ამპიცილინი ვოგენი 500
AMPICILLIN VOGEN 500
- მოქმედი ნივთიერება
- ამპიცილინი (ampicillin)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ მყარი კაფსულა №100
- მწარმოებელი
- VOGEN LABORATORIES Ltd, კვიპროსი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პენიცილინები მოქმედების ფართო სპექტრით
- ATC კოდი
- J01CA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041910
- რეგისტრირებულია
- 22 აგვისტო 2024, მოქმედებს 22 აგვისტო 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- VOGEN LABORATORIES Ltd (კვიპროსი)
- განმცხადებელი
- შპს „ფარმავეტი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ამპიცილინი ვოგენი 500 — ინსტრუქცია ქართულად
მიღების წესი და დოზირება
ამპიცილინის კაფსულები ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულების მიხევით და ყოველთვის გაეცანით ინფორმაციას სამკურნალო საშუალების შესახებ. ექიმი განსაზღვრავს თქვენი მდგომარეობისთვის შესაბამის დოზას. ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
კვებამდე ნახევარი-ერთი საათით ადრე გადაყლაპეთ კაფსულები მთლიანად, მიაყოლეთ წყალი. დოზები გადაანაწილეთ თანაბრად დღის განმავლობაში – მაგ: კვებამდე და ძილის წინ.
დოზები: მოზრდილები და 10 წლიდან ბავშვები: სტანდარტული დოზა არის 250 მგ-750 მგ დღეში 4-ჯერ.
10 წლამდე ბავშვები: მოზრდილებისთვის განკუთვნილი დოზის ნახევარი დღეში 4-ჯერ.
მწვავე ინფექციების შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა გაზარდოს ზემოთ მოცემული დოზები.
თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები: თუ თირკმელები სათანადოდ არ ფუნქციონირებენ ექიმმა შესაძლოა შეცვალოს დოზა. დიალიზის შემთხვევაში ექიმი მოგცემთ კონკრეტულ მითითებებს.
თუ მიიღეთ ჭარბი დოზა შესაძლოა აღინიშნოს გულისრევა, ღებინება ან დიარეა.
- დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.
- თან იქონიეთ შეფუთვა ან დარჩენილი კაფსულები, რომ ექიმმა იცოდეს რა მიიღეთ.
- ზემოთ აღნიშნული ზომები საჭიროა იმ შემთხვევაშიც კი თუ თავს კარგად გრძნობთ.
თუ დაგავიწყდათ დოზა მიიღეთ იგი გახსენებისთანავე, მაგრამ თუ შემდეგი დოზის დრო მოახლოებულია გამოტოვეთ აღნიშნული დოზა და განაგრძეთ ჩვეული რეჟიმით.
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ამპიცილინი
არ შეწყვიტოთ მკურნალობა მხოლოდ იმიტომ, რომ თავს კარგად გრძნობთ. მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში ინფექცია შესაძლოა განმეორდეს. განაგრძეთ კაფსულების მიღება დანიშნული პერიოდით.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
პენიცილინი ან ცეფალოსპორინი) ან რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ აღნიშნული გეხებათ თქვენ.
სიფრთხილის ზომები
კაფსულების მიღებამდე აცნობეთ ექიმს თუ:
- როდისმე გქონდათ გამონაყარი კანზე ან სახის ან კისრის შეშუპება ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ
- ღებულობდით სხვა ანტიბიოტიკს
- გაქვთ მონონუკლეოზი ან დაბალი იმუნიტეტი
- გაქვთ ლეიკემია
- გაქვთ თირკმელების პრობლემები
სხვა პრეპარატების მიღება: აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში ღებულობდით ნებისმიერ სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილ მედიკამენტებს და მცენარეულ პრეპარატებს.
ამპიცილინმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატებზე ან პირიქით სხვა პრეპარატებმა იმოქმედონ ამპიცილინის ეფექტზე. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ:
- ნებისმიერ სხვა ანტიბიოტიკს
- ალოპურინოლს ან პრობენეციდს ისეთი შემთხვევების დროს, როგორიც არის წითელი ქარი
- პერორალურ კონტრაცეპტივებს. დაგჭირდებათ კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდის გამოყენება, მაგ: პრეზერვატივი. კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ რამდენ ხანს დაგჭირდებათ სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა.
შარდის ანალიზი: აცნობეთ ექიმს თუ გეგმავთ შარდში გლუკოზის განმსაზღვრელი ანალიზის ჩატარებას, რადგან პრეპარატმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს შედეგებზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამპიცილინი არ ვნებს ნაყოფს. პრეპარატის მცირე რაოდენობა შესაძლოა გამოიყოს დედის რძეში. ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება: ამპიცილინის კაფსულები სავარაუდოდ არ მოახდენს ზეგავლენას მექანიზმების გამოყენების ან ტრანსპორტის მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად ამპიცილინის კაფსულებმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში. ნუ შეგაშფოთებთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები. შესაძლოა არცერთი არ გამოვლინდეს.
შეწყვიტეთ კაფსულების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ გამოვლინდა შემდეგი ალერგიული რეაქციები:
- სუნთქვის ან ყლაპვის გართულება, სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება
- კანის ძლიერი ქავილი, წითელი გამონაყარით ან ამობურცული კვანძებით
- პირის ღრუს, თვალების, სასქესო არეების დაწყლულება, ლაქოვანი გამონაყარი, კანის აქერცვლა.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს შემდეგი იშვიათი სიმპტომების გამოვლენისას:
- მწვავე სპაზმები მუცლის არეში, წყლიანი და ძლიერი დიარეა, შესაძლოა სისხლიანი, ცხელება
- კანის ან თვალების გაყვითლება, ღია ფერის განავალი და მუქი ფერის შარდი, დაუდგენელი ქრონიკული გულისრევა, კუჭის პრობლემები, მადის დაკარგვა ან უჩვეულო დაღლილობა
- უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევები
- ცხელება, ყელის ტკივილი, წყლულები პირის ღრუში, განმეორებითი ინფექციები ან ქრონიკული ინფექციები
- დაღლილობის შეგრძნება, სუნთქის უკმარისობა და სიფერმკრთალე
- ცხელება, გამონაყარი, გულისრევა, ტკივილები, ჩვეულებრივზე მეტი ან ნაკლები შარდის გამოყოფა ან ღამით მოშარდვა
ზოგიერთი მოცემული რეაქცია შესაძლოა გამოვლინდეს მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში.
მოცემული გვერდითი რეაქციები ჩვეულებრივ ალაგდება დოზის შეცვლის გარეშე: კუჭთან დაკავშირებული დარღვევები, გულისრევა ან დიარეა.
სისხლის ანალიზები: აცნობეთ ექიმს თუ გეგმავთ სისხლის ანალიზების ჩატარებას, რადგან პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის უჯრედების რაოდენობის ხანმოკლე ცვლილებები.
გვერდითი ეფექტების დაფიქსირება: რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ მოსალოდნელ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. ასევე გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ პირდაპირ აცნობოთ პრეპარატით გამოწვეული გვერდითი რეაქციების ეროვნულ სისტემას. გვერდითი ეფექტების დაფიქსირებით ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებას.
შენახვის პირობები
- შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას,
- არ გამოიყენოთ ბლისტერზე და კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
- ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
- არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნაგავში ან წყალში. გამოუყენებელი პრეპარატი დაუბრუნეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.
ამპიცილინი ვოგენ 500 კაფსულების შემდგენლობა:
აქტიური ინგრედიენტი არის ამპიცილინი (500 მგ) ამპიცილინის ტრიჰიდრატის სახით.
სხვა ინგრედიენტები: მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, გასუფთავებული ტალკი. კაფსულის გარსი შეიცავს: ჟელატინი, შავი რკინის ოქსიდი, ერითროზინი, ტიტანის დიოქსიდი და ინდიგოტინი.
როგორია ამპიცილინი ვოგენ 500 კაფსულები ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში:
ამპიცილინი ვოგენ 500 კაფსულები – შავი და წითელი მყარი ჟელატინის კაფსულები. 10 კაფსულა პვქ/ალუმინის ბლისტერში, კოლოფში შეიძლება იყოს 10, 20, 30, 100 და 500 კაფსულა.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ამპიცილინი ვოგენ 500
AMPICILLIN VOGEN 500
კაფსულები
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს
- შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- პრეპარატი ინიშნება ინდივიდუალურად. არ გადასცეთ სხვებს. მიუხედავად მსგავსი სიმპტომებისა შესაძლოა ავნოს მათ.
- მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გართულდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.
ამპიცილინი ვოგენ 500 კაფსულები შეიცავს ამპიცილინს, რომელიც მიეკუთვნება პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს.
ამპიცილინი კლავს ბაქტერიებს, რომლებიც იწვევენ ისეთ ინფექციებს, როგორიც არის:
- ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები
- ბრონქიტი, პნევმონია, სასუნთქი გზების ინფექციები
- საშარდე ტრაქტის ინფექციები
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები
- კანის და რბილი ქსოვილის ინფექციები
- კუჭ-ნაწლავი ტრაქტის ინფექციები
- სისხლის მოწამვლა
არ მიიღოთ ამპიცილინის კაფსულები თუ ალერგია გაქვთ ამპიცილინის, სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების (მაგ: პენიცილინი ან ცეფალოსპორინი) ან რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ აღნიშნული გეხებათ თქვენ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები: კაფსულების მიღებამდე აცნობეთ ექიმს თუ:
- როდისმე გქონდათ გამონაყარი კანზე ან სახის ან კისრის შეშუპება ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ
- ღებულობდით სხვა ანტიბიოტიკს
- გაქვთ მონონუკლეოზი ან დაბალი იმუნიტეტი
- გაქვთ ლეიკემია
- გაქვთ თირკმელების პრობლემები
სხვა პრეპარატების მიღება: აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში ღებულობდით ნებისმიერ სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილ მედიკამენტებს და მცენარეულ პრეპარატებს.
ამპიცილინმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატებზე ან პირიქით სხვა პრეპარატებმა იმოქმედონ ამპიცილინის ეფექტზე. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ:
- ნებისმიერ სხვა ანტიბიოტიკს
- ალოპურინოლს ან პრობენეციდს ისეთი შემთხვევების დროს, როგორიც არის წითელი ქარი
- პერორალურ კონტრაცეპტივებს. დაგჭირდებათ კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდის გამოყენება, მაგ: პრეზერვატივი. კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ რამდენ ხანს დაგჭირდებათ სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა.
შარდის ანალიზი: აცნობეთ ექიმს თუ გეგმავთ შარდში გლუკოზის განმსაზღვრელი ანალიზის ჩატარებას, რადგან პრეპარატმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს შედეგებზე.
ორსულობა და ლაქტაცია: ამპიცილინი არ ვნებს ნაყოფს. პრეპარატის მცირე რაოდენობა შესაძლოა გამოიყოს დედის რძეში. ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება: ამპიცილინის კაფსულები სავარაუდოდ არ მოახდენს ზეგავლენას მექანიზმების გამოყენების ან ტრანსპორტის მართვის უნარზე.
მიღების წესი: ამპიცილინის კაფსულები ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულების მიხევით და ყოველთვის გაეცანით ინფორმაციას სამკურნალო საშუალების შესახებ. ექიმი განსაზღვრავს თქვენი მდგომარეობისთვის შესაბამის დოზას. ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
კვებამდე ნახევარი-ერთი საათით ადრე გადაყლაპეთ კაფსულები მთლიანად, მიაყოლეთ წყალი. დოზები გადაანაწილეთ თანაბრად დღის განმავლობაში – მაგ: კვებამდე და ძილის წინ.
დოზები: მოზრდილები და 10 წლიდან ბავშვები: სტანდარტული დოზა არის 250 მგ-750 მგ დღეში 4-ჯერ.
10 წლამდე ბავშვები: მოზრდილებისთვის განკუთვნილი დოზის ნახევარი დღეში 4-ჯერ.
მწვავე ინფექციების შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა გაზარდოს ზემოთ მოცემული დოზები.
თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები: თუ თირკმელები სათანადოდ არ ფუნქციონირებენ ექიმმა შესაძლოა შეცვალოს დოზა. დიალიზის შემთხვევაში ექიმი მოგცემთ კონკრეტულ მითითებებს.
თუ მიიღეთ ჭარბი დოზა შესაძლოა აღინიშნოს გულისრევა, ღებინება ან დიარეა.
- დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.
- თან იქონიეთ შეფუთვა ან დარჩენილი კაფსულები, რომ ექიმმა იცოდეს რა მიიღეთ.
- ზემოთ აღნიშნული ზომები საჭიროა იმ შემთხვევაშიც კი თუ თავს კარგად გრძნობთ.
თუ დაგავიწყდათ დოზა მიიღეთ იგი გახსენებისთანავე, მაგრამ თუ შემდეგი დოზის დრო მოახლოებულია გამოტოვეთ აღნიშნული დოზა და განაგრძეთ ჩვეული რეჟიმით.
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ამპიცილინი
არ შეწყვიტოთ მკურნალობა მხოლოდ იმიტომ, რომ თავს კარგად გრძნობთ. მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში ინფექცია შესაძლოა განმეორდეს. განაგრძეთ კაფსულების მიღება დანიშნული პერიოდით.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები: სხვა პრეპარატების მსგავსად ამპიცილინის კაფსულებმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში. ნუ შეგაშფოთებთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები. შესაძლოა არცერთი არ გამოვლინდეს.
შეწყვიტეთ კაფსულების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ გამოვლინდა შემდეგი ალერგიული რეაქციები:
- სუნთქვის ან ყლაპვის გართულება, სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება
- კანის ძლიერი ქავილი, წითელი გამონაყარით ან ამობურცული კვანძებით
- პირის ღრუს, თვალების, სასქესო არეების დაწყლულება, ლაქოვანი გამონაყარი, კანის აქერცვლა.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს შემდეგი იშვიათი სიმპტომების გამოვლენისას:
- მწვავე სპაზმები მუცლის არეში, წყლიანი და ძლიერი დიარეა, შესაძლოა სისხლიანი, ცხელება
- კანის ან თვალების გაყვითლება, ღია ფერის განავალი და მუქი ფერის შარდი, დაუდგენელი ქრონიკული გულისრევა, კუჭის პრობლემები, მადის დაკარგვა ან უჩვეულო დაღლილობა
- უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევები
- ცხელება, ყელის ტკივილი, წყლულები პირის ღრუში, განმეორებითი ინფექციები ან ქრონიკული ინფექციები
- დაღლილობის შეგრძნება, სუნთქის უკმარისობა და სიფერმკრთალე
- ცხელება, გამონაყარი, გულისრევა, ტკივილები, ჩვეულებრივზე მეტი ან ნაკლები შარდის გამოყოფა ან ღამით მოშარდვა
ზოგიერთი მოცემული რეაქცია შესაძლოა გამოვლინდეს მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში.
მოცემული გვერდითი რეაქციები ჩვეულებრივ ალაგდება დოზის შეცვლის გარეშე: კუჭთან დაკავშირებული დარღვევები, გულისრევა ან დიარეა.
სისხლის ანალიზები: აცნობეთ ექიმს თუ გეგმავთ სისხლის ანალიზების ჩატარებას, რადგან პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის უჯრედების რაოდენობის ხანმოკლე ცვლილებები.
გვერდითი ეფექტების დაფიქსირება: რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ მოსალოდნელ გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. ასევე გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ პირდაპირ აცნობოთ პრეპარატით გამოწვეული გვერდითი რეაქციების ეროვნულ სისტემას. გვერდითი ეფექტების დაფიქსირებით ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებას.
შენახვის პირობები
- შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას,
- არ გამოიყენოთ ბლისტერზე და კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
- ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
- არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნაგავში ან წყალში. გამოუყენებელი პრეპარატი დაუბრუნეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.
ამპიცილინი ვოგენ 500 კაფსულების შემდგენლობა:
აქტიური ინგრედიენტი არის ამპიცილინი (500 მგ) ამპიცილინის ტრიჰიდრატის სახით.
სხვა ინგრედიენტები: მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, გასუფთავებული ტალკი. კაფსულის გარსი შეიცავს: ჟელატინი, შავი რკინის ოქსიდი, ერითროზინი, ტიტანის დიოქსიდი და ინდიგოტინი.
როგორია ამპიცილინი ვოგენ 500 კაფსულები ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში:
ამპიცილინი ვოგენ 500 კაფსულები – შავი და წითელი მყარი ჟელატინის კაფსულები. 10 კაფსულა პვქ/ალუმინის ბლისტერში, კოლოფში შეიძლება იყოს 10, 20, 30, 100 და 500 კაფსულა.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი და ლიცენზიის მფლობელი:
ვოგენ ლაბორატორიზ ლტდ (Vogen Laboratories Ltd)
მ. ჰერაკლეს ქ., აიოს ათანასიოს ინდუსტრიალ ისთეით, 4101 ლიმასოლი, კვიპროსი.
ფურცელი-ჩანართი განახლდა 2024 წლის აპრილში.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


