პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოანალეფსური საშუალებები

ამიტრიპტილინი-გრინდექსი

Amitriptyline-Grindeks

რეცეპტით25მგინსტრუქცია ქართულადლატვია
რისთვის გამოიყენება

ამიტრიპტილინი-გრინდექსი მიეკუთვნება ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მედიკამენტთა ჯგუფს. ეს მედიკამენტი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: - დეპრესიის მკურნალობა მოზრდილებში (დიდი დეპრესიული ეპიზოდები); - ნეიროპათიული ტკივილის მკურნალობა მოზრდილებში; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ამიტრიპტილინი (amitriptyline)
ფორმა და შეფუთვა
25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №50
მწარმოებელი
AS GRINDEKS., ლატვია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოანალეფსური საშუალებები, მონოამინების უკუმიტაცების არასელექციური ინჰიბიტორები
ATC კოდი
N06AA09
რეგისტრაციის ნომერი
რ-043889
რეგისტრირებულია
22 აგვისტო 2025, მოქმედებს 22 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გრინდეკსი წარმომადგენლობა (ფილიალი)“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაამიტრიპტილინი-გრინდექსი და სხვა წამალი ერთად

ამიტრიპტილინი-გრინდექსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ამიტრიპტილინი-გრინდექსი მიეკუთვნება ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მედიკამენტთა ჯგუფს.

ეს მედიკამენტი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

  • დეპრესიის მკურნალობა მოზრდილებში (დიდი დეპრესიული ეპიზოდები);
  • ნეიროპათიული ტკივილის მკურნალობა მოზრდილებში;
  • ქრონიკული დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის პროფილაქტიკა მოზრდილებში;
  • შაკიკის პროფილაქტიკა მოზრდილებში;
  • ღამის ენურეზი 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ორგანული მიზეზები, როგორიცაა spina bifida და მასთან დაკავშირებული დარღვევები, გამორიცხულია და ყველა სხვა არამედიკამენტურმა და მედიკამენტურმა მკურნალობამ, მათ შორის კუნთების რელაქსანტებმა და დესმოპრესინმა, არ გამოიღო შედეგი. აღნიშნული პრეპარატი უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ ექიმების მიერ, რომელთაც აქვთ გამოცდილება მუდმივი ენურეზის მკურნალობაში.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტათ ისე, როგორც ეს თქვენმა ექიმმა გირჩიათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ყველა ფარმაცევტული ფორმის/მოქმედების ძალის გამოყენებით ყველა დოზირების სქემის მიღწევა შეუძლებელია. საწყისი დოზებისა და შემდგომი დოზის ნებისმიერი გაზრდისთვის უნდა შეირჩეს შესაბამისი ფორმულა/სიძლიერე.

დეპრესია

მოზრდილები

რეკომენდებული საწყისი დოზაა 25 მგ დღეში ორჯერ.

პრეპარატზე რეაქციის მიხედვით, ექიმმა შეიძლება თანდათან გაზარდოს დოზა 150 მგ-მდე დღეში, გაყოფილი ორ დოზად.

ხანდაზმულები (65 წელზე მეტი ასაკის) და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტები

რეკომენდებული საწყისი დოზაა 10-25 მგ დღეში. პრეპარატზე თქვენი რეაქციის მიხედვით, ექიმმა შეიძლება თანდათან გაზარდოს დოზა 100 მგ-მდე დღიური დოზის მიღებამდე, რომელიც უნდა გაიყოს ორ დოზად.

თუ იღებთ 100-დან 150 მგ-მდე დოზას დღეში, თქვენს ექიმს შესაძლოა დასჭირდეს თქვენთან უფრო ხშირი დაკვირვება და მონიტორინგი.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ეს წამალი არ უნდა მიეცეს ბავშვებსა და მოზარდებს დეპრესიის სამკურნალოდ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მე-2 ნაწილი.

ნეიროპათიული ტკივილი, ქრონიკული დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის და შაკიკის პროფილაქტიკა

თქვენი ექიმი შეარჩევს მედიკამენტს თქვენი სიმპტომებისა და მკურნალობაზე თქვენი რეაქციის შესაბამისად.

მოზრდილები

რეკომენდებული საწყისი დოზაა 10-25 მგ საღამოს.

რეკომენდებული დღიური დოზაა 25-75 მგ.

პრეპარატზე თქვენი რეაქციის მიხედვით, ექიმმა შეიძლება თანდათან გაზარდოს დოზა. თუ დღეში იღებთ 100 მგ-ზე მეტ დოზას, შესაძლოა, ექიმს უფრო ხშირი დაკვირვება დასჭირდეს.

ექიმი გირჩევთ, მიიღოთ თუ არა დოზა დღეში ერთხელ, თუ გაყოთ ორ დოზად.

პრეპარატზე თქვენი რეაქციის მიხედვით, ექიმმა შეიძლება თანდათან გაზარდოს დოზა.

თუ იღებთ 75 მგ-ზე მეტ დოზას დღეში, ექიმს შეიძლება დასჭირდეს უფრო ხშირი მეთვალყურეობა.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ეს წამალი არ უნდა მიეცეს ბავშვებს ან მოზარდებს ნეიროპათიული ტკივილის, ქრონიკული დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის და შაკიკის პროფილაქტიკისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მე-2 ნაწილი.

ღამის ენურეზი

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

რეკომენდებული დოზები ბავშვებისთვის:

6 წლამდე ასაკის: იხილეთ მე-2 ნაწილი არ მიიღოთ ამიტრიპტილინი-გრინდექსი;

6-დან 10 წლამდე ასაკის: 10-20 მგ დღეში. ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის უნდა იქნას გამოყენებული შესაბამისი დოზირების ფორმა;

11 წლის და ზემოთ ასაკის: 25-50 მგ.

დოზა უნდა გაიზარდოს თანდათანობით.

მიიღეთ ეს წამალი დაძინებამდე 1-1½ საათით ადრე.

მკურნალობის დაწყებამდე ექიმი გადაგიღებთ გულის ელექტროკარდიოგრამას (ECG) გულისცემის შესამოწმებლად.

3 თვის შემდეგ ექიმი ხელახლა შეაფასებს თქვენს მკურნალობას და საჭიროების შემთხვევაში გადაგიღებთ ახალ ელექტროკარდიოგრამას (ECG).

არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

მაღალი რისკის მქონე პაციენტები

პაციენტები ღვიძლის დაავადებებით ან ადამიანები, რომლებსაც აქვთ შენელებული მეტაბოლიზმი, ჩვეულებრივ იღებენ უფრო დაბალ დოზებს.

თქვენმა ექიმმა შეიძლება აიღოს სისხლის ნიმუშები სისხლში ამიტრიპტილინის დონის დასადგენად (იხილეთ აგრეთვე მე-2 ნაწილი).

როგორ და როდის მივიღოთ ამიტრიპტილინი-გრინდექსი

ამ პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ტაბლეტები გადაყლაპეთ წყალთან ერთად. არ დაღეჭოთ.

მკურნალობის ხანგრძლივობა

არ შეცვალოთ მედიკამენტის დოზა ან არ შეწყვიტოთ მედიკამენტის მიღება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

დეპრესია

როგორც დეპრესიის სამკურნალო სხვა მედიკამენტების შემთხვევაში, შესაძლოა რამდენიმე კვირა დაგჭირდეთ სანამ იგრძნობთ რაიმე გაუმჯობესებას.

დეპრესიის მკურნალობისას მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და, როგორც წესი, მინიმუმ 6 თვეა. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.

განაგრძეთ ამ მედიკამენტის მიღება ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

ძირითადი დაავადება შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს. თუ მკურნალობას ნაადრევად შეწყვეტთ, სიმპტომები შეიძლება დაბრუნდეს.

ტკივილის შემსუბუქებას შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ გაესაუბრეთ ექიმს და განაგრძეთ ამ მედიკამენტის მიღება ექიმის მიერ რეკომენდებული დროის განმავლობაში.

ღამის ენურეზი

თქვენი ექიმი შეაფასებს, უნდა გაგრძელდეს თუ არა მკურნალობა 3 თვის შემდეგ.

თუ მიიღეთ ამიტრიპტილინი-გრინდექსის საჭიროზე მეტი დოზა,

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. ეს გააკეთეთ მაშინაც კი, თუ დისკომფორტის ან მოწამვლის ნიშნები არ არის. ექიმთან ან საავადმყოფოში მისვლისას თან იქონიეთ ამ მედიკამენტის კონტეინერი.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ამიტრიპტილინზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში),

თუ ახლახან გადაიტანეთ გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი);

თუ გაქვთ გულის პრობლემები, როგორიცაა გულის რიტმის დარღვევა, რომელიც ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე (ECG), გულის ბლოკადა ან კორონარული არტერიების დაავადება;

თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც ცნობილია როგორც მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაოს ინჰიბიტორები);

თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში მიიღეთ მაოს ინჰიბიტორები;

თუ მიიღეთ მოკლობემიდი წინა დღეს;

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება.

თუ ამიტრიპტილინი-გრინდექსით მკურნალობთ, უნდა შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება მაო-ს ინჰიბიტორით მკურნალობის დაწყებამდე 14 დღით ადრე.

ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სიფრთხილის ზომები

ამიტრიპტილინ-გრინდექსის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ამიტრიპტილინი-გრინდექსით მკურნალობასთან დაკავშირებით აღწერილია კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით გამოწვეული წამლისმიერი რეაქცია (DRESS). შეწყვიტეთ ამიტრიპტილინი-გრინდექსის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ მე-4 ნაწილში აღწერილ ამ სერიოზულ კანის რეაქციებთან დაკავშირებულ რომელიმე სიმპტომს.

ამიტრიპტილინის მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს გულის რიტმის დარღვევები და ჰიპოტენზია. ეს ასევე შეიძლება განვითარდეს ჩვეულებრივი დოზების გამოყენებისას, თუ გაქვთ გულის დაავადება.

გახანგრძლივებული QT ინტერვალი

ამიტრიპტილინ-გრინდექსის გამოყენებისას აღწერილია გულის პრობლემა, რომელსაც ეწოდება „QT ინტერვალის გახანგრძლივება“ (რაც ნაჩვენებია ელექტროკარდიოგრამაზე, ეკგ-ზე) და გულის რიტმის დარღვევები (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა). აცნობეთ ექიმს, თუ:

გაქვთ სუსტი პულსი;

გაქვთ ან გქონიათ პრობლემა, როდესაც გული ვერ ახერხებს სისხლის სწორად გადატუმბვას მთელ სხეულში (მდგომარეობა, რომელსაც გულის უკმარისობა ეწოდება),

იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს გულის პრობლემები, ან

გაქვთ პრობლემა, რომელიც იწვევს კალიუმის ან მაგნიუმის დაბალ დონეს ან კალიუმის მაღალ დონეს სისხლში,

დაგეგმილი გაქვთ ქირურგიული ოპერაცია, რადგან ანესთეზიის მიღებამდე შეიძლება საჭირო გახდეს ამიტრიპტილინით მკურნალობის შეწყვეტა. მწვავე ოპერაციის შემთხვევაში, ანესთეზიოლოგი უნდა იყოს ინფორმირებული ამიტრიპტილინით მკურნალობის შესახებ,

გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება ან იღებთ ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო მედიკამენტებს.

სუიციდური ფიქრები და დეპრესიის გაუარესება

თუ დეპრესიული მდგომარეობა გაქვთ, ზოგჯერ შეიძლება გაგიჩნდეთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები. ეს ფიქრები შეიძლება გაძლიერდეს ანტიდეპრესანტების მიღების დაწყებისას, რადგან ყველა ამ მედიკამენტის მოქმედების დაწყებას სჭირდება, როგორც წესი, დაახლოებით ორი კვირა, მაგრამ ზოგჯერ უფრო მეტი დრო.

შესაძლოა, უფრო მეტად გქონდეთ შემდეგი ფიქრები:

თუ ადრე გქონიათ თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების ფიქრები;

თუ ხართ ახალგაზრდა ზრდასრული. კლინიკური კვლევებიდან მიღებული ინფორმაციით, სუიციდური ქცევის მომატებული რისკი არსებობს ახალგაზრდა (25 წლამდე ასაკის) ფსიქიატრიული დაავადებების მქონე პაციენტებში, რომლებიც ანტიდეპრესანტით მკურნალობდნენ.

თუ ნებისმიერ დროს გაგიჩნდებათ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.

შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს ნათესავისთვის ან ახლო მეგობრისთვის დეპრესიის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ამ ბროშურის წაკითხვა. შეგიძლიათ სთხოვოთ, გითხრან, ფიქრობენ თუ არა, რომ თქვენი დეპრესია ან შფოთვა უარესდება, ან ღელავენ თუ არა თქვენი ქცევის ცვლილებების გამო.

მანიის ეპიზოდები

მანიაკალურ-დეპრესიული დაავადების მქონე ზოგიერთი პაციენტი შეიძლება გადავიდეს მანიაკალურ ფაზაში. ეს ხასიათდება უხვი და სწრაფად ცვალებადი იდეებით, გადაჭარბებული სიხარულით და ზედმეტი ფიზიკური აქტივობით. ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია ექიმთან დაკავშირება, რომელიც, სავარაუდოდ, შეცვლის თქვენს მედიკამენტს.

აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ან წარსულში გქონიათ რაიმე სამედიცინო პრობლემა, განსაკუთრებით თუ გაქვთ:

ვიწრო კუთხოვანი გლაუკომა (მხედველობის დაკარგვა თვალშიდა წნევის პათოლოგიურად მომატების გამო);

ეპილეფსია, კრუნჩხვების ან გულყრების ანამნეზი;

შარდვის გაძნელება;

პროსტატის გადიდება;

ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;

ბიპოლარული აშლილობა;

შიზოფრენია;

ღვიძლის მძიმე დაავადება;

გულის მძიმე დაავადება;

პილორუსის სტენოზი (კუჭის გამოსასვლელის შევიწროება) და პარალიზური ილეუსი (ნაწლავის დახშობა);

დიაბეტი, რადგან შესაძლოა დაგჭირდეთ ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექტირება.

თუ იყენებთ ანტიდეპრესანტებს, როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRI), ექიმმა შეიძლება განიხილოს თქვენი წამლის დოზის შეცვლა (იხილეთ აგრეთვე მე-2 ნაწილი სხვა მედიკამენტები და ამიტრიპტილინი-გრინდექსი და მე-3 ნაწილი).

ხანდაზმულებს უფრო მეტად აქვთ გარკვეული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა ადგომისას დაბალი არტერიული წნევის გამო (იხილეთ აგრეთვე მე-4 ნაწილი შესაძლო გვერდითი მოვლენები).

ბავშვები და მოზარდები

დეპრესია, ნეიროპათიული ტკივილი, ქრონიკული დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის და შაკიკის პროფილაქტიკა

არ მისცეთ ეს წამალი 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს ამ მკურნალობისთვის, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ღამის ენურეზი

ამიტრიპტილინით თერაპიის დაწყებამდე უნდა გაკეთდეს ელექტროკარდიოგრამა QT ინტერვალის გახანგრძლივების სინდრომის გამოსარიცხად.

ეს წამალი არ უნდა მიიღოთ ანტიქოლინერგულ პრეპარატთან ერთად (იხილეთ აგრეთვე მე-2 ნაწილი „სხვა მედიკამენტები და ამიტრიპტილინ გრინდექსი“).

სუიციდური აზრები და ქცევები შეიძლება ასევე განვითარდეს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დეპრესიის გარდა სხვა დაავადებების დროს; ამიტომ, ენურეზის მქონე პაციენტების მკურნალობისას უნდა დაიცვათ იგივე სიფრთხილის ზომები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის მქონე პაციენტების მკურნალობის დროს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე და ზოგჯერ ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა მედიკამენტებს, მაგალითად:

მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOI), მაგ. ფენელზინი, იპრონიაზიდი, იზოკარბოქსაზიდი, ნიალამიდი ან ტრანილციპრომინი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) ან სელეგილინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ). ეს პრეპარატები არ უნდა მიიღოთ ამიტრიპტილინი-გრინდექსთან ერთად (იხილეთ მე-2 ნაწილი „არ მიიღოთ ამიტრიპტილინი- გრინდექსი“);

ადრენალინი, ეფედრინი, იზოპრენალინი, ნორადრენალინი, ფენილეფრინი და ფენილპროპანოლამინი (ისინი შეიძლება იყოს ხველის ან გაციების სამკურნალო საშუალებებში და ზოგიერთ ანესთეტიკში);

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები, მაგალითად, კალციუმის არხის ბლოკატორები (მაგ. დილთიაზემი და ვერაპამილი), გუანეთიდინი, ბეტანიდინი, კლონიდინი, რეზერპინი და მეთილდოფა;

ანტიქოლინერგული მედიკამენტები, როგორიცაა პარკინსონის დაავადების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების სამკურნალო გარკვეული პრეპარატები (მაგ. ატროპინი, ჰიოსციამინი);

თიორიდაზინი (გამოიყენება შიზოფრენიის სამკურნალოდ);

ტრამადოლი (ტკივილგამაყუჩებელი);

სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. ფლუკონაზოლი, ტერბინაფინი, კეტოკონაზოლი და იტრაკონაზოლი);

სედაციური საშუალებები (მაგ. ბარბიტურატები);

ანტიდეპრესანტები (მაგ. SSRI-ები (ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, ფლუვოქსამინი), დულოქსეტინი და ბუპროპიონი);

გულის გარკვეული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. ბეტა-ბლოკატორები და ანტიარითმული საშუალებები) ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები;

ციმეტიდინი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ);

მეთილფენიდატი (გამოიყენება ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომის - ADHD სამკურნალოდ);

რიტონავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ);

პერორალური კონტრაცეპტივები;

რიფამპიცინი (ინფექციების სამკურნალოდ);

ფენიტოინი და კარბამაზეპინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ);

კრაზანა (Hypericum perforatum) - მცენარეული საშუალება, რომელიც გამოიყენება დეპრესიის დროს;

ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო საშუალებები;

ვალპროის მჟავა (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ).

ასევე უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ ისეთი მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ გულის რიტმზე, მაგ.:

არარეგულარული გულისცემის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. ქინიდინი და სოტალოლი);

ასტემიზოლი და ტერფენადინი (გამოიყენება ალერგიის და თივის ცხელების სამკურნალოდ);

ზოგიერთი ფსიქიკური დაავადების სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. პიმოზიდი და სერტინდოლი);

ცისაპრიდი (გამოიყენება საჭმლის მონელების დარღვევის გარკვეული ტიპების სამკურნალოდ);

ჰალოფანტრინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ);

მეტადონი (გამოიყენება ტკივილის სამკურნალოდ და დეტოქსიფიკაციისთვის);

შარდმდენები („შარდმდენი ტაბლეტები“ მაგ. ფუროსემიდი).

თუ აპირებთ ოპერაციის გაკეთებას ზოგადი ან ადგილობრივი ანესთეზიით, ამ პრეპარატის მიღების შესახებ უნდა აცნობოთ ექიმს.

ასევე, ადგილობრივი ანესთეზიის შემთხვევაში, ამ პრეპარატის მიღების შესახებ უნდა აცნობოთ სტომატოლოგს.

ამიტრიპტილინი-გრინდექსი ალკოჰოლთან ერთად

ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან ამან შეიძლება გააძლიეროს სედაციური ეფექტი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

ამიტრიპტილინის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის, თუ ექიმი ამას აუცილებლად არ ჩათვლის, და მხოლოდ სარგებლისა და რისკის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ. თუ ეს წამალი ორსულობის ბოლო პერიოდში მიიღეთ, ახალშობილს შეიძლება განუვითარდეს აბსტინენციის სიმპტომები, როგორიცაა გაღიზიანება, კუნთების დაჭიმულობის მომატება, ტრემორი, სუნთქვის დარღვევა, წოვის უნარის დაქვეითება, ხმამაღალი ტირილი, შარდის შეკავება და ყაბზობა.

თქვენი ექიმი გირჩევთ, დაიწყოთ/გააგრძელოთ/შეწყვიტოთ ძუძუთი კვება თუ შეწყვიტოთ ამ მედიკამენტის გამოყენება - იმის გათვალისწინებით, თუ რა სარგებელი მოაქვს ძუძუთი კვებას თქვენი ბავშვისთვის და თერაპიას - თქვენთვის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და თავბრუსხვევა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. თუ ეს გაწუხებთ, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ ხელსაწყოებთან ან მექანიზმებთან.

ამიტრიპტილინ გრინდექსი შეიცავს ლაქტოზას და აზო საღებავ საშუალებას პონსო 4R (E124) (10 მგ ტაბლეტები) ან მზის ჩასვლა ყვითელი FCF (E110) (25 მგ ტაბლეტები)

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

აზო საღებავ საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

დაუყოვნებლად შეწყვიტეთ ამიტრიპტილინი-გრინდექსის მიღება და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შენიშნავთ შემდეგ სიმპტომებს:

გავრცელებული გამონაყარი, მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით õDRESSú ანუ მედიკამენტზე მომატებული მგრძნობელობის სინდრომი). ამ გვერდითი ეფექტის სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით მისი შეფასება შეუძლებელია).

მხედველობის ხანმოკლე დაბინდვის შეტევები, ცისარტყელას მსგავსი ხედვა და თვალის ტკივილი. სანამ გააგრძელებთ მკურნალობას ამ პრეპარატით, აუცილებელია დაუყოვნებლივ ჩაგიტარდეთ თვალის გამოკვლევა. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს მწვავე გლაუკომის ნიშნები. ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტია და შესაძლოა შეეხოს 10 000-დან 1 ადამიანს.

გულის პრობლემა, რომელსაც ეწოდება „QT ინტერვალის გახანგრძლივება“ (რომელიც გამოვლინდება ელექტროკარდიოგრამაზე, ECG). ხშირი გვერდითი ეფექტია და შესაძლოა გამოუვლინდეს 10 ადამიანიდან 1-ს.

ძლიერი ყაბზობა, მუცლის შებერილობა, ცხელება და ღებინება. ამ სიმპტომების მიზეზი შეიძლება იყოს ნაწლავების გარკვეული ნაწილების პარალიზება. იშვიათი გვერდითი ეფექტია და შესაძლოა შეეხოს 1000-დან 1 ადამიანს.

კანისა და თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე). შესაძლოა ღვიძლი იყოს დაზიანებული. იშვიათი გვერდითი ეფექტია და შესაძლოა შეეხოს 1000-დან 1 ადამიანს.

სილურჯეები, სისხლდენა, სიფერმკრთალე ან ხანგრძლივი ტკივილი ყელში და ცხელება. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს პირველი ნიშნები იმისა, რომ თქვენი სისხლი ან ძვლის ტვინი შეიძლება დაზიანდეს.

სისხლზე ზემოქმედება შეიძლება იყოს სისხლის წითელი უჯრედების (რომლებსაც მთელ სხეულში ჟანგბადი გადააქვთ), თეთრი უჯრედების (რომლებიც ინფექციასთან ბრძოლაში გვეხმარებიან) და თრომბოციტების (რომლებიც სისხლის შედედებაში გვეხმარებიან) რაოდენობის შემცირება. იშვიათი გვერდითი მოვლენა, შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს.

სუიციდური აზრები ან ქცევა. იშვიათი გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები აღწერილია შემდეგი სიხშირით:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):

ძილიანობა და (ან) მოთენთილობა;

ხელების ან სხეულის სხვა ნაწილების კანკალი;

თავბრუსხვევა;

თავის ტკივილი;

არარეგულარული, ძლიერი ან გახშირებული გულისცემა;

თავბრუსხვევა ადგომისას დაბალი არტერიული წნევის გამო (ორთოსტატული ჰიპოტენზია);

პირის სიმშრალე;

ყაბზობა;

გულისრევა;

ჭარბი ოფლიანობა;

წონაში მატება;

გაურკვეველი ან ნელი მეტყველება;

აგრესია;

ცხვირის გაჭედვა.

ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):

დაბნეულობა;

სექსუალური დარღვევები (სქესობრივი ლტოლვის შემცირება, ერექციის პრობლემები);

ყურადღების დარღვევა;

გემოს შეგრძნების ცვლილებები;

ხელებში ან ფეხებში დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება;

კოორდინაციის დარღვევა;

გაფართოებული გუგები;

გულის ბლოკადა;

დაღლილობა;

სისხლში ნატრიუმის დაბალი კონცენტრაცია;

აგზნებადობა;

შარდვის დარღვევები;

წყურვილის შეგრძნება.

არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1 ადამიანს):

აგზნება, შფოთვა, ცაძინების გაძნელება, კოშმარები;

კრუნჩხვები;

ყურებში შუილი (ტინიტუსი);

არტერიული წნევის მომატება;

დიარეა, ღებინება;

კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), სახისა და ენის შეშუპება;

შარდვის გაძნელება;

დედის რძის გამოყოფის ან რძის გამოყოფის მომატება ძუძუთი კვების გარეშე;

თვალიშიდა წნევის მომატება;

კოლაფსის მდგომარეობები;

გულის უკმარისობის გაუარესება;

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მაგ., ღვიძლის ქოლესტაზური დაავადება).

იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1,000-დან 1 ადამიანს):

მადის დაქვეითება;

დელირიუმი (განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში), ჰალუცინაციები;

გულის რიტმის ან გულისცემის რიტმის დარღვევა;

სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება;

თმის ცვენა;

მზის სხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება;

ცხელება;

წონის დაკლება;

ღვიძლის ფუნქციური ტესტების პათოლოგიური შედეგები.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10 000-დან 1 ადამიანს):

გულის კუნთის დაავადება;

შინაგანი მოუსვენრობის შეგრძნება და მუდმივი მოძრაობის აუტანელი მოთხოვნილება;

პერიფერიული ნერვების დაზიანებები;

თვალშიდა წნევის მკვეთრი მატება;

გულის რიტმის დარღვევის განსაკუთრებული ფორმები (ე.წ. torsades de pointes);

ფილტვის ალვეოლებისა და ფილტვის ქსოვილის ალერგიული ანთება.

უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია):

მადის დაკარგვის შეგრძნება;

სისხლში შაქრის დონის მომატება ან შემცირება;

პარანოია;

მოძრაობის დარღვევები (უნებლიე მოძრაობები ან მოძრაობის შემცირება);

გულის კუნთის ჰიპერმგრძნობელობითი ანთება;

ჰეპატიტი;

წამოხურება (ალები);

თვალების სიმშრალე.

ამ ტიპის მედიკამენტების მიმღებ პაციენტებში დაფიქსირდა ძვლის მოტეხილობების მომატებული რისკი.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, მათ შორის ამ ინსტრუქციაში მითითებული ეფექტების გარდა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ ლიეტუვის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მედიკამენტების სახელმწიფო კონტროლის სამსახურის მითითებული ვებგვრდის https://vvkt.lrv.lt/lt/ მეშვეობით ან დარეკოთ უფასო ტელეფონის ნომერზე: 8 800 73 568. არასასურველი გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით დამატებითი ინფორმაციის მიღებას ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.

ჭარბი დოზა

გაფართოებული გუგები;

გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა;

შარდვის გაძნელება;

პირის და ენის სიმშრალე;

ნაწლავის გაუვალობა;

კრუნჩხვები;

ცხელება;

აგზნება;

დაბნეულობა;

ჰალუცინაციები;

უკონტროლო მოძრაობები;

დაბალი არტერიული წნევა, სუსტი პულსი, სიფერმკრთალე;

სუნთქვის გაძნელება;

კანის ლურჯი შეფერილობა;

გულისცემის შენელება;

ძილიანობა;

გონების დაკარგვა;

კომა;

სხვადასხვა კარდიალური სიმპტომები, როგორიცაა გულის ბლოკადა, გულის უკმარისობა, ჰიპოტენზია, კარდიოგენული შოკი, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპოკალიემია, ჰიპონატრემია.

ბავშვებში ამიტრიპტილინის დოზის გადაჭარბებას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს. ბავშვები განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან კომის, კარდიალური სიმპტომების, სუნთქვის გაძნელების, კრუნჩხვების, სისხლში ნატრიუმის დაბალი დონის, ლეთარგიის, ძილიანობის, გულისრევის, ღებინების და სისხლში შაქრის მაღალი დონის განვითარებისკენ.

თუ დაგავიწყდათ ამიტრიპტილინი-გრინდექსის მიღება

მიიღეთ პრეპარატის შემდეგი დოზა ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.

თუ შეწყვეტთ ამიტრიპტილინი-გრინდექსის მიღებას

თქვენი ექიმი გადაწყვეტს, როდის და როგორ შეწყვიტოთ მკურნალობა, რათა თავიდან აიცილოთ ნებისმიერი უსიამოვნო სიმპტომი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს მისი უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში (მაგ., თავის ტკივილი, ცუდად ყოფნა, უძილობა და გაღიზიანება).

თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ამიტრიპტილინი.

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ან 25 მგ ამიტრიპტილინს (ამიტრიპტილინის ჰიდროქლორიდის სახით).

სხვა ინგრედიენტებია:

10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

აპკიანი გარსი შეიცავს: კარნაუბის ცვილი, ოპადრი II ლურჯი 85 F 20753 (პონსო 4R (E124), ქინოლინის ყვითელი (E104), პოლივინილის სპირტი, ტალკი, მაკროგოლი 3000, ინდიგოკარმინი (E132), ტიტანის დიოქსიდი (E171)).

25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

აპკიანი გარსი შეიცავს: კარნაუბის ცვილი, ოპადრი II ყვითელი 85 F 22450 (ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი, ქინოლინის ყვითელი (E104), მზის ჩასვლის ყვითელი FCF (E110), პოლივინილის სპირტი, ინდიგოკარმინი (E132), მაკროგოლი 3000).

ამიტრიპტილინი-გრინდექსის გარეგნული იერი და შეფუთვის შემცველობა.

10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი არის ლურჯი, ორმხრივამოზნექილი, მრგვალი.

25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი არის ყვითელი, ორმხრივამოზნექილი, მრგვალი.

ერთი ბლისტერი შეიცავს 10 ტაბლეტს. 5 ბლისტერი (50 ტაბლეტი) მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე „ვარგისობის ვადა“-ს შემდეგ და ბლისტერზე. ვადის გასვლის თარიღი აღნიშნავს მოცემული თვის ბოლო დღეს.

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბლისტერი გარე შეფუთვაში, რათა დაიცვათ სინათლისა და ნესტისგან.

არ გადააგდოთ წამლები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი წამლები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

შეფუთვის ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ამიტრიპტილინი-გრინდექსი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ამიტრიპტილინი-გრინდექსი 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

amitriptyline hydrochloride

ყურადღებით სრულად წაიკითხეთ წინამდებარე ინსტრუქცია ვიდრე დაიწყებთ აღნიშნული მედიკამენტის მიღებას, ვინაიდან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ აღნიშნული ინსტრუქცია, თქვენ შეიძლება ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
  • კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს მედიკამენტი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვებს. შესაძლოა, მათ ზიანი მიაყენოს, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ემთხვევა.
  • გვერდითი მოვლენების გამოვლენისას დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

რა არის მოცემული ინსტრუქციაში

  • რა არის ამიტრიპტილინი-გრინდექსი და რისთვის გამოიყენება ის
  • რა უნდა იცოდეთ ამიტრიპტილინი-გრინდექსის გამოყენებამდე
  • როგორ უნდა გამოიყენოთ ამიტრიპტილინი-გრინდექსი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ შევინახოთ ამიტრიპტილინი-გრინდექსი
  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
  • რა არის ამიტრიპტილინი-გრინდექსი და რისთვის გამოიყენება ის

ამიტრიპტილინი-გრინდექსი მიეკუთვნება ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მედიკამენტთა ჯგუფს.

ეს მედიკამენტი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

  • დეპრესიის მკურნალობა მოზრდილებში (დიდი დეპრესიული ეპიზოდები);
  • ნეიროპათიული ტკივილის მკურნალობა მოზრდილებში;
  • ქრონიკული დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის პროფილაქტიკა მოზრდილებში;
  • შაკიკის პროფილაქტიკა მოზრდილებში;
  • ღამის ენურეზი 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ორგანული მიზეზები, როგორიცაა spina bifida და მასთან დაკავშირებული დარღვევები, გამორიცხულია და ყველა სხვა არამედიკამენტურმა და მედიკამენტურმა მკურნალობამ, მათ შორის კუნთების რელაქსანტებმა და დესმოპრესინმა, არ გამოიღო შედეგი. აღნიშნული პრეპარატი უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ ექიმების მიერ, რომელთაც აქვთ გამოცდილება მუდმივი ენურეზის მკურნალობაში.
  • რა უნდა იცოდეთ ამიტრიპტილინი-გრინდექსის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ამიტრიპტილინი-გრინდექსი:

თუ გაქვთ ალერგია ამიტრიპტილინზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში),

თუ ახლახან გადაიტანეთ გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი);

თუ გაქვთ გულის პრობლემები, როგორიცაა გულის რიტმის დარღვევა, რომელიც ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე (ECG), გულის ბლოკადა ან კორონარული არტერიების დაავადება;

თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც ცნობილია როგორც მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაოს ინჰიბიტორები);

თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში მიიღეთ მაოს ინჰიბიტორები;

თუ მიიღეთ მოკლობემიდი წინა დღეს;

თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება.

თუ ამიტრიპტილინი-გრინდექსით მკურნალობთ, უნდა შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება მაო-ს ინჰიბიტორით მკურნალობის დაწყებამდე 14 დღით ადრე.

ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ამიტრიპტილინ-გრინდექსის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ამიტრიპტილინი-გრინდექსით მკურნალობასთან დაკავშირებით აღწერილია კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით გამოწვეული წამლისმიერი რეაქცია (DRESS). შეწყვიტეთ ამიტრიპტილინი-გრინდექსის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ მე-4 ნაწილში აღწერილ ამ სერიოზულ კანის რეაქციებთან დაკავშირებულ რომელიმე სიმპტომს.

ამიტრიპტილინის მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს გულის რიტმის დარღვევები და ჰიპოტენზია. ეს ასევე შეიძლება განვითარდეს ჩვეულებრივი დოზების გამოყენებისას, თუ გაქვთ გულის დაავადება.

გახანგრძლივებული QT ინტერვალი

ამიტრიპტილინ-გრინდექსის გამოყენებისას აღწერილია გულის პრობლემა, რომელსაც ეწოდება „QT ინტერვალის გახანგრძლივება“ (რაც ნაჩვენებია ელექტროკარდიოგრამაზე, ეკგ-ზე) და გულის რიტმის დარღვევები (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა). აცნობეთ ექიმს, თუ:

გაქვთ სუსტი პულსი;

გაქვთ ან გქონიათ პრობლემა, როდესაც გული ვერ ახერხებს სისხლის სწორად გადატუმბვას მთელ სხეულში (მდგომარეობა, რომელსაც გულის უკმარისობა ეწოდება),

იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს გულის პრობლემები, ან

გაქვთ პრობლემა, რომელიც იწვევს კალიუმის ან მაგნიუმის დაბალ დონეს ან კალიუმის მაღალ დონეს სისხლში,

დაგეგმილი გაქვთ ქირურგიული ოპერაცია, რადგან ანესთეზიის მიღებამდე შეიძლება საჭირო გახდეს ამიტრიპტილინით მკურნალობის შეწყვეტა. მწვავე ოპერაციის შემთხვევაში, ანესთეზიოლოგი უნდა იყოს ინფორმირებული ამიტრიპტილინით მკურნალობის შესახებ,

გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება ან იღებთ ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო მედიკამენტებს.

სუიციდური ფიქრები და დეპრესიის გაუარესება

თუ დეპრესიული მდგომარეობა გაქვთ, ზოგჯერ შეიძლება გაგიჩნდეთ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები. ეს ფიქრები შეიძლება გაძლიერდეს ანტიდეპრესანტების მიღების დაწყებისას, რადგან ყველა ამ მედიკამენტის მოქმედების დაწყებას სჭირდება, როგორც წესი, დაახლოებით ორი კვირა, მაგრამ ზოგჯერ უფრო მეტი დრო.

შესაძლოა, უფრო მეტად გქონდეთ შემდეგი ფიქრები:

თუ ადრე გქონიათ თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების ფიქრები;

თუ ხართ ახალგაზრდა ზრდასრული. კლინიკური კვლევებიდან მიღებული ინფორმაციით, სუიციდური ქცევის მომატებული რისკი არსებობს ახალგაზრდა (25 წლამდე ასაკის) ფსიქიატრიული დაავადებების მქონე პაციენტებში, რომლებიც ანტიდეპრესანტით მკურნალობდნენ.

თუ ნებისმიერ დროს გაგიჩნდებათ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის ფიქრები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.

შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს ნათესავისთვის ან ახლო მეგობრისთვის დეპრესიის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ამ ბროშურის წაკითხვა. შეგიძლიათ სთხოვოთ, გითხრან, ფიქრობენ თუ არა, რომ თქვენი დეპრესია ან შფოთვა უარესდება, ან ღელავენ თუ არა თქვენი ქცევის ცვლილებების გამო.

მანიის ეპიზოდები

მანიაკალურ-დეპრესიული დაავადების მქონე ზოგიერთი პაციენტი შეიძლება გადავიდეს მანიაკალურ ფაზაში. ეს ხასიათდება უხვი და სწრაფად ცვალებადი იდეებით, გადაჭარბებული სიხარულით და ზედმეტი ფიზიკური აქტივობით. ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია ექიმთან დაკავშირება, რომელიც, სავარაუდოდ, შეცვლის თქვენს მედიკამენტს.

აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ან წარსულში გქონიათ რაიმე სამედიცინო პრობლემა, განსაკუთრებით თუ გაქვთ:

ვიწრო კუთხოვანი გლაუკომა (მხედველობის დაკარგვა თვალშიდა წნევის პათოლოგიურად მომატების გამო);

ეპილეფსია, კრუნჩხვების ან გულყრების ანამნეზი;

შარდვის გაძნელება;

პროსტატის გადიდება;

ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;

ბიპოლარული აშლილობა;

შიზოფრენია;

ღვიძლის მძიმე დაავადება;

გულის მძიმე დაავადება;

პილორუსის სტენოზი (კუჭის გამოსასვლელის შევიწროება) და პარალიზური ილეუსი (ნაწლავის დახშობა);

დიაბეტი, რადგან შესაძლოა დაგჭირდეთ ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზის კორექტირება.

თუ იყენებთ ანტიდეპრესანტებს, როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (SSRI), ექიმმა შეიძლება განიხილოს თქვენი წამლის დოზის შეცვლა (იხილეთ აგრეთვე მე-2 ნაწილი სხვა მედიკამენტები და ამიტრიპტილინი-გრინდექსი და მე-3 ნაწილი).

ხანდაზმულებს უფრო მეტად აქვთ გარკვეული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა ადგომისას დაბალი არტერიული წნევის გამო (იხილეთ აგრეთვე მე-4 ნაწილი შესაძლო გვერდითი მოვლენები).

ბავშვები და მოზარდები

დეპრესია, ნეიროპათიული ტკივილი, ქრონიკული დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის და შაკიკის პროფილაქტიკა

არ მისცეთ ეს წამალი 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს ამ მკურნალობისთვის, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ღამის ენურეზი

ამიტრიპტილინით თერაპიის დაწყებამდე უნდა გაკეთდეს ელექტროკარდიოგრამა QT ინტერვალის გახანგრძლივების სინდრომის გამოსარიცხად.

ეს წამალი არ უნდა მიიღოთ ანტიქოლინერგულ პრეპარატთან ერთად (იხილეთ აგრეთვე მე-2 ნაწილი „სხვა მედიკამენტები და ამიტრიპტილინ გრინდექსი“).

სუიციდური აზრები და ქცევები შეიძლება ასევე განვითარდეს ანტიდეპრესანტებით მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დეპრესიის გარდა სხვა დაავადებების დროს; ამიტომ, ენურეზის მქონე პაციენტების მკურნალობისას უნდა დაიცვათ იგივე სიფრთხილის ზომები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის მქონე პაციენტების მკურნალობის დროს.

სხვა მედიკამენტები და ამიტრიპტილინი-გრინდექსი

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე და ზოგჯერ ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები.

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა მედიკამენტებს, მაგალითად:

მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOI), მაგ. ფენელზინი, იპრონიაზიდი, იზოკარბოქსაზიდი, ნიალამიდი ან ტრანილციპრომინი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) ან სელეგილინი (გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ). ეს პრეპარატები არ უნდა მიიღოთ ამიტრიპტილინი-გრინდექსთან ერთად (იხილეთ მე-2 ნაწილი „არ მიიღოთ ამიტრიპტილინი- გრინდექსი“);

ადრენალინი, ეფედრინი, იზოპრენალინი, ნორადრენალინი, ფენილეფრინი და ფენილპროპანოლამინი (ისინი შეიძლება იყოს ხველის ან გაციების სამკურნალო საშუალებებში და ზოგიერთ ანესთეტიკში);

მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები, მაგალითად, კალციუმის არხის ბლოკატორები (მაგ. დილთიაზემი და ვერაპამილი), გუანეთიდინი, ბეტანიდინი, კლონიდინი, რეზერპინი და მეთილდოფა;

ანტიქოლინერგული მედიკამენტები, როგორიცაა პარკინსონის დაავადების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების სამკურნალო გარკვეული პრეპარატები (მაგ. ატროპინი, ჰიოსციამინი);

თიორიდაზინი (გამოიყენება შიზოფრენიის სამკურნალოდ);

ტრამადოლი (ტკივილგამაყუჩებელი);

სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. ფლუკონაზოლი, ტერბინაფინი, კეტოკონაზოლი და იტრაკონაზოლი);

სედაციური საშუალებები (მაგ. ბარბიტურატები);

ანტიდეპრესანტები (მაგ. SSRI-ები (ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, ფლუვოქსამინი), დულოქსეტინი და ბუპროპიონი);

გულის გარკვეული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. ბეტა-ბლოკატორები და ანტიარითმული საშუალებები) ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები;

ციმეტიდინი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ);

მეთილფენიდატი (გამოიყენება ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომის - ADHD სამკურნალოდ);

რიტონავირი (გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ);

პერორალური კონტრაცეპტივები;

რიფამპიცინი (ინფექციების სამკურნალოდ);

ფენიტოინი და კარბამაზეპინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ);

კრაზანა (Hypericum perforatum) - მცენარეული საშუალება, რომელიც გამოიყენება დეპრესიის დროს;

ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო საშუალებები;

ვალპროის მჟავა (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ).

ასევე უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ ან ბოლო დროს მიიღეთ ისეთი მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ გულის რიტმზე, მაგ.:

არარეგულარული გულისცემის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. ქინიდინი და სოტალოლი);

ასტემიზოლი და ტერფენადინი (გამოიყენება ალერგიის და თივის ცხელების სამკურნალოდ);

ზოგიერთი ფსიქიკური დაავადების სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. პიმოზიდი და სერტინდოლი);

ცისაპრიდი (გამოიყენება საჭმლის მონელების დარღვევის გარკვეული ტიპების სამკურნალოდ);

ჰალოფანტრინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ);

მეტადონი (გამოიყენება ტკივილის სამკურნალოდ და დეტოქსიფიკაციისთვის);

შარდმდენები („შარდმდენი ტაბლეტები“ მაგ. ფუროსემიდი).

თუ აპირებთ ოპერაციის გაკეთებას ზოგადი ან ადგილობრივი ანესთეზიით, ამ პრეპარატის მიღების შესახებ უნდა აცნობოთ ექიმს.

ასევე, ადგილობრივი ანესთეზიის შემთხვევაში, ამ პრეპარატის მიღების შესახებ უნდა აცნობოთ სტომატოლოგს.

ამიტრიპტილინი-გრინდექსი ალკოჰოლთან ერთად

ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან ამან შეიძლება გააძლიეროს სედაციური ეფექტი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

ამიტრიპტილინის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის, თუ ექიმი ამას აუცილებლად არ ჩათვლის, და მხოლოდ სარგებლისა და რისკის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ. თუ ეს წამალი ორსულობის ბოლო პერიოდში მიიღეთ, ახალშობილს შეიძლება განუვითარდეს აბსტინენციის სიმპტომები, როგორიცაა გაღიზიანება, კუნთების დაჭიმულობის მომატება, ტრემორი, სუნთქვის დარღვევა, წოვის უნარის დაქვეითება, ხმამაღალი ტირილი, შარდის შეკავება და ყაბზობა.

თქვენი ექიმი გირჩევთ, დაიწყოთ/გააგრძელოთ/შეწყვიტოთ ძუძუთი კვება თუ შეწყვიტოთ ამ მედიკამენტის გამოყენება - იმის გათვალისწინებით, თუ რა სარგებელი მოაქვს ძუძუთი კვებას თქვენი ბავშვისთვის და თერაპიას - თქვენთვის.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების მართვა

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და თავბრუსხვევა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. თუ ეს გაწუხებთ, არ მართოთ ავტომობილი და არ იმუშაოთ ხელსაწყოებთან ან მექანიზმებთან.

ამიტრიპტილინ გრინდექსი შეიცავს ლაქტოზას და აზო საღებავ საშუალებას პონსო 4R (E124) (10 მგ ტაბლეტები) ან მზის ჩასვლა ყვითელი FCF (E110) (25 მგ ტაბლეტები)

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

აზო საღებავ საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები

  • როგორ უნდა გამოიყენოთ ამიტრიპტილინი - გრინდექსი

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტათ ისე, როგორც ეს თქვენმა ექიმმა გირჩიათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს.

ყველა ფარმაცევტული ფორმის/მოქმედების ძალის გამოყენებით ყველა დოზირების სქემის მიღწევა შეუძლებელია. საწყისი დოზებისა და შემდგომი დოზის ნებისმიერი გაზრდისთვის უნდა შეირჩეს შესაბამისი ფორმულა/სიძლიერე.

დეპრესია

მოზრდილები

რეკომენდებული საწყისი დოზაა 25 მგ დღეში ორჯერ.

პრეპარატზე რეაქციის მიხედვით, ექიმმა შეიძლება თანდათან გაზარდოს დოზა 150 მგ-მდე დღეში, გაყოფილი ორ დოზად.

ხანდაზმულები (65 წელზე მეტი ასაკის) და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტები

რეკომენდებული საწყისი დოზაა 10-25 მგ დღეში. პრეპარატზე თქვენი რეაქციის მიხედვით, ექიმმა შეიძლება თანდათან გაზარდოს დოზა 100 მგ-მდე დღიური დოზის მიღებამდე, რომელიც უნდა გაიყოს ორ დოზად.

თუ იღებთ 100-დან 150 მგ-მდე დოზას დღეში, თქვენს ექიმს შესაძლოა დასჭირდეს თქვენთან უფრო ხშირი დაკვირვება და მონიტორინგი.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ეს წამალი არ უნდა მიეცეს ბავშვებსა და მოზარდებს დეპრესიის სამკურნალოდ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მე-2 ნაწილი.

ნეიროპათიული ტკივილი, ქრონიკული დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის და შაკიკის პროფილაქტიკა

თქვენი ექიმი შეარჩევს მედიკამენტს თქვენი სიმპტომებისა და მკურნალობაზე თქვენი რეაქციის შესაბამისად.

მოზრდილები

რეკომენდებული საწყისი დოზაა 10-25 მგ საღამოს.

რეკომენდებული დღიური დოზაა 25-75 მგ.

პრეპარატზე თქვენი რეაქციის მიხედვით, ექიმმა შეიძლება თანდათან გაზარდოს დოზა. თუ დღეში იღებთ 100 მგ-ზე მეტ დოზას, შესაძლოა, ექიმს უფრო ხშირი დაკვირვება დასჭირდეს.

ექიმი გირჩევთ, მიიღოთ თუ არა დოზა დღეში ერთხელ, თუ გაყოთ ორ დოზად.

ხანდაზმულები (65 წელზე მეტი ასაკის) და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტები

რეკომენდებული საწყისი დოზაა 10-25 მგ საღამოს.

პრეპარატზე თქვენი რეაქციის მიხედვით, ექიმმა შეიძლება თანდათან გაზარდოს დოზა.

თუ იღებთ 75 მგ-ზე მეტ დოზას დღეში, ექიმს შეიძლება დასჭირდეს უფრო ხშირი მეთვალყურეობა.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ეს წამალი არ უნდა მიეცეს ბავშვებს ან მოზარდებს ნეიროპათიული ტკივილის, ქრონიკული დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის და შაკიკის პროფილაქტიკისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მე-2 ნაწილი.

ღამის ენურეზი

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

რეკომენდებული დოზები ბავშვებისთვის:

6 წლამდე ასაკის: იხილეთ მე-2 ნაწილი არ მიიღოთ ამიტრიპტილინი-გრინდექსი;

6-დან 10 წლამდე ასაკის: 10-20 მგ დღეში. ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის უნდა იქნას გამოყენებული შესაბამისი დოზირების ფორმა;

11 წლის და ზემოთ ასაკის: 25-50 მგ.

დოზა უნდა გაიზარდოს თანდათანობით.

მიიღეთ ეს წამალი დაძინებამდე 1-1½ საათით ადრე.

მკურნალობის დაწყებამდე ექიმი გადაგიღებთ გულის ელექტროკარდიოგრამას (ECG) გულისცემის შესამოწმებლად.

3 თვის შემდეგ ექიმი ხელახლა შეაფასებს თქვენს მკურნალობას და საჭიროების შემთხვევაში გადაგიღებთ ახალ ელექტროკარდიოგრამას (ECG).

არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

მაღალი რისკის მქონე პაციენტები

პაციენტები ღვიძლის დაავადებებით ან ადამიანები, რომლებსაც აქვთ შენელებული მეტაბოლიზმი, ჩვეულებრივ იღებენ უფრო დაბალ დოზებს.

თქვენმა ექიმმა შეიძლება აიღოს სისხლის ნიმუშები სისხლში ამიტრიპტილინის დონის დასადგენად (იხილეთ აგრეთვე მე-2 ნაწილი).

როგორ და როდის მივიღოთ ამიტრიპტილინი-გრინდექსი

ამ პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ტაბლეტები გადაყლაპეთ წყალთან ერთად. არ დაღეჭოთ.

მკურნალობის ხანგრძლივობა

არ შეცვალოთ მედიკამენტის დოზა ან არ შეწყვიტოთ მედიკამენტის მიღება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

დეპრესია

როგორც დეპრესიის სამკურნალო სხვა მედიკამენტების შემთხვევაში, შესაძლოა რამდენიმე კვირა დაგჭირდეთ სანამ იგრძნობთ რაიმე გაუმჯობესებას.

დეპრესიის მკურნალობისას მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და, როგორც წესი, მინიმუმ 6 თვეა. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.

განაგრძეთ ამ მედიკამენტის მიღება ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.

ძირითადი დაავადება შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს. თუ მკურნალობას ნაადრევად შეწყვეტთ, სიმპტომები შეიძლება დაბრუნდეს.

ნეიროპათიული ტკივილი, ქრონიკული დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილის და შაკიკის პროფილაქტიკა

ტკივილის შემსუბუქებას შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ გაესაუბრეთ ექიმს და განაგრძეთ ამ მედიკამენტის მიღება ექიმის მიერ რეკომენდებული დროის განმავლობაში.

ღამის ენურეზი

თქვენი ექიმი შეაფასებს, უნდა გაგრძელდეს თუ არა მკურნალობა 3 თვის შემდეგ.

თუ მიიღეთ ამიტრიპტილინი-გრინდექსის საჭიროზე მეტი დოზა,

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. ეს გააკეთეთ მაშინაც კი, თუ დისკომფორტის ან მოწამვლის ნიშნები არ არის. ექიმთან ან საავადმყოფოში მისვლისას თან იქონიეთ ამ მედიკამენტის კონტეინერი.

ჭარბი დოზირების სიმპტომებია:

გაფართოებული გუგები;

გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა;

შარდვის გაძნელება;

პირის და ენის სიმშრალე;

ნაწლავის გაუვალობა;

კრუნჩხვები;

ცხელება;

აგზნება;

დაბნეულობა;

ჰალუცინაციები;

უკონტროლო მოძრაობები;

დაბალი არტერიული წნევა, სუსტი პულსი, სიფერმკრთალე;

სუნთქვის გაძნელება;

კანის ლურჯი შეფერილობა;

გულისცემის შენელება;

ძილიანობა;

გონების დაკარგვა;

კომა;

სხვადასხვა კარდიალური სიმპტომები, როგორიცაა გულის ბლოკადა, გულის უკმარისობა, ჰიპოტენზია, კარდიოგენული შოკი, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპოკალიემია, ჰიპონატრემია.

ბავშვებში ამიტრიპტილინის დოზის გადაჭარბებას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს. ბავშვები განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან კომის, კარდიალური სიმპტომების, სუნთქვის გაძნელების, კრუნჩხვების, სისხლში ნატრიუმის დაბალი დონის, ლეთარგიის, ძილიანობის, გულისრევის, ღებინების და სისხლში შაქრის მაღალი დონის განვითარებისკენ.

თუ დაგავიწყდათ ამიტრიპტილინი-გრინდექსის მიღება

მიიღეთ პრეპარატის შემდეგი დოზა ჩვეულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.

თუ შეწყვეტთ ამიტრიპტილინი-გრინდექსის მიღებას

თქვენი ექიმი გადაწყვეტს, როდის და როგორ შეწყვიტოთ მკურნალობა, რათა თავიდან აიცილოთ ნებისმიერი უსიამოვნო სიმპტომი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს მისი უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში (მაგ., თავის ტკივილი, ცუდად ყოფნა, უძილობა და გაღიზიანება).

თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

დაუყოვნებლად შეწყვიტეთ ამიტრიპტილინი-გრინდექსის მიღება და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შენიშნავთ შემდეგ სიმპტომებს:

გავრცელებული გამონაყარი, მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით õDRESSú ანუ მედიკამენტზე მომატებული მგრძნობელობის სინდრომი). ამ გვერდითი ეფექტის სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით მისი შეფასება შეუძლებელია).

მხედველობის ხანმოკლე დაბინდვის შეტევები, ცისარტყელას მსგავსი ხედვა და თვალის ტკივილი. სანამ გააგრძელებთ მკურნალობას ამ პრეპარატით, აუცილებელია დაუყოვნებლივ ჩაგიტარდეთ თვალის გამოკვლევა. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს მწვავე გლაუკომის ნიშნები. ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტია და შესაძლოა შეეხოს 10 000-დან 1 ადამიანს.

გულის პრობლემა, რომელსაც ეწოდება „QT ინტერვალის გახანგრძლივება“ (რომელიც გამოვლინდება ელექტროკარდიოგრამაზე, ECG). ხშირი გვერდითი ეფექტია და შესაძლოა გამოუვლინდეს 10 ადამიანიდან 1-ს.

ძლიერი ყაბზობა, მუცლის შებერილობა, ცხელება და ღებინება. ამ სიმპტომების მიზეზი შეიძლება იყოს ნაწლავების გარკვეული ნაწილების პარალიზება. იშვიათი გვერდითი ეფექტია და შესაძლოა შეეხოს 1000-დან 1 ადამიანს.

კანისა და თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე). შესაძლოა ღვიძლი იყოს დაზიანებული. იშვიათი გვერდითი ეფექტია და შესაძლოა შეეხოს 1000-დან 1 ადამიანს.

სილურჯეები, სისხლდენა, სიფერმკრთალე ან ხანგრძლივი ტკივილი ყელში და ცხელება. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს პირველი ნიშნები იმისა, რომ თქვენი სისხლი ან ძვლის ტვინი შეიძლება დაზიანდეს.

სისხლზე ზემოქმედება შეიძლება იყოს სისხლის წითელი უჯრედების (რომლებსაც მთელ სხეულში ჟანგბადი გადააქვთ), თეთრი უჯრედების (რომლებიც ინფექციასთან ბრძოლაში გვეხმარებიან) და თრომბოციტების (რომლებიც სისხლის შედედებაში გვეხმარებიან) რაოდენობის შემცირება. იშვიათი გვერდითი მოვლენა, შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს.

სუიციდური აზრები ან ქცევა. იშვიათი გვერდითი ეფექტი, შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები აღწერილია შემდეგი სიხშირით:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):

ძილიანობა და (ან) მოთენთილობა;

ხელების ან სხეულის სხვა ნაწილების კანკალი;

თავბრუსხვევა;

თავის ტკივილი;

არარეგულარული, ძლიერი ან გახშირებული გულისცემა;

თავბრუსხვევა ადგომისას დაბალი არტერიული წნევის გამო (ორთოსტატული ჰიპოტენზია);

პირის სიმშრალე;

ყაბზობა;

გულისრევა;

ჭარბი ოფლიანობა;

წონაში მატება;

გაურკვეველი ან ნელი მეტყველება;

აგრესია;

ცხვირის გაჭედვა.

ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):

დაბნეულობა;

სექსუალური დარღვევები (სქესობრივი ლტოლვის შემცირება, ერექციის პრობლემები);

ყურადღების დარღვევა;

გემოს შეგრძნების ცვლილებები;

ხელებში ან ფეხებში დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება;

კოორდინაციის დარღვევა;

გაფართოებული გუგები;

გულის ბლოკადა;

დაღლილობა;

სისხლში ნატრიუმის დაბალი კონცენტრაცია;

აგზნებადობა;

შარდვის დარღვევები;

წყურვილის შეგრძნება.

არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1 ადამიანს):

აგზნება, შფოთვა, ცაძინების გაძნელება, კოშმარები;

კრუნჩხვები;

ყურებში შუილი (ტინიტუსი);

არტერიული წნევის მომატება;

დიარეა, ღებინება;

კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), სახისა და ენის შეშუპება;

შარდვის გაძნელება;

დედის რძის გამოყოფის ან რძის გამოყოფის მომატება ძუძუთი კვების გარეშე;

თვალიშიდა წნევის მომატება;

კოლაფსის მდგომარეობები;

გულის უკმარისობის გაუარესება;

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მაგ., ღვიძლის ქოლესტაზური დაავადება).

იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1,000-დან 1 ადამიანს):

მადის დაქვეითება;

დელირიუმი (განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში), ჰალუცინაციები;

გულის რიტმის ან გულისცემის რიტმის დარღვევა;

სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება;

თმის ცვენა;

მზის სხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება;

ცხელება;

წონის დაკლება;

ღვიძლის ფუნქციური ტესტების პათოლოგიური შედეგები.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10 000-დან 1 ადამიანს):

გულის კუნთის დაავადება;

შინაგანი მოუსვენრობის შეგრძნება და მუდმივი მოძრაობის აუტანელი მოთხოვნილება;

პერიფერიული ნერვების დაზიანებები;

თვალშიდა წნევის მკვეთრი მატება;

გულის რიტმის დარღვევის განსაკუთრებული ფორმები (ე.წ. torsades de pointes);

ფილტვის ალვეოლებისა და ფილტვის ქსოვილის ალერგიული ანთება.

უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის შეფასება შეუძლებელია):

მადის დაკარგვის შეგრძნება;

სისხლში შაქრის დონის მომატება ან შემცირება;

პარანოია;

მოძრაობის დარღვევები (უნებლიე მოძრაობები ან მოძრაობის შემცირება);

გულის კუნთის ჰიპერმგრძნობელობითი ანთება;

ჰეპატიტი;

წამოხურება (ალები);

თვალების სიმშრალე.

ამ ტიპის მედიკამენტების მიმღებ პაციენტებში დაფიქსირდა ძვლის მოტეხილობების მომატებული რისკი.

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, მათ შორის ამ ინსტრუქციაში მითითებული ეფექტების გარდა, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ ლიეტუვის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მედიკამენტების სახელმწიფო კონტროლის სამსახურის მითითებული ვებგვრდის https://vvkt.lrv.lt/lt/ მეშვეობით ან დარეკოთ უფასო ტელეფონის ნომერზე: 8 800 73 568. არასასურველი გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით დამატებითი ინფორმაციის მიღებას ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.

  • როგორ შევინახოთ ამიტრიპტილინი- გრინდექსი

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე „ვარგისობის ვადა“-ს შემდეგ და ბლისტერზე. ვადის გასვლის თარიღი აღნიშნავს მოცემული თვის ბოლო დღეს.

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბლისტერი გარე შეფუთვაში, რათა დაიცვათ სინათლისა და ნესტისგან.

არ გადააგდოთ წამლები გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი წამლები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ამიტრიპტილინი-გრინდექსი

აქტიური ნივთიერებაა ამიტრიპტილინი.

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ან 25 მგ ამიტრიპტილინს (ამიტრიპტილინის ჰიდროქლორიდის სახით).

სხვა ინგრედიენტებია:

10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

აპკიანი გარსი შეიცავს: კარნაუბის ცვილი, ოპადრი II ლურჯი 85 F 20753 (პონსო 4R (E124), ქინოლინის ყვითელი (E104), პოლივინილის სპირტი, ტალკი, მაკროგოლი 3000, ინდიგოკარმინი (E132), ტიტანის დიოქსიდი (E171)).

25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

აპკიანი გარსი შეიცავს: კარნაუბის ცვილი, ოპადრი II ყვითელი 85 F 22450 (ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი, ქინოლინის ყვითელი (E104), მზის ჩასვლის ყვითელი FCF (E110), პოლივინილის სპირტი, ინდიგოკარმინი (E132), მაკროგოლი 3000).

ამიტრიპტილინი-გრინდექსის გარეგნული იერი და შეფუთვის შემცველობა.

10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი არის ლურჯი, ორმხრივამოზნექილი, მრგვალი.

25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი არის ყვითელი, ორმხრივამოზნექილი, მრგვალი.

ერთი ბლისტერი შეიცავს 10 ტაბლეტს. 5 ბლისტერი (50 ტაბლეტი) მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სს გრინდეკსი.

კრუსტპილსის ქუჩა 53

რიგა, LV-1057

ლატვია

ტელ: +371 67083205

ფაქსი: +371 67083505

ელ.ფოსტა: [email protected]

ამ სამკურნალო პროდუქტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

„გრინდეკსი კალცექსი ლიეტუვა“ UAB

Kalvarijų g. 300

LT-08318 ვილნიუსი

ტელ.: +370 52101401

ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია 18/12/2024.

ამ მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ლიეტუვის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო მედიკამენტების კონტროლის სამსახურის ვებგვერდზე https://vvkt.lrv.lt/lt/.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა