ანემინჯექტი რომფარმი
AnemInject Rompharm
ანემინჯექტი რომფარმი ნაჩვენებია რკინის დეფიციტის სამკურნალოდ, როდესაც (იხილეთ ნაწილი "ფარმაკოდინამიკური თვისებები"): რკინის პერორალური პრეპარატები არაეფექტურია. რკინის პერორალური პრეპარატების გამოყენება არ შეიძლება. არსებობს რკინის სწრაფი მიწოდების კლინიკური საჭიროება. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ferric carboxymaltose
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ/მლ 10მლ ი.ვ. საინექციო/საინფუზიო დისპერსია ფლაკონი №5
- მწარმოებელი
- S.C. Rompharm Company S.R.L. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -S.C. Rompharm Company S.R.L. (Str. Drumul Garii Otopeni, nr.52)(რუმინეთი)), რუმინეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიანემიური პრეპარატები, რკინის პარენტერალური პრეპარატები
- ATC კოდი
- B03AC
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040710
- რეგისტრირებულია
- 11 აპრილი 2024, მოქმედებს 11 აპრილი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „Rompharm Company Georgia“ LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „რომფარმ კომპანი საქართველო“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ანემინჯექტი რომფარმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ანემინჯექტი რომფარმი ნაჩვენებია რკინის დეფიციტის სამკურნალოდ, როდესაც (იხილეთ ნაწილი "ფარმაკოდინამიკური თვისებები"):
რკინის პერორალური პრეპარატები არაეფექტურია.
რკინის პერორალური პრეპარატების გამოყენება არ შეიძლება.
არსებობს რკინის სწრაფი მიწოდების კლინიკური საჭიროება.
რკინის დეფიციტის დიაგნოზი უნდა ეფუძნებოდეს ლაბორატორიულ ტესტებს.
მიღების წესი და დოზირება
ყურადღებით დააკვირდით პაციენტებს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ნიშნებსა და სიმპტომებზე ანემინჯექტი რომფარმის ყოველი შეყვანის განმავლობაში და მის შემდეგ.
ანემინჯექტი რომფარმი უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც დაუყოვნებლივ იქნება ხელმისაწვდომი პერსონალი, რომელსაც გავლილი აქვს სწავლება ანაფილაქსიური რეაქციების შესაფასებლად და მართვისთვის, გარემოში, რომელიც უზრუნველყოფილია სრული რეანიმაციული საშუალებებით. ანემინჯექტი რომფარმის ყოველი შეყვანის შემდეგ პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ გვერდითი ეფექტების გამო არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში (იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
დოზირება
რკინის კარბოქსიმალტოზის დოზირება დაფუძნებულია ეტაპობრივ მიდგომაზე:
[1] რკინის ინდივიდუალური საჭიროების განსაზღვრა,
[2] რკინის დოზ(ებ)ის გაანგარიშება და შეყვანა და
[3] რკინით გაჯერების შემდგომი შეფასებები.
ეს ნაბიჯები მოცემულია ქვემოთ:
ნაბიჯი 1: რკინის საჭიროების განსაზღვრა
რკინის ინდივიდუალური საჭიროება რკინის კარბოქსიმალტოზის გამოყენებით შევსებისთვის განისაზღვრება პაციენტის სხეულის წონისა და ჰემოგლობინის (Hb) დონის მიხედვით. საერთო რკინის საჭიროების დასადგენად იხილეთ ცხრილი 1. საერთო რკინის საჭიროების შესავსებად შეიძლება საჭირო გახდეს 2 დოზა, რკინის მაქსიმალური ინდივიდუალური დოზები იხილეთ ნაბიჯი 2–ში.
რკინის დეფიციტი უნდა დადასტურდეს ლაბორატორიული ტესტებით, როგორც ეს მითითებულია ნაწილში "თერაპიული ჩვენებები".
ცხრილი 1: საერთო რკინის საჭიროების განსაზღვრა
Hb
პაციენტის სხეულის წონა
გ/დლ
მმოლი/ლ
35 კგ–ზე ქვემოთ
35 კგ–დან <70 კგ–მდე
70 კგ და მეტი
<10
<6.2
30 მგ/კგ სხეულის მასაზე
1,500 მგ
2,000 მგ
10 <14
- 2 <8.7
15 მგ/კგ სხეულის მასაზე
1,000 მგ
1,500 მგ
≥14
≥8.7
15 მგ/კგ სხეულის მასაზე
500 მგ
500 მგ
ნაბიჯი 2: რკინის მაქსიმალური ინდივიდუალური დოზ(ებ)ის გაანგარიშება და შეყვანა
განსაზღვრული საერთო რკინის საჭიროებიდან გამომდინარე, რკინის კარბოქსიმალტოზის შესაბამისი დოზა(ები) უნდა დაინიშნოს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
მოზრდილები და 14 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები
ანემინჯექტი რომფარმის ერთჯერადი შეყვანა არ უნდა აღემატებოდეს:
რკინის კარბოქსიმალტოზის მაქსიმალური რეკომენდებული კუმულაციური დოზა შეადგენს რკინის 1,000 მგ–ს (20 მლ ანემინჯექტი რომფარმი) კვირაში. თუ საერთო რკინის საჭიროება უფრო მაღალია, მაშინ დამატებითი დოზის შეყვანა უნდა განხორციელდეს მინიმუმ 7 დღის ინტერვალით პირველი დოზის შემდეგ.
ბავშვები და მოზარდები 1-დან 13 წლამდე ასაკის

15 მგ რკინა/კგ სხეულის მასაზე
რკინის 750 მგ (15 მლ ანემინჯექტი რომფარმი)
რკინის კარბოქსიმალტოზის მაქსიმალური რეკომენდებული კუმულაციური დოზაა 750 მგ რკინა (15 მლ ანემინჯექტი რომფარმი) კვირაში. თუ საერთო რკინის საჭიროება უფრო მაღალია, მაშინ დამატებითი დოზის შეყვანა უნდა განხორციელდეს მინიმუმ 7 დღის ინტერვალით პირველი დოზის შემდეგ.
ნაბიჯი 3: რკინის შევსების შემდგომი შეფასებები
ხელახალი შეფასება უნდა ჩატარდეს კლინიცისტის მიერ ინდივიდუალური პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. Hb-ის დონე ხელახლა უნდა შეფასდეს არა უადრეს 4 კვირისა რკინის კარბოქსიმალტოზის საბოლოო შეყვანიდან, რათა დაიშვას ადეკვატური დრო ერითროპოეზისა და რკინის ათვისებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ესაჭიროება რკინის შემდგომი შევსება, რკინის საჭიროება ხელახლა უნდა გამოითვალოს (იხილეთ ნაბიჯი 1).
1 წლამდე ასაკის ბავშვები
რკინის კარბოქსიმალტოზას ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის გამოკვლეული 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ამიტომ ანემინჯექტი რომფარმი არ არის რეკომენდებული ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში გამოყენებისთვის.
ჰემოდიალიზზე დამოკიდებული თირკმლების ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები
მოზრდილებში და 14 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში არ უნდა მოხდეს 200 მგ რკინის ერთჯერადი მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გადამეტება ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ თირკმლების ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში (იხილეთ ასევე ნაწილი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
1-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებში თირკმლის ქრონიკული დაავადებით, რომლებიც საჭიროებენ ჰემოდიალიზს, რკინის კარბოქსიმალტოზის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის გამოკვლეული.
ამიტომ ანემინჯექტი რომფარმი არ არის რეკომენდებული 1-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებში თირკმლების ქრონიკული დაავადებით, რომლებიც საჭიროებენ ჰემოდიალიზს.
მიღების წესი
ანემინჯექტი რომფარმი უნდა შეყვანილ იქნას მხოლოდ ინტრავენური გზით:
ინექციით, ან
ინფუზიით, ან
ჰემოდიალიზის სესიის დროს განუზავებელი უშუალოდ დიალიზატორის ვენურ განშტოებაში.
ანემინჯექტი რომფარმი არ უნდა იქნას შეყვანილი კანქვეშა ან ინტრამუსკულური გზით.
ინტრავენური ინექცია
ანემინჯექტი რომფარმის შეყვანა შეიძლება ინტრავენური ინექციით განუზავებელი დისპერსიის გამოყენებით. მოზრდილებში და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 15 მგ რკინა/კგ სხეულის წონაზე, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 1,000 მგ რკინას. 1-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებში მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 15 მგ რკინა/კგ სხეულის წონაზე, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 750 მგ რკინას. შეყვანის დოზები მოცემულია ცხრილში 2:
ცხრილი 2: ანემინჯექტი რომფარმის ინტრავენური ინექციის ადმინისტრირების მაჩვენებლები
ანემინჯექტი რომფარმის საჭირო მოცულობა
რკინის ეკვივალენტური დოზა
ადმინისტრირების მაჩვენებელი / ადმინისტრირების მინიმალური დრო
2-დან
4 მლ-მდე
100-დან
200 მგ-მდე
მინიმალური დრო არ არის განსაზღვრული
>4-დან
10 მლ-მდე
>200-დან
500 მგ-მდე
100 მგ რკინა / წთ
>10-დან
20 მლ-მდე
>500-დან
1,000-მგ-მდე
15 წუთი
ინტრავენური ინფუზია
ანემინჯექტი რომფარმი შეიძლება შეიყვანოთ ინტრავენური ინფუზიით, ამ შემთხვევაში ის უნდა განზავდეს. მოზრდილებში და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 20 მგ რკინა/კგ სხეულის წონაზე, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 1,000 მგ რკინას. 1-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებში მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 15 მგ რკინა/კგ სხეულის წონაზე, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 750 მგ რკინას.
ინფუზიისთვის უნდა განზავდეს მხოლოდ სტერილურ 0.9% მას./მოც. ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, როგორც ნაჩვენებია ცხრილში 3. შენიშვნა: სტაბილურობის მიზეზების გამო, ანემინჯექტი რომფარმი არ უნდა განზავდეს 2 მგ რკინა/მლ-ზე ნაკლები კონცენტრაციით (გარდა რკინის კარბოქსიმალტოზის დისპერსიის მოცულობის). პრეპარატის მიღებამდე განზავების შესახებ დამატებითი ინსტრუქციებისთვის იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა მოპყრობისას“.
ცხრილი 3: ანემინჯექტი რომფარმის განზავების გეგმა ინტრავენური ინფუზიისთვის
ანემინჯექტი რომფარმის საჭირო მოცულობა
რკინის ეკვივალენტური დოზა
სტერილური 0,9% მას./მოც. ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის მაქსიმალური რაოდენობა

50 მლ
მინიმალური განსაზღვრული დრო არ არის
>4-დან
10 მლ-მდე
>200-დან
500 მგ-მდე
100 მლ
6 წუთი
>10-დან
20 მლ-მდე
>500-დან
1,000 მგ-მდე
250 მლ
15 წუთი
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან მისი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში „შემადგენლობა, დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი“.
ცნობილი სერიოზული ჰიპერმგრძნობელობა სხვა პარენტერული რკინის პროდუქტების მიმართ.
ანემია, რომელიც არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან, მაგ., სხვა მიკროციტური ანემია.
რკინით გადატვირთვის ან რკინის უტილიზაციის დარღვევის ნიშნები.
სიფრთხილის ზომები
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
პარენტერულად შეყვანილმა რკინის პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის სერიოზული და პოტენციურად ფატალური ანაფილაქსიური რეაქციები. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ასევე დაფიქსირდა რკინის პარენტერული კომპლექსების ადრე არარეგულარული დოზების მიღების შემდეგ. იყო შეტყობინებები ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების შესახებ, რომლებიც გადაიზარდა კუნისის სინდრომში (მწვავე ალერგიული კორონარული არტერიოსპაზმი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი, იხილეთ ნაწილი „არასასურველი ეფექტები“)
რისკი გაზრდილია პაციენტებისთვის ცნობილი ალერგიით, წამლისმიერი ალერგიის ჩათვლით, მათ შორის მძიმე ასთმის, ეგზემის ან სხვა ატოპიური ალერგიის მქონე პაციენტებისთვის.
ასევე იზრდება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების რისკი პარენტერული რკინის კომპლექსების მიმართ იმუნური ან ანთებითი დაავადების მქონე პაციენტებში (მაგ., სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი).
ანემინჯექტი რომფარმი უნდა დაინიშნოს მხოლოდ ანაფილაქსიური რეაქციების შესაფასებლად და მართვისთვის ნასწავლი პერსონალის არსებობისას, გარემოში, რომელიც სრულად უზრუნველყოფილია რეანიმაციული საშუალებებით. თითოეული პაციენტის დაკვირვება გვერდითი ეფექტების გამოვლენაზე უნდა ხდებოდეს მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში ანემინჯექტი რომფარმის ყოველი შეყვანის შემდეგ. თუ პრეპარატის მიღებისას გამოვლინდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ან აუტანლობის ნიშნები, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ხელმისაწვდომი უნდა იყოს აღჭურვილობა კარდიო-რესპირატორული რეანიმაციისთვის და მწვავე ანაფილაქსიური რეაქციების სამკურნალოდ, მათ შორის საინექციო ადრენალინის 1:1000 ხსნარი. საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს დამატებითი მკურნალობა ანტიჰისტამინური და/ან კორტიკოსტეროიდული საშუალებებით.
ჰიპოფოსფატემიური ოსტეომალაცია
სიმპტომატური ჰიპოფოსფატემია, რომელიც იწვევს ოსტეომალაციას და მოტეხილობებს, რომლებიც საჭიროებენ კლინიკურ ჩარევას, ქირურგიული ჩარევის ჩათვლით, მოხსენებული იყო პოსტმარკეტინგულ კვლევაში. პაციენტებმა უნდა მიმართონ სამედიცინო რჩევისთვის, თუ ისინი აღნიშნავენ დაღლილობის გაუარესებას მიალგიით ან ძვლის ტკივილით.
შრატში ფოსფატის კონტროლი უნდა ჩატარდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ მრავალჯერადად უფრო მაღალი დოზებით ან მკურნალობენ ხანგრძლივად და იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპოფოსფატემიის არსებული რისკფაქტორები. მუდმივი ჰიპოფოსფატემიის შემთხვევაში, რკინის კარბოქსიმალტოზით მკურნალობა უნდა გადაიხედოს.
ღვიძლის ან თირკმლების უკმარისობა
ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში რკინის პარენტერულად შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ სარგებლის/რისკის გულისყურით შეფასების შემდეგ. რკინის პარენტერულად მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში, რომლებშიც რკინით გადატვირთვა არის გამომწვევი ფაქტორი, კერძოდ, კანის მოგვიანებითი პორფირია (PCT). რეკომენდებულია რკინის მდგომარეობის გულისყურით მონიტორინგი, რათა თავიდან აიცილოთ რკინით გადატვირთვა.
არ არსებობს უსაფრთხოების მონაცემები ჰემოდიალიზზე დამოკიდებული თირკმლების ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ 200 მგ-ზე მეტი რკინის ერთჯერად დოზებს.
ინფექცია
პარენტერული რკინა სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული მწვავე ან ქრონიკული ინფექციის, ასთმის, ეგზემის ან ატოპიური ალერგიის დროს. რეკომენდებულია ამენინჯექტი რომფარმით მკურნალობის შეწყვეტა პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიმდინარე ბაქტერიემია. ამიტომ, ქრონიკული ინფექციის მქონე პაციენტებში უნდა ჩატარდეს სარგებელი/რისკის შეფასება ერითროპოეზის დათრგუნვის გათვალისწინებით.
ექსტრავაზაცია
ანემინჯექტი რომფარმის მიღებისას საჭიროა სიფრთხილე, რათა არ მოხდეს პარავენური გაჟონვა. ანემინჯექტი რომფარმის პარავენურმა გაჟონვამ შეყვანის ადგილზე შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და პოტენციურად ხანგრძლივად კანის ფერის შეცვლა ყავისფერით. პარავენური გაჟონვის შემთხვევაში ანემინჯექტი რომფარმის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პერორალური რკინის შეწოვა მცირდება პარენტერულ რკინის პრეპარატებთან ერთად მიღებისას. ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, პერორალური რკინით თერაპია არ უნდა დაიწყოს რკინის კარბოქსიმალტოზას ბოლო მიღებიდან სულ მცირე 5 დღის განმავლობაში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის დროს რკინის პრეპარატების ინტრავენური შეყვანა არ შეიძლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აშკარად აუცილებელია. რკინის კარბოქსიმალტოზით მკურნალობა უნდა შემოიფარგლოს მეორე და მესამე ტრიმესტრით, თუ შეფასებულია, რომ სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის, იხილეთ ნაწილი „ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია“.
ორსულ ქალებში უსაფრთხოების შეზღუდული მონაცემები ხელმისაწვდომია FER-ASAP-2009-01 კვლევიდან, რანდომიზებული, ღია, კვლევა, რომელიც ადარებს რკინის კარბოქსიმალტოზას (n=121) და პერორალურად მისაღებ რკინის სულფატს (n=115) ორსულ ქალებში მეორე და მესამე ტრიმესტრში ID ანემიით მკურნალობის პერიოდში 12 კვირის განმავლობაში. სუბიექტები იღებდნენ რკინის კარბოქსიმალტოზას კუმულაციური დოზებით 1,000 მგ ან 1,500 მგ რკინა (საშუალო კუმულაციური დოზა: 1,029 მგ რკინა) Hb-ზე და სხეულის მასაზე დაყრდნობით სკრინინგისას, ან 100 მგ პერორალურად მისაღებ რკინას ორჯერ დღეში 12 კვირის განმავლობაში. მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების სიხშირე მსგავსი იყო რკინის კარბოქსიმალტოზას მიმღებ ქალებსა და მათ შორის, ვინც მკურნალობდა პერორალური რკინით (11.4% რკინის კარბოქსიმალტოზის ჯგუფი; 15.3% პერორალურად მისაღები რკინის ჯგუფი). მკურნალობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი მოვლენები იყო გულისრევა, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში და თავის ტკივილი. ახალშობილთა აპგარის ქულები, ისევე როგორც ახალშობილთა რკინის პარამეტრები მსგავსი იყო მკურნალობის ჯგუფებს შორის.
პედიატრიული პოპულაცია
14 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები ჩართული იყვნენ მოზრდილებში ჩატარებულ 4 კვლევაში. გარდა ამისა, პედიატრიული კვლევები ჩატარდა 1-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში რკინადეფიციტური ანემიით. რკინადეფიციტური ანემიის ყველაზე ხშირი ეტიოლოგია იყო კუჭ-ნაწლავის დაავადებები (მაგალითად, ნაწლავის ანთებითი დაავადება, Helicobacter pylori გასტრიტი, ცელიაკია) და საშვილოსნოს მძიმე სისხლდენა.
პროსპექტულ ფარმაკოკინეტიკურ/ფარმაკოდინამიკურ მე-2 ფაზის კვლევაში (1VIT13036), 35 ბავშვი 9.8 წლის საშუალო ასაკის (დიაპაზონი: 1.5–17.5 წელი) მკურნალობდა თანმიმდევრული დოზების 2 ჯგუფში რკინის კარბოქსიმალტოზის ერთჯერადი დოზებით 7.5 მგ რკინა/კგ სხეულის მასაზე (n = 16) ან რკინის კარბოქსიმალტოზათი 15 მგ რკინა/კგ სხეულის მასაზე (n = 19), 750 მგ რკინის მაქსიმალური დოზით. Hb, ფერიტინი და TSAT გაიზარდა დოზადამოკიდებულად. ინექციის შემდეგ 35–ე დღეს, Hb-ის საშუალო (SD) ზრდა იყო 1.9 (1.38) გ/დლ რკინის კარბოქსიმალტოზის 7.5 მგ რკინა/კგ გამოყენებისას და 2.8 (1.15) გ/დლ რკინის კარბოქსიმალტოზის 15 მგ რკინა/კგ გამოყენებისას. ასევე იხილეთ ნაწილი „არასასურველი ეფექტები“.
პროსპექტულ, ღია, პარალელური ჯგუფის მე-3 ფაზის კვლევაში (1VIT17044), რკინის კარბოქსიმალტოზის ეფექტურობა და უსაფრთხოება შედარებული იყო რკინით პერორალურ თერაპიასთან. 14.5 წლის საშუალო ასაკის 40 ბავშვს (დიაპაზონი: 1-დან 17 წლამდე) მკურნალობდნენ რკინის კარბოქსიმალტოზის 2 დოზით 15 მგ რკინა/კგ სხეულის წონაზე 7 დღიანი ინტერვალით (მაქსიმალური ერთჯერადი დოზა 750 მგ) და 39 ბავშვს საშუალო ასაკით 14.0 წელი (დიაპაზონი: 1-დან 17 წლამდე) პერორალურად მისაღები რკინის სულფატით 28 დღის განმავლობაში. Hb-ის მსგავსი მატება დაფიქსირდა როგორც რკინის კარბოქსიმალტოზით, ასევე პერორალური რკინის სულფატით მკურნალობის შემდეგ. Hb-ის ზრდა საწყისიდან 35 დღემდე (LS საშუალო [95%CI]) იყო 2.22 [1.69, 2.75] გ/დლ რკინის კარბოქსიმალტოზის შემდეგ და 1.92 [1.43, 2.41] გ/დლ პერორალური რკინის სულფატის შემდეგ. საერთო ჯამში, პაციენტების 87.5%-მა რკინის ინტრავენური შეყვანის ჯგუფში მიაღწია Hb-ის ზრდას >1 გ/დლ EOS-ზე. ფერიტინისა და TSAT-ის მატება, რომელიც გამოიყენება რკინის მარაგების შევსების საზომად, უფრო მაღალი იყო რკინის კარბოქსიმალტოზით თერაპიის შემდეგ რკინის სულფატის პერორალურ თერაპიასთან შედარებით, ფერიტინის ზრდით საწყისიდან 35–ე დღემდე (LS საშუალო [95%CI]) 132.1 [105.44, 158.76] ნგ/მლ რკინის კარბოქსიმალტოზის შემდეგ და 11.0 [-15.62, 37.65] ნგ/მლ პერორალური რკინის სულფატის შემდეგ. TSAT-ის შესაბამისი ზრდა იყო 24.3 [19.19, 29.41] % და 8.7 [3.70, 13.63]%, შესაბამისად. ასევე იხილეთ ნაწილი „არასასურველი ეფექტები“.
ფერიტინის მონიტორინგი ჩანაცვლებითი თერაპიის შემდეგ
შეზღუდულია VIT-IV-CL-008 კვლევის მონაცემები, რომელიც აჩვენებს, რომ ფერიტინის დონეები სწრაფად მცირდება ჩანაცვლებიდან 2-4 კვირის შემდეგ და უფრო ნელა ამის შემდეგ. ფერიტინის საშუალო დონეები არ დაეცა იმ დონემდე, რომელზეც შეიძლებოდა განიხილებოდეს განმეორებითი მკურნალობა კვლევის შემდგომი 12 კვირის განმავლობაში. ამდენად, არსებული მონაცემები ნათლად არ მიუთითებს ფერიტინის ხელახალი ტესტირების ოპტიმალურ დროს, თუმცა ჩანაცვლებითი თერაპიის შემდეგ 4 კვირაზე ადრე ფერიტინის დონის შეფასება ნაადრევია. ამდენად, რეკომენდებულია ფერიტინის შემდგომი ხელახალი შეფასება განხორციელდეს კლინიცისტის მიერ ინდივიდუალური პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
განაწილება
პოზიტრონ–ემისიურმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ 59Fe და 52Fe რკინის კარბოქსიმალტოზადან სწრაფად ელიმინირდებოდა სისხლიდან, გადადიოდა ძვლის ტვინში და დეპონირდებოდა ღვიძლში და ელენთაში.
რკინის კარბოქსიმალტოზის ერთჯერადი შეყვანის შემდეგ დოზით 100-დან 1,000 მგ-მდე რკინა ID სუბიექტებში, შრატის საერთო მაქსიმალური რკინის დონეები 37 მკგ/მლ-დან 333 მკგ/მლ-მდე მიიღწევა 15 წუთიდან 1,21 საათამდე შესაბამისად. ცენტრალური კამერის მოცულობა კარგად შეესაბამება პლაზმის მოცულობას (დაახლოებით 3 ლიტრი).
ელიმინაცია
ინექციის სახით ან ინფუზიის სახით შეყვანილი რკინა სწრაფად გამოიდევნებოდა პლაზმიდან, ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობდა 7-დან 12 საათამდე, საშუალო დაყოვნების დრო (MRT) 11-დან 18 საათამდე. რკინის თირკმლისმიერი ელიმინაცია უმნიშვნელო იყო.
პედიატრიული პოპულაცია
რკინის კარბოქსიმალტოზის ფარმაკოკინეტიკური თვისებები დოზაზე 15 მგ რკინა/კგ მსგავსი იყო რკინის დეფიციტის მქონე მოზრდილი პაციენტების. შრატის რკინა გაიზარდა დოზის პროპორციულად 7.5 მგ რკინა/კგ ან 15 მგ რკინა/კგ ერთჯერადი დოზის შემდეგ. რკინის კარბოქსიმალტოზის ერთჯერადი დოზის 15 მგ რკინა/კგ სხეულის მასაზე (მაქსიმუმ 750 მგ) შემდეგ, შრატის საერთო რკინის საშუალო მაქსიმალური მნიშვნელობები 310 მკგ/მლ გაზომილი იყო 1.12 საათის შემდეგ. ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო 9.8 საათი, ხოლო განაწილების მოცულობა, შეფასებული პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზით, იყო 0.42-დან 3.14 ლ-მდე. მოდელზე დაფუძნებულ სიმულაციებზე დაყრდნობით, პედიატრიულ სუბიექტებს ჰქონდათ უფრო დაბალი სისტემური ექსპოზიცია (AUC0-72 სთ–ზე უფრო დაბალი) მოზრდილებთან შედარებით (მედიანა თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში: 3,340 მკგ×სთ/მლ (1-დან 2 წლამდე), 4,110 მკგ×სთ/მლ (3-დან 12 წლამდე), 4,740 მკგ×სთ/მლ (13-დან 17 წლამდე), 8,864 მკგ×სთ/მლ (მოზრდილები)).
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ანემინჯექტი რომფარმი მოქმედებს ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ცხრილში 4 წარმოდგენილია წამლის გვერდითი რეაქციები (ADRs) მოხსენებული კლინიკური კვლევების დროს, რომლებშიც 9,000-ზე მეტი სუბიექტი (მათ შორის 1-დან 17 წლამდე ასაკის > 100 ბავშვი და მოზარდი) იღებდა რკინის კარბოქსიმალტოზას, ასევე ისინი, რომლებიც მოხსენებული იყო პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან (იხილეთ ცხრილი სქოლიოები დეტალებისთვის).
ყველაზე ხშირად მოხსენებული ADR არის გულისრევა (გამოვლინდა სუბიექტების 3.2%-ში), რასაც მოჰყვება რეაქციები ინექციის/ინფუზიის ადგილზე, ჰიპოფოსფატემია, თავის ტკივილი, წამოხურება, თავბრუსხვევა და ჰიპერტენზია. ინექციის/ინფუზიის ადგილის რეაქციები მოიცავს რამდენიმე ADR-ს, რომლებიც ინდივიდუალურად არის ან არახშირი ან იშვიათი.
ყველაზე სერიოზული ADR არის ანაფილაქსიური რეაქციები (იშვიათი); დაფიქსირდა ლეტალობის შემთხვევები. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“.
ცხრილი 4: პრეპარატის გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს
ორგანოთა სისტემის კლასი
ხშირი (≥1/100)
არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე)
იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1,000-მდე)
სიხშირე უცნობია (1)
იმუნური სისტემის დარღვევები
ჰიპერმგრძნობელობა
ანაფილაქსიური რეაქციები
მეტაბოლური და კვების დარღვევეი
ჰიპოფოსფატემია
ნერვული სისტემის დარღვევები
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
დისგევზია, პარესთეზია
ცნობიერების დაკარგვა (1)
ფსიქიკური დარღვევები
შფოთვა (2)
კარდიალური დარღვევები
ტაქიკარდია
კუნისის სინდრომი (1)
სისხლძარღვოვანი დარღვევები
წამოხურება, ჰიპერტენზია
ჰიპოტენზია
პრესინკოპე(2), სინკოპე(2), ფლებიტი
რესპირატორული, გულმკერდისა და შუასაყარის დარღვევები
დისპნოე
ბრონქოსპაზმი
(2)
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
გულისრევა
მუცლის ტკივილი, ღებინება, ყაბზობა, დიარეა, დისპეფსია
მეტეორიზმი
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევბი
გამონაყარი(3), ქავილი, ჭინჭრის ციება, ერითემა,
ანგიონებროზული შეშუპება(2), კანის პერიფერიული გაუფერულება (2), სიფერმკრთალე (2)
სახის შეშუპება (1)
ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
ართრალგია, მიალგია, ტკივილი კიდურებში, ზურგის ტკივილი, კუნთების სპაზმი
ჰიპოფოსფატემიური ოსტეომალაცია(1)
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილზე
რეაქციები ინექციის/ინფუზიის ადგილზე (4)
პირექსია, დაღლილობა, შემცივნება, ტკივილი გულმკერდის არეში, პერიფერიული შეშუპება, სისუსტე
გრიპის მსგავსი დაავადება (რომლის დაწყება შეიძლება ვარირებდეს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე)(2)
გამოკვლევები
ალანინამინოტრანსფერაზას მომატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას მომატება, გამა-გლუტამილტრანსფერაზას მომატება, სისხლში ტუტე ფოსფატაზას მომატება, სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას მომატება
1 ADR-ები ექსკლუზიურად მოხსენებული პოსტმარკეტინგულ გარემოში; შეფასებულია როგორც იშვიათი.
2 ADR–ები მოხსენებული პოსტმარკეტინგულ პირობებში, რომლებიც ასევე აღინიშნა კლინიკურ პირობებში.
3 მოიცავს უპირატესად შემდეგ ტერმინებს: გამონაყარი (ინდივიდუალური ADR მიჩნეულია, რომ იშვიათია) და გამონაყარი ერითემატოზული, -გენერალიზებული, -მაკულარული, -მაკულო-პაპულარული, -ქავილიანი (ყველა ინდივიდუალური ADR–ები მიჩნეულია, რომ იშვიათია).
4 მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, უპირატესად შემდეგ ტერმინებს: ინექციის/ინფუზიის ადგილზე - ტკივილი, - ჰემატომა, - ფერის შეცვლა, - ექსტრავაზაცია, - გაღიზიანება, - რეაქცია, (ყველა ინდივიდუალური ADR–ები მიჩნეულია, რომ არახშირია) და - პარესთეზია (ინდივიდუალური ADR–ები მიჩნეულია, რომ იშვიათია).
შენიშვნა: ADR = წამლის გვერდითი რეაქცია
პედიატრიული პოპულაცია
1-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების უსაფრთხოების პროფილი შედარებულია მოზრდილებთან. 110 პედიატრიულმა პაციენტმა მიიღო რკინის კარბოქსიმალტოზა 7 კლინიკურ კვლევაში. სერიოზული ADR არ იყო მოხსენებული. მოხსენებული არასერიოზული გვერდითი რეაქციები იყო ჰიპოფოსფატემია (n = 5), ჭინჭრის ციება (n = 5), რეაქციები ინექციის/ინფუზიის ადგილზე (n = 4), მუცლის ტკივილი (n = 2), წამოხურება (n = 2), თავის ტკივილი (n = 2), პირექსია (n = 2), ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (n = 2) და გამონაყარი (n = 2). ყაბზობა, გასტრიტი, ჰიპერტენზია, ქავილი და წყურვილი დაფიქსირდა მხოლოდ ერთხელ.
შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ. ის იძლევა მუდმივი მონიტორინგის საშუალებას სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსზე. ჯანდაცვის პროფესიონალებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქცია მოხსენების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
ჭარბი დოზა
ანემინჯექტი რომფარმის შეყვანამ იმ რაოდენობით, რომელიც აღემატება იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა შეყვანის დროს რკინის დეფიციტის გამოსასწორებლად, შეიძლება გამოიწვიოს რკინის დაგროვება კუმულაციის ადგილებში და საბოლოოდ გამოიწვიოს ჰემოსიდეროზი. რკინის ისეთი პარამეტრების მონიტორინგი, როგორიცაა შრატის ფერიტინი და ტრანსფერინის გაჯერება (TSAT) შეიძლება დაეხმაროს რკინის კუმულაციის ამოცნობაში. თუ მოხდა რკინის კუმულაცია, მკურნალობა ტარდება სტანდარტული სამედიცინო პრაქტიკის მიხედვით, მაგ., განიხილება რკინის ქელატორის გამოყენება.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა მოპყრობისას
გამოყენებამდე შეამოწმეთ ფლაკონები ნალექისა და დაზიანების არსებობაზე. გამოიყენეთ მხოლოდ ისინი, რომლებიც შეიცავს უნალექო, ჰომოგენურ დისპერსიას.
ანემინჯექტი რომფარმის თითოეული ფლაკონი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
ანემინჯექტი რომფარმი უნდა იყოს შერეული მხოლოდ სტერილურ 0,9% მას./მოც. ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან. სხვა ინტრავენური განზავების ხსნარები და თერაპიული საშუალებები არ უნდა იქნას გამოყენებული, რადგან არსებობს პრეციპიტაციის და/ან ურთიერთქმედების პოტენციალი. განზავების ინსტრუქციებისთვის იხილეთ ნაწილი „დოზირება და მიღების წესი“.
შემადგენლობა
დისპერსიის ერთი მლ შეიცავს რკინის კარბოქსიმალტოზას, რომელიც შეესაბამება 50 მგ რკინას.
თითოეული 10 მლ ფლაკონი შეიცავს რკინის კარბოქსიმალტოზას, რომელიც შეესაბამება 500 მგ რკინას.
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი:
ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის დასარეგულირებლად)
მარილმჟავა (pH-ის დასარეგულირებლად)
საინექციო წყალი
ფარმაცევტული ჯგუფი და ათქ კოდი
შენახვის პირობები
პროდუქტის ვარგისობის ვადა გასაყიდად შეფუთული სახით:
24 თვე.
ვარგისობის ვადა კონტეინერის პირველი გახსნის შემდეგ:
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პარენტერული შეყვანის პრეპარატები დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
ვარგისობის ვადა სტერილური 0.9% მას./მოც. ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით განზავების შემდეგ:
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პარენტერული შეყვანის პრეპარატები უნდა იქნას გამოყენებული სტერილური 0.9% მას./მოც. ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით განზავებისთანავე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ლეგალური სტატუსი
გაიცემა რეცეპტით.
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
S.C. Rompharm Company S.R.L.
Eroilor Street №1A, Otopeni 075100, Ilfov County
რუმინეთი
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
შპს რომფარმი კომპანი საქართველო
საქართველო, თბილისი, სააკაძის დაღმართი N8, ოფისი N7a
ფარმაკოლოგიური თვისებები
ტრივალენტური რკინის პარენტერული პრეპარატი, ათქ კოდი: B03AC
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ანემინჯექტი რომფარმი საინექციო/საინფუზიო დისპერსია არის რკინის კომპლექსის რკინის კარბოქსიმალტოზის კოლოიდური ხსნარი. კომპლექსი შექმნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს უტილიზირებადი რკინის კონტროლირებადი წყარო რკინის სატრანსპორტო და შესანახი ცილებისთვის ორგანიზმში (შესაბამისად, ტრანსფერინი და ფერიტინი). 59Fe-ის წითელი უჯრედებით უტილიზაცია რადიო-მარკირებული რკინის კარბოქსიმალტოზიდან მერყეობდა 91%-დან 99%-მდე რკინის დეფიციტის მქონე სუბიექტებში (ID) და 61%-დან 84%-მდე თირკმლისმიერი ანემიის მქონე სუბიექტებში დოზის მიღებიდან 24 დღის შემდეგ. რკინის კარბოქსიმალტოზათი მკურნალობა იწვევს რეტიკულოციტების რაოდენობის, შრატის ფერიტინის დონის და TSAT დონის ზრდას ნორმის ფარგლებში.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
რკინის კარბოქსიმალტოზის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილია სხვადასხვა თერაპიულ დარგში, რომელიც საჭიროებს რკინის ინტრავენურ შეყვანას რკინის დეფიციტის კორექციისთვის. ძირითადი კვლევები უფრო დეტალურად არის აღწერილი ქვემოთ.
კარდიოლოგია
გულის ქრონიკული უკმარისობა
კვლევა CONFIRM-HF იყო ორმაგი–ბრმა, რანდომიზირებული, 2 ჯგუფის კვლევა, რომელიც ადარებდა რკინის კარბოქსიმალტოზას (n=150) და პლაცებოს (n=151) სუბიექტებში გულის ქრონიკული უკმარისობით და ID-ით 52 კვირის მკურნალობის პერიოდის განმავლობაში. 1–ელ დღეს და მე-6 კვირაში (კორექციის ფაზა), სუბიექტებმა მიიღეს ან რკინის კარბოქსიმალტოზა გამარტივებული დოზირების სქემის მიხედვით საწყისი Hb-ის და სხეულის წონის გამოყენებით სკრინინგის დროს (იხილეთ ნაწილი „დოზირება და მიღების მეთოდი“), პლაცებო ან დოზის გარეშე. 12, 24 და 36 კვირაში (შენარჩუნების ფაზა) სუბიექტებმა მიიღეს რკინის კარბოქსიმალტოზა (500 მგ რკინა) ან პლაცებო, თუ შრატის ფერიტინი იყო <0.001.
კვლევა EFFECT-HF იყო ღია (საბოლოო წერტილის ბრმა შეფასებით), რანდომიზებული, 2 ჯგუფის კვლევა, რომელიც ადარებდა რკინის კარბოქსიმალტოზას (n=86) და სტანდარტულ მკურნალობას (n=86) სუბიექტებში გულის ქრონიკული უკმარისობით და ID–ით 24 კვირიანი მკურნალობის პერიოდის განმავლობაში. 1-ელ დღეს და მე-6 კვირას (კორექციის ფაზა), სუბიექტებმა მიიღეს ან რკინის კარბოქსიმალტოზა გამარტივებული დოზირების სქემის მიხედვით საწყისი Hb-ისა და სხეულის წონის გამოყენებით სკრინინგისას (იხილეთ ნაწილი „დოზირება და მიღების მეთოდი“) ან სტანდარტული მკურნალობა. მე-12 კვირაში (შენარჩუნების ფაზაში) სუბიექტებმა მიიღეს რკინის კარბოქსიმალტოზა (500 მგ რკინა) ან სტანდარტული მკურნალობა, თუ შრატის ფერიტინი <100 ნგ/მლ ან 100-დან 300 ნგ/მლ და TSAT <20%. რკინის კარბოქსიმალტოზას სამკურნალო სარგებელი სტანდარტულ მკურნალობასტან მიმართებაში ნაჩვენები იყო პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილით, წონის მიხედვით მორგებული პიკის VO2 ცვლილება საწყისიდან 24 კვირამდე (LS საშუალო 1.04 ±0.44, p=0.02).
ნეფროლოგია
ჰემოდიალიზზე დამოკიდებული თირკმლის ქრონიკული დაავადება
კვლევა VIT-IV-CL-015 იყო ღია, რანდომიზებული პარალელური ჯგუფის კვლევა, რომელიც ადარებდა რკინის კარბოქსიმალტოზას (n=97) და რკინის საქაროზას (n=86) სუბიექტებში ID ანემიით, რომლებიც გადიოდნენ ჰემოდიალიზს. სუბიექტები იღებდნენ რკინის კარბოქსიმალტოზას ან რკინის საქაროზას კვირაში 2-3-ჯერ 200 მგ რკინის ერთჯერადი დოზებით პირდაპირ დიალიზერში, სანამ არ მიიღწეოდა ინდივიდუალურად გამოთვლილი რკინის კუმულაციური დოზა (რკინის საშუალო კუმულაციური დოზა, როგორც რკინის კარბოქსიმალტოზა: 1,700 მგ). ეფექტურობის პირველადი საბოლოო წერტილი იყო სუბიექტების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც მიაღწიეს Hb-ის ზრდას ≥1.0 გ/დლ-ით საწყის ეტაპზე 4 კვირის შემდეგ. საწყისი ეტაპიდან 4 კვირის შემდეგ, 44.1%–მა უპასუხა რკინის კარბოქსიმალტოზით მკურნალობას (ანუ Hb–ის ზრდა ≥1.0 გ/დლ) შედარებით 35.3%–თან რკინის საქაროზით მკურნალობისას (p=0.2254).
არადიალიზზე დამოკიდებული თირკმლების ქრონიკული დაავადება
კვლევა 1VIT04004 იყო ღია, რანდომიზებული აქტიური საკონტროლო კვლევა, რომელიც აფასებდა რკინის კარბოქსიმალტოზის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას (n=147) რკინის პერორალურ მიღებასთან შედარებით (n=103). სუბიექტებმა რკინის კარბოქსიმალტოზას ჯგუფში მიიღეს 1,000 მგ რკინა საწყის ეტაპზე და 500 მგ რკინა მე–14 და 28-ე დღეებში, თუ TSAT იყო <30% და შრატის ფერიტინი <500 ნგ/მლ შესაბამისი ვიზიტისას. სუბიექტებმა პერორალური მიღების რკინის ჯგუფში მიიღეს 65 მგ რკინა დღეში სამჯერ რკინის სულფატის სახით საწყისიდან 56–ე დღემდე. სუბიექტებს აკვირდებოდნენ 56–ე დღემდე. პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილი იყო სუბიექტების პროცენტი, რომლებიც აღწევდნენ Hb-ის ზრდას ≥1.0 გ/დლ–ით ნებისმიერ დროს საწყის მაჩვენებელსა და კვლევის დასასრულს შორის ან ინტერვენციის დროს. ეს მიღწეული იყო 60.54% სუბიექტებით, რომლებიც იღებდნენ რკინის კარბოქსიმალტოზას, შედარებით 34.7% სუბიექტთან რკინის პერორალურად მიღების ჯგუფში (p=0.034, 95% CI: 0.0, 0.7).
გასტროენტეროლოგია
ნაწლავის ანთებითი დაავადების კვლევა VIT-IV-CL-008 იყო რანდომიზებული, ღია კვლევა, რომელიც ადარებდა რკინის კარბოქსიმალტოზის ეფექტურობას პერორალური რკინის სულფატს ID ანემიის შემცირებაში ნაწლავის ანთებითი დაავადების (IBD) მქონე სუბიექტებში. სუბიექტები იღებდნენ რკინის კარბოქსიმალტოზას (n=111) ერთჯერადი დოზებით რკინის 1,000 მგ-მდე კვირაში ერთხელ, სანამ არ იყო მიღწეული ინდივიდუალურად გამოთვლილი რკინის დოზა (განზონის ფორმულის მიხედვით) (რკინის საშუალო კუმულაციური დოზა: 1,490 მგ), ან 100 მგ რკინა დღეში ორჯერ რკინის სულფატის სახით (n=49) 12 კვირის განმავლობაში. სუბიექტები, რომლებიც იღებდნენ რკინის კარბოქსიმალტოზას, აჩვენებდნენ Hb-ის საშუალო ზრდას საწყისი დონიდან მე-12 კვირას 3,83 გ/დლ–ით, რაც რკინის სულფატით ორჯერ დღეში (3,75 გ/დლ, p=0,8016) 12-კვირიან მკურნალობაზე დაბალი არ იყო.
კვლევა FER-IBD-07 COR იყო რანდომიზებული, ღია კვლევა, რომელიც ადარებდა რკინის კარბოქსიმალტოზას და რკინის საქაროზას ეფექტურობას სუბიექტებში რემიტიული ან მსუბუქი IBD–ით. სუბიექტები, რომლებიც იღებდნენ რკინის კარბოქსიმალტოზას, დოზირებას იღებდნენ გამარტივებული დოზირების სქემის მიხედვით საწყისი Hb-ისა და სხეულის წონის გამოყენებით (იხილეთ ნაწილი „დოზირება და მიღების მეთოდი“) ერთჯერადი დოზებით რკინის 1,000 მგ–მდე, ხოლო სუბიექტები, რომლებიც იღებდნენ რკინის საქაროზას, დოზირებას იღებდნენ ინდივიდუალურად გამოთვლილი რკინის დოზის მიხედვით განზონის ფორმულის გამოყენებით 200 მგ რკინის დოზებში, სანამ არ მიიღწეოდა რკინის კუმულაციური დოზა. სუბიექტებზე მონიტორინგს ატარებდნენ 12 კვირის განმავლობაში. სუბიექტების 65.8%, რომლებიც იღებდნენ რკინის კარბოქსიმალტოზას (n=240; რკინის საშუალო კუმულაციური დოზა: 1,414 მგ) შედარებით 53.6%-თან, რომლებიც ღებულობდნენ რკინის საქაროზას (n=235; საშუალო კუმულაციური დოზა 1,207 მგ; p=0.004) უპასუხეს მე–12 კვრაში (განისაზღვრება როგორც Hb–ის მომატება ≥2 გ/დლ). რკინის კარბოქსიმალტოზათი ნამკურნალევი სუბიექტების 83.8%-მა რკინის საქაროზათი ნამკურნალევი სუბიექტების 75.9%-თან შედარებით მიაღწია Hb-ის ზრდას ≥2 გ/დლ ან ჰქონდათ Hb ნორმალურ ფარგლებში მე-12 კვირაში (p=0.019).
ქალთა ჯანმრთელობა
მშობიარობის შემდგომ
კვლევა VIT-IV-CL-009 იყო რანდომიზებული ღია არანაკლები ეფექტურობის კვლევა, რომელიც ადარებდა რკინის კარბოქსიმალტოზას (n=227) და რკინის სულფატის (n=117) ეფექტურობას ქალებში, რომლებსაც აქვთ მშობიარობის შემდგომი ანემია. სუბიექტები იღებდნენ ან რკინის კარბოქსიმალტოზას ერთჯერადი დოზებით რკინის 1,000 მგ-მდე, სანამ არ იყო მიღწეული მათი ინდივიდუალურად გამოთვლილი რკინის კუმულაციური დოზა (განზონის ფორმულის მიხედვით), ან 100 მგ რკინას პერორალური რკინის სულფატის სახით დღეში ორჯერ 12 კვირის განმავლობაში. სუბიექტებზე მონიტორინგს ატარებდნენ 12 კვირის განმავლობაში. Hb-ის საშუალო ცვლილება საწყისიდან მე-12 კვირამდე იყო 3.37 გ/დლ რკინის კარბოქსიმალტოზას ჯგუფში (n=179; რკინის საშუალო კუმულაციური დოზა: 1,347 მგ) 3.29 გ/დლ-თან შედარებით რკინის სულფატის ჯგუფში (n=89), რითიც აჩვენებს არანაკლებ ეფექტურობას მკურნალობებს შორის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ფურცელი-ჩანართი
სამკურნალო საშუალების დასახელება
ანემინჯექტი რომფარმი 50 მგ/მლ, საინექციო/საინფუზიო დისპერსია
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
რკინის კარბოქსიმალტოზა
ფარმაცევტული ფორმა
საინექციო/საინფუზიო დისპერსია. ყავისფერი, გაუმჭვირვალე წყალხსნარი.
შემადგენლობა
დისპერსიის ერთი მლ შეიცავს რკინის კარბოქსიმალტოზას, რომელიც შეესაბამება 50 მგ რკინას.
თითოეული 10 მლ ფლაკონი შეიცავს რკინის კარბოქსიმალტოზას, რომელიც შეესაბამება 500 მგ რკინას.
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი:
ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის დასარეგულირებლად)
მარილმჟავა (pH-ის დასარეგულირებლად)
საინექციო წყალი
ფარმაცევტული ჯგუფი და ათქ კოდი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ტრივალენტური რკინის პარენტერული პრეპარატი, ათქ კოდი: B03AC
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ანემინჯექტი რომფარმი საინექციო/საინფუზიო დისპერსია არის რკინის კომპლექსის რკინის კარბოქსიმალტოზის კოლოიდური ხსნარი. კომპლექსი შექმნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს უტილიზირებადი რკინის კონტროლირებადი წყარო რკინის სატრანსპორტო და შესანახი ცილებისთვის ორგანიზმში (შესაბამისად, ტრანსფერინი და ფერიტინი). 59Fe-ის წითელი უჯრედებით უტილიზაცია რადიო-მარკირებული რკინის კარბოქსიმალტოზიდან მერყეობდა 91%-დან 99%-მდე რკინის დეფიციტის მქონე სუბიექტებში (ID) და 61%-დან 84%-მდე თირკმლისმიერი ანემიის მქონე სუბიექტებში დოზის მიღებიდან 24 დღის შემდეგ. რკინის კარბოქსიმალტოზათი მკურნალობა იწვევს რეტიკულოციტების რაოდენობის, შრატის ფერიტინის დონის და TSAT დონის ზრდას ნორმის ფარგლებში.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
რკინის კარბოქსიმალტოზის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილია სხვადასხვა თერაპიულ დარგში, რომელიც საჭიროებს რკინის ინტრავენურ შეყვანას რკინის დეფიციტის კორექციისთვის. ძირითადი კვლევები უფრო დეტალურად არის აღწერილი ქვემოთ.
კარდიოლოგია
გულის ქრონიკული უკმარისობა
კვლევა CONFIRM-HF იყო ორმაგი–ბრმა, რანდომიზირებული, 2 ჯგუფის კვლევა, რომელიც ადარებდა რკინის კარბოქსიმალტოზას (n=150) და პლაცებოს (n=151) სუბიექტებში გულის ქრონიკული უკმარისობით და ID-ით 52 კვირის მკურნალობის პერიოდის განმავლობაში. 1–ელ დღეს და მე-6 კვირაში (კორექციის ფაზა), სუბიექტებმა მიიღეს ან რკინის კარბოქსიმალტოზა გამარტივებული დოზირების სქემის მიხედვით საწყისი Hb-ის და სხეულის წონის გამოყენებით სკრინინგის დროს (იხილეთ ნაწილი „დოზირება და მიღების მეთოდი“), პლაცებო ან დოზის გარეშე. 12, 24 და 36 კვირაში (შენარჩუნების ფაზა) სუბიექტებმა მიიღეს რკინის კარბოქსიმალტოზა (500 მგ რკინა) ან პლაცებო, თუ შრატის ფერიტინი იყო <0.001.
კვლევა EFFECT-HF იყო ღია (საბოლოო წერტილის ბრმა შეფასებით), რანდომიზებული, 2 ჯგუფის კვლევა, რომელიც ადარებდა რკინის კარბოქსიმალტოზას (n=86) და სტანდარტულ მკურნალობას (n=86) სუბიექტებში გულის ქრონიკული უკმარისობით და ID–ით 24 კვირიანი მკურნალობის პერიოდის განმავლობაში. 1-ელ დღეს და მე-6 კვირას (კორექციის ფაზა), სუბიექტებმა მიიღეს ან რკინის კარბოქსიმალტოზა გამარტივებული დოზირების სქემის მიხედვით საწყისი Hb-ისა და სხეულის წონის გამოყენებით სკრინინგისას (იხილეთ ნაწილი „დოზირება და მიღების მეთოდი“) ან სტანდარტული მკურნალობა. მე-12 კვირაში (შენარჩუნების ფაზაში) სუბიექტებმა მიიღეს რკინის კარბოქსიმალტოზა (500 მგ რკინა) ან სტანდარტული მკურნალობა, თუ შრატის ფერიტინი <100 ნგ/მლ ან 100-დან 300 ნგ/მლ და TSAT <20%. რკინის კარბოქსიმალტოზას სამკურნალო სარგებელი სტანდარტულ მკურნალობასტან მიმართებაში ნაჩვენები იყო პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილით, წონის მიხედვით მორგებული პიკის VO2 ცვლილება საწყისიდან 24 კვირამდე (LS საშუალო 1.04 ±0.44, p=0.02).
ნეფროლოგია
ჰემოდიალიზზე დამოკიდებული თირკმლის ქრონიკული დაავადება
კვლევა VIT-IV-CL-015 იყო ღია, რანდომიზებული პარალელური ჯგუფის კვლევა, რომელიც ადარებდა რკინის კარბოქსიმალტოზას (n=97) და რკინის საქაროზას (n=86) სუბიექტებში ID ანემიით, რომლებიც გადიოდნენ ჰემოდიალიზს. სუბიექტები იღებდნენ რკინის კარბოქსიმალტოზას ან რკინის საქაროზას კვირაში 2-3-ჯერ 200 მგ რკინის ერთჯერადი დოზებით პირდაპირ დიალიზერში, სანამ არ მიიღწეოდა ინდივიდუალურად გამოთვლილი რკინის კუმულაციური დოზა (რკინის საშუალო კუმულაციური დოზა, როგორც რკინის კარბოქსიმალტოზა: 1,700 მგ). ეფექტურობის პირველადი საბოლოო წერტილი იყო სუბიექტების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებმაც მიაღწიეს Hb-ის ზრდას ≥1.0 გ/დლ-ით საწყის ეტაპზე 4 კვირის შემდეგ. საწყისი ეტაპიდან 4 კვირის შემდეგ, 44.1%–მა უპასუხა რკინის კარბოქსიმალტოზით მკურნალობას (ანუ Hb–ის ზრდა ≥1.0 გ/დლ) შედარებით 35.3%–თან რკინის საქაროზით მკურნალობისას (p=0.2254).
არადიალიზზე დამოკიდებული თირკმლების ქრონიკული დაავადება
კვლევა 1VIT04004 იყო ღია, რანდომიზებული აქტიური საკონტროლო კვლევა, რომელიც აფასებდა რკინის კარბოქსიმალტოზის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას (n=147) რკინის პერორალურ მიღებასთან შედარებით (n=103). სუბიექტებმა რკინის კარბოქსიმალტოზას ჯგუფში მიიღეს 1,000 მგ რკინა საწყის ეტაპზე და 500 მგ რკინა მე–14 და 28-ე დღეებში, თუ TSAT იყო <30% და შრატის ფერიტინი <500 ნგ/მლ შესაბამისი ვიზიტისას. სუბიექტებმა პერორალური მიღების რკინის ჯგუფში მიიღეს 65 მგ რკინა დღეში სამჯერ რკინის სულფატის სახით საწყისიდან 56–ე დღემდე. სუბიექტებს აკვირდებოდნენ 56–ე დღემდე. პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილი იყო სუბიექტების პროცენტი, რომლებიც აღწევდნენ Hb-ის ზრდას ≥1.0 გ/დლ–ით ნებისმიერ დროს საწყის მაჩვენებელსა და კვლევის დასასრულს შორის ან ინტერვენციის დროს. ეს მიღწეული იყო 60.54% სუბიექტებით, რომლებიც იღებდნენ რკინის კარბოქსიმალტოზას, შედარებით 34.7% სუბიექტთან რკინის პერორალურად მიღების ჯგუფში (p=0.034, 95% CI: 0.0, 0.7).
გასტროენტეროლოგია
ნაწლავის ანთებითი დაავადების კვლევა VIT-IV-CL-008 იყო რანდომიზებული, ღია კვლევა, რომელიც ადარებდა რკინის კარბოქსიმალტოზის ეფექტურობას პერორალური რკინის სულფატს ID ანემიის შემცირებაში ნაწლავის ანთებითი დაავადების (IBD) მქონე სუბიექტებში. სუბიექტები იღებდნენ რკინის კარბოქსიმალტოზას (n=111) ერთჯერადი დოზებით რკინის 1,000 მგ-მდე კვირაში ერთხელ, სანამ არ იყო მიღწეული ინდივიდუალურად გამოთვლილი რკინის დოზა (განზონის ფორმულის მიხედვით) (რკინის საშუალო კუმულაციური დოზა: 1,490 მგ), ან 100 მგ რკინა დღეში ორჯერ რკინის სულფატის სახით (n=49) 12 კვირის განმავლობაში. სუბიექტები, რომლებიც იღებდნენ რკინის კარბოქსიმალტოზას, აჩვენებდნენ Hb-ის საშუალო ზრდას საწყისი დონიდან მე-12 კვირას 3,83 გ/დლ–ით, რაც რკინის სულფატით ორჯერ დღეში (3,75 გ/დლ, p=0,8016) 12-კვირიან მკურნალობაზე დაბალი არ იყო.
კვლევა FER-IBD-07 COR იყო რანდომიზებული, ღია კვლევა, რომელიც ადარებდა რკინის კარბოქსიმალტოზას და რკინის საქაროზას ეფექტურობას სუბიექტებში რემიტიული ან მსუბუქი IBD–ით. სუბიექტები, რომლებიც იღებდნენ რკინის კარბოქსიმალტოზას, დოზირებას იღებდნენ გამარტივებული დოზირების სქემის მიხედვით საწყისი Hb-ისა და სხეულის წონის გამოყენებით (იხილეთ ნაწილი „დოზირება და მიღების მეთოდი“) ერთჯერადი დოზებით რკინის 1,000 მგ–მდე, ხოლო სუბიექტები, რომლებიც იღებდნენ რკინის საქაროზას, დოზირებას იღებდნენ ინდივიდუალურად გამოთვლილი რკინის დოზის მიხედვით განზონის ფორმულის გამოყენებით 200 მგ რკინის დოზებში, სანამ არ მიიღწეოდა რკინის კუმულაციური დოზა. სუბიექტებზე მონიტორინგს ატარებდნენ 12 კვირის განმავლობაში. სუბიექტების 65.8%, რომლებიც იღებდნენ რკინის კარბოქსიმალტოზას (n=240; რკინის საშუალო კუმულაციური დოზა: 1,414 მგ) შედარებით 53.6%-თან, რომლებიც ღებულობდნენ რკინის საქაროზას (n=235; საშუალო კუმულაციური დოზა 1,207 მგ; p=0.004) უპასუხეს მე–12 კვრაში (განისაზღვრება როგორც Hb–ის მომატება ≥2 გ/დლ). რკინის კარბოქსიმალტოზათი ნამკურნალევი სუბიექტების 83.8%-მა რკინის საქაროზათი ნამკურნალევი სუბიექტების 75.9%-თან შედარებით მიაღწია Hb-ის ზრდას ≥2 გ/დლ ან ჰქონდათ Hb ნორმალურ ფარგლებში მე-12 კვირაში (p=0.019).
ქალთა ჯანმრთელობა
მშობიარობის შემდგომ
კვლევა VIT-IV-CL-009 იყო რანდომიზებული ღია არანაკლები ეფექტურობის კვლევა, რომელიც ადარებდა რკინის კარბოქსიმალტოზას (n=227) და რკინის სულფატის (n=117) ეფექტურობას ქალებში, რომლებსაც აქვთ მშობიარობის შემდგომი ანემია. სუბიექტები იღებდნენ ან რკინის კარბოქსიმალტოზას ერთჯერადი დოზებით რკინის 1,000 მგ-მდე, სანამ არ იყო მიღწეული მათი ინდივიდუალურად გამოთვლილი რკინის კუმულაციური დოზა (განზონის ფორმულის მიხედვით), ან 100 მგ რკინას პერორალური რკინის სულფატის სახით დღეში ორჯერ 12 კვირის განმავლობაში. სუბიექტებზე მონიტორინგს ატარებდნენ 12 კვირის განმავლობაში. Hb-ის საშუალო ცვლილება საწყისიდან მე-12 კვირამდე იყო 3.37 გ/დლ რკინის კარბოქსიმალტოზას ჯგუფში (n=179; რკინის საშუალო კუმულაციური დოზა: 1,347 მგ) 3.29 გ/დლ-თან შედარებით რკინის სულფატის ჯგუფში (n=89), რითიც აჩვენებს არანაკლებ ეფექტურობას მკურნალობებს შორის.
ორსულობა
ორსულობის დროს რკინის პრეპარატების ინტრავენური შეყვანა არ შეიძლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აშკარად აუცილებელია. რკინის კარბოქსიმალტოზით მკურნალობა უნდა შემოიფარგლოს მეორე და მესამე ტრიმესტრით, თუ შეფასებულია, რომ სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის, იხილეთ ნაწილი „ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია“.
ორსულ ქალებში უსაფრთხოების შეზღუდული მონაცემები ხელმისაწვდომია FER-ASAP-2009-01 კვლევიდან, რანდომიზებული, ღია, კვლევა, რომელიც ადარებს რკინის კარბოქსიმალტოზას (n=121) და პერორალურად მისაღებ რკინის სულფატს (n=115) ორსულ ქალებში მეორე და მესამე ტრიმესტრში ID ანემიით მკურნალობის პერიოდში 12 კვირის განმავლობაში. სუბიექტები იღებდნენ რკინის კარბოქსიმალტოზას კუმულაციური დოზებით 1,000 მგ ან 1,500 მგ რკინა (საშუალო კუმულაციური დოზა: 1,029 მგ რკინა) Hb-ზე და სხეულის მასაზე დაყრდნობით სკრინინგისას, ან 100 მგ პერორალურად მისაღებ რკინას ორჯერ დღეში 12 კვირის განმავლობაში. მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების სიხშირე მსგავსი იყო რკინის კარბოქსიმალტოზას მიმღებ ქალებსა და მათ შორის, ვინც მკურნალობდა პერორალური რკინით (11.4% რკინის კარბოქსიმალტოზის ჯგუფი; 15.3% პერორალურად მისაღები რკინის ჯგუფი). მკურნალობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირად მოხსენებული გვერდითი მოვლენები იყო გულისრევა, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში და თავის ტკივილი. ახალშობილთა აპგარის ქულები, ისევე როგორც ახალშობილთა რკინის პარამეტრები მსგავსი იყო მკურნალობის ჯგუფებს შორის.
პედიატრიული პოპულაცია
14 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები ჩართული იყვნენ მოზრდილებში ჩატარებულ 4 კვლევაში. გარდა ამისა, პედიატრიული კვლევები ჩატარდა 1-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში რკინადეფიციტური ანემიით. რკინადეფიციტური ანემიის ყველაზე ხშირი ეტიოლოგია იყო კუჭ-ნაწლავის დაავადებები (მაგალითად, ნაწლავის ანთებითი დაავადება, Helicobacter pylori გასტრიტი, ცელიაკია) და საშვილოსნოს მძიმე სისხლდენა.
პროსპექტულ ფარმაკოკინეტიკურ/ფარმაკოდინამიკურ მე-2 ფაზის კვლევაში (1VIT13036), 35 ბავშვი 9.8 წლის საშუალო ასაკის (დიაპაზონი: 1.5–17.5 წელი) მკურნალობდა თანმიმდევრული დოზების 2 ჯგუფში რკინის კარბოქსიმალტოზის ერთჯერადი დოზებით 7.5 მგ რკინა/კგ სხეულის მასაზე (n = 16) ან რკინის კარბოქსიმალტოზათი 15 მგ რკინა/კგ სხეულის მასაზე (n = 19), 750 მგ რკინის მაქსიმალური დოზით. Hb, ფერიტინი და TSAT გაიზარდა დოზადამოკიდებულად. ინექციის შემდეგ 35–ე დღეს, Hb-ის საშუალო (SD) ზრდა იყო 1.9 (1.38) გ/დლ რკინის კარბოქსიმალტოზის 7.5 მგ რკინა/კგ გამოყენებისას და 2.8 (1.15) გ/დლ რკინის კარბოქსიმალტოზის 15 მგ რკინა/კგ გამოყენებისას. ასევე იხილეთ ნაწილი „არასასურველი ეფექტები“.
პროსპექტულ, ღია, პარალელური ჯგუფის მე-3 ფაზის კვლევაში (1VIT17044), რკინის კარბოქსიმალტოზის ეფექტურობა და უსაფრთხოება შედარებული იყო რკინით პერორალურ თერაპიასთან. 14.5 წლის საშუალო ასაკის 40 ბავშვს (დიაპაზონი: 1-დან 17 წლამდე) მკურნალობდნენ რკინის კარბოქსიმალტოზის 2 დოზით 15 მგ რკინა/კგ სხეულის წონაზე 7 დღიანი ინტერვალით (მაქსიმალური ერთჯერადი დოზა 750 მგ) და 39 ბავშვს საშუალო ასაკით 14.0 წელი (დიაპაზონი: 1-დან 17 წლამდე) პერორალურად მისაღები რკინის სულფატით 28 დღის განმავლობაში. Hb-ის მსგავსი მატება დაფიქსირდა როგორც რკინის კარბოქსიმალტოზით, ასევე პერორალური რკინის სულფატით მკურნალობის შემდეგ. Hb-ის ზრდა საწყისიდან 35 დღემდე (LS საშუალო [95%CI]) იყო 2.22 [1.69, 2.75] გ/დლ რკინის კარბოქსიმალტოზის შემდეგ და 1.92 [1.43, 2.41] გ/დლ პერორალური რკინის სულფატის შემდეგ. საერთო ჯამში, პაციენტების 87.5%-მა რკინის ინტრავენური შეყვანის ჯგუფში მიაღწია Hb-ის ზრდას >1 გ/დლ EOS-ზე. ფერიტინისა და TSAT-ის მატება, რომელიც გამოიყენება რკინის მარაგების შევსების საზომად, უფრო მაღალი იყო რკინის კარბოქსიმალტოზით თერაპიის შემდეგ რკინის სულფატის პერორალურ თერაპიასთან შედარებით, ფერიტინის ზრდით საწყისიდან 35–ე დღემდე (LS საშუალო [95%CI]) 132.1 [105.44, 158.76] ნგ/მლ რკინის კარბოქსიმალტოზის შემდეგ და 11.0 [-15.62, 37.65] ნგ/მლ პერორალური რკინის სულფატის შემდეგ. TSAT-ის შესაბამისი ზრდა იყო 24.3 [19.19, 29.41] % და 8.7 [3.70, 13.63]%, შესაბამისად. ასევე იხილეთ ნაწილი „არასასურველი ეფექტები“.
ფერიტინის მონიტორინგი ჩანაცვლებითი თერაპიის შემდეგ
შეზღუდულია VIT-IV-CL-008 კვლევის მონაცემები, რომელიც აჩვენებს, რომ ფერიტინის დონეები სწრაფად მცირდება ჩანაცვლებიდან 2-4 კვირის შემდეგ და უფრო ნელა ამის შემდეგ. ფერიტინის საშუალო დონეები არ დაეცა იმ დონემდე, რომელზეც შეიძლებოდა განიხილებოდეს განმეორებითი მკურნალობა კვლევის შემდგომი 12 კვირის განმავლობაში. ამდენად, არსებული მონაცემები ნათლად არ მიუთითებს ფერიტინის ხელახალი ტესტირების ოპტიმალურ დროს, თუმცა ჩანაცვლებითი თერაპიის შემდეგ 4 კვირაზე ადრე ფერიტინის დონის შეფასება ნაადრევია. ამდენად, რეკომენდებულია ფერიტინის შემდგომი ხელახალი შეფასება განხორციელდეს კლინიცისტის მიერ ინდივიდუალური პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
განაწილება
პოზიტრონ–ემისიურმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ 59Fe და 52Fe რკინის კარბოქსიმალტოზადან სწრაფად ელიმინირდებოდა სისხლიდან, გადადიოდა ძვლის ტვინში და დეპონირდებოდა ღვიძლში და ელენთაში.
რკინის კარბოქსიმალტოზის ერთჯერადი შეყვანის შემდეგ დოზით 100-დან 1,000 მგ-მდე რკინა ID სუბიექტებში, შრატის საერთო მაქსიმალური რკინის დონეები 37 მკგ/მლ-დან 333 მკგ/მლ-მდე მიიღწევა 15 წუთიდან 1,21 საათამდე შესაბამისად. ცენტრალური კამერის მოცულობა კარგად შეესაბამება პლაზმის მოცულობას (დაახლოებით 3 ლიტრი).
ელიმინაცია
ინექციის სახით ან ინფუზიის სახით შეყვანილი რკინა სწრაფად გამოიდევნებოდა პლაზმიდან, ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობდა 7-დან 12 საათამდე, საშუალო დაყოვნების დრო (MRT) 11-დან 18 საათამდე. რკინის თირკმლისმიერი ელიმინაცია უმნიშვნელო იყო.
პედიატრიული პოპულაცია
რკინის კარბოქსიმალტოზის ფარმაკოკინეტიკური თვისებები დოზაზე 15 მგ რკინა/კგ მსგავსი იყო რკინის დეფიციტის მქონე მოზრდილი პაციენტების. შრატის რკინა გაიზარდა დოზის პროპორციულად 7.5 მგ რკინა/კგ ან 15 მგ რკინა/კგ ერთჯერადი დოზის შემდეგ. რკინის კარბოქსიმალტოზის ერთჯერადი დოზის 15 მგ რკინა/კგ სხეულის მასაზე (მაქსიმუმ 750 მგ) შემდეგ, შრატის საერთო რკინის საშუალო მაქსიმალური მნიშვნელობები 310 მკგ/მლ გაზომილი იყო 1.12 საათის შემდეგ. ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო 9.8 საათი, ხოლო განაწილების მოცულობა, შეფასებული პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზით, იყო 0.42-დან 3.14 ლ-მდე. მოდელზე დაფუძნებულ სიმულაციებზე დაყრდნობით, პედიატრიულ სუბიექტებს ჰქონდათ უფრო დაბალი სისტემური ექსპოზიცია (AUC0-72 სთ–ზე უფრო დაბალი) მოზრდილებთან შედარებით (მედიანა თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში: 3,340 მკგ×სთ/მლ (1-დან 2 წლამდე), 4,110 მკგ×სთ/მლ (3-დან 12 წლამდე), 4,740 მკგ×სთ/მლ (13-დან 17 წლამდე), 8,864 მკგ×სთ/მლ (მოზრდილები)).
თერაპიული ჩვენებები
ანემინჯექტი რომფარმი ნაჩვენებია რკინის დეფიციტის სამკურნალოდ, როდესაც (იხილეთ ნაწილი "ფარმაკოდინამიკური თვისებები"):
რკინის პერორალური პრეპარატები არაეფექტურია.
რკინის პერორალური პრეპარატების გამოყენება არ შეიძლება.
არსებობს რკინის სწრაფი მიწოდების კლინიკური საჭიროება.
რკინის დეფიციტის დიაგნოზი უნდა ეფუძნებოდეს ლაბორატორიულ ტესტებს.
დოზირება და გამოყენების მეთოდი
ყურადღებით დააკვირდით პაციენტებს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ნიშნებსა და სიმპტომებზე ანემინჯექტი რომფარმის ყოველი შეყვანის განმავლობაში და მის შემდეგ.
ანემინჯექტი რომფარმი უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც დაუყოვნებლივ იქნება ხელმისაწვდომი პერსონალი, რომელსაც გავლილი აქვს სწავლება ანაფილაქსიური რეაქციების შესაფასებლად და მართვისთვის, გარემოში, რომელიც უზრუნველყოფილია სრული რეანიმაციული საშუალებებით. ანემინჯექტი რომფარმის ყოველი შეყვანის შემდეგ პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ გვერდითი ეფექტების გამო არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში (იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
დოზირება
რკინის კარბოქსიმალტოზის დოზირება დაფუძნებულია ეტაპობრივ მიდგომაზე:
[1] რკინის ინდივიდუალური საჭიროების განსაზღვრა,
[2] რკინის დოზ(ებ)ის გაანგარიშება და შეყვანა და
[3] რკინით გაჯერების შემდგომი შეფასებები.
ეს ნაბიჯები მოცემულია ქვემოთ:
ნაბიჯი 1: რკინის საჭიროების განსაზღვრა
რკინის ინდივიდუალური საჭიროება რკინის კარბოქსიმალტოზის გამოყენებით შევსებისთვის განისაზღვრება პაციენტის სხეულის წონისა და ჰემოგლობინის (Hb) დონის მიხედვით. საერთო რკინის საჭიროების დასადგენად იხილეთ ცხრილი 1. საერთო რკინის საჭიროების შესავსებად შეიძლება საჭირო გახდეს 2 დოზა, რკინის მაქსიმალური ინდივიდუალური დოზები იხილეთ ნაბიჯი 2–ში.
რკინის დეფიციტი უნდა დადასტურდეს ლაბორატორიული ტესტებით, როგორც ეს მითითებულია ნაწილში "თერაპიული ჩვენებები".
ცხრილი 1: საერთო რკინის საჭიროების განსაზღვრა
Hb
პაციენტის სხეულის წონა
გ/დლ
მმოლი/ლ
35 კგ–ზე ქვემოთ
35 კგ–დან <70 კგ–მდე
70 კგ და მეტი
<10
<6.2
30 მგ/კგ სხეულის მასაზე
1,500 მგ
2,000 მგ
10 <14
- 2 <8.7
15 მგ/კგ სხეულის მასაზე
1,000 მგ
1,500 მგ
≥14
≥8.7
15 მგ/კგ სხეულის მასაზე
500 მგ
500 მგ
ნაბიჯი 2: რკინის მაქსიმალური ინდივიდუალური დოზ(ებ)ის გაანგარიშება და შეყვანა
განსაზღვრული საერთო რკინის საჭიროებიდან გამომდინარე, რკინის კარბოქსიმალტოზის შესაბამისი დოზა(ები) უნდა დაინიშნოს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
მოზრდილები და 14 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები
ანემინჯექტი რომფარმის ერთჯერადი შეყვანა არ უნდა აღემატებოდეს:
რკინის კარბოქსიმალტოზის მაქსიმალური რეკომენდებული კუმულაციური დოზა შეადგენს რკინის 1,000 მგ–ს (20 მლ ანემინჯექტი რომფარმი) კვირაში. თუ საერთო რკინის საჭიროება უფრო მაღალია, მაშინ დამატებითი დოზის შეყვანა უნდა განხორციელდეს მინიმუმ 7 დღის ინტერვალით პირველი დოზის შემდეგ.
ბავშვები და მოზარდები 1-დან 13 წლამდე ასაკის
ანემინჯექტი რომფარმის ერთჯერადი შეყვანა არ უნდა აღემატებოდეს:
15 მგ რკინა/კგ სხეულის მასაზე
რკინის 750 მგ (15 მლ ანემინჯექტი რომფარმი)
რკინის კარბოქსიმალტოზის მაქსიმალური რეკომენდებული კუმულაციური დოზაა 750 მგ რკინა (15 მლ ანემინჯექტი რომფარმი) კვირაში. თუ საერთო რკინის საჭიროება უფრო მაღალია, მაშინ დამატებითი დოზის შეყვანა უნდა განხორციელდეს მინიმუმ 7 დღის ინტერვალით პირველი დოზის შემდეგ.
ნაბიჯი 3: რკინის შევსების შემდგომი შეფასებები
ხელახალი შეფასება უნდა ჩატარდეს კლინიცისტის მიერ ინდივიდუალური პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. Hb-ის დონე ხელახლა უნდა შეფასდეს არა უადრეს 4 კვირისა რკინის კარბოქსიმალტოზის საბოლოო შეყვანიდან, რათა დაიშვას ადეკვატური დრო ერითროპოეზისა და რკინის ათვისებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ესაჭიროება რკინის შემდგომი შევსება, რკინის საჭიროება ხელახლა უნდა გამოითვალოს (იხილეთ ნაბიჯი 1).
1 წლამდე ასაკის ბავშვები
რკინის კარბოქსიმალტოზას ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის გამოკვლეული 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ამიტომ ანემინჯექტი რომფარმი არ არის რეკომენდებული ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში გამოყენებისთვის.
ჰემოდიალიზზე დამოკიდებული თირკმლების ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები
მოზრდილებში და 14 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში არ უნდა მოხდეს 200 მგ რკინის ერთჯერადი მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გადამეტება ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ თირკმლების ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში (იხილეთ ასევე ნაწილი „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
1-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებში თირკმლის ქრონიკული დაავადებით, რომლებიც საჭიროებენ ჰემოდიალიზს, რკინის კარბოქსიმალტოზის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის გამოკვლეული.
ამიტომ ანემინჯექტი რომფარმი არ არის რეკომენდებული 1-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებში თირკმლების ქრონიკული დაავადებით, რომლებიც საჭიროებენ ჰემოდიალიზს.
მიღების წესი
ანემინჯექტი რომფარმი უნდა შეყვანილ იქნას მხოლოდ ინტრავენური გზით:
ინექციით, ან
ინფუზიით, ან
ჰემოდიალიზის სესიის დროს განუზავებელი უშუალოდ დიალიზატორის ვენურ განშტოებაში.
ანემინჯექტი რომფარმი არ უნდა იქნას შეყვანილი კანქვეშა ან ინტრამუსკულური გზით.
ინტრავენური ინექცია
ანემინჯექტი რომფარმის შეყვანა შეიძლება ინტრავენური ინექციით განუზავებელი დისპერსიის გამოყენებით. მოზრდილებში და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 15 მგ რკინა/კგ სხეულის წონაზე, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 1,000 მგ რკინას. 1-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებში მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 15 მგ რკინა/კგ სხეულის წონაზე, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 750 მგ რკინას. შეყვანის დოზები მოცემულია ცხრილში 2:
ცხრილი 2: ანემინჯექტი რომფარმის ინტრავენური ინექციის ადმინისტრირების მაჩვენებლები
ანემინჯექტი რომფარმის საჭირო მოცულობა
რკინის ეკვივალენტური დოზა
ადმინისტრირების მაჩვენებელი / ადმინისტრირების მინიმალური დრო
2-დან
4 მლ-მდე
100-დან
200 მგ-მდე
მინიმალური დრო არ არის განსაზღვრული
>4-დან
10 მლ-მდე
>200-დან
500 მგ-მდე
100 მგ რკინა / წთ
>10-დან
20 მლ-მდე
>500-დან
1,000-მგ-მდე
15 წუთი
ინტრავენური ინფუზია
ანემინჯექტი რომფარმი შეიძლება შეიყვანოთ ინტრავენური ინფუზიით, ამ შემთხვევაში ის უნდა განზავდეს. მოზრდილებში და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 20 მგ რკინა/კგ სხეულის წონაზე, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 1,000 მგ რკინას. 1-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებში მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 15 მგ რკინა/კგ სხეულის წონაზე, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 750 მგ რკინას.
ინფუზიისთვის უნდა განზავდეს მხოლოდ სტერილურ 0.9% მას./მოც. ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, როგორც ნაჩვენებია ცხრილში 3. შენიშვნა: სტაბილურობის მიზეზების გამო, ანემინჯექტი რომფარმი არ უნდა განზავდეს 2 მგ რკინა/მლ-ზე ნაკლები კონცენტრაციით (გარდა რკინის კარბოქსიმალტოზის დისპერსიის მოცულობის). პრეპარატის მიღებამდე განზავების შესახებ დამატებითი ინსტრუქციებისთვის იხილეთ ნაწილი „განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა მოპყრობისას“.
ცხრილი 3: ანემინჯექტი რომფარმის განზავების გეგმა ინტრავენური ინფუზიისთვის
ანემინჯექტი რომფარმის საჭირო მოცულობა
რკინის ეკვივალენტური დოზა
სტერილური 0,9% მას./მოც. ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის მაქსიმალური რაოდენობა
ადმინისტრირების მაჩვენებელი / ადმინისტრირების მინიმალური დრო
2-დან
4 მლ-მდე
100-დან
200 მგ-მდე
50 მლ
მინიმალური განსაზღვრული დრო არ არის
>4-დან
10 მლ-მდე
>200-დან
500 მგ-მდე
100 მლ
6 წუთი
>10-დან
20 მლ-მდე
>500-დან
1,000 მგ-მდე
250 მლ
15 წუთი
უკუჩვენებები
ანემინჯექტი რომფარმის გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან მისი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში „შემადგენლობა, დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი“.
ცნობილი სერიოზული ჰიპერმგრძნობელობა სხვა პარენტერული რკინის პროდუქტების მიმართ.
ანემია, რომელიც არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან, მაგ., სხვა მიკროციტური ანემია.
რკინით გადატვირთვის ან რკინის უტილიზაციის დარღვევის ნიშნები.
არასასურველი ეფექტები
ცხრილში 4 წარმოდგენილია წამლის გვერდითი რეაქციები (ADRs) მოხსენებული კლინიკური კვლევების დროს, რომლებშიც 9,000-ზე მეტი სუბიექტი (მათ შორის 1-დან 17 წლამდე ასაკის > 100 ბავშვი და მოზარდი) იღებდა რკინის კარბოქსიმალტოზას, ასევე ისინი, რომლებიც მოხსენებული იყო პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან (იხილეთ ცხრილი სქოლიოები დეტალებისთვის).
ყველაზე ხშირად მოხსენებული ADR არის გულისრევა (გამოვლინდა სუბიექტების 3.2%-ში), რასაც მოჰყვება რეაქციები ინექციის/ინფუზიის ადგილზე, ჰიპოფოსფატემია, თავის ტკივილი, წამოხურება, თავბრუსხვევა და ჰიპერტენზია. ინექციის/ინფუზიის ადგილის რეაქციები მოიცავს რამდენიმე ADR-ს, რომლებიც ინდივიდუალურად არის ან არახშირი ან იშვიათი.
ყველაზე სერიოზული ADR არის ანაფილაქსიური რეაქციები (იშვიათი); დაფიქსირდა ლეტალობის შემთხვევები. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“.
ცხრილი 4: პრეპარატის გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა კლინიკური კვლევებისა და პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს
ორგანოთა სისტემის კლასი
ხშირი (≥1/100)
არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე)
იშვიათი (≥1/10,000-დან <1/1,000-მდე)
სიხშირე უცნობია (1)
იმუნური სისტემის დარღვევები
ჰიპერმგრძნობელობა
ანაფილაქსიური რეაქციები
მეტაბოლური და კვების დარღვევეი
ჰიპოფოსფატემია
ნერვული სისტემის დარღვევები
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა
დისგევზია, პარესთეზია
ცნობიერების დაკარგვა (1)
ფსიქიკური დარღვევები
შფოთვა (2)
კარდიალური დარღვევები
ტაქიკარდია
კუნისის სინდრომი (1)
სისხლძარღვოვანი დარღვევები
წამოხურება, ჰიპერტენზია
ჰიპოტენზია
პრესინკოპე(2), სინკოპე(2), ფლებიტი
რესპირატორული, გულმკერდისა და შუასაყარის დარღვევები
დისპნოე
ბრონქოსპაზმი
(2)
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
გულისრევა
მუცლის ტკივილი, ღებინება, ყაბზობა, დიარეა, დისპეფსია
მეტეორიზმი
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევბი
გამონაყარი(3), ქავილი, ჭინჭრის ციება, ერითემა,
ანგიონებროზული შეშუპება(2), კანის პერიფერიული გაუფერულება (2), სიფერმკრთალე (2)
სახის შეშუპება (1)
ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები
ართრალგია, მიალგია, ტკივილი კიდურებში, ზურგის ტკივილი, კუნთების სპაზმი
ჰიპოფოსფატემიური ოსტეომალაცია(1)
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილზე
რეაქციები ინექციის/ინფუზიის ადგილზე (4)
პირექსია, დაღლილობა, შემცივნება, ტკივილი გულმკერდის არეში, პერიფერიული შეშუპება, სისუსტე
გრიპის მსგავსი დაავადება (რომლის დაწყება შეიძლება ვარირებდეს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე)(2)
გამოკვლევები
ალანინამინოტრანსფერაზას მომატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას მომატება, გამა-გლუტამილტრანსფერაზას მომატება, სისხლში ტუტე ფოსფატაზას მომატება, სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას მომატება
1 ADR-ები ექსკლუზიურად მოხსენებული პოსტმარკეტინგულ გარემოში; შეფასებულია როგორც იშვიათი.
2 ADR–ები მოხსენებული პოსტმარკეტინგულ პირობებში, რომლებიც ასევე აღინიშნა კლინიკურ პირობებში.
3 მოიცავს უპირატესად შემდეგ ტერმინებს: გამონაყარი (ინდივიდუალური ADR მიჩნეულია, რომ იშვიათია) და გამონაყარი ერითემატოზული, -გენერალიზებული, -მაკულარული, -მაკულო-პაპულარული, -ქავილიანი (ყველა ინდივიდუალური ADR–ები მიჩნეულია, რომ იშვიათია).
4 მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, უპირატესად შემდეგ ტერმინებს: ინექციის/ინფუზიის ადგილზე - ტკივილი, - ჰემატომა, - ფერის შეცვლა, - ექსტრავაზაცია, - გაღიზიანება, - რეაქცია, (ყველა ინდივიდუალური ADR–ები მიჩნეულია, რომ არახშირია) და - პარესთეზია (ინდივიდუალური ADR–ები მიჩნეულია, რომ იშვიათია).
შენიშვნა: ADR = წამლის გვერდითი რეაქცია
პედიატრიული პოპულაცია
1-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდების უსაფრთხოების პროფილი შედარებულია მოზრდილებთან. 110 პედიატრიულმა პაციენტმა მიიღო რკინის კარბოქსიმალტოზა 7 კლინიკურ კვლევაში. სერიოზული ADR არ იყო მოხსენებული. მოხსენებული არასერიოზული გვერდითი რეაქციები იყო ჰიპოფოსფატემია (n = 5), ჭინჭრის ციება (n = 5), რეაქციები ინექციის/ინფუზიის ადგილზე (n = 4), მუცლის ტკივილი (n = 2), წამოხურება (n = 2), თავის ტკივილი (n = 2), პირექსია (n = 2), ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (n = 2) და გამონაყარი (n = 2). ყაბზობა, გასტრიტი, ჰიპერტენზია, ქავილი და წყურვილი დაფიქსირდა მხოლოდ ერთხელ.
შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ. ის იძლევა მუდმივი მონიტორინგის საშუალებას სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსზე. ჯანდაცვის პროფესიონალებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქცია მოხსენების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
პარენტერულად შეყვანილმა რკინის პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის სერიოზული და პოტენციურად ფატალური ანაფილაქსიური რეაქციები. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ასევე დაფიქსირდა რკინის პარენტერული კომპლექსების ადრე არარეგულარული დოზების მიღების შემდეგ. იყო შეტყობინებები ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების შესახებ, რომლებიც გადაიზარდა კუნისის სინდრომში (მწვავე ალერგიული კორონარული არტერიოსპაზმი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი, იხილეთ ნაწილი „არასასურველი ეფექტები“)
რისკი გაზრდილია პაციენტებისთვის ცნობილი ალერგიით, წამლისმიერი ალერგიის ჩათვლით, მათ შორის მძიმე ასთმის, ეგზემის ან სხვა ატოპიური ალერგიის მქონე პაციენტებისთვის.
ასევე იზრდება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების რისკი პარენტერული რკინის კომპლექსების მიმართ იმუნური ან ანთებითი დაავადების მქონე პაციენტებში (მაგ., სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი).
ანემინჯექტი რომფარმი უნდა დაინიშნოს მხოლოდ ანაფილაქსიური რეაქციების შესაფასებლად და მართვისთვის ნასწავლი პერსონალის არსებობისას, გარემოში, რომელიც სრულად უზრუნველყოფილია რეანიმაციული საშუალებებით. თითოეული პაციენტის დაკვირვება გვერდითი ეფექტების გამოვლენაზე უნდა ხდებოდეს მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში ანემინჯექტი რომფარმის ყოველი შეყვანის შემდეგ. თუ პრეპარატის მიღებისას გამოვლინდა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ან აუტანლობის ნიშნები, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ხელმისაწვდომი უნდა იყოს აღჭურვილობა კარდიო-რესპირატორული რეანიმაციისთვის და მწვავე ანაფილაქსიური რეაქციების სამკურნალოდ, მათ შორის საინექციო ადრენალინის 1:1000 ხსნარი. საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს დამატებითი მკურნალობა ანტიჰისტამინური და/ან კორტიკოსტეროიდული საშუალებებით.
ჰიპოფოსფატემიური ოსტეომალაცია
სიმპტომატური ჰიპოფოსფატემია, რომელიც იწვევს ოსტეომალაციას და მოტეხილობებს, რომლებიც საჭიროებენ კლინიკურ ჩარევას, ქირურგიული ჩარევის ჩათვლით, მოხსენებული იყო პოსტმარკეტინგულ კვლევაში. პაციენტებმა უნდა მიმართონ სამედიცინო რჩევისთვის, თუ ისინი აღნიშნავენ დაღლილობის გაუარესებას მიალგიით ან ძვლის ტკივილით.
შრატში ფოსფატის კონტროლი უნდა ჩატარდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ მრავალჯერადად უფრო მაღალი დოზებით ან მკურნალობენ ხანგრძლივად და იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპოფოსფატემიის არსებული რისკფაქტორები. მუდმივი ჰიპოფოსფატემიის შემთხვევაში, რკინის კარბოქსიმალტოზით მკურნალობა უნდა გადაიხედოს.
ღვიძლის ან თირკმლების უკმარისობა
ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში რკინის პარენტერულად შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ სარგებლის/რისკის გულისყურით შეფასების შემდეგ. რკინის პარენტერულად მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში, რომლებშიც რკინით გადატვირთვა არის გამომწვევი ფაქტორი, კერძოდ, კანის მოგვიანებითი პორფირია (PCT). რეკომენდებულია რკინის მდგომარეობის გულისყურით მონიტორინგი, რათა თავიდან აიცილოთ რკინით გადატვირთვა.
არ არსებობს უსაფრთხოების მონაცემები ჰემოდიალიზზე დამოკიდებული თირკმლების ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ 200 მგ-ზე მეტი რკინის ერთჯერად დოზებს.
ინფექცია
პარენტერული რკინა სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული მწვავე ან ქრონიკული ინფექციის, ასთმის, ეგზემის ან ატოპიური ალერგიის დროს. რეკომენდებულია ამენინჯექტი რომფარმით მკურნალობის შეწყვეტა პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიმდინარე ბაქტერიემია. ამიტომ, ქრონიკული ინფექციის მქონე პაციენტებში უნდა ჩატარდეს სარგებელი/რისკის შეფასება ერითროპოეზის დათრგუნვის გათვალისწინებით.
ექსტრავაზაცია
ანემინჯექტი რომფარმის მიღებისას საჭიროა სიფრთხილე, რათა არ მოხდეს პარავენური გაჟონვა. ანემინჯექტი რომფარმის პარავენურმა გაჟონვამ შეყვანის ადგილზე შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და პოტენციურად ხანგრძლივად კანის ფერის შეცვლა ყავისფერით. პარავენური გაჟონვის შემთხვევაში ანემინჯექტი რომფარმის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ანემინჯექტი რომფარმი მოქმედებს ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
არსებობს შეზღუდული მონაცემები ორსულ ქალებში რკინის კარბოქსიმალტოზის გამოყენების შესახებ (იხილეთ ნაწილი „ფარმაკოდინამიკური თვისებები“). ორსულობის დროს გამოყენებამდე საჭიროა სარგებელი/რისკის საგულდაგულო შეფასება და ანემინჯექტი რომფარმი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა აშკარა აუცილებლობისა.
ორსულობის პირველ ტრიმესტრში წარმოქმნილი რკინის დეფიციტის მკურნალობა ხშირ შემთხვევაში შეიძლება პერორალური რკინით. ანემინჯექტი რომფარმით მკურნალობა უნდა შემოიფარგლოს მეორე და მესამე ტრიმესტრში, თუ სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის.
ნაყოფის ბრადიკარდია შეიძლება განვითარდეს რკინის პარენტერულად მიღების შემდეგ. ეს ჩვეულებრივ გარდამავალია და არის დედის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის შედეგი. ორსულ ქალებში პარენტერული პრეპარატების ინტრავენური შეყვანისას უნდა მოხდეს ნაყოფის საგულდაგულო მონიტორინგი.
ცხოველების მონაცემებით ვარაუდობენ, რომ რკინის კარბოქსიმალტოზასგან გამოთავისუფლებულმა რკინამ შეიძლება გადალახოს პლაცენტური ბარიერი და ორსულობის დროს მისმა გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ნაყოფის ჩონჩხის განვითარებაზე.
ძუძუთი კვება
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ რკინის გადატანა რკინის კარბოქსიმალტოზიდან დედის რძეში უმნიშვნელო იყო (≤1%). მეძუძური ქალების შეზღუდულ მონაცემებზე დაყრდნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რკინის კარბოქსიმალტოზა წარმოადგენს რისკს მეძუძური ბავშვისთვის.
ფერტილობა
არ არსებობს მონაცემები რკინის კარბოქსიმალტოზის გავლენის შესახებ ადამიანის ფერტილობაზე. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ფერტილობაზე გავლენა არ აღინიშნა რკინის კარბოქსიმალტოზას მკურნალობის შემდეგ.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
პრეკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა განსაკუთრებული საფრთხე ადამიანებისთვის უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის და გენოტოქსიკურობის ჩვეულებრივი კვლევების საფუძველზე. პრეკლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ რკინის კარბოქსიმალტოზისგან გამოთავისუფლებული რკინა კვეთს პლაცენტურ ბარიერს და გამოიყოფა რძეში შეზღუდული, კონტროლირებადი რაოდენობით. რეპროდუქციულ ტოქსიკოლოგიურ კვლევებში რკინით გამდიდრებულ ბოცვრებში, რკინის კარბოქსიმალტოზა ასოცირებული იყო ნაყოფის ჩონჩხის მცირე ანომალიებთან. ვირთაგვებზე ჩატარებულ ფერტილობის კვლევაში არ იყო ზეგავლენა ნაყოფიერებაზე არც მამრობითი და არც მდედრობითი ცხოველებისთვის. არ ჩატარებულა გრძელვადიანი კვლევები ცხოველებში რკინის კარბოქსიმალტოზის კანცეროგენული პოტენციალის შესაფასებლად. ალერგიული ან იმუნოტოქსიკური პოტენციალის მტკიცებულება არ დაფიქსირებულა. კონტროლირებადმა in vivo ტესტმა არ აჩვენა რკინის კარბოქსიმალტოზის ჯვარედინი რეაქტიულობა დექსტრანის ანტისხეულებთან. ადგილობრივი გაღიზიანება ან შეუწყნარებლობა არ დაფიქსირებულა ინტრავენური შეყვანის შემდეგ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
პერორალური რკინის შეწოვა მცირდება პარენტერულ რკინის პრეპარატებთან ერთად მიღებისას. ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, პერორალური რკინით თერაპია არ უნდა დაიწყოს რკინის კარბოქსიმალტოზას ბოლო მიღებიდან სულ მცირე 5 დღის განმავლობაში.
ჭარბი დოზირება
ანემინჯექტი რომფარმის შეყვანამ იმ რაოდენობით, რომელიც აღემატება იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა შეყვანის დროს რკინის დეფიციტის გამოსასწორებლად, შეიძლება გამოიწვიოს რკინის დაგროვება კუმულაციის ადგილებში და საბოლოოდ გამოიწვიოს ჰემოსიდეროზი. რკინის ისეთი პარამეტრების მონიტორინგი, როგორიცაა შრატის ფერიტინი და ტრანსფერინის გაჯერება (TSAT) შეიძლება დაეხმაროს რკინის კუმულაციის ამოცნობაში. თუ მოხდა რკინის კუმულაცია, მკურნალობა ტარდება სტანდარტული სამედიცინო პრაქტიკის მიხედვით, მაგ., განიხილება რკინის ქელატორის გამოყენება.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა მოპყრობისას
გამოყენებამდე შეამოწმეთ ფლაკონები ნალექისა და დაზიანების არსებობაზე. გამოიყენეთ მხოლოდ ისინი, რომლებიც შეიცავს უნალექო, ჰომოგენურ დისპერსიას.
ანემინჯექტი რომფარმის თითოეული ფლაკონი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
ანემინჯექტი რომფარმი უნდა იყოს შერეული მხოლოდ სტერილურ 0,9% მას./მოც. ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან. სხვა ინტრავენური განზავების ხსნარები და თერაპიული საშუალებები არ უნდა იქნას გამოყენებული, რადგან არსებობს პრეციპიტაციის და/ან ურთიერთქმედების პოტენციალი. განზავების ინსტრუქციებისთვის იხილეთ ნაწილი „დოზირება და მიღების წესი“.
შეუთავსებლობა
ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა იყოს შერეული სხვა სამკურნალო საშუალებებთან, გარდა იმ პროდუქტებისა, რომლებიც მითითებულია ნაწილში „განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა მოპყრობისას“.
თავსებადობა პოლიეთილენისა და მინის გარდა სხვა კონტეინერებთან უცნობია.
კონტეინერის ბუნება და შიგთავსი
ანემინჯექტი რომფარმი წარმოდგენილია ფლაკონში (ტიპი I მინა) საცობით (ბრომბუტილის რეზინი) და ალუმინის თავსახურით ლურჯი პლასტიკური დისკით, რომელიც შეიცავს:
10 მლ დისპერსია. შეფუთვის ზომა 1 ან 5 ფლაკონში.
შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები შენახვისას
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისგან დასაცავად. ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ გაიყინოთ.
ვარგისობის ვადა
პროდუქტის ვარგისობის ვადა გასაყიდად შეფუთული სახით:
24 თვე.
ვარგისობის ვადა კონტეინერის პირველი გახსნის შემდეგ:
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პარენტერული შეყვანის პრეპარატები დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.
ვარგისობის ვადა სტერილური 0.9% მას./მოც. ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით განზავების შემდეგ:
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პარენტერული შეყვანის პრეპარატები უნდა იქნას გამოყენებული სტერილური 0.9% მას./მოც. ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით განზავებისთანავე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ლეგალური სტატუსი
გაიცემა რეცეპტით.
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
S.C. Rompharm Company S.R.L.
Eroilor Street №1A, Otopeni 075100, Ilfov County
რუმინეთი
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
შპს რომფარმი კომპანი საქართველო
საქართველო, თბილისი, სააკაძის დაღმართი N8, ოფისი N7a
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.