ტრაქეის ინტუბაცია და ჩონჩხის კუნთების რელაქსაცია ზოგადი ანესთეზიის დროს სხვადასხვა ქირურგიული ოპერაციების ჩატარების პერიოდში, რომლებიც საჭიროებენ მიორელაქსაციას 20-30 წუთზე მეტ ხანს.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პიპეკურონიუმი (pipecuronium)
- ფორმა და შეფუთვა
- 4მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №25 და 2მლ გამხსნელი (0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი) მინის ამპულა №25
- მწარმოებელი
- «Gedeon Richter» OJSC, უნგრეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- მიორელაქსანტები, პერიფერიული მოქმედების მიორელაქსანტები
- ATC კოდი
- M03AC06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043827
- რეგისტრირებულია
- 14 აგვისტო 2025, მოქმედებს 14 აგვისტო 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Gedeon Richter» OJSC (უნგრეთი)
- განმცხადებელი
- ღსს „გედეონ რიხტერი“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
არდუანი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტრაქეის ინტუბაცია და ჩონჩხის კუნთების რელაქსაცია ზოგადი ანესთეზიის დროს სხვადასხვა ქირურგიული ოპერაციების ჩატარების პერიოდში, რომლებიც საჭიროებენ მიორელაქსაციას 20-30 წუთზე მეტ ხანს.
მიღების წესი და დოზირება
ისევე, როგორც სხვა მიორელაქსანტების შემთხვევაში, პრეპარატ არდუანის დოზა შეირჩევა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად ანესთეზიის ტიპის, ქირურგიული ჩარევის მოსალოდნელი ხანგრძლივობის, ანესთეზიის წინ ან მის დროს გამოყენებულ სხვა სამკურნალო პრეპარატებთან შესაძლო ურთიერთქმედების, თანმხლები დაავადებების და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით. ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის კონტროლის უზრუნველსაყოფად რეკომენდებულია პერიფერიული ნერვის სტიმულატორის გამოყენება.
პირველადი ბოლუსური ინტრავენური შეყვანის შემდეგ პრეპარატი არდუანი ინტრავენურად შეჰყავთ გადანაწილებული იმ დოზებით, რომლებიც აუცილებელია კუნთების რელაქსაციის შესანარჩუნებლად.
ისევე, როგორც სხვა ნეირომუსკულური ბლოკატორების შემთხვევაში, პრეპარატ არდუანის შეყვანა უნდა განხორციელდეს მხოლოდ გამოცდილი სპეციალისტების მიერ ან მათი უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ჩასატარებლად აუცილებელი აღჭურვილობის არსებობისას.
პრეპარატ არდუანის საწყისი და შემანარჩუნებელი დოზის არჩევის შემთხვევაში კუნთების საჭირო რელაქსაციის უზრუნველსაყოფად დაბალანსებული ანესთეზიით სარგებლობისას ჩატარებული საშუალო და გრძელვადიანი ქირურგიული ჩარევების დროს (როგორც პრეპარატ არდუანის გამოყენებით ენდოტრაქეალური ინტუბაციის გასაადვილებლად, ასევე მის გარეშე), შეიძლება იქნას გამოყენებული შემდეგ ჩამოთვლილი ზოგადი რეკომენდაციები.
რეკომენდებული დოზები ზრდასრულებისათვის:
- საწყისი დოზა ინტუბაციისა და შემდგომი ქირურგიული ჩარევისთვის : 0,06-0,10 მგ/კგ სხეულის მასაზე ოპერაციის ხანგრძლივობიდან, ზოგადი ანესთეზიისთვის გამოყენებული პრეპარატის თვისებებიდან და პაციენტის ინდივიდუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე, ის უზრუნველყოფს კარგ/ძალიან კარგ პირობებს ინტუბაციისთვის 150-180 წამის განმავლობაში, ამ დროს კუნთების რელაქსაციის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 60-90 წთ-ს;
- მიორელაქსაციისათვის საწყისი დოზა ინტუბაციის დროს სუქცინილქოლინის გამოყენებით : 0,05 მგ/კგ, უზრუნველყოფს მიორელაქსაციას 30-60 წუთის განმავლობაში;
- შემანარჩუნებელი დოზა: 0,01-0,02 მგ/კგ, უზრუნველყოფს დაახლოებით 30-60 წუთიან მიორელაქსაციას ქირურგიული ოპერაციის დროს.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული 0,04 მგ/კგ-ზე მეტი დოზის გამოყენება (შესაძლებელია მიორელაქსაციის ხანგრძლივობის ზრდა).
პრეპარატის მოქმედების გახანგრძლივება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
- სხეულის ჭარბი მასა, სიმსუქნე (დოზის შერჩევის დროს უნდა გამოვიდეთ იდეალური წონიდან);
- ინჰალაციური ნარკოზისათვის პრეპარატების ერთდროული გამოყენება (პრეპარატ არდუანის დოზა შეიძლება შემცირდეს);
- სუქცინილქოლინის გამოყენებისას ინტუბაციის დროს (პრეპარატი არდუანი შეჰყავთ სუქცინილქოლინის მოქმედების კლინიკური ნიშნების გაქრობის შემდეგ. ისევე, როგორც სხვა არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების შემთხვევაში, პრეპარატ არდუანის შეყვანამ მადეპოლარიზებელი მიორელაქსანტის შემდეგ შეიძლება შეამციროს დრო, რომელიც საჭიროა მიორელაქსაციის დადგომისათვის და გაზარდოს ეფექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა).
ეფექტის შეწყვეტა
80-85% ბლოკადის დროს, რომელიც იზომება პერიფერიული ნერვების სტიმულატორის დახმარებით, ან ნაწილობრივი ბლოკადის დროს, რომელიც განისაზღვრება კლინიკური ნიშნებით, ატროპინის (0,5-1,25 მგ) გამოყენება ნეოსტიგმინთან (1-3 მგ) კომბინაციაში ან გალანტამინის (10-30 მგ) გამოყენება აჩერებს პრეპარატ არდუანის მიორელაქსიურ მოქმედებას.
გამოყენების წესი
ინტრავენურად. პრეპარატი არდუანი არ შეიძლება იყოს შერეული სხვა საინფუზიო ხსნარებთან.
პრეპარატის განზავება ხდება უშუალოდ გამოყენების წინ, განზავებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას შეყვანილი.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ვინაიდან პრეპარატი არდუანი მოქმედებს რესპირატორულ მუსკულატურაზე, ის უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ პირობებში, რომლებიც იძლევიან ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციის ჩატარების საშუალებას, და სპეციალისტის თანდასწრებით, რომელსაც აქვს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ჩატარების უნარ-ჩვებები.
სამედიცინო ლიტერატურაში აღწერილია ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციების შემთხვევები მიორელაქსანტების გამოყენების დროს. იმის და მიუხედავად, რომ პრეპარატ არდუანის გამოყენების დროს იყო აღწერილი მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, პრეპარატ არდუანის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, რომლებიც საშუალებას იძლევა დაუყოვნებლივ დაიწყოს ასეთი მდგომარეობების მკურნალობა.
- მიორელაქსაციისათვის გამოსაყენებული დოზებით პრეპარატი არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. შეიძლება აღინიშნოს გულისცემის, სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის და წუთში გულის მოცულობის მცირე, კლინიკურად უმნიშვნელო ცვლილებები (როგორც წესი, დაქვეითება). ეს ცვლილებები, სავარაუდოდ, განპირობებულია სხვა პრეპარატების მოქმედებით, რომლებიც ერთდროულად გამოიყენება პრეპარატ არდუანთან ერთად ანესთეზიის ინდუქციის დროს.
- ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ვაგოლიტიური პრეპარატების გამოყენება და დოზირება პრემედიკაციის მიზნით მოითხოვს წინასწარ გულდასმით შეფასებას; ასევე გასათვალისწინებელია n.vagus-ზე ერთდროულად გამოყენებული ანესთეტიკების მასტიმულირებელი გალენა და ქირურგიული ჩარევის ტიპი.
- პრეპარატის დოზის პირობითი გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად და ნერვ-კუნთოვანი გამტარობის აღდგენის სათანადო კონტროლის უზრუნველსაყოფად რეკომენდებულია პერიფერიული ნერვების სტიმულატორის გამოყენება.
შემდეგმა ფაქტორებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ პრეპარატ არდუანის ფარმაკოკინეტიკაზე ან/და მიომარელაქსირებელი ეფექტის გამოხატულობაზე:
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
პრეპარატის მოქმედება ხანგრძლივდება და იზრდება ნერვ-კუნთოვანი გამტარობის აღდგენის დრო.
ნერვ-კუნთოვანი დაავადებები
ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის არდუანი ინიშნება სიფრთხილით პრეპარატის მოქმედების შესაძლო გაძლიერების ან შემცირების გამო. პრეპარატ არდუანის მცირე დოზებს მძიმე მიასთენია gravis-ის ან ლამბერტ-იტონის სინდრომის დროს შეიძლება ჰქონდეს გამოხატული ეფექტი. ამ ჯგუფის პაციენტებისათვის რეკომენდებულია პრეპარატის დაბალი დოზებით გამოყენება შესაძლო რისკების გულდასმითი შეფასების შემდეგ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატ არდუანის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია, პრეპარატ არდუანის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ ზიანს.
ავთვისებიანი ჰიპერთერმია
არც კვლევების დროს და არც კლინიკურ პრაქტიკაში პრეპარატ არდუანის გამოყენების ფონზე ავთვისებიანი ჰიპერთერმიის განვითარების შემთხვევები არ გამოვლენილა. ვინაიდან მიორელაქსანტები ყოველთვის გამოიყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, და ასევე არსებობს ავთვისებიანი ჰიპერთერმიის სინდრომის განვითარების შესაძლებლობა დადგენილი მაპროვოცირებელი ფაქტორების არარსებობის შემთხვევაშიც, ექიმმა უნდა იცოდეს სინდრომის ადრეულ ნიშნები, მისი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები.
სხვა
ისევე, როგორც სხვა მიორელაქსანტების გამოყენებისას, პრეპარატის მიღებამდე უნდა იყოს ნორმალიზებული ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი ბალანსი.
ჰიპოთერმიამ შეიძლება გაახანგრძლივოს პრეპარატ არდუანის მოქმედება.
ჰიპოკალიემიამ, დიგიტალიზაციამ, დიურეზულების გამოყენებამ, ჰიპერმაგნიემიამ, ჰიპოკალციემიამ (ტრანსფუზიის შედეგად), დეჰიდრატაციამ, აციდოზმა, ჰიპოპროტეინემიამ, ჰიპერკაპნიამ, კახექსიამ შეიძლება გააძლიეროს და გაახანგრძლივოს პრეპარატ არდუანის მოქმედება.
სხვა მიორელაქსანტების მსგავსად, არდუანს შეუძლია შეამციროს ნაწილობრივი თრომბოპლასტინური და პროთრომბინური დრო.
მაგნიუმის მარილები აძლიერებენ ნერვ-კუნთოვან ბლოკადას, ამიტომ ორსულ ქალებში, რომლებიც იღებენ მაგნიუმის მარილების შემცველ პრეპარატებს ტოქსიკოზის სამკურნალოდ, შეიძლება გაძნელდეს ნერვ-კუნთოვანი გამტარობის აღდგენა. ასეთ შემთხვევებში უნდა იქნას გამოყენებული პერიფერიული ნერვების სტიმულატორი.
დამხმარე ნივთიერებები
პრეპარატი არდუანი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) გამხსნელის ერთ ამპულაში, ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ პრეპარატ არდუანის მოქმედებაზე.
ეფექტის გაძლიერება ან/და მოქმედების პროლონგაცია:
- საშუალებები საინჰალაციო ნარკოზისათვის (ჰალოტანი, მეთოქსიფლურანი, დიეთილის ეთერი, ენფლურანი, იზოფლურანი, ციკლოპროპანი);
- საშუალებები ინტრავენური ნარკოზისათვის (კეტამინი, ფენტანილი, პროპანიდიდი, ბარბიტურატები, ეტომიდატი, γ-ჰიდროქსიბუტირინის მჟავა);
- სხვა არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტები, სუქცინილქოლინის მანამდე გამოყენება;
- ზოგიერთი ანტიბიოტიკი და ქიმიოთერაპიული პრეპარატები (ამინოგლიკოზიდები, პეპტიდები, იმიდაზოლები, მეტრონიდაზოლი და სხვ.);
- დიურეტიკები, ბეტა-ბლოკატორები, თიამინი, მაო-ს ინჰიბიტორები, გუანიდინი, პროტამინი, ფენიტოინი, ალფა-ადრენობლოკატორები კალციუმის ანტაგონისტები, მაგნიუმის მარილები;
- ქინიდინმა და მოქმედების მსგავსი მექანიზმის მქონე პრეპარატებმა (მაგალითად, ლიდოკაინმა და პროკაინმა) შეიძლება გააძლიერონ ნეირომუსკულური ბლოკადა, რომელიც გამოწვეულია არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტებით.
ეფექტის შესუსტება
გლუკოკორტიკოსტეროიდების, ნეოსტიგმინის, ედროფონიუმის, პირიდოსტიგმინის, ნორადრენალინის, აზატიოპრინის, თეოფილინის, KCl-ის, NaCl-ის. CaCl2- ის მანამდე ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენება .
ეფექტის გაძლიერება ან შესუსტება
მადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების მანამდე გამოყენება ( დამოკიდებულია დოზაზე, გამოყენების დროზე და ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის დროს პრეპარატ არდუანის გამოყენების შესახებ არ გაგვაჩნია საკმარისი მონაცემები იმისათვის, რომ შეფასდეს ნაყოფზე პოტენციური ზემოქმედება.
ორსულობის დროს პრეპარატის არდუანის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი ეფექტი აღემატება პოტენციურ რისკს.
საკეისრო კვეთა
პრეპარატ არდუანის გამოყენება ზოგადი ანესთეზიისთვის საკეისრო კვეთის დროს არ ცვლის ახალშობილთათვის აპგარის სკალის მონაცემებს, კუნთების ტონუსს და კარდიო-ვასკულარულ ადაპტაციას. ახალშობილებში სხვა გვერდითი ეფექტების განვითარების შესახებ მონაცემები არ მოიძებნება.
პიპეკურონიუმის ბრომიდი აღწევს პლაცენტური ბარიერის მიღმა და ძალიან მცირე რაოდენობით გვხვდება ჭიპლარიდან გამოდენილ სისხლში.
ძუძუთი კვება
მონაცემები პრეპარატ არდუანის გამოყენების შესახებ ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში არ გაგვაჩნია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პრეპარატ არდუანის მიორელაქსანტული მოქმედების შეწყვეტიდან პირველი 24 საათის განმავლობაში არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.
შეფუთვა
ფლაკონი ინექციებისათვის: გამჭვირვალე შუშის ფლაკონი 10 მლ მოცულობით, რეზინის
საცობით, რომელსაც აქვს კომბინირებული თავსახური “ flipp-off”.
ამპულა გამხსნელით: უფერო გამჭვირვალე შუშის ფლაკონი მსხვრევის წერტილით, 2 მლ მოცულობით.
5 მუყაოს პალეტი ფლაკონებით და ამპულებით ( 5 ფლაკონი და 5 ამპულა თითოეულში) მუყაოს ყუთში თანდართული გამოყენების ინსტრუქციით.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათად ( ≥ 1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).
არსებობს ცნობები შემდეგი არასასურველი რეაქციების შესახებ სიხშირით "ძალიან იშვიათად"
სისტემურ- ორგანული კლასი
ძალიან იშვიათად
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ანაფილაქსიური რეაქციები*.
დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ
ტეტანია.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ძილიანობა, დამბლა.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
ბლეფარიტი, ბლეფაროპტოზი.
დარღვევები გულის მხრივ **
არითმია, ბრადიკარდია, ტაქიკარდია, გულის მუშაობის დათრგუნვა (დახშობა), პარკუჭების ფიბრილაცია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია.
დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ
არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპოტენზია, ვაზოდილატაცია.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ
აპნოე, ქოშინი, ფილტვების ჰიპოვენტილაცია, ბრონქოსპაზმი, ხველა.
დარღვევები ჩონჩხის, კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
კუნთების სისუსტე.
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
K+ , Mg 2+ , Ca 2+ კონცენტრაციის უმნიშვნელო დაქვეითება სისხლის პლაზმაში . გლუკოზის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში. შარდოვანას კონცენტრაციის გაზრდა სისხლის პლაზმაში.
- ანაფილაქსიური რეაქციები გვხვდება არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების გამოყენების დროს. მიუხედავად იმისა, რომ პიპეკურონიუმის ბრომიდის გამოყენების შემთხვევაში ანაფილაქსიის განვითარების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო აღწერილი, აუცილებელია განკარგულებაში გქონდეთ სამკურნალო პრეპარატები და აღჭურვილობა მათი კუპირებისათვის. პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით, როცა ანამნეზში არსებობს ალერგიული რეაქცია სხვა მიორელაქსანტების მიმართ, ვინაიდან მიორელაქსანტებს შორის შეიძლება ჩამოყალიბდეს ჯვარედინი ალერგია.
ჰისტამინის გამოყოფა და ჰისტამინის მსგავსი რეაქციები: პიპეკურონიუმის ბრომიდი დოზებით, რომლებიც არ აღემატება 100 მკგ/კგ სხეულის მასაზე, არ მოქმედებს ჰისტამინის გამოთავისუფლებაზე.
- * პრეპარატი არდუანი უმნიშვნელო გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. შეიძლება აღინიშნოს გულისცემის სიხშირის, სისტოლური და დიასტოლური არტერიულ წნევისა და წუთში გულის მოცულობის მცირე, კლინიკურად უმნიშვნელო ცვლილებები ( როგორც წესი, დაქვეითება). ეს ცვლილებები, სავარაუდოდ, გამოწვეულია სხვა პრეპარატების მოქმედებით, რომლებიც ერთდროულად გამოიყენება პრეპარატ არდუანთან ერთად ანესთეზიის ინდუქციის დროს. პიპეკურონიუმის ბრომიდს არ გააჩნია განგლიომაბლოკირებელი, ვაგოლიზური, სიმპათომიმეტური აქტივობა.
შეტყობინებები სავარაუდო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი მედიკამენტოზური რეაქციების შესახებ, რომლებიც სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ არის მიღებული, ძალზე მნიშვნელოვანია. ისინი იძლევიან საშუალებას გაეწიოს კონტროლი სარგებელისა და რისკის თანაფარდობას სამკურნალო პრეპარატის გამოყენების დროს. მედიცინის მუშაკებს სთხოვენ მიაწოდონ ინფორმაცია ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბებისა და გახანგრძლივებული ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის შემთხვევაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია გრძელდება სპონტანური სუნთქვის აღდგენამდე. სპონტანური სუნთქვის აღდგენის ფონზე ანტიდოტის სახით შეჰყავთ აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბიტორები (მაგალითად, ნეოსტიგმინი, პირიდოსტიგმინი, ედროფონიუმი) შესაბამისი დოზებით. სპონტანური სუნთქვის სრულ აღდგენამდე უნდა ტარდებოდეს სუნთქვითი ფუნქციის გულდასმითი მონიტორინგი.
შემადგენლობა
თითოეული ფლაკონი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: პიპეკურონიუმის ბრომიდი - 4 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
ფლაკონი: მანიტოლი.
ამპულა გამხსნელით: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
- pH მნიშვნელობის კორექტირების აუცილებლობის შემთხვევაში ემატება ნატრიუმის ჰიდროქსიდი 10% და/ან ქლორწყალბადის მჟავა 10%.
აღწერა
ლიოფილიზატი: თეთრი ან თითქმის თეთრი ლიოფილიზებული ფხვნილი.
გამხსნელი: უფერო და გამჭვირვალე ხსნარი.
შენახვის პირობები
ინახება +2◦С-დან +8◦С ტემპერატურამდე, სინათლისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე (პერიფერიული მიორელაქსანტები)
ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ
ლიოფილიზატი :
ღსს " გედეონ რიხტერი"
1103 ბუდაპეშტი, დომროის ქუჩა , 19-21, უნგრეთი
გამხსნელი:
ჰემოფარმი ა.დ. , ვრშაცი, სერბეთი
შემფუთავი

კომპანია, რომელიც წარმოადგენს მწარმოებლისა და განმცხადებლის ინტერესებს:
ღსს " გედეონ რიხტერი"
1103 ბუდაპეშტი, დომროის ქუჩა , 19-21, უნგრეთი.
ცხელი ხაზის ნომერი (ზარი უფასოა!): 7-800-555-00777
ელექტრონული მისამართი: drugsafety @ g - richter .ru
ფარმაკოლოგიური თვისებები
პერიფერიული მოქმედების მიორელაქსანტი.
ათქ კოდი: M03AC06.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
პრეპარატი არდუანი (პიპეკურონიუმის ბრომიდი) წარმოადგენს ხანგრძლივი მოქმედების არამადეპოლარიზებელ მიორელაქსანტს.
ჩონჩხის კუნთების ნეირომუსკულური სინაფსის ბოლო ფირფიტაზე განლაგებულ n-ქოლინორეცეპტორებთან კონკურენტული კავშირის ხარჯზე ის ბლოკავს სიგნალის გადაცემას ნერვული დაბოლოებებიდან კუნთების ბოჭკოებისაკენ. მისი მოქმედება ხდება შექცევადი ანტიქოლინესთერაზული საშუალებების (მაგალითად, ნეოსტიგმინის, პირიდოსტიგმინის, ედროფონიუმის) შეყვანით.
მადეპოლარიზებელი მიორელაქსანტებისაგან განსხვავებით (მაგალითად, სუქცინილქოლინისაგან), პიპეკურონიუმის ბრომიდი არ იწვევს კუნთების ფასციკულაციას.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
პიპეკურონიუმის ბრომიდი არ ახდენს ჰორმონალურ მოქმედებას.
იმ დოზებშიც კი, რომლებიც რამოდენიმეჯერ აღემატება იმ ეფექტიურ დოზას, რომელიც საჭიროა (ED90 ) რეცეპტორების 90%-ის დასაბლოკად, პიკურონიუმის ბრომიდი არ ახდენს განგლიობლოკირების, ვაგოლიზურ და სიმპათომიმეტურ მოქმედებას.
დაბალანსებული ანესთეზიის დროს პიპეკურონიუმის ბრომიდის ED50 და ED90 დოზები შეადგენენ 0.03 და 0.05 მგ/კგ სხეულის მასაზე შესაბამისად.
დოზა, რომელიც უდრის 0,05 მგ/კგ სხეულის მასაზე, უზრუნველყოფს კუნთების რელაქსაციას 40-50 წუთის განმავლობაში სხვადასხვა ოპერაციების მსვლელობის დროს.
პიპეკურონიუმის მაქსიმალური ეფექტის დადგომამდე მიღწევის დრო დამოკიდებულია დოზაზე და ვლინდება 1,5-5 წუთის შემდეგ. ეფექტი ყველაზე სწრაფად ვითარდება იმ დოზების გამოყენებისას, რომლებიც უდრის 0,07-0,08 მგ/კგ. დოზის შემდგომი მატება უმნიშვნელოდ ამცირებს დროს ეფექტის დაწყებამდე, მაგრამ მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს პრეპარატის მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა
განაწილება
პიპეკურონიუმის ბრომიდის ინტრავენური შეყვანისას ჰალოტანის ანესთეზიის პირობებში შეიძლება განისაზღვროს და გამოითვალოს შემდეგი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები:
განაწილების საწყისი მოცულობა (Vdc ): 67 ± 30.2 მლ/კგ სხეულის მასაზე;
განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში (Vdss ): 309 ± 103 მლ/კგ სხეულის მასაზე;
ნახევარგანაწილების პერიოდი: 16,3 ± 10,1 წთ.
მნიშვნელობები ნეიროლეპტანალგეზიის პირობებში:
Vdss : 353 ± 83 მლ/კგ სხეულის მასაზე;
ნახევარგანაწილების პერიოდი: 7,6 წთ.
შემანარჩუნებელი დოზების განმეორებითი შეყვანის შემთხვევაში კუმულაციური ეფექტი უმნიშვნელოა ან არ არსებობს, თუ კუნთების საწყისი შეკუმშვის 25%-იანი აღდგენის მომენტში გამოიყენება 0.01-0.02 მგ/კგ დოზები.
ელიმინაცია

პლაზმური კლირენსი (CI): 2,4 ± 0,5 მლ / წთ / კგ სხეულის მასაზე;
ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი (t 1/2b ): 137 ± 68 წთ;
საშუალო ნარჩენი დრო (MRT): 140 ± 63 წთ.

CI: 1,8 ± 0,4 მლ/წთ/კგ სხეულის მასაზე;
t 1/2b : 161 წთ.
გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით, თან 56% პირველ 24 საათში. 75% გამოიყოფა უცვლელი სახით, დარჩენილი რაოდენობა კი - 3-დეზაცეტილ-პიპეკურონიუმის სახით.
ღვიძლით გამოიყოფა მცირე რაოდენობით.
კვლევაში, რომელშიც ღვიძლის ციროზის მქონე მონაწილეთა მცირე რაოდენობა იყო ჩართული, ამ ჯგუფის პაციენტებში არ იყო გამოვლენილი მნიშვნელოვანი განსხვავებები ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებში; ნეირომუსკულური ბლოკადის დადგომამდე მიღწევის დრო იყო უფრო გრძელი, მოქმედების ხანგრძლივობა და ელიმინაციის პერიოდი - უცვლელი, ციროზის არმქონე პაციენტებთან შედარებით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალებისის სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
პრეპარატის სავაჭრო დასახელება : არდუანი ( ARDUAN )
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (სად):
პიპეკურონიუმის ბრომიდი ( pipecuronium bromide )
გამოშვების ფორმა: ლიოფილიზებული ფხვნილი საინექციო გამხსნელით
შემადგენლობა
თითოეული ფლაკონი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: პიპეკურონიუმის ბრომიდი - 4 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
ფლაკონი: მანიტოლი.
ამპულა გამხსნელით: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
- pH მნიშვნელობის კორექტირების აუცილებლობის შემთხვევაში ემატება ნატრიუმის ჰიდროქსიდი 10% და/ან ქლორწყალბადის მჟავა 10%.
აღწერა
ლიოფილიზატი: თეთრი ან თითქმის თეთრი ლიოფილიზებული ფხვნილი.
გამხსნელი: უფერო და გამჭვირვალე ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პერიფერიული მოქმედების მიორელაქსანტი.
ათქ კოდი: M03AC06.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
პრეპარატი არდუანი (პიპეკურონიუმის ბრომიდი) წარმოადგენს ხანგრძლივი მოქმედების არამადეპოლარიზებელ მიორელაქსანტს.
ჩონჩხის კუნთების ნეირომუსკულური სინაფსის ბოლო ფირფიტაზე განლაგებულ n-ქოლინორეცეპტორებთან კონკურენტული კავშირის ხარჯზე ის ბლოკავს სიგნალის გადაცემას ნერვული დაბოლოებებიდან კუნთების ბოჭკოებისაკენ. მისი მოქმედება ხდება შექცევადი ანტიქოლინესთერაზული საშუალებების (მაგალითად, ნეოსტიგმინის, პირიდოსტიგმინის, ედროფონიუმის) შეყვანით.
მადეპოლარიზებელი მიორელაქსანტებისაგან განსხვავებით (მაგალითად, სუქცინილქოლინისაგან), პიპეკურონიუმის ბრომიდი არ იწვევს კუნთების ფასციკულაციას.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
პიპეკურონიუმის ბრომიდი არ ახდენს ჰორმონალურ მოქმედებას.
იმ დოზებშიც კი, რომლებიც რამოდენიმეჯერ აღემატება იმ ეფექტიურ დოზას, რომელიც საჭიროა (ED90 ) რეცეპტორების 90%-ის დასაბლოკად, პიკურონიუმის ბრომიდი არ ახდენს განგლიობლოკირების, ვაგოლიზურ და სიმპათომიმეტურ მოქმედებას.
დაბალანსებული ანესთეზიის დროს პიპეკურონიუმის ბრომიდის ED50 და ED90 დოზები შეადგენენ 0.03 და 0.05 მგ/კგ სხეულის მასაზე შესაბამისად.
დოზა, რომელიც უდრის 0,05 მგ/კგ სხეულის მასაზე, უზრუნველყოფს კუნთების რელაქსაციას 40-50 წუთის განმავლობაში სხვადასხვა ოპერაციების მსვლელობის დროს.
პიპეკურონიუმის მაქსიმალური ეფექტის დადგომამდე მიღწევის დრო დამოკიდებულია დოზაზე და ვლინდება 1,5-5 წუთის შემდეგ. ეფექტი ყველაზე სწრაფად ვითარდება იმ დოზების გამოყენებისას, რომლებიც უდრის 0,07-0,08 მგ/კგ. დოზის შემდგომი მატება უმნიშვნელოდ ამცირებს დროს ეფექტის დაწყებამდე, მაგრამ მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს პრეპარატის მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა
განაწილება
პიპეკურონიუმის ბრომიდის ინტრავენური შეყვანისას ჰალოტანის ანესთეზიის პირობებში შეიძლება განისაზღვროს და გამოითვალოს შემდეგი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები:
განაწილების საწყისი მოცულობა (Vdc ): 67 ± 30.2 მლ/კგ სხეულის მასაზე;
განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში (Vdss ): 309 ± 103 მლ/კგ სხეულის მასაზე;
ნახევარგანაწილების პერიოდი: 16,3 ± 10,1 წთ.
მნიშვნელობები ნეიროლეპტანალგეზიის პირობებში:
Vdss : 353 ± 83 მლ/კგ სხეულის მასაზე;
ნახევარგანაწილების პერიოდი: 7,6 წთ.
შემანარჩუნებელი დოზების განმეორებითი შეყვანის შემთხვევაში კუმულაციური ეფექტი უმნიშვნელოა ან არ არსებობს, თუ კუნთების საწყისი შეკუმშვის 25%-იანი აღდგენის მომენტში გამოიყენება 0.01-0.02 მგ/კგ დოზები.
ელიმინაცია
პიპეკურონიუმის ბრომიდის ინტრავენური შეყვანისას ჰალოტანის ანესთეზიის პირობებში შეიძლება განისაზღვროს და გამოითვალოს შემდეგი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები:
პლაზმური კლირენსი (CI): 2,4 ± 0,5 მლ / წთ / კგ სხეულის მასაზე;
ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი (t 1/2b ): 137 ± 68 წთ;
საშუალო ნარჩენი დრო (MRT): 140 ± 63 წთ.
მნიშვნელობები ნეიროლეპტანალგეზიის პირობებში:
CI: 1,8 ± 0,4 მლ/წთ/კგ სხეულის მასაზე;
t 1/2b : 161 წთ.
გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით, თან 56% პირველ 24 საათში. 75% გამოიყოფა უცვლელი სახით, დარჩენილი რაოდენობა კი - 3-დეზაცეტილ-პიპეკურონიუმის სახით.
ღვიძლით გამოიყოფა მცირე რაოდენობით.
კვლევაში, რომელშიც ღვიძლის ციროზის მქონე მონაწილეთა მცირე რაოდენობა იყო ჩართული, ამ ჯგუფის პაციენტებში არ იყო გამოვლენილი მნიშვნელოვანი განსხვავებები ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებში; ნეირომუსკულური ბლოკადის დადგომამდე მიღწევის დრო იყო უფრო გრძელი, მოქმედების ხანგრძლივობა და ელიმინაციის პერიოდი - უცვლელი, ციროზის არმქონე პაციენტებთან შედარებით.
გამოყენების ჩვენებები
ტრაქეის ინტუბაცია და ჩონჩხის კუნთების რელაქსაცია ზოგადი ანესთეზიის დროს სხვადასხვა ქირურგიული ოპერაციების ჩატარების პერიოდში, რომლებიც საჭიროებენ მიორელაქსაციას 20-30 წუთზე მეტ ხანს.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს
ორსულობა
ორსულობის დროს პრეპარატ არდუანის გამოყენების შესახებ არ გაგვაჩნია საკმარისი მონაცემები იმისათვის, რომ შეფასდეს ნაყოფზე პოტენციური ზემოქმედება.
ორსულობის დროს პრეპარატის არდუანის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი ეფექტი აღემატება პოტენციურ რისკს.
საკეისრო კვეთა
პრეპარატ არდუანის გამოყენება ზოგადი ანესთეზიისთვის საკეისრო კვეთის დროს არ ცვლის ახალშობილთათვის აპგარის სკალის მონაცემებს, კუნთების ტონუსს და კარდიო-ვასკულარულ ადაპტაციას. ახალშობილებში სხვა გვერდითი ეფექტების განვითარების შესახებ მონაცემები არ მოიძებნება.
პიპეკურონიუმის ბრომიდი აღწევს პლაცენტური ბარიერის მიღმა და ძალიან მცირე რაოდენობით გვხვდება ჭიპლარიდან გამოდენილ სისხლში.
ძუძუთი კვება
მონაცემები პრეპარატ არდუანის გამოყენების შესახებ ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში არ გაგვაჩნია.
მიღების წესი და დოზირება
დოზირების რეჟიმი
ისევე, როგორც სხვა მიორელაქსანტების შემთხვევაში, პრეპარატ არდუანის დოზა შეირჩევა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად ანესთეზიის ტიპის, ქირურგიული ჩარევის მოსალოდნელი ხანგრძლივობის, ანესთეზიის წინ ან მის დროს გამოყენებულ სხვა სამკურნალო პრეპარატებთან შესაძლო ურთიერთქმედების, თანმხლები დაავადებების და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით. ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის კონტროლის უზრუნველსაყოფად რეკომენდებულია პერიფერიული ნერვის სტიმულატორის გამოყენება.
პირველადი ბოლუსური ინტრავენური შეყვანის შემდეგ პრეპარატი არდუანი ინტრავენურად შეჰყავთ გადანაწილებული იმ დოზებით, რომლებიც აუცილებელია კუნთების რელაქსაციის შესანარჩუნებლად.
ისევე, როგორც სხვა ნეირომუსკულური ბლოკატორების შემთხვევაში, პრეპარატ არდუანის შეყვანა უნდა განხორციელდეს მხოლოდ გამოცდილი სპეციალისტების მიერ ან მათი უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ჩასატარებლად აუცილებელი აღჭურვილობის არსებობისას.
პრეპარატ არდუანის საწყისი და შემანარჩუნებელი დოზის არჩევის შემთხვევაში კუნთების საჭირო რელაქსაციის უზრუნველსაყოფად დაბალანსებული ანესთეზიით სარგებლობისას ჩატარებული საშუალო და გრძელვადიანი ქირურგიული ჩარევების დროს (როგორც პრეპარატ არდუანის გამოყენებით ენდოტრაქეალური ინტუბაციის გასაადვილებლად, ასევე მის გარეშე), შეიძლება იქნას გამოყენებული შემდეგ ჩამოთვლილი ზოგადი რეკომენდაციები.
რეკომენდებული დოზები ზრდასრულებისათვის:
- საწყისი დოზა ინტუბაციისა და შემდგომი ქირურგიული ჩარევისთვის : 0,06-0,10 მგ/კგ სხეულის მასაზე ოპერაციის ხანგრძლივობიდან, ზოგადი ანესთეზიისთვის გამოყენებული პრეპარატის თვისებებიდან და პაციენტის ინდივიდუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე, ის უზრუნველყოფს კარგ/ძალიან კარგ პირობებს ინტუბაციისთვის 150-180 წამის განმავლობაში, ამ დროს კუნთების რელაქსაციის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 60-90 წთ-ს;
- მიორელაქსაციისათვის საწყისი დოზა ინტუბაციის დროს სუქცინილქოლინის გამოყენებით : 0,05 მგ/კგ, უზრუნველყოფს მიორელაქსაციას 30-60 წუთის განმავლობაში;
- შემანარჩუნებელი დოზა: 0,01-0,02 მგ/კგ, უზრუნველყოფს დაახლოებით 30-60 წუთიან მიორელაქსაციას ქირურგიული ოპერაციის დროს.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული 0,04 მგ/კგ-ზე მეტი დოზის გამოყენება (შესაძლებელია მიორელაქსაციის ხანგრძლივობის ზრდა).
პრეპარატის მოქმედების გახანგრძლივება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
- სხეულის ჭარბი მასა, სიმსუქნე (დოზის შერჩევის დროს უნდა გამოვიდეთ იდეალური წონიდან);
- ინჰალაციური ნარკოზისათვის პრეპარატების ერთდროული გამოყენება (პრეპარატ არდუანის დოზა შეიძლება შემცირდეს);
- სუქცინილქოლინის გამოყენებისას ინტუბაციის დროს (პრეპარატი არდუანი შეჰყავთ სუქცინილქოლინის მოქმედების კლინიკური ნიშნების გაქრობის შემდეგ. ისევე, როგორც სხვა არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების შემთხვევაში, პრეპარატ არდუანის შეყვანამ მადეპოლარიზებელი მიორელაქსანტის შემდეგ შეიძლება შეამციროს დრო, რომელიც საჭიროა მიორელაქსაციის დადგომისათვის და გაზარდოს ეფექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა).
ეფექტის შეწყვეტა
80-85% ბლოკადის დროს, რომელიც იზომება პერიფერიული ნერვების სტიმულატორის დახმარებით, ან ნაწილობრივი ბლოკადის დროს, რომელიც განისაზღვრება კლინიკური ნიშნებით, ატროპინის (0,5-1,25 მგ) გამოყენება ნეოსტიგმინთან (1-3 მგ) კომბინაციაში ან გალანტამინის (10-30 მგ) გამოყენება აჩერებს პრეპარატ არდუანის მიორელაქსიურ მოქმედებას.
გამოყენების წესი
ინტრავენურად. პრეპარატი არდუანი არ შეიძლება იყოს შერეული სხვა საინფუზიო ხსნარებთან.
პრეპარატის განზავება ხდება უშუალოდ გამოყენების წინ, განზავებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას შეყვანილი.
გვერდითი მოქმედება
არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია განვითარების სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათად ( ≥ 1/10000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით).
არსებობს ცნობები შემდეგი არასასურველი რეაქციების შესახებ სიხშირით "ძალიან იშვიათად"
სისტემურ- ორგანული კლასი
ძალიან იშვიათად
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ანაფილაქსიური რეაქციები*.
დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ
ტეტანია.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ძილიანობა, დამბლა.
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ
ბლეფარიტი, ბლეფაროპტოზი.
დარღვევები გულის მხრივ **
არითმია, ბრადიკარდია, ტაქიკარდია, გულის მუშაობის დათრგუნვა (დახშობა), პარკუჭების ფიბრილაცია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია.
დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ
არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპოტენზია, ვაზოდილატაცია.
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ
აპნოე, ქოშინი, ფილტვების ჰიპოვენტილაცია, ბრონქოსპაზმი, ხველა.
დარღვევები ჩონჩხის, კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ
კუნთების სისუსტე.
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
K+ , Mg 2+ , Ca 2+ კონცენტრაციის უმნიშვნელო დაქვეითება სისხლის პლაზმაში . გლუკოზის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში. შარდოვანას კონცენტრაციის გაზრდა სისხლის პლაზმაში.
- ანაფილაქსიური რეაქციები გვხვდება არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების გამოყენების დროს. მიუხედავად იმისა, რომ პიპეკურონიუმის ბრომიდის გამოყენების შემთხვევაში ანაფილაქსიის განვითარების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო აღწერილი, აუცილებელია განკარგულებაში გქონდეთ სამკურნალო პრეპარატები და აღჭურვილობა მათი კუპირებისათვის. პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით, როცა ანამნეზში არსებობს ალერგიული რეაქცია სხვა მიორელაქსანტების მიმართ, ვინაიდან მიორელაქსანტებს შორის შეიძლება ჩამოყალიბდეს ჯვარედინი ალერგია.
ჰისტამინის გამოყოფა და ჰისტამინის მსგავსი რეაქციები: პიპეკურონიუმის ბრომიდი დოზებით, რომლებიც არ აღემატება 100 მკგ/კგ სხეულის მასაზე, არ მოქმედებს ჰისტამინის გამოთავისუფლებაზე.
- * პრეპარატი არდუანი უმნიშვნელო გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. შეიძლება აღინიშნოს გულისცემის სიხშირის, სისტოლური და დიასტოლური არტერიულ წნევისა და წუთში გულის მოცულობის მცირე, კლინიკურად უმნიშვნელო ცვლილებები ( როგორც წესი, დაქვეითება). ეს ცვლილებები, სავარაუდოდ, გამოწვეულია სხვა პრეპარატების მოქმედებით, რომლებიც ერთდროულად გამოიყენება პრეპარატ არდუანთან ერთად ანესთეზიის ინდუქციის დროს. პიპეკურონიუმის ბრომიდს არ გააჩნია განგლიომაბლოკირებელი, ვაგოლიზური, სიმპათომიმეტური აქტივობა.
შეტყობინებები სავარაუდო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი მედიკამენტოზური რეაქციების შესახებ, რომლებიც სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ არის მიღებული, ძალზე მნიშვნელოვანია. ისინი იძლევიან საშუალებას გაეწიოს კონტროლი სარგებელისა და რისკის თანაფარდობას სამკურნალო პრეპარატის გამოყენების დროს. მედიცინის მუშაკებს სთხოვენ მიაწოდონ ინფორმაცია ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბებისა და გახანგრძლივებული ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის შემთხვევაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია გრძელდება სპონტანური სუნთქვის აღდგენამდე. სპონტანური სუნთქვის აღდგენის ფონზე ანტიდოტის სახით შეჰყავთ აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბიტორები (მაგალითად, ნეოსტიგმინი, პირიდოსტიგმინი, ედროფონიუმი) შესაბამისი დოზებით. სპონტანური სუნთქვის სრულ აღდგენამდე უნდა ტარდებოდეს სუნთქვითი ფუნქციის გულდასმითი მონიტორინგი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ პრეპარატ არდუანის მოქმედებაზე.
ეფექტის გაძლიერება ან/და მოქმედების პროლონგაცია:
- საშუალებები საინჰალაციო ნარკოზისათვის (ჰალოტანი, მეთოქსიფლურანი, დიეთილის ეთერი, ენფლურანი, იზოფლურანი, ციკლოპროპანი);
- საშუალებები ინტრავენური ნარკოზისათვის (კეტამინი, ფენტანილი, პროპანიდიდი, ბარბიტურატები, ეტომიდატი, γ-ჰიდროქსიბუტირინის მჟავა);
- სხვა არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტები, სუქცინილქოლინის მანამდე გამოყენება;
- ზოგიერთი ანტიბიოტიკი და ქიმიოთერაპიული პრეპარატები (ამინოგლიკოზიდები, პეპტიდები, იმიდაზოლები, მეტრონიდაზოლი და სხვ.);
- დიურეტიკები, ბეტა-ბლოკატორები, თიამინი, მაო-ს ინჰიბიტორები, გუანიდინი, პროტამინი, ფენიტოინი, ალფა-ადრენობლოკატორები კალციუმის ანტაგონისტები, მაგნიუმის მარილები;
- ქინიდინმა და მოქმედების მსგავსი მექანიზმის მქონე პრეპარატებმა (მაგალითად, ლიდოკაინმა და პროკაინმა) შეიძლება გააძლიერონ ნეირომუსკულური ბლოკადა, რომელიც გამოწვეულია არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტებით.
ეფექტის შესუსტება
გლუკოკორტიკოსტეროიდების, ნეოსტიგმინის, ედროფონიუმის, პირიდოსტიგმინის, ნორადრენალინის, აზატიოპრინის, თეოფილინის, KCl-ის, NaCl-ის. CaCl2- ის მანამდე ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენება .
ეფექტის გაძლიერება ან შესუსტება
მადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების მანამდე გამოყენება ( დამოკიდებულია დოზაზე, გამოყენების დროზე და ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე).
სიფრთხილის ზომები
ვინაიდან პრეპარატი არდუანი მოქმედებს რესპირატორულ მუსკულატურაზე, ის უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ პირობებში, რომლებიც იძლევიან ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციის ჩატარების საშუალებას, და სპეციალისტის თანდასწრებით, რომელსაც აქვს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ჩატარების უნარ-ჩვებები.
სამედიცინო ლიტერატურაში აღწერილია ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციების შემთხვევები მიორელაქსანტების გამოყენების დროს. იმის და მიუხედავად, რომ პრეპარატ არდუანის გამოყენების დროს იყო აღწერილი მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, პრეპარატ არდუანის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, რომლებიც საშუალებას იძლევა დაუყოვნებლივ დაიწყოს ასეთი მდგომარეობების მკურნალობა.
- მიორელაქსაციისათვის გამოსაყენებული დოზებით პრეპარატი არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. შეიძლება აღინიშნოს გულისცემის, სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის და წუთში გულის მოცულობის მცირე, კლინიკურად უმნიშვნელო ცვლილებები (როგორც წესი, დაქვეითება). ეს ცვლილებები, სავარაუდოდ, განპირობებულია სხვა პრეპარატების მოქმედებით, რომლებიც ერთდროულად გამოიყენება პრეპარატ არდუანთან ერთად ანესთეზიის ინდუქციის დროს.
- ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ვაგოლიტიური პრეპარატების გამოყენება და დოზირება პრემედიკაციის მიზნით მოითხოვს წინასწარ გულდასმით შეფასებას; ასევე გასათვალისწინებელია n.vagus-ზე ერთდროულად გამოყენებული ანესთეტიკების მასტიმულირებელი გალენა და ქირურგიული ჩარევის ტიპი.
- პრეპარატის დოზის პირობითი გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად და ნერვ-კუნთოვანი გამტარობის აღდგენის სათანადო კონტროლის უზრუნველსაყოფად რეკომენდებულია პერიფერიული ნერვების სტიმულატორის გამოყენება.
შემდეგმა ფაქტორებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ პრეპარატ არდუანის ფარმაკოკინეტიკაზე ან/და მიომარელაქსირებელი ეფექტის გამოხატულობაზე:
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
პრეპარატის მოქმედება ხანგრძლივდება და იზრდება ნერვ-კუნთოვანი გამტარობის აღდგენის დრო.
ნერვ-კუნთოვანი დაავადებები
ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის არდუანი ინიშნება სიფრთხილით პრეპარატის მოქმედების შესაძლო გაძლიერების ან შემცირების გამო. პრეპარატ არდუანის მცირე დოზებს მძიმე მიასთენია gravis-ის ან ლამბერტ-იტონის სინდრომის დროს შეიძლება ჰქონდეს გამოხატული ეფექტი. ამ ჯგუფის პაციენტებისათვის რეკომენდებულია პრეპარატის დაბალი დოზებით გამოყენება შესაძლო რისკების გულდასმითი შეფასების შემდეგ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატ არდუანის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია, პრეპარატ არდუანის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ ზიანს.
ავთვისებიანი ჰიპერთერმია
არც კვლევების დროს და არც კლინიკურ პრაქტიკაში პრეპარატ არდუანის გამოყენების ფონზე ავთვისებიანი ჰიპერთერმიის განვითარების შემთხვევები არ გამოვლენილა. ვინაიდან მიორელაქსანტები ყოველთვის გამოიყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, და ასევე არსებობს ავთვისებიანი ჰიპერთერმიის სინდრომის განვითარების შესაძლებლობა დადგენილი მაპროვოცირებელი ფაქტორების არარსებობის შემთხვევაშიც, ექიმმა უნდა იცოდეს სინდრომის ადრეულ ნიშნები, მისი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები.
სხვა
ისევე, როგორც სხვა მიორელაქსანტების გამოყენებისას, პრეპარატის მიღებამდე უნდა იყოს ნორმალიზებული ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი ბალანსი.
ჰიპოთერმიამ შეიძლება გაახანგრძლივოს პრეპარატ არდუანის მოქმედება.
ჰიპოკალიემიამ, დიგიტალიზაციამ, დიურეზულების გამოყენებამ, ჰიპერმაგნიემიამ, ჰიპოკალციემიამ (ტრანსფუზიის შედეგად), დეჰიდრატაციამ, აციდოზმა, ჰიპოპროტეინემიამ, ჰიპერკაპნიამ, კახექსიამ შეიძლება გააძლიეროს და გაახანგრძლივოს პრეპარატ არდუანის მოქმედება.
სხვა მიორელაქსანტების მსგავსად, არდუანს შეუძლია შეამციროს ნაწილობრივი თრომბოპლასტინური და პროთრომბინური დრო.
მაგნიუმის მარილები აძლიერებენ ნერვ-კუნთოვან ბლოკადას, ამიტომ ორსულ ქალებში, რომლებიც იღებენ მაგნიუმის მარილების შემცველ პრეპარატებს ტოქსიკოზის სამკურნალოდ, შეიძლება გაძნელდეს ნერვ-კუნთოვანი გამტარობის აღდგენა. ასეთ შემთხვევებში უნდა იქნას გამოყენებული პერიფერიული ნერვების სტიმულატორი.
დამხმარე ნივთიერებები
პრეპარატი არდუანი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) გამხსნელის ერთ ამპულაში, ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატ არდუანის მიორელაქსანტული მოქმედების შეწყვეტიდან პირველი 24 საათის განმავლობაში არ არის რეკომენდებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.
შეფუთვა
ფლაკონი ინექციებისათვის: გამჭვირვალე შუშის ფლაკონი 10 მლ მოცულობით, რეზინის
საცობით, რომელსაც აქვს კომბინირებული თავსახური “ flipp-off”.
ამპულა გამხსნელით: უფერო გამჭვირვალე შუშის ფლაკონი მსხვრევის წერტილით, 2 მლ მოცულობით.
5 მუყაოს პალეტი ფლაკონებით და ამპულებით ( 5 ფლაკონი და 5 ამპულა თითოეულში) მუყაოს ყუთში თანდართული გამოყენების ინსტრუქციით.
შენახვის პირობები
ინახება +2◦С-დან +8◦С ტემპერატურამდე, სინათლისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, აკრძალულია საცალო რეალიზაცია, გაიცემა მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე დაწესებულებებზე (პერიფერიული მიორელაქსანტები)
ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ
ლიოფილიზატი :
ღსს " გედეონ რიხტერი"
1103 ბუდაპეშტი, დომროის ქუჩა , 19-21, უნგრეთი
გამხსნელი:
ჰემოფარმი ა.დ. , ვრშაცი, სერბეთი
შემფუთავი
ღსს " გედეონ რიხტერი"
1103 ბუდაპეშტი, დომროის ქუჩა , 19-21, უნგრეთი
კომპანია, რომელიც წარმოადგენს მწარმოებლისა და განმცხადებლის ინტერესებს:
ღსს " გედეონ რიხტერი"
1103 ბუდაპეშტი, დომროის ქუჩა , 19-21, უნგრეთი.
ცხელი ხაზის ნომერი (ზარი უფასოა!): 7-800-555-00777
ელექტრონული მისამართი: drugsafety @ g - richter .ru
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.