პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ალერმედი

ALERMED

რეცეპტით10მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ალერმედის აქტიური ნივთიერებაა ცეტირიზინი დიჰიდროქლორიდი. პრეპარატი ალერმედი მოქმედებს ალერგიის საწინააღმდეგოდ. ალერმედის გამოენება ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში: - ქრონიკული ალერგიული რინიტი, - სეზონური ალერგიული რინიტი (ალერგიული რინიტი), - ალერგიული კონიუნქტივიტი, - ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია. 2. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ცეტირიზინი (cetirizine)
ფორმა და შეფუთვა
10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
მწარმოებელი
LEK-AM Sp. z o.o., პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, პიპერაზინის წარმოებულები
ATC კოდი
R06AE07
რეგისტრაციის ნომერი
რ-021529
რეგისტრირებულია
9 თებერვალი 2017, მოქმედებს 9 თებერვალი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „მედიგრუპი“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაალერმედი და სხვა წამალი ერთად

ალერმედი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ალერმედის აქტიური ნივთიერებაა ცეტირიზინი დიჰიდროქლორიდი. პრეპარატი ალერმედი მოქმედებს ალერგიის საწინააღმდეგოდ.

ალერმედის გამოენება ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

  • ქრონიკული ალერგიული რინიტი,
  • სეზონური ალერგიული რინიტი (ალერგიული რინიტი),
  • ალერგიული კონიუნქტივიტი,
  • ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია.
  • მნიშვნელოვანი ინფორმაციები პრეპარატი ალერმედის გამოყენებამდე.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ტაბლეტები

ტაბლეტები ჩაყლაპეთ და თან დააყოლეთ წყალი.

ბავშები და ახალგაზრდები 12 წელზე მეტი ასაკის

ერთი ტაბლეტი (10 მგ) დღეში ერთხელ.

ბავშვები 6-დან 12 წლამდე

5 მგ დღეში 2-ჯერ (ნახევარი ტაბლეტი დღეში 2-ჯერ).

თირკმელების დისფუნქციის მქონე პაციენტები

თირკმელების დისფუნქციის მქონე პაციენტებში მიზანშეწონილია 5 მგ-ის (ნახევარი ტაბლეტი) მიღება დღეში ერთხელ.

თუ პაციენტს აქვს თირკმელების მძიმე დარღვევა, უნდა მიმართოს ექიმს, რომელიც დაუნიშნავს სათანადო დოზას.

ხანდაზმულ ასაკში მყოფი პაციენტები

თუ თირკმელები მუშაობს სწორად, არ არის საჭირო დოზების შემცირება.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სიმპტომების სახეობაზე, ხანგრძლივობაზე და მიმდინარეობაზე და განისაზღვრება ექიმის მიერ.

თუ პაციენტს გაუჩნდა შეგრძნება, რომ პრეპარატი მოქმედებს სუსტად ან მეტად ძლიერად, მიმართოს ექიმს.

პრეპარატი ალერმედის დოზის გადაჭარბება

პრეპარატი ალერმედის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში იმავდროულად მიმართეთ ექიმს. ექიმი გადაწყვეტს თუ და რა ზომები უნდა იქნას მიღებული.

სადღეღამისო დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს მომატებული სიძლიერით. დაფიქსირებულა შემდეგი გვერდითი მოვლენები: ორიენტაციის დაკარგვა, დიარეა, თავბრუსხვევები, დაღლილობა, თავის ტკივილები, უარყოფითი განწყობა, გუგის გაფართოება, ქავილი, შფოთვა, მოუსვენრობა, სიწყნარე, ძილიანობა, გაშტერება, გულის აჩქარებული ცემა, ტრემორი, შარდვის შეკავება.

პრეპარატი ალერმედის დოზის გამოტოვება

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

  • თუ პაციენტს აქვს ალერგია ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან სხვა ზოგიერთი შემადგენელი ნივთიერების (მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი) ან ჰიდროქსიზინის და პიპერაზინის წარმოებულის მიმართ (მსგავსი აგებულების აქტიური ნივთიერებები, რომლებიც წარმოადგენენ სხვა წამლების კომპონენტებს);
  • თუ პაციენტს აქვს თირკმელების მძიმე დაავადება (თირკმელების მწვავე უკმარისობა, სადაც კრეატინინის კლირენსი შეადგენს ნაკლებს, ვიდრე 10 მლ/წთ);
  • თუ პაციენტს აქვს მემკვიდრეობითი გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტოზის დეფიციტი (Lapp-ის ტიპის) ან გლუკოზის და გალაქტოზის მალაბსორბცია.

ზემოაღნიშნული სიტუაციების გამოვლენის შემთხვევაში, არ გამოიყენოთ პრეპარატი ალერმედი. შეატყობინეთ ექიმს ამის შესახებ და გაითვალისწინეთ მისი რჩევები.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატი ალერმედის გამოყენების წინ კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ პაციენტს აქვს თირკმელების უკმარისობა; აუცილებელი შეიძლება გახდეს უფრო მცირე დოზის გამოყენება. პრეპარატის დოზას დაადგენს ექიმი;
  • თუ პაციენტს აქვს შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები (მაგ. ზურგის ტვინის ან პროსტატის პრობლემები, ან საშარდე ბუშტის პრობლემები);
  • თუ პაციენტს აქვს ეპილეფსია ან კრუნჩხვების გამოვლენის რისკი.

რადგან პრეპარატს გააჩნია ანტიჰისტამინური მოქმედება, პრეპარატ ალერმედმა შესაძლოა იმოქმედოს კანის კვლევების შედეგებზე. კვლევების ჩატარება შესაძლებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 3 დღის გასვლის შემდეგ.

არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი კლინიკური ურთიერთმოქმედება ალკოჰოლსა (0,5 გ/ლ სისხლში, რაც ექვივალენტია ღვინის ერთი ჭიქის დალევის რაოდენობისა) და ცეტირიზინას შორის, რაც გამოიყენება დანიშნულ დოზაში. თუმცა ისევე როგორც სხვა პრეპარატების შემთხვევაში, რომლებიც ხასიათდებიან ანტიჰისტამინური მოქმედებით, ეცადეთ მოერიდოთ ცეტირიზინის და ალკოჰოლის მიღებას ერთდროულად.

ალერმედი და სხვა პრეპარატები

აუცილებელია ექიმს ან ფარმაცევტს აცნობოთ პაციენტის მიერ ამჟამად ან უკანასკნელად ყველა მიღებული პრეპარატის შესახებ და ასევე იმ პრეპარატების შესახებაც, რომლების მიღებას აპირებს.

ცეტირიზინის შემცველობის გამო არ არის მოსალოდნელი სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება.

ალერმედი ჭამასთან და სმასთან

საჭმელი არ ახდენს გავლენას ცეტირიზინის შეწოვაზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში ან თუ ვარაუდობს, რომ არის ორსულად ან თუ აპირებს ბავშვის ყოლას, პრეპარატის მიღების წინ საჭიროა კონსულტაციის გავლა ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ისევე როგორც სხვა პრეპარატების შემთხვევაში, მოერიდეთ პრეპარატი ალერმედის მიღებას ორსულობის დროს.

ორსული ქალის მიერ პრეპარატის შემთხვევით მიღებამ წესით არ უნდა გამოიწვიოს უარყოფითი ზემოქმედება ნაყოფზე.

თუმცა პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდგომ.

მიზანშეუწონელია პრეპარატი ალერმედის მიღება ლაქტაციის პერიოდში, რადგან ცეტირიზინი აღწევს დედის რძეში.

მანქანებისა და ტექნიკური მექანიზმების მართვა

რეკომენდირებული დოზით ცეტირიზინის გამოყენებით კლინიკურმა კვლევებმა არ აჩვენეს ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე, ძილიანობის შეგრძნებაზე და ფსიქოფიზიკურ ეფექტურობაზე.

თუ პაციენტი აპირებს სატრანსპორტო საშუალებების მართვას, პოტენციურად საშიში მოქმედებების განხორციელებას ან ტექნიკური მექანიზმების მართვას პრეპარატი ალერმედის გამოყენების შემდეგ, ყურადღება მიაქციოს ორგანიზმის რეაქციაზე პრეპარატის მიმართ. არ მიიღოთ დანიშნულზე მეტი დოზა.

მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში ცეტირიზინის გამოყენებამ ალკოჰოლთან ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედმა შემაჩერებელმა პრეპარატებმა შეიძლება გააძლიეროს პრეპარატის მოქმედება რეაგირების და კონტრენტრირების უნარზე.

პრეპარატი ალერმედი შეიცავს ლაქტოზას

პაციენტს წარსულში თუ დაუდგინდა ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მაგ. ლაქტოზას მიმართ, უნდა მიმართოს ექიმს პრეპარატი ალერმედის გამოყენების წინ.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა სახის პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ქვემოთ მოყვანილი გვერდითი მოვლენები ვლინდება იშვიათად ან ძალიან იშვიათად, თუმცა საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და იმავდროულად აცნობეთ ექიმს შემდეგი მოვლენების გაჩენის შემთხვევაში:

  • ალერგიული რეაქციები, მათ შორის მძიმე რეაქციები და ანგიონევროზული შეშუპება (მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სახის და ყელის შეშუპება).

ეს რეაქციები შესაძლოა გამოვლინდეს მაშინვე პირველად პრეპარატის მიღების შედეგად ან მერე.

გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირის შეფასების მიზნით გამოიყენება ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმები:

ხშირად (100 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-დან 10-მდე შემთხვევა)

არცისე ხშირად (1000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-დან 10-მდე შემთხვევა)

იშვიათად (10000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-დან 10-მდე შემთხვევა)

ძალიან იშვიათად (10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე ნაკლები შემთხვევა)

ხშირი გვერდითი მოვლენები:

  • ძილიანობა,
  • თავბრუსხვევები, თავის ტკივილები,
  • ფარინგიტი, რინიტი (ბავშვებში),
  • დიარეა, გულისრევა, პირის ღრუს სიმშრალე,
  • დაღლილობა.

არცისე ხშირი გვერდითი მოვლენები:

  • აღგზნება,
  • პარესთეზია (მგრძნობელობის დაკარგვა),
  • მუცლის ტკივილი,
  • ქავილი, გამონაყარი,
  • ძალიან ძლიერი სისუსტე, უარყოფითი განწყობა.

იშვიათი გვერდითი მოვლენები:

  • ალერგიული რეაქციები, ხანდახან მძიმე (ძალიან იშვიათი)
  • დეპრესია, ჰალუცინაციები, აგრესიული ყოფაქცევა, ორიენტაციის დაკარგვა, უძილობა,
  • კრუნჩხვები,
  • ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა),
  • ღვიძლის დისფუნქცია,
  • ურტიკარია,
  • შეშუპება,
  • წონაში მომატება.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:

  • თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება),
  • ტიკები (ჩვეული კუმშვები),
  • სინკოპე, დისკინეზია (თვითნებური მოძრაობები), დისტონია (კუნთების ხანგრძლივი კუმშვები), ტრემორი, გემოვნების დარღვევა,
  • ბუნდოვანი ხედვა, აკომოდაციის დარღვევა (მხედველობის დარღვევა), თვალის გუგების ბრუნვა ( თვალის გუგების უკონტროლო ტრიალი),
  • ანგიონევროზული შეშუპება (მძიმე ალერგიული რეაქციები, რომლებიც იწვევენ სახისა და ყელის შეშუპებას), გამონაყარი წამლების მიღების შედეგად,
  • შარდვის დარღვევა (შარდის შეუკავებლობა ღამით, ტკივილი და (ან) სირთულეები შარდვის დროს).

უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები

  • მომატებული მადა,
  • თვითმკვლელობის მცდელობები (ფიქრი ან დაინტერესება თვითმკვლელობის შესახებ),
  • მეხსიერების დაკარგვა, მეხსიერების დაქვეითება,
  • თავბრუსხვევები (ბრუნვის შეგრძნება ან წონასწორობის დაკარგვა),
  • შარდის შეკავება (შარდის ბუშტის ბოლომდე დაცლის შეუძლებლობა).

ნებისმიერი ზემოაღნიშნული გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ჰიპერმგრძნობელობის პირველი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატი ალერმედის მიღება. ექიმი შეაფასებს სიმპტომების გამოვლენის ხარისხს და გადაწყვეტს საჭირო იქნება თუ არა მკურნალობის გაგრძელება.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენების ან ზემოჩამოთვლილის გარდა, სხვა სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ უშუალოდ ბიოციდური, სამედიცინო და სამკურნალო პროდუქტების რეესტრის სამსახურის სამკურნალო პროდუქტების გვერდითი მოვლენების მონიტორინგის დეპარტამენტს, იერუსალიმის გამზირი 181 "c",

02-222 ვარშავა, ტელ.: + 48 22 49 21 301

ფაქსი: + 48 22 49 21 309

ელ.ფოსტა: [email protected]

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების მეშვეობით შესაძლებელი იქნება მეტი ინფორმაციის მოპოვება უსაფრთხოების შესახებ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით.

შემადგენლობა

  • პრეპარატი ალერმედის აქტიური ნივთიერებაა ცეტირიზინი დიჰიდროქლორიდი. ერთი გარსიანი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ცეტირიზინი დიჰიდროქლორიდს.
  • პრეპარატის სხვა შემადგენელი ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კოლოიდური კაჟმიწა, მაგნიუმის სტეარატი. ლაქტოზის მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი, ტალკი, ლაქტიკოლი მონოჰიდრატი, მაკროგოლი 3350, ჰიპრომელოზი, ტიტანის დიოქსიდი (E171).

როგორ გამოიყურება პრეპარატი ალერმედი და რას შეიცავს შეფუთვა

პრეპარატი ალერმედი თეთრი, მრგვალი ტაბლეტებია გარსით დაფარული გლუვი ზედაპირით, გამყოფი ზოლით, რის მეშვეობითაც შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფა ორ ნაწილად.

პრეპარატი ალერმედი შეფუთულია ბლისტერში PVC/ალუმინი ან PVC/PVDC/ალუმინი, ხოლო ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. შეფუთვა შეიცავს 20 ან 30 გარსიან ტაბლეტს.

პრეპარატი ალერმედი იფუთება ასევე პოლიეთილენის კოლოფში, ხოლო ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

არ არის აუცილებელი ყველა ზომის შეფუთვა იყოს შესული ბრუნვაში.

პასუხისმგებელი ორგანო და მწარმოებელი:

ფარმაცევტული საწარმო შპს LEK-AM

ოსტჟიკოვიზნას ქ. 14ა

05-170 ზაკროჩიმ

ტელ.: (48) (22) 785 27 60

ფაქსი: (48) (22) 785 27 60, შიდა ნომერი 106

ინსტრუქციის უკანასკნელი აქტუალიზაციის თარიღი:

  • 11.2014

რეპერტორიუმი ნომერი 310/2016, მე, პოლონური ენის თარჯიმანი, გიორგი ქომოშვილი ჩაწერილი იუსტიციის სამინისტროს ნაფიც თარჯიმანთა სიაში ნომრით TP /85/12 ვადასტურებ ჩემს მიერ ნათარგმნი ტექსტის შესაბამისობას ნაჩვენებ საბუთთან, რომელიც შედგენილია პოლონურ ენაზე. ვარშავა, 15 სექტემბერი 2016 წელი

შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

არ მიიღოთ ვადაგასული პრეპარატი, მოქმედების ვადა მოთავსებულია კოლოფზე. მოქმედების ვადა გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს.

მიზანშეუწონელია პრეპარატის კანალიზაციაში და სახლის ნარჩენებში გადაყრა. დარჩენილი პრეპარატების უტილიზაციის შესახებ მიმართეთ ფარმაცევტს. ამგვარი ქმედება შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის მოცულობა და სხვა ინფორმაციები.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

[ნათარგმნია პრეპარატ ალერმედის ინსტრუქცია, რომელიც შედგენილია პოლონურ ენაზე. ინსტრუქცია შეიცავს 5 გვერდს. თარგმანთან დართულია დედანთან შესაბამისი ქსროასლი. ]

კოლოფთან დართული ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ალერმედი, 10 მგ, გარსიანი ტაბლეტები

Cetirizini dihydrochloridum

<პასუხისმგებელი სუბიექტის ლოგო>

პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან შეიცავს იგი პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.

  • ინსტრუქცია შეინახეთ, რათა საჭიროების შემთხვევაში თავიდან გადაიკითხოთ.
  • რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • პრეპარატი დანიშნულია კონკრეტული პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვისთვის გადაცემა. პრეპარატმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს სხვა პაცინეტს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმპტომები იგივეა.
  • თუ პაციენტს გაუჩნდა რაიმე გვერდითი მოვლენები, მათ შორის, ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი აღნიშნულ ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს. იხილეთ პუნქტი 4.

ინსტრუქციის სარჩევი:

  • რას წარმოადგენს პრეპარატი ალერმედი და რა მიზნით გამოიყენება იგი.
  • მნიშვნელოვანი ინფორმაციები პრეპარატი ალერმედის გამოყენებამდე.
  • პრეპარატი ალერმედის გამოყენების წესი.
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები.
  • პრეპარატი ალერმედის შენახვის წესი.
  • შეფუთვის მოცულობა და სხვა ინფორმაციები.
  • რას წარმოადგენს პრეპარატი ალერმედი და რა მიზნით გამოიყენება იგი.

პრეპარატი ალერმედის აქტიური ნივთიერებაა ცეტირიზინი დიჰიდროქლორიდი. პრეპარატი ალერმედი მოქმედებს ალერგიის საწინააღმდეგოდ.

ალერმედის გამოენება ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

  • ქრონიკული ალერგიული რინიტი,
  • სეზონური ალერგიული რინიტი (ალერგიული რინიტი),
  • ალერგიული კონიუნქტივიტი,
  • ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია.
  • მნიშვნელოვანი ინფორმაციები პრეპარატი ალერმედის გამოყენებამდე.

როდის არ გამოიყენოთ პრეპარატი ალერმედი:

  • თუ პაციენტს აქვს ალერგია ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან სხვა ზოგიერთი შემადგენელი ნივთიერების (მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი) ან ჰიდროქსიზინის და პიპერაზინის წარმოებულის მიმართ (მსგავსი აგებულების აქტიური ნივთიერებები, რომლებიც წარმოადგენენ სხვა წამლების კომპონენტებს);
  • თუ პაციენტს აქვს თირკმელების მძიმე დაავადება (თირკმელების მწვავე უკმარისობა, სადაც კრეატინინის კლირენსი შეადგენს ნაკლებს, ვიდრე 10 მლ/წთ);
  • თუ პაციენტს აქვს მემკვიდრეობითი გალაქტოზის აუტანლობა, ლაქტოზის დეფიციტი (Lapp-ის ტიპის) ან გლუკოზის და გალაქტოზის მალაბსორბცია.

ზემოაღნიშნული სიტუაციების გამოვლენის შემთხვევაში, არ გამოიყენოთ პრეპარატი ალერმედი. შეატყობინეთ ექიმს ამის შესახებ და გაითვალისწინეთ მისი რჩევები.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატი ალერმედის გამოყენების წინ კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ პაციენტს აქვს თირკმელების უკმარისობა; აუცილებელი შეიძლება გახდეს უფრო მცირე დოზის გამოყენება. პრეპარატის დოზას დაადგენს ექიმი;
  • თუ პაციენტს აქვს შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები (მაგ. ზურგის ტვინის ან პროსტატის პრობლემები, ან საშარდე ბუშტის პრობლემები);
  • თუ პაციენტს აქვს ეპილეფსია ან კრუნჩხვების გამოვლენის რისკი.

რადგან პრეპარატს გააჩნია ანტიჰისტამინური მოქმედება, პრეპარატ ალერმედმა შესაძლოა იმოქმედოს კანის კვლევების შედეგებზე. კვლევების ჩატარება შესაძლებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 3 დღის გასვლის შემდეგ.

არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი კლინიკური ურთიერთმოქმედება ალკოჰოლსა (0,5 გ/ლ სისხლში, რაც ექვივალენტია ღვინის ერთი ჭიქის დალევის რაოდენობისა) და ცეტირიზინას შორის, რაც გამოიყენება დანიშნულ დოზაში. თუმცა ისევე როგორც სხვა პრეპარატების შემთხვევაში, რომლებიც ხასიათდებიან ანტიჰისტამინური მოქმედებით, ეცადეთ მოერიდოთ ცეტირიზინის და ალკოჰოლის მიღებას ერთდროულად.

ალერმედი და სხვა პრეპარატები

აუცილებელია ექიმს ან ფარმაცევტს აცნობოთ პაციენტის მიერ ამჟამად ან უკანასკნელად ყველა მიღებული პრეპარატის შესახებ და ასევე იმ პრეპარატების შესახებაც, რომლების მიღებას აპირებს.

ცეტირიზინის შემცველობის გამო არ არის მოსალოდნელი სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება.

ალერმედი ჭამასთან და სმასთან

საჭმელი არ ახდენს გავლენას ცეტირიზინის შეწოვაზე.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში ან თუ ვარაუდობს, რომ არის ორსულად ან თუ აპირებს ბავშვის ყოლას, პრეპარატის მიღების წინ საჭიროა კონსულტაციის გავლა ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ისევე როგორც სხვა პრეპარატების შემთხვევაში, მოერიდეთ პრეპარატი ალერმედის მიღებას ორსულობის დროს.

ორსული ქალის მიერ პრეპარატის შემთხვევით მიღებამ წესით არ უნდა გამოიწვიოს უარყოფითი ზემოქმედება ნაყოფზე.

თუმცა პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდგომ.

მიზანშეუწონელია პრეპარატი ალერმედის მიღება ლაქტაციის პერიოდში, რადგან ცეტირიზინი აღწევს დედის რძეში.

მანქანებისა და ტექნიკური მექანიზმების მართვა

რეკომენდირებული დოზით ცეტირიზინის გამოყენებით კლინიკურმა კვლევებმა არ აჩვენეს ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე, ძილიანობის შეგრძნებაზე და ფსიქოფიზიკურ ეფექტურობაზე.

თუ პაციენტი აპირებს სატრანსპორტო საშუალებების მართვას, პოტენციურად საშიში მოქმედებების განხორციელებას ან ტექნიკური მექანიზმების მართვას პრეპარატი ალერმედის გამოყენების შემდეგ, ყურადღება მიაქციოს ორგანიზმის რეაქციაზე პრეპარატის მიმართ. არ მიიღოთ დანიშნულზე მეტი დოზა.

მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში ცეტირიზინის გამოყენებამ ალკოჰოლთან ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედმა შემაჩერებელმა პრეპარატებმა შეიძლება გააძლიეროს პრეპარატის მოქმედება რეაგირების და კონტრენტრირების უნარზე.

პრეპარატი ალერმედი შეიცავს ლაქტოზას

პაციენტს წარსულში თუ დაუდგინდა ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მაგ. ლაქტოზას მიმართ, უნდა მიმართოს ექიმს პრეპარატი ალერმედის გამოყენების წინ.

  • პრეპარატი ალერმედის გამოყენების წესი.

პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ტაბლეტები

ტაბლეტები ჩაყლაპეთ და თან დააყოლეთ წყალი.

ბავშები და ახალგაზრდები 12 წელზე მეტი ასაკის

ერთი ტაბლეტი (10 მგ) დღეში ერთხელ.

ბავშვები 6-დან 12 წლამდე

5 მგ დღეში 2-ჯერ (ნახევარი ტაბლეტი დღეში 2-ჯერ).

თირკმელების დისფუნქციის მქონე პაციენტები

თირკმელების დისფუნქციის მქონე პაციენტებში მიზანშეწონილია 5 მგ-ის (ნახევარი ტაბლეტი) მიღება დღეში ერთხელ.

თუ პაციენტს აქვს თირკმელების მძიმე დარღვევა, უნდა მიმართოს ექიმს, რომელიც დაუნიშნავს სათანადო დოზას.

ხანდაზმულ ასაკში მყოფი პაციენტები

თუ თირკმელები მუშაობს სწორად, არ არის საჭირო დოზების შემცირება.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სიმპტომების სახეობაზე, ხანგრძლივობაზე და მიმდინარეობაზე და განისაზღვრება ექიმის მიერ.

თუ პაციენტს გაუჩნდა შეგრძნება, რომ პრეპარატი მოქმედებს სუსტად ან მეტად ძლიერად, მიმართოს ექიმს.

პრეპარატი ალერმედის დოზის გადაჭარბება

პრეპარატი ალერმედის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში იმავდროულად მიმართეთ ექიმს. ექიმი გადაწყვეტს თუ და რა ზომები უნდა იქნას მიღებული.

სადღეღამისო დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს მომატებული სიძლიერით. დაფიქსირებულა შემდეგი გვერდითი მოვლენები: ორიენტაციის დაკარგვა, დიარეა, თავბრუსხვევები, დაღლილობა, თავის ტკივილები, უარყოფითი განწყობა, გუგის გაფართოება, ქავილი, შფოთვა, მოუსვენრობა, სიწყნარე, ძილიანობა, გაშტერება, გულის აჩქარებული ცემა, ტრემორი, შარდვის შეკავება.

პრეპარატი ალერმედის დოზის გამოტოვება

არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები.

ყველა სხვა სახის პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ქვემოთ მოყვანილი გვერდითი მოვლენები ვლინდება იშვიათად ან ძალიან იშვიათად, თუმცა საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და იმავდროულად აცნობეთ ექიმს შემდეგი მოვლენების გაჩენის შემთხვევაში:

  • ალერგიული რეაქციები, მათ შორის მძიმე რეაქციები და ანგიონევროზული შეშუპება (მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სახის და ყელის შეშუპება).

ეს რეაქციები შესაძლოა გამოვლინდეს მაშინვე პირველად პრეპარატის მიღების შედეგად ან მერე.

გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირის შეფასების მიზნით გამოიყენება ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმები:

ხშირად (100 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-დან 10-მდე შემთხვევა)

არცისე ხშირად (1000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-დან 10-მდე შემთხვევა)

იშვიათად (10000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-დან 10-მდე შემთხვევა)

ძალიან იშვიათად (10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე ნაკლები შემთხვევა)

ხშირი გვერდითი მოვლენები:

  • ძილიანობა,
  • თავბრუსხვევები, თავის ტკივილები,
  • ფარინგიტი, რინიტი (ბავშვებში),
  • დიარეა, გულისრევა, პირის ღრუს სიმშრალე,
  • დაღლილობა.

არცისე ხშირი გვერდითი მოვლენები:

  • აღგზნება,
  • პარესთეზია (მგრძნობელობის დაკარგვა),
  • მუცლის ტკივილი,
  • ქავილი, გამონაყარი,
  • ძალიან ძლიერი სისუსტე, უარყოფითი განწყობა.

იშვიათი გვერდითი მოვლენები:

  • ალერგიული რეაქციები, ხანდახან მძიმე (ძალიან იშვიათი)
  • დეპრესია, ჰალუცინაციები, აგრესიული ყოფაქცევა, ორიენტაციის დაკარგვა, უძილობა,
  • კრუნჩხვები,
  • ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა),
  • ღვიძლის დისფუნქცია,
  • ურტიკარია,
  • შეშუპება,
  • წონაში მომატება.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:

  • თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება),
  • ტიკები (ჩვეული კუმშვები),
  • სინკოპე, დისკინეზია (თვითნებური მოძრაობები), დისტონია (კუნთების ხანგრძლივი კუმშვები), ტრემორი, გემოვნების დარღვევა,
  • ბუნდოვანი ხედვა, აკომოდაციის დარღვევა (მხედველობის დარღვევა), თვალის გუგების ბრუნვა ( თვალის გუგების უკონტროლო ტრიალი),
  • ანგიონევროზული შეშუპება (მძიმე ალერგიული რეაქციები, რომლებიც იწვევენ სახისა და ყელის შეშუპებას), გამონაყარი წამლების მიღების შედეგად,
  • შარდვის დარღვევა (შარდის შეუკავებლობა ღამით, ტკივილი და (ან) სირთულეები შარდვის დროს).

უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები

  • მომატებული მადა,
  • თვითმკვლელობის მცდელობები (ფიქრი ან დაინტერესება თვითმკვლელობის შესახებ),
  • მეხსიერების დაკარგვა, მეხსიერების დაქვეითება,
  • თავბრუსხვევები (ბრუნვის შეგრძნება ან წონასწორობის დაკარგვა),
  • შარდის შეკავება (შარდის ბუშტის ბოლომდე დაცლის შეუძლებლობა).

ნებისმიერი ზემოაღნიშნული გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ჰიპერმგრძნობელობის პირველი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატი ალერმედის მიღება. ექიმი შეაფასებს სიმპტომების გამოვლენის ხარისხს და გადაწყვეტს საჭირო იქნება თუ არა მკურნალობის გაგრძელება.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენების ან ზემოჩამოთვლილის გარდა, სხვა სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ უშუალოდ ბიოციდური, სამედიცინო და სამკურნალო პროდუქტების რეესტრის სამსახურის სამკურნალო პროდუქტების გვერდითი მოვლენების მონიტორინგის დეპარტამენტს, იერუსალიმის გამზირი 181 "c",

02-222 ვარშავა, ტელ.: + 48 22 49 21 301

ფაქსი: + 48 22 49 21 309

ელ.ფოსტა: [email protected]

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების მეშვეობით შესაძლებელი იქნება მეტი ინფორმაციის მოპოვება უსაფრთხოების შესახებ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით.

  • პრეპარატი ალერმედის შენახვის წესი.

პრეპარატი შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

არ მიიღოთ ვადაგასული პრეპარატი, მოქმედების ვადა მოთავსებულია კოლოფზე. მოქმედების ვადა გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს.

მიზანშეუწონელია პრეპარატის კანალიზაციაში და სახლის ნარჩენებში გადაყრა. დარჩენილი პრეპარატების უტილიზაციის შესახებ მიმართეთ ფარმაცევტს. ამგვარი ქმედება შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის მოცულობა და სხვა ინფორმაციები.

რას შეიცავს პრეპარატი ალერმედი

  • პრეპარატი ალერმედის აქტიური ნივთიერებაა ცეტირიზინი დიჰიდროქლორიდი. ერთი გარსიანი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ცეტირიზინი დიჰიდროქლორიდს.
  • პრეპარატის სხვა შემადგენელი ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კოლოიდური კაჟმიწა, მაგნიუმის სტეარატი. ლაქტოზის მონოჰიდრატი, კროსპოვიდონი, ტალკი, ლაქტიკოლი მონოჰიდრატი, მაკროგოლი 3350, ჰიპრომელოზი, ტიტანის დიოქსიდი (E171).

როგორ გამოიყურება პრეპარატი ალერმედი და რას შეიცავს შეფუთვა

პრეპარატი ალერმედი თეთრი, მრგვალი ტაბლეტებია გარსით დაფარული გლუვი ზედაპირით, გამყოფი ზოლით, რის მეშვეობითაც შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფა ორ ნაწილად.

პრეპარატი ალერმედი შეფუთულია ბლისტერში PVC/ალუმინი ან PVC/PVDC/ალუმინი, ხოლო ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. შეფუთვა შეიცავს 20 ან 30 გარსიან ტაბლეტს.

პრეპარატი ალერმედი იფუთება ასევე პოლიეთილენის კოლოფში, ხოლო ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

არ არის აუცილებელი ყველა ზომის შეფუთვა იყოს შესული ბრუნვაში.

პასუხისმგებელი ორგანო და მწარმოებელი:

ფარმაცევტული საწარმო შპს LEK-AM

ოსტჟიკოვიზნას ქ. 14ა

05-170 ზაკროჩიმ

ტელ.: (48) (22) 785 27 60

ფაქსი: (48) (22) 785 27 60, შიდა ნომერი 106

ინსტრუქციის უკანასკნელი აქტუალიზაციის თარიღი:

  • 11.2014

რეპერტორიუმი ნომერი 310/2016, მე, პოლონური ენის თარჯიმანი, გიორგი ქომოშვილი ჩაწერილი იუსტიციის სამინისტროს ნაფიც თარჯიმანთა სიაში ნომრით TP /85/12 ვადასტურებ ჩემს მიერ ნათარგმნი ტექსტის შესაბამისობას ნაჩვენებ საბუთთან, რომელიც შედგენილია პოლონურ ენაზე. ვარშავა, 15 სექტემბერი 2016 წელი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა