პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალპესეპტ ორალი

ALPESEPT ORAL®

ურეცეპტოდ4,55გინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

ტრადიციული მცენარეული სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება 6 წელზე მეტი ასაკის პირებში, როგორც ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და მთრიმლავი საშუალება, რომელიც გამოიყენება შემდეგი ჩვენებებით: პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის ანთება; გინგივიტი და სტომატიტი (გლოსიტის ჩათვლით); …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
4,55გ/5მლ 100მლ კონცენტრატი პირის ღრუში სავლები ხსნარის მოსამზადებლად საწვეთურიანი ყავისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით
მწარმოებელი
Phytopharm Kleka S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური მცენარეული საშუალებები
რეგისტრაციის ნომერი
რ-040961
რეგისტრირებულია
14 მაისი 2024, მოქმედებს 14 მაისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Phytopharm Kleka S.A. (პოლონეთი)
განმცხადებელი
საქართველოში Alpen Pharma AG-ის წარმომადგენლობითი ოფისი
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაალპესეპტ ორალი და სხვა წამალი ერთად

ალპესეპტ ორალი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ტრადიციული მცენარეული სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება 6 წელზე მეტი ასაკის პირებში, როგორც ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და მთრიმლავი საშუალება, რომელიც გამოიყენება შემდეგი ჩვენებებით:

პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის ანთება;

გინგივიტი და სტომატიტი (გლოსიტის ჩათვლით);

ზედაპირული პერიოდონტიტი;

მიდრეკილება ღრძილების სისხლდენის მიმართ;

ასევე პაროდონტოზის დროს კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები: გამოიყენეთ 15%-იანი ხსნარი პირის ღრუში ან ყელში გამოსავლებად - გახსენით 10 მლ პრეპარატი ¼ ჭიქა წყალში.

6 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზარდები: გამოიყენეთ პირის ღრუში ან ყელში გამოსავლებად ექიმთან კონსულტაციის შემდეგ 4%-იანი ხსნარი - 10 მლ პრეპარატი იხსნება 1 ჭიქა წყალში (დაახლოებით 250 მლ).

6 წლამდე ასაკის ბავშვები: არ გამოიყენება.

გამოყენების წესი

პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად.

სამკურნალო საშუალება განკუთვნილია პირის რღუში ან/და ყელში გამოსავლებად 3-ჯერ დღეში. გამოყენებამდე პრეპარატი წყლით უნდა განზავდეს.

გამოყენების ხანგრძლივობა

პირის ღრუს და ყელის თუ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისას სიმპტომები უარესდება ან ნარჩუნდება 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, უნდა მიმართოთ ექიმს.

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სიმპტომების შესამსუბუქებლად.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების მიმართ, ალერგია არნიკის, გვირილის ან Asteraceae (ყოფილი Compositae) ოჯახის სხვა მცენარეების მიმართ; ალერგია ბეგქონდარას, სალბის, პიტნის ან Lamiaceae ოჯახის სხვა მცენარეების მიმართ (ყოფილი Labiatae); ალერგია მუხის ქერქის, კოთხუჯის მიმართ.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატის ერთი დოზა (10 მლ) შეიცავს 5,67 გ-მდე სპირტს (ეთანოლს). პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. ორსულ, მეძუძურ ქალებსა და ბავშვებში პრეპარატის გამოყენებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ეთანოლის შემცველობა.

ბავშვები და მოზარდები

6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ურთიერთქმედების კვლევები სხვა არ ჩატარებულა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

არ არსებობს მონაცემები ფერტილობაზე პრეპარატის გავლენის შესახებ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

უშუალოდ პრეპარატის გამოყენების შემდეგ ალკოჰოლი შეიძლება დაფიქსირდეს ამოსუნთქულ ჰაერში ალკოჰოლის შემცველობის გასაზომი მოწყობილობების მეშვეობით. ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას პრეპარატმა არ უნდა იმოქმედოს მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, მაგ., ალერგიული რეაქციები.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

ტრადიციული მცენარეული სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია შეტყობინება სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ ტრადიციული მცენარეული სამკურნალო პრეპარატის „სარგებელი-რისკის“ თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველსაყოფად. ჯანდაცვის პროფესიონალებს ურჩევენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქცია გვერდითი რეაქციების მოხსენების ეროვნული სისტემების მეშვეობით.

არასასურველი ეფექტების შესახებ შეიძლება ასევე აცნობოთ პასუხისმგებელ პირს.

შემადგენლობა

1 მლ კონცენტრატი შეიცავს 0,91 გ გვირილის ყვავილების (Matricaria recutita L.), მუხის ქერქის (Quercus spp.), სალბის ფოთლების (Salvia officinalis L.), არნიკას ბალახის (Arnica spp.), კოთხუჯის ფესვების (Acorus calamus L.), ბაღის პიტნის ბალახის (Mentha piperita L.), ბეგქონდარას ბალახის (Thymus spp.) (2/2/2/1/1/1/1) თხევად ექსტრაქტს (0,65:1); ექსტრაგენტი: ეთანოლი 70% (მოც./მოც.).

ეთანოლის შემცველობა: 60-70% (მოც./მოც.).

სამკურნალო ფორმა

კონცენტრატი პირის ღრუს სავლები ხსნარის მოსამზადებლად.

შენახვის პირობები

3 წელი.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

პირველადი შეფუთვა და შიგთავსი

100 მლ ყავისფერ მინის ფლაკონში პოლიეთილენის დოზატორით, პოლიპროპილენის ხრახნიანი თავსახურით და პოლიპროპილენის სკალის მქონე საზომი ჭიქით (20 მლ).

100 მლ პრეპარატი ფლაკონში.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციის დროს

სპეციალური მოთხოვნები უტილიზაციისადმი არ არსებობს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

ტრადიციული სამკურნალო საშუალება, რომელიც განკუთვნილია პირის ღრუს და ყელის ანთების, ღრძილებიდან სისხლდენის დროს და პაროდონტოზის კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ მცენარეულ ნივთიერებებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და მთრიმლავი ეფექტი.

ფარმაკოდინამიკური თვისებები

მონაცემები არ მოიპოვება.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

მონაცემები არ მოიპოვება.

კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები

რეპროდუქციული ტოქსიკურობისა და კანცეროგენობის კვლევები არ ჩატარებულა.

ეიმსის ტესტმა არ გამოავლინა აქტიური ნივთიერების მუტაგენური მოქმედება.

კურდღლებში ჩატარდა კვლევა β-აზარონის ბიოშეღწევადობაზე (ნაერთი, რომელიც შედის კოთხუჯის შემადგენლობაში) პრეპარატის ორმომუკოზური შეყვანის შემდეგ. 92,44 მკგ/კგ სხეულის მასაზე ბეტა-აზარონის შეყვანამ გამოიწვია პლაზმური კონცენტრაციები (Cmax), რომლებიც არ აღემატება 20 ნგ/მლ-ს, რაც წარმოადგენს 0,6-1,1% ბიოშეღწევადობას.

კლინიკურ კონტექსტში, 30 მლ განუზავებელი პრეპარატის სადღეღამისო დოზა გამოიწვევს β-აზარონის აბსორბციას 23,4-42,9 მკგ/ადამიანი/დღეში, რაც არ აღემატება β-აზარონის მაქსიმალურ სადღეღამისო დონეს HMPC რეკომენდაციების მიხედვით, ე.ი. . 115 მკგ/ადამიანი/დღეში და 2 მკგ/კგ სხეულის მასა.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის ზოგადი დახასიათება

ალპესეპტ ორალი, კონცენტრატი პირის ღრუს სავლები ხსნარის მოსამზადებლად

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

ალპესეპტ ორალი, 4,55 გ/5 მლ, კონცენტრატი პირის ღრუს სავლები ხსნარის მოსამზადებლად

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

1 მლ კონცენტრატი შეიცავს 0,91 გ გვირილის ყვავილების (Matricaria recutita L.), მუხის ქერქის (Quercus spp.), სალბის ფოთლების (Salvia officinalis L.), არნიკას ბალახის (Arnica spp.), კოთხუჯის ფესვების (Acorus calamus L.), ბაღის პიტნის ბალახის (Mentha piperita L.), ბეგქონდარას ბალახის (Thymus spp.) (2/2/2/1/1/1/1) თხევად ექსტრაქტს (0,65:1); ექსტრაგენტი: ეთანოლი 70% (მოც./მოც.).

ეთანოლის შემცველობა: 60-70% (მოც./მოც.).

სამკურნალო ფორმა

კონცენტრატი პირის ღრუს სავლები ხსნარის მოსამზადებლად.

კლინიკური მონაცემები

სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ მცენარეულ ნივთიერებებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და მთრიმლავი ეფექტი.

გამოყენების ჩვენებები

ტრადიციული მცენარეული სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება 6 წელზე მეტი ასაკის პირებში, როგორც ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და მთრიმლავი საშუალება, რომელიც გამოიყენება შემდეგი ჩვენებებით:

პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის ანთება;

გინგივიტი და სტომატიტი (გლოსიტის ჩათვლით);

ზედაპირული პერიოდონტიტი;

მიდრეკილება ღრძილების სისხლდენის მიმართ;

ასევე პაროდონტოზის დროს კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში

დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი

მოზრდილები: გამოიყენეთ 15%-იანი ხსნარი პირის ღრუში ან ყელში გამოსავლებად - გახსენით 10 მლ პრეპარატი ¼ ჭიქა წყალში.

6 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზარდები: გამოიყენეთ პირის ღრუში ან ყელში გამოსავლებად ექიმთან კონსულტაციის შემდეგ 4%-იანი ხსნარი - 10 მლ პრეპარატი იხსნება 1 ჭიქა წყალში (დაახლოებით 250 მლ).

6 წლამდე ასაკის ბავშვები: არ გამოიყენება.

გამოყენების წესი

პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად.

სამკურნალო საშუალება განკუთვნილია პირის რღუში ან/და ყელში გამოსავლებად 3-ჯერ დღეში. გამოყენებამდე პრეპარატი წყლით უნდა განზავდეს.

გამოყენების ხანგრძლივობა

პირის ღრუს და ყელის თუ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისას სიმპტომები უარესდება ან ნარჩუნდება 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, უნდა მიმართოთ ექიმს.

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სიმპტომების შესამსუბუქებლად.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების მიმართ, ალერგია არნიკის, გვირილის ან Asteraceae (ყოფილი Compositae) ოჯახის სხვა მცენარეების მიმართ; ალერგია ბეგქონდარას, სალბის, პიტნის ან Lamiaceae ოჯახის სხვა მცენარეების მიმართ (ყოფილი Labiatae); ალერგია მუხის ქერქის, კოთხუჯის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატის ერთი დოზა (10 მლ) შეიცავს 5,67 გ-მდე სპირტს (ეთანოლს). პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. ორსულ, მეძუძურ ქალებსა და ბავშვებში პრეპარატის გამოყენებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ეთანოლის შემცველობა.

ბავშვები და მოზარდები

6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები

ურთიერთქმედების კვლევები სხვა არ ჩატარებულა.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

არ არსებობს მონაცემები ფერტილობაზე პრეპარატის გავლენის შესახებ.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე

უშუალოდ პრეპარატის გამოყენების შემდეგ ალკოჰოლი შეიძლება დაფიქსირდეს ამოსუნთქულ ჰაერში ალკოჰოლის შემცველობის გასაზომი მოწყობილობების მეშვეობით. ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას პრეპარატმა არ უნდა იმოქმედოს მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

არასასურველი რეაქციები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, მაგ., ალერგიული რეაქციები.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

ტრადიციული მცენარეული სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია შეტყობინება სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ ტრადიციული მცენარეული სამკურნალო პრეპარატის „სარგებელი-რისკის“ თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველსაყოფად. ჯანდაცვის პროფესიონალებს ურჩევენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქცია გვერდითი რეაქციების მოხსენების ეროვნული სისტემების მეშვეობით.

არასასურველი ეფექტების შესახებ შეიძლება ასევე აცნობოთ პასუხისმგებელ პირს.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ტრადიციული სამკურნალო საშუალება, რომელიც განკუთვნილია პირის ღრუს და ყელის ანთების, ღრძილებიდან სისხლდენის დროს და პაროდონტოზის კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ მცენარეულ ნივთიერებებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური და მთრიმლავი ეფექტი.

ფარმაკოდინამიკური თვისებები

მონაცემები არ მოიპოვება.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

მონაცემები არ მოიპოვება.

კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები

რეპროდუქციული ტოქსიკურობისა და კანცეროგენობის კვლევები არ ჩატარებულა.

ეიმსის ტესტმა არ გამოავლინა აქტიური ნივთიერების მუტაგენური მოქმედება.

კურდღლებში ჩატარდა კვლევა β-აზარონის ბიოშეღწევადობაზე (ნაერთი, რომელიც შედის კოთხუჯის შემადგენლობაში) პრეპარატის ორმომუკოზური შეყვანის შემდეგ. 92,44 მკგ/კგ სხეულის მასაზე ბეტა-აზარონის შეყვანამ გამოიწვია პლაზმური კონცენტრაციები (Cmax), რომლებიც არ აღემატება 20 ნგ/მლ-ს, რაც წარმოადგენს 0,6-1,1% ბიოშეღწევადობას.

კლინიკურ კონტექსტში, 30 მლ განუზავებელი პრეპარატის სადღეღამისო დოზა გამოიწვევს β-აზარონის აბსორბციას 23,4-42,9 მკგ/ადამიანი/დღეში, რაც არ აღემატება β-აზარონის მაქსიმალურ სადღეღამისო დონეს HMPC რეკომენდაციების მიხედვით, ე.ი. . 115 მკგ/ადამიანი/დღეში და 2 მკგ/კგ სხეულის მასა.

ფარმაცევტული თვისებები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

არ მიესადაგება.

შეუთავსებლობა

არ მიესადაგება.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

პირველადი შეფუთვა და შიგთავსი

100 მლ ყავისფერ მინის ფლაკონში პოლიეთილენის დოზატორით, პოლიპროპილენის ხრახნიანი თავსახურით და პოლიპროპილენის სკალის მქონე საზომი ჭიქით (20 მლ).

100 მლ პრეპარატი ფლაკონში.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციის დროს

სპეციალური მოთხოვნები უტილიზაციისადმი არ არსებობს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ფიტოფარმ კლენკა ს.ა.

კლენკა 1

63-040 ნოვე მესტო ნად ვარტოი,

პოლონეთი

ტელ.: + 48 61 28 68 000

ფაქსი: + 48 61 28 68 529

[email protected]

სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი

[ივსება ნაციონალურ დონეზე]

პირველი რეგისტრაციის/ ხელახალი რეგისტრაციის თარიღი

ტექსტის გადახედვის თარიღი

  • 2023

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა