პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

აზითრომიცინი 200 ბენე ფარმი

Azithromycin 200 BENE Pharm

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადრუმინეთი
რისთვის გამოიყენება

-ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ბაქტერიული ფარინგიტი / ტონზილიტი, სინუსიტი, ოტიტი); -ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ბაქტერიული ბრონქიტი, ინტერსტიციული და ალვეოლური პნევმონია, მწვავე ქრონიკული ბრონქიტი); …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
აზითრომიცინი (azithromycin)
ფორმა და შეფუთვა
ფხვნილი 200მგ/5მლ 37,5მლ შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად პოლიეთილენის ფლაკონი №1 საზომი ხუფით და კოვზით
მწარმოებელი
Rompharm Company, S.R.L. (Str. Eroilor, nr. 1С) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Rompharm Company S.R.L. (Str. Eroilor, nr. 1A)(რუმინეთი)), რუმინეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მაკროლიდები
ATC კოდი
J01FA10
რეგისტრაციის ნომერი
რ-043899
რეგისტრირებულია
25 აგვისტო 2025, მოქმედებს 25 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Rompharm Company S.R.L. (რუმინეთი)
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებააზითრომიცინი 200 ბენე ფარმი და სხვა წამალი ერთად

აზითრომიცინი 200 ბენე ფარმი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ბაქტერიული ფარინგიტი / ტონზილიტი, სინუსიტი, ოტიტი);
  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ბაქტერიული ბრონქიტი, ინტერსტიციული და ალვეოლური პნევმონია, მწვავე ქრონიკული ბრონქიტი);
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (ქრონიკული მიგრირებული ერითემა-ლაიმას დაავადების საწყისი სტადია, წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადი პიოდერმატოზები);
  • სქესობრივი გზით გადამდები მწვავე ინფექციები (ურეთრიტი, ცერვიციტი);
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები, ასოცირებული H.pylori-სთან.

მიღების წესი და დოზირება

აზითრომიცინი 200 ბენე ფარმი მიიღება დღე-ღამეში ერთხელ საკვების მიღებამდე 1 საათით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

ბავშვებში 6 თვიდან რეკომენდებულია სუსპენზიის მიღება.

ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციების (ქრონიკული მიგრირებული ერითემიის გარდა) დროს:

500 მგ ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში.

ბავშვებში - 10მგ/კგ ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში.

Helicobacter pylori – სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს: 1 გ ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში.

  • სქესობრივი გზით გადამდები გაურთულებული ინფექციების დროს (ურეთრიტი, ცერვიციტი, რომელიც გამოწვეულია Chlamydia trachomatis) – 1 გრამი დღეში, 3 დღის განმავლობაში 7 დღის ინტერვალით (1-7-14). კურსის დოზა 3 გ.

სუსპენზიის მომზადების წესი:

ფლაკონში, რომელშიც მოთავსებულია 31,3 გრ ფხვნილი, ჩაასხით 16.5 მლ გამოხდილი ან გადადუღებული წყალი. მიღებული სუსპენზიის მოცულება არის 37,5 მლ. მომზადებული სუსპენზიის შენახვის ხანგრძლივობა 7 დღეა. გამოყენების წინ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ბავშვებს სუსპენზიის მიღების შემდეგ მიაყოლებინეთ რამოდენიმე კოვზი ჩაი ან წყალი, რათა მთლიანად გადაყლაპოს პირის ღრუში დარჩენილი სუსპენზია.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ;

  • ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;

სიფრთხილით გამოიყენება:

ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში, მათ შორის თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს უარყოფითი მოქმედების რისკს;

ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში;

ავადმყოფებში, რომლებსაც აქვთ არითმია და გახანგრძლივებული Q—T ინტერვალი.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატის ერთი დოზის გამოტოვების შემთხვევაში – გამოტოვებული დოზა უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მალე, ხოლო შემდეგი დოზა 24 საათიანი ინტერვალით.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

  • ანტაციდური საშუალებებისა (ალუმინის, მაგნიუმისა და ეთანოლის შემცველობით) და საკვების მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს აზითრომიცინის შეწოვას, ამიტომ რეკომენდებულია პრეპარატის მიიღება 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ საკვებისა და ასეთი ტიპის პრეპარატების მიღებიდან.
  • არ უკავშირედბა ციტოქრომ Р-450. აზითრომიცინი სხვა მაკროლიდებისაგან განსხვავებით არ ურთიერთქმედებს თეოფილინთან, ტერფენადინთან, კარბამაზეპინთან, ტრიაზოლამთან, დიგოქსინთან.
  • მაკროლიდების გამოყენებისას ციკლოსერინთან, არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან, მეთილპრედნიზოლონთან, აგრეთვე პრეპარატებთან, რომლებიც განიცდიან მიკროსომულ დაჟანგვას (ციკლოსპორინი, ჰექსობარბიტალი, სპორინის ალკალოიდები, ვალპროის მჟავა, დიზოპირამიდი, ბრომკრიპტინი, ფენიტოინი, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები) ერთად გამოყენებისას აზითრომიცინი აფერხებს მათ გამოყოფას და ზრდის ჩამოთვლილი პრეპარატების კონცენტრაციას და ტოქსიურობას, მაშინ როცა აზალიდების გამოყენებისას ასეთი მოვლენები არ აღინიშნება.
  • ვარფარინთან ერთად მიღების აუცილებლობისას, საჭიროა პროთრომბინის დროის კონტროლი.
  • მაკროლიდების ერგოტამინებთან და დიჰიდროერგოტამინებთან ერთდროული გამოყენებისას, შესაძლოა გამოვლინდეს მათი ტოქსიური ეფექტი (ვაზოსპაზმი, დიზესთეზია).
  • ლინკოზამინი ასუსტებს, ტეტრაციკლინი და ქლორამფენიკოლი კი აძლიერებს აზიტრომიცინის ეფექტს.
  • ფარმაცევტულად შეუთავსებელია ჰეპარინთან.

გვერდითი მოვლენები

ვლინდება იშვიათად (1% და უფო მცირე).

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მელენა, ქოლესტაზით განპირობებული სიყვითლე, გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, მადის დაქვეითება, გასტრიტი.
  • ალერგიული რექციები: გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, კვინკეს შეშუპება.
  • შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ვაგინალური კანდიდოზი, ნეფრიტი.
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტკივილი გულ-მკერდის არეში
  • ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, ბავშვებში - თავის ტკივილი (ოტიტის მკურნალობისას), ჰიპერკინეზია, ნევროზი, ძილის დარღვევა.

სხვა: შესაძლოა ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ზომიერი მომატება, ადვილად დაღლა, გამონაყარი, კონიუნქტივიტი.

  • ძალიან იშვიათ შემთხვევაში ნეიტროფილია და ეოზინოფილია. შეცვლილი მაჩვენებლები აღწევს ნორმის ფარგლებს მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 კვირის შემდეგ.

სხვა გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ჰიპერდოზირება:

სიმპტომები: გულის რევა, სმენის დროებითი დაქვეითება, დიარეა. მკურნალება სიმპტომურია.

შემადგენლობა

ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად 200მგ/5მლ: 5მლ სუსპენზია შეიცავს აზითრომიცინის დიჰიდრატს, რომელიც 200 მგ უწყლო აზითრომიცინის ექვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ქსანტანის გუმფისი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, უწყლო ნატრიუმის ფოსფატი, სილიციუმის დიოქსიდი, ტიტანის ორჟანგი, ლიმონის არომატიზატორი, ვანილის არომატიზატორი, ასპარტამი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბიოტიკი, მაკროლიდი/აზალიდი.

ათქ კოდი: J01FA10.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ტენისგან და სინათლისაგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მზა სუსპენზია ინახება 2ºC-8ºC ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა:

ფხვნილი შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად (200მგ/5მლ) ინახება 3 წელი.

მომზადებული სუსპენზია ინახება 7 დღე.

შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

აზითრომიცინს ახასიათებს ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება. იგი უკავშირდება მიკროორგანიზმების რიბოსომის 50S –სუბერთეულს და თრგუნავს მისი ცილების ბიოსინთეზს. მაღალი კონცენტრაციისას ახასიათებს ბაქტერიციდული ეფექტი. აქტიურია შემდეგი გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Streptococcus pneumoniae, S. pyogenes, S. agalactiae, S. viridans, С, F და G ჯგუფის სტრეპტოკოკების, Staphylococcus aureus, S. epidermidis. არ მოქმედებს იმ გრაქმდადებით ბაქტერიებზე, რომლებიც მდგრადია ერითრომოცინის მიმართ. ეფექტურია შემდეგი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ: Haemophilus influenzae, H. parainfluenzae და Н. ducreyi, Moraxella catarrhalis, Bordetella pertussis და В. parapertussis, Neisseria gonorrhoeae და N. meningitidis, Brucella melitensis, Helicobacter pylori, Gardnerella vaginalis. აზითრომიცინი ასევე აქტიურია Campylobacter jejuni და ზოგიერთი ანაერობული მიკროორგანიზმების მიმართ: Clostridium perfringens და Micobacteria avium complex.Aგარდა ამისა, აზითრომიცინი ეფექტურია უჯრედშიდა და სხვა მიკროორგანიზმების მიმართ: Legionella pneumophila, Chlamydia trachomatis და С. pneumoniae, Mycoplasma pneumoniae, Ureaplasma urealyticum, Listeria monocitogenes, Borrelia burgdorferi, Treponema pallidum.

ფარმაკოკინეტიკა: შიგნით მიღებისას აზითრომიცინი კარგად შეიწოვება და ნაწილდება ორგანიზმში. აღწევს უჯრედის შიგნით მათ შორის ფაგოციტებში, რომლებიც მიგრირებენ ანთების კერაში, რითაც ხელს უწყობს პრეპარატის თერაპიული კონცენტრაცის მიღწევას ინფექციის კერაში. 12-72 სთ-ის შემდეგ ანთების ადგილას იქმნება მაღალი თერაპიული კონცენტრაცია (1-9 მგ/კგ), რომელიც აღემატება ინფექციის გამომწვევის დათრგუნვისათვის საჭირო მინიმალურ კონცენტრაციას. ახასიათებს ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი და ნელა გამოიყოფა ქსოვილებიდან (საშუალოდ 60-76 საათი). P ეს თვისება საშუალებას იძლევა პრეპარატი დაინიშნოს დღე-ღამეში ერთჯერადი დოზირების ხანმოკლე (3 დღე) რეჟიმით. აზითრომიცინი 200 ბენე ფარმით მკურნალობის კურსი ძირითადად 7-10 დღეა.

აზითრომიცინი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში. მეტაბოლიტები არააქტიურია.

პრეპარატი ძირითადად გამოიყოფა ნაღვლის საშუალებით შეუცვლელი სახით, მცირე ნაწილი გამოიყოფა თირკმლებით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

Pპრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

სავაჭრო დასახელება:

აზითრომიცინი 200 ბენე ფარმი, ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

აზითრომიცინი

გამოშვების ფორმა: ფხვნილი შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად.

შემადგენლობა:

ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად 200მგ/5მლ: 5მლ სუსპენზია შეიცავს აზითრომიცინის დიჰიდრატს, რომელიც 200 მგ უწყლო აზითრომიცინის ექვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ქსანტანის გუმფისი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, უწყლო ნატრიუმის ფოსფატი, სილიციუმის დიოქსიდი, ტიტანის ორჟანგი, ლიმონის არომატიზატორი, ვანილის არომატიზატორი, ასპარტამი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბიოტიკი, მაკროლიდი/აზალიდი.

ათქ კოდი: J01FA10.

ფარმაკოდინამიკა: აზითრომიცინს ახასიათებს ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება. იგი უკავშირდება მიკროორგანიზმების რიბოსომის 50S –სუბერთეულს და თრგუნავს მისი ცილების ბიოსინთეზს. მაღალი კონცენტრაციისას ახასიათებს ბაქტერიციდული ეფექტი. აქტიურია შემდეგი გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Streptococcus pneumoniae, S. pyogenes, S. agalactiae, S. viridans, С, F და G ჯგუფის სტრეპტოკოკების, Staphylococcus aureus, S. epidermidis. არ მოქმედებს იმ გრაქმდადებით ბაქტერიებზე, რომლებიც მდგრადია ერითრომოცინის მიმართ. ეფექტურია შემდეგი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ: Haemophilus influenzae, H. parainfluenzae და Н. ducreyi, Moraxella catarrhalis, Bordetella pertussis და В. parapertussis, Neisseria gonorrhoeae და N. meningitidis, Brucella melitensis, Helicobacter pylori, Gardnerella vaginalis. აზითრომიცინი ასევე აქტიურია Campylobacter jejuni და ზოგიერთი ანაერობული მიკროორგანიზმების მიმართ: Clostridium perfringens და Micobacteria avium complex.Aგარდა ამისა, აზითრომიცინი ეფექტურია უჯრედშიდა და სხვა მიკროორგანიზმების მიმართ: Legionella pneumophila, Chlamydia trachomatis და С. pneumoniae, Mycoplasma pneumoniae, Ureaplasma urealyticum, Listeria monocitogenes, Borrelia burgdorferi, Treponema pallidum.

ფარმაკოკინეტიკა: შიგნით მიღებისას აზითრომიცინი კარგად შეიწოვება და ნაწილდება ორგანიზმში. აღწევს უჯრედის შიგნით მათ შორის ფაგოციტებში, რომლებიც მიგრირებენ ანთების კერაში, რითაც ხელს უწყობს პრეპარატის თერაპიული კონცენტრაცის მიღწევას ინფექციის კერაში. 12-72 სთ-ის შემდეგ ანთების ადგილას იქმნება მაღალი თერაპიული კონცენტრაცია (1-9 მგ/კგ), რომელიც აღემატება ინფექციის გამომწვევის დათრგუნვისათვის საჭირო მინიმალურ კონცენტრაციას. ახასიათებს ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი და ნელა გამოიყოფა ქსოვილებიდან (საშუალოდ 60-76 საათი). P ეს თვისება საშუალებას იძლევა პრეპარატი დაინიშნოს დღე-ღამეში ერთჯერადი დოზირების ხანმოკლე (3 დღე) რეჟიმით. აზითრომიცინი 200 ბენე ფარმით მკურნალობის კურსი ძირითადად 7-10 დღეა.

აზითრომიცინი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში. მეტაბოლიტები არააქტიურია.

პრეპარატი ძირითადად გამოიყოფა ნაღვლის საშუალებით შეუცვლელი სახით, მცირე ნაწილი გამოიყოფა თირკმლებით.

ჩვენება:

  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ბაქტერიული ფარინგიტი / ტონზილიტი, სინუსიტი, ოტიტი);
  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ბაქტერიული ბრონქიტი, ინტერსტიციული და ალვეოლური პნევმონია, მწვავე ქრონიკული ბრონქიტი);
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (ქრონიკული მიგრირებული ერითემა-ლაიმას დაავადების საწყისი სტადია, წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადი პიოდერმატოზები);
  • სქესობრივი გზით გადამდები მწვავე ინფექციები (ურეთრიტი, ცერვიციტი);
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები, ასოცირებული H.pylori-სთან.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ;

  • ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;

სიფრთხილით გამოიყენება:

ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში, მათ შორის თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს უარყოფითი მოქმედების რისკს;

ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში;

ავადმყოფებში, რომლებსაც აქვთ არითმია და გახანგრძლივებული Q—T ინტერვალი.

მიღების წესი და დოზირება:

აზითრომიცინი 200 ბენე ფარმი მიიღება დღე-ღამეში ერთხელ საკვების მიღებამდე 1 საათით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

ბავშვებში 6 თვიდან რეკომენდებულია სუსპენზიის მიღება.

ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციების (ქრონიკული მიგრირებული ერითემიის გარდა) დროს:

500 მგ ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში.

ბავშვებში - 10მგ/კგ ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში.

Helicobacter pylori – სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს: 1 გ ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში.

  • სქესობრივი გზით გადამდები გაურთულებული ინფექციების დროს (ურეთრიტი, ცერვიციტი, რომელიც გამოწვეულია Chlamydia trachomatis) – 1 გრამი დღეში, 3 დღის განმავლობაში 7 დღის ინტერვალით (1-7-14). კურსის დოზა 3 გ.

სუსპენზიის მომზადების წესი:

ფლაკონში, რომელშიც მოთავსებულია 31,3 გრ ფხვნილი, ჩაასხით 16.5 მლ გამოხდილი ან გადადუღებული წყალი. მიღებული სუსპენზიის მოცულება არის 37,5 მლ. მომზადებული სუსპენზიის შენახვის ხანგრძლივობა 7 დღეა. გამოყენების წინ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ბავშვებს სუსპენზიის მიღების შემდეგ მიაყოლებინეთ რამოდენიმე კოვზი ჩაი ან წყალი, რათა მთლიანად გადაყლაპოს პირის ღრუში დარჩენილი სუსპენზია.

გვერდითი მოვლენები:

ვლინდება იშვიათად (1% და უფო მცირე).

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მელენა, ქოლესტაზით განპირობებული სიყვითლე, გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, მადის დაქვეითება, გასტრიტი.
  • ალერგიული რექციები: გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, კვინკეს შეშუპება.
  • შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ვაგინალური კანდიდოზი, ნეფრიტი.
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტკივილი გულ-მკერდის არეში
  • ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, ბავშვებში - თავის ტკივილი (ოტიტის მკურნალობისას), ჰიპერკინეზია, ნევროზი, ძილის დარღვევა.

სხვა: შესაძლოა ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ზომიერი მომატება, ადვილად დაღლა, გამონაყარი, კონიუნქტივიტი.

  • ძალიან იშვიათ შემთხვევაში ნეიტროფილია და ეოზინოფილია. შეცვლილი მაჩვენებლები აღწევს ნორმის ფარგლებს მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 კვირის შემდეგ.

სხვა გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

ჰიპერდოზირება:

სიმპტომები: გულის რევა, სმენის დროებითი დაქვეითება, დიარეა. მკურნალება სიმპტომურია.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

  • ანტაციდური საშუალებებისა (ალუმინის, მაგნიუმისა და ეთანოლის შემცველობით) და საკვების მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს აზითრომიცინის შეწოვას, ამიტომ რეკომენდებულია პრეპარატის მიიღება 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ საკვებისა და ასეთი ტიპის პრეპარატების მიღებიდან.
  • არ უკავშირედბა ციტოქრომ Р-450. აზითრომიცინი სხვა მაკროლიდებისაგან განსხვავებით არ ურთიერთქმედებს თეოფილინთან, ტერფენადინთან, კარბამაზეპინთან, ტრიაზოლამთან, დიგოქსინთან.
  • მაკროლიდების გამოყენებისას ციკლოსერინთან, არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან, მეთილპრედნიზოლონთან, აგრეთვე პრეპარატებთან, რომლებიც განიცდიან მიკროსომულ დაჟანგვას (ციკლოსპორინი, ჰექსობარბიტალი, სპორინის ალკალოიდები, ვალპროის მჟავა, დიზოპირამიდი, ბრომკრიპტინი, ფენიტოინი, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები) ერთად გამოყენებისას აზითრომიცინი აფერხებს მათ გამოყოფას და ზრდის ჩამოთვლილი პრეპარატების კონცენტრაციას და ტოქსიურობას, მაშინ როცა აზალიდების გამოყენებისას ასეთი მოვლენები არ აღინიშნება.
  • ვარფარინთან ერთად მიღების აუცილებლობისას, საჭიროა პროთრომბინის დროის კონტროლი.
  • მაკროლიდების ერგოტამინებთან და დიჰიდროერგოტამინებთან ერთდროული გამოყენებისას, შესაძლოა გამოვლინდეს მათი ტოქსიური ეფექტი (ვაზოსპაზმი, დიზესთეზია).
  • ლინკოზამინი ასუსტებს, ტეტრაციკლინი და ქლორამფენიკოლი კი აძლიერებს აზიტრომიცინის ეფექტს.
  • ფარმაცევტულად შეუთავსებელია ჰეპარინთან.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის ერთი დოზის გამოტოვების შემთხვევაში – გამოტოვებული დოზა უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მალე, ხოლო შემდეგი დოზა 24 საათიანი ინტერვალით.

გამოშვების ფორმა:

ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად (200მგ/5მლ). 31,3 გ ფხვნილი 100 მლ მოცულობის ფლაკონში, პოლიპროპილენის რეზისტენტული თავსახურით. ერთი ფლაკონი ორმხრივ საზომ კოვზთან (დიდი მოცულობა - 5 მლ, პატარა – 2,5 მლ) და საქომ ჭიქასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ტენისგან და სინათლისაგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მზა სუსპენზია ინახება 2ºC-8ºC ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა:

ფხვნილი შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად (200მგ/5მლ) ინახება 3 წელი.

მომზადებული სუსპენზია ინახება 7 დღე.

შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

”რომფარმი კომპანი”, რუმინეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა