ამლოდიპინი/ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი 10მგ/160მგ/12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG
Amlodipino/Valsartán/Hidroclorotiazida Normon 10mg/160mg/12,5mg comprimidos recubiertos con película EFG
ამლოდიპინი/ ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის ტაბლეტები შეიცავს სამ აქტიურ ნივთიერებას – ამლოდიპინს, ვალზარტანს ჰიდროქლორთიაზიდს. სამივე ნივთიერება ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის კონტროლს. ამლოდიპინი მიეკუთვნება ე.წ. “კალციუმის არხების ბლოკატორების” ნივთიერებების ჯგუფს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ვალსარტან (valsartan) + ჰიდროქლოროთიაზიდი (hydrochlorothiazide) + ამლოდიპინი (amlodipine)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ/160მგ/12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
- მწარმოებელი
- LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები, სხვა კომბინაციები
- ATC კოდი
- C09DX01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043855
- რეგისტრირებულია
- 14 აგვისტო 2025, მოქმედებს 14 აგვისტო 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
ამლოდიპინი/ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი 10მგ/160მგ/12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ამლოდიპინი/ ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის ტაბლეტები შეიცავს სამ აქტიურ ნივთიერებას – ამლოდიპინს, ვალზარტანს ჰიდროქლორთიაზიდს. სამივე ნივთიერება ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის კონტროლს.
ამლოდიპინი მიეკუთვნება ე.წ. “კალციუმის არხების ბლოკატორების” ნივთიერებების ჯგუფს. ამლოდიპინი ბლოკავს კალციუმს, რათა მან არ შეაღწიოს სისხლძარვების კედლებში, რაც ხელს უშლის სისხლძარღვების შევიწროებას;
ვალზარტანი მიეკუთვნება ე.წ. “ანგიოტენზინი II რეცეპტორების ანტაგონისტების” ჯგუფს. ანგიოტენზინი II წარმოიქმნება ორგანიზმში და იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, რაც თავის მხრივ იწვევს არტერიული წნევის მომატებას. ვალზარტანი ბლოკავს ანგიოტენზინი II-ის მოქმედების ეფექტს;
ჰიდროქლორთიაზიდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. „თიაზიდურ დიურეტიკებს“. ჰიდროქლორთიაზისიდი ზრდის შარდის გამოყოფას, რაც ასევე აქვეითებს სისხლის წნევას.
ამ სამი მექანიზმის შედეგად, სისხლძარღვები ფართოვდება და სისხლის წნევა ქვეითდება.
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ მოზრდილებში, რომლებშიც არტერიული წნევა უკვე კონტროლდება ამლოდიპინის, ვალზარტანის და ჰიდროქლორთიაზიდის მიღებით და რომლებისთვისაც სარგებლის მომტანი იქნება სამივე ნივთიერების შემცველი ერთი ტაბლეტის მიღება.
მიღების წესი და დოზირება
ამ მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. ეს ხელს უწყობს მკურნალობის საუკეთესო შედეგის მიღწევას და გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის შემცირებას.
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი ერთხელ დღეში.
უმჯობესია მედიკამენტის მიღება ერთსა და იმავე დროს. დილა საუკეთესო დროა.
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყალთან ერთად;
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე. დაუშვებელია ამ მედიკამენტის მიღება გრეიფრუტთან ან გრეიფრუტის წვენთან ერთად.
მკურნალობის პასუხის მიხედვით შეილება საჭირო გახდეს დოზის მომატება ან შემცირება.
დაუშვებელია დანიშნული დოზის გადაჭარბება.
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის ტაბლეტების შემთხვევით დიდი რაოდენობით გადაყლაპვისას, საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსხურში, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტისა და მიღებული რაოდენობის მითითებით. პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს სამედიცინო დახმარებას.
ჭარბი სითხე შეიძლება დაგროვდეს ფილტვებში (ფილტვების შეშუპება) და გამოიწვიოს ქოშინი. ეს შეიძლება განვითარდეს მიღებიდან 24-48 საათში.
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის დოზის გამოტოვებისას
გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე, შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, უბრალოდ მიღებულ უნდა იქნეს შემდეგი ტაბლეტი ჩვეულ დროს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება (ორი ტაბლეტის ერთად მიღება) გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტა
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გაუარესება. ექიმის მითითითების გარეშე არ უნდა შეწყდეს მედიკამენტით მკურნალობა.
მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა გაგრძელდეს.
მაღალი წნევის მქონე პირები ხშირად ვერ ამჩნევენ პრობლემის რაიმე ნიშნებს. ბევრი თავს ნორმალურად გრძნობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტის მიღება მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღებად და გვერდითი მოვლემების რისკის შესამცირებლად. საჭიროა ექიმთან ვიზიტები, პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად.
მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
უკუჩვენებები
ლითიუმი (გამოიყენება ზოგიერთი ტიპის დეპრესიის დროს);
მედიკამენტები ან ნივთიერებები, რომლებიც ზრდიან კალიუმის დონეს სისხლში. ეს მოიცავს კალიუმის დანამატებს, კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს, კალიუმის დამზოგველ მედიკამენტებსა და ჰეპარინს;
აგფ ინჰიბიტორები ან ალისკირენი (იხ. აგრეთვე ინფორმაცია “დაუშვებელია ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება” და “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).
სიფრთხილეა საჭირო შემდეგ მედიკამენტებთან ერთად მიღებისას:
ალკოჰოლი, საძილე აბები და საანესთეზიო საშუალებები (მედიკამენტები რომლებიც გამოიყენება ქირურგიული ოპერაციის ან სხვა პროცედურების დროს);
ამანტადინი (პარკინსონის საწინაააღმდეგო საშუალება, ასევე გამოიყენება ვირუსით გამოწვეული ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ ან პრევენციისათვის);
ანტიქოლინერგული აგენტები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა დარღვევების დროს, როგორიცაა: გასტროინტესტინური სპაზმები, შარდის ბუშტის სპაზმი, ასთმა, კინეტოზი (ზღვის ავადმყოფობა), კუნთების სპაზმები, პარკინსონის დაავადება და როგორც ანესთეზიის დამხმარე საშუალება);
ანტიკონვულსანტები და გუნება-განწყობის მასტაბილიზირებელი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის და ბიპოლარული აშლიულობის დროს (მაგ.: კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, პრიმიდონი);
ქოლესტირამინი, ქოლესტიპოლი ან სხვა რეზინები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლში ლიპიდების მაღალი დონის სამკურნალოდ);
სიმვასტატინი (გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის გასაკონტროლებლად სისხლში);
ციკლოსპორინი (მედიკამენტი რომელიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის ან სხვა მდგომარეობების დროს, მაგ.: რევმატოიდული ართრიტი ან ატოპიური დერმატიტი);
ციტოტოქსიკური მედიკამენტები (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ), როგორიცაა, მეთოტრექსატი ან ციკლოფოსფამიდი;
დიგოქსინი ან სხვა საგულე გლიკოზიდები (გამოიყენება გულის პრობლემების დროს);
ვერაპამილი, დილტიაზემი (საგულე მედიკამენტები);
იოდიზირებული საკონტრასტო საშუალებები (აგენტები, რომლებიც გამოიყენება გამოსახულებითი კვლევების დროს);
დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები (პერორალური მედიკამენტები, როგორიცაა ინსულინი ან მეტფორმინი);
პოდაგრის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა ალოპურინოლი;
მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან სისხლში შაქრის დონეს (ბეტა-ბლოკატორები, დიაზოქსიდი);
მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ “torsades de pointes” (არარეგულარული გულისცემა), როგორიცაა ანტიარითმიული მედიკამენტები (გამოიყენება გულის პრობლემების დროს) და ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება;
მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებენ ნატრიუმის დონეს სისხლში, როგორიცაა ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური და ანტიეპილეფსიური საშუალებები;
მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ კალიუმის დონე სისხლში, როგორიცაა დიურეტიკები (შარდმდენები), კორტიკოსტეროიდები, საფაღარათო საშუალებები, ამფოტერიცინი ან პენიცილინი G;
მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან არტერიულ წნევას, როგორიცაა ნორადრენალინი ან ადრენალინი;
მედიკამენტები, რომელიც გამოიყენება აივ/შიდსი-ს სამკურნალოდ (მაგ.: რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი);
სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (მაგ.: კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება საყლაპავის ანთების და წყლულების დროს (კარბენოქსოლონი);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის ან ანთების მოსახსნელად, განსაკუთრებით არასტეროიდული ანტიანთებითი საშუალებები (NSAID), მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექტიური ინჰიბიტორები (COX-2 ინჰიბიტორები);
კუნთების რელაქსანტები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება კუნთების მოსადუნებლად ოპერაციების დროს);
ნიტროგლიცერინი და სხვა ნიტრატები, ან სხვა ნივთიერებები, ე.წ. “ვაზოდილატატორები”;
სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სიხლის მაღალი წნევის დროს, მათ შორის მეთილდოფა;
რიფამიცინი (გამოიყენება, მაგალითად, ტუბერკულოზის სამკურნალოდ), ერითრომიცინი, კლარითრომიცინი (ანტიბიოტიკები);
კრაზანა;
დანტროლენი (გამოიყენება ინფუზიის სახით ცხელების დროს);
ვიტამინი D და კალციუმის მარილები.
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
გრეიფრუტი და გრეიფრუტის წვენი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონს, გრეიფრუტმა და გრეიფრუტის წვენმა შეიძლება გაზარდონ სისხლში აქტიური ნივთიერება ამლოდიპინის დონე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის არაპროგნოზირებადი მატება მედიკამენტის ეფექტის შემცირებით. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ალკოჰოლის მიღებამდე. ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს არტერიული წნევის დაცემა და/ან გაზარდოს თავბრუსხვევის ან გულისწასვლის შეგრძნების რისკი.
სიფრთხილის ზომები
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:
თუ პაციენტს აღენიშნება კალიუმის, ნატრიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში (შემდეგ სიმპტომებთან ერთად ან მათ გარეშე: კუნთების სისუსტე, კუნთების უნებლიე მოძრაობა, გულისცემის ცვლილება);
თუ პაციენტს აღენიშნება ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში (შემდეგ სიმპტომებთან ერთად ან მათ გარეშე: დაღლილობა, ცნობიერების დაბინდვა, კუნთების შეკუმშვა, გულყრები);
თუ პაციენტს აღენიშნება კალციუმის მაღალი დონე სისხლში (შემდეგ სიმპტომებთან ერთად ან მათ გარეშე: გულისრევა, ღებინება, შეკრულობა, კუჭის ტკივილი, ხშირი შარდვა, წყურვილი, კუნთების შეკუმშვები და კუნთების სისუსტე);
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები, გადანერგილი აქვს თირკმელი ან აღენიშნება თირკმლის არტერიების შევიწროება
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები;
თუ პაციენტს აქვს ან აღენიშნებოდა გულის უკმარისობა ან კორონარული არტერიების დაავადება, განსაკუთრებით, თუ პაციენტი იღებს მედიკამენტის მაქსიმალურ დოზას;
თუ პაციენტს გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი. საჭიროა ექიმის ინსტრუქციების ყურადღებით დაცვა საწყისი დოზის მიღებისას. შეიძლება ასევე საჭირო გახდეს თირკმელების ფუნქციის შემოწმება;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის სარქვლების შევიწროება (“აორტული ან მიტრალური სტენოზი”) ან გულის კუნთის სისქის პათოლოგიური გაზრდა (“ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია”);
თუ პაციენტს აღენიშნება ალდოსტერონიზმი. დაავადება, რომლის დროსაც თირკმელზედა ჯირკვლები გამოყოფენ დიდი რაოდენობით ჰორმონ ალდოსტერონს. ასეთ შემთხვევაში ამლოდიპინი/ვალზარტანი/ ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება არ არის რეკომენდებული;
თუ პაციენტს აღენიშნება სისტემური წითელი მგლურა (ასევე, ე.წ. “მგლურა” ან “SLE”);
თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი (სისხლში შაქრის მაღალი დონე);
თუ პაციენტს აღენიშნება ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების მაღალი დონე სისხლში;
თუ პაციენტს აღენიშნება კანის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი მზის სხივების ზემოქმედების შემდეგ;
თუ პაციენტს ანამნეზში ჰქონდა ალერგიული რეაქცია სხვა ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების ან შარდმდენების მიმართ, განსაკუთრებით, თუ პაციენტს აღენიშნება ასთმა და ალერგიები;
თუ პაციენტს აღენიშნება ღებინება ან დიარეა;
თუ პაციენტს სხვა მედიკამენტების მიღებისას (მათ შორის ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორების მიღებისას) აღენიშნებოდა შეშუპება, განსაკუთრებით, სახისა და ხორხის. ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში უნდა შეწყდეს ამლოდიპინი/ვალზარტანი/ ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა. დაუშვებელია განმეორებით ამ მედიკამენტის მიღება;
თუ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა და/ან გულისწასვლა ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონით მკურნალობის დროს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ეცნობოს ექიმს;
თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის დაქვეითება ან თვალის ტკივილი. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვოვან შრეში სითხის დაგროვების (ქოროიდული ეფუზიის) ან თვალშიდა წნევის მომატების სიმპტომები, და შეიძლება განვითარდეს რამდენიმე საათიდან ერთ კვირაში ამლოდიპინი/ვალზარტანი/ ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღების შემდეგ. ამ მდგომარეობის მკურნალობის გარეშე დატოვებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დაზიანება;
თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ:
აგფ ინჰიბიტორები (მაგ.: ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით, თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტით გამოწვეული თირკმელების პრობლემები;
ალისკირენი.
თუ პაციენტს ჰქონდა კანის კიბო ან განუვითარდა კანის მოულოდნელი დაზიანება მკურნალობის დროს. ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობამ, განსაკუთრებით მაღალი დოზებით ხანგრძლივად, შეიძლება გაზარდოს კანის და ტუჩის გარკვეული ტიპის კიბოს (არამელანომური კანის კიბო) რისკი. ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს საჭიროა კანის დაცვა მზის სხივებისა და ულტრაიისფერი სხივებისაგან;
თუ პაციენტს აღენიშნება სუნთქვის ან ფილტვის პრობლემები (მათ შორის ფილტვების ანთება ან სითხის დაგროვება) წარსულში ჰიდროქლორთიაზიდის მიღების შემდეგ. თუ პაციენტს განუვითარდა ძლიერი ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღების შემდეგ, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
შეიძლება საჭირო გახდეს თირკმელების ფუნქციის, არტერიული წნევისა და ელექტროლიტების (მაგ.: კალიუმის) დონის შემოწმება სისხლში რეგულარული ინტერვალებით.
იხ. აგრეთვე ინფორმაცია პარაგრაფში “დაუშვებელია ამლოდიპინი/ვალზარტანი/ ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება”.
საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს.
ბავშვები და მოზარდები
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში რეკომენდებული არ არის.
ხანდაზმული პაციენტები (65 წლის ასაკის ზემოთ)
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი შეიძლება გამოყენებულ იქნეს 65 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში იმავე დოზით, რაც რეკომენდებულია მოზრდილებისათვის და იმავე ჩვენებით, რომ უკვე იღებენ სამივე ნივთიერებას – ამლოდიპინს, ვალზარტანს და ჰიდროქლორთიაზიდს. ხანდაზმულმა პაციენტებმა, განსაკუთრებით მაქსიმალური დოზების მიღების დროს (10 მგ/320 მგ/25 მგ), უნდა შეამოწმონ რეგულარულად სისხლის წნევა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი. მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს მედიკამენტის დოზა და/ან მიიღოს სიფრთხილის სხვა ზომები. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭიროა გახდეს რომელიმე მედიკამენტის შეწყვეტა. განსაკუთრებით, ეს ეხება ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს:
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის, შესაძლო ორსულობის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალი ექიმის ინფორმირება. ჩვეულებრივ, ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონით მკურნალობა უნდა შეწყდეს ორსულობის დადგომამდე ან ორსულობის დადგომისას, მაშინათვე და მის ნაცვლად უნდა დაინიშნოს სხვა ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტი. ეს მედიკამენტი არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ სტადიაზე და მისი მიღება დაუშვებელია ფეხმძიმობის პირვველი ტრიმესტრის შემდეგ, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მძიმე დაზიანება ამ სტადიაზე გამოყენებისას.
ძუძუთი კვება
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი არის მეძუძური დედა ან გეგმავს ძუძუთი კვებას, რადგან ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს. ექიმმა შეიძლება შეარჩიოს მკურნალობის სხვა სქემა, თუ პაციენტი აგრძელებს ძუძუთი კვებას, განსაკუთრებით, თუ ბავშვი ახალშობილი ან დღენაკლულია.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
როგორც სხვა ანტიჰიპერტენზიულმა მედიკამენტებმა, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა გულისრევით ან თავის ტკივილი. თუ პაციენტს აღენიშნება ეს სიმპტომები, დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
როგორც ყველა კომბინირებული პრეპარატის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სამ აქტიურ ნივთიერებას, არ უნდა გამოირიცხოს თითოეულ ინდივიდუალურ კომპონენტთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები. ქვემოთ ჩამოთვლილია ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონთან ან სამიდან რომელიმე აქტიურ ნივთიერებასთან (ამლოდიპინი, ვალზარტანი და ჰიდროქლორთიაზიდი) დაკავშირებული გვერდითი მოვლენები და შეიძლება განვითარდეს ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის გამოყენებისას.
ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს სერიოზული და მოითხოვდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მძიმე გვერდითი მოვლენა ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ:
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
თავბრუსხვევა;
დაბალი სისხლის წნევა (გულისწასვლის შეგრძნება, თავბრუსხვევა, გონების უეცრად დაკარგვა).
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
შარდის გამოყოფის შემცირება (თირკმლის ფუნქციის დაქვეითება).
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
სპონტანური სისხლდენა;
არარეგულარული გულისცემა;
ღვიძლის დარღვევები.
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
უეცრად განვითარებული ხმაურიანი სუნთქვა, მკერდში ტკივილი, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება;
ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება;
ენის და ხორხის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის ძლიერ გაძნელებას;
კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის კანის ინტენსიური გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის სიწითლე მთელ სხეულზე, კანის ძლიერი ქავილი, ბლისტერების განვითარება, აქერცვლა და შეშუპება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ან სხვა ალერგიული რეაქციები;
მიოკარდიუმის ინფარქტი;
პანკრეასის ანთება, რაც იწვევს მუცლის და წელის ძლიერ ტკივილს, რომელსაც თან ახლავს ძალიან ცუდად ყოფნის შეგრძნება;
სისუსტე, სისხლჩაქცევები, ცხელება და ჩვეულებრივი ინფექციები;
რიგიდულობა;
მწვავე რესპირატორული დისტრესი (ნიშნები მოიცავს ქოშინს, ცხელებას, სისუსტეს და ცნობიერების დაბინდვას).
სხვა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
კალიუმის დაბალი დონე;
სისხლში ლიპიდების დონის მომატება.

ძილიანობა;
გულის ფრიალი (გულისცემის შეგრძნება);
ალები;
კოჭების შესივება (შეშუპება);
მუცლის ტკვიილი;
დისპეფსია ჭამის შემდეგ;
დაღლილობა;
თავის ტკივილი;
ხშირი შარდვა;
შარდმჟავას მაღალი დონე სისხლში;
მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში;
ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში;
თავბრუსხვევა, ადგომისას თავბრუსხვევა;
მადის დაქვეითება;
გულისრევა და ღებინება;
გამონაყარი ქავილით და სხვა ტიპის გამონაყარი;
ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა.

აჩქარებული გულისცემა;
ტრიალის შეგრძნება;
მხედველობის დარღვევა;
დისპეფსია;
მკერდში ტკივილი;
შარდოვანას აზოტის მომატება, კრეატინინის და შარდმჟავას დონის მომატება;
კალციუმის, ლიპიდების ან ნატრიუმის მაღალი დონე სისხლში;
კალიუმის დონის შემცირება სისხლში;
პირიდან უსიამოვნო სუნი;
დიარეა;
პირის სიმშრალე;
წონის მომატება;
მადის დაკარგვა;
გემოს დარღვევა;
წელის ტკივილი;
სახსრების შეშუპება;
კუნთების სპაზმები/სისუსტე/ტკივილი;
კიდურებში ტკივილი;
ჩვეულებრივად დგომის ან სიარულის შეუძლებლობა;
სისუსტე;
კოორდინაციის დარღვევა;
თავბრუსხვევა ადგომისას ან დატვირთვისას;
ენერგიის ნაკლებობა;
ძილის დარღვევები;
ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება;
ნეიროპათია;
ცნობიერების უეცარი და გარდამავალი დაკარგვა;
სისხლის დაბალი წნევა ადგომისას;
ხველა;
ქოშინი;
ხახის გაღიზიანება;
ჭარბი ოფლიანობა;
ქავილი;
ვენის გასწვრივ შეშუპება, სიწითლე და ტკივილი;
კანის სიწითლე;
ტრემორი;
გუნება-განწყობის ცვლილებები;
შფოთვა;
დეპრესია;
ძილიანობა;
გემოს დარღვევები;
გულისწასვლა;
ტკივილის შეგრძნების დაკარგვა;
მხედველობის დარღვევები;
მხედველობის დაზიანება;
ყურებში ხმაური;
ცემინება/ცხვირიდან გამონადენი, რომელიც გამოწვეულია ცხვირის ლოროწოვანი გარსის ანთებით (რინიტი);
ნაწლავის მოქმედების ცვლილება;
დისპეფსია;
თმის ცვენა;
კანის ქავილი;
კანის ფერის ცვლილება;
შარდვის დარღვევა;
ღამით შარდვის გაძლიერება;
შარდვის გახშირება;
მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების დისკომფორტი ან გადიდება;
ტკივილი;
გულისრევა;
წონის კლება.

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (ზოგჯერ სისხლდენით ან კანქვეშა სისხლჩაქცევებით);
შარდში შაქრის არსებობა;
სისხლში შაქრის დაბალი დონე;
დიაბეტური მეტაბოლური მდგომარეობის გაუარესება;
მუცლის დისკომფორტი;
შეკრულობა;
ღვიძლის პრობლემები, რაც შეიძლება გამოვლინდეს კანისა და თვალების სიყვითლით, ან შარდის მუქი ფერით (ჰემოლიზური ანემია);
კანის მგრძნობელობის მომატება მზეზე;
კანზე იასამნისფერი ლაქები;
თირკმლის დარღვევები;
ცნობიერების დაბინდვა.

ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება;
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უჩვეულო სისხლჩაქცევები ან ადვილად სისხლდენა (ერითროციტების დაზიანება);
ღრძილების ანთება;
მუცლის შეშუპება (გასტრიტი);
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
კანის მოყვითალო პიგმენტაცია (სიყვითლე);
ღვიძლის ფერმენტების დონის გაზრდა, რაც გავლენას ახდენს ზოგიერთ ანალიზზე;
კუნთების შეკუმშვის მომატება;
სისხლძარღვების ანთება ხშირად კანზე გამონაყარით;
სინათლეზე მგრძნობელობა;
რიგიდობის, ტრემორის და/ან მოძრაობის დარღვევების კომბინაცია;
ცხელება. ყელის ტკივილი ან წყლულები პირში, ინფექციების სიხშირის მომატება (ლეიკოციტების დაბალი ან ძალიან დაბალი დონე);
კანის სიფერმკრთალე, დაღლილობა, ქოშინი, მუქი შარდი (ჰემოლიზური ანემია, პათოლოგიური დაქვეითება ერითროციტების დაშლის გამო როგორც სისხლძარღვებში, ისე სხეულის სხვა ნაწილებსი);
ცნობიერების დაბინდვა, დაღლილობა, კუნთების სპაზმები და შეკუმშვები, სწრაფი სუნთქვა (ჰიპოქლორემიული ალკალოზი);
ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში (პანკრეასის ანთება);
სუნთქვის გაძნელება ცხელებით, ხველით, ხმაურიანი სუნთქვით, ქოშინით (რესპირატორული დისტრესი, ფილტვის შეშუპება, პნევმონიტი);
სახეზე გამონაყარი, სახსრების ტკივილი, კუნთების პათოლოგია, ცხელება (წითელი მგლურა);
სისხლძარღვების ანთება სიმპტომებით, როგორიცაა: გამონაყარი, იასამნისფერი –წითელი ლაქები, ცხელება (ვასკულიტი);
კანის მძიმე დაავადება, რაც იწვევს გამონაყარს, კანის სიწითლეს, ბლისტერებს ტუჩებზე, თვალებზე ან პირში, კანის აქერცვლა, ცხელება (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
თირკმლის ფუნქციის ანალიზების ცვლილებების სისხლში, კალიუმის დონის მომატება სისხლში, ერითროციტების რაოდენობის შემცირება;
ერითროციტების რაოდენობის დარღვევები;
სისხლში გარკვეული ტიპის ლეიკოციტების და თრომბოციტების დაბალი დონე;
სისხლში კრეატინინის დონის მომატება;
ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილებები;
შარდის გამოყოფის მნიშვნელოვნად შემცირება;
სისხლძარღვების ანთება;
სისუსტე, სისხლჩაქცევები და ხშირი ინფექციები (აპლაზიური ანემია);
მხედველობის დაქვეითება ან თვალების ტკივილი თვალშიდა წნევის მომატების გამო (თვალის სისხლძარღვოვან შრეში სითხის აკუმულაციის (ქოროიდული ეფუზია) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის)) შესაძლო ნიშნები;
ქოშინი;
შარდის წარმოქმნის ძლიერი დაქვეითება (თირკმლის დაზიანების ან თირკმლის უკმარისობის შესაძლო ნიშანი);
კანის მძიმე რეაქციები, რაც იწვევს გამონაყარს, კანის სიწითლეს, ბუსტუკების განვითარებას ტუჩებზე, თვალებზე ან პირში, კანის აქერცვლას, ცხელებას (მულტიფორმული ერითემა);
კუნთების სპაზმები;
ცხელება (პირექსია);
კანზე ბლისტერები (ბულოზური დერმატიტის ნიშნები);
კანისა და ტუჩის კიბო (არამელანომური კანის კიბო).
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaRAM.es
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
შემადგენლობა
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი 10 მგ/160 მგ/12,5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი აქტიური ნივთიერებებია ამლოდიპინი (ამლოდიპინის ბეზილატის სახით), ვალზარტანი და ჰიდროქლორთიაზიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბეზილატის სახით), 160 მგ ვალზარტანს და 12,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა; კროსპოვიდონი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი; მაგნიუმის სტეარატი; ოპადრი II თეთრი 85F18422 (შეიცავს: პოლივინილ სპირტს, ტიტანის დიოქსიდს (E171), მაკროგოლ 4000-ს და ტალკს), ტალკი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172) და რკინის წითელი ოქსიდი (E172).
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი 10 მგ/160 მგ/12,5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ორმხრივამოზნექილი, ოვალური, ღია ნარინჯისფერი ტაბლეტები წაკვეთილი კიდეებით, ცალ მხარეს აღნიშნულია “AV10” და მეორე მხარეს – H12,5.
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი წარმოდგენილია 28 ტაბლეტით შეფუთვაში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში განთავსებულ SIGRE სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილებში. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის და კონტეინერის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი 10 მგ/160 მგ/12,5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღებამდე;
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი და მისი გამოყენება
ამლოდიპინი/ ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის ტაბლეტები შეიცავს სამ აქტიურ ნივთიერებას – ამლოდიპინს, ვალზარტანს ჰიდროქლორთიაზიდს. სამივე ნივთიერება ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის კონტროლს.
ამლოდიპინი მიეკუთვნება ე.წ. “კალციუმის არხების ბლოკატორების” ნივთიერებების ჯგუფს. ამლოდიპინი ბლოკავს კალციუმს, რათა მან არ შეაღწიოს სისხლძარვების კედლებში, რაც ხელს უშლის სისხლძარღვების შევიწროებას;
ვალზარტანი მიეკუთვნება ე.წ. “ანგიოტენზინი II რეცეპტორების ანტაგონისტების” ჯგუფს. ანგიოტენზინი II წარმოიქმნება ორგანიზმში და იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, რაც თავის მხრივ იწვევს არტერიული წნევის მომატებას. ვალზარტანი ბლოკავს ანგიოტენზინი II-ის მოქმედების ეფექტს;
ჰიდროქლორთიაზიდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. „თიაზიდურ დიურეტიკებს“. ჰიდროქლორთიაზისიდი ზრდის შარდის გამოყოფას, რაც ასევე აქვეითებს სისხლის წნევას.
ამ სამი მექანიზმის შედეგად, სისხლძარღვები ფართოვდება და სისხლის წნევა ქვეითდება.
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ მოზრდილებში, რომლებშიც არტერიული წნევა უკვე კონტროლდება ამლოდიპინის, ვალზარტანის და ჰიდროქლორთიაზიდის მიღებით და რომლებისთვისაც სარგებლის მომტანი იქნება სამივე ნივთიერების შემცველი ერთი ტაბლეტის მიღება.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა ამლოდიპინი/ ვალზარტანი/ ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღებამდე
დაუშვებელია ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება:
თუ პაციენტი 3 თვეზე მეტი ხნის ორსულია (ასვვე უმჯობესია არ მოხდეს ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება ორსულობის ადრეულ სტადიაზე, იხ. პარაგრაფი “ორსულობა”);
თუ პაციენტი ალერგიულია ამლოდიპინის ან კალციუმის არხის სხვა ანტაგონისტების, ვალზარტანის, ჰიდროქლორთიაზიდის, სულფონამიდების წარმოებული მედიკამენტების (გამოიყენება გულმკერდის ან საშარდე გზების ინფექციების დროს), ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (იხ. მე-6 პარაგრაფი). მიმართ.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ ალერგიულია, არ უნდა მიიღოს ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი და უნდა მიმართოს ექიმს;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის დაავადება, ღვიძლში არსებული წვრილი სანაღვლე გზების დესტრუქცია (ბილიარული ციროზი), რაც იწვევს ნაღვლის ღვიძლში დაგროვებას (ქოლესტაზი);
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე პრობლემები ან დიალიზზეა;
თუ პაციენტს არ გამოეყოფა შარდი (ანურია);
თუ პაციენტს აღენიშნება კალიუმის ან ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში, კალიუმის ან ნატრიუმის დონის გასაზრდელი მკურნალობის მიუხედავად;
თუ პაციენტს აღენიშნება კალციუმის მაღალი დონე სისხლში, კალციუმის დონის დამწევი მკურნალობის მიუხედავად;
თუ პაციენტს აღენიშნება პოდაგრა (შარდმჟავას კრისტალების დაგროვება სახსრებში);
თუ პაციენტს დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია) აქვს;
თუ პაციენტს აორტის სარქვლის შევიწროება (აორტის სტენოზი) აქვს ან აღენიშნება კარდიოგენური შოკი (მდგომარეობა, როცა გულს არ შეუძლია ორგანიზმის საკმარისი რაოდენობით სისხლით მომარაგება);
თუ პაციენტს აღენიშნება გულის უკმარისობა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ;
თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დაქვეითება და მკურნალობს არტერიული წნევის დამაქვეითებელი მედიკამენტით, რომელიც შეიცავს ალისკირენს.
დაუშვებელია ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს და ამავე დროს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:
თუ პაციენტს აღენიშნება კალიუმის, ნატრიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში (შემდეგ სიმპტომებთან ერთად ან მათ გარეშე: კუნთების სისუსტე, კუნთების უნებლიე მოძრაობა, გულისცემის ცვლილება);
თუ პაციენტს აღენიშნება ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში (შემდეგ სიმპტომებთან ერთად ან მათ გარეშე: დაღლილობა, ცნობიერების დაბინდვა, კუნთების შეკუმშვა, გულყრები);
თუ პაციენტს აღენიშნება კალციუმის მაღალი დონე სისხლში (შემდეგ სიმპტომებთან ერთად ან მათ გარეშე: გულისრევა, ღებინება, შეკრულობა, კუჭის ტკივილი, ხშირი შარდვა, წყურვილი, კუნთების შეკუმშვები და კუნთების სისუსტე);
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები, გადანერგილი აქვს თირკმელი ან აღენიშნება თირკმლის არტერიების შევიწროება
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები;
თუ პაციენტს აქვს ან აღენიშნებოდა გულის უკმარისობა ან კორონარული არტერიების დაავადება, განსაკუთრებით, თუ პაციენტი იღებს მედიკამენტის მაქსიმალურ დოზას;
თუ პაციენტს გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი. საჭიროა ექიმის ინსტრუქციების ყურადღებით დაცვა საწყისი დოზის მიღებისას. შეიძლება ასევე საჭირო გახდეს თირკმელების ფუნქციის შემოწმება;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის სარქვლების შევიწროება (“აორტული ან მიტრალური სტენოზი”) ან გულის კუნთის სისქის პათოლოგიური გაზრდა (“ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია”);
თუ პაციენტს აღენიშნება ალდოსტერონიზმი. დაავადება, რომლის დროსაც თირკმელზედა ჯირკვლები გამოყოფენ დიდი რაოდენობით ჰორმონ ალდოსტერონს. ასეთ შემთხვევაში ამლოდიპინი/ვალზარტანი/ ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება არ არის რეკომენდებული;
თუ პაციენტს აღენიშნება სისტემური წითელი მგლურა (ასევე, ე.წ. “მგლურა” ან “SLE”);
თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი (სისხლში შაქრის მაღალი დონე);
თუ პაციენტს აღენიშნება ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების მაღალი დონე სისხლში;
თუ პაციენტს აღენიშნება კანის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი მზის სხივების ზემოქმედების შემდეგ;
თუ პაციენტს ანამნეზში ჰქონდა ალერგიული რეაქცია სხვა ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების ან შარდმდენების მიმართ, განსაკუთრებით, თუ პაციენტს აღენიშნება ასთმა და ალერგიები;
თუ პაციენტს აღენიშნება ღებინება ან დიარეა;
თუ პაციენტს სხვა მედიკამენტების მიღებისას (მათ შორის ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორების მიღებისას) აღენიშნებოდა შეშუპება, განსაკუთრებით, სახისა და ხორხის. ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში უნდა შეწყდეს ამლოდიპინი/ვალზარტანი/ ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება და საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა. დაუშვებელია განმეორებით ამ მედიკამენტის მიღება;
თუ პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა და/ან გულისწასვლა ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონით მკურნალობის დროს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ეცნობოს ექიმს;
თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის დაქვეითება ან თვალის ტკივილი. ეს შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვოვან შრეში სითხის დაგროვების (ქოროიდული ეფუზიის) ან თვალშიდა წნევის მომატების სიმპტომები, და შეიძლება განვითარდეს რამდენიმე საათიდან ერთ კვირაში ამლოდიპინი/ვალზარტანი/ ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღების შემდეგ. ამ მდგომარეობის მკურნალობის გარეშე დატოვებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის მუდმივი დაზიანება;
თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ:
აგფ ინჰიბიტორები (მაგ.: ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით, თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტით გამოწვეული თირკმელების პრობლემები;
ალისკირენი.
თუ პაციენტს ჰქონდა კანის კიბო ან განუვითარდა კანის მოულოდნელი დაზიანება მკურნალობის დროს. ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობამ, განსაკუთრებით მაღალი დოზებით ხანგრძლივად, შეიძლება გაზარდოს კანის და ტუჩის გარკვეული ტიპის კიბოს (არამელანომური კანის კიბო) რისკი. ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს საჭიროა კანის დაცვა მზის სხივებისა და ულტრაიისფერი სხივებისაგან;
თუ პაციენტს აღენიშნება სუნთქვის ან ფილტვის პრობლემები (მათ შორის ფილტვების ანთება ან სითხის დაგროვება) წარსულში ჰიდროქლორთიაზიდის მიღების შემდეგ. თუ პაციენტს განუვითარდა ძლიერი ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღების შემდეგ, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
შეიძლება საჭირო გახდეს თირკმელების ფუნქციის, არტერიული წნევისა და ელექტროლიტების (მაგ.: კალიუმის) დონის შემოწმება სისხლში რეგულარული ინტერვალებით.
იხ. აგრეთვე ინფორმაცია პარაგრაფში “დაუშვებელია ამლოდიპინი/ვალზარტანი/ ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება”.
საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს.
ბავშვები და მოზარდები
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის გამოყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში რეკომენდებული არ არის.
ხანდაზმული პაციენტები (65 წლის ასაკის ზემოთ)
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი შეიძლება გამოყენებულ იქნეს 65 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში იმავე დოზით, რაც რეკომენდებულია მოზრდილებისათვის და იმავე ჩვენებით, რომ უკვე იღებენ სამივე ნივთიერებას – ამლოდიპინს, ვალზარტანს და ჰიდროქლორთიაზიდს. ხანდაზმულმა პაციენტებმა, განსაკუთრებით მაქსიმალური დოზების მიღების დროს (10 მგ/320 მგ/25 მგ), უნდა შეამოწმონ რეგულარულად სისხლის წნევა.
სხვა მედიკამენტები და ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი. მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს მედიკამენტის დოზა და/ან მიიღოს სიფრთხილის სხვა ზომები. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭიროა გახდეს რომელიმე მედიკამენტის შეწყვეტა. განსაკუთრებით, ეს ეხება ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს:
დაუშვებელია შემდეგ მედიკამენტებთან ერთად მიღება:
ლითიუმი (გამოიყენება ზოგიერთი ტიპის დეპრესიის დროს);
მედიკამენტები ან ნივთიერებები, რომლებიც ზრდიან კალიუმის დონეს სისხლში. ეს მოიცავს კალიუმის დანამატებს, კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს, კალიუმის დამზოგველ მედიკამენტებსა და ჰეპარინს;
აგფ ინჰიბიტორები ან ალისკირენი (იხ. აგრეთვე ინფორმაცია “დაუშვებელია ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება” და “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).
სიფრთხილეა საჭირო შემდეგ მედიკამენტებთან ერთად მიღებისას:
ალკოჰოლი, საძილე აბები და საანესთეზიო საშუალებები (მედიკამენტები რომლებიც გამოიყენება ქირურგიული ოპერაციის ან სხვა პროცედურების დროს);
ამანტადინი (პარკინსონის საწინაააღმდეგო საშუალება, ასევე გამოიყენება ვირუსით გამოწვეული ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ ან პრევენციისათვის);
ანტიქოლინერგული აგენტები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა დარღვევების დროს, როგორიცაა: გასტროინტესტინური სპაზმები, შარდის ბუშტის სპაზმი, ასთმა, კინეტოზი (ზღვის ავადმყოფობა), კუნთების სპაზმები, პარკინსონის დაავადება და როგორც ანესთეზიის დამხმარე საშუალება);
ანტიკონვულსანტები და გუნება-განწყობის მასტაბილიზირებელი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის და ბიპოლარული აშლიულობის დროს (მაგ.: კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, პრიმიდონი);
ქოლესტირამინი, ქოლესტიპოლი ან სხვა რეზინები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლში ლიპიდების მაღალი დონის სამკურნალოდ);
სიმვასტატინი (გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის გასაკონტროლებლად სისხლში);
ციკლოსპორინი (მედიკამენტი რომელიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის ან სხვა მდგომარეობების დროს, მაგ.: რევმატოიდული ართრიტი ან ატოპიური დერმატიტი);
ციტოტოქსიკური მედიკამენტები (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ), როგორიცაა, მეთოტრექსატი ან ციკლოფოსფამიდი;
დიგოქსინი ან სხვა საგულე გლიკოზიდები (გამოიყენება გულის პრობლემების დროს);
ვერაპამილი, დილტიაზემი (საგულე მედიკამენტები);
იოდიზირებული საკონტრასტო საშუალებები (აგენტები, რომლებიც გამოიყენება გამოსახულებითი კვლევების დროს);
დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები (პერორალური მედიკამენტები, როგორიცაა ინსულინი ან მეტფორმინი);
პოდაგრის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა ალოპურინოლი;
მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან სისხლში შაქრის დონეს (ბეტა-ბლოკატორები, დიაზოქსიდი);
მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ “torsades de pointes” (არარეგულარული გულისცემა), როგორიცაა ანტიარითმიული მედიკამენტები (გამოიყენება გულის პრობლემების დროს) და ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება;
მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებენ ნატრიუმის დონეს სისხლში, როგორიცაა ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური და ანტიეპილეფსიური საშუალებები;
მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ კალიუმის დონე სისხლში, როგორიცაა დიურეტიკები (შარდმდენები), კორტიკოსტეროიდები, საფაღარათო საშუალებები, ამფოტერიცინი ან პენიცილინი G;
მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან არტერიულ წნევას, როგორიცაა ნორადრენალინი ან ადრენალინი;
მედიკამენტები, რომელიც გამოიყენება აივ/შიდსი-ს სამკურნალოდ (მაგ.: რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი);
სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (მაგ.: კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება საყლაპავის ანთების და წყლულების დროს (კარბენოქსოლონი);
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის ან ანთების მოსახსნელად, განსაკუთრებით არასტეროიდული ანტიანთებითი საშუალებები (NSAID), მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექტიური ინჰიბიტორები (COX-2 ინჰიბიტორები);
კუნთების რელაქსანტები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება კუნთების მოსადუნებლად ოპერაციების დროს);
ნიტროგლიცერინი და სხვა ნიტრატები, ან სხვა ნივთიერებები, ე.წ. “ვაზოდილატატორები”;
სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სიხლის მაღალი წნევის დროს, მათ შორის მეთილდოფა;
რიფამიცინი (გამოიყენება, მაგალითად, ტუბერკულოზის სამკურნალოდ), ერითრომიცინი, კლარითრომიცინი (ანტიბიოტიკები);
კრაზანა;
დანტროლენი (გამოიყენება ინფუზიის სახით ცხელების დროს);
ვიტამინი D და კალციუმის მარილები.
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
გრეიფრუტი და გრეიფრუტის წვენი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონს, გრეიფრუტმა და გრეიფრუტის წვენმა შეიძლება გაზარდონ სისხლში აქტიური ნივთიერება ამლოდიპინის დონე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის არაპროგნოზირებადი მატება მედიკამენტის ეფექტის შემცირებით. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ალკოჰოლის მიღებამდე. ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს არტერიული წნევის დაცემა და/ან გაზარდოს თავბრუსხვევის ან გულისწასვლის შეგრძნების რისკი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა
ორსულობის, შესაძლო ორსულობის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალი ექიმის ინფორმირება. ჩვეულებრივ, ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონით მკურნალობა უნდა შეწყდეს ორსულობის დადგომამდე ან ორსულობის დადგომისას, მაშინათვე და მის ნაცვლად უნდა დაინიშნოს სხვა ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტი. ეს მედიკამენტი არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ სტადიაზე და მისი მიღება დაუშვებელია ფეხმძიმობის პირვველი ტრიმესტრის შემდეგ, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მძიმე დაზიანება ამ სტადიაზე გამოყენებისას.
ძუძუთი კვება
მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი არის მეძუძური დედა ან გეგმავს ძუძუთი კვებას, რადგან ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს. ექიმმა შეიძლება შეარჩიოს მკურნალობის სხვა სქემა, თუ პაციენტი აგრძელებს ძუძუთი კვებას, განსაკუთრებით, თუ ბავშვი ახალშობილი ან დღენაკლულია.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
როგორც სხვა ანტიჰიპერტენზიულმა მედიკამენტებმა, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა გულისრევით ან თავის ტკივილი. თუ პაციენტს აღენიშნება ეს სიმპტომები, დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღების წესი
ამ მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. ეს ხელს უწყობს მკურნალობის საუკეთესო შედეგის მიღწევას და გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის შემცირებას.
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი ერთხელ დღეში.
უმჯობესია მედიკამენტის მიღება ერთსა და იმავე დროს. დილა საუკეთესო დროა.
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყალთან ერთად;
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე. დაუშვებელია ამ მედიკამენტის მიღება გრეიფრუტთან ან გრეიფრუტის წვენთან ერთად.
მკურნალობის პასუხის მიხედვით შეილება საჭირო გახდეს დოზის მომატება ან შემცირება.
დაუშვებელია დანიშნული დოზის გადაჭარბება.
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის ტაბლეტების შემთხვევით დიდი რაოდენობით გადაყლაპვისას, საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსხურში, ტელ.: +34 91 562 04 20, მედიკამენტისა და მიღებული რაოდენობის მითითებით. პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს სამედიცინო დახმარებას.
ჭარბი სითხე შეიძლება დაგროვდეს ფილტვებში (ფილტვების შეშუპება) და გამოიწვიოს ქოშინი. ეს შეიძლება განვითარდეს მიღებიდან 24-48 საათში.
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის დოზის გამოტოვებისას
გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე, შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, უბრალოდ მიღებულ უნდა იქნეს შემდეგი ტაბლეტი ჩვეულ დროს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება (ორი ტაბლეტის ერთად მიღება) გამოტოვებულის სანაცვლოდ.
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტა
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების გაუარესება. ექიმის მითითითების გარეშე არ უნდა შეწყდეს მედიკამენტით მკურნალობა.
მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა გაგრძელდეს.
მაღალი წნევის მქონე პირები ხშირად ვერ ამჩნევენ პრობლემის რაიმე ნიშნებს. ბევრი თავს ნორმალურად გრძნობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტის მიღება მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღებად და გვერდითი მოვლემების რისკის შესამცირებლად. საჭიროა ექიმთან ვიზიტები, პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად.
მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
როგორც ყველა კომბინირებული პრეპარატის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სამ აქტიურ ნივთიერებას, არ უნდა გამოირიცხოს თითოეულ ინდივიდუალურ კომპონენტთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები. ქვემოთ ჩამოთვლილია ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონთან ან სამიდან რომელიმე აქტიურ ნივთიერებასთან (ამლოდიპინი, ვალზარტანი და ჰიდროქლორთიაზიდი) დაკავშირებული გვერდითი მოვლენები და შეიძლება განვითარდეს ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის გამოყენებისას.
ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს სერიოზული და მოითხოვდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მძიმე გვერდითი მოვლენა ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ:
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
თავბრუსხვევა;
დაბალი სისხლის წნევა (გულისწასვლის შეგრძნება, თავბრუსხვევა, გონების უეცრად დაკარგვა).
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
შარდის გამოყოფის შემცირება (თირკმლის ფუნქციის დაქვეითება).
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
სპონტანური სისხლდენა;
არარეგულარული გულისცემა;
ღვიძლის დარღვევები.
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
უეცრად განვითარებული ხმაურიანი სუნთქვა, მკერდში ტკივილი, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება;
ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება;
ენის და ხორხის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის ძლიერ გაძნელებას;
კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის კანის ინტენსიური გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის სიწითლე მთელ სხეულზე, კანის ძლიერი ქავილი, ბლისტერების განვითარება, აქერცვლა და შეშუპება, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ან სხვა ალერგიული რეაქციები;
მიოკარდიუმის ინფარქტი;
პანკრეასის ანთება, რაც იწვევს მუცლის და წელის ძლიერ ტკივილს, რომელსაც თან ახლავს ძალიან ცუდად ყოფნის შეგრძნება;
სისუსტე, სისხლჩაქცევები, ცხელება და ჩვეულებრივი ინფექციები;
რიგიდულობა;
მწვავე რესპირატორული დისტრესი (ნიშნები მოიცავს ქოშინს, ცხელებას, სისუსტეს და ცნობიერების დაბინდვას).
სხვა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს:
ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
კალიუმის დაბალი დონე;
სისხლში ლიპიდების დონის მომატება.
ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ძილიანობა;
გულის ფრიალი (გულისცემის შეგრძნება);
ალები;
კოჭების შესივება (შეშუპება);
მუცლის ტკვიილი;
დისპეფსია ჭამის შემდეგ;
დაღლილობა;
თავის ტკივილი;
ხშირი შარდვა;
შარდმჟავას მაღალი დონე სისხლში;
მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში;
ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში;
თავბრუსხვევა, ადგომისას თავბრუსხვევა;
მადის დაქვეითება;
გულისრევა და ღებინება;
გამონაყარი ქავილით და სხვა ტიპის გამონაყარი;
ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა.
არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
აჩქარებული გულისცემა;
ტრიალის შეგრძნება;
მხედველობის დარღვევა;
დისპეფსია;
მკერდში ტკივილი;
შარდოვანას აზოტის მომატება, კრეატინინის და შარდმჟავას დონის მომატება;
კალციუმის, ლიპიდების ან ნატრიუმის მაღალი დონე სისხლში;
კალიუმის დონის შემცირება სისხლში;
პირიდან უსიამოვნო სუნი;
დიარეა;
პირის სიმშრალე;
წონის მომატება;
მადის დაკარგვა;
გემოს დარღვევა;
წელის ტკივილი;
სახსრების შეშუპება;
კუნთების სპაზმები/სისუსტე/ტკივილი;
კიდურებში ტკივილი;
ჩვეულებრივად დგომის ან სიარულის შეუძლებლობა;
სისუსტე;
კოორდინაციის დარღვევა;
თავბრუსხვევა ადგომისას ან დატვირთვისას;
ენერგიის ნაკლებობა;
ძილის დარღვევები;
ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება;
ნეიროპათია;
ცნობიერების უეცარი და გარდამავალი დაკარგვა;
სისხლის დაბალი წნევა ადგომისას;
ხველა;
ქოშინი;
ხახის გაღიზიანება;
ჭარბი ოფლიანობა;
ქავილი;
ვენის გასწვრივ შეშუპება, სიწითლე და ტკივილი;
კანის სიწითლე;
ტრემორი;
გუნება-განწყობის ცვლილებები;
შფოთვა;
დეპრესია;
ძილიანობა;
გემოს დარღვევები;
გულისწასვლა;
ტკივილის შეგრძნების დაკარგვა;
მხედველობის დარღვევები;
მხედველობის დაზიანება;
ყურებში ხმაური;
ცემინება/ცხვირიდან გამონადენი, რომელიც გამოწვეულია ცხვირის ლოროწოვანი გარსის ანთებით (რინიტი);
ნაწლავის მოქმედების ცვლილება;
დისპეფსია;
თმის ცვენა;
კანის ქავილი;
კანის ფერის ცვლილება;
შარდვის დარღვევა;
ღამით შარდვის გაძლიერება;
შარდვის გახშირება;
მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების დისკომფორტი ან გადიდება;
ტკივილი;
გულისრევა;
წონის კლება.
იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (ზოგჯერ სისხლდენით ან კანქვეშა სისხლჩაქცევებით);
შარდში შაქრის არსებობა;
სისხლში შაქრის დაბალი დონე;
დიაბეტური მეტაბოლური მდგომარეობის გაუარესება;
მუცლის დისკომფორტი;
შეკრულობა;
ღვიძლის პრობლემები, რაც შეიძლება გამოვლინდეს კანისა და თვალების სიყვითლით, ან შარდის მუქი ფერით (ჰემოლიზური ანემია);
კანის მგრძნობელობის მომატება მზეზე;
კანზე იასამნისფერი ლაქები;
თირკმლის დარღვევები;
ცნობიერების დაბინდვა.
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება;
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უჩვეულო სისხლჩაქცევები ან ადვილად სისხლდენა (ერითროციტების დაზიანება);
ღრძილების ანთება;
მუცლის შეშუპება (გასტრიტი);
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
კანის მოყვითალო პიგმენტაცია (სიყვითლე);
ღვიძლის ფერმენტების დონის გაზრდა, რაც გავლენას ახდენს ზოგიერთ ანალიზზე;
კუნთების შეკუმშვის მომატება;
სისხლძარღვების ანთება ხშირად კანზე გამონაყარით;
სინათლეზე მგრძნობელობა;
რიგიდობის, ტრემორის და/ან მოძრაობის დარღვევების კომბინაცია;
ცხელება. ყელის ტკივილი ან წყლულები პირში, ინფექციების სიხშირის მომატება (ლეიკოციტების დაბალი ან ძალიან დაბალი დონე);
კანის სიფერმკრთალე, დაღლილობა, ქოშინი, მუქი შარდი (ჰემოლიზური ანემია, პათოლოგიური დაქვეითება ერითროციტების დაშლის გამო როგორც სისხლძარღვებში, ისე სხეულის სხვა ნაწილებსი);
ცნობიერების დაბინდვა, დაღლილობა, კუნთების სპაზმები და შეკუმშვები, სწრაფი სუნთქვა (ჰიპოქლორემიული ალკალოზი);
ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში (პანკრეასის ანთება);
სუნთქვის გაძნელება ცხელებით, ხველით, ხმაურიანი სუნთქვით, ქოშინით (რესპირატორული დისტრესი, ფილტვის შეშუპება, პნევმონიტი);
სახეზე გამონაყარი, სახსრების ტკივილი, კუნთების პათოლოგია, ცხელება (წითელი მგლურა);
სისხლძარღვების ანთება სიმპტომებით, როგორიცაა: გამონაყარი, იასამნისფერი –წითელი ლაქები, ცხელება (ვასკულიტი);
კანის მძიმე დაავადება, რაც იწვევს გამონაყარს, კანის სიწითლეს, ბლისტერებს ტუჩებზე, თვალებზე ან პირში, კანის აქერცვლა, ცხელება (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):
თირკმლის ფუნქციის ანალიზების ცვლილებების სისხლში, კალიუმის დონის მომატება სისხლში, ერითროციტების რაოდენობის შემცირება;
ერითროციტების რაოდენობის დარღვევები;
სისხლში გარკვეული ტიპის ლეიკოციტების და თრომბოციტების დაბალი დონე;
სისხლში კრეატინინის დონის მომატება;
ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ცვლილებები;
შარდის გამოყოფის მნიშვნელოვნად შემცირება;
სისხლძარღვების ანთება;
სისუსტე, სისხლჩაქცევები და ხშირი ინფექციები (აპლაზიური ანემია);
მხედველობის დაქვეითება ან თვალების ტკივილი თვალშიდა წნევის მომატების გამო (თვალის სისხლძარღვოვან შრეში სითხის აკუმულაციის (ქოროიდული ეფუზია) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის)) შესაძლო ნიშნები;
ქოშინი;
შარდის წარმოქმნის ძლიერი დაქვეითება (თირკმლის დაზიანების ან თირკმლის უკმარისობის შესაძლო ნიშანი);
კანის მძიმე რეაქციები, რაც იწვევს გამონაყარს, კანის სიწითლეს, ბუსტუკების განვითარებას ტუჩებზე, თვალებზე ან პირში, კანის აქერცვლას, ცხელებას (მულტიფორმული ერითემა);
კუნთების სპაზმები;
ცხელება (პირექსია);
კანზე ბლისტერები (ბულოზური დერმატიტის ნიშნები);
კანისა და ტუჩის კიბო (არამელანომური კანის კიბო).
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ესპანეთის ადამიანისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოზედამხედევლობის სისტემის საშუალებით: www.noificaRAM.es
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში განთავსებულ SIGRE სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილებში. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის და კონტეინერის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი 10 მგ/160 მგ/12,5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი აქტიური ნივთიერებებია ამლოდიპინი (ამლოდიპინის ბეზილატის სახით), ვალზარტანი და ჰიდროქლორთიაზიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინის ბეზილატის სახით), 160 მგ ვალზარტანს და 12,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა; კროსპოვიდონი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი; მაგნიუმის სტეარატი; ოპადრი II თეთრი 85F18422 (შეიცავს: პოლივინილ სპირტს, ტიტანის დიოქსიდს (E171), მაკროგოლ 4000-ს და ტალკს), ტალკი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172) და რკინის წითელი ოქსიდი (E172).
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი 10 მგ/160 მგ/12,5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ორმხრივამოზნექილი, ოვალური, ღია ნარინჯისფერი ტაბლეტები წაკვეთილი კიდეებით, ცალ მხარეს აღნიშნულია “AV10” და მეორე მხარეს – H12,5.
ამლოდიპინი/ვალზარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი წარმოდგენილია 28 ტაბლეტით შეფუთვაში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6-28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოს - მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2024 წლის მაისი.
პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es
ინფორმაცია მეორეულ შეფუთვაზე
მუყაოს კოლოფი 28 აპკით შემოგარსული ტაბლეტები
- სამკურნალო პროდუქტის დასახელება
ამლოდიპინი/ვალსარტანი ნორმონი 5 მგ/160 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები EFG
- აქტიური ნივთიერება
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
ამლოდიპინი (ბეზილატი)............5 მგ
ვალსარტანი.........................................160 მგ
- ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა
28 აპკით შემოგარსული ტაბლეტი
- მიღების წესი და მეთოდი
შიგნით მისაღებად
პრეპარატის მიღებამდე იხ. გამოყენების ინსტრუქცია.
- განსაკუთრებული მითითება, რომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
- შენახვის სპეციალური პირობები
არ არის მოწოდებული
- შენახის ვადა:
შენახვის ვადა:
- სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის დასახელება და მისამართი
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6-28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ, ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6-28760 ტრეს კანტოსი - მადრიდი (ესპანეთი)
- სერიული ნომერი
სერია:
- გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტის საფუძველზე
- სავაჭრო ლიცენზიის ნომერი
- ინფორმაცია ბრაილის შრიფტით
ამლოდიპინი/ვალსარტანი ნორმონი 5 მგ/160 მგ ტაბლეტები
- სხვა
ეროვნული კოდი: 711067.5
შეფუთვის დოზა
სიგრე სიმბოლო
ნორმონის ლოგო
გაცემის წესის სიმბოლო O
A.S.S.S (ფინანასდება სოციალური დაზღვევით)
EFG: გენერიკული ფარმაცევტული პროდუქტი
- უნიკალური იდენტიფიკატორი – 2D შტრიხ-კოდი და უნიკალური იდენტიფიკატორი – ადამიანის მიერ წაკითხვადი მონაცემები
შეიცავს 2D შტრიხ-კოდს, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ იდენტიფიკატორს
PC {ნომერი} [პროდუქტის კოდი]
SN {ნომერი}[სერიული ნომერი]
ინფორმაცია პირველად შეფუთვაზე
ბლისტერი 28 აპკით შემოგარსული ტაბლეტი
- სამკურნალო პროდუქტის დასახელება
ამლოდიპინი/ვალსარტანი ნორმონი 5 მგ/160 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები EFG
- მიღების წესი და მეთოდი
შიგნით მისაღებად
- სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის დასახელება
NORMON, S.A.
ნორმონი, ს.ა.
- შენახის ვადა:
შენახვის ვადა:
- სერიული ნომერი
სერია:
- სხვა
EFG: გენერიკული ფარმაცევტული პროდუქტი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.