ალედერმინის გელი
Alledermin Gel
ალედერმინი არის გელი მოცემული 30გ ალუმინის ტუბში. ალედერმინი შეიცავს მეპირამინის მალეატს, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს და დექსპანთენოლს აქტიური ნივთიერებების სახით. ალედერმინს კანზე გამოყენებისას გააჩნია ანტიალერგიული, ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დექსპანთენოლი (dexpanthenol) + ლიდოკაინი (lidocaine) + მეპირამინი (mepyramine)
- ფორმა და შეფუთვა
- (15მგ + 15მგ + 50მგ)/გ 30გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- BILIM ILAC SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ქავილის საწინააღმდეგო საშუალებები ანტიჰისტამინური და საანესთეზიო საშუალებების ჩათვლით, საანესთეზიო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის
- ATC კოდი
- D04AB01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035783
- რეგისტრირებულია
- 6 ივლისი 2022, მოქმედებს 6 ივლისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- BILIM ILAC SANAYII VE TICARET A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- საქართველოში INPHA LLP-ის წარმომადგენლობითი ოფისი
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ალედერმინის გელი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ალედერმინი არის გელი მოცემული 30გ ალუმინის ტუბში.
ალედერმინი შეიცავს მეპირამინის მალეატს, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს და დექსპანთენოლს აქტიური ნივთიერებების სახით.
ალედერმინს კანზე გამოყენებისას გააჩნია ანტიალერგიული, ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.
ალედერმინი გამოიყენება მზის დამწვრობის, მწერების ნაკბენის, ჭინჭრის ციების, ქავილის და პირველი ხარისხის დამწვრობის (მსუბუქი) დროს.
ალედერმინის გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:
ალედერმინი გამოიყენება დაზიანებულ ადგილზე დღეში რამოდენიმეჯერ.
ალედერმინის გამოყენება დაუშვებელია 7 დღეზე მეტ ხანს.
მიღების გზა და მეთოდი
ალედერმინი მიიღება დაზიანებულ ადგილას დღეში რამოდენიმეჯერ.
ალედერმინი დაიტანება თხელი ფენით კანის დაზიანებულ უბანზე.
სხვადასხვა ასაობრივი ჯგუფი:
გამოყენება ბავშვებში: 2 წლამდე ასაკის ბავშვებში დაუშვებელია გამოყენება ექიმის რჩევის გარეშე.
გამოყენება ხანდაზმულებში: არ არის მონაცემები.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციის შესახებ:
თირკმლის/ღვიძლის დისფუნქცია: არ არის მონაცემები.
თუ ფიქრობთ რომ ალედერმინი ძლიერად ან სუსტად მოქმედებს თქვენზე, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ალედერმინი
არ არის მოსალოდნელი ჭარბი დოზირება.
თუ გამოიყენეთ ალედერმინის აუცილებელზე მეტი დოზა, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ალედერმინის გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.
შესაძლო ეფექტები ალედერმინის თერაპიის შეწყვეტისას
როდესაც ალედერმინის გელით მკურნალობა წყდება, არ არის მოსალოდნელი უარყოფითი ეფექტები.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ალედერმინის კომპონენტების მიმართ
თუ გაქვთ კანის ანთებითი დაავადებები და ინფიცირებული ჭრილობები, კანის ინფექციები, ანთებითი და ინფექციური დაავადებები, არ გამოიყენოთ მოცემული პროდუქტი.
სიფრთხილით გამოიყენეთ ალედერმინი
ალედერმინის გელის კონტაქტი თვალებთან და ლორწოვან გარსთან დაუშვებელია. თვალთან კონტაქტისას, ამოიბანეთ წყლის უხვი რაოდენობით.
ალედერმინის გამოყენება დაუშვებელია სხეულის ფართო ზედაპირზე.
ალედრემინის გამოყენება ხდება 7 დღის მანძილზე, არსებული ჩივილის გაგარძელების მიუხედავად ან მისი მომატებისას, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ალედერმინის 7 დღის განმავლობაში გამოყენების მიუხედავად, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს პაციენტში მიმდინარე სიმპტომების მდგრადობის ან მომატების შემთხვევაში.
მაშინაც კი, თუ მათი არსებობა წარსულშიც შეინიშნებოდა, კონსულტაცისითვის მიმართეთ ექიმს.
ალედერმინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ვინაიდან, ალედერმინის გელი გამოიყენება ადგილობრივად, მისი გამოყენება არაა დამოკიდებული კვებასთან.
სიფრთხილის ზომები
ალედერმინი არ უნდა მოხვდეს თვალებთან და ლორწოვან გარსებთან. თვალებთან კონტაქტის შემთხვევაში, რეკომენდებულია თვალების ამობანვა დიდი რაოდენობის წყლით.
ალედერმინის 7 დღის განმავლობაში გამოყენების მიუხედავად პაციენტში მიმდინარე სიმპტომების გაგრძელების ან მომატების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
არ უნდა იქნას გამოყენებული კანის ჩირქოვან ინფექცირებულ უბნებზე და დაინფიცირებულ ჭრილობებზე, კანის ინფექციურ უბნებზე, ანთებითი და ინფექციური დაავადებებისას.
პრეპარატის პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ ნატრიუმს (23 მგ-ზე ნაკლები). შეყვანის გზისა და დოზის გამო, არ საჭიროებს სიფრთხილეს.
ბენზალკონიუმის ქლორიდის შემცველობის გამო, შეიძლება გამოიწვიოს კანის გამაღიზიანებელი რეაქციები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
შეინიშნებოდა ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან.
თუ ამჟამად იღებთ რეცეპტურულ ან არარეცეპტურულ პრეპარატებს ან ბოლო დროს იღებდით მათ, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე.
კვლევები ალედერმინში მეპირამინის, ლიდოკაინის და დექსპანტენოლის ცხოველებში გამოყენების შესახებ არ ჩატარებულა.
დაუშვებელია გამოყენება ორსულობის დროს თუ ძლიერ არ არის აუცილებელი.
მკურნალობის დროს კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ აღმოაჩენთ რომ ხართ ორსულად.
ლაქტაცია
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატის გამოყენებამდე.
ინფორმაცია მეპირამინის, ლიდოკაინის და დექსპანთენოლის რძეში გამოყოფის შესახებ არ არსებობს.
მოცემული ნივთიერებების ელიმინაცია რძეში არ შესწავლილა ცხოველებში.
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ალედერმინის გელის გამოყენების შესახებ ლაქტაციის პერიოდში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ალედერმინი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვაზე.
ალედერმინის ზოგიერთი ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ბენზალკონიუმის ქლორიდის შემცველობის გამო შესაძლებელია კანის გაღიზიანება, რეაქციები.
პრეპარატი შეიცავს 1მმოლ ნატრიუმს (<23მგ). მიღების მეთოდის და დოზის გამო არ საჭიროებს გაფრთხილებას.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, შესაძლებელია გვერდითი ეფექტების განვითარება პირებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ალედერმინის ნივთიერებების მიმართ.
შემდეგი რომელიმე მოვლენის განვითარებისას , შეწყვიტეთ ალედერმინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს ჰოსპიტალს:
კანის ჩვეულებრივი და ძლიერი გაწითლება და ქავილი, სუნთქვის გაძნელება, სახის, ენის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, არტერიული წნევის უეცარი დაცემა.
ეს ეფექტები სერიოზულია.
რომელიმე მათგანის განვითარების შემთხვევაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ალერგიული ხართ ალედერმის მიმართ.
შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
მოცემული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები იშვიათია.
თუ შენიშნავთ შემდეგი სახის მოვლენებს, აცნობეთ ექიმს დაუყოვნებლივ ან მიმართეთ უახლოეს ჰოსპიტალს.
კანის ჩვეულებრივი, მაგრამ არაძლიერი გაწითლება და ქავილი, მაღალი ტემპერატურა, ღებინება, პალპიტაციები.
ეს ეფექტები სერიოზულია. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა.
სერიოზული გევრდითი ეფექტები ძალიან იშვიათია.
რომელიმე შემდეგი მოვლენის განვითარების შესახებ აცნობეთ ექიმს:
კანის მსუბუქი გამონაყარი და ქავილი, მადის დაკარგვა, სისუსტე, დაღლილობა, უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა და დიარეა.
მოცემული გვერდითი ეფექტები მსუბუქია.
მოცემული გვერდითი ეფექტები გაივლის დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის დროს.
თუ განვითარდება ისეთი გვედითი მოვლენა, რაც არ არის მითითებული ფურცელ-ჩანართში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
მონაცემები არ არის.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: 1 გ ალედერმინი შეიცავს 15 მგ მეპირამინის მალეატს, 15 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს და 50 მგ დექსპანთენოლს აქტიური ნივთიერებები სახით.
დამხმარე ნივთიერებები:
დინატრიუმი EDTA 0.05 მგ
ნატრიუმის ჰიდროქსიდი 5.4 მგ
ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.25 მგ
დამხმარე ნივთიერებებისთვის იხ. 6.1.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C, ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის გასვლამდე.
არ გამოყენოთ ალედერმინის შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
ბილიმ ილაჩ სანაიი ვე ტიქარეტ ა.შ.
სტამბული/ თურქეთი
საწარმო:
ბილიმ ილაჩ სანაიი ვე ტიქარეტ ა.შ.
GOSB 41480 გებზე-კოჩაელი/თურქეთი
მოცემული ფურცელი-ჩანართი დამტკიცდა 18.02.2014
ფარმაკოლოგიური თვისებები
ქავილის საწინააღმდეგო საშუალებები (ანტიჰისტამინური საშუალებები, ანესთეტიკები და სხვა)
ათქ კოდი: D04AB01
ალედერმინს, ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, მას აქვს ანტიჰისტამინურ-ანტიალერგიულ-ანთების საწინააღმდეგო მოქმედება მეპირამინის მალეატის გამო, აქვს საანესთეზიო მოქმედება ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის გამო და აქვს ეპითელიზატორული და ციკატრიზული ეფექტი დექსპანთენოლის გამო.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია: ჰიდროგელის შემადგენლობა, რომელიც გამოიყენება როგორც ბაზები, არის გამჭვირვალე, უალკოჰოლო და კარგად ასატანი კანისთვის და აადვილებს აქტიური ინგრედიენტების შეწოვას.
ასევე ალედერმინი, სპეციალური ფორმულის გამო, ადვილად ნაწილდება კანზე; არ ტოვებს ლაქებს.
განაწილება: მონაცემები არ არის.
მეტაბოლიზმი: მონაცემები არ არის.
ელიმინაცია: მონაცემები არ არის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პაციენტის გამოყენების ინსტრუქცია
ალედერმინის გელი
ადგილობრივი გამოყენებისთვის.
აქტიური ნივთიერებები: მეპირამინის მალეატი, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი, დექსპანთენოლი.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, მენთოლი კრისტალური, კარბომერი 980, დინატრიუმის ედტა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და გასუფთავებული წყალი.
მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე ყურდღებით წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი, ვინაიდან იგი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს
შეინახეთ მოცემული ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის პირადად და არ გადასცეთ იგი სხვებს.
მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე, ექიმთან ან ჰოსპიტალში ვიზიტისას, აცნობეთ ექიმს,რომ იღებთ მოცემულ პრეპარატს.
მკაცრად დაიცავით ფურცელ-ჩანართში მოცემული ინსტრუქციები. არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზები.
მოცემულ ფურცელ-ჩანართში:
რა არის ალედერმინი და რისთვის გამოიყენება ის
ვიდრე გამოიყენებდეთ ალედერმინს
ალედერმინის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
ალედერმინის შენახვის პირობები
რა არის ალედერმინი და რისთვის გამოიყენება ის
ალედერმინი არის გელი მოცემული 30გ ალუმინის ტუბში.
ალედერმინი შეიცავს მეპირამინის მალეატს, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს და დექსპანთენოლს აქტიური ნივთიერებების სახით.
ალედერმინს კანზე გამოყენებისას გააჩნია ანტიალერგიული, ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.
ალედერმინი გამოიყენება მზის დამწვრობის, მწერების ნაკბენის, ჭინჭრის ციების, ქავილის და პირველი ხარისხის დამწვრობის (მსუბუქი) დროს.
ალედერმინის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ალედერმინი
თუ გაქვთ ალერგია ალედერმინის კომპონენტების მიმართ
თუ გაქვთ კანის ანთებითი დაავადებები და ინფიცირებული ჭრილობები, კანის ინფექციები, ანთებითი და ინფექციური დაავადებები, არ გამოიყენოთ მოცემული პროდუქტი.
სიფრთხილით გამოიყენეთ ალედერმინი
ალედერმინის გელის კონტაქტი თვალებთან და ლორწოვან გარსთან დაუშვებელია. თვალთან კონტაქტისას, ამოიბანეთ წყლის უხვი რაოდენობით.
ალედერმინის გამოყენება დაუშვებელია სხეულის ფართო ზედაპირზე.
ალედრემინის გამოყენება ხდება 7 დღის მანძილზე, არსებული ჩივილის გაგარძელების მიუხედავად ან მისი მომატებისას, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ალედერმინის 7 დღის განმავლობაში გამოყენების მიუხედავად, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს პაციენტში მიმდინარე სიმპტომების მდგრადობის ან მომატების შემთხვევაში.
მაშინაც კი, თუ მათი არსებობა წარსულშიც შეინიშნებოდა, კონსულტაცისითვის მიმართეთ ექიმს.
ალედერმინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ვინაიდან, ალედერმინის გელი გამოიყენება ადგილობრივად, მისი გამოყენება არაა დამოკიდებული კვებასთან.
ორსულობა
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე.
კვლევები ალედერმინში მეპირამინის, ლიდოკაინის და დექსპანტენოლის ცხოველებში გამოყენების შესახებ არ ჩატარებულა.
დაუშვებელია გამოყენება ორსულობის დროს თუ ძლიერ არ არის აუცილებელი.
მკურნალობის დროს კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ აღმოაჩენთ რომ ხართ ორსულად.
ლაქტაცია
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატის გამოყენებამდე.
ინფორმაცია მეპირამინის, ლიდოკაინის და დექსპანთენოლის რძეში გამოყოფის შესახებ არ არსებობს.
მოცემული ნივთიერებების ელიმინაცია რძეში არ შესწავლილა ცხოველებში.
კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ალედერმინის გელის გამოყენების შესახებ ლაქტაციის პერიოდში.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის შესახებ
ალედერმინი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვაზე.
ალედერმინის ზოგიერთი ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ბენზალკონიუმის ქლორიდის შემცველობის გამო შესაძლებელია კანის გაღიზიანება, რეაქციები.
პრეპარატი შეიცავს 1მმოლ ნატრიუმს (<23მგ). მიღების მეთოდის და დოზის გამო არ საჭიროებს გაფრთხილებას.
გამოყენება სხვა პრეპარატებთან
შეინიშნებოდა ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან.
თუ ამჟამად იღებთ რეცეპტურულ ან არარეცეპტურულ პრეპარატებს ან ბოლო დროს იღებდით მათ, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ალედერმინის მიღების წესი
ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზის/მიღების სიხშირის შესახებ:
ალედერმინი გამოიყენება დაზიანებულ ადგილზე დღეში რამოდენიმეჯერ.
ალედერმინის გამოყენება დაუშვებელია 7 დღეზე მეტ ხანს.
მიღების გზა და მეთოდი
ალედერმინი მიიღება დაზიანებულ ადგილას დღეში რამოდენიმეჯერ.
ალედერმინი დაიტანება თხელი ფენით კანის დაზიანებულ უბანზე.
სხვადასხვა ასაობრივი ჯგუფი:
გამოყენება ბავშვებში: 2 წლამდე ასაკის ბავშვებში დაუშვებელია გამოყენება ექიმის რჩევის გარეშე.
გამოყენება ხანდაზმულებში: არ არის მონაცემები.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციის შესახებ:
თირკმლის/ღვიძლის დისფუნქცია: არ არის მონაცემები.
თუ ფიქრობთ რომ ალედერმინი ძლიერად ან სუსტად მოქმედებს თქვენზე, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ალედერმინი
არ არის მოსალოდნელი ჭარბი დოზირება.
თუ გამოიყენეთ ალედერმინის აუცილებელზე მეტი დოზა, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ალედერმინის გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.
შესაძლო ეფექტები ალედერმინის თერაპიის შეწყვეტისას
როდესაც ალედერმინის გელით მკურნალობა წყდება, არ არის მოსალოდნელი უარყოფითი ეფექტები.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად, შესაძლებელია გვერდითი ეფექტების განვითარება პირებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან ალედერმინის ნივთიერებების მიმართ.
შემდეგი რომელიმე მოვლენის განვითარებისას , შეწყვიტეთ ალედერმინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს ჰოსპიტალს:
კანის ჩვეულებრივი და ძლიერი გაწითლება და ქავილი, სუნთქვის გაძნელება, სახის, ენის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, არტერიული წნევის უეცარი დაცემა.
ეს ეფექტები სერიოზულია.
რომელიმე მათგანის განვითარების შემთხვევაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ალერგიული ხართ ალედერმის მიმართ.
შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
მოცემული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები იშვიათია.
თუ შენიშნავთ შემდეგი სახის მოვლენებს, აცნობეთ ექიმს დაუყოვნებლივ ან მიმართეთ უახლოეს ჰოსპიტალს.
კანის ჩვეულებრივი, მაგრამ არაძლიერი გაწითლება და ქავილი, მაღალი ტემპერატურა, ღებინება, პალპიტაციები.
ეს ეფექტები სერიოზულია. შესაძლებელია დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა.
სერიოზული გევრდითი ეფექტები ძალიან იშვიათია.
რომელიმე შემდეგი მოვლენის განვითარების შესახებ აცნობეთ ექიმს:
კანის მსუბუქი გამონაყარი და ქავილი, მადის დაკარგვა, სისუსტე, დაღლილობა, უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა და დიარეა.
მოცემული გვერდითი ეფექტები მსუბუქია.
მოცემული გვერდითი ეფექტები გაივლის დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის დროს.
თუ განვითარდება ისეთი გვედითი მოვლენა, რაც არ არის მითითებული ფურცელ-ჩანართში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ალედერმინის შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C, ოთახის ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის გასვლამდე.
არ გამოყენოთ ალედერმინის შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
ბილიმ ილაჩ სანაიი ვე ტიქარეტ ა.შ.
სტამბული/ თურქეთი
საწარმო:
ბილიმ ილაჩ სანაიი ვე ტიქარეტ ა.შ.
GOSB 41480 გებზე-კოჩაელი/თურქეთი
მოცემული ფურცელი-ჩანართი დამტკიცდა 18.02.2014
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


