პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები

ამარილი M

Amaryl® M

რეცეპტით2მგ + 500მგინსტრუქცია ქართულადკორეა
რისთვის გამოიყენება

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა (დიეტაზე, ფიზიკურ დატვირთვაზე და სხეულის მასის შემცირებაზე დამატებით): - როდესაც გლიკემიური კონტროლი არ მიიღწევა გლიმეპირიდით ან მეტფორმინით მონოთერაპიის საშუალებით; - გლიმეპირიდისა და მეტფორმინის ტაბლეტებით კომბინირებული მკურნალობის შენაცვლებისას.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
2მგ + 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
Handok Inc., კორეა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სისხლში გლუკოზის შემცველობის დამაქვეითებელი პერორალური პრეპარატების კომბინაციები
ATC კოდი
A10BD02
რეგისტრაციის ნომერი
რ-043138
რეგისტრირებულია
16 აპრილი 2025, მოქმედებს 30 იანვარი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Sanofi Winthrop Industrie (საფრანგეთი)
განმცხადებელი
შპს „ფაინენშლ ჩეინ კორპორეიშნ“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაამარილი M და სხვა წამალი ერთად

ამარილი M — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა (დიეტაზე, ფიზიკურ დატვირთვაზე და სხეულის მასის შემცირებაზე დამატებით):

  • როდესაც გლიკემიური კონტროლი არ მიიღწევა გლიმეპირიდით ან მეტფორმინით მონოთერაპიის საშუალებით;
  • გლიმეპირიდისა და მეტფორმინის ტაბლეტებით კომბინირებული მკურნალობის შენაცვლებისას.

მიღების წესი და დოზირება

როგორც წესი, პრეპარატ ამარილი® M-ის დოზა უნდა განისაზღვროს პაციენტის სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის სამიზნე მაჩვენებლის მიხედვით. საჭიროა უმცირესი დოზის მიღება, რომელიც საკმარისია საჭირო მეტაბოლური კონტროლის მისაღწევად.

პრეპარატ ამარილი® M-ით მკურნალობის დროს საჭიროა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის რეგულარულად განსაზღვრა. გარდა ამისა, რეკომენდებულია სისხლში გლიკოზილირებული ჰემოგლობინის კონცენტრაციის რეგულარულად განსაზღვრა.

პრეპარატის არასწორად მიღება, მაგალითად, მორიგი დოზის მიღების გამოტოვების კომპენსირება არ შეიძლება შემდეგი მიღების დროს უფრო მაღალი დოზის მიღებით.

პაციენტის მოქმედებები პრეპარატის მიღების დარღვევისას (კერძოდ, პრეპარატ ამარილი® M-ის მორიგი დოზის მიღების გამოტოვების ან საკვების მიღების გამოტოვების შემთხვევაში) ან სიტუაციებში, როდესაც შეუძლებელია პრეპარატის მიღება, წინასწარ უნდა იქნას განხილული პაციენტისა და ექიმის მიერ.

ვინაიდან მეტაბოლური კონტროლის გაუმჯობესება ასოცირდება ინსულინის მიმართ ქსოვილების მგრძნობელობის მომატებით, პრეპარატ ამარილი® M-ის გამოყენებისას შეიძლება შემცირდეს მოთხოვნილება გლიმეპირიდში. ჰიპოგლიკემიის განვითარების თავიდან ასაცილებლად საჭიროა პრეპარატ ამარილი® M-ის დოზის დროულად შემცირება ან მისი მიღების შეწყვეტა.

პრეპარატი ამარილი® M მიიღება ერთხელ ან ორჯერ დღე-ღამეში საკვების მიღების დროს.

მეტფორმინის მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 1000 მგ-ს.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა: გლიმეპირიდისთვის – 8 მგ, მეტფორმინისთვის – 2000 მგ.

პაციენტების მხოლოდ მცირე რიცხვში ეფექტიანი იყო გლიმეპირიდის სადღეღამისო დოზა – 6 მგ-ზე მეტი.

ჰიპოგლიკემიის განვითარების თავიდან აცილების მიზნით, პრეპარატ ამარილი® M-ის საწყისი დოზა არ უნდა აღემატებოდეს გლიმეპირიდისა და მეტფორმინის სადღეღამისო დოზებს, რომლებსაც უკვე იღებს პაციენტი. გლიმეპირიდისა და მეტფორმინის მონოპრეპარატების კომბინაციის მიღებიდან პაციენტების გადაყვანისას პრეპარატ ამარილი® M-ზე პრეპარატ ამარილი® M-ის დოზა განისაზღვრება ცალკეული პრეპარატების სახით გლიმეპირიდისა და მეტფორმინის დოზების მიღების საფუძველზე.

დოზის გაზრდის აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატ ამარილი® M-ის სადღეღამისო დოზის ტიტრაცია უნდა განხორციელდეს ამარილი® M-ის ნახევარი ტაბლეტით (2 მგ+500 მგ).

მკურნალობის ხანგრძლივობა

ჩვეულებრივ, პრეპარატ ამარილი® M-ით მკურნალობა ხანგრძლივია.

გამოყენება ბავშვებში

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტიანობა შესწავლილი არ არის.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში

მეტფორმინი ძირითადად, თირკმელებით გამოიყოფა. ვინაიდან მეტფორმინზე მძიმე არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში უფრო მაღალია, მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. იმის გამო, რომ ასაკთან ერთად თირკმელების ფუნქცია მცირდება, ხანდაზმულ პაციენტებში მეტფორმინი გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით. საჭიროა დოზის გულდასმით შერჩევა და თირკმელების ფუნქციის მკაცრი და რეგულარული მონიტორინგი.

უკუჩვენებები

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი.

დიაბეტური კეტოაციდოზი, მ.შ. ანამნეზში, დიაბეტური კომა და პრეკომა, მწვავე ან ქრონიკული მეტაბოლური აციდოზი.

მომატებული მგრძნობელობა სულფონილშარდოვანას წარმოებულების, სულფანილამიდური პრეპარატების ან ბიგუანიდების მიმართ, ასევე პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ღვიძლის ფუნქციის მძინე დარღვევა (გამოყენების გამოცდილების არ არსებობა; ასეთ პაციენტებში ადეკვატური გლიკემიური კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა ინსულინით მკურნალობა).

პაციენტები ჰემოდიალიზზე (გამოყენების გამოცდილების არ არსებობა).

თირკმელების უკმარისობა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა (სისხლის პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაცია: >1.5 მგ/დლ (135 მკმოლი/ლ) მამაკაცებში და >1.2 მგ/დლ (110 მკმოლი/ლ) ქალებში ან კრეატინინის კლირენსის დაქვეითება (ლაქტოაციდოზის და მეტფორმინის სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების მომატებული რისკი)).

მწვავე მდგომარეობები, როდესაც შესაძლებელია თირკმელების ფუნქციის დარღვევა (დეჰიდრატაცია, მძიმე ინფექციები, შოკი, იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების სისხლძარღვში შეყვანა (იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული მითითება~)).

მწავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ქსოვილოვანი ჰიპოქსია (გულის ან სუნთქვის უკმარისობა, მწვავე და ქვემწვავე მიოკარდიუმი, შოკი).

მიდრეკილება ლაქტოაციდოს განვითარებისადმი, ლაქტოაციდოზი ანამნეზში.

სტრესული სიტუაციები (მძიმე ტრავმები, დამწვრობა, ქირურგიული ჩარევა, მძიმე ინფექციები ცხელებით, სეპტიცემია).

დაუძლურება, შიმშილობა, ჰიპოკალორიული დიეტის დაცვა (<1000კკალ/დღე-ღამეში).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საკვებისა და სამკურნალო საშუალებების შეწოვის დარღვევა (ნაწლავური გაუვალობის, ნაწლავის პარეზის, დიარეის, ღებინების დროს).

ქრონიკული ალკოჰოლიზმი, მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია.

ლაქტაზის დეფიციტი, გალაქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბცია.

ორსულობა, ორსულობის დაგეგმვა.

ძუძუთი კვების პერიოდი.

ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე (კლინიკური გამოყენების არასაკმარისი გამოცდილება).

სიფრთხილით

პრეპარატ ამარილი® M-ით მკურნალობის პირველ კვირებში, ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის გამო, საჭიროა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის განსაკუთრებით გულდასმით კონტროლი, განსაკუთრებით ქვემოთ მითითებული მდგომარეობების დროს, როდესაც იზრდება ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი:

  • თუ პაციენტს არ აქვს სურვილი ან არ შეუძლია ექიმის რეკომენდაციების დაცვა [ხშირად ეს აღინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში];
  • არასაკმარისი კვება, არარეგულარული კვება, საკვების მიღების გამოტოვება;
  • არათანაბარი ფიზიკური დატვირთვა და ნახშირწყლების მოხმარება;
  • დიეტის შეცვლა;
  • ალკოჰოლური სასმელების მიღება, განსაკუთრებით საკვების მიღების გამოტოვებასთან ერთად;
  • ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევები;
  • ზოგიერთი არაკომპენსირებული ენდოკრინული დარღვევა, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ჰიპოფიზის წინა წილის ჰორმონების ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა, რომლებიც გავლენას ახდენს ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე ან ისეთი მექანიზმების აქტივაციაზე, რომლებიც მიმართულია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის გაზრდაზე ჰიპოგლიკემიის დროს;
  • გლიმეპირიდით მკურნალობისას რაიმე ჩვენების არ არსებობისას;
  • გლიმეპირიდის დოზის გადაჭარბებისას;
  • ინტერკურენტული დაავადებების განვითარებისას მკურნალობის დროს ან ცხოვრების წესის შეცვლისას.

ამ შემთხვევებში საჭიროა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციისა და ჰიპოგლიკემიის ნიშნების უფრო ხშირი კონტროლი, შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატ ამარილი® M-ის ან მთლიანად ჰიპოგლიკემიური თერაპიის დოზის კორექცია.

ზოგიერთი სამკურნალო საშუალების ერთდროულად მიღებისას (იხ. პარაგრაფი ~ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან~).

ხანდაზმულ პაციენტებში (ამ შემთხვევაში ხშირია თირკმელების ფუნქციის უსიმპტომო დაქვეითება).

სიტუაციებში, როდესაც შეიძლება გაუარესდეს თირკმელების ფუნქცია, როგორიცაა ჰიპოტენზიური პრეპარატების ან დიურეზულების, ასევე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიღების დაწყება (ლაქტოაციდოზის და მეტფორმინის სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების მომატებული რისკი).

მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულებისას (იზრდება ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი მეტფორმინის მიღებისას).

ადრენერული ჰიპოგლიკემიის საწინააღმდეგი რეგულაციის სიმპტომების წაშლის ან არ არსებობისას განვითარებული ჰიპოგლიკემიის საპასუხოდ (ხანდაზმულ პაციენტებში, ვეგეტატიური ნეიროპათიის ან ერთდროულად ბეტა-ადრენობლოკერებით, კლონიდინით, გუანეტიდინით, რეზერპინით და სხვა სიმპათოლიტიკებით ჩატარებული თერაპიის დროს) (ასეთ პაციენტებში საჭიროა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის უფრო ხშირი მონიტორინგი).

გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობისას (ასეთ პაციენტებში სულფონილშარდოვანას წარმოებულების მიღებისას შესაძლებელია ჰემოლიზური ანემიის განვითარება, ამიტომ განსახილველია ალტერნატიული ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მიღება, რომლების არ მიეკუთვნება სულფონილშარდოვანას წარმოებულებს).

სიფრთხილის ზომები

მკურნალობის ეფექტიანობის კონტროლი

ნებისმიერი ჰიპოგლიკემიური თერაპიის ეფექტიანობის კონტროლი უნდა განხორციელდეს სისხლში გლუკოზისა და გლიკოზილირებული ჰემოგლობინის კონცენტრაციის პერიოდული კონტროლის გზით. მკურნალობის მიზანია ამ მაჩვენებლების ნორმალიზება. გლიკოზილირებული ჰემოგლობინის კონცენტრაცია გვაძლევს გლიკემიური კონტროლის შეფასების შესაძლებლობას.

ლაქტოაციდოზი

ლაქტოაციდოზი წარმოადგენს იშვიათ, მაგრამ მძიმე (სიკვდილიანობის მაღალი რისკით სათანადო მკურნალობის გარეშე) მეტაბოლურ გართულებას, რომელიც ვითარდება მკურნალობის დროს მეტფორმინის დაგროვების შედეგად. ლაქტოაციდოზის დარეგისტრირებული შემთხვევების სიხშირე მეტფორმინის მიღების შემთხვევაში, ძალიან დაბალია (დაახლოებით 0.3 შემთხვევა 100 პაციენტი-წელზე).

ლაქტოაციდოზის რეგისტრირებული შემთხვევები ძირითადად გვხვდებოდა შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში თირკმელების გამოხატული უკმარისობით, მათ შორის თირკმელების თანდაყოლილი დაავადებებით და თირკმელების ჰიპოპერფუზიით, ხშირად მრავალრიცხოვანი თანმხლები დაავადებების არსებობისას, რომლებიც საჭიროებს მედიკამენტოზურ ან/და ქირურგიულ მკურნალობას.

ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი იზრდება თირკმელების ფუნქციის დარღვევების გამოხატულობასთან, ასევე ასაკთან ერთად. მეტფორმინის მიღებისას ლაქტოაციდოზის ალბათობის მნიშვნელოვნად შემცირება შეიძლება თირკმელების ფუნქციის რეგულარული კონტროლით და მეტფორმინის მინიმალური ეფექტიანი დოზების გამოყენებით. ლაქტოზაციდოზის განვითარების სიხშირის შემცირება შეიძლება და საჭიროა ლაქტოაციდოზის განვითარების სხვა ასოცირებული რისკ-ფაქტორების არსებობის შეფასების ხარჯზე, როგორიცაა ცუდად კონტროლირებული შაქრიანი დიაბეტი, კეტოაციდოზი, ხანგრძლივი შიმშილობა, ეთანოლის შემცველი სასმელების ინტენსიური მოხმარება, ღვიძლის უკმარისობა და ქსოვილების ჰიპოქსიით მიმდინარე მდგომარეობები.

ლაქტოაციდოზის დიაგნოსტიკა

ლაქტოაციდოზი ხასიათდება აციდოზური ქოშინით, ტკივილით მუცლის არეში და ჰიპოთერმიით, შემდგომში კომის განვითარებით. დიაგნოსტიკურ ლაბორატორიულ გამოვლინებებს წარმოადგენს სისხლში ლაქტატის კონცენტრაციის მომატება (>5 მმოლი/ლ), სისხლის pH შემცირება, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა ანიონების დეფიციტისა და ლაქტატის/პირუვატის თანაფარდობის გაზრდით. თუ ლაქტოაციდოზის მიზეზს წარმოადგენს მეტფორმინი, მისი პლაზმური კონცენტრაცია, როგორც წესი, შეადგენს >5 მკგ/მლ. ლაქტოაციდოზის განვითარებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მეტფორმინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას ჰოსპიტალიზებული.

იმის გამო, რომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევას შეუძლია მნიშვნელოვნად შეზღუდოს ლაქტატის გამოყოფა, პრეპარატ ამარილი® M-ის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ პაციენტებმა ღვიძლის დაავადებების კლინიკური და ლაბორატორიული ნიშნებით.

გარდა ამისა, პრეპარატ ამარილი® M-ის მიღება დროებით უნდა შეწყდეს იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების სისხლძარღვში შეყვანით რენტგენოლოგიური გამოკვლევების ჩატარების და ქირურგიული ჩარევის წინ. მეტფორმინის მიღება უნდა შეწყდეს ზოგადი ანესთეზიით მიმდინარე ოპერაციამდე 48 საათით ადრე და მის შემდეგ 48 საათის განმავლობაში

ხშირად ლაქტოაციდოზი ვითარდება თანდათანობით და ვლინდება მხოლოდ არასპეციფიკური სიმპტომების სახით, როგორიცაა ცუდი გუნება-განწყობა, მიალგია, სუნთქვის დარღვევა, ძილიანობის გაძლიერება და არასპეციფიკური დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. უფრო გამოხატული აციდოზის დროს შეიძლება განვითარდეს ჰიპოთემია, არტერიული წნევის დაქვეითება და რეზისტენტული ბრადიარითმია. როგორც პაციენტმა, ასევე მკურნალმა ექიმმა უნდა იცოდეს, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ეს სიმპტომები. საჭიროა პაციენტის ინფორმირება ასეთი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში ექიმთან მიმართვის აუცილებლობის შესახებ. ლაქტოაციდოზის დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა სისხლში ელექტროლიტებისა და კეტონების კონცენტრაციის, სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის, სისხლის pH-ის, სისხლში ლაქტატისა და მეტფორმინის კონცენტრაციის განსაზღვრა. პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეტფორმინს, უზმოდ ვენის სისხლში ლაქტატის პლაზმური კონცენტრაცია, რომელიც არემატება ნორმის ზედა ზღვარს (მაგრამ 5 მმოლი/ლ-ზე დაბალია), აუცილებლად არ მიუთითებს ლაქტოაციდოზზე. მისი გაზრდა შეიძლება აიხსნას სხვა მექანიზმებით, როგორიცაა ცუდად კონტროლირებული შაქრიანი დიაბეტი ან სიმსუქნე, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა ან ტექნიკური შეცდომები ანალიზისთვის სისხლის აღებისას.

ლაქტოაციდოზის არსებობა უნდა ვივარაუდოდ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში მეტაბოლური აციდოზით კეტოაციდოზის (კეტონურია და კეტონემია) არ არსებობისას.

ლაქტოაციდოზი კრიტიკული მდგომარეობაა, რომელიც საჭიროებს სტაციონარში მკურნალობას. ლაქტოაციდოზის დიაგნოსტირების შემთხვევაში ამარილი® M-ის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მიღებული იქნას ზოგადი შემანარჩუნებელი ზომები. მეტფორმინი გამოიყოფა სისხლიდან ჰემოდიალიზის საშუალებით კლირენსით 170 მლ-მდე/წთ, ამიტომ ჰემოდინამიკური დარღვევების არ არსებობისას, რეკომენდებულია დაუყოვნებლივ ჩატარდეს ჰემოდიალიზი დაგროვებული მეტფორმინისა და ლაქტატის გამოსაყოფად. ასეთ ზომებს ხშირად მივყავართ სიმპტომების სწრაფად გაქრობამდე და გამოჯანმრთელებამდე.

ჰიპოგლიკემია

მკურნალობის პირველ კვირებში ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის გამო საჭიროა პაციენტის მდგომარეობის გულდასმით მონიტორინგი, განსაკუთრებით მისი განვითარების მომატებული რისკის დროს (პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ სურვილი ან არ შეუძლიათ ექიმის რეკომენდაციების დაცვა, ხშირად ხანდაზმულ პაციენტებში; არასაკმარისი კვებისას, საკვების არარეგულარულად მიღებისას, საკვების მიღების გამოტოვებისას; ფიზიკურ დატვირთვასა და ნახშიწყლების მოხმარების შორის დისბალანსის დროს; დიეტის შეცვლისას; ალკოჰოლური სასმელების მოხმარებისას, განსაკუთრებით საკვების მიღების გამოტოვებასთან ერთად; თირკმელების ფუნქციის დარღვევისას; ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს; გლიმეპირიდის დოზის გადაჭარბებისას, ენდოკრინული სისტემას ზოგიერთი არაკომპენსირებული დარღვევების დროს (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ზოგიერთი დარღვევის და ჰიპოფიზის წინა წილის ჰორმონის ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის დროს); ნახშირწყლების ცვლაზე გავლენის მქონე ზოგიერთი სხვა სამკურნალო საშუალების ერთდროულად მიღებისას (იხ. პარაგრაფი ~ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან~), გლიმეპირიდის გამოყენებისას ჩვენების გარეშე.

ასეთ შემთხვევებში საჭიროა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მკაცრი მონიტორინგი.

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს რისკის ასეთი ფაქტორების და ჰიპოგლიკემიის სიმპტომების შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში. ჰიპოგლიკემიის რისკის ფაქტორების არსებობისას შეიძლება საჭირო გახდეს ამ პრეპარატის დოზის ან მთლიანად თერაპიის კორექცია. ასეთი მიდგომა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც თერაპიის დროს ვითარდება რაიმე დაავადება ან ადგილი აქვს პაციენტის ცხოვრების წესის შეცვლას. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები, რომლებიც ასახავს ადრენერგულ ანტიჰიპოგლიკემიურ რეგულაციას განვითარებული ჰიპოგლიკემიის პასუხად (იხ. პარაგრაფი ~გვერდითი მოქმედება~), შეიძლება იყოს ნაკლებად გამოხატული ან საერთოდ არ აღინიშნოს, თუ ჰიპოგლიკემია თანდათანობით ვითარდება, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში, ვეგეტატიური ნეიროპათიის დროს ან ბეტა ადრენობლოკერებით: კლონიდინით, რეზერპინით, გუანეტიდინით და სხვა სიმპათოლიზური საშუალებებით ერთდროულად ჩატარებული თერაპიის დროს.

ჰიპოგლიკემიის სწრაფად კუპირება თითქმის ყოველთვის შეიძლება ნახშირწყლების (გლუკოზის ან შაქრის, მაგალითად, შაქრის ნატეხის, შაქრის შემცველი ხილის წვენის, შაქრიანი ჩაის და ა.შ.) დაუყოვნებლივ მიღებით. ამიტომ პაციენტმა თან უნდა ატაროს სულ მცირე 20 გ შაქარი. გართულებების თავიდან აცილების მიზნით მას შეიძლება დასჭირდეს გარშემომყოფთა დახმარება. შაქრის შემცვლელები არ არის ეფექტიანი.

სულფონილშარდოვანას სხვა პრეპარატების გამოყენების გამოცდილებით ცნობილია, რომ მიღებული საწინააღმდეგო ზომების საწყისი ეფექტიანობის მიუხედავად, ჰიპოგლიკემია შეიძლება განმეორდეს, ამიტომ პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი დაკვირვების ქვეშ. მძიმე ჰიპოგლიკემიის განვითარება საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას და საექიმო დაკვირვებას, ზოგ შემთხვევაში – სტაციონარულ მკურნალობას.

ზოგადი მითითებები

საჭიროა სამიზნე გლიკემიის შენარჩუნება კომპლექსური ზომების საშუალების: დიეტის დაცვა და ფიზიკური ვარჯიშის შესრულება, წონის დაკლება, თუ საჭიროა, ჰიპოგლიკემიური პრეპარატების რეგულარული მიღება. საჭიროა პაციენტის ინფორმირება დანიშნული დიეტის დაცვისა და რეგულარული ფიზიკური ვარჯიშის შესრულების აუცილებლობის შესახებ.

სისხლში არაადეკვატურად რეგულირებული გლიკემიის კლინიკურ ნიშნებს წარმოადგენს ოლიგურია, წყურვილი, მ.შ. პათოლოგიურად ძლიერი წყურვილი, მშრალი კანი და სხვა.

თუ პაციენტის მკურნალობას არ ატარებს მკურნალი ექიმი (მაგალითად, ჰოსპიტალიზაცია, უბედური შემთხვევა, ექიმთან ვიზიტის აუცილებლობა დასვენების დღეს და ა.შ.), პაციენტმა უნდა შეატყობინოს მას შაქრიანი დიაბეტის არსებობის და ჩატარებული მკურნალობის შესახებ.

სტრესულ სიტუაციებში (მაგალითად, ტრავმა, ქირურგიული ჩარევა, ინფექციური დაავადება ცხელებით) გლიკემიური კონტროლი შეიძლება დაირღვეს, აუცილებელი მეტაბოლური კონროლის უზრუნველსაყოფად კი შეიძლება საჭირო გახდეს დროებით გადასვლა ინსულინით მკურნალობაზე.

თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი

მეტფორმინი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა. თირკმელების ფუნქციის დარღვევისას იზრდება მეტფორმინის კუმულაციის და ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი. სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციისას, რომელიც აღემატება ნორმის ზედა ასაკობრივ ზღვარს, პრეპარატ ამარილი® M-ის მიღება რეკომენდებული არ არის. ხანდაზმული პაციენტებისთვის საჭიროა მეტფორმინის დოზის გულდასმით ტიტრირება, მინიმალური ეფექტიანი დოზის შესარჩევად, რადგან ასაკთან ერთად თირკმელების ფუნქცია მცირდება. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში თირკმელების ფუნქცია უნდა შემოწმდეს სულ მცირე წელიწადში ერთხელ, ხოლო სისხლში კრეატინინის კონცენტრაციისას ნორმის ზედა ზღვარზე და ხანდაზმულ პაციენტებში – წელიწადში 2-4-ჯერ. ხანდაზმულ პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დაქვეითება ხშირად უსიმპტომოდ ვითარდება. საჭიროა სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა თირკმელების ფუნქციის შესაძლო გაუარესების შემთხვევებში, მაგალითად, ჰიპოტენზიური ან დიურეზული თერაპიის დროს ან აასს-ის მიღებისას. ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე, როგორც წესი, არ არის მიზანშეწონილი მეტფორმინის დოზის გაზრდა მის მაქსიმალურ სადღეღამისო დოზამდე.

სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღება შეიძლება გავლენას ახდენდეს თირკმელების ფუნქციაზე ან მეტფორმინის გამოყოფაზე ან გამოიწვიოს ჰემოდინამიკის მნიშვნელოვანი ცვლილებები, მათ შორის თირკმელებში სისხლის მიმოქცევა.

რენტგენოლოგიური გამოკვლევები იოდის შემცველო კონტრასტული ნივთიერებების სისხლძარღვში შეყვანით [მაგალითად, ინტრავენური უროგრაფია, ინტრავენური ქოლანგიოგრაფია, ანგიოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით]

იოდის შემცველი კონტრასტული ინტრავენური ნივთიერებები, რომლებიც განკუთვნილია რენტგენოლოგიური გამოკვლევების ჩასატარებლად, შეიძლება იწვევდეს თირკმელების ფუნქციის მწვავე დარღვევას; მათი გამოყენება ასოცირდება ლაქტოაციდოზის განვითარებასთან პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეტფორმინს (იხ. პარაგრაფი ~უკუჩვენება~). თუ იგეგმება ასეთი გამოკვლევის ჩატარება, პრეპარატი ამარილი® M უნდა მოიხსნას გამოკვლევის ჩატარებამდე ან ჩატარების დროს და არ განახლდეს გლიმეპირიდის მიღება პროცედურის ჩატარებიდან 48 საათის განმავლობაში. პრეპარატ ამარილი® M-ით მკურნალობის განახლება შეიძლება მხოლოდ თირკმელების ფუნქციის განმეორებით გამოკვლევის და მისი ნორმალური მაჩვენებლების მიღების შემდეგ.

მდგომარეობები, როდესაც შესაძლებელია ჰიპოქსიის განვითარება

ნებისმიერი გენეზის კოლაფსი და შოკი, გულის მწვავე უკმარისობა, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი და სხვა მდგომარეობები, რომლებიც ხასიათდება ჰიპოქსემიით და ქსოვილების ჰიპოქსიით, შეიძლება ასევე იწვევდეს პრერენალურ თირკმლის უკმარისობას და გაზარდოს ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი. თუ ამარილი® M-ის მიღებისას პაციენტებში განვითარდება ასეთი მდგომარეობები, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ქირურგიული ჩარევები

ნებისმიერი გეგმიური ქირურგიული ჩარევისას საჭიროა პრეპარატ ამარილი® M-ით მკურნალობის შეწყვეტა 48 საათით ადრე (მცირე პროცედურების გარდა, რომლებიც არ საჭიროებს საკვებისა და სითხის მიღების შეზღუდვას), თერაპიის გაგრძელება არ შეიძლება საკვების პერორალური მიღების დაწყებამდე და თირკმელების ფუნქციის ნორმალიზებამდე.

ეთანოლის შემცველი სამკურნალო საშუალებებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღება

ეთანოლი აძლიერებს მეტფორმინის მოქმედებას ლაქტატის მეტაბოლიზმზე. საჭიროა პაციენტების გაფრთხილება ეთანოლის შემცველი პრეპარატებისა და სასმელის მიღებისგან თავის შეკავების შესახებ პრეპარატ ამარილი® M-ის მიღების დროს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ვინაიდან ზოგ შემთხვევაში ღვიძლის ფუნქციის დარღვევას თან ახლდა ლაქტოაციდოზი, ღვიძლის დაზიანების კლინიკური ან ლაბორატორიული ნიშნების მქონე პაციენტებში საჭიროა ამ პრეპარატის მიღებისგან თავის შეკავება.

კლინიკური მდგომარეობის შეცვლა პაციენტში ადრე კონტროლირებული შაქრიანი დიაბეტით

პაციენტს შაქრიანი დიაბეტით, რომელიც ადრე კარგად კონტროლდებოდა მეტფორმინის მიღებით, დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა, განსაკუთრებით დაავადების არაზუსტი და ცუდად გამოვლენილი ნიშნებით, კეტოაციდოზის და ლაქტოაციდოზის გამოსარიცხად. გამოკვლევა ითვალისწინებს: სისხლის შრატში ელექტროლიტებისა და კეტონური სხეულების განსაზღვრას, სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის განსაზღვრას და, თუ საჭიროა, სისხლის pH, სისხლში ლაქტატის, პირუვატისა და მეტფორმინის განსაზღვრას. ნებისმიერი ფორმის აციდოზის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას პრეპარატ ამარილი® M-ის და სხვა პრეპარატების მიღება გლიკემიური კონტროლის შესანარჩუნებლად.

ინფორმაცია პაციენტებისათვის

პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული მოცემული პრეპარატის შესაძლო რისკისა და სარგებელის შესახებ, ასევე მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების შესახებ. საჭიროა დეტალური ინფორმაციის მიწოდება დიეტისა და რეგულარული ფიზიკური დატვირთვის, სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის, გლიკოზილირებული ჰემოგლობინის, თირკმელების ფუნქციისა და ჰემატოლოგიური მაჩვენებლების რეგულარული კონტროლის მნიშვნელობის შესახებ, ასევე ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის, მისი სიმპტომებისა და მკურნალობის შესახებ, ასევე იმ მდგომარეობების შესახებ, რომლებიც წარმოადგენს მისი განვითარების გამომწვევ ფაქტორს.

სისხლში B12 ვიტამინის კონცენტრაცია

მეტფორმინით ხანგრძლივი მკურნალობა დაკავშირებული იყო შრატში B12 ვიტამინის კონცენტრაციების დაქვეითებასთან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული ნეიროპათიის განვითარება. რეკომენდებულია სისხლში B12 ვიტამინის კონცენტრაციის მონიტორინგი (იხ. პარაგრაფი ~გვერდითი მოქმედება~).

მკურნალობის უსაფრთხოების ლაბორატორიული კონტროლი

საჭიროა ჰემატოლოჰიური მაჩვენებლების (ჰემოგლობინი ან ჰემატოკრიტი, ერითროციტების რაოდენობა) და თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლების (სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაცია) პერიოდული კონტროლი.

საჭიროების შემთხვევაში, ნაჩვენებია პაციენტის შესაბამისი გამოკვლევა და ნებისმიერი აშკარა პათოლოგიური ცვლილების მკურნალობა.

მიუხედავად იმისა, რომ მეტფორმინის მიღებისას მეგალობლასტური ანემიის განვითარება იშვიათად აღინიშნებოდა, მასზე ეჭვის არსებობისას უნდა გამოირიცხოს B12 ვიტამინის დეფიციტი.

ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში საჭიროა სისხლში თირეოტროპული ჰორმონის კონცენტრაციის რეგულარული მონიტორინგი (იხ. პარაგრაფი ~გვერდითი მოქმედება~).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

გლიმეპირიდის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

გლიმეპირიდის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას შესაძლებელია არასასურველი რეაქციები: მისი ჰიპოგლიკემიური მოქმედების გაძლიერება ან დასუსტება. გლიმეპირიდისა და სულფონილშარდოვანას სხვა პრეპარატების გამოყენების კლინიკური გამოცდილებიდან გამომდინარე გასათვალისწინებელია ქვემოთ ჩამოთვლილი სამკურნალწამლო ურთიერთქმედება.

იზოფერმენტ CYP2C9-ის ინდუქტორებთან და ინჰიბიტორებთან:

გლიმეპირიდი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 2C9-ის საშუალებით (იზოფერმენტი CYP2C9). იზოფერმენტ CYP2C9-ის ინდუქტორებთან (მაგალითად, რიფამპიცინთან) ერთდროულად გამოყენებისას შესაძლებელია გლიმეპირიდის ჰიპოგლიკემიური ეფექტის შემცირება, ხოლო იზოფერმენტ CYP2C9-ის ინდუქტორების მოხსნისას გლიმეპირიდის დოზის კორექციის გარეშე შესალებელია ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის გაზრდა. იზოფერმენტ CYP2C9-ის ინჰიბიტორების (მაგალითად, ფლუკონაზოლის) ერთდროულად გამოყენება ზრდის ჰიპოგლიკემიისა დაგლიმეპირიდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს, ხოლო იზოფერმენტ CYP2C9-ის ინჰიბიტორების მოხსნისას გლიმეპირიდის დოზის კორექციის გარეშე შესაძლებელია მისი ჰიპოგლიკემიური მოქმედების შემცირება.

სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც აძლიერებს გლიმეპირიდის ჰიპოგლიკემიურ მოქმედებას: ინსულინი და მისი ანალოგები, პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატები, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები, ანაბოლური სტეროიდები, მამაკაცის სასქესო ჰორმონები, ქლორამფენიკოლი, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები, კუმარინის წარმოებულები, ციკლოფოსფამიდი, დიზოპირამიდი, ფენფლურამინი, ფენირამიდოლი, ფიბრატები, ფლუოქსეტინი, გუანეტიდინი, იფოსფამიდი, მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები, მიკონაზოლი, ფლუკონაზოლი, ამინოსალიცილის მჟავა, პენტოქსიფილინი (მაღალი დოზები პარენტერალურად), ფენილბუტაზონი, აზაპროპაზონი, ოქსიფენბუტაზონი, პრობენეციდი, ანტიმიკრობული პრეპარატები – ქინოლონის წარმოებულები, სულფინპირაზონი, კლარითრომიცინი, სულფანილამიდური ანტიმიკრობული პრეპარატები, ტეტრაციკლინები, ტრიტოკვალინი, ტროფოსფამიდი

ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის გაზრდა ამ პრეპარატების გლიმეპირიდთან ერთდროულად გამოყენებისას და გლიკემიური კონტროლის გაუარესების რისკი მათი მოხსნისას გლიმეპირიდის დოზის კორექციის გარეშე.

სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ასუსტებს ჰიპოგლიკემიურ მოქმედებას: აცეტაზოლამიდი, ბარბიტურატები, გლუკოკორტიკოსტეროიდები, დიაზოქსიდი, დიურეზულები, ეპინეფრინი (ადრენალინი) ან სხვა სიმპათომიმეტიკები, გლუკაგონი, საფაღარათო (ხანგრძლივი მოქმედების) საშუალებები, ნიკოტინის მჟავა (მაღალი დოზები), ესტროგენები, პროგესტაგენები, ფენოთიაზინები, ფენიტოინი, რიფამპიცინი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები

გლიმეპირიდის ჰიპოგლიკემიური მოქმედების დასუსტების რისკი ამ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას და ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი მათი მოხსნისას გლიმეპირიდის დოზის კორექციის გარეშე.

H2-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკერებთან, ბეტა-ადრენობლოკერებთან, კლონიდინთან, რეზერპინთან, გუანეტიდინთან

შესაძლებელია გლიმეპირიდის ჰიპოგლიკემიური ეფექტის როგორც გაძლიერება, ასევე შემცირება. საჭიროა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის გულდასმით მონიტორინგი.

ბეტა-ადრენობლოკერებთან, კლონიდინთან, გუანეტიდინთან და რეზერპინთან

ბეტა-ადრენობლოკერებს, კლონიდინს, გუანეტიდინს და რეზერპინს შეუძლია შეასუსტოს ან სრულად მოხსნას ადრენერგული კონტრრეგულაციის რეაქციები (სიმპათიკური ნერვული სისტემის რეაქციები ჰიპოგლიკემიის პასუხად, რომლებიც მიმართულია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატებისკენ), რაც იწვევს ჰიპოგლიკემიის გამოვლინებების შესუსტებას (მის განვითარებას უფრო შეუმჩნეველს ხდის პაციენტისთვის და ექიმისთვის), ამიტომ ართულებს მის დროულად გამოვლენას და მკურნალობას.

ეთანოლთან

ალკოჰოლური სასმელების მწვავე და ქრონიკულ მოხმარებას შეუძლია, არაპროგნოზირებულად შეასუსტოს, ან გააძლიეროს გლიმეპირიდის ჰიპოგლიკემიური მოქმედება.

არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან, კუმარინის წარმოებულებთან

გლიმეპირიდს შეუძლია როგორც გააძლიეროს, ასევე შეამციროს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, კუმარინის წარმოებულების ეფექტები.

ნაღვლის მჟავების სეკვესტრანტებთან: კოლესეველამი უკავშირდება გლიმეპირიდს და ამცირებს გლიმეპირიდის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრატში. თუმცა, გლიმეპირიდის გამოყენებისას კოლესეველამის მიღებამდე სულ მცირე 4 საათით ადრე, ეს ურთიერთქმედება არ აღინიშნება. ამიტომ, გლიმეპირიდი უნდა მიიღოთ კოლესეველამის მიღებამდე სულ მცირე 4 საათით ადრე.

მეტფორმინის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

არარეკომენდებული კომბინაციები

ეთანოლთან

მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს იზრდება ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი, განსაკუთრებით საკვების მიღების გამოტოვების ან არასაკმარისი საკვების მიღების, ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის (ეთანოლის) და ეთანოლის შემცველი პრეპარატების მიღებისგან.

იოდის შემცველ კონტრასტულ ნივთიერებებთან

იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების სისხლძარღვში შეყვანა შეიძლება იწვევდეს თირკმელების უკმარისობის განვითარებას, რაც თავის მხრივ შეიძლება იწვევდეს მეტფორმინის დაგროვებას და ლაქტოაციდოზის განვითარების რისკის გაზრდას. მეტფორმინის მიღება უნდა შეწყდეს გამოკვლევის ჩატარებამდე, ჩატარების დროს ან ჩატარებიდან 48 საათის განმავლობაში; მეტფორმინის მიღების ხელახლა დაწყება შესაძლებელია მხოლოდ გამოკვლევის ჩატარების შემდეგ თირკმელების ფუნქციის ნორმალური მაჩვენებლების მიღების შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული მითითება~).

გამოხატული ნეფროტოქსიკური მოქმედების მქონე ანტიბიოტიკებთან (გენტამიცინი)

ლაქტოაციდოზის განვითარების რისკის გაზრდა.

კომბინაციები მეტფორმინთან, რომლებიც საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას

გლუკოკორტიკოსტეროიდებთან (სისტემური ან ადგილობრივი გამოყენებისთვის), ბეტა2-ადრენომასტიმულირებელ და დიურეზულ საშუალებებთან, რომლებსაც გააჩნია საკუთარი ჰიპერგლიკემიური აქტივობა

საჭიროა პაციენტის ინფორმირება სისხლში გლუკოზის კონცენტრაციების უფრო ხშირი მონიტორინგის ჩატარების აუცილებლობის შესახებ, განსაკუთრებით კომბინირებული თერაპიის დასაწყისში. შეიძლება საჭირო გახდეს ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექცია ზემოთ მითითებული პრეპარატების გამოყენების დროს ან მოხსნის შემდეგ.

ჰიპოტენზიურ სამკურნალო საშუალებებთან

ჰიპოტენზიურ სამკურნალო საშუალებებს, აგფ ინჰიბიტორების ჩათვლით, შეუძლია შეცვალოს სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია. საჭიროების შემთხვევაში, მეტფორმინის დოზა უნდა დაკორექტირდეს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მეტფორმინის მონოთერაპიაში გამოყენებისას აგფ ინჰიბიტორებთან ერთად ჰიპოგლიკემიის განვითარება არ აღინიშნებოდა.

ფენპროკოუმონთან

მეტფორმინს შეუძლია შემაციროს ფენპროკოუმონის ანტიკოაგულანტური ეფექტი. ამიტომ, რეკომენდებულია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ) გულდასმით მონიტორინგი.

ნატრიუმის ლევოთიროქსინთან

ნატრიუმის ლევოთიროქსინს შეუძლია შეამციროს მეტფორმინის ჰიპოგლიკემიური ეფექტი. რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მონიტორინგი, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით მკურნალობის შეწყვეტისას, საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია მეტფორმინის დოზის კორექტირება.

მეტფორმინის ჰიპოგლიკემიური მოქმედების გამაძლიერებელ პრეპარატებთან: ინსულინი, სულფონილშარდოვანას პრეპარატები, ანაბოლური სტეროიდები, გუანეტიდინი, სალიცილატები (აცეტილსალიცილის მჟავა და ა.შ.), ბეტა- ადრენობლოკერები (პროპრანოლოლი და სხვა), მაო-ს ინჰიბიტორები.

ზემოთ მითითებული პრეპარატების მეტფორმინთან ერთად გამოყენების შემთხვევაში საჭიროა პაციენტზე გულდასმით დაკვირვება და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის კონტროლი, რადგან შესაძლებელია მეტფორმინის ჰიპოგლიკემიური მოქმედების გაძლიერება.

მეტფორმინის ჰიპოგლიკემიური მოქმედების დამასუსტებელ პრეპარატებთან: ეპინეფრინი, გლუკოკორტიკოსტეროიდები, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, ესტროგენები, პირაზინამიდი, იზონიაზიდი, ნიკოტინის მჟავა, ფენოთიაზინები, თიაზიდური დიურეზულები და სხვა ჯგუფის დიურეზულები, პერორალური კონტრაცეფტივები, ფენიტოინი, სიმპათომიმეტიკები, ~ნელი~ კალციუმის არხების ბლოკერები

ზემოთ მითითებული პრეპარატების მეტფორმინთან ერთად გამოყენების შემთხვევაში საჭიროა პაციენტზე გულდასმით დაკვირვება და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის კონტროლი, რადგან შესაძლებელია ჰიპოგლიკემიური მოქმედების შესუსტება.

ყურადღებაში მისარები ურთიერთქმედება

ფუროსემიდთან

მეტფორმინისა და ფუროსემიდის ურთიერთქმედების კლინიკურ კვლევაში მათი ერთჯერადად მიღებისას ჯანმრთელ მოხალისეებში ნაჩვენებია, რომ ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენება გავლენას ახდენს მათ ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებზე. ფუროსემიდმა გაზარდა სისხლის პლაზმაში მეტფორმინის Cmax 22%-ით, ხოლო AUC 15%-ით მეტფორმინის თირკმლისმიერი კლირენსის რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე. მეტფორმინთან გამოყენებისას ფუროსემიდის Cmax და AUC შემცირდა შესაბამისად 31%-ით და 12%-ით, ფუროსემიდით მონოთერაპიასთან შედარებით, ხოლო საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შემცირდა 32%-ით ფუროსემიდის თირკმლისმიერი კლირენსის რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე. ინფორმაცია მეტფორმინისა და ფუროსემიდის ურთიერთქმედების შესახებ ხანგრძლივი გამოყენებისას არ არსებობს.

ნიფედიპინთან

მეტფორმინისა და ნიფედიპინის ურთიერქმედების კლინიკურ კვლევებში მათი ერთჯერადად მიღებისას ჯანმრთელ მოხალისეებში ნაჩვენებია, რომ მეტფორმინისა და ნიფედიპინის ერთდროულად თანმხლები გამოყენება ზრდის სისხლის პლაზმაში მეტფორმინის Cmax და AUC შესაბამისად 20%-ით და 9%-ით, ასევე ზრდის თირკმელების მიერ გამოყოფილი მეტფორმინის რაოდენობას. მეტფორმინი მინიმალურ ეფექტს ახდენდა ნიფედიპინის ფარმაკოკინეტიკაზე.

კატიონურ პრეპარატებთან: ამილორიდი, დიკოგსინი, მორფინი, პროკაინამიდი, ქინიდინი, ქინინი, რანიტიდინი, ტრიამტერენი, ტრიმეტოპრიმი და ვანკომიცინი

კატიონურ პრეპარატებს, რომლებიც გამოიყოფა თირკმელებში მილაკოვანი სეკრეციის საშუალებით, თეორიულად შეუძლია ურთიერთქმედებაში შევიდეს მეტფორმინთან საერთო მილაკოვანი სატრანსპორტო სისტემისთვის კონკურენციის შედეგად. მეტფორმინსა და პერორალურ ციმეტიდინს შორის ასეთი ურთიერთქმედება აღინიშნა ჯანმრთელ მოხალისეებში ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენებისას მეტფორმინისა და ციმეტიდინის ურთიერთქმედების შემსწავლელ კლინიკურ კვლევებში, სადაც აღინიშნა სისხლში მეტფორმინის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციისა და საერთო კონცენტრაციის გაზრდა და მეტფორმინის პლაზმური და საერთო AUC 40%-იანი გაზრდა. ერთჯერადი მიღებისას ნახევარგამოყოფის პერიოდის შეცვლა არ აღინიშნა. მეტფორმინი არ ახდენდა გავლენას ციმეტიდინის ფარმაკოკინეტიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ურთიერთქმედებები რჩება თეორიულ დონეზე (ციმეტიდინის გარდა), საჭიროა პაციენტის გულდასმითი მონიტორინგის უზრუნველყოფა და მეტფორმინის ან/და მასთან ურთიერთმოქმედი პრეპარატის დოზის კორექცია კატიონური პრეპარატების ერთდროულად მიღების შემთხვევაში, რომლებიც გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელების პროქსიმალური არხების სეკრეტორული სისტემის საშუალებით.

პროპრანოლოლთან, იბუპროფენთან

მეტფორმინისა და პროპრანოლოლის, ასევე მეტფორმინისა და იბუპროფენის ერთჯერადი გამოყენების კვლევებში ჯანმრთელ მოხალისეებში არ აღინიშნა მათი ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებელების ცვლილება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს პრეპარატ ამარილი® M-ის გამოყენება უკუნაჩვენებია მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფის განვითარებაზე შესაძლო არასასიკეთო ზემოქმედების გამო. ორსულებმა და ქალებმა, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, უნდა შეატყობინონ ამის შესახებ მკურნალ ექიმს. ორსულობის დროს და მისი დაგეგმვისას, ნახშირწყლების ცვლის დარღვევების შემთხვევაში, რომლებიც არ კორექტირდება მხოლოდ დიეტის და ფიზიკური დატვირთვების საშუალებით, სისხლში გლუკოზის ნორმალური კონცენტრაციების შესანარჩუნებლად ქალებს უნდა დაენიშნოს ინსულინოთერაპია.

ძუძუთი კვების პერიოდი

ბავშვის ორგანიზმში დედის რძესთან ერთად პრეპარატის მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით ძუძუთი კვების პერიოდში ქალებმა არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი. ჰიპოგლიკემიური თერაპიის ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა დაინიშნოს მკურნალობა ინსულინით, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პაციენტის რეაქციის სიჩქარე შეიძლება დაირღვეს ჰიპოგლიკემიის ან ჰიპერგლიკემიის განვითარების შედეგად, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, მკურნალობის შეცვლის ან პრეპარატის არარეგულარული გამოყენების შემთხვევაში. ეს ეფექტები შეიძლება გავლენას ახდენდეს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და პოტენციურად საშიში სხვა საქმიანობის შესრულების უნარზე.

საჭიროა პაციენტების გაფრთხილება სიფრთხილის ზომების დაცვის აუცილებლობის შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვის დროს, განსაკუთრებით ჰიპოგლიკემიის განვითარებისადმი მიდრეკილების ან/და მისი ნიშნების გამოხატულობის შემცირების შემთხვევაში.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირად (>10%), ხშირად (>1%, <10%), არც ისე ხშირად (>0.1%, <1%), იშვიათად (>0.01%, <0.1%), ძალიან იშვიათად, იზოლირებული შემთხვევების ჩათვლით (<0.01%), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია).

გლიმეპირიდი + მეტფორმინი

ამ ორი პრეპარატის კომბინაციის მიღება, როგორც გლიმეპირიდისა და მეტფორმინის მონოპრეპარატების თავისუფალი კომბინაციის სახით, ასევე გლიმეპირიდისა და მეტფორმინის ფიქსირებული დოზებით კომბინირებული პრეპარატის სახით, ხასიათდება უსაფრთხოების იგივე პროფილით, რაც ამ პრეპარატების ცალ-ცალკე გამოყენება.

გლიმეპირიდი

გლიმეპირიდის გამოყენების კლინიკური გამოცდილებისა და სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულების შესახებ ცნობილი მონაცემების საფუძველზე, შესაძლებელია ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციების განვითარება.

დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ

ჰიპოგლიკემია

შესაძლებელია ჰიპოგლიკემიის განვითარება, რომელიც შეიძლება იყოს ხანგრძლივი. ჰიპოგლიკემიის განვითარების სიმპტომებს მიეკუთვნება: თავის ტკივილი, შიმშილის მწვავე შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, დაღლილობის შეგრძნება (სისუსტე, უხალისობა), ძილის დარღვევები, ძილიანობა, მოუსვენრობა, აგრესიულობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შენელება, დეპრესია, ცნობიერების არევა, მეტყველების დარღვევები, აფაზია, მხედველობის დარღვევა, ტრემორი, პარეზი, მგრძნობელობის დარღვევები, თავბრუსხვევა, თვითკონტროლის დარღვევა, უმწეობა, დელირიუმი, ცერებრული კრუნჩხვა, ძილიანობა და გონების დაკარგვა კომამდე, ზედაპირული სუნთქვა და ბრადიკარდია.

გარდა ამისა, შესაძლებელია ადრენერგული ანტიჰიპოგლიკემიური რეგულაციის სიმპტომების განვითარება განვითარებულ ჰიპოგლიკემიაზე საპასუხოდ, როგორიცაა მომატებული ოფლიანობა, ცივი და ტენიანი კანი, მომატებული შფოთვა, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება, გულისცემის შეგრძნება, სტენოკარდია და გულის რიტმის დარღვევები.

მძიმე ჰიპოგლიკემიის შეტევის კლინიკური სურათი შეიძლება იყოს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის მსგავსი.

სიმპტომები თითქმის ყოველთვის ქრება ჰიპოგლიკემიის მოხსნის შემდეგ.

წონის მატება

გლიმეპირიდის, როგორც სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულების, მიღებისას შესაძლებელია წონაში მატება (სიხშირე უცნობია).

დარღვევები მხედველობის ორგანის მხრივ

შესაძლებელია მხედველობის დროებით გაუარესება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ცვლილებების გამო. მხედველობის გაუარესების მიზეზს წარმოადგენს ბროლის შესიების დროებით შეცვლა, რაც დამოკიდებულია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციაზე, და ამის გამო ბროლის გარდატეხის მაჩვენებლის შეცვლა.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

იშვიათად: გულისრევა, ღებინება, სიმძიმის შეგრძნება ან გადავსების გრძნობა ეპიგასტრალურ არეში, ტკივილი მუცლის არეში და დიარეა.

სიხშირე უცნობია: დისგევზია (გემოს დარღვევები).

დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ

იზოლირებულ შემთხვევებში: ჰეპატიტის, ~ღვიძლის~ ფერმენტების აქტივობის მომატება ან/და ქოლესტაზი და სიყვითლე, რომლებიც შეიძლება პროგრესირებდეს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ ღვიძლის უკმარისობამდე, მაგრამ შეიძლება განიცადოს უკუგანვითარება პრეპარატის მოხსნის შემდეგ.

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

იშვიათად: თრომბოციტოპენია.

იზოლირებულ შემთხვევებში: ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია, ერითროციტოპენია, გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი და პანციტოპენია.

სიხშირე უცნობია: პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომი გამოყენებისას აღწერილია მძიმე თრომბოციტოპენიის (თრომბოციტების რაოდენობით <10000/მკლ) და თრომბოციტოპენიური პურპურის შემთხვევები.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

იშვიათად: ალერგიული ან ფსევდოალერგიული რეაქციები (მაგალითად, ქავილი, ჭინჭრის ციება ან გამონაყარი). ეს რეაქციები ვლინდება მსუბუქი ფორმით, თუმცა შეიძლება დამძიმდეს ქოშინით ან არტერიული წნევის დაქვეითებით და ზოგჯერ პროგრესირებდეს შოკის განვითარებამდე. ჭინჭრის ციების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. შესაძლებელია ჯვარედინი ალერგია სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულებთან, სულფანილამიდებთან ან მათ მსგავს ნივთიერებებთან.

ცალკეულ შემთხვევებში: ალერგიული ვასკულიტი.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

იზოლირებულ შემთხვევებში: ფოტოსენსიბილიზაცია.

სიხშირე უცნობია: ალოპეცია.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

იზოლირებულ შემთხვევებში: ჰიპონატრიემია.

მეტფორმინი

ძალიან იშვიათად: ლაქტოაციდოზი (0.03 შემთხვევა 1000 პაციენტი-წელზე) (იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული მითითება~).

დარღვევები კუწ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ძალიან ხშირად მეტფორმინით მონოთერაპიისას აღინიშნა სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, აირების მომატებული წარმოქმნა, მეტეორიზმი და მადის დაკარგვა), ეს არასასურველი რეაქციები ყველაზე ხშირად ვითარდება მკურნალობის დასაწყისში და სპონტანურად ქრება მკურნალობის გაგრძელებისას. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება სასარგებლო იყოს დოზის დროებით შემცირება. მსგავსი რეაქციების განვითარების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია პრეპარატის სადღეღამისო დოზის გაყოფა 2 მიღებაზე. იმის გამო, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სიმპტომების განვითარება მკურნალობის საწყის პერიოდში დოზადამოკიდებულია, პრეპარატის დოზის თანდათანობით გაზრდა მისი შერჩევისას ან პრეპარატის კვების შემდეგ მიღება ასევე, შეიძლება ამცირებდეს ამ სიმპტომებს.

ვინაიდან ძლიერი დიარეა ან(და) ღებინება შეიძლება იწვევდეს დეჰიდრატაციას და პრერენალურ აზოტემიას, მათი გამოვლენისას დროებით უნდა შეწყდეს პრეპარატ ამარილი® M-ის მიღება. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, დასტაბილურებული მდგომარეობით პრეპარატ ამარილი® M-ის მიღების ფონზე, არასპეციფიკური კუჭ-ნაწლავური სიმპტომების გამოვლენა შეიძლება გამოწვეული იყოს არამხოლოდ თერაპიასთან, არამედ ინტერკურენტულ დაავადებებთან ან ლაქტოაციდოზის განვითარებასთან.

მეტფორმინით მკურნალობის დასაწყისში (ხშირად: პაციენტების დაახლოებით 3%-ში) შესაძლებელია პირის ღრუში არასასიამოვნო ან ~ლითონის~ გემოს გამოვლენა, რომელიც ჩვეულებრივ სპონტანურად ქრება.

ძალიან იშვიათად: ერითემა ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში, ქავილი, გამონაყარი.

ანემია, ჰემოლიზური ანემია (სიხშირე უცნობია), ლეიკოციტოპენია ან თრომბოციტოპენია.

მეგალობლასტური ანემიის არსებობისას საჭიროა B12 ვიტამინის აბსორბციის დაქვეითების შესაძლებლობის გათვალისწინება, რაც უკავშირდება მეტფორმინის მიღებას (იხ. ქვემოთ).

დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ

~ღვიძლის~ ფუნქციური ანალიზების მაჩვენებლების ნორმიდან გადაცდომა ან ჰეპატიტი, რომლებმაც განიცადეს უკუგანვითარება მეტფორმინის მიღების შეწყვეტისას.

თირეოტროპული ჰორმონის კონცენტრაციის დაქვეითება ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში (სიხშირე უცნობია) (იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული მითითება~).

ჰიპომაგნიემია (დიარეის დროს) (სიხშირე უცნობია).

სისხლში B12 ვიტამინის კონცენტრაციის დაქვეითება: პაციენტების <0.1%-ში, რომლებიც ხანგრძლივად იღებდნენ მეტფორმინს, აღინიშნებოდა B12 ვიტამინის შეწოვის დაქვეითება, რასაც თან ახლავს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის ჩვეულებრივ კლინიკურად უმნიშვნელო დაქვეითება.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

სიხშირე უცნობია: ენცეფალოპათია; მეტფორმინის პოსტმარკეტინგული გამოყენების პერიოდში B12 ვიტამინის დეფიციტის მქონე პაციენტებში აღინიშნებოდა პერიფერიული ნეიროპათიის შემთხვევები (იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული მითითება~).

ფოტოსენსიბილიზაცია (სიხშირე უცნობია).

ზემოთ მითითებული ან სხვა არასასურველი რეაქციების განვითარების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ მის მკურნალ ექიმს.

ვინაიდან ზოგიერთი არასასურველი რეაქცია, მათ შორის ჰიპოგლიკემია, ლაქტოაციდოზი, ჰემატოლოგიური დარღვევები, მძიმე ალერგიული და ფსევდოალერგიული რეაქციები და ღვიძლის უკმარისობა შეიძლება დაემუქროს პაციენტის სიცოცხლეს, მათი განვითარების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს და შეწყვიტოს პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულების მიღებამდე.

ჭარბი დოზა

გლიმეპირიდის დოზის გადაჭარბება

პრეპარატი ამარილი® M შეიცავს გლიმეპირიდს, ამიტომ დოზის გადაჭარბებამ (როგორც მწვავე, ასევე პრეპარატის მაღალი დოზების ხანგრძლივად მიღებისას) შეიძლება გამოიწვიოს მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში ჰიპოგლიკემია.

გლიმეპირიდის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.

ექიმის მოსვლამდე პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შაქარი, თუ შესაძლებელია, დექსტროზის (გლუკოზის) სახით.

გლიმეპირიდის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი რაოდენობის მიღებისას პაციენტს უნდა ჩაუტარდეს კუჭის ამორეცხვა და დაენიშნოს აქტივირებული ნახშირი.

ზოგჯერ, პროფილაქტიკური ზომის სახით, საჭიროა ჰოსპიტალიზაცია.

გონების დაკარგვისა და ნევროლოგიური გამოვლინებების გარეშე მიმდინარე მსუბუქად გამოხატული ჰიპოგლიკემიის მკურნალობა უნდა ჩატარდეს დექსტროზის (გლუკოზის) პერორალურად მიღებისა და პრეპარატ ამარილი® M-ის დოზის ან/და პაციენტის დიეტის კორექციით.

დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბება და სერიოზული ჰიპოგლიკემიური რეაქციები ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა გონების დაკარგვა ან სხვა სერიოზული ნევროლოგიური დარღვევები, წარმოადგენს კრიტიკულ მდგომარეობებს, რომლებიც საჭიროებს პაციენტის დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას. თუ პაციენტი არ არის გონებაზე, ნაჩვენებია გლუკოზის (დექსტროზის) კონცენტრირებული ხსნარის ინტრავენური ჭავლური გზით შეყვანა, მგალითად, მოზრდილებისთვის გლუკოზის (დექსტროზის) 20%-იანი ხსნარის საწყისი დოზით 40 მლ.

მოზრდილი პაციენტებისთვის ალტერნატიულ მკურნალობას წარმოადგენს გლუკაგონის ინტრავენურად, კანქვეშ ან კუნთში შეყვანა, მაგალითად დოზით 0.5-1 მგ.

გლუკოზის სწრაფად შეყვანის შემდეგ აუცილებლად უნდა ჩატარდეს გლუკოზის ინფუზია დაბალი კონცენტრაციით სანამ ექიმი არ დარწმუნდება, რომ ჰიპოგლიკემიის განმეორების საფრთხე არ არსებობს.

საჭიროა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის გულდასმით მონიტორინგი სულ მცირე 24-48 საათის განმავლობაში, რადგან ჰიპოგლიკემია შეიძლება განმეორდეს აშკარა კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ.

ხანგრძლივად მიმდინარე მძიმე ჰიპოგლიკემიის განმეორების საფრთხე შეიძლება შენარჩუნდეს რამდენიმე დღე.

ბავშვებში ჰიპოგლიკემიის მკურნალობისას მათ მიერ გლიმეპირიდის შემთხვევით მიღებისას საჭიროა შესაყვანი დექსტროზის დოზის გულდასმით კორექტირება სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მუდმივი კონტროლით, საშიში ჰიპერგლიკემიის შესაძლო განვითარების გამო.

მეტფორმინის დოზის გადაჭარბება

85 გ-მდე მეტფორმინის მიღებისას ჰიპოგლიკემია არ აღინიშნებოდა, თუმცა ზოგ შემთხვევაში აღინიშნა ლაქტოაციდოზი.

მეტფორმინის დოზის მნიშვნელოვნად გადაჭარბება ან არსებული თანმხლები რისკები შეიძლება იწვევდეს ლაქტოაციდოზის განვითარებას, რომელიც საჭიროებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას სტაციონარში.

პაციენტის ორგანიზმიდან ლაქტატისა და მეტფორმინის გამოყოფის ყველაზე ეფექტიან მეთოდს წარმოადგენს ჰემოდიალიზი. კარგი ჰემოდინამიკის დროს მეტფორმინს შეუძლია გამოყოფა ჰემოდიალიზის საშუალებით 170 მლ/წთ-მდე კლირენსით.

მეტფორმინის დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია მწვავე პანკრეატიტის განვითარება.

შემადგენლობა

2 მგ + 500 მგ ტაბლეტები:

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედ ნივთიერებებს: გლიმეპირიდს – 2 მგ, მეტფორმინის ჰიდროქლორიდს – 500 მგ;

დამხმარე ნივთიერებებს: Lლაქტოზა-50მგ, სახამებლის გლიკოლატის ნატრიუმის მარილი-15მგ, პოვიდონი K30- 25მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა -50მგ, კროსპოვიდონი- 10მგ, მაგნიუმის სტეარატი- 5მგ, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა- 9,4მგ, პოლიეთილენგლიკოლი 6000- 1.70 მგ, ტიტანის დიოქსიდი -1,70მგ, კარნაუბის ცვილი-0.2მ,გ, გაწმენდილი წყალი.

აღწერა:

ამარილი® M-ის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ამარილი® M წარმოდგენილია თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით.

ტაბლეტები მოთავსებულია ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 30 ტაბლეტს.

პფარმაკოთერაპიული ჯგუფი

პერორალური გამოყენების კომბინირებული ჰიპოგლიკემიური საშუალება (ბიგუანიდი + სულფონილშარდოვანას წარმოებული).

ათქ კოდი: A10BD02.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

იურიდიული პირი, რომელზეც გაცემულია სარეგისტრაციო მოწმობა

სანოფი უინზროპ ინდასთრი, საფრანგეთი.

მწარმოებლის

ჰენდოკ ინკ., კორეა

78, Daepungsandan-ro, Daeso-myeon, Eumseong-gun, Chungcheongbuk-do, Korea.

ფარმაკოლოგიური თვისებები

გლიმეპირიდი წარმოადგენს ნივთიერებას, რომელსაც გააჩნია ჰიპოგლიკემიური აქტივობა პერორალური გამოყენებისას, და რომელიც მიეკუთვნება სულფონილშარდოვანას წარმოებულების ჯგუფს. მისი გამოყენება შეიძლება ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტის დროს. გლიმეპირიდის გავლენის რეალიზაცია ხდება კუჭქვეშა ჯირკვლის β-უჯრედებიდან ინსულინის გამოთავისუფლების სტიმულაციის გზით. როგორც სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულები, ის ზრდის კუჭქვეშა ჯირკვლის β-უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიერ ფიზიოლოგიური სტიმულაციის მიმართ. გარდა ამისა, გლიმეპირიდი, ისევე, როგორიც სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულები, შესაძლოა, ახდენს გამოხატულ არაპანკრეასულ მოქმედებას. ინსულინის გამოთავისუფლება. სულფონილშარდოვანა არეგულირებს ინსულინის სეკრეციას β-უჯრედის მემბრანაზე კალიუმის ატფ-დამოკიდებული არხების დახურვით. ასეთი დახურვა იწვევს უჯრედული მემბრანების დეპოლარიზაციას, რის შედეგადაც იხსნება კალციუმის არხები და უჯრედში ხვდება კალციუმის დიდი რაოდენობა. ეს ასტიმულირებს ინსულინის გამოთავისუფლებას ეგზოციტოზის გზით. გლიმეპირიდი მაღალი მსგავსებით უერთდება ცილას β-უჯრედების მემბრანაზე, რომელიც დაკავშირებულია კალიუმის ატფ-მგრძნობიარე არხებთან, მაგრამ არა იმ ადგილზე, რომელსაც ჩვეულებრივ უერთდება სულფონილშარდოვანა. არაპანკრეასული აქტივობა. არაპანკრეასული მოქმედება მდგომარეობს ინსულინის მიმართ პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობის გაზრდაში და ღვიძლის მიერ ინსულინის მიტაცების შემცირებაში. სისხლიდან გლუკოზის გადატანა პერიფერიულ კუნთოვან და ცხიმოვან ქსოვილამდე ხდება სპეციალური სატრანსპორტო პროტეინების საშუალებით, რომლებიც მდებარეობს უჯრედულ მემბრანაზე. ამ ქსოვილებამდე გლუკოზის გადატანა წარმოადგენს გლუკოზის ათვისების სიჩქარის შემზღუდველ ეტაპს. გლიმეპირიდი ძალიან სწრაფად ზრდის გლუკოზის აქტიური გადამტანების რაოდენობას კუნთოვანი და ცხიმოვანი ქსოვილების პლაზმურ მემბრანაზე, რაც ასტიმულირებს გლუკოზის მიტაცებას. გლიმეპირიდი ზრდის გლიკოზილ-ფოსფატიდილინოზიტოლის მიმართ სპეციფიკურ ფოსფოლიპაზა C-ს აქტივობას, და ამასთან შეიძლება დაკავშირებული იყოს ლიპოგენეზის და გლიკოგენეზის გაძლიერება, რომელიც აღინიშნება იზოლირებულ ცხიმოვან და კუნთოვან უჯრედებში ამ საშუალების მოქმედებით. გლიმეპირიდი ხელს უშლის ღვიძლში გლუკოზის წარმოქმნას, ფრუქტოზა-2,6-დიფოსფატის უჯრედშიდა კონცენტრაციის გაზრდით, რომელიც, თავის მხრივ აინჰიბირებს გლუკონეოგენეზს. მეტფორმინი. მეტფორმინი წარმოადგენს ბიგუანიდს ჰიპოგლიკემიური მოქმედებით, რომელიც ვლინდება სისხლში გლუკოზის როგორც ბაზალური კონცენტრაციის, ასევე სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის დაქვეითებით საკვების მიღების შემდეგ. ის არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას, შესაბამისად, არ იწვევს ჰიპოგლიკემიის განვითარებას. მეტფორმინს შეუძლია იმოქმედოს სამი მექანიზმის საშუალებით: - ღვიძლის მიერ გლუკოზის გამომუშავების შემცირებით გლუკონეოგენეზისა და გლიკოგენოლიზის ინჰიბირების გზით; - კუნთებში – ინსულინის მიმართ მგრძნობელობის გაზრდის, პერიფერიული მიტაცებისა და გლუკოზის უტილიზაციის გაზრდის გზით; - ნაწლავში გლუკოზის აბსორბციის გახანგრძლივებით. მეტფორმინი ასტიმულირებს გლიკოგენის უჯრედშიდა სინთეზს, გლიკოგენსინთაზაზე ზემოქმედებით. მეტფორმინი ზრდის გლუკოზის სპეციფიკური მემბრანული გადამტანების სატრანსპორტო უნარს (GLUT-1 და GLUT-4). ადამიანებში, მიუხედავად სისხლში გლუკოზის დონისა, მეტფორმინი გავლენას ახდენს ლიპიდების მეტაბოლიზმზე. ეს დადგენილია პრეპარატის გამოყენებისას თერაპიული დოზებით კონტროლირებულ საშუალო ხანგრძლივობის ან ხანგრძლივად მიმდინარე კლინიკურ კვლევებში:. მეტფორმინი აქვეითებს ქს (ქოლესტერინის), დსლპ (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების) და ტგ (ტრიგლიცერიდების) დონეს.

ფარმაკოკინეტიკა

გლიმეპირიდი

პერირალურად მიღების შემდეგ გლიმეპირიდის ბიოშეღწევადობა არის სრული. საკვების მიღება არ ახდენს არსებით გავლენას შეწოვაზე, გარდა აბსორბციის სიჩქარის უმნიშვნელო შენელებისა. Cmax მიიღწევა პერორალურად მიღებიდან 2.5 საათში (საშუალოდ 0.3 მკგ/მლ სადღეღამისო დოზის 4 მგ რამდენიმე მიღებისას). დოზასა და Cmax და AUC შორის არსებობს ხაზოვანი დამოკიდებულება. განაწილება. გლიმეპირიდისთვის დამახასიათებელია განაწილების ძალიან დაბალი მოცულობა (დაახლოებით 8,8 ლ), რომელიც დაახლოებით ტოლია ალბუმინის განაწილების მოცულობისა, რომელსაც აქვს სისხლის ცილებთან შეკავშირების მაღალი ხარისხი (99%-ზე მეტი) და დაბალი კლირენსი (დაახლოებით 48 მლ/წთ). ცხოველებში გლიმეპირიდი გამოიყოფა რძეში. გლიმეპირიდს შეუძლია გადაკვეთოს პლაცენტა. ჰემატოენცეფალური ბარიერის გადაკვეთა უმნიშვნელოა. მეტაბოლიზმი და ელიმინაცია. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 5-8 საათს და დამოკიდებულია კონცენტრაციაზე სისხლის პლაზმაში მრავალჯერადი დოზების მიღებისას. მაღალი დოზების მიღებისას აღინიშნა უფრო ხანგრძლივი T1/2. ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ რადიოაქტიური ნიშნით მონიშნული გლიმეპირიდის 58% განისაზღვრა შარდში, ხოლო 35% - განავალში. შარდში უცვლელი ნივთიერება განსაზღვრული არ არის. შარდსა და განავალში გამოიყოფა 2 მეტაბოლიტი, სავარაუდოდ ღვიძლში მეტაბოლიზმის პროდუქტები (ძირითადი ფერმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ბიოტრანსფორმაციას, - ციტოქრომ P2C9): ჰიდროქსიწარმოებული და კარბოქსიწარმოებული. გლიმეპირიდის მიღების შემდეგ ამ მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდმა შეადგინა შესაბამისად 3-6 და 5-6 საათი.

შედარებამ არ აჩვენა ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვანი სხვაობა ერთჯერადი და მრავალჯერადი მიღების შემდეგ, ერთი ინდივიდისთვის შედეგების ვარიაბელურობა იყო ძალიან დაბალი. მნიშვნელოვანი კუმულაცია არ არის აღნიშნული. ფარმაკოკინეტიკა მსგავსი იყო მამაკაცებსა და ქალებში, ასევე ახალგაზრდა და ხანდაზმულ (65 ზელს ზემოთ) პირებში. კრეატინინის დაბალი კლირენსის მქონე პაციენტებში გამოვლინდა გლიმეპირიდის კლირენსის მომატების და საშუალო შრატისმიერი კონცენტრაციების შემცირების ტენდენცია, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია უფრო სწრაფი ელიმინაციით ცილებთან ნაკლები შეკავშირების გამო. თირკმელების მიერ ორი მეტაბოლიტის გამოყოფა შემცირდა. ამ პაციენტებში პრეპარატის დაგროვების დამატებითი რისკი დაფიქსირებული არ არის. 5 პაციენტში შაქრიანი დიაბეტის გარეშე ნაღვლის სადინარზე ოპერაციის შემდეგ ფარმაკოკინეტიკა იყო ჯანმრთელ პირებში აღნიშნულის მსგავსი.

მეტფორმინი. აბსორბცია. მეტფორმინის მიღების შემდეგ Cmax მიღწევის დრო შეადგენს 2.5 საათს. ჯანმრთელ მოხალისეებში პერიორალურად 500 მგ-ის გამოყენებისას მეტფორმინის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლებით 50-60%-ს. პერორალურად მიღების შემდეგ არააბსორბირებულმა ფრაქციამ, რომელიც განისაზღვრა განავალში, შეადგინა 20-30%. პერორალურად მიღების შემდეგ მეტფორმინის აბსორბცია არის გაჯერებული და არასრული. ვარაუდობენ, რომ მეტფორმინის აბსორბციის ფარმაკოკინეტიკა ატარებს ხაზოვან ხასიათს. მეტფორმინის დოზირებისა და მიღების სტანდარტული სქემის დაცვისას პლაზმაში წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა 24-48 საათში და ჩვეულებრივ შეადგენს არაუმეტეს 1 მკგ/მლ. კონტროლირებული კლინიკური კვლევების დროს სისხლის პლაზმაში მეტფორმინის Cmax არ აღემატებოდა 4 მკგ/მლ, ყველაზე მაღალი დოზების გამოყენების შემთხვევაშიც კი. საკვების მიღება ამცირებს მეტფორმინის აბსორბციის ხარისხს და რამდენადმე ახანგრძლივებს მის დროს. საკვებთან ერთად 850 მგ დოზის მიღების შემდეგ აღინიშნა სისხლის პლაზმაში Cmax შემცირება 40%-ით, AUC შემცირება 25%-ით და tmax გახანგრძლივება – 35 წუთით. ასეთი ცვლილებების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. განაწილება. სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება უმნიშვნელოა. მეტფორმინი ნაწილდება ერითროციტებში. სისხლში Cmax უფრო ნაკლებია, ვიდრე Cmax სისხლის პლაზმაში და მიიღწევა იმავე დროში. სისხლის წითელი სხეულები, სავარაუდოდ წარმოადგენს განაწილების არაძირითად დეპოს. Vd საშუალო მნიშვნელობა მერყეობს 63-276 ლ ფარგლებში. მეტაბოლიზმი და ელიმინაცია. მეტფორმინი გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით. ადამიანში რაიმე მეტაბოლიტი გამოვლენილი არ არის. მეტფორმინის თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს >400 მლ/წთ, რაც მოწმობს, რომ მეტფორმინი გამოიყოფა გორგლოვანი ფილტრაციის და მილაკოვანი სეკრეციის გზით. დოზის პერორალურად მიღების შემდეგ T1/2 შეადგენს დაახლოებით 6.5 საათს. თუ თირკმელების ფუნქცია გაუარესებულია, რენული კლირენსი მცირდება კრეატინინის კლირენსის პროპორციულად, რის შედეგადაც T1/2 იზრდება, რაც იწევს სისხლის პლაზმაში მეტფორმინის დონის მომატებას.

წინაკლინიკური მონაცემები

კანცეროგენეზი, მუტაგენეზი, ფერტილობის დარღვევა

გლიმეპირიდი. ვირთაგვებში ჩატარებული კვლევებით პრეპარატის გამოყენებისას სრულფასოვანი რაციონის შემადგენლობაში დოზით 5 მლრდ-მდე ნაწილი (ადამიანისთვის რეკომენდებული მაქსიმალური დოზის დაახლოებით 340-ჯერ მაღალი დოზა სხეულის ზედაპირის ფართობზე გაანგარიშებით) 30 თვის განმავლობაში არ არის გამოვლენილი კანცეროგენეზის ნიშნები. თაგვებში გლიმეპირიდის გამოყენებამ 24 თვის განმავლობაში გამოიწვია კუჭქვეშა ჯირკვლის კეთილთვისებიანი ადენომის წარმოქმნის სიხშირის გაზრდა, რომელიც არის დოზადამოკიდებული და განიხილება, როგორც კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკული სტიმულაციის შედეგი. დოზა, რომელიც არ განაპირობებდა თაგვებში კუჭქვეშა ჯირკვლის ადენომის წარმოქმნა, ამ კვლევაში შეადგენდა 320 მლნ ნაწილს სრულფასოვანი რაციონის შემადგენლობაში, ან 46-54 მგ/სხეულის მასის კგ-ზე დღე-ღამეში. ეს ადამიანისთვის რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზას (8 მგ ერთხელ დღე-ღამეში) აღემატება დაახლოებით 35-ჯერ სხეულის ზედაპირის ფართობზე გაანგარიშებით.

in vitro და in vivo მუტაგენურობის კვლევებში გლიმეპირიდი აღმოჩნდა არამუტაგენური.

გლიმეპირიდი არ ავლენდა რაიმე გავლენას ხვადი თაგვების ფერტილობაზე, რომლებიც პრეპარატს იღებდნენ დოზით 2500 მგ-მდე/სხეულის მასის კგ-ზე (რაც ადამიანისთვის რეკომენდებული მაქსიმალური დოზის >1700-ჯერ მაღალია სხეულის ზედაპირის ფართობზე გაანგარიშებით). გლიმეპირიდი არ ახდენდა გავლენას ხვადი და ძუ ვირთაგვების ფერტილობაზე, რომლებიც პრეპარატს იღებდნენ დოზით 4000 მგ-მდე/სხეულის მასის კგ-ზე (რაც ადამიანისთვის რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზაზე დაახლოებით 4000-ჯერ მაღალია სხეულის ზედაპირის ფართობზე გაანგარიშებით).

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი. ჩატარდა პრეპარატის კანცეროგენულობის შემსწავლელი ხანგრძლივი კვლევები ვირთაგვებში (პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა შეადგენდა 104 კვირას) და თაგვებში (პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა შეადგენდა 91 კვირას) დოზით 900 და 1500 მგ/კგ/დღე-ღამეში, შესაბამისად. ორივე ეს დოზა ადამიანისთვის რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზაზე დაახლოებით 3-ჯერ მაღალია სხეულის ზედაპირის ფართობზე გაანგარიშებით. არ არის გამოვლენილი მეტფორმინის კანცეროგენულობის ნიშნები ხვად და ძუ თაგვებში. ამის მსგავსად, არ არის აღნიშნული მეტფორმინის ტუმოროგენული პოტენციალი ხვად ვირთაგვებში. თუმცა, ძუ ვირთაგვებში, რომლებიც პრეპარატს იღებდნენ დოზით 900 მგ/კგ/დღე-ღამეში, გამოვლენილია საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სტრომალური პოლიპების მომატებული სიხშირე.

ეიმსის ტესტის (S.typhimurium-ზე), გენის მუტაციის ტესტის (თაგვების ლიმფომების უჯრედებზე), ქრომოსომული აბერაციების ტესტის (ადამიანის ლიმფოციტებზე) და in vivo მიკრობირთვების წარმოქმნის ტესტის (თაგვების წითელ ძვლის ტვინზე) შედეგებით მეტფორმინის მუტაგენური პოტენციალის არსებობის ნიშნები არ არის აღნიშნული.

მეტფორმინის გამოყენება დოზით 600 მგ-მდე/კგ/დღე-ღამეში (ამ დოსის ჩათვლით) (რაც ადამიანისთვის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზაზე დაახლოებით ორჯერ მაღალია სხეულის ზედაპირის ფართობზე გაანგარიშებით) არ ახდენდა გავლენას ხვადი და ძუ ვირთაგვების ფერტილობაზე.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

ამარილი® M

ა

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ამარილი® M

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება: გლიმეპირიდი+მეტფორმინი

სამკურნალწამლო ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

შემადგენლობა

2 მგ + 500 მგ ტაბლეტები:

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედ ნივთიერებებს: გლიმეპირიდს – 2 მგ, მეტფორმინის ჰიდროქლორიდს – 500 მგ;

დამხმარე ნივთიერებებს: Lლაქტოზა-50მგ, სახამებლის გლიკოლატის ნატრიუმის მარილი-15მგ, პოვიდონი K30- 25მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა -50მგ, კროსპოვიდონი- 10მგ, მაგნიუმის სტეარატი- 5მგ, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა- 9,4მგ, პოლიეთილენგლიკოლი 6000- 1.70 მგ, ტიტანის დიოქსიდი -1,70მგ, კარნაუბის ცვილი-0.2მ,გ, გაწმენდილი წყალი.

აღწერა:

ამარილი® M-ის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ამარილი® M წარმოდგენილია თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით.

ტაბლეტები მოთავსებულია ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 30 ტაბლეტს.

პფარმაკოთერაპიული ჯგუფი

პერორალური გამოყენების კომბინირებული ჰიპოგლიკემიური საშუალება (ბიგუანიდი + სულფონილშარდოვანას წარმოებული).

ათქ კოდი: A10BD02.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

გლიმეპირიდი წარმოადგენს ნივთიერებას, რომელსაც გააჩნია ჰიპოგლიკემიური აქტივობა პერორალური გამოყენებისას, და რომელიც მიეკუთვნება სულფონილშარდოვანას წარმოებულების ჯგუფს. მისი გამოყენება შეიძლება ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტის დროს. გლიმეპირიდის გავლენის რეალიზაცია ხდება კუჭქვეშა ჯირკვლის β-უჯრედებიდან ინსულინის გამოთავისუფლების სტიმულაციის გზით. როგორც სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულები, ის ზრდის კუჭქვეშა ჯირკვლის β-უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიერ ფიზიოლოგიური სტიმულაციის მიმართ. გარდა ამისა, გლიმეპირიდი, ისევე, როგორიც სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულები, შესაძლოა, ახდენს გამოხატულ არაპანკრეასულ მოქმედებას. ინსულინის გამოთავისუფლება. სულფონილშარდოვანა არეგულირებს ინსულინის სეკრეციას β-უჯრედის მემბრანაზე კალიუმის ატფ-დამოკიდებული არხების დახურვით. ასეთი დახურვა იწვევს უჯრედული მემბრანების დეპოლარიზაციას, რის შედეგადაც იხსნება კალციუმის არხები და უჯრედში ხვდება კალციუმის დიდი რაოდენობა. ეს ასტიმულირებს ინსულინის გამოთავისუფლებას ეგზოციტოზის გზით. გლიმეპირიდი მაღალი მსგავსებით უერთდება ცილას β-უჯრედების მემბრანაზე, რომელიც დაკავშირებულია კალიუმის ატფ-მგრძნობიარე არხებთან, მაგრამ არა იმ ადგილზე, რომელსაც ჩვეულებრივ უერთდება სულფონილშარდოვანა. არაპანკრეასული აქტივობა. არაპანკრეასული მოქმედება მდგომარეობს ინსულინის მიმართ პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობის გაზრდაში და ღვიძლის მიერ ინსულინის მიტაცების შემცირებაში. სისხლიდან გლუკოზის გადატანა პერიფერიულ კუნთოვან და ცხიმოვან ქსოვილამდე ხდება სპეციალური სატრანსპორტო პროტეინების საშუალებით, რომლებიც მდებარეობს უჯრედულ მემბრანაზე. ამ ქსოვილებამდე გლუკოზის გადატანა წარმოადგენს გლუკოზის ათვისების სიჩქარის შემზღუდველ ეტაპს. გლიმეპირიდი ძალიან სწრაფად ზრდის გლუკოზის აქტიური გადამტანების რაოდენობას კუნთოვანი და ცხიმოვანი ქსოვილების პლაზმურ მემბრანაზე, რაც ასტიმულირებს გლუკოზის მიტაცებას. გლიმეპირიდი ზრდის გლიკოზილ-ფოსფატიდილინოზიტოლის მიმართ სპეციფიკურ ფოსფოლიპაზა C-ს აქტივობას, და ამასთან შეიძლება დაკავშირებული იყოს ლიპოგენეზის და გლიკოგენეზის გაძლიერება, რომელიც აღინიშნება იზოლირებულ ცხიმოვან და კუნთოვან უჯრედებში ამ საშუალების მოქმედებით. გლიმეპირიდი ხელს უშლის ღვიძლში გლუკოზის წარმოქმნას, ფრუქტოზა-2,6-დიფოსფატის უჯრედშიდა კონცენტრაციის გაზრდით, რომელიც, თავის მხრივ აინჰიბირებს გლუკონეოგენეზს. მეტფორმინი. მეტფორმინი წარმოადგენს ბიგუანიდს ჰიპოგლიკემიური მოქმედებით, რომელიც ვლინდება სისხლში გლუკოზის როგორც ბაზალური კონცენტრაციის, ასევე სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის დაქვეითებით საკვების მიღების შემდეგ. ის არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას, შესაბამისად, არ იწვევს ჰიპოგლიკემიის განვითარებას. მეტფორმინს შეუძლია იმოქმედოს სამი მექანიზმის საშუალებით: - ღვიძლის მიერ გლუკოზის გამომუშავების შემცირებით გლუკონეოგენეზისა და გლიკოგენოლიზის ინჰიბირების გზით; - კუნთებში – ინსულინის მიმართ მგრძნობელობის გაზრდის, პერიფერიული მიტაცებისა და გლუკოზის უტილიზაციის გაზრდის გზით; - ნაწლავში გლუკოზის აბსორბციის გახანგრძლივებით. მეტფორმინი ასტიმულირებს გლიკოგენის უჯრედშიდა სინთეზს, გლიკოგენსინთაზაზე ზემოქმედებით. მეტფორმინი ზრდის გლუკოზის სპეციფიკური მემბრანული გადამტანების სატრანსპორტო უნარს (GLUT-1 და GLUT-4). ადამიანებში, მიუხედავად სისხლში გლუკოზის დონისა, მეტფორმინი გავლენას ახდენს ლიპიდების მეტაბოლიზმზე. ეს დადგენილია პრეპარატის გამოყენებისას თერაპიული დოზებით კონტროლირებულ საშუალო ხანგრძლივობის ან ხანგრძლივად მიმდინარე კლინიკურ კვლევებში:. მეტფორმინი აქვეითებს ქს (ქოლესტერინის), დსლპ (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების) და ტგ (ტრიგლიცერიდების) დონეს.

ფარმაკოკინეტიკა

გლიმეპირიდი

პერირალურად მიღების შემდეგ გლიმეპირიდის ბიოშეღწევადობა არის სრული. საკვების მიღება არ ახდენს არსებით გავლენას შეწოვაზე, გარდა აბსორბციის სიჩქარის უმნიშვნელო შენელებისა. Cmax მიიღწევა პერორალურად მიღებიდან 2.5 საათში (საშუალოდ 0.3 მკგ/მლ სადღეღამისო დოზის 4 მგ რამდენიმე მიღებისას). დოზასა და Cmax და AUC შორის არსებობს ხაზოვანი დამოკიდებულება. განაწილება. გლიმეპირიდისთვის დამახასიათებელია განაწილების ძალიან დაბალი მოცულობა (დაახლოებით 8,8 ლ), რომელიც დაახლოებით ტოლია ალბუმინის განაწილების მოცულობისა, რომელსაც აქვს სისხლის ცილებთან შეკავშირების მაღალი ხარისხი (99%-ზე მეტი) და დაბალი კლირენსი (დაახლოებით 48 მლ/წთ). ცხოველებში გლიმეპირიდი გამოიყოფა რძეში. გლიმეპირიდს შეუძლია გადაკვეთოს პლაცენტა. ჰემატოენცეფალური ბარიერის გადაკვეთა უმნიშვნელოა. მეტაბოლიზმი და ელიმინაცია. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 5-8 საათს და დამოკიდებულია კონცენტრაციაზე სისხლის პლაზმაში მრავალჯერადი დოზების მიღებისას. მაღალი დოზების მიღებისას აღინიშნა უფრო ხანგრძლივი T1/2. ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ რადიოაქტიური ნიშნით მონიშნული გლიმეპირიდის 58% განისაზღვრა შარდში, ხოლო 35% - განავალში. შარდში უცვლელი ნივთიერება განსაზღვრული არ არის. შარდსა და განავალში გამოიყოფა 2 მეტაბოლიტი, სავარაუდოდ ღვიძლში მეტაბოლიზმის პროდუქტები (ძირითადი ფერმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ბიოტრანსფორმაციას, - ციტოქრომ P2C9): ჰიდროქსიწარმოებული და კარბოქსიწარმოებული. გლიმეპირიდის მიღების შემდეგ ამ მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდმა შეადგინა შესაბამისად 3-6 და 5-6 საათი.

შედარებამ არ აჩვენა ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვანი სხვაობა ერთჯერადი და მრავალჯერადი მიღების შემდეგ, ერთი ინდივიდისთვის შედეგების ვარიაბელურობა იყო ძალიან დაბალი. მნიშვნელოვანი კუმულაცია არ არის აღნიშნული. ფარმაკოკინეტიკა მსგავსი იყო მამაკაცებსა და ქალებში, ასევე ახალგაზრდა და ხანდაზმულ (65 ზელს ზემოთ) პირებში. კრეატინინის დაბალი კლირენსის მქონე პაციენტებში გამოვლინდა გლიმეპირიდის კლირენსის მომატების და საშუალო შრატისმიერი კონცენტრაციების შემცირების ტენდენცია, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია უფრო სწრაფი ელიმინაციით ცილებთან ნაკლები შეკავშირების გამო. თირკმელების მიერ ორი მეტაბოლიტის გამოყოფა შემცირდა. ამ პაციენტებში პრეპარატის დაგროვების დამატებითი რისკი დაფიქსირებული არ არის. 5 პაციენტში შაქრიანი დიაბეტის გარეშე ნაღვლის სადინარზე ოპერაციის შემდეგ ფარმაკოკინეტიკა იყო ჯანმრთელ პირებში აღნიშნულის მსგავსი.

მეტფორმინი. აბსორბცია. მეტფორმინის მიღების შემდეგ Cmax მიღწევის დრო შეადგენს 2.5 საათს. ჯანმრთელ მოხალისეებში პერიორალურად 500 მგ-ის გამოყენებისას მეტფორმინის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლებით 50-60%-ს. პერორალურად მიღების შემდეგ არააბსორბირებულმა ფრაქციამ, რომელიც განისაზღვრა განავალში, შეადგინა 20-30%. პერორალურად მიღების შემდეგ მეტფორმინის აბსორბცია არის გაჯერებული და არასრული. ვარაუდობენ, რომ მეტფორმინის აბსორბციის ფარმაკოკინეტიკა ატარებს ხაზოვან ხასიათს. მეტფორმინის დოზირებისა და მიღების სტანდარტული სქემის დაცვისას პლაზმაში წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა 24-48 საათში და ჩვეულებრივ შეადგენს არაუმეტეს 1 მკგ/მლ. კონტროლირებული კლინიკური კვლევების დროს სისხლის პლაზმაში მეტფორმინის Cmax არ აღემატებოდა 4 მკგ/მლ, ყველაზე მაღალი დოზების გამოყენების შემთხვევაშიც კი. საკვების მიღება ამცირებს მეტფორმინის აბსორბციის ხარისხს და რამდენადმე ახანგრძლივებს მის დროს. საკვებთან ერთად 850 მგ დოზის მიღების შემდეგ აღინიშნა სისხლის პლაზმაში Cmax შემცირება 40%-ით, AUC შემცირება 25%-ით და tmax გახანგრძლივება – 35 წუთით. ასეთი ცვლილებების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. განაწილება. სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება უმნიშვნელოა. მეტფორმინი ნაწილდება ერითროციტებში. სისხლში Cmax უფრო ნაკლებია, ვიდრე Cmax სისხლის პლაზმაში და მიიღწევა იმავე დროში. სისხლის წითელი სხეულები, სავარაუდოდ წარმოადგენს განაწილების არაძირითად დეპოს. Vd საშუალო მნიშვნელობა მერყეობს 63-276 ლ ფარგლებში. მეტაბოლიზმი და ელიმინაცია. მეტფორმინი გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით. ადამიანში რაიმე მეტაბოლიტი გამოვლენილი არ არის. მეტფორმინის თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენს >400 მლ/წთ, რაც მოწმობს, რომ მეტფორმინი გამოიყოფა გორგლოვანი ფილტრაციის და მილაკოვანი სეკრეციის გზით. დოზის პერორალურად მიღების შემდეგ T1/2 შეადგენს დაახლოებით 6.5 საათს. თუ თირკმელების ფუნქცია გაუარესებულია, რენული კლირენსი მცირდება კრეატინინის კლირენსის პროპორციულად, რის შედეგადაც T1/2 იზრდება, რაც იწევს სისხლის პლაზმაში მეტფორმინის დონის მომატებას.

წინაკლინიკური მონაცემები

კანცეროგენეზი, მუტაგენეზი, ფერტილობის დარღვევა

გლიმეპირიდი. ვირთაგვებში ჩატარებული კვლევებით პრეპარატის გამოყენებისას სრულფასოვანი რაციონის შემადგენლობაში დოზით 5 მლრდ-მდე ნაწილი (ადამიანისთვის რეკომენდებული მაქსიმალური დოზის დაახლოებით 340-ჯერ მაღალი დოზა სხეულის ზედაპირის ფართობზე გაანგარიშებით) 30 თვის განმავლობაში არ არის გამოვლენილი კანცეროგენეზის ნიშნები. თაგვებში გლიმეპირიდის გამოყენებამ 24 თვის განმავლობაში გამოიწვია კუჭქვეშა ჯირკვლის კეთილთვისებიანი ადენომის წარმოქმნის სიხშირის გაზრდა, რომელიც არის დოზადამოკიდებული და განიხილება, როგორც კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკული სტიმულაციის შედეგი. დოზა, რომელიც არ განაპირობებდა თაგვებში კუჭქვეშა ჯირკვლის ადენომის წარმოქმნა, ამ კვლევაში შეადგენდა 320 მლნ ნაწილს სრულფასოვანი რაციონის შემადგენლობაში, ან 46-54 მგ/სხეულის მასის კგ-ზე დღე-ღამეში. ეს ადამიანისთვის რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზას (8 მგ ერთხელ დღე-ღამეში) აღემატება დაახლოებით 35-ჯერ სხეულის ზედაპირის ფართობზე გაანგარიშებით.

in vitro და in vivo მუტაგენურობის კვლევებში გლიმეპირიდი აღმოჩნდა არამუტაგენური.

გლიმეპირიდი არ ავლენდა რაიმე გავლენას ხვადი თაგვების ფერტილობაზე, რომლებიც პრეპარატს იღებდნენ დოზით 2500 მგ-მდე/სხეულის მასის კგ-ზე (რაც ადამიანისთვის რეკომენდებული მაქსიმალური დოზის >1700-ჯერ მაღალია სხეულის ზედაპირის ფართობზე გაანგარიშებით). გლიმეპირიდი არ ახდენდა გავლენას ხვადი და ძუ ვირთაგვების ფერტილობაზე, რომლებიც პრეპარატს იღებდნენ დოზით 4000 მგ-მდე/სხეულის მასის კგ-ზე (რაც ადამიანისთვის რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზაზე დაახლოებით 4000-ჯერ მაღალია სხეულის ზედაპირის ფართობზე გაანგარიშებით).

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი. ჩატარდა პრეპარატის კანცეროგენულობის შემსწავლელი ხანგრძლივი კვლევები ვირთაგვებში (პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა შეადგენდა 104 კვირას) და თაგვებში (პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა შეადგენდა 91 კვირას) დოზით 900 და 1500 მგ/კგ/დღე-ღამეში, შესაბამისად. ორივე ეს დოზა ადამიანისთვის რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზაზე დაახლოებით 3-ჯერ მაღალია სხეულის ზედაპირის ფართობზე გაანგარიშებით. არ არის გამოვლენილი მეტფორმინის კანცეროგენულობის ნიშნები ხვად და ძუ თაგვებში. ამის მსგავსად, არ არის აღნიშნული მეტფორმინის ტუმოროგენული პოტენციალი ხვად ვირთაგვებში. თუმცა, ძუ ვირთაგვებში, რომლებიც პრეპარატს იღებდნენ დოზით 900 მგ/კგ/დღე-ღამეში, გამოვლენილია საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სტრომალური პოლიპების მომატებული სიხშირე.

ეიმსის ტესტის (S.typhimurium-ზე), გენის მუტაციის ტესტის (თაგვების ლიმფომების უჯრედებზე), ქრომოსომული აბერაციების ტესტის (ადამიანის ლიმფოციტებზე) და in vivo მიკრობირთვების წარმოქმნის ტესტის (თაგვების წითელ ძვლის ტვინზე) შედეგებით მეტფორმინის მუტაგენური პოტენციალის არსებობის ნიშნები არ არის აღნიშნული.

მეტფორმინის გამოყენება დოზით 600 მგ-მდე/კგ/დღე-ღამეში (ამ დოსის ჩათვლით) (რაც ადამიანისთვის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზაზე დაახლოებით ორჯერ მაღალია სხეულის ზედაპირის ფართობზე გაანგარიშებით) არ ახდენდა გავლენას ხვადი და ძუ ვირთაგვების ფერტილობაზე.

გამოყენების ჩვენება

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა (დიეტაზე, ფიზიკურ დატვირთვაზე და სხეულის მასის შემცირებაზე დამატებით):

  • როდესაც გლიკემიური კონტროლი არ მიიღწევა გლიმეპირიდით ან მეტფორმინით მონოთერაპიის საშუალებით;
  • გლიმეპირიდისა და მეტფორმინის ტაბლეტებით კომბინირებული მკურნალობის შენაცვლებისას.

უკუჩვენება

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი.

დიაბეტური კეტოაციდოზი, მ.შ. ანამნეზში, დიაბეტური კომა და პრეკომა, მწვავე ან ქრონიკული მეტაბოლური აციდოზი.

მომატებული მგრძნობელობა სულფონილშარდოვანას წარმოებულების, სულფანილამიდური პრეპარატების ან ბიგუანიდების მიმართ, ასევე პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ღვიძლის ფუნქციის მძინე დარღვევა (გამოყენების გამოცდილების არ არსებობა; ასეთ პაციენტებში ადეკვატური გლიკემიური კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა ინსულინით მკურნალობა).

პაციენტები ჰემოდიალიზზე (გამოყენების გამოცდილების არ არსებობა).

თირკმელების უკმარისობა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა (სისხლის პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაცია: >1.5 მგ/დლ (135 მკმოლი/ლ) მამაკაცებში და >1.2 მგ/დლ (110 მკმოლი/ლ) ქალებში ან კრეატინინის კლირენსის დაქვეითება (ლაქტოაციდოზის და მეტფორმინის სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების მომატებული რისკი)).

მწვავე მდგომარეობები, როდესაც შესაძლებელია თირკმელების ფუნქციის დარღვევა (დეჰიდრატაცია, მძიმე ინფექციები, შოკი, იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების სისხლძარღვში შეყვანა (იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული მითითება~)).

მწავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ქსოვილოვანი ჰიპოქსია (გულის ან სუნთქვის უკმარისობა, მწვავე და ქვემწვავე მიოკარდიუმი, შოკი).

მიდრეკილება ლაქტოაციდოს განვითარებისადმი, ლაქტოაციდოზი ანამნეზში.

სტრესული სიტუაციები (მძიმე ტრავმები, დამწვრობა, ქირურგიული ჩარევა, მძიმე ინფექციები ცხელებით, სეპტიცემია).

დაუძლურება, შიმშილობა, ჰიპოკალორიული დიეტის დაცვა (<1000კკალ/დღე-ღამეში).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საკვებისა და სამკურნალო საშუალებების შეწოვის დარღვევა (ნაწლავური გაუვალობის, ნაწლავის პარეზის, დიარეის, ღებინების დროს).

ქრონიკული ალკოჰოლიზმი, მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია.

ლაქტაზის დეფიციტი, გალაქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბცია.

ორსულობა, ორსულობის დაგეგმვა.

ძუძუთი კვების პერიოდი.

ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე (კლინიკური გამოყენების არასაკმარისი გამოცდილება).

სიფრთხილით

პრეპარატ ამარილი® M-ით მკურნალობის პირველ კვირებში, ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის გამო, საჭიროა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის განსაკუთრებით გულდასმით კონტროლი, განსაკუთრებით ქვემოთ მითითებული მდგომარეობების დროს, როდესაც იზრდება ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი:

  • თუ პაციენტს არ აქვს სურვილი ან არ შეუძლია ექიმის რეკომენდაციების დაცვა [ხშირად ეს აღინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში];
  • არასაკმარისი კვება, არარეგულარული კვება, საკვების მიღების გამოტოვება;
  • არათანაბარი ფიზიკური დატვირთვა და ნახშირწყლების მოხმარება;
  • დიეტის შეცვლა;
  • ალკოჰოლური სასმელების მიღება, განსაკუთრებით საკვების მიღების გამოტოვებასთან ერთად;
  • ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევები;
  • ზოგიერთი არაკომპენსირებული ენდოკრინული დარღვევა, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, ჰიპოფიზის წინა წილის ჰორმონების ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა, რომლებიც გავლენას ახდენს ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე ან ისეთი მექანიზმების აქტივაციაზე, რომლებიც მიმართულია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის გაზრდაზე ჰიპოგლიკემიის დროს;
  • გლიმეპირიდით მკურნალობისას რაიმე ჩვენების არ არსებობისას;
  • გლიმეპირიდის დოზის გადაჭარბებისას;
  • ინტერკურენტული დაავადებების განვითარებისას მკურნალობის დროს ან ცხოვრების წესის შეცვლისას.

ამ შემთხვევებში საჭიროა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციისა და ჰიპოგლიკემიის ნიშნების უფრო ხშირი კონტროლი, შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატ ამარილი® M-ის ან მთლიანად ჰიპოგლიკემიური თერაპიის დოზის კორექცია.

ზოგიერთი სამკურნალო საშუალების ერთდროულად მიღებისას (იხ. პარაგრაფი ~ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან~).

ხანდაზმულ პაციენტებში (ამ შემთხვევაში ხშირია თირკმელების ფუნქციის უსიმპტომო დაქვეითება).

სიტუაციებში, როდესაც შეიძლება გაუარესდეს თირკმელების ფუნქცია, როგორიცაა ჰიპოტენზიური პრეპარატების ან დიურეზულების, ასევე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიღების დაწყება (ლაქტოაციდოზის და მეტფორმინის სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების მომატებული რისკი).

მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულებისას (იზრდება ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი მეტფორმინის მიღებისას).

ადრენერული ჰიპოგლიკემიის საწინააღმდეგი რეგულაციის სიმპტომების წაშლის ან არ არსებობისას განვითარებული ჰიპოგლიკემიის საპასუხოდ (ხანდაზმულ პაციენტებში, ვეგეტატიური ნეიროპათიის ან ერთდროულად ბეტა-ადრენობლოკერებით, კლონიდინით, გუანეტიდინით, რეზერპინით და სხვა სიმპათოლიტიკებით ჩატარებული თერაპიის დროს) (ასეთ პაციენტებში საჭიროა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის უფრო ხშირი მონიტორინგი).

გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობისას (ასეთ პაციენტებში სულფონილშარდოვანას წარმოებულების მიღებისას შესაძლებელია ჰემოლიზური ანემიის განვითარება, ამიტომ განსახილველია ალტერნატიული ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მიღება, რომლების არ მიეკუთვნება სულფონილშარდოვანას წარმოებულებს).

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი

ორსულობა

ორსულობის დროს პრეპარატ ამარილი® M-ის გამოყენება უკუნაჩვენებია მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფის განვითარებაზე შესაძლო არასასიკეთო ზემოქმედების გამო. ორსულებმა და ქალებმა, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, უნდა შეატყობინონ ამის შესახებ მკურნალ ექიმს. ორსულობის დროს და მისი დაგეგმვისას, ნახშირწყლების ცვლის დარღვევების შემთხვევაში, რომლებიც არ კორექტირდება მხოლოდ დიეტის და ფიზიკური დატვირთვების საშუალებით, სისხლში გლუკოზის ნორმალური კონცენტრაციების შესანარჩუნებლად ქალებს უნდა დაენიშნოს ინსულინოთერაპია.

ძუძუთი კვების პერიოდი

ბავშვის ორგანიზმში დედის რძესთან ერთად პრეპარატის მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით ძუძუთი კვების პერიოდში ქალებმა არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი. ჰიპოგლიკემიური თერაპიის ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა დაინიშნოს მკურნალობა ინსულინით, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

გამოყენების წესი და დოზები

როგორც წესი, პრეპარატ ამარილი® M-ის დოზა უნდა განისაზღვროს პაციენტის სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის სამიზნე მაჩვენებლის მიხედვით. საჭიროა უმცირესი დოზის მიღება, რომელიც საკმარისია საჭირო მეტაბოლური კონტროლის მისაღწევად.

პრეპარატ ამარილი® M-ით მკურნალობის დროს საჭიროა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის რეგულარულად განსაზღვრა. გარდა ამისა, რეკომენდებულია სისხლში გლიკოზილირებული ჰემოგლობინის კონცენტრაციის რეგულარულად განსაზღვრა.

პრეპარატის არასწორად მიღება, მაგალითად, მორიგი დოზის მიღების გამოტოვების კომპენსირება არ შეიძლება შემდეგი მიღების დროს უფრო მაღალი დოზის მიღებით.

პაციენტის მოქმედებები პრეპარატის მიღების დარღვევისას (კერძოდ, პრეპარატ ამარილი® M-ის მორიგი დოზის მიღების გამოტოვების ან საკვების მიღების გამოტოვების შემთხვევაში) ან სიტუაციებში, როდესაც შეუძლებელია პრეპარატის მიღება, წინასწარ უნდა იქნას განხილული პაციენტისა და ექიმის მიერ.

ვინაიდან მეტაბოლური კონტროლის გაუმჯობესება ასოცირდება ინსულინის მიმართ ქსოვილების მგრძნობელობის მომატებით, პრეპარატ ამარილი® M-ის გამოყენებისას შეიძლება შემცირდეს მოთხოვნილება გლიმეპირიდში. ჰიპოგლიკემიის განვითარების თავიდან ასაცილებლად საჭიროა პრეპარატ ამარილი® M-ის დოზის დროულად შემცირება ან მისი მიღების შეწყვეტა.

პრეპარატი ამარილი® M მიიღება ერთხელ ან ორჯერ დღე-ღამეში საკვების მიღების დროს.

მეტფორმინის მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 1000 მგ-ს.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა: გლიმეპირიდისთვის – 8 მგ, მეტფორმინისთვის – 2000 მგ.

პაციენტების მხოლოდ მცირე რიცხვში ეფექტიანი იყო გლიმეპირიდის სადღეღამისო დოზა – 6 მგ-ზე მეტი.

ჰიპოგლიკემიის განვითარების თავიდან აცილების მიზნით, პრეპარატ ამარილი® M-ის საწყისი დოზა არ უნდა აღემატებოდეს გლიმეპირიდისა და მეტფორმინის სადღეღამისო დოზებს, რომლებსაც უკვე იღებს პაციენტი. გლიმეპირიდისა და მეტფორმინის მონოპრეპარატების კომბინაციის მიღებიდან პაციენტების გადაყვანისას პრეპარატ ამარილი® M-ზე პრეპარატ ამარილი® M-ის დოზა განისაზღვრება ცალკეული პრეპარატების სახით გლიმეპირიდისა და მეტფორმინის დოზების მიღების საფუძველზე.

დოზის გაზრდის აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატ ამარილი® M-ის სადღეღამისო დოზის ტიტრაცია უნდა განხორციელდეს ამარილი® M-ის ნახევარი ტაბლეტით (2 მგ+500 მგ).

მკურნალობის ხანგრძლივობა

ჩვეულებრივ, პრეპარატ ამარილი® M-ით მკურნალობა ხანგრძლივია.

გამოყენება ბავშვებში

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტიანობა შესწავლილი არ არის.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში

მეტფორმინი ძირითადად, თირკმელებით გამოიყოფა. ვინაიდან მეტფორმინზე მძიმე არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში უფრო მაღალია, მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. იმის გამო, რომ ასაკთან ერთად თირკმელების ფუნქცია მცირდება, ხანდაზმულ პაციენტებში მეტფორმინი გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით. საჭიროა დოზის გულდასმით შერჩევა და თირკმელების ფუნქციის მკაცრი და რეგულარული მონიტორინგი.

გვერდითი მოქმედება

გვერდითი მოქმედების სიხშირე განისაზღვრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) კლასიფიკაციის შესაბამისად: ძალიან ხშირად (>10%), ხშირად (>1%, <10%), არც ისე ხშირად (>0.1%, <1%), იშვიათად (>0.01%, <0.1%), ძალიან იშვიათად, იზოლირებული შემთხვევების ჩათვლით (<0.01%), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია).

გლიმეპირიდი + მეტფორმინი

ამ ორი პრეპარატის კომბინაციის მიღება, როგორც გლიმეპირიდისა და მეტფორმინის მონოპრეპარატების თავისუფალი კომბინაციის სახით, ასევე გლიმეპირიდისა და მეტფორმინის ფიქსირებული დოზებით კომბინირებული პრეპარატის სახით, ხასიათდება უსაფრთხოების იგივე პროფილით, რაც ამ პრეპარატების ცალ-ცალკე გამოყენება.

გლიმეპირიდი

გლიმეპირიდის გამოყენების კლინიკური გამოცდილებისა და სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულების შესახებ ცნობილი მონაცემების საფუძველზე, შესაძლებელია ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციების განვითარება.

დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ

ჰიპოგლიკემია

შესაძლებელია ჰიპოგლიკემიის განვითარება, რომელიც შეიძლება იყოს ხანგრძლივი. ჰიპოგლიკემიის განვითარების სიმპტომებს მიეკუთვნება: თავის ტკივილი, შიმშილის მწვავე შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, დაღლილობის შეგრძნება (სისუსტე, უხალისობა), ძილის დარღვევები, ძილიანობა, მოუსვენრობა, აგრესიულობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის შენელება, დეპრესია, ცნობიერების არევა, მეტყველების დარღვევები, აფაზია, მხედველობის დარღვევა, ტრემორი, პარეზი, მგრძნობელობის დარღვევები, თავბრუსხვევა, თვითკონტროლის დარღვევა, უმწეობა, დელირიუმი, ცერებრული კრუნჩხვა, ძილიანობა და გონების დაკარგვა კომამდე, ზედაპირული სუნთქვა და ბრადიკარდია.

გარდა ამისა, შესაძლებელია ადრენერგული ანტიჰიპოგლიკემიური რეგულაციის სიმპტომების განვითარება განვითარებულ ჰიპოგლიკემიაზე საპასუხოდ, როგორიცაა მომატებული ოფლიანობა, ცივი და ტენიანი კანი, მომატებული შფოთვა, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება, გულისცემის შეგრძნება, სტენოკარდია და გულის რიტმის დარღვევები.

მძიმე ჰიპოგლიკემიის შეტევის კლინიკური სურათი შეიძლება იყოს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის მსგავსი.

სიმპტომები თითქმის ყოველთვის ქრება ჰიპოგლიკემიის მოხსნის შემდეგ.

წონის მატება

გლიმეპირიდის, როგორც სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულების, მიღებისას შესაძლებელია წონაში მატება (სიხშირე უცნობია).

დარღვევები მხედველობის ორგანის მხრივ

შესაძლებელია მხედველობის დროებით გაუარესება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ცვლილებების გამო. მხედველობის გაუარესების მიზეზს წარმოადგენს ბროლის შესიების დროებით შეცვლა, რაც დამოკიდებულია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციაზე, და ამის გამო ბროლის გარდატეხის მაჩვენებლის შეცვლა.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

იშვიათად: გულისრევა, ღებინება, სიმძიმის შეგრძნება ან გადავსების გრძნობა ეპიგასტრალურ არეში, ტკივილი მუცლის არეში და დიარეა.

სიხშირე უცნობია: დისგევზია (გემოს დარღვევები).

დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ

იზოლირებულ შემთხვევებში: ჰეპატიტის, ~ღვიძლის~ ფერმენტების აქტივობის მომატება ან/და ქოლესტაზი და სიყვითლე, რომლებიც შეიძლება პროგრესირებდეს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ ღვიძლის უკმარისობამდე, მაგრამ შეიძლება განიცადოს უკუგანვითარება პრეპარატის მოხსნის შემდეგ.

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

იშვიათად: თრომბოციტოპენია.

იზოლირებულ შემთხვევებში: ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია, ერითროციტოპენია, გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი და პანციტოპენია.

სიხშირე უცნობია: პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომი გამოყენებისას აღწერილია მძიმე თრომბოციტოპენიის (თრომბოციტების რაოდენობით <10000/მკლ) და თრომბოციტოპენიური პურპურის შემთხვევები.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

იშვიათად: ალერგიული ან ფსევდოალერგიული რეაქციები (მაგალითად, ქავილი, ჭინჭრის ციება ან გამონაყარი). ეს რეაქციები ვლინდება მსუბუქი ფორმით, თუმცა შეიძლება დამძიმდეს ქოშინით ან არტერიული წნევის დაქვეითებით და ზოგჯერ პროგრესირებდეს შოკის განვითარებამდე. ჭინჭრის ციების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. შესაძლებელია ჯვარედინი ალერგია სულფონილშარდოვანას სხვა წარმოებულებთან, სულფანილამიდებთან ან მათ მსგავს ნივთიერებებთან.

ცალკეულ შემთხვევებში: ალერგიული ვასკულიტი.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

იზოლირებულ შემთხვევებში: ფოტოსენსიბილიზაცია.

სიხშირე უცნობია: ალოპეცია.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

იზოლირებულ შემთხვევებში: ჰიპონატრიემია.

მეტფორმინი

დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ

ძალიან იშვიათად: ლაქტოაციდოზი (0.03 შემთხვევა 1000 პაციენტი-წელზე) (იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული მითითება~).

დარღვევები კუწ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ძალიან ხშირად მეტფორმინით მონოთერაპიისას აღინიშნა სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, აირების მომატებული წარმოქმნა, მეტეორიზმი და მადის დაკარგვა), ეს არასასურველი რეაქციები ყველაზე ხშირად ვითარდება მკურნალობის დასაწყისში და სპონტანურად ქრება მკურნალობის გაგრძელებისას. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება სასარგებლო იყოს დოზის დროებით შემცირება. მსგავსი რეაქციების განვითარების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია პრეპარატის სადღეღამისო დოზის გაყოფა 2 მიღებაზე. იმის გამო, რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სიმპტომების განვითარება მკურნალობის საწყის პერიოდში დოზადამოკიდებულია, პრეპარატის დოზის თანდათანობით გაზრდა მისი შერჩევისას ან პრეპარატის კვების შემდეგ მიღება ასევე, შეიძლება ამცირებდეს ამ სიმპტომებს.

ვინაიდან ძლიერი დიარეა ან(და) ღებინება შეიძლება იწვევდეს დეჰიდრატაციას და პრერენალურ აზოტემიას, მათი გამოვლენისას დროებით უნდა შეწყდეს პრეპარატ ამარილი® M-ის მიღება. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, დასტაბილურებული მდგომარეობით პრეპარატ ამარილი® M-ის მიღების ფონზე, არასპეციფიკური კუჭ-ნაწლავური სიმპტომების გამოვლენა შეიძლება გამოწვეული იყოს არამხოლოდ თერაპიასთან, არამედ ინტერკურენტულ დაავადებებთან ან ლაქტოაციდოზის განვითარებასთან.

მეტფორმინით მკურნალობის დასაწყისში (ხშირად: პაციენტების დაახლოებით 3%-ში) შესაძლებელია პირის ღრუში არასასიამოვნო ან ~ლითონის~ გემოს გამოვლენა, რომელიც ჩვეულებრივ სპონტანურად ქრება.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ძალიან იშვიათად: ერითემა ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში, ქავილი, გამონაყარი.

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

ანემია, ჰემოლიზური ანემია (სიხშირე უცნობია), ლეიკოციტოპენია ან თრომბოციტოპენია.

მეგალობლასტური ანემიის არსებობისას საჭიროა B12 ვიტამინის აბსორბციის დაქვეითების შესაძლებლობის გათვალისწინება, რაც უკავშირდება მეტფორმინის მიღებას (იხ. ქვემოთ).

დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ

~ღვიძლის~ ფუნქციური ანალიზების მაჩვენებლების ნორმიდან გადაცდომა ან ჰეპატიტი, რომლებმაც განიცადეს უკუგანვითარება მეტფორმინის მიღების შეწყვეტისას.

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

თირეოტროპული ჰორმონის კონცენტრაციის დაქვეითება ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში (სიხშირე უცნობია) (იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული მითითება~).

ჰიპომაგნიემია (დიარეის დროს) (სიხშირე უცნობია).

სისხლში B12 ვიტამინის კონცენტრაციის დაქვეითება: პაციენტების <0.1%-ში, რომლებიც ხანგრძლივად იღებდნენ მეტფორმინს, აღინიშნებოდა B12 ვიტამინის შეწოვის დაქვეითება, რასაც თან ახლავს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის ჩვეულებრივ კლინიკურად უმნიშვნელო დაქვეითება.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

სიხშირე უცნობია: ენცეფალოპათია; მეტფორმინის პოსტმარკეტინგული გამოყენების პერიოდში B12 ვიტამინის დეფიციტის მქონე პაციენტებში აღინიშნებოდა პერიფერიული ნეიროპათიის შემთხვევები (იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული მითითება~).

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ფოტოსენსიბილიზაცია (სიხშირე უცნობია).

ზემოთ მითითებული ან სხვა არასასურველი რეაქციების განვითარების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ მის მკურნალ ექიმს.

ვინაიდან ზოგიერთი არასასურველი რეაქცია, მათ შორის ჰიპოგლიკემია, ლაქტოაციდოზი, ჰემატოლოგიური დარღვევები, მძიმე ალერგიული და ფსევდოალერგიული რეაქციები და ღვიძლის უკმარისობა შეიძლება დაემუქროს პაციენტის სიცოცხლეს, მათი განვითარების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს და შეწყვიტოს პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულების მიღებამდე.

დოზის გადაჭარბება

გლიმეპირიდის დოზის გადაჭარბება

პრეპარატი ამარილი® M შეიცავს გლიმეპირიდს, ამიტომ დოზის გადაჭარბებამ (როგორც მწვავე, ასევე პრეპარატის მაღალი დოზების ხანგრძლივად მიღებისას) შეიძლება გამოიწვიოს მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში ჰიპოგლიკემია.

გლიმეპირიდის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.

ექიმის მოსვლამდე პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შაქარი, თუ შესაძლებელია, დექსტროზის (გლუკოზის) სახით.

გლიმეპირიდის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი რაოდენობის მიღებისას პაციენტს უნდა ჩაუტარდეს კუჭის ამორეცხვა და დაენიშნოს აქტივირებული ნახშირი.

ზოგჯერ, პროფილაქტიკური ზომის სახით, საჭიროა ჰოსპიტალიზაცია.

გონების დაკარგვისა და ნევროლოგიური გამოვლინებების გარეშე მიმდინარე მსუბუქად გამოხატული ჰიპოგლიკემიის მკურნალობა უნდა ჩატარდეს დექსტროზის (გლუკოზის) პერორალურად მიღებისა და პრეპარატ ამარილი® M-ის დოზის ან/და პაციენტის დიეტის კორექციით.

დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბება და სერიოზული ჰიპოგლიკემიური რეაქციები ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა გონების დაკარგვა ან სხვა სერიოზული ნევროლოგიური დარღვევები, წარმოადგენს კრიტიკულ მდგომარეობებს, რომლებიც საჭიროებს პაციენტის დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას. თუ პაციენტი არ არის გონებაზე, ნაჩვენებია გლუკოზის (დექსტროზის) კონცენტრირებული ხსნარის ინტრავენური ჭავლური გზით შეყვანა, მგალითად, მოზრდილებისთვის გლუკოზის (დექსტროზის) 20%-იანი ხსნარის საწყისი დოზით 40 მლ.

მოზრდილი პაციენტებისთვის ალტერნატიულ მკურნალობას წარმოადგენს გლუკაგონის ინტრავენურად, კანქვეშ ან კუნთში შეყვანა, მაგალითად დოზით 0.5-1 მგ.

გლუკოზის სწრაფად შეყვანის შემდეგ აუცილებლად უნდა ჩატარდეს გლუკოზის ინფუზია დაბალი კონცენტრაციით სანამ ექიმი არ დარწმუნდება, რომ ჰიპოგლიკემიის განმეორების საფრთხე არ არსებობს.

საჭიროა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის გულდასმით მონიტორინგი სულ მცირე 24-48 საათის განმავლობაში, რადგან ჰიპოგლიკემია შეიძლება განმეორდეს აშკარა კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ.

ხანგრძლივად მიმდინარე მძიმე ჰიპოგლიკემიის განმეორების საფრთხე შეიძლება შენარჩუნდეს რამდენიმე დღე.

ბავშვებში ჰიპოგლიკემიის მკურნალობისას მათ მიერ გლიმეპირიდის შემთხვევით მიღებისას საჭიროა შესაყვანი დექსტროზის დოზის გულდასმით კორექტირება სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მუდმივი კონტროლით, საშიში ჰიპერგლიკემიის შესაძლო განვითარების გამო.

მეტფორმინის დოზის გადაჭარბება

85 გ-მდე მეტფორმინის მიღებისას ჰიპოგლიკემია არ აღინიშნებოდა, თუმცა ზოგ შემთხვევაში აღინიშნა ლაქტოაციდოზი.

მეტფორმინის დოზის მნიშვნელოვნად გადაჭარბება ან არსებული თანმხლები რისკები შეიძლება იწვევდეს ლაქტოაციდოზის განვითარებას, რომელიც საჭიროებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას სტაციონარში.

პაციენტის ორგანიზმიდან ლაქტატისა და მეტფორმინის გამოყოფის ყველაზე ეფექტიან მეთოდს წარმოადგენს ჰემოდიალიზი. კარგი ჰემოდინამიკის დროს მეტფორმინს შეუძლია გამოყოფა ჰემოდიალიზის საშუალებით 170 მლ/წთ-მდე კლირენსით.

მეტფორმინის დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია მწვავე პანკრეატიტის განვითარება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

გლიმეპირიდის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

გლიმეპირიდის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას შესაძლებელია არასასურველი რეაქციები: მისი ჰიპოგლიკემიური მოქმედების გაძლიერება ან დასუსტება. გლიმეპირიდისა და სულფონილშარდოვანას სხვა პრეპარატების გამოყენების კლინიკური გამოცდილებიდან გამომდინარე გასათვალისწინებელია ქვემოთ ჩამოთვლილი სამკურნალწამლო ურთიერთქმედება.

იზოფერმენტ CYP2C9-ის ინდუქტორებთან და ინჰიბიტორებთან:

გლიმეპირიდი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 2C9-ის საშუალებით (იზოფერმენტი CYP2C9). იზოფერმენტ CYP2C9-ის ინდუქტორებთან (მაგალითად, რიფამპიცინთან) ერთდროულად გამოყენებისას შესაძლებელია გლიმეპირიდის ჰიპოგლიკემიური ეფექტის შემცირება, ხოლო იზოფერმენტ CYP2C9-ის ინდუქტორების მოხსნისას გლიმეპირიდის დოზის კორექციის გარეშე შესალებელია ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის გაზრდა. იზოფერმენტ CYP2C9-ის ინჰიბიტორების (მაგალითად, ფლუკონაზოლის) ერთდროულად გამოყენება ზრდის ჰიპოგლიკემიისა დაგლიმეპირიდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს, ხოლო იზოფერმენტ CYP2C9-ის ინჰიბიტორების მოხსნისას გლიმეპირიდის დოზის კორექციის გარეშე შესაძლებელია მისი ჰიპოგლიკემიური მოქმედების შემცირება.

სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც აძლიერებს გლიმეპირიდის ჰიპოგლიკემიურ მოქმედებას: ინსულინი და მისი ანალოგები, პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატები, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები, ანაბოლური სტეროიდები, მამაკაცის სასქესო ჰორმონები, ქლორამფენიკოლი, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები, კუმარინის წარმოებულები, ციკლოფოსფამიდი, დიზოპირამიდი, ფენფლურამინი, ფენირამიდოლი, ფიბრატები, ფლუოქსეტინი, გუანეტიდინი, იფოსფამიდი, მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები, მიკონაზოლი, ფლუკონაზოლი, ამინოსალიცილის მჟავა, პენტოქსიფილინი (მაღალი დოზები პარენტერალურად), ფენილბუტაზონი, აზაპროპაზონი, ოქსიფენბუტაზონი, პრობენეციდი, ანტიმიკრობული პრეპარატები – ქინოლონის წარმოებულები, სულფინპირაზონი, კლარითრომიცინი, სულფანილამიდური ანტიმიკრობული პრეპარატები, ტეტრაციკლინები, ტრიტოკვალინი, ტროფოსფამიდი

ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის გაზრდა ამ პრეპარატების გლიმეპირიდთან ერთდროულად გამოყენებისას და გლიკემიური კონტროლის გაუარესების რისკი მათი მოხსნისას გლიმეპირიდის დოზის კორექციის გარეშე.

სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ასუსტებს ჰიპოგლიკემიურ მოქმედებას: აცეტაზოლამიდი, ბარბიტურატები, გლუკოკორტიკოსტეროიდები, დიაზოქსიდი, დიურეზულები, ეპინეფრინი (ადრენალინი) ან სხვა სიმპათომიმეტიკები, გლუკაგონი, საფაღარათო (ხანგრძლივი მოქმედების) საშუალებები, ნიკოტინის მჟავა (მაღალი დოზები), ესტროგენები, პროგესტაგენები, ფენოთიაზინები, ფენიტოინი, რიფამპიცინი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები

გლიმეპირიდის ჰიპოგლიკემიური მოქმედების დასუსტების რისკი ამ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას და ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი მათი მოხსნისას გლიმეპირიდის დოზის კორექციის გარეშე.

H2-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკერებთან, ბეტა-ადრენობლოკერებთან, კლონიდინთან, რეზერპინთან, გუანეტიდინთან

შესაძლებელია გლიმეპირიდის ჰიპოგლიკემიური ეფექტის როგორც გაძლიერება, ასევე შემცირება. საჭიროა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის გულდასმით მონიტორინგი.

ბეტა-ადრენობლოკერებთან, კლონიდინთან, გუანეტიდინთან და რეზერპინთან

ბეტა-ადრენობლოკერებს, კლონიდინს, გუანეტიდინს და რეზერპინს შეუძლია შეასუსტოს ან სრულად მოხსნას ადრენერგული კონტრრეგულაციის რეაქციები (სიმპათიკური ნერვული სისტემის რეაქციები ჰიპოგლიკემიის პასუხად, რომლებიც მიმართულია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატებისკენ), რაც იწვევს ჰიპოგლიკემიის გამოვლინებების შესუსტებას (მის განვითარებას უფრო შეუმჩნეველს ხდის პაციენტისთვის და ექიმისთვის), ამიტომ ართულებს მის დროულად გამოვლენას და მკურნალობას.

ეთანოლთან

ალკოჰოლური სასმელების მწვავე და ქრონიკულ მოხმარებას შეუძლია, არაპროგნოზირებულად შეასუსტოს, ან გააძლიეროს გლიმეპირიდის ჰიპოგლიკემიური მოქმედება.

არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან, კუმარინის წარმოებულებთან

გლიმეპირიდს შეუძლია როგორც გააძლიეროს, ასევე შეამციროს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, კუმარინის წარმოებულების ეფექტები.

ნაღვლის მჟავების სეკვესტრანტებთან: კოლესეველამი უკავშირდება გლიმეპირიდს და ამცირებს გლიმეპირიდის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრატში. თუმცა, გლიმეპირიდის გამოყენებისას კოლესეველამის მიღებამდე სულ მცირე 4 საათით ადრე, ეს ურთიერთქმედება არ აღინიშნება. ამიტომ, გლიმეპირიდი უნდა მიიღოთ კოლესეველამის მიღებამდე სულ მცირე 4 საათით ადრე.

მეტფორმინის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

არარეკომენდებული კომბინაციები

ეთანოლთან

მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს იზრდება ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი, განსაკუთრებით საკვების მიღების გამოტოვების ან არასაკმარისი საკვების მიღების, ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის (ეთანოლის) და ეთანოლის შემცველი პრეპარატების მიღებისგან.

იოდის შემცველ კონტრასტულ ნივთიერებებთან

იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების სისხლძარღვში შეყვანა შეიძლება იწვევდეს თირკმელების უკმარისობის განვითარებას, რაც თავის მხრივ შეიძლება იწვევდეს მეტფორმინის დაგროვებას და ლაქტოაციდოზის განვითარების რისკის გაზრდას. მეტფორმინის მიღება უნდა შეწყდეს გამოკვლევის ჩატარებამდე, ჩატარების დროს ან ჩატარებიდან 48 საათის განმავლობაში; მეტფორმინის მიღების ხელახლა დაწყება შესაძლებელია მხოლოდ გამოკვლევის ჩატარების შემდეგ თირკმელების ფუნქციის ნორმალური მაჩვენებლების მიღების შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი ~განსაკუთრებული მითითება~).

გამოხატული ნეფროტოქსიკური მოქმედების მქონე ანტიბიოტიკებთან (გენტამიცინი)

ლაქტოაციდოზის განვითარების რისკის გაზრდა.

კომბინაციები მეტფორმინთან, რომლებიც საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას

გლუკოკორტიკოსტეროიდებთან (სისტემური ან ადგილობრივი გამოყენებისთვის), ბეტა2-ადრენომასტიმულირებელ და დიურეზულ საშუალებებთან, რომლებსაც გააჩნია საკუთარი ჰიპერგლიკემიური აქტივობა

საჭიროა პაციენტის ინფორმირება სისხლში გლუკოზის კონცენტრაციების უფრო ხშირი მონიტორინგის ჩატარების აუცილებლობის შესახებ, განსაკუთრებით კომბინირებული თერაპიის დასაწყისში. შეიძლება საჭირო გახდეს ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექცია ზემოთ მითითებული პრეპარატების გამოყენების დროს ან მოხსნის შემდეგ.

ჰიპოტენზიურ სამკურნალო საშუალებებთან

ჰიპოტენზიურ სამკურნალო საშუალებებს, აგფ ინჰიბიტორების ჩათვლით, შეუძლია შეცვალოს სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია. საჭიროების შემთხვევაში, მეტფორმინის დოზა უნდა დაკორექტირდეს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მეტფორმინის მონოთერაპიაში გამოყენებისას აგფ ინჰიბიტორებთან ერთად ჰიპოგლიკემიის განვითარება არ აღინიშნებოდა.

ფენპროკოუმონთან

მეტფორმინს შეუძლია შემაციროს ფენპროკოუმონის ანტიკოაგულანტური ეფექტი. ამიტომ, რეკომენდებულია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (სნთ) გულდასმით მონიტორინგი.

ნატრიუმის ლევოთიროქსინთან

ნატრიუმის ლევოთიროქსინს შეუძლია შეამციროს მეტფორმინის ჰიპოგლიკემიური ეფექტი. რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მონიტორინგი, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით მკურნალობის შეწყვეტისას, საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია მეტფორმინის დოზის კორექტირება.

მეტფორმინის ჰიპოგლიკემიური მოქმედების გამაძლიერებელ პრეპარატებთან: ინსულინი, სულფონილშარდოვანას პრეპარატები, ანაბოლური სტეროიდები, გუანეტიდინი, სალიცილატები (აცეტილსალიცილის მჟავა და ა.შ.), ბეტა- ადრენობლოკერები (პროპრანოლოლი და სხვა), მაო-ს ინჰიბიტორები.

ზემოთ მითითებული პრეპარატების მეტფორმინთან ერთად გამოყენების შემთხვევაში საჭიროა პაციენტზე გულდასმით დაკვირვება და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის კონტროლი, რადგან შესაძლებელია მეტფორმინის ჰიპოგლიკემიური მოქმედების გაძლიერება.

მეტფორმინის ჰიპოგლიკემიური მოქმედების დამასუსტებელ პრეპარატებთან: ეპინეფრინი, გლუკოკორტიკოსტეროიდები, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, ესტროგენები, პირაზინამიდი, იზონიაზიდი, ნიკოტინის მჟავა, ფენოთიაზინები, თიაზიდური დიურეზულები და სხვა ჯგუფის დიურეზულები, პერორალური კონტრაცეფტივები, ფენიტოინი, სიმპათომიმეტიკები, ~ნელი~ კალციუმის არხების ბლოკერები

ზემოთ მითითებული პრეპარატების მეტფორმინთან ერთად გამოყენების შემთხვევაში საჭიროა პაციენტზე გულდასმით დაკვირვება და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის კონტროლი, რადგან შესაძლებელია ჰიპოგლიკემიური მოქმედების შესუსტება.

ყურადღებაში მისარები ურთიერთქმედება

ფუროსემიდთან

მეტფორმინისა და ფუროსემიდის ურთიერთქმედების კლინიკურ კვლევაში მათი ერთჯერადად მიღებისას ჯანმრთელ მოხალისეებში ნაჩვენებია, რომ ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენება გავლენას ახდენს მათ ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებზე. ფუროსემიდმა გაზარდა სისხლის პლაზმაში მეტფორმინის Cmax 22%-ით, ხოლო AUC 15%-ით მეტფორმინის თირკმლისმიერი კლირენსის რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე. მეტფორმინთან გამოყენებისას ფუროსემიდის Cmax და AUC შემცირდა შესაბამისად 31%-ით და 12%-ით, ფუროსემიდით მონოთერაპიასთან შედარებით, ხოლო საბოლოო ნახევარგამოყოფის პერიოდი შემცირდა 32%-ით ფუროსემიდის თირკმლისმიერი კლირენსის რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე. ინფორმაცია მეტფორმინისა და ფუროსემიდის ურთიერთქმედების შესახებ ხანგრძლივი გამოყენებისას არ არსებობს.

ნიფედიპინთან

მეტფორმინისა და ნიფედიპინის ურთიერქმედების კლინიკურ კვლევებში მათი ერთჯერადად მიღებისას ჯანმრთელ მოხალისეებში ნაჩვენებია, რომ მეტფორმინისა და ნიფედიპინის ერთდროულად თანმხლები გამოყენება ზრდის სისხლის პლაზმაში მეტფორმინის Cmax და AUC შესაბამისად 20%-ით და 9%-ით, ასევე ზრდის თირკმელების მიერ გამოყოფილი მეტფორმინის რაოდენობას. მეტფორმინი მინიმალურ ეფექტს ახდენდა ნიფედიპინის ფარმაკოკინეტიკაზე.

კატიონურ პრეპარატებთან: ამილორიდი, დიკოგსინი, მორფინი, პროკაინამიდი, ქინიდინი, ქინინი, რანიტიდინი, ტრიამტერენი, ტრიმეტოპრიმი და ვანკომიცინი

კატიონურ პრეპარატებს, რომლებიც გამოიყოფა თირკმელებში მილაკოვანი სეკრეციის საშუალებით, თეორიულად შეუძლია ურთიერთქმედებაში შევიდეს მეტფორმინთან საერთო მილაკოვანი სატრანსპორტო სისტემისთვის კონკურენციის შედეგად. მეტფორმინსა და პერორალურ ციმეტიდინს შორის ასეთი ურთიერთქმედება აღინიშნა ჯანმრთელ მოხალისეებში ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენებისას მეტფორმინისა და ციმეტიდინის ურთიერთქმედების შემსწავლელ კლინიკურ კვლევებში, სადაც აღინიშნა სისხლში მეტფორმინის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციისა და საერთო კონცენტრაციის გაზრდა და მეტფორმინის პლაზმური და საერთო AUC 40%-იანი გაზრდა. ერთჯერადი მიღებისას ნახევარგამოყოფის პერიოდის შეცვლა არ აღინიშნა. მეტფორმინი არ ახდენდა გავლენას ციმეტიდინის ფარმაკოკინეტიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ურთიერთქმედებები რჩება თეორიულ დონეზე (ციმეტიდინის გარდა), საჭიროა პაციენტის გულდასმითი მონიტორინგის უზრუნველყოფა და მეტფორმინის ან/და მასთან ურთიერთმოქმედი პრეპარატის დოზის კორექცია კატიონური პრეპარატების ერთდროულად მიღების შემთხვევაში, რომლებიც გამოიყოფა ორგანიზმიდან თირკმელების პროქსიმალური არხების სეკრეტორული სისტემის საშუალებით.

პროპრანოლოლთან, იბუპროფენთან

მეტფორმინისა და პროპრანოლოლის, ასევე მეტფორმინისა და იბუპროფენის ერთჯერადი გამოყენების კვლევებში ჯანმრთელ მოხალისეებში არ აღინიშნა მათი ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებელების ცვლილება.

განსაკუთრებული მითითება

მკურნალობის ეფექტიანობის კონტროლი

ნებისმიერი ჰიპოგლიკემიური თერაპიის ეფექტიანობის კონტროლი უნდა განხორციელდეს სისხლში გლუკოზისა და გლიკოზილირებული ჰემოგლობინის კონცენტრაციის პერიოდული კონტროლის გზით. მკურნალობის მიზანია ამ მაჩვენებლების ნორმალიზება. გლიკოზილირებული ჰემოგლობინის კონცენტრაცია გვაძლევს გლიკემიური კონტროლის შეფასების შესაძლებლობას.

ლაქტოაციდოზი

ლაქტოაციდოზი წარმოადგენს იშვიათ, მაგრამ მძიმე (სიკვდილიანობის მაღალი რისკით სათანადო მკურნალობის გარეშე) მეტაბოლურ გართულებას, რომელიც ვითარდება მკურნალობის დროს მეტფორმინის დაგროვების შედეგად. ლაქტოაციდოზის დარეგისტრირებული შემთხვევების სიხშირე მეტფორმინის მიღების შემთხვევაში, ძალიან დაბალია (დაახლოებით 0.3 შემთხვევა 100 პაციენტი-წელზე).

ლაქტოაციდოზის რეგისტრირებული შემთხვევები ძირითადად გვხვდებოდა შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში თირკმელების გამოხატული უკმარისობით, მათ შორის თირკმელების თანდაყოლილი დაავადებებით და თირკმელების ჰიპოპერფუზიით, ხშირად მრავალრიცხოვანი თანმხლები დაავადებების არსებობისას, რომლებიც საჭიროებს მედიკამენტოზურ ან/და ქირურგიულ მკურნალობას.

ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი იზრდება თირკმელების ფუნქციის დარღვევების გამოხატულობასთან, ასევე ასაკთან ერთად. მეტფორმინის მიღებისას ლაქტოაციდოზის ალბათობის მნიშვნელოვნად შემცირება შეიძლება თირკმელების ფუნქციის რეგულარული კონტროლით და მეტფორმინის მინიმალური ეფექტიანი დოზების გამოყენებით. ლაქტოზაციდოზის განვითარების სიხშირის შემცირება შეიძლება და საჭიროა ლაქტოაციდოზის განვითარების სხვა ასოცირებული რისკ-ფაქტორების არსებობის შეფასების ხარჯზე, როგორიცაა ცუდად კონტროლირებული შაქრიანი დიაბეტი, კეტოაციდოზი, ხანგრძლივი შიმშილობა, ეთანოლის შემცველი სასმელების ინტენსიური მოხმარება, ღვიძლის უკმარისობა და ქსოვილების ჰიპოქსიით მიმდინარე მდგომარეობები.

ლაქტოაციდოზის დიაგნოსტიკა

ლაქტოაციდოზი ხასიათდება აციდოზური ქოშინით, ტკივილით მუცლის არეში და ჰიპოთერმიით, შემდგომში კომის განვითარებით. დიაგნოსტიკურ ლაბორატორიულ გამოვლინებებს წარმოადგენს სისხლში ლაქტატის კონცენტრაციის მომატება (>5 მმოლი/ლ), სისხლის pH შემცირება, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა ანიონების დეფიციტისა და ლაქტატის/პირუვატის თანაფარდობის გაზრდით. თუ ლაქტოაციდოზის მიზეზს წარმოადგენს მეტფორმინი, მისი პლაზმური კონცენტრაცია, როგორც წესი, შეადგენს >5 მკგ/მლ. ლაქტოაციდოზის განვითარებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მეტფორმინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას ჰოსპიტალიზებული.

იმის გამო, რომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევას შეუძლია მნიშვნელოვნად შეზღუდოს ლაქტატის გამოყოფა, პრეპარატ ამარილი® M-ის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ პაციენტებმა ღვიძლის დაავადებების კლინიკური და ლაბორატორიული ნიშნებით.

გარდა ამისა, პრეპარატ ამარილი® M-ის მიღება დროებით უნდა შეწყდეს იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების სისხლძარღვში შეყვანით რენტგენოლოგიური გამოკვლევების ჩატარების და ქირურგიული ჩარევის წინ. მეტფორმინის მიღება უნდა შეწყდეს ზოგადი ანესთეზიით მიმდინარე ოპერაციამდე 48 საათით ადრე და მის შემდეგ 48 საათის განმავლობაში

ხშირად ლაქტოაციდოზი ვითარდება თანდათანობით და ვლინდება მხოლოდ არასპეციფიკური სიმპტომების სახით, როგორიცაა ცუდი გუნება-განწყობა, მიალგია, სუნთქვის დარღვევა, ძილიანობის გაძლიერება და არასპეციფიკური დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. უფრო გამოხატული აციდოზის დროს შეიძლება განვითარდეს ჰიპოთემია, არტერიული წნევის დაქვეითება და რეზისტენტული ბრადიარითმია. როგორც პაციენტმა, ასევე მკურნალმა ექიმმა უნდა იცოდეს, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ეს სიმპტომები. საჭიროა პაციენტის ინფორმირება ასეთი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში ექიმთან მიმართვის აუცილებლობის შესახებ. ლაქტოაციდოზის დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა სისხლში ელექტროლიტებისა და კეტონების კონცენტრაციის, სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის, სისხლის pH-ის, სისხლში ლაქტატისა და მეტფორმინის კონცენტრაციის განსაზღვრა. პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეტფორმინს, უზმოდ ვენის სისხლში ლაქტატის პლაზმური კონცენტრაცია, რომელიც არემატება ნორმის ზედა ზღვარს (მაგრამ 5 მმოლი/ლ-ზე დაბალია), აუცილებლად არ მიუთითებს ლაქტოაციდოზზე. მისი გაზრდა შეიძლება აიხსნას სხვა მექანიზმებით, როგორიცაა ცუდად კონტროლირებული შაქრიანი დიაბეტი ან სიმსუქნე, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა ან ტექნიკური შეცდომები ანალიზისთვის სისხლის აღებისას.

ლაქტოაციდოზის არსებობა უნდა ვივარაუდოდ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში მეტაბოლური აციდოზით კეტოაციდოზის (კეტონურია და კეტონემია) არ არსებობისას.

ლაქტოაციდოზი კრიტიკული მდგომარეობაა, რომელიც საჭიროებს სტაციონარში მკურნალობას. ლაქტოაციდოზის დიაგნოსტირების შემთხვევაში ამარილი® M-ის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მიღებული იქნას ზოგადი შემანარჩუნებელი ზომები. მეტფორმინი გამოიყოფა სისხლიდან ჰემოდიალიზის საშუალებით კლირენსით 170 მლ-მდე/წთ, ამიტომ ჰემოდინამიკური დარღვევების არ არსებობისას, რეკომენდებულია დაუყოვნებლივ ჩატარდეს ჰემოდიალიზი დაგროვებული მეტფორმინისა და ლაქტატის გამოსაყოფად. ასეთ ზომებს ხშირად მივყავართ სიმპტომების სწრაფად გაქრობამდე და გამოჯანმრთელებამდე.

ჰიპოგლიკემია

მკურნალობის პირველ კვირებში ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის გამო საჭიროა პაციენტის მდგომარეობის გულდასმით მონიტორინგი, განსაკუთრებით მისი განვითარების მომატებული რისკის დროს (პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ სურვილი ან არ შეუძლიათ ექიმის რეკომენდაციების დაცვა, ხშირად ხანდაზმულ პაციენტებში; არასაკმარისი კვებისას, საკვების არარეგულარულად მიღებისას, საკვების მიღების გამოტოვებისას; ფიზიკურ დატვირთვასა და ნახშიწყლების მოხმარების შორის დისბალანსის დროს; დიეტის შეცვლისას; ალკოჰოლური სასმელების მოხმარებისას, განსაკუთრებით საკვების მიღების გამოტოვებასთან ერთად; თირკმელების ფუნქციის დარღვევისას; ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს; გლიმეპირიდის დოზის გადაჭარბებისას, ენდოკრინული სისტემას ზოგიერთი არაკომპენსირებული დარღვევების დროს (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ზოგიერთი დარღვევის და ჰიპოფიზის წინა წილის ჰორმონის ან თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის დროს); ნახშირწყლების ცვლაზე გავლენის მქონე ზოგიერთი სხვა სამკურნალო საშუალების ერთდროულად მიღებისას (იხ. პარაგრაფი ~ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან~), გლიმეპირიდის გამოყენებისას ჩვენების გარეშე.

ასეთ შემთხვევებში საჭიროა სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მკაცრი მონიტორინგი.

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს რისკის ასეთი ფაქტორების და ჰიპოგლიკემიის სიმპტომების შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში. ჰიპოგლიკემიის რისკის ფაქტორების არსებობისას შეიძლება საჭირო გახდეს ამ პრეპარატის დოზის ან მთლიანად თერაპიის კორექცია. ასეთი მიდგომა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც თერაპიის დროს ვითარდება რაიმე დაავადება ან ადგილი აქვს პაციენტის ცხოვრების წესის შეცვლას. ჰიპოგლიკემიის სიმპტომები, რომლებიც ასახავს ადრენერგულ ანტიჰიპოგლიკემიურ რეგულაციას განვითარებული ჰიპოგლიკემიის პასუხად (იხ. პარაგრაფი ~გვერდითი მოქმედება~), შეიძლება იყოს ნაკლებად გამოხატული ან საერთოდ არ აღინიშნოს, თუ ჰიპოგლიკემია თანდათანობით ვითარდება, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში, ვეგეტატიური ნეიროპათიის დროს ან ბეტა ადრენობლოკერებით: კლონიდინით, რეზერპინით, გუანეტიდინით და სხვა სიმპათოლიზური საშუალებებით ერთდროულად ჩატარებული თერაპიის დროს.

ჰიპოგლიკემიის სწრაფად კუპირება თითქმის ყოველთვის შეიძლება ნახშირწყლების (გლუკოზის ან შაქრის, მაგალითად, შაქრის ნატეხის, შაქრის შემცველი ხილის წვენის, შაქრიანი ჩაის და ა.შ.) დაუყოვნებლივ მიღებით. ამიტომ პაციენტმა თან უნდა ატაროს სულ მცირე 20 გ შაქარი. გართულებების თავიდან აცილების მიზნით მას შეიძლება დასჭირდეს გარშემომყოფთა დახმარება. შაქრის შემცვლელები არ არის ეფექტიანი.

სულფონილშარდოვანას სხვა პრეპარატების გამოყენების გამოცდილებით ცნობილია, რომ მიღებული საწინააღმდეგო ზომების საწყისი ეფექტიანობის მიუხედავად, ჰიპოგლიკემია შეიძლება განმეორდეს, ამიტომ პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი დაკვირვების ქვეშ. მძიმე ჰიპოგლიკემიის განვითარება საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას და საექიმო დაკვირვებას, ზოგ შემთხვევაში – სტაციონარულ მკურნალობას.

ზოგადი მითითებები

საჭიროა სამიზნე გლიკემიის შენარჩუნება კომპლექსური ზომების საშუალების: დიეტის დაცვა და ფიზიკური ვარჯიშის შესრულება, წონის დაკლება, თუ საჭიროა, ჰიპოგლიკემიური პრეპარატების რეგულარული მიღება. საჭიროა პაციენტის ინფორმირება დანიშნული დიეტის დაცვისა და რეგულარული ფიზიკური ვარჯიშის შესრულების აუცილებლობის შესახებ.

სისხლში არაადეკვატურად რეგულირებული გლიკემიის კლინიკურ ნიშნებს წარმოადგენს ოლიგურია, წყურვილი, მ.შ. პათოლოგიურად ძლიერი წყურვილი, მშრალი კანი და სხვა.

თუ პაციენტის მკურნალობას არ ატარებს მკურნალი ექიმი (მაგალითად, ჰოსპიტალიზაცია, უბედური შემთხვევა, ექიმთან ვიზიტის აუცილებლობა დასვენების დღეს და ა.შ.), პაციენტმა უნდა შეატყობინოს მას შაქრიანი დიაბეტის არსებობის და ჩატარებული მკურნალობის შესახებ.

სტრესულ სიტუაციებში (მაგალითად, ტრავმა, ქირურგიული ჩარევა, ინფექციური დაავადება ცხელებით) გლიკემიური კონტროლი შეიძლება დაირღვეს, აუცილებელი მეტაბოლური კონროლის უზრუნველსაყოფად კი შეიძლება საჭირო გახდეს დროებით გადასვლა ინსულინით მკურნალობაზე.

თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი

მეტფორმინი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა. თირკმელების ფუნქციის დარღვევისას იზრდება მეტფორმინის კუმულაციის და ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი. სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაციისას, რომელიც აღემატება ნორმის ზედა ასაკობრივ ზღვარს, პრეპარატ ამარილი® M-ის მიღება რეკომენდებული არ არის. ხანდაზმული პაციენტებისთვის საჭიროა მეტფორმინის დოზის გულდასმით ტიტრირება, მინიმალური ეფექტიანი დოზის შესარჩევად, რადგან ასაკთან ერთად თირკმელების ფუნქცია მცირდება. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში თირკმელების ფუნქცია უნდა შემოწმდეს სულ მცირე წელიწადში ერთხელ, ხოლო სისხლში კრეატინინის კონცენტრაციისას ნორმის ზედა ზღვარზე და ხანდაზმულ პაციენტებში – წელიწადში 2-4-ჯერ. ხანდაზმულ პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დაქვეითება ხშირად უსიმპტომოდ ვითარდება. საჭიროა სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა თირკმელების ფუნქციის შესაძლო გაუარესების შემთხვევებში, მაგალითად, ჰიპოტენზიური ან დიურეზული თერაპიის დროს ან აასს-ის მიღებისას. ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე, როგორც წესი, არ არის მიზანშეწონილი მეტფორმინის დოზის გაზრდა მის მაქსიმალურ სადღეღამისო დოზამდე.

სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღება შეიძლება გავლენას ახდენდეს თირკმელების ფუნქციაზე ან მეტფორმინის გამოყოფაზე ან გამოიწვიოს ჰემოდინამიკის მნიშვნელოვანი ცვლილებები, მათ შორის თირკმელებში სისხლის მიმოქცევა.

რენტგენოლოგიური გამოკვლევები იოდის შემცველო კონტრასტული ნივთიერებების სისხლძარღვში შეყვანით [მაგალითად, ინტრავენური უროგრაფია, ინტრავენური ქოლანგიოგრაფია, ანგიოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით]

იოდის შემცველი კონტრასტული ინტრავენური ნივთიერებები, რომლებიც განკუთვნილია რენტგენოლოგიური გამოკვლევების ჩასატარებლად, შეიძლება იწვევდეს თირკმელების ფუნქციის მწვავე დარღვევას; მათი გამოყენება ასოცირდება ლაქტოაციდოზის განვითარებასთან პაციენტებში, რომლებიც იღებენ მეტფორმინს (იხ. პარაგრაფი ~უკუჩვენება~). თუ იგეგმება ასეთი გამოკვლევის ჩატარება, პრეპარატი ამარილი® M უნდა მოიხსნას გამოკვლევის ჩატარებამდე ან ჩატარების დროს და არ განახლდეს გლიმეპირიდის მიღება პროცედურის ჩატარებიდან 48 საათის განმავლობაში. პრეპარატ ამარილი® M-ით მკურნალობის განახლება შეიძლება მხოლოდ თირკმელების ფუნქციის განმეორებით გამოკვლევის და მისი ნორმალური მაჩვენებლების მიღების შემდეგ.

მდგომარეობები, როდესაც შესაძლებელია ჰიპოქსიის განვითარება

ნებისმიერი გენეზის კოლაფსი და შოკი, გულის მწვავე უკმარისობა, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი და სხვა მდგომარეობები, რომლებიც ხასიათდება ჰიპოქსემიით და ქსოვილების ჰიპოქსიით, შეიძლება ასევე იწვევდეს პრერენალურ თირკმლის უკმარისობას და გაზარდოს ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი. თუ ამარილი® M-ის მიღებისას პაციენტებში განვითარდება ასეთი მდგომარეობები, პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

ქირურგიული ჩარევები

ნებისმიერი გეგმიური ქირურგიული ჩარევისას საჭიროა პრეპარატ ამარილი® M-ით მკურნალობის შეწყვეტა 48 საათით ადრე (მცირე პროცედურების გარდა, რომლებიც არ საჭიროებს საკვებისა და სითხის მიღების შეზღუდვას), თერაპიის გაგრძელება არ შეიძლება საკვების პერორალური მიღების დაწყებამდე და თირკმელების ფუნქციის ნორმალიზებამდე.

ეთანოლის შემცველი სამკურნალო საშუალებებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღება

ეთანოლი აძლიერებს მეტფორმინის მოქმედებას ლაქტატის მეტაბოლიზმზე. საჭიროა პაციენტების გაფრთხილება ეთანოლის შემცველი პრეპარატებისა და სასმელის მიღებისგან თავის შეკავების შესახებ პრეპარატ ამარილი® M-ის მიღების დროს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ვინაიდან ზოგ შემთხვევაში ღვიძლის ფუნქციის დარღვევას თან ახლდა ლაქტოაციდოზი, ღვიძლის დაზიანების კლინიკური ან ლაბორატორიული ნიშნების მქონე პაციენტებში საჭიროა ამ პრეპარატის მიღებისგან თავის შეკავება.

კლინიკური მდგომარეობის შეცვლა პაციენტში ადრე კონტროლირებული შაქრიანი დიაბეტით

პაციენტს შაქრიანი დიაბეტით, რომელიც ადრე კარგად კონტროლდებოდა მეტფორმინის მიღებით, დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა, განსაკუთრებით დაავადების არაზუსტი და ცუდად გამოვლენილი ნიშნებით, კეტოაციდოზის და ლაქტოაციდოზის გამოსარიცხად. გამოკვლევა ითვალისწინებს: სისხლის შრატში ელექტროლიტებისა და კეტონური სხეულების განსაზღვრას, სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის განსაზღვრას და, თუ საჭიროა, სისხლის pH, სისხლში ლაქტატის, პირუვატისა და მეტფორმინის განსაზღვრას. ნებისმიერი ფორმის აციდოზის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას პრეპარატ ამარილი® M-ის და სხვა პრეპარატების მიღება გლიკემიური კონტროლის შესანარჩუნებლად.

ინფორმაცია პაციენტებისათვის

პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული მოცემული პრეპარატის შესაძლო რისკისა და სარგებელის შესახებ, ასევე მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების შესახებ. საჭიროა დეტალური ინფორმაციის მიწოდება დიეტისა და რეგულარული ფიზიკური დატვირთვის, სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის, გლიკოზილირებული ჰემოგლობინის, თირკმელების ფუნქციისა და ჰემატოლოგიური მაჩვენებლების რეგულარული კონტროლის მნიშვნელობის შესახებ, ასევე ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის, მისი სიმპტომებისა და მკურნალობის შესახებ, ასევე იმ მდგომარეობების შესახებ, რომლებიც წარმოადგენს მისი განვითარების გამომწვევ ფაქტორს.

სისხლში B12 ვიტამინის კონცენტრაცია

მეტფორმინით ხანგრძლივი მკურნალობა დაკავშირებული იყო შრატში B12 ვიტამინის კონცენტრაციების დაქვეითებასთან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული ნეიროპათიის განვითარება. რეკომენდებულია სისხლში B12 ვიტამინის კონცენტრაციის მონიტორინგი (იხ. პარაგრაფი ~გვერდითი მოქმედება~).

მკურნალობის უსაფრთხოების ლაბორატორიული კონტროლი

საჭიროა ჰემატოლოჰიური მაჩვენებლების (ჰემოგლობინი ან ჰემატოკრიტი, ერითროციტების რაოდენობა) და თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლების (სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაცია) პერიოდული კონტროლი.

საჭიროების შემთხვევაში, ნაჩვენებია პაციენტის შესაბამისი გამოკვლევა და ნებისმიერი აშკარა პათოლოგიური ცვლილების მკურნალობა.

მიუხედავად იმისა, რომ მეტფორმინის მიღებისას მეგალობლასტური ანემიის განვითარება იშვიათად აღინიშნებოდა, მასზე ეჭვის არსებობისას უნდა გამოირიცხოს B12 ვიტამინის დეფიციტი.

ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში საჭიროა სისხლში თირეოტროპული ჰორმონის კონცენტრაციის რეგულარული მონიტორინგი (იხ. პარაგრაფი ~გვერდითი მოქმედება~).

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და პოტენციურად საშიში სხვა საქმიანობის შესრულების უნარზე

პაციენტის რეაქციის სიჩქარე შეიძლება დაირღვეს ჰიპოგლიკემიის ან ჰიპერგლიკემიის განვითარების შედეგად, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, მკურნალობის შეცვლის ან პრეპარატის არარეგულარული გამოყენების შემთხვევაში. ეს ეფექტები შეიძლება გავლენას ახდენდეს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და პოტენციურად საშიში სხვა საქმიანობის შესრულების უნარზე.

საჭიროა პაციენტების გაფრთხილება სიფრთხილის ზომების დაცვის აუცილებლობის შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვის დროს, განსაკუთრებით ჰიპოგლიკემიის განვითარებისადმი მიდრეკილების ან/და მისი ნიშნების გამოხატულობის შემცირების შემთხვევაში.

გამოშვების ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 2 მგ+500 მგ.

10 ტაბლეტი პვქ/ალუმინის ბლისტერში.

3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

იურიდიული პირი, რომელზეც გაცემულია სარეგისტრაციო მოწმობა

სანოფი უინზროპ ინდასთრი, საფრანგეთი.

მწარმოებლის

ჰენდოკ ინკ., კორეა

78, Daepungsandan-ro, Daeso-myeon, Eumseong-gun, Chungcheongbuk-do, Korea.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა