აკნემიქსი, ეს არის გელის კონსისტენციის პროდუქტი, რომელიც მოქმედი ნივთიერებების სახით შეიცავს ბენზოილის პეროქსიდს და ერითრომიცინს. პრეპარატი განკუთვნილია კანის ზედაპირზე გამოყენებისთვის. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- benzoyl peroxide + ერითრომიცინი (erythromycin)
- ფორმა და შეფუთვა
- 5%+3% (50მგ+30მგ)/გ 46.6გ ადგილობრივი გამოყენების გელი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატები, აკნეს სამკურნალო ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები
- ATC კოდი
- D10AF52
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0509
- რეგისტრირებულია
- 17 მარტი 2023, მოქმედებს 17 მარტი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
აკნემიქსი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აკნემიქსი, ეს არის გელის კონსისტენციის პროდუქტი, რომელიც მოქმედი ნივთიერებების სახით შეიცავს ბენზოილის პეროქსიდს და ერითრომიცინს. პრეპარატი განკუთვნილია კანის ზედაპირზე გამოყენებისთვის.
პროდუქტის ერთ კოლოფში მოთავსებულია: 40გრ ბენზოილის პეროქსიდის გელის და 1.6 გრ ერითრომიცინის შემცველი პლასტმასის ტუბი, მასის შერევისთვის პლასტმასის ჩხირი და 6 მლ ოდენობის 70% მეთილის სპირტი. პროდუქტი გამოყენებისთვის წარმოდგენილიია მხოლოდ შერევის შემდეგ მიღებული ფორმით.
აკნემიქსი გამოიყენება ფერიმჭამელების (აკნეს) განვითარების თავიდან აცილების მიზნით.
- აკნემიქსის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
აკნემიქსი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ, აკნემიქსის შემადგენლობაში არსებული მოქმედი ნივთიერებების-ერითრომიცინის, ბენზოილის პეროქსიდის და ზემოთ ჩამოთვლილი სხვა ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ, არ გამოიყენოთ. ალერგიული რეაქციის ნიშნები: კანზე გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, სახის, ტუჩების, კისრის და ენის შესივება.
აკნემიქსი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:
თუ, ნაწლავებთან დაკავშირებული დაავადება გაქვთ (მაგ.წვრილი ნაწლავის ანთება, ლოკალური ენტერიტი, მსხვილი ნაწლავის ანთება, წყლულოვანი კოლიტი და ან ანტიბიოტიკებით გამოწვეული ნაწლავების ანთება, კოლიტი) და ან წარსულში ნაწლავებთნ დაკავშირებული დაავადება გადაიტანეთ, აკნემიქსის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
აკნემიქსის გამოყენების დაწყებამდე ექიმს მიაწოდეთ შემდეგი ინფორმაცია: ორსულობის არსებობის და ან არ არსებობის შესახებ, ბავშვთან ძუძუთი კვების არსებობის და ან არ არსებობის და ასევე მომავალში ორსულობის დაგეგმვის დეტალების შესახებ.
აკნემიქსი, მხოლოდ აკნეთი დაზიანებული კანის მიდამოში გამოიყენეთ. თვალის არეში გამოყენება არ შეიძლება. თუ, შემთხვევით თვალთან კონტაქტი დაფიქსირდება, თვალი წყლით კარგად გამოირეცხეთ.
აკემიქსის გამოყენების დროს კანის გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით ლოკალური ანტიბიოტიკები, სამკურნალო და ან ამაშრევებელი (პილინგის) მოქმედების მქონე საპნები და გამწმენდები, ძლიერი სიმშრალის ეფექტის მქონე საპნები და კოსმეტიკური საშუალებები, სპირტის მაღალი შემცველობის მქონე/და ან ქსოვილების გამამკვრივებელი წამლების (ასტრენჟანი)შემცველი პროდუქტები სიფრთხილით გამოიყენეთ.
აკნემიქსის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ერითრომიცინი კანის ზედაპირიდან შეიწოვება, ამ დროს კოლინჯის ანთება (კოლიტი) შეიძლება განვითარდეს. კოლინჯის ანთების (კოლიტის) ნიშნებია: გახანგრძლივებული და ძლიერი დიარეა, ძლიერი მუცლის ტკივილი და განავალში სისხლის და ლორწოს არსებობა. ასეთი მდგომარეობის გამოვლინების შემთხვევაში, აკნემიქსის გამოყენება შეწყვიტეთ და სასწრაფოდ თქვენს ექიმს მიმართეთ.
აკნემიქსის გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს ხახის შესივება, ყლაპვის გაძნელება, სუნთქვის გაძნელება. აღნიშნული შეიძლება განპირობებული იყოს წამლის მიმართ მომატებული მგრძნობელობის(ალერგიის) გამოვლინებით. მსგავსი მდგომარეობების დროს წამლის გამოყენება მაშინვე შეწყვიტეთ და კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
აკნემიქსი არ გამოიყენით: თვალის, ტუჩის, პირის ღრუსა და დანარჩენ ლორწოვან გარსებზე, ასევე არ გამოიყენება კანის ზედაპირზე ჭრილობის, იარის, მზის დამწვრობის და ეგზემის მსგავსი დაავადებების დროს კანის გაღიზიანებულ ნაწილებში.
თუ, კანზე ძლიერ გაღიზიანებას და ან სიმშრალეს შეამჩნევთ, მკურნალობა შეწყვიტეთ და კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.
ექიმის რეკომენდაციის გარეშე აკნემიქსთან ერთად კანზე სხვა რომელიმე აკნეს (ფერიმჭამელების)სამკურნალო წამალი არ გამოიყენოთ.
აკნემიქსის გამოყენების დროს შეიძლება გამოვლინდეს თმის გაუფერულება და ან ტანისამოსის შეღებვა.
სამკურნალო გელის მომზადების შემდეგ მზა გელის გამოყენების ხანგრძლივობა 3 თვეა.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები ამჟამად და ან წარსულის ნებისმიერ მომენტში თქვენთან გამოვლინდა, გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
აკნემიქსის გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად
აკნემიქსის გამოყენებისას, საკვებთან და ან სასმელთან ურთიერთქმედების შედეგად გამოვლენილი ცნობილი ეფექტი არ არსებობს.
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
აკნემიქსი, დღეში ორჯერ, დილით და საღამოს გამოიყენება. მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას ექიმი მოგაწვდით.
გამოყენების გაზა და მეთოდი:
აკნემიქსი, მხოლოდ კანის ზედაპირზე გარეგანი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. თუ, ექიმის მიერ სხვა რეკომენდაცია არ მოგეცემათ, აკნემიქსი გამოიყენეთ: მხოლოდ აკნეთი დაზიანებული კანის მიდამოში, კანი თბილი წყლით კარგად დაიბანეთ, ნაზად დაიმშრალეთ და შემდეგ თხელი ფენის სახით დღეში ორჯერ (დილით და საღამოს) კანზე დაიტანეთ. პრეპარატის გამოყენების შემდეგ ხელები დაიბანეთ.
წამლის გამოყენებამდე შერევა:
,,ერითრომიცინის ტუბი’’-ის წარწერის მქონე ნაწილი, სახურავის მოხსნამდე შეარხიეთ, დარწმუნდით რომ მასში არსებული ფხვნილი მოძრავია (წამლის ავადმყოფზე გადაცემამდე, რეკომენდირებულია საჭირო პროცედურა (წამლის მომზდება) ფარმაცევტის მეირ განხორციელდეს). ტუბში არსებულ ფხვნილს დაამატეთ 70% ეთილის სპირტის შემცველი ფლაკონი. ტუბი, ერითრომიცინის ფხვნილის სრულ გახსნამდე მარჯვნიდან-მარცხნივ შეანჯღრიეთ, ისე რომ არ დაიღვაროს.
ერითრომიცინის ფხვნილის და ეთილის სპირტის ნარევით მომზადებული ხსნარი ,,აკნემიქსის გელის’’ წარწერის მქონე ქილაში გადაიტანეთ (დაამატეთ) და ჰომოგენური მასის მიღებამდე (დაახლოებით 2.5 წუთი) შეფუთვის კოლოფში არსებული პლასტმასის ჩხირით მოურიეთ. მიღებული აკნემიქსის გელის ეტიკეტზე დააწერეთ გამოყენების ბოლო ვადა, რომელიც გამოითვლება გელის მომზადების თარიღზე შემდეგი 3 თვის დამატებით (მომზადების თარიღი+ 3 თვე). ამ ფორმით მომზადებული ნარევი, გაყინვის გარეშე და მჭიდროდ მორგებული სახურავით მაცივარში უნდა იქნას შენახული.
ელიდელი, დაავადების სიმპტომების და ნიშნების გამოვლინების განმავლობაში გამოიყენეთ. თუ, დაავადების სიმპტომები და ნიშნები კვლავ გამოვლინდება, მკურნალობა განმეორებით უნდა დაიწყოთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
12 წლამდე ასაკის ბავშვებში წამლის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადასტურებული, ამიტომ ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
აკნემიქსი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ხანდაზმულ ავადმყოფებში, აკნემიქსის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის გამოკვლეული.
სიფრთხილის ზომები
თუ, ფიქრობთ, რომ აკნემიქსის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, აკნემიქსის საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ:
თუ, აკნემიქსის საჭიროზე მეტი რაოდენობა გამოიყენეთ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
აკნემიქსის ჭარბი ოდენობით გამოყენების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს: სახის შესივება (ედემა-შეშუპება), ძლიერი ქავილი, კანზე ქერქების გაჩენა, სიწითლე (ერითემა). აღნიშნული მდგომარეობების გამოვლინების შემთხვევაში, წამლის გამოყენება მაშინვე შეწყვეტილი უნდა იქნას.
თუ, აკნემიქსის გამოყენება დაგავიწყდებათ:
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ გამოიყენოთ.
მოვლენები, რომელიც აკნემიქსით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
აკნემიქსით მკურნალობის დასრულების საკითხს ექიმი გადაწყვეტს.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე აკნემიქსის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ,
აკნემიქსის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის პერიოდში ჯერ საბოლოოდ დაზუსტებული არ არის. ორსულობის პერიოდში წამლის მოქმედებით მიღებული სარგებელი/ზიანის თანაფარდობა ექიმის მიერ განისაზღვრება, რომლის მიხედვითაც ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას აკნემიქსის გამოყენება/არ გამოყენების საკითხის შესახებ.
თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დადასტურდება, კონსულტაციისთვის მაშინვე თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება -ლაქტცია
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმცევტს მიმართეთ.
აკნემიქსის ლოკალური გამოყენების შემდეგ დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია. ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებზე აკნემიქსმა შეიძლება სერიოზული ზემოქმედება მოახდინოს, ამიტომ აკნემიქსით მკურნალობის გაგრძელება/შეწყვეტის და ან ძუძუთი კვების გაგრძელება/ შეწყვეტის საკითხს, ბავშვის მხრივ მოსალოდნელი შესაძლო სარგებელი/ზიანის და დედის მხრივ მოსალოდნელი შესაძლო სარგებელი/ზიანის გათვალისწინებით, საკითხს ექიმი გადაწყვეტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
აკნემიქსი, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედებას არ ახდენს.
აკნემიქსის შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
აკნემიქსის შემადგენლობაში არსებული ეთილის სპირტი კანისა და ლორწოვანი გარსების მსუბუქი გამღიზიანებელია,
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
აკნემიქსი, ჯვარედინი მოქმედების გამო კლინდამიცინის შემცველ პროდუქტებთან ერთად არ უნდა იქნას გამოყენებული.
აკნემიქსის გამოყენებამდე, თქვენს ექიმს აუცილებლად მიაწოდეთ ინფორმაცია :აკნეს სამკურნალოდ გამოყენებული საპნების, სპირტის შემცველი კოსმეტიკური პროდუქტების და აკნეს სამკურნალოდ გამოყენებული სხვა საშუალებების შესახებ, რადგანაც მათი ერთად გამოყენებისას შეიძლება არასასურველი საზიანო ეფექტები გამოვლინდეს.
თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.
გვერდითი მოვლენები
ძალიან გავრცელებული:10 ავადმყოფიდან სულ ცოტა 1 ავადმყოფთან ვლინდება.
გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან ვლინდება, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან, მაგრამ 1.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
იშვიათი:1.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან და 10.000 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
ძალიან იშვიათი: 10.000 ავადმყოფიდან <1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს.
უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, აკნემიქსის გამოყენება შეაჩერეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.
სახის შეშუპება (ედემა), სუნთქვის გაძნელება, ჭინჭრის ციებით მიმდინარე მომატებული მგრძნობელობის რექციები
მძიმე და მუდმივი დიარეა
ზემოთ აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდით ეფექტებია.
თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან ვლინდება, ეს ნიშნავს რომ თქვენ აკნემიქსის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ.
ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.
აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.
სხვა გვერდითი ეფექტები:
იშვიათი:
კანის სიმშრალე,
კანის სიწითლე (ერითემა),
ქავილი,
კანის აშრევება,
კანზე წვის შეგრძნება,
კანზე მოგრძნობელობის მომატება,
კანის ფერის ცვლილება
ძალიან იშვიათი:
მუცლის არეში სპაზმები
ყველა აღნიშნული აკნემიქსის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.
- აკნემიქსის შენახვა
აკნემიქსი, შერევამდე შეინახეთ <250C ოთახის ტემპერატურაზე.
უკვე შერეული პროდუქტი მაცივარში შეინახეთ (2-80C ტემპერატურაზე), არ გაყინოთ.
წამლის შერევამდე შენახვის ვადა 24 თვეა.
წამლის შერევის შემდეგ შენახვის ვადა 3 თვეა.
აკნემიქსი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ აკნემიქსი არ გამოიყენოთ.
თუ, პროდუქტზე და/და ან შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, აკნემიქსი არ გამოიყენოთ.
ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი:
ს.ს. ბილიმის წამლის წარმოება და ვაჭრობა
ქაფთანფაშას დასახლ. ზინჯირლიქუიუს ქ.N:184
34440. ბეიოღლუ- სტამბოლი
წარმოების ადგილი:
ს.ს. ბილიმის წამლის წარმოება და ვაჭრობა
GOSB 1900 ქ. N:1904
41480 გებზე-ქოჯაელი
ეთილის სპირტის ფლაკონი:
ს.ს. ფარმამაგ
34325 ავჯილარ-სტამბოლი
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 05.03.2019-ში დამოწმებულია.
12023539
..........................................................................................................................................
თარჯიმანი ნაილა იდნოევი
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამედიცინო პროდუქტის შერევამდე, დარწმუნდით, რომ პრეპარატი შენახულია 20-250 C ტემპერატურაზე. აღნიშნულის უზრუნველყოფისთვის, სამკურნალო პროდუქტები (ნაკრები) შერევამდე სულ ცოტა 2 საათის განმავლობაში 20-250 C ტემპერატურაზე უნდა დაყოვნოთ. ყოველი გამოყენების წინ ნარევს უნდა ამოურიოთ.
- .ერითრომიცინის წარწერის მქონე ტუბის სახურავის მოხსნამდე, ტუბზე ზემოდან მსუნუქი დარტყმით ფხვნილის სრულად ფუძეზე დაგროვება უზრუნველყავით. ფხვნილს, 70% ეთილის სპირტი დაამატეთ.
- . ტუბი ფხვნილის სრულ გახსნამდე კარგად შეანჯღრიეთ (სულ ცოტა 1 წუთი).
- .მიღებული ხსნარი (გახსნილი ფხვნილი და სპირტის ნარევი) ,,აკნემიქს 5%+ 3% გელი’’ წარწერის მქონე ქილაში გადაიტანეთ (ჩაამატეთ).
- .ლოდინის გარეშე, შეფუთვის კოლოფში არსებული პლასტმასის ჩხირით გამორევა დაიწყეთ. გამოურიეთ მანამ (დაახლოებთ 2.5 წუთი), სანამ არ მიიღება ერთგვაროვანი, ნაწილაკების გარეშე მასა. აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ პროდუქტი უკვე გამოყენებისთვის მზა მდგომარეობაშია. მომზადებული პროდუქტის შეფუთვაზე დააწერეთ პრეპარატის მომზადების თარიღი და ასევე მომზადებიდან 3 თვის შემდეგომი თარიღი. ნარევი, ამ პერიოდის განმავლობაში შენახული უნდა იქნას მჭიდროდ მორგებული სახურავით, გაყინვის გარეშე, მაცივრის კარის უჯრაში.
- პროდუქტი, ყოველი გამოყენების წინ ამორეულ უნდა იქნას.
აკნემიქსის ნაკრების ფოტო-1-2-3 12020394
თარჯიმანი ნაილა იდნოევი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.




