პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატები

ამონდის 45 (კაზიმერსენი) ინექცია

Amondys 45 (casimersen) Injecion

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადაშშ
რისთვის გამოიყენება

AMONDYS 45 გამოიყენება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ DMD გენის დადასტურებული მუტაცია, რომელიც ექვემდებარება 45-ე ეგზონის გამოტოვებას. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
კაზიმერსენი (casimersen)
ფორმა და შეფუთვა
100მგ/2მლ (50მგ/მლ) 2მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
მწარმოებელი
Ajinomoto Althea, Inc., აშშ
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატები
ATC კოდი
M09AX13
რეგისტრაციის ნომერი
რ-042882
რეგისტრირებულია
4 მარტი 2025, მოქმედებს 4 მარტი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ბიომედიკა ისთ“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაამონდის 45 (კაზიმერსენი) ინექცია და სხვა წამალი ერთად

ამონდის 45 (კაზიმერსენი) ინექცია — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

AMONDYS 45 გამოიყენება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ DMD გენის დადასტურებული მუტაცია, რომელიც ექვემდებარება 45-ე ეგზონის გამოტოვებას.

ეს ჩვენება დამტკიცდა დაჩქარებული დამტკიცების წესით ჩონჩხის კუნთებში დისტროფინის მომატების საფუძველზე, რაც დაფიქსირდა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ AMONDYS 45-ით. [იხილეთ კლინიკური კვლევები (14)].

ამ ჩვენების შემდგომი დამტკიცება შეიძლება დამოკიდებული იყოს კლინიკური სარგებლის დასაბუთებაზე დამადასტურებელ კვლევებში.

მიღების წესი და დოზირება

ინფორმაცია დოზირების შესახებ

AMONDYS 45-ით მკურნალობის დაწყებამდე უნდა განისაზღვროს C ცისტატინის დონე შრატში, შარდის მაჩვენებელი ტესტ-ზოლის გამოყენებით და პროტეინის და კრეატინინის თანაფარდობა შარდში.

AMONDYS 45-ით მკურნალობის დაწყებამდე უნდა განიხილებოდეს გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის განსაზღვრის შესაძლებლობა. მკურნალობის დროს რეკომენდებულია თირკმლის ტოქსიკურობის მონიტორინგი. შარდის ნიმუში უნდა აიღოთ AMONDYS 45-ით ინფუზიის დაწყებამდე ან ინფუზიიდან სულ მცირე 48 საათის შემდეგ [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)].

ინფორმაცია დოზირების შესახებ

AMONDYS 45-ის რეკომენდებული დოზაა 30 მილიგრამი კილოგრამზე კვირაში ერთხელ 35-60 წუთიანი ინტრავენური ინფუზიის სახით 0.2 მიკრონიანი ფილტრის მეშვეობით.

AMONDYS 45-ის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მისი შეყვანა უნდა მოხდეს რაც შეიძება მოკლე დროში დაგეგმილი დოზის შემდეგ.

მომზადების ინსტრუქცია

AMONDYS 45 მზა სამკურნალო ფორმა მოთავსებულია ერთჯერად ფლაკონებში. იგი წარმოადგენს კონცენტრირებულ ხსნარს კონსერვანტების გარეშე, რომელიც შეყვანამდე უნდა განზავდეს. გამოყენებამდე პარენტერული პრეპარატები ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკების არსებობასა და ფერის შეცვლაზე, თუ ხსნარი და კონტეინერი ამის საშუალებას იძლევა. გამოიყენეთ ასეპტიკური ტექნიკა.

ა. AMONDYS 45-ის შესაყვანი ჯამური დოზა გამოთვალეთ პაციენტის სხეულის მასის მიხედვით; რეკომენდებული დოზაა 30 მილიგრამი კილოგრამ სხეულის მასაზე. განსაზღვრეთ AMONDYS 45-ის საჭირო მოცულობა და ფლაკონების სწორი რაოდენობა სრული გამოთვლილი დოზის უზრუნველსაყოფად.

ბ. ფლაკონები გაათბეთ ოთახის ტემპერატურამდე. შეურიეთ თითოეული ფლაკონის შიგთავსი 2–3-ჯერ ფრთხილად გადაბრუნებით. არ შეანჯღრიოთ.

გ. ვიზუალურად შეამოწმეთ AMONDYS 45-ის თითოეული ფლაკონი. ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცენტური, უფერო და შეიძლება კვალის სახით შეიცავდეს მცირე ზომის, თეთრ ან მოთეთრო ფერის ამორფულ ნაწილაკებს. არ გამოიყენოთ, თუ ფლაკონებში ხსნარი შემღვრეულია, გაუფერულებულია ან კვალის სახით შეიცავს უცხო ნაწილაკებს, წარმოდგენილი მცირე ზომის თეთრი ან მოთეთრო ამორფული ნაწილაკების გარდა.

დ. 21 კალიბრის ან უფრო მცირე ზომის ნემსის მქონე შპრიცის გამოყენებით ამოიღეთ AMONDYS 45-ის გამოთვლილი მოცულობა შესაბამისი რაოდენობის ფლაკონებიდან. ნემსის დაბლაგვებისა და საცობების დაქუცმაცების თავიდან ასაცილებლად, მომზადების დროს პერიოდულად შეცვალეთ ნემსი.

ე. AMONDYS 45 ამოღებული მოცულობა განაზავეთ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის საინიექციო ხსნარით, USP. მიღებული საერთო მოცულობა უნდა შეადგენდეს 100-150 მლ-ს. შერევისთვის ფრთხილად გადააბრუნეთ 2-3-ჯერ. არ შეანჯღრიოთ. ვიზუალურად შეამოწმეთ განზავებული ხსნარი. არ გამოიყენოთ, თუ ხსნარი არის შემღვრეული, გაუფერულებული ან კვალის სახით შეიცავს უცხო ნაწილაკებს, წარმოდგენილი მცირე ზომის თეთრი ან მოთეთრო ამორფული ნაწილაკების გარდა.

ვ. შეიყვანეთ განზავებული ხსნარი ჩაშენებული 0.2 მიკრონიანი ფილტრის მეშვეობით.

გ. AMONDYS 45 არ შეიცავს კონსერვანტებს, იგი უნდა შეიყვანოთ დაუყოვნებლივ განზავების შემდეგ. განზავებული AMONDYS 45 საინფუზიო ხსნარის ინფუზია განზავებიდან 4 საათის განმავლობაში დაასრულეთ. თუ დაუყოვნებელი გამოყენება შეუძლებელია, განზავებული ხსნარის შენახვა შესაზლებელია 24 საათის განმავლობაში 2 °C-დან 8 °C -მდე (36 °F-დან 46 °F-მდე) ტემპერატურაზე. არ გაიყინოთ. გამოუყენებელი AMONDYS 45 უნდა უტილიზდეს.

გამოყენების ინსტრუქცია

AMONDYS 45-ის გამოყენებამდე ინფუზიის ადგილას შესაძლებელია ადგილობრივი საანესთეზიო კრემის გამოყენება.

AMONDYS 45 შეჰყავთ ინტრავენური ინფუზიის სახით. ინფუზიამდე და მის შემდეგ „ჩარეცხეთ“ საინფუზიო სისტემა 0.9% ნატრიუმის ქლორიდის საინიექციო ხსნარით, USP.

შეიყვანეთ AMONDYS 45-ის განზავებული ხსნარი 35-60 წუთის განმავლობაში ჩაშენებული 0.2 მიკრონიანი ფილტრის მეშვეობით. არ შეურიოთ სხვა სამკურნალო საშუალებები AMONDYS 45-ის ხსნარს, და არ შეიყვანოთ ერთდროულად იმავე ინტრავენურ ხაზში სხვა სამკურნალო საშუალებები.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარებისას შეანელეთ ინფუზიია ან შეწყვიტეთ AMONDYS 45-ით მკურნალობა [იხილეთ უკუჩვენებები (4), გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1) და გვერდითი რეაქციები (6.1)].

უკუჩვენებები

AMONDYS 45 უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნობილი სერიოზული ჰიპერმგრძნობელობა კაზიმერსენის ან AMONDYS 45-ის რომელიმე არააქტიური ინგრედიენტის მიმართ. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშიუპება და ანაფილაქსია, დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ AMONDYS 45-ით [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)].

სიფრთხილის ზომები

__________________________ ჩვენებები და გამოყენება _____________________

AMONDYS 45 არის ანტისენსიური ოლიგონუკლეოტიდი, რომელიც გამოიყენება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) სამკურნალოდ პაციენტებში დადასტურებული DMD გენის მუტაციით, რომელიც ექვემდებარება 45-ე ეგზონის გამოტოვებას. ეს ჩვენება დამტკიცდა დაჩქარებული დამტკიცების წესით, ჩონჩხის კუნთებში დისტროფინის მომატების საფუძველზე, რომელიც აღინიშნებოდა ზოგიერთ პაციენტში AMONDYS 45-ით მკურნალობისას [იხ. კლინიკური კვლევები (14)]. ამ ჩვენების დამტკიცების გაგრძელება შეიძლება განპირობებული იყოს შესაბამის კვლევებში კლინიკური სარგებლის დადასტურებისას. (1)

________________________დოზირება და მიღების წესი _____________________

AMONDYS 45-ით მკურნალობის დაწყებამდე უნდა განისაზღვროს C ცისტატინის დონე შრატში, შარდის მაჩვენებელი ტესტ-ზოლის გამოყენებით და პროტეინის და კრეატინინის თანაფარდობა შარდში (2.1).

30 მილიგრამი კილოგრამ სხეულის მასაზე კვირაში ერთხელ (2.2)

შეჰყავთ ინტრავენური (IV) ინფუზიის სახით 35-დან 60 წუთამდე 0.2 მიკრონიანი ჩაშენებული ფილტრის მეშვეობით (2.2, 2.4)

შეყვანამდე საჭიროა განზავება (2.2)

_____________________გამოშვების ფორმა და კონცენტრაცია ________________

ინიექცია:

100 მგ/2 მლ ერთჯერადი დოზის ფლაკონში (3)

______________________________ უკუჩვენებები ___________________________

AMONDYS 45 უკუნაჩვენებია პაციენტებში სერიოზული ჰიპერმგრძნობელობით კაზიმერსენის ან AMONDYS 45-ის რომელიმე არააქტიური ინგრედიენტის მიმართ. (4, 5.1)

________________ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები _______________

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსია, დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ AMONDYS 45-ით. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა და უნდა განიხილებოდეს ინფუზიის შენელება ან AMONDYS 45-ით თერაპიის შეწყვეტა (2.4, 5.1).

თირკმლის ტოქსიკურობა: ცხოველთა მონაცემებზე დაყრდნობით, შესაძლებელია თირკმლის ტოქსიკურობა. საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი; კრეატინინი შეიძლება არ იყოს თირკმლის ფუნქციის საიმედო მაჩვენებელი DMD -ს მქონე პაციენტებში. (5.2, 13.2)

___________________________გვერდითი რეაქციები________________________

ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციები (სიხშირე >20% და სულ მცირე 5%-ით მეტი, ვიდრე პლაცებოს მიღებისას) იყო ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ხველა, პირექსია, თავის ტკივილი, ართრალგია და ოროფარინგეალური ტკივილი. (6.1)

შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ Sarepta Therapeutics, Inc.-ს ნომერზე 1-888-SAREPTA (1-888-727-3782) ან FDA-ზე 1-800-FDA-1088 ან www.fda.gov/medwatch.

იხილეთ პუნქტი 17 ინფორმაცია პაციენტის კონსულტაციის შესახებ

ორსულობა და ძუძუთი კვება

რისკის შეჯამება

არ არსებობს მონაცემები ადამიანებში ან ცხოველებში ორსულობის დროს AMONDYS 45-ის გამოყენების შესაფასებლად. აშშ-ს ზოგად პოპულაციაში სერიოზული თანდაყოლილი დეფექტები ვითარდება 2-4% შემთხვევაში, ხოლო სპონტანური აბორტი ვითრდება კლინიკურად დადასტურებული ორსულობების 15-20% შემთხვევაში.

ლაქტაცია

რისკის შეჯამება

არ არსებობს მონაცემები ადამიანებში ან ცხოველებში იმისათვის, რომ შეფასდეს AMONDYS 45-ის ეფექტი დედის რძის პროდუცირებაზე, რძეში კაზიმერსენის არსებობაზე ან რომ შეფასდეს AMONDYS 45-ის ზემოქმედება ძუძუთ კვებაზე მყოფ ჩვილებზე.

განვითარებასა და ჯანმრთელობაზე ძუძუთი კვების სარგებელი უნდა შეფასდეს დედისთვის AMONDYS 45-ის კლინიკურ საჭიროებასთან ერთად და ძუძუთ კვებაზე მყოფ ჩვილებზე AMONDYS 45-ის პოტენციურ არასასურველ ეფექტებთან ერთად ან დედის ძირითადი მდგომარეობიდან გამომდინარე.

გამოყენება პედიატრიაში

AMONDYS 45 გამოიყენება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ DMD გენის დადასტურებული მუტაცია, რომელიც ექვემდებარება 45-ე ეგზონის გამოტოვებას, მათ შორის პედიატრიულ პაციენტებში [იხილეთ კლინიკური კვლევები (14)].

ტოქსიკურობის მონაცემები ახალგაზრდა ცხოველებში

კაზიმერსენის (0, 100, 300 და 900 მგ/კგ) ინტრავენური შეყვანა ახალგაზრდა მამრ ვირთხებში კვირაში ერთხელ 10 კვირის განმავლობაში (მშობიარობის შემდგომი 14-77 დღე) იწვევდა თირკმლის მილაკების დეგენერაციას/ნეკროზს ტესტირებული უმაღლესი დოზის გამოყენებისას. მამრების რეპროდუქციულ სისტემაზე, ნეიროქცევით განვითარებაზე ან იმუნურ ფუნქციაზე ზემოქმედება არ დაფიქსირებულა. საერთო ეფექტის არ მქონე დოზის დროს (300 მგ/კგ) პლაზმური ექსპოზიცია (AUC) იყო 4-ჯერ მეტი, ვიდრე ადამიანებში რეკომენდებული დოზით 30 მგ/კგ/კვირაში გამოყენებისას.

გერიატრიული გამოყენება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ძირითადად ბავშვებისა და მოზარდების დაავადებაა; ამიტომ, არ არსებობს AMONDYS 45-ის გერიატრიაში გამოყენების გამოცდილება.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

კაზიმერსენის თირკმლის კლირენსი მცირდება თირკმლის უკმარისობის მქონე მოზრდილებში DMD-ის გარეშე გორგლოვანი ფილტრაციის საანგარიშო სიჩქარის საფუძველზე (გამოითვლება დიეტის მოდიფიკაციისა და თირკმლის დაავადების (MDRD) განტოლების გამოყენებით) [იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)]. თუმცა, DMD პაციენტებში კრეატინინის მნიშვნელობებზე ჩონჩხის კუნთების შემცირებული მასის გავლენის გამო, თირკმლის უკმარისობის მქონე DMD პაციენტებში არ არის რეკომენდებული დოზის სპეციფიკური კორექტირება გლომერულური ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარის საფუძველზე. AMONDYS 45-ით მკურნალობისას საჭიროა თირკმლის ფუნქციის ცნობილი დარღვევის მქონე პაციენტების მკაცრი მონიტორინგი.

აღწერილობა

AMONDYS 45 (კაზიმერსენი) საინიექციო არის სტერილური, წყალხსნარი, კონსერვანტების გარეშე; იგი წარმოადგენს კონცენტრირებულ ხსნარს, რომელიც უნდა განზავდეს ინტრავენური შეყვანის წინ. AMONDYS 45 არის გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცენტური, უფერო ხსნარი და შეიძლება კვალის სახით შეიცავდეს მცირე ზომის, თეთრ ან მოთეთრო ფერის ამორფულ ნაწილაკებს. AMONDYS 45 წარმოდგენილია ერთჯერადი დოზის ფლაკონებში, რომლებიც შეიცავს 100 მგ კაზიმერსენს (50 მგ/მლ). პრეპარატი შემუშავებულია როგორც იზოტონური, ბუფერული ფოსფატის ფიზიოლოგიური ხსნარი, ოსმოლარობით 260-დან 320 მოსმ-მდე და pH 7.5. AMONDYS 45-ის ყოველი მილილიტრი შეიცავს: 50 მგ კაზიმერსენს; 0,2 მგ კალიუმის ქლორიდს; 0,2 მგ ერთფუძიან კალიუმის ფოსფატს, 8 მგ ნატრიუმის ქლორიდს და 1,14 მგ ოქრფუძიან ნატრიუმის ფოსფატს, უწყლოს; საინექციო წყალს.

პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს მარილმჟავას ან ნატრიუმის ჰიდროქსიდს pH-ის დასარეგულირებლად.

კაზიმერსენი არის ფოსფოროდიამიდატური მორფოლინოოლიგომერების (PMO) ქვეკლასის ანტისენსიური ოლიგონუკლეოტიდი. ფოსფოროდიამიდატური მორფოლინოოლიგომერები არიან სინთეზური მოლეკულები, რომლებშიც ბუნებრივ დნმ-სა და რნმ-ში ნაპოვნი ხუთწევრიანი რიბოფურანოზილის რგოლები ჩანაცვლებულია ექვსწევრიანი მორფოლინის რგოლით. ყოველი მორფოლინის რგოლი დაკავშირებულია დაუმუხტავი ფოსფოროდიამიდატური ნაწილის მეშვეობით და არა უარყოფითად დამუხტული ფოსფატური კავშირით, რომელიც არსებობს ბუნებრივ დნმ-სა და რნმ-ში. მორფოლინოფოსფოროდიამიდატის თითოეული სუბერთეული შეიცავს დნმ-ში არსებულ ერთ-ერთ ჰეტეროციკლურ ფუძეს (ადენინი, ციტოზინი, გუანინი ან თიმინი). კაზიმერსენი შეიცავს 22 ერთმანეთთან დაკავშირებულ სუბერთეულს. ფუძეების თანმიმდევრობა 5' ბოლოდან 3' ბოლომდე არის CAATGCCATCCTGGAGTTCCTG.

კაზიმერსენის მოლეკულური ფორმულა არის C268H424N124O95P22 და მოლეკულური მასა არის 7584,5 დალტონი.

კაზიმერსენის სტრუქტურა არის:

კლინიკური ფარმაკოლოგია

მოქმედების მექანიზმი

კაზიმერსენი განკუთვნილია დისტროფინის პრე-მრნმ-ის 45-ე ეგზონთან შესაკავშირებლად, რაც იწვევს ამ ეგზონის გამორიცხვას მრნმ-ის დამუშავებისას პაციენტებში გენეტიკური მუტაციებით, რომლებიც ექვემდებარება 45-ე ეგზონის გამოტოვებას. 45-ე ეგზონის გამოტოვება ხელს უწყობს შინაგანად შეკვეცილი დისტროფინის ცილის წარმოებას გენეტიკური მუტაციების მქონე პაციენტებში, რომლებიც ექვემდებარება 45-ე ეგზონის გამოტოვებას [იხილეთ კლინიკური კვლევები (14)].

გვერდითი მოვლენები

აღწერილია შემდეგი კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები:

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები [იხ. [გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)].

თირკმლის ტოქსიკურობა [იხ. [გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)].

კლინიკური კვლევების გამოცდილება

იმის გამო, რომ კლინიკური კვლევები ჩატარდა განსხვავებულ პირობებში, სამკურნალო საშუალების კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების სიხშირე არ შეიძლება პირდაპირ იქნას შედარებული სხვა პრეპარატის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებულ მონაცემებს, ასევე ისინი შეიძლება არ ასახავდეს პრაქტიკაში დაფიქსირებულ სიხშირეს.

AMONDYS 45-ის კლინიკური განვითარების პროგრამაში 76 პაციენტმა მიიღო AMONDYS 45-ის მინიმუმ ერთი ინტრავენური დოზა (30 მგ/კგ). ყველა პაციენტი იყო მამრობითი სქესის, და მათ ჰქონდათ გენეტიკურად დადასტურებული დუშენის კუნთოვანი დისტროფია. კვლევაში შესვლის ასაკი იყო 7-დან 20 წლამდე (საშუალოდ 9.9 წელი). პაციენტების უმეტესობა (88%) იყო თეთრკანიანი, ხოლო 9% აზიელი.

AMONDYS 45 შესწავლილი იყო ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში (კვლევა 1).

მიმდინარე კვლევა 1-ის დროს პაციენტები იღებდნენ 30 მგ/კგ AMONDYS 45-ს (n=57) ან პლაცებოს (n=31) ინტრავენურად კვირაში ერთხელ 96 კვირამდე პერიოდში, რის შემდეგაც ყველა პაციენტი იღებდა ან შემდგომში მიიღებს 30 მგ/კგ-მდე AMONDYS 45-ს 48 კვირის განმავლობაში.

ცხრილში 1 ნაჩვენებია გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა AMONDYS 45-ით მკურნალობისას ≥20% პაციენტში, და რომელთა სიხშირეც სულ მცირე 5%-ით მეტია, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში კვლევა 1-ის დროს.

ცხრილი 1. გვერდითი რეაქციები, რომლებიც განვითარდა AMONDYS 45-ით მკურნალობისას სულ მცირე 20% პაციენტში, და რომელთა სიხშირეც სულ მცირე 5%-ით მეტია, ვიდრე კვლევა 1-ის პლაცებოს ჯგუფში.

გვერდითი რეაქციები

AMONDYS 45

30 მგ/კგ ერთხელ კვირაში

(n = 57)

%

პლაცებო

(n = 31)

%

ზედა სასუნთქი გზების ინფექციები*

65

55

ხველა

33

26

პირექსია

33

23

თავის ტკივილი

32

19

ართრალგია

21

10

ოროფარინგეალური ტკივილი

21

7

  • მოიცავს ზედა სასუნთქი გზების ინფექციებს, ფარინგიტს, ნაზოფარინგიტს და რინიტს.

სხვა გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა სულ მცირე პაციენტების 10%-ში, და რომლებიც სულ მცირე 5%-ით უფრო ხშირად გამოვლინდა AMONDYS 45-ის ჯგუფში პლაცებოს ჯგუფშთან შედარებით შემდეგია: ყურის ტკივილი, გულისრევა, ყურის ინფექცია, პოსტტრავმული ტკივილი და თავბრუსხვევა და პრესინცოპე.

პოსტმარკეტინგული გამოცდილება

შემდეგი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა AMONDYS 45-ის პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს.

იმის გამო, რომ ამ რეაქციების შეტყობინება ნებაყოფლობითია, და ეს შეტყობინებები მიღებულია გაურკვეველი ზომის პოპულაციისგან, ყოველთვის არ არის შესაძლებელი მათი სიხშირის სათანადო შეფასება ან პრეპარატის ზემოქმედებასთან მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენა.

ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, თავის ტკივილი, ხველა, მუცლის ტკივილი (მათ შორის, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში) და ღებინება განვითარდა AMONDYS 45-ის ინფუზიის დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსია, დაფიქირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ AMONDYS 45-ით.

გამოყენება კონკრეტულ პოპულაციებში

ფარმაკოლოგიური თვისებები

კვლევა 1-ში მონაწილე პაციენტებში საწყის დონესა და 48-ე კვირაზე აღებული კუნთოვანი ქსოვილის ბიოფსიის შუალედურ ანალიზის შედეგების მიხედვით პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ AMONDYS 45-ით (n=27) აღინიშნებოდა ეგზონ 45-ის გამოტოვების მნიშვნელოვანი ზრდა (p<0.001) საწყის დონესთან შედარებით, რაც ნაჩვენები იყო წვეთოვანი ციფრული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით უკუტრანსკრიფციით (RT-ddPCR). პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (n=16), არ აღინიშნებოდა ეგზონ 45-ის გამოტოვების ზრდა (p=0.808). ეგზონის გამოტოვების დონე დადებითად კორეგირებს დისტროფინის ცილის ექსპრესიასთან [იხ კლინიკური კვლევები (14)].

კვლევა 1-ში [იხილეთ კლინიკური კვლევები (14)] დისტროფინის დონე, როგორც შეფასებული იყო Sarepta Western blot-ის ანალიზით, გაიზარდა ნორმის 0.93%-დან (SD 1.67) საწყის ეტაპზე 1.74%-მდე (SD 1.97) AMONDYS-ით მკურნალობის 48 კვირის შემდეგ. დისტროფინის საშუალო ცვლილება საწყის დონესთან შედარებით AMONDYS 45-ით მკურნალობის 48 კვირის შემდეგ იყო ნორმალური დონის 0.81% (SD 0.70) (p <0.001).

AMONDYS 45 მკურნალობის შემდეგ დისტროფინის ცილის ექსპრესიის ეს ზრდა დადებითად კორეგირებდა ეგზონის გამოტოვების დონესთან. საწყისი დონიდან დისტროფინის საშუალო ცვლილება პლაცებოს გამოყენების 48 კვირის შემდეგ იყო 0.22% (SD 0.49). პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობნენ AMONDYS 45-ით, აჩვენეს ცილა დისტროფინის დონის მნიშვნელოვნად დიდი ზრდა საწყისი დონიდან 48 კვირამდე, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (საშუალო განსხვავება 0.59%; p=0.004). Western blot-ით შეფასებული დისტროფინის დონე შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ნიმუშის დამუშავების, ანალიტიკური ტექნიკის, საცნობარო მასალებისა და რაოდენობრივი მეთოდოლოგიების განსხვავებების გამო. ამიტომ, სხვადასხვა ანალიზის პროტოკოლებიდან დისტროფინის შედეგების შედარებას დასჭირდება სტანდარტიზებული საცნობარო მასალა და დამატებითი შემაკავშირებელი კვლევები.

პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ AMONDYS 45-ით, დისტროფინის სათანადო ლოკალიზაცია სარკოლემაში ნაჩვენები იყო იმუნოფლუორესცენტური შეღებვით.

ფარმაკოკინეტიკა

კაზიმერსენის ფარმაკოკინეტიკა DMD-ს მქონე პაციენტებში შეფასებული იყო ინტრავენური (IV) შეყვანისას დოზების დიაპაზონში 4 მგ/კგ/კვირაში - 30 მგ/კგ/კვირაში (ანუ რეკომენდებული დოზა). კაზიმერსენის ერთჯერადი ინტრავენური დოზის შემდეგ, Cmax მიიღწევა ინფუზიის ბოლოს.

კაზიმერსენის ექსპოზიცია პროპორციულად იზრდებოდა დოზის მატებასთან ერთად. კაზიმერსენის კვირაში ერთხელ შყვანის შემდეგ პლაზმაში დაგროვება არ დაფიქსირებულა. კაზიმერსენის Cmax-ს და AUC-ს სუბიექტთაშორისი ცვალებადობა (როგორც %CV) მერყეობდა შესაბამისად 12%-დან 34%-მდე და 16%-დან 34%-მდე.

განაწილება

კაზიმერსენის ადამიანის პლაზმის ცილებთან კავშირი არ იყო დამოკიდებული კონცენტრაციაზე და მერყეობდა 8.4%-დან 31.6%-მდე.

ინტრავენურად 30 მგ/კგ კაზიმერსენის შეყვანის შემდეგ განაწილების საშუალო აშკარა მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში (Vss) 367 მლ/კგ-ს (%CV = 28.9) შეადგენდა.

ელიმინაცია

30 მგ/კგ კაზიმერსენის შეყვანისას პლაზმური კლირენსი (CL) 180 მლ/სთ/კგ -ს შეადგენდა. ნახევარგამოყოფის პერიოდი (t1/2) შეადგენდა 3.5 საათს (SD 0.4 საათი).

მეტაბოლიზმი

კაზიმერსენი მეტაბოლურად სტაბილურია ადამიანის ღვიძლის მიკროსომურ ინკუბაციებში. პლაზმაში ან შარდში მეტაბოლიტები არ გამოვლენილა.

გამოყოფა

კაზიმერსენი უმეტესად უცვლელი სახით გამოიყოფა შარდით. კლინიკურ კვლევაში რადიოაქტიური კაზიმერსენის გამოყენებით, პრეპარატის 90%-ზე მეტი გამოიყოფოდა შარდით, უმნიშვნელო ნაწილი - ფეკალიებით.

სპეციფიკური პოპულაციები

ასაკი, სქესი და რასა

AMONDYS 45-ის ფარმაკოკინეტიკა შეფასდა 9-დან 20 წლამდე, მამრობითი სქესის, DMD-ს მქონე პაციენტებში. 65 წელზე მეტი ასაკის DMD-ს მქონე პაციენტებში გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. AMONDYS 45 არ შესწავლილა მდედრობითი სქესის პაციენტებში. რასის პოტენციური გავლენა კაზიმერსენის ფარმაკოკინეტიკაზე უცნობია.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

კაზიმერსენის ფარმაკოკინეტიკაზე თირკმლის უკმარისობის გავლენა შეფასებული იყო 35-დან 65 წლამდე ასაკის პაციენტებში, რომლებსაც არ ჰქონდათ DMD, მაგრამ რომლებსაც ჰქონდათ თირკმლის მე-2 სტადიის ქრონიკული დაავადება (CKD) (n=8, გორგლოვანი ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარე [EGR] ≥60 და <90 მლ/ წთ/1,73 მ2) ან თირკმლის მე-3 სტადიის ქრონიკული დაავადება (CKD) (n=8, SCF ≥30 და <60 მლ/წთ/1,73 მ2) და შესაბამის ჯანმრთელ სუბიექტებში (n=9, SCF ≥90 მლ/წთ/1,73 მ2).

პაციენტებში შეჰყავდათ კაზიმერსენის ერთჯერადი ინტრავენური დოზა - 30 მგ/კგ. თირკმლის მე-2 და მე-3 სტადიის ქრონიკული დაავადების მქონე სუბიექტებში ექსპოზიცია (AUC) დაახლოებით შესაბამისად 1.2-ჯერ და 1.8-ჯერ გაიზარდა თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით. Cmax თირკმლის მე-2 სტადიის ქრონიკული დაავადების მქონე სუბიექტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში დაფიქსირებული Cmax-ის მაჩვენებლის ანალოგიური იყო; მე-3 სტადიის CKD-ს მქონე პაციენტებში Cmax 1.2-ჯერ აღემატებოდა თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან დაფიქსირებულ მაჩვენებელს. თირკმლის მე-4 ან მე-5 სტადიის ქრონიკული დაავადების გავლენა კაზიმერსენის ფარმაკოკინეტიკასა და უსაფრთხოებაზე შესწავლილი არ არის.

გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის სავარაუდო მნიშვნელობები, რომლებიც მიღებულია MDRD განტოლებებისა და თირკმლის ქრონიკული დაავადების სხვადასხვა სტადიებისთვის ჯანმრთელ მოზრდილებში, არ შეიძლება გავრცელდეს DMD-ს მქონე ბავშვებზე.

ამიტომ, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული დოზის სპეციფიკური კორექტირება [იხ გამოყენება სპეციფიკურ პოპულაციებში (8.6)].

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები:

AMONDYS 45 არ არის შესწავლილი ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ამავე დროს, კაზიმერსენი არ მეტაბოლიზდება ღვიძლში, რის გამოც მოსალოდნელია, რომ ღვიძლის უკმარისობა არ მოახდენს გავლენას კაზიმერსენის სისტემურ კლირენსზე.

სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების კვლევები

in vitro მონაცემებმა აჩვენა, რომ კაზიმერსენს აქვს დაბალი კლინიკურად მნიშვნელოვანი პოტენციალი სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების მხრივ, ძირითად CYP ფერმენტებთან და ტრანსპორტერებთან.

in vitro კაზიმერსენი არ აინჰიბირებდა CYP1A2-ს, CYP2B6-ს, CYP2C8-ს ან CYP2D6-ს. in vitro კაზიმერსენი იყო CYP3A4/5-ს, CYP2C9-ს და CYP2C19-ს ძლიერი ინჰიბიტორი; თუმცა, მისი მოკლე პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდის და პლაზმაში დაგროვების უნარის არარსებობის გათვალისწინებით, ყოველკვირეული დოზირების რეჟიმით, ამ ფერმენტების სუბსტრატებთან კლინიკური წამლისმიერი ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა. კაზიმერსენი არ იწვევდა CYP1A2-ს, CYP2B6-ს ან CYP3A4-ს ინდუცირებაა არც მ-რნმ-ის და არც ცილის (აქტივობის) დონეზე. კაზიმერსენი არ მეტაბოლიზდება ადამიანის ღვიძლის მიკროსომებით, და იგი არ არის ადამიანის ძირითადი ტესტირებული სამკურნალო საშუალებების გადამტანების (OAT1, OAT3, OCT2, OATP1B1, OATP1B3, MATE1, MATE2-K, P-gp, BCRP და MRP2) სუბსტრატი ან ძლიერი ინჰიბიტორი.

არაკლინიკური ტოქსიკოლოგია

კანცეროგენობა, მუტაგენობა, ფერტილობის დარღვევა

კანცეროგენობა

კაზიმერსენის კანცეროგენობის კვლევები არ ჩატარებულა.

მუტაგენობა

კაზიმერსენი ნეგატიური აღმოჩნდა in vitro (ბაქტერიული უკუმუტაცია და ქრომოსომული აბერაცია CHO უჯრედებში) და in vivo (თაგვის ძვლის ტვინის მიკრონუკლეუსები) კვლევებში.

ფერტილობის დარღვევები

ცხოველებში კაზიმერსენის ფერტილობის კვლევები არ ჩატარებულა.

მამრ თაგვებში კანქვეშ 960 მგ/კგ-მდე დოზებით 26 კვირის განმავლობაში ან მამრ მაიმუნებში 640 მგ/კგ-მდე ინტრავენური დოზებით 39 კვირის განმავლობაში კაზიმერსენის ყოველკვირეული შეყვანის შემდეგ ზემოქმედება მამრების რეპროდუქციულ სისტემაზე არ დაფიქსირებულა. პლაზმური ექსპოზიცია თაგვებსა და მაიმუნებში ყველაზე მაღალი ტესტირებული დოზების დროს დაახლოებით 9- და 35-ჯერ, შესაბამისად, აღემატებოდა ადამიანებში 30 მგ/კგ/კვირაში რეკომენდებული დოზის გამოყენებისას.

ცხოველების ტოქსიკოლოგია ან/და ფარმაკოლოგია

თირკმლის ტოქსიკურობა დაფიქსირდა მამრ თაგვებსა და ვირთხებში ჩატარებულ კვლევებში [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)].

მამრ თაგვებში კაზიმერსენი შეჰყავდათ ინტრავენური ინიექციის სახით ყოველკვირეულად 12 კვირის განმავლობაში (0, 12, 120 ან 960 მგ/კგ) ან 22 კვირის განმავლობაში (0, 300, 960 ან 2000 მგ/კგ) ან კანქვეშ 26 კვირის განმავლობაში (0, 300, 600 ან 960 მგ/კგ). 12 კვირიან კვლევაში ტესტირებული უმაღლესი დოზის გამოყენებისას თირკმლებში დაფიქსირდა მიკროსკოპული ცვლილებები (ციტოპლაზმური ბაზოფილია და მიკროვაკუოლიზაცია). 22- და 26-კვირიან კვლევებში ყველა დოზების დროს დაფიქსირდა თირკმლის მილაკოვანი დეგენერაცია. დოზა, რომელიც არ მოქმედებდა თირკმლებზე, დადგენილი არ იყო. 26-კვირიან კვლევაში პლაზმური ექსპოზიცია (AUC) მინიმალური დოზის დროს (300 მგ/კგ) იყო დაახლოებით 2-ჯერ მეტი, ვიდრე ადამიანებში რეკომენდებული დოზის (RHD) - 30 მგ/კგ/კვირაში გამოყენებისას.

მამრ ვირთხებში, კაზიმერსენის ინტრავენური შეყვანა (0, 250, 500, 1000 ან 2000 მგ/კგ) ყოველკვირეულად 13 კვირის განმავლობაში იწვევდა თირკმლის მილაკოვან დეგენერაციას ყველა ტესტირებული დოზის დროს; მაქსიმალური დოზით გამოყენებისას მიკროსკოპულ ცვლილებებს თან ახლდა სისხლში შარდოვანას აზოტის მომატება. დოზა, რომელიც არ მოქმედებდა თირკმლებზე, დადგენილი არ იყო. პლაზმური ექსპოზიცია (AUC) ყველაზე დაბალი ტესტირებული დოზის დროს იყო დაახლოებით 4-ჯერ ვიდრე ადამიანებში რეკომენდებული დოზა.

კლინიკური კვლევები

AMONDYS 45-ის ეფექტი დისტროფინის წარმოებაზე შეფასებული იყო ერთ კვლევაში DMD-ს მქონე მამრობითი სქესის პაციენტების მონაწილეობით, რომლებსაც ჰქონდათ დადასტურებული DMD გენის მუტაცია, რომელიც ექვემდებარება ეგზონ 45-ის გამოტოვებას (კვლევა 1; NCT02500381).

კვლევა 1 არის მიმდინარე, ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი, მულტიცენტრული კვლევა, რომელიც შემუშავდა ამბულატორიულ პაციენტებში AMONDYS 45-ის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესაფასებლად. დაგეგმილია კვლევაში ჩაერთოს 7-დან 13 წლამდე ასაკის 111 პაციენტი, რანდომიზირებული AMONDYS 45-ზე ან პლაცებოზე 2:1 თანაფარდობით. AMONDYS 45-ის ან პლაცებოს მიღებამდე პაციენტები სულ მცირე 24 კვირის განმავლობაში უნდა იღებდნენ პერორალური კორტიკოსტეროიდების სტაბილურ დოზას. 96-კვირიანი ორმაგად ბრმა კვლევის პერიოდის შემდეგ, პაციენტებმა დაიწყეს ან მათთან დანიშნულია დამატებითი 48 კვირიანი ღია მკურნალობის პერიოდი. კვლევის 48-ე კვირაში შეფასდა შუალედური ეფექტიანობა დისტროფინის ცილის საწყისი დონის ცვლილების საფუძველზე (განისაზღვრება როგორც ჯანმრთელი სუბიექტების დისტროფინის დონის %, ე.ი. ნორმის %). 43 შესაფასებელი პაციენტის შუალედური შედეგები (n = 27, AMONDYS 45 n = 16, პლაცებო), რომლებსაც ორმაგად ბრმა პერიოდის 48-ე კვირაში ჩაუტარდათ კუნთების ბიოფსია, წარმოდგენილია ცხრილში 2. პაციენტებს, რომლებმაც მიაწოდეს კუნთების ბიოფსიის მონაცემები, ჰქონდათ საშუალო ასაკი 9 წელი და მათგან 86% იყო თეთრკანიანი.

ცხრილი 2. დისტროფინის დონეები (ნორმის %) საწყის ეტაპზე და 48-ე კვირაზე შუალედური კუნთების ბიოფსიის შედეგები კვლევაში 1.

პლაცებო

AMONDYS 45

30 მგ/კგ/კვირაში IV

დისტროფინი Sarepta Western Blot-ის მიხედვით

n=16

n=27

საშუალო საბაზისო მაჩვენებელი (SD)

  • 54 (0.79)
  • 93 (1.67)

საშუალო მაჩვენებელი 48-ე კვირაზე (SD)

  • 76 (1.15)
  • 74 (1.97)

ცვლილება საშუალო საბაზისო მაჩვენებლიდან (SD)

  • 22 (0.49)
  • 81 (0.70)

p-მნიშვნელობა ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან 48-ე კვირაზე

  • 09

<0.001

საშუალო განსხვავება ჯგუფებს შორის

  • 59

p-მაჩვენებელი ჯგუფებს შორის

p=0.004

მიწოდების ფორმა/შენახვა და უტილიზაცია

მიწოდების ფორმა

AMONDYS 45 საინიექციო ხსნარი წარმოდგენილია ერთჯერადი ფლაკონების სახით. ხსნარი არის გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცენტური, უფერო და შეიძლება კვალის სახით შეიცავდეს მცირე ზომის, თეთრ ან მოთეთრო ფერის ამორფულ ნაწილაკებს.

ერთჯერადი ფლაკონები, რომლებიც შეიცავს 100 მგ/2 მლ (50 მგ/მლ)

NDC 60923-227-02

შენახვა და უტილიზაცია

შეინახეთ AMONDYS 45 2°C-დან 8°C-მდე (36°F-დან 46°F-მდე) ტემპერატურაზე. არ გაიყინოთ. გამოყენებამდე შეინახეთ ორიგინალ მუყაოს კოლოფში სინათლისგან დასაცავად.

პაციენტის საკონსულტაციო ინფორმაცია

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

აცნობეთ პაციენტებს ან/და მომვლელებს, რომ AMONDYS 45-ის გამოყენებისას პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსია. საჭიროა მათი ინფორმირება სასწრაფოდ მიმართონ სამედიცინო დახმარებას ჰიპერმგრძნობელობის ნიშნების და სიმპტომების განვითარებისას [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)].

თირკმლის ტოქსიკურობა

აცნობეთ პაციენტებს, რომ AMONDYS 45-ის ანალოგიური პრეპარატების გამოყენებისას დაფიქსირდა ნეფროტოქსიკურობა. აცნობეთ პაციენტს, რომ AMONDYS 45-ით მკურნალობის დროს აუცილებელია თირკმლის ტოქსიკურობის მონიტორინგი მათი მკურნალი ექიმის მიერ [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)].

წარმოებულია:

Sarepta Therapeutics, Inc.-ისთვის

კემბრიჯი, MA 02142 აშშ

Sarepta და Sarepta Therapeutics წარმოადგენენ Sarepta Therapeutics, Inc.-ის სავაჭრო ნიშნებს, რომლებიც რეგისტრირებულია აშშ-ს საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ოფისში და შეიძლება დარეგისტრირებული იყოს სხვადასხვა იურისდიქციაში. ლოგოები AMONDYS 45 და AMONDYS 45 წარმოადგენენ Sarepta Therapeutics, Inc-ის სავაჭრო ნიშნებს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ძირითადი ინფორმაცია პრეპარატის დანიშნულების შესახებ

ეს ძირითადი ინფორმაცია არ შეიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას ამონდის 51-ის (AMONDYS 45®) უსაფრთხო და ეფექტური გამოყენების შესახებ.

AMONDYS 45 (კაზიმერსენი) ინიექცია, ინტრავენური გამოყენებისთვის

აშშ-ში პირველი დამტკიცება: 2021 წ

_______________________ბოლო ძირითადი ცვლილებები __________________

უკუჩვენებები (4) 7/2024

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1) 7/2024

__________________________ ჩვენებები და გამოყენება _____________________

AMONDYS 45 არის ანტისენსიური ოლიგონუკლეოტიდი, რომელიც გამოიყენება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) სამკურნალოდ პაციენტებში დადასტურებული DMD გენის მუტაციით, რომელიც ექვემდებარება 45-ე ეგზონის გამოტოვებას. ეს ჩვენება დამტკიცდა დაჩქარებული დამტკიცების წესით, ჩონჩხის კუნთებში დისტროფინის მომატების საფუძველზე, რომელიც აღინიშნებოდა ზოგიერთ პაციენტში AMONDYS 45-ით მკურნალობისას [იხ. კლინიკური კვლევები (14)]. ამ ჩვენების დამტკიცების გაგრძელება შეიძლება განპირობებული იყოს შესაბამის კვლევებში კლინიკური სარგებლის დადასტურებისას. (1)

________________________დოზირება და მიღების წესი _____________________

AMONDYS 45-ით მკურნალობის დაწყებამდე უნდა განისაზღვროს C ცისტატინის დონე შრატში, შარდის მაჩვენებელი ტესტ-ზოლის გამოყენებით და პროტეინის და კრეატინინის თანაფარდობა შარდში (2.1).

30 მილიგრამი კილოგრამ სხეულის მასაზე კვირაში ერთხელ (2.2)

შეჰყავთ ინტრავენური (IV) ინფუზიის სახით 35-დან 60 წუთამდე 0.2 მიკრონიანი ჩაშენებული ფილტრის მეშვეობით (2.2, 2.4)

შეყვანამდე საჭიროა განზავება (2.2)

_____________________გამოშვების ფორმა და კონცენტრაცია ________________

ინიექცია:

100 მგ/2 მლ ერთჯერადი დოზის ფლაკონში (3)

______________________________ უკუჩვენებები ___________________________

AMONDYS 45 უკუნაჩვენებია პაციენტებში სერიოზული ჰიპერმგრძნობელობით კაზიმერსენის ან AMONDYS 45-ის რომელიმე არააქტიური ინგრედიენტის მიმართ. (4, 5.1)

________________ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები _______________

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსია, დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ AMONDYS 45-ით. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა და უნდა განიხილებოდეს ინფუზიის შენელება ან AMONDYS 45-ით თერაპიის შეწყვეტა (2.4, 5.1).

თირკმლის ტოქსიკურობა: ცხოველთა მონაცემებზე დაყრდნობით, შესაძლებელია თირკმლის ტოქსიკურობა. საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი; კრეატინინი შეიძლება არ იყოს თირკმლის ფუნქციის საიმედო მაჩვენებელი DMD -ს მქონე პაციენტებში. (5.2, 13.2)

___________________________გვერდითი რეაქციები________________________

ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციები (სიხშირე >20% და სულ მცირე 5%-ით მეტი, ვიდრე პლაცებოს მიღებისას) იყო ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ხველა, პირექსია, თავის ტკივილი, ართრალგია და ოროფარინგეალური ტკივილი. (6.1)

შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ Sarepta Therapeutics, Inc.-ს ნომერზე 1-888-SAREPTA (1-888-727-3782) ან FDA-ზე 1-800-FDA-1088 ან www.fda.gov/medwatch.

იხილეთ პუნქტი 17 ინფორმაცია პაციენტის კონსულტაციის შესახებ

გადახედვის თარიღი: 7/2024

სრული ინფორმაცია გამოყენების შესახებ: შინაარსი *

  • ჩვენებები და გამოყენება
  • დოზირება და გამოყენების წესი
  • 1მონიტორინგი უსაფრთხოების შესაფასებლად
  • 2 ინფორმაცია დოზირების შესახებ
  • 3 მომზადების ინსტრუქცია
  • 4 გამოყენების ინსტრუქცია
  • გამოშვების ფორმა და კონცენტრაცია
  • უკუჩვენება
  • გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
  • 1 ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
  • 2 თირკმლის ტოქსიკურობა
  • გვერდითი რეაქციები
  • 1 კლინიკური კვლევების გამოცდილება
  • 2 პოსტმარკეტინგული გამოცდილება
  • გამოყენება კონკრეტულ პოპულაციებში
  • 1 ორსულობა
  • 2 ლაქტაცია
  • 4 გამოყენება პედიატრიაში
  • 5 გერიატრიული გამოყენება
  • 6 თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
  • აღწერილობა
  • კლინიკური ფარმაკოლოგია
  • 1 მოქმედების მექანიზმი
  • 2 ფარმაკოდინამიკა
  • 3 ფარმაკოკინეტიკა
  • კლინიკამდელი ტოქსიკოლოგია
  • 1 კანცეროგენობა, მუტაგენობა, ფერტილობის დარღვევები
  • 2 ცხოველთა ტოქსიკოლოგია ან/და ფარმაკოლოგია
  • კლინიკური კვლევები
  • მიწოდების ფორმა/შენახვა და უტილიზაცია
  • 1 მიწოდების ფორმა
  • 2 შენახვა და უტილიზაცია
  • პაციენტის საკონსულტაციო ინფორმაცია
  • პუნქტები და ქვეპუნქტები, რომლებიც გამოტოვებულია პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციაში, არ არის მითითებული.

სრული ინფორმაცია გამოყენების შესახებ

ჩვენებები და გამოყენება

AMONDYS 45 გამოიყენება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ DMD გენის დადასტურებული მუტაცია, რომელიც ექვემდებარება 45-ე ეგზონის გამოტოვებას.

ეს ჩვენება დამტკიცდა დაჩქარებული დამტკიცების წესით ჩონჩხის კუნთებში დისტროფინის მომატების საფუძველზე, რაც დაფიქსირდა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ AMONDYS 45-ით. [იხილეთ კლინიკური კვლევები (14)].

ამ ჩვენების შემდგომი დამტკიცება შეიძლება დამოკიდებული იყოს კლინიკური სარგებლის დასაბუთებაზე დამადასტურებელ კვლევებში.

დოზირება და გამოყენების წესი

ინფორმაცია დოზირების შესახებ

AMONDYS 45-ით მკურნალობის დაწყებამდე უნდა განისაზღვროს C ცისტატინის დონე შრატში, შარდის მაჩვენებელი ტესტ-ზოლის გამოყენებით და პროტეინის და კრეატინინის თანაფარდობა შარდში.

AMONDYS 45-ით მკურნალობის დაწყებამდე უნდა განიხილებოდეს გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის განსაზღვრის შესაძლებლობა. მკურნალობის დროს რეკომენდებულია თირკმლის ტოქსიკურობის მონიტორინგი. შარდის ნიმუში უნდა აიღოთ AMONDYS 45-ით ინფუზიის დაწყებამდე ან ინფუზიიდან სულ მცირე 48 საათის შემდეგ [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)].

ინფორმაცია დოზირების შესახებ

AMONDYS 45-ის რეკომენდებული დოზაა 30 მილიგრამი კილოგრამზე კვირაში ერთხელ 35-60 წუთიანი ინტრავენური ინფუზიის სახით 0.2 მიკრონიანი ფილტრის მეშვეობით.

AMONDYS 45-ის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მისი შეყვანა უნდა მოხდეს რაც შეიძება მოკლე დროში დაგეგმილი დოზის შემდეგ.

მომზადების ინსტრუქცია

AMONDYS 45 მზა სამკურნალო ფორმა მოთავსებულია ერთჯერად ფლაკონებში. იგი წარმოადგენს კონცენტრირებულ ხსნარს კონსერვანტების გარეშე, რომელიც შეყვანამდე უნდა განზავდეს. გამოყენებამდე პარენტერული პრეპარატები ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკების არსებობასა და ფერის შეცვლაზე, თუ ხსნარი და კონტეინერი ამის საშუალებას იძლევა. გამოიყენეთ ასეპტიკური ტექნიკა.

ა. AMONDYS 45-ის შესაყვანი ჯამური დოზა გამოთვალეთ პაციენტის სხეულის მასის მიხედვით; რეკომენდებული დოზაა 30 მილიგრამი კილოგრამ სხეულის მასაზე. განსაზღვრეთ AMONDYS 45-ის საჭირო მოცულობა და ფლაკონების სწორი რაოდენობა სრული გამოთვლილი დოზის უზრუნველსაყოფად.

ბ. ფლაკონები გაათბეთ ოთახის ტემპერატურამდე. შეურიეთ თითოეული ფლაკონის შიგთავსი 2–3-ჯერ ფრთხილად გადაბრუნებით. არ შეანჯღრიოთ.

გ. ვიზუალურად შეამოწმეთ AMONDYS 45-ის თითოეული ფლაკონი. ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცენტური, უფერო და შეიძლება კვალის სახით შეიცავდეს მცირე ზომის, თეთრ ან მოთეთრო ფერის ამორფულ ნაწილაკებს. არ გამოიყენოთ, თუ ფლაკონებში ხსნარი შემღვრეულია, გაუფერულებულია ან კვალის სახით შეიცავს უცხო ნაწილაკებს, წარმოდგენილი მცირე ზომის თეთრი ან მოთეთრო ამორფული ნაწილაკების გარდა.

დ. 21 კალიბრის ან უფრო მცირე ზომის ნემსის მქონე შპრიცის გამოყენებით ამოიღეთ AMONDYS 45-ის გამოთვლილი მოცულობა შესაბამისი რაოდენობის ფლაკონებიდან. ნემსის დაბლაგვებისა და საცობების დაქუცმაცების თავიდან ასაცილებლად, მომზადების დროს პერიოდულად შეცვალეთ ნემსი.

ე. AMONDYS 45 ამოღებული მოცულობა განაზავეთ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის საინიექციო ხსნარით, USP. მიღებული საერთო მოცულობა უნდა შეადგენდეს 100-150 მლ-ს. შერევისთვის ფრთხილად გადააბრუნეთ 2-3-ჯერ. არ შეანჯღრიოთ. ვიზუალურად შეამოწმეთ განზავებული ხსნარი. არ გამოიყენოთ, თუ ხსნარი არის შემღვრეული, გაუფერულებული ან კვალის სახით შეიცავს უცხო ნაწილაკებს, წარმოდგენილი მცირე ზომის თეთრი ან მოთეთრო ამორფული ნაწილაკების გარდა.

ვ. შეიყვანეთ განზავებული ხსნარი ჩაშენებული 0.2 მიკრონიანი ფილტრის მეშვეობით.

გ. AMONDYS 45 არ შეიცავს კონსერვანტებს, იგი უნდა შეიყვანოთ დაუყოვნებლივ განზავების შემდეგ. განზავებული AMONDYS 45 საინფუზიო ხსნარის ინფუზია განზავებიდან 4 საათის განმავლობაში დაასრულეთ. თუ დაუყოვნებელი გამოყენება შეუძლებელია, განზავებული ხსნარის შენახვა შესაზლებელია 24 საათის განმავლობაში 2 °C-დან 8 °C -მდე (36 °F-დან 46 °F-მდე) ტემპერატურაზე. არ გაიყინოთ. გამოუყენებელი AMONDYS 45 უნდა უტილიზდეს.

გამოყენების ინსტრუქცია

AMONDYS 45-ის გამოყენებამდე ინფუზიის ადგილას შესაძლებელია ადგილობრივი საანესთეზიო კრემის გამოყენება.

AMONDYS 45 შეჰყავთ ინტრავენური ინფუზიის სახით. ინფუზიამდე და მის შემდეგ „ჩარეცხეთ“ საინფუზიო სისტემა 0.9% ნატრიუმის ქლორიდის საინიექციო ხსნარით, USP.

შეიყვანეთ AMONDYS 45-ის განზავებული ხსნარი 35-60 წუთის განმავლობაში ჩაშენებული 0.2 მიკრონიანი ფილტრის მეშვეობით. არ შეურიოთ სხვა სამკურნალო საშუალებები AMONDYS 45-ის ხსნარს, და არ შეიყვანოთ ერთდროულად იმავე ინტრავენურ ხაზში სხვა სამკურნალო საშუალებები.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარებისას შეანელეთ ინფუზიია ან შეწყვიტეთ AMONDYS 45-ით მკურნალობა [იხილეთ უკუჩვენებები (4), გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1) და გვერდითი რეაქციები (6.1)].

გამოშვების ფორმა და კონცენტრაცია

AMONDYS 45 არის გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცენტური, უფერო ხსნარი და შეიძლება კვალის სახით შეიცავდეს მცირე ზომის, თეთრ ან მოთეთრო ფერის ამორფულ ნაწილაკებს.

იგი ხელმისაწვდომია შემდეგი სახით:

საინიექციო ხსნარი: 100 მგ/2 მლ (50 მგ/მლ) ხსნარი ერთჯერადი დოზის ფლაკონში

უკუჩვენებები

AMONDYS 45 უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნობილი სერიოზული ჰიპერმგრძნობელობა კაზიმერსენის ან AMONDYS 45-ის რომელიმე არააქტიური ინგრედიენტის მიმართ. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშიუპება და ანაფილაქსია, დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ AMONDYS 45-ით [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)].

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსია, განვითარდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ AMONDYS 45-ით. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარებისას ინიშნება შესაბამისი მკურნალობა, ასევე საჭიროა AMONDYS 45-ის ინფუზიის შენელება [იხ. დოზირება და გამოყენების წესი (2.4)], შეჩერება ან შეწყვეტა და პაციენტის მონიტორინგი მისი მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. AMONDYS 45 უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ცნობილი სერიოზული ჰიპერმგრძნობელობა კაზიმერსენის ან AMONDYS 45-ის რომელიმე არააქტიური ინგრედიენტის მიმართ [იხ. უკუჩვენებები (4)].

თირკმლის ტოქსიკურობა

თირკმლის ტოქსიკურობა დაფიქსირდა ცხოველებში, რომლებშიც შეჰყავდათ კაზიმერსენი [იხ. ნაწილი გამოყენება სპეციალურ პოპულაციებში (8.4) და არაკლინიკური ტოქსიკოლოგია (13.2)]. მიუხედავად იმისა, რომ AMONDYS 45-ის კლინიკურ კვლევებში თირკმლის ტოქსიკურობა არ გამოვლენილა, ზოგიერთი ანტისენსიური ოლიგონუკლეოტიდის გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა თირკმლის ტოქსიკურობა, პოტენციურად ფატალური გლომერულონეფრიტის ჩათვლით. AMONDYS 45-ის გამოყენებისას პაციენტებში საჭიროა თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი. კრეატინინის მაჩვენებელზე ჩონჩხის კუნთების შემცირებული მასის გავლენის გამო, კრეატინინი შეიძლება არ იყოს თირკმლის ფუნქციის სანდო მაჩვენებელი DMD-ს მქონე პაციენტებში. AMONDYS 45-ით მკურნალობის დაწყებამდე უნდა განისაზღვროს C ცისტატინის დონე შრატში, შარდის მაჩვენებელი ტესტ-ზოლის გამოყენებით და პროტეინის და კრეატინინის თანაფარდობა შარდში. AMONDYS 45-ით მკურნალობის დაწყებამდე ასევე უნდა განიხილებოდეს გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის განსაზღვრის შესაძლებლობა ეგზოგენური ფილტრაციის მარკერის გამოყენებით. მკურნალობის დროს, ყოველთვიურად აკონტროლეთ შარდის მაჩვენებელი ტესტ-ზოლის გამოყენებით, ხოლო შრატში C ცისტატინის დონე და პროტეინის და კრეატინინის თანაფარდობა შარდში (UPCR) შეამოწმეთ ყოველ სამ თვეში ერთხელ. შარდში ცილის მონიტორინგისთვის უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ის შარდი, რომელშიც სავარაუდოდ არ იქნება AMONDYS 45. შესაძლებელია AMONDYS 45-ის ინფუზიის დღეს ინფუზიამდე მიღებული შარდი ან ბოლო ინფუზიიდან სულ მცირე 48 საათის შემდეგ მიღებული შარდი. ალტერნატივის სახით შესაძლებელია ისეთი ლაბორატორიული ტესტის გამოიყენება, რომელიც არ შეიცავს პიროგალოლის წითელ რეაგენტს, რადგან ამ რეაგენტს აქვს ჯვარედინი რეაქცია შარდში გამოყოფილ AMONDYS 45-თან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს

შარდში ცილის შემცველობის ცრუ დადებითი შედეგი.

შრატში C ცისტატინის დონის მუდმივი მატების ან პროტეინურიის შემთხვევაში, შემდგომი შეფასებისთვის უნდა მიმართოთ პედიატრიულ ნეფროლოგს.

გვერდითი რეაქციები

აღწერილია შემდეგი კლინიკურად მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები:

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები [იხ. [გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)].

თირკმლის ტოქსიკურობა [იხ. [გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)].

კლინიკური კვლევების გამოცდილება

იმის გამო, რომ კლინიკური კვლევები ჩატარდა განსხვავებულ პირობებში, სამკურნალო საშუალების კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების სიხშირე არ შეიძლება პირდაპირ იქნას შედარებული სხვა პრეპარატის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებულ მონაცემებს, ასევე ისინი შეიძლება არ ასახავდეს პრაქტიკაში დაფიქსირებულ სიხშირეს.

AMONDYS 45-ის კლინიკური განვითარების პროგრამაში 76 პაციენტმა მიიღო AMONDYS 45-ის მინიმუმ ერთი ინტრავენური დოზა (30 მგ/კგ). ყველა პაციენტი იყო მამრობითი სქესის, და მათ ჰქონდათ გენეტიკურად დადასტურებული დუშენის კუნთოვანი დისტროფია. კვლევაში შესვლის ასაკი იყო 7-დან 20 წლამდე (საშუალოდ 9.9 წელი). პაციენტების უმეტესობა (88%) იყო თეთრკანიანი, ხოლო 9% აზიელი.

AMONDYS 45 შესწავლილი იყო ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში (კვლევა 1).

მიმდინარე კვლევა 1-ის დროს პაციენტები იღებდნენ 30 მგ/კგ AMONDYS 45-ს (n=57) ან პლაცებოს (n=31) ინტრავენურად კვირაში ერთხელ 96 კვირამდე პერიოდში, რის შემდეგაც ყველა პაციენტი იღებდა ან შემდგომში მიიღებს 30 მგ/კგ-მდე AMONDYS 45-ს 48 კვირის განმავლობაში.

ცხრილში 1 ნაჩვენებია გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა AMONDYS 45-ით მკურნალობისას ≥20% პაციენტში, და რომელთა სიხშირეც სულ მცირე 5%-ით მეტია, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში კვლევა 1-ის დროს.

ცხრილი 1. გვერდითი რეაქციები, რომლებიც განვითარდა AMONDYS 45-ით მკურნალობისას სულ მცირე 20% პაციენტში, და რომელთა სიხშირეც სულ მცირე 5%-ით მეტია, ვიდრე კვლევა 1-ის პლაცებოს ჯგუფში.

გვერდითი რეაქციები

AMONDYS 45

30 მგ/კგ ერთხელ კვირაში

(n = 57)

%

პლაცებო

(n = 31)

%

ზედა სასუნთქი გზების ინფექციები*

65

55

ხველა

33

26

პირექსია

33

23

თავის ტკივილი

32

19

ართრალგია

21

10

ოროფარინგეალური ტკივილი

21

7

  • მოიცავს ზედა სასუნთქი გზების ინფექციებს, ფარინგიტს, ნაზოფარინგიტს და რინიტს.

სხვა გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა სულ მცირე პაციენტების 10%-ში, და რომლებიც სულ მცირე 5%-ით უფრო ხშირად გამოვლინდა AMONDYS 45-ის ჯგუფში პლაცებოს ჯგუფშთან შედარებით შემდეგია: ყურის ტკივილი, გულისრევა, ყურის ინფექცია, პოსტტრავმული ტკივილი და თავბრუსხვევა და პრესინცოპე.

პოსტმარკეტინგული გამოცდილება

შემდეგი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა AMONDYS 45-ის პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს.

იმის გამო, რომ ამ რეაქციების შეტყობინება ნებაყოფლობითია, და ეს შეტყობინებები მიღებულია გაურკვეველი ზომის პოპულაციისგან, ყოველთვის არ არის შესაძლებელი მათი სიხშირის სათანადო შეფასება ან პრეპარატის ზემოქმედებასთან მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენა.

ინფუზიასთან დაკავშირებული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, თავის ტკივილი, ხველა, მუცლის ტკივილი (მათ შორის, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში) და ღებინება განვითარდა AMONDYS 45-ის ინფუზიის დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსია, დაფიქირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ AMONDYS 45-ით.

გამოყენება კონკრეტულ პოპულაციებში

ორსულობა

რისკის შეჯამება

არ არსებობს მონაცემები ადამიანებში ან ცხოველებში ორსულობის დროს AMONDYS 45-ის გამოყენების შესაფასებლად. აშშ-ს ზოგად პოპულაციაში სერიოზული თანდაყოლილი დეფექტები ვითარდება 2-4% შემთხვევაში, ხოლო სპონტანური აბორტი ვითრდება კლინიკურად დადასტურებული ორსულობების 15-20% შემთხვევაში.

ლაქტაცია

რისკის შეჯამება

არ არსებობს მონაცემები ადამიანებში ან ცხოველებში იმისათვის, რომ შეფასდეს AMONDYS 45-ის ეფექტი დედის რძის პროდუცირებაზე, რძეში კაზიმერსენის არსებობაზე ან რომ შეფასდეს AMONDYS 45-ის ზემოქმედება ძუძუთ კვებაზე მყოფ ჩვილებზე.

განვითარებასა და ჯანმრთელობაზე ძუძუთი კვების სარგებელი უნდა შეფასდეს დედისთვის AMONDYS 45-ის კლინიკურ საჭიროებასთან ერთად და ძუძუთ კვებაზე მყოფ ჩვილებზე AMONDYS 45-ის პოტენციურ არასასურველ ეფექტებთან ერთად ან დედის ძირითადი მდგომარეობიდან გამომდინარე.

გამოყენება პედიატრიაში

AMONDYS 45 გამოიყენება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ DMD გენის დადასტურებული მუტაცია, რომელიც ექვემდებარება 45-ე ეგზონის გამოტოვებას, მათ შორის პედიატრიულ პაციენტებში [იხილეთ კლინიკური კვლევები (14)].

ტოქსიკურობის მონაცემები ახალგაზრდა ცხოველებში

კაზიმერსენის (0, 100, 300 და 900 მგ/კგ) ინტრავენური შეყვანა ახალგაზრდა მამრ ვირთხებში კვირაში ერთხელ 10 კვირის განმავლობაში (მშობიარობის შემდგომი 14-77 დღე) იწვევდა თირკმლის მილაკების დეგენერაციას/ნეკროზს ტესტირებული უმაღლესი დოზის გამოყენებისას. მამრების რეპროდუქციულ სისტემაზე, ნეიროქცევით განვითარებაზე ან იმუნურ ფუნქციაზე ზემოქმედება არ დაფიქსირებულა. საერთო ეფექტის არ მქონე დოზის დროს (300 მგ/კგ) პლაზმური ექსპოზიცია (AUC) იყო 4-ჯერ მეტი, ვიდრე ადამიანებში რეკომენდებული დოზით 30 მგ/კგ/კვირაში გამოყენებისას.

გერიატრიული გამოყენება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ძირითადად ბავშვებისა და მოზარდების დაავადებაა; ამიტომ, არ არსებობს AMONDYS 45-ის გერიატრიაში გამოყენების გამოცდილება.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

კაზიმერსენის თირკმლის კლირენსი მცირდება თირკმლის უკმარისობის მქონე მოზრდილებში DMD-ის გარეშე გორგლოვანი ფილტრაციის საანგარიშო სიჩქარის საფუძველზე (გამოითვლება დიეტის მოდიფიკაციისა და თირკმლის დაავადების (MDRD) განტოლების გამოყენებით) [იხ. კლინიკური ფარმაკოლოგია (12.3)]. თუმცა, DMD პაციენტებში კრეატინინის მნიშვნელობებზე ჩონჩხის კუნთების შემცირებული მასის გავლენის გამო, თირკმლის უკმარისობის მქონე DMD პაციენტებში არ არის რეკომენდებული დოზის სპეციფიკური კორექტირება გლომერულური ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარის საფუძველზე. AMONDYS 45-ით მკურნალობისას საჭიროა თირკმლის ფუნქციის ცნობილი დარღვევის მქონე პაციენტების მკაცრი მონიტორინგი.

აღწერილობა

AMONDYS 45 (კაზიმერსენი) საინიექციო არის სტერილური, წყალხსნარი, კონსერვანტების გარეშე; იგი წარმოადგენს კონცენტრირებულ ხსნარს, რომელიც უნდა განზავდეს ინტრავენური შეყვანის წინ. AMONDYS 45 არის გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცენტური, უფერო ხსნარი და შეიძლება კვალის სახით შეიცავდეს მცირე ზომის, თეთრ ან მოთეთრო ფერის ამორფულ ნაწილაკებს. AMONDYS 45 წარმოდგენილია ერთჯერადი დოზის ფლაკონებში, რომლებიც შეიცავს 100 მგ კაზიმერსენს (50 მგ/მლ). პრეპარატი შემუშავებულია როგორც იზოტონური, ბუფერული ფოსფატის ფიზიოლოგიური ხსნარი, ოსმოლარობით 260-დან 320 მოსმ-მდე და pH 7.5. AMONDYS 45-ის ყოველი მილილიტრი შეიცავს: 50 მგ კაზიმერსენს; 0,2 მგ კალიუმის ქლორიდს; 0,2 მგ ერთფუძიან კალიუმის ფოსფატს, 8 მგ ნატრიუმის ქლორიდს და 1,14 მგ ოქრფუძიან ნატრიუმის ფოსფატს, უწყლოს; საინექციო წყალს.

პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს მარილმჟავას ან ნატრიუმის ჰიდროქსიდს pH-ის დასარეგულირებლად.

კაზიმერსენი არის ფოსფოროდიამიდატური მორფოლინოოლიგომერების (PMO) ქვეკლასის ანტისენსიური ოლიგონუკლეოტიდი. ფოსფოროდიამიდატური მორფოლინოოლიგომერები არიან სინთეზური მოლეკულები, რომლებშიც ბუნებრივ დნმ-სა და რნმ-ში ნაპოვნი ხუთწევრიანი რიბოფურანოზილის რგოლები ჩანაცვლებულია ექვსწევრიანი მორფოლინის რგოლით. ყოველი მორფოლინის რგოლი დაკავშირებულია დაუმუხტავი ფოსფოროდიამიდატური ნაწილის მეშვეობით და არა უარყოფითად დამუხტული ფოსფატური კავშირით, რომელიც არსებობს ბუნებრივ დნმ-სა და რნმ-ში. მორფოლინოფოსფოროდიამიდატის თითოეული სუბერთეული შეიცავს დნმ-ში არსებულ ერთ-ერთ ჰეტეროციკლურ ფუძეს (ადენინი, ციტოზინი, გუანინი ან თიმინი). კაზიმერსენი შეიცავს 22 ერთმანეთთან დაკავშირებულ სუბერთეულს. ფუძეების თანმიმდევრობა 5' ბოლოდან 3' ბოლომდე არის CAATGCCATCCTGGAGTTCCTG.

კაზიმერსენის მოლეკულური ფორმულა არის C268H424N124O95P22 და მოლეკულური მასა არის 7584,5 დალტონი.

კაზიმერსენის სტრუქტურა არის:

კლინიკური ფარმაკოლოგია

მოქმედების მექანიზმი

კაზიმერსენი განკუთვნილია დისტროფინის პრე-მრნმ-ის 45-ე ეგზონთან შესაკავშირებლად, რაც იწვევს ამ ეგზონის გამორიცხვას მრნმ-ის დამუშავებისას პაციენტებში გენეტიკური მუტაციებით, რომლებიც ექვემდებარება 45-ე ეგზონის გამოტოვებას. 45-ე ეგზონის გამოტოვება ხელს უწყობს შინაგანად შეკვეცილი დისტროფინის ცილის წარმოებას გენეტიკური მუტაციების მქონე პაციენტებში, რომლებიც ექვემდებარება 45-ე ეგზონის გამოტოვებას [იხილეთ კლინიკური კვლევები (14)].

ფარმაკოდინამიკა

კვლევა 1-ში მონაწილე პაციენტებში საწყის დონესა და 48-ე კვირაზე აღებული კუნთოვანი ქსოვილის ბიოფსიის შუალედურ ანალიზის შედეგების მიხედვით პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ AMONDYS 45-ით (n=27) აღინიშნებოდა ეგზონ 45-ის გამოტოვების მნიშვნელოვანი ზრდა (p<0.001) საწყის დონესთან შედარებით, რაც ნაჩვენები იყო წვეთოვანი ციფრული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით უკუტრანსკრიფციით (RT-ddPCR). პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (n=16), არ აღინიშნებოდა ეგზონ 45-ის გამოტოვების ზრდა (p=0.808). ეგზონის გამოტოვების დონე დადებითად კორეგირებს დისტროფინის ცილის ექსპრესიასთან [იხ კლინიკური კვლევები (14)].

კვლევა 1-ში [იხილეთ კლინიკური კვლევები (14)] დისტროფინის დონე, როგორც შეფასებული იყო Sarepta Western blot-ის ანალიზით, გაიზარდა ნორმის 0.93%-დან (SD 1.67) საწყის ეტაპზე 1.74%-მდე (SD 1.97) AMONDYS-ით მკურნალობის 48 კვირის შემდეგ. დისტროფინის საშუალო ცვლილება საწყის დონესთან შედარებით AMONDYS 45-ით მკურნალობის 48 კვირის შემდეგ იყო ნორმალური დონის 0.81% (SD 0.70) (p <0.001).

AMONDYS 45 მკურნალობის შემდეგ დისტროფინის ცილის ექსპრესიის ეს ზრდა დადებითად კორეგირებდა ეგზონის გამოტოვების დონესთან. საწყისი დონიდან დისტროფინის საშუალო ცვლილება პლაცებოს გამოყენების 48 კვირის შემდეგ იყო 0.22% (SD 0.49). პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობნენ AMONDYS 45-ით, აჩვენეს ცილა დისტროფინის დონის მნიშვნელოვნად დიდი ზრდა საწყისი დონიდან 48 კვირამდე, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს (საშუალო განსხვავება 0.59%; p=0.004). Western blot-ით შეფასებული დისტროფინის დონე შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ნიმუშის დამუშავების, ანალიტიკური ტექნიკის, საცნობარო მასალებისა და რაოდენობრივი მეთოდოლოგიების განსხვავებების გამო. ამიტომ, სხვადასხვა ანალიზის პროტოკოლებიდან დისტროფინის შედეგების შედარებას დასჭირდება სტანდარტიზებული საცნობარო მასალა და დამატებითი შემაკავშირებელი კვლევები.

პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ AMONDYS 45-ით, დისტროფინის სათანადო ლოკალიზაცია სარკოლემაში ნაჩვენები იყო იმუნოფლუორესცენტური შეღებვით.

ფარმაკოკინეტიკა

კაზიმერსენის ფარმაკოკინეტიკა DMD-ს მქონე პაციენტებში შეფასებული იყო ინტრავენური (IV) შეყვანისას დოზების დიაპაზონში 4 მგ/კგ/კვირაში - 30 მგ/კგ/კვირაში (ანუ რეკომენდებული დოზა). კაზიმერსენის ერთჯერადი ინტრავენური დოზის შემდეგ, Cmax მიიღწევა ინფუზიის ბოლოს.

კაზიმერსენის ექსპოზიცია პროპორციულად იზრდებოდა დოზის მატებასთან ერთად. კაზიმერსენის კვირაში ერთხელ შყვანის შემდეგ პლაზმაში დაგროვება არ დაფიქსირებულა. კაზიმერსენის Cmax-ს და AUC-ს სუბიექტთაშორისი ცვალებადობა (როგორც %CV) მერყეობდა შესაბამისად 12%-დან 34%-მდე და 16%-დან 34%-მდე.

განაწილება

კაზიმერსენის ადამიანის პლაზმის ცილებთან კავშირი არ იყო დამოკიდებული კონცენტრაციაზე და მერყეობდა 8.4%-დან 31.6%-მდე.

ინტრავენურად 30 მგ/კგ კაზიმერსენის შეყვანის შემდეგ განაწილების საშუალო აშკარა მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში (Vss) 367 მლ/კგ-ს (%CV = 28.9) შეადგენდა.

ელიმინაცია

30 მგ/კგ კაზიმერსენის შეყვანისას პლაზმური კლირენსი (CL) 180 მლ/სთ/კგ -ს შეადგენდა. ნახევარგამოყოფის პერიოდი (t1/2) შეადგენდა 3.5 საათს (SD 0.4 საათი).

მეტაბოლიზმი

კაზიმერსენი მეტაბოლურად სტაბილურია ადამიანის ღვიძლის მიკროსომურ ინკუბაციებში. პლაზმაში ან შარდში მეტაბოლიტები არ გამოვლენილა.

გამოყოფა

კაზიმერსენი უმეტესად უცვლელი სახით გამოიყოფა შარდით. კლინიკურ კვლევაში რადიოაქტიური კაზიმერსენის გამოყენებით, პრეპარატის 90%-ზე მეტი გამოიყოფოდა შარდით, უმნიშვნელო ნაწილი - ფეკალიებით.

სპეციფიკური პოპულაციები

ასაკი, სქესი და რასა

AMONDYS 45-ის ფარმაკოკინეტიკა შეფასდა 9-დან 20 წლამდე, მამრობითი სქესის, DMD-ს მქონე პაციენტებში. 65 წელზე მეტი ასაკის DMD-ს მქონე პაციენტებში გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. AMONDYS 45 არ შესწავლილა მდედრობითი სქესის პაციენტებში. რასის პოტენციური გავლენა კაზიმერსენის ფარმაკოკინეტიკაზე უცნობია.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

კაზიმერსენის ფარმაკოკინეტიკაზე თირკმლის უკმარისობის გავლენა შეფასებული იყო 35-დან 65 წლამდე ასაკის პაციენტებში, რომლებსაც არ ჰქონდათ DMD, მაგრამ რომლებსაც ჰქონდათ თირკმლის მე-2 სტადიის ქრონიკული დაავადება (CKD) (n=8, გორგლოვანი ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარე [EGR] ≥60 და <90 მლ/ წთ/1,73 მ2) ან თირკმლის მე-3 სტადიის ქრონიკული დაავადება (CKD) (n=8, SCF ≥30 და <60 მლ/წთ/1,73 მ2) და შესაბამის ჯანმრთელ სუბიექტებში (n=9, SCF ≥90 მლ/წთ/1,73 მ2).

პაციენტებში შეჰყავდათ კაზიმერსენის ერთჯერადი ინტრავენური დოზა - 30 მგ/კგ. თირკმლის მე-2 და მე-3 სტადიის ქრონიკული დაავადების მქონე სუბიექტებში ექსპოზიცია (AUC) დაახლოებით შესაბამისად 1.2-ჯერ და 1.8-ჯერ გაიზარდა თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით. Cmax თირკმლის მე-2 სტადიის ქრონიკული დაავადების მქონე სუბიექტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში დაფიქსირებული Cmax-ის მაჩვენებლის ანალოგიური იყო; მე-3 სტადიის CKD-ს მქონე პაციენტებში Cmax 1.2-ჯერ აღემატებოდა თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან დაფიქსირებულ მაჩვენებელს. თირკმლის მე-4 ან მე-5 სტადიის ქრონიკული დაავადების გავლენა კაზიმერსენის ფარმაკოკინეტიკასა და უსაფრთხოებაზე შესწავლილი არ არის.

გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის სავარაუდო მნიშვნელობები, რომლებიც მიღებულია MDRD განტოლებებისა და თირკმლის ქრონიკული დაავადების სხვადასხვა სტადიებისთვის ჯანმრთელ მოზრდილებში, არ შეიძლება გავრცელდეს DMD-ს მქონე ბავშვებზე.

ამიტომ, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული დოზის სპეციფიკური კორექტირება [იხ გამოყენება სპეციფიკურ პოპულაციებში (8.6)].

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები:

AMONDYS 45 არ არის შესწავლილი ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ამავე დროს, კაზიმერსენი არ მეტაბოლიზდება ღვიძლში, რის გამოც მოსალოდნელია, რომ ღვიძლის უკმარისობა არ მოახდენს გავლენას კაზიმერსენის სისტემურ კლირენსზე.

სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების კვლევები

in vitro მონაცემებმა აჩვენა, რომ კაზიმერსენს აქვს დაბალი კლინიკურად მნიშვნელოვანი პოტენციალი სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების მხრივ, ძირითად CYP ფერმენტებთან და ტრანსპორტერებთან.

in vitro კაზიმერსენი არ აინჰიბირებდა CYP1A2-ს, CYP2B6-ს, CYP2C8-ს ან CYP2D6-ს. in vitro კაზიმერსენი იყო CYP3A4/5-ს, CYP2C9-ს და CYP2C19-ს ძლიერი ინჰიბიტორი; თუმცა, მისი მოკლე პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდის და პლაზმაში დაგროვების უნარის არარსებობის გათვალისწინებით, ყოველკვირეული დოზირების რეჟიმით, ამ ფერმენტების სუბსტრატებთან კლინიკური წამლისმიერი ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა. კაზიმერსენი არ იწვევდა CYP1A2-ს, CYP2B6-ს ან CYP3A4-ს ინდუცირებაა არც მ-რნმ-ის და არც ცილის (აქტივობის) დონეზე. კაზიმერსენი არ მეტაბოლიზდება ადამიანის ღვიძლის მიკროსომებით, და იგი არ არის ადამიანის ძირითადი ტესტირებული სამკურნალო საშუალებების გადამტანების (OAT1, OAT3, OCT2, OATP1B1, OATP1B3, MATE1, MATE2-K, P-gp, BCRP და MRP2) სუბსტრატი ან ძლიერი ინჰიბიტორი.

არაკლინიკური ტოქსიკოლოგია

კანცეროგენობა, მუტაგენობა, ფერტილობის დარღვევა

კანცეროგენობა

კაზიმერსენის კანცეროგენობის კვლევები არ ჩატარებულა.

მუტაგენობა

კაზიმერსენი ნეგატიური აღმოჩნდა in vitro (ბაქტერიული უკუმუტაცია და ქრომოსომული აბერაცია CHO უჯრედებში) და in vivo (თაგვის ძვლის ტვინის მიკრონუკლეუსები) კვლევებში.

ფერტილობის დარღვევები

ცხოველებში კაზიმერსენის ფერტილობის კვლევები არ ჩატარებულა.

მამრ თაგვებში კანქვეშ 960 მგ/კგ-მდე დოზებით 26 კვირის განმავლობაში ან მამრ მაიმუნებში 640 მგ/კგ-მდე ინტრავენური დოზებით 39 კვირის განმავლობაში კაზიმერსენის ყოველკვირეული შეყვანის შემდეგ ზემოქმედება მამრების რეპროდუქციულ სისტემაზე არ დაფიქსირებულა. პლაზმური ექსპოზიცია თაგვებსა და მაიმუნებში ყველაზე მაღალი ტესტირებული დოზების დროს დაახლოებით 9- და 35-ჯერ, შესაბამისად, აღემატებოდა ადამიანებში 30 მგ/კგ/კვირაში რეკომენდებული დოზის გამოყენებისას.

ცხოველების ტოქსიკოლოგია ან/და ფარმაკოლოგია

თირკმლის ტოქსიკურობა დაფიქსირდა მამრ თაგვებსა და ვირთხებში ჩატარებულ კვლევებში [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)].

მამრ თაგვებში კაზიმერსენი შეჰყავდათ ინტრავენური ინიექციის სახით ყოველკვირეულად 12 კვირის განმავლობაში (0, 12, 120 ან 960 მგ/კგ) ან 22 კვირის განმავლობაში (0, 300, 960 ან 2000 მგ/კგ) ან კანქვეშ 26 კვირის განმავლობაში (0, 300, 600 ან 960 მგ/კგ). 12 კვირიან კვლევაში ტესტირებული უმაღლესი დოზის გამოყენებისას თირკმლებში დაფიქსირდა მიკროსკოპული ცვლილებები (ციტოპლაზმური ბაზოფილია და მიკროვაკუოლიზაცია). 22- და 26-კვირიან კვლევებში ყველა დოზების დროს დაფიქსირდა თირკმლის მილაკოვანი დეგენერაცია. დოზა, რომელიც არ მოქმედებდა თირკმლებზე, დადგენილი არ იყო. 26-კვირიან კვლევაში პლაზმური ექსპოზიცია (AUC) მინიმალური დოზის დროს (300 მგ/კგ) იყო დაახლოებით 2-ჯერ მეტი, ვიდრე ადამიანებში რეკომენდებული დოზის (RHD) - 30 მგ/კგ/კვირაში გამოყენებისას.

მამრ ვირთხებში, კაზიმერსენის ინტრავენური შეყვანა (0, 250, 500, 1000 ან 2000 მგ/კგ) ყოველკვირეულად 13 კვირის განმავლობაში იწვევდა თირკმლის მილაკოვან დეგენერაციას ყველა ტესტირებული დოზის დროს; მაქსიმალური დოზით გამოყენებისას მიკროსკოპულ ცვლილებებს თან ახლდა სისხლში შარდოვანას აზოტის მომატება. დოზა, რომელიც არ მოქმედებდა თირკმლებზე, დადგენილი არ იყო. პლაზმური ექსპოზიცია (AUC) ყველაზე დაბალი ტესტირებული დოზის დროს იყო დაახლოებით 4-ჯერ ვიდრე ადამიანებში რეკომენდებული დოზა.

კლინიკური კვლევები

AMONDYS 45-ის ეფექტი დისტროფინის წარმოებაზე შეფასებული იყო ერთ კვლევაში DMD-ს მქონე მამრობითი სქესის პაციენტების მონაწილეობით, რომლებსაც ჰქონდათ დადასტურებული DMD გენის მუტაცია, რომელიც ექვემდებარება ეგზონ 45-ის გამოტოვებას (კვლევა 1; NCT02500381).

კვლევა 1 არის მიმდინარე, ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებადი, მულტიცენტრული კვლევა, რომელიც შემუშავდა ამბულატორიულ პაციენტებში AMONDYS 45-ის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესაფასებლად. დაგეგმილია კვლევაში ჩაერთოს 7-დან 13 წლამდე ასაკის 111 პაციენტი, რანდომიზირებული AMONDYS 45-ზე ან პლაცებოზე 2:1 თანაფარდობით. AMONDYS 45-ის ან პლაცებოს მიღებამდე პაციენტები სულ მცირე 24 კვირის განმავლობაში უნდა იღებდნენ პერორალური კორტიკოსტეროიდების სტაბილურ დოზას. 96-კვირიანი ორმაგად ბრმა კვლევის პერიოდის შემდეგ, პაციენტებმა დაიწყეს ან მათთან დანიშნულია დამატებითი 48 კვირიანი ღია მკურნალობის პერიოდი. კვლევის 48-ე კვირაში შეფასდა შუალედური ეფექტიანობა დისტროფინის ცილის საწყისი დონის ცვლილების საფუძველზე (განისაზღვრება როგორც ჯანმრთელი სუბიექტების დისტროფინის დონის %, ე.ი. ნორმის %). 43 შესაფასებელი პაციენტის შუალედური შედეგები (n = 27, AMONDYS 45 n = 16, პლაცებო), რომლებსაც ორმაგად ბრმა პერიოდის 48-ე კვირაში ჩაუტარდათ კუნთების ბიოფსია, წარმოდგენილია ცხრილში 2. პაციენტებს, რომლებმაც მიაწოდეს კუნთების ბიოფსიის მონაცემები, ჰქონდათ საშუალო ასაკი 9 წელი და მათგან 86% იყო თეთრკანიანი.

ცხრილი 2. დისტროფინის დონეები (ნორმის %) საწყის ეტაპზე და 48-ე კვირაზე შუალედური კუნთების ბიოფსიის შედეგები კვლევაში 1.

პლაცებო

AMONDYS 45

30 მგ/კგ/კვირაში IV

დისტროფინი Sarepta Western Blot-ის მიხედვით

n=16

n=27

საშუალო საბაზისო მაჩვენებელი (SD)

  • 54 (0.79)
  • 93 (1.67)

საშუალო მაჩვენებელი 48-ე კვირაზე (SD)

  • 76 (1.15)
  • 74 (1.97)

ცვლილება საშუალო საბაზისო მაჩვენებლიდან (SD)

  • 22 (0.49)
  • 81 (0.70)

p-მნიშვნელობა ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან 48-ე კვირაზე

  • 09

<0.001

საშუალო განსხვავება ჯგუფებს შორის

  • 59

p-მაჩვენებელი ჯგუფებს შორის

p=0.004

მიწოდების ფორმა/შენახვა და უტილიზაცია

მიწოდების ფორმა

AMONDYS 45 საინიექციო ხსნარი წარმოდგენილია ერთჯერადი ფლაკონების სახით. ხსნარი არის გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცენტური, უფერო და შეიძლება კვალის სახით შეიცავდეს მცირე ზომის, თეთრ ან მოთეთრო ფერის ამორფულ ნაწილაკებს.

ერთჯერადი ფლაკონები, რომლებიც შეიცავს 100 მგ/2 მლ (50 მგ/მლ)

NDC 60923-227-02

შენახვა და უტილიზაცია

შეინახეთ AMONDYS 45 2°C-დან 8°C-მდე (36°F-დან 46°F-მდე) ტემპერატურაზე. არ გაიყინოთ. გამოყენებამდე შეინახეთ ორიგინალ მუყაოს კოლოფში სინათლისგან დასაცავად.

პაციენტის საკონსულტაციო ინფორმაცია

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

აცნობეთ პაციენტებს ან/და მომვლელებს, რომ AMONDYS 45-ის გამოყენებისას პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსია. საჭიროა მათი ინფორმირება სასწრაფოდ მიმართონ სამედიცინო დახმარებას ჰიპერმგრძნობელობის ნიშნების და სიმპტომების განვითარებისას [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.1)].

თირკმლის ტოქსიკურობა

აცნობეთ პაციენტებს, რომ AMONDYS 45-ის ანალოგიური პრეპარატების გამოყენებისას დაფიქსირდა ნეფროტოქსიკურობა. აცნობეთ პაციენტს, რომ AMONDYS 45-ით მკურნალობის დროს აუცილებელია თირკმლის ტოქსიკურობის მონიტორინგი მათი მკურნალი ექიმის მიერ [იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები (5.2)].

წარმოებულია:

Sarepta Therapeutics, Inc.-ისთვის

კემბრიჯი, MA 02142 აშშ

Sarepta და Sarepta Therapeutics წარმოადგენენ Sarepta Therapeutics, Inc.-ის სავაჭრო ნიშნებს, რომლებიც რეგისტრირებულია აშშ-ს საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ოფისში და შეიძლება დარეგისტრირებული იყოს სხვადასხვა იურისდიქციაში. ლოგოები AMONDYS 45 და AMONDYS 45 წარმოადგენენ Sarepta Therapeutics, Inc-ის სავაჭრო ნიშნებს.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა