პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

აზიმიცინი

Azimycin®

რეცეპტით500მგინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

აზიმიცინის აქტიური ნივთიერება არის აზითრომიცინი, აზალიდური ანტიბიოტიკი ფართო სპექტრის მაკროლიდების ჯგუფიდან. მას აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება მგრძნობიარე მიკროორგანიზმებზე. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
აზითრომიცინი (azithromycin)
ფორმა და შეფუთვა
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
მწარმოებელი
Tarchomińskie zakłady Farmaceutyczne „Polfa“ Spółka Akcyjna, პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მაკროლიდები
ATC კოდი
J01FA10
რეგისტრაციის ნომერი
რ-038571
რეგისტრირებულია
12 ივლისი 2023, მოქმედებს 12 ივლისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „გეა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებააზიმიცინი და სხვა წამალი ერთად

აზიმიცინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

აზიმიცინის აქტიური ნივთიერება არის აზითრომიცინი, აზალიდური ანტიბიოტიკი ფართო სპექტრის მაკროლიდების ჯგუფიდან. მას აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება მგრძნობიარე მიკროორგანიზმებზე.

აზიმიცინი, 500 მგ, აპლიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ნაჩვენებია აზითრომიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ.

  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ბაქტერიული ფარინგიტი, ტონზილიტი, სინუსიტი (იხ. აგრეთვე პუნქტი 2).
  • შუა ყურის მწვავე ოტიტი.
  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, მსუბუქი და ზომიერად მძიმე პნევმონია, მათ შორის ინტერსტიციული პნევმონია.
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ერიზიპელა, იმპეტიგო და მეორადი ჩირქოვანი დერმატიტი; მიგრირებადი ერითერმის (ლაიმის დაავადების პირველი სიმპტომი); ზომიერი ჩვეულებრივი აკნე, მხოლოდ მოზრდილებში.
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები: Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული გაურთულებელი ინფექციები.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი მიიღება პერორალურად.

აზიმიცინი ასევე ხელმისაწვდომია აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით 125 მგ და 250 მგ დოზით, ასევე ფხვნილის სახით პერორალური სუსპენზიისთვის 200 მგ/5 მლ და 100 მგ/5 მლ დოზით.

დოზირება მოზრდილებში, მათ შორის ხანდაზმულებში, ასევე ბავშვებში და მოზარდებში 45 კგ მეტი წონით

ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, შუა ყურის ოტიტი, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (მიგრირებადი ერითერმის (erythema migrans) და ჩვეულებრივი აკნეს გამოკლებით)

აზითრომიცინის საერთო დოზა არის 1,5გ 3 დღის განმავლობაში (500 მგ ერთჯერადი დღიური დოზა). ალტერნატიულად, იგივე საერთო დოზა (1500 მგ) ასევე შეიძლება მიღებულ იქნას 5 დღის განმავლობაში: 500 მგ თერაპიის პირველ დღეს და 250 მგ თერაპიის მეორედან მეხუთე დღემდე.

მიგრირებადი ერითემა (Erythema migrans)

საერთო დოზა არის 3გ და მიიღება შემდეგნაირად: 1გ პირველ დღეს (2 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, თითო 500 მგ), შემდეგ 500 მგ (1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი) მეორედან მეხუთე დღემდე, ერთჯერადი დღიური დოზებით.

ზომიერი ჩვეულებრივი აკნე - მხოლოდ მოზრდილებში

ჯამური დოზა არის 6 გ და რეკომენდებულია შემდეგი სახით მიღება: ერთი 500 მგ-იანი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში, შემდეგ ერთი 500 მგ-იანი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი კვირაში ერთხელ მომდევნო 9 კვირის განმავლობაში. თერაპიის მეორე კვირაში პრეპარატი მიღებული უნდა იყოს პირველი დოზის მიღებიდან 7 დღის შემდეგ, ხოლო შემდგომი რვა დოზა მიღებული უნდა იყოს 7 დღიანი ინტერვალით.

აზითრომიცინის მაღალი დოზის გამოყენების გამო ზემოხსენებულ დოზირების სქემაში, ზომიერი ჩვეულებრივი აკნეს მქონე პაციენტებში აუცილებელია ღვიძლის ფერმენტების ფუნქციის მონიტორინგი აზითრომიცინით მკურნალობის ციკლამდე და მის დროს.

ზომიერი ჩვეულებრივი აკნეს ციკლური მკურნალობის ზემოაღნიშნული რეჟიმი (3 დღე + 9 კვირა) შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ერთხელ ცალკეულ პაციენტში, ვინაიდან ამ დრომდე არ არსებობს კონტროლირებადი კლინიკური კვლევები, რომლებიც აჩვენებენ ამ მკურნალობის რეჟიმის უსაფრთხოებას და ეფექტურობას ჩვეულებრივი აკნეს დროს.

Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული გაურთულებელი ინფექციები 1 გ (2 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, თითო 500 მგ) ერთჯერადი დოზით.

პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით

თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, უნდა აცნობოთ ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის ჩვეულებრივი დოზის შემცირება. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

გამოყენების წესი

აზითრომიცინი მიიღება პერორალურად დღეში ერთხელ.

500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით აზიმიცინის მიღება შეიძლება საკვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად.

თუ იყენებთ საჭიროზე მეტ აზიმიცინს

გვერდითი მოვლენები, რომლებიც განვითარდა რეკომენდებულზე მაღალი დოზების მიღებისას, ნორმალური დოზების მიღებისას გამოვლენილი გვერდითი მოვლენების მსგავსი იყო. მაკროლიდური ანტიბიოთქვენს ტიკების დოზის გადაჭარბების ტიპიური სიმპტომებია სმენის შექცევადი დაკარგვა, ძლიერი გულისრევა, ღებინება და დიარეა.

თუ იყენებთ საჭიროზე მეტ მედიკამენტს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ნაჩვენებია სამკურნალო ნახშირის მიღება და სიმპტომური მკურნალობა და დამხმარე ზომები, საჭიროების მიხედვით.

თუ დაგავიწყდათ აზიმიცინის გამოყენება

გამოტოვებული დოზა მიღებული უნდა იყოს რაც შეიძლება მალე და შემდეგ, მომდევნო დოზები რეკომენდებული დოზირების რეჟიმის მიხედვით. არ მიიღება ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

უკუჩვენებები

  • თუ ალერგიული ხართ აზითრომიცინის, სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია მე-6 პუნქტში).

სიფრთხილის ზომები

აზიმიცინის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

გაქვთ მდგომარეობები, რომლებიც ხელს უწყობს არითმიის განვითარებას (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებში და ხანდაზმულ პაციენტებში):

  • გულის რითმის დარღვევები, მემკვიდრეობითი ან ნებისმიერ დროს განვითარებული (დაფიქსირებული ეკგ ჩანაწერში - გულის ელექტრული აქტივობის გამოკვლევა),
  • გულის მძიმე უკმარისობა,
  • ძალიან ნელი გულის მოქმედება (ბრადიკარდია),
  • სისხლში ელექტროლიტური დარღვევები, განსაკუთრებით კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონე;
  • იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება ეკგ-ზე (იხ. პუნქტი „სხვა მედიკამენტები და აზიმიცინი“)

გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა;

გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა: ექიმმა შეიძლება აკონტროლოს თქვენი ღვიძლის ფუნქცია ან შეწყვიტოს მკურნალობა;

გაქვთ ახალი ინფექცია (რომელიც შეიძლება მიუთითებდეს რეზისტენტული მიკროორგანიზმების გადაჭარბებულ ზრდაზე ან სოკოვან ინფექციაზე);

გაქვთ ნერვული (ნევროლოგიური) ან ფსიქიკური (ფსიქიატრიული) დარღვევები;

გაქვთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება: ექიმი უნდა დარწმუნდეს, არ არის თუ არა პაციენტი სიფილისით ინფიცირებული;

იყენებთ ერგოტამინის წარმოებულებს (ერგოტის პრეპარატებს);

გაქვთ დამწვრობის დაინფიცირებული ჭრილობები.

გარდა ამისა, გაეცანით მე-4 პუნქტში მოცემულ გაფრთხილებებს.

თუ ინფექციის სიმპტომები არ ქრება თერაპიის მიუხედავად, ან ახალი ინფექციის (მაგ. სოკოვანი) სიმპტომების ვლინდება, ხელახლა უნდა მიმართოთ ექიმს.

სტრეპტოკოკური ინფექციები

პენიცილინი, როგორც წესი, პირველი არჩევანია სტრეპტოკოკებით გამოწვეული ფარინგიტის/ტონზილიტის სამკურნალოდ.

ფსევდომემბრანული კოლიტი

თუ განვითარდა დიარეა, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს ფსევდომემბრანული კოლიტის სიმპტომი - გართულება, რომელიც ზოგჯერ ვითარდება მაკროლიდების გამოყენებისას. ეს დიაგნოზი გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ დიარეა აზითრომიცინით თერაპიის დაწყების შემდეგ. აზითრომიცინის გამოყენების შედეგად გამოწვეული ფსევდომემბრანული კოლიტის შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს აზიმიცინის შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის დანერგვა. უკუნაჩვენებია ისეთი პროდუქტების გამოყენება, რომლებიც თრგუნავენ პერისტალტიკას.

ხანგრძლივი გამოყენება

არ არსებობს მონაცემები აზითრომიცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ ხანგრძლივად გამოყენებისას, ზემოაღნიშნული ჩვენებების დროს. სწრაფად განმეორებადი ინფექციების შემთხვევაში, ექიმი განიხილავს მკურნალობას სხვა ანტიბაქტერიული საშუალებებით.

მიასთენია გრავისი

მიასთენიის გრავისის სიმპტომების გამწვავება ან მიასთენიის სინდრომის დაწყება დაფიქსირდა აზითრომიცინით თერაპიის დროს (იხ. პუნქტი „შესაძლო გვერდითი ეფექტები“).

ბავშვები და მოზარდები

აზიმიცინი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით რეკომენდებულია ბავშვებში არანაკლებ 45 კგ წონით. ბავშვების დანარჩენი ჯგუფისთვის რეკომენდებულია აზიმიცინის გამოყენება პერორალური სუსპენზიის ან 125 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით, ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.

თუ იყენებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ QT ინტერვალზე, როგორიცაა

  • ქინიდინი, პროკაინამიდი, დოფეტილიდი, ამიოდარონი და სოტალოლი (გამოიყენება გულის რითმის დარღვევის დროს),
  • ციზაპრიდი (გამოიყენება კუჭის დარღვევების დროს),
  • ჰიდროქსიქლოროქინი (გამოიყენება რევმატული დაავადებების ან მალარიის სამკურნალოდ),
  • ტერფენადინი (გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ),
  • ანტიფსიქოზური საშუალებები, მაგ. პიმოზიდი,
  • ანტიდეპრესანტები, მაგ. ციტალოპრამი,
  • ფტორქინოლონები (გამოიყენება ინფექციების დროს), მაგ. მოქსიფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი;

ანტაციდები (აზიმიცინი უნდა დაინიშნოს ანტაციდების მიღებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ);

პერორალური ანტიკოაგულანტები, მაგ. ვარფარინი;

ერგოტის ალკალოიდები (გამოიყენება შაკიკის დროს ან სისხლის ნაკადის შესამცირებლად), მაგ. აზითრომიცინთან ერთად გამოყენებულმა ერგოტამინმა შეიძლება გამოიწვიოს ერგოტიზმი (სიმპტომები - პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმი და იშემია);

დიგოქსინი (გამოიყენება გულის რითმის დარღვევისას);

კოლხიცინი (გამოიყენება ჩიყვისა და ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელების სამკურნალოდ);

ციკლოსპორინი (გამოიყენება კანის დაავადებების, რევმატოიდული ართრიტის ან ორგანოების გადანერგვის შემდეგ);

ატორვასტატინი (გამოიყენება ქოლესტერინის შესამცირებლად);

რიფაბუტინი (გამოიყენება აივ ან ტუბერკულოზის სამკურნალოდ).

აზიმიცინი საკვებთან და სასმელთან ერთად

აზიმიცინი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით შეიძლება დაინიშნოს საკვებისგან დამოუკიდებლად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას ორსულ ქალებში მხოლოდ მაშინ, როდესაც ექიმის აზრით, დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.

ძუძუთი კვება

აზითრომიცინი გამოიყოფა დედის რძეში. აზითრომიცინის გამოყენებისას რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექიმი სხვაგვარად მიგითითებთ.

ნაყოფიერება

მღრღნელების ნაყოფიერების კვლევებში დაფიქსირდა აზითრომიცინის მიღების შემდეგ ჩასახვის მაჩვენებლის შემცირება. ამ კვლევების შედეგების მნიშვნელობა ადამიანებისთვის უცნობია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მონაცემები არ მოიპოვება მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე აზიმიცინის ზემოქმედების შესახებ. თუმცა, ამ საქმიანობის შესრულებისას გათვალისწინებული უნდა იყოს გვერდითი ეფექტების შესაძლებლობა, როგორიცაა თავბრუსხვევა და კრუნჩხვები.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ განვითარდება შემდეგი გვერდითი ეფექტები, უნდა შეწყვიტოთ აზიმიცინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

  • ალერგიული რეაქციები: სწრაფი ალერგიული რეაქცია, რასაც მოჰყვება შოკი (სიხშირე უცნობია) ან უეცარი სუნთქვის ან ყლაპვის პრობლემები, ტუჩების, ენის, სახისა და კისრის შეშუპება, გამონაყარი ქავილით, განსაკუთრებით მთელ სხეულზე (არახშირად).
  • კანის მძიმე რეაქციები: კანის პუსტულოზი, რომელიც ხასიათდება კანზე სიწითლის უბნების სწრაფი განვითარებით მცირე ზომის პუსტულებით (ბუშტუკები სავსე თეთრი ან ყვითელი სითხით); ძლიერი გამონაყარი კანზე, რომელიც იწვევს სიწითლეს და აქერცვლას; მძიმე პემფიგუსი და სისხლდენა ტუჩებიდან, თვალებიდან, პირიდან, ცხვირიდან და სასქესო ორგანოებიდან, ასოცირებული მაღალ ცხელებასთან და ართრალგიასთან. ეს შეიძლება იყოს მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP, იშვიათად ვითარდება), მულტიფორმული ერითემა, მულტიფორმული ბულოზური ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ყველა მათგანი ვითარდება უცნობი სიხშირით).
  • მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, კანზე გამონაყარს, ორგანოთა შეშუპებას, ზოგიერთი ტიპის ლეიკოციტების რაოდენობის გაზრდას (ეოზინოფილია) და შინაგანი ორგანოების ანთებას (წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS); სიხშირე უცნობია).

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგ მოვლენებს:

  • მძიმე ან გახანგრძლივებული დიარეა სისხლით ან ლორწოთი. სიმპტომი შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დროს ან მის შემდეგ და შეიძლება მიუთითებდეს ნაწლავის სერიოზულ ანთებაზე (სიხშირე უცნობია).
  • სისუსტე, მადის ნაკლებობა, კანისა და თვალების გაყვითლება, შარდის მუქი შეფერილობა, განავლის გაუფერულება, კუჭის ტკივილი, განსაკუთრებით მარჯვენა ჰიპოქონდრიაში. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის მძიმე დაავადების სიმპტომები (ღვიძლის უკმარისობა [იშვიათად ფატალური], ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი; სიხშირე უცნობია).
  • მგრძნობელობა ინფექციების მიმართ, განსაკუთრებით პირის ღრუსა და ზედა სასუნთქი გზების, რაც ძლიერდება მკურნალობის მიუხედავად (ნეიტროპენია, ლეიკოპენიის სიმპტომები; არახშირი).
  • ატიპიური მგრძნობელობა ჰემატომების ან სისხლდენის მიმართ - თრომბოციტოპენიის სიმპტომები (სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება).
  • სინკოპე, სისუსტე და დაღლილობა, ფერმკრთალი კანი, ქოშინი, გახშირებული გულისცემა - ჰემოლიზური იშემიის სიმპტომები (სისხლის წითელი უჯრედების გაზრდილი დეგრადაცია; სიხშირე უცნობია).
  • სწრაფი (პარკუჭოვანი ტაქიკარდია) ან არარეგულარული გულისცემა ან გულის რიტმის ცვალებადობა ეკგ-ზე (გახანგრძლივებული QT ინტერვალი და “პირუეტის” ტიპის ოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (torsade de pointes); სიხშირე უცნობია).
  • შარდვის შემცირება, სისუსტე, შეშუპება, ქოშინი, მადის ნაკლებობა, გულისრევა და ღებინება, კანის ქავილი, მცირე პეტექიები კანზე, ტკივილი წელის არეში, ჰემატურია (თირკმელების მწვავე უკმარისობის და ინტერსტიციული ნეფრიტის სიმპტომები; სიხშირე უცნობია).

სხვა გვერდითი ეფექტები

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

  • დიარეა.

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

  • თავის ტკივილი;
  • ღებინება, მუცლის ტკივილი, გულისრევა;
  • თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება;
  • სისხლში ბიკარბონატის დონის შემცირება.

არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

  • კანდიდოზი, ვაგინალური ინფექცია, პნევმონია, სოკოვანი ინფექცია, ბაქტერიული ინფექცია, ფარინგიტი, გასტროენტერიტი, რესპირატორული დარღვევები, რინიტი, პირის ღრუს კანდიდოზი;
  • თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილება (ეოზინოფილია);
  • მადის დაკარგვა (ანორექსია);
  • ნერვოზი, უძილობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, გემოს დარღვევები, ატიპიური შეგრძნებები კანზე, მაგ. კიდურებში ჩხვლეტა და დაბუჟება (პარესთეზია);
  • მხედველობის დარღვევა;
  • ყურის მხრივ დარღვევები, წონასწორობის დარღვევა;
  • პალპიტაცია;
  • „სიცხის მოწოლა“;
  • ქოშინი, ეპისტაქსია;
  • ყაბზობა, მეტეორიზმი, დისპეფსია, გასტრიტი, დისფაგია, შებერილობა, პირის ღრუს ლორწოვანის სიმშრალე, ბოყინი, პირის ღრუს წყლულები, ნერწყვის მომატება;
  • დერმატიტი, კანის სიმშრალე, ჭარბი ოფლიანობა;
  • ოსტეოართრიტი, მიალგია, ზურგის ტკივილი, კისრის ტკივილი;
  • დიზურია, თირკმლის ტკივილი
  • საშვილოსნოს ჰემორაგია, სათესლე ჯირკვლის დარღვევები;
  • შეშუპება, სისუსტე (ასთენია), შეუძლოდ ყოფნა (აპათია), დაღლილობა, სახის შეშუპება, გულმკერდის ტკივილი, ცხელება, ტკივილი, პერიფერიული შეშუპება;
  • ლაბორატორიული ტესტების შედეგები ნორმის ფარგლებს გარეთ (მაგ. სისხლის ანალიზი, ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის პარამეტრები, გლუკოზა, ელექტროლიტები);
  • პროცედურული გართულებები.

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

  • აჟიტაცია;
  • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
  • ფოტომგრძნობელობა.

სიხშირე უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს ხელმისაწვდომი მონაცემებით)

  • აგრესია, შფოთვა, დელირიუმი, ჰალუცინაციები;
  • სინკოპე, კრუნჩხვები, მგრძნობელობის დარღვევა (პარესთეზია), ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა, ანოსმია, აგევზია, პაროსმია, მიასთენია გრავისი;
  • სმენის დაქვეითება, მათ შორის სიყრუე და/ან ტინიტუსი;
  • არტერიული წნევის დაქვეითება;
  • პანკრეატიტი, ენის გაუფერულება;
  • ართრალგია.

გვერდითი ეფექტები, სავარაუდოდ ან შესაძლოდ დაკავშირებული აზითრომიცინის გამოყენებასთან Mycobacterium avium კომპლექსის ბაცილებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ ან პროფილაქტიკაში, დაფიქსირებული კლინიკურ კვლევებში ან პოსტმარკეტინგულ პერიოდში.

  • დიარეა;
  • მუცლის ტკივილი;
  • გულისრევა;
  • შებერილობა;
  • დისკომფორტი მუცლის ღრუში;
  • ხშირი თხელი განავალი.

  • ანორექსია;
  • თავბრუსხვევა;
  • თავის ტკივილი;
  • ატიპიური შეგრძნებები კანზე, მაგ. კიდურებში ჩხვლეტა და დაბუჟება (პარესთეზია);
  • გემოს დარღვევა;
  • მხედველობის დარღვევა;
  • სიყრუე;
  • გამონაყარი, ქავილი;
  • ართრალგია;
  • დაღლილობის შეგრძნება.

  • მგრძნობელობის დარღვევა (პარესთეზია);
  • სმენის დაქვეითება, ტინიტუსი;
  • პალპიტაცია;
  • ღვიძლის ანთება;
  • ბულოზური ერითემა მულტიფორმული (სტივენს-ჯონსონის სინდრომი - კანის მძიმე რეაქცია), ფოტომგრძნობელობა;
  • ასთენია, სისუსტე.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები უშუალოდ მედიკამენტების, სამედიცინო ხელსაწყოებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის უწყების ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტის მეშვეობით

Al. Jerozolimskie 181C, 02-222 ვარშავა

ტელ.: + 48 22 49 21 301

ფაქსი: + 48 22 49 21 309

ვებგვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl

გვერდითი ეფექტები ასევე შეიძლება ეცნობოს სავაჭრო ნებართვის მფლობელს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის აზითრომიცინი.

ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ აზითრომიცინს, აზითრომიცინის დიჰიდრატის სახით.

დამხმარე ნივთიერებებია: პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა ტიპი 101, მიკროკრისტალური ცელულოზა ტიპი 102, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი; გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი

აზიმიცინის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

თეთრი ან კრემისფერი, ოვალური, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შეფუთვა: 3 ან 6 ან 12 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა (EXP) ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

აზიმიცინი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

აზითრომიცინი

Azithromycinum

ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრქცია სრულად, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
  • თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
  • თუ განვითარდა ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.

ინსტრუქციის შინაარსი

  • რა არის აზიმიცინი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ აზიმიცინის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება აზიმიცინი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ შეინახოთ აზიმიცინი
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რა არის აზიმიცინი და რისთვის გამოიყენება

აზიმიცინის აქტიური ნივთიერება არის აზითრომიცინი, აზალიდური ანტიბიოტიკი ფართო სპექტრის მაკროლიდების ჯგუფიდან. მას აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება მგრძნობიარე მიკროორგანიზმებზე.

აზიმიცინი, 500 მგ, აპლიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ნაჩვენებია აზითრომიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ.

  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ბაქტერიული ფარინგიტი, ტონზილიტი, სინუსიტი (იხ. აგრეთვე პუნქტი 2).
  • შუა ყურის მწვავე ოტიტი.
  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, მსუბუქი და ზომიერად მძიმე პნევმონია, მათ შორის ინტერსტიციული პნევმონია.
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ერიზიპელა, იმპეტიგო და მეორადი ჩირქოვანი დერმატიტი; მიგრირებადი ერითერმის (ლაიმის დაავადების პირველი სიმპტომი); ზომიერი ჩვეულებრივი აკნე, მხოლოდ მოზრდილებში.
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები: Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული გაურთულებელი ინფექციები.
  • რა უნდა იცოდეთ აზიმიცინის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ აზიმიცინი

  • თუ ალერგიული ხართ აზითრომიცინის, სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია მე-6 პუნქტში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

აზიმიცინის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

გაქვთ მდგომარეობები, რომლებიც ხელს უწყობს არითმიის განვითარებას (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებში და ხანდაზმულ პაციენტებში):

  • გულის რითმის დარღვევები, მემკვიდრეობითი ან ნებისმიერ დროს განვითარებული (დაფიქსირებული ეკგ ჩანაწერში - გულის ელექტრული აქტივობის გამოკვლევა),
  • გულის მძიმე უკმარისობა,
  • ძალიან ნელი გულის მოქმედება (ბრადიკარდია),
  • სისხლში ელექტროლიტური დარღვევები, განსაკუთრებით კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონე;
  • იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება ეკგ-ზე (იხ. პუნქტი „სხვა მედიკამენტები და აზიმიცინი“)

გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა;

გაქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა: ექიმმა შეიძლება აკონტროლოს თქვენი ღვიძლის ფუნქცია ან შეწყვიტოს მკურნალობა;

გაქვთ ახალი ინფექცია (რომელიც შეიძლება მიუთითებდეს რეზისტენტული მიკროორგანიზმების გადაჭარბებულ ზრდაზე ან სოკოვან ინფექციაზე);

გაქვთ ნერვული (ნევროლოგიური) ან ფსიქიკური (ფსიქიატრიული) დარღვევები;

გაქვთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადება: ექიმი უნდა დარწმუნდეს, არ არის თუ არა პაციენტი სიფილისით ინფიცირებული;

იყენებთ ერგოტამინის წარმოებულებს (ერგოტის პრეპარატებს);

გაქვთ დამწვრობის დაინფიცირებული ჭრილობები.

გარდა ამისა, გაეცანით მე-4 პუნქტში მოცემულ გაფრთხილებებს.

თუ ინფექციის სიმპტომები არ ქრება თერაპიის მიუხედავად, ან ახალი ინფექციის (მაგ. სოკოვანი) სიმპტომების ვლინდება, ხელახლა უნდა მიმართოთ ექიმს.

სტრეპტოკოკური ინფექციები

პენიცილინი, როგორც წესი, პირველი არჩევანია სტრეპტოკოკებით გამოწვეული ფარინგიტის/ტონზილიტის სამკურნალოდ.

ფსევდომემბრანული კოლიტი

თუ განვითარდა დიარეა, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს ფსევდომემბრანული კოლიტის სიმპტომი - გართულება, რომელიც ზოგჯერ ვითარდება მაკროლიდების გამოყენებისას. ეს დიაგნოზი გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ დიარეა აზითრომიცინით თერაპიის დაწყების შემდეგ. აზითრომიცინის გამოყენების შედეგად გამოწვეული ფსევდომემბრანული კოლიტის შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს აზიმიცინის შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის დანერგვა. უკუნაჩვენებია ისეთი პროდუქტების გამოყენება, რომლებიც თრგუნავენ პერისტალტიკას.

ხანგრძლივი გამოყენება

არ არსებობს მონაცემები აზითრომიცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ ხანგრძლივად გამოყენებისას, ზემოაღნიშნული ჩვენებების დროს. სწრაფად განმეორებადი ინფექციების შემთხვევაში, ექიმი განიხილავს მკურნალობას სხვა ანტიბაქტერიული საშუალებებით.

მიასთენია გრავისი

მიასთენიის გრავისის სიმპტომების გამწვავება ან მიასთენიის სინდრომის დაწყება დაფიქსირდა აზითრომიცინით თერაპიის დროს (იხ. პუნქტი „შესაძლო გვერდითი ეფექტები“).

ბავშვები და მოზარდები

აზიმიცინი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით რეკომენდებულია ბავშვებში არანაკლებ 45 კგ წონით. ბავშვების დანარჩენი ჯგუფისთვის რეკომენდებულია აზიმიცინის გამოყენება პერორალური სუსპენზიის ან 125 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით.

სხვა მედიკამენტები და აზიმიცინი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით, ან შესაძლოა გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.

თუ იყენებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ QT ინტერვალზე, როგორიცაა

  • ქინიდინი, პროკაინამიდი, დოფეტილიდი, ამიოდარონი და სოტალოლი (გამოიყენება გულის რითმის დარღვევის დროს),
  • ციზაპრიდი (გამოიყენება კუჭის დარღვევების დროს),
  • ჰიდროქსიქლოროქინი (გამოიყენება რევმატული დაავადებების ან მალარიის სამკურნალოდ),
  • ტერფენადინი (გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ),
  • ანტიფსიქოზური საშუალებები, მაგ. პიმოზიდი,
  • ანტიდეპრესანტები, მაგ. ციტალოპრამი,
  • ფტორქინოლონები (გამოიყენება ინფექციების დროს), მაგ. მოქსიფლოქსაცინი, ლევოფლოქსაცინი;

ანტაციდები (აზიმიცინი უნდა დაინიშნოს ანტაციდების მიღებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ);

პერორალური ანტიკოაგულანტები, მაგ. ვარფარინი;

ერგოტის ალკალოიდები (გამოიყენება შაკიკის დროს ან სისხლის ნაკადის შესამცირებლად), მაგ. აზითრომიცინთან ერთად გამოყენებულმა ერგოტამინმა შეიძლება გამოიწვიოს ერგოტიზმი (სიმპტომები - პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმი და იშემია);

დიგოქსინი (გამოიყენება გულის რითმის დარღვევისას);

კოლხიცინი (გამოიყენება ჩიყვისა და ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელების სამკურნალოდ);

ციკლოსპორინი (გამოიყენება კანის დაავადებების, რევმატოიდული ართრიტის ან ორგანოების გადანერგვის შემდეგ);

ატორვასტატინი (გამოიყენება ქოლესტერინის შესამცირებლად);

რიფაბუტინი (გამოიყენება აივ ან ტუბერკულოზის სამკურნალოდ).

აზიმიცინი საკვებთან და სასმელთან ერთად

აზიმიცინი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით შეიძლება დაინიშნოს საკვებისგან დამოუკიდებლად.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას ორსულ ქალებში მხოლოდ მაშინ, როდესაც ექიმის აზრით, დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.

ძუძუთი კვება

აზითრომიცინი გამოიყოფა დედის რძეში. აზითრომიცინის გამოყენებისას რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექიმი სხვაგვარად მიგითითებთ.

ნაყოფიერება

მღრღნელების ნაყოფიერების კვლევებში დაფიქსირდა აზითრომიცინის მიღების შემდეგ ჩასახვის მაჩვენებლის შემცირება. ამ კვლევების შედეგების მნიშვნელობა ადამიანებისთვის უცნობია.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

მონაცემები არ მოიპოვება მანქანისა და მექანიზმების მართვის უნარზე აზიმიცინის ზემოქმედების შესახებ. თუმცა, ამ საქმიანობის შესრულებისას გათვალისწინებული უნდა იყოს გვერდითი ეფექტების შესაძლებლობა, როგორიცაა თავბრუსხვევა და კრუნჩხვები.

  • როგორ გამოიყენება აზიმიცინი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატი მიიღება პერორალურად.

აზიმიცინი ასევე ხელმისაწვდომია აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით 125 მგ და 250 მგ დოზით, ასევე ფხვნილის სახით პერორალური სუსპენზიისთვის 200 მგ/5 მლ და 100 მგ/5 მლ დოზით.

დოზირება მოზრდილებში, მათ შორის ხანდაზმულებში, ასევე ბავშვებში და მოზარდებში 45 კგ მეტი წონით

ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, შუა ყურის ოტიტი, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (მიგრირებადი ერითერმის (erythema migrans) და ჩვეულებრივი აკნეს გამოკლებით)

აზითრომიცინის საერთო დოზა არის 1,5გ 3 დღის განმავლობაში (500 მგ ერთჯერადი დღიური დოზა). ალტერნატიულად, იგივე საერთო დოზა (1500 მგ) ასევე შეიძლება მიღებულ იქნას 5 დღის განმავლობაში: 500 მგ თერაპიის პირველ დღეს და 250 მგ თერაპიის მეორედან მეხუთე დღემდე.

მიგრირებადი ერითემა (Erythema migrans)

საერთო დოზა არის 3გ და მიიღება შემდეგნაირად: 1გ პირველ დღეს (2 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, თითო 500 მგ), შემდეგ 500 მგ (1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი) მეორედან მეხუთე დღემდე, ერთჯერადი დღიური დოზებით.

ზომიერი ჩვეულებრივი აკნე - მხოლოდ მოზრდილებში

ჯამური დოზა არის 6 გ და რეკომენდებულია შემდეგი სახით მიღება: ერთი 500 მგ-იანი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში, შემდეგ ერთი 500 მგ-იანი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი კვირაში ერთხელ მომდევნო 9 კვირის განმავლობაში. თერაპიის მეორე კვირაში პრეპარატი მიღებული უნდა იყოს პირველი დოზის მიღებიდან 7 დღის შემდეგ, ხოლო შემდგომი რვა დოზა მიღებული უნდა იყოს 7 დღიანი ინტერვალით.

აზითრომიცინის მაღალი დოზის გამოყენების გამო ზემოხსენებულ დოზირების სქემაში, ზომიერი ჩვეულებრივი აკნეს მქონე პაციენტებში აუცილებელია ღვიძლის ფერმენტების ფუნქციის მონიტორინგი აზითრომიცინით მკურნალობის ციკლამდე და მის დროს.

ზომიერი ჩვეულებრივი აკნეს ციკლური მკურნალობის ზემოაღნიშნული რეჟიმი (3 დღე + 9 კვირა) შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ერთხელ ცალკეულ პაციენტში, ვინაიდან ამ დრომდე არ არსებობს კონტროლირებადი კლინიკური კვლევები, რომლებიც აჩვენებენ ამ მკურნალობის რეჟიმის უსაფრთხოებას და ეფექტურობას ჩვეულებრივი აკნეს დროს.

Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული გაურთულებელი ინფექციები 1 გ (2 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, თითო 500 მგ) ერთჯერადი დოზით.

პაციენტები თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით

თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, უნდა აცნობოთ ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატის ჩვეულებრივი დოზის შემცირება. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

გამოყენების წესი

აზითრომიცინი მიიღება პერორალურად დღეში ერთხელ.

500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით აზიმიცინის მიღება შეიძლება საკვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად.

თუ იყენებთ საჭიროზე მეტ აზიმიცინს

გვერდითი მოვლენები, რომლებიც განვითარდა რეკომენდებულზე მაღალი დოზების მიღებისას, ნორმალური დოზების მიღებისას გამოვლენილი გვერდითი მოვლენების მსგავსი იყო. მაკროლიდური ანტიბიოთქვენს ტიკების დოზის გადაჭარბების ტიპიური სიმპტომებია სმენის შექცევადი დაკარგვა, ძლიერი გულისრევა, ღებინება და დიარეა.

თუ იყენებთ საჭიროზე მეტ მედიკამენტს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ნაჩვენებია სამკურნალო ნახშირის მიღება და სიმპტომური მკურნალობა და დამხმარე ზომები, საჭიროების მიხედვით.

თუ დაგავიწყდათ აზიმიცინის გამოყენება

გამოტოვებული დოზა მიღებული უნდა იყოს რაც შეიძლება მალე და შემდეგ, მომდევნო დოზები რეკომენდებული დოზირების რეჟიმის მიხედვით. არ მიიღება ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

თუ განვითარდება შემდეგი გვერდითი ეფექტები, უნდა შეწყვიტოთ აზიმიცინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:

  • ალერგიული რეაქციები: სწრაფი ალერგიული რეაქცია, რასაც მოჰყვება შოკი (სიხშირე უცნობია) ან უეცარი სუნთქვის ან ყლაპვის პრობლემები, ტუჩების, ენის, სახისა და კისრის შეშუპება, გამონაყარი ქავილით, განსაკუთრებით მთელ სხეულზე (არახშირად).
  • კანის მძიმე რეაქციები: კანის პუსტულოზი, რომელიც ხასიათდება კანზე სიწითლის უბნების სწრაფი განვითარებით მცირე ზომის პუსტულებით (ბუშტუკები სავსე თეთრი ან ყვითელი სითხით); ძლიერი გამონაყარი კანზე, რომელიც იწვევს სიწითლეს და აქერცვლას; მძიმე პემფიგუსი და სისხლდენა ტუჩებიდან, თვალებიდან, პირიდან, ცხვირიდან და სასქესო ორგანოებიდან, ასოცირებული მაღალ ცხელებასთან და ართრალგიასთან. ეს შეიძლება იყოს მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP, იშვიათად ვითარდება), მულტიფორმული ერითემა, მულტიფორმული ბულოზური ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ყველა მათგანი ვითარდება უცნობი სიხშირით).
  • მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ცხელებას, კანზე გამონაყარს, ორგანოთა შეშუპებას, ზოგიერთი ტიპის ლეიკოციტების რაოდენობის გაზრდას (ეოზინოფილია) და შინაგანი ორგანოების ანთებას (წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS); სიხშირე უცნობია).

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგ მოვლენებს:

  • მძიმე ან გახანგრძლივებული დიარეა სისხლით ან ლორწოთი. სიმპტომი შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დროს ან მის შემდეგ და შეიძლება მიუთითებდეს ნაწლავის სერიოზულ ანთებაზე (სიხშირე უცნობია).
  • სისუსტე, მადის ნაკლებობა, კანისა და თვალების გაყვითლება, შარდის მუქი შეფერილობა, განავლის გაუფერულება, კუჭის ტკივილი, განსაკუთრებით მარჯვენა ჰიპოქონდრიაში. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის მძიმე დაავადების სიმპტომები (ღვიძლის უკმარისობა [იშვიათად ფატალური], ფულმინანტური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი; სიხშირე უცნობია).
  • მგრძნობელობა ინფექციების მიმართ, განსაკუთრებით პირის ღრუსა და ზედა სასუნთქი გზების, რაც ძლიერდება მკურნალობის მიუხედავად (ნეიტროპენია, ლეიკოპენიის სიმპტომები; არახშირი).
  • ატიპიური მგრძნობელობა ჰემატომების ან სისხლდენის მიმართ - თრომბოციტოპენიის სიმპტომები (სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება).
  • სინკოპე, სისუსტე და დაღლილობა, ფერმკრთალი კანი, ქოშინი, გახშირებული გულისცემა - ჰემოლიზური იშემიის სიმპტომები (სისხლის წითელი უჯრედების გაზრდილი დეგრადაცია; სიხშირე უცნობია).
  • სწრაფი (პარკუჭოვანი ტაქიკარდია) ან არარეგულარული გულისცემა ან გულის რიტმის ცვალებადობა ეკგ-ზე (გახანგრძლივებული QT ინტერვალი და “პირუეტის” ტიპის ოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (torsade de pointes); სიხშირე უცნობია).
  • შარდვის შემცირება, სისუსტე, შეშუპება, ქოშინი, მადის ნაკლებობა, გულისრევა და ღებინება, კანის ქავილი, მცირე პეტექიები კანზე, ტკივილი წელის არეში, ჰემატურია (თირკმელების მწვავე უკმარისობის და ინტერსტიციული ნეფრიტის სიმპტომები; სიხშირე უცნობია).

სხვა გვერდითი ეფექტები

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

  • დიარეა.

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

  • თავის ტკივილი;
  • ღებინება, მუცლის ტკივილი, გულისრევა;
  • თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება;
  • სისხლში ბიკარბონატის დონის შემცირება.

არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

  • კანდიდოზი, ვაგინალური ინფექცია, პნევმონია, სოკოვანი ინფექცია, ბაქტერიული ინფექცია, ფარინგიტი, გასტროენტერიტი, რესპირატორული დარღვევები, რინიტი, პირის ღრუს კანდიდოზი;
  • თეთრი უჯრედების რაოდენობის ცვლილება (ეოზინოფილია);
  • მადის დაკარგვა (ანორექსია);
  • ნერვოზი, უძილობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, გემოს დარღვევები, ატიპიური შეგრძნებები კანზე, მაგ. კიდურებში ჩხვლეტა და დაბუჟება (პარესთეზია);
  • მხედველობის დარღვევა;
  • ყურის მხრივ დარღვევები, წონასწორობის დარღვევა;
  • პალპიტაცია;
  • „სიცხის მოწოლა“;
  • ქოშინი, ეპისტაქსია;
  • ყაბზობა, მეტეორიზმი, დისპეფსია, გასტრიტი, დისფაგია, შებერილობა, პირის ღრუს ლორწოვანის სიმშრალე, ბოყინი, პირის ღრუს წყლულები, ნერწყვის მომატება;
  • დერმატიტი, კანის სიმშრალე, ჭარბი ოფლიანობა;
  • ოსტეოართრიტი, მიალგია, ზურგის ტკივილი, კისრის ტკივილი;
  • დიზურია, თირკმლის ტკივილი
  • საშვილოსნოს ჰემორაგია, სათესლე ჯირკვლის დარღვევები;
  • შეშუპება, სისუსტე (ასთენია), შეუძლოდ ყოფნა (აპათია), დაღლილობა, სახის შეშუპება, გულმკერდის ტკივილი, ცხელება, ტკივილი, პერიფერიული შეშუპება;
  • ლაბორატორიული ტესტების შედეგები ნორმის ფარგლებს გარეთ (მაგ. სისხლის ანალიზი, ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის პარამეტრები, გლუკოზა, ელექტროლიტები);
  • პროცედურული გართულებები.

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

  • აჟიტაცია;
  • ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
  • ფოტომგრძნობელობა.

სიხშირე უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს ხელმისაწვდომი მონაცემებით)

  • აგრესია, შფოთვა, დელირიუმი, ჰალუცინაციები;
  • სინკოპე, კრუნჩხვები, მგრძნობელობის დარღვევა (პარესთეზია), ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა, ანოსმია, აგევზია, პაროსმია, მიასთენია გრავისი;
  • სმენის დაქვეითება, მათ შორის სიყრუე და/ან ტინიტუსი;
  • არტერიული წნევის დაქვეითება;
  • პანკრეატიტი, ენის გაუფერულება;
  • ართრალგია.

გვერდითი ეფექტები, სავარაუდოდ ან შესაძლოდ დაკავშირებული აზითრომიცინის გამოყენებასთან Mycobacterium avium კომპლექსის ბაცილებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ ან პროფილაქტიკაში, დაფიქსირებული კლინიკურ კვლევებში ან პოსტმარკეტინგულ პერიოდში.

ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

  • დიარეა;
  • მუცლის ტკივილი;
  • გულისრევა;
  • შებერილობა;
  • დისკომფორტი მუცლის ღრუში;
  • ხშირი თხელი განავალი.

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

  • ანორექსია;
  • თავბრუსხვევა;
  • თავის ტკივილი;
  • ატიპიური შეგრძნებები კანზე, მაგ. კიდურებში ჩხვლეტა და დაბუჟება (პარესთეზია);
  • გემოს დარღვევა;
  • მხედველობის დარღვევა;
  • სიყრუე;
  • გამონაყარი, ქავილი;
  • ართრალგია;
  • დაღლილობის შეგრძნება.

არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

  • მგრძნობელობის დარღვევა (პარესთეზია);
  • სმენის დაქვეითება, ტინიტუსი;
  • პალპიტაცია;
  • ღვიძლის ანთება;
  • ბულოზური ერითემა მულტიფორმული (სტივენს-ჯონსონის სინდრომი - კანის მძიმე რეაქცია), ფოტომგრძნობელობა;
  • ასთენია, სისუსტე.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები უშუალოდ მედიკამენტების, სამედიცინო ხელსაწყოებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის უწყების ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტის მეშვეობით

Al. Jerozolimskie 181C, 02-222 ვარშავა

ტელ.: + 48 22 49 21 301

ფაქსი: + 48 22 49 21 309

ვებგვერდი: https://smz.ezdrowie.gov.pl

გვერდითი ეფექტები ასევე შეიძლება ეცნობოს სავაჭრო ნებართვის მფლობელს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • როგორ ინახება აზიმიცინი

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა (EXP) ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს აზიმიცინი

აქტიური ნივთიერება არის აზითრომიცინი.

ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ აზითრომიცინს, აზითრომიცინის დიჰიდრატის სახით.

დამხმარე ნივთიერებებია: პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა ტიპი 101, მიკროკრისტალური ცელულოზა ტიპი 102, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი; გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი

აზიმიცინის გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

თეთრი ან კრემისფერი, ოვალური, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შეფუთვა: 3 ან 6 ან 12 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

Tarchomin Pharmaceutical Works “Polfa” S.A.

2, A. Fleminga Str.

03–176 ვარშავა

ტელეფონის ნომერი: 22-811-18-14

ამ მედიკამენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სავაჭრო ნებართვის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს.

ინსტრუქცია ბოლოს შესწორდა:

2022 წლის აგვისტოს

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა