ანიდულაფუნგინი რომფარმი
ANIDULAFUNGIN ROMPHARM
ინვაზიური კანდიდოზის მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის“ და „ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები“).
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ანიდულაფუნგინი (anidulafungin)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- S.C. ROMPHARM COMPANY S.R.L. (Str. Eroilor, nr. 1С) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -ROMPHARM COMPANY S.R.L. (Str Drumul Garii Otopeni nr 52)(რუმინეთი)), რუმინეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიმიკოზური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიმიკოზური სხვა საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის
- ATC კოდი
- J02AX06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044158
- რეგისტრირებულია
- 17 ოქტომბერი 2025, მოქმედებს 17 ოქტომბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „Rompharm Company Georgia“ LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „რომფარმ კომპანი საქართველო“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ანიდულაფუნგინი რომფარმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ინვაზიური კანდიდოზის მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის“ და „ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები“).
მიღების წესი და დოზირება
ანიდულაფუნგინი რომფარმით მკურნალობა უნდა დაიწყოს იმ ექიმმა, რომელსაც აქვს ინვაზიური სოკოვანი ინფექციების მენეჯმენტის გამოცდილება.
დოზირება
თერაპიამდე მიღებული უნდა იყოს სოკოვანი კულტურის ნიმუშები. თერაპია შეიძლება დაიწყოს კულტურის შედეგების მიღებამდე და შეიძლება შეიცვალოს მათი ხელმისაწვდომობის შემდეგ.
ერთჯერადი 200 მგ დატვირთვის დოზა უნდა გამოიყენონ 1-ელ დღეს, შემდეგ უნდა მოყვეს 100 მგ დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს პაციენტის კლინიკური პასუხის მიხედვით.
მკურნალობის ხანგრძლივობა
ზოგადად, სოკოს საწინააღმდეგო თერაპია უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 14 დღე, ბოლო პოზიტიური კულტურის შემდეგ.
არ არსებობს საკმარისი მონაცემები 100 მგ დოზის 35 დღეზე უფრო ხანგრძლივად გამოყენების მხარდაჭერისთვის.
პაციენტები თირკმლის და ღვიძლის დაზიანებით
ღვიძლის მსუბუქი, საშუალო ან მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში დოზის ცვლილება საჭირო არ არის. დოზის ცვლილება საჭირო არ არის თირკმლის უკმარისობის ნებისმიერი ხარისხის დროს, დიალიზზე მყოფი პაციენტების ჩათვლით. ანიდულაფუნგინი რომფარმი შეიძლება გამოიყენონ ჰემოდიალიზის დროისგან დამოუკიდებლად (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები“).
სხვა განსაკუთრებული პოპულაციები
დოზის ცვლილება საჭირო არ არის მოზრდილ პაციენტებში სქესის, წონის, ეთნიკური კუთვნილების, HIV პოზიტიურობის ან ხანდაზმულების მიხედვით (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები“).
პედიატრიული პოპულაცია
ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ანიდულაფუნგინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. ამჟამად არსებული მონაცემები აღწერილია პარაგრაფში „ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები“ მაგრამ დოზირების რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია.
მიღების მეთოდი
მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისთვის.
ანიდულაფუნგინი რომფარმის აღდგენა უნდა მოხდეს საინექციო წყლით 3.33 მგ/მლ კონცენტრაციამდე და შემდგომ განზავდეს 0.77 მგ/მლ კონცენტრაციამდე. გამოყენებამდე იხილეთ ინსტრუქცია სამკურნალო პრეპარატის განზავების შესახებ.
ანიდულაფუნგინი რომფარმის მიღება რეკომენდებულია ინფუზიის სისწრაფით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1.1 მგ/წთ (ექვივალენტურია 1.4 მლ/წთ, როდესაც ხდება მისი ინსტრუქციის მიხედვით განზავება).
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები იშვიათია, როდესაც ანიდულაფუნგინის ინფუზიის სიჩქარე არ აღემატება 1.1 მგ/წთ (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისთვის“).
ანიდულაფუნგინი რომფარმი არ უნდა გამოიყენონ ბოლუსური ინექციის სახით.
ანიდულაფუნგინი რომფარმი უნდა აღდგეს საინექციო წყლით და მხოლოდ შემდეგ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარით ან 50 მგ/მლ (5%) გლუკოზის საინფუზიო ხსნარით. განზავებული ანიდულაფუნგინი რომფარმის შეთავსებადობა ინტრავენურ ნივთიერებებთან, დანამატებთან ან მედიკამენტებთან ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0,9%) საინფუზიო ხსნარს და გლუკოზის 50 მგ/მლ (5%) საინფუზიო ხსნარის გარდა დადგენილი არა რის.
აღდგენა
ასეპტიკურად განაზავეთ ყოველი ფლაკონი 30 მლ საინექციო წყლით, რათა მიიღოთ 3.33 მგ/მლ კონცენტრაცია. განზავების დრო შეიძლება იყოს 5 წუთი. შემდგომი განზავების შემდეგ, ხსნარი უნდა განადგურდეს მყარი ნაწილაკების ან დისკოლორაციის არსებობისას.
განზავება და ინფუზია
ასეპტიკურად გადაიტანეთ განზავებული ფლაკონების შიგთავსი ინტრავენურ ტომარაში, რომელიც შეიცავს ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0,9%) საინფუზიო ხსნარს ან გლუკოზის 50 მგ/მლ (5%) საინფუზიო ხსნარს, უნდა მიიღოთ ანიდულაფუნგინის კონცენტრაცია 0.77 მგ/მლ. ქვემო ცხრილში მოცემულია ყოველი დოზისთვის საჭირო მოცულობა.
განზავების მოთხოვნები ანიდულაფუნგინი რომფარმის მიღებისთვის
დოზა
ფხვნილის ფლაკონების რაოდენობა
საერთო განზავებული მოცულობა
ინფუზიის მოცულობა A
ინფუზიის საერთო მოცულობაB
ინფუზიის სისწრაფე
ინფუზიის მინიმალური ხანგრძლივობა
100 მგ
1
30 მლ
100 მლ
130 მლ
- 4 მლ/წთ
90 წთ
200 მგ
2
60 მლ
200 მლ
260 მლ
- 4 მლ/წთ
180 წთ
A 9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის საინფუზიო ხსნარი ან გლუკოზის 50 მგ/მლ (5%) საინფუზიო ხსნარი (5%)
B საინფუზიო ხსნარის კონცენტრაციაა 0.77 მგ/მლ.
ინფუზიის სისწრაფემ არ უნდა გადააჭარბოს 1.1 მგ/წთ-ს (ექვივალენტური 1.4 მლ/წთ-ს ინსტრუქციის მიხედვით განზავებისას) (იხ. პარაგრაფი „დოზირება და მიღების მეთოდი“, „განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის“ და „არასასურველი ეფექტები“).
ხსნარი ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს მყარი ნაწილაკების და დისკოლორაციის გამოსავლენად გამოყენებამდე. მყარი ნაწილაკების და დისკოლორაციის გამოვლენისას, ხსნარი გაანადგურეთ. გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
უკუჩვენებები
აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლისადმი ჰიპერმგრძნობელობა, ჩამოთვლილი პარაგრაფში „შემადგენლობა“.
ჰიპერმგრძნობელობა ექინოკანდინის ჯგუფის სხვა სამედიცინო პროდუქტების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ანიდულაფუნგინი შესწავლილი არ არის პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ Candida ენდოკარდიტი, ოსტეომიელიტი ან მენინგიტი.
ანიდულაფუნგინის ეფექტურობა შეფასდა მხოლოდ ნეიტროპენიური პაციენტების შეზღუდულ რაოდენობაში (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიური მახასიათებლები“).
ღვიძლზე ეფექტები
ღვიძლის ენზიმების დონის მომატება აღინიშნა ჯანმრთელ სუბიექტებში და პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანიდულაფუნგინით. სერიოზული მიმდინარე დაავადების მქონე პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ რამდენიმე მედიკამენტს ანიდულაფუნგინთან ერთად, განუვითარდათ კლინიკურად მნიშვნელოვანი ღვიძლის ანომალიები. კლინიკურ კვლევებში ნაკლებად ხშირი იყო ღვიძლის მნიშვნელოვანი დისფუნქციის, ჰეპატიტის და ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები. ანიდულაფუნგინის თერაპიის დროს ღვიძლის ენზიმების მომატების მქონე პაციენტების მონიტორინგი, საჭიროა ღვიძლის ფუნქციის გაუარესების გამოსავლენად და უნდა მოხდეს ანიდულაფუნგინით თერაპიის გაგრძელების რისკის/სარგებლის შეფასება.
ანაფილაქსიური რეაქციები
ანაფილაქსიური რეაქციები, შოკის ჩათვლით, აღწერილია ანიდულაფუნგინის გამოყენებისას. ამ რეაქციების შემთხვევაში ანიდულაფუნგინი უნდა მოიხსნას და უნდა გამოიყენონ შესაბამისი მკურნალობა.
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები
ინფუზიასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები აღწერილია ანიდულაფუნგინის გამოყენებისას, მოიცავს გამონაყარს, ურტიკარიას, ალებს, ქავილს, ქოშინს, ბრონქოსპაზმს და ჰიპოტენზიას. ინფუზიასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები ნაკლებად ხშირია, როდესაც ანიდულაფუნგინის ინფუზიის სისწრაფე არ აღემატება 1.1მგ/წთ-ს (იხ. პარაგრაფი „არასასურველი ეფექტები“).
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების გამწვავება საანესთეზიო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, აღინიშნა არა-კლინიკურ (ვირთაგვების) კვლევაში. ამის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. მიუხედავად ამისა, სიფრთხილეა საჭირო ანიდულაფუნგინის და საანესთეზიო აგენტების გამოყენებისას.
ფრუქტოზის შემცველობა
პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრული პრობლემები, ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღონ.
ეფექტი ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
უმნიშვნელო
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ანიდულაფუნგინი არ არის ციტოქრომ P450 იზოენზიების კლინიკურად მნიშვნელოვანი სუბსტრატი, ინდუქტორი ან ინჰიბიტორი (1A2, 2B6, 2C8, 2C9, 2C19, 2D6, 3A). აღსანიშნავია, რომ in vitro კვლევები სრულად არ გამორიცხავს in vivo ურთიერთქმედებებს.
წამალთაშორისი ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა ანიდულაფუნგინთან და სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც სავარაუდოდ ერთდროულად მიიღება. არც ერთი სამკურნალო პროდუქტის დოზის კორექტირება არ არის რეკომენდებული, როდესაც ანიდულაფუნგინი ერთდროულად მიიღება ციკლოსპორინთან, ვორიკონაზოლთან ან ტაკროლიმუსთან ერთად, ხოლო ანიდულაფუნგინის დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული, როდესაც ერთდროულად მიიღება ამფოტერიცინი B ან რიფამპიცინი.
პედიატრული პოპულაცია
ურთიერთქმედების კვლევები მჩატარდა ხოლოდ მოზრდილებში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არსებობს მონაცემები ორსულებში ანიდულაფუნგინის გამოყენების შესახებ. ცხოველების კვლევებმა რეპროდუქციული ტოქსიკურობა არ გამოავლინა.
ანიდულაფუნგინი რომფარმი რეკომენდებული არ არის ორსულობის დროს თუ დედისთვის სარგებელი აშკარად არ აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია
უცნობია გამოიყოფა თუ არა ანიდულაფუნგინი ადამიანის ლაქტატში. ცხოველებში არსებული ფარმაკოდინამიკური / ტოქსიკოლოგიური მონაცემებით ნაჩვენებია ანიდულაფუნგინის ექსკრეცია რძეში.
არ არის გამორიცხული ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვის რისკი. უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, შეწყვიტოთ ძუძუთი კვება, ან შეწყვიტოთ ანიდულაფუნგინით თერაპია, ბავშვისთვის ძუძუთი კვების და ქალისთვის თერაპიის სარგებლობის გათვალისწინებით.
ფერტილობა
ანიდულაფუნგინისთვის, არ აღინიშნა ფერტილობაზე ეფექტი მამრობითი და მდედრობითი სქესის ვირთაგვებში.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
ინფუზიასთან დაკავშირებული გვერდით რეაქციები აღწერილია ანიდულაფუნგინის გამოყენებისას კლინიკურ კვლევებში, მოიცავს გამონაყარს, ქავილს, ქოშინს, ბრონქოსპაზმს, ჰიპოტენზიას (ხშირი მოვლენები), ალებს, წამოხურებას და ურტიკარიას (ნაკლებად ხშირი მოვლენები), შეჯამებულია 1-ელ ცხრილში (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის“).
გვერდით რეაქციების ცხრილი
შემდეგი ცხრილი მოიცავს ყველა მიზეზით გამოწვეულ გვერდით რეაქციას (MedDRA ტერმინები) 840 სუბიექტიდან, რომლებიც იღებდნენ 100მგ ანიდულაფუნგინს შემდეგი სიხშირით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1,000 - <1/100), იშვიათი (≥1/10,000 -<1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000) და სპონტანური ანგარიშები უცნობი სიხშირით (შეფასება შეუძლებელია ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით). სიხშირის ყოველ ჯგუფში არასასურველი ეფექტები ჩამოთვლილია კლებადი სერიოზულიბით.
ცხრილი 1. გვერდითი რეაქციების ცხრილი
ორგანოთა სისტემის კლასი
ძალიან ხშირი
≥ 1/10
ხშირი
≥ 1/100 - < 1/10
ნაკლებად ხშირი
≥ 1/1000 - <1/100
იშვიათი
≥ 1/10,000 -<1/1,000
ძალიან იშვიათი
< 1/10,000
უცნობია
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები
კოაგულოპათია
იმუნური სისტემის დარღვევები
ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქსიური რეაქცია *
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
ჰიპოკალიემია
ჰიპერგლიკემია
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
კონვულსიები, თავის ტკივილი
ვასკულური დარღვევები
ჰიპოტენზია, ჰიპერტენზია
ალები, ალები სიცხის შეგრძნებით (წამოხურება)
რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის ორგანოების მხრივ დარღვევები
ბრონქოსპაზმი, ქოშინი
გასტროინტესტინური დარღვევები
დიარეა, გულისრევა
ღებინება
მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი
ჰეპატობილიარული დარღვევები
ალანინამინოტრანსფერაზას მომატება, სისხლში ტუტე ფოსფატაზას მომატება, ასპარტატამინოტრანსპეფაზას მომატება, სისხლში ბილირუბინის მომატება, ქოლესტაზი
გამა-გლუტამილტრანსფერაზას მომატება
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
გამონაყარი, ქავილი
ურტიკარია
თირკმლის და შარდის მხრივ დარღვევები
სისხლში კრეატინინის მომატება
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას
ინფუზიის ადგილის ტკივილი
- იხ “განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის“
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზირერბის შემთხვევაში, აუცილებლობისას უნდა გამოიყენონ ზოგადი დამხმარე ზომები. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები რაც აღწერილია პარაგრაფში "არასასურველი ეფექტები“.
კლინიკური კვლევების დროს, ანიდულაფუნგინის ერთჯერადი 400მგ დოზა უნებურად მიიღეს დატვირთვის დოზის სახით. კლინიკური გვერდითი რეაქციები არ დაფიქსირებულა. დოზის შემზღუდავი ტოქსიკურობა არ დაფიქსირებულა 10 ჯანმრთელ სუბიექტზე ჩატარებულ კვლევაში, რომელშიც დატვირთვის დოზა შეადგენდა 260 მგ, რასაც მოჰყვება 130 მგ დღეში; 10 სუბიექტიდან 3–ს განუვითარდა ტრანსამინაზას ასიმპტომური, ტრანზიტორული მომატება (≤3 x ნორმის ზედა ზღვარი (ULN)).
ანიდულაფუნგინი რომფარმი არ დიალიზდება
შემადგენლობა
ყოველი ფლაკონი შეიცავს 100 მგ ანიდულაფუნგინს.
აღდგენილი ხსნარი შეიცავს 3.33 მგ/მლ ანიდულაფუნგინს და განზავებული ხსნარი შეიცავს 0.77 მგ/მლ ანიდულაფუნგინს.
შემავსებლები ცნობილი ეფექტით: ფრუქტოზა 100 მგ ყოველ ფლაკონში
შემავსებლების ჩამონათვალი:
ფრუქტოზა
მანიტოლი
პოლისორბატი 80
ტარტარის მჟავა
ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-კორექციისთვის)
მარილმჟავა (pH-კორექციისთვის)
შენახვის პირობები
3 წელი
დასაშვებია 96 საათით დაყოვნება 25°C -ზე, და ფხვნილი შეიძლება მაცივარში დაბრუნდეს შესანახად.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენონ. თუ დაუყოვნებლივ გამოყენება არ ხდება, შენახვის პირობები გამოყენებამდე მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ლეგალური სტატუსი
ფარმაცევტული პროდუქტი გაიცემა სამედიცინო რეცეპტით
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
ს.ც. რომფარმ კომპანი ს.რ.ლ.
ეროილორის ქუჩა, №. 1ა ოტოპენი, ილფოვის ოლქი, 075100, რუმინეთი
ფარმაკოლოგიური თვისებები
სისტემური გამოყენების ანტიმიკოზური საშუალებები, სხვა სისტემური გამოყენების ანტიმიკოზური საშუალებები, ათქ კოდი: J02AX06
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები
მოქმედების მექანიზმი
ანიდულაფუნგინი არის ნახევრადსინთეზული ექინოკანდინი, ლიპოპეპტიდი რომელიც სინთეზირდება Aspergillus nidulans ფერმენტაციის პროდუქტებიდან.
ანიდულაფუნგინი სელექციურად აინჰიბირებს 1,3-β-D გლუკან სინთაზას სოკოებში, მაგრამ არა ძუძუმწოვრების უჯრედებში არსებულ ენზიმს. ეს იწვევს 1,3-β-D-გლუკანის ფორმირების ინჰიბირებას, რაც არის სოკოს უჯრედის კედლის მთავარი კომპონენტი. ანიდულაფუნგინს გააჩნია ფუნგიციდური აქტივობა Candida სახეობების წინააღმდეგ და მოქმედება აქტიური უჯრედების ზრდის წინააღმდეგ Aspergillus fumigatus-ზე.
in vitro მოქმედება
ანიდულაფუნგინმა გამოავლინა in-vitro მოქმედება C. albicans, C. glabrata, C. parapsilosis, C. krusei და C. tropicalis წინააღმდეგ. ამ აღმოჩენების კლინიკური მნიშვნელობა იხ. პარაგრაფში „კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება“.
იზოლატები სამიზნე გენის რეგიონების ცხელ წერტილებში მუტაციებთან ერთად ასოცირდება კლინიკურ წარუმატებლობასთან ან ინფექციების აფეთქებასთან. კლინიკური შემთხვევების უმეტესობა მოიცავს კასპოფუნგინით მკურნალობას. ამასთან, ცხოველების ექსპერიმენტებში ეს მუტაციები ჯანსაღ წინააღმდეგობას უწევს სამივე ექინოკანდინს და, შესაბამისად, ასეთი იზოლაციები კლასიფიცირდება ექინოკანდინ რეზისტენტულად, სანამ არ მიიღებენ შემდგომ კლინიკურ გამოცდილებას, ანიდულაფუნგინთან მიმართებაში.
ანიდულაფუნგინის in vitro აქტივობა Candida სახეობების მიმართ უნიფორმული არ არის. განსაკუთრებით C. parapsilosis, MICs ანიდულაფუნგინის უფრო მაღალია ვიდრე Candida სხვა სახეობებში.
სტანდარტიზებული ტექნიკა ანიდულაფუნგინზე Candida სახეობების მგრძნობელობის შემოწმებისთვის შეიმუშავა ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპულმა კომიტეტმა (EUCAST).
ცხრილი 2. EUCAST საკვანძო წერტილები
Candida სახეობები
MIC საკვანძო წერტილი (მგ/ლ)
≤S (მგრძნობიარე)
>R (რეზისტენტული)
Candida albicans
- 03
- 03
Candida glabrata
- 06
- 06
Candida tropicalis
- 06
- 06
Candida krusei
- 06
- 06
Candida parapsilosis1
- 002
4
Other Candida spp.2
არასაკმარისი მტკიცებულება
1C. parapsilosis სამიზნე გენის შემადგენლობაში შედის შინაგანი ცვლილებები, რას არის უფრო მაღალი MIC- ების სავარაუდო მექანიზმი, ვიდრე Candida– ს სხვა სახეობებისთვის. კლინიკურ კვლევებში C. parapsilosis-თან ანიდულაფუნგინის სტატისტიკურად არ განსხვავდებოდა სხვა სახეობებისაგან, თუმცა C. parapsilosis გამოწვეული კანდიდემიის დროს ექინოკანდინების გამოყენება შეიძლება არ განიხილებოდეს როგორც პირველი არჩევის თერაპია.
2 EUCAST -ს არ დაუდგენია არა-სახეობრივი აფეთქებები ანიდულაფუნგინისთვის.
in vivo აქტივობა
პარენტერულად მიღებული ანიდულაფუნგინი ეფექტური იყო Candida–ს სახეობების წინააღმდეგ იმუნოკომპეტენტურ და იმუნოკომპრომეტირებულ თაგვების და ბოცვრების მოდელებში. ანიდულაფუნგინით მკურნალობამ გაახანგრძლივა გადარჩენა და შეამცირა ორგანოთა დატვირთვა Candida სახეობებით, რაც განისაზღვრა ბოლო გამოყენებიდან 24-96 საათის ინტერვალში.
ექსპერიმენტული ინფექციები მოიცავდა C. albicans–ის დისემინირებულ ინფექციას ნეიტროპენიურ ბოცვრებში, ნეიტროპენური ბოცვრების საყლაპავის / ოროფარინგეალურ ინფექციას, ფლუკონაზოლ-რეზისტენტული C. albicans–ის დროს და დისემინირებულ ინფექციას, ნეიტროპენურ თაგვებში, ფლუკონაზოლ რეზისტენტული C. glabrata დროს.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
კანდიდემია და ინვაზიური კანდიდოზის სხვა ფორმები
ანიდულაფუნგინის უსაფრთხოება და ეფექტურობა შეფასდა ცენტრალურ, მე-3 ფაზის, რანდომიზებულ, ორმაგად-ბრმა, მულტინაციონალურ კვლევაში, ძირითადად კანდიდემიის მქონე არა-ნეიტროპენიურ პაციენტებში და პაციენტების შეზღუდულ რაოდენობაში, ღრმა ქსოვილების Candida ინფექციებით. ან აბსცესის-წარმომქმნელი დაავადებით პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ Candida ენდოკარდიტი, ოსტეომიელიტი ან მენინგიტი, ან C. krusei, ინფექციები სპეციალურად გამორიცხეს კვლევიდან. პაციენტები რანდომიზებულად იღებდნენ ანიდულაფუნგინს (200მგ ინტრავენური დატვირთვის დოზით, რასაც მოყვება 100მგ ინტრავენურად ყოველდღიურად) ან ფლუკონაზოლს (800მგ ინტრავენურად დატვირთვის დოზა, რასაც მოჰყვა 400მგ ინტრავენურად ყოველდღიურად), და მათ სტრატიფიცირება ჩაუტარდათ APACHE II ქულით (≤20 და> 20). და ნეიტროპენიის არსებობით ან არარსებობით. მკურნალობა დაინიშნა მინიმუმ 14 და არა უმეტეს 42 დღის განმავლობაში. ორივე ხაზში პაციენტებს საშუალება ჰქონდათ გადასულიყვნენ ორალურ ფლუკონაზოლზე, ინტრავენური თერაპიის ჩატარებიდან მინიმუმ 10 დღის შემდეგ, იმ პირობით, რომ მათ შეეძლოთ ორალური მედიკამენტების ატანა და აფებრილური იყვნენ მინიმუმ 24 საათის განმავლობაში, და რომ სისხლის უახლესი კულტურები უარყოფითი იყო Candida სახეობებზე.
პაციენტები, რომლებმაც მიიღეს გამოსაკვლევი სამედიცინო პროდუქტების მინიმუმ ერთი დოზა და რომელსაც ჰქონდათ დადებითი კულტურა Candida–სთვის ნორმალურად სტერილური ადგილიდან, კვლევაში შესვლამდე, ჩაერთვნენ მოდიფიცირებულ მკურნალობისთვის განკუთვნილ (MITT) მოსახლეობაში. პირველადი ეფექტურობის ანალიზში, MITT პოპულაციაში, გლობალური პასუხი ინტრავენური თერაპიის დასასრულს, ანიდულაფუნგინი შეადარეს ფლუკონაზოლს წინასწარ განსაზღვრულ ორეტაპიან სტატისტიკურ შედარებაში (არა-დაქვემდებარებული რასაც მოყვება უპირატესობა). გლობალურმა წარმატებულმა პასუხმა მოითხოვა კლინიკური გაუმჯობესება და მიკრობიოლოგიური აღმოფხვრა. პაციენტებს აკვირდებოდნენ ექვსი კვირის განმავლობაში მთელი თერაპიის დასრულების შემდეგ.
ორასორმოცდათექვსმეტი პაციენტი, 16-დან 91 წლამდე ასაკის, რანდომიზებული იყვნენ და იღებდნენ გამოსაკვლევი მედიკამენტის მინიმუმ ერთ დოზას. დასაწყისში იზოლირებული ყველაზე ხშირი სახეობები იყო C. albicans (63.8% ანიდულაფუნგინი 59.3% ფლუკონაზოლი), შემდეგ მოდის C. glabrata (15.7%, 25.4%), C. parapsilosis (10.2%, 13.6%) და C. tropicis (11.8 %, 9.3%) - ბოლო 3 სახეობის 20, 13 და 15 იზოლირებით, ანიდულაფუნგინის ჯგუფში. პაციენტების უმრავლესობას ჰქონდა Apache II ქულა ≤20 და ძალიან ცოტას აღენიშნებოდა ნეიტროპენია.
ეფექტურობის მონაცემები, საერთო ჯამში და სხვადასხვა ქვეჯგუფებში, წარმოდგენილია ქვემოთ, მე-3 ცხრილში
ცხრილი 3. გლობალური წარმატება MITT პოპულაციაში: ძირითადი და მეორადი ენდპოინტები
ანიდულაფუნგინი
ფლუკონაზოლი
ჯგუფებს შორის განსხვავება a
( 95% CI)
IV თერაპიის დასასრული (1° ენდპონტი)
96/127 (75.6%)
71/118 (60.2%)
- 42 (3.9, 27.0)
მხოლოდ კანდიდემია
88/116 (75.9%)
63/103 (61.2%)
- 7 (2.5, 26.9)
სხვა სტერილური ადგილებიb
8/11 (72.7%)
8/15 (53.3%)
-
პერიტონეალური სითხე/iMac აბსცესი
6/8
5/8
სხვა
2/3
3/7
C. albicans
60/74 (81.1%)
38/61 (62.3%)
-
არა-albicans სახეობებიd
32/45 (71.1%)
27/45 (60.0%)
-
Apache II ქულა ≤ 20
82/101 (81.2%)
60/98 (61.2%)
-
Apache II ქულა> 20
14/26 (53.8%)
11/20 (55.0%)
-
არა-ნეიტროპენიური (ANC, უჯრედი/მმ3 > 500)
94/124 (75.8%)
69/114 (60.5%)
-
ნეიტროპენიური (ANC, უჯრედი/მმ3 ≤ 500)
2/3
2/4
-
სხვა ენდპოინტებზე
ყველა თერაპიის დასასრული
94/127 (74.0%)
67/118 (56.8%)
- 24 (2.9, 31.6)e
2 კვირიანი დაკვირვების პერიოდი
82/127 (64.6%)
58/118 (49.2%)
- 41 (0.4, 30.4)e
6 კვირიანი დაკვირვების პერიოდი
71/127 (55.9%)
52/118 (44.1%)
- 84 (-3.4, 27.0)e
a გამოთვლილია როგორც ანიდულაფუნგინი მინუს ფლუკონაზოლი
bთანმხლები კანდიდემიით ან მის გარეშე
c ინტრა-აბდომინალური
d მონაცემები წარმოდგენილია პაციენტებისთვის ,რომლებსაც დასაწყისში აქვთ მინიმუმ ერთი პათოგენი
e 98.3% სანდოობის ინტერვალები, კორეგირებული post hoc მეორადი დროის ენდპოინტების მრავლობითი შედარებისთვის.
სიკვდილიანობის სიხშირე ანიდულაფუნგინის და ფლუკონაზოლის ხაზში წარმოდგენილია მე-4 ცხრილში
ცხრილი 4. სიკვდილიანობა
ანიდულაფუნგინი
ფლუკონაზოლი
კვლევის დროს საერთო სიკვდილიანობა
29/127 (22.8%)
37/118 (31.4%)
სიკვდილიანობა გამოსაკვლევი თერაპიის დროს
10/127 (7.9%)
17/118 (14.4%)
Candida ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობა
2/127 (1.6%)
5/118 (4.2%)
დამატებითი მონაცემები ნეიტროპენიურ პაციენტებში
ანიდულაფუნგინის ეფექტურობა (200 მგ ინტრავენური დატვირთვის დოზა, რომელსაც მოყვება 100 მგ ინტრავენურად ყოველდღიურად) მოზრდილ ნეიტროპენიულ პაციენტებში (განისაზღვრება, როგორც ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა ≤ 500 უჯრედი / მმ3 WBC ≤ 500 უჯრედები / მმ3 ან მკვლევარის მიერ კლასიფიცირებულია, როგორც საწყის ეტაპზე ნეიტროპენიური). მიკრობიოლოგიურად დადასტურებული ინვაზიური კანდიდოზი შეფასდა მონაცემთა ანალიზში 5 პროსპექტული კვლევის საფუძველზე (1 შედარებითი კასპოფუნგინთან და 4 ღია, არა-შედარებითი). პაციენტებს მკურნალობდნენ მინიმუმ 14 დღის განმავლობაში. კლინიკურად სტაბილურ პაციენტებში, ნებადართული იყო აზოლებით ორალურ თერაპიაზე გადასვლა ანიდულაფუნგინით მკურნალობის მინიმუმ 5-10 დღის შემდეგ.
ამ ანალიზში ჩართული იყო საერთო ჯამში 46 პაციენტი. პაციენტების უმრავლესობას ქონდა მხოლოდ კანდიდემია (84.8%; 39/46). დასაწყისში იზოლირებული ყველაზე ხშირი პათოგენები იყო C. tropicalis (34.8%; 16/46), C. krusei (19.6%; 9/46), C. parapsilosis (17.4%; 8/46), C. albicans (15.2%; 7/46), და C. glabrata (15.2%; 7/46). წარმატებული გლობალური პასუხის სიხშირე ინტრავენური მკურნალობის დასასრულს (პირველადი ენდპოინტი) იყო 26/46 (56.5%) და ყველა მკურნალობის დასრულება იყო 24/46 (52.2%). კვლევის დასასრულს ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა (6 კვირაზე შემდგომი დაკვირვების ვიზიტი) იყო 21/46 (45.7%).
ანიდულაფუნგინის ეფექტურობა მოზრდილ ნეიტროპენიურ პაციენტებში (განისაზღვრება როგორც ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა ≤ 500 უჯრედი/ მმ3 საწყის ეტაპზე) ინვაზიური კანდიდოზის, შეფასდა პროსპექტულ, ორმაგად ბრმა, რანდომიზებულ, კონტროლირებულ კვლევაში. დაშვებული პაციენტები იღებდნენ ანიდულაფუნგინს (200 მგ ინტრავენური დატვირთვის დოზა, რასაც მოყვება 100 მგ ინტრავენურად დღეში) ან კასპოფუნგინს (70 მგ ინტრავენური დატვირთვის დოზა, რასაც მოჰყვა 50 მგ ინტრავენურად დღე-ღამეში) (2:1 რანდომიზაცია). პაციენტებს მკურნალობდნენ მინიმუმ 14 დღის განმავლობაში. კლინიკურად სტაბილურ პაციენტებში, დასაშვები იყო ორალურ აზოლოთერაპიაზე გადასვლა სამკურნალო მკურნალობიდან მინიმუმ 10 დღის შემდეგ. საერთო ჯამში 14 ნეიტროპენიური პაციენტი, რომელთაც ქონდათ მიკრობიოლოგიურად დადასტურებული ინვაზიური კანდიდოზი (MITT მოსახლეობა) ჩაერთო კვლევაში (11 ანიდულაფუნგინი; 3 კასპოფუნგინი). პაციენტთა უმრავლესობას მხოლოდ კანდიდემია ჰქონდა. საწყის პერიოდში იზოლირებული ყველაზე გავრცელებული პათოგენები იყო C. tropicalis (4 ანიდულაფუნგინი 0 კასპოფუნგინი), C. parapsilosis (2 ანიდულაფუნგინი 1 კასპოფუნგინი), C. krusei (2 ანიდულაფუნგინი 1 კასპოფუნგინი), და C. ciferrii (2 ანიდულაფუნგინი 0 კასპოფუნგინი). ინტრავენური თერაპიის დასრულებისას წარმატებული გლობალური პასუხის მაჩვენებელი (პირველადი ენდპოინტი) იყო 8/11 (72.7%) ანიდულაფუნგინისთვის და 3/3 (100.0%) კასპოფუნგინისთვის (სხვაობა -27.3, 95% CI -80.9, 40.3); გლობალური საპასუხო წარმატების მაჩვენებელი ყველა მკურნალობის ბოლოს იყო 8/11 (72.7%) ანიდულაფუნგინისთვის და 3/3 (100.0%) კასპოფუნგინისთვის (განსხვავება -27.3, 95% CI - 80.9, 40.3). 6 – კვირიანი შემდგომი დაკვირვების ვიზიტებზე ანიდულაფუნგინის (MITT პოპულაცია) ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა იყო 4/11 (36.4%) და 2/3 (66,7%) კასპოფუნგინის მიმართ.
პაციენტები, რომლებსაც ქონდათ მიკრობიოლოგიურად დადასტურებული ინვაზიური კანდიდოზი (MITT პოპულაცია) და ნეიტროპენია, იდენტიფიცირებული იყვნენ 4 მსგავსი ანალოგიურად შემუშავებული პროსპექტული, ღია. არა-შედარებითი კვლევების მონაცემების შეჯამებულ ანალიზში. ანიდულაფუნგინის ეფექტურობა (200 მგ ინტრავენური დატვირთვის დოზა, რომელსაც მოყვება 100 მგ ინტრავენური შეყვანა ყოველდღიურად) შეფასდა 35 ზრდასრული ნეიტროპენიურ პაციენტში, რომლებიც განისაზღვრა, ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა ≤ 500 უჯრედ / მმ 3 ან WBC ≤ 500 უჯრედები / მმ3-ში 22 პაციენტში, ან საწყის ეტაპზე მკვლევარმა მიიჩნია ნეიტროპენიად 13 პაციენტში. ყველა პაციენტს მკურნალობდნენ მინიმუმ 14 დღის განმავლობაში. კლინიკურად სტაბილურ პაციენტებში, ნებადართული იყო აზოლებით ორალურ თერაპიაზე გადასვლა ანიდულაფუნგინით მკურნალობის მინიმუმ 5-10 დღის შემდეგ. პაციენტთა უმრავლესობას ჰქონდა მხოლოდ კანდიდემია (85.7%). საწყის პერიოდში იზოლირებული ყველაზე გავრცელებული პათოგენები იყო C. tropicalis (12 პაციენტი), C. albicans (7 პაციენტი), C. glabrata (7 პაციენტი), C. C. krusei (7 პაციენტი) და C. parapsilosis (6 პაციენტი). ინტრავენური თერაპიის დასრულებისას წარმატებული გლობალური რეაგირების მაჩვენებელი (პირველადი ენდპოინტი) იყო 18/35 (51.4%) და 16/35 (45.7%) ყველა მკურნალობის ბოლოს. 28–ე დღისთვის ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა იყო 10/35 (28.6%). ინტრავენური მკურნალობის დასრულებისას წარმატებული გლობალური პასუხის სიხშირე და ყველა მკურნალობის დასრულების შედეგი იყო 7/13 (53.8%) იმ 13 პაციენტში, რომლებსაც დასაწყისში მკვლევარის აზრით ჰქონდათ ნეიტროპენია.
დამატებითი მონაცემები ღრმა ქსოვილების ინფექციის მქონე პაციენტებში
ანიდულაფუნგინის ეფექტურობა (200 მგ ინტრავენური დატვირთვის დოზა, რასაც მოყვება 100 მგ ინტრავენურად შეყვანა ყოველდღიურად) მიკრობიოლოგიურად დადასტურებული ღრმა ქსოვილების კანდიდოზის მქონე მოზრდილ პაციენტებში, შეფასდა შეჯამებული მონაცემების ანალიზით, 5 პროსპექტული კვლევიდან (1 შედარებითი და 4 ღია). პაციენტებს მკურნალობდნენ მინიმუმ 14 დღის განმავლობაში. 4 ღია კვლევაში ნებადართული იყო ორალურ აზოლებით თერაპიაზე გადასვლა ანიდულაფუნგინით მკურნალობის მინიმუმ 5-10 დღის შემდეგ. ანალიზში ჩართული იყო სულ 129 პაციენტი. ოცდაერთს (16.3%) ჰქონდა თანმხლები კანდიდემია. საშუალო APACHE II ქულა იყო 14.9 (დიაპაზონი, 2 - 44). ინფექციის ყველაზე ხშირი ადგილები მოიცავდა პერიტონეალურ ღრუს (54.3%; 129-დან 70), ჰეპატობილიარულ ტრაქტს (7.0%; 129-დან 9), პლევრის ღრუს (5.4%; 129-დან 7) და თირკმელებს (3.1%; 129-დან 4). ღრმა ქსოვილების ადგილისგან იზოლირებული ყველაზე ხშირი პათოგენები იყო C. albicans (64.3%; 129–დან 83), C. glabrata (31.0%; 129 –დან 40), C. tropicis (11.6%; 129–დან 15) და C. krusei (5.4%; 129-დან 7).
წარმატებული გლობალური პასუხის სიხშირე ინტრავენური მკურნალობის დასასრულს (ძირითადი ენდპოინტი) და ყველა მკურნალობის დასასრულს და ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა 6 კვირაზე შემდგომი დაკვირვების ვიზიტის დროს ნაჩვენებია მე-5 ცხრილში.
ცხრილი 5. წარმატებული გლობალური პასუხისa სიხშირე და ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა, ღრმა ქსოვილების კანდიდოზის მქონე პაციენტებში-შეჯამებული ანალიზი
MITT პოპულაცია
n/N (%)
წარმატების გლობალური პასუხი EOIVTb ზე
ჯამი
102/129 (79.1)
პერიტონეუმის ღრუ
51/70 (72.9)
ჰეპატობილიარული ტრაქტი
7/9 (77.8)
პლევრის ღრუ
6/7 (85.7)
თირკმელი
3/4 (75.0)
წარმატების გლობალური პასუხი EOTb ზე
94/129 (72.9)
ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა
40/129 (31.0)
a წარმატებული გლობალური პასუხი განისაზღვრა როგორც კლინიკური და მიკრობიოლოგიური წარმატება
b EOIVT, ინტრავენური მკურნალობის დასასრული; EOT, ყველა მკურნალობის დასასრული
ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
ზოგადი ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
ანიდულაფუნგინის ფარმაკოკინეტიკა დაახასიათეს ჯანმრთელ სუბიექტებში, განსაკუთრებულ პოპულაციაში და პაციენტებში. სისტემური ექსპოზიციისას აღინიშნა დაბალი სუბიექტთაშორისი ვარიაბელობა (ვარიაციის კოეფიციენტი ~25%). მყარი მდგომაროება მიიღწეოდა დატვირთვის დოზის პირველ დღეს (ორჯერ აღემატება სადღეღამისო შემანარჩუნებელ დოზას).
განაწილება
ანიდულაფუნგინის ფარმაკოკინეტიკა ხასიათდება სწრაფი განაწილების ნახევარგამოყოფის პერიოდით (0.5-1 საათი) და განაწილების მოცულობით, 30-50 ლ, რაც სხეულის სითხის მთლიანი მოცულობის მსგავსია. ანიდულაფუნგინი ექსტენსიურად უკავშირდება (> 99%) ადამიანის პლაზმის ცილებს. არ ჩატარებულა ანიდულაფუნგინის ქსოვილის განაწილების კონკრეტული გამოკვლევა ადამიანებში. ამრიგად, არ არის ინფორმაცია ანიდულაფუნგინის პენეტრაციაზე ცერებროსპინალურ სითხეში (CSF) და / ან ჰემატოენცეფალურ ბარიერში.
ბიოტრანსფორმაცია
ანიდულაფუნგინის ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმი არ დაფიქსირებულა. ანიდულაფუნგინი არ წარმოადგენს ციტოქრომ P450 იზონზიმების კლინიკურად მნიშვნელოვან სუბსტრატს, ინდუქტორს ან ინჰიბიტორს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ანიდულაფუნგინს ექნება კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ციტოქრომ P450 იზოენზიმით მეტაბოლიზებული წამლების მეტაბოლიზმზე.
ანიდულაფუნგინი გადის ნელ ქიმიურ დეგრადაციის ფიზიოლოგიურ ტემპერატურასა და pH– ში, გახსნილი რგოლის პეპტიდად, რომელსაც არ გააჩნია ანტიფუნგური მოქმედება. ფიზიოლოგიურ პირობებში ანიდულაფუნგინის in vitro დეგრადაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 24 საათს. In vivo, გახსნილი რგოლის პროდუქტი შემდგომში გარდაიქმნება პეპტიდურ დეგრადანტებად და გამოიყოფა ძირითადად ბილიარული ექსკრეციის გზით.
ელიმინაცია
ანიდულაფუნგინის კლირენსი შეადგენს დაახლოებით 1 ლ/სთ. ანიდულაფუნგინს აქვს პრედომინანტური ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 24 საათის განმავლობაში, რაც ახასიათებს პლაზმური კონცენტრაციის დროის პროფილის უმრავლესობას, ხოლო ტერმინალური ნახევარგამოყოფის ხანგრძლივობა 40-50 საათს, რაც ახასიათებს პროფილის ტერმინალური ელიმინაციის ფაზას.
ერთჯერადი დოზის კლინიკურ კვლევაში, რადიონიშნული (14C) ანიდულაფუნგინი (~88 მგ) გამოიყენებოდა ჯანმრთელ სუბიექტეში. მიღებული რადიოაქტიური დოზის დაახლოებით 30% გამოიყო განავალში 9 დღის განმავლობაში, აქედან 10% -ზე ნაკლები იყო ინტაქტური პრეპარატი. მიღებული რადიოაქტიური დოზის 1% -ზე ნაკლები გამოიყოფოდა შარდში, რაც მიუთითებს თირკმლით უმნიშვნელო გამოყოფაზე. ანიდულაფუნგინის კონცენტრაცია შემცირდა დათვლად ქვედა ზღვარზე ნაკლებად, დოზირებიდან 6 დღის შემდეგ. პრეპარატით გამოწვეული რადიოაქტივობის უმნიშვნელო რაოდენობა გამოიყო სისხლში, შარდში და განავალში დოზირებიდან, 8 კვირის შემდეგ.
ხაზოვნება
ანიდულაფუნგინი ამჟღავნებს ხაზოვან ფარმაკოკინეტიკას დღე-ღამეში ერთხელ გამოყენების ფართო დოზების ფარგლებში (15-130მგ)
განსაკუთრებული პოპულაციები
პაციენტები სოკოვანი ინფექციით
პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზის მიხედვით, ანიდულაფუნგინის ფარმაკოკინეტიკა სოკოვანი ინფექციების მქონე პაციენტებში, ჯანმრთელი სუბიექტების მსგავსია. 200/100მგ დღე-ღამეში რეჟიმისას ინფუზიის სიხშირით 1.1მგ/წთ, მყარ მდგომარეობაში Cmax და კონცენტრაცია (Cmin) შეიძლება ყოფილიყო დაახლოებით 7 და 3 მგ/ლ, მყარ მდგომარეობაში საშუალო AUC დაახლოებით 110მგ.სთ/ლ.
წონა
თუმცა წონა იდენტიფიცირებული იყო როგორც კლირენსის ვარიაბელობის წყარო პოპულაციურ ფარმაკოკინეტიკურ ანალიზში, მას მცირე კლინიკური გავლენა აქვს ანიდულაფუნგინის ფარმაკოკინეტიკაზე.
სქესი
პლაზმაში ანიდულაფუნგინის კონცენტრაცია ჯანმრთელ მამაკაცებში და ქალებში მსგავსი იყო. პაციენტებში მრავლობითი დოზების კვლევებში, პრეპარატის კლირენსი ოდნავ უფრო სწრაფი იყო (დაახლოებით 22%) მამაკაცებში.
ხანდაზმულები
პოპულაციის ფარმაკოკინეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ საშუალო კლირენსი ოდნავ განსხვავდებოდა ხანდაზმულების (პაციენტები≥ 65, საშუალო CL = 1.07 ლ/სთ) და არა-ხანდაზმულ ჯგუფებს შორის (პაციენტები < 65, საშუალო CL = 1.22 l/h), თუმცა კლირენსის მერყეობა მსგავსი იყო.
ეთნიკური კუთვნილება
ანიდულაფუნგინის ფარმაკოკინეტიკა მსგავსი იყო კავკასიური, შავგვრემანი, აზიური და ესპანური რასის წარმომადგენლებში.
HIV პოზიტიურობა:
დოზის კორექცია საჭირო არ არის HIV პოზიტიურობის მიხედვით, თანმხლები ანტი-რეტროვირუსული თერაპიის მიუხედავად.
ღვიძლის უკმარისობა
ანიდულაფუნგინი არ მეტაბოლიზდება ღვიძლში. ანიდულაფუნგინის ფარმაკოკინეტიკა გამოიკვლიეს სუბიექტებში, რომლებსაც ჰქონდათ ჩაილდ პიუს კლასი A, B ან C ღვიძლის უკმარისობა. ანიდულაფუნგინის კონცენტრაცია არ გაიზარდა ღვიძლის უკმარისობის არც ერთი ხარისხის მქონე პაციენტებში. თუმცა AUC-ს მცირე ზრდა აღინიშნა Child-Pugh C ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, დაქვეითება იყო იმ პოპულაციის ფარგლებში რაც აღინიშნებოდა ჯანმრთელ სუბიექტებში.
თირკმლის უკმარისობა
ანიდულაფუნგინი თირკმლით მცირედ გამოიყოფა (<1%). იმ სუბიექტების კლინიკურ კვლევაში, რომლებსაც აღენიშნებათ მსუბუქი, საშუალო, მწვავე ამ ტერმინალური სტადიის (დიალიზზე დამოკიდებული) თირკმლის უკმარისობა, ანიდულაფუნგინის ფარმაკოკინეტიკა იყო თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტების მსგავსი. ანიდულაფუნგინი არ დიალიზდება და გამოყენება შეიძლება ჰემოდიალიზის დროის მიუხედავად.
პედიატრია
ანიდულაფუნგინის ფარმაკოკინეტიკა მინიმუმ 5 სადღეღამისო დოზის შემდეგ გამოიკვლიეს 24 იმუნოკომპრომეტირებულ პედიატრიულ (2-დან 11 წლამდე ასაკის) და მოზარდ (12-დან 17 წლამდე ასაკის) პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ნეიტროპენია. მყარი მდგომარეობა მიღწეული იყო დატვირთვის დოზის მიღებიდან პირველ დღეს (ორჯერ მეტი შემანარჩუნებელ დოზაზე) და მყარ მდგომარეობაში Cmax და AUC-ს გაიზარდა დოზა-პროპორციული გზით. სისტემური ექსპოზიცია ამ პოპულაციაში ყოველდღიური შემანარჩუნებელი დოზის შესაბამისად 0.75 და 1.5 მგ/კგ/დღე-ღამეში შედარებით იყო მოზრდილებთან დღე-ღამეში 50 და 100 მგ-ს გამოყენებისას. ორივე რეჟიმი პაციენტების მიერ კარგად აიტანებოდა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ფურცელი-ჩანართი
სამედიცინო პროდუქტის დასახელება
ანიდულაფუნგინი რომფარმი
100 მგ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატისთვის
საერთაშორისო არადაპატენტებული დასახელება
ანიდულაფუნგინი
ფარმაცევტული ფორმა
ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატისთვის
თეთრი ან თითქმის თეთრი ფხვნილი
განზავებული ხსნარის pH არის 3.5 - 5.5.
შემადგენლობა
ყოველი ფლაკონი შეიცავს 100 მგ ანიდულაფუნგინს.
აღდგენილი ხსნარი შეიცავს 3.33 მგ/მლ ანიდულაფუნგინს და განზავებული ხსნარი შეიცავს 0.77 მგ/მლ ანიდულაფუნგინს.
შემავსებლები ცნობილი ეფექტით: ფრუქტოზა 100 მგ ყოველ ფლაკონში
შემავსებლების ჩამონათვალი:
ფრუქტოზა
მანიტოლი
პოლისორბატი 80
ტარტარის მჟავა
ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-კორექციისთვის)
მარილმჟავა (pH-კორექციისთვის)
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი და ათქ კოდი

თერაპიული ჩვენება
ინვაზიური კანდიდოზის მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის“ და „ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები“).
დოზირება და მიღების მეთოდი
ანიდულაფუნგინი რომფარმით მკურნალობა უნდა დაიწყოს იმ ექიმმა, რომელსაც აქვს ინვაზიური სოკოვანი ინფექციების მენეჯმენტის გამოცდილება.
დოზირება
თერაპიამდე მიღებული უნდა იყოს სოკოვანი კულტურის ნიმუშები. თერაპია შეიძლება დაიწყოს კულტურის შედეგების მიღებამდე და შეიძლება შეიცვალოს მათი ხელმისაწვდომობის შემდეგ.
ერთჯერადი 200 მგ დატვირთვის დოზა უნდა გამოიყენონ 1-ელ დღეს, შემდეგ უნდა მოყვეს 100 მგ დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს პაციენტის კლინიკური პასუხის მიხედვით.
მკურნალობის ხანგრძლივობა
ზოგადად, სოკოს საწინააღმდეგო თერაპია უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 14 დღე, ბოლო პოზიტიური კულტურის შემდეგ.
არ არსებობს საკმარისი მონაცემები 100 მგ დოზის 35 დღეზე უფრო ხანგრძლივად გამოყენების მხარდაჭერისთვის.
პაციენტები თირკმლის და ღვიძლის დაზიანებით
ღვიძლის მსუბუქი, საშუალო ან მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში დოზის ცვლილება საჭირო არ არის. დოზის ცვლილება საჭირო არ არის თირკმლის უკმარისობის ნებისმიერი ხარისხის დროს, დიალიზზე მყოფი პაციენტების ჩათვლით. ანიდულაფუნგინი რომფარმი შეიძლება გამოიყენონ ჰემოდიალიზის დროისგან დამოუკიდებლად (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები“).
სხვა განსაკუთრებული პოპულაციები
დოზის ცვლილება საჭირო არ არის მოზრდილ პაციენტებში სქესის, წონის, ეთნიკური კუთვნილების, HIV პოზიტიურობის ან ხანდაზმულების მიხედვით (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები“).
პედიატრიული პოპულაცია
ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში ანიდულაფუნგინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. ამჟამად არსებული მონაცემები აღწერილია პარაგრაფში „ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები“ მაგრამ დოზირების რეკომენდაციების გაცემა შეუძლებელია.
მიღების მეთოდი
მხოლოდ ინტრავენური გამოყენებისთვის.
ანიდულაფუნგინი რომფარმის აღდგენა უნდა მოხდეს საინექციო წყლით 3.33 მგ/მლ კონცენტრაციამდე და შემდგომ განზავდეს 0.77 მგ/მლ კონცენტრაციამდე. გამოყენებამდე იხილეთ ინსტრუქცია სამკურნალო პრეპარატის განზავების შესახებ.
ანიდულაფუნგინი რომფარმის მიღება რეკომენდებულია ინფუზიის სისწრაფით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1.1 მგ/წთ (ექვივალენტურია 1.4 მლ/წთ, როდესაც ხდება მისი ინსტრუქციის მიხედვით განზავება).
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები იშვიათია, როდესაც ანიდულაფუნგინის ინფუზიის სიჩქარე არ აღემატება 1.1 მგ/წთ (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისთვის“).
ანიდულაფუნგინი რომფარმი არ უნდა გამოიყენონ ბოლუსური ინექციის სახით.
ანიდულაფუნგინი რომფარმი უნდა აღდგეს საინექციო წყლით და მხოლოდ შემდეგ ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარით ან 50 მგ/მლ (5%) გლუკოზის საინფუზიო ხსნარით. განზავებული ანიდულაფუნგინი რომფარმის შეთავსებადობა ინტრავენურ ნივთიერებებთან, დანამატებთან ან მედიკამენტებთან ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0,9%) საინფუზიო ხსნარს და გლუკოზის 50 მგ/მლ (5%) საინფუზიო ხსნარის გარდა დადგენილი არა რის.
აღდგენა
ასეპტიკურად განაზავეთ ყოველი ფლაკონი 30 მლ საინექციო წყლით, რათა მიიღოთ 3.33 მგ/მლ კონცენტრაცია. განზავების დრო შეიძლება იყოს 5 წუთი. შემდგომი განზავების შემდეგ, ხსნარი უნდა განადგურდეს მყარი ნაწილაკების ან დისკოლორაციის არსებობისას.
განზავება და ინფუზია
ასეპტიკურად გადაიტანეთ განზავებული ფლაკონების შიგთავსი ინტრავენურ ტომარაში, რომელიც შეიცავს ნატრიუმის ქლორიდის 9 მგ/მლ (0,9%) საინფუზიო ხსნარს ან გლუკოზის 50 მგ/მლ (5%) საინფუზიო ხსნარს, უნდა მიიღოთ ანიდულაფუნგინის კონცენტრაცია 0.77 მგ/მლ. ქვემო ცხრილში მოცემულია ყოველი დოზისთვის საჭირო მოცულობა.
განზავების მოთხოვნები ანიდულაფუნგინი რომფარმის მიღებისთვის
დოზა
ფხვნილის ფლაკონების რაოდენობა
საერთო განზავებული მოცულობა
ინფუზიის მოცულობა A
ინფუზიის საერთო მოცულობაB
ინფუზიის სისწრაფე
ინფუზიის მინიმალური ხანგრძლივობა
100 მგ
1
30 მლ
100 მლ
130 მლ
- 4 მლ/წთ
90 წთ
200 მგ
2
60 მლ
200 მლ
260 მლ
- 4 მლ/წთ
180 წთ
A 9 მგ/მლ (0.9%) ნატრიუმის ქლორიდის საინფუზიო ხსნარი ან გლუკოზის 50 მგ/მლ (5%) საინფუზიო ხსნარი (5%)
B საინფუზიო ხსნარის კონცენტრაციაა 0.77 მგ/მლ.
ინფუზიის სისწრაფემ არ უნდა გადააჭარბოს 1.1 მგ/წთ-ს (ექვივალენტური 1.4 მლ/წთ-ს ინსტრუქციის მიხედვით განზავებისას) (იხ. პარაგრაფი „დოზირება და მიღების მეთოდი“, „განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის“ და „არასასურველი ეფექტები“).
ხსნარი ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს მყარი ნაწილაკების და დისკოლორაციის გამოსავლენად გამოყენებამდე. მყარი ნაწილაკების და დისკოლორაციის გამოვლენისას, ხსნარი გაანადგურეთ. გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
უკუჩვენება
აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლისადმი ჰიპერმგრძნობელობა, ჩამოთვლილი პარაგრაფში „შემადგენლობა“.
ჰიპერმგრძნობელობა ექინოკანდინის ჯგუფის სხვა სამედიცინო პროდუქტების მიმართ.
არასასურველი ეფექტები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
ინფუზიასთან დაკავშირებული გვერდით რეაქციები აღწერილია ანიდულაფუნგინის გამოყენებისას კლინიკურ კვლევებში, მოიცავს გამონაყარს, ქავილს, ქოშინს, ბრონქოსპაზმს, ჰიპოტენზიას (ხშირი მოვლენები), ალებს, წამოხურებას და ურტიკარიას (ნაკლებად ხშირი მოვლენები), შეჯამებულია 1-ელ ცხრილში (იხ. პარაგრაფი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის“).
გვერდით რეაქციების ცხრილი
შემდეგი ცხრილი მოიცავს ყველა მიზეზით გამოწვეულ გვერდით რეაქციას (MedDRA ტერმინები) 840 სუბიექტიდან, რომლებიც იღებდნენ 100მგ ანიდულაფუნგინს შემდეგი სიხშირით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1,000 - <1/100), იშვიათი (≥1/10,000 -<1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000) და სპონტანური ანგარიშები უცნობი სიხშირით (შეფასება შეუძლებელია ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით). სიხშირის ყოველ ჯგუფში არასასურველი ეფექტები ჩამოთვლილია კლებადი სერიოზულიბით.
ცხრილი 1. გვერდითი რეაქციების ცხრილი
ორგანოთა სისტემის კლასი
ძალიან ხშირი
≥ 1/10
ხშირი
≥ 1/100 - < 1/10
ნაკლებად ხშირი
≥ 1/1000 - <1/100
იშვიათი
≥ 1/10,000 -<1/1,000
ძალიან იშვიათი
< 1/10,000
უცნობია
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები
კოაგულოპათია
იმუნური სისტემის დარღვევები
ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქსიური რეაქცია *
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
ჰიპოკალიემია
ჰიპერგლიკემია
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
კონვულსიები, თავის ტკივილი
ვასკულური დარღვევები
ჰიპოტენზია, ჰიპერტენზია
ალები, ალები სიცხის შეგრძნებით (წამოხურება)
რესპირატორული, თორაკალური და შუასაყრის ორგანოების მხრივ დარღვევები
ბრონქოსპაზმი, ქოშინი
გასტროინტესტინური დარღვევები
დიარეა, გულისრევა
ღებინება
მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი
ჰეპატობილიარული დარღვევები
ალანინამინოტრანსფერაზას მომატება, სისხლში ტუტე ფოსფატაზას მომატება, ასპარტატამინოტრანსპეფაზას მომატება, სისხლში ბილირუბინის მომატება, ქოლესტაზი
გამა-გლუტამილტრანსფერაზას მომატება
კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები
გამონაყარი, ქავილი
ურტიკარია
თირკმლის და შარდის მხრივ დარღვევები
სისხლში კრეატინინის მომატება
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილას
ინფუზიის ადგილის ტკივილი
- იხ “განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის“
განსაკუთრებული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის
ანიდულაფუნგინი შესწავლილი არ არის პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ Candida ენდოკარდიტი, ოსტეომიელიტი ან მენინგიტი.
ანიდულაფუნგინის ეფექტურობა შეფასდა მხოლოდ ნეიტროპენიური პაციენტების შეზღუდულ რაოდენობაში (იხ. პარაგრაფი „ფარმაკოდინამიური მახასიათებლები“).
ღვიძლზე ეფექტები
ღვიძლის ენზიმების დონის მომატება აღინიშნა ჯანმრთელ სუბიექტებში და პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანიდულაფუნგინით. სერიოზული მიმდინარე დაავადების მქონე პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ რამდენიმე მედიკამენტს ანიდულაფუნგინთან ერთად, განუვითარდათ კლინიკურად მნიშვნელოვანი ღვიძლის ანომალიები. კლინიკურ კვლევებში ნაკლებად ხშირი იყო ღვიძლის მნიშვნელოვანი დისფუნქციის, ჰეპატიტის და ღვიძლის უკმარისობის შემთხვევები. ანიდულაფუნგინის თერაპიის დროს ღვიძლის ენზიმების მომატების მქონე პაციენტების მონიტორინგი, საჭიროა ღვიძლის ფუნქციის გაუარესების გამოსავლენად და უნდა მოხდეს ანიდულაფუნგინით თერაპიის გაგრძელების რისკის/სარგებლის შეფასება.
ანაფილაქსიური რეაქციები
ანაფილაქსიური რეაქციები, შოკის ჩათვლით, აღწერილია ანიდულაფუნგინის გამოყენებისას. ამ რეაქციების შემთხვევაში ანიდულაფუნგინი უნდა მოიხსნას და უნდა გამოიყენონ შესაბამისი მკურნალობა.
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები
ინფუზიასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები აღწერილია ანიდულაფუნგინის გამოყენებისას, მოიცავს გამონაყარს, ურტიკარიას, ალებს, ქავილს, ქოშინს, ბრონქოსპაზმს და ჰიპოტენზიას. ინფუზიასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები ნაკლებად ხშირია, როდესაც ანიდულაფუნგინის ინფუზიის სისწრაფე არ აღემატება 1.1მგ/წთ-ს (იხ. პარაგრაფი „არასასურველი ეფექტები“).
ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციების გამწვავება საანესთეზიო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, აღინიშნა არა-კლინიკურ (ვირთაგვების) კვლევაში. ამის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. მიუხედავად ამისა, სიფრთხილეა საჭირო ანიდულაფუნგინის და საანესთეზიო აგენტების გამოყენებისას.
ფრუქტოზის შემცველობა
პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრული პრობლემები, ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღონ.
ეფექტი ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
უმნიშვნელო
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
არ არსებობს მონაცემები ორსულებში ანიდულაფუნგინის გამოყენების შესახებ. ცხოველების კვლევებმა რეპროდუქციული ტოქსიკურობა არ გამოავლინა.
ანიდულაფუნგინი რომფარმი რეკომენდებული არ არის ორსულობის დროს თუ დედისთვის სარგებელი აშკარად არ აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს.
ლაქტაცია
უცნობია გამოიყოფა თუ არა ანიდულაფუნგინი ადამიანის ლაქტატში. ცხოველებში არსებული ფარმაკოდინამიკური / ტოქსიკოლოგიური მონაცემებით ნაჩვენებია ანიდულაფუნგინის ექსკრეცია რძეში.
არ არის გამორიცხული ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვის რისკი. უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, შეწყვიტოთ ძუძუთი კვება, ან შეწყვიტოთ ანიდულაფუნგინით თერაპია, ბავშვისთვის ძუძუთი კვების და ქალისთვის თერაპიის სარგებლობის გათვალისწინებით.
ფერტილობა
ანიდულაფუნგინისთვის, არ აღინიშნა ფერტილობაზე ეფექტი მამრობითი და მდედრობითი სქესის ვირთაგვებში.
ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ანიდულაფუნგინი არ არის ციტოქრომ P450 იზოენზიების კლინიკურად მნიშვნელოვანი სუბსტრატი, ინდუქტორი ან ინჰიბიტორი (1A2, 2B6, 2C8, 2C9, 2C19, 2D6, 3A). აღსანიშნავია, რომ in vitro კვლევები სრულად არ გამორიცხავს in vivo ურთიერთქმედებებს.
წამალთაშორისი ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა ანიდულაფუნგინთან და სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც სავარაუდოდ ერთდროულად მიიღება. არც ერთი სამკურნალო პროდუქტის დოზის კორექტირება არ არის რეკომენდებული, როდესაც ანიდულაფუნგინი ერთდროულად მიიღება ციკლოსპორინთან, ვორიკონაზოლთან ან ტაკროლიმუსთან ერთად, ხოლო ანიდულაფუნგინის დოზის კორექცია არ არის რეკომენდებული, როდესაც ერთდროულად მიიღება ამფოტერიცინი B ან რიფამპიცინი.
პედიატრული პოპულაცია
ურთიერთქმედების კვლევები მჩატარდა ხოლოდ მოზრდილებში.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირერბის შემთხვევაში, აუცილებლობისას უნდა გამოიყენონ ზოგადი დამხმარე ზომები. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები რაც აღწერილია პარაგრაფში "არასასურველი ეფექტები“.
კლინიკური კვლევების დროს, ანიდულაფუნგინის ერთჯერადი 400მგ დოზა უნებურად მიიღეს დატვირთვის დოზის სახით. კლინიკური გვერდითი რეაქციები არ დაფიქსირებულა. დოზის შემზღუდავი ტოქსიკურობა არ დაფიქსირებულა 10 ჯანმრთელ სუბიექტზე ჩატარებულ კვლევაში, რომელშიც დატვირთვის დოზა შეადგენდა 260 მგ, რასაც მოჰყვება 130 მგ დღეში; 10 სუბიექტიდან 3–ს განუვითარდა ტრანსამინაზას ასიმპტომური, ტრანზიტორული მომატება (≤3 x ნორმის ზედა ზღვარი (ULN)).
ანიდულაფუნგინი რომფარმი არ დიალიზდება
შეუთავსებლობა
ეს სამედიცინო პროდუქტი არ უნდა შეურიონ სხვა საშუალებებს ან ელექტროლიტებს გარდა იმისა რაც აღნიშნულია პარაგრაფში „დოზირება და მიღების მეთოდი“.
კონტეინერის აღწერა და შემადგენლობა
30 მლ 1ტიპის შუშის ფლაკონი, დახურული რეზინის საცობით და პლასტიკის თეთრი დისკოთი აღჭურვილი ალუმინის ხუფით.
შეფუთვის ზომა 1 ფლაკონი.
განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის
ინახება მაცივარში (2°C – 8°C) ორიგინალურ შეფუთვაში.
სამედიცინო პროდუქტის განზავების შემდეგ შენახვის პირობები იხ. პარაგრაფში „შენახვის ვადა“.
შენახვის ვადა
3 წელი
დასაშვებია 96 საათით დაყოვნება 25°C -ზე, და ფხვნილი შეიძლება მაცივარში დაბრუნდეს შესანახად.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენონ. თუ დაუყოვნებლივ გამოყენება არ ხდება, შენახვის პირობები გამოყენებამდე მომხმარებლის პასუხისმგებლობაა.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ლეგალური სტატუსი
ფარმაცევტული პროდუქტი გაიცემა სამედიცინო რეცეპტით
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
ს.ც. რომფარმ კომპანი ს.რ.ლ.
ეროილორის ქუჩა, №. 1ა ოტოპენი, ილფოვის ოლქი, 075100, რუმინეთი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
შპს რომფარმ კომპანი საქართველო
მისამართი: საქართველო, თბილისი 0160, სააკაძის დაღმართი N8, ოფისი N7ა
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.