პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

ართროვინი

ARTHROVIN

ურეცეპტოდ200მგინსტრუქცია ქართულადრუმინეთი
რისთვის გამოიყენება

სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები, როგორიცაა: - პერიფერიული სახსრების ოსტეოართროზები; - მალთაშორისი ოსტეართროზი და ოსტეოქონდროზი.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Chondroitin sulphate sodium)
ფორმა და შეფუთვა
200მგ/2მლ 2მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10 (2X5)
მწარმოებელი
S.C. Rompharm Company S.R.L. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -S.C. Rompharm Company S.R.L. (Str. Eroilor, nr. 1A)(რუმინეთი)), რუმინეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული არასტეროიდული სხვა საშუალებები
ATC კოდი
M01AX25
რეგისტრაციის ნომერი
რ-037116
რეგისტრირებულია
9 იანვარი 2023, მოქმედებს 9 იანვარი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
New Pharm Group Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ნიუ ფარმ გრუპი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაართროვინი და სხვა წამალი ერთად

ართროვინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები, როგორიცაა:

  • პერიფერიული სახსრების ოსტეოართროზები;
  • მალთაშორისი ოსტეართროზი და ოსტეოქონდროზი.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი ინიშნება ი/მ 1 მლ (100 მგ ქონდროიტინი ნატრიუმის სულფატი) დღეში. კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზა იზრდება 2 მლ-მდე (200 მგ ქონდროიტინი ნატრიუმის სულფატი), დაწყებული მეოთხე ინექციიდან. მკურნალობის კურსი – 25-30 ინექცია. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია განმეორებითი კურსების ჩატარება 6 თვის შემდეგ.

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
  • მიდრეკილება სისხლდენისადმი;
  • თრომბოფლებიტები.

სიფრთხილის ზომები

არსებობს კლინიკური მონაცემები ქონდროიტინის სულფატის გამოყენების შესახებ ათეროსკლეროზის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, ამასთან აღინიშნება სისხლის პლაზმაში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის დაქვეითება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

შესაძლებელია არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, ანტიაგრეგანტების, ფიბრინოლიზური საშუალებების მოქმედების გაძლიერება, რაც მოითხოვს სისხლის შედედების მაჩვენებლის ხშირ კონტროლს ერთდროული გამოყენებისას.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ართროვინი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის მართვისა და პოტენციურად საშიში სახეობის საქმიანობით დაკავების უნარზე, რომლებიც მოითხოვს მაღალ ყურადღებას.

გამოყენება ორსულობასა და ლაქტაციის დროს

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობისას. მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს მონაცემების არარსებობის გამო.

გამოყენება პედიატრიაში

ბავშვებში პრეპარატ ართროვინის გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების მონაცემები ამჟამად აღწერილი არ არის.

პრეპარატი უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას და არ გამოიყენოთY ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები

კანის მხრივ: ზოგჯერ – ერითემა, ჭინჭრის ციება, დერმატიტი, მაკულოპაპულური გამონაყარი (ქავილით ან მის გარეშე) და/ან შეშუპებები; ჰემორაგიები ინექციის ადგილას.

კნტ მხრივ: ერთეულ შემთხვევებში – გულისრევა, ღებინება.

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატი 100 მგ;

დამხმარე ნივთიერებებს: ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან ქლორწყალბადის მჟავა, საინექციო წყალი.

აღწერა: სუფთა, ყავისფერი-ყვითელი სითხე.

შენახვის პირობები

შეინახეთ არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ქსოვილების ტროფიკის და რეგენერაციის სტიმულატორი.

ათქ-ს კოდი: M01AX25.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ხრტილოვან ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატი. ამცირებს დეგენერაციულ ცვლილებებს სახსრების ხრტილოვან ქსოვილში, ასტიმულირებს გლუკოზამინოგლიკანების ბიოსინთეზს.

ქონდროიტინი წარმოადგენს მაღალმოლეკულურ მუკოპოლისაქარიდს, რომელიც მნიშვნელოვანი რაოდენობითაა შემაერთებელი ქსოვილის სხვადასხვა სახეობებში, განსაკუთრებით ხრტილოვან ქსოვილში (ემსახურება დამატებით სუბსტრატის სახით ხრტილოვანი მატრიქსის წარმოქმნას). გავლენას ახდენს ხრტილოვან ქსოვილში ფოსფორ-კალციუმის ცვლაზე, ანელებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას და აქვეითებს კალციუმის დაკარგვას, აჩქარებს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენის პროცესს. აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციას, ასტიმულირებს სახსროვანი ხრტილის რეგენერაციის პროცესებს, ხელს უწყობს სახსროვანი ჩანთის, სახსრების ხრტილოვანი ზედაპირების აღდგენას. ინარჩუნებს სინოვიალური სითხის სიბლანტეს, ხელს უშლის შემაერთებელი ქსოვილის კომპრესიას და წარმოადგენს სახსრების ზედაპირის თავისებურ საპოხს; აფერხებს ოსტეოართრიტის პროგრესირებას, ამსუბუქებს მის სიმპტომებს, ამცირებს აასს-ზე მოთხოვნილებას. Aრეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ჰიალინურ ქსოვილში, ასტიმულირებს ჰიალურონის, პროტეოგლიკანებისა და II ტიპის კოლაგენის წარმოქმნას და იცავს მათ ფერმენტული დაშლისგან, მ.შ. ლიზოსომური ფერმენტებისგან, რომლებიც იწვევს შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებას.

ფარმაკოკინეტიკა

ქონდროიტინი ნატრიუმის სულფატი ი/მ შეყვანის შემდეგ ადვილად შეიწოვება. ინექციიდან უკვე 30 წუთის შემდეგ სისხლში იგი ვლინდება მნიშვნელოვანი კონცენტრაციით. ქონდროიტინი ნატრიუმის სულფატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1 საათის განმავლობაში, შემდეგ თანდათანობით იკლებს 2 დღე-ღამის განმავლობაში.

ქონდროიტინი ნატრიუმის სულფატი, უმთავრესად გროვდება სახსრების წარმომქმნელ ხრტილოვან ქსოვილში. სინოვიალური გარსი არ წარმოადგენს შეფერხებას პრეპარატის სახსრების ღრუში შესაღწევად. ი/მ ინექციიდან 15 წუთის შემდეგ ქონდროიტინი ნატრიუმის სულფატი აღმოჩნდება სინოვიურ სითხეში, შემდეგ აღწევს სახსროვან ხრტილში, სადაც მაქსიმალური კონცენტრაცია ვლინდება 48 საათის შემდეგ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ართროვინი

ARTHROVIN

სავაჭრო დასახელება: ართროვინი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ქონდროიტინის სულფატი

წამლის ფორმა: ხსნარი ინტრამუსკულარული შეყვანისთვის.

შემადგენლობა:

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: ნატრიუმის ქონდროიტინ სულფატი 100 მგ;

დამხმარე ნივთიერებებს: ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი ან ქლორწყალბადის მჟავა, საინექციო წყალი.

აღწერა: სუფთა, ყავისფერი-ყვითელი სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ქსოვილების ტროფიკის და რეგენერაციის სტიმულატორი.

ათქ-ს კოდი: M01AX25.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ხრტილოვან ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატი. ამცირებს დეგენერაციულ ცვლილებებს სახსრების ხრტილოვან ქსოვილში, ასტიმულირებს გლუკოზამინოგლიკანების ბიოსინთეზს.

ქონდროიტინი წარმოადგენს მაღალმოლეკულურ მუკოპოლისაქარიდს, რომელიც მნიშვნელოვანი რაოდენობითაა შემაერთებელი ქსოვილის სხვადასხვა სახეობებში, განსაკუთრებით ხრტილოვან ქსოვილში (ემსახურება დამატებით სუბსტრატის სახით ხრტილოვანი მატრიქსის წარმოქმნას). გავლენას ახდენს ხრტილოვან ქსოვილში ფოსფორ-კალციუმის ცვლაზე, ანელებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას და აქვეითებს კალციუმის დაკარგვას, აჩქარებს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენის პროცესს. აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციას, ასტიმულირებს სახსროვანი ხრტილის რეგენერაციის პროცესებს, ხელს უწყობს სახსროვანი ჩანთის, სახსრების ხრტილოვანი ზედაპირების აღდგენას. ინარჩუნებს სინოვიალური სითხის სიბლანტეს, ხელს უშლის შემაერთებელი ქსოვილის კომპრესიას და წარმოადგენს სახსრების ზედაპირის თავისებურ საპოხს; აფერხებს ოსტეოართრიტის პროგრესირებას, ამსუბუქებს მის სიმპტომებს, ამცირებს აასს-ზე მოთხოვნილებას. Aრეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ჰიალინურ ქსოვილში, ასტიმულირებს ჰიალურონის, პროტეოგლიკანებისა და II ტიპის კოლაგენის წარმოქმნას და იცავს მათ ფერმენტული დაშლისგან, მ.შ. ლიზოსომური ფერმენტებისგან, რომლებიც იწვევს შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებას.

ფარმაკოკინეტიკა

ქონდროიტინი ნატრიუმის სულფატი ი/მ შეყვანის შემდეგ ადვილად შეიწოვება. ინექციიდან უკვე 30 წუთის შემდეგ სისხლში იგი ვლინდება მნიშვნელოვანი კონცენტრაციით. ქონდროიტინი ნატრიუმის სულფატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1 საათის განმავლობაში, შემდეგ თანდათანობით იკლებს 2 დღე-ღამის განმავლობაში.

ქონდროიტინი ნატრიუმის სულფატი, უმთავრესად გროვდება სახსრების წარმომქმნელ ხრტილოვან ქსოვილში. სინოვიალური გარსი არ წარმოადგენს შეფერხებას პრეპარატის სახსრების ღრუში შესაღწევად. ი/მ ინექციიდან 15 წუთის შემდეგ ქონდროიტინი ნატრიუმის სულფატი აღმოჩნდება სინოვიურ სითხეში, შემდეგ აღწევს სახსროვან ხრტილში, სადაც მაქსიმალური კონცენტრაცია ვლინდება 48 საათის შემდეგ.

ჩვენებები გამოყენებაზე

სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები, როგორიცაა:

  • პერიფერიული სახსრების ოსტეოართროზები;
  • მალთაშორისი ოსტეართროზი და ოსტეოქონდროზი.

გამოყენების წესი და დოზები

პრეპარატი ინიშნება ი/მ 1 მლ (100 მგ ქონდროიტინი ნატრიუმის სულფატი) დღეში. კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზა იზრდება 2 მლ-მდე (200 მგ ქონდროიტინი ნატრიუმის სულფატი), დაწყებული მეოთხე ინექციიდან. მკურნალობის კურსი – 25-30 ინექცია. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია განმეორებითი კურსების ჩატარება 6 თვის შემდეგ.

გვერდითი მოქმედებები

კანის მხრივ: ზოგჯერ – ერითემა, ჭინჭრის ციება, დერმატიტი, მაკულოპაპულური გამონაყარი (ქავილით ან მის გარეშე) და/ან შეშუპებები; ჰემორაგიები ინექციის ადგილას.

კნტ მხრივ: ერთეულ შემთხვევებში – გულისრევა, ღებინება.

უკუჩვენება

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
  • მიდრეკილება სისხლდენისადმი;
  • თრომბოფლებიტები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან

შესაძლებელია არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, ანტიაგრეგანტების, ფიბრინოლიზური საშუალებების მოქმედების გაძლიერება, რაც მოითხოვს სისხლის შედედების მაჩვენებლის ხშირ კონტროლს ერთდროული გამოყენებისას.

განსაკუთრებული მითითებები

არსებობს კლინიკური მონაცემები ქონდროიტინის სულფატის გამოყენების შესახებ ათეროსკლეროზის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, ამასთან აღინიშნება სისხლის პლაზმაში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის დაქვეითება.

გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე

ართროვინი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის მართვისა და პოტენციურად საშიში სახეობის საქმიანობით დაკავების უნარზე, რომლებიც მოითხოვს მაღალ ყურადღებას.

გამოყენება ორსულობასა და ლაქტაციის დროს

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობისას. მკურნალობის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს მონაცემების არარსებობის გამო.

გამოყენება პედიატრიაში

ბავშვებში პრეპარატ ართროვინის გამოყენების ეფექტურობის და უსაფრთხოების მონაცემები ამჟამად აღწერილი არ არის.

პრეპარატი უნდა შეინახოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას და არ გამოიყენოთY ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბება აღწერილი არ არის და ნაკლებად შესაძლებელია.

გამოშვების ფორმა

ხსნარი ინტრამუსკულარული შეყვანისთვის.

2 მლ 5 უფერული მინის ამპულა გადასატეხი რგოლით კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.

2 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში.

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

S.C. ROMPHARM COMPANY S.R.L.,

რუმინეთი, ილფოვი, 075100, ქ. ოტოპენი, ეროილორის ქ., #1ა.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

შპს “ნექსტრა გრუპი”

საქართველო, თბილისი, 0154, ი.ევდოშვილის ქ. 18

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა