ალბურექსი 20
Alburex® 20
მოცირკულირე სისხლის მოცულობის აღდგენა და შენარჩუნება მოცულობის დეფიციტის დროს, როდესაც კოლოიდის გამოყენება არის ნაჩვენები. ხელოვნური კოლოიდის ნაცვლად ალბუმინის არჩევა დამოკიდებული იქნება ცალკეული პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე, ოფიციალურ რეკომენდაციებზე დაყრდნობით.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (human albumin)
- ფორმა და შეფუთვა
- 20% 100მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- CSL Behring AG, შვეიცარია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სისხლის შემცვლელები და საპერფუზიო ხსნარები, სისხლის შემცვლელები და პლაზმის ცილების ფრაქციები
- ATC კოდი
- B05AA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038960
- რეგისტრირებულია
- 31 აგვისტო 2023, მოქმედებს 31 აგვისტო 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- CSL Behring AG (შვეიცარია)
- განმცხადებელი
- შპს „ნიფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ალბურექსი 20 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მოცირკულირე სისხლის მოცულობის აღდგენა და შენარჩუნება მოცულობის დეფიციტის დროს, როდესაც კოლოიდის გამოყენება არის ნაჩვენები.
ხელოვნური კოლოიდის ნაცვლად ალბუმინის არჩევა დამოკიდებული იქნება ცალკეული პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე, ოფიციალურ რეკომენდაციებზე დაყრდნობით.
მიღების წესი და დოზირება
გამოყენებული ალბუმინის ხსნარის კონცენტრაცია, დოზა და ინფუზიის სიჩქარე პაციენტის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს უნდა მოერგოს.
დოზირება
საჭირო დოზა დამოკიდებულია პაციენტის ზომაზე, ტრავმის ან ავადმყოფობის სიმძიმეზე და სითხის ან ცილების მიმდინარე დანაკარგზე. მოცირკულირე სისხლის მოცულობის და არა მხოლოდ პლაზმური ალბუმინის დონის განსაზღვრა, უნდა იქნას გამოყენებული საჭირო დოზის დასადგენად.
ადამიანის ალბუმინის შეყვანა ხდება ფრთხილი ჰემოდინამიკური მონიტორინგის ქვეშ; პარამეტრებში შედის: პარამეტრები მოიცავს:
არტერიულის სისხლის წნევა და გულისცემა,
ცენტრალური ვენური წნევა.
ფილტვის არტერიაში გამჭედავი (wedge) წნევა.
გამოყოფილი შარდის რაოდენობა,
ელექტროლიტები
ჰემატოკრიტი / ჰემოგლობინი.
პედიატრიული პოპულაცია
დოზირება ბავშვებსა და მოზარდებში (0-18 წელი) უნდა დარეგულირდეს პაციენტის ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით.
მიღების წესი
პროდუქტი მზად არის გამოსაყენებლად და მისი შეყვანა შეიძლება პირდაპირ ან შეიძლება ჯერ განზავდეს იზოტონურ ხსნარში (მაგ. 5%-იან გლუკოზის ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი). ინფუზიის სიჩქარე შეიძლება დარეგულირდეს ინდივიდუალური გარემოებებისა და ჩვენებების მიხედვით, თუმცა ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 1 – 2 მლ/წთ-ს. პლაზმის გამოცვლისას ინფუზიის სიჩქარე უნდა შეესაბამებოდეს გამოყოფის სიჩქარეს.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ალბუმინის პრეპარატის ან სხვა ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ალერგიული ან ანაფილაქსიური ტიპის რეაქციების შემთხვევაში ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. ანაფილაქსიური შოკის შემთხვევაში, გამოიყენება შოკის მიმდინარე სამედიცინო გაიდლაინები.
ალბუმინი სიფრთხილით გამოიყენება ყველა იმ მდგომარეობების დროს, როდესაც ჰიპერვოლემია და მისი შედეგები ან ჰემოდილუცია შეიძლება წარმოადგენდეს განსაკუთრებულ რისკს პაციენტისათვის. ასეთი მდგომარეობების მაგალითები არის:
გულის შეგუბებითი უკმარისობა,
ჰიპერტენზია
საყლაპავის ვარიკოზები,
ფილტვის შეშუპება,
ჰემორაგიული დიათეზი,
მძიმე ანემია,
თირკმლის ან პოსტრენალური ანურია.
200 გრ/ლ ადამიანის ალბუმინის კოლოიდურ-ოსმოსური ეფექტი დაახლოებით ოთხჯერ აღემატება სისხლის პლაზმას. შესაბამისად, კონცენტრირებული ალბუმინის შეყვანისას, სიფრთხილე არის აუცილებელი პაციენტის ადექვატური ჰიდრატაციის უზრუნველსაყოფად. სისხლის მიმოქცევის გადატვირთვისა და ჰიპერჰიდრატაციისგან დაცვის მიზნით საჭიროა პაციენტის სათანადო მონიტორინგი.
200-250 გრ/ლ ადამიანის ალბუმინის ხსნარები შედარებით ნაკლებ ელექტროლიტებს შეიცავენ, ვიდრე 40-50 გრ/ლ ალბუმინის ხსნარები. ალბუმინის მიცემისას, აუცილებელია პაციენტის ელექტროლიტური სტატუსის მონიტორინგი და შესაბამისი ზომების მიღება ელექტროლიტური ბალანსის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის.
ალბუმინის ხსნარები არ უნდა განზავდეს საინექციო წყალში, ვინაიდან პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზი.
იმ შემთხვევაში, თუ შედარებით დიდი მოცულობა უნდა ჩანაცვლდეს, აუცილებელია კოაგულაციისა და ჰემატოკრიტის კონტროლი. სისხლის სხვა კომპონენტების (კოაგულაციის ფაქტორები, ელექტროლიტები, თრომბოციტები და ერითროციტები) ადექვატური ჩანაცვლების უზრუნველსაყოფად სიფრთხილე არის აუცილებელი.
ჰიპერვოლემია შეიძლება განვითარდეს, თუ დოზირებისა და ინფუზიის სიჩქარის კორექცია არ ხდება პაციენტის ცირკულაციის მიხედვით. გულსისხლძარღვოვანი გადატვირთვის პირველი კლინიკური ნიშნების (თავის ტვინი, ქოშინი, საუღლე ვენის შეგუბება) განვითარებისთანავე, ან მომატებული არტერიული წნევის, მომატებული ცენტრალური ვენური წნევის ან ფილტვის შეშუპების შემთხვევაში, ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტის ჰემოდინამიკური პარამეტრები სათანადოდ უნდა გაკონტროლდეს.
ალბურექსი 20-ის 1 მლ ხსნარი შეიცავს დაახლოებით 3,2 მგ ნატრიუმს (140 მმოლ/ლ), რაც გასათვალისწინებელია პაციენტებისათვის ნატრიუმის კონტროლირებულ დიეტაზე.
ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ ტრანსმისიულ აგენტებთან მიმართებაში
ადამიანის სისხლიდან ან პლაზმიდან მომზადებული სამკურნალო საშუალებების გამოყენების შედეგად გამოწვეული ინფექციების პრევენციის სტანდარტული ზომები მოიცავს დონორების შერჩევას, ინდივიდუალური დონაციების და პლაზმის დეპოს სკრინინგს ინფექციის სპეციფიკური მარკერებისთვის და ეფექტური საწარმოო ეტაპების ჩართვას ვირუსების ინაქტივაციის/მოცილებისთვის (აგრეთვე იხილეთ ნაწილი „თვისებები/ეფექტები“). ამის მიუხედავად, ადამიანის სისხლის ან პლაზმისგან მომზადებული პროდუქტების მიღებისას, ინფექციური აგენტების გადაცემის შესაძლებლობა სრულად ვერ გამოირიცხება. ეს ასევე ეხება უცნობ ან განვითარებად ვირუსებს და სხვა პათოგენებს.
ევროპული ფარმაკოპეის სპეციფიკაციების მიხედვით წარმოებული ალბუმინი ითვლება საიმედოდ უსაფრთხოდ ვირუსებისთვის.
რეკომენდებულია, ალბურექსი 20 ყოველი შეყვანისას, ჩაიწეროს პრეპარატის დასახელება და სერია, და შეიქმნას კავშირი პაციენტსა და პრეპარატის სერიას შორის.
ურთიერთქმედებები
ადამიანის ალბუმინსა და სხვა სამკურნალო პრეპარატებს შორის განსაკუთრებული ურთიერთქმედება ცნობილი არ არის. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ალბუმინის დონის ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სამკურნალო პროდუქტების ეფექტებზე, რომლებიც ძლიერად უკავშირდებიან ალბუმინს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ქალებში ორსულობის დროს ალბურექსი 20 გამოყენების კონტროლირებული კლინიკური კვლევები ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა, ალბუმინის კლინიკურმა გამოცდილებამ ჯერ არ გამოავლინა რაიმე მავნე ზემოქმედება ორსულობის მიმდინარეობაზე, ნაყოფზე ან ახალშობილზე. ალბურექსი 20 - ით ცხოველებზე რეპროდუქციული კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, ადამიანის ალბუმინი არის სისხლის ნორმალური კომპონენტი.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არსებობს მტკიცებულება გვერდითი ეფექტების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად ვითარდება მსუბუქი რეაქციები, როგორიცაა ალები, ჭინჭრის ციება, ცხელება და გულისრევა. აღნიშნული რეაქციები ჩვეულებრივ სწრაფად ქრება, ინფუზიის სიჩქარის შენელების ან ინფუზიის შეწყვეტისას. ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს მძიმე ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ანაფილაქსიური შოკი. ამ შემთხვევაში ინფუზია უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.
გადამდები აგენტებთან დაკავშირებით უსაფრთხოების ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“.
ჭარბი დოზა
ჰიპერვოლემია შეიძლება განვითარდეს, თუ დოზირება და ინფუზიის სიჩქარე ძალიან მაღალია. გულსისხლძარღვოვანი გადატვირთვის პირველი კლინიკური ნიშნებისთანავე (თავის ტკივილი, ქოშინი, საუღლე ვენის შეგუბება), ან მომატებული არტერიული წნევის, მომატებული ცენტრალური ვენური წნევის ან ფილტვის შეშუპების შემთხვევაში, ინფუზია სასწრაფოდ უნდა შეწყდეს და დაიწყოს პაციენტის ჰემოდინამიკური პარამეტრების სათანადო მონიტორინგი.
თვისებები/ეფექტები
ათქ კოდი: B05AA01.
შემადგენლობა
ა. აქტიური ნივთიერება
ადამიანის ალბუმინი
ბ. დამხმარე ნივთიერებები
ნატრიუმის N-აცეტილტრიპტოფანატი 16 მმოლ/ლ
ნატრიუმის კაპრილატი 16 მმოლ/ლ
ნატრიუმის ქლორიდი q.s. ნატრიუმის შემადგენლობა 140 მმოლ/ლ
საინექციო წყალი q.s. 1 ლ
ალბურექსი 20 შეესაბამება ევროპული ფარმაკოპეის ზედა ზღვარს საინფუზიო ადამიანის ალბუმინის ხსნარებში ალუმინის შემცველობისთვის (მაქსიმუმ 200 მიკროგრამი/ლ).
ფარმაკოლოგიური თვისებები
პლაზმის შემცვლელელი და პლაზმის ცილის ფრაქციები.
ადამიანის ალბუმინი რაოდენობრივად შეადგენს პლაზმაში არსებული ცილების საერთო რაოდენობის >50%-ს და ღვიძლის პროტეინული სინთეზის აქტივობის დაახლოებით 10%-ს.
მოქმედების მექანიზმი/ფარმაკოდინამიკა
ალბუმინის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური ფუნქციები განპირობებულია იმ ფაქტით, რომ იგი ხელს უწყობს სისხლის ონკოტურ წნევას და ტრანსპორტირების ფუნქციას. ალბუმინი აწესრიგებს მოცირკულირე სისხლის მოცულობას და წარმოადგენს ჰორმონების, ფერმენტების, სამკურნალო საშუალებებისა და ტოქსინების გადამტანს.
ფარმაკოკინეტიკა
განაწილება
ნორმალური პირობებში, გამოყოფას დაქვემდებარებული ალბუმინი შეადგენს 4-5გ/კგ სხეულის წონაზე, საიდანაც 40-45% წარმოდგენილია ინტრავასკულარულად, ხოლო 55-60% ექსტრავასკულარულად. კაპილარების მომატებული გამტარობა ცვლის ალბუმინის კინეტიკას. პათოლოგიურ პირობებში შეიძლება განვითარდეს დარღვეული განაწილება, მაგ. მძიმე დამწვრობების და სეპტიკური შოკის დროს.
გამოყოფა
ნორმალურ პირობებში, ალბუმინის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 19 დღეს. სინთეზსა და დაშლას შორის ბალანსი მიიღწევა უკუმექანიზმით. ელიმინაცია უპირატესად უჯრედშიდაა და განპირობებულია ლიზოსომების პროტეაზებით.
ჯანმრთელ სუბიექტებში, შეყვანილი ალბუმინის 10%-ზე ნაკლები გამოიდევნება ინტრავასკულური ნაწილიდან ინფუზიიდან პირველი 2 საათის შემდეგ. პლაზმის მოცულობაზე ეფექტის მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ცვალებადობები არსებობს. ზოგიერთ პაციენტში, პლაზმის მოცულობა მომატებული რჩება რამდენიმე საათის განმავლობაში. თუმცა, კრიკულად კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში, ალბუმინმა შეიძლება გამოჟონოს ვასკულურ სივრცეში მნიშვნელოვანი რაოდენობთ და წინასწარ განუსაზღვრელი სიჩქარით.
პრეკლინიკური მონაცემები
ადამიანის ალბუმინი არის ადამიანის პლაზმის ნორმალური კომპონენტი და მისი მოქმდება არ განსხვავდება ფიზიოლოგიური ალბუმინისგან.
ერთჯერადი დოზის ტოქსიურობის ტესტირებას ცხოველებში მცირე მნიშვნელობა აქვს და არ იძლევა ტოქსიკური ან ლეტალური დოზების ან დოზა-ეფექტის კავშირის შეფასების საშუალებას. არ არის შესაძლებელი მრავალჯერადი დოზის ტოქსიურობის ტესტირების ჩატარება ცხოველებში ჰეტეროლოგიური ცილების მიმართ ანტისხეულების განვითარების გამო.
დღეისათვის, ადამიანის ალბუმინი არ ასოცირდება ემბრიო-ფეტალულ ტოქსიურობასთან. არ გააჩნია მუტაგენური ან კანცეროგენული პოტენციალი. ცხოველების მოდელებში მწვავე ტოქსიურობის ნიშნები აღწერილი არ არის.
სხვა ინფორმაცია
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
CSL Behrlng
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
ალბურექსი® 20
შემადგენლობა
ა. აქტიური ნივთიერება
ადამიანის ალბუმინი
ბ. დამხმარე ნივთიერებები
ნატრიუმის N-აცეტილტრიპტოფანატი 16 მმოლ/ლ
ნატრიუმის კაპრილატი 16 მმოლ/ლ
ნატრიუმის ქლორიდი q.s. ნატრიუმის შემადგენლობა 140 მმოლ/ლ
საინექციო წყალი q.s. 1 ლ
ალბურექსი 20 შეესაბამება ევროპული ფარმაკოპეის ზედა ზღვარს საინფუზიო ადამიანის ალბუმინის ხსნარებში ალუმინის შემცველობისთვის (მაქსიმუმ 200 მიკროგრამი/ლ).
ფარმაცევტული ფორმა და აქტიური ნივთიერების შემადგენლობა ერთეულზე
საინფუზიო ხსნარი ინტრავენური გამოყენებისთვის.
ხსნარი შეიცავს 200 გ/ლ ადამიანის პლაზმის ცილას, რომლის სულ მცირე 96% არის ადამიანის ალბუმინი.
Alburex 20 არის თითქმის უფერო, ყვითელი, ქარვისფერი ან მწვანე საინფუზიო ხსნარი. ის ჰიპერონკოტურია ნორმალურ პლაზმასთან მიმართებაში.
ალბურექსი 20-ის ხსნარის 1 მლ შეიცავს დაახლოებით 3,2 მგ ნატრიუმს (140 მმოლ/ლ).
თერაპიული ჩვენებები
მოცირკულირე სისხლის მოცულობის აღდგენა და შენარჩუნება მოცულობის დეფიციტის დროს, როდესაც კოლოიდის გამოყენება არის ნაჩვენები.
ხელოვნური კოლოიდის ნაცვლად ალბუმინის არჩევა დამოკიდებული იქნება ცალკეული პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე, ოფიციალურ რეკომენდაციებზე დაყრდნობით.
დოზირება/მიღების წესი
გამოყენებული ალბუმინის ხსნარის კონცენტრაცია, დოზა და ინფუზიის სიჩქარე პაციენტის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს უნდა მოერგოს.
დოზირება
საჭირო დოზა დამოკიდებულია პაციენტის ზომაზე, ტრავმის ან ავადმყოფობის სიმძიმეზე და სითხის ან ცილების მიმდინარე დანაკარგზე. მოცირკულირე სისხლის მოცულობის და არა მხოლოდ პლაზმური ალბუმინის დონის განსაზღვრა, უნდა იქნას გამოყენებული საჭირო დოზის დასადგენად.
ადამიანის ალბუმინის შეყვანა ხდება ფრთხილი ჰემოდინამიკური მონიტორინგის ქვეშ; პარამეტრებში შედის: პარამეტრები მოიცავს:
არტერიულის სისხლის წნევა და გულისცემა,
ცენტრალური ვენური წნევა.
ფილტვის არტერიაში გამჭედავი (wedge) წნევა.
გამოყოფილი შარდის რაოდენობა,
ელექტროლიტები
ჰემატოკრიტი / ჰემოგლობინი.
პედიატრიული პოპულაცია
დოზირება ბავშვებსა და მოზარდებში (0-18 წელი) უნდა დარეგულირდეს პაციენტის ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით.
მიღების წესი
პროდუქტი მზად არის გამოსაყენებლად და მისი შეყვანა შეიძლება პირდაპირ ან შეიძლება ჯერ განზავდეს იზოტონურ ხსნარში (მაგ. 5%-იან გლუკოზის ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი). ინფუზიის სიჩქარე შეიძლება დარეგულირდეს ინდივიდუალური გარემოებებისა და ჩვენებების მიხედვით, თუმცა ჩვეულებრივ არ უნდა აღემატებოდეს 1 – 2 მლ/წთ-ს. პლაზმის გამოცვლისას ინფუზიის სიჩქარე უნდა შეესაბამებოდეს გამოყოფის სიჩქარეს.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ალბუმინის პრეპარატის ან სხვა ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ალერგიული ან ანაფილაქსიური ტიპის რეაქციების შემთხვევაში ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. ანაფილაქსიური შოკის შემთხვევაში, გამოიყენება შოკის მიმდინარე სამედიცინო გაიდლაინები.
ალბუმინი სიფრთხილით გამოიყენება ყველა იმ მდგომარეობების დროს, როდესაც ჰიპერვოლემია და მისი შედეგები ან ჰემოდილუცია შეიძლება წარმოადგენდეს განსაკუთრებულ რისკს პაციენტისათვის. ასეთი მდგომარეობების მაგალითები არის:
გულის შეგუბებითი უკმარისობა,
ჰიპერტენზია
საყლაპავის ვარიკოზები,
ფილტვის შეშუპება,
ჰემორაგიული დიათეზი,
მძიმე ანემია,
თირკმლის ან პოსტრენალური ანურია.
200 გრ/ლ ადამიანის ალბუმინის კოლოიდურ-ოსმოსური ეფექტი დაახლოებით ოთხჯერ აღემატება სისხლის პლაზმას. შესაბამისად, კონცენტრირებული ალბუმინის შეყვანისას, სიფრთხილე არის აუცილებელი პაციენტის ადექვატური ჰიდრატაციის უზრუნველსაყოფად. სისხლის მიმოქცევის გადატვირთვისა და ჰიპერჰიდრატაციისგან დაცვის მიზნით საჭიროა პაციენტის სათანადო მონიტორინგი.
200-250 გრ/ლ ადამიანის ალბუმინის ხსნარები შედარებით ნაკლებ ელექტროლიტებს შეიცავენ, ვიდრე 40-50 გრ/ლ ალბუმინის ხსნარები. ალბუმინის მიცემისას, აუცილებელია პაციენტის ელექტროლიტური სტატუსის მონიტორინგი და შესაბამისი ზომების მიღება ელექტროლიტური ბალანსის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის.
ალბუმინის ხსნარები არ უნდა განზავდეს საინექციო წყალში, ვინაიდან პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზი.
იმ შემთხვევაში, თუ შედარებით დიდი მოცულობა უნდა ჩანაცვლდეს, აუცილებელია კოაგულაციისა და ჰემატოკრიტის კონტროლი. სისხლის სხვა კომპონენტების (კოაგულაციის ფაქტორები, ელექტროლიტები, თრომბოციტები და ერითროციტები) ადექვატური ჩანაცვლების უზრუნველსაყოფად სიფრთხილე არის აუცილებელი.
ჰიპერვოლემია შეიძლება განვითარდეს, თუ დოზირებისა და ინფუზიის სიჩქარის კორექცია არ ხდება პაციენტის ცირკულაციის მიხედვით. გულსისხლძარღვოვანი გადატვირთვის პირველი კლინიკური ნიშნების (თავის ტვინი, ქოშინი, საუღლე ვენის შეგუბება) განვითარებისთანავე, ან მომატებული არტერიული წნევის, მომატებული ცენტრალური ვენური წნევის ან ფილტვის შეშუპების შემთხვევაში, ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტის ჰემოდინამიკური პარამეტრები სათანადოდ უნდა გაკონტროლდეს.
ალბურექსი 20-ის 1 მლ ხსნარი შეიცავს დაახლოებით 3,2 მგ ნატრიუმს (140 მმოლ/ლ), რაც გასათვალისწინებელია პაციენტებისათვის ნატრიუმის კონტროლირებულ დიეტაზე.
ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ ტრანსმისიულ აგენტებთან მიმართებაში
ადამიანის სისხლიდან ან პლაზმიდან მომზადებული სამკურნალო საშუალებების გამოყენების შედეგად გამოწვეული ინფექციების პრევენციის სტანდარტული ზომები მოიცავს დონორების შერჩევას, ინდივიდუალური დონაციების და პლაზმის დეპოს სკრინინგს ინფექციის სპეციფიკური მარკერებისთვის და ეფექტური საწარმოო ეტაპების ჩართვას ვირუსების ინაქტივაციის/მოცილებისთვის (აგრეთვე იხილეთ ნაწილი „თვისებები/ეფექტები“). ამის მიუხედავად, ადამიანის სისხლის ან პლაზმისგან მომზადებული პროდუქტების მიღებისას, ინფექციური აგენტების გადაცემის შესაძლებლობა სრულად ვერ გამოირიცხება. ეს ასევე ეხება უცნობ ან განვითარებად ვირუსებს და სხვა პათოგენებს.
ევროპული ფარმაკოპეის სპეციფიკაციების მიხედვით წარმოებული ალბუმინი ითვლება საიმედოდ უსაფრთხოდ ვირუსებისთვის.
რეკომენდებულია, ალბურექსი 20 ყოველი შეყვანისას, ჩაიწეროს პრეპარატის დასახელება და სერია, და შეიქმნას კავშირი პაციენტსა და პრეპარატის სერიას შორის.
ურთიერთქმედებები
ადამიანის ალბუმინსა და სხვა სამკურნალო პრეპარატებს შორის განსაკუთრებული ურთიერთქმედება ცნობილი არ არის. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ალბუმინის დონის ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სამკურნალო პროდუქტების ეფექტებზე, რომლებიც ძლიერად უკავშირდებიან ალბუმინს.
ორსულობა და ლაქტაცია
ქალებში ორსულობის დროს ალბურექსი 20 გამოყენების კონტროლირებული კლინიკური კვლევები ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა, ალბუმინის კლინიკურმა გამოცდილებამ ჯერ არ გამოავლინა რაიმე მავნე ზემოქმედება ორსულობის მიმდინარეობაზე, ნაყოფზე ან ახალშობილზე. ალბურექსი 20 - ით ცხოველებზე რეპროდუქციული კვლევები არ ჩატარებულა. თუმცა, ადამიანის ალბუმინი არის სისხლის ნორმალური კომპონენტი.
გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
არ არსებობს მტკიცებულება გვერდითი ეფექტების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად ვითარდება მსუბუქი რეაქციები, როგორიცაა ალები, ჭინჭრის ციება, ცხელება და გულისრევა. აღნიშნული რეაქციები ჩვეულებრივ სწრაფად ქრება, ინფუზიის სიჩქარის შენელების ან ინფუზიის შეწყვეტისას. ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს მძიმე ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ანაფილაქსიური შოკი. ამ შემთხვევაში ინფუზია უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.
გადამდები აგენტებთან დაკავშირებით უსაფრთხოების ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“.
ჭარბი დოზირება
ჰიპერვოლემია შეიძლება განვითარდეს, თუ დოზირება და ინფუზიის სიჩქარე ძალიან მაღალია. გულსისხლძარღვოვანი გადატვირთვის პირველი კლინიკური ნიშნებისთანავე (თავის ტკივილი, ქოშინი, საუღლე ვენის შეგუბება), ან მომატებული არტერიული წნევის, მომატებული ცენტრალური ვენური წნევის ან ფილტვის შეშუპების შემთხვევაში, ინფუზია სასწრაფოდ უნდა შეწყდეს და დაიწყოს პაციენტის ჰემოდინამიკური პარამეტრების სათანადო მონიტორინგი.
თვისებები/ეფექტები
ათქ კოდი: B05AA01.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პლაზმის შემცვლელელი და პლაზმის ცილის ფრაქციები.
ადამიანის ალბუმინი რაოდენობრივად შეადგენს პლაზმაში არსებული ცილების საერთო რაოდენობის >50%-ს და ღვიძლის პროტეინული სინთეზის აქტივობის დაახლოებით 10%-ს.
მოქმედების მექანიზმი/ფარმაკოდინამიკა
ალბუმინის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური ფუნქციები განპირობებულია იმ ფაქტით, რომ იგი ხელს უწყობს სისხლის ონკოტურ წნევას და ტრანსპორტირების ფუნქციას. ალბუმინი აწესრიგებს მოცირკულირე სისხლის მოცულობას და წარმოადგენს ჰორმონების, ფერმენტების, სამკურნალო საშუალებებისა და ტოქსინების გადამტანს.
ფარმაკოკინეტიკა
განაწილება
ნორმალური პირობებში, გამოყოფას დაქვემდებარებული ალბუმინი შეადგენს 4-5გ/კგ სხეულის წონაზე, საიდანაც 40-45% წარმოდგენილია ინტრავასკულარულად, ხოლო 55-60% ექსტრავასკულარულად. კაპილარების მომატებული გამტარობა ცვლის ალბუმინის კინეტიკას. პათოლოგიურ პირობებში შეიძლება განვითარდეს დარღვეული განაწილება, მაგ. მძიმე დამწვრობების და სეპტიკური შოკის დროს.
გამოყოფა
ნორმალურ პირობებში, ალბუმინის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 19 დღეს. სინთეზსა და დაშლას შორის ბალანსი მიიღწევა უკუმექანიზმით. ელიმინაცია უპირატესად უჯრედშიდაა და განპირობებულია ლიზოსომების პროტეაზებით.
ჯანმრთელ სუბიექტებში, შეყვანილი ალბუმინის 10%-ზე ნაკლები გამოიდევნება ინტრავასკულური ნაწილიდან ინფუზიიდან პირველი 2 საათის შემდეგ. პლაზმის მოცულობაზე ეფექტის მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ცვალებადობები არსებობს. ზოგიერთ პაციენტში, პლაზმის მოცულობა მომატებული რჩება რამდენიმე საათის განმავლობაში. თუმცა, კრიკულად კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში, ალბუმინმა შეიძლება გამოჟონოს ვასკულურ სივრცეში მნიშვნელოვანი რაოდენობთ და წინასწარ განუსაზღვრელი სიჩქარით.
პრეკლინიკური მონაცემები
ადამიანის ალბუმინი არის ადამიანის პლაზმის ნორმალური კომპონენტი და მისი მოქმდება არ განსხვავდება ფიზიოლოგიური ალბუმინისგან.
ერთჯერადი დოზის ტოქსიურობის ტესტირებას ცხოველებში მცირე მნიშვნელობა აქვს და არ იძლევა ტოქსიკური ან ლეტალური დოზების ან დოზა-ეფექტის კავშირის შეფასების საშუალებას. არ არის შესაძლებელი მრავალჯერადი დოზის ტოქსიურობის ტესტირების ჩატარება ცხოველებში ჰეტეროლოგიური ცილების მიმართ ანტისხეულების განვითარების გამო.
დღეისათვის, ადამიანის ალბუმინი არ ასოცირდება ემბრიო-ფეტალულ ტოქსიურობასთან. არ გააჩნია მუტაგენური ან კანცეროგენული პოტენციალი. ცხოველების მოდელებში მწვავე ტოქსიურობის ნიშნები აღწერილი არ არის.
სხვა ინფორმაცია
შეუთავსებლობა
ალბურექსი 20-ის შერევა სხვა სამკურნალო პრეპარატებთან, სისხლის და სისხლის წითელი უჯრედების ჩათვლით, არ შეიძლება.
ვარგისობა და შენახვის განსაკუთრებული პირობები
ალბურექსი 20 არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია გარეთა კოლოფზე და ფლაკონზე „EXP“. ალბურექსი 20 ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ. ფლაკონი შეინახეთ კოლოფში სინათლისაგან დაცვის მიზნით. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოყენებისა და მოხმარების ინსტრუქციები
ალბურექსი 20-ის შეყვანა ხდება ვენაში.
ხსნარის შეყვანა შეიძლება პირდაპირ ან ჯერ შეიძლება განზავდეს იზოტონურ ხსნარში (მაგ. 5% გლუკოზა ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდი). ალბუმინის ხსნარების განზავება არ შეიძლება საინექციო ხსნარში, ვინაიდან პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ჰემოდიალიზი.
დიდი მოცულობის შეყვანის შემთხვევაში, პროდუქტი გამოყენებამდე უნდა გათბეს ოთახის ან სხეულის ტემპერატურამდე.
ხსნარი არის გამჭვირვალე და ოდნავ ბლანტი. ინფუზიის ხსნარების გამოყენება დაუშვებელია, შემღვრევის ან ნალექის არსებობის შემთხვევაში. ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ ცილა არასტაბილურია ან ხსნარი დაბინძურებულია.
კონტეინერის გახსნის შემთხვევაში, შიგთავსის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შეფუთვა
ალბურექსი 20 ერთჯერადი გამოყენების შუშის ფლაკონი ტიპი II (ევრ. ფარმ.)
10 გრ/50 მლ
20 გრ/100 მლ
მწარმოებელი
CSL Behring AG
ბერნი, შვეიცარია
ტექსტის გადახედვის თარიღი
მარტი 2014
შენიშვნა: ალბურექსი® არის CSL Behring AG-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი ბევრ ქვეყანაში.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.






