აზითრომიცინი ფარმოზი
AZITROMICINA FARMOZ
აზითრომიცინი ფარმოზი მიეკუთვნება ანტიბიოტიკების მაკროლიდების ჯგუფს. ანტიბიოტიკები გამოიყენება მიკროორგანიზმებით, როგორიცაა ბაქტეერიები, გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილებშია ლოკალიზებული. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- აზითრომიცინი (azithromycin)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ შემოგარსული ტაბლეტი №3
- მწარმოებელი
- Atlantic Pharma - Produções Farmacêuticas, S.A., პორტუგალია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მაკროლიდები
- ATC კოდი
- J01FA10
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043237
- რეგისტრირებულია
- 8 მაისი 2025, მოქმედებს 8 მაისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- -
აზითრომიცინი ფარმოზი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
აზითრომიცინი ფარმოზი მიეკუთვნება ანტიბიოტიკების მაკროლიდების ჯგუფს. ანტიბიოტიკები გამოიყენება მიკროორგანიზმებით, როგორიცაა ბაქტეერიები, გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილებშია ლოკალიზებული.
აზითრომიცინი ფარმოზი აღწევს ინფიცირებულ ქსოვილში, სადაც ის გამოიყოფა დროთა განმავლობაში და ამრიგად ბაქტერიებს ებრძვის ბოლო დოზის მიღების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში.
რომელი ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება აზითრომიცინი ფარმოზი?
აზითრომიცინი ფარმოზი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული გარკვეული ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა: ტონზილიტი/ფარინგიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, პნევმონია, შუა ყურის მწვავე ანთება, კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები (როგორიცაა აბსცესი), ასევე Chlamidia trachomatis-ით და წამლების მიმართ არარეზისტენტული Neisseria gonorrhoeae-ით გამოწვეული სქესობრივდ გადამდები დაავადებები.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მოზრდილებსა და 45 კგ-ზე მეტი სხეულის წონის მქონე ბავშვებში რეკომენდებული დოზა უმეტესი ჩვენებებისათვის არის 500 მგ ერთხელ დღეში (1 ტაბლეტი 500 მგ) და მკურნალობის ხანგრძლივობაა 3 დღე.
Chlamidia trachomatis-ით და Haemophilus ducreyi-ით გამოწვეული სქესობრივად გადამდები ინფექციების სამკურნალოდ რეკომენდებული დოზაა 1 გ ერთჯერადი დოზის სახით (500 მგ 2 ტაბლეტი). Neisseria gonorrhoeae-ისათვის რეკომენდებული დოზაა 1 გ ან 2 გ ცეფტრიაქსონის 250 მგ ან 500 მგ-თან კომბინაციაში,
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება
აზითრომიცინი ფარმოზის ტაბლეტები ინიშნება მხოლოდ 45 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვებში.
მიღების მეთოდი და გზა
განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
აზითრომიცინი ფარმოზის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს წყლის ან სხვა სითხის მიყოლებით, მისი მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე კვებისგან დამოუკიდებლად.
საუკეთესო დრო მედიკამენეტის მისაღებად
მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე, უმჯობესია ერთსა და იმავე დროს. აზითრომიცინი ფარმოზი მიიღება მხოლოდ დღეში ერთხელ.
მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა
აზითრომიცინი ფარმოზით მკურნალობა ეფექტიანი რომ იყოს, უნდა დასრულდეს 3-დღიანი მკურნალობის კურსი, თუმცა აზითრომიცინი ფარმოზის მოქმედება გრძელდება უფრო დიდხანს.
აზითრომიცინი ფარმოზის დოზის გადაჭარბებისას
თუ რომელიმე პირმა (მაგ.: ბავშვმა) ერთბაშად მიიღო აზითრომიცინი ფარმოზის ბევრი ტაბლეტი, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
აზითრომიცინი ფარმოზის დოზის გამოტოვებისას
დოზის გამოტოვებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე და შემდეგ გაგრძელდეს დოზირების ჩვეულებრივი სქემის მიხედვით.
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
უკუჩვენებები
თუ პაციენტი ალერგიულია აზითრომიცინის, მაკროლიდების ან კეტოლიდების (მათ შორის, ერითრომიცინის), ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).
სიფრთხილის ზომები
აზითრომიცინი ფარმოზის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:
თუ პაციენტს როდესმე აღენიშნებოდა რაიმე პრობლემა სხვა მედიკამენტების მიღებისას;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები. ექიმმა შეიძლება მოახდინოს ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი ან შეაჩეროს მკურნალობა;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება თირკმლის პრობლემები.
მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს:
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის დაავაების რაიმე ნიშანი, როგორიცაა კანის გაყვითლება, ენერგიის დაკარგვა/ნაკლებობა, მუქი ფერის შარდი ან სისხლდენა ან ქცევის დარღვევა, შეიძლება საჭირო გახდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯების აღება ან შემდგომი დიაგნოსტიკური კვლევები;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის ფრიალი ან გულისცემის დარღვევა, ან თავბრუსხვევა, ან გულისწასვლა, ან კუნთების სისუსტე აზითრომიცინი ფარმოზის მიღებისას;
თუ პაციენტს განუვითარდა დიარეა ან თხევადი განავალი მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდეგ, დაუყოვნელივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს. არ უნდა იქნეს მიღებული დიარეის სამკურნალო პრეპარატები ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ დიარეა გრძელდება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია;
თუ პაციენტს განუვითარდა ალერგიული რეაქციის რაიმე ნიშანი, მაგალითად: კანზე გამონაყარი/პაპულები, ბლისტერები, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, სახის ან ხორხის შეშუპება, უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. აზითრომიცინი ფარმოზის მიმართ სერიოზული ალერგიული რეაქციები იშვიათია;
თუ ახალშობილს აღენიშნება ღებინება ან გაღიზიანება კვების დროს.
ანტიბიოტიკები მოქმედებს გარკვეულ ბაქტერიებზე, მაგრამ არ მოქმედებს სოკოებით (საფუარა სოკოთი) გამოწვეულ ყველა ბაქტერიაზე ან ინფექციაზე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს მიიღოს რომელიმე მედიკამენტი.
აზითრომიცინი ფარმოზის მიღებამდე ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელიმეს:
ანტაციდები (გამოიყენება გულძმარვის და დისპეფსიის დროს);
ვარფარინი (ან მსგავსი მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე);
ტერფენადინი (გამოიყენება თივის ცხელების ან კანის ალერგიების დროს);
ციკლოსპორინი (იმუნოსუპრესანტი, რომელიც გამოიყენება ორგანოს ან ძვლის ტვინის გადანერგვის მოცილების პრევენციისათვის ან სამკურნალოდ);
დიგოქსინი (გამოიყენება გულის უკმარისობის დროს);
კოლხიცინი (გამოიყენება პოდაგრის ან ოჯახური ხმეთაშუაზღვის ცხელების დროს)
ნელფინავირი (გამოიყენება აივ ინფექციის (შიდსის) სამკურნალოდ).
ერგოტამინი (გამოიყენება შაკიკის დროს);
ატორვასტატინი (გამოიყენება სისხლში ქლესტერინის დონის დასაწევად);
ანტიარითმიული პრეპარატები (გამოიყენება გულის რითმის პრობლემების დროს);
ანტიფსიქოზური მედიკამენტები (გამოიყენება ჰალუცინაციების ან აზროვნების დარღვევების დროს));
ანტიდეპრესანტები (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);
ფტორქინოლონები (ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება სერიოზული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ).
აზითრომიცინი ფარმოზის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
აზითრომიცინი ფარმოზის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს წყლის ან სხვა სითხის მიყოლებით, მისი მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე კვებისგან დამოუკიდებლად.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის მტკიცებულება, რომ აზითრომიცინი ფარმოზი გავლენას ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე..
აზითრომიცინი ფარმოზი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “ნატრიუმისგან თავისუფალია”.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან არაუმცირეს 1 პაციენტში):
დიარეა
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან არაუმცირეს 1 პაციენტში):
თავის ტკვივილი
ღებინება, მუცლის ტკივილი, გულისრევა
ლიმფოციტების რაოდენობის დაქვეითება (ლეიკოციტების ტიპი), ეოზინოფილების, ნეიტროფილების, ბაზოფილების და მონოციტების (ლეიკოციტების ტიპები) რაოდენობის გაზრდა;
ბიკარბონატების დონის დაქვეითება სისხლში.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან არაუმცირეს 1 პაციენტში):
საშოს სოკოვანი ინფექციები (კანდიდოზი) და პირის სოკოვანი ინფექციები (რძიანა), ვაგინალური ინფექცია, პნევმონია, სოკოვანი ინფექცია, ბაქტერიული ინფექცია, ყელის ტკივილი, მუცლის ტკივილი და სპაზმები, რესპირატორული დარღვევა, ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირის გაღიზიანება;
ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება (ლეიკოპენია), ნეიტროფილების რაოდენობის დაქვეითება (ნეიტროპენია);
კანქვეშა ქსოვილის უეცარი შეშუპება და სხვადასხვა სიმძიმის ალერგიული რეაქციები;
მადის დაკარგვა;
ნევროზულობა და უძილობა;
თავბრუსხვევა, ძილიანობა, გემოს დარღვევა (დისგეზია) და ჩხვლეტის, სიცივის და სიცხის შეგრძნება სხეულის სხვადასხვა ნაწილებში (პარესთეზია);
მხედვველობის დარღვევა;
სმენის დარღვევა და ვერტიგო;
გულის ფრიალი;
ალები (სიცხის შეგრძნება);
ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა; (ეპისტაქსისი);
ყაბზობა, მეტეორიზმი, დისპეფსია, გასტრიტი, ყლაპვის გაძნელება (დისფაგია), შებერილობა, პირის სიმშრალე, ბოყინი, პირის წყლულები, გაზრდილი სალივაცია;
კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, დერმატიტი, კანის სიმშრალე, ჭარბი ოფლიანობა;
მყესებისა და კუნთების მწვავე ტკივილი და რიგიდობა, კუნთების ტკივილი, წელის ტკივილი, კისრის ტკივილი;
ტკივილი შარდვის დროს და შარდვის გაძნელება, თირკმლის ტკივილი;
საშვილოსნოდან სისხლდენა არა მენსტრუაციის პერიოდებში, სათესლე ჯირკვლების პათოლოგიები;
სხეულის ლოკალიზებული შესივება სხეულის რომელიმე ნაწილში, უღონობა, სისუსტე ან დაღლილობა, უღონობა, სახის შეშუპება, მკერდის არეში ტკივილი, ცხელება, ტკივილი, პერიფერიული შეშუპება;
ლაბორატორიული ანალიზების შედეგების ცვლილებები (როგორიცაა: სისხლის ან ღვიძლის ანალიზები).
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10 000-დან არაუმცირეს 1 პაციენტში):
აგზნება;
ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები, კანისა და სკლერების გაყვითლება;
კანის მძიმე რეაქციები სინათლეზე ან მზეზე;
კანის გამონაყარი, რომელიც ხასიათდება კანის სიწითლესთან ერთად მცირე ზომის პუსტულების (თეთრი/ყვითელი სითხით სავსე მცირე ზომის ბუშტუკები) სწრაფი განვითარებით;
დაყოვნებული ალერგიული რეაქციები (ზემოქმედებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ) გამონაყარით და სხვა შესაძლო სიმპტომებით, როგორიცაა სახის შეშუპება, ტონზილების შესივება და პათოლოგიური ლაბორატორიული ანალიზები (როგორიცაა: ღვიძლის მარკერები და ლეიკოციტების რაოდენობის მომატება).
დამატებითი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღწერილ იქნა პოსტმარკეტინგულ პერიოდში (სიხშირე უცნობია)
მუცლის სპაზმები, რომლებიც იხსნება ნაწლავების მოტორიკის შემდეგ, დაბალი ცხელება, პროფუზული თხევადი განავალი და დეჰიდრატაცია (ფსევდომემბრანოზული კოლიტი);
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, ჰემოგლობინის დაბალი დონე;
ძლიერ გამოხატული ჭინჭრის ციება;
აგრესიული ქცევა, შფოთვა, დელირიუმი, ჰალუცინაციები;
სინკოპე, კრუნჩხვები, ჭარბი მოტორული აქტივობა შეხების მგრძნობელობის დაქვეითება, ყნოვის დაკარგვა ან ყნოსვის ცვლილება, გემოს დაკარგვა, კუნთების ლოკალიზებული სისუსტე (მიასთენია გრავის);
სმენის დაკარგვა ან ტინიტუსი;
გულის რითმის დარღვევები, მათ შორის აჩქარებული გულისცემა, არარეგულარული გულისცემა;
დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია);
პანკრეასის ანთება, ენის ფერის ცვლილება, კანის მძიმე რეაქცია;
ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ნეკროზი;
თირკმლის უკმარისობა, თირკმელების ანთება;
ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ) ცვლილებები (torsades de pontes და გახანგრძლივებული QT ინტერვალი);
კუჭის ტკივილი დიარეასთან და ცხელებასთან ერთად;
ადვილად განვითარებული სისხლჩაქცევები და სისხლდენა;
სახსრების ტკივილი.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ინფარმედ, ი.პ.-ის საშულებით ქვემოთ მოცემულ მისამართზე. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
პორტუგალია
ვებ-გვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram (უმჯობესია)
ან შემდეგ მისამართზე:
მედიკამენტების რისკის მართვის დეპარტამენტი
პარკ და საუდე დე ლისბოა, ავ. ბრაზილ 53
1749-004 ლისაბონი
ტელ.: +351 21 798 73 73
მედიკამენტების ცხელი ხაზი: 800222444 (უფასო)
ელ-ფოსტა: [email protected]
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა აზითრომიცინი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს აზითრომიცინის დიჰიდრატს, რომელიც ექვივალენტურია 500 მგ აქტიური ნივთიერება აზითრომიცინის.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: კალციუმის ორფუძიანი უწყლო ფოსფატი, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოლიეთილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი და ჰიდროქსიპროპილმეთილ ცელულოზა.
აზითრომიცინი ფარმოზის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
აზითრომიცინი ფარმოზი შემოგარსული ტაბლეტებია და მოწოდებულია შეფუთვაში 2 ან 3 ტაბლეტით.
ყველა შეფუთვა ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი
Farmoz - Sociedade Tecnico Medicinal, S.A.
Rua da Tapada Grande, n 2
Abrunheira
2710-089 Sintra
Portugal
ფარმოზ - სოსიედადე ტექნიკო-მედიცინალ ს.ა.
რუა და ტაპადა გრანდე, #2
აბრუნჰეირა
2710-089 სინტრა, პორტუგალია
შენახვის პირობები
ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ სიფრთხილის ზომებს.
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის
აზითრომიცინი ფარმოზი 500 მგ შემოგარსული ტაბლეტები
აზითრომიცინი
მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს აზითრომიცინი ფარმოზი და მისი გამოყენება;
რა უნდა იცოდეს პაციენტმა აზითრომიცინი ფარმოზის მიღებამდე;
აზითრომიცინი ფარმოზი მიღების წესი;
შესაძლო გვერდითი მოვლენები;
აზითრომიცინი ფარმოზის შენახვის წესი;
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.
რას წარმოადგენს აზითრომიცინი ფარმოზი და მისი გამოყენება
აზითრომიცინი ფარმოზი მიეკუთვნება ანტიბიოტიკების მაკროლიდების ჯგუფს. ანტიბიოტიკები გამოიყენება მიკროორგანიზმებით, როგორიცაა ბაქტეერიები, გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილებშია ლოკალიზებული.
აზითრომიცინი ფარმოზი აღწევს ინფიცირებულ ქსოვილში, სადაც ის გამოიყოფა დროთა განმავლობაში და ამრიგად ბაქტერიებს ებრძვის ბოლო დოზის მიღების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში.
რომელი ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება აზითრომიცინი ფარმოზი?
აზითრომიცინი ფარმოზი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული გარკვეული ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა: ტონზილიტი/ფარინგიტი, სინუსიტი, ბრონქიტი, პნევმონია, შუა ყურის მწვავე ანთება, კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები (როგორიცაა აბსცესი), ასევე Chlamidia trachomatis-ით და წამლების მიმართ არარეზისტენტული Neisseria gonorrhoeae-ით გამოწვეული სქესობრივდ გადამდები დაავადებები.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა აზითრომიცინი ფარმოზის მიღებამდე
დაუშვებელია აზითრომიცინი ფარმოზის მიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია აზითრომიცინის, მაკროლიდების ან კეტოლიდების (მათ შორის, ერითრომიცინის), ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
აზითრომიცინი ფარმოზის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:
თუ პაციენტს როდესმე აღენიშნებოდა რაიმე პრობლემა სხვა მედიკამენტების მიღებისას;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები. ექიმმა შეიძლება მოახდინოს ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი ან შეაჩეროს მკურნალობა;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება თირკმლის პრობლემები.
მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს:
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის დაავაების რაიმე ნიშანი, როგორიცაა კანის გაყვითლება, ენერგიის დაკარგვა/ნაკლებობა, მუქი ფერის შარდი ან სისხლდენა ან ქცევის დარღვევა, შეიძლება საჭირო გახდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯების აღება ან შემდგომი დიაგნოსტიკური კვლევები;
თუ პაციენტს აღენიშნება გულის ფრიალი ან გულისცემის დარღვევა, ან თავბრუსხვევა, ან გულისწასვლა, ან კუნთების სისუსტე აზითრომიცინი ფარმოზის მიღებისას;
თუ პაციენტს განუვითარდა დიარეა ან თხევადი განავალი მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდეგ, დაუყოვნელივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს. არ უნდა იქნეს მიღებული დიარეის სამკურნალო პრეპარატები ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ დიარეა გრძელდება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია;
თუ პაციენტს განუვითარდა ალერგიული რეაქციის რაიმე ნიშანი, მაგალითად: კანზე გამონაყარი/პაპულები, ბლისტერები, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, სახის ან ხორხის შეშუპება, უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. აზითრომიცინი ფარმოზის მიმართ სერიოზული ალერგიული რეაქციები იშვიათია;
თუ ახალშობილს აღენიშნება ღებინება ან გაღიზიანება კვების დროს.
ანტიბიოტიკები მოქმედებს გარკვეულ ბაქტერიებზე, მაგრამ არ მოქმედებს სოკოებით (საფუარა სოკოთი) გამოწვეულ ყველა ბაქტერიაზე ან ინფექციაზე.
სხვა მედიკამენტები და აზითრომიცინი ფარმოზი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს მიიღოს რომელიმე მედიკამენტი.
აზითრომიცინი ფარმოზის მიღებამდე ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელიმეს:
ანტაციდები (გამოიყენება გულძმარვის და დისპეფსიის დროს);
ვარფარინი (ან მსგავსი მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე);
ტერფენადინი (გამოიყენება თივის ცხელების ან კანის ალერგიების დროს);
ციკლოსპორინი (იმუნოსუპრესანტი, რომელიც გამოიყენება ორგანოს ან ძვლის ტვინის გადანერგვის მოცილების პრევენციისათვის ან სამკურნალოდ);
დიგოქსინი (გამოიყენება გულის უკმარისობის დროს);
კოლხიცინი (გამოიყენება პოდაგრის ან ოჯახური ხმეთაშუაზღვის ცხელების დროს)
ნელფინავირი (გამოიყენება აივ ინფექციის (შიდსის) სამკურნალოდ).
ერგოტამინი (გამოიყენება შაკიკის დროს);
ატორვასტატინი (გამოიყენება სისხლში ქლესტერინის დონის დასაწევად);
ანტიარითმიული პრეპარატები (გამოიყენება გულის რითმის პრობლემების დროს);
ანტიფსიქოზური მედიკამენტები (გამოიყენება ჰალუცინაციების ან აზროვნების დარღვევების დროს));
ანტიდეპრესანტები (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);
ფტორქინოლონები (ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება სერიოზული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ).
აზითრომიცინი ფარმოზის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
აზითრომიცინი ფარმოზის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს წყლის ან სხვა სითხის მიყოლებით, მისი მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე კვებისგან დამოუკიდებლად.
ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
არ არის მტკიცებულება, რომ აზითრომიცინი ფარმოზი გავლენას ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე..
აზითრომიცინი ფარმოზი შეიცავს ნატრიუმს
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “ნატრიუმისგან თავისუფალია”.
აზითრომიცინი ფარმოზის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მოზრდილებსა და 45 კგ-ზე მეტი სხეულის წონის მქონე ბავშვებში რეკომენდებული დოზა უმეტესი ჩვენებებისათვის არის 500 მგ ერთხელ დღეში (1 ტაბლეტი 500 მგ) და მკურნალობის ხანგრძლივობაა 3 დღე.
Chlamidia trachomatis-ით და Haemophilus ducreyi-ით გამოწვეული სქესობრივად გადამდები ინფექციების სამკურნალოდ რეკომენდებული დოზაა 1 გ ერთჯერადი დოზის სახით (500 მგ 2 ტაბლეტი). Neisseria gonorrhoeae-ისათვის რეკომენდებული დოზაა 1 გ ან 2 გ ცეფტრიაქსონის 250 მგ ან 500 მგ-თან კომბინაციაში,
ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება
აზითრომიცინი ფარმოზის ტაბლეტები ინიშნება მხოლოდ 45 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვებში.
მიღების მეთოდი და გზა
განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
აზითრომიცინი ფარმოზის ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს წყლის ან სხვა სითხის მიყოლებით, მისი მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე კვებისგან დამოუკიდებლად.
საუკეთესო დრო მედიკამენეტის მისაღებად
მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ყოველდღე, უმჯობესია ერთსა და იმავე დროს. აზითრომიცინი ფარმოზი მიიღება მხოლოდ დღეში ერთხელ.
მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა
აზითრომიცინი ფარმოზით მკურნალობა ეფექტიანი რომ იყოს, უნდა დასრულდეს 3-დღიანი მკურნალობის კურსი, თუმცა აზითრომიცინი ფარმოზის მოქმედება გრძელდება უფრო დიდხანს.
აზითრომიცინი ფარმოზის დოზის გადაჭარბებისას
თუ რომელიმე პირმა (მაგ.: ბავშვმა) ერთბაშად მიიღო აზითრომიცინი ფარმოზის ბევრი ტაბლეტი, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
აზითრომიცინი ფარმოზის დოზის გამოტოვებისას
დოზის გამოტოვებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე და შემდეგ გაგრძელდეს დოზირების ჩვეულებრივი სქემის მიხედვით.
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10-დან არაუმცირეს 1 პაციენტში):
დიარეა
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 100-დან არაუმცირეს 1 პაციენტში):
თავის ტკვივილი
ღებინება, მუცლის ტკივილი, გულისრევა
ლიმფოციტების რაოდენობის დაქვეითება (ლეიკოციტების ტიპი), ეოზინოფილების, ნეიტროფილების, ბაზოფილების და მონოციტების (ლეიკოციტების ტიპები) რაოდენობის გაზრდა;
ბიკარბონატების დონის დაქვეითება სისხლში.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან არაუმცირეს 1 პაციენტში):
საშოს სოკოვანი ინფექციები (კანდიდოზი) და პირის სოკოვანი ინფექციები (რძიანა), ვაგინალური ინფექცია, პნევმონია, სოკოვანი ინფექცია, ბაქტერიული ინფექცია, ყელის ტკივილი, მუცლის ტკივილი და სპაზმები, რესპირატორული დარღვევა, ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირის გაღიზიანება;
ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება (ლეიკოპენია), ნეიტროფილების რაოდენობის დაქვეითება (ნეიტროპენია);
კანქვეშა ქსოვილის უეცარი შეშუპება და სხვადასხვა სიმძიმის ალერგიული რეაქციები;
მადის დაკარგვა;
ნევროზულობა და უძილობა;
თავბრუსხვევა, ძილიანობა, გემოს დარღვევა (დისგეზია) და ჩხვლეტის, სიცივის და სიცხის შეგრძნება სხეულის სხვადასხვა ნაწილებში (პარესთეზია);
მხედვველობის დარღვევა;
სმენის დარღვევა და ვერტიგო;
გულის ფრიალი;
ალები (სიცხის შეგრძნება);
ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა; (ეპისტაქსისი);
ყაბზობა, მეტეორიზმი, დისპეფსია, გასტრიტი, ყლაპვის გაძნელება (დისფაგია), შებერილობა, პირის სიმშრალე, ბოყინი, პირის წყლულები, გაზრდილი სალივაცია;
კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, დერმატიტი, კანის სიმშრალე, ჭარბი ოფლიანობა;
მყესებისა და კუნთების მწვავე ტკივილი და რიგიდობა, კუნთების ტკივილი, წელის ტკივილი, კისრის ტკივილი;
ტკივილი შარდვის დროს და შარდვის გაძნელება, თირკმლის ტკივილი;
საშვილოსნოდან სისხლდენა არა მენსტრუაციის პერიოდებში, სათესლე ჯირკვლების პათოლოგიები;
სხეულის ლოკალიზებული შესივება სხეულის რომელიმე ნაწილში, უღონობა, სისუსტე ან დაღლილობა, უღონობა, სახის შეშუპება, მკერდის არეში ტკივილი, ცხელება, ტკივილი, პერიფერიული შეშუპება;
ლაბორატორიული ანალიზების შედეგების ცვლილებები (როგორიცაა: სისხლის ან ღვიძლის ანალიზები).
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება აღინიშნოს 10 000-დან არაუმცირეს 1 პაციენტში):
აგზნება;
ღვიძლის ფუნქციის ცვლილებები, კანისა და სკლერების გაყვითლება;
კანის მძიმე რეაქციები სინათლეზე ან მზეზე;
კანის გამონაყარი, რომელიც ხასიათდება კანის სიწითლესთან ერთად მცირე ზომის პუსტულების (თეთრი/ყვითელი სითხით სავსე მცირე ზომის ბუშტუკები) სწრაფი განვითარებით;
დაყოვნებული ალერგიული რეაქციები (ზემოქმედებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ) გამონაყარით და სხვა შესაძლო სიმპტომებით, როგორიცაა სახის შეშუპება, ტონზილების შესივება და პათოლოგიური ლაბორატორიული ანალიზები (როგორიცაა: ღვიძლის მარკერები და ლეიკოციტების რაოდენობის მომატება).
დამატებითი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღწერილ იქნა პოსტმარკეტინგულ პერიოდში (სიხშირე უცნობია)
მუცლის სპაზმები, რომლებიც იხსნება ნაწლავების მოტორიკის შემდეგ, დაბალი ცხელება, პროფუზული თხევადი განავალი და დეჰიდრატაცია (ფსევდომემბრანოზული კოლიტი);
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, ჰემოგლობინის დაბალი დონე;
ძლიერ გამოხატული ჭინჭრის ციება;
აგრესიული ქცევა, შფოთვა, დელირიუმი, ჰალუცინაციები;
სინკოპე, კრუნჩხვები, ჭარბი მოტორული აქტივობა შეხების მგრძნობელობის დაქვეითება, ყნოვის დაკარგვა ან ყნოსვის ცვლილება, გემოს დაკარგვა, კუნთების ლოკალიზებული სისუსტე (მიასთენია გრავის);
სმენის დაკარგვა ან ტინიტუსი;
გულის რითმის დარღვევები, მათ შორის აჩქარებული გულისცემა, არარეგულარული გულისცემა;
დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია);
პანკრეასის ანთება, ენის ფერის ცვლილება, კანის მძიმე რეაქცია;
ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ნეკროზი;
თირკმლის უკმარისობა, თირკმელების ანთება;
ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ) ცვლილებები (torsades de pontes და გახანგრძლივებული QT ინტერვალი);
კუჭის ტკივილი დიარეასთან და ცხელებასთან ერთად;
ადვილად განვითარებული სისხლჩაქცევები და სისხლდენა;
სახსრების ტკივილი.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ინფარმედ, ი.პ.-ის საშულებით ქვემოთ მოცემულ მისამართზე. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
პორტუგალია
ვებ-გვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram (უმჯობესია)
ან შემდეგ მისამართზე:
მედიკამენტების რისკის მართვის დეპარტამენტი
პარკ და საუდე დე ლისბოა, ავ. ბრაზილ 53
1749-004 ლისაბონი
ტელ.: +351 21 798 73 73
მედიკამენტების ცხელი ხაზი: 800222444 (უფასო)
ელ-ფოსტა: [email protected]
აზითრომიცინი ფარმოზის შენახვის წესი
ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ სიფრთხილის ზომებს.
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს აზითრომიცინი ფარმოზი
აქტიური ნივთიერებაა აზითრომიცინი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს აზითრომიცინის დიჰიდრატს, რომელიც ექვივალენტურია 500 მგ აქტიური ნივთიერება აზითრომიცინის.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: კალციუმის ორფუძიანი უწყლო ფოსფატი, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოლიეთილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი და ჰიდროქსიპროპილმეთილ ცელულოზა.
აზითრომიცინი ფარმოზის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
აზითრომიცინი ფარმოზი შემოგარსული ტაბლეტებია და მოწოდებულია შეფუთვაში 2 ან 3 ტაბლეტით.
ყველა შეფუთვა ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი
Farmoz - Sociedade Tecnico Medicinal, S.A.
Rua da Tapada Grande, n 2
Abrunheira
2710-089 Sintra
Portugal
ფარმოზ - სოსიედადე ტექნიკო-მედიცინალ ს.ა.
რუა და ტაპადა გრანდე, #2
აბრუნჰეირა
2710-089 სინტრა, პორტუგალია
მწარმოებელი
Atlantic Pharma – Produḉoes Farmaceuticas S.A,
Rua da Tapada Grande nº 2, Abrunheira,
2710-089 Sintra
Portugal
ატლანტიკ ფარმა – პროდუცეს ფარმაცეუტიკას ს.ა.
რუა და ტაპადა გრანდე #2, აბრუნჰეირა
2710-289 სინტრა
პორტუგალია
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია 2021 წლის დეკემბერი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



