პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები

არლევერტი

Arlevert®

ურეცეპტოდ20მგ + 40მგინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

პრეპარატ არლევერტის შემადგენლობაში შედის ორი მოქმედი ნივთიერება: ცინარიზინი და დიმენჰიდრინატი. ეს ნივთიერებები მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების სხვადასხვა კლასს. ცინარიზინი მიეკუთვნება ნივთიერებათა ჯგუფს, სახელწოდებით კალციუმის ანტაგონისტები. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
20მგ + 40მგ ტაბლეტი №20 (1X20)
მწარმოებელი
Hennig Arzneimittel GmbH & Co KG, გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნერვული სისტემის სამკურნალო სხვა პრეპარატები, თავბრუსხვევის საწინააღმდეგო საშუალებები
ATC კოდი
N07CA52
რეგისტრაციის ნომერი
რ-035211
რეგისტრირებულია
13 მაისი 2022, მოქმედებს 13 მაისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Menarini International Operations Luxembourg S.A. (ლუქსემბურგი)
განმცხადებელი
შპს „ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაარლევერტი და სხვა წამალი ერთად

არლევერტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატ არლევერტის შემადგენლობაში შედის ორი მოქმედი ნივთიერება: ცინარიზინი და დიმენჰიდრინატი. ეს ნივთიერებები მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების სხვადასხვა კლასს. ცინარიზინი მიეკუთვნება ნივთიერებათა ჯგუფს, სახელწოდებით კალციუმის ანტაგონისტები. დიმენჰიდრინატი მიეკუთვნება ნივთიერებათა ჯგუფს, სახელწოდებით ანტიჰისტამინური საშუალებები.

ორივე ნივთიერების მოქმედება მიმართულია თავბრუსხვევის (თავბრუსხვევის ან „ტრიალის“ შეგრძნება) და გულისრევის (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება) სიმპტომების ინტენსივობის შემცირებისკენ. ამ ნივთიერებების კომბინირებული მიღების შემთხვევაში ჯამური ეფექტი აღემატება ცალ-ცალკე თითოეული მათგანის ეფექტიანობას.

არლევერტი გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში სხვადასხვა სახის თავბრუსხვევის სამკურნალოდ. თავბრუსხვევა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით. არლევერტი დაგეხმარებათ ყოველდღიური აქტივობების შესრულებაში, რასაც ხელს უშლის თავბრუსხვევა.

მიღების წესი და დოზირება

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს 3-ჯერ დღე-ღამეში ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით. ტაბლეტები უნდა მიიღოთ მთლიანად, დაუღეჭავად.

ჩვეულებრივ რეკომენდებულია არლევერტის მიღება არაუმეტეს 4 კვირის განმავლობაში. მკურნალი ექიმი გაცნობებთ, თუ საჭიროა არლევერტის უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღება.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატ არლევერტის გამოყენებისას უსაფრთხოებასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით საკმარისი გამოცდილება არ არის. ამიტომ, მოცემული სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდების სამკურნალოდ.

რა გავაკეთოთ პრეპარატ არლევერტის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

შემთხვევით დიდი რაოდენობის ტაბლეტის მიღების ან ბავშვის მიერ ტაბლეტის გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

პრეპარატ არლევერტის ძალიან დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში შეიძლება იგრძნოთ დაღლილობა, თავბრუსხვევა ან კანკალი. შეიძლება ადგილი ჰქონდეს გუგების გაფართოებას და შარდვის დარღვევას. შეიძლება გამოვლინდეს პირის სიმშრალე, სახის გაწითლება, გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება, ტემპერატურის მომატება, ოფლიანობა და თავის ტკივილი.

პრეპარატ არლევერტის ძალიან დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შეტევებს, ჰალუცინაციას, არტერიული წნევის მომატებას, კანკალს, მომატებულ აგზნებადობას, სუნთქვის გაძნელებას. შეიძლება დადგეს კომა.

რა გავაკეთოთ პრეპარატ არლევერტის მიღების დავიწყების შემთხვევაში

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ არლევერტის ტაბლეტის მიღება, უბრალოდ გამოტოვეთ ეს ტაბლეტი. მიიღეთ პრეპარატ არლევერტის შემდეგი დოზა დანიშნულ დროს. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

რა გავაკეთოთ არლევერტის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში

არ შეწყვიტოთ პრეპარატ არლევერტის მიღება ექიმის გარეშე. პრეპარატის მიღების ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში თავბრუსხვევის სიმპტომები (თავბრუსხვევა და „ტრიალის“ შეგრძნება) შეიძლება ისევ გამოვლინდეს.

მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ცინარიზინის, დიმენჰიდრინატის ან დიფენჰიდრამინის, ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6);

თუ გაქვთ ალერგია სხვა ანტიჰისტამინური საშუალებების მიმართ (მაგალითად, ასტემიზოლზე, ქლორფენირამინზე ან ტერფენადინზე, რომლებიც გამოიყენება ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებების სახით); არ მიიღოთ მოცემული პრეპარატი მკურნალი ექიმის დანიშნულების გარეშე.

თუ გაქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა (თვალის გარკვეული დაავადება);

თუ დაავადებული ხართ ეპილეფსიით;

თუ გაქვთ მომატებული ქალასშიდა წნევა (მაგალითად, სიმსივნის გამო);

თუ დაავადებული ხართ ალკოჰოლიზმით;

თუ გაქვთ დარღვევები პროსტატის მხრივ, რის შედეგადაც გაძნელებულია შარდვა;

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობა.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ არლევერტის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ ადგილი აქვს:

მომატებულ ან დაქვეითებულ არტერიულ წნევას;

მომატებულ თვალშიდა წნევას;

ნაწლავის გაუვალობას;

წინამდებარე ჯირკვლის გადიდებას;

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატებას;

გულის მძიმე ხარისხის დაავადებას;

პარკინსონის დაავადებას.

პრეპარატ არლევერტის მიღებამ შეიძლება გააღრმავოს ეს დაავადებები ან მდგომარეობები. მიუხედავად ამისა, ამ დაავადებების თუ მდგომარეობების არსებობის შემთხვევაშიც კი არლევერტის მიღება შეიძლება, თუ ექიმი მიიღებს მათ მხედველობაში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღება.

არლევერტს შეუძლია ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებსაც თქვენ ღებულობთ.

შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღების შემთხვევაში, არლევერტს შეუძლია გამოიწვიოს დაღლილობა ან ძილიანობა:

ბარბიტურატები (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ხშირად გამოიყენება დამამშვიდებელი საშუალებების სახით);

ნარკოტიკული ანალგეზიური საშუალებები (ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა მორფინი);

ტრანკვილიზატორები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის და შფოთვის სამკურნალოდ);

მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის და შფოთვის სამკურნალოდ).

არლევერტს შეუძლია გააძლიეროს შემდეგი სამკურნალო საშუალებების მოქმედება:

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის და შფოთვითი შეგრძნების სამკურნალოდ);

ატროპინი (კუნთების მოსადუნებელი პრეპარატი, რომელიც ხშირად გამოიყენება თვალის გამოკვლევის ჩასატარებლად);

ეფედრინი (შეიძლება გამოყენებული იქნას ხველის ან ცხვირის გაჭედვის სამკურნალოდ);

არტერიული წნევის დამაქვეითებელი პრეპარატები.

პროკარბაზინს (გარკვეული ტიპის კიბოს სამკურნალო პრეპარატი) შეუძლია გააძლიეროს

პრეპარატ არლევერტის მოქმედება.

ამინოგლიკოზიდებს (ანტიბიოტიკების კლასი) შეუძლია გამოიწვიოს შიდა ყურის დაზიანება. არლევერტის მიღების შემთხვევაში, ეს დამაზიანებელი მოქმედება შეიძლება თქვენთვის შეუმჩნეველი დარჩეს.

არ მიიღოთ პრეპარატი არლევერტი გულის რიტმის დარღვევების მოსახსნელ პრეპარატებთან (ანტიარითმულ საშუალებებთან) ერთად. გარდა ამისა, პრეპარატ არლევერტის მიღებისას შეიძლება შეიცვალოს კანის რეაქცია ალერგიულ სინჯებზე.

პრეპარატ არლევერტის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

არლევერტს შეუძლია გამოიწვიოს საჭმლის მონელების დარღვევა, რომლის შემცირება შეიძლება ტაბლეტების მიღებით ჭამის შემდეგ. პრეპარატ არლევერტის მიღებისას თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა ან ძილიანობა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე, ორსულობაზე ეჭვის არსებობისას ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არლევერტს შეუძლია გამოიწვიოს ძილიანობა. ამ შემთხვევაში არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.

პრეპარატი არლევერტი შეიცავს ნატრიუმს

პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. შეიძლება ჩაითვალოს, რომ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში.

გვერდითი მოქმედება, რომლებიც ვლინდება ხშირად (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს): ძილიანობა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი და ტკივილი კუჭის არეში. როგორც წესი, ეს მოვლენები მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით და ქრება რამდენიმე დღეში, არლევერტის მიღების გაგრძელების შემთხვევაშიც კი.

გვერდითი მოქმედება, რომლებიც ვლინდება ზოგჯერ (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს): ოფლიანობა, კანის გაწითლება, დისპეფსია, გულისრევა (ღებინების შეგრძნება), დიარეა, ნევროზულობა, კრუნჩხვა, გულმავიწყობა, ტინიტუსი (ხმაური ყურებში), პარესთეზია (ჩხვლეტა ხელის მტევნებში ან ტერფებში), ტრემორი (კანკალი).

გვერდითი მოქმედება, რომლებიც ვლინდება იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 ადამიანს): მხედველობის დარღვევა, ალერგიული რეაქციები (მაგალითად, რეაქციები კანის მხრივ), მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ და შარდვის გაძნელება.

გვერდითი მოქმედება, რომლებიც ვლინდება ძალიან იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 10 000-დან 1 პაციენტს): ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, ასევე, ერითროციტების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება შეიძლება იწვევდეს სისუსტეს და სილურჯის განვითარებას, ასევე ინფექციის რისკის გაზრდას. ციებ-ცხელების თანხლებით ინფექციის განვითარების და ზოგადი გუნება-განწყობის მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს და აცნობეთ მას, რომ იღებთ ამ პრეპარატს.

ამ პრეპარატის მიღების ფონზე შეიძლება განვითარდეს სხვა შესაძლო რეაქციები (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება), როგორიცაა:

სხეულის მასის მომატება, შეკრულობა, გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, სიყვითლე (კანის ან თვალის სკლერების გაყვითლება, რაც გამოწვეულია ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ან სისხლის დაავადებებით), დახურულკუთხოვანი გლაუკომის გაღრმავება (თვალის დაავადება, როდესაც იზრდება თვალშიდა წნევა), არაკონტროლირებადი მოძრაობები, უჩვეულო აგზნება და მოუსვენრობა (განსაკუთრებით ბავშვებში), მძიმე რეაქციები კანის მხრივ.

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნა უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

ჭარბი დოზა

პრეპარატ არლევერტის® დოზის გადაჭარბების სიმპტომებს მიეკუთვნება ძილიანობა, თავბრუსხვევა და ატაქსია ანტიქოლინერგული მოქმედების ისეთ გამოვლინებებთან ერთად, როგორიცაა პირის ღრუს სიმშრალე, სახის გაწითლება, გუგების გაფართოება, ტაქიკარდია, ცხელება, თავის ტკივილი და შარდის შეკავება. შეიძლება გამოვლინდეს კრუნჩხვა, ჰალუცინაცია, აგზნება, სუნთქვის დათრგუნვა, არტერიული ჰიპერტენზია, ტრემორი და კომა (განსაკუთრებით, დოზის მძიმე გადაჭარბების შემთხვევაში).

საჭირო ღონისძიებები დოზის გადაჭარბების შემთხვევაში: სუნთქვის უკმარისობის ან უეცარი სისხლძარღვოვანი უკმარისობის შემთხვევაში უნდა დაინიშნოს შემანარჩუნებელი თერაპია. რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარით. საჭიროა სხეულის ტემპერატურის კონტროლი, რადგან ინტოქსიკაცია ანტიჰისტამინური საშუალებებით შეიძლება იწვევდეს ცხელებას (განსაკუთრებით ბავშვებში).

შეტევის მსგავსი ტკივილის დროს შეიძლება დაინიშნოს ხანმოკლე მოქმედების ბარბიტურატები, თუმცა მათი გამოყენება საჭიროა სიფრთხილით. ცნს-ზე გამოხატული ანტიქოლინერგული მოქმედების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სინჯი ფიზოსტიგმინით, შემდეგ დაინიშნოს ფიზოსტიგმინი ნელი ინტრავენური ინფუზიის გზით (ან, საჭიროების შემთხვევაში, კუნთში ინექციის გზით), დოზით 0.03 მგ/სხეულის მასის კგ-ზე (მაქსიმალური დოზა მოზრდილებისთვის - 2 მგ; მაქსიმალური დოზა ბავშვებისთვის - 0.5 მგ).

დიმენჰიდრინატის გამოიყოფა დიალიზის საშუალებით, თუმცა დოზის გადაჭარბებისას აღნიშნული სახის მკურნალობა არ ითვლება მისაღებად. პრეპარატის საჭირო რაოდენობის გამოდევნა შეიძლება ჰემოპერფუზიის საშუალებით აქტივირებული ნახშირის გამოყენებით. ჰემოდიალიზის საშუალებით ცინარიზინის გამოდევნის მონაცემები არ არსებობს.

შემადგენლობა

პრეპარატ არლევერტის შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები არის: ცინარიზინი (20 მგ) და დიმენჰიდრინატი (40 მგ).

დამხმარე კომპონენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ტალკი, ჰიპრომელოზა, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი და კროსკარმელოზას ნატრიუმის მარილი.

პრეპარატ არლევერტის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

პრეპარატი არლევერტი არის თეთრიდან ღია ყვითელ შეფერილობამდე, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები გრავირებით „A” ერთ მხარეს, დიამეტრით 8 მმ.

პრეპარატი გამოდის შეფუთვაში 20, 50 ან 100 ტაბლეტით.

შესაძლოა, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის პირობები

სამკურნალო საშუალება გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.

შენახვის პირობები

მოცემული სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ეს პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერსა და მუყაოს შეფუთვაზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

სამკურნალო საშუალებები არ გადააგდოთ კანალიზაციის მილში. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

თავბრუსხვევის დროს გამოსაყენებელი საშუალებები, ათქ კოდი: N07CA52.

დიმენჰიდრინატი, დიფენჰიდრამინის ქლორთეოფილინური მარილი, მოქმედებს როგორც ანტიჰისტამინური საშუალება ანტიქოლინერგული (ანტიმუსკარინული) აქტივობით, რომელიც ცნს-ზე ახდენს პარასიმპათოლიზურ და დამთრგუნველ მოქმედებას. მე-4 პარკუჭის არეში ტრიგერულ ქემორეცეპტორულ ზონაზე ზემოქმედებით მოცემული პრეპარატი თრგუნავს ღებინებას და თავბრუსხვევას. შესაბამისად, დიმენჰიდრინატი ძირითადად მოქმედებს ცენტრალურ ვესტიბულურ სისტემაზე.

ცინარიზინი, კალციუმის რეცეპტორების ბლოკირების უნარის შედეგად, თრგუნავს კალციუმის მოხვედრას ვესტიბულურ სენსორულ უჯრედებში, შესაბამისად მოქმედებს როგორც ვესტიბულოლიზური საშუალება. შესაბამისად, ცინარიზინი ძირითადად ზემოქმედებას ახდენს პერიფერიულ ვესტიბულურ სისტემაზე.

ცინარიზინიც და დიმენჰიდრინატიც წარმოადგენს ცნობილ ეფექტიან საშუალებებს თავბრუსხვევის მკურნალობისთვის. კვლევების შედეგების თანახმად, კომბინირებული საშუალების ეფექტი აღემატება ცალ-ცალკე თითოეული მათგანის ეფექტიანობას.

რწევით გამოწვეული გართულებების თავიდან აცილების მიზნით მოცემული პრეპარატის გამოყენება შესწავლილი არ არის.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა და განაწილება:

დიმენჰიდრინატის პერორალურად მიღების შემდეგ მისგან სწრაფად გამოთავისუფლდება დიფენჰიდრამინი. დიფენჰიდრამინი და ცინარიზინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ადამიანში ცინარიზინის და დიფენჰიდრამინის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციების (Cmax) მაჩვენებლები მიიღწევა 2-4 საათში. პლაზმიდან ორივე ნივთიერების ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4-5 საათს (მიუხედავად იმისა, გამოიყენება ცალ-ცალკე თუ კომბინირებული საშუალების სახით).

ბიოტრანსფორმაცია:

ცინარიზინი და დიფენჰიდრამინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. ცინარიზინი მეტაბოლიზდება ციკლის ჰიდროქსილირების რეაქციების ხარჯზე, რომლებიც ნაწილობრივ კატალიზდება CYP2D6-ით, და N-დეზალკილირების რეაქციების ხარჯზე, რომელთა მიმართაც ციტოქრომის იზოფერმენტები ავლენენ დაბალ შერჩევითობას. დიფენჰიდრამინის მეტაბოლიზმის ძირითადი გზა არის მესამეული ამინის თანმიმდევრული N-დემეთილირება. ადამიანის ღვიძლში მიკროსომულ ფრაქციებზე ჩატარებული in vitro კვლევებით ნაჩვენებია, რომ ეს რეაქციები მიმდინარეობს ციტოქრომის სხვადასხვა იზოფერმენტების, მათ შორის CYP2D6-ის მონაწილეობით.

გამოყოფა:

ცინარიზინი ძირითადად გამოიყოფა განავალთან (40-60%-ით) და ნაკლები ხარისხით - შარდთან ერთად (ძირითადად, გლუკურონის მჟავასთან კონიუგირებული მეტაბოლიტების სახით). დიფენჰიდრამინი გამოიყოფა პირველ რიგში შარდთან ერთად, ძირითადად მეტაბილიტების სახით; ძირითად მეტაბოლიტს (40-60%) წარმოადგენს დეზამინირებული წარმოებული - დიფენილმეტოქსიძმარმჟავა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

არლევერტი

40 მგ/20 მგ, ტაბლეტები

დიმენჰიდრინატი/ცინარიზინი

მოცემული სამკურნალო საშუალების მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

მოცემული სამკურნალო საშუალება გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

ჩანართის შინაარსი

  • რას წარმოადგენს პრეპარატი არლევერტი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ არლევერტის მიღებამდე
  • როგორ მიიღება პრეპარატი არლევერტი
  • შესაძლო გვერდითი მოქმედება
  • პრეპარატ არლევერტის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს პრეპარატი არლევერტი და რისთვის გამოიყენება

პრეპარატ არლევერტის შემადგენლობაში შედის ორი მოქმედი ნივთიერება: ცინარიზინი და დიმენჰიდრინატი. ეს ნივთიერებები მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების სხვადასხვა კლასს. ცინარიზინი მიეკუთვნება ნივთიერებათა ჯგუფს, სახელწოდებით კალციუმის ანტაგონისტები. დიმენჰიდრინატი მიეკუთვნება ნივთიერებათა ჯგუფს, სახელწოდებით ანტიჰისტამინური საშუალებები.

ორივე ნივთიერების მოქმედება მიმართულია თავბრუსხვევის (თავბრუსხვევის ან „ტრიალის“ შეგრძნება) და გულისრევის (შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება) სიმპტომების ინტენსივობის შემცირებისკენ. ამ ნივთიერებების კომბინირებული მიღების შემთხვევაში ჯამური ეფექტი აღემატება ცალ-ცალკე თითოეული მათგანის ეფექტიანობას.

არლევერტი გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში სხვადასხვა სახის თავბრუსხვევის სამკურნალოდ. თავბრუსხვევა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით. არლევერტი დაგეხმარებათ ყოველდღიური აქტივობების შესრულებაში, რასაც ხელს უშლის თავბრუსხვევა.

  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ არლევერტის მიღებამდე

არ მიიღოთ პრეპარატი არლევერტი:

თუ გაქვთ ალერგია ცინარიზინის, დიმენჰიდრინატის ან დიფენჰიდრამინის, ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6);

თუ გაქვთ ალერგია სხვა ანტიჰისტამინური საშუალებების მიმართ (მაგალითად, ასტემიზოლზე, ქლორფენირამინზე ან ტერფენადინზე, რომლებიც გამოიყენება ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებების სახით); არ მიიღოთ მოცემული პრეპარატი მკურნალი ექიმის დანიშნულების გარეშე.

თუ გაქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა (თვალის გარკვეული დაავადება);

თუ დაავადებული ხართ ეპილეფსიით;

თუ გაქვთ მომატებული ქალასშიდა წნევა (მაგალითად, სიმსივნის გამო);

თუ დაავადებული ხართ ალკოჰოლიზმით;

თუ გაქვთ დარღვევები პროსტატის მხრივ, რის შედეგადაც გაძნელებულია შარდვა;

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობა.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ არლევერტის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას, თუ ადგილი აქვს:

მომატებულ ან დაქვეითებულ არტერიულ წნევას;

მომატებულ თვალშიდა წნევას;

ნაწლავის გაუვალობას;

წინამდებარე ჯირკვლის გადიდებას;

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატებას;

გულის მძიმე ხარისხის დაავადებას;

პარკინსონის დაავადებას.

პრეპარატ არლევერტის მიღებამ შეიძლება გააღრმავოს ეს დაავადებები ან მდგომარეობები. მიუხედავად ამისა, ამ დაავადებების თუ მდგომარეობების არსებობის შემთხვევაშიც კი არლევერტის მიღება შეიძლება, თუ ექიმი მიიღებს მათ მხედველობაში.

სხვა სამკურნალო საშუალებები და არლევერტი

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება დაიწყოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღება.

არლევერტს შეუძლია ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებსაც თქვენ ღებულობთ.

შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღების შემთხვევაში, არლევერტს შეუძლია გამოიწვიოს დაღლილობა ან ძილიანობა:

ბარბიტურატები (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ხშირად გამოიყენება დამამშვიდებელი საშუალებების სახით);

ნარკოტიკული ანალგეზიური საშუალებები (ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა მორფინი);

ტრანკვილიზატორები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის და შფოთვის სამკურნალოდ);

მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის და შფოთვის სამკურნალოდ).

არლევერტს შეუძლია გააძლიეროს შემდეგი სამკურნალო საშუალებების მოქმედება:

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის და შფოთვითი შეგრძნების სამკურნალოდ);

ატროპინი (კუნთების მოსადუნებელი პრეპარატი, რომელიც ხშირად გამოიყენება თვალის გამოკვლევის ჩასატარებლად);

ეფედრინი (შეიძლება გამოყენებული იქნას ხველის ან ცხვირის გაჭედვის სამკურნალოდ);

არტერიული წნევის დამაქვეითებელი პრეპარატები.

პროკარბაზინს (გარკვეული ტიპის კიბოს სამკურნალო პრეპარატი) შეუძლია გააძლიეროს

პრეპარატ არლევერტის მოქმედება.

ამინოგლიკოზიდებს (ანტიბიოტიკების კლასი) შეუძლია გამოიწვიოს შიდა ყურის დაზიანება. არლევერტის მიღების შემთხვევაში, ეს დამაზიანებელი მოქმედება შეიძლება თქვენთვის შეუმჩნეველი დარჩეს.

არ მიიღოთ პრეპარატი არლევერტი გულის რიტმის დარღვევების მოსახსნელ პრეპარატებთან (ანტიარითმულ საშუალებებთან) ერთად. გარდა ამისა, პრეპარატ არლევერტის მიღებისას შეიძლება შეიცვალოს კანის რეაქცია ალერგიულ სინჯებზე.

პრეპარატ არლევერტის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

არლევერტს შეუძლია გამოიწვიოს საჭმლის მონელების დარღვევა, რომლის შემცირება შეიძლება ტაბლეტების მიღებით ჭამის შემდეგ. პრეპარატ არლევერტის მიღებისას თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა ან ძილიანობა.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე, ორსულობაზე ეჭვის არსებობისას ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

არლევერტს შეუძლია გამოიწვიოს ძილიანობა. ამ შემთხვევაში არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.

პრეპარატი არლევერტი შეიცავს ნატრიუმს

პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. შეიძლება ჩაითვალოს, რომ პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.

  • როგორ მიიღება პრეპარატი არლევერტი

მოცემული პრეპარატი ყოველთვის მიიღება თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ტაბლეტს 3-ჯერ დღე-ღამეში ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით. ტაბლეტები უნდა მიიღოთ მთლიანად, დაუღეჭავად.

ჩვეულებრივ რეკომენდებულია არლევერტის მიღება არაუმეტეს 4 კვირის განმავლობაში. მკურნალი ექიმი გაცნობებთ, თუ საჭიროა არლევერტის უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღება.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატ არლევერტის გამოყენებისას უსაფრთხოებასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით საკმარისი გამოცდილება არ არის. ამიტომ, მოცემული სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდების სამკურნალოდ.

რა გავაკეთოთ პრეპარატ არლევერტის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

შემთხვევით დიდი რაოდენობის ტაბლეტის მიღების ან ბავშვის მიერ ტაბლეტის გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

პრეპარატ არლევერტის ძალიან დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში შეიძლება იგრძნოთ დაღლილობა, თავბრუსხვევა ან კანკალი. შეიძლება ადგილი ჰქონდეს გუგების გაფართოებას და შარდვის დარღვევას. შეიძლება გამოვლინდეს პირის სიმშრალე, სახის გაწითლება, გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება, ტემპერატურის მომატება, ოფლიანობა და თავის ტკივილი.

პრეპარატ არლევერტის ძალიან დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შეტევებს, ჰალუცინაციას, არტერიული წნევის მომატებას, კანკალს, მომატებულ აგზნებადობას, სუნთქვის გაძნელებას. შეიძლება დადგეს კომა.

რა გავაკეთოთ პრეპარატ არლევერტის მიღების დავიწყების შემთხვევაში

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ არლევერტის ტაბლეტის მიღება, უბრალოდ გამოტოვეთ ეს ტაბლეტი. მიიღეთ პრეპარატ არლევერტის შემდეგი დოზა დანიშნულ დროს. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

რა გავაკეთოთ არლევერტის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში

არ შეწყვიტოთ პრეპარატ არლევერტის მიღება ექიმის გარეშე. პრეპარატის მიღების ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში თავბრუსხვევის სიმპტომები (თავბრუსხვევა და „ტრიალის“ შეგრძნება) შეიძლება ისევ გამოვლინდეს.

მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვითარდება ყველა პაციენტში.

გვერდითი მოქმედება, რომლებიც ვლინდება ხშირად (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს): ძილიანობა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი და ტკივილი კუჭის არეში. როგორც წესი, ეს მოვლენები მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით და ქრება რამდენიმე დღეში, არლევერტის მიღების გაგრძელების შემთხვევაშიც კი.

გვერდითი მოქმედება, რომლებიც ვლინდება ზოგჯერ (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს): ოფლიანობა, კანის გაწითლება, დისპეფსია, გულისრევა (ღებინების შეგრძნება), დიარეა, ნევროზულობა, კრუნჩხვა, გულმავიწყობა, ტინიტუსი (ხმაური ყურებში), პარესთეზია (ჩხვლეტა ხელის მტევნებში ან ტერფებში), ტრემორი (კანკალი).

გვერდითი მოქმედება, რომლებიც ვლინდება იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 ადამიანს): მხედველობის დარღვევა, ალერგიული რეაქციები (მაგალითად, რეაქციები კანის მხრივ), მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ და შარდვის გაძნელება.

გვერდითი მოქმედება, რომლებიც ვლინდება ძალიან იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 10 000-დან 1 პაციენტს): ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, ასევე, ერითროციტების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება შეიძლება იწვევდეს სისუსტეს და სილურჯის განვითარებას, ასევე ინფექციის რისკის გაზრდას. ციებ-ცხელების თანხლებით ინფექციის განვითარების და ზოგადი გუნება-განწყობის მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს და აცნობეთ მას, რომ იღებთ ამ პრეპარატს.

ამ პრეპარატის მიღების ფონზე შეიძლება განვითარდეს სხვა შესაძლო რეაქციები (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე შეფასებას არ ექვემდებარება), როგორიცაა:

სხეულის მასის მომატება, შეკრულობა, გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, სიყვითლე (კანის ან თვალის სკლერების გაყვითლება, რაც გამოწვეულია ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ან სისხლის დაავადებებით), დახურულკუთხოვანი გლაუკომის გაღრმავება (თვალის დაავადება, როდესაც იზრდება თვალშიდა წნევა), არაკონტროლირებადი მოძრაობები, უჩვეულო აგზნება და მოუსვენრობა (განსაკუთრებით ბავშვებში), მძიმე რეაქციები კანის მხრივ.

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ასევე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნა უშუალოდ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით. გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

  • პრეპარატ არლევერტის შენახვის პირობები

მოცემული სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ეს პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერსა და მუყაოს შეფუთვაზე წარწერა „ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

მოცემული სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

სამკურნალო საშუალებები არ გადააგდოთ კანალიზაციის მილში. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

6 შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატ არლევერტის შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებები არის: ცინარიზინი (20 მგ) და დიმენჰიდრინატი (40 მგ).

დამხმარე კომპონენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ტალკი, ჰიპრომელოზა, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი და კროსკარმელოზას ნატრიუმის მარილი.

პრეპარატ არლევერტის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

პრეპარატი არლევერტი არის თეთრიდან ღია ყვითელ შეფერილობამდე, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები გრავირებით „A” ერთ მხარეს, დიამეტრით 8 მმ.

პრეპარატი გამოდის შეფუთვაში 20, 50 ან 100 ტაბლეტით.

შესაძლოა, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის პირობები

სამკურნალო საშუალება გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

მენარინი ინტერნეშნლ ოპერეიშნზ ლუქსემბურგი ს.ა.

დე ლა გარეს გამზირი 1

1611 ლუქსემბურგი

ლუქსემბურგი

მწარმოებელი

ჰენნიგ არცნაიმიტტელ გმბჰ & კო კგ

ლიბიგშტრასე 1-2,

65439 მაინის ფლორსჰაიმი, გერმანია

უფლებამოსილი წარმომადგენელი:

ბერლინ-ჰემი აგ

გლინიკერ ვეგ 125

12489 ბერლინი, გერმანია

მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 11.2021

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა