სოტალოლი გამოიყენება არარეგულარული გულისცემის (არითმიის) სამკურნალოდ. ეს შეიძლება გამოიწვეული იყოს გულის ქვედა საკნებით (პარკუჭოვანი არითმია). როგორ მოქმედებს სოტალოლი? სოტალოლს აქვს როგორც ბეტა-ბლოკატორული, ისე ანტიარითმიული თვისებები. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- სოტალოლი (sotalol)
- ფორმა და შეფუთვა
- 160მგ ტაბლეტი №100 (პირველადი შეფუთვით)
- მწარმოებელი
- Apotex Inc.,, კანადა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ბეტა ბლოკატორები, არასელექციური ბეტა ბლოკატორები
- ATC კოდი
- C07AA07
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040976
- რეგისტრირებულია
- 15 მაისი 2024, მოქმედებს 15 მაისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
აპო-სოტალოლი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
სოტალოლი გამოიყენება არარეგულარული გულისცემის (არითმიის) სამკურნალოდ. ეს შეიძლება გამოიწვეული იყოს გულის ქვედა საკნებით (პარკუჭოვანი არითმია).
როგორ მოქმედებს სოტალოლი?
სოტალოლს აქვს როგორც ბეტა-ბლოკატორული, ისე ანტიარითმიული თვისებები. ეს პრეპარატი იწვევს გულისცემის სიხშირის დათრგუნვას და კუმშვადობის გაძლიერებას, შედეგად ნელდება გულისცემის სიხშირე და ქვეითდება გულის კუნთის კუმშვადობის თანდაყოლილი უნარი.
მიღების წესი და დოზირება
სოტალოლის მიცემა პაციენტისათვის უნდა მოხდეს სამედიცინო სპეციალისტის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში;
მკურნალი ექიმი მკურნალობას დაიწყებს პატარა დოზებით. საჭიროა გულისცემისა და გულის რითმის ყურადღებითი მონიტორინგი. დოზა შეიძლება შეიცვალოს მკურნალობის მიმართ პასუხის გაკონტროლების შემდეგ.
რეკომენდებული დოზაა:
რეკომენდებული დღიური დოზაა 80 მგ და 320 მგ. ზოგიერთი პაციენტი საჭიროებს 640 მგ-მდე დოზას დღეში ან ზოგჯერ ექიმმა შეიძლება დანიშნოს განსხვავებული დოზა.
ბავშვები:
სოტალოლი არ არის რეკომენდებული ბავშვებში გამოსაყენებლად.
თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები:
თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტება უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან სათანადო დოზირების შესახებ.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია სოტალოლის ჰიდროქლორიდის ან მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
თუ პაციენტს აღენიშნება ასთმა, ხმაურიანი სუნთქვის შეტევები ან ფილტვების სხვა დაავადება;
თუ პაციენტს აღენიშნება ძალიან ნელი გულისცემის სიხშირე (ბრადიკარდია), სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი ან QT ინტერვალის გახანგრძლივება;
თუ პაციენტს აღენიშნება მეორე ან მესამე ხარისხის AV ბლოკი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იმპლანტირებულია ფუნქციონირებადი კარდიოსტიმულატორი;
თუ პაციენტს კარდიოგენური შოკი აქვს და მკურნალობა უტარდება ანესთეზიით მიოკარდიული დეპრესიის გამოსაწვევად.
სოტალოლი მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, რათა თავიდან იქნას აცილებული გვერდითი მოვლენები და პრეპარატი სწორად იქნას მიღებული. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან პრობლემების შესახებ, მათ შორის:
თუ პაციენტს აღენიშნება გულთან დაკავშირებული სხვა პრობლემები;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პპრობლემები;
თუ პაციენტს ალერგიული რეაქციის ანამნეზი აქვს;
თუ პაციენტს ღვიძლის პრობლემები აქვს;
თუ პაციენტს აქვს ან ახლო წარსულში ჰქონდა დიარეა, ან ახლო წარსულში ჰქონდა მძიმე დიარეა ან შეტევა, რომელიც ხანგრძლივი იყო, რადგან ეს გავლენას ახდენს ორგანზმში კალიუმის და მაგნიუმის დონეზე და შეიძლება მიზანშეწონილი არ იყოს სოტალოლის ტაბლეტების მიღება;
თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი;
თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერთირეოზი. რადგან სოტალოლმა შეიძლება შენიღბოს სიმპტომები ან გაუარესდეს მდგომარეობა მკურნალობის უეცრად შეწყვეტისას;
თუ პაციენტს ესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია, უნდა აცნობოს ექიმს ან ანესთეზიოლოგს, რომ იღებს სოტალოლს;
ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში;
ძუძუთი კვების დროს.
სხვა გაფრთხილებები, რომლის შესახებ უნდა იცოდეს პაციენტმა:
არ უნდა შეწყდეს ტაბლეტების მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა ტაბლეტების მიღების სრულად შეწყვეტამდე. მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
სოტალოლის ტაბლეტების მიღების უეცრად შეწყვეტისას შეიძლება განვითარდეს მოხსნის სიმპტომები, მათ შორის სტენოკარდიის (მკერდის არეში ტკივილის ტიპის) გამწვავების, არითმიის და ზოგიერთ შემთხვევაში მიოკარდიუმის ინფარქტის ჩათვლით.
მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს, თუ განვითარდა კანის გამონაყარი და საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა.
სოტალოლი არ არის რეკომენდებული ბავშვებში გამოსაყენებლად.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის თაობაზე, რომელსაც იღებს პაციენტი, ვიტამინების, მინერალების, ბუნებრივი დანამატების ან ალტერნატიული მედიკამენტების ჩათვლით.
ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტები შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდნენ სოტალოლთან:
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის, გულის უკმარისობის ან არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ (როგორიცაა: დიზოპირამიდი, ქინიდინი და პროკაინიმიდი, ამიოდარონი და დიგოქსინი);
მედიკამენტები, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს (ეკგ-ის ცვლილების ტიპი), როგორიცაა სხვა ანტიარითმიული პრეპარატები, ფენოთიაზინები და ლითიუმი (გამოიყენება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალოდ), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ), ტერფენადინი და ასტემიზოლი (გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ), ერითრომიცინი (გამოიყენება ყელის ინფექციების სამკურნალოდ) და თხევადი პროტეინების დიეტა;
კალციუმის არხების ბლოკატორები (გამოიყენება სისხლის წნევის დასაქვეითებლად);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, როგორიცაა რეზერპინი, გუანეთიდინი და კლინიდინი;
ინსულინი და სხვა ანტიდიაბეტური მედიკამენტები;
სალბუტამოლი, ტერბუტალინი და იზოპრენალინი (გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ).
გვერდითი მოვლენები
გულისრევა
ღებინება
თავბრუსხვევა
ზოგადი სისუსტე
დაღლილობა
მძიმე გვერდითი მოვლენები და მათი მართვა
სიმპტომი/ეფექტი
სამედიცინო სპეციალისტთან კონსულტაცია
მედიკამენტის მიღების შეწყვეტა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა
მხოლოდ მძიმე შემთხვევაში
ყველა შემთხვევაში
გულის პრობლემები: შენელებული გულისცემა, არარეგულარული გულისცემა, ძალიან აჩქარებული გულისცემა, მკერდის ტკივილი, გულისწასვლა
გულის უკმარისობა: ქოშინი, ტერფების ან ფეხების შეშუპება სითხის შეკავების გამო, დაღლილობის შეგრძნება
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი
ფოტომგრძნობელობა:
კანის გაზრდილი მგრძნობელობა მზეზე (როგორიცაა სიწითლე, ქავილი, შესივება, ბლისტერების განვითარება)
სისხლთან დაკავშირებული პრობლემები:
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება: სისხლდენის ან სისხლჩაქცევების ჩვეულებრივზე ადვილად განვითარება.
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება: ხშირი ინფექციები, როგორიცაა ცხელება, ძლიერი შემცივნება, ყელის ტკივილი ან პირის ღრუს წყლულები.
რესპირატორული პრობლემები:
სუნთქვის გაძნელება
კუნთების ტკივილი, კუნთების დაჭიმულობა ან სისუსტე
უჩვეულო თმის ცვენა ან გათხელება
თუ ვითარდება შემაწუხებელი სიმპტომი ან ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, ან გვერდითი მოვლენა პაციენტის ყოველდღიურ აქტივობაზე ახდენს გავლენას, საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში კანადის ჯანდაცვას შეიძლება ეცნობოს შემდეგი გზით:
გვერდითი მოვლენების შეტყობინების შესახებ ვებ-გვერდით (http://www.canada.ca/en/health-canada/services/drugs-health-products/medeffect-canada/adverse-reaction-reporting.html) ინფორმაციის მისაღებად, როგორ უნდა მოხდეს შეტყობინება ონლაინ, ფოსტით ან ფაქსით; ან
უფასო ტელეფონის ნომერზე: 1-866-234-2345
შენიშვნა: გვერდითი მოვლენების მართვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, საჭიროა ჯანდაცვის სპეციალისტთან მიმართვა. კანადის უსაფრთხოების პროგრამის მიერ არ ხდება სამედიცინო ხასიათის რჩევების მიწოდება.
ჭარბი დოზა
სოტალოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან, საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში ან ინტოქსიკაციის რეგიონულ ცენტრში მიმართვა, მაშინაც კი, თუ პაციენტის არ აღინიშნება რაიმე სიმპტომი.
დოზის გამოტოვება:
სოტალოლის დოზის დავიწყების შემთხვევაში, საჭიროა მისი მიღება გახსენებისთანავე. მაგრამ, თუ მოახლოებულია მომდევნო დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნას გამოტოვებული. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება.
სოტალოლის შესაძლო გვერდითი მოვლენები
ეს არ არის სოტალოლის მიღების შემდეგ ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენის ჩამონათვალი. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, უნდა აცნობოს სამედიცინო სპეციალისტს:
შემადგენლობა
აქტიური ნივთერებაა: სოტალოლის ჰიდროქლორიდი.
დამხმარე ნივთიერებებია: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, დექსტრატები, ინდიგოტინი (ლურჯი #2), მაგნიუმის სტეარატი და მეთილცელულოზა.
სოტალოლის დოზირების ფორმებია:
ტაბლეტები: 80 მგ, 160 მგ.
შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-30C).
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას.
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
სოტალოლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:
საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა;
სამედიცინო სპეციალისტებისათვის განკუთვნილი პროდუქტის სრული მონოგრაფიის, მოიცავს პაციენტებისათვის მედიკამენტის შესახებ ინფორმაციასაც, გაცნობა შესალებელია კანადის ჯანდაცვის ვებ-გვერდზე: (https://www.canada.ca/ en/health-canada/services/drugs-health-products/drug-products/ drug-product-database.html). გამოყენების ინსტრუქციის ნახვა შეიძლება მწარმოებლის ვებ-გვერდზე: http://www/apotex.ca/products ან ტელეფონზე დარეკვით: 1-800-667-4708.
აღნიშნული ინსტრუქცია მომზადდა: აპოტექს ინკ, 150 სიგნეტ დრაივ, ტორონტო, ონტარიო, M9L 1T9.
უკანასკნელი შესწორების თარიღი: 2021 წლის 26 თებერვალი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
მედიკამენტის შესახებ ინფორმაცია პაციენტისათვის
საჭიროა ინფორმაციის წაკითხვა მედიკამენტის უსაფრთხოდ და ეფექტიანად გამოსაყენებლად
სოტალოლი
სოტალოლის ტაბლეტები BP
საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა სოტალოლის მიღების დაწყებამდე და ყოველთვის მკურნალობის ხელახლა დაწყებამდე.. ინსტრუქცია წარმოადგენს შეჯამებას და არ მოიცავს სრულ ინფორმაციას მედიკამენტის შესახებ. საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან კონსულტაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის, სოტალოლის შესახებ ახლი ინფორმაციის მისაღებად.
სერიოზული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
სოტალოლმა შეიძლება გააუარესოს ან გამოიწვიოს არარეგულარული გულისცემა (არითმია)
რისთვის გამოიყენება სოტალოლი?
სოტალოლი გამოიყენება არარეგულარული გულისცემის (არითმიის) სამკურნალოდ. ეს შეიძლება გამოიწვეული იყოს გულის ქვედა საკნებით (პარკუჭოვანი არითმია).
როგორ მოქმედებს სოტალოლი?
სოტალოლს აქვს როგორც ბეტა-ბლოკატორული, ისე ანტიარითმიული თვისებები. ეს პრეპარატი იწვევს გულისცემის სიხშირის დათრგუნვას და კუმშვადობის გაძლიერებას, შედეგად ნელდება გულისცემის სიხშირე და ქვეითდება გულის კუნთის კუმშვადობის თანდაყოლილი უნარი.
რას შეიცავს სოტალოლი?
აქტიური ნივთერებაა: სოტალოლის ჰიდროქლორიდი.
დამხმარე ნივთიერებებია: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, დექსტრატები, ინდიგოტინი (ლურჯი #2), მაგნიუმის სტეარატი და მეთილცელულოზა.
სოტალოლის დოზირების ფორმებია:
ტაბლეტები: 80 მგ, 160 მგ.
დაუშვებელია სოტალოლის გამოყენება:
თუ პაციენტი ალერგიულია სოტალოლის ჰიდროქლორიდის ან მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
თუ პაციენტს აღენიშნება ასთმა, ხმაურიანი სუნთქვის შეტევები ან ფილტვების სხვა დაავადება;
თუ პაციენტს აღენიშნება ძალიან ნელი გულისცემის სიხშირე (ბრადიკარდია), სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი ან QT ინტერვალის გახანგრძლივება;
თუ პაციენტს აღენიშნება მეორე ან მესამე ხარისხის AV ბლოკი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იმპლანტირებულია ფუნქციონირებადი კარდიოსტიმულატორი;
თუ პაციენტს კარდიოგენური შოკი აქვს და მკურნალობა უტარდება ანესთეზიით მიოკარდიული დეპრესიის გამოსაწვევად.
სოტალოლი მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია, რათა თავიდან იქნას აცილებული გვერდითი მოვლენები და პრეპარატი სწორად იქნას მიღებული. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან პრობლემების შესახებ, მათ შორის:
თუ პაციენტს აღენიშნება გულთან დაკავშირებული სხვა პრობლემები;
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პპრობლემები;
თუ პაციენტს ალერგიული რეაქციის ანამნეზი აქვს;
თუ პაციენტს ღვიძლის პრობლემები აქვს;
თუ პაციენტს აქვს ან ახლო წარსულში ჰქონდა დიარეა, ან ახლო წარსულში ჰქონდა მძიმე დიარეა ან შეტევა, რომელიც ხანგრძლივი იყო, რადგან ეს გავლენას ახდენს ორგანზმში კალიუმის და მაგნიუმის დონეზე და შეიძლება მიზანშეწონილი არ იყოს სოტალოლის ტაბლეტების მიღება;
თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი;
თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერთირეოზი. რადგან სოტალოლმა შეიძლება შენიღბოს სიმპტომები ან გაუარესდეს მდგომარეობა მკურნალობის უეცრად შეწყვეტისას;
თუ პაციენტს ესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია, უნდა აცნობოს ექიმს ან ანესთეზიოლოგს, რომ იღებს სოტალოლს;
ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში;
ძუძუთი კვების დროს.
სხვა გაფრთხილებები, რომლის შესახებ უნდა იცოდეს პაციენტმა:
არ უნდა შეწყდეს ტაბლეტების მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეამციროს დოზა ტაბლეტების მიღების სრულად შეწყვეტამდე. მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
სოტალოლის ტაბლეტების მიღების უეცრად შეწყვეტისას შეიძლება განვითარდეს მოხსნის სიმპტომები, მათ შორის სტენოკარდიის (მკერდის არეში ტკივილის ტიპის) გამწვავების, არითმიის და ზოგიერთ შემთხვევაში მიოკარდიუმის ინფარქტის ჩათვლით.
მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს, თუ განვითარდა კანის გამონაყარი და საჭიროა მკურნალ ექიმთან მიმართვა.
სოტალოლი არ არის რეკომენდებული ბავშვებში გამოსაყენებლად.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ყველა იმ პრეპარატის თაობაზე, რომელსაც იღებს პაციენტი, ვიტამინების, მინერალების, ბუნებრივი დანამატების ან ალტერნატიული მედიკამენტების ჩათვლით.
ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტები შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდნენ სოტალოლთან:
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის, გულის უკმარისობის ან არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ (როგორიცაა: დიზოპირამიდი, ქინიდინი და პროკაინიმიდი, ამიოდარონი და დიგოქსინი);
მედიკამენტები, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს (ეკგ-ის ცვლილების ტიპი), როგორიცაა სხვა ანტიარითმიული პრეპარატები, ფენოთიაზინები და ლითიუმი (გამოიყენება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სამკურნალოდ), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ), ტერფენადინი და ასტემიზოლი (გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ), ერითრომიცინი (გამოიყენება ყელის ინფექციების სამკურნალოდ) და თხევადი პროტეინების დიეტა;
კალციუმის არხების ბლოკატორები (გამოიყენება სისხლის წნევის დასაქვეითებლად);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, როგორიცაა რეზერპინი, გუანეთიდინი და კლინიდინი;
ინსულინი და სხვა ანტიდიაბეტური მედიკამენტები;
სალბუტამოლი, ტერბუტალინი და იზოპრენალინი (გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ).
სოტალოლის მიღების წესი
სოტალოლის მიცემა პაციენტისათვის უნდა მოხდეს სამედიცინო სპეციალისტის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში;
მკურნალი ექიმი მკურნალობას დაიწყებს პატარა დოზებით. საჭიროა გულისცემისა და გულის რითმის ყურადღებითი მონიტორინგი. დოზა შეიძლება შეიცვალოს მკურნალობის მიმართ პასუხის გაკონტროლების შემდეგ.
რეკომენდებული დოზაა:
რეკომენდებული დღიური დოზაა 80 მგ და 320 მგ. ზოგიერთი პაციენტი საჭიროებს 640 მგ-მდე დოზას დღეში ან ზოგჯერ ექიმმა შეიძლება დანიშნოს განსხვავებული დოზა.
ბავშვები:
სოტალოლი არ არის რეკომენდებული ბავშვებში გამოსაყენებლად.
თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები:
თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტება უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან სათანადო დოზირების შესახებ.
დოზის გადაჭარბება:
სოტალოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან, საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში ან ინტოქსიკაციის რეგიონულ ცენტრში მიმართვა, მაშინაც კი, თუ პაციენტის არ აღინიშნება რაიმე სიმპტომი.
დოზის გამოტოვება:
სოტალოლის დოზის დავიწყების შემთხვევაში, საჭიროა მისი მიღება გახსენებისთანავე. მაგრამ, თუ მოახლოებულია მომდევნო დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნას გამოტოვებული. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება.
სოტალოლის შესაძლო გვერდითი მოვლენები
ეს არ არის სოტალოლის მიღების შემდეგ ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენის ჩამონათვალი. თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, უნდა აცნობოს სამედიცინო სპეციალისტს:
გვერდითი მოვლენების მოიცავს:
გულისრევა
ღებინება
თავბრუსხვევა
ზოგადი სისუსტე
დაღლილობა
მძიმე გვერდითი მოვლენები და მათი მართვა
სიმპტომი/ეფექტი
სამედიცინო სპეციალისტთან კონსულტაცია
მედიკამენტის მიღების შეწყვეტა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა
მხოლოდ მძიმე შემთხვევაში
ყველა შემთხვევაში
გულის პრობლემები: შენელებული გულისცემა, არარეგულარული გულისცემა, ძალიან აჩქარებული გულისცემა, მკერდის ტკივილი, გულისწასვლა
გულის უკმარისობა: ქოშინი, ტერფების ან ფეხების შეშუპება სითხის შეკავების გამო, დაღლილობის შეგრძნება
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი
ფოტომგრძნობელობა:
კანის გაზრდილი მგრძნობელობა მზეზე (როგორიცაა სიწითლე, ქავილი, შესივება, ბლისტერების განვითარება)
სისხლთან დაკავშირებული პრობლემები:
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება: სისხლდენის ან სისხლჩაქცევების ჩვეულებრივზე ადვილად განვითარება.
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება: ხშირი ინფექციები, როგორიცაა ცხელება, ძლიერი შემცივნება, ყელის ტკივილი ან პირის ღრუს წყლულები.
რესპირატორული პრობლემები:
სუნთქვის გაძნელება
კუნთების ტკივილი, კუნთების დაჭიმულობა ან სისუსტე
უჩვეულო თმის ცვენა ან გათხელება
თუ ვითარდება შემაწუხებელი სიმპტომი ან ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, ან გვერდითი მოვლენა პაციენტის ყოველდღიურ აქტივობაზე ახდენს გავლენას, საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში კანადის ჯანდაცვას შეიძლება ეცნობოს შემდეგი გზით:
გვერდითი მოვლენების შეტყობინების შესახებ ვებ-გვერდით (http://www.canada.ca/en/health-canada/services/drugs-health-products/medeffect-canada/adverse-reaction-reporting.html) ინფორმაციის მისაღებად, როგორ უნდა მოხდეს შეტყობინება ონლაინ, ფოსტით ან ფაქსით; ან
უფასო ტელეფონის ნომერზე: 1-866-234-2345
შენიშვნა: გვერდითი მოვლენების მართვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, საჭიროა ჯანდაცვის სპეციალისტთან მიმართვა. კანადის უსაფრთხოების პროგრამის მიერ არ ხდება სამედიცინო ხასიათის რჩევების მიწოდება.
შენახვის წესი:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-30C).
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას.
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
სოტალოლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:
საჭიროა სამედიცინო სპეციალისტთან მიმართვა;
სამედიცინო სპეციალისტებისათვის განკუთვნილი პროდუქტის სრული მონოგრაფიის, მოიცავს პაციენტებისათვის მედიკამენტის შესახებ ინფორმაციასაც, გაცნობა შესალებელია კანადის ჯანდაცვის ვებ-გვერდზე: (https://www.canada.ca/ en/health-canada/services/drugs-health-products/drug-products/ drug-product-database.html). გამოყენების ინსტრუქციის ნახვა შეიძლება მწარმოებლის ვებ-გვერდზე: http://www/apotex.ca/products ან ტელეფონზე დარეკვით: 1-800-667-4708.
აღნიშნული ინსტრუქცია მომზადდა: აპოტექს ინკ, 150 სიგნეტ დრაივ, ტორონტო, ონტარიო, M9L 1T9.
უკანასკნელი შესწორების თარიღი: 2021 წლის 26 თებერვალი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


