაკავშირებული იყო სტომატოლოგიური პროცედურების შიშთან, მომატებულ ოფლიანობასთან, ყურებში ხმაურთან და მიდრიაზთან.

ერთეულ სემთხვევებში, განსაკუთრებით ბროქული ასთმით დაავადებულებში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია მის შემადგენლობაში ნატრიუმ მეტაბისულფიტის არსებობის გამო. ეს რეაქციები კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს ღებინებით, ფაღარათით, სტრიდოზორული სუნთქვით, ასთმის მწვავე შეტევით, ცნობიერების დარღვევით ან შოკით.

პედიატრიული პოპულაცია. ცნობილია, რომ გამოკვლევების გამოქვეყნებული შედეგების თანახმად უსაფრთხოების პროფილი 4-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში მსგავსი იყო მოზრდილების (უფროსების) უსაფრთხოების პროფილისა. თუმცა ხშირად ხდებოდა რბილი ქსოვილების შემთხვევითი დაზიანება რბილი ქსოვილების პროლონგირებული ანესთეზიის შედეგად, განსაკუთრებით 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში. არსებობს მონაცემები, რომ რეტროსპექტულ კვლევაში, რომელშიც ჩართული იყო 1-დან 4 წლამდე ასაკის 211 ბავშვი, კბილების მკურნალობა ტარდებოდა 4.2 მლ სამკურნალწამლო საშუალების გამოყენებით. ამასთან, არ შემოსულა შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

შენახვის პირობები. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. არ გაყინოთ.

შეუთავსებლობა. არ შეიძლება პრეპარატის სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან შერევა.

შეფუთვა. 1.7 მლ-იან კარპულებში №10, №10X5 ბლისტერებში ყუთში

გაცემის კატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი. შპს „ფარმაცევტული კომპანია „ზდოროვიე“.

მწარმოებლის/განმცხადებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი. უკრაინა, 61013, ხარკოვის ოლქი, ქ. ხარკოვი, შევჩენკოს ქ, სახლი 22.

საბოლოო გადახედვის თარიღი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა