ამვა დენკი 10/160მგ
Amva Denk 10/160mg
ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა. ამვა დენკი მიიღება მოზრდილ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადეკვატურად ვერ კონტროლდება ამლოდიპინის ან ვალსარტანის მონოთერაპიით. ფოზოლოგია და გამოყენების მეთოდი ფოზოლოგია ამვა დენკის რეკომენდირებული დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ამლოდიპინი (amlodipine) + ვალსარტან (valsartan)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ + 160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (4X7)
- მწარმოებელი
- Balkanpharma Dupnitsa AD, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების და კალციუმის არხების ბლოკატორები
- ATC კოდი
- C09DB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036209
- რეგისტრირებულია
- 17 აგვისტო 2022, მოქმედებს 17 აგვისტო 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Denk Pharma GmbH & Co.KG (გერმანია)
- განმცხადებელი
- შპს „დენკ ფარმა კავკასია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ამვა დენკი 10/160მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა.
ამვა დენკი მიიღება მოზრდილ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადეკვატურად ვერ კონტროლდება ამლოდიპინის ან ვალსარტანის მონოთერაპიით.
ფოზოლოგია და გამოყენების მეთოდი
ფოზოლოგია
ამვა დენკის რეკომენდირებული დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში.
ამვა დენკ 5/80 მგ:
ამვა დენკ 5/80 მგ შეიძლება დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადეკვატურად ვერ კონტროლდება მხოლოდ ამლოდიპინით 5 მგ ან ვალსარტანით 80 მგ.
ამვა დენკ 5/160 მგ
ამვა დენკ 5/160 მგ შეიძლება დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადეკვატურად ვერ კონტროლდება მხოლოდ ამლოდიპინით 5 მგ ან ვალსარტანით 160 მგ.
ამვა დენკ 10/160 მგ
ამვა დენკ 10/160 მგ შეიძლება დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადეკვატურად ვერ კონტროლდება მხოლოდ ამლოდიპინით 10 მგ ან ვალსარტანით 160 მგ.
ამვა დენკის მიღება შეიძლება საჭმელთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად.
ფიქსირებული დოზის კომბინაციით შეცვლამდე, რეკომენდირებულია ინდივიდუალური დოზის ტიტრაცია კომპონენტებით (მაგ: ამლოდიპინი და ვალსარტანი). როდესაც კლინიკურად მიზანშეწონილია, შეიძლება განხილული იქნას მონოთერაპიიდან ფიქსირებული დოზის კომბინაციაზე პირდაპირი გადასვლა.
მეტი სიმარტივისთვის, პაციენტებს რომლებიც იღებენ ვალსარტანს და ამლოდიპინს, დამოუკიდებელი ტაბლეტებიდან/კაფსულებიდან შეუძლიათ გადავიდნენ ამვა დენკზე, რომელიც შეიცავს კომპონენტის იგივე დოზებს.
თირკმლის უკმარისობა
არ არსებობს ხელმისაწვდომი კლინიკური მონაცემები თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. არ საჭიროებს დოზის კორექციას მსუბუქი და ზომიერი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის. კალიუმის და კრეატინინის დონის მონიტორინგი რეკომენდირებულია თირკმლის ზომიერი უკმარისობის დროს.
ღვიძლის უკმარისობა
ამლოდიპინი/ვალსარტანი უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე უკმარისობის პაციენტებში. (იხ. ნაწილი 4.3).
საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, როდესაც მიიღება ამლოდიპინი/ვალსარტანი ღვიძლის უკმარისობის ან ბილიარული ობსტრუქციული დარღვევების მქონდე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.4). მსუბუქი და ზომიერი ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ქოლესტაზის გარეშე, მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა არის 80 მგ ვალსარტანი. ამლოდიპინის დოზირების რეკომენდაციები არ არის დადგენილი მსუბუქი და ზომიერი ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ჰიპერტენზიული პაციენტების შემთხვევაში (იხ. ნაწილი 4.1), ამლოდიპინზე ან ამლოდიპინ/ვალსარტანზე გადასვლისას, გამოყენებული უნდა იქნას ამლოდიპინის მონოთერაპიის ან ამლოდიპინის შემცველი ყველაზე დაბალეფექტური ხელმისაწვდომი დოზა, შესაბამისად.
ხანდაზმული (65 წლის ასაკიდან)
ხანდაზმულ პაციენტებში, დოზის გაზრდისას საჭიროა სიფრთხილე. ჰიპერტენზიის მქონე ხანდაზმული პაციენტების (იხ. ნაწილი 4.1), ამლოდიპინზე ან ამლოდიპინ/ვალსარტანზე გადაყვანის შემთხვევაში, გამოიყენება ამლოდიპინის მონოთერაპია ან ამლოდიპინის შემცველობით ყველაზე დაბალეფექტური ხელმისაწვდომი დოზა, შესაბამისად.
პედიატრიული ასაკის მოსახლეობა
ამლოდიპინის/ვალსარტანის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
მიღების წესი და დოზირება
პერორალურად მისაღები.
რეკომენდირებულია აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის მიღება წყლის მიყოლებით.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, დიჰიდროპირიდინის წარმოებულების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 ნაწილში.
ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ბილიარული ციროზი ან ქოლესტაზი.
ამლოდიპინის/ვალსარტანის ერთდროული გამოყენება ალისკირენის შემცველ პროდუქტებთან ერთად, შაქრიანი დიაბეტის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (GFR<60 მლ/წთ/1.73 მ2) (იხ. ნაწილები 4.5 და 5.1).
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი (იხ. ნაწილები 4.4 და 4.6).
მძიმე ჰიპოტენზია.
შოკი (კარდიოგენური შოკის ჩათვლით).
მარცხენა პარკუჭის გამომავალი ტრაქტის ობსტრუქცია (მაგ: ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია და მაღალი ხარისხის აორტის სტენოზი).
ჰემოდინამიკურად არასტაბილური გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ.
სიფრთხილის ზომები
ამლოდიპინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა პიპერტონული კრიზისის დროს დადგენილი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
კომბინაციის მიმართ ზოგადი ურთიერთქმედება
ამლოდიპინი/ვალსარტანით და სხვა სამკურნალო საშუალებებით წამლის ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
კომბინირებული თერაპიის დროს გასათვალისწინებელია
სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები
ხშირად გამოყენებულმა ანტიჰიპერტენზიულმა საშუალებებმა (მაგ: ალფა ბლოკატორები, შარდმდენები) და სხვა სამკურნალო საშუალებებმა, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერტენზიული გვერდითი ეფექტები (მაგ: ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ალფა ბლოკატორები პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ), შესაძლოა გაზარდონ კომბინაციის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი.
ამლოდიპინთან დაკავშირებული ურთიერთქმედება
არ არის რეკომენდებული ერთდროული მიღება
გრეიფრუტი ან გრეიფრუტის წვენი
ამლოდიპინის მიღება გრეიფრუტთან ან გრეიფრუტის წვენთან ერთად არ არის რეკომენდებული, რადგან ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გაიზარდოს ბიოშეღწევადობა, რის შედეგადაც იზრდება არტერიული წნევის დაქვეითების ეფექტი.
კომბინირებული თერაპიის შემთხვევაში სიფრთხილის ზომების მიღებაა საჭირო
CYP3A4 ინჰიბიტორები
ამლოდიპინის ერთდროულად მიღებამ ძლიერ და ზომიერ CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთად (პროტეაზას ინჰიბიტორები, აზოლის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, მაკროლიდები, როგორიცაა ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი, ვერაპამილი ან დილთიაზემი) შეიძლება გამოიწვიოს ამლოდიპინის ექსპოზიციის მნიშვნელოვანი ზრდა. ამ ფარმაკოკინეტიკური ვარიაციების კლინიკური თარგმანი შეიძლება უფრო გამოიხატოს ხანდაზმულებში. ამრიგად, შეიძლება საჭირო გახდეს კლინიკური მონიტორინგი და დოზის კორექცია.
CYP3A4 ინდუქტორები (კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები [მაგ: კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, პრიმიდონი], რიფამპიცინი, კრაზანა)
CYP3A4 ცნობილი ინდუქტორების ერთდროული მიღებისას, ამლოდიპინის პლაზმური კონცენტრაცია შეიძლება განსხვავდებოდეს. აქედან გამომდინარე, არტერიული წნევის მონიტორინგი და დოზის რეგულირება განიხილება როგორც თანმხლები მედიკამენტების დროს, ასევე მის შემდეგ, განსაკუთრებით ძლიერი CYP3A4 ინდუქციით (მაგ: რიფამპიცინი, კრაზანა).
ამლოდიპინთან ერთად მიღებისას არსებობს სისხლში ტაკროლიმუსის დონის გაზრდის რისკი. ტაკროლიმუსის ტოქსიკურობის თავიდან აცილების მიზნით, ამლოდიპინის მიღება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ტაკროლიმუსით, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვს ტაკროლიმუსის მონიტორინგს.
კლარითრომიცინი არის CYP3A4-ის ინჰიბიტორი. არსებობს ჰიპოტენზიის გაზრდის რისკი იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ კლარითრომიცინს ამლოდიპინთან ერთად. ამლოდიპინის კლარითრომიცინთან ერთად მიღებისას რეკომენდებულია პაციენტებზე დაკვირვება.
სიმვასტატინი
10 მგ ამლოდიპინის მრავალჯერადი დოზების ერთდროულმა გამოყენებამ 80 მგ სიმვასტატინთან ერთად, გამოიწვია სიმვასტატინის ექსპოზიციის 77%-ით ზრდა, მხოლოდ სიმვასტატინთან შედარებით. ამლოდიპინზე მყოფ პაციენტებში რეკომენდებულია სიმვასტატინის დოზის შეზღუდვა 20 მგ-მდე დღეში.
დანტროლენი (ინფუზია)
ცხოველებში, ლეტალური პარკუჭის ფიბრილაცია და გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი აღინიშნება ჰიპერკალემიასთან ერთად, ვერაფამილისა და დანტროლენის ინტრავენური შეყვანის შემდეგ. ჰიპერკალიემიის რისკის გამო, რეკომენდებულია თავიდან იქნას აცილებული ერთდროული მიღება, კალციუმის არხების ბლოკატორების, როგორიცაა ამლოდიპინი, ავთვისებიანი ჰიპერთერმიისადმი მიდრეკილ პაციენტებში და ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მართვის დროს.

სხვები
კლინიკური ურთიერთქმედების კვლევებში, ამლოდიპინმა გავლენა არ მოახდინა ატორვასტატინის, დიგოქსინის, ვარფარინისა და ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკაზე.
ვალსარტანთან დაკავშირებული ურთიერთქმედება
არ არის რეკომენდებული კომბინირებული თერაპია
ლითიუმი
შრატში ლითიუმის კონცენტრაციისა და ტოქსიკურობის შექცევადი მატება დაფიქსირდა, ლითიუმის ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან, მათ შორის ვალსარტანთან ერთად მიღებისას. ამიტომ, ერთდროული გამოყენების დროს რეკომენდებულია შრატში ლითიუმის დონის ფრთხილი მონიტორინგი. თუ ასევე გამოყენებული იქნება შარდმდენიც, ლითიუმის ტოქსიკურობის რისკი, სავარაუდოთ შეიძლება გაიზარდოს ამლოდიპინით/ვალსარტანით.
კალიუმის დამზოგველი შარდმდენები, კალიუმის დანამატები, მარილის შემცვლელები, რომლებიც შეიცავს კალიუმს და სხვა ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის დონე.
თუ სამკურნალო პროდუქტი, რომელიც გავლენას ახდენს კალიუმის დონეზე, დაინიშნება ვალსარტანთან ერთად, რეკომენდებულია კალიუმის პლაზმური დონის მონიტორინგი.
სიფრთხილეა საჭირო კომბინირებული თერაპიის დროს
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAIDs), შერჩევითი COX-2 ინჰიბიტორების ჩათვლით, აცეტილსალიცილის მჟავა (>3 გ/დღეში) და არასელექციური არასტეროიდული ანთების საწინაარმდეგო საშუალებები.
ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთდროულად მიღებისას, შეიძლება მოხდეს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შესუსტება. გარდა ამისა, ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტებისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაუარესება და შრატში კალიუმის მომატება. აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი მკურნალობის დასაწყისში, ასევე პაციენტის ადეკვატური დატენიანება.
შებოჭვის ტრანსპორტერის ინჰიბიტორები (რიფამპიცინი, ციკლოსპორინი) ან გამოდინების ტრანსპორტიორი (რიტონავირი)
ადამიანის ღვიძლის ქსოვილის ინ ვიტრო გამოკვლევების შედეგებმა აჩვენეს, რომ ვალსარტანი OATP1B1 ღვიძლის შებოჭვის ტრანსპორტერის სუბსტრატს და MRP2 ღვიძლის გამოდინების ტრანსპორტიორის სუბსტრატს წარმოადგენს. შებოჭვის ტრანსპორტიორის ინჰიბიტორები (რიფამპიცინი, ციკლოსპორინი) ან გამოდინების ტრანსპორტიორის (რიტონავირი) კომბინირებულმა თერაპიამ შეიძლება გააძლიეროს ვალსარტანის სისტემური ზემოქმედება.
RAAS-ის ორმაგი ბლოკადა ARBs-ით, აგფ ინჰიბიტორებით ან ალისკირენით.
კლინიკური კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ RAAS-ის ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების კომბინირებული გამოყენების გზით, ARBs ან ალისკირენის მიღება დაკავშირებულია გვერდითი მოვლენების გამოვლენის უფრო მაღალ სიხშირესთან, როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით) მხოლოდ RAAS საშუალებების გამოყენებასთან შედარებით (იხ. ნაწილები 4.3, 4.4 და 5.1).
სხვა
ვალსარტანთან მონოთერაპიისას, კლინიკური მნიშვნელობის ურთიერთქმედება არ გამოვლენილა შემდეგ ნივთიერებებთან: ციმეტიდინი, ვარფარინი, ფუროსემიდი, დიგოქსინი, ატენოლოლი, ინდომეტაცინი, ჰიდროქლოროთიაზიდი, ამლოდიპინი, გლიბენკლამიდი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (AIIRAs) არ უნდა იქნას დაწყებული ორსულობის განმავლობაში. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც AIIRA თერაპიის გაგრძელება აუცილებელია, პაციენტებმა, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, უნდა შეცვალონ ალტერნატიული ანტიჰიპერტენზიული მკურნალობით, რომლებსაც აქვთ დადგენილი უსაფრთხოების პროფილი ორსულობის დროს გამოსაყენებლად. როდესაც ორსულობა დიაგნოზირებულია, AIIRAs-ით მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა იქნას დაწყებული ალტერნატიული თერაპია (იხ. ნაწილები 4.3 და 4.6).
ნატრიუმის და/ან მოცულობის-დაქვეითებული პაციენტები
გადაჭარბებული ჰიპოტენზია დაფიქსირდა გაურთულებელი ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების 0.4%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ ამლოდიპინით/ვალსარტანით პლაცებოზე კონტროლირებად კვლევებში. პაციენტებში, გააქტიურებული რენინ-ანგიოტენზინის სისტემით (როგორიცაა მოცულობის და/ან მარილ დაქვეითებული პაციენტები, რომლებიც იღებენ შარდმდენების მაღალ დოზებს), რომლებიც იღებენ ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორებს, შეიძლება განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია. რეკომენდირებულია ამ მდგომარეობის კორექცია ამლოდიპინის/ვალსარტანის მიღებამდე ან მჭიდრო სამედიცინო ზედამხედველობა მკურნალობის დაწყებისას.
თუ განვითარდა ჰიპოტენზია ამლოდიპინით/ვალსარტანით, პაციენტი უნდა მოთავსდეს მწოლიარე მდგომარეობაში და, თუ საჭიროა, მიეცეს ნორმალური ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენური ინფუზია. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მას შემდეგ, რაც არტერიული წნევა იქნება სტაბილური.
ჰიპერკალემია
კალიუმის დანამატებთან, კალიუმის შემცველ შარდმდენებთან, მარილის შემცვლელებთან რომელიც შეიცავს კალიუმს, ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენება, რომლებმაც შესაძლოა გაზარდონ კალიუმის დონე (ჰეპარინი და ა.შ) უნდა იქნას მიღებული სიფრთხილით და კალიუმის დონის ხშირი მონიტორინგით.
თირკმლის არტერიის სტენოზი
ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, ამლოდიპინი/ვალსარტანი უნდა იქნას მიღებული სიფრთხილით იმ პაციენტებში, თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზით, ან მხოლოდ თირკმლის სტენოზით, რადგან ასეთ პაციენტებში შესაძლოა გაიზარდოს სისხლის შარდოვანა და შრატის კრეატინინი.
თირკმლის ტრანსპლანტაცია
დღეისათვის, არ არსებობს გამოცდილება იმის შესახებ, თუ რამდენად უსაფრთხოა ამლოდიპინის/ვალსარტანის გამოყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ ბოლოდროინდელი თირკმლის ტრანსპლანტაცია.
ღვიძლის უკმარისობა
ვალსარტანი, ძირითადად, უცვლელი სახით გამოიყოფა ნაღველის საშუალებით. ამლოდიპინის ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია და AUC მნიშვნელობები უფრო მაღალია პაციენტებში, ღვიძლის ფუნქციის დარღვევით; არ არის დადგენილი რეკომენდაციები დოზირების შესახებ. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, ამლოდიპინის/ვალსარტანის მიღებისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობა ან ბილიარული ობსტრუქციული დარღვევები. პაციენტებში, ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით ქოლესტაზის გარეშე, მაქსიმალური რეკომენდებული დოზა არის 80 მგ ვალსარტანი.
თირკმლის უკმარისობა
არ საჭიროებს ამლოდიპინის/ვალსარტანის დოზის კორექტირებას პაციენტებისთვის, თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით (GFR>30 მლ/წთ/1.73 მ2). კალიუმის და კრეატინინის დონის მონიტორინგი რეკომენდებულია თირკმლის ზომიერი უკმარისობის დროს.
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის მქონე პაციენტების მკურნალობა არ შეიძლება ანგიოტენზინ II ანტაგონისტი ვალსარტანით, რადგან მათ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე გავლენას ახდენს პირველადი დაავადება.
ანგიოედემა
ანგიოედემა, ხორხისა და გლოტიტის შეშუპების ჩათვლით, იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას და/ან სახის, ტუჩების, ფარინქსის და/ან ენის შეშუპებას, დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ვალსარტანით. ზოგიერთ პაციენტს ადრე ჰქონდა ანგიოედემა სხვა სამკურნალო საშუალებებით, ACE (აგფ) ინჰიბიტორების ჩათვლით. ამლოდიპინი/ვალსარტანის მიღება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ ანგიოედემა და აღარ უნდა მოხდეს მისი ხელახლა მიღება.
გულის უკმარისობა/პოსტ-მიოკარდიული ინფარქტი
რენინ-ანგიოტენზინ ალდოსტერონის სისტემის ინჰიბირების შედეგად, მგრძნობიარე პირებში შეიძლება მოსალოდნელი იყოს თირკმლის ფუნქციის ცვლილებები. გულის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომელთა თირკმლის ფუნქცია შეიძლება დამოკიდებული იყოს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობაზე, ACE (აგფ) ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინის რეცეპტორებით მკურნალობა დაკავშირებულია ოლიგურიასა და/ან პროგრესირებად აზოტემიასთან და (იშვიათად) თირკმლის მწვავე უკმარისობასა და/ან სიკვდილთან. მსგავსი შედეგები დაფიქსირდა ვალსარტანთან დაკავშირებით. გულის უკმარისობის ან პოსტ-მიოკარდიული ინფარქტის მქონე პაციენტების შეფასება ყოველთვის უნდა მოიცავდეს თირკმლის ფუნქციის შეფასებას.
პაციენტებში, ამლოდიპინის გრძელვადიან, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში (PRAISE-2), არა-იშემიური ეტიოლოგიის NYHA (ნიუ-იორკის გულის ასოციაციის კლასიფიკაცია) III და IV გულის უკმარისობით, ამლოდიპინი დაკავშირებული იყო ფილტვის შეშუპების გაზრდილ ცნობებთან, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავება გულის უკმარისობის გაუარესების სიხშირეში, პლაცებოსთან შედარებით.
კალციუმის არხის ბლოკატორები, ამლოდიპინის ჩათვლით, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან მათ შეუძლიათ გაზარდონ მომავალი გულ-სისხლძარღვთა მოვლენებისა და სიკვდილიანობის რისკი.
აორტის და მიტრალური სარქველის სტენოზი
როგორც ყველა სხვა ვაზოდილატორის შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ მიტრალური სტენოზი ან მნიშვნელოვანი აორტის სტენოზი, რომელიც არ არის მაღალი ხარისხის.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა (RAAS)
არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ACE (აგფ) ინჰიბიტორების, ანგიოტენზინის რეცეპტორის ანტაგონისტების (ARBs) ან ალისკირენის ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპოტენზიის რისკს, ჰიპერკალიემიისა და თირკმლის ფუნქციის დაქვეითებას (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით). ამიტომ, არ არის რეკომენდებული აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინის რეცეპტორის ანტაგონისტების (ARBs) ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენება RAAS-ის ორმაგ ბლოკადთან (იხ. ნაწილები 4.5 და 5.1).
თუ ორმაგი ბლოკადის თერაპია აბსოლუტურად აუცილებელია, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობისა და თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტებისა და არტერიული წნევის ხშირი მონიტორინგის ქვეშ. აგფ (ACE) ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინის რეცეპტორის ანტაგონისტების (ARBs) ერთდროული გამოყენება არ შეიძლება დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
ამლოდიპინი/ვალსარტანის კომბინაცია შესწავლილია მხოლოდ ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში.
ეს მედიკამენტი შეიცავს ნატრიუმს
მედიკამენტის თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), შეიძლება ითქვას რომ ”ნატრიუმისგან თავისუფალია”.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
პაციენტები, რომლებიც იღებენ ამლოდიპინს/ვალსარტანს და მართავენ სატრანსპორტო საშუალებებს ან მუშაობენ მექანიზმებთან, უნდა გაითვალისწინონ, რომ ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან დაღლილობა.
ამლოდიპინს შეუძლია მსუბუქი და ზომიერი გავლენა მოახდინოს მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე. პაციენტებს, რომლებიც იღებენ ამლოდიპინს, აღენიშნებათ თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა ან გულისრევა, შეიძლება დაქვეითდეს რეაქციის უნარი.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
ამლოდიპინის/ვალსარტანის უსაფრთხოება შეფასებული იყო ხუთ კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში 5,175 პაციენტზე, რომელთაგან 2,613 იღებდა ვალსარტანს, ამლოდიპინთან ერთად. შემდეგი გვერდითი ეფექტები გამოვლინდა ყველაზე ხშირად, ყველაზე მნიშვნელოვნად ან მწვავედ: ნაზოფარინგიტი, გრიპი, ჰიპერმგრძნობელობა, თავის ტკივილი, სინკოპე, ორთოსტატული ჰიპოტენზია, შეშუპება, ნახველის შეშუპება, სახის შეშუპება, პერიპერიული შეშუპება, დაღლილობა, სიწითლე, ასთენია და სიცხე.
გვერდითი რეაქციების ტაბულარული სია
გვერდითი რეაქციები დალაგებულია სიხშირის მიხედვით, სათაურებში შემდეგი კონვენციის გამოყენებით:
ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100 -დან <1/10-მდე); არახშირი (>1/1,000 -დან <1/100-მდე); იშვიათი (>1/10,000 -დან <1/1,000 -მდე); ძალიან იშვიათი (<1/10,000); უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
MedDRA სისტემის ორგანოთა კლასი
გვერდითი რეაქციები
სიხშირე
ამლოდიპინი/ვალსარტანი
ამლოდიპინი
ვალსარტანი
ინფექციები და ინვაზიები
ნაზოფარინგიტი
ხშირი
- -
- -
გრიპი
ხშირი
- -
- -
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები
ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის შემცირება
- -
- -
უცნობია
ლეიკოპენია
- -
ძალიან იშვიათი
- -
ნეიტროპენია
- -
- -
უცნობია
თრომბოციტოპენია, ზოგჯერ პურპურით
- -
ძალიან იშვიათი
უცნობია
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
ჰიპერმგრძნობელობა
იშვიათი
ძალიან იშვიათი
უცნობია
მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ დარღვევები
ანორექსია
არახშირი
- -
- -
ჰიპერკალციემია
არახშირი
- -
- -
ჰიპერგლიკემია
- -
ძალიან იშვიათი
- -
ჰიპერლიპიდემია
არახშირი
- -
- -
ჰიპერურიკემია
არახშირი
- -
- -
ჰიპოკალიემია
ხშირი
- -
- -
ჰიპონატრიემია
არახშირი
- -
- -
ფსიქიატრიული დარღვევები
დეპრესია
- -
არახშირი
- -
შფოთვა
იშვიათი
- -
- -
უძილობა/ძილის მხრივ დარღვევები
- -
არახშირი
- -
ხასიათის ცვლილება
- -
არახშირი
- -
დაბნეულობა
- -
იშვიათი
- -
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
Kკოორდინაციის დარღვევა
არახშირი
- -
- -
თავბრუსხვევა
არახშირი
ხშირი
- -
პოსტურალური თავბრუსხვევა
არახშირი
- -
- -
დისგევზია
- -
არახშირი
- -
ექსტრაპირამიდული სინდრომი
- -
უცნობია
- -
თავის ტკივილი
ხშირი
ხშირი
- -
ჰიპერტონია
- -
ძალიან იშვიათი
- -
პარესთეზია
არახშირი
არახშირი
- -
პერიფერიული ნეიროპათია, ნეიროპათია
- -
ძალიან იშვიათი
- -
ძილიანობა
არახშირი
ხშირი
- -
სინკოპე (ცნობიერების დაკარგვა)
- -
არახშირი
- -
თრთოლვა
- -
არახშირი
- -
ჰიპოესთეზია
- -
არახშირი
- -
თვალის მხრივ დარღვევები
მხედველობის დარღვევა
იშვიათი
არახშირი
- -
მხედველობის დაქვეითება
არახშირი
არახშირი
- -
ყურის და ლაბირინთის მხრივ
დარღვევები
ტინიტუსი (ზარის მსგავსი ხმები ყურში)
იშვიათი
არახშირი
- -
თავბრუსხვევა
არახშირი
- -
არახშირი
გულის მხრივ დარღვევები
პალპიტაციები
არახშირი
ხშირი
- -
სინკოპე
იშვიათი
- -
- -
ტაქიკარდია
არახშირი
- -
- -
არითმიები (ბრადიკარდიის, პარკუჭოვანი ტაქიკარდიის და წინაგულების ფიბრილაციის ჩათვლით)
- -
ძალიან იშვიათი
- -
მიოკარდიული ინფარქტი
- -
ძალიან იშვიათი
- -
სისხლძარღვთა დარღვევები
სიწითლე
- -
ხშირი
- -
ჰიპოტენზია
იშვიათი
არახშირი
- -
ორთოსტატული ჰიპოტენზია
არახშირი
- -
- -
ვასკულიტი
- -
ძალიან იშვიათი
უცნობია
სუნთქვის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ
დარღვევები
ხველა
არახშირი
ძალიან იშვიათი
არახშირი
დისპნოე (სუნთქვის გაძნელება)
- -
არახშირი
- -
ფარინგოლარინგეალური ტკივილი
არახშირი
- -
- -
რინიტი
- -
არახშირი
- -
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები
დისკომფორტი მუცლის არეში, ტკივილი მუცლის ზედა არეში
არახშირი
ხშირი
არახშირი
ნაწლავის ჩვევის ცვლილება
- -
არახშირი
- -
ყაბზობა
არახშირი
- -
- -
დიარეა
არახშირი
არახშირი
- -
პირის სიმშრალე
არახშირი
არახშირი
- -
დისპეფსია (საჭმლის მონელების დარღვევა)
- -
არახშირი
- -
გასტრიტი
- -
ძალიან იშვიათი
- -
ღრძილების ჰიპერპლაზია
- -
ძალიან იშვიათი
- -
გულისრევა
არახშირი
ხშირი
- -
პანკრეატიტი
- -
ძალიან იშვიათი
- -
ღებინება
- -
არახშირი
- -
ჰემატობილიარული დარღვევები
ღვიძლის ფუნქციის არანორმალური ტესტი, მათ შორის სისხლში ბილირუბინის მომატება
- -
ძალიან იშვიათი *
უცნობია
ჰეპატიტი
- -
ძალიან იშვიათი
- -
ინტრაჰეპატური ქოლესტაზი, სიყვითლე
- -
ძალიან იშვიათი
- -
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები
ალოპეცია
- -
არახშირი
- -
ანგიონევროზული შეშუპება
- -
ძალიან იშვიათი
უცნობია
ბულოზური დერმატიტი
- -
- -
უცნობია
ერითემა
არახშირი
- -
- -
მულტიფორმული ერითემა
- -
ძალიან იშვიათი
- -
ეგზანთემა (ყვავილის მსგავსი გამონაყარი)
იშვიათი
არახშირი
- -
ჰიპერჰიდროზი
იშვიათი
არახშირი
- -
ფოტომგრძნობელობის რეაქცია
- -
არახშირი
- -
ქავილი
იშვიათი
არახშირი
უცნობია
პურპურა (მეწამული ფერის ლაქები)
- -
არახშირი
- -
გამონაყარი
არახშირი
არახშირი
უცნობია
კანის გაუფერულება
- -
არახშირი
- -
ჭინჭრის ციება და გამონაყარის სხვა ფორმები
- -
ძალიან იშვიათი
- -
ექსფოლიაციური დერმატიტი
- -
ძალიან იშვიათი
- -
სტივენ-ჯონსონის სინდრომი
- -
ძალიან იშვიათი
- -
კვინკეს შეშუპება
- -
ძალიან იშვიათი
- -
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი
- -
უცნობია
- -
კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები
ართრალგია
არახშირი
არახშირი
- -
ზურგის ტკივილი
არახშირი
არახშირი
- -
სახსრების შეშუპება
არახშირი
- -
- -
კუნთის სპაზმი
იშვიათი
არახშირი
- -
მიალგია
- -
არახშირი
უცნობია
ტერფის შეშუპება
- -
ხშირი
- -
სიმძიმის შეგრძნება
იშვიათი
- -
- -
თირკმელებისა და შარდის დარღვევები
სისხლში გაზრდილი კრეატინინი
- -
- -
უცნობია
შარდვის დარღვევა
- -
არახშირი
- -
ნოქტურია
- -
არახშირი
- -
პოლაკიურია
იშვიათი
არახშირი
- -
პოლიურია
იშვიათი
- -
- -
თირკმლის უკმარისობა
- -
- -
უცნობია
რეპროდუქციული სისტემისა და მკერდის მხრივ დარღვევები
იმპოტენცია
- -
არახშირი
- -
ერექციული დისფუნქცია
იშვიათი
- -
- -
გინეკომასტია
- -
არახშირი
- -
ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის პირობები
ასთენია
ხშირი
არახშირი
- -
დისკომფორტი, სისუსტე
- -
არახშირი
- -
დაღლილობა
ხშირი
ხშირი
არახშირი
სახის შეშუპება
ხშირი
- -
- -
სიწითლე, სიცხის უეცარი შეგრძნება
ხშირი
- -
- -
არაკარდიული ტკივილი გულმკერდის არეში,
- -
არახშირი
- -
შეშუპება
ხშირი
ხშირი
- -
პერიფერიული შეშუპება
ხშირი
- -
- -
ტკივილი
- -
არახშირი
- -
გამონაყარის შეშუპება
ხშირი
- -
- -
გამოკვლევები
სისხლში კალიუმის მომატება
- -
- -
უცნობია
წონაში მატება
- -
არახშირი
- -
წონაში კლება
- -
არახშირი
- -
- ძირითადად შეესაბამება ქოლესტაზს
დამატებითი ინფორმაცია კომბინაციაზე
პერიფერიული შეშუპება, ამლოდიპინის აღიარებული გვერდითი ეფექტი, ჩვეულებრივ დაფიქსირდა უფრო დაბალი სიხშირით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამლოდიპინის/ვალსარტანის კომბინაციას, ვიდრე იმათში, ვინც იღებდა მხოლოდ ამლოდიპინს. ორმაგ ბრმა-ში, კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, პერიფერიული შეშუპების სიხშირე დოზის მიხედვით იყო შემდეგი:
პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი (%), რომლებსაც განუვითარდათ პერიფერიული შეშუპება
ვალსარტანი (მგ)
0
40
80
160
320
ამლოდიპინი (მგ)
0
- 0
- 5
- 4
- 6
- 9
- 5
- 0
- 3
- 4
- 4
- 9
5
- 1
- 8
- 3
- 1
- 4
10
- 3
NA
NA
- 0
- 5
პერიფერიული შეშუპების საშუალო სიხშირე თანაბრად შეწონილ ყველა დოზაში იყო 5.1% ამლოდიპინი/ვალსარტანის კომბინაციით.
დამატებითი ინფორმაცია ცალკეულ კომპონენტებზე
გვერდითი რეაქციები, რომლებიც ადრე მოხსენებული იყო ერთ-ერთი ცალკეული კომპონენტით (ამლოდიპინი ან ვალსარტანი), შესაძლოა იყოს პოტენციური გვერდითი რეაქციები ამლოდიპინით/ვალსარტანით, თუნდაც არ გამოვლინდეს კლინიკურ კვლევებში ან პოსტმარკეტინგული პერიოდის განმავლობაში.
ამლოდიპინი
ხშირი
ძილიანობა, თავბრუსხვევა, პალპიტაცია, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ტერფის შეშუპება.
არახშირი
უძილობა, განწყობის ცვლილებები (შფოთვის ჩათვლით), დეპრესია, თრთოლა, დისგევზია (ცუდი გემო პირის ღრუში), სინკოპე (ცნობიერების დაკარგვა), ჰიპოესთეზია, მხედველობის დარღვევა (დიპლოპიის ჩათვლით), ტინიტუსი, ჰიპოტენზია, დისპნოე, რინიტი, ღებინება, დისპეფსია, ალოპეცია, პურპურა, კანის გაუფერულება, ჰიპერჰიდროზი, ქავილი, ეგზანთემა, მიალგია, კუნთების კრუნჩხვები, ტკივილი, შარდვის დარღვევები, შარდვის გახშირება, იმპოტენცია, გინეკომასტია, გულ-მკერდის ტკივილი, სისუსტე, წონაში მომატება, წონაში კლება.
იშვიათი
დაბნეულობა.
ძალიან იშვიათი
ლეიკოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ალერგიული რეაქციები, ჰიპერგლიკემია, ჰიპერტონია, პერიფერიული ნეიროპათია, მიოკარდიალური ინფარქტი, არითმია (ბრადიკარდიის ჩათვლით, პარკუჭოვანი ტაქიკარდია და წინაგულების ფიბრილაცია), ვასკულიტი, პანკრეატიტი, გასტრიტი, ღრძილების ჰიპერპლაზია, ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის ფერმენტების მომატება*, ანგიონევროზული შეშუპება, მულტიფორმული ერითემა, ჭინჭრის ციება, ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, კვინკეს შეშუპება, ფოტომგრძნობელობა.
- ძირითადად შეესაბამება ქოლესტაზს
იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა ექსტრაპირამიდული სინდრომი.
ვალსარტანი
უცნობია
ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის შემცირება, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, შრატში კალიუმის მომატება, ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების მატება შრატში ბილირუბინის მომატების ჩათვლით, თირკმლის უკმარისობა, შრატის კრეატინინის მომატება, ანგიონევროზული შეშუპება, მიალგია, ვასკულიტი, ჰიპერმგრძნობელობა, შრატისმიერი დაავადების ჩათვლით.
შესაძლო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ, მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება. ეს იძლევა მუდმივი მონიტორინგის საშუალებას სამკურნალო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსზე. ჯანდაცვის პროფესიონალებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქცია, ეროვნული მოხსენების სისტემის მეშვეობით.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
არ არსებობს ამლოდიპინი/ვალსარტანის დოზის გადაჭარბების გამოცდილება. ვალსარტანის დოზის გადაჭარბების მთავარი სიმპტომი შესაძლოა გამოიხატოს ჰიპოტენზიით, თავბრუსხვევით. ამლოდიპინის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გადაჭარბებული პერიფერიული ვაზოდილაცია და, შესაძლოა, რეფლექსური ტაქიკარდია. აღინიშნა, გამოხატული და პოტენციურად გახანგრძლივებული სისტემური ჰიპოტენზია, მათ შორის შოკი ფატალური შედეგით.
ფილტვის არა-კარდიოგენური შეშუპება იშვიათად გვხვდება ამლოდიპინის დოზის გადაჭარბების შედეგად, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს დაგვიანებით (მიღებიდან 24-48 საათში) და საჭიროებს ვენტილაციურ მხარდაჭერას. ადრეული რეანიმაციული ღონისძიებები (სითხის გადაჭარბების ჩათვლით) პერფუზიისა და გულის წუთმოცულობის შესანარჩუნებლად, შეიძლება იყოს გამომწვევი ფაქტორები.
მკურნალობა
თუ პერორალური მიღება ცოტა ხნის წინ მოხდა, შეიძლება განიხილებოდეს ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა. გააქტიურებული ნახშირის შეყვანა ჯანმრთელ მოხალისეეებში ან ამლოდიპინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ, მნიშვნელოვნად ამცირებს ამლოდიპინის შეწოვას. ამლოდიპინი/ვალსარტანის დოზის გადაჭარბების გამო, კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოტენზია საჭიროებს აქტიურ გულ-სისხლძარღვთა მხარდაჭერას, მათ შორის, გულისა და რესპირატორული ფუნქციის ხშირ მონიტორინგს, კიდურების ამაღლებას, მოცირკულირე სითხისა და შარდის გამოყოფის ყურადღებას. ვაზოკონსტრიქტორი შეიძლება სასარგებლო იყოს სისხლძარღვთა ტონუსისა და არტერიული წნევის აღსადგენად, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მისი გამოყების უკუჩვენება. კალციუმის გლუკონატის ინტრავენური შეყვანა, შეიძლება სასარგებლო იყოს კალციუმის არხის ბლოკადის ეფექტების შესაცვლელად.
ვალსარტანიც და ამლოდიპინიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიდევნოს ჰემოდიალიზით.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: ამლოდიპინი და ვალსარტანი
ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერება: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ).
ამვა დენკ 5/80 მგ:
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ამლოდიპინს (როგორც ამლოდიპინის ბეზილატი) და 80 მგ ვალსარტანს.
ამვა დენკ 5/160 მგ:
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ამლოდიპინს (როგორც ამლოდიპინის ბეზილატი) და 160 მგ ვალსარტანს.
ამვა დენკ 10/160 მგ:
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ამლოდიპინს (როგორც ამლოდიპინის ბეზილატი) და 160 მგ ვალსარტანს.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი, იხილეთ პუნქტი 6.1.
შენახვის პირობები
3 წელი
შენახვის სპეციალური ზომები
ინახება 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეფუთვა და შემადგენლობა
PVC/PVDC/ ალუმინის ბლისტერები
შეფუთვის ზომა: 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
განადგურების სპეციალური ზომები და სხვა პირობები
არ საჭიროებს სპეციალურ მოთხოვნებს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი საშუალებები; ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები (ARBs) და კალციუმის არხის ბლოკატორები, ათქ კოდი: C09DB01
ამლოდიპინი/ვალსარტანი დამატებითი მექანიზმებით აერთიანებს ორ ანტიჰიპერტენზულ ნაერთს არტერიული წნევის გასაკონტროლებლად, ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში; ამლოდიპინი მიეკუთვნება კალციუმის ანტაგონისტების კლასს, ხოლო ვალსარტანი ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების მედიკამენტების კლასს. ამ ნივთიერებების კომბინაციას აქვს დამატებითი ანტიჰიპერტენზიული ეფექტი, რაც ამცირებს არტერიულ წნევას უფრო მეტად, ვიდრე ცალკეული კომპონენტი.
ამლოდიპინი/ვალსარტანი
ამლოდიპინისა და ვალსარტანის კომბინაცია იწვევს დოზა-დამოკიდებული დანამატის შემცირებას მისი თერაპიული დოზების დიაპაზონში. კომბინაციის ერთჯერადი დოზის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი გაგრძელდა 24 საათის განმავლობაში.
პლაცებო-კონტროლირებადი კვლევები
1,400-ზე მეტი ჰიპერტონიული პაციენტი იღებდა ამლოდიპინს/ვალსარტანს დღეში ერთხელ, ორ პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში. ჩართული იყვნენ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გაურთულებელი ესენციური ჰიპერტენზიის მქონე მოზრდილები (ნიშნავს მჯდომარე დიასტოლურ არტერიულ წნევას >95 და <110 ვერცხლისწყლის მმ). მაღალი კარდიოვასკულარული რისკის მქონე პაციენტები – გულის უკმარისობა, I ტიპის და ცუდად კონტროლირებადი II ტიპის დიაბეტი, მიოკარდიული ინფარქტის ან ინსულტის ისტორია ერთი წლის განმავლობაში – იყო გამორიცხული.
აქტიურად-კონტროლირებადი კვლევები პაციენტებში, რომლებიც არ ექვემდებარებოდნენ მონოთერაპიას
მულტიცენტრულმა, არაპროგნოზირებადმა, ორმაგმა-ბრმამ, აქტიურად-კონტროლირებადმა, პარალელურად ჯგუფურმა კვლევამ აჩვენა არტერიული წნევის ნორმალიზება (დიასტოლური არტერიული წნევის მიღმა <90 ვერცხლისწყლის მმ კვლევის ბოლოს) პაციენტებში, რომლებიც ადეკვატურად არ აკონტროლებდნენ ვალსარტანს 160 მგ, პაციენტების 75%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ ამლოდიპინით/ვალსარტანით 10მგ/160 და პაციენტების 62%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ ამლოდიპინით/ვალსარტანით 5 მგ/160მგ, პაციენტების 53%-თან შედარებით, რომლებიც რჩებოდნენ 160 მგ ვალსარტანზე. 10 მგ და 5 მგ ამლოდიპინის დამატებამ გამოიწვია სისტოლური/დიასტოლური არტერიული წნევის შემცირება, 6.0/4.8 ვერცხლისწყლის მმ და 3.9/2.9 ვერცხ.მმ, შესაბამისად, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც რჩებოდნენ მხოლოდ 160 მგ ვალსარტანზე.
მულტიცენტრულმა, არაპროგნოზირებადმა, ორმაგმა-ბრმამ, აქტიურად-კონტროლირებადმა, პარალელურად ჯგუფურმა კვლევამ აჩვენა არტერიული წნევის ნორმალიზება (დიასტოლური არტერიული წნევის მიღმა <90 ვერცხლისწყლის მმ კვლევის ბოლოს) პაციენტებში, რომლებიც ადეკვატურად არ აკონტროლებდნენ ამლოდიპინს 10 მგ, პაციენტების 78%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ ამლოდიპინით/ვალსარტანით 10მგ/160მგ, პაციენტების 67%-თან შედარებით, რომლებიც რჩებოდნენ 10 მგ ამლოდიპინზე. 160 მგ ვალსარტანის დამატებამ გამოიწვია სისტოლური/დიასტოლური არტერიული წნევის შემცირება, 2.9/2.1 ვერცხლისწყლის მმ, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც რჩებოდნენ მხოლოდ 10 მგ ამლოდიპინზე.
ამლოდიპინი/ვალსარტანი ასევე შესწავლილი იყო აქტიურ-კონტროლირებად კვლევებში, 130 ჰიპერტენზიულ პაციენტში საშუალო მჯდომარე დიასტოლური არტერიული წნევით >110 ვერცხლისწყლის მმ და <120 ვერცხ.მმ. ამ კვლევაში (საბაზისო არტერიული წნევა 171/113 ვერცხლისწყლის მმ) ამლოდიპინი/ვალსარტანის რეჟიმი 5მგ/160 მგ ტიტრირებული 10 მგ/160 მგ-მდე ამცირებს მჯდომარე არტერიალ წნევას 36/29 ვერცხ მმ-ით, 32/28 ვერცხ მმ-თან შედარებით ლიზინოპრილის/ჰიდროქლორთიაზიდის რეჟიმით 10 მგ/12.5 მგ ტიტრირებული-დან 20 მგ/12.5 მგ-მდე.
შემდგომ ორ გრძელვადიან კვლევაში, ამლოდიპინის/ვალსარტანის ეფექტი შენარჩუნდა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ამლოდიპინის/ვალსარტანის უეცარი შეწყვეტა არ იყო დაკავშირებული არტერიული წნევის სწრაფ მატებასთან.
ასაკი, სქესი, რასა და სხეულის მასის ინდექსი (>30 კგ/მ2, <30 კგ/მ2) არ ახდენს გავლენას ამლოდიპინის/ვალსარტანის რეაგირებაზე.
ამლოდიპინი/ვალსარტანი შესწავლილი იქნა მხოლოდ ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. ვალსარტანი, პაციენტებში შესწავლილი იქნა მიოკარდიული ინფარქტის და გულის უკმარისობის განვითარების შემდეგ. ამლოდიპინი შესწავლილი იყო ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის, ვაზოსპასტიური სტენოკარდიის და ანგიოგრაფიულად დადასტურებული კორონალური არტერიის დაავადების მქონე პაციენტებში.
ამლოდიპინი
ამ მედიკამენტის ნივთიერება, ამლოდიპინი, თრგუნავს კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ შეღწევას გულისა და სისხლძარღვების გლუვ კუნთებში. ამლოდიპინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე პირდაპირი დამამშვიდებელი ეფექტით, რომელიც იწვევს პერიფერიული სისხლძარღვთა წინააღმდეგობის და არტერიული წნევის შემცირებას. ექსპერიმენტული მონაცემები ვარაუდობს, რომ ამლოდიპინი აკავშირებს როგორც დიჰიდროპირიდინის, ასევე არადიჰიდროპირიდინის შემაერთებელ ადგილებს. გულის კუნთისა და სისხლძარღვების გლუვი კუნთების შეკუმშვის პროცესები დამოკიდებულია უჯრედგარე კალციუმის იონების მოძრაობაზე, ამ უჯრედებში სპეციალური იონური არხების მეშვეობით.
ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, თერაპიული დოზების შეყვანის შემდეგ, ამლოდიპინი იწვევს ვაზოდილაციას, რაც იწვევს მწოლიარე და ფეხზე მდგომი არტერიული წნევის შემცირებას. არტერიული წნევის ამ დაქვეითებას თან არ ახლავს გულისცემის ან პლაზმის კატექოლამინების დონის მნიშვნელოვანი ცვლილება ქრონიკული დოზირებისას.
პლაზმური კონცენტრაციები კორელირებს ეფექტებთან როგორც ახალგაზრდა, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში.
ჰიპერტენზიულ პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით, ამლოდიპინის თერაპიულმა დოზებმა გამოიწვია თირკმლის სისხლძარღვთა წინააღმდეგობის დაქვეითება და გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის და თირკმლის პლაზმის ეფექტიანი ნაკადის ზრდა, ფილტრაციის ფრაქციისა ან პროტეინურიის ცვლილების გარეშე.
ისევე როგორც კალციუმის არხის სხვა ბლოკატორების შემთხვევაში, გულის ფუნქციის ჰემოდინამიკური გაზომვები მოსვენებულ მდგომარეობაში და ვარჯიშის დროს (ან სიარული) პაციენტებში, ნორმალური პარკუჭის ფუნქციით, რომლებიც მკურნალობდნენ ამლოდიპინით, ზოგადად აჩვენებენ გულის ინდექსის მცირე ზრდას dP/dt - ზე ან მარცხენა პარკუჭზე მნიშვნელოვანი გავლენის გარეშე, ბოლო დიასტოლური წნევა ან მოცულობა. ჰემოდინამიკურ კვლევებში, ამლოდიპინი არ იყო დაკავშირებული ნეგატიურ ინოტროპულ ეფექტთან თერაპიული დოზების დიაპაზონში შეყვანისას ხელუხლებელი ცხოველებისა და ადამიანებისთვის, მაშინაც კი, როცა ადამიანებში მიიღება ბეტა-ბლოკატორებთან ერთად.
ამლოდიპინი არ ცვლის სინოატრიულ კვანძოვან ფუნქციას ან ატრიოვენტრიკულურ გამტარობას უცვლელ ცხოველებში ან ადამიანებში. კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც ამლოდიპინი შეყვანილი იყო ბეტა-ბლოკატორებთან კომბინაციაში ჰიპერტენზიის ან სტენოკარდიის მქონე პაციენტებში, ელექტროკარდიოგრაფიულ პარამეტრებზე ეფექტები არ დაფიქსირებულა.
გამოყენება ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში
არაპროგნოზირებადი ორმაგი ბრმა ავადობა-სიკვდილიანობის კვლევა, სახელწოდებით ანტიჰიპერტენზიული და ლიპიდების შემამცირებელი მკურნალობა გულის შეტევის თავიდან ასაციალებლად, ჩატარდა ახალი თერაპიის შესადარებლად:
ამლოდიპინი 2.5 – 10 მგ/დღეში (კალციუმის არხის ბლოკატორი) ან ლიზინოპრილი 10-40 მგ/დღეში (აგფ-ინჰიბიტორი), როგორც თიაზიდური-შარდმდენის პირველი რიგის თერაპიები, ქლორთალიდონი 12.5-25 მგ/დღეში, მსუბუქი და ზომიერი ჰიპერტენზიის დროს.
სულ 33,357 ჰიპერტენზიული პაციენტი 55 წლის და უფროსი ასაკის იყო რანდომიზებული და დაკვირვებული საშუალოდ 4.9 წლის განმავლობაში. პაციენტებს ჰქონდათ მინიმუმ ერთი დამატებითი გულის კორონარული დაავადების რისკის ფაქტორი, მათ შორის: წინა მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი (ჩარიცხვამდე > 6 თვით ადრე) ან სხვა ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადების დოკუმენტაცია (საერთო 51.5%), ტიპი 2 დიაბეტი (36.1%), მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი- ქოლესტერინი <35 მგ/დლ ან <0.906 მმოლ/ლ (11.6%), მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია ელექტროკარდიოგრაფიით ან ექოკარდიოგრაფიით დიაგნოზირებული (20.9%), აქტიური მწეველი (21.9%).
პირველადი საბოლოო წერტილი იყო ფატალური გულის კორონარული დაავადების ან არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტის კომპოზიტი. არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავება პირველად საბოლოო წერტილში ამლოდიპინზე დაფუძნებულ თერაპიასა და ქლორტალიდონზე დაფუძნებულ თერაპიას შორის: რისკის კოეფიციენტი (RR) 0.98 95% CI (0.90-1.07) p=0.65. მეორეულ საბოლოო წერტილებს შორის, გულის უკმარისობის სიხშირე (კომპოზიტური კომბინირებული გულ-სისხლძარღვთა საბოლოო წერტილის კომპონენტი) იყო მნიშვნელოვნად მაღალი ამლოდიპინის ჯგუფში, ქლორტალიდონის ჯგუფთან შედარებით. (10.2% წინააღმდეგ 7.7%, RR 1.38, 95% CI [1.25-1.52] p<0.001). თუმცა, არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავება ყველა მიზეზით სიკვდილიანობაში ამლოდიპინზე დაფუძნებულ თერაპიასა და ქლორტალიდონზე დაფუძნებულ თერაპიას შორის RR 0.96 95% CI (0.89-1.02) p=0.20.
ვალსარტანი
ვალსარტანი არის პერორალურად აქტიური, ძლიერი და სპეციფიკური ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტი. ის არჩევითად მოქმედებს AT1 რეცეპტორის ქვეტიპზე, რომელიც პასუხისმგებელია ანგიოტენზინ II-ის ცნობილ მოქმედებებზე. პლაზმაში ანგიოტენზინ II-ის დონის მატებამ ვალსარტანით AT1 რეცეპტორის ბლოკადის შემდეგ, შეიძლება გამოიწვიოს AT2 ქვეტიპის რეცეპტორის სტიმულირება, რომელიც აწონასწორებს AT1 რეცეპტორის ეფექტს. ვალსარტანი არ ავლენს რაიმე ნაწილობრივ აგონისტურ აქტივობას AT1 რეცეპტორზე და აქვს ბევრად უფრო მეტი (დაახლოებით 20,000-ჯერ) აფინურობა AT1 რეცეპტორთან, ვიდრე AT2 რეცეპტორთან.
ვალსარტანი არ აინჰიბირებს აგფ-ს, ასევე ცნობილი როგორც კანინაზა II, რომელიც ანგიოტენზინ I-ს გარდაქმნის ანგიოტენზინ II-ად და ამცირებს ბრადიკინინს. ვინაიდან, ACE-ზე არანაირი გავლენა და ბრადიკინინის ან P ნივთიერების გაძლიერება არ არსებობს, ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაკავშირებული იყოს ხველასთან. კლინიკურ კვლევებში, სადაც ვალსარტანი შედარებულია ACE ინჰიბიტორთან, მშრალი ხველის სიხშირე მნიშვნელოვნად დაბალი იყო (P <0.05) პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ვალსარტანით, ვიდრე მათში, ვინც მკურნალობდა აგფ ინჰიბიტორით (2.6% წინააღმდეგ 7.9%-ის, შესაბამისად). პაციენტთა კლინიკურ კვლევაში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ მშრალი ხველა აგფ ინჰიბიტორებით თერაპიის დროს, საცდელი სუბიექტების 19.5%-ს, რომლებიც იღებდნენ ვალსარტანს და 19.0%-ს, ვინც იღებდა თიაზიდურ შარდმდენს, აღენიშნებოდა ხველა იმ 68.5%-თან შედარებით, ვინც მკურნალობდა აგფ ინჰიბიტორით (P <0.05). ვალსარტანი არ უკავშირდება ან ბლოკავს სხვა ჰორმონის რეცეპტორებს ან იონურ არხებს რომლებიც ცნობილია, რომ მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა რეგულირებისთვის.
ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, ვალსარტანის მიღება იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას, პულსის სიხშირეზე ზემოქმედების გარეშე.
უმეტეს პაციენტებში, ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ, ანტიჰიპერტენზიული აქტივობა იწყება 2 საათში, ხოლო არტერიული წნევის პიკური ვარდნა მიიღწევა 4-6 საათში. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შენარჩუნებულია მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. განმეორებითი მიღებისას, არტერიული წნევის მაქსიმალური დაქვეითება ნებისმიერი დოზით, მიიღწევა ჩვეულებრივ 2-4 კვირაში და შენარჩუნებულია ხანგრძლივი თერაპიის განმავლობაში. ვალსარტანის უეცარი შეწყვეტა არ არის დაკავშირებული განმეორებით ჰიპერტენზიასთან ან სხვა არასასურველ კლინიკურ მოვლენებთან.
სხვა: რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა (RAAS)
ორმა დიდმა რანდომიზებულმა, კონტროლირებადმა კვლევებმა (ONTARGET [მიმდინარეობს მარტო ტელმისარტან-თან და რამიპრილის გლობალური საბოლოო წერტილის კვლევასთან ერთად] და VA NEPHRON-D-მა [ვეტერანთა საქმეების ნეფროპათია დიაბეტში]) გამოიკვლია აგფ ინჰიბიტორის კომბინაციის გამოყენება ARB-თან.
ONTARGET კვლევა ჩატარდა გულ-სისხლძარღვთა, ცერებროვასკულარული დაავადების, ან მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, ბოლოს ორგანოს დაზიანების თანმხლებით. VA NEPHRON-D იყო კვლევა პაციენტებში, მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით და დიაბეტური ნეფროპათიით.
ამ კვლევებმა არ აჩვენა მნიშვნელოვანი სასარგებლო გავლენა თირკმელების და/ან გულ-სისხლძარღვთა შედეგებსა და სიკვდილიანობაზე, ხოლო ჰიპერკალიემიის, თირკმლის მწვავე დაზიანების და/ან ჰიპოტენზიის გაზრდილი რისკი დაფიქსირდა მონოთერაპიასთან შედარებით. მათი მსგავსი ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, ეს შედეგები ასევე შესაბამისია სხვა აგფ ინჰიბიტორებისთვისა და ARB-ებისთვის.
აგფ ინჰიბიტორები და ARB-ები არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.4).
ALTITUDE (ალისკირენის კვლევა ტიპი 2 დიაბეტის შემთხვევაში, გამოყენებული გულსისხლძარღვთა და თირკმლის დაავადების საბოლოო წერტილებით) იყო კვლევა, რომელიც შექმნილი იყო ალისკირენის დამატების სარგებლის შესამოწმებლად, აგფ ინჰიბიტორის ან ARB-ის სტანდარტულ თერაპიაში, პაციენტებში, მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით და თირკმლის ქრონიკული დაავადებებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ან ორივე. კვლევა შეწყდა ნაადრევად არასასურველი შედეგების გაზრდილი რისკის გამო.
კარდიოვასკულარული სიკვდილიანობა და ინსულტი რიცხობრივად უფრო ხშირი იყო ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში და გვერდითი მოვლენები და საინტერესო სერიოზული გვერდითი მოვლენები (ჰიპერკალიემია, ჰიპოტენზია და თირკმლის დისფუნქცია) უფრო ხშირად გამოვლინდა ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ხაზოვანობა
ამლოდიპინი და ვალსარტანი ავლენენ ხაზოვან ფარმაკოკინეტიკას.
ამლოდიპინი/ვალსარტანი
ამლოდიპინის/ვალსარტანის პერორალური მიღების შემდეგ, ვალსარტანისა და ამლოდიპინის პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 3 და 6-8 საათში, შესაბამისად. ამლოდიპინის/ვალსარტანის შეწოვის სიჩქარე და ხარისხი ექვივალენტურია ვალსარტანის და ამლოდიპინის ბიოშეღწევადობის, როდესაც მიიღება ინდივიდუალური ტაბლეტების სახით. ამლოდიპინი
შეწოვა: მხოლოდ ამლოდიპინის თერაპიული დოზების პერორალური მიღების შემდეგ, ამლოდიპინის პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 6-12 საათში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა გამოთვლილია 64%-დან 80%-მდე. ამლოდიპინის ბიოშეღწევადობაზე გავლენას არ ახდენს საკვების მიღება.
განაწილება: განაწილების მოცულობა არის დაახლოებით 21 ლ/კგ. ამლოდიპინის ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ მოცირკულირე პრეპარატის დაახლოებით 97.5% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ბიოტრანსფორმაცია: ამლოდიპინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება (დაახლოებით 90%) ღვიძლში, არააქტიურ მეტაბოლიტებად.
ელიმინაცია: ამლოდიპინის ელიმინაცია პლაზმიდან არის ორფაზიანი, ელიმინაციის ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 30-50 საათს. პლაზმაში წონასწორული დონე მიიღწევა 7-8 დღის განმავლობაში, უწყვეტი მიღების შემდეგ. თავდაპირველი ამლოდიპინის ათი პროცენტი და ამლოდიპინის მეტაბოლიტების 60% გამოიყოფა შარდში.
ვალსარტანი
შეწოვა: მხოლოდ ვალსარტანის პერორალური მიღების შემდეგ, ვალსარტანის პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 2-4 საათში. საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის 23%. საკვები ამცირებს ვალსარტანის ზემოქმედებას (AUC-ით გაზომილი) დაახლოებით 40%-ით და პიკურ პლაზმურ კონცენტრაციას (Cmax) დაახლოებით 50%-ით, თუმცა დოზის მიღებიდან დაახლოებით 8 საათის შემდეგ, პლაზმაში ვალსარტანის კონცენტრაციები მსგავსია საკვებისა და უზმოზე ჯგუფებისთვის. AUC-ის ამ შემცირებას არ ახლავს თერაპიული ეფექტის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება, და შესაბამისად, ვალსარტანის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
განაწილება: ვალსარტანის განაწილების წონასწორული მოცულობა ინტრავენური შეყვანის შემდეგ არის დაახლოებით 17 ლიტრი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვალსარტანი ფართოდ არ ნაწილდება ქსოვილებში. ვალსარტანი ძლიერ უკავშირდება შრატის ცილებს (94-97%), ძირითადად შრატის ალბუმინს.
ბიოტრანსფორმაცია: ვალსარტანი დიდად არ გარდაიქმნება, რადგან დაახლოებით დოზის მხოლოდ 20% აღდგება მეტაბოლიტების სახით. ჰიდროქსი მეტაბოლიტი გამოვლენილია პლაზმაში დაბალი კონცენტრაციით (ვალსარტანის AUC-ის 10%-ზე ნაკლები). ეს მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად არააქტიურია.
ელიმინაცია: ვალსარტანი აჩვენებს მრავალექსპონენციურ დაშლის კინეტიკას (t½α <1 სთ და t½ß დაახლოებით 9 სთ). ვალსარტანი ძირითადად გამოიყოფა ფეკალური მასებით (დოზის დაახლოებით 83%) და შარდით (დოზის დაახლოებით 13%), ძირითადად, უცვლელი პრეპარატის სახით. ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ვალსარტანის პლაზმური კლირენსი არის დაახლოებით 2 ლ/სთ, ხოლო თირკმლის კლირენსი არის 0.62 ლ/სთ (მთლიანი კლირენსი დაახლოებით არის 30%). ვალსარტანის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6 საათს.
სპეციალური პოპულაციები
პედიატრიული ასაკის მოსახლეობა (18 წლამდე ასაკის)
არ არის ხელმისაწვდომი ფარმაკოკინეტიკური მონაცემები პედიატრიულ პოპულაციაში.
ხანდაზმულები (65 წლის ასაკიდან)
ამლოდიპინის პლაზმური კონცენტრაციის პიკამდე დრო იგივეა ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში. ხანდაზმულ პაციენტებში, ამლოდიპინის კლირენსი კლებულობს, რაც იწვევს მრუდის ქვეშ მდებარე ფართობის ზრდას (AUC) და ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდს. ვალსარტანის საშუალო სისტემური AUC უფრო მაღალია 70%-ით ხანდაზმულებში, ვიდრე ახალგაზრდებში, აქედან გამომდინარე საჭიროა სიფრთხილე დოზის გაზრდისას.
თირკმლის უკმარისობა
ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს თირკმლის უკმარისობა. როგორც მოსალოდნელი იყო ნაერთებისთვის, სადაც თირკმლის კლირენსი შეადგენს მთლიანი პლაზმური კლირენსის მხოლოდ 30%-ს, არ გამოვლენილა კოლერაცია თირკმლის ფუნქციასა და ვალსარტანის სისტემურ ზემოქმედებას შორის.
ღვიძლის უკმარისობა
ძალიან შეზღუდული კლინიკური მონაცემებია ხელმისაწვდომი ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის მიღების შესახებ. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ ამლოდიპინის კლირენსის დაქვეითება, რაც იწვევს AUC-ის დაახლოებით 40-60%-ით ზრდას. საშუალოდ, ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში ვალსარტანის ექსპოზიცია (გაზომილი AUC-ის მნიშვნელობებით) ორჯერ მეტია, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში (ასაკთან, სქესთან და წონასთან შესაბამისობაში). სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.2).
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
ამვა დენკ 5/80 მგ
ამვა დენკ 5/160 მგ
ამვა დენკ 10/160 მგ
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: ამლოდიპინი და ვალსარტანი
ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერება: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ).
ამვა დენკ 5/80 მგ:
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ამლოდიპინს (როგორც ამლოდიპინის ბეზილატი) და 80 მგ ვალსარტანს.
ამვა დენკ 5/160 მგ:
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ამლოდიპინს (როგორც ამლოდიპინის ბეზილატი) და 160 მგ ვალსარტანს.
ამვა დენკ 10/160 მგ:
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ამლოდიპინს (როგორც ამლოდიპინის ბეზილატი) და 160 მგ ვალსარტანს.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი, იხილეთ პუნქტი 6.1.
ფარმაცევტული ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
ამვა დენკ 5/80 მგ:
მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, ყვითელი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ჭდით ,,I” ერთ მხარეს და “LD” მეორე მხარეს.
ამვა დენკ 5/160 მგ:
ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი, ყვითელი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ჭდით ,,2” ერთ მხარეს და “LD” მეორე მხარეს.
ამვა დენკ 10/160 მგ:
ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი, თეთრი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ჭდით ,,3” ერთ მხარეს და “LD” მეორე მხარეს.
კლინიკური მახასიათებლები
თერაპიული ჩვენება
ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა.
ამვა დენკი მიიღება მოზრდილ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადეკვატურად ვერ კონტროლდება ამლოდიპინის ან ვალსარტანის მონოთერაპიით.
ფოზოლოგია და გამოყენების მეთოდი
ფოზოლოგია
ამვა დენკის რეკომენდირებული დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში.
ამვა დენკ 5/80 მგ:
ამვა დენკ 5/80 მგ შეიძლება დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადეკვატურად ვერ კონტროლდება მხოლოდ ამლოდიპინით 5 მგ ან ვალსარტანით 80 მგ.
ამვა დენკ 5/160 მგ
ამვა დენკ 5/160 მგ შეიძლება დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადეკვატურად ვერ კონტროლდება მხოლოდ ამლოდიპინით 5 მგ ან ვალსარტანით 160 მგ.
ამვა დენკ 10/160 მგ
ამვა დენკ 10/160 მგ შეიძლება დაინიშნოს იმ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადეკვატურად ვერ კონტროლდება მხოლოდ ამლოდიპინით 10 მგ ან ვალსარტანით 160 მგ.
ამვა დენკის მიღება შეიძლება საჭმელთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად.
ფიქსირებული დოზის კომბინაციით შეცვლამდე, რეკომენდირებულია ინდივიდუალური დოზის ტიტრაცია კომპონენტებით (მაგ: ამლოდიპინი და ვალსარტანი). როდესაც კლინიკურად მიზანშეწონილია, შეიძლება განხილული იქნას მონოთერაპიიდან ფიქსირებული დოზის კომბინაციაზე პირდაპირი გადასვლა.
მეტი სიმარტივისთვის, პაციენტებს რომლებიც იღებენ ვალსარტანს და ამლოდიპინს, დამოუკიდებელი ტაბლეტებიდან/კაფსულებიდან შეუძლიათ გადავიდნენ ამვა დენკზე, რომელიც შეიცავს კომპონენტის იგივე დოზებს.
თირკმლის უკმარისობა
არ არსებობს ხელმისაწვდომი კლინიკური მონაცემები თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში. არ საჭიროებს დოზის კორექციას მსუბუქი და ზომიერი თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის. კალიუმის და კრეატინინის დონის მონიტორინგი რეკომენდირებულია თირკმლის ზომიერი უკმარისობის დროს.
ღვიძლის უკმარისობა
ამლოდიპინი/ვალსარტანი უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე უკმარისობის პაციენტებში. (იხ. ნაწილი 4.3).
საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, როდესაც მიიღება ამლოდიპინი/ვალსარტანი ღვიძლის უკმარისობის ან ბილიარული ობსტრუქციული დარღვევების მქონდე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.4). მსუბუქი და ზომიერი ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ქოლესტაზის გარეშე, მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა არის 80 მგ ვალსარტანი. ამლოდიპინის დოზირების რეკომენდაციები არ არის დადგენილი მსუბუქი და ზომიერი ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ჰიპერტენზიული პაციენტების შემთხვევაში (იხ. ნაწილი 4.1), ამლოდიპინზე ან ამლოდიპინ/ვალსარტანზე გადასვლისას, გამოყენებული უნდა იქნას ამლოდიპინის მონოთერაპიის ან ამლოდიპინის შემცველი ყველაზე დაბალეფექტური ხელმისაწვდომი დოზა, შესაბამისად.
ხანდაზმული (65 წლის ასაკიდან)
ხანდაზმულ პაციენტებში, დოზის გაზრდისას საჭიროა სიფრთხილე. ჰიპერტენზიის მქონე ხანდაზმული პაციენტების (იხ. ნაწილი 4.1), ამლოდიპინზე ან ამლოდიპინ/ვალსარტანზე გადაყვანის შემთხვევაში, გამოიყენება ამლოდიპინის მონოთერაპია ან ამლოდიპინის შემცველობით ყველაზე დაბალეფექტური ხელმისაწვდომი დოზა, შესაბამისად.
პედიატრიული ასაკის მოსახლეობა
ამლოდიპინის/ვალსარტანის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
მიღების წესი
პერორალურად მისაღები.
რეკომენდირებულია აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის მიღება წყლის მიყოლებით.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, დიჰიდროპირიდინის წარმოებულების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 ნაწილში.
ღვიძლის მძიმე უკმარისობა, ბილიარული ციროზი ან ქოლესტაზი.
ამლოდიპინის/ვალსარტანის ერთდროული გამოყენება ალისკირენის შემცველ პროდუქტებთან ერთად, შაქრიანი დიაბეტის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (GFR<60 მლ/წთ/1.73 მ2) (იხ. ნაწილები 4.5 და 5.1).
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი (იხ. ნაწილები 4.4 და 4.6).
მძიმე ჰიპოტენზია.
შოკი (კარდიოგენური შოკის ჩათვლით).
მარცხენა პარკუჭის გამომავალი ტრაქტის ობსტრუქცია (მაგ: ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია და მაღალი ხარისხის აორტის სტენოზი).
ჰემოდინამიკურად არასტაბილური გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ამლოდიპინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა პიპერტონული კრიზისის დროს დადგენილი არ არის.
ორსულობა
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (AIIRAs) არ უნდა იქნას დაწყებული ორსულობის განმავლობაში. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც AIIRA თერაპიის გაგრძელება აუცილებელია, პაციენტებმა, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, უნდა შეცვალონ ალტერნატიული ანტიჰიპერტენზიული მკურნალობით, რომლებსაც აქვთ დადგენილი უსაფრთხოების პროფილი ორსულობის დროს გამოსაყენებლად. როდესაც ორსულობა დიაგნოზირებულია, AIIRAs-ით მკურნალობა უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა იქნას დაწყებული ალტერნატიული თერაპია (იხ. ნაწილები 4.3 და 4.6).
ნატრიუმის და/ან მოცულობის-დაქვეითებული პაციენტები
გადაჭარბებული ჰიპოტენზია დაფიქსირდა გაურთულებელი ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების 0.4%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ ამლოდიპინით/ვალსარტანით პლაცებოზე კონტროლირებად კვლევებში. პაციენტებში, გააქტიურებული რენინ-ანგიოტენზინის სისტემით (როგორიცაა მოცულობის და/ან მარილ დაქვეითებული პაციენტები, რომლებიც იღებენ შარდმდენების მაღალ დოზებს), რომლებიც იღებენ ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორებს, შეიძლება განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია. რეკომენდირებულია ამ მდგომარეობის კორექცია ამლოდიპინის/ვალსარტანის მიღებამდე ან მჭიდრო სამედიცინო ზედამხედველობა მკურნალობის დაწყებისას.
თუ განვითარდა ჰიპოტენზია ამლოდიპინით/ვალსარტანით, პაციენტი უნდა მოთავსდეს მწოლიარე მდგომარეობაში და, თუ საჭიროა, მიეცეს ნორმალური ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენური ინფუზია. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მას შემდეგ, რაც არტერიული წნევა იქნება სტაბილური.
ჰიპერკალემია
კალიუმის დანამატებთან, კალიუმის შემცველ შარდმდენებთან, მარილის შემცვლელებთან რომელიც შეიცავს კალიუმს, ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენება, რომლებმაც შესაძლოა გაზარდონ კალიუმის დონე (ჰეპარინი და ა.შ) უნდა იქნას მიღებული სიფრთხილით და კალიუმის დონის ხშირი მონიტორინგით.
თირკმლის არტერიის სტენოზი
ჰიპერტენზიის სამკურნალოდ, ამლოდიპინი/ვალსარტანი უნდა იქნას მიღებული სიფრთხილით იმ პაციენტებში, თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზით, ან მხოლოდ თირკმლის სტენოზით, რადგან ასეთ პაციენტებში შესაძლოა გაიზარდოს სისხლის შარდოვანა და შრატის კრეატინინი.
თირკმლის ტრანსპლანტაცია
დღეისათვის, არ არსებობს გამოცდილება იმის შესახებ, თუ რამდენად უსაფრთხოა ამლოდიპინის/ვალსარტანის გამოყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ ბოლოდროინდელი თირკმლის ტრანსპლანტაცია.
ღვიძლის უკმარისობა
ვალსარტანი, ძირითადად, უცვლელი სახით გამოიყოფა ნაღველის საშუალებით. ამლოდიპინის ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია და AUC მნიშვნელობები უფრო მაღალია პაციენტებში, ღვიძლის ფუნქციის დარღვევით; არ არის დადგენილი რეკომენდაციები დოზირების შესახებ. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, ამლოდიპინის/ვალსარტანის მიღებისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობა ან ბილიარული ობსტრუქციული დარღვევები. პაციენტებში, ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით ქოლესტაზის გარეშე, მაქსიმალური რეკომენდებული დოზა არის 80 მგ ვალსარტანი.
თირკმლის უკმარისობა
არ საჭიროებს ამლოდიპინის/ვალსარტანის დოზის კორექტირებას პაციენტებისთვის, თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით (GFR>30 მლ/წთ/1.73 მ2). კალიუმის და კრეატინინის დონის მონიტორინგი რეკომენდებულია თირკმლის ზომიერი უკმარისობის დროს.
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის მქონე პაციენტების მკურნალობა არ შეიძლება ანგიოტენზინ II ანტაგონისტი ვალსარტანით, რადგან მათ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე გავლენას ახდენს პირველადი დაავადება.
ანგიოედემა
ანგიოედემა, ხორხისა და გლოტიტის შეშუპების ჩათვლით, იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას და/ან სახის, ტუჩების, ფარინქსის და/ან ენის შეშუპებას, დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ვალსარტანით. ზოგიერთ პაციენტს ადრე ჰქონდა ანგიოედემა სხვა სამკურნალო საშუალებებით, ACE (აგფ) ინჰიბიტორების ჩათვლით. ამლოდიპინი/ვალსარტანის მიღება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ ანგიოედემა და აღარ უნდა მოხდეს მისი ხელახლა მიღება.
გულის უკმარისობა/პოსტ-მიოკარდიული ინფარქტი
რენინ-ანგიოტენზინ ალდოსტერონის სისტემის ინჰიბირების შედეგად, მგრძნობიარე პირებში შეიძლება მოსალოდნელი იყოს თირკმლის ფუნქციის ცვლილებები. გულის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომელთა თირკმლის ფუნქცია შეიძლება დამოკიდებული იყოს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობაზე, ACE (აგფ) ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინის რეცეპტორებით მკურნალობა დაკავშირებულია ოლიგურიასა და/ან პროგრესირებად აზოტემიასთან და (იშვიათად) თირკმლის მწვავე უკმარისობასა და/ან სიკვდილთან. მსგავსი შედეგები დაფიქსირდა ვალსარტანთან დაკავშირებით. გულის უკმარისობის ან პოსტ-მიოკარდიული ინფარქტის მქონე პაციენტების შეფასება ყოველთვის უნდა მოიცავდეს თირკმლის ფუნქციის შეფასებას.
პაციენტებში, ამლოდიპინის გრძელვადიან, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში (PRAISE-2), არა-იშემიური ეტიოლოგიის NYHA (ნიუ-იორკის გულის ასოციაციის კლასიფიკაცია) III და IV გულის უკმარისობით, ამლოდიპინი დაკავშირებული იყო ფილტვის შეშუპების გაზრდილ ცნობებთან, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავება გულის უკმარისობის გაუარესების სიხშირეში, პლაცებოსთან შედარებით.
კალციუმის არხის ბლოკატორები, ამლოდიპინის ჩათვლით, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადგან მათ შეუძლიათ გაზარდონ მომავალი გულ-სისხლძარღვთა მოვლენებისა და სიკვდილიანობის რისკი.
აორტის და მიტრალური სარქველის სტენოზი
როგორც ყველა სხვა ვაზოდილატორის შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ მიტრალური სტენოზი ან მნიშვნელოვანი აორტის სტენოზი, რომელიც არ არის მაღალი ხარისხის.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა (RAAS)
არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ACE (აგფ) ინჰიბიტორების, ანგიოტენზინის რეცეპტორის ანტაგონისტების (ARBs) ან ალისკირენის ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპოტენზიის რისკს, ჰიპერკალიემიისა და თირკმლის ფუნქციის დაქვეითებას (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით). ამიტომ, არ არის რეკომენდებული აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინის რეცეპტორის ანტაგონისტების (ARBs) ან ალისკირენის კომბინირებული გამოყენება RAAS-ის ორმაგ ბლოკადთან (იხ. ნაწილები 4.5 და 5.1).
თუ ორმაგი ბლოკადის თერაპია აბსოლუტურად აუცილებელია, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობისა და თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტებისა და არტერიული წნევის ხშირი მონიტორინგის ქვეშ. აგფ (ACE) ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინის რეცეპტორის ანტაგონისტების (ARBs) ერთდროული გამოყენება არ შეიძლება დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
ამლოდიპინი/ვალსარტანის კომბინაცია შესწავლილია მხოლოდ ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში.
ეს მედიკამენტი შეიცავს ნატრიუმს
მედიკამენტის თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), შეიძლება ითქვას რომ ”ნატრიუმისგან თავისუფალია”.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
კომბინაციის მიმართ ზოგადი ურთიერთქმედება
ამლოდიპინი/ვალსარტანით და სხვა სამკურნალო საშუალებებით წამლის ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
კომბინირებული თერაპიის დროს გასათვალისწინებელია
სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები
ხშირად გამოყენებულმა ანტიჰიპერტენზიულმა საშუალებებმა (მაგ: ალფა ბლოკატორები, შარდმდენები) და სხვა სამკურნალო საშუალებებმა, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერტენზიული გვერდითი ეფექტები (მაგ: ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ალფა ბლოკატორები პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ), შესაძლოა გაზარდონ კომბინაციის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი.
ამლოდიპინთან დაკავშირებული ურთიერთქმედება
არ არის რეკომენდებული ერთდროული მიღება
გრეიფრუტი ან გრეიფრუტის წვენი
ამლოდიპინის მიღება გრეიფრუტთან ან გრეიფრუტის წვენთან ერთად არ არის რეკომენდებული, რადგან ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გაიზარდოს ბიოშეღწევადობა, რის შედეგადაც იზრდება არტერიული წნევის დაქვეითების ეფექტი.
კომბინირებული თერაპიის შემთხვევაში სიფრთხილის ზომების მიღებაა საჭირო
CYP3A4 ინჰიბიტორები
ამლოდიპინის ერთდროულად მიღებამ ძლიერ და ზომიერ CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთად (პროტეაზას ინჰიბიტორები, აზოლის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, მაკროლიდები, როგორიცაა ერითრომიცინი ან კლარითრომიცინი, ვერაპამილი ან დილთიაზემი) შეიძლება გამოიწვიოს ამლოდიპინის ექსპოზიციის მნიშვნელოვანი ზრდა. ამ ფარმაკოკინეტიკური ვარიაციების კლინიკური თარგმანი შეიძლება უფრო გამოიხატოს ხანდაზმულებში. ამრიგად, შეიძლება საჭირო გახდეს კლინიკური მონიტორინგი და დოზის კორექცია.
CYP3A4 ინდუქტორები (კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები [მაგ: კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, პრიმიდონი], რიფამპიცინი, კრაზანა)
CYP3A4 ცნობილი ინდუქტორების ერთდროული მიღებისას, ამლოდიპინის პლაზმური კონცენტრაცია შეიძლება განსხვავდებოდეს. აქედან გამომდინარე, არტერიული წნევის მონიტორინგი და დოზის რეგულირება განიხილება როგორც თანმხლები მედიკამენტების დროს, ასევე მის შემდეგ, განსაკუთრებით ძლიერი CYP3A4 ინდუქციით (მაგ: რიფამპიცინი, კრაზანა).
ამლოდიპინთან ერთად მიღებისას არსებობს სისხლში ტაკროლიმუსის დონის გაზრდის რისკი. ტაკროლიმუსის ტოქსიკურობის თავიდან აცილების მიზნით, ამლოდიპინის მიღება პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ტაკროლიმუსით, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვს ტაკროლიმუსის მონიტორინგს.
კლარითრომიცინი არის CYP3A4-ის ინჰიბიტორი. არსებობს ჰიპოტენზიის გაზრდის რისკი იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ კლარითრომიცინს ამლოდიპინთან ერთად. ამლოდიპინის კლარითრომიცინთან ერთად მიღებისას რეკომენდებულია პაციენტებზე დაკვირვება.
სიმვასტატინი
10 მგ ამლოდიპინის მრავალჯერადი დოზების ერთდროულმა გამოყენებამ 80 მგ სიმვასტატინთან ერთად, გამოიწვია სიმვასტატინის ექსპოზიციის 77%-ით ზრდა, მხოლოდ სიმვასტატინთან შედარებით. ამლოდიპინზე მყოფ პაციენტებში რეკომენდებულია სიმვასტატინის დოზის შეზღუდვა 20 მგ-მდე დღეში.
დანტროლენი (ინფუზია)
ცხოველებში, ლეტალური პარკუჭის ფიბრილაცია და გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი აღინიშნება ჰიპერკალემიასთან ერთად, ვერაფამილისა და დანტროლენის ინტრავენური შეყვანის შემდეგ. ჰიპერკალიემიის რისკის გამო, რეკომენდებულია თავიდან იქნას აცილებული ერთდროული მიღება, კალციუმის არხების ბლოკატორების, როგორიცაა ამლოდიპინი, ავთვისებიანი ჰიპერთერმიისადმი მიდრეკილ პაციენტებში და ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მართვის დროს.
კომბინირებული თერაპიის დროს გასათვალისწინებელია
სხვები
კლინიკური ურთიერთქმედების კვლევებში, ამლოდიპინმა გავლენა არ მოახდინა ატორვასტატინის, დიგოქსინის, ვარფარინისა და ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკაზე.
ვალსარტანთან დაკავშირებული ურთიერთქმედება
არ არის რეკომენდებული კომბინირებული თერაპია
ლითიუმი
შრატში ლითიუმის კონცენტრაციისა და ტოქსიკურობის შექცევადი მატება დაფიქსირდა, ლითიუმის ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტებთან, მათ შორის ვალსარტანთან ერთად მიღებისას. ამიტომ, ერთდროული გამოყენების დროს რეკომენდებულია შრატში ლითიუმის დონის ფრთხილი მონიტორინგი. თუ ასევე გამოყენებული იქნება შარდმდენიც, ლითიუმის ტოქსიკურობის რისკი, სავარაუდოთ შეიძლება გაიზარდოს ამლოდიპინით/ვალსარტანით.
კალიუმის დამზოგველი შარდმდენები, კალიუმის დანამატები, მარილის შემცვლელები, რომლებიც შეიცავს კალიუმს და სხვა ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის დონე.
თუ სამკურნალო პროდუქტი, რომელიც გავლენას ახდენს კალიუმის დონეზე, დაინიშნება ვალსარტანთან ერთად, რეკომენდებულია კალიუმის პლაზმური დონის მონიტორინგი.
სიფრთხილეა საჭირო კომბინირებული თერაპიის დროს
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAIDs), შერჩევითი COX-2 ინჰიბიტორების ჩათვლით, აცეტილსალიცილის მჟავა (>3 გ/დღეში) და არასელექციური არასტეროიდული ანთების საწინაარმდეგო საშუალებები.
ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთდროულად მიღებისას, შეიძლება მოხდეს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის შესუსტება. გარდა ამისა, ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტებისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაუარესება და შრატში კალიუმის მომატება. აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი მკურნალობის დასაწყისში, ასევე პაციენტის ადეკვატური დატენიანება.
შებოჭვის ტრანსპორტერის ინჰიბიტორები (რიფამპიცინი, ციკლოსპორინი) ან გამოდინების ტრანსპორტიორი (რიტონავირი)
ადამიანის ღვიძლის ქსოვილის ინ ვიტრო გამოკვლევების შედეგებმა აჩვენეს, რომ ვალსარტანი OATP1B1 ღვიძლის შებოჭვის ტრანსპორტერის სუბსტრატს და MRP2 ღვიძლის გამოდინების ტრანსპორტიორის სუბსტრატს წარმოადგენს. შებოჭვის ტრანსპორტიორის ინჰიბიტორები (რიფამპიცინი, ციკლოსპორინი) ან გამოდინების ტრანსპორტიორის (რიტონავირი) კომბინირებულმა თერაპიამ შეიძლება გააძლიეროს ვალსარტანის სისტემური ზემოქმედება.
RAAS-ის ორმაგი ბლოკადა ARBs-ით, აგფ ინჰიბიტორებით ან ალისკირენით.
კლინიკური კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ RAAS-ის ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების კომბინირებული გამოყენების გზით, ARBs ან ალისკირენის მიღება დაკავშირებულია გვერდითი მოვლენების გამოვლენის უფრო მაღალ სიხშირესთან, როგორიცაა ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია და თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით) მხოლოდ RAAS საშუალებების გამოყენებასთან შედარებით (იხ. ნაწილები 4.3, 4.4 და 5.1).
სხვა
ვალსარტანთან მონოთერაპიისას, კლინიკური მნიშვნელობის ურთიერთქმედება არ გამოვლენილა შემდეგ ნივთიერებებთან: ციმეტიდინი, ვარფარინი, ფუროსემიდი, დიგოქსინი, ატენოლოლი, ინდომეტაცინი, ჰიდროქლოროთიაზიდი, ამლოდიპინი, გლიბენკლამიდი.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ამლოდიპინი
ადამიანის ორსულობისას ამლოდიპინის უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, მაღალი დოზებით აღინიშნა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხ. ნაწილი 5.3). ორსულობის დროს გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც არ არსებობს უფრო უსაფრთხო ალტერნატივა და როდესაც დაავადება თავისთავად უფრო დიდ რისკს შეიცავს დედისთვის და ნაყოფისთვის.
ვალსარტანი
ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტების (AIIRAs) გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში (იხ. ნაწილი 4.4). AIIRA -ების გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში (იხ. ნაწილები 4.3 და 4.4).
ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინჰიბიტორების ზემოქმედების შემდეგ ტერატოგენურობის რისკის შესახებ ეპიდემიოლოგიური მტკიცებულება არ იყო დასკვნითი ხასიათის, თუმცა არ არის გამორიცხული რისკის მცირედი ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კონტროლირებადი ეპიდემიოლოგიური მონაცემები ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების (AIIRAs) რისკის შესახებ, მსგავსი რისკები შეიძლება არსებობდეს ამ კლასის წამლებისთვის. თუ AIIRA თერაპიის გაგრძელება არ არის აუცილებელი, პაციენტებმა, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, უნდა შეცვალონ ალტერნატიული ანტიჰიპერტენზიული მკურნალობით, რომელსაც აქვს დადგენილი უსაფრთხოების პროფილი ორსულობის დროს გამოყენებისთვის.Oორსულობის დიაგნოზის დასმისას, AIIRAs-ით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და საჭიროების შემთხვევაში დაიწყოს ალტერნატიული თერაპია.
ცნობილია, რომ მეორე და მესამე ტრიმესტრში AIIRA თერაპიის ზემოქმედება იწვევს ადამიანის ფეტოტოქსიურობას (თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ოლიგოჰიდრამნიოზი, თავის ქალის ოსიფიკაციის შეფერხება) და ახალშობილთა ტოქსიკურობას (თირკმლის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალემია) (იხ. ნაწილი 5.3).
თუ AIIRAs-ის ზემოქმედება მოხდა ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან, რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციისა და თავის ქალის ულტრაბგერითი შემოწმება.
ჩვილები, რომელთა დედებმაც მიიღეს AIIRAs, ჰიპოტენზიის გამო უნდა იმყოფებოდნენ გულდასმით დაკვირვების ქვეშ. (იხ. ნაწილები 4.3 და 4.4).
ლაქტაცია
ამლოდიპინი გადადის დედის რძეში. ჩვილის მიერ მიღებული დედის დოზის პროპორცია შეფასებული იყო 3-7% ინტერკვარტული დიაპაზონით, მაქსიმუმ 15%. ამლოდიპინის ზემოქმედება ახალშობილებზე უცნობია.
ძუძუთი კვების დროს, ვალსარტანის გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.
ამიტომ, ამლოდიპინი/ვალსარტანის მიღება არ არის რეკომენდებული და სასურველია ლაქტაციის დროს მიღებული იქნას შედარებით უფრო ცნობილი უსაფრთხოების პროფილების მქონე ალტერნატიული მკურნალობა, განსაკუთრებით ახალშობილის ან ნაადრევად დაბადებული ჩვილის, ძუძუთი კვების დროს.
ფერტილობა
არ არსებობს კლინიკური კვლევები ნაყოფიერების შესახებ ამლოდიპინით/ვალსარტანით.
ვალსარტანი
ვალსარტანს არ ჰქონია გვერდითი მოვლენები მამრობითი და მდედრობითი სქესის ვირთაგვ
ების რეპროდუქციულ ფუნქციონირებაზე პერორალური დოზებით 200 მგ/კგ/დღეში. ეს დოზა 6-ჯერ აღემატება ადამიანის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას მგ/მ2-ის საფუძველზე (გამოთვლებით ვარაუდობენ პერორალურ დოზას 320 მგ/დღეში და 60 კგ პაციენტებისთვის).
ამლოდიპინი
შექცევადი ბიოქიმიური ცვლილებები სპერმატოზოიდის თავში გამოვლინდა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც მკურნალობდნენ კალციუმის არხის ბლოკატორებით. კლინიკური მონაცემები არასაკმარისია ამლოდიპინის ეფექტის შესახებ ნაყოფიერებაზე. ერთი ვირთაგვის კვლევაში, გვერდითი ეფექტები იქნა ნაპოვნი მამრობით ნაყოფიერებაზე (იხ. ნაწილი 5.3).
გავლენა ავტომობილის და სხვა მანქანა-დანადგარების მართვის უნარზე
პაციენტები, რომლებიც იღებენ ამლოდიპინს/ვალსარტანს და მართავენ სატრანსპორტო საშუალებებს ან მუშაობენ მექანიზმებთან, უნდა გაითვალისწინონ, რომ ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან დაღლილობა.
ამლოდიპინს შეუძლია მსუბუქი და ზომიერი გავლენა მოახდინოს მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე. პაციენტებს, რომლებიც იღებენ ამლოდიპინს, აღენიშნებათ თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა ან გულისრევა, შეიძლება დაქვეითდეს რეაქციის უნარი.
არასასურველი ეფექტები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
ამლოდიპინის/ვალსარტანის უსაფრთხოება შეფასებული იყო ხუთ კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში 5,175 პაციენტზე, რომელთაგან 2,613 იღებდა ვალსარტანს, ამლოდიპინთან ერთად. შემდეგი გვერდითი ეფექტები გამოვლინდა ყველაზე ხშირად, ყველაზე მნიშვნელოვნად ან მწვავედ: ნაზოფარინგიტი, გრიპი, ჰიპერმგრძნობელობა, თავის ტკივილი, სინკოპე, ორთოსტატული ჰიპოტენზია, შეშუპება, ნახველის შეშუპება, სახის შეშუპება, პერიპერიული შეშუპება, დაღლილობა, სიწითლე, ასთენია და სიცხე.
გვერდითი რეაქციების ტაბულარული სია
გვერდითი რეაქციები დალაგებულია სიხშირის მიხედვით, სათაურებში შემდეგი კონვენციის გამოყენებით:
ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100 -დან <1/10-მდე); არახშირი (>1/1,000 -დან <1/100-მდე); იშვიათი (>1/10,000 -დან <1/1,000 -მდე); ძალიან იშვიათი (<1/10,000); უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
MedDRA სისტემის ორგანოთა კლასი
გვერდითი რეაქციები
სიხშირე
ამლოდიპინი/ვალსარტანი
ამლოდიპინი
ვალსარტანი
ინფექციები და ინვაზიები
ნაზოფარინგიტი
ხშირი
- -
- -
გრიპი
ხშირი
- -
- -
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები
ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის შემცირება
- -
- -
უცნობია
ლეიკოპენია
- -
ძალიან იშვიათი
- -
ნეიტროპენია
- -
- -
უცნობია
თრომბოციტოპენია, ზოგჯერ პურპურით
- -
ძალიან იშვიათი
უცნობია
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები
ჰიპერმგრძნობელობა
იშვიათი
ძალიან იშვიათი
უცნობია
მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ დარღვევები
ანორექსია
არახშირი
- -
- -
ჰიპერკალციემია
არახშირი
- -
- -
ჰიპერგლიკემია
- -
ძალიან იშვიათი
- -
ჰიპერლიპიდემია
არახშირი
- -
- -
ჰიპერურიკემია
არახშირი
- -
- -
ჰიპოკალიემია
ხშირი
- -
- -
ჰიპონატრიემია
არახშირი
- -
- -
ფსიქიატრიული დარღვევები
დეპრესია
- -
არახშირი
- -
შფოთვა
იშვიათი
- -
- -
უძილობა/ძილის მხრივ დარღვევები
- -
არახშირი
- -
ხასიათის ცვლილება
- -
არახშირი
- -
დაბნეულობა
- -
იშვიათი
- -
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
Kკოორდინაციის დარღვევა
არახშირი
- -
- -
თავბრუსხვევა
არახშირი
ხშირი
- -
პოსტურალური თავბრუსხვევა
არახშირი
- -
- -
დისგევზია
- -
არახშირი
- -
ექსტრაპირამიდული სინდრომი
- -
უცნობია
- -
თავის ტკივილი
ხშირი
ხშირი
- -
ჰიპერტონია
- -
ძალიან იშვიათი
- -
პარესთეზია
არახშირი
არახშირი
- -
პერიფერიული ნეიროპათია, ნეიროპათია
- -
ძალიან იშვიათი
- -
ძილიანობა
არახშირი
ხშირი
- -
სინკოპე (ცნობიერების დაკარგვა)
- -
არახშირი
- -
თრთოლვა
- -
არახშირი
- -
ჰიპოესთეზია
- -
არახშირი
- -
თვალის მხრივ დარღვევები
მხედველობის დარღვევა
იშვიათი
არახშირი
- -
მხედველობის დაქვეითება
არახშირი
არახშირი
- -
ყურის და ლაბირინთის მხრივ
დარღვევები
ტინიტუსი (ზარის მსგავსი ხმები ყურში)
იშვიათი
არახშირი
- -
თავბრუსხვევა
არახშირი
- -
არახშირი
გულის მხრივ დარღვევები
პალპიტაციები
არახშირი
ხშირი
- -
სინკოპე
იშვიათი
- -
- -
ტაქიკარდია
არახშირი
- -
- -
არითმიები (ბრადიკარდიის, პარკუჭოვანი ტაქიკარდიის და წინაგულების ფიბრილაციის ჩათვლით)
- -
ძალიან იშვიათი
- -
მიოკარდიული ინფარქტი
- -
ძალიან იშვიათი
- -
სისხლძარღვთა დარღვევები
სიწითლე
- -
ხშირი
- -
ჰიპოტენზია
იშვიათი
არახშირი
- -
ორთოსტატული ჰიპოტენზია
არახშირი
- -
- -
ვასკულიტი
- -
ძალიან იშვიათი
უცნობია
სუნთქვის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ
დარღვევები
ხველა
არახშირი
ძალიან იშვიათი
არახშირი
დისპნოე (სუნთქვის გაძნელება)
- -
არახშირი
- -
ფარინგოლარინგეალური ტკივილი
არახშირი
- -
- -
რინიტი
- -
არახშირი
- -
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები
დისკომფორტი მუცლის არეში, ტკივილი მუცლის ზედა არეში
არახშირი
ხშირი
არახშირი
ნაწლავის ჩვევის ცვლილება
- -
არახშირი
- -
ყაბზობა
არახშირი
- -
- -
დიარეა
არახშირი
არახშირი
- -
პირის სიმშრალე
არახშირი
არახშირი
- -
დისპეფსია (საჭმლის მონელების დარღვევა)
- -
არახშირი
- -
გასტრიტი
- -
ძალიან იშვიათი
- -
ღრძილების ჰიპერპლაზია
- -
ძალიან იშვიათი
- -
გულისრევა
არახშირი
ხშირი
- -
პანკრეატიტი
- -
ძალიან იშვიათი
- -
ღებინება
- -
არახშირი
- -
ჰემატობილიარული დარღვევები
ღვიძლის ფუნქციის არანორმალური ტესტი, მათ შორის სისხლში ბილირუბინის მომატება
- -
ძალიან იშვიათი *
უცნობია
ჰეპატიტი
- -
ძალიან იშვიათი
- -
ინტრაჰეპატური ქოლესტაზი, სიყვითლე
- -
ძალიან იშვიათი
- -
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ დარღვევები
ალოპეცია
- -
არახშირი
- -
ანგიონევროზული შეშუპება
- -
ძალიან იშვიათი
უცნობია
ბულოზური დერმატიტი
- -
- -
უცნობია
ერითემა
არახშირი
- -
- -
მულტიფორმული ერითემა
- -
ძალიან იშვიათი
- -
ეგზანთემა (ყვავილის მსგავსი გამონაყარი)
იშვიათი
არახშირი
- -
ჰიპერჰიდროზი
იშვიათი
არახშირი
- -
ფოტომგრძნობელობის რეაქცია
- -
არახშირი
- -
ქავილი
იშვიათი
არახშირი
უცნობია
პურპურა (მეწამული ფერის ლაქები)
- -
არახშირი
- -
გამონაყარი
არახშირი
არახშირი
უცნობია
კანის გაუფერულება
- -
არახშირი
- -
ჭინჭრის ციება და გამონაყარის სხვა ფორმები
- -
ძალიან იშვიათი
- -
ექსფოლიაციური დერმატიტი
- -
ძალიან იშვიათი
- -
სტივენ-ჯონსონის სინდრომი
- -
ძალიან იშვიათი
- -
კვინკეს შეშუპება
- -
ძალიან იშვიათი
- -
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი
- -
უცნობია
- -
კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები
ართრალგია
არახშირი
არახშირი
- -
ზურგის ტკივილი
არახშირი
არახშირი
- -
სახსრების შეშუპება
არახშირი
- -
- -
კუნთის სპაზმი
იშვიათი
არახშირი
- -
მიალგია
- -
არახშირი
უცნობია
ტერფის შეშუპება
- -
ხშირი
- -
სიმძიმის შეგრძნება
იშვიათი
- -
- -
თირკმელებისა და შარდის დარღვევები
სისხლში გაზრდილი კრეატინინი
- -
- -
უცნობია
შარდვის დარღვევა
- -
არახშირი
- -
ნოქტურია
- -
არახშირი
- -
პოლაკიურია
იშვიათი
არახშირი
- -
პოლიურია
იშვიათი
- -
- -
თირკმლის უკმარისობა
- -
- -
უცნობია
რეპროდუქციული სისტემისა და მკერდის მხრივ დარღვევები
იმპოტენცია
- -
არახშირი
- -
ერექციული დისფუნქცია
იშვიათი
- -
- -
გინეკომასტია
- -
არახშირი
- -
ზოგადი დარღვევები და მიღების ადგილის პირობები
ასთენია
ხშირი
არახშირი
- -
დისკომფორტი, სისუსტე
- -
არახშირი
- -
დაღლილობა
ხშირი
ხშირი
არახშირი
სახის შეშუპება
ხშირი
- -
- -
სიწითლე, სიცხის უეცარი შეგრძნება
ხშირი
- -
- -
არაკარდიული ტკივილი გულმკერდის არეში,
- -
არახშირი
- -
შეშუპება
ხშირი
ხშირი
- -
პერიფერიული შეშუპება
ხშირი
- -
- -
ტკივილი
- -
არახშირი
- -
გამონაყარის შეშუპება
ხშირი
- -
- -
გამოკვლევები
სისხლში კალიუმის მომატება
- -
- -
უცნობია
წონაში მატება
- -
არახშირი
- -
წონაში კლება
- -
არახშირი
- -
- ძირითადად შეესაბამება ქოლესტაზს
დამატებითი ინფორმაცია კომბინაციაზე
პერიფერიული შეშუპება, ამლოდიპინის აღიარებული გვერდითი ეფექტი, ჩვეულებრივ დაფიქსირდა უფრო დაბალი სიხშირით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამლოდიპინის/ვალსარტანის კომბინაციას, ვიდრე იმათში, ვინც იღებდა მხოლოდ ამლოდიპინს. ორმაგ ბრმა-ში, კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, პერიფერიული შეშუპების სიხშირე დოზის მიხედვით იყო შემდეგი:
პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი (%), რომლებსაც განუვითარდათ პერიფერიული შეშუპება
ვალსარტანი (მგ)
0
40
80
160
320
ამლოდიპინი (მგ)
0
- 0
- 5
- 4
- 6
- 9
- 5
- 0
- 3
- 4
- 4
- 9
5
- 1
- 8
- 3
- 1
- 4
10
- 3
NA
NA
- 0
- 5
პერიფერიული შეშუპების საშუალო სიხშირე თანაბრად შეწონილ ყველა დოზაში იყო 5.1% ამლოდიპინი/ვალსარტანის კომბინაციით.
დამატებითი ინფორმაცია ცალკეულ კომპონენტებზე
გვერდითი რეაქციები, რომლებიც ადრე მოხსენებული იყო ერთ-ერთი ცალკეული კომპონენტით (ამლოდიპინი ან ვალსარტანი), შესაძლოა იყოს პოტენციური გვერდითი რეაქციები ამლოდიპინით/ვალსარტანით, თუნდაც არ გამოვლინდეს კლინიკურ კვლევებში ან პოსტმარკეტინგული პერიოდის განმავლობაში.
ამლოდიპინი
ხშირი
ძილიანობა, თავბრუსხვევა, პალპიტაცია, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ტერფის შეშუპება.
არახშირი
უძილობა, განწყობის ცვლილებები (შფოთვის ჩათვლით), დეპრესია, თრთოლა, დისგევზია (ცუდი გემო პირის ღრუში), სინკოპე (ცნობიერების დაკარგვა), ჰიპოესთეზია, მხედველობის დარღვევა (დიპლოპიის ჩათვლით), ტინიტუსი, ჰიპოტენზია, დისპნოე, რინიტი, ღებინება, დისპეფსია, ალოპეცია, პურპურა, კანის გაუფერულება, ჰიპერჰიდროზი, ქავილი, ეგზანთემა, მიალგია, კუნთების კრუნჩხვები, ტკივილი, შარდვის დარღვევები, შარდვის გახშირება, იმპოტენცია, გინეკომასტია, გულ-მკერდის ტკივილი, სისუსტე, წონაში მომატება, წონაში კლება.
იშვიათი
დაბნეულობა.
ძალიან იშვიათი
ლეიკოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ალერგიული რეაქციები, ჰიპერგლიკემია, ჰიპერტონია, პერიფერიული ნეიროპათია, მიოკარდიალური ინფარქტი, არითმია (ბრადიკარდიის ჩათვლით, პარკუჭოვანი ტაქიკარდია და წინაგულების ფიბრილაცია), ვასკულიტი, პანკრეატიტი, გასტრიტი, ღრძილების ჰიპერპლაზია, ჰეპატიტი, სიყვითლე, ღვიძლის ფერმენტების მომატება*, ანგიონევროზული შეშუპება, მულტიფორმული ერითემა, ჭინჭრის ციება, ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, კვინკეს შეშუპება, ფოტომგრძნობელობა.
- ძირითადად შეესაბამება ქოლესტაზს
იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა ექსტრაპირამიდული სინდრომი.
ვალსარტანი
უცნობია
ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის შემცირება, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, შრატში კალიუმის მომატება, ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების მატება შრატში ბილირუბინის მომატების ჩათვლით, თირკმლის უკმარისობა, შრატის კრეატინინის მომატება, ანგიონევროზული შეშუპება, მიალგია, ვასკულიტი, ჰიპერმგრძნობელობა, შრატისმიერი დაავადების ჩათვლით.
შესაძლო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ, მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება. ეს იძლევა მუდმივი მონიტორინგის საშუალებას სამკურნალო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსზე. ჯანდაცვის პროფესიონალებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქცია, ეროვნული მოხსენების სისტემის მეშვეობით.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები
არ არსებობს ამლოდიპინი/ვალსარტანის დოზის გადაჭარბების გამოცდილება. ვალსარტანის დოზის გადაჭარბების მთავარი სიმპტომი შესაძლოა გამოიხატოს ჰიპოტენზიით, თავბრუსხვევით. ამლოდიპინის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გადაჭარბებული პერიფერიული ვაზოდილაცია და, შესაძლოა, რეფლექსური ტაქიკარდია. აღინიშნა, გამოხატული და პოტენციურად გახანგრძლივებული სისტემური ჰიპოტენზია, მათ შორის შოკი ფატალური შედეგით.
ფილტვის არა-კარდიოგენური შეშუპება იშვიათად გვხვდება ამლოდიპინის დოზის გადაჭარბების შედეგად, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს დაგვიანებით (მიღებიდან 24-48 საათში) და საჭიროებს ვენტილაციურ მხარდაჭერას. ადრეული რეანიმაციული ღონისძიებები (სითხის გადაჭარბების ჩათვლით) პერფუზიისა და გულის წუთმოცულობის შესანარჩუნებლად, შეიძლება იყოს გამომწვევი ფაქტორები.
მკურნალობა
თუ პერორალური მიღება ცოტა ხნის წინ მოხდა, შეიძლება განიხილებოდეს ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა. გააქტიურებული ნახშირის შეყვანა ჯანმრთელ მოხალისეეებში ან ამლოდიპინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ, მნიშვნელოვნად ამცირებს ამლოდიპინის შეწოვას. ამლოდიპინი/ვალსარტანის დოზის გადაჭარბების გამო, კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოტენზია საჭიროებს აქტიურ გულ-სისხლძარღვთა მხარდაჭერას, მათ შორის, გულისა და რესპირატორული ფუნქციის ხშირ მონიტორინგს, კიდურების ამაღლებას, მოცირკულირე სითხისა და შარდის გამოყოფის ყურადღებას. ვაზოკონსტრიქტორი შეიძლება სასარგებლო იყოს სისხლძარღვთა ტონუსისა და არტერიული წნევის აღსადგენად, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მისი გამოყების უკუჩვენება. კალციუმის გლუკონატის ინტრავენური შეყვანა, შეიძლება სასარგებლო იყოს კალციუმის არხის ბლოკადის ეფექტების შესაცვლელად.
ვალსარტანიც და ამლოდიპინიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიდევნოს ჰემოდიალიზით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი საშუალებები; ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები (ARBs) და კალციუმის არხის ბლოკატორები, ათქ კოდი: C09DB01
ამლოდიპინი/ვალსარტანი დამატებითი მექანიზმებით აერთიანებს ორ ანტიჰიპერტენზულ ნაერთს არტერიული წნევის გასაკონტროლებლად, ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში; ამლოდიპინი მიეკუთვნება კალციუმის ანტაგონისტების კლასს, ხოლო ვალსარტანი ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების მედიკამენტების კლასს. ამ ნივთიერებების კომბინაციას აქვს დამატებითი ანტიჰიპერტენზიული ეფექტი, რაც ამცირებს არტერიულ წნევას უფრო მეტად, ვიდრე ცალკეული კომპონენტი.
ამლოდიპინი/ვალსარტანი
ამლოდიპინისა და ვალსარტანის კომბინაცია იწვევს დოზა-დამოკიდებული დანამატის შემცირებას მისი თერაპიული დოზების დიაპაზონში. კომბინაციის ერთჯერადი დოზის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი გაგრძელდა 24 საათის განმავლობაში.
პლაცებო-კონტროლირებადი კვლევები
1,400-ზე მეტი ჰიპერტონიული პაციენტი იღებდა ამლოდიპინს/ვალსარტანს დღეში ერთხელ, ორ პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში. ჩართული იყვნენ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გაურთულებელი ესენციური ჰიპერტენზიის მქონე მოზრდილები (ნიშნავს მჯდომარე დიასტოლურ არტერიულ წნევას >95 და <110 ვერცხლისწყლის მმ). მაღალი კარდიოვასკულარული რისკის მქონე პაციენტები – გულის უკმარისობა, I ტიპის და ცუდად კონტროლირებადი II ტიპის დიაბეტი, მიოკარდიული ინფარქტის ან ინსულტის ისტორია ერთი წლის განმავლობაში – იყო გამორიცხული.
აქტიურად-კონტროლირებადი კვლევები პაციენტებში, რომლებიც არ ექვემდებარებოდნენ მონოთერაპიას
მულტიცენტრულმა, არაპროგნოზირებადმა, ორმაგმა-ბრმამ, აქტიურად-კონტროლირებადმა, პარალელურად ჯგუფურმა კვლევამ აჩვენა არტერიული წნევის ნორმალიზება (დიასტოლური არტერიული წნევის მიღმა <90 ვერცხლისწყლის მმ კვლევის ბოლოს) პაციენტებში, რომლებიც ადეკვატურად არ აკონტროლებდნენ ვალსარტანს 160 მგ, პაციენტების 75%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ ამლოდიპინით/ვალსარტანით 10მგ/160 და პაციენტების 62%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ ამლოდიპინით/ვალსარტანით 5 მგ/160მგ, პაციენტების 53%-თან შედარებით, რომლებიც რჩებოდნენ 160 მგ ვალსარტანზე. 10 მგ და 5 მგ ამლოდიპინის დამატებამ გამოიწვია სისტოლური/დიასტოლური არტერიული წნევის შემცირება, 6.0/4.8 ვერცხლისწყლის მმ და 3.9/2.9 ვერცხ.მმ, შესაბამისად, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც რჩებოდნენ მხოლოდ 160 მგ ვალსარტანზე.
მულტიცენტრულმა, არაპროგნოზირებადმა, ორმაგმა-ბრმამ, აქტიურად-კონტროლირებადმა, პარალელურად ჯგუფურმა კვლევამ აჩვენა არტერიული წნევის ნორმალიზება (დიასტოლური არტერიული წნევის მიღმა <90 ვერცხლისწყლის მმ კვლევის ბოლოს) პაციენტებში, რომლებიც ადეკვატურად არ აკონტროლებდნენ ამლოდიპინს 10 მგ, პაციენტების 78%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ ამლოდიპინით/ვალსარტანით 10მგ/160მგ, პაციენტების 67%-თან შედარებით, რომლებიც რჩებოდნენ 10 მგ ამლოდიპინზე. 160 მგ ვალსარტანის დამატებამ გამოიწვია სისტოლური/დიასტოლური არტერიული წნევის შემცირება, 2.9/2.1 ვერცხლისწყლის მმ, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც რჩებოდნენ მხოლოდ 10 მგ ამლოდიპინზე.
ამლოდიპინი/ვალსარტანი ასევე შესწავლილი იყო აქტიურ-კონტროლირებად კვლევებში, 130 ჰიპერტენზიულ პაციენტში საშუალო მჯდომარე დიასტოლური არტერიული წნევით >110 ვერცხლისწყლის მმ და <120 ვერცხ.მმ. ამ კვლევაში (საბაზისო არტერიული წნევა 171/113 ვერცხლისწყლის მმ) ამლოდიპინი/ვალსარტანის რეჟიმი 5მგ/160 მგ ტიტრირებული 10 მგ/160 მგ-მდე ამცირებს მჯდომარე არტერიალ წნევას 36/29 ვერცხ მმ-ით, 32/28 ვერცხ მმ-თან შედარებით ლიზინოპრილის/ჰიდროქლორთიაზიდის რეჟიმით 10 მგ/12.5 მგ ტიტრირებული-დან 20 მგ/12.5 მგ-მდე.
შემდგომ ორ გრძელვადიან კვლევაში, ამლოდიპინის/ვალსარტანის ეფექტი შენარჩუნდა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ამლოდიპინის/ვალსარტანის უეცარი შეწყვეტა არ იყო დაკავშირებული არტერიული წნევის სწრაფ მატებასთან.
ასაკი, სქესი, რასა და სხეულის მასის ინდექსი (>30 კგ/მ2, <30 კგ/მ2) არ ახდენს გავლენას ამლოდიპინის/ვალსარტანის რეაგირებაზე.
ამლოდიპინი/ვალსარტანი შესწავლილი იქნა მხოლოდ ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში. ვალსარტანი, პაციენტებში შესწავლილი იქნა მიოკარდიული ინფარქტის და გულის უკმარისობის განვითარების შემდეგ. ამლოდიპინი შესწავლილი იყო ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის, ვაზოსპასტიური სტენოკარდიის და ანგიოგრაფიულად დადასტურებული კორონალური არტერიის დაავადების მქონე პაციენტებში.
ამლოდიპინი
ამ მედიკამენტის ნივთიერება, ამლოდიპინი, თრგუნავს კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ შეღწევას გულისა და სისხლძარღვების გლუვ კუნთებში. ამლოდიპინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე პირდაპირი დამამშვიდებელი ეფექტით, რომელიც იწვევს პერიფერიული სისხლძარღვთა წინააღმდეგობის და არტერიული წნევის შემცირებას. ექსპერიმენტული მონაცემები ვარაუდობს, რომ ამლოდიპინი აკავშირებს როგორც დიჰიდროპირიდინის, ასევე არადიჰიდროპირიდინის შემაერთებელ ადგილებს. გულის კუნთისა და სისხლძარღვების გლუვი კუნთების შეკუმშვის პროცესები დამოკიდებულია უჯრედგარე კალციუმის იონების მოძრაობაზე, ამ უჯრედებში სპეციალური იონური არხების მეშვეობით.
ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, თერაპიული დოზების შეყვანის შემდეგ, ამლოდიპინი იწვევს ვაზოდილაციას, რაც იწვევს მწოლიარე და ფეხზე მდგომი არტერიული წნევის შემცირებას. არტერიული წნევის ამ დაქვეითებას თან არ ახლავს გულისცემის ან პლაზმის კატექოლამინების დონის მნიშვნელოვანი ცვლილება ქრონიკული დოზირებისას.
პლაზმური კონცენტრაციები კორელირებს ეფექტებთან როგორც ახალგაზრდა, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში.
ჰიპერტენზიულ პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით, ამლოდიპინის თერაპიულმა დოზებმა გამოიწვია თირკმლის სისხლძარღვთა წინააღმდეგობის დაქვეითება და გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის და თირკმლის პლაზმის ეფექტიანი ნაკადის ზრდა, ფილტრაციის ფრაქციისა ან პროტეინურიის ცვლილების გარეშე.
ისევე როგორც კალციუმის არხის სხვა ბლოკატორების შემთხვევაში, გულის ფუნქციის ჰემოდინამიკური გაზომვები მოსვენებულ მდგომარეობაში და ვარჯიშის დროს (ან სიარული) პაციენტებში, ნორმალური პარკუჭის ფუნქციით, რომლებიც მკურნალობდნენ ამლოდიპინით, ზოგადად აჩვენებენ გულის ინდექსის მცირე ზრდას dP/dt - ზე ან მარცხენა პარკუჭზე მნიშვნელოვანი გავლენის გარეშე, ბოლო დიასტოლური წნევა ან მოცულობა. ჰემოდინამიკურ კვლევებში, ამლოდიპინი არ იყო დაკავშირებული ნეგატიურ ინოტროპულ ეფექტთან თერაპიული დოზების დიაპაზონში შეყვანისას ხელუხლებელი ცხოველებისა და ადამიანებისთვის, მაშინაც კი, როცა ადამიანებში მიიღება ბეტა-ბლოკატორებთან ერთად.
ამლოდიპინი არ ცვლის სინოატრიულ კვანძოვან ფუნქციას ან ატრიოვენტრიკულურ გამტარობას უცვლელ ცხოველებში ან ადამიანებში. კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც ამლოდიპინი შეყვანილი იყო ბეტა-ბლოკატორებთან კომბინაციაში ჰიპერტენზიის ან სტენოკარდიის მქონე პაციენტებში, ელექტროკარდიოგრაფიულ პარამეტრებზე ეფექტები არ დაფიქსირებულა.
გამოყენება ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში
არაპროგნოზირებადი ორმაგი ბრმა ავადობა-სიკვდილიანობის კვლევა, სახელწოდებით ანტიჰიპერტენზიული და ლიპიდების შემამცირებელი მკურნალობა გულის შეტევის თავიდან ასაციალებლად, ჩატარდა ახალი თერაპიის შესადარებლად:
ამლოდიპინი 2.5 – 10 მგ/დღეში (კალციუმის არხის ბლოკატორი) ან ლიზინოპრილი 10-40 მგ/დღეში (აგფ-ინჰიბიტორი), როგორც თიაზიდური-შარდმდენის პირველი რიგის თერაპიები, ქლორთალიდონი 12.5-25 მგ/დღეში, მსუბუქი და ზომიერი ჰიპერტენზიის დროს.
სულ 33,357 ჰიპერტენზიული პაციენტი 55 წლის და უფროსი ასაკის იყო რანდომიზებული და დაკვირვებული საშუალოდ 4.9 წლის განმავლობაში. პაციენტებს ჰქონდათ მინიმუმ ერთი დამატებითი გულის კორონარული დაავადების რისკის ფაქტორი, მათ შორის: წინა მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი (ჩარიცხვამდე > 6 თვით ადრე) ან სხვა ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადების დოკუმენტაცია (საერთო 51.5%), ტიპი 2 დიაბეტი (36.1%), მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი- ქოლესტერინი <35 მგ/დლ ან <0.906 მმოლ/ლ (11.6%), მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია ელექტროკარდიოგრაფიით ან ექოკარდიოგრაფიით დიაგნოზირებული (20.9%), აქტიური მწეველი (21.9%).
პირველადი საბოლოო წერტილი იყო ფატალური გულის კორონარული დაავადების ან არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტის კომპოზიტი. არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავება პირველად საბოლოო წერტილში ამლოდიპინზე დაფუძნებულ თერაპიასა და ქლორტალიდონზე დაფუძნებულ თერაპიას შორის: რისკის კოეფიციენტი (RR) 0.98 95% CI (0.90-1.07) p=0.65. მეორეულ საბოლოო წერტილებს შორის, გულის უკმარისობის სიხშირე (კომპოზიტური კომბინირებული გულ-სისხლძარღვთა საბოლოო წერტილის კომპონენტი) იყო მნიშვნელოვნად მაღალი ამლოდიპინის ჯგუფში, ქლორტალიდონის ჯგუფთან შედარებით. (10.2% წინააღმდეგ 7.7%, RR 1.38, 95% CI [1.25-1.52] p<0.001). თუმცა, არ იყო მნიშვნელოვანი განსხვავება ყველა მიზეზით სიკვდილიანობაში ამლოდიპინზე დაფუძნებულ თერაპიასა და ქლორტალიდონზე დაფუძნებულ თერაპიას შორის RR 0.96 95% CI (0.89-1.02) p=0.20.
ვალსარტანი
ვალსარტანი არის პერორალურად აქტიური, ძლიერი და სპეციფიკური ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტი. ის არჩევითად მოქმედებს AT1 რეცეპტორის ქვეტიპზე, რომელიც პასუხისმგებელია ანგიოტენზინ II-ის ცნობილ მოქმედებებზე. პლაზმაში ანგიოტენზინ II-ის დონის მატებამ ვალსარტანით AT1 რეცეპტორის ბლოკადის შემდეგ, შეიძლება გამოიწვიოს AT2 ქვეტიპის რეცეპტორის სტიმულირება, რომელიც აწონასწორებს AT1 რეცეპტორის ეფექტს. ვალსარტანი არ ავლენს რაიმე ნაწილობრივ აგონისტურ აქტივობას AT1 რეცეპტორზე და აქვს ბევრად უფრო მეტი (დაახლოებით 20,000-ჯერ) აფინურობა AT1 რეცეპტორთან, ვიდრე AT2 რეცეპტორთან.
ვალსარტანი არ აინჰიბირებს აგფ-ს, ასევე ცნობილი როგორც კანინაზა II, რომელიც ანგიოტენზინ I-ს გარდაქმნის ანგიოტენზინ II-ად და ამცირებს ბრადიკინინს. ვინაიდან, ACE-ზე არანაირი გავლენა და ბრადიკინინის ან P ნივთიერების გაძლიერება არ არსებობს, ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაკავშირებული იყოს ხველასთან. კლინიკურ კვლევებში, სადაც ვალსარტანი შედარებულია ACE ინჰიბიტორთან, მშრალი ხველის სიხშირე მნიშვნელოვნად დაბალი იყო (P <0.05) პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ვალსარტანით, ვიდრე მათში, ვინც მკურნალობდა აგფ ინჰიბიტორით (2.6% წინააღმდეგ 7.9%-ის, შესაბამისად). პაციენტთა კლინიკურ კვლევაში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ მშრალი ხველა აგფ ინჰიბიტორებით თერაპიის დროს, საცდელი სუბიექტების 19.5%-ს, რომლებიც იღებდნენ ვალსარტანს და 19.0%-ს, ვინც იღებდა თიაზიდურ შარდმდენს, აღენიშნებოდა ხველა იმ 68.5%-თან შედარებით, ვინც მკურნალობდა აგფ ინჰიბიტორით (P <0.05). ვალსარტანი არ უკავშირდება ან ბლოკავს სხვა ჰორმონის რეცეპტორებს ან იონურ არხებს რომლებიც ცნობილია, რომ მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა რეგულირებისთვის.
ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, ვალსარტანის მიღება იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას, პულსის სიხშირეზე ზემოქმედების გარეშე.
უმეტეს პაციენტებში, ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ, ანტიჰიპერტენზიული აქტივობა იწყება 2 საათში, ხოლო არტერიული წნევის პიკური ვარდნა მიიღწევა 4-6 საათში. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შენარჩუნებულია მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. განმეორებითი მიღებისას, არტერიული წნევის მაქსიმალური დაქვეითება ნებისმიერი დოზით, მიიღწევა ჩვეულებრივ 2-4 კვირაში და შენარჩუნებულია ხანგრძლივი თერაპიის განმავლობაში. ვალსარტანის უეცარი შეწყვეტა არ არის დაკავშირებული განმეორებით ჰიპერტენზიასთან ან სხვა არასასურველ კლინიკურ მოვლენებთან.
სხვა: რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის ორმაგი ბლოკადა (RAAS)
ორმა დიდმა რანდომიზებულმა, კონტროლირებადმა კვლევებმა (ONTARGET [მიმდინარეობს მარტო ტელმისარტან-თან და რამიპრილის გლობალური საბოლოო წერტილის კვლევასთან ერთად] და VA NEPHRON-D-მა [ვეტერანთა საქმეების ნეფროპათია დიაბეტში]) გამოიკვლია აგფ ინჰიბიტორის კომბინაციის გამოყენება ARB-თან.
ONTARGET კვლევა ჩატარდა გულ-სისხლძარღვთა, ცერებროვასკულარული დაავადების, ან მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, ბოლოს ორგანოს დაზიანების თანმხლებით. VA NEPHRON-D იყო კვლევა პაციენტებში, მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით და დიაბეტური ნეფროპათიით.
ამ კვლევებმა არ აჩვენა მნიშვნელოვანი სასარგებლო გავლენა თირკმელების და/ან გულ-სისხლძარღვთა შედეგებსა და სიკვდილიანობაზე, ხოლო ჰიპერკალიემიის, თირკმლის მწვავე დაზიანების და/ან ჰიპოტენზიის გაზრდილი რისკი დაფიქსირდა მონოთერაპიასთან შედარებით. მათი მსგავსი ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, ეს შედეგები ასევე შესაბამისია სხვა აგფ ინჰიბიტორებისთვისა და ARB-ებისთვის.
აგფ ინჰიბიტორები და ARB-ები არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.4).
ALTITUDE (ალისკირენის კვლევა ტიპი 2 დიაბეტის შემთხვევაში, გამოყენებული გულსისხლძარღვთა და თირკმლის დაავადების საბოლოო წერტილებით) იყო კვლევა, რომელიც შექმნილი იყო ალისკირენის დამატების სარგებლის შესამოწმებლად, აგფ ინჰიბიტორის ან ARB-ის სტანდარტულ თერაპიაში, პაციენტებში, მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით და თირკმლის ქრონიკული დაავადებებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ან ორივე. კვლევა შეწყდა ნაადრევად არასასურველი შედეგების გაზრდილი რისკის გამო.
კარდიოვასკულარული სიკვდილიანობა და ინსულტი რიცხობრივად უფრო ხშირი იყო ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში და გვერდითი მოვლენები და საინტერესო სერიოზული გვერდითი მოვლენები (ჰიპერკალიემია, ჰიპოტენზია და თირკმლის დისფუნქცია) უფრო ხშირად გამოვლინდა ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ხაზოვანობა
ამლოდიპინი და ვალსარტანი ავლენენ ხაზოვან ფარმაკოკინეტიკას.
ამლოდიპინი/ვალსარტანი
ამლოდიპინის/ვალსარტანის პერორალური მიღების შემდეგ, ვალსარტანისა და ამლოდიპინის პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 3 და 6-8 საათში, შესაბამისად. ამლოდიპინის/ვალსარტანის შეწოვის სიჩქარე და ხარისხი ექვივალენტურია ვალსარტანის და ამლოდიპინის ბიოშეღწევადობის, როდესაც მიიღება ინდივიდუალური ტაბლეტების სახით. ამლოდიპინი
შეწოვა: მხოლოდ ამლოდიპინის თერაპიული დოზების პერორალური მიღების შემდეგ, ამლოდიპინის პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 6-12 საათში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა გამოთვლილია 64%-დან 80%-მდე. ამლოდიპინის ბიოშეღწევადობაზე გავლენას არ ახდენს საკვების მიღება.
განაწილება: განაწილების მოცულობა არის დაახლოებით 21 ლ/კგ. ამლოდიპინის ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ მოცირკულირე პრეპარატის დაახლოებით 97.5% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ბიოტრანსფორმაცია: ამლოდიპინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება (დაახლოებით 90%) ღვიძლში, არააქტიურ მეტაბოლიტებად.
ელიმინაცია: ამლოდიპინის ელიმინაცია პლაზმიდან არის ორფაზიანი, ელიმინაციის ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 30-50 საათს. პლაზმაში წონასწორული დონე მიიღწევა 7-8 დღის განმავლობაში, უწყვეტი მიღების შემდეგ. თავდაპირველი ამლოდიპინის ათი პროცენტი და ამლოდიპინის მეტაბოლიტების 60% გამოიყოფა შარდში.
ვალსარტანი
შეწოვა: მხოლოდ ვალსარტანის პერორალური მიღების შემდეგ, ვალსარტანის პიკური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 2-4 საათში. საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის 23%. საკვები ამცირებს ვალსარტანის ზემოქმედებას (AUC-ით გაზომილი) დაახლოებით 40%-ით და პიკურ პლაზმურ კონცენტრაციას (Cmax) დაახლოებით 50%-ით, თუმცა დოზის მიღებიდან დაახლოებით 8 საათის შემდეგ, პლაზმაში ვალსარტანის კონცენტრაციები მსგავსია საკვებისა და უზმოზე ჯგუფებისთვის. AUC-ის ამ შემცირებას არ ახლავს თერაპიული ეფექტის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება, და შესაბამისად, ვალსარტანის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
განაწილება: ვალსარტანის განაწილების წონასწორული მოცულობა ინტრავენური შეყვანის შემდეგ არის დაახლოებით 17 ლიტრი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვალსარტანი ფართოდ არ ნაწილდება ქსოვილებში. ვალსარტანი ძლიერ უკავშირდება შრატის ცილებს (94-97%), ძირითადად შრატის ალბუმინს.
ბიოტრანსფორმაცია: ვალსარტანი დიდად არ გარდაიქმნება, რადგან დაახლოებით დოზის მხოლოდ 20% აღდგება მეტაბოლიტების სახით. ჰიდროქსი მეტაბოლიტი გამოვლენილია პლაზმაში დაბალი კონცენტრაციით (ვალსარტანის AUC-ის 10%-ზე ნაკლები). ეს მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად არააქტიურია.
ელიმინაცია: ვალსარტანი აჩვენებს მრავალექსპონენციურ დაშლის კინეტიკას (t½α <1 სთ და t½ß დაახლოებით 9 სთ). ვალსარტანი ძირითადად გამოიყოფა ფეკალური მასებით (დოზის დაახლოებით 83%) და შარდით (დოზის დაახლოებით 13%), ძირითადად, უცვლელი პრეპარატის სახით. ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ვალსარტანის პლაზმური კლირენსი არის დაახლოებით 2 ლ/სთ, ხოლო თირკმლის კლირენსი არის 0.62 ლ/სთ (მთლიანი კლირენსი დაახლოებით არის 30%). ვალსარტანის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6 საათს.
სპეციალური პოპულაციები
პედიატრიული ასაკის მოსახლეობა (18 წლამდე ასაკის)
არ არის ხელმისაწვდომი ფარმაკოკინეტიკური მონაცემები პედიატრიულ პოპულაციაში.
ხანდაზმულები (65 წლის ასაკიდან)
ამლოდიპინის პლაზმური კონცენტრაციის პიკამდე დრო იგივეა ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში. ხანდაზმულ პაციენტებში, ამლოდიპინის კლირენსი კლებულობს, რაც იწვევს მრუდის ქვეშ მდებარე ფართობის ზრდას (AUC) და ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდს. ვალსარტანის საშუალო სისტემური AUC უფრო მაღალია 70%-ით ხანდაზმულებში, ვიდრე ახალგაზრდებში, აქედან გამომდინარე საჭიროა სიფრთხილე დოზის გაზრდისას.
თირკმლის უკმარისობა
ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს თირკმლის უკმარისობა. როგორც მოსალოდნელი იყო ნაერთებისთვის, სადაც თირკმლის კლირენსი შეადგენს მთლიანი პლაზმური კლირენსის მხოლოდ 30%-ს, არ გამოვლენილა კოლერაცია თირკმლის ფუნქციასა და ვალსარტანის სისტემურ ზემოქმედებას შორის.
ღვიძლის უკმარისობა
ძალიან შეზღუდული კლინიკური მონაცემებია ხელმისაწვდომი ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის მიღების შესახებ. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ ამლოდიპინის კლირენსის დაქვეითება, რაც იწვევს AUC-ის დაახლოებით 40-60%-ით ზრდას. საშუალოდ, ღვიძლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში ვალსარტანის ექსპოზიცია (გაზომილი AUC-ის მნიშვნელობებით) ორჯერ მეტია, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში (ასაკთან, სქესთან და წონასთან შესაბამისობაში). სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.2).
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
ამლოდიპინი/ვალსარტანი
გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში შესაძლო კლინიკური მნიშვნელობით, იყო შემდეგი: ჯირკვლოვანი კუჭის ჰისტოპათოლოგიური ნიშნები დაფიქსირდა მამრობით ვირთაგვებში დაახლოებით 160 მგ ვალსარტანისა და 10 მგ ამლოდიპინის კლინიკურ დოზებზე 1.9-ჯერ (ვალსარტანი) და 2.6-ჯერ (ამლოდიპინი) მეტი ექსპოზიციით. უფრო მაღალი ექსპოზიციის დროს, აღინიშნებოდა კუჭის ლორწოვანი გარსის დაწყლულება და ეროზია, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. მსგავსი ცვლილებები ასევე დაფიქსირდა მხოლოდ ვალსარტანის ჯგუფში (ექსპოზიცია 8.5-11.0 -ჯერ აღემატება 160 მგ ვალსარტანის კლინიკურ დოზას).
თირკმლის მილისებური ბაზოფილიის/ჰიალინიზაციის გაზრდილი სიხშირე და სიმძიმე, გაფართოება და ორთოპედიული ჩამოსხმა, ასევე ინტერსტიციული ლიმფოციტების ანთება და არტერიორალური მედიალური ჰიპერტროფია აღმოჩენილი იქნა 160 მგ ვალსარტანისა და 10 მგ ამლოდიპინის კლინიკურ დოზებზე 8-13-ჯერ (ვალსარტანი) და 7-8-ჯერ (ამლოდიპინი) მეტი ექსპოზიციით. მსგავსი ცვლილებები ასევე დაფიქსირდა მხოლოდ ვალსარტანის ჯგუფში (ექსპოზიცია 8.5-11.0-ჯერ აღემატება 160 მგ ვალსარტანის კლინიკურ დოზას).
ვირთაგვებში ემბრიონ-ნაყოფის განვითარების კვლევაში, მომატებული შარდსაწვეთების სიხშირე არასწორად ჩამოყალიბებული მკერდის ძვალი, და არაძვლოვანი წინა ფალანგები დაფიქსირდა დაახლოებით 160 მგ ვალსარტანისა და 10 მგ ამლოდიპინის კლინიკურ დოზებზე 12-ჯერ (ვალსარტანი) და 10-ჯერ (ამლოდიპინი) მეტი ექსპოზიციით. გაფართოებული შარდსაწვეთები ასევე აღმოჩენილი იქნა მხოლოდ ვალსარტანის ჯგუფში (ექსპოზიცია 12-ჯერ აღემატება 160 მგ ვალსარტანის კლინიკურ დოზას). ამ კვლევაში იყო დედობრივი ტოქსიკურობის მხოლოდ მცირე ნიშნები (სხეულის წონის ზომიერი შემცირება). განვითარების ეფექტის დაუკვირვებელი დონე დაფიქსირდა კლინიკურ ექსპოზიციაზე 3-ჯერ (ვალსარტანი) და 4-ჯერ (ამლოდიპინი) (AUC-ზე დაფუძნებული).
ცალკეული ნაერთებისთვის არ იყო მუტაგენურობის მტკიცებულება, კლასტოგენურობის ან კანცეროგენურობის შესახებ.
ამლოდიპინი
რეპროდუქციული ტოქსიკოლოგია
ვირთაგვებსა და თაგვებზე ჩატარებულმა რეპროდუქციულმა კვლევებმა აჩვენა მშობიარობის დაგვიანებული თარიღი, მშობიარობის გახანგრძლივება და ნაშიერის გადარჩენის დაქვეითება დოზებით დაახლოებით 50-ჯერ მეტად, ვიდრე ადამიანისთვის რეკომენდებული მაქსიმალური დოზა დაფუძნებული მგ/კგ-ზე.
ნაყოფიერების დაქვეითება
არ იყო გავლენა ვირთაგვების ნაყოფიერებაზე, რომლებიც მკურნალობდნენ ამლოდიპინის (მამაკაცები 64 დღის განმავლობაში და მდედრები 14 დღით ადრე შეჯვარებამდე) დოზებით 10 მგ/კგ/დღეში (8-ჯერ* მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზაზე ადამიანებისთვის 10 მგ-ზე მგ/მ2 საფუძველზე). ვირთაგვების სხვა კვლევაში, რომელშიც მამრ ვირთაგვები მკურნალობდნენ ამლოდიპინის ბეზილატით 30 დღის განმავლობაში დოზით, რომელიც შედარებული იყო ადამიანის დოზასთან, დაფუძნებული მგ/კგ-ზე, დაფიქსირდა პლაზმური ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონისა და ტესტოსტერონის დაქვეითება, ასევე სპერმის სიმკვრივის დაქვეითება და მომწიფებული სპერმატიდების და სერტოლის უჯრედების რაოდენობა.
კანცეროგენეზი, მუტაგენეზი
ვირთაგვებმა და თაგვებმა, რომლებიც მკურნალობდნენ ამლოდიპინით დიეტაში ორი წლის განმავლობაში, კონცენტრაციები, რომლებიც გამოთვლილია 0.5, 1.25 და 2.5 მგ/კგ/დღეში დღიური დოზის დონის უზრუნველსაყოფად, არ აჩვენებდა კანცეროგენურობას. მაქსიმალური დოზა (თაგვებისთვის, მსგავსად, და ვირთაგვებისთვის ორჯერ* მაქსიმალური რეკომენდებული კლინიკური დოზა 10 მგ მგ/მ2-ის საფუძველზე) ახლოს იყო მაქსიმალურ ტოლერანტულ დოზასთან თაგვებისთვის, მაგრამ არა ვირთაგვებისთვის.
მუტაგენურობის კვლევებმა არ გამოავლინა წამალთან დაკავშირებული ეფექტები, არც გენის და არც ქრომოსომების დონეზე.
- პაციენტის 50 კგ წონის მიხედვით
ვალსარტანი
არაკლინიკური მონაცემები არ ავლენს განსაკუთრებულ საფრთხეს ადამიანისთვის უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის ჩვეულებრივი კვლევების საფუძველზე.
ვირთაგვებში, დედისთვის ტოქსიკურმა დოზებმა (600 მგ/კგ/დღეში) გესტაციისა და ლაქტაციის ბოლო დღეებში, გამოიწვია გადარჩენის მაჩვენებლის დაქვეითება, წონის კლება და დაგვიანებული განვითარება (პინის რაზმი და ყურის არხის გახსნა) შთამომავლობაში (იხ. ნაწილი 4.6). ეს დოზები ვირთაგვებში (600 მგ/კგ/დღეში) დაახლოებით 18-ჯერ აღემატება ადამიანის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას მგ/მ2 საფუძველზე დაყრდნობით (გამოთვლებით ვარაუდობენ პერორალურ დოზას 320 მგ/დღეში და 60 კგ პაციენტისთვის).
არაკლინიკური უსაფრთხოების კვლევებში, ვალსარტანის მაღალმა დოზებმა (200-დან 600 მგ/კგ სხეულის მასა) ვირთაგვებში გამოიწვია სისხლის წითელი უფრედების მაჩვენებლების დაქვეითება (ერითროციტები, ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი) და თირკმლის ჰემოდინამიკაში ცვლილებების ნიშნები (ოდნავ მომატებული სისხლის შარდოვანას აზოტი და თირკმლის მილისებური ჰიპერპლაზია და ბაზოფილია მამაკაცებში). ეს დოზები ვირთაგვებში (200 და 600 მგ/კგ/დღეში) არის დაახლოებით 6 და 18-ჯერ მეტი ადამიანის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზაზე მგ/მ2-ის საფუძველზე (გამოთვლები ითვალისწინებს პერორალურ დოზას 320 მგ/დღეში და 60 კგ პაციენტისთვის).
მარმოსეტებში შესადარებელი დოზებით, ცვლილებები იყო მსგავსი, თუმცა უფრო მძიმე განსაკუთრებით თირკმელში, სადაც ცვლილებები განვითარდა ნეფროპათიაში, მათ შორის სისხლში შარდოვანას აზოტისა და კრეატინინის მომატებით.
ორივე სახეობაში ასევე დაფიქსირდა თირკმლის იუქსტაგლომერულური უჯრედების ჰიპერტროფია. მიიჩნევა, რომ ყველა ცვლილება გამოწვეული იყო ვალსარტანის ფარმაკოლოგიური მოქმედებით, რომელიც იწვევს გახანგრძლივებულ ჰიპოტენზიას, განსაკუთრებით მარმოსეტებში. ადამიანებში ვალსარტანის თერაპიული დოზებისთვის, თირკმლის ჯუქსტაგლომერულური უჯრედების ჰიპერტროფიას, როგორც ჩანს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
ფარმაცევტული მახასიათებლები
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ცელულოზა, მიკროკრისტალური
პოვიდონი K-29/32
ნატრიუმის კროსკარმელოზა
ტალკი
მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული]
ჰიპრომელოზა
ტიტანის დიოქსიდი
მაკროგოლი 400
ამვა დენკ 5/80 მგ და ამვა დენკ 5/160 მგ-სთვის დამატებით: რკინის ყვითელი ოქსიდი
შეუთავსებლობები
არ არის შეფასებული.
შენახვის ვადა
3 წელი
შენახვის სპეციალური ზომები
ინახება 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეფუთვა და შემადგენლობა
PVC/PVDC/ ალუმინის ბლისტერები
შეფუთვის ზომა: 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
განადგურების სპეციალური ზომები და სხვა პირობები
არ საჭიროებს სპეციალურ მოთხოვნებს.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
დენკ ფარმა გმბჰ & კო. კგ
პრინცრეგენტენშტრ. 79
81675 მიუნხენი
გერმანია
გერმანიაში სავაჭრო ლიცენზიის ნომრები
5/80 მგ: 97761.00.00
5/160 მგ: 97762.00.00
10/160 მგ: 97763.00.00
პირველი ავტორიზაციის თარიღი გერმანიაში
- 01.2017
ტექსტის გადახედვის თარიღი
12/2022
მიწოდების ზოგადი კლასიფიკაია
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.