პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტინეოპლაზური საშუალებები

აიბრანსი

Ibrance™

რეცეპტით75მგინსტრუქცია ქართულადგერმანია
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი აიბრანსი™ ნაჩვენებია სარძევე ჯირკვლის ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ დადებითი ჰორმონალური რეცეპტორების (HR+), უარყოფითი მე-2 ტიპის ადამიანის ზრდის ეპიდერმული ფაქტორის რეცეპტორის (HER2-) არსებობისას: კომბინაციაში არომატაზას ინჰიბიტორთან; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
პალბოციკლიბი (palbociclib)
ფორმა და შეფუთვა
75მგ მყარი კაფსულა №21 (3X7)
მწარმოებელი
Pfizer Manufacturing Deutschland GmbH, გერმანია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტინეოპლაზური საშუალებები, ციკლინ-დამოკიდებული კინაზას (CDK) ინჰიბიტორები
ATC კოდი
L01EF01
რეგისტრაციის ნომერი
რ-039479
რეგისტრირებულია
2 ნოემბერი 2023, მოქმედებს 2 ნოემბერი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Pfizer H.C.P. Corporation (აშშ)
განმცხადებელი
Pfizer H.C.P. Corporation (აშშ)
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებააიბრანსი და სხვა წამალი ერთად

აიბრანსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი აიბრანსი™ ნაჩვენებია სარძევე ჯირკვლის ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ დადებითი ჰორმონალური რეცეპტორების (HR+), უარყოფითი მე-2 ტიპის ადამიანის ზრდის ეპიდერმული ფაქტორის რეცეპტორის (HER2-) არსებობისას:

კომბინაციაში არომატაზას ინჰიბიტორთან;

კომბინაციაში ფულვესტრანტთან ქალებში ჩატარებული ენდოკრინული თერაპიის შემდეგ.

ქალებში პრე- ან პერიმენოპაუზის პერიოდში საჭიროა ენდოკრინული თერაპიის კომბინირება მალუთეინიზებელი ჰორმონის რილიზინგ-ჰორმონის 1აგონისტის დანიშვნით.

გამოყენების დაწყებამდე საჭირო ცნობები

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატ აიბრანსით™ მკურნალობა უნდა დაწყოს და ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების გამოყენების გამოცდილება.

მკურნალობის სრული 28 დღიანი კურსის ფარგლებში რეკომენდებული დოზა არის 125 მგ პალბოციკლიბი ერთხელ დღე-ღამეში 21 დღე უწყვეტად, შემდეგი 7 დღე არ მიიღება პრეპარატი (რეჟიმი 3/1). პრეპარატ აიბრანსით™ მკურნალობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს კლინიკური სარგებლის მიღებამდე ან მიუღებელი ტოქსიკურობის გამოვლენამდე.

პალბოციკლიბთან ერთდროულად გამოყენებისას არომატაზას ინჰიბიტორი მიიღება დოზირების რეჟიმის შესაბამისად, რომელიც მითითებულია პრეპარატის მოკლე დახასიათებაში. პრე- და პერიმენოპაუზის პერიოდში ქალებში პალბოციკლიბის და არომატაზას ინჰიბიტორის კომბინაციასთან ერთად აუცილებლად უნდა დაინიშნოს LHRH-ის აგონისტი.

პალბოციკლიბთან ერთდროულად გამოყენებისას ფულვესტრანტის რეკომენდებული დოზა არის 500 მგ კუნთში პირველ, მე-15, 29-ე დღეს, შემდეგ თვეში ერთხელ. პალბოციკლიბისა და ფულვესტრანტის კომბინაციით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს პრე- და პერიმენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში აუცილებლად უნდა დაინიშნოს LHRH-ის აგონისტი ადგილობრივი კლინიკური პრაქტიკის შესაბამისად.

პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ პრეპარატის მიღება საჭიროა ყოველდღე, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. თუ პრეპარატის დოზის მიღების შემდეგ განვითარდა ღებინება ან პაციენტმა გამოტოვა დოზის მიღება, დაუშვებელია პრეპარატის დამატებითი დოზის მიღება იმავე დღეს. შემდგომი დანიშნული დოზა მიიღება ჩვეულ დროს.

დოზის კორექცია

პრეპარატ აიბრანსის™ დოზების მოდიფიკაცია რეკომენდებულია ინდივიდუალური უსაფრთხოების და ამტანობის გათვალისწინებით.

ზოგიერთი არასასურველი რეაქციის მკურნალობის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის დროებით შეწყვეტა/დოზის მიღების დროის გადაწევა და/ან დოზის შემცირება ან პრეპარატის საერთოდ შეწყვეტა 1-ლი, მე-2 და მე-3 ცხრილებში მოცემული დოზის კლების გრაფიკის გათვალისწინებით.

ცხრილი 1. პრეპარატ აიბრანსის™ დოზის მოდიფიკაციის რეკომენდაცია არასასურველი რეაქციების განვითარების შემთხვევაში

დოზის დონე

დოზა

რეკომენდებული დოზა

125 მგ/დღე-ღამეში

დოზის პირველად შემცირება

100 მგ/დღე-ღამეში

დოზის მეორედ შემცირება

75 მგ/დღე-ღამეში*

  • თუ საჭიროა დოზის შემცირება დღე-ღამეში 75 მგ-ზე დაბლა მკურნალობა უნდა შეწყდეს.

პრეპარატ აიბრანსით™ მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის ყოველი ციკლის დაწყებისას, ასევე პირველი ორი ციკლის მე-15 დღეს და კლინიკური ჩვენებების მიხედვით უნდა გაკონტროლდეს სისხლის საერთო ანალიზი.

პაციენტებში არაუმეტეს 1 ან 2 ხარისხის სიმძიმის ნეიტროპენიით, პირველი 6 ციკლის განმავლობაში საჭიროა შემდეგი ციკლებისთვის განხორციელდეს სისხლის საერთო ანალიზის შედეგების მონიტორინგი ყოველ 3 თვეში ციკლის დაწყებამდე და კლინიკური მაჩვენებლების თანახმად.

პრეპარატ აიბრანსის™ მიღება რეკომენდებულია თუ ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) არის ≥1000/მმ3 და თრომბოციტების რაოდენობა კი შეადგენს ≥50 000/მმ3.

ცხრილი 2. პრეპარატ აიბრანსის™ დოზის მოდიფიკაცია და პაციენტების მკურნალობის ტაქტიკა ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის განვითარებისას

სიმწვავის ხარისხი CTCAE-ის მიხედვით

დოზების მოდიფიკაცია

1 და მე-2 ხარისხის სიმძიმე

პრეპარატის დოზის კორექცია არ არის საჭირო.

მე-3ა ხარისხის სიმძიმე

ციკლის 1 დღე

დროებით უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ აიბრანსის™ მიღება სიმძიმის ხარისხის აღდგენამდე ≤2-მდე და გაიმეოროთ სისხლის საერთო ანალიზი 1 კვირაში. სიმძიმის ხარისხი ≤2-მდე გამოჯანმრთელებისას დაიწყეთ შემდეგი ციკლი იმავე დოზით.

პირველი ორი ციკლის მე-15 დღე

თუ მე-15 დღეს აღინიშნება სიმძიმის ხარისხი 3, პრეპარატ აიბრანსის™ მიღება უნდა გააგრძელოთ მიმდინარე დოზით ციკლის დასრულებამდე და გაიმეოროთ სისხლის საერთო ანალიზი 22-ე დღეს.

თუ 22-ე დღეს აღინიშნება სიმძიმის ხარისხი 4, იხ. სიმძიმის მე-4 ხარისხის დროს დოზის შეცვლასთან დაკავშირებით ქვემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები.

უნდა შეფასდეს დოზების შემცირების საჭიროება, თუ ნეიტროპენიის სიმძიმის მე-3 ხარისხის შემცირება ხანგრძლივია (1 კვირაზე მეტი) ან ნეიტროპენიის სიმძიმის განმეორებით გაზრდისას სიმძიმის მე-3 ხარისხამდე მკურნალობის შემდგომი ციკლების პირველ დღეს.

მე-3ბ ხარისხის სიმძიმე ANC (<1000-დან 500/მმ3-მდე) + ცხელება ≥38,5°C და (ან) ინფექცია

ნებისმიერ დროს:

დროებით უნდა შეაჩეროთ პრეპარატ აიბრანსის™ მიღება სიმძიმის ხარისხის შემცირებამდე ≤2-მდე.

მკურნალობა უნდა განახლდეს უფრო დაბალი დოზებით.

მე-4ა ხარისხის სიმძიმე

ნებისმიერ დროს:

დროებით უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ აიბრანსის™ მიღება სიმძიმის ხარისხის შემცირებამდე ≤2-მდე.

სიმძიმის ხარისხი CTCAE 4.0-ის მიხედვით.

ANC - ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა; CTCAE - არასასურველი მოვლენების ზოგადი ტერმინოლოგიური კრიტერიუმები (Common Terminology Criteria for Adverse Events (CTCAE); LLN- ნორმის ქვედა ზღვარი.

ა ცხრილი ვრცელდება ყველა ჰემატოლოგიურ არასასურველ რეაქციაზე, გარდა ლიმფოპენიისა (მხოლოდ თუ იგი არ უკავშირდება კლინიკურ მოვლენებს, მაგ: ოპორტუნისტულ ინფექციებს).

ბ ANC: სიმძიმის ხარისხი 1: ANC <LLN – 1500/მმ3; სიმძიმის ხარისხი 2: ANC 1000-1500/მმ3; სიმძიმის ხარისხი 3: ANC 500-1000/მმ3; სიმძიმის ხარისხი 4: ANC <500/მმ3;

ცხრილი 3. პრეპარატ აიბრანსის™ დოზის მოდიფიკაცია და პაციენტების მკურნალობის ტაქტიკა არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობის განვითარებისას

სიმძიმის ხარისხი CTCAE-ის მიხედვით

დოზების მოდიფიკაცია

სიმძიმის 1 და მე-2 ხარისხი

პრეპარატის დოზების კორექცია არ არის საჭირო.

სიმძიმის ≥მე-3 ხარისხის არაჰემატოლოგიური ტოქსიკური მოვლენები (თუ ნარჩუნდება მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა)

პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს სანამ სიმპტომების სიმძიმის ხარისხი არ შემცირდება:

სიმძიმის ≤1 ხარისხამდე;

სიმძიმის ≤2 ხარისხამდე (თუ მოვლენა რისკის ქვეშ არ აყენებს პაციენტის უსაფრთხოებას).

CTCAE - არასასურველი მოვლენების ზოგადი ტერმინოლოგიური კრიტერიუმები (Common Terminology Criteria for Adverse Events (CTCAE).

ფილტვების მძიმე ინტერსტიციული დაავადების (ფიდ)/პნევმონიტის მქონე პაციენტებში პრეპარატ აიბრანსის™ გამოყენება საერთოდ უნდა შეწყდეს.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები

≥65 წლის პაციენტებში პრეპარატ აიბრანსის™ დოზის კორექცია არ არის საჭირო.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის (A და B კლასი ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით) უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატ აიბრანსის™ დოზის კორექცია არ არის საჭირო. ღვიძლის მძიმე ხარისხის (C კლასი ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით) უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატ აიბრანსის™ რეკომენდებული დოზა შეადგენს 75 მგ ერთხელ დღე-ღამეში 3/1 გრაფიკის შესაბამისად.

თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტები

თირკმელების მსუბუქი, საშუალო ან მძიმე ხარისხის უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი [CrCl] ≥15 მლ/წთ) მქონე პაციენტებში პრეპარატ აიბრანსის™ დოზის კორექცია არ არის საჭირო. პაციენტებისათვის, რომლებსაც სჭირდებათ ჰემოდიალიზი, დოზების კორექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გასაცემად საკმარისი მონაცემები არ მოიპოვება.

ბავშვები

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატ აიბრანსის™ უსაფრთხოება და ეფექტიანობა არ არის დადგენილი. მონაცემები არ მოიპოვება.

მიღების წესი

პრეპარატი აიბრანსი™ განკუთვნილია მხოლოდ პერორალური გამოყენებისათვის. პრეპარატის მიღება საჭიროა საკვებთან ერთად, სასურველია სრულფასოვანი კვების დროს, რათა უზრუნველყოფილი იქნას პალბოციკლიბის ზემოქმედების შესაბამისი დონე. პალბოციკლიბის მიღება არ შეიძლება გრეიპფრუტთან ან გრეიპფრუტის წვენთან ერთად.

პრეპარატ აიბრანსის™ კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად (არ დაღეჭოთ, არ გადატეხოთ და არ გახსნათ მიღებამდე). კაფსულების მიღება არ შეიძლება, თუ გადატეხილია, აქვს ნაპრალები ან მთლიანობა დარღვეულია სხვაგვარად.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პარაგრაფში ~დამატებითი ცნობები~

კრაზანას პრეპარატების მიღება (იხ. პარაგრაფი ~ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან~)

ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი

სიფრთხილის ზომები

ქალები პრე- და პერიმენოპაუზის პერიოდში

პრეპარატ აიბრანსის™ არომატაზას ინჰიბიტორთან კომბინაციაში დანიშვნისას ქალებში პრე- ან პერიმენოპაუზის პერიოდში აუცილებლად უნდა ჩატარდეს აბლაცია/საკვერცხეების ფუნქციის დათრგუნვა LHRH-ის აგონისტით, რაც განპირობებულია არომატაზას ინჰიბიტორების მოქმედების მექანიზმით.

ქალებში პრე- ან პერიმენოპაუზის პერიოდში პალბოციკლიბის ფულვესტრანტთან კომბინაციაში გამოყენება შესწავლილია მხოლოდ LHRH-ის აგონისტთან ერთად მიღებისას.

კრიტიკული ორგანული მეტასტაზი

პალბოციკლიბის ეფექტიანობა და უსაფრთხოება არ არის შესწავლილი პაციენტებში, რომელთაც აქვთ კრიტიკული ორგანული მეტასტაზი.

ჰემატოლოგიური დარღვევები

პაციენტებში, რომელთაც უვითარდებათ მე-3 ან მე-4 ხარისხის სიმძიმის ნეიტროპენია, რეკომენდებულია პრეპარატის შეწყვეტა, დოზის შემცირება ან მკურნალობის ციკლის დაწყება მოგვიანებით. საჭიროა შესაბამისი კონტროლი.

ფილტვების ინტერსტიციული დაავადება (ფიდ)/პნევმონიტი

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა პრეპარატ აიბრანსით™ ენდოკრინულ თერაპიასთან კომბინაციაში, შეიძლება აღინიშნოს ფილტვების ინტერსტიციული დაავადების ან/და პნევმონიტის მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში ან ლეტალური შემთხვევები.

პაციენტებში, რომლებიც იღებდენ პრეპარატ აიბრანსს™, აღინიშნა ნებისმიერი ხარისხის სიმძიმის ფიდ/პნევმონიტი, ამასთან, პაციენტებში რეგისტრირებულია მე-3 ხარისხის სიმძიმის შემთხვევები, მაგრამ არ არის რეგისტრირებული მე-4 ხარისხის სიმძიმის და ლეტალური შემთხვევები. ფიდ/პნევმონიტის დამატებითი შემთხვევები, მათ შორის ლეტალური შემთხვევები, რეგისტრირებულია პრეპარატი რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში.

საჭიროა პაციენტების მონიტორინგი ფილტვების მხრივ სიმპტომების თვალსაზრისით, რომლებიც მიუთითებს ფიდ/პნევმონიტზე (როგორიცაა ჰიპოქსია, ხველა, ქოშინი). სასუნთქი სისტემის მხრივ ახალი სიმპტომების ან მათი დამძიმების შემთხვევაში, ასევე ფიდ/პნევმონიტის განვითარებაზე ეჭვის არსებობისას, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატ აიბრანსით™ მკურნალობა და შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა. პრეპარატი აიბრანსი™ სრულად უნდა მოიხსნას მძიმე ხარისხის ფილტვების ინტერსტიციული დაავადების/პნევმონიტის მქონე პაციენტებში.

ინფექციები

ვინაიდან პრეპარატ აიბრანსს™ გააჩნია ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვის უნარი, შესაბამისად მან შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციისადმი მიდრეკილება.

უნდა მოხდეს პაციენტზე დაკვირვება ინფექციის ნიშნების და სიმპტომების მხრივ და ჩატარდეს სამედიცინო თვალსაზრისით დასაბუთებული მკურნალობა.

ექიმმა უნდა აცნობოს პაციენტს, რომ დაუყოვნებლივ აცნობოს ცხელების ნებისმიერი ეპიზოდის შესახებ.

ვენური თრომბოემბოლია

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ აიბრანსს™, რეგისტრირებულია ვენური თრომბოემბოლიის შემთხვევები. უნდა მოხდეს პაციენტზე დაკვირვება ღრმა ვენების თრომბოზის და ფილტვის ემბოლიის ნიშნებისა და სიმპტომების მხრივ და ჩატარდეს სამედიცინო თვალსაზრისით დასაბუთებული მკურნალობა.

ღვიძლის უკმარისობა

პრეპარატი აიბრანსი™ სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის საშუალო ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, ტოქსიკურობის ნიშნების გულდასმით მონიტორინგის ფონზე.

თირკმელების უკმარისობა

პრეპარატი აიბრანსი™ სიფრთხილით გამოიყენება თირკმელების საშუალო ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, ტოქსიკურობის ნიშნების გულდასმით მონიტორინგის ფონზე.

CYP3A4-ის ინჰიბიტორების ან ინდუქტორების ერთდროულად გამოყენება

CYP3A4-ის ძლიერმა ინჰიბიტორებმა შესაძლოა გამოიწვიოს ტოქსიკურობის გაძლიერება. პალბოციკლიბით მკურნალობისას თავი შეიკავეთ CYP3A-ს ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროულად მიღებისგან.

კომბინირებული თერაპია შესაძლოა განიხილოს პოტენციური სარგებელის და რისკის გულდასმით შეფასების შემდეგ. თუ აუცილებელია CYP3A-ს ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროულად დანიშვნა, პრეპარატ აიბრანსის™ დოზა უნდა შემცირდეს 75მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში. ძლიერი ინჰიბიტორის ერთდროულად გამოყენების შეწყვეტის შემდეგ საჭიროა პრეპარატ აიბრანსის™ დოზის გაზრდა (ინჰიბიტორის ნახევარგამოყოფის 3-5 პერიოდის გასვლის შემდეგ) იმ დოზამდე, რომელსაც პაციენტი ღებულობდა CYP3A-ს ძლიერი ინჰიბიტორით მკურნალობის დაწყებამდე.

CYP3A-ს ინდუქტორების ერთდროულად მიღებისას შესაძლოა შემცირდეს პალბოციკლიბის ზემოქმედება და შესაბამისად გამოიწვიოს არასათანადო ეფექტიანობის რისკი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოერიდეთ პალბოციკლიბის და CYP3A4-ის ძლიერი ინდუქტორების ერთდროულად მიღებას. პალბოციკლიბის და CYP3A-ს ზომიერი ინდუქტორების ერთდროულად მიღებისას დოზის კორექცია არ არის საჭირო.

შვილოსნობის უნარის მქონე ქალები ან მათი პარტნიორები

შვილოსნობის უნარის მქონე ქალებმა ან მათ მამრობითი სქესის პარტნიორებმა პრეპარატ აიბრანსის™ მიღების დროს უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის მაღალეფექტური მეთოდები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პალბოციკლიბი ძირითადად მეტაბოლიზდება ციტოქრომ CYP3A-ს იზოფერმენტით და სულფოტრანსფერაზას (SULT) SULT2A1 ფერმენტით. პალბოციკლიბი არის CYP3A-ს სუსტი ინჰიბიტორი და მისი მაინჰიბირებელი მოქმედება დამოკიდებულია დროზე.

სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა პალბოციკლიბის ფარმაკოკინეტიკაზე

CYP3A-ს ინჰიბიტორების გავლენა

იტრაკონაზოლის 200 მგ მრავალჯერადი დოზების და პალბოციკლიბის 125 მგ ერთჯერადი დოზის ერთდროულად მიღება იწვევდა პალბოციკლიბის ზემოქმედების საერთო დონის (AUCinf) და მაქსიმალური კონცენტრაციის (Cmax) ზრდას, მონოთერაპიის სახით პალბოციკლიბის 125 მგ ერთჯერადი დოზის მიღებასთან შედარებით.

თავი შეიკავეთ CYP3A-ს ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისგან, მათ შორის როგორებიცაა: კლარითრომიცინი, ინდინავირი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ლოპინავირი/რიტონავირი, ნეფაზოდონი, ნელფინავირი, პოზაკონაზოლი, საქვინავირი, ტელაპრევირი, ტელითრომიცინი, ვორიკონაზოლი და გრეიპფრუტი ან გრეიპფრუტის წვენი.

CYP3A-ს სუსტი და ზომიერი იჰიბიტორების გამოყენებისას დოზების კორექცია არ არის საჭირო.

CYP3A-ს ინდუქტორების გავლენა

რიფამპიცინის 600 მგ მრავალჯერადი დოზების და პალბოციკლიბის 125 მგ ერთჯერადი დოზის ერთდროულად მიღება იწვევდა პალბოციკლიბის AUCinf და Cmax შემცირებას, მხოლოდ პალბოციკლიბის 125 მგ ერთჯერად დოზასთან შედარებით.

თავი უნდა შეიკავოთ CYP3A-ს ძლიერ ინდუქტორებთან ერთად მიღებისგან, მათ შორის, როგორებიცაა: კარბამაზეპინი, ენზალუტამიდი, ფენიტოინი, რიფამპიცინი და კრაზანა.

მოდაფინილის (CYP3A-ს ზომიერი ინდუქტორი) 400 მგ მრავალჯერადი დღიური დოზების და პრეპარატ აიბრანსის™ 125მგ ერთჯერადი დოზის ერთდროულად მიღება იწვევდა პალბოციკლიბის AUCinf და Cmax შემცირებას, მხოლოდ პრეპარატ აიბრანსის™ 125მგ ერთჯერადი დოზის მიღებასთან შედარებით. CYP3A-ს ზომიერი ინდუქტორების გამოყენებისას დოზის კორექცია საჭირო არ არის.

სამკურნალო საშუალებების გავლენა, რომლებიც ამცირებენ მჟავიანობის დონეს

საკვების (ცხიმების ზომიერი შემცველობით) მიღებისას, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის რაბეპრაზოლის მრავალჯერადი დოზების და პრეპარატ აიბრანსის™ 125 მგ ერთჯერადი დოზის ერთდროულად მიღება იწვევდა პალბოციკლიბის Cmax შემცირებას AUCinf-ზე შეზღუდული გავლენით, მხოლოდ პრეპარატ აიბრანსის™ 125 მგ ერთჯერად დოზასთან შედარებით.

საკვების მიღებისგან თავის შეკავებისას, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის რაბეპრაზოლის მრავალჯერადი დოზების და პრეპარატ აიბრანსის™ 125 მგ ერთჯერადი დოზის ერთდროულად მიღება იწვევდა პალბოციკლიბის AUCinf და Cmax შემცირებას, მხოლოდ პრეპარატ აიბრანსის™ 125 მგ ერთჯერადი დოზის მიღებასთან შედარებით.

შესაბამისად, პრეპარატი აიბრანსი™ უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად, სასურველია სრულფასოვანი კვების დროს.

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან შედარებით კუჭის წვენის pH-ზე H2-რეცეპტორების ანტაგონისტების და ადგილობრივი მოქმედების ანტაციდების სუსტი ზემოქმედების გათვალისწინებით, არ არის მოსალოდნელი H2-რეცეპტორების ანტაგონისტების და ადგილობრივი მოქმედების ანტაციდების კლინიკურად მნიშვნელოვანი ზეგავლენა პალბოციკლიბის მოქმედებაზე საკვების მიღებისას.

პალბოციკლიბის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე

პალბოციკლიბს 125 მგ დოზით ყოველდღიურად მიღებისას და წონასწორული მდგომარეობის მიღწევისას გააჩნია სუსტი მაინჰიბირებელი მოქმედება CYP3A-სთან მიმართებაში დროის მიხედვით. პალბოციკლიბის და მიდაზოლამის მრავალჯერადი დოზების ერთდროულად მიღება იწვევდა AUCinf და Cmax მნიშვნელობების გაზრდას მხოლოდ მიდაზოლამის მიღებასთან შედარებით.

შესაძლოა საჭირო გახდეს CYP3A-ის ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე მგრძნობიარე სუბსტრატების (მაგალითად, ალფენტანილი, ციკლოსპორინი, დიჰიდროერგოტამინი, ერგოტამინი, ევეროლიმუსი, ფენტანილი, პიმოზიდი, ქინიდინი, სიროლიმუსი და ტაკროლიმუსი) დოზების შემცირება პრეპარატ აიბრანსთან™ ერთად მიღებისას, რადგან აღნიშნულმა პრეპარატმა შესაძლოა გააძლიეროს მათი ზემოქმედება.

სამკურნალწამლო ურთიერთქმედება პალბოციკლიბს და ლეტროზოლს შორის

სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტებში არ დაფიქსირებულა პალბოციკლიბსა და ლეტროზოლს შორის სამკურნალწამლო ურთიერთქმედება ამ ორი პრეპარატის ერთდროულად მიღებისას.

ტამოქსიფენის გავლენა პალბოციკლიბის ზემოქმედების დონეზე

პალბოციკლიბის ზემოქმედების დონე შედარებადია ტამოქსიფენის მრავალჯერად დოზებთან ერთად მიღებისას და პალბოციკლიბის მონოთერაპიის შემთხვევაში.

სამკურნალწამლო ურთიერთქმედება პალბოციკლიბსა და ფულვესტრანტს შორის

სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტებში არ დაფიქსირებულა კლინიკურად მნიშნელოვანი სამკურნალწამლო ურთიერთქმედება პალბოციკლიბსა და ფულვესტრანტს შორის ამ ორი პრეპარატის ერთობლივად მიღებისას.

სამკურნალწამლო ურთიერთქმედება პალბოციკლიბსა და პერორალურ კონტრაცეპტივებს შორის

პალბოციკლიბსა და პერორალურ კონტრაცეპტივებს შორის ურთიერთქმედების კვლევა არ ჩატარებულა.

გადამტანი ცილების კვლევა

ვარაუდობენ, რომ პალბოციკლიბი ახდენს ნაწლავის P-გლიკოპროტეინით (P-gp) და სარძევე ჯირკვლის კიბოს რეზისტენტობის ცილით (BCRP) განპირობებული ტრანსპორტის დათრგუნვას. შესაბამისად, პალბოციკლიბის და P-gp-ს სუბსტრატების (მაგალითად, დიგოქსინი, დაბიგატრანი, კოლხიცინი) ან BCRP-ს სუბსტრატების (მაგალითად, პრავასტატინი, როზუვასტატინი, სულფასალაზინი) ერთობლივად მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს მათი თერაპიული ეფექტის გაძლიერება და არასასურველი რეაქციები.

პალბოციკლიბს გააჩნია ორგანული კატიონების OCT1 გადამტანის აქტივობის დათრგუნვის უნარი, და შესაბამისად, შეუძლია გააძლიეროს აღნიშნული გადამტანის სუბსტრატების (მაგალითად, მეტფორმინი) ზემოქმედება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულებში პალბოციკლიბის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია ან არ მოიპოვება. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. პრეპარატ აიბრანსის™ მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს შვილოსნობის ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციას.

ძუძუთი კვება

ადამიანებში ან ცხოველებში რძის გამომუშავებაზე, დედის რძეში პრეპარატის არსებობაზე ან ძუძუზე მყოფ ბავშვებზე პალბოციკლიბის გავლენის შეფასების მიზნით კვლევა არ ჩატარებულა. უცნობია, გამოიყოფა თუ არა პალბოციკლიბი ადამიანის რძეში. პალბოციკლიბით მკურნალობის პერიოდში პაციენტების მიერ დაუშვებელია ძუძუთი კვება.

ფერტილობა

პალბოციკლიბმა შესაძლოა დააქვეითოს ფერტილობა მამაკაცებში. ამიტომ, პრეპარატ აიბრანსით™ მკურნალობის დაწყებამდე მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სპერმის კონსერვაციის საკითხი.

სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების თავისებურებები

პრეპარატი აიბრანსი™ უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. მიუხედავად ამისა, პრეპარატ აიბრანსმა™ შეიძლება გამოიწვიოს მომატებული დაღლილობა და პაციენტებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.

პრეპარატი აიბრანსი™ შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას (შეიცავს რძე და რძის პროდუქტები). თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობის შესახებ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

მოცემული სამკურნალო საშუალების ერთი კაფსულა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

რეკომენდაციები გამოყენებასთან დაკავშირებით

ჭარბი დოზა

პალბოციკლიბის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავური ტოქსიკურობის სიმპტომები (მაგალითად, გულისრევა, ღებინება) და ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა (მაგალითად, ნეიტროპენია), ამიტომ უნდა ჩატარდეს ზოგადი შემანარჩუნებელი მკურნალობა

სამკურნალო საშუალების ერთი ან რამდენიმე დოზის გამოტოვებისას მისაღები ზომები

თუ პაციენტს პრეპარატის დოზის მიღების შემდეგ განუვითარდა ღებინება ან თუ პაციენტმა გამოტოვა დოზის მიღება, არ შეიძლება პრეპარატის დამატებითი დოზის მიღება იმავე დღეს. შემდგომი დანიშნული დოზა მიიღება ჩვეულ დროს.

არასასურველი რეაქციების აღწერა, რომლებიც ვლინდება სამკურნალო საშუალების სტანდარტული გამოყენებისას, და ამ შემთხვევაში მისაღები ზომები

როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებს, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ქვემოთ მითითებული რომელიმე სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში:

ცხელება, კანკალი, სისუსტე, გაძნელებული სუნთქვა, სისხლდენა ან მსუბუქი სილურჯეების განვითარება; ეს სიმპტომები შეიძლება იყოს სისხლის შედედების მძიმე დარღვევის ნიშანი

გაძნელებული სუნთქვა, მშრალი ხველა ან ტკივილი გულ-მკერდის არეში, რომლებიც შეიძლება იყოს ფილტვის ანთებითი დაავადების ნიშანი (ფიდ/პნევმონიტი).

ტკივილი ფეხში და შეშუპება, ტკივილი გულ-მკერდის არეში, ქოშინი, გახშირებული სუნთქვა ან გულისცემა, რაც შეიძლება იყოს ვენებში თრომბის არსებობის ნიშანი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს).

ძალიან ხშირად: შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს

ინფექციები

ნეიტროფილების, ლეიკოციტების, ერითროციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

დაღლილობის შეგრძნება

მადის დაქვეითება

ანთება პირის და ტუჩების არეში (სტომატიტი), გულისრევა, ღებინება, დიარეა

გამონაყარი

თმის ცვენა

სისუსტე

ცხელება

ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების შედეგების ნორმიდან გადაცდენა

კანის სიმშრალე

ხშირად: შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

ცხელება ლეიკოციტების რაოდენობის მკვეთრად დაქვეითებით (ფებრილური ნეიტროპენია)

არამკვეთრი მხედველობა, ცრემლდენა, თვალების სიმშრალე

გემოს შეცვლა (დისგევზია)

სისხლდენა ცხვირიდან

გაძნელებული სუნთქვა, მშრალი ხველა ან ტკივილი გულ-მკერდის არეში, რომელიც შეიძLება იყოს ფილტვების ანთების ნიშანი (ფიდ/პნევმონიტი)

სიწითლე, ტკივილი, აქერცვლა, შეშუპება და ბუშტუკების წარმოქმნა ხელის გულებსა და(ან) ტერფებზე (პალმარულ-პლანტარული ერითროდიზესთეზიის სინდრომი)

არც ისე ხშირად: შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

კანის ანთება, რომელიც იწვევს წითელი აქერცლილი ლაქების განვითარებას, და შესაძლოა სახსრების ტკივილით და ცხელებით (წითელი მგლურას კანის ფორმა).

არასასურველი სამკურნალწამლო რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის შეტყობინებები სამკურნალო საშუალებების არაეფექტიანობის შესახებ, აცნობეთ სამედიცინო მუშაკს, ფარმაცევტს, ან გააგზავნეთ ინფორმაცია უშუალოდ სამკურნალო საშუალებების არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) მონაცემთა საინფორმაციო ბაზაში

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო სამეურნეო მართვის უფლებით ~სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო ნაკეთობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი~

http://www.ndda.kz

დამატებითი ცნობები

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა

ერთი კაფსულა შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას - პალბოციკლიბი 75 მგ ან 100 მგ, ან 125 მგ

დამხმარე ნივთიერებებს: მიკროკრისტალური ცელულოზა (PH102), ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი

ჟელატინის მკვრივი კაფსულის შემადგენლობა:

კორპუსი და ხუფი: ჟელატინი, რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171).

თეთრი მელნის S-1-7085 OPACODE® შემადგენლობა: შელაკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ამონიუმის ჰიდროქსიდი 28%, პროპილენგლიკოლი E1520, სიმეთიკონი.

აღწერილობა, სუნი, გემო

კაფსულები 75 მგ

ჟელატინის გაუმჭვირვალე მკვრივი კაფსულები ზომით #2, ღია ნარინჯისფერი კორპუსით თეთრი ფერით დატანილი წარწერთ “PBC 75”, ღია ნარინჯისფერი ხუფით თეთრი ფერით დატანილი წარწერით “Pfizer”. კაფსულის შემადგენლობა თითქმის თეთრიდან ყვითელ ფერამდე ფხვნილი.

კაფსულები 100 მგ

ჟელატინის გაუმჭვირვალე მკვრივი კაფსულები ზომით #1, ღია ნარინჯისფერი კორპუსით თეთრი ფერით დატანილი წარწერით “PBC 100”, კარამელისფერი ხუფით თეთრი ფერით დატანილი წარწერით “Pfizer”. კაფსულის შემადგენლობა თითქმის თეთრიდან ყვითელ ფერამდე ფხვნილი.

კაფსულები 125 მგ

ჟელატინის გაუმჭვირვალე მკვრივი კაფსულები ზომით #0, კარამელისფერი კორპუსით თეთრი ფერით დატანილი წარწერით “PBC 125”, კარამელისფერი ხუფით თეთრი ფერით დატანილი წარწერით “Pfizer”. კაფსულის შემადგენლობა თითქმის თეთრიდან ყვითელ ფერამდე ფხვნილი.

შენახვის პირობები

3 წელი.

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ

ფაიზერ მანუფაქტურინგ დოიჩლანდ გმბჰ, გერმანია

ფრაიბურგის წარმომადგენლობა

მუსვალდალლე 1

79090 ფრაიბურგი, გერმანია

ტელეფონი: +490761518-0

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტინეოპლაზური პრეპარატები და იმუნომოდულატორები. ანტინეოპლაზური პრეპარატები. პროტეინკინაზას ინჰიბიტორები. ციკლინდამოკიდებული კინაზას ინჰიბიტორები. პალბოციკლიბი.

ათქ კოდი: L01EF01

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია (ჩანართი)

სავაჭრო დასახელება

აიბრანსი™

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

პალბოციკლიბი

სამკურნალწამლო ფორმა, დოზირება

კაფსულები 75 მგ, 100 მგ, 125 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანტინეოპლაზური პრეპარატები და იმუნომოდულატორები. ანტინეოპლაზური პრეპარატები. პროტეინკინაზას ინჰიბიტორები. ციკლინდამოკიდებული კინაზას ინჰიბიტორები. პალბოციკლიბი.

ათქ კოდი: L01EF01

გამოყენების ჩვენება

პრეპარატი აიბრანსი™ ნაჩვენებია სარძევე ჯირკვლის ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ დადებითი ჰორმონალური რეცეპტორების (HR+), უარყოფითი მე-2 ტიპის ადამიანის ზრდის ეპიდერმული ფაქტორის რეცეპტორის (HER2-) არსებობისას:

კომბინაციაში არომატაზას ინჰიბიტორთან;

კომბინაციაში ფულვესტრანტთან ქალებში ჩატარებული ენდოკრინული თერაპიის შემდეგ.

ქალებში პრე- ან პერიმენოპაუზის პერიოდში საჭიროა ენდოკრინული თერაპიის კომბინირება მალუთეინიზებელი ჰორმონის რილიზინგ-ჰორმონის 1აგონისტის დანიშვნით.

გამოყენების დაწყებამდე საჭირო ცნობები

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პარაგრაფში ~დამატებითი ცნობები~

კრაზანას პრეპარატების მიღება (იხ. პარაგრაფი ~ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან~)

ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ქალები პრე- და პერიმენოპაუზის პერიოდში

პრეპარატ აიბრანსის™ არომატაზას ინჰიბიტორთან კომბინაციაში დანიშვნისას ქალებში პრე- ან პერიმენოპაუზის პერიოდში აუცილებლად უნდა ჩატარდეს აბლაცია/საკვერცხეების ფუნქციის დათრგუნვა LHRH-ის აგონისტით, რაც განპირობებულია არომატაზას ინჰიბიტორების მოქმედების მექანიზმით.

ქალებში პრე- ან პერიმენოპაუზის პერიოდში პალბოციკლიბის ფულვესტრანტთან კომბინაციაში გამოყენება შესწავლილია მხოლოდ LHRH-ის აგონისტთან ერთად მიღებისას.

კრიტიკული ორგანული მეტასტაზი

პალბოციკლიბის ეფექტიანობა და უსაფრთხოება არ არის შესწავლილი პაციენტებში, რომელთაც აქვთ კრიტიკული ორგანული მეტასტაზი.

ჰემატოლოგიური დარღვევები

პაციენტებში, რომელთაც უვითარდებათ მე-3 ან მე-4 ხარისხის სიმძიმის ნეიტროპენია, რეკომენდებულია პრეპარატის შეწყვეტა, დოზის შემცირება ან მკურნალობის ციკლის დაწყება მოგვიანებით. საჭიროა შესაბამისი კონტროლი.

ფილტვების ინტერსტიციული დაავადება (ფიდ)/პნევმონიტი

პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა პრეპარატ აიბრანსით™ ენდოკრინულ თერაპიასთან კომბინაციაში, შეიძლება აღინიშნოს ფილტვების ინტერსტიციული დაავადების ან/და პნევმონიტის მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში ან ლეტალური შემთხვევები.

პაციენტებში, რომლებიც იღებდენ პრეპარატ აიბრანსს™, აღინიშნა ნებისმიერი ხარისხის სიმძიმის ფიდ/პნევმონიტი, ამასთან, პაციენტებში რეგისტრირებულია მე-3 ხარისხის სიმძიმის შემთხვევები, მაგრამ არ არის რეგისტრირებული მე-4 ხარისხის სიმძიმის და ლეტალური შემთხვევები. ფიდ/პნევმონიტის დამატებითი შემთხვევები, მათ შორის ლეტალური შემთხვევები, რეგისტრირებულია პრეპარატი რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში.

საჭიროა პაციენტების მონიტორინგი ფილტვების მხრივ სიმპტომების თვალსაზრისით, რომლებიც მიუთითებს ფიდ/პნევმონიტზე (როგორიცაა ჰიპოქსია, ხველა, ქოშინი). სასუნთქი სისტემის მხრივ ახალი სიმპტომების ან მათი დამძიმების შემთხვევაში, ასევე ფიდ/პნევმონიტის განვითარებაზე ეჭვის არსებობისას, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატ აიბრანსით™ მკურნალობა და შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა. პრეპარატი აიბრანსი™ სრულად უნდა მოიხსნას მძიმე ხარისხის ფილტვების ინტერსტიციული დაავადების/პნევმონიტის მქონე პაციენტებში.

ინფექციები

ვინაიდან პრეპარატ აიბრანსს™ გააჩნია ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვის უნარი, შესაბამისად მან შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციისადმი მიდრეკილება.

უნდა მოხდეს პაციენტზე დაკვირვება ინფექციის ნიშნების და სიმპტომების მხრივ და ჩატარდეს სამედიცინო თვალსაზრისით დასაბუთებული მკურნალობა.

ექიმმა უნდა აცნობოს პაციენტს, რომ დაუყოვნებლივ აცნობოს ცხელების ნებისმიერი ეპიზოდის შესახებ.

ვენური თრომბოემბოლია

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ აიბრანსს™, რეგისტრირებულია ვენური თრომბოემბოლიის შემთხვევები. უნდა მოხდეს პაციენტზე დაკვირვება ღრმა ვენების თრომბოზის და ფილტვის ემბოლიის ნიშნებისა და სიმპტომების მხრივ და ჩატარდეს სამედიცინო თვალსაზრისით დასაბუთებული მკურნალობა.

ღვიძლის უკმარისობა

პრეპარატი აიბრანსი™ სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის საშუალო ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, ტოქსიკურობის ნიშნების გულდასმით მონიტორინგის ფონზე.

თირკმელების უკმარისობა

პრეპარატი აიბრანსი™ სიფრთხილით გამოიყენება თირკმელების საშუალო ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში, ტოქსიკურობის ნიშნების გულდასმით მონიტორინგის ფონზე.

CYP3A4-ის ინჰიბიტორების ან ინდუქტორების ერთდროულად გამოყენება

CYP3A4-ის ძლიერმა ინჰიბიტორებმა შესაძლოა გამოიწვიოს ტოქსიკურობის გაძლიერება. პალბოციკლიბით მკურნალობისას თავი შეიკავეთ CYP3A-ს ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროულად მიღებისგან.

კომბინირებული თერაპია შესაძლოა განიხილოს პოტენციური სარგებელის და რისკის გულდასმით შეფასების შემდეგ. თუ აუცილებელია CYP3A-ს ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროულად დანიშვნა, პრეპარატ აიბრანსის™ დოზა უნდა შემცირდეს 75მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში. ძლიერი ინჰიბიტორის ერთდროულად გამოყენების შეწყვეტის შემდეგ საჭიროა პრეპარატ აიბრანსის™ დოზის გაზრდა (ინჰიბიტორის ნახევარგამოყოფის 3-5 პერიოდის გასვლის შემდეგ) იმ დოზამდე, რომელსაც პაციენტი ღებულობდა CYP3A-ს ძლიერი ინჰიბიტორით მკურნალობის დაწყებამდე.

CYP3A-ს ინდუქტორების ერთდროულად მიღებისას შესაძლოა შემცირდეს პალბოციკლიბის ზემოქმედება და შესაბამისად გამოიწვიოს არასათანადო ეფექტიანობის რისკი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოერიდეთ პალბოციკლიბის და CYP3A4-ის ძლიერი ინდუქტორების ერთდროულად მიღებას. პალბოციკლიბის და CYP3A-ს ზომიერი ინდუქტორების ერთდროულად მიღებისას დოზის კორექცია არ არის საჭირო.

შვილოსნობის უნარის მქონე ქალები ან მათი პარტნიორები

შვილოსნობის უნარის მქონე ქალებმა ან მათ მამრობითი სქესის პარტნიორებმა პრეპარატ აიბრანსის™ მიღების დროს უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის მაღალეფექტური მეთოდები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პალბოციკლიბი ძირითადად მეტაბოლიზდება ციტოქრომ CYP3A-ს იზოფერმენტით და სულფოტრანსფერაზას (SULT) SULT2A1 ფერმენტით. პალბოციკლიბი არის CYP3A-ს სუსტი ინჰიბიტორი და მისი მაინჰიბირებელი მოქმედება დამოკიდებულია დროზე.

სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა პალბოციკლიბის ფარმაკოკინეტიკაზე

CYP3A-ს ინჰიბიტორების გავლენა

იტრაკონაზოლის 200 მგ მრავალჯერადი დოზების და პალბოციკლიბის 125 მგ ერთჯერადი დოზის ერთდროულად მიღება იწვევდა პალბოციკლიბის ზემოქმედების საერთო დონის (AUCinf) და მაქსიმალური კონცენტრაციის (Cmax) ზრდას, მონოთერაპიის სახით პალბოციკლიბის 125 მგ ერთჯერადი დოზის მიღებასთან შედარებით.

თავი შეიკავეთ CYP3A-ს ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისგან, მათ შორის როგორებიცაა: კლარითრომიცინი, ინდინავირი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ლოპინავირი/რიტონავირი, ნეფაზოდონი, ნელფინავირი, პოზაკონაზოლი, საქვინავირი, ტელაპრევირი, ტელითრომიცინი, ვორიკონაზოლი და გრეიპფრუტი ან გრეიპფრუტის წვენი.

CYP3A-ს სუსტი და ზომიერი იჰიბიტორების გამოყენებისას დოზების კორექცია არ არის საჭირო.

CYP3A-ს ინდუქტორების გავლენა

რიფამპიცინის 600 მგ მრავალჯერადი დოზების და პალბოციკლიბის 125 მგ ერთჯერადი დოზის ერთდროულად მიღება იწვევდა პალბოციკლიბის AUCinf და Cmax შემცირებას, მხოლოდ პალბოციკლიბის 125 მგ ერთჯერად დოზასთან შედარებით.

თავი უნდა შეიკავოთ CYP3A-ს ძლიერ ინდუქტორებთან ერთად მიღებისგან, მათ შორის, როგორებიცაა: კარბამაზეპინი, ენზალუტამიდი, ფენიტოინი, რიფამპიცინი და კრაზანა.

მოდაფინილის (CYP3A-ს ზომიერი ინდუქტორი) 400 მგ მრავალჯერადი დღიური დოზების და პრეპარატ აიბრანსის™ 125მგ ერთჯერადი დოზის ერთდროულად მიღება იწვევდა პალბოციკლიბის AUCinf და Cmax შემცირებას, მხოლოდ პრეპარატ აიბრანსის™ 125მგ ერთჯერადი დოზის მიღებასთან შედარებით. CYP3A-ს ზომიერი ინდუქტორების გამოყენებისას დოზის კორექცია საჭირო არ არის.

სამკურნალო საშუალებების გავლენა, რომლებიც ამცირებენ მჟავიანობის დონეს

საკვების (ცხიმების ზომიერი შემცველობით) მიღებისას, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის რაბეპრაზოლის მრავალჯერადი დოზების და პრეპარატ აიბრანსის™ 125 მგ ერთჯერადი დოზის ერთდროულად მიღება იწვევდა პალბოციკლიბის Cmax შემცირებას AUCinf-ზე შეზღუდული გავლენით, მხოლოდ პრეპარატ აიბრანსის™ 125 მგ ერთჯერად დოზასთან შედარებით.

საკვების მიღებისგან თავის შეკავებისას, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის რაბეპრაზოლის მრავალჯერადი დოზების და პრეპარატ აიბრანსის™ 125 მგ ერთჯერადი დოზის ერთდროულად მიღება იწვევდა პალბოციკლიბის AUCinf და Cmax შემცირებას, მხოლოდ პრეპარატ აიბრანსის™ 125 მგ ერთჯერადი დოზის მიღებასთან შედარებით.

შესაბამისად, პრეპარატი აიბრანსი™ უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად, სასურველია სრულფასოვანი კვების დროს.

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან შედარებით კუჭის წვენის pH-ზე H2-რეცეპტორების ანტაგონისტების და ადგილობრივი მოქმედების ანტაციდების სუსტი ზემოქმედების გათვალისწინებით, არ არის მოსალოდნელი H2-რეცეპტორების ანტაგონისტების და ადგილობრივი მოქმედების ანტაციდების კლინიკურად მნიშვნელოვანი ზეგავლენა პალბოციკლიბის მოქმედებაზე საკვების მიღებისას.

პალბოციკლიბის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე

პალბოციკლიბს 125 მგ დოზით ყოველდღიურად მიღებისას და წონასწორული მდგომარეობის მიღწევისას გააჩნია სუსტი მაინჰიბირებელი მოქმედება CYP3A-სთან მიმართებაში დროის მიხედვით. პალბოციკლიბის და მიდაზოლამის მრავალჯერადი დოზების ერთდროულად მიღება იწვევდა AUCinf და Cmax მნიშვნელობების გაზრდას მხოლოდ მიდაზოლამის მიღებასთან შედარებით.

შესაძლოა საჭირო გახდეს CYP3A-ის ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე მგრძნობიარე სუბსტრატების (მაგალითად, ალფენტანილი, ციკლოსპორინი, დიჰიდროერგოტამინი, ერგოტამინი, ევეროლიმუსი, ფენტანილი, პიმოზიდი, ქინიდინი, სიროლიმუსი და ტაკროლიმუსი) დოზების შემცირება პრეპარატ აიბრანსთან™ ერთად მიღებისას, რადგან აღნიშნულმა პრეპარატმა შესაძლოა გააძლიეროს მათი ზემოქმედება.

სამკურნალწამლო ურთიერთქმედება პალბოციკლიბს და ლეტროზოლს შორის

სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტებში არ დაფიქსირებულა პალბოციკლიბსა და ლეტროზოლს შორის სამკურნალწამლო ურთიერთქმედება ამ ორი პრეპარატის ერთდროულად მიღებისას.

ტამოქსიფენის გავლენა პალბოციკლიბის ზემოქმედების დონეზე

პალბოციკლიბის ზემოქმედების დონე შედარებადია ტამოქსიფენის მრავალჯერად დოზებთან ერთად მიღებისას და პალბოციკლიბის მონოთერაპიის შემთხვევაში.

სამკურნალწამლო ურთიერთქმედება პალბოციკლიბსა და ფულვესტრანტს შორის

სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტებში არ დაფიქსირებულა კლინიკურად მნიშნელოვანი სამკურნალწამლო ურთიერთქმედება პალბოციკლიბსა და ფულვესტრანტს შორის ამ ორი პრეპარატის ერთობლივად მიღებისას.

სამკურნალწამლო ურთიერთქმედება პალბოციკლიბსა და პერორალურ კონტრაცეპტივებს შორის

პალბოციკლიბსა და პერორალურ კონტრაცეპტივებს შორის ურთიერთქმედების კვლევა არ ჩატარებულა.

გადამტანი ცილების კვლევა

ვარაუდობენ, რომ პალბოციკლიბი ახდენს ნაწლავის P-გლიკოპროტეინით (P-gp) და სარძევე ჯირკვლის კიბოს რეზისტენტობის ცილით (BCRP) განპირობებული ტრანსპორტის დათრგუნვას. შესაბამისად, პალბოციკლიბის და P-gp-ს სუბსტრატების (მაგალითად, დიგოქსინი, დაბიგატრანი, კოლხიცინი) ან BCRP-ს სუბსტრატების (მაგალითად, პრავასტატინი, როზუვასტატინი, სულფასალაზინი) ერთობლივად მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს მათი თერაპიული ეფექტის გაძლიერება და არასასურველი რეაქციები.

პალბოციკლიბს გააჩნია ორგანული კატიონების OCT1 გადამტანის აქტივობის დათრგუნვის უნარი, და შესაბამისად, შეუძლია გააძლიეროს აღნიშნული გადამტანის სუბსტრატების (მაგალითად, მეტფორმინი) ზემოქმედება.

სპეციალური გაფრთხილება

შვილოსნობის უნარის მქონე ქალები/კონტრაცეფცია მამაკაცებსა და ქალებში

შვილოსნობის უნარის მქონე ქალებმა, რომლებიც ღებულობენ ამ პრეპარატს, ან მათ მამრობითი სქესის პარტნიორებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ადეკვატური მეთოდები (მაგალითად, კონტრაცეფცია ორი ბარიერული მეთოდით) პრეპარატით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან სულ მცირე 3 კვირის ან 14 კვირის განმავლობაში, შესაბამისად ქალებსა და მამაკაცებში.

ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ორსულობა

ორსულებში პალბოციკლიბის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია ან არ მოიპოვება. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. პრეპარატ აიბრანსის™ მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს შვილოსნობის ასაკის ქალებში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეფციას.

ძუძუთი კვება

ადამიანებში ან ცხოველებში რძის გამომუშავებაზე, დედის რძეში პრეპარატის არსებობაზე ან ძუძუზე მყოფ ბავშვებზე პალბოციკლიბის გავლენის შეფასების მიზნით კვლევა არ ჩატარებულა. უცნობია, გამოიყოფა თუ არა პალბოციკლიბი ადამიანის რძეში. პალბოციკლიბით მკურნალობის პერიოდში პაციენტების მიერ დაუშვებელია ძუძუთი კვება.

ფერტილობა

პალბოციკლიბმა შესაძლოა დააქვეითოს ფერტილობა მამაკაცებში. ამიტომ, პრეპარატ აიბრანსით™ მკურნალობის დაწყებამდე მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სპერმის კონსერვაციის საკითხი.

სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების თავისებურებები

პრეპარატი აიბრანსი™ უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. მიუხედავად ამისა, პრეპარატ აიბრანსმა™ შეიძლება გამოიწვიოს მომატებული დაღლილობა და პაციენტებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.

პრეპარატი აიბრანსი™ შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას (შეიცავს რძე და რძის პროდუქტები). თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობის შესახებ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

მოცემული სამკურნალო საშუალების ერთი კაფსულა შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ე.ი. პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

რეკომენდაციები გამოყენებასთან დაკავშირებით

დოზირების რეჟიმი

პრეპარატ აიბრანსით™ მკურნალობა უნდა დაწყოს და ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების გამოყენების გამოცდილება.

მკურნალობის სრული 28 დღიანი კურსის ფარგლებში რეკომენდებული დოზა არის 125 მგ პალბოციკლიბი ერთხელ დღე-ღამეში 21 დღე უწყვეტად, შემდეგი 7 დღე არ მიიღება პრეპარატი (რეჟიმი 3/1). პრეპარატ აიბრანსით™ მკურნალობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს კლინიკური სარგებლის მიღებამდე ან მიუღებელი ტოქსიკურობის გამოვლენამდე.

პალბოციკლიბთან ერთდროულად გამოყენებისას არომატაზას ინჰიბიტორი მიიღება დოზირების რეჟიმის შესაბამისად, რომელიც მითითებულია პრეპარატის მოკლე დახასიათებაში. პრე- და პერიმენოპაუზის პერიოდში ქალებში პალბოციკლიბის და არომატაზას ინჰიბიტორის კომბინაციასთან ერთად აუცილებლად უნდა დაინიშნოს LHRH-ის აგონისტი.

პალბოციკლიბთან ერთდროულად გამოყენებისას ფულვესტრანტის რეკომენდებული დოზა არის 500 მგ კუნთში პირველ, მე-15, 29-ე დღეს, შემდეგ თვეში ერთხელ. პალბოციკლიბისა და ფულვესტრანტის კომბინაციით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს პრე- და პერიმენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში აუცილებლად უნდა დაინიშნოს LHRH-ის აგონისტი ადგილობრივი კლინიკური პრაქტიკის შესაბამისად.

პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ პრეპარატის მიღება საჭიროა ყოველდღე, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. თუ პრეპარატის დოზის მიღების შემდეგ განვითარდა ღებინება ან პაციენტმა გამოტოვა დოზის მიღება, დაუშვებელია პრეპარატის დამატებითი დოზის მიღება იმავე დღეს. შემდგომი დანიშნული დოზა მიიღება ჩვეულ დროს.

დოზის კორექცია

პრეპარატ აიბრანსის™ დოზების მოდიფიკაცია რეკომენდებულია ინდივიდუალური უსაფრთხოების და ამტანობის გათვალისწინებით.

ზოგიერთი არასასურველი რეაქციის მკურნალობის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის დროებით შეწყვეტა/დოზის მიღების დროის გადაწევა და/ან დოზის შემცირება ან პრეპარატის საერთოდ შეწყვეტა 1-ლი, მე-2 და მე-3 ცხრილებში მოცემული დოზის კლების გრაფიკის გათვალისწინებით.

ცხრილი 1. პრეპარატ აიბრანსის™ დოზის მოდიფიკაციის რეკომენდაცია არასასურველი რეაქციების განვითარების შემთხვევაში

დოზის დონე

დოზა

რეკომენდებული დოზა

125 მგ/დღე-ღამეში

დოზის პირველად შემცირება

100 მგ/დღე-ღამეში

დოზის მეორედ შემცირება

75 მგ/დღე-ღამეში*

  • თუ საჭიროა დოზის შემცირება დღე-ღამეში 75 მგ-ზე დაბლა მკურნალობა უნდა შეწყდეს.

პრეპარატ აიბრანსით™ მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის ყოველი ციკლის დაწყებისას, ასევე პირველი ორი ციკლის მე-15 დღეს და კლინიკური ჩვენებების მიხედვით უნდა გაკონტროლდეს სისხლის საერთო ანალიზი.

პაციენტებში არაუმეტეს 1 ან 2 ხარისხის სიმძიმის ნეიტროპენიით, პირველი 6 ციკლის განმავლობაში საჭიროა შემდეგი ციკლებისთვის განხორციელდეს სისხლის საერთო ანალიზის შედეგების მონიტორინგი ყოველ 3 თვეში ციკლის დაწყებამდე და კლინიკური მაჩვენებლების თანახმად.

პრეპარატ აიბრანსის™ მიღება რეკომენდებულია თუ ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) არის ≥1000/მმ3 და თრომბოციტების რაოდენობა კი შეადგენს ≥50 000/მმ3.

ცხრილი 2. პრეპარატ აიბრანსის™ დოზის მოდიფიკაცია და პაციენტების მკურნალობის ტაქტიკა ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის განვითარებისას

სიმწვავის ხარისხი CTCAE-ის მიხედვით

დოზების მოდიფიკაცია

1 და მე-2 ხარისხის სიმძიმე

პრეპარატის დოზის კორექცია არ არის საჭირო.

მე-3ა ხარისხის სიმძიმე

ციკლის 1 დღე

დროებით უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ აიბრანსის™ მიღება სიმძიმის ხარისხის აღდგენამდე ≤2-მდე და გაიმეოროთ სისხლის საერთო ანალიზი 1 კვირაში. სიმძიმის ხარისხი ≤2-მდე გამოჯანმრთელებისას დაიწყეთ შემდეგი ციკლი იმავე დოზით.

პირველი ორი ციკლის მე-15 დღე

თუ მე-15 დღეს აღინიშნება სიმძიმის ხარისხი 3, პრეპარატ აიბრანსის™ მიღება უნდა გააგრძელოთ მიმდინარე დოზით ციკლის დასრულებამდე და გაიმეოროთ სისხლის საერთო ანალიზი 22-ე დღეს.

თუ 22-ე დღეს აღინიშნება სიმძიმის ხარისხი 4, იხ. სიმძიმის მე-4 ხარისხის დროს დოზის შეცვლასთან დაკავშირებით ქვემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები.

უნდა შეფასდეს დოზების შემცირების საჭიროება, თუ ნეიტროპენიის სიმძიმის მე-3 ხარისხის შემცირება ხანგრძლივია (1 კვირაზე მეტი) ან ნეიტროპენიის სიმძიმის განმეორებით გაზრდისას სიმძიმის მე-3 ხარისხამდე მკურნალობის შემდგომი ციკლების პირველ დღეს.

მე-3ბ ხარისხის სიმძიმე ANC (<1000-დან 500/მმ3-მდე) + ცხელება ≥38,5°C და (ან) ინფექცია

ნებისმიერ დროს:

დროებით უნდა შეაჩეროთ პრეპარატ აიბრანსის™ მიღება სიმძიმის ხარისხის შემცირებამდე ≤2-მდე.

მკურნალობა უნდა განახლდეს უფრო დაბალი დოზებით.

მე-4ა ხარისხის სიმძიმე

ნებისმიერ დროს:

დროებით უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ აიბრანსის™ მიღება სიმძიმის ხარისხის შემცირებამდე ≤2-მდე.

მკურნალობა უნდა განახლდეს უფრო დაბალი დოზებით.

სიმძიმის ხარისხი CTCAE 4.0-ის მიხედვით.

ANC - ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა; CTCAE - არასასურველი მოვლენების ზოგადი ტერმინოლოგიური კრიტერიუმები (Common Terminology Criteria for Adverse Events (CTCAE); LLN- ნორმის ქვედა ზღვარი.

ა ცხრილი ვრცელდება ყველა ჰემატოლოგიურ არასასურველ რეაქციაზე, გარდა ლიმფოპენიისა (მხოლოდ თუ იგი არ უკავშირდება კლინიკურ მოვლენებს, მაგ: ოპორტუნისტულ ინფექციებს).

ბ ANC: სიმძიმის ხარისხი 1: ANC <LLN – 1500/მმ3; სიმძიმის ხარისხი 2: ANC 1000-1500/მმ3; სიმძიმის ხარისხი 3: ANC 500-1000/მმ3; სიმძიმის ხარისხი 4: ANC <500/მმ3;

ცხრილი 3. პრეპარატ აიბრანსის™ დოზის მოდიფიკაცია და პაციენტების მკურნალობის ტაქტიკა არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობის განვითარებისას

სიმძიმის ხარისხი CTCAE-ის მიხედვით

დოზების მოდიფიკაცია

სიმძიმის 1 და მე-2 ხარისხი

პრეპარატის დოზების კორექცია არ არის საჭირო.

სიმძიმის ≥მე-3 ხარისხის არაჰემატოლოგიური ტოქსიკური მოვლენები (თუ ნარჩუნდება მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა)

პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს სანამ სიმპტომების სიმძიმის ხარისხი არ შემცირდება:

სიმძიმის ≤1 ხარისხამდე;

სიმძიმის ≤2 ხარისხამდე (თუ მოვლენა რისკის ქვეშ არ აყენებს პაციენტის უსაფრთხოებას).

მკურნალობა უნდა განახლდეს უფრო დაბალი დოზებით.

სიმძიმის ხარისხი CTCAE 4.0-ის მიხედვით.

CTCAE - არასასურველი მოვლენების ზოგადი ტერმინოლოგიური კრიტერიუმები (Common Terminology Criteria for Adverse Events (CTCAE).

ფილტვების მძიმე ინტერსტიციული დაავადების (ფიდ)/პნევმონიტის მქონე პაციენტებში პრეპარატ აიბრანსის™ გამოყენება საერთოდ უნდა შეწყდეს.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები

≥65 წლის პაციენტებში პრეპარატ აიბრანსის™ დოზის კორექცია არ არის საჭირო.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის (A და B კლასი ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით) უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატ აიბრანსის™ დოზის კორექცია არ არის საჭირო. ღვიძლის მძიმე ხარისხის (C კლასი ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით) უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატ აიბრანსის™ რეკომენდებული დოზა შეადგენს 75 მგ ერთხელ დღე-ღამეში 3/1 გრაფიკის შესაბამისად.

თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტები

თირკმელების მსუბუქი, საშუალო ან მძიმე ხარისხის უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი [CrCl] ≥15 მლ/წთ) მქონე პაციენტებში პრეპარატ აიბრანსის™ დოზის კორექცია არ არის საჭირო. პაციენტებისათვის, რომლებსაც სჭირდებათ ჰემოდიალიზი, დოზების კორექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გასაცემად საკმარისი მონაცემები არ მოიპოვება.

ბავშვები

ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატ აიბრანსის™ უსაფრთხოება და ეფექტიანობა არ არის დადგენილი. მონაცემები არ მოიპოვება.

მიღების წესი

პრეპარატი აიბრანსი™ განკუთვნილია მხოლოდ პერორალური გამოყენებისათვის. პრეპარატის მიღება საჭიროა საკვებთან ერთად, სასურველია სრულფასოვანი კვების დროს, რათა უზრუნველყოფილი იქნას პალბოციკლიბის ზემოქმედების შესაბამისი დონე. პალბოციკლიბის მიღება არ შეიძლება გრეიპფრუტთან ან გრეიპფრუტის წვენთან ერთად.

პრეპარატ აიბრანსის™ კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად (არ დაღეჭოთ, არ გადატეხოთ და არ გახსნათ მიღებამდე). კაფსულების მიღება არ შეიძლება, თუ გადატეხილია, აქვს ნაპრალები ან მთლიანობა დარღვეულია სხვაგვარად.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მისაღები ზომები

პალბოციკლიბის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავური ტოქსიკურობის სიმპტომები (მაგალითად, გულისრევა, ღებინება) და ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა (მაგალითად, ნეიტროპენია), ამიტომ უნდა ჩატარდეს ზოგადი შემანარჩუნებელი მკურნალობა

სამკურნალო საშუალების ერთი ან რამდენიმე დოზის გამოტოვებისას მისაღები ზომები

თუ პაციენტს პრეპარატის დოზის მიღების შემდეგ განუვითარდა ღებინება ან თუ პაციენტმა გამოტოვა დოზის მიღება, არ შეიძლება პრეპარატის დამატებითი დოზის მიღება იმავე დღეს. შემდგომი დანიშნული დოზა მიიღება ჩვეულ დროს.

არასასურველი რეაქციების აღწერა, რომლებიც ვლინდება სამკურნალო საშუალების სტანდარტული გამოყენებისას, და ამ შემთხვევაში მისაღები ზომები

როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებს, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ქვემოთ მითითებული რომელიმე სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში:

ცხელება, კანკალი, სისუსტე, გაძნელებული სუნთქვა, სისხლდენა ან მსუბუქი სილურჯეების განვითარება; ეს სიმპტომები შეიძლება იყოს სისხლის შედედების მძიმე დარღვევის ნიშანი

გაძნელებული სუნთქვა, მშრალი ხველა ან ტკივილი გულ-მკერდის არეში, რომლებიც შეიძლება იყოს ფილტვის ანთებითი დაავადების ნიშანი (ფიდ/პნევმონიტი).

ტკივილი ფეხში და შეშუპება, ტკივილი გულ-მკერდის არეში, ქოშინი, გახშირებული სუნთქვა ან გულისცემა, რაც შეიძლება იყოს ვენებში თრომბის არსებობის ნიშანი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს).

ძალიან ხშირად: შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს

ინფექციები

ნეიტროფილების, ლეიკოციტების, ერითროციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

დაღლილობის შეგრძნება

მადის დაქვეითება

ანთება პირის და ტუჩების არეში (სტომატიტი), გულისრევა, ღებინება, დიარეა

გამონაყარი

თმის ცვენა

სისუსტე

ცხელება

ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების შედეგების ნორმიდან გადაცდენა

კანის სიმშრალე

ხშირად: შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

ცხელება ლეიკოციტების რაოდენობის მკვეთრად დაქვეითებით (ფებრილური ნეიტროპენია)

არამკვეთრი მხედველობა, ცრემლდენა, თვალების სიმშრალე

გემოს შეცვლა (დისგევზია)

სისხლდენა ცხვირიდან

გაძნელებული სუნთქვა, მშრალი ხველა ან ტკივილი გულ-მკერდის არეში, რომელიც შეიძLება იყოს ფილტვების ანთების ნიშანი (ფიდ/პნევმონიტი)

სიწითლე, ტკივილი, აქერცვლა, შეშუპება და ბუშტუკების წარმოქმნა ხელის გულებსა და(ან) ტერფებზე (პალმარულ-პლანტარული ერითროდიზესთეზიის სინდრომი)

არც ისე ხშირად: შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს

კანის ანთება, რომელიც იწვევს წითელი აქერცლილი ლაქების განვითარებას, და შესაძლოა სახსრების ტკივილით და ცხელებით (წითელი მგლურას კანის ფორმა).

არასასურველი სამკურნალწამლო რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის შეტყობინებები სამკურნალო საშუალებების არაეფექტიანობის შესახებ, აცნობეთ სამედიცინო მუშაკს, ფარმაცევტს, ან გააგზავნეთ ინფორმაცია უშუალოდ სამკურნალო საშუალებების არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) მონაცემთა საინფორმაციო ბაზაში

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის რესპუბლიკური სახელმწიფო საწარმო სამეურნეო მართვის უფლებით ~სამკურნალო საშუალებების და სამედიცინო ნაკეთობების ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი~

http://www.ndda.kz

დამატებითი ცნობები

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა

ერთი კაფსულა შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას - პალბოციკლიბი 75 მგ ან 100 მგ, ან 125 მგ

დამხმარე ნივთიერებებს: მიკროკრისტალური ცელულოზა (PH102), ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი

ჟელატინის მკვრივი კაფსულის შემადგენლობა:

კორპუსი და ხუფი: ჟელატინი, რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171).

თეთრი მელნის S-1-7085 OPACODE® შემადგენლობა: შელაკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ამონიუმის ჰიდროქსიდი 28%, პროპილენგლიკოლი E1520, სიმეთიკონი.

აღწერილობა, სუნი, გემო

კაფსულები 75 მგ

ჟელატინის გაუმჭვირვალე მკვრივი კაფსულები ზომით #2, ღია ნარინჯისფერი კორპუსით თეთრი ფერით დატანილი წარწერთ “PBC 75”, ღია ნარინჯისფერი ხუფით თეთრი ფერით დატანილი წარწერით “Pfizer”. კაფსულის შემადგენლობა თითქმის თეთრიდან ყვითელ ფერამდე ფხვნილი.

კაფსულები 100 მგ

ჟელატინის გაუმჭვირვალე მკვრივი კაფსულები ზომით #1, ღია ნარინჯისფერი კორპუსით თეთრი ფერით დატანილი წარწერით “PBC 100”, კარამელისფერი ხუფით თეთრი ფერით დატანილი წარწერით “Pfizer”. კაფსულის შემადგენლობა თითქმის თეთრიდან ყვითელ ფერამდე ფხვნილი.

კაფსულები 125 მგ

ჟელატინის გაუმჭვირვალე მკვრივი კაფსულები ზომით #0, კარამელისფერი კორპუსით თეთრი ფერით დატანილი წარწერით “PBC 125”, კარამელისფერი ხუფით თეთრი ფერით დატანილი წარწერით “Pfizer”. კაფსულის შემადგენლობა თითქმის თეთრიდან ყვითელ ფერამდე ფხვნილი.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

7 კაფსულა კონტურულ უჯრედიან პვქ/პქტფე/პვქ და ალუმინის ფოლგის შეფუთვაში. 3 კონტურულ უჯრედიან შეფუთვას სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ყაზახურ და რუსულ ენებზე ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

შენახვის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ

ფაიზერ მანუფაქტურინგ დოიჩლანდ გმბჰ, გერმანია

ფრაიბურგის წარმომადგენლობა

მუსვალდალლე 1

79090 ფრაიბურგი, გერმანია

ტელეფონი: +490761518-0

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ფაიზერ ეიჩ სი პი კორპორეიშნ, აშშ

235 ისთ 42 სთრით, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი 10017-5755 აშშ

ტელეფონი: 212-573-2323

ფაქსი: 212-573-1895

ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ორგანიზაციის დასახელება, მისამართი და საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა), რომელიც იღებს მომხმარებლის პრეტენზიებს (წინადადებებს) სამკურნალო საშუალებების ხარისხთან დაკავშირებით და რომელიც პასუხისმგებელია სამკურნალო საშუალების უსაფრთხოებაზე რეგისტრაციის შემდგომ დაკვირვებაზე:

კომპანია Pfizer Export B.V.-ის (ფაიზერ ექსპორტ ბი.ვი.) ფილიალი ყაზახეთის რესპუბლიკაში

ყაზახეთის რესპუბლიკა, ქ. ალმათი, 050000, მედეუსკის რაიონი, ნურსულთან ნაზარბაევის გამზირი, სახლი 100/4

ტელეფონი: +7 (727) 250 09 16

ფაქსი: +7 (727) 250 42 09

ელექტრონული ფოსტა: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა