აპო-დაპაგლიფლოზინი
ᴾᴿAPO-DAPAGLIFLOZIN
აპო-დაპაგლიფლოზინი გამოიყენება დიეტასა და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად: მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილ პაციენტებში სისხლში გლუკოზის დონის გასაუმჯობესებლად. აპო-დაპაგლიფლოზინის გამოყენება შესაძლებელია: მონოთერაპიის სახით, მეტფორმინის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში; მეტფორმინთან ერთად; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დაპაგლიფლოზინი (dapagliflozin)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ შემოგარსული ტაბლეტი №30
- მწარმოებელი
- Apotex Inc., კანადა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, ნატრიუმ - გლუკოზის კო-ტრანსპორტერ 2-ის (SGLT 2) ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- A10BK01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045216
- რეგისტრირებულია
- 15 აპრილი 2026, მოქმედებს 15 აპრილი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
აპო-დაპაგლიფლოზინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აპო-დაპაგლიფლოზინი გამოიყენება დიეტასა და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად:
მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილ პაციენტებში სისხლში გლუკოზის დონის გასაუმჯობესებლად. აპო-დაპაგლიფლოზინის გამოყენება შესაძლებელია:
მონოთერაპიის სახით, მეტფორმინის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში;
მეტფორმინთან ერთად;
სულფონილურეას ჯგუფის პრეპარატთან ერთად;
მეტფორმინსა და სულფონილურეასთან ერთად;
სიტაგლიპტინთან ერთად (მეტფორმინთან კომბინაციაში ან მის გარეშე);
ინსულინთან ერთად (მეტფორმინთან კომბინაციაში ან მის გარეშე).
გულის უკმარისობით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის რისკის შესამცირებლად მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც:
აღენიშნებათ მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი; და
აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ან იმყოფებიან მათი განვითარების რისკის ქვეშ (გულისა და სისხლძარღვების პათოლოგიები).
აპო-დაპაგლიფლოზინი, სხვა მედიკამენტებთან ერთად, გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში, გულის უკმარისობის სამკურნალოდ (მდგომარეობა, როდესაც გული სათანადოდ ვერ ამარაგებს ორგანიზმს სისხლით). აღნიშნულ პაციენტებში აპო-დაპაგლიფლოზინი ამცირებს შემდეგი მდგომარეობების რისკს:
გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებით გამოწვეული სიკვდილი;
გულის უკმარისობით გამოწვეული ჰოსპიტალიზაცია ან გადაუდებელი სამედიცინო ვიზიტები.
აპო-დაპაგლიფლოზინი გამოიყენება თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე მოზრდილ პაციენტებში, შემდეგი რისკების შესამცირებლად:
თირკმლის ფუნქციის შემდგომი დაქვეითება;
თირკმლის დაავადების პროგრესირება ტერმინალურ სტადიამდე;
გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებით ან თირკმლის უკმარისობით გამოწვეული სიკვდილი.
აპო-დაპაგლიფლოზინის მოქმებების მექანიზმი:
აპო-დაპაგლიფლოზინი მიეკუთვნება ნატრიუმ-გლუკოზას კოტრანსპორტერი 2-ის (SGLT2) ინჰიბიტორთა ჯგუფის პრეპარატებს. აღნიშნული მედიკამენტები ზრდიან თირკმელების მიერ შაქრის გამოდევნას, რაც ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. აპო-დაპაგლიფლოზინს ასევე გააჩნია სასარგებლო გავლენა გულსა და თირკმელებზე.
აპო-დაპაგლიფლოზინის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები: დაპაგლიფლოზინი.
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლაქტოზა, კროსპოვიდონი, რკინის ყვითელი ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი, პოლივინილის სპირტი, ტალკი და ტიტანის დიოქსიდი.
აპო-დაპაგლიფლოზინი გამოდის შემდეგი დოზირებული ფორმებით:
ტაბლეტები: 5 მგ და 10 მგ.
აპო-დაპაგლიფლოზინი არ გამოიყენება თუ პაციენტი:
ალერგიულია დაპაგლიფლოზინის ან აპო-დაპაგლიფლოზინის შემადგენელი ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ;
იმყოფება დიალიზზე.
გვერდითი მოვლენების თავიდან აცილებისა და პრეპარატის სწორად გამოყენების მიზნით, აპო-დაპაგლიფლოზინის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ჯანდაცვის სპეციალისტთან კონსულტაცია. ექიმს უნდა ეცნობოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შესახებ, განსაკუთრებით თუ პაციენტს:
აღენიშნება 1-ლი ტიპის შაქრიანი დიაბეტი (ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ინსულინს). 1-ლი ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში აპო-დაპაგლიფლოზინის გამოყენება დაუშვებელია;
აქვს დიაბეტური კეტოაციდოზის (დკა) განვითარების მომატებული რისკი, მათ შორის თუ:
არის გაუწყლოვნებული ან აღენიშნება ჭარბი ღებინება, დიარეა ან ოფლიანობა;
იმყოფება დიეტაზე ნახშირწყლების მკაცრი შეზღუდვით;
არ მიუღია საკვები ნანგრძლივი პერიოდის განმავლობაში;
საკვებს ღებულობს მცირე რაოდენობით ან შეცვლილი აქვს კვების რეჟიმი;
მოიხმარს დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;
აქვს ან წარსულში ჰქონდა პანკრეასთან (კუჭქვეშა ჯირკვალთან) დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის პანკრეატიტი ან გადატანილი აქვს ოპერაცია პანკრეასზე.
საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას ქირურგიული ჩარევის, სერიოზული ინფექციის ან მნიშვნელოვანი დაავადების გამო. დაგეგმილი ქირურგიული ოპერაციის შემთხვევაში (ოპერაციამდე და მის შემდეგ), ან რთული ქირურგიული ჩარევის, სერიოზული ინფექციის ან მძიმე დაავადების გამო ჰოსპიტალიზაციისას, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეწყვიტოს აპო-დაპაგლიფლოზინით მკურნალობა. პრეპარატის მიღების შეწყვეტისა და განახლების თაობაზე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია;
ერთბაშად შეუმცირდა ინსულინის დოზა;
ანამნეზში აღინიშნება დკა.
არის 65 წლის ან მეტი ასაკის;
აქვს ან წარსულში ჰქონია თირკმლის ნებისმიერი პრობლემა;
თირკმლის პრობლემების სამკურნალოდ ჩატარებული აქვს იმუნოსუპრესიული თერაპია (მკურნალობა, რომელიც ამცირებს იმუნური სისტემის აქტივობას);
იმყოფება დიალიზზე;
აქვს ან ოდესმე ჰქონია ღვიძლის დაავადება;
აქვს დაბალი არტერიული წნევა;
აქვს ან ოდესმე ჰქონია გულის დაავადება ან გულის უკმარისობა;
იღებს არტერიული წნევის დამწევ მედიკამენტებს, მათ შორის შარდმდენებს. აპო-დაპაგლიფლოზინის ამ მედიკამენტებთან ერთად მიღებამ შესაძლოა გაზარდოს დეჰიდრატაციის რისკი;
იღებს სისხლში შაქრის დონის დამწევ მედიკამენტებს. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს დიაბეტის კონტროლისთვის;
ანამნეზში აღინიშნება საშოს ან ასოს სოკოვანი ინფექცია;
ანამნეზში აღინიშნება საშარდე გზების ინფექციები;
აქვს ანტი-ნეიტროფილურ ციტოპლაზმურ ანტისხეულებთან (ANCA) ასოცირებული ვასკულიტი (აუტოიმუნური დაავადება, რომელიც აზიანებს წვრილ სისხლძარღვებს);
აქვს ზოგიერთი რძის შაქრის აუტანლობა. აპო-დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას.
სხვა გაფრთხილებები:
აპო-დაპაგლიფლოზინმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის:
ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა): აღნიშნული ხშირია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლში შაქრის (გლუკოზის) მაღალი დონე.
ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე) მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში: აპო-დაპაგლიფლოზინმა, სხვა ანტიდიაბეტურ საშუალებებთან (მათ შორის ინსულინთან) ერთად გამოყენებისას, შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დაქვეითება. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეცვალოს ინსულინის ან სხვა ანტიდიაბეტური მედიკამენტების დოზა აპო-დაპაგლიფლოზინის მიღებისას. აღნიშნული საჭიროა მკურნალობის განმავლობაში სისხლში შაქრის დონის ნორმის ფარგლებში შესანარჩუნებლად.
სოკოვანი ინფექცია: აპო-დაპაგლიფლოზინი ზრდის საშოს ან ასოს სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკს, განსაკუთრებით ანამნეზში აღნიშნული ინფექციის არსებობისას.
საშარდე გზების ინფექცია.
უროსეფსისი: წარმოადგენს მძიმე ინფექციას, რომელიც ვრცელდება საშარდე გზებიდან მთელ ორგანიზმში. სათანადო მკურნალობის გარეშე, აღნიშნული სერიოზული და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. მისი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა აპო-დაპაგლიფლოზინის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღება.
ფურნიეს განგრენა: სერიოზული ინფექცია, რომელიც აზიანებს საზარდულის მიდამოს რბილ ქსოვილებს. ფურნიეს განგრენის იშვიათი შემთხვევები აღინიშნა მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში SGLT2 ინჰიბიტორებით (მაგალითად, აპო-დაპაგლიფლოზინით) მკურნალობისას. აღნიშნული მდგომარეობა სერიოზულია და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სიცოცხლეს. მისი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა აპო-დაპაგლიფლოზინის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღება.
თირკმლის პრობლემები მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში: აღნიშნული შესაძლოა განვითარდეს აპო-დაპაგლიფლოზინის მიღების დაწყებიდან მალევე.
მიღების წესი და დოზირება
აპო-დაპაგლიფლოზინი მიიღება:
მკურნალი ექიმის დანიშნულების შესაბამისად;
დღეში ერთხელ;
დღის ნებისმიერ მონაკვეთში;
პერორალურად;
საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად. დაუშვებელია აპო-დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების გაჭრა ან გაყოფა.
რეკომენდებული დოზა:
აპო-დაპაგლიფლოზინის დოზა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობასა და მკურნალობის შედეგებზე.
მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები:
სისხლში შაქრის დონის გასაკონტროლებლად: რეკომენდებული საწყისი დღიური დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 5 მგ-ს ერთხელ დღეში. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა დღეში 10 მგ-მდე.
გულის უკმარისობით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის რისკის შესამცირებლად: რეკომენდებული დღური დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეში.
გულის უკმარისობის ან თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები:
რეკომენდებული დღური დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის დროს აპო-დაპაგლიფლოზინის გამოყენება არ არის რეკომენდებული. უცნობია, ახდენს თუ არა პრეპარატი ნაყოფზე მავნე ზეგავლენას. მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგენის შემთხვევაში, საჭიროა მედიკამენტის მიღების შეწყვეტა და მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია.
ძუძუთი კვება:
ძუძუთი კვების პერიოდში აპო-დაპაგლიფლოზინის გამოყენება არ არის რეკომენდებული. უცნობია, გადადის თუ არა დაპაგლიფლოზინი რძეში და აზიანებს თუ არა ჩვილს. თუ აპო-დაპაგლიფლოზინით მკურნალობის ფონზე იგეგმება ძუძუთი კვება, ბავშვის კვების მეთოდებთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
ბავშვები და მოზარდები:
18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში აპო-დაპაგლიფლოზინი არ გამოიყენება.
გამოკვლევები და ანალიზები:
აპო-დაპაგლიფლოზინით მკურნალობის დაწყებამდე და/ან მკურნალობის პროცესში, ექიმმა შესაძლოა ჩაატაროს გარკვეული გამოკვლევები. აღნიშნული ანალიზებით მოწმდება:
სისხლში ქოლესტერინის (ცხიმის ერთ-ერთი სახეობა) დონე;
სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) რაოდენობა;
სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონე;
თირკმლის ფუნქცია;
სისხლის მოცულობა;
სისხლში ელექტროლიტების დონე.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეცვალოს დოზა, დროებით შეაჩეროს ან შეწყვიტოს აპო-დაპაგლიფლოზინით თერაპია.
აპო-დაპაგლიფლოზინით მკურნალობისას, შარდის ანალიზი შაქარზე (გლუკოზაზე) დადებით შედეგს აჩვენებს.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, მათ შორის ნებისმიერი მედიკამენტის, ვიტამინის, მინერალის, ბუნებრივი დანამატის ან ალტერნატიული მედიცინის საშუალების შესახებ.
აპო-დაპაგლიფლოზინთან ურთიერთქმედება შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი მედიკამენტების მიღებისას:
დიაბეტის სამკურნალო (სისხლში შაქრის დონის დამწევი) მედიკამენტები. აღნიშნული მოიცავს სულფონილურეას ჯგუფის მედიკამენტებს (მაგალითად: გლიბურიდი, გლიკლაზიდი ან გლიმეპირიდი) ან ინსულინს. აპო-დაპაგლიფლოზინის ამ მედიკამენტებთან ერთად მიღებამ შესაძლოა გაზარდოს სისხლში შაქრის დონის დაქვეითების რისკი. თითოეული მედიკამენტის დოზირებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტები, მათ შორის შარდმდენები. აპო-დაპაგლიფლოზინის ამ მედიკამენტებთან ერთად მიღებამ შესაძლოა გაზარდოს გაუწყლოვნების რისკი.
ლითიუმი. აპო-დაპაგლიფლოზინის ლითიუმთან ერთად მიღებამ შესაძლოა შეამციროს სისხლში ლითიუმის დონე. ლითიუმის დოზის ცვლილების საჭიროებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ისეთი ქმედებების განხორციელებამდე, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, უნდა დადგინდეს პრეპარატის გავლენა ორგანიზმზე. შესაძლოა აღინიშნოს თავბრუსხვევა, გონების დაკარგვის შეგრძნება ან გონების დაკარგვა, განსაკუთრებით აპო-დაპაგლიფლოზინის გამოყენებისას ინსულინთან ან დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან კომბინაციაში.
გვერდითი მოვლენები
ჩამონათვალი არ მოიცავს ყველა იმ გვერდით მოვლენას, რომელიც შესაძლოა განვითარდეს აპო-დაპაგლიფლოზინის მიღებისას. ნებისმიერი ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან დაკავშირება.
გვერდითი მოვლენები შესაძლოა მოიცავდეს:
ყელის ტკივილს;
გრიპს (ცხელება, დაღლილობა, სხეულის ტკივილი);
ცხვირის გაჭედვას ან გამონადენს ცხვირიდან;
ყაბზობას;
დიარეას;
გულისრევას;
ზურგის ტკივილს;
ტკივილს ხელებში, ფეხებში, მტევნებსა ან ტერფებში;
თავის ტკივილს;
გამონაყარს;
სახსრების ტკივილს.
თუ აღნიშნულიდან რომელიმე მძიმედ მიმდინარეობს, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
აპო-დაპაგლიფლოზინმა შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის ანალიზის შედეგების ცვლილება (ნორმიდან გადახრა). სისხლის ანალიზების ჩატარების ვადებს განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. ექიმი აცნობებს პაციენტს შედეგების ნორმიდან გადახრის შესახებ და განსაზღვრავს აღნიშნული გვერდითი მოვლენების კორექციისთვის მკურნალობის საჭიროებას.
სიმპტომი / ეფექტი
მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს
მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს
შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას
მხოლოდ მძიმე მიმდინარეობისას
ყველა შემთხვევაში
ხშირი
საშარდე გზების ინფექცია: ტკივილი ან წვის შეგრძნება შარდვისას, გახშირებული შარდვა, სისხლი შარდში, ტკივილი მენჯის არეში, შარდის მძაფრი სუნი, მღვრიე შარდი.
✓
საშოს სოკოვანი ინფექცია: ძლიერი ქავილი, წვა, მტკივნეულობა, გაღიზიანება და ხაჭოსებრი თეთრი ან მოთეთრო-მორუხო გამონადენი.
✓
ასოს სოკოვანი ინფექცია: ასოს თავის სიწითლე, შეშუპება და ქავილი, ჩუჩის ქვეშ სქელი, კოლტოვანი გამონადენი, არასასიამოვნო სუნი, ჩუჩის გადაწევის გაძნელება, ტკივილი შარდვისას ან სქესობრივი აქტის დროს.
✓
ნაკლებად ხშირი
სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია): პირის სიმშრალე ან წებოვნების შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან ჩვეულებრივზე იშვიათი შარდვა, წყურვილი.
✓
ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა): თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, გონების დაკარგვის შეგრძნება; შესაძლოა განვითარდეს წოლითი ან ჯდომითი პოზიციიდან ადგომისას.
✓
ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე) მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში: კანკალი, ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება, მხედველობის ცვლილება, შიმშილის შეგრძნება, თავის ტკივილი და გუნება-განწყობილების ცვლილება.
✓
იშვიათი
დიაბეტური კეტოაციდოზი (დკა) მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში: სუნთქვის გაძნელება, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, მადის დაკარგვა, ცნობიერების დაბინდვა, ძლიერი წყურვილის შეგრძნება, უჩვეულო დაღლილობა, ამონასუნთქ ჰაერში ტკბილი სუნი, პირში ტკბილი ან ლითონის გემო, ან შარდის/ოფლის სუნის ცვლილება.
✓
თირკმლის პრობლემები მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში: შარდის რაოდენობის, სიხშირის ან ფერის (ღია ან მუქი) ნებისმიერი ცვლილება.
✓
ფურნიეს განგრენა (საზარდულის მიდამოს რბილი ქსოვილების სერიოზული ინფექცია): ტკივილი ან მტკივნეულობა, კანის სიწითლე ან შეშუპება გენიტალურ ან შორისის მიდამოში, ცხელებით ან მის გარეშე, ან ძლიერი სისუსტის, დაღლილობის ან დისკომფორტის შეგრძნება.
✓
ძალიან იშვიათი
თირკმლის მწვავე ინფექცია: მტკივნეულობა შარდვისას, შარდვის იმპერატიული სურვილი ან გახშირებული შარდვა, ტკივილი წელის არეში (ფერდქვეშა მიდამოში), ცხელება ან შემცივნება, მღვრიე ან არასასიამოვნო სუნის მქონე შარდი, სისხლი შარდში.
✓
უროსეფსისი (მძიმე ინფექცია, რომელიც ვრცელდება საშარდე გზებიდან მთელ ორგანიზმში): ცხელება ან სხეულის დაბალი ტემპერატურა, შემცივნება, სუნთქვის გახშირება, გულისცემის აჩქარება, ტკივილი შარდვისას, შარდვის გაძნელება, გახშირებული შარდვა.
✓
პანკრეატიტი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება): ტკივილი მუცლის ზედა არეში, ცხელება, გულისცემის აჩქარება, გულისრევა, ღებინება, მტკივნეულობა მუცელზე შეხებისას.
✓
თუ აღინიშნება ისეთი შემაწუხებელი სიმპტომი ან გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, ან იმდენად მძიმეა, რომ ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობას, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ჯანმრთელობისთვის განკუთვნილი პროდუქტების გამოყენებასთან ასოცირებული ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, კანადის ჯანდაცვის სისტემას შეიძლება ეცნობოს შემდეგი გზებით:
გვერდითი რეაქციების შეტყობინების ვებ-გვერდზე ვიზიტით (https://www.canada.ca/en/health-canada/services/drugs-health-products/medeffect-canada/adverse-reaction-reporting.html), სადაც მოცემულია ინფორმაცია შეტყობინების ონლაინ რეჟიმში, ფოსტით ან ფაქსით გაგზავნის შესახებ; ან
უფასო ტელეფონის ნომერზე დარეკვით: 1-866-234-2345.
შენიშვნა: გვერდითი მოვლენების მართვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. კანადის უსაფრთხოების პროგრამა (Canada Vigilance Program) არ გასცემს სამედიცინო რჩევებს.
ჭარბი დოზა
აპო-დაპაგლიფლოზინის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში (მაშინაც კი, თუ სიმპტომები არ ვლინდება), პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას ან ტოქსიკოლოგიის რეგიონულ ცენტრს.
დოზის გამოტოვება:
აპო-დაპაგლიფლოზინის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვებული დოზის მიღება არ უნდა მოხდეს და მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჩვეული გრაფიკით. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება.
შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15°C-დან 30°C-მდე. აპო-დაპაგლიფლოზინი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
აპო-დაპაგლიფლოზინის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:
მიმართეთ მკურნალ ექიმს;
იხილეთ პრეპარატის სრული მონოგრაფია, რომელიც მომზადებულია ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის და მოიცავს პაციენტისთვის განკუთვნილ ინფორმაციას მედიკამენტის შესახებ, კანადის ჯანდაცვის ვებ-გვერდზე: (https://www.canada.ca/en/health-canada/services/drugs-health-products/drug-products/drug-product-database.html); მწარმოებლის ვებ-გვერდზე (http://www.apotex.ca/products), ან დარეკეთ ნომერზე 1-800-667-4708.
ინსტრუქცია მომზადებულია Apotex Inc.-ის მიერ, ტორონტო, ონტარიო, M9L 1T9. ბოლო გადახედვის თარიღი: 14 აგვისტო, 2024.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
პრეპარატის უსაფრთხო და ეფექტური გამოყენებისათვის გაეცანით წინამდებარე ინფორმაციას
აპო-დაპაგლიფლოზინი
დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები
აპო-დაპაგლიფლოზინის მიღების დაწყებამდე, ასევე პრეპარატის ყოველი შეძენისას, საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით გაცნობა.
წინამდებარე ფურცელი წარმოადგენს მოკლე მიმოხილვას და არ მოიცავს სრულ ინფორმაციას მოცემული მედიკამენტის შესახებ. ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მკურნალობასთან დაკავშირებით, ასევე აპო-დაპაგლიფლოზინის შესახებ განახლებული ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს.
მნიშვნელოვანი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
აპო-დაპაგლიფლოზინის მიღებისას შესაძლოა განვითარდეს დიაბეტური კეტოაციდოზი (დკა). აღნიშნული სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, რომელიც შესაძლოა საჭიროებდეს გადაუდებელ ჰოსპიტალურ მკურნალობას. აღწერილია დკა-ს ზოგიერთი ლეტალური შემთხვევა. დკა შესაძლოა განვითარდეს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, სისხლში გლუკოზის ნორმალური ან მომატებული დონის ფონზე. დკა-ს დროს, ინსულინის ნაკლებობის გამო, ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით წარმოიქმნება ცხიმოვანი მჟავების დაშლის პროდუქტები -კეტონები.
დკა-ს ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და აპო-დაპაგლიფლოზინით მკურნალობის შეწყვეტა. აღნიშნული ზომების მიღება საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ სისხლში გლუკოზის დონე ნორმის ფარგლებშია. დკა-ს სიმპტომები მოიცავს: სუნთქვის გაძნელებას, გულისრევას, ღებინებას, მუცლის ტკივილს და მადის დაკარგვას. ასევე შესაძლოა აღინიშნოს ცნობიერების დაბინდვა, წყურვილის შეგრძნება, უჩვეულო დაღლილობა ან ძილიანობა, ტკბილი ან ლითონის გემო პირში, ან ტკბილი სუნი ამოსუნთქულ ჰაერში. შესაძლოა შეიცვალოს შარდის ან ოფლის სუნი.
აპო-დაპაგლიფლოზინის გამოყენება დაუშვებელია შემდეგი მდგომარეობების არსებობისას:
დკა ან ანამნეზში არსებული დკა;
1-ლი ტიპის შაქრიანი დიაბეტი.
რისთვის გამოიყენება აპო-დაპაგლიფლოზინი?
აპო-დაპაგლიფლოზინი გამოიყენება დიეტასა და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად:
მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზრდილ პაციენტებში სისხლში გლუკოზის დონის გასაუმჯობესებლად. აპო-დაპაგლიფლოზინის გამოყენება შესაძლებელია:
მონოთერაპიის სახით, მეტფორმინის მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში;
მეტფორმინთან ერთად;
სულფონილურეას ჯგუფის პრეპარატთან ერთად;
მეტფორმინსა და სულფონილურეასთან ერთად;
სიტაგლიპტინთან ერთად (მეტფორმინთან კომბინაციაში ან მის გარეშე);
ინსულინთან ერთად (მეტფორმინთან კომბინაციაში ან მის გარეშე).
გულის უკმარისობით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის რისკის შესამცირებლად მოზრდილ პაციენტებში, რომლებსაც:
აღენიშნებათ მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი; და
აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ან იმყოფებიან მათი განვითარების რისკის ქვეშ (გულისა და სისხლძარღვების პათოლოგიები).
აპო-დაპაგლიფლოზინი, სხვა მედიკამენტებთან ერთად, გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში, გულის უკმარისობის სამკურნალოდ (მდგომარეობა, როდესაც გული სათანადოდ ვერ ამარაგებს ორგანიზმს სისხლით). აღნიშნულ პაციენტებში აპო-დაპაგლიფლოზინი ამცირებს შემდეგი მდგომარეობების რისკს:
გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებით გამოწვეული სიკვდილი;
გულის უკმარისობით გამოწვეული ჰოსპიტალიზაცია ან გადაუდებელი სამედიცინო ვიზიტები.
აპო-დაპაგლიფლოზინი გამოიყენება თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე მოზრდილ პაციენტებში, შემდეგი რისკების შესამცირებლად:
თირკმლის ფუნქციის შემდგომი დაქვეითება;
თირკმლის დაავადების პროგრესირება ტერმინალურ სტადიამდე;
გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებით ან თირკმლის უკმარისობით გამოწვეული სიკვდილი.
აპო-დაპაგლიფლოზინის მოქმებების მექანიზმი:
აპო-დაპაგლიფლოზინი მიეკუთვნება ნატრიუმ-გლუკოზას კოტრანსპორტერი 2-ის (SGLT2) ინჰიბიტორთა ჯგუფის პრეპარატებს. აღნიშნული მედიკამენტები ზრდიან თირკმელების მიერ შაქრის გამოდევნას, რაც ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. აპო-დაპაგლიფლოზინს ასევე გააჩნია სასარგებლო გავლენა გულსა და თირკმელებზე.
აპო-დაპაგლიფლოზინის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები: დაპაგლიფლოზინი.
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლაქტოზა, კროსპოვიდონი, რკინის ყვითელი ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი, პოლივინილის სპირტი, ტალკი და ტიტანის დიოქსიდი.
აპო-დაპაგლიფლოზინი გამოდის შემდეგი დოზირებული ფორმებით:
ტაბლეტები: 5 მგ და 10 მგ.
აპო-დაპაგლიფლოზინი არ გამოიყენება თუ პაციენტი:
ალერგიულია დაპაგლიფლოზინის ან აპო-დაპაგლიფლოზინის შემადგენელი ნებისმიერი სხვა ნივთიერების მიმართ;
იმყოფება დიალიზზე.
გვერდითი მოვლენების თავიდან აცილებისა და პრეპარატის სწორად გამოყენების მიზნით, აპო-დაპაგლიფლოზინის მიღებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ჯანდაცვის სპეციალისტთან კონსულტაცია. ექიმს უნდა ეცნობოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შესახებ, განსაკუთრებით თუ პაციენტს:
აღენიშნება 1-ლი ტიპის შაქრიანი დიაბეტი (ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ინსულინს). 1-ლი ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში აპო-დაპაგლიფლოზინის გამოყენება დაუშვებელია;
აქვს დიაბეტური კეტოაციდოზის (დკა) განვითარების მომატებული რისკი, მათ შორის თუ:
არის გაუწყლოვნებული ან აღენიშნება ჭარბი ღებინება, დიარეა ან ოფლიანობა;
იმყოფება დიეტაზე ნახშირწყლების მკაცრი შეზღუდვით;
არ მიუღია საკვები ნანგრძლივი პერიოდის განმავლობაში;
საკვებს ღებულობს მცირე რაოდენობით ან შეცვლილი აქვს კვების რეჟიმი;
მოიხმარს დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;
აქვს ან წარსულში ჰქონდა პანკრეასთან (კუჭქვეშა ჯირკვალთან) დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის პანკრეატიტი ან გადატანილი აქვს ოპერაცია პანკრეასზე.
საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას ქირურგიული ჩარევის, სერიოზული ინფექციის ან მნიშვნელოვანი დაავადების გამო. დაგეგმილი ქირურგიული ოპერაციის შემთხვევაში (ოპერაციამდე და მის შემდეგ), ან რთული ქირურგიული ჩარევის, სერიოზული ინფექციის ან მძიმე დაავადების გამო ჰოსპიტალიზაციისას, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეწყვიტოს აპო-დაპაგლიფლოზინით მკურნალობა. პრეპარატის მიღების შეწყვეტისა და განახლების თაობაზე საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია;
ერთბაშად შეუმცირდა ინსულინის დოზა;
ანამნეზში აღინიშნება დკა.
არის 65 წლის ან მეტი ასაკის;
აქვს ან წარსულში ჰქონია თირკმლის ნებისმიერი პრობლემა;
თირკმლის პრობლემების სამკურნალოდ ჩატარებული აქვს იმუნოსუპრესიული თერაპია (მკურნალობა, რომელიც ამცირებს იმუნური სისტემის აქტივობას);
იმყოფება დიალიზზე;
აქვს ან ოდესმე ჰქონია ღვიძლის დაავადება;
აქვს დაბალი არტერიული წნევა;
აქვს ან ოდესმე ჰქონია გულის დაავადება ან გულის უკმარისობა;
იღებს არტერიული წნევის დამწევ მედიკამენტებს, მათ შორის შარდმდენებს. აპო-დაპაგლიფლოზინის ამ მედიკამენტებთან ერთად მიღებამ შესაძლოა გაზარდოს დეჰიდრატაციის რისკი;
იღებს სისხლში შაქრის დონის დამწევ მედიკამენტებს. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს დიაბეტის კონტროლისთვის;
ანამნეზში აღინიშნება საშოს ან ასოს სოკოვანი ინფექცია;
ანამნეზში აღინიშნება საშარდე გზების ინფექციები;
აქვს ანტი-ნეიტროფილურ ციტოპლაზმურ ანტისხეულებთან (ANCA) ასოცირებული ვასკულიტი (აუტოიმუნური დაავადება, რომელიც აზიანებს წვრილ სისხლძარღვებს);
აქვს ზოგიერთი რძის შაქრის აუტანლობა. აპო-დაპაგლიფლოზინის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას.
სხვა გაფრთხილებები:
აპო-დაპაგლიფლოზინმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის:
ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა): აღნიშნული ხშირია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლში შაქრის (გლუკოზის) მაღალი დონე.
ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე) მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში: აპო-დაპაგლიფლოზინმა, სხვა ანტიდიაბეტურ საშუალებებთან (მათ შორის ინსულინთან) ერთად გამოყენებისას, შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დაქვეითება. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეცვალოს ინსულინის ან სხვა ანტიდიაბეტური მედიკამენტების დოზა აპო-დაპაგლიფლოზინის მიღებისას. აღნიშნული საჭიროა მკურნალობის განმავლობაში სისხლში შაქრის დონის ნორმის ფარგლებში შესანარჩუნებლად.
სოკოვანი ინფექცია: აპო-დაპაგლიფლოზინი ზრდის საშოს ან ასოს სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკს, განსაკუთრებით ანამნეზში აღნიშნული ინფექციის არსებობისას.
საშარდე გზების ინფექცია.
უროსეფსისი: წარმოადგენს მძიმე ინფექციას, რომელიც ვრცელდება საშარდე გზებიდან მთელ ორგანიზმში. სათანადო მკურნალობის გარეშე, აღნიშნული სერიოზული და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. მისი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა აპო-დაპაგლიფლოზინის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღება.
ფურნიეს განგრენა: სერიოზული ინფექცია, რომელიც აზიანებს საზარდულის მიდამოს რბილ ქსოვილებს. ფურნიეს განგრენის იშვიათი შემთხვევები აღინიშნა მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში SGLT2 ინჰიბიტორებით (მაგალითად, აპო-დაპაგლიფლოზინით) მკურნალობისას. აღნიშნული მდგომარეობა სერიოზულია და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სიცოცხლეს. მისი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა აპო-დაპაგლიფლოზინის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღება.
თირკმლის პრობლემები მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში: აღნიშნული შესაძლოა განვითარდეს აპო-დაპაგლიფლოზინის მიღების დაწყებიდან მალევე.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვა:
ისეთი ქმედებების განხორციელებამდე, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, უნდა დადგინდეს პრეპარატის გავლენა ორგანიზმზე. შესაძლოა აღინიშნოს თავბრუსხვევა, გონების დაკარგვის შეგრძნება ან გონების დაკარგვა, განსაკუთრებით აპო-დაპაგლიფლოზინის გამოყენებისას ინსულინთან ან დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან კომბინაციაში.
ორსულობა:
ორსულობის დროს აპო-დაპაგლიფლოზინის გამოყენება არ არის რეკომენდებული. უცნობია, ახდენს თუ არა პრეპარატი ნაყოფზე მავნე ზეგავლენას. მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგენის შემთხვევაში, საჭიროა მედიკამენტის მიღების შეწყვეტა და მკურნალ ექიმთან დაუყოვნებლივ კონსულტაცია.
ძუძუთი კვება:
ძუძუთი კვების პერიოდში აპო-დაპაგლიფლოზინის გამოყენება არ არის რეკომენდებული. უცნობია, გადადის თუ არა დაპაგლიფლოზინი რძეში და აზიანებს თუ არა ჩვილს. თუ აპო-დაპაგლიფლოზინით მკურნალობის ფონზე იგეგმება ძუძუთი კვება, ბავშვის კვების მეთოდებთან დაკავშირებით საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
ბავშვები და მოზარდები:
18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში აპო-დაპაგლიფლოზინი არ გამოიყენება.
გამოკვლევები და ანალიზები:
აპო-დაპაგლიფლოზინით მკურნალობის დაწყებამდე და/ან მკურნალობის პროცესში, ექიმმა შესაძლოა ჩაატაროს გარკვეული გამოკვლევები. აღნიშნული ანალიზებით მოწმდება:
სისხლში ქოლესტერინის (ცხიმის ერთ-ერთი სახეობა) დონე;
სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) რაოდენობა;
სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონე;
თირკმლის ფუნქცია;
სისხლის მოცულობა;
სისხლში ელექტროლიტების დონე.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეცვალოს დოზა, დროებით შეაჩეროს ან შეწყვიტოს აპო-დაპაგლიფლოზინით თერაპია.
აპო-დაპაგლიფლოზინით მკურნალობისას, შარდის ანალიზი შაქარზე (გლუკოზაზე) დადებით შედეგს აჩვენებს.
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, მათ შორის ნებისმიერი მედიკამენტის, ვიტამინის, მინერალის, ბუნებრივი დანამატის ან ალტერნატიული მედიცინის საშუალების შესახებ.
აპო-დაპაგლიფლოზინთან ურთიერთქმედება შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი მედიკამენტების მიღებისას:
დიაბეტის სამკურნალო (სისხლში შაქრის დონის დამწევი) მედიკამენტები. აღნიშნული მოიცავს სულფონილურეას ჯგუფის მედიკამენტებს (მაგალითად: გლიბურიდი, გლიკლაზიდი ან გლიმეპირიდი) ან ინსულინს. აპო-დაპაგლიფლოზინის ამ მედიკამენტებთან ერთად მიღებამ შესაძლოა გაზარდოს სისხლში შაქრის დონის დაქვეითების რისკი. თითოეული მედიკამენტის დოზირებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტები, მათ შორის შარდმდენები. აპო-დაპაგლიფლოზინის ამ მედიკამენტებთან ერთად მიღებამ შესაძლოა გაზარდოს გაუწყლოვნების რისკი.
ლითიუმი. აპო-დაპაგლიფლოზინის ლითიუმთან ერთად მიღებამ შესაძლოა შეამციროს სისხლში ლითიუმის დონე. ლითიუმის დოზის ცვლილების საჭიროებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
აპო-დაპაგლიფლოზინის მიღების წესი:
აპო-დაპაგლიფლოზინი მიიღება:
მკურნალი ექიმის დანიშნულების შესაბამისად;
დღეში ერთხელ;
დღის ნებისმიერ მონაკვეთში;
პერორალურად;
საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად. დაუშვებელია აპო-დაპაგლიფლოზინის ტაბლეტების გაჭრა ან გაყოფა.
რეკომენდებული დოზა:
აპო-დაპაგლიფლოზინის დოზა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობასა და მკურნალობის შედეგებზე.
მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები:
სისხლში შაქრის დონის გასაკონტროლებლად: რეკომენდებული საწყისი დღიური დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 5 მგ-ს ერთხელ დღეში. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალმა ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა დღეში 10 მგ-მდე.
გულის უკმარისობით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის რისკის შესამცირებლად: რეკომენდებული დღური დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეში.
გულის უკმარისობის ან თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები:
რეკომენდებული დღური დოზა მოზრდილთათვის შეადგენს 10 მგ-ს ერთხელ დღეში.
ჭარბი დოზირება:
აპო-დაპაგლიფლოზინის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში (მაშინაც კი, თუ სიმპტომები არ ვლინდება), პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას ან ტოქსიკოლოგიის რეგიონულ ცენტრს.
დოზის გამოტოვება:
აპო-დაპაგლიფლოზინის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვებული დოზის მიღება არ უნდა მოხდეს და მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჩვეული გრაფიკით. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება.
შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ჩამონათვალი არ მოიცავს ყველა იმ გვერდით მოვლენას, რომელიც შესაძლოა განვითარდეს აპო-დაპაგლიფლოზინის მიღებისას. ნებისმიერი ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან დაკავშირება.
გვერდითი მოვლენები შესაძლოა მოიცავდეს:
ყელის ტკივილს;
გრიპს (ცხელება, დაღლილობა, სხეულის ტკივილი);
ცხვირის გაჭედვას ან გამონადენს ცხვირიდან;
ყაბზობას;
დიარეას;
გულისრევას;
ზურგის ტკივილს;
ტკივილს ხელებში, ფეხებში, მტევნებსა ან ტერფებში;
თავის ტკივილს;
გამონაყარს;
სახსრების ტკივილს.
თუ აღნიშნულიდან რომელიმე მძიმედ მიმდინარეობს, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
აპო-დაპაგლიფლოზინმა შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის ანალიზის შედეგების ცვლილება (ნორმიდან გადახრა). სისხლის ანალიზების ჩატარების ვადებს განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. ექიმი აცნობებს პაციენტს შედეგების ნორმიდან გადახრის შესახებ და განსაზღვრავს აღნიშნული გვერდითი მოვლენების კორექციისთვის მკურნალობის საჭიროებას.
სიმპტომი / ეფექტი
მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს
მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს
შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას
მხოლოდ მძიმე მიმდინარეობისას
ყველა შემთხვევაში
ხშირი
საშარდე გზების ინფექცია: ტკივილი ან წვის შეგრძნება შარდვისას, გახშირებული შარდვა, სისხლი შარდში, ტკივილი მენჯის არეში, შარდის მძაფრი სუნი, მღვრიე შარდი.
✓
საშოს სოკოვანი ინფექცია: ძლიერი ქავილი, წვა, მტკივნეულობა, გაღიზიანება და ხაჭოსებრი თეთრი ან მოთეთრო-მორუხო გამონადენი.
✓
ასოს სოკოვანი ინფექცია: ასოს თავის სიწითლე, შეშუპება და ქავილი, ჩუჩის ქვეშ სქელი, კოლტოვანი გამონადენი, არასასიამოვნო სუნი, ჩუჩის გადაწევის გაძნელება, ტკივილი შარდვისას ან სქესობრივი აქტის დროს.
✓
ნაკლებად ხშირი
სითხის დაკარგვა (დეჰიდრატაცია): პირის სიმშრალე ან წებოვნების შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან ჩვეულებრივზე იშვიათი შარდვა, წყურვილი.
✓
ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა): თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, გონების დაკარგვის შეგრძნება; შესაძლოა განვითარდეს წოლითი ან ჯდომითი პოზიციიდან ადგომისას.
✓
ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე) მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში: კანკალი, ოფლიანობა, გულისცემის აჩქარება, მხედველობის ცვლილება, შიმშილის შეგრძნება, თავის ტკივილი და გუნება-განწყობილების ცვლილება.
✓
იშვიათი
დიაბეტური კეტოაციდოზი (დკა) მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში: სუნთქვის გაძნელება, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, მადის დაკარგვა, ცნობიერების დაბინდვა, ძლიერი წყურვილის შეგრძნება, უჩვეულო დაღლილობა, ამონასუნთქ ჰაერში ტკბილი სუნი, პირში ტკბილი ან ლითონის გემო, ან შარდის/ოფლის სუნის ცვლილება.
✓
თირკმლის პრობლემები მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში: შარდის რაოდენობის, სიხშირის ან ფერის (ღია ან მუქი) ნებისმიერი ცვლილება.
✓
ფურნიეს განგრენა (საზარდულის მიდამოს რბილი ქსოვილების სერიოზული ინფექცია): ტკივილი ან მტკივნეულობა, კანის სიწითლე ან შეშუპება გენიტალურ ან შორისის მიდამოში, ცხელებით ან მის გარეშე, ან ძლიერი სისუსტის, დაღლილობის ან დისკომფორტის შეგრძნება.
✓
ძალიან იშვიათი
თირკმლის მწვავე ინფექცია: მტკივნეულობა შარდვისას, შარდვის იმპერატიული სურვილი ან გახშირებული შარდვა, ტკივილი წელის არეში (ფერდქვეშა მიდამოში), ცხელება ან შემცივნება, მღვრიე ან არასასიამოვნო სუნის მქონე შარდი, სისხლი შარდში.
✓
უროსეფსისი (მძიმე ინფექცია, რომელიც ვრცელდება საშარდე გზებიდან მთელ ორგანიზმში): ცხელება ან სხეულის დაბალი ტემპერატურა, შემცივნება, სუნთქვის გახშირება, გულისცემის აჩქარება, ტკივილი შარდვისას, შარდვის გაძნელება, გახშირებული შარდვა.
✓
პანკრეატიტი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება): ტკივილი მუცლის ზედა არეში, ცხელება, გულისცემის აჩქარება, გულისრევა, ღებინება, მტკივნეულობა მუცელზე შეხებისას.
✓
თუ აღინიშნება ისეთი შემაწუხებელი სიმპტომი ან გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, ან იმდენად მძიმეა, რომ ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობას, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ჯანმრთელობისთვის განკუთვნილი პროდუქტების გამოყენებასთან ასოცირებული ნებისმიერი სავარაუდო გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, კანადის ჯანდაცვის სისტემას შეიძლება ეცნობოს შემდეგი გზებით:
გვერდითი რეაქციების შეტყობინების ვებ-გვერდზე ვიზიტით (https://www.canada.ca/en/health-canada/services/drugs-health-products/medeffect-canada/adverse-reaction-reporting.html), სადაც მოცემულია ინფორმაცია შეტყობინების ონლაინ რეჟიმში, ფოსტით ან ფაქსით გაგზავნის შესახებ; ან
უფასო ტელეფონის ნომერზე დარეკვით: 1-866-234-2345.
შენიშვნა: გვერდითი მოვლენების მართვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. კანადის უსაფრთხოების პროგრამა (Canada Vigilance Program) არ გასცემს სამედიცინო რჩევებს.
შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15°C-დან 30°C-მდე. აპო-დაპაგლიფლოზინი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
აპო-დაპაგლიფლოზინის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად:
მიმართეთ მკურნალ ექიმს;
იხილეთ პრეპარატის სრული მონოგრაფია, რომელიც მომზადებულია ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის და მოიცავს პაციენტისთვის განკუთვნილ ინფორმაციას მედიკამენტის შესახებ, კანადის ჯანდაცვის ვებ-გვერდზე: (https://www.canada.ca/en/health-canada/services/drugs-health-products/drug-products/drug-product-database.html); მწარმოებლის ვებ-გვერდზე (http://www.apotex.ca/products), ან დარეკეთ ნომერზე 1-800-667-4708.
ინსტრუქცია მომზადებულია Apotex Inc.-ის მიერ, ტორონტო, ონტარიო, M9L 1T9. ბოლო გადახედვის თარიღი: 14 აგვისტო, 2024.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



