ამვა დენკი 5/80მგ
Amva Denk 5/80mg
ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა. ამვა დენკი მიიღება მოზრდილ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადეკვატურად ვერ კონტროლდება ამლოდიპინით ან ვალსარტანით მონოთერაპიით. ფოზოლოგია და გამოყენების მეთოდი ფოზოლოგია ამვა დენკის რეკომენდირებული დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ამლოდიპინი (amlodipine) + ვალსარტან (valsartan)
- ფორმა და შეფუთვა
- 5მგ + 80მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (4X7)
- მწარმოებელი
- Balkanpharma Dupnitsa AD, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების და კალციუმის არხების ბლოკატორები
- ATC კოდი
- C09DB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036794
- რეგისტრირებულია
- 8 ნოემბერი 2022, მოქმედებს 8 ნოემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Denk Pharma GmbH & Co. KG (გერმანია)
- განმცხადებელი
- შპს „დენკ ფარმა კავკასია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ამვა დენკი 5/80მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა.
ამვა დენკი მიიღება მოზრდილ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადეკვატურად ვერ კონტროლდება ამლოდიპინით ან ვალსარტანით მონოთერაპიით.
ფოზოლოგია და გამოყენების მეთოდი
ფოზოლოგია
ამვა დენკის რეკომენდირებული დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში.
ამვა დენკ 5/80 მგ:
ამვა დენკ 5/80 მგ შეიძლება დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადეკვატურად ვერ კონტროლდება მხოლოდ ამლოდიპინით 5 მგ ან ვალსარტანით 80 მგ.
ამვა დენკ 5/160 მგ
ამვა დენკ 5/160 მგ შეიძლება დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადეკვატურად ვერ კონტროლდება მხოლოდ ამლოდიპინით 5 მგ ან ვალსარტანით 160 მგ.
ამვა დენკ 10/160 მგ
ამვა დენკ 10/160 მგ შეიძლება დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადეკვატურად ვერ კონტროლდება მხოლოდ ამლოდიპინით 10 მგ ან ვალსარტანით 160 მგ.
ამვა დენკის მიღება შეიძლება საჭმელთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად.
ფიქსირებული დოზის კომბინაციით შეცვლამდე, რეკომენდირებულია ინდივიდუალური დოზის ტიტრაცია კომპონენტებით (მაგ: ამლოდიპინი და ვალსარტანი). როდესაც კლინიკურად მიზანშეწონილია, შეიძლება განხილული იქნას მონოთერაპიიდან ფიქსირებული დოზის კომბინაციაზე პირდაპირი გადასვლა.
მეტი სიმარტივისთვის, პაციენტები, რომლებიც იღებენ ვალსარტანს და ამლოდიპინს დამოუკიდებელი ტაბლეტებიდან/კაფსულებიდან, შეუძლიათ გადავიდნენ ამვა დენკზე, რომელიც შეიცავს კომპონენტის იგივე დოზებს.
თირკმლის უკმარისობა
არ არსებობს ხელმისაწვდომი კლინიკური მონაცემები თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში. არ საჭიროებს დოზის კორექციას მსუბუქი და ზომიერი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის. კალიუმის და კრეატინინის დონის მონიტორინგი რეკომენდირებულია თირკმლის ზომიერი უკმარისობის დროს.
ღვიძლის უკმარისობა
ამლოდიპინი/ვალსარტანი უკუნაჩვენებია ღვიძლის მწვავე უკმარისობის პაციენტებში. (იხ. ნაწილი 4.3).
საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, როდესაც მიიღება ამლოდიპინი/ვალსარტანი ღვიძლის უკმარისობის ან ბილიარული ობსტრუქციული დარღვევების მქონდე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.4). მსუბუქი და ზომიერი ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ქოლესტაზის გარეშე, მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა არის 80 მგ ვალსარტანი. ამლოდიპინის დოზირების რეკომენდაციები არ არის დადგენილი მსუბუქი და ზომიერი ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ჰიპერტენზიული პაციენტების შემთხვევაში (იხ. ნაწილი 4.1), ამლოდიპინზე ან ამლოდიპინ/ვალსარტანზე გადასვლისას, გამოყენებული უნდა იქნას ამლოდიპინის მონოთერაპიის ან ამლოდიპინის შემცველი ყველაზე დაბალეფექტური ხელმისაწვდომი დოზა, შესაბამისად.
ხანდაზმული (65 წლის ასაკიდან)
ხანდაზმულ პაციენტებში, დოზის გაზრდისას საჭიროა სიფრთხილე. ჰიპერტენზიის მქონე ხანდაზმული პაციენტების (იხ. ნაწილი 4.1), ამლოდიპინზე ან ამლოდიპინ/ვალსარტანზე გადაყვანის შემთხვევაში, გამოიყენება ამლოდიპინის მონოთერაპია ან ამლოდიპინის შემცველობით ყველაზე დაბალეფექტური ხელმისაწვდომი დოზა, შესაბამისად.
პედიატრიული ასაკის მოსახლეობა
ამლოდიპინის/ვალსარტანის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
მიღების წესი და დოზირება
ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღება ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული რაიმეში. ეს ეხმარება პაციენტს მიიღოს საუკეთესო შედეგი და შეამციროს გვერდითი ეფექტის გამოვლენის რისკი.
ამვა-დენკ 5/80 მგ-ის სტანდარტული დოზა არის 1 გარსით დაფარული ტაბლეტი დღეში ერთჯერ.
უმჯობესია დანიშნული მედიკამენტის მიღება ყოველ დღე ერთი და იგივე დროს.
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყალთან ერთად.
ამვა დენკის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად. ამვა დენკი არ მიიღება გრეიპფრუტთან ან გრეიპფრუტის წვენთან ერთად.
იმის მიხედვით, თუ როგორი შედეგი აქვს მკურნალობას, მკურნალმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს დოზა. არ შეიძლება დანიშნული დოზის გადაჭარბება.
ამვა დენკი და ხანდაზმული პაციენტები (65 წლის ასაკიდან)
დოზის გაზრდის შემთხვევაში, მკურნალმა ექიმმა უნდა დაიცვას სიფრთხილის ზომები.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ამვა დენკის დოზის გადაჭარბება
ამვა დენკის ტაბლეტების დიდი რაოდენობით მიღებამ, ან თუ სხვამ მიიღო პაციენტისათვის განკუთვნილი ტაბლეტები, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს.
ჭარბი სითხე შეიძლება დაგროვდეს ფილტვებში (ფილტვების შეშუპება) რაც იწვევს ქოშინს, შეიძლება განვითარდეს მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ.
ამვა დენკის დოზის გამოტოვება
თუ პაციენტს დაავიწყდა ამ მედიკამენტის მიღება, უნდა მიიღოს ის გახსენებისთანავე, ხოლო შემდეგი დოზა მიიღოს ჩვეულ დროს. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, უნდა მოხდეს დავიწყებული დოზის გამოტოვება. არ შეიძლება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ გაორმაგებული დოზის მიღება.
ამვა დენკით მკურნალობის შეწყვეტა
ამვა დენკით მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის დაავადების გაუარესება. არ შეიძლება მკურნალობის შეწყვეტა მკურნალი ექიმის კონსულტაციის გარეშე.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, დიჰიდროპირიდინის წარმოებულების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 ნაწილში;
ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ბილიარული ციროზი ან ქოლესტაზი;
ამლოდიპინის/ვალსარტანის ერთდროული გამოყენება ალისკირენის შემცველ პროდუქტებთან ერთად, შაქრიანი დიაბეტის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (GFR<60 მლ/წთ/1.73 მ2) (იხ. ნაწილები 4.5 და 5.1).
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი (იხ. ნაწილები 4.4 და 4.6).
მწვავე ჰიპოტენზია.
შოკი (კარდიოგენური შოკის ჩათვლით)
მარცხენა პარკუჭის გამომავალი ტრაქტის ობსტრუქცია (მაგ: ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია და მაღალი ხარისხის აორტის სტენოზი).
ჰემოდინამიურად არასტაბილური გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ.
სიფრთხილის ზომები
ამვა დენკის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს, თუ:
პაციენტი იყო ავად (ღებინება ან დიარეა).
პაციენტს აქვს თირკმლის ან ღვიძლის მხრივ დარღვევები
პაციენტს გადანერგილი აქვს თირკმელი, ან ინფორმირებულია, რომ აქვს თირკმელის არტერიის შევიწროება
პაციენტს აქვს მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს თირკმელზედა ჯირკვალზე ე.წ. “პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი”
პაციენტს აქვს დარღვევები გულის მხრივ, ან გადატანილი აქვს გულის შეტევა. საჭიროა ექიმის მითითებების ზუსტი დაცვა საწყისი დოზის სიფრთხილით მიღებისათვის. მკურნალმა ექიმმა შეიძლება გააკონტროლოს თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლები
თუ პაციენტი ექიმის მიერ ინფორმირებულია, რომ აქვს გულის სარქველის აორტის შევიწროება (ე.წ. “აორტალური ან მიტრალური სტენოზი”) ან გულის კუნთის სისქე უჩვეულოდ გადიდებულია (ე.წ “ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია”)
სხვა მედიკამენტის მიღების დროს, პაციენტს გამოუვლინდა შეშუპება, განსაკუთრებით სახის ან ხორხის (ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორის ჩათვლით). თუ პაციენტს განუვითარდა აღნიშნული სიმპტომები, უნდა შეწყდეს ამვა დენკის მიღება და მიემართოს ექიმს დაუყოვნებლივ. პაციენტმა აღარასდროს უნდა მიიღოს ამვა დენკი.
პაციენტი ღებულობს ქვემოთ ჩამოთვლილი არტერიული წნევის დამაქვეითებელი მედიკამენტებიდან რომელიმეს:
აგფ ინჰიბიტორებს (მაგალითად: ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით, თუ პაციენტს აქვს დიაბეტთან დაკავშირებული თირკმელის მხრივ პრობლემები.
ალისკირენს.
მკურნალმა ექიმმა შეიძლება რეგულარულად გადაამოწმოს პაციენტის თირკმელის ფუნქცია, არტერიული წნევა, ელექტროლიტების (მაგალითად კალიუმი) რაოდენობა სისხლში.
იხ. პუნქტი სახელწოდებით “ამვა დენკი არ მიიღება”.
თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული ეხება პაციენტს, ამვა დენკის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
არ არის რეკომენდებული ამვა დენკის მიღება (18 წლამდე ასაკის) ბავშვებსა და მოზარდებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი ღებულობს, მიიღო ან შეიძლება მიეღო სხვა ნებისმიერი მედიკამენტი. მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაარეგულიროს დოზა და/ან მიიღოს სიფრთხილის სხვა ზომები. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს რომელიმე მედიკამენტის მიღების შეწყვეტა. ეს განსაკუთრებით ეხება ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს:
აგფ ინჰიბიტორები ან ალისკირენი (იხილეთ პუნქტი სახელწოდებით: “ამვა დენკი არ მიიღება”, “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”);
შარდმდენები (ე.წ “შარდმდენები”, რომელიც ზრდის შარდის გამოყოფას);
ლითიუმი (ზოგიერთი ტიპის დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები)
კალიუმის-დამზოგავი შარდმდენები, კალიუმის დანამატები, მარილის ნივთიერების შემცველი კალიუმი (კალიუმის მარილები) და სხვა ნივთიერებები, რომელიც ზრდის კალიუმის დონეს
ზოგიერთი ტიპის ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები ე.წ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAIDs) ან სელექციური ციკლოოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორები (COX-2 ინჰიბიტორები). მკურნალმა ექიმმა შეიძლება ასევე გააკონტროლოს თირკმლის ფუნქცია;
ანტიკონვულსანტები (მაგალითად: კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტონი, ფოსფენიტონი, პრიმიდონი);
კრაზანა;
ნიტროგლიცერინი ან სხვა ნიტრატები, ან სხვა ე.წ. “ვაზოდილატორები”;
აივ-ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (მაგალითად: რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი);
სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (მაგალითად კეტოკონაზოლი, ინტრაკონაზოლი);
ტაკროლიმუსი (ორგანიზმის იმუნური სისტემის საკონტროლო, გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტატის მისაღებად)
ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (მაგალითად რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტალითრომიცინი);
ვერაპამილი, დილთიაზემი (საგულე მედიკამენტები)
სიმვასტატინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის დონის საკონტროლოდ)
დანტროლენი (ინფუზია სხეულის პათოლოგიური ტემპერატურისათვის)
ტრანსპლანტატის უკუგდების დამცავი მედიკამენტი (ციკლოსპორინი)
ამვა დენკის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
პაციენტებმა, ვინც ღებულობს ამვა დენკს, არ უნდა მიიღონ გრეიპფრუტი და გრეიპფრუტის წვენი. ვინაიდან, გრეიპფრუტმა და გრეიპფრუტის წვენმა შეიძლება გამოიწვიონ სისხლში აქტიური ნივთიერების ამლოდიპინის დონის მომატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამვა დენკის არტერიული წნევის შემამცირებელი ეფექტის არაპროგნოზირებადი გაზრდა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი ფიქრობს რომ არის (შეიძლება რომ იყოს) ორსულად. მკურნალი ექიმი ჩვეულებრივ ურჩევს პაციენტს ამვა დენკის მიღების შეწყვეტას დაფეხმძიმებამდე, ან ორსულობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე და ურჩევს პაციენტს ამვა დენკის ნაცვლად მიიღოს სხვა მედიკამენტი. ამვა დენკი არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის ადრეულ ეტაპზე (პირველი 3 თვის) და არ შეიძლება მისი მიღება ორსულობის პირველი სამი თვის შემდეგ, რადგან პირველი სამი თვის შემდეგ მიღებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს.
ლაქტაცია
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი იმყოფება ლაქტაციის პერიოდში ან აპირებს ლაქტაციის დაწყებას. ნაჩვენებია რომ ამლოდიპინი გადადის დედის რძეში მცირე რაოდენობით.
ამვა დენკის მიღება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში მყოფი დედებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვი ახალშობილია ან დღენაკლული. მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს სხვა მკურნალობა, თუ პაციენტს სურს ლაქტაცია.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაციისათვის, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მანქანის და სხვა მოწყობილობების მართვა
ამ მედიკამენტის მიღების დროს პაციენტს შეიძლება გამოუვლინდეს თავბრუსხვევის შეგრძნება, რამაც შეიძლება იმოქმედოს კონცენტაციის უნარზე. აქედან გამომდინარე, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, თუ როგორ მოქმედებს ეს მედიკამენტი მასზე, არ შეიძლება მანქანის ან სხვა მოწყობილობების მართვა ან სხვა აქტივობები, რომელიც მოითხოვს კონცენტრაციას.
ამვა დენკი შეიცავს ნატრიუმს
მედიკამენტის თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), შეიძლება ითქვას რომ “ნატრიუმისგან თავისუფალია”.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პაციენტები, რომლებიც იღებენ ამლოდიპინს/ვალსარტანს და მართავენ სატრანსპორტო საშუალებებს ან მუშაობენ მექანიზმებთან, უნდა გაითვალისწინონ, რომ ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან დაღლილობა.
ამლოდიპინს შეუძლია მსუბუქი და ზომიერი გავლენა მოახდინოს მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე. პაციენტებს, რომლებიც იღებენ ამლოდიპინს, აღენიშნებათ თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა ან გულისრევა, შეიძლება დაქვეითდეს რეაქციის უნარი.
გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა იგი ყველას არ უვლინდება.
ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს სერიოზული და მოითხოვს დაუყოვნებლივ სამედიცინო მეთვალყურეობას.
მხოლოდ რამდენიმე პაციენტში გამოვლინდა შემდეგი სახის სერიოზული გვერდითი ეფექტები (გამოვლინდა 1,000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში).
თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ:
ალერგიული რეაქციები სიმპტომებით, როგორიც არის მაგალითად: გამონაყარი, ქავილი, სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება, სუნთქვის გართულება, დაბალი არტერიული წნევა (გულისრევის შეგრძნება, მსუბუქი თავბრუსხვევა).
ამვა დენკის სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები
ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში): გრიპი (გაციება); გაჭედილი ცხვირი, ფარინგიტი და ყლაპვის დროს დისკომფორტი; თავისტკივილი; მხრების, ხელების, ფეხების, მუხლების და ტერფების შეშუპება; დაღლილობა; ასთენია (სისუსტე); სახის ან/და კისრის სიწითლე და სითბოს შეგრძნება.
არახშრად (შეიძლება გამოვლინდეს 100 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში): თავბრუსხვევა; გულისრევა და მუცლის ტკივილი; პირის სიმშრალე; ძილიანობა, ყურებში ხმაურის შეგრძნება ან ხელების და ფეხების დაბუჟება; ვერტიგო; გულის მომატებული რითმი, მათ შორის გულისცემის შეგრძნება; ძილიანობა ფეხზე დგომისას; ხველა; დიარეა; ყაბზობა; გამონაყარი კანზე, კანის სიწითლე; სახსრების შეშუპება, ზურგის ტკივილი; სახსრების ტკივილი.
იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1,000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში): შფოთვა; ყურებში ხმაურის შეგრძნება (ტინიტუსი); თავბრუსხვევის შეგრძნება; მომატებული შარდვა ან მოშარდვის სურვილის გამძაფრება; ერექციის უუნარობა; სიმძიმის შეგრძნება; დაბალი არტერიული წნევა მაგალითად თავბრუსხვევის, პრესინკოპეს შეგრძნებით; გადაჭარბებული ოფლიანობა; გამონაყარი მთელს სხეულზე; ქავილი; კუნთის სპაზმი.
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა.
გვერდითი ეფექტები, რომლებიც გამოვლინდა მხოლოდ ამლოდიპინის ან ვალსარტანის მიღებისას და არ გამოვლინდა ორივეს კომბინაციის დროს, ან გამოვლინდა უფრო ხშირად ვიდრე კომბინაციის შემთხვევაში:
ამლოდიპინი
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილი იშვიათი ან მწვავე გვერდითი ეფექტები:
მოულოდნელი ხიხინი, ტკივილი მკერდის არეში, სუნთქვის შემოკლება ან გართულება.
ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება
ენის და ხორხის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის გართულებას.
მწვავე რეაქციები კანის მხრივ, მათ შორის ინტენსიური გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, მთელს სხეულზე კანის სიწითლე, მწვავე ქავილი, ბუშტუკები, კანის აქერცვლა და შეშუპება, ლორწოვანი გარსის ანთება (სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ან სხვა ალერგიული რეაქციები.
გულის შეტევა, გულის უჩვეულო რითმი.
პანკრეასის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის და ზურგის მწვავე ტკივილი, რასაც თან ახლავს ცუდად ყოფნის შეგრძნება.
გამოვლინდა შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები. თუ რომელიმე მათგანი გამოიწვევს პრობლემას პაციენტისათვის, ან თუ გაგრძელდა ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, უნდა მიემართოს ექიმს.
ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1 შემთხვევაში): თავბრუსხვევა, ძილიანობა, ტაქიკარდია (გულისცემის შეგრძნება); ჰიპერემია, ტერფის შეშუპება (ოედემა), მუცლის ტკივილი, ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა).
არა-ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1 შემთხვევაში):
განწყობის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, უძილობა, კანკალი, დარღვევები გემოვნების მხრივ, სინკოპე, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა; დარღვევები მხედველობის მხრივ, დაბურული მხედველობა, ყურებში ხმაურის შეგრძნება; დაბალი არტერიული წნევა; ცემინება/გაჭედილი ცხვირი, რომელიც გამოწვეულია ცხვირის გარსის ანთებით (რინიტი); დისპესია, ღებინება (ავადმყოფობა); თმის ცვენა, ჭარბოფლიანობა, კანის ქავილი, კანის გაუფერულება; დარღვევები შარდის გამოყოფის მხრივ, შარდის გამოყოფის მომატება ღამის განმავლობაში; მოშარდვის რაოდენობის გაზრდა; ერექციის უუნარობა, დისკომფორტი ან მკერდის გაზრდა მამაკაცებში, ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება, კუნთების ტკივილი, კუნთის სპაზმი, წონის მომატება ან შემცირება.
იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში):
კონფუზია.
ძალიან იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 10,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში): ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს უჩვეულო სისხლჩაქცევები ან გაადვილოს სისხლენა (სისხლის წითელი უჯრედების დაზიანება); სისხლში შაქრის დონის სიჭარბე (ჰიპერგლიკემია); ღრძილების შეშუპება, მეტეორიზმი (გასტრიტი); შეცვლილი ღვიძლის ფუნქცია, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის სიყვითლე (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტების გაზრდა, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთ სამედიცინო ანალიზის შედეგზე; კუნთის დაჭიმულობის გაზრდა; სისხლძარღვების ანთება კანის გამონაყართან ერთად, მგრძნობელობა სინათლის მიმართ; დარღვევები, რომელიც აერთიანებს არაელასტიურობას, თრთოლას და/ან მოძრაობის მხრივ დარღვევებს.
უცნობი სიხშირით: (არსებული მონაცემების საფუძველზე, სიხშირი ვერ დადგინდება)
კანკალი, ხისტი პოზა, ნიღბის მსგავსი სახე, შენელებული მოძრაობა და წაბორძიკება, გაუწონასწორებელი სიარული.
ვალსარტანი
უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ დადგინდა სიხშირე):
სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, სიცხე, ინფექციით გამოწვეული ანგინა ან ყელის და პირის ღრუს დაჩირქება; მოულოდნელი სისხლდენა ან ჰემატომები; სისხლში კალიუმის მაღალი დონე; ღვიძლის მაჩვენებლების უჩვეულო შედეგები; თირკმელის ფუნქციის შემცირება და მწვავედ შემცირება; ძირითადად სახის და ხორხის შეშუპება; კუნთების ტკივილი; გამონაყარი, იასამნისფერ-მოწითალო ლაქები; სიცხე; ქავილი; ალერგიული რეაქციები; ბუშტუკები კანზე (ე.წ ბულოზური დერმატიტის ნიშნები).
თუ გამოვლინდა რომელიმე ზემოთ აღნიშნული, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ყველა შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის აღწერილი გამოყენების აღნიშნულ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, პაციენტი დაეხმარება უფრო მეტი ინფორმაცია შეგროვდეს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
არ არსებობს ამლოდიპინი/ვალსარტანის დოზის გადაჭარბების გამოცდილება. ვალსარტანის დოზის გადაჭარბების მთავარი სიმპტომი შესაძლოა გამოიხატოს ჰიპოტენზიით, თავბრუსხვევით. ამლოდიპინის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გადაჭარბებული პერიფერიული ვაზოდილაცია და, შესაძლოა, რეფლექსური ტაქიკარდია. აღინიშნა, გამოხატული და პოტენციურად გახანგრძლივებული სისტემური ჰიპოტენზია, მათ შორის შოკი ფატალური შედეგით.
ფილტვის არა-კარდიოგენური შეშუპება იშვიათად გვხვდება ამლოდიპინის დოზის გადაჭარბების შედეგად, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს დაგვიანებით (მიღებიდან 24-48 საათი) და საჭიროებს ვენტილაციურ მხარდაჭერას. ადრეული რეანიმაციული ღონისძიებები (სითხის გადაჭარბების ჩათვლით) პერფუზიისა და გულის წუთმოცულობის შესანარჩუნებლად, შეიძლება იყოს გამომწვევი ფაქტორები.
მკურნალობა
თუ პერორალური მიღება ცოტა ხნის წინ მოხდა, შეიძლება განიხილებოდეს ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა. გააქტიურებული ნახშირის შეყვანა ჯანმრთელ მოხალისეეებში ან ამლოდიპინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ, მნიშვნელოვნად ამცირებს ამლოდიპინის შეწოვას. ამლოდიპინი/ვალსარტანის დოზის გადაჭარბების გამო, კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოტენზია საჭიროებს აქტიურ გულ-სისხლძარღვთა მხარდაჭერას, მათ შორის, გულისა და რესპირატორული ფუნქციის ხშირ მონიტორინგს, კიდურების ამაღლებას, მოცირკულირე სითხისა და შარდის გამოყოფის ყურადღებას. ვაზოკონსტრიქტორი შეიძლება სასარგებლო იყოს სისხლძარღვთა ტონუსისა და არტერიული წნევის აღსადგენად, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მისი გამოყების უკუჩვენება. კალციუმის გლუკონატის ინტრავენური შეყვანა, შეიძლება სასარგებლო იყოს კალციუმის არხის ბლოკადის ეფექტების შესაცვლელად.
ვალსარტანიც და ამლოდიპინიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიდევნოს ჰემოდიალიზით.
შემადგენლობა
რა არის ამვა დენკი და მისი გამოყენება
ამვა დენკი შეიცავს ორ ნივთიერებას ამლოდიპინს და ვალსარტანს. ორივე ეს ნივთიერება გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის საკონტროლოდ.
ამლოდიპინი მიეკუთვნება “კალციუმის არხის ბლოკატორებად” ცნობილ ნივთიერებების ჯგუფს. ამლოდიპინი აფერხებს კალციუმის გადატანას სისხლძარღვებში, რაც აფერხებს სისხლძარღვების შევიწროებას
ვალსარტანი მიეკუთვნება “ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტების” სახელით ცნობილ ნივთიერებების ჯგუფს. ანგიოტენსინ II-ის გამომუშავება ხდება ორგანიზმის მიერ და ხდება სისხლძარღვების შევიწროება, რაც იწვევს არტერიული წნევის გაზრდას.
ვალსარტანი ბლოკავს ანგიოტენსინ II-ის ეფექტს.
ეს ნიშნავს, რომ ორივე ეს ნივთიერება ხელს უწყობს სისხლძარღვების შევიწროების შეჩერებას. შედეგად ხდება სისხლძარღვების დილატაცია და არტერიული წნევა ქვეითდება.
ამვა დენკი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ მოზრდილ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა საკმარისად არ კონტროლდება მხოლოდ ამლოდიპინით ან ვალსარტანით.
რა უნდა იქნას გათვალისწინებული ამვა დენკის მიღებამდე
ამვა დენკი არ მიიღება
თუ პაციენტი ალერგიულია ამლოდიპინის ან კალციუმის სხვა ბლოკატორების მიმართ. შეიძლება გამოიწვიოს ქავილი, კანის სიწითლე ან სუნთქვის გართულება
თუ პაციენტი ალერგიულია ვალსარტანის ან ამ მედიკამენტის სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6). თუ პაციენტი ფიქრობს რომ შეიძლება იყოს ალერგიული, ამვა-დენკის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
თუ პაციენტს აქვს მწვავე პრობლემები ღვიძლის ან ნაღველის მხრივ, როგორიც არის ბილიარული ციროზი ან ქოლესტაზი.
ორსულობის პირველი სამი თვის შემდეგ. (პაციენტმა უმჯობესია ამვა დენკი არ მიიღოს ფეხმძიმობის ადრეულ ეტაპზე, იხ. პუნქტი “ორსულობა და ლაქტაცია).
პაციენტს აღენიშნება მწვავედ დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია).
თუ პაციენტს აქვს აორტის სარქველის შევიწროება (აორტალური სტენოზი) ან კარდიოგენური შოკი (მდგომარეობა, როდესაც გულს არ შეუძლია ორგანიზმისათვის საკმარისი სისხლის მიწოდება)
თუ პაციენტს აქვს გულის შეტევის შემდეგ განვითარებული გულის უკმარისობა
თუ პაციენტს აქვს დიაბეტი ან თირკმლის უკმარისობა და მკურნალობს არტერიული წნევის დამაქვეითებელი მედიკამენტით, რომელიც შეიცავს ალისკირენს
პაციენტმა არ უნდა მიიღოს ამვა დენკი, თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული ეხება მას და უნდა მიემართოს კონსულტაციისათვის ექიმს.
შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მედიკამენტი არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერზე “Exp”-ის შემდეგ. ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის ვადა: 3 წელი
ინახება 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ, თუ სამედიცინო პროდუქტზე შენიშნავთ რაიმე გარეგნულ ცვლილებას, თუ შეფუთვა დაზიანებულია ან აღინიშნება ფალსიფიკაციის ნიშნები.
არ შეიძლება რომელიმე მედიკამენტის გადაგდება სანაგვე ურნაში ან საკანალიზაციო წყალში. უნდა მიემართოს ფარმაცევტს, იმ მედიკამენტის განადგურებისათვის, რომელიც აღარ გამოიყენება. ეს ღონისძიება დაიცავს გარემოს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები; ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები (ARBs) და კალციუმის არხის ბლოკატორები. ათქ კოდი: C09DB01
ამვა დენკი (ამლოდიპინი + ვალსარტანი) აერთიანებს კომპლემენტარული მექანიზმის მქონე ორ ანტიჰიპერტენზიულ ნივთიერებას, რათა აკონოტროლოს არტერიული წნევა ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. ამლოდიპინი მიეკუთვნება კალციუმის ანტაგონისტების კლასს, ხოლო ვალსარტანი ანგიოტენზინ II ანტაგონისტების კლასს. ამ ნივთიერებების კომბინაციას აქვს ადიტიური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი და უფრო მეტად აქვეითებენ არტერიულ წნევას, ვიდრე თითოეული კომპონენტი ცალკ-ცალკე.
ამლოდიპინი/ვალსარტანი
თერაპიული დოზის ფარგლებში ამლოდიპინისა და ვალსარტანის კომბინაციის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი დოზა-დამოკიდებული და ადიტიურია. ამ კომბინაციის ერთჯერადი დოზის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი გრძელდება 24 საათის განმავლობაში.
ამლოდიპინის + ვალსარტანის ეფექტი შესწავლილია მხოლოდ ჰიპერტენზიულ პაციენტთა პოპულაციაში. ვალსარტანის ეფექტი შესწავლილია მიოკარდიუმის ინფარქტგადატანილ და გულის უკმარისობის მქონე პაციენტთა ჯგუფში. ამლოდიპინის მოქმედება შესწავლილ იქნა ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის, ვაზოსპასტიური სტენოკარდიის და ანგიოგრაფიულად დადასტულებული კორონარული არტერიული დაავადებების დროს.
ამლოდიპინი
ამვა დენკში შემავალი ამლოდიპინი აინჰიბირებს გულისა და სისხლძარღვთა გლუვ კუნთებში კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ შესვლას. ამლოდიპინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია სისხლძარღვთა გლუვ კუნთებზე მისი პირდაპირი რელაქსაციური ეფექტით, რაც იწვევს პერიფერიული ვასკულარული რეზისტენტობის და არტერიული წნევის შემცირებას. ექსპერიმენტული მონაცემებიდან სავარაუდოა, რომ ამლოდიპინინი უერთდება ორივეს – დიჰიდროპირიდინის და არა-დიჰიდროპირიდინის მისაერთებელ ადგილებს. გულის კუნთის და სისხლძარღვთა გლუვი კუნთების კუმშვადობა დამოკიდებულია უჯრედში ექსტრაცელულარული კალციუმის იონების შესვლაზე, სპეციფიკური იონების არხების საშუალებით.
ჰიპერტენზიულ პაციენტებში თერაპიული დოზის დანიშვნის შემდეგ, ამლოდიპინი ამცირებს ვაზოდილატაციას, რაც იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას როგორც დაწოლილ მდგმარეობაში, ასევე ფეხზე დგომისას. ხანგრძლივი მკურნალობისას, არტერიული წნევის დაქვეითებას თან არ ახლავს გულის რითმის ან პლაზმის კატექოლამინების დონის მნიშვნელოვანი ცვლილება.
როგორც ახალგაზრდა, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში პლაზმის კონცენტრაცია პირდაპირ კავშირშია ეფექტთან.
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ჰიპერტენზიულ პაციენტებში, ამლოდიპინის თერაპიული დოზა იწვევს თირკმლის ვასკულარული რეზისტენტობის შემცირებას და გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის და თირკმლის პლაზმის ეფექტური დინების გაზრდას, გაფილტრული ფრაქციის ცვლილების ან პროტეინურიის გარეშე.
პარკუჭის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტების მიერ ამლოდიპინის მიღების შემდეგ გამოვლინდა, რომ კალციუმის არხების სხვა ბლოკატორების მსგავსად მოსვენებისა და ვარჯიშის (ან ფეხით სიარულის) დროს მცირედ იზრდება გულის ინდექსი, რასაც არა აქვს მნიშვნელოვანი გავლენა dP/dt-ზე ან მარცხენა პარკუჭის საბოლოო დიასტოლურ წნევაზე და მოცულობაზე. ჰემოდინამიკურ კვლევებში, ჯანმრთელი ცხოველების და ადამიანების მიერ ამლოდიპინის თერაპიული დოზების მიღება არ არის დაკავშირებული ნეგატიურ ინოტროპულ ეფექტებთან, მაშინაც კი თუ ადამიანებში იგი ინიშნება ბეტა ბლოკატორებთან ერთად.
ჯანმრთელ ცხოველებსა და ადამიანებში ამლოდიპინი არ ცვლის სინოატრიალური კვანძის ფუნქციას ან ატრიოვენტრიკულურ გამტარობას. კლინიკურ კვლევებში, სადაც ამლოდიპინი ინიშნებოდა კომბინაციაში სხვა ბეტაბლოკატორებთან ერთად, ჰიპერტენზიის ან სტენოკარდიის მქონე პაციენტებში არ გამოვლენილა გვერდითი ეფექტები ელექტროკარდიოგრაფიული პარამეტრების მხრივ.
ვალსარტანი
ვალსარტანი წარმოადგენს პერორალურად აქტიურ, პოტენციურ და ანგიოტენზინ II რეცეპტორის სპეციფიკურ ანტაგონისტს. იგი სელექტიურად მოქმედებს AT1 ქვეტიპის რეცეპტორზე, რაც განაპირობებს ანგიოტენზინ II-ის ცნობილ ეფექტებს. ვალსარტანის მიერ AT1 რეცეპტორის დაბლოკვის შედეგად ანგიოტენზინ II-ის პლაზმის დონის მომატებამ, შეიძლება გამოიწვიოს AT2 ქვეტიპის თავისუფალი რეცეპტორების სტიმულაცია, რაც აბალანსირებს AT1 რეცეპტორის ეფექტს. ვალსარტანი არ ავლენს ნაწილობრივ აგონისტურ ეფექტს AT1 რეცეპტორზე ზემოქმედებისას და აქვს უფრო მეტი აფინურობა (20 000-ჯერ მეტი) AT1 რეცეპტორის, ვიდრე AT2 რეცეპტორის მიმართ.
ვალსარტანი არ აინჰიბირებს აგფ-ს, რაც ასევე ცნობილია კინაზა II-ის სახელით, რომელიც გარდაქმნის ანგიოტენზინ I-ს ანგიოტენზინ II-ად და იწვევს ბრადიკინინის დაშლას. იმის გამო, რომ იგი არ ახდენს გავლენას აგფ-ზე და არ იწვევს ბრადიკინინის და სუბსტანცია P–ს პოტენცირებას, შესაბამისად ნაკლებად სავარაუდოა რომ ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტი იწვევდეს ხველას. კლინიკურ კვლევებში, სადაც ვალსარტანი შედარებული იყო აგფ ინჰიბიტორთან, მშრალი ხველის შემთხვევები გაცილებით ნაკლები იყო (p <0.05) ვალსარტანით ნამკურნალებ პაციენტთა ჯგუფში, ვიდრე აგფ ინჰიბიტორით ნამკურნალებ პაციენტთა ჯგუფში (2.6% შედარებით 7.9%-თან, შესაბამისად). იმ პაციენტებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში, რომელთაც აგფ ინჰიბიტორის მიღებისას განუვითარდათ მშრალი ხველა, 19,5%-ს ვინც მკურნალობდა ვალსარტანით, ხოლო 19.0% ვინც იღებდა თიაზიდურ შარდმდენებს განუვითარდათ ხველა, შედარებით 68.5% პაციენტებთან, რომლებიც მკურნალობდნენ აგფ ინჰიბიტორით (p <0.05). ვალსარტანი არ უერთდება ან აბლოკირებს სხვა ჰორმონის რეცეპტორებს ან იონის არხებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კარდიოვასკულარული სისტემის რეგულაციაში.
ვალსარტანის დანიშვნა ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებისთვის, იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას, მაგრამ არ მოქმედებს პულსის სიჩქარეზე.
პაციენტთა უმეტესობაში, ერთჯერადი დოზის დანიშვნის შემდეგ, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ვლინდება 2 საათში, ხოლო მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება 4-6 საათში. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი გრძელდება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. განმეორებითი მიღებისას, ნებისმიერი დოზის დანიშვნისას არტერიულ წნევას მაქსიმალურად შემცირება აღინიშნება დაახლოებით 2-4 კვირის განმავლობაში და ეფექტი ნარჩუნდება ხანგრძლივი მკურნალობის დროს. ვალსარტანის მიღების უეცარი შეწყვეტა არ იწვევს “რიკოშეტული” ჰიპერტენზიის ან სხვა კლინიკური ეფექტის განვითარებას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ხაზოვნება
ამლოდიპინსა და ვალსარტანს ახასიათებს ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკა.
ამლოდიპინი/ვალსარტანი
ამლოდიპინი + ვალსარტანის პერორალური მიღებისას, ვალსარტანის და ამლოდიპინის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 3 და 6-8 საათში, შესაბამისად. ამლოდიპინი + ვალსარტანის შეწოვის სიჩქარე და ხარისხი ექვივალენტურია ვალსარტანის და ამლოდიპინის ბიოათვისებულობის, როდესაც ისინი ინიშნება ინდივიდუალური ტაბლეტების სახით.
ამლოდიპინი
შეწოვა:
მხოლოდ ამლოდიპინის თერაპიული დოზის პერორალურად მიღების შემდეგ, ამლოდიპინის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 6-12 საათში. აბსოლუტური ბიოათვისებულობა შეადგენს დაახლოებით 64-80%-ს. ამლოდიპინის ბიოათვისებულობაზე არ მოქმედებს საკვების მიღება.
განაწილება:
განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 21 ლ/კგ. ამლოდიპინის in vitro კვლევებში გამოვლინდა, რომ მოცირკულირე პრეპარატის დაახლოებით 97.5% მიერთებულია პლაზმის ცილებთან.
ბიოტრანსფორმაცია:
ამლოდიპინი ძლიერ მეტაბოლიზირდება ღვიძლში (დაახლოებით 90%) ინაქტიურ მეტაბოლიტამდე.
ელიმინაცია:
ამლოდიპინის ელიმინაცია პლაზმიდან ორფაზიანია, რომლის ტერმინალური ელიმინაციის ნახევრად დაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 30-50 საათს. პლაზმაში მაქსიმალური მდგომარეობა მიიღწევა მუდმივი მიღებიდან 7-8 დღის შემდეგ. ამლოდიპინის 10% და ამლოდიპინის მეტაბოლიტების 60% გამოიყოფა შარდში.
ვალსარტანი
შეწოვა:
მხოლოდ ვალსარტანის პერორალური მიღების შემდეგ, მისი მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 2-4 საათში. საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 23%-ს. საკვები ამცირებს ვალსარტანის შეწოვას (როგორც გამოთვლილია AUC–ის საშუალებით) დაახლოებით 40%-ით და პლაზმის პიკურ კონცენტრაციას (cmax) 50%-ით, თუმცა დოზის მიღებიდან 8 საათის შემდეგ, ვალსარტანის პლაზმის კონცენტრაცია მსგავსია როგორც ნაჭამ, ასევე უზმოზე მყოფ პაციენტთა ჯგუფში. თუმცა, AUC–ს შემცირებას არ ახლავს თერაპიული ეფექტის მნიშვნელოვნად შემცირება და შესაბამისად, ვალსარტანის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან, ასევე მის გარეშე.
განაწილება:
ვალსარტანის ინტრავენური შეყვანის შემდეგ, მისი სტაციონარული მდგომარეობის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 17 ლიტრს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალსარტანი ჭარბად არ ნაწილდება ქსოვილებში. ვალსარტანის დიდი რაოდენობა უერთდება შრატის ცილებს (94-97%), ძირითადად ალბუმინს.
ბიოტრანსფორმაცია:
ვალსარტანი არ განიცდის ძლიერ ტრანსფორმაციას, რადგან მიღებული დოზის მხოლოდ 20% გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით. პლაზმაში ჰიდროქსი მეტაბოლიტების კონცენტრაცია მცირეა (ვალსარტანის AUC –ს 10%-ზე ნაკლები). ეს მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად არააქტიურია.
ელიმინაცია:
ვალსარტანი ავლენს მულტიექსპოენციალურ კინეტიკას (t½α <1 სთ და t½β დაახლოებით 9 სთ). ვალსარტანი ძირითადად გამოიყოფა ფეკალური მასების (დოზის დაახლოებით 83%) და შარდის (დაახლოებით 13%) გზით, უმეტესად უცვლელი წამლის სახით. ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ვალსარტანის პლაზმის კლირენსი შეადგენს დაახლოებით 2 ლ/სთ, ხოლო მისი თირკმლისმიერი კლირენსი – 0,62 ლ/სთ (მთლიანი კლირენსის დაახლოებით 30%). ვალსარტანის ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 6 საათს.
ამვა დენკ 5/80 მგ-ის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები არის ამლოდიპინი (ამლოდიპინის ბეზილატის სახით) და ვალსარტანი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ამლოდიპინს და 80 მგ ვალსარტანს.
სხვა ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი (K-29/32), ნატრიუმის კროსკამელოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული], ჰიპრომელოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, მაკროგოლი 400.
მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია
სამედიცინო პროდუქტის გაცემის წესი არის სამედიცინო დანიშნულება
ამვა დენკ 5/80 მგ-ის აღწერილობა და შეფუთვა:
ამვა დენკ 5/80 მგ არის ოვალური ფორმის, ორმხრივამოზნექილი, ყვითელი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ჭდით ერთ მხარეს “I” და მეორე მხარეს “LD”.
ამვა დენკ 5/80 მგ ხელმისაწვდომია PVC/ PVDC/ალუმინის ბლისტერებში.
შეფუთვაში: 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:
დენკ ფარმა გმბჰ & კო.კგ
პრინცრეგენტეშტრასე. 79
81675 მიუნხენი
გერმანია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
Amva Denk 5/80 mg
ამვა დენკ 5/80 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი - პერორალურად მისაღები
კალციუმის არხის ბლოკატორი + ანგიოტენსინ II-ის ანტაგონისტი
აქტიური ნივთიერებები: ამლოდიპინი + ვალსარტანი
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ინსტრუქციის სრულად ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის საჭიროება.
თუ წარმოიშვა დამატებითი შეკითხვები, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
აღნიშნული მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის, მისი გადაცემა არ შეიძლება სხვა პირზე, ის შეიძლება საზიანო იყოს სხვისი ჯანმრთელობისათვის მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაშიც კი.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამოვლინდება, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.
რა არის აღნიშნული გამოყენების ამ ინსტრუქციაში:
რა არის ამვა დენკი და მისი გამოყენება
რა უნდა იქნას გათვალისწინებული ამვა დენკის მიღებამდე
ამვა დენკის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ამვა დენკის შენახვის წესი
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რა არის ამვა დენკი და მისი გამოყენება
ამვა დენკი შეიცავს ორ ნივთიერებას ამლოდიპინს და ვალსარტანს. ორივე ეს ნივთიერება გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის საკონტროლოდ.
ამლოდიპინი მიეკუთვნება “კალციუმის არხის ბლოკატორებად” ცნობილ ნივთიერებების ჯგუფს. ამლოდიპინი აფერხებს კალციუმის გადატანას სისხლძარღვებში, რაც აფერხებს სისხლძარღვების შევიწროებას
ვალსარტანი მიეკუთვნება “ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტების” სახელით ცნობილ ნივთიერებების ჯგუფს. ანგიოტენსინ II-ის გამომუშავება ხდება ორგანიზმის მიერ და ხდება სისხლძარღვების შევიწროება, რაც იწვევს არტერიული წნევის გაზრდას.
ვალსარტანი ბლოკავს ანგიოტენსინ II-ის ეფექტს.
ეს ნიშნავს, რომ ორივე ეს ნივთიერება ხელს უწყობს სისხლძარღვების შევიწროების შეჩერებას. შედეგად ხდება სისხლძარღვების დილატაცია და არტერიული წნევა ქვეითდება.
ამვა დენკი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ მოზრდილ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა საკმარისად არ კონტროლდება მხოლოდ ამლოდიპინით ან ვალსარტანით.
რა უნდა იქნას გათვალისწინებული ამვა დენკის მიღებამდე
ამვა დენკი არ მიიღება
თუ პაციენტი ალერგიულია ამლოდიპინის ან კალციუმის სხვა ბლოკატორების მიმართ. შეიძლება გამოიწვიოს ქავილი, კანის სიწითლე ან სუნთქვის გართულება
თუ პაციენტი ალერგიულია ვალსარტანის ან ამ მედიკამენტის სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6). თუ პაციენტი ფიქრობს რომ შეიძლება იყოს ალერგიული, ამვა-დენკის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
თუ პაციენტს აქვს მწვავე პრობლემები ღვიძლის ან ნაღველის მხრივ, როგორიც არის ბილიარული ციროზი ან ქოლესტაზი.
ორსულობის პირველი სამი თვის შემდეგ. (პაციენტმა უმჯობესია ამვა დენკი არ მიიღოს ფეხმძიმობის ადრეულ ეტაპზე, იხ. პუნქტი “ორსულობა და ლაქტაცია).
პაციენტს აღენიშნება მწვავედ დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია).
თუ პაციენტს აქვს აორტის სარქველის შევიწროება (აორტალური სტენოზი) ან კარდიოგენური შოკი (მდგომარეობა, როდესაც გულს არ შეუძლია ორგანიზმისათვის საკმარისი სისხლის მიწოდება)
თუ პაციენტს აქვს გულის შეტევის შემდეგ განვითარებული გულის უკმარისობა
თუ პაციენტს აქვს დიაბეტი ან თირკმლის უკმარისობა და მკურნალობს არტერიული წნევის დამაქვეითებელი მედიკამენტით, რომელიც შეიცავს ალისკირენს
პაციენტმა არ უნდა მიიღოს ამვა დენკი, თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული ეხება მას და უნდა მიემართოს კონსულტაციისათვის ექიმს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ამვა დენკის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს, თუ:
პაციენტი იყო ავად (ღებინება ან დიარეა).
პაციენტს აქვს თირკმლის ან ღვიძლის მხრივ დარღვევები
პაციენტს გადანერგილი აქვს თირკმელი, ან ინფორმირებულია, რომ აქვს თირკმელის არტერიის შევიწროება
პაციენტს აქვს მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს თირკმელზედა ჯირკვალზე ე.წ. “პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი”
პაციენტს აქვს დარღვევები გულის მხრივ, ან გადატანილი აქვს გულის შეტევა. საჭიროა ექიმის მითითებების ზუსტი დაცვა საწყისი დოზის სიფრთხილით მიღებისათვის. მკურნალმა ექიმმა შეიძლება გააკონტროლოს თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლები
თუ პაციენტი ექიმის მიერ ინფორმირებულია, რომ აქვს გულის სარქველის აორტის შევიწროება (ე.წ. “აორტალური ან მიტრალური სტენოზი”) ან გულის კუნთის სისქე უჩვეულოდ გადიდებულია (ე.წ “ობსტრუქციული ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია”)
სხვა მედიკამენტის მიღების დროს, პაციენტს გამოუვლინდა შეშუპება, განსაკუთრებით სახის ან ხორხის (ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორის ჩათვლით). თუ პაციენტს განუვითარდა აღნიშნული სიმპტომები, უნდა შეწყდეს ამვა დენკის მიღება და მიემართოს ექიმს დაუყოვნებლივ. პაციენტმა აღარასდროს უნდა მიიღოს ამვა დენკი.
პაციენტი ღებულობს ქვემოთ ჩამოთვლილი არტერიული წნევის დამაქვეითებელი მედიკამენტებიდან რომელიმეს:
აგფ ინჰიბიტორებს (მაგალითად: ენალაპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი), განსაკუთრებით, თუ პაციენტს აქვს დიაბეტთან დაკავშირებული თირკმელის მხრივ პრობლემები.
ალისკირენს.
მკურნალმა ექიმმა შეიძლება რეგულარულად გადაამოწმოს პაციენტის თირკმელის ფუნქცია, არტერიული წნევა, ელექტროლიტების (მაგალითად კალიუმი) რაოდენობა სისხლში.
იხ. პუნქტი სახელწოდებით “ამვა დენკი არ მიიღება”.
თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული ეხება პაციენტს, ამვა დენკის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
არ არის რეკომენდებული ამვა დენკის მიღება (18 წლამდე ასაკის) ბავშვებსა და მოზარდებში.
სხვა მედიკამენტები და ამვა-დენკი
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი ღებულობს, მიიღო ან შეიძლება მიეღო სხვა ნებისმიერი მედიკამენტი. მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაარეგულიროს დოზა და/ან მიიღოს სიფრთხილის სხვა ზომები. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს რომელიმე მედიკამენტის მიღების შეწყვეტა. ეს განსაკუთრებით ეხება ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს:
აგფ ინჰიბიტორები ან ალისკირენი (იხილეთ პუნქტი სახელწოდებით: “ამვა დენკი არ მიიღება”, “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”);
შარდმდენები (ე.წ “შარდმდენები”, რომელიც ზრდის შარდის გამოყოფას);
ლითიუმი (ზოგიერთი ტიპის დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები)
კალიუმის-დამზოგავი შარდმდენები, კალიუმის დანამატები, მარილის ნივთიერების შემცველი კალიუმი (კალიუმის მარილები) და სხვა ნივთიერებები, რომელიც ზრდის კალიუმის დონეს
ზოგიერთი ტიპის ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები ე.წ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAIDs) ან სელექციური ციკლოოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორები (COX-2 ინჰიბიტორები). მკურნალმა ექიმმა შეიძლება ასევე გააკონტროლოს თირკმლის ფუნქცია;
ანტიკონვულსანტები (მაგალითად: კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტონი, ფოსფენიტონი, პრიმიდონი);
კრაზანა;
ნიტროგლიცერინი ან სხვა ნიტრატები, ან სხვა ე.წ. “ვაზოდილატორები”;
აივ-ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (მაგალითად: რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი);
სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (მაგალითად კეტოკონაზოლი, ინტრაკონაზოლი);
ტაკროლიმუსი (ორგანიზმის იმუნური სისტემის საკონტროლო, გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტატის მისაღებად)
ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (მაგალითად რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტალითრომიცინი);
ვერაპამილი, დილთიაზემი (საგულე მედიკამენტები)
სიმვასტატინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის დონის საკონტროლოდ)
დანტროლენი (ინფუზია სხეულის პათოლოგიური ტემპერატურისათვის)
ტრანსპლანტატის უკუგდების დამცავი მედიკამენტი (ციკლოსპორინი)
ამვა დენკის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
პაციენტებმა, ვინც ღებულობს ამვა დენკს, არ უნდა მიიღონ გრეიპფრუტი და გრეიპფრუტის წვენი. ვინაიდან, გრეიპფრუტმა და გრეიპფრუტის წვენმა შეიძლება გამოიწვიონ სისხლში აქტიური ნივთიერების ამლოდიპინის დონის მომატება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამვა დენკის არტერიული წნევის შემამცირებელი ეფექტის არაპროგნოზირებადი გაზრდა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი ფიქრობს რომ არის (შეიძლება რომ იყოს) ორსულად. მკურნალი ექიმი ჩვეულებრივ ურჩევს პაციენტს ამვა დენკის მიღების შეწყვეტას დაფეხმძიმებამდე, ან ორსულობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე და ურჩევს პაციენტს ამვა დენკის ნაცვლად მიიღოს სხვა მედიკამენტი. ამვა დენკი არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის ადრეულ ეტაპზე (პირველი 3 თვის) და არ შეიძლება მისი მიღება ორსულობის პირველი სამი თვის შემდეგ, რადგან პირველი სამი თვის შემდეგ მიღებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს.
ლაქტაცია
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტი იმყოფება ლაქტაციის პერიოდში ან აპირებს ლაქტაციის დაწყებას. ნაჩვენებია რომ ამლოდიპინი გადადის დედის რძეში მცირე რაოდენობით.
ამვა დენკის მიღება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში მყოფი დედებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვი ახალშობილია ან დღენაკლული. მკურნალმა ექიმმა შეიძლება დანიშნოს სხვა მკურნალობა, თუ პაციენტს სურს ლაქტაცია.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაციისათვის, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მანქანის და სხვა მოწყობილობების მართვა
ამ მედიკამენტის მიღების დროს პაციენტს შეიძლება გამოუვლინდეს თავბრუსხვევის შეგრძნება, რამაც შეიძლება იმოქმედოს კონცენტაციის უნარზე. აქედან გამომდინარე, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, თუ როგორ მოქმედებს ეს მედიკამენტი მასზე, არ შეიძლება მანქანის ან სხვა მოწყობილობების მართვა ან სხვა აქტივობები, რომელიც მოითხოვს კონცენტრაციას.
ამვა დენკი შეიცავს ნატრიუმს
მედიკამენტის თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), შეიძლება ითქვას რომ “ნატრიუმისგან თავისუფალია”.
ამვა დენკის მიღების წესი
ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღება ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული რაიმეში. ეს ეხმარება პაციენტს მიიღოს საუკეთესო შედეგი და შეამციროს გვერდითი ეფექტის გამოვლენის რისკი.
ამვა-დენკ 5/80 მგ-ის სტანდარტული დოზა არის 1 გარსით დაფარული ტაბლეტი დღეში ერთჯერ.
უმჯობესია დანიშნული მედიკამენტის მიღება ყოველ დღე ერთი და იგივე დროს.
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყალთან ერთად.
ამვა დენკის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად. ამვა დენკი არ მიიღება გრეიპფრუტთან ან გრეიპფრუტის წვენთან ერთად.
იმის მიხედვით, თუ როგორი შედეგი აქვს მკურნალობას, მკურნალმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს დოზა. არ შეიძლება დანიშნული დოზის გადაჭარბება.
ამვა დენკი და ხანდაზმული პაციენტები (65 წლის ასაკიდან)
დოზის გაზრდის შემთხვევაში, მკურნალმა ექიმმა უნდა დაიცვას სიფრთხილის ზომები.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ამვა დენკის დოზის გადაჭარბება
ამვა დენკის ტაბლეტების დიდი რაოდენობით მიღებამ, ან თუ სხვამ მიიღო პაციენტისათვის განკუთვნილი ტაბლეტები, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს.
ჭარბი სითხე შეიძლება დაგროვდეს ფილტვებში (ფილტვების შეშუპება) რაც იწვევს ქოშინს, შეიძლება განვითარდეს მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ.
ამვა დენკის დოზის გამოტოვება
თუ პაციენტს დაავიწყდა ამ მედიკამენტის მიღება, უნდა მიიღოს ის გახსენებისთანავე, ხოლო შემდეგი დოზა მიიღოს ჩვეულ დროს. თუმცა, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, უნდა მოხდეს დავიწყებული დოზის გამოტოვება. არ შეიძლება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ გაორმაგებული დოზის მიღება.
ამვა დენკით მკურნალობის შეწყვეტა
ამვა დენკით მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის დაავადების გაუარესება. არ შეიძლება მკურნალობის შეწყვეტა მკურნალი ექიმის კონსულტაციის გარეშე.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა იგი ყველას არ უვლინდება.
ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს სერიოზული და მოითხოვს დაუყოვნებლივ სამედიცინო მეთვალყურეობას.
მხოლოდ რამდენიმე პაციენტში გამოვლინდა შემდეგი სახის სერიოზული გვერდითი ეფექტები (გამოვლინდა 1,000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში).
თუ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ:
ალერგიული რეაქციები სიმპტომებით, როგორიც არის მაგალითად: გამონაყარი, ქავილი, სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება, სუნთქვის გართულება, დაბალი არტერიული წნევა (გულისრევის შეგრძნება, მსუბუქი თავბრუსხვევა).
ამვა დენკის სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები
ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში): გრიპი (გაციება); გაჭედილი ცხვირი, ფარინგიტი და ყლაპვის დროს დისკომფორტი; თავისტკივილი; მხრების, ხელების, ფეხების, მუხლების და ტერფების შეშუპება; დაღლილობა; ასთენია (სისუსტე); სახის ან/და კისრის სიწითლე და სითბოს შეგრძნება.
არახშრად (შეიძლება გამოვლინდეს 100 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში): თავბრუსხვევა; გულისრევა და მუცლის ტკივილი; პირის სიმშრალე; ძილიანობა, ყურებში ხმაურის შეგრძნება ან ხელების და ფეხების დაბუჟება; ვერტიგო; გულის მომატებული რითმი, მათ შორის გულისცემის შეგრძნება; ძილიანობა ფეხზე დგომისას; ხველა; დიარეა; ყაბზობა; გამონაყარი კანზე, კანის სიწითლე; სახსრების შეშუპება, ზურგის ტკივილი; სახსრების ტკივილი.
იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1,000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1 შემთხვევაში): შფოთვა; ყურებში ხმაურის შეგრძნება (ტინიტუსი); თავბრუსხვევის შეგრძნება; მომატებული შარდვა ან მოშარდვის სურვილის გამძაფრება; ერექციის უუნარობა; სიმძიმის შეგრძნება; დაბალი არტერიული წნევა მაგალითად თავბრუსხვევის, პრესინკოპეს შეგრძნებით; გადაჭარბებული ოფლიანობა; გამონაყარი მთელს სხეულზე; ქავილი; კუნთის სპაზმი.
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა.
გვერდითი ეფექტები, რომლებიც გამოვლინდა მხოლოდ ამლოდიპინის ან ვალსარტანის მიღებისას და არ გამოვლინდა ორივეს კომბინაციის დროს, ან გამოვლინდა უფრო ხშირად ვიდრე კომბინაციის შემთხვევაში:
ამლოდიპინი
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილი იშვიათი ან მწვავე გვერდითი ეფექტები:
მოულოდნელი ხიხინი, ტკივილი მკერდის არეში, სუნთქვის შემოკლება ან გართულება.
ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება
ენის და ხორხის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის გართულებას.
მწვავე რეაქციები კანის მხრივ, მათ შორის ინტენსიური გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, მთელს სხეულზე კანის სიწითლე, მწვავე ქავილი, ბუშტუკები, კანის აქერცვლა და შეშუპება, ლორწოვანი გარსის ანთება (სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი) ან სხვა ალერგიული რეაქციები.
გულის შეტევა, გულის უჩვეულო რითმი.
პანკრეასის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის და ზურგის მწვავე ტკივილი, რასაც თან ახლავს ცუდად ყოფნის შეგრძნება.
გამოვლინდა შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები. თუ რომელიმე მათგანი გამოიწვევს პრობლემას პაციენტისათვის, ან თუ გაგრძელდა ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, უნდა მიემართოს ექიმს.
ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1 შემთხვევაში): თავბრუსხვევა, ძილიანობა, ტაქიკარდია (გულისცემის შეგრძნება); ჰიპერემია, ტერფის შეშუპება (ოედემა), მუცლის ტკივილი, ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა).
არა-ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1 შემთხვევაში):
განწყობის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, უძილობა, კანკალი, დარღვევები გემოვნების მხრივ, სინკოპე, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა; დარღვევები მხედველობის მხრივ, დაბურული მხედველობა, ყურებში ხმაურის შეგრძნება; დაბალი არტერიული წნევა; ცემინება/გაჭედილი ცხვირი, რომელიც გამოწვეულია ცხვირის გარსის ანთებით (რინიტი); დისპესია, ღებინება (ავადმყოფობა); თმის ცვენა, ჭარბოფლიანობა, კანის ქავილი, კანის გაუფერულება; დარღვევები შარდის გამოყოფის მხრივ, შარდის გამოყოფის მომატება ღამის განმავლობაში; მოშარდვის რაოდენობის გაზრდა; ერექციის უუნარობა, დისკომფორტი ან მკერდის გაზრდა მამაკაცებში, ტკივილი, ცუდად ყოფნის შეგრძნება, კუნთების ტკივილი, კუნთის სპაზმი, წონის მომატება ან შემცირება.
იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 1,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში):
კონფუზია.
ძალიან იშვიათად (შეიძლება გამოვლინდეს 10,000 პაციენტიდან 1 შემთხვევაში): ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს უჩვეულო სისხლჩაქცევები ან გაადვილოს სისხლენა (სისხლის წითელი უჯრედების დაზიანება); სისხლში შაქრის დონის სიჭარბე (ჰიპერგლიკემია); ღრძილების შეშუპება, მეტეორიზმი (გასტრიტი); შეცვლილი ღვიძლის ფუნქცია, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის სიყვითლე (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტების გაზრდა, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთ სამედიცინო ანალიზის შედეგზე; კუნთის დაჭიმულობის გაზრდა; სისხლძარღვების ანთება კანის გამონაყართან ერთად, მგრძნობელობა სინათლის მიმართ; დარღვევები, რომელიც აერთიანებს არაელასტიურობას, თრთოლას და/ან მოძრაობის მხრივ დარღვევებს.
უცნობი სიხშირით: (არსებული მონაცემების საფუძველზე, სიხშირი ვერ დადგინდება)
კანკალი, ხისტი პოზა, ნიღბის მსგავსი სახე, შენელებული მოძრაობა და წაბორძიკება, გაუწონასწორებელი სიარული.
ვალსარტანი
უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ დადგინდა სიხშირე):
სისხლის წითელი უჯრედების შემცირება, სიცხე, ინფექციით გამოწვეული ანგინა ან ყელის და პირის ღრუს დაჩირქება; მოულოდნელი სისხლდენა ან ჰემატომები; სისხლში კალიუმის მაღალი დონე; ღვიძლის მაჩვენებლების უჩვეულო შედეგები; თირკმელის ფუნქციის შემცირება და მწვავედ შემცირება; ძირითადად სახის და ხორხის შეშუპება; კუნთების ტკივილი; გამონაყარი, იასამნისფერ-მოწითალო ლაქები; სიცხე; ქავილი; ალერგიული რეაქციები; ბუშტუკები კანზე (ე.წ ბულოზური დერმატიტის ნიშნები).
თუ გამოვლინდა რომელიმე ზემოთ აღნიშნული, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი ეფექტი, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება ყველა შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის აღწერილი გამოყენების აღნიშნულ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, პაციენტი დაეხმარება უფრო მეტი ინფორმაცია შეგროვდეს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
ამვა-დენკ-ის შენახვის წესი
ეს მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მედიკამენტი არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერზე “Exp”-ის შემდეგ. ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის ვადა: 3 წელი
ინახება 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ, თუ სამედიცინო პროდუქტზე შენიშნავთ რაიმე გარეგნულ ცვლილებას, თუ შეფუთვა დაზიანებულია ან აღინიშნება ფალსიფიკაციის ნიშნები.
არ შეიძლება რომელიმე მედიკამენტის გადაგდება სანაგვე ურნაში ან საკანალიზაციო წყალში. უნდა მიემართოს ფარმაცევტს, იმ მედიკამენტის განადგურებისათვის, რომელიც აღარ გამოიყენება. ეს ღონისძიება დაიცავს გარემოს.
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები; ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები (ARBs) და კალციუმის არხის ბლოკატორები. ათქ კოდი: C09DB01
ამვა დენკი (ამლოდიპინი + ვალსარტანი) აერთიანებს კომპლემენტარული მექანიზმის მქონე ორ ანტიჰიპერტენზიულ ნივთიერებას, რათა აკონოტროლოს არტერიული წნევა ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. ამლოდიპინი მიეკუთვნება კალციუმის ანტაგონისტების კლასს, ხოლო ვალსარტანი ანგიოტენზინ II ანტაგონისტების კლასს. ამ ნივთიერებების კომბინაციას აქვს ადიტიური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი და უფრო მეტად აქვეითებენ არტერიულ წნევას, ვიდრე თითოეული კომპონენტი ცალკ-ცალკე.
ამლოდიპინი/ვალსარტანი
თერაპიული დოზის ფარგლებში ამლოდიპინისა და ვალსარტანის კომბინაციის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი დოზა-დამოკიდებული და ადიტიურია. ამ კომბინაციის ერთჯერადი დოზის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი გრძელდება 24 საათის განმავლობაში.
ამლოდიპინის + ვალსარტანის ეფექტი შესწავლილია მხოლოდ ჰიპერტენზიულ პაციენტთა პოპულაციაში. ვალსარტანის ეფექტი შესწავლილია მიოკარდიუმის ინფარქტგადატანილ და გულის უკმარისობის მქონე პაციენტთა ჯგუფში. ამლოდიპინის მოქმედება შესწავლილ იქნა ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის, ვაზოსპასტიური სტენოკარდიის და ანგიოგრაფიულად დადასტულებული კორონარული არტერიული დაავადებების დროს.
ამლოდიპინი
ამვა დენკში შემავალი ამლოდიპინი აინჰიბირებს გულისა და სისხლძარღვთა გლუვ კუნთებში კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ შესვლას. ამლოდიპინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია სისხლძარღვთა გლუვ კუნთებზე მისი პირდაპირი რელაქსაციური ეფექტით, რაც იწვევს პერიფერიული ვასკულარული რეზისტენტობის და არტერიული წნევის შემცირებას. ექსპერიმენტული მონაცემებიდან სავარაუდოა, რომ ამლოდიპინინი უერთდება ორივეს – დიჰიდროპირიდინის და არა-დიჰიდროპირიდინის მისაერთებელ ადგილებს. გულის კუნთის და სისხლძარღვთა გლუვი კუნთების კუმშვადობა დამოკიდებულია უჯრედში ექსტრაცელულარული კალციუმის იონების შესვლაზე, სპეციფიკური იონების არხების საშუალებით.
ჰიპერტენზიულ პაციენტებში თერაპიული დოზის დანიშვნის შემდეგ, ამლოდიპინი ამცირებს ვაზოდილატაციას, რაც იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას როგორც დაწოლილ მდგმარეობაში, ასევე ფეხზე დგომისას. ხანგრძლივი მკურნალობისას, არტერიული წნევის დაქვეითებას თან არ ახლავს გულის რითმის ან პლაზმის კატექოლამინების დონის მნიშვნელოვანი ცვლილება.
როგორც ახალგაზრდა, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში პლაზმის კონცენტრაცია პირდაპირ კავშირშია ეფექტთან.
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ჰიპერტენზიულ პაციენტებში, ამლოდიპინის თერაპიული დოზა იწვევს თირკმლის ვასკულარული რეზისტენტობის შემცირებას და გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის და თირკმლის პლაზმის ეფექტური დინების გაზრდას, გაფილტრული ფრაქციის ცვლილების ან პროტეინურიის გარეშე.
პარკუჭის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტების მიერ ამლოდიპინის მიღების შემდეგ გამოვლინდა, რომ კალციუმის არხების სხვა ბლოკატორების მსგავსად მოსვენებისა და ვარჯიშის (ან ფეხით სიარულის) დროს მცირედ იზრდება გულის ინდექსი, რასაც არა აქვს მნიშვნელოვანი გავლენა dP/dt-ზე ან მარცხენა პარკუჭის საბოლოო დიასტოლურ წნევაზე და მოცულობაზე. ჰემოდინამიკურ კვლევებში, ჯანმრთელი ცხოველების და ადამიანების მიერ ამლოდიპინის თერაპიული დოზების მიღება არ არის დაკავშირებული ნეგატიურ ინოტროპულ ეფექტებთან, მაშინაც კი თუ ადამიანებში იგი ინიშნება ბეტა ბლოკატორებთან ერთად.
ჯანმრთელ ცხოველებსა და ადამიანებში ამლოდიპინი არ ცვლის სინოატრიალური კვანძის ფუნქციას ან ატრიოვენტრიკულურ გამტარობას. კლინიკურ კვლევებში, სადაც ამლოდიპინი ინიშნებოდა კომბინაციაში სხვა ბეტაბლოკატორებთან ერთად, ჰიპერტენზიის ან სტენოკარდიის მქონე პაციენტებში არ გამოვლენილა გვერდითი ეფექტები ელექტროკარდიოგრაფიული პარამეტრების მხრივ.
ვალსარტანი
ვალსარტანი წარმოადგენს პერორალურად აქტიურ, პოტენციურ და ანგიოტენზინ II რეცეპტორის სპეციფიკურ ანტაგონისტს. იგი სელექტიურად მოქმედებს AT1 ქვეტიპის რეცეპტორზე, რაც განაპირობებს ანგიოტენზინ II-ის ცნობილ ეფექტებს. ვალსარტანის მიერ AT1 რეცეპტორის დაბლოკვის შედეგად ანგიოტენზინ II-ის პლაზმის დონის მომატებამ, შეიძლება გამოიწვიოს AT2 ქვეტიპის თავისუფალი რეცეპტორების სტიმულაცია, რაც აბალანსირებს AT1 რეცეპტორის ეფექტს. ვალსარტანი არ ავლენს ნაწილობრივ აგონისტურ ეფექტს AT1 რეცეპტორზე ზემოქმედებისას და აქვს უფრო მეტი აფინურობა (20 000-ჯერ მეტი) AT1 რეცეპტორის, ვიდრე AT2 რეცეპტორის მიმართ.
ვალსარტანი არ აინჰიბირებს აგფ-ს, რაც ასევე ცნობილია კინაზა II-ის სახელით, რომელიც გარდაქმნის ანგიოტენზინ I-ს ანგიოტენზინ II-ად და იწვევს ბრადიკინინის დაშლას. იმის გამო, რომ იგი არ ახდენს გავლენას აგფ-ზე და არ იწვევს ბრადიკინინის და სუბსტანცია P–ს პოტენცირებას, შესაბამისად ნაკლებად სავარაუდოა რომ ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტი იწვევდეს ხველას. კლინიკურ კვლევებში, სადაც ვალსარტანი შედარებული იყო აგფ ინჰიბიტორთან, მშრალი ხველის შემთხვევები გაცილებით ნაკლები იყო (p <0.05) ვალსარტანით ნამკურნალებ პაციენტთა ჯგუფში, ვიდრე აგფ ინჰიბიტორით ნამკურნალებ პაციენტთა ჯგუფში (2.6% შედარებით 7.9%-თან, შესაბამისად). იმ პაციენტებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში, რომელთაც აგფ ინჰიბიტორის მიღებისას განუვითარდათ მშრალი ხველა, 19,5%-ს ვინც მკურნალობდა ვალსარტანით, ხოლო 19.0% ვინც იღებდა თიაზიდურ შარდმდენებს განუვითარდათ ხველა, შედარებით 68.5% პაციენტებთან, რომლებიც მკურნალობდნენ აგფ ინჰიბიტორით (p <0.05). ვალსარტანი არ უერთდება ან აბლოკირებს სხვა ჰორმონის რეცეპტორებს ან იონის არხებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კარდიოვასკულარული სისტემის რეგულაციაში.
ვალსარტანის დანიშვნა ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებისთვის, იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას, მაგრამ არ მოქმედებს პულსის სიჩქარეზე.
პაციენტთა უმეტესობაში, ერთჯერადი დოზის დანიშვნის შემდეგ, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ვლინდება 2 საათში, ხოლო მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება 4-6 საათში. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი გრძელდება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. განმეორებითი მიღებისას, ნებისმიერი დოზის დანიშვნისას არტერიულ წნევას მაქსიმალურად შემცირება აღინიშნება დაახლოებით 2-4 კვირის განმავლობაში და ეფექტი ნარჩუნდება ხანგრძლივი მკურნალობის დროს. ვალსარტანის მიღების უეცარი შეწყვეტა არ იწვევს “რიკოშეტული” ჰიპერტენზიის ან სხვა კლინიკური ეფექტის განვითარებას.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ხაზოვნება
ამლოდიპინსა და ვალსარტანს ახასიათებს ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკა.
ამლოდიპინი/ვალსარტანი
ამლოდიპინი + ვალსარტანის პერორალური მიღებისას, ვალსარტანის და ამლოდიპინის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 3 და 6-8 საათში, შესაბამისად. ამლოდიპინი + ვალსარტანის შეწოვის სიჩქარე და ხარისხი ექვივალენტურია ვალსარტანის და ამლოდიპინის ბიოათვისებულობის, როდესაც ისინი ინიშნება ინდივიდუალური ტაბლეტების სახით.
ამლოდიპინი
შეწოვა:
მხოლოდ ამლოდიპინის თერაპიული დოზის პერორალურად მიღების შემდეგ, ამლოდიპინის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 6-12 საათში. აბსოლუტური ბიოათვისებულობა შეადგენს დაახლოებით 64-80%-ს. ამლოდიპინის ბიოათვისებულობაზე არ მოქმედებს საკვების მიღება.
განაწილება:
განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 21 ლ/კგ. ამლოდიპინის in vitro კვლევებში გამოვლინდა, რომ მოცირკულირე პრეპარატის დაახლოებით 97.5% მიერთებულია პლაზმის ცილებთან.
ბიოტრანსფორმაცია:
ამლოდიპინი ძლიერ მეტაბოლიზირდება ღვიძლში (დაახლოებით 90%) ინაქტიურ მეტაბოლიტამდე.
ელიმინაცია:
ამლოდიპინის ელიმინაცია პლაზმიდან ორფაზიანია, რომლის ტერმინალური ელიმინაციის ნახევრად დაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 30-50 საათს. პლაზმაში მაქსიმალური მდგომარეობა მიიღწევა მუდმივი მიღებიდან 7-8 დღის შემდეგ. ამლოდიპინის 10% და ამლოდიპინის მეტაბოლიტების 60% გამოიყოფა შარდში.
ვალსარტანი
შეწოვა:
მხოლოდ ვალსარტანის პერორალური მიღების შემდეგ, მისი მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 2-4 საათში. საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 23%-ს. საკვები ამცირებს ვალსარტანის შეწოვას (როგორც გამოთვლილია AUC–ის საშუალებით) დაახლოებით 40%-ით და პლაზმის პიკურ კონცენტრაციას (cmax) 50%-ით, თუმცა დოზის მიღებიდან 8 საათის შემდეგ, ვალსარტანის პლაზმის კონცენტრაცია მსგავსია როგორც ნაჭამ, ასევე უზმოზე მყოფ პაციენტთა ჯგუფში. თუმცა, AUC–ს შემცირებას არ ახლავს თერაპიული ეფექტის მნიშვნელოვნად შემცირება და შესაბამისად, ვალსარტანის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან, ასევე მის გარეშე.
განაწილება:
ვალსარტანის ინტრავენური შეყვანის შემდეგ, მისი სტაციონარული მდგომარეობის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 17 ლიტრს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალსარტანი ჭარბად არ ნაწილდება ქსოვილებში. ვალსარტანის დიდი რაოდენობა უერთდება შრატის ცილებს (94-97%), ძირითადად ალბუმინს.
ბიოტრანსფორმაცია:
ვალსარტანი არ განიცდის ძლიერ ტრანსფორმაციას, რადგან მიღებული დოზის მხოლოდ 20% გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით. პლაზმაში ჰიდროქსი მეტაბოლიტების კონცენტრაცია მცირეა (ვალსარტანის AUC –ს 10%-ზე ნაკლები). ეს მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად არააქტიურია.
ელიმინაცია:
ვალსარტანი ავლენს მულტიექსპოენციალურ კინეტიკას (t½α <1 სთ და t½β დაახლოებით 9 სთ). ვალსარტანი ძირითადად გამოიყოფა ფეკალური მასების (დოზის დაახლოებით 83%) და შარდის (დაახლოებით 13%) გზით, უმეტესად უცვლელი წამლის სახით. ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ვალსარტანის პლაზმის კლირენსი შეადგენს დაახლოებით 2 ლ/სთ, ხოლო მისი თირკმლისმიერი კლირენსი – 0,62 ლ/სთ (მთლიანი კლირენსის დაახლოებით 30%). ვალსარტანის ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 6 საათს.
ამვა დენკ 5/80 მგ-ის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები არის ამლოდიპინი (ამლოდიპინის ბეზილატის სახით) და ვალსარტანი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ამლოდიპინს და 80 მგ ვალსარტანს.
სხვა ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი (K-29/32), ნატრიუმის კროსკამელოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული], ჰიპრომელოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, მაკროგოლი 400.
მიწოდების ზოგადი კლასიფიკაცია
სამედიცინო პროდუქტის გაცემის წესი არის სამედიცინო დანიშნულება
ამვა დენკ 5/80 მგ-ის აღწერილობა და შეფუთვა:
ამვა დენკ 5/80 მგ არის ოვალური ფორმის, ორმხრივამოზნექილი, ყვითელი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ჭდით ერთ მხარეს “I” და მეორე მხარეს “LD”.
ამვა დენკ 5/80 მგ ხელმისაწვდომია PVC/ PVDC/ალუმინის ბლისტერებში.
შეფუთვაში: 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:
დენკ ფარმა გმბჰ & კო.კგ
პრინცრეგენტეშტრასე. 79
81675 მიუნხენი
გერმანია
მწარმოებელი
ბალკანფარმა დუპნიცა ად
სამოკოვსკო ხოსე ქ. 3
დუპნიცა, 2600
ბულგარეთი
ეს ინსტრუქცია ბოლოს გადაიხედა 12/2022.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


