ანესტოცილის თვალის წვეთების ხსნარი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ოქსიბუპროკაინის ჰიდროქლორიდს 4 მგ/მლ კონცენტრაციით, რომელსაც აქვს ზედაპირული საანესთეზიო მოქმედება რქოვანაზე. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ოქსიბუპროკაინი (oxybuprocaine)
- ფორმა და შეფუთვა
- 0,4% (4მგ/მლ) 10მლ თვალის წვეთები, ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Laboratorio Edol - Produtos Farmaceuticos, S.A. (Carnaxide), პორტუგალია; Laboratorio Edol - Produtos Farmaceuticos, S.A., პორტუგალია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები
- ATC კოდი
- S01HA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042468
- რეგისტრირებულია
- 4 დეკემბერი 2024, მოქმედებს 4 დეკემბერი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Laboratorio Edol - Produtos Farmaceuticos, S.A. (პორტუგალია)
- განმცხადებელი
- შპს „რიჩ გრუპ“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ანესტოცილი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ანესტოცილის თვალის წვეთების ხსნარი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ოქსიბუპროკაინის ჰიდროქლორიდს 4 მგ/მლ კონცენტრაციით, რომელსაც აქვს ზედაპირული საანესთეზიო მოქმედება რქოვანაზე.
ანესტოცილი ნაჩვენებია ზედაპირული თვალის ანესთეზიისთვის, საჭიროების შემთხვევაში, გარკვეულ სამედიცინო პროცედურების დროს, როგორიცაა ტონომეტრია, კონტაქტური ლინზების გამოკვლევა და უცხო სხეულების ამოღება რქოვანიდან და კონიუნქტივიდან.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები (მათ შორის მოხუცები) და ბავშვები
თვალის წვეთები უნდა ჩაიწვეთოთ კონიუქტივიტის ტომარაში (სივრცე თვალსა და ქუთუთოს შორის). რეკომენდებული დოზაა 1-დან 3 წვეთამდე, სამედიცინო პროცედურის დაწყებამდე.
- გახსენით ფლაკონი, განახორციელეთ მსუბუქი ზეწოლა და ჩაიწვეთეთ თვალში წვეთობით რეკომენდებული დოზის მიხედვით.
- ერთი წვეთი საკმარისია თვალის ზედაპირის ანესთეზირებისთვის, რათა მოხდეს ტონომეტრია ერთი წუთის შემდეგ. დამატებითი ჩაწვეთება 90 წამის შემდეგ უზრუნველყოფს ადექვატურ ანესთეზიას კონტაქტური ლინზების მორგებისთვის. პროცედურების უმეტესობისთვის საკმარისია 1-დან 2 წვეთი. თუმცა, უფრო ღრმა ანესთეზიის მისაღწევად, დამატებითი წვეთების ჩაწვეთება შესაძლებელია მინიმუმ 90 წამის ინტერვალით. სამი წვეთი 90 წამის ინტერვალით უზრუნველყოფს საკმარის ანესთეზიას 5 წუთის შემდეგ რქოვანას ზედაპირული უცხო სხეულების ამოღებისთვის ან კონიუნქტივიტზე მეიბომური ჯირკვლის კისტის ამოსაჭრელად. რქოვანას მგრძნობელობა ნორმას უბრუნდება დაახლოებით 1 საათის შემდეგ.
- შესაძლო სისტემური აბსორბციის შესამცირებლად, რეკომენდებულია საცრემლე პარკზე ზეწოლა შიდა კუთხეში 2 წუთის განმავლობაში. ეს უნდა გაკეთდეს ყოველი წვეთის ჩაწვეთებისთანავე.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდით ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
თვალების მხრივ
სიხშირე უცნობია: კონიუნქტივიტი, რქოვანას შეშუპება, რქოვანას წყლული, რქოვანას დაგვიანებული კოკატრიზაცია და პუნქტუალური კერატიტი. გამოყენებისას შეიძლება აღინიშნებოდეს სიცხის ან ჩხვლეტის შეგრძნება, რომელსაც გარდა მომენტალური უსიამოვნო შეგრძნებებისა, არანაირი შედეგი არ მოჰყვება. ასევე შეიძლება აღინიშნოს რქოვანას დაზიანება საანესთეზიო თვალის წვეთების ხანგრძლივი გამოყენებისას.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხირვ
ოქსიბუპროკაინის ჰიდროქლორიდის არამიზნორბივად გამოყენებამ ან დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სედაცია, დაბნეულობა, აგზნება, ეიფორია, დეზორიენტაცია, სმენის, ვიზუალური ან მეტყველების დარღვევები, პარესთეზია, კუნთების კრუნჩხვა და თუ ვლინდება საკმარისად მძიმე კრუნჩვები, შესაძლოა აღინიშნოს რესპირატორული დეპრესია და კომა. ეს სიმპტომები ძალიან იშვიათია თერაპიული დოზებით გამოყენებისას.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების (ოქსიბუპროკაინის ჰიდროქლორიდი) ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 ნაწილში;
- არასოდეს გამოიყენოთ ეს თვალის წვეთები კონტაქტური ლინზების მიმართ ტოლერანტობის გასაუმჯობესებლად.
სიფრთხილის ზომები
არასოდეს გამოიყენოთ ანესტოცილი
თუ ხართ ალერგიული ოქსიბუპროკაინის ჰიდროქლორიდის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (აღწერილია ნაწილში 6)
კონტაქტური ლინზების მიმართ ტოლერანტობის გაუჯობესების მიზნით.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ანესტოცილის გამოყენებამდე მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
საანესთეზიო თვალის წვეთებს არ აქვთ სამკურნალო მოქმედება, ამიტომ, თუ გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე თვალის კაკლის ტკივილის შესამსუბუქებლად, არ უნდა დაინიშნოს ორ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ოფთალმოლოგთან კონსულტაციის გარეშე;
ამ თვალის წვეთების არასათანადო გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას სერიოზული დაზიანება და მხედველობის შეუქცევადი ცვლილებები;
ეს თვალის წვეთები არ უნდა იქნას გამოყენებული თვალის კაკლის ტკივილის შესამსუბუქებლად ოფთალმოლოგის წინასწარი დიაგნოზის გარეშე, რადგან მას შეუძლია დაფაროს ან გააუარესოს რქოვანას დაზიანებების ნიშნები;
მისი გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს ალერგიის და ჰიპერთირეოზის მქონე პაციენტებში.
პროდუქტის შესაძლო სისტემური შეწოვის შესამცირებლად, რაც მიიღწევა ცხვირის ლორწოვანი გარსიდან ცრემლსადენ სადინარში გავლის გამო, წვეთების ჩაწვეთებიდან დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში უნდა დახუჭოთ თვალები და განახორციელეთ ზომიერი ზეწილა თითის წვერებით თვალის შიდა კუთხეში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა მედიკამენტები ან აპირებთ ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის. ამ მდგომარეობაში ამ მედიკამენტის ეფექტურობის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა, ამიტომ ეს თვალის წვეთი არ უნდა დაინიშნოს ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თუკი თვალის წვეთების გამოყენების შემდეგ, აღინიშნება მხედველობის დაბინდვა, უნდა დაელოდოთ სანამ მხედველობა აღდგება და ამ დრომდე არ უნდა მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან მექანიზმები.
ანესტოცილი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
ეს მედიკამენტი შეიცავს 0,1 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს ხსნარის თითო მლ-ზე.
ბენზალკონიუმის ქლორიდი შეიწოვება რბილი კონტაქტური ლინზებით და შესაძლოა შეცვალოს მათი ფერი. ამიტომ ამოიღეთ კონტაქტური ლინზები გამოყენებამდე და დაელოდეთ მინიმუმ 15 წუთი კვლავ ჩადებამდე.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით თუ გაწუხებთ მშრალი თვალის სინდრომი ან რქოვანას დარღვევები (თვალის წინა ფენა).
თუ თქვენ გაქვთ რაიმე არანორმალური შეგრძნება, ჩხვლეტა ან ტკივილი თვალებში ამ მედიკამენტის გამოყენების შემდეგ, მიმართეთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის ჰიდროქლორიდის ოქსიბუპროკაინი;
დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი 0,1 მგ/მლ კონსერვანტის სახით, საინექციო წყალი და მარილმჟავა ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის რეგულირებისთვის).
ანესტოცილის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ანესტოცილის თვალის წვეთები, ხსნარი არის გამჭვირვალე ხსნარი, სტერილურ გაუმჭვირვალე თეთრ LDPE ბოთლებში გამჭვირვალე საწვეთურით და გაუმჭვირვალე თეთრი HDPE თავსახურით. თითოეული ბოთლი შეიცავს 10 მლ ანესტოცილის თვალის წვეთებს, ხსნარს.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი შეფუთვის კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ინახება არაუმეტეს 25˚ C ტეპერატურის პირობებში. ფლაკონი შეინახეთ მჭიდროდ დახურულ მდგონარეობაში. ფლაკონი შეინახეთ მუყაოს საწყის კოლოფში.
ფლაკონის პირველადი გახსნის შემდეგ პრეპარატი უნდა გამოიყენოთ 28 დღის განმავლობაში.
არ გადააგდოთ ეს მედიკამენტი გამავალ წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. მიმართეთ ფარმაცევტს რჩევისთვის გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტის უტილიზაციის შესახებ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
- 5 - სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება თვალის დარღვევების დროს. ადგილობრივი ანესთეტიკები
ათქ კოდი: S01HA02 OXYBUPROCAINE
ოქსიბუპროკაინის ჰიდროქლორიდი არის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება, რომელსაც შეუძლია ადგილობრივად გამოყენებისას შექცევადად დაბლოკოს იმპულსების გამრავლება ნერვულ ქსოვილში. ეს აქტიური ნივთიერება ამცირებს აქსონის მემბრანის გამტარიანობას ნატრიუმის იონებისთვის და შედეგად ხდება ნერვული იმპულსების ბლოკირება.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
თვალის საანესთეზიო ეფექტი მიიღწევა მცირე დოზით.
ეს აქტიური ნივთიერება შეიწოვება ორგანიზმის მიერ და სწრაფად გამოიყოფა შარდით, სადაც შესაძლებელია გამოიყოს 9 მეტაბოლიტი.
ეს პრეპარატი მეტაბოლიზდება ორგანიზმში პლაზმური ფსევდოქოლინესტერაზას მიერ.
ოქსიბუპროკაინის ჰიდროქლორიდი არის PABA ეთერი. ამ აქტიური ნივთიერების ერთჯერადი ჩაწვეთება იწვევს შედარებით ძლიერ ანესთეზიას 60 წამში. შემდგომი ჩაწვეთება 90 წამის შემდეგ უზრუნველყოფს ადექვატურ ანესთეზიას კონტაქტური ლინზების მოსარგებად.
პროცედურების უმეტესობის შემთხვევაში საკმარისია 1-2 წვეთი. თუმცა, უფრო ღრმა საანესთეზიო ეფექტის მისაღებად, შემდგომი წვეთების ჩაწვეთება შესაძლებელია არანაკლებ 90 წამის ინტერვალით. 3 წვეთის ჩაწვეთება 90 წამიანი ინტერვალებით უზრუნველყოფს საკმარის ანესთეზიას 5 წუთის შემდეგ რქოვანას ეპითელიუმიდან უცხო სხეულის ამოსაღებად ან კონიუნქტივის მეშვეობით მეიბომის კისტის ამოსაკვეთად. სრული ანესთეზია გრძელდება 20-30 წუთის განმავლობაში და რქოვანას მგრძნობელობა ნორმას უბრუნდება 1 საათში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
ანესტოცილი®
ოქსიბუპროკაინის ჰიდროქლორიდი
სტერილური
4 მგ/მლ თვალის წვეთების ხსნარი
გთხოვთ, პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხოთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს სამკურნალო საშუალება დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. არ გადასცეთ ის სხვა პირებს გამოყენების მიზნით. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი და თქვენი დაავადების სიმპტომები იდენტურია.
თუ თქვენ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს
- რას წარმოადგენს ანესტოცილი და რისთვის გამოიყენება
- ინფორმაცია ანესტოცილის გამოყენებამდე
- ანესტოცილის გამოყენების წესი
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
- ანესტოცილის შენახვის პირობები
- შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაციები
- რას წარმოადგენს ანესტოცილი და რისთვის გამოიყენება
ანესტოცილის თვალის წვეთების ხსნარი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ოქსიბუპროკაინის ჰიდროქლორიდს 4 მგ/მლ კონცენტრაციით, რომელსაც აქვს ზედაპირული საანესთეზიო მოქმედება რქოვანაზე.
ანესტოცილი ნაჩვენებია ზედაპირული თვალის ანესთეზიისთვის, საჭიროების შემთხვევაში, გარკვეულ სამედიცინო პროცედურების დროს, როგორიცაა ტონომეტრია, კონტაქტური ლინზების გამოკვლევა და უცხო სხეულების ამოღება რქოვანიდან და კონიუნქტივიდან.
- ინფორმაცია ანესტოცილის გამოყენებამდე
არასოდეს გამოიყენოთ ანესტოცილი
თუ ხართ ალერგიული ოქსიბუპროკაინის ჰიდროქლორიდის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (აღწერილია ნაწილში 6)
კონტაქტური ლინზების მიმართ ტოლერანტობის გაუჯობესების მიზნით.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ანესტოცილის გამოყენებამდე მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
საანესთეზიო თვალის წვეთებს არ აქვთ სამკურნალო მოქმედება, ამიტომ, თუ გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე თვალის კაკლის ტკივილის შესამსუბუქებლად, არ უნდა დაინიშნოს ორ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ოფთალმოლოგთან კონსულტაციის გარეშე;
ამ თვალის წვეთების არასათანადო გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას სერიოზული დაზიანება და მხედველობის შეუქცევადი ცვლილებები;
ეს თვალის წვეთები არ უნდა იქნას გამოყენებული თვალის კაკლის ტკივილის შესამსუბუქებლად ოფთალმოლოგის წინასწარი დიაგნოზის გარეშე, რადგან მას შეუძლია დაფაროს ან გააუარესოს რქოვანას დაზიანებების ნიშნები;
მისი გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს ალერგიის და ჰიპერთირეოზის მქონე პაციენტებში.
პროდუქტის შესაძლო სისტემური შეწოვის შესამცირებლად, რაც მიიღწევა ცხვირის ლორწოვანი გარსიდან ცრემლსადენ სადინარში გავლის გამო, წვეთების ჩაწვეთებიდან დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში უნდა დახუჭოთ თვალები და განახორციელეთ ზომიერი ზეწილა თითის წვერებით თვალის შიდა კუთხეში.
სხვა მედიკამენტები და ანესტოცილი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა მედიკამენტები ან აპირებთ ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებას.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის. ამ მდგომარეობაში ამ მედიკამენტის ეფექტურობის შესახებ კვლევები არ ჩატარებულა, ამიტომ ეს თვალის წვეთი არ უნდა დაინიშნოს ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
ზეგავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე
თუკი თვალის წვეთების გამოყენების შემდეგ, აღინიშნება მხედველობის დაბინდვა, უნდა დაელოდოთ სანამ მხედველობა აღდგება და ამ დრომდე არ უნდა მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან მექანიზმები.
ანესტოცილი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს
ეს მედიკამენტი შეიცავს 0,1 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს ხსნარის თითო მლ-ზე.
ბენზალკონიუმის ქლორიდი შეიწოვება რბილი კონტაქტური ლინზებით და შესაძლოა შეცვალოს მათი ფერი. ამიტომ ამოიღეთ კონტაქტური ლინზები გამოყენებამდე და დაელოდეთ მინიმუმ 15 წუთი კვლავ ჩადებამდე.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, განსაკუთრებით თუ გაწუხებთ მშრალი თვალის სინდრომი ან რქოვანას დარღვევები (თვალის წინა ფენა).
თუ თქვენ გაქვთ რაიმე არანორმალური შეგრძნება, ჩხვლეტა ან ტკივილი თვალებში ამ მედიკამენტის გამოყენების შემდეგ, მიმართეთ ექიმს.
- ანესტოცილის გამოყენების წესი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები (მათ შორის მოხუცები) და ბავშვები
თვალის წვეთები უნდა ჩაიწვეთოთ კონიუქტივიტის ტომარაში (სივრცე თვალსა და ქუთუთოს შორის). რეკომენდებული დოზაა 1-დან 3 წვეთამდე, სამედიცინო პროცედურის დაწყებამდე.
- გახსენით ფლაკონი, განახორციელეთ მსუბუქი ზეწოლა და ჩაიწვეთეთ თვალში წვეთობით რეკომენდებული დოზის მიხედვით.
- ერთი წვეთი საკმარისია თვალის ზედაპირის ანესთეზირებისთვის, რათა მოხდეს ტონომეტრია ერთი წუთის შემდეგ. დამატებითი ჩაწვეთება 90 წამის შემდეგ უზრუნველყოფს ადექვატურ ანესთეზიას კონტაქტური ლინზების მორგებისთვის. პროცედურების უმეტესობისთვის საკმარისია 1-დან 2 წვეთი. თუმცა, უფრო ღრმა ანესთეზიის მისაღწევად, დამატებითი წვეთების ჩაწვეთება შესაძლებელია მინიმუმ 90 წამის ინტერვალით. სამი წვეთი 90 წამის ინტერვალით უზრუნველყოფს საკმარის ანესთეზიას 5 წუთის შემდეგ რქოვანას ზედაპირული უცხო სხეულების ამოღებისთვის ან კონიუნქტივიტზე მეიბომური ჯირკვლის კისტის ამოსაჭრელად. რქოვანას მგრძნობელობა ნორმას უბრუნდება დაახლოებით 1 საათის შემდეგ.
- შესაძლო სისტემური აბსორბციის შესამცირებლად, რეკომენდებულია საცრემლე პარკზე ზეწოლა შიდა კუთხეში 2 წუთის განმავლობაში. ეს უნდა გაკეთდეს ყოველი წვეთის ჩაწვეთებისთანავე.
თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- მოსალოდნელი გვერდით ეფექტები
ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თმცა არა ნებისმიერ პაციენტში.
თვალების მხრივ
სიხშირე უცნობია: კონიუნქტივიტი, რქოვანას შეშუპება, რქოვანას წყლული, რქოვანას დაგვიანებული კოკატრიზაცია და პუნქტუალური კერატიტი. გამოყენებისას შეიძლება აღინიშნებოდეს სიცხის ან ჩხვლეტის შეგრძნება, რომელსაც გარდა მომენტალური უსიამოვნო შეგრძნებებისა, არანაირი შედეგი არ მოჰყვება. ასევე შეიძლება აღინიშნოს რქოვანას დაზიანება საანესთეზიო თვალის წვეთების ხანგრძლივი გამოყენებისას.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხირვ
ოქსიბუპროკაინის ჰიდროქლორიდის არამიზნორბივად გამოყენებამ ან დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს სედაცია, დაბნეულობა, აგზნება, ეიფორია, დეზორიენტაცია, სმენის, ვიზუალური ან მეტყველების დარღვევები, პარესთეზია, კუნთების კრუნჩხვა და თუ ვლინდება საკმარისად მძიმე კრუნჩვები, შესაძლოა აღინიშნოს რესპირატორული დეპრესია და კომა. ეს სიმპტომები ძალიან იშვიათია თერაპიული დოზებით გამოყენებისას.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ასევე მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
- ანესტოცილის შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი შეფუთვის კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
ინახება არაუმეტეს 25˚ C ტეპერატურის პირობებში. ფლაკონი შეინახეთ მჭიდროდ დახურულ მდგონარეობაში. ფლაკონი შეინახეთ მუყაოს საწყის კოლოფში.
ფლაკონის პირველადი გახსნის შემდეგ პრეპარატი უნდა გამოიყენოთ 28 დღის განმავლობაში.
არ გადააგდოთ ეს მედიკამენტი გამავალ წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. მიმართეთ ფარმაცევტს რჩევისთვის გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტის უტილიზაციის შესახებ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაციები
რას შეიცავს ანესტოცილი
აქტიური ნივთიერება არის ჰიდროქლორიდის ოქსიბუპროკაინი;
დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი 0,1 მგ/მლ კონსერვანტის სახით, საინექციო წყალი და მარილმჟავა ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის რეგულირებისთვის).
ანესტოცილის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა
ანესტოცილის თვალის წვეთები, ხსნარი არის გამჭვირვალე ხსნარი, სტერილურ გაუმჭვირვალე თეთრ LDPE ბოთლებში გამჭვირვალე საწვეთურით და გაუმჭვირვალე თეთრი HDPE თავსახურით. თითოეული ბოთლი შეიცავს 10 მლ ანესტოცილის თვალის წვეთებს, ხსნარს.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
ლაბორატორიო ედოლ - პროდუტოს ფარმასიუტიკოს, ს.ა.
25 აპრილის გამზ. 6-6ა
2795-225 ლინდა-ა-ველა
პორტუგალია
მწარმოებელი
ლაბორატორიო ედოლ - პროდუტოს ფარმასიუტიკოს, ს.ა.
25 აპრილის გამზ. 6-6ა, 2795-225 ლინდა-ა-ველა
პორტუგალია
Qua Quinta do salrego 22, 22A, portela de carnaxide, 2790-144 Carnaxide -Portugal - Rua Casal do Canas 6-6a. 2790-204 Carnaxide - Portugal
ამ ინსტრუქციის ბოლო შემოწმების თარიღია 06/2022.
ეს წარმოადგენს სამედიცინო პროდუქტს
სამედიცინო პროდუქტი არის პროდუქტი, რომელიც მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე და მისი ინსტრუქციის საწინააღმდეგოდ მოხმარება საშიშია თქვენთვის.
მკაცრად დაიცავით ექიმის დანიშნულება, გამოყენების მეთოდი და ფარმაცევტის მითითებები, რომელთანაც შეიძინეთ ეს პროდუქტი.
ექიმები და ფარმაცევტები არიან ექსპერტები და იცნობენ მედიკამენტების სარგებლობისა და რისკების შესახებ ინფორმაციას.
არ შეწყვიტოთ თვითნებურად მკურნალობა დროზე ადრე, როგორც დაგინიშნათ ექიმმა.
არ გაიმეოროთ იგივე მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არაბთა ჯანდაცვის მინისტრის საბჭო
არაბ ფარმაცევტთა კავშირი
E100527.06.01
edol
Laboratorio Edol - Produtos Farmaceuticos, S.A.
Av. 25 de Abril, 6-6A, 2795-225 Linda-A-Velha, Portugal
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.





